შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის არომატი (ნაწილი3)


გუშინ, 13:55
ავტორი თინათინი10
ნანახია 57

მანქანა ასაფრენ ზოლთან იდგა, ჯორჯიან ეარვეისის თვითმფრინავი უკვე მზად იყო ჩასხდომისთვის.. ჩემი სუნთქვა დამძიმდა.
- რაო ლიზა… ვერ გადაწყვიტე? აირჩიე ან ჩემთან ერთად წამოხვალ და ცეცხლოვან ღამეს გავატარებთ ერთად ან თვითმფრინავში ახვალ - ისე მეუბნებოდა ამ საზიზღარ წინადადებას, თითქოს არაფერი.. ერთობოდა, თვალებში რაღაც ბოროტი და ამავდროულად ეშმაკური თამაში ედგა.
- კარები გააღე, ცხოველო! ჩემი სინდისი არ იყიდება! საქართველოში მივდივარ! - შიგნიდან ყველაფერი ჩამომენგრა.. ის იმედის პატარა ნაპერწკალიც ჩააქრო, რაც ცოტა ხნის წინ გამიჩნდა, თუმცა მის წინაშე მყარად ვიდექი..დანიელი გადმოვიდა, ნელა, წელში გამართული დადიოდა, კარი გამიღო, ისეთი ზიზღით შევხედე, სიტყვებით ვერ აღვწერ..ის კი იღიმოდა..მხარზე ბეჭი ძლიერად გავკარი და თვითმფრინავისკენ წავედი ამაყად, ცრემლი არ გადმომვარდნია, ამის სიამოვნებას არ მივანიჭებდი..უკანა შესასვლელიდან ავედი, კართან ქართველი ბორტგამცილებელი იდგა, გამიღიმა, მერე დანიელს მიესალმა, ჯერ მგზავრები არ იყვნენ ჩასხდომილები. წუთი-წუთზე დაიწყებოდა ჩასხდომა,
ჩემნაირი დეპორტირებული ადამიანების ადგილი თვითმფრინავის ბოლოში იყო..
- როგორც შევთანხმდით… - დანიელმა თვალი ჩაუკრა ბორტგამცილებელს, პასპორტი და ბილეთი მიაწოდა, უცებ მკლავში ჩამავლო ხელი, ძლიერად.
სალონში შესვლა არ დამაცადა, უკან გამომათრია.
- რას აკეთებ?! გამიშვი! გამიშვი ცხოველო! სად მიგყავარ?! - ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ძალით ვერაფერს ვხდებოდი, საოცრად ძლიერი იყო. მანქანაში ჩამსვა ისევ. კარი მომიჯახუნა, თვითონ საჭესთან დაჯდა, მშვიდად.
- რას აკეთებ?! რატომ დავბრუნდით აქ?
- მოკეტე! შენს დახმარებას ვცდილობ.
- არ მჭირდება! შენ ნაგავი ხარ! ვერ გენდობი! შენთან ერთად წამოსვლას მირჩევნია თვითმფრინავში ავიდე!
- ლიზა… სანამ ხასიათზე ვარ, გთხოვ, ნუ გამიფუჭებ ხასიათს.. თორემ თუ გამაბრაზებ მართლა ჩაგსვამ იმ თვითმფრინავში! - თითის ქნევით მელაპარაკებოდა, თითქოს სამყაროს მბრძანებელი ყოფილიყო..
- მე შენთვის ფულის გარდა არაფრის შემოთავაზება არ შემიძლია! ასე რომ გამიშვი!
- კარგი. თუ ამაზე დარდობ, ნუ გეშინია არ შეგეხები, ფულს დავჯერდები. ეს ისე შემოგთავაზე… იქნებ შენც გქონოდა სურვილი.. მე მაინც ვცადე.
- ანკესი გადმომიგდე? გაინტერესებდა თუ წამოვეგებოდი?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- რატომ არ მივდივართ?
- ჯერ თვითმფრინავი უნდა აფრინდეს. დროზე ადრე ვერ დავტოვებ აქაურობას, თავს საფრთხეში ვერ ჩავიგდებ..
- რატომ გინდა დამეხმარო?
- არვიცი, უბრალოდ ამის სურვილი გამიჩნდა.. არ დაგიმალავ სხვა სურვილებიც მქონდა მაგრამ..
- კიდევ ერთხელ გიმეორებ..
- ვიცი ვიცი, გავიგე, აღარ არის ამდენი გამეორება საჭირო.. არასდროს მქონია ქართველთან სექსი და მინდოდა გემო გამესინჯა, მაგრამ მოძალადე არ ვარ, არ გინდა და მორჩა.. ოჯახი გყავს? ქმარი გყავს?
- არა!
- მაშინ რატომ არ დამთანხმდი? რას აგებდი? ერთ სასიამოვნო ღამეს გაატარებდი ჩემთან, მერე იქნებ ვინ იცის მოგვწომებოდა და კიდევ განმეორებულიყო.. ჩემი სახით უშიშრად ივლიდი, ჩემნაირი საყვარელი რომ გეყოლებოდა
- მოკეტე ეს ამაზრზენი საუბარი! პირველივე შემხვედრს საწოლში არ ვუხტები, მითუმეტეს რაღაცის სანაცვლოდ სხეულს და სინდისს არ ვყიდი
- კარგი რაა, ბარემ ისიც მითხარი ქალიშვილი ვარო - გულიანად გაეცინა
- აფრინდა!
- ვერ გავიგე
- თვითმფრინავი აფრინდა!
- კარგი, ახლა შეგვიძლია წავიდეთ - მანქანა დაიძრა.

- ფული თან გაქვს?
- არა, სახლში მაქვს.. მეგობარს დავურეკავ და მოიტანს.
- არა! არავინ არ უნდა გაიგოს ეს ამბავი, მხოლოდ ჩვენ ორმა უნდა ვიცოდეთ.
- სხვანაირად ფულს ვერ მოგცემ, ჩემი მეგობარი სანდოა, თანაც მოქალაქეა.
- მე თვითონ მიგიყვან სახლამდე -
გამეცინა.
- შენ მე იდიოტი გგონივარ? ჩემს სახლამდე მიგიყვანო, დღეს ფულს წაიღებ, ხვალ კი მოხვალ და დამიჭერ ვითომც არაფერი.
- შენი დაჭერა ახლა არაფერში მაწყობს. ამით საფრთხე შემექმნება.
- სახლში ვერ მიგიყვან, იქ სხვა უსაბუთო ადამიანიც ცხოვრობს, ვერავის ჩავაგდებ საფრთხეში.
- კარგი კარგი.. დარეკე და მოგვიტანოს სადმე.
- ტელეფონი დამჯდარია… დამტენი ხომ არ გაქვს?
- არა. ნომერი არ იცი ზეპირად?
- არა - დანიელმა ამოიოხრა.
- კარგი, ჩემთან წავიდეთ, დატენი, შენმა მეგობარმა ჩემს სახლში მოიტანოს ფული და თან წაგიყვანს
- შენთან?! - ვკითხე შეშინებულმა
- ნუ გეშინია, ძალით რაიმეს მიღება რომ მინდოდეს ამას აქვე გავაკეთებდი..


მანქანა ბათ-იამში გაჩერდა, ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში..
ჩემდა გასაკვირად, ჩემს სახლთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა. ზღვის ხედი პირდაპირ აივნიდან იშლებოდა, შორიდან ტალღების ხმა ისმოდა.
გარედან ყველაფერი მშვიდი იყო..
კარები რომ გაიღო სიმშვიდე გაქრა,
ცხვირში მძიმე, სურნელი დამეტაკა.
ჭურჭელი დიდი ხნის დაურეცხავი იყო.
მაგიდაზე ჩიფსების პაკეტები, მზესუმზირის ნარჩენები, იატაკზე ქერქები ეყარა. ბინა პატარა იყო, სტუდიოს ტიპის მისაღები და ორი საძინებელი, მსგავსი სურათი ბევრჯერ მქონდა ნანახი, ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, ქაოსი უცხო არ იყო.
- ძალიან არეულობაა, არა? - უხერხულად ჩაიცინა.
- საკმაოდ.. ხედი კარგია, ზღვა გიყვარს ეტყობა
- ძალიან.. ჩემთან ხომ არ იმუშავებ? ისედაც გაქვს გამოცდილება.
- არ მაქვს სურვილი შენთან ვიმუშავო! დამტენი მომეცი! - მან მხრები აიჩეჩა და დამტენი გამომიწოდა.
- რამდენი წლის ხარ?
- ოცდახუთის.
- ასეთი ახალგაზრდა აქ სამუშაოდ რატომ ჩამოხვედი? მართლა მაინტერესებს. ძალიან ახალგაზრდა ხარ.
- ყველა ემიგრანტის უკან ოჯახი და პრობლემები დგას.
- ძალიან ბევრი ქართველია აქ. ზოგი ათ წელზე მეტია.
- კი, ზოგჯერ ასეცაა. ადამიანი როცა რაღაცას ეჩვევა, მერე თავს ვეღარ ანებებს. მითუმეტეს როცა უსაქმური შვილები და ქმრები არიან აქედან გაგზავნილ ფულს მიჩვეულები. მერე აღარ ფიქრობენ, რომ დედის ან ცოლის სახლში დაბრუნების დროა - დანიელმა ყურადღებით შემომხედა.
- შენ რამდენ ხანს აპირებ აქ გაჩერებას?
- მანამ, სანამ ჩემს პრობლემებს არ მოვაგვარებ.
- გასაგებია, დაურეკე შენს მეგობარს?
- ვერ ვრეკავ. შეიძლება შენი ტელეფონით ვცადო? - მაშინვე გამკაცრდა.
- არა! მერე რომ დაიჭირონ და ჩემი ნომერი უნახონ? იცი რა პრობლემები შემექმნება?
- მოქალაქეა!
- ნამდვილად? იცოდე, არ მომატყუო, შენს გამო ჩემს თავს და სამსახურს საფრთხეში ვაგდებ - გამეცინა.
- ჰო, აბა სულ ჩემს გამო… ფულის გამო აკეთებ!
- ჰო… მაგის გამოც - ნახევრად სერიოზულად თქვა, გვანცას დავურეკე.
- ათ წუთში მოვა.
- ესეიგი ახლოს ცხოვრობ.
- ეგ არ არის შენი საქმე!.. რატომ წამიყვანე აეროპორტში? ჩემი წვალების ყურება სიამოვნებას განიჭებდა? - დანიელმა ღრმად ამოისუნთქა.
- არა, ლიზა. რეალურად რომ არ მივსულიყავით აეროპორტში, მაშინვე ეჭვს აიღებდნენ. მერე… გადავწყვიტე ცოტა მეთამაშა შენთან.
- თამაში გიყვარს, არა?
- ვერთობი თამაშით, თანაც მაინტერესებდა რა არჩევანს გააკეთებდი, მიზნის გამო თუ დამთანხმდებოდი.. ხომ გახსოვს ეს ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩეს. გთხოვ, მტრად ნუ გადამიკიდებ და მანანებინებ, რომ ცხოვრებაში პირველად ქართველს დავეხმარე.
- ვიცი, მახსოვს…ბორტგამცილებელს პასპორტი რატომ გაატანე?
- ასე იყო საჭირო, ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ - კარზე დააკაკუნეს.
- ალბათ გვანცაა.
- მოიცადე, აქ იყავი, მე გავაღებ.. არ გამოხვიდე, შეიძლება სხვა იყოს..


კარში გვანცა იდგა, თეთრი პერანგი ეცვა, თმა მხრებზე ჩამოშლოდა, მსუბუქი მაკიაჟი ეკეთა. მშვიდი, თავაზიანი გამომეტყველება ჰქონდა..
დანიელი წამით გაჩერდა, გვანცა აათვალიერა
- შენ გვანცა ხარ? - ჰკითხა ნელა, თვალები ზედმეტად დიდხანს შეაჩერა მასზე.
- დიახ. გვანცა ვარ - გაუღიმა მოკრძალებით.
- დანიელი - ხელი გაუწოდა, გვანცამ ხელი ჩამოართვა, დანიელის თავაზიანი ღიმილის უკან ძალიან მექალთანე ადამიანი იდგა..
- უნდა ვაღიარო… - თქვა ნახევრად ღიმილით
- ქართველი ქალევი მართლაც ძალიან ლამაზები ხართ, გვანცა ოდნავ გაწითლდა..
- მადლობა.. ლიზა სად არის?
- შიგნითაა, შემოდი - გვანცას დანახვაზე შვებით ამოვისუნთქე, მაშინვე ერთმანეთს გადავეხვიეთ
- ჩემო პატარა, როგორ მანერვიულე, რა კარგია რომ ისევ აქ ხარ - მეხუტებოდა მზრუნველი დედასავით, გვანცა მართლა ყველაზე ზრუნავდა
- ფული ხომ წამოიღე?
- კი აქ მაქვს - გვანცამ კონვერტი ამოიღო ჩანთიდან და გამომიწოდა, მე კი დანიელს გავუწოდე
- აქ არის - დანიელმა გადათვალა, სიჩუმეში ფულის შრიალი მკაფიოდ ისმოდა, შემდეგ გვანცას შეხედა.
- იცი? ასეთ მეგობარს იშვიათად შეხვდები, შუაღამისას თავს რომ შეიწუხებს, ეს ყველას არ შეუძლია
- როცა ადამიანს დჭირდება, დრო მნიშვნელობას კარგავს - მშვიდად უპასუხა გვანცამ, დანიელს გაეღიმა.
- ჭკვიანიც ყოფილხარ - მე თვალები გადავატრიალე.
- საკმარისია, წავიდეთ!
- აბა მშვიდობით ჩემო თავის ტკივილო, იმედია ერთმანეთს ისევ შევხვდებით
- იმედია არა და თუ შევხვდებით შენს არასამუშაო საათებში იქნება ეს შეხვედრა! - დანიელმა კარი გაგვიღო
- სასიამოვნო იყო გაცნობა, გვანცა.
- ჩემთვისაც - უპასუხა თავაზიანად,
დანიელმა ბოლოს ისევ თქვა:
- ლიზა, გაუფრთხილდი ასეთ მეგობარს
- აუცილებლად, რადგან შენ მეუბნები აუცილებლად გავუფრთხილდები - გვანცას ხელი ჩავავლე და მისი ბინძური ბინა ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე.


- ეს ნაგავი, გონება ჩლუნგი! ვერ ვიტან! იცი როგორ მაწამა გვანცა? ! მაგრამ მთავარია რომ ისევ აქ ვარ
- ძალიან სიმპათიური კაცი კი იყო
- სიმპატიური კი არა დაკუნთული ცხოველია! გვანცა ანისთან არაფერი არ წამოგცდეს, არავინ უნდა გაიგოს როგორ მოხდა ეს ყველაფერი
- შენს დანახვაზე ინფარქტი მოუვა, შენს სამსახურებზე ნადირობდა - სიცილი დაიწყო გვანცამ
- ნინის ეჭვი ჰქონდა რომ მაგან ჩაგვიშვა
- საზიზღარი და გველი გოგო კია, მაგრამ არ მგონია მაგდენი გაებედა
- იმედია, თუ გავიგე რომ მართლა მის გამო დაგვიჭირეს თმებისგან გავცლი!


ანის ჩემს დანახვაზე მართლა შოკი დაემართა
- ლიზა?! რანაირად ჩამოზვედი..როგორ.. - შოკის მიუხედავად გადამეხვია
- ძალიან გრძელი ამბავია.. ბორტგამცილებელს გამოვეპარე
- ხუმრობ? კარგი მაგრამ აეროპორტის ტერიტორია რანაირად დატოვე? - დავიბენი, ამ კითხვაზე არ მიფიქრია
- რანაირად დატოვებდა, ფეხით დატოვა, სად არ იარა ვინ იცის იქედან რომ გამოეღწია - ლაპარაკში ჩამერთო გვანცა
- როგორც არ უნდა იყოს ძალიან მაგარია ლიზა, მართლა გილოცავ
- ნეტავ ნინიც ჩვენთან იყოს - თქვა გვამცამ, ანიმ თვალები აატრიალა
- დაღლილი იქნები.. დაისვენე
- თითქმის ორი კვირაა დავისვენე ციხეში, მეტინრაღა დავისვენო, ხვალვე წავიდე მგონი სამუშაოდ - ვიცინოდი
- შენს სამსახურში მე გავედი ლიზა, დილის ოფისში.. იმედია პრობლემა არ გექნება
- მე დავბრუნდი ანი
- და მე რა ვიცოდი? მემკვიდრეობით ხომ არ გქონდა ეგ ოფისი მიღებული
- ანი უხერხულია
- რა არის უხერხული? მე სამსახური დავტოვე, შეუძლია ახალი სამსახური იშოვოს.. უამრავი სამსახურებია
- კარგი ანი, ღმერთმა შეგარგოს, არ მინდა ისედაც.. შენი იყოს - კრეტინ და გაუნათლებელ ადამიანთამ არ ვაპირებფი პოლემიკაში შესვლას..
- თავის დროზე შანსი რომ გამოგეყენებინა ვერავინ შეგეხებოდა
- რა შანსი ანი? იმ ბებერთან გამება ურთიერთობა საბუთის გამო? ამ დონემდე არასდროს დავეცემი! საბუთის გამო უკადრებელს არ ვიკადრებ!
- და რა გინდა რომ მითხრა მე უკადრებელი ვიკადრე?
- შენს კითხვას თავად გაეცი ანი პასუხი, ეგეც მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა - ცინიკურად გავუღიმე და ჩემს ოთახში წავედი.. მას დროებითი საბუთი ჰქონდა გაკეთებული, როგორც ებრაელის მეგობარ გოგონას ქვეყანაში ყოფნის უფლება ჰქონდა.. ის ყოველთვის სხვისი შურით საზრდოობდა, თუ სხვას რამე ჰქონდა ყველაფერი მისთვის სურდა.. ისე როგორც ჩემი სამსახური.. ის მამაკაციც მე დამსდევდა, უნდოდა მისი საყვარელი გავმხდარიყავი, საბუთის გაკეთებას მთავაზობდა, ყველაზე მეტად მე მჭირდებოდა საბუთი, თუმცა ამ დონემდე ვერ და არ დავეშვებოდი.. საკუთარი სხეული ამის გამო გამეყიდა.. ანიმ შანსით ისარგებლა და თავად დაუახლოვდა იმ კაცს, მისი თავი შესთავაზა და დღეს უკვე უშიშრად დადის ქუჩაში მისი 55 წლის შეყვარებულის წყალობით..

ანის „მშვიდობაში მოგახმაროს“ შემდეგ, ლიზას ცხოვრებაში არაფერი გაჩერებულა, პირიქით უფრო დაჩქარდა..ძველი სამსახურის დაკარგვიდან ორ დღეში ახალი იპოვა. აქ, ემიგრანტების სამყაროში, სამსახური არ არის კარიერა, ეს არის გადარჩენა. ერთი დღეც თუ ჩაგივარდა ძალიან დიდი ზარალია..მისი ახალი სამუშაო ისევ იგივე სფეროში იყო, ოფისების დასუფთავება. ოღონდ ამჯერად უფრო მკაცრ გარემოში..
დილის ხუთის ნახევარზე უკვე ფეხზე იდგა, ქალაქი ჯერ კიდევ ბინდში იყო ჩაფლული, ზღვის მხრიდან ნესტიანი ქარი ქროდა, ქუჩები ნახევრად ცარიელი. ლიზა სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უკან იყურებოდა..ახლა უფრო ფრთხილი იყო..მეორეჯერ დაჭერას ვერ გადაიტანდა..ოფისში პირველი მიდიოდა.. ახალი უფროსები ყველა დეტალს დასდევდნენ.
- აქ მტვერია.
- ეს კუთხე კარგად არ არის მოწმენდილი.
- იატაკზე ლაქა დარჩა.
- ნაგვის ურნა არ გაგიცლია იმ ოთახში..
ლიზა უსიტყვოდ უსმენდა..ქლორის მძაფრი არომატით გაბრუებული..
მთელი დღის განმავლობაში იშვიათად თუ ჩამოჯდებოდა, თუ სადმე სკამზე წუთით ჩამოჯდებოდა, მაშინვე ხმა მოესმოდა:
- ლიზა, ეს ოთახი მზად არის?
- ლიზა, სამზარეულო გადაამოწმე კიდევ ერთხელ..
ასე გავიდა ერთი თვე, შრომაში,
დაღლილობაში, ფრთხილ ნაბიჯებში.
დამალულ შიშში..ზოგჯერ საღამოს სარკეში საკუთარ თავს რომ უყურებდა, ვერ ცნობდა. თვალები უფრო სერიოზული ჰქონდა, ღიმილი იშვიათი.
მხრები ყოველთვის დაძაბული...

პარალელურად დანიელიც თავის სამსახურში იყო ჩვეულებრივ ჩართული, იმ ამბავმა მისთვის გაიარა, არაფრიდან ნაშოვნი ფული გემრიელად შეირგო.. ხშირად როცა ალუბლის არომატს დაყნოსავდა ახსენდებოდა გიჟი ქართველი, მისთვის ჩუმად ეღიმებოდა..
- დილამშვიდობისა დანი
- დილამშვიდოვის იშაი, როგორ ხარ?
კაბინეტის კართან მდგომი იშაი განსხვავებული იყო სხვებისგან, მაღალი, შეკრული, მკაცრი გამოხედვით. მის ტონში ყოველთვის იგრძნობოდა ძალაუფლება, იშაი იყო ის კაცი, ვინც სისტემას წარმოადგენდა.
მაღალი თანამდებობის პირი საემიგრაციო სამსახურში. კანონი მისთვის სიტყვა კი არა ხერხემალი იყო. არ უყვარდა ზედმეტი ხმაური,
არ უყვარდა შეცდომები და ყველაზე მეტად ვერ იტანდა უპასუხისმგებლობას, დანიელთან სხვანაირი იყო, ერთად სწავლობდნენ,
ძველი მეგობრები იყვნენ, თითქმის ძმებივით.
- დანი, რამოდენიმე კვირის წინ ქართველი რომ გავუშვით, შენ გადაიყვანე აეროპორტში, აი ის.. ნაგვის ურნიდან რომ აპირებდა გაქცევას, გახსოვს? - მისი ხმა ამჯერად ოფიციალური იყო, არანაირი მეგობრული ტონი. დანიელს წარბიც არ შეუხრია, არ შეიტყო არაფერი
- კი, ეგ გიჟი როგორ არ მახსოვს
- ეგ გოგო ისევ აქაა
- ვერ გავიგე
- დანი! გოგო ისევ აქაა! - ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, დანიელმა მხრები ოდნავ აიჩეჩა..
- ჩამოსვლა სცადა ისევ? დაიჭირეთ?
- არა! არც წასულა იმ დღეს!
- რას ამბობ, ჩემი ხელით ჩავაბარე ბორტგამცილებელს, გოგოც, ბილეთიც და პასპორტიც
- არვიცი როგორ, მაგრამ ის გოგო ისევ ისრაელშია. ისევ უჩივლეს, ინფორმაცია შემოვიდა, მთელი საემიგრაციო ფეხზე დგას! დანი, დაგკითხავენ, იმედი მაქვს შენ შენი საქმე სწორად შეასრულე! ხომ იცი ჩემთვის ძმასავით ხარ! მაგრამ კანონი ჩემთვის ყველასზე მაღლა დგას -
ეს გაფრთხილება იყო, არა მუქარა.
- იშაი, ჩემი ხელით ავიყვანე ბორტზე! - არც ხმა აუთრთოლდა,არც მზერა შეეცვალა, იშაი რამდენიმე წამი უყურებდა..ის არ იყო ადამიანი, რომელიც სიტყვას მარტივად იჯერებდა, ის ამოწმებდა. ყოველთვის ამოწმებდა.
- ძალიან კარგი, მაშინ სანერვიულო არაფერია!
- იცი სად არის? - თითქოს ჩვეულებრივად იკითხა დანიელმა.
- კი! კვირას ოფისში ავიყვანთ! შენც ჩემთან ერთად წამოხვალ, ერთად დავიჭერთ ჩიტს!
- არ არის პრობლემა, ერთად წავიდეთ სანადიროდ! - გაეცინა დანიელს..



№1 სტუმარი სტუმარი Lusi

ძალიან კარგია.უფრო დიდი თავი დადეთ რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent