შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდული 7: ჩრდილოვანი სისტემა. (თავი 5-დევნა)


გუშინ, 15:56
ავტორი MB-stories
ნანახია 48

ტყვიის ხმამ პატარა ქვის სახლის კედლები შეარხია.
მარიამს ჯერ ხმა არ გაუგონია - მხოლოდ დარტყმა იგრძნო ჰაერში. შემდეგ კი შუშის ნამსხვრევები წვიმასავით ჩამოცვივდა იატაკზე.
დათამ მკლავით იატაკისკენ დაქაჩა.
- დაიხარე, სწრაფად!
-
მარიამი იატაკზე დაეცა. ცივს ბეტონს ზურგით დაეხეთქა. ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა, მაგრამ ადრენალინის გამო ისე სწრაფად აუჩქარდა გული, რომ საკუთარი ტკივილიც კი გადაავიწყდა.

გარედან ნაბიჯების ხმა ისმოდა.
მძიმე..
დაგეგმილი…
ფრთხილი..
არ ჩქარობდნენ..

ეს იყო ყველაზე ცუდი ნიშანი.
ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არიან გამარჯვებაში, არასოდეს ჩქარობენ.

დათამ ფანჯარას სწრაფად შეხედა. მისი თვალები მოძრაობას ეძებდნენ - ჩრდილს, სილუეტს, იარაღის ლულას.
მან იარაღი კიდევ ერთხელ გადატენა.
ეს ხმა მარიამისთვის უცნაურად დამამშვიდებელი აღმოჩნდა.

-რამდენი არიან? - ჩურჩულით ჰკითხა მან.

დათამ პასუხის გაცემამდე რამდენიმე წამი დაიცადა.

-მინიმუმ ექვსი.

მარიამს ყელში რაღაც გაეჭედა.
-პოლიციაა?

-არა.

-საიდან იცი?

დათამ ფანჯრიდან ისევ გაიხედა.

-პოლიცია ასე არ მუშაობს.

გარედან მანქანის კარი დაიხურა.
შემდეგ კაცის ხმა გაისმა.

-გელოვანი! ვიცი, რომ შიგნით ხარ.
მარიამმა დათას შეხედა.

-გიცნობენ?

დათამ თავი ოდნავ დაუქნია.

-სამწუხაროდ.

კაცი გარედან მშვიდად ლაპარაკობდა.

-ეს ბრძოლა შენი არ არის, დათა. გოგო გამოგვიგზავნე და შენ წადი. ჩვენ მხოლოდ დისკი გვაინტერესებს.

სიჩუმე ჩამოვარდა.
მარიამმა იგრძნო, როგორ გაუშეშდა სხეული.
ეს ის მომენტი იყო, როცა ადამიანს უნდა გაერკვია - ენდობოდა თუ არა გვერდით მდგომ მეორე ადამიანს.

დათამ ნელა გადახედა.
-თუ ახლა გაგიშვებ, გადარჩები.

მარიამმა თავი გააქნია.
-თუ გაგიშვებ, ლუკა მართლა მოკვდება.
დათას თვალებში წამით რაღაც გაკრთა. - პატივისცემა.
შემდეგ ის ისევ ფანჯარას მიუბრუნდა.
-კარგი.

მან ოთახს სწრაფად მოავლო თვალი.

-უკანა გასასვლელი არის?

-სარდაფში.

დათამ სარკმელს ესროლა.
ტყვიის ხმა ტყეში ექოდ გავრცელდა.
გარედან მაშინვე საპასუხო ცეცხლი გაიხსნა.
მარიამს პირველად მოუვიდა თავში აზრი, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა.
ეს აღარ იყო კოდები.
ეს აღარ იყო ფაილები.
ეს იყო ომი.


სარდაფში ჩასასვლელი კიბე ვიწრო იყო.
ჰაერი ნესტიანი.
მიწის და ჟანგის სუნით გაჟღენთილი.
დათამ კარი ჩუმად დახურა.
ზემოთ ტყვიების ხმა ჯერ კიდევ ისმოდა.

-დრო მოვიგეთ, - თქვა მან.

მარიამმა პირველად შეამჩნია, რომ დათას ხელი ოდნავ კანკალებდა.
არა შიშისგან, არამედ ადრენალინისგან.

-ესენი ვინ არიან? - ჰკითხა მარიამმა.
დათამ სიგარეტი ამოიღო, მაგრამ მერე ისევ ჯიბეში დააბრუნა.
-ადამიანები, რომლებიც “მოდულ 7”-ს ემსახურებიან.

-დაქირავებული მკვლელები?

-ზოგჯერ.

-და ზოგჯერ?

დათამ ჩუმად ჩაიცინა.
-ზოგჯერ სახელმწიფო.

მარიამი რამდენიმე წამი ჩუმად იყო.
შემდეგ ნელა თქვა:
-ლუკა მართალი იყო.

-ლუკა ყოველთვის მართალი იყო, - უპასუხა დათამ.

სარდაფის ბოლოს პატარა რკინის კარი იყო.
დათამ ფრთხილად გააღო და გაიხედა.

გარეთ ტყე იწყებოდა.
წვიმა ისევ მოდიოდა. მუქი, მძიმე.
ისეთი, რომელიც ყველაფერს ფარავდა.

-მანქანამდე ორიას მეტრი იქნება, -თქვა დათამ.

-და ისინი?

-მარიამ, მისმინე! როცა ვიტყვი, ამ კარიდან გადი და ტყისკენ გაიქეცი. მე მათ ყურადღებას გადავიტან.

-არა! მარტო არ დაგტოვებ! - მარიამმა დათას მკლავში ხელი ჩაავლო. ახლა მიხვდა, რომ მისი თითები სისხლიანი იყო - მინის ნამსხვრევს გაეკაწრა.

დათამ წამით შეხედა მას. ამ მზერაში პირველად გაკრთა არა გამომძიებლის სიმკაცრე, არამედ ადამიანური ტკივილი და პასუხისმგებლობა. მან მარიამის ხელს თავისი ხელი დაადო. - შენ დისკი გაქვს. თუ შენ დაგგიჭერენ, ლუკას შანსი აღარ ექნება. მენდე.

“მენდე“ - ეს სიტყვა ამ სამყაროში ყველაზე რთული სათქმელი იყო.

— როცა გეტყვი, გაიქეცი.

მარიამმა თავი დაუქნია. დათამ ბოლო მჭიდი გადატენა, ფეხზე წამოდგა და საპასუხო ცეცხლი გახსნა, რათა თავდამსხმელების ყურადღება მიეპყრო.

-მარიამ, დროა!

მარიამი სიბნელეში გაიქცა და ტყის სქელ ბუჩქნარში გაუჩინარდა


****
მარიამი მირბოდა
ტოტები სახეში ეხლებოდა.
ფოთლები ფეხქვეშ ხმაურობდა.
ცდილობდა მანქანამდე მიეღწია.
რამდენიმე წამი ტყვიები ზუზუნისა და მხოლოდ მისი სუნთქვის ხმა ესმოდა.
ცოტახანში ყველაფერი მიწყნარდა. მარიამმა უკან მიიხედა, მაგრამ სიბნელეში რამის გარჩევა გაუჭირდა.

შემდეგ კი -
ტოტის ტკაცუნი გაიგონა უკნიდან.
მოულოდნელად გაჩერდა, შეეშინდა, ყოველი ფოთლის შრიალზე გული უჩერდებოდა. წვიმა გადასულიყო, მაგრამ ნესტი ძვლებამდე აღწევდა. ეგონა მიაგნეს. დისკი , ლუკას გადარჩენის ერთადერთი საშუალება, მაგრად ჩაბღუჯა ხელში.

მალევე დათა გამოჩნდა. კოჭლობდა, პიჯაკი დახეული ჰქონდა, სახეზე კი დენთის ნამწვი და სისხლი ერთმანეთში არეოდა.

მარიამი მისკენ გაიქცა და ინსტინქტურად ჩაეხუტა. დათა წამით დაიბნა, თითქოს ვერ გადაწყვიტა უნდა მოეშორებინა თუ არა ეს სიახლოვე , მერე კი ფრთხილად მოხვია ხელი. ამ წუთას ისინი აღარ იყვნენ „პროგრამისტი“ და „პოლიციელი“. ისინი იყვნენ ორი ადამიანი, რომლებსაც სისტემამ ყველაფერი წაართვა.

-დაჭრილი ხარ, - თქვა მარიამმა, როცა დათას მხარზე სისხლის ლაქა შეამჩნია.
-გამკაწრეს. არა უშავს, - დათა იქვე ჩამოჯდა და სუნთქვა დაირეგულირა.
მარიამმა თავის ზედას ქვედა ნაწილი მოახია და დათას ჭრილობაზე შემოახვია.
-რატომ ეხმარებოდი ლუკას? - ჰკითხა მარიამმა ისე, რომ საქმისთვის თვალი არ მოუცილებია. - შენ ხომ იცოდი, რომ ეს შენს კარიერას დაანგრევდა.

-კარიერა დიდი ხნის წინ დამენგრა, მარიამ, -თქვა დათამ და თვალები წამით დახუჭა, თითქოს ძველი საქმეების სურათები ისევ დაუბრუნდა. - წლების წინ საქმე მქონდა... ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილზე. მითხრეს, რომ თვალი დამეხუჭა. არ დავხუჭე. მას შემდეგ 'პრობლემურ' კადრად ვითვლები. ლუკა ერთადერთი იყო, ვინც მართლა უსმენდა ჩემს მოპოვებულ მასალებს. ის ხიდი... მამაშენის სიკვდილი... ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. მე ისეთივე მოვალე ვარ ლუკასი, როგორც შენ. ის არ იყო უბრალო 'წყარო', ის ჩემი მეგობარი იყო.

მარიამმა დათას ხელზე ხელი მოუჭირა. პირველად იგრძნო, რომ ამ კაცის ცინიკური ნიღბის მიღმა უზარმაზარი დაღლილობა და სამართლიანობის ისეთივე მანიაკალური წყურვილი იმალებოდა, როგორიც ლუკას ჰქონდა.


მოულოდნელად ტყვიის ხმა ისევ გაისმა

-გვიპოვეს.

მათ გვერდით მდგომ ხეს მოხვდა შემდეგი ტყვია.

-მარჯვნივ! - იყვირა დათამ.

ისინი დაღმართისკენ გაიქცნენ.
მარიამს ფეხი დაუცდა და მიწაზე დაეცა.
დისკი ხელიდან გაუვარდა.
გული წამით გაუჩერდა.
დათამ დისკი აიღო.

-ეს თუ დაკარგე, მთელი ეს ომი აზრს დაკარგავს.
მან ხელი გაუწოდა.
მარიამმა ჩაეჭიდა.
და პირველად, იმ ღამეში, როცა ყველაფერი იშლებოდა -
იგრძნო, რომ მარტო აღარ იყო.

მანქანამდე რომ მიაღწიეს, დათამ კარი გააღო.
ძრავა დაიქოქა.
ფარები ჩაირთო.
უკნიდან ისევ ისმოდა ტყვიის ხმა.
მანქანა ტალახიან გზაზე მოსრიალდა.
დათამ საჭე ძლიერად მოჭირა.
-ახლა კი, - თქვა მან მძიმე სუნთქვით, - თამაში ნამდვილად დაიწყო.


მარიამმა ფანჯრიდან ტყეს გახედა.
სიბნელეში ჩრდილები მოძრაობდნენ.
და პირველად მიხვდა, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ ფულის გამო არ იყო.
ხიდის ქვეშ რაღაც იდო.
რაღაც ისეთი, რის გამოც ადამიანები საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი გასწირავდნენ.
მათ შორის.
გიორგი ახალაიასაც.
მან დისკს შეხედა.
ლუკას ხმა თითქოს ისევ ისმოდა მის გონებაში.
„სიმართლე ყოველთვის იმაზე ღრმად არის დამარხული, ვიდრე გგონია.“

მანქანა წვიმიან გზაზე გაუჩინარდა.
მაგრამ დევნა ჯერ არ დასრულებულიყო

————-


მოგესალმებით, მეგობრებო.
ბოდიშს გიხდით პატარა თავის გამო. უბრალოდ ამით მთავრდება პირველი სიუჟეტი, გადავდივართ ახალ ნაწილზე, სადაც კიდევ უფრო იძაბება ყველაფერი.
მადლობა გვერდით დგომისა და ინტერესისთვის.

P.S. გამიხარდება მოსაზრებებს თუ გამიზიარებთ.

სიყვარულით, მარიამი <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent