შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის არომატი (ნაწილი 6)


გუშინ, 16:24
ავტორი თინათინი10
ნანახია 190

ვიდექით მე და დანიელი, ხელი-ხელ ჩაკიდებული, ზღვის სანაპიროსთან მდებარე რესტორნის წინ, გაოგნებული თვალების ალყაში მოქცეულები. საემიგრაციოს თანამშრომლები, ერთმანეთს გადახედვებით ეკითხებოდნენ - ეს რა ხდება?
იშაი გაშეშებული იდგა, ბატონი ედი ჩუმად, მკაცრი მზერით აკვირდებოდა წყვიკს, გვანცას სახე წაშლილი ჰქონდა.. დანიელის დედა კი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ვერ ხვდებოდა დრამას, ამაყად იღიმოდა, მისთვის შვილი უბრალოდ დაქორწინდა.
დანიელი უდარდელად, თითქმის გამოწვევით იღიმოდა. თითები ჩემს თითებში ჰქონდა გადახლართული, ზოგჯერ ერთმანეთს გადავხედავდით ისეთი მზერით, თითქოს ერთმანეთის სიყვარულით ვიწვოდით. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს თამაში იყო, მაგრამ იმდენად დამაჯერებლად ვთამაშობდით, რომ ხანდახან თვითონაც გვერეოდა რეალობა.
როგორ მივედით აქამდე?
როგორ გავხდი ლიზა კოენი?
ყველაფერი იმ საღამოს გადაწყდა.

ერთი კვირით ადრე
- მისმინე… დამშვიდდი. არაფერს დაგიშავებ, გადაწყვეტილება მივიღე, შენ არავინ არაფერს გავნებს. ოღონდ უნდა დამიჯერო.. -ლიზამ ეჭვით შეხედა.
- რა გადაწყვეტილება? - დანიელის თვალები ახლა აღარ იყო ირონიული. აღარ იყო თამაშის რეჟიმში.
- ხვალ მე და შენ დავქორწინდებით! - მითხრა სრული სერიოზულობით. ყოველგვარი ირონიული ტონის გარეშე, სისხლი გამეყინა
- უკაცრავად?
- ხომ გინდა შენი უსაფრთხოების გარანტია ვიყო, ხომ გინდა უსაფრთხოდ იარო ქუჩაში, ისე რომ არავინ გაგაძევოს ამ ქვეყნიდან, ოფიციალურად ჩემი ცოლი გახდები და ვერავინ შეგეხება, ეს იქნება ფიქტიური ქორწინება, რაც ორივეს ინტერესებში შედის - შოკისგან ხმას ვერ ვიღებდი, ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რასაც ახლა დანიელი ბოდავდა უნდა მწყენოდა თუ გამხარებოდა..შემეძლო თუ არა მისი ნდობა.. ცინიზმი იყო ეს ყველაფერი თუ რეალური გამოსავალი.
- მე.. ეს რა სისულელე მოიგონე?!
- სისულელე?! რა არის სისულელე?! შენზე ათმაგად გამოცხადდება ძებნა, ოფიციალურად გეძებენ ისედაც, ჩაშვებული ხარ და ასევე ჰგონიათ რომ დამჭერი
- მე არ დამიჭრიხარ!!!! - ხმამაღლა ვიღრიალე
- მაგრამ მათ ეს არ იციან
- ეს სპეციალურად გააკეთე!! გინდოდა უფრო მეტი პრობლემა შეგექმნა ჩემთვის!
- გოგოოო… - ქართულად მომმართა, როგორც ყოველთვის, როცა მოთმინება ელეოდა
- გამოფხიზლდი! ქორწინება ერთადერთი გზაა, რომ დეპორტაცია შეჩერდეს.
- არა.. არ ვარ ამაზე თანახმა
- მაშინ წადი და როცა დაგიჭერენ ხმა არ ამოიღო რომ მე დაგეხმარე, შენი ფულიც წაიღე - კონვერტი გამომიწოდა
- ეს რა არის?
- თოთხმეტი ათასი, წაიღე და ჩავთვალოთ რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ
- შენ ამ ყველაფრით რას მოიგებ? ამ ფიქტიური ქორწინებისგან რას მოელი?
- იმას რომ ჩემს სამსახურს და თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება
- ჩემზე უკეთ აქაურ კანონებს შენ იცნობ, შენი აზრით დაგვიჯერებენ იმას რომ ცოლ-ქმარი ვართ?
- თუ ამყვები დაგვიჯერებენ, შეგიძლია მოიფიქრო და პასუხი ხვალ საღამომდე შემატყობინო, ხვალ ჩემი მეგობარი კვიპროსზე წასვლაში დაგვეხმარება იახტით და იქ ვიქორწინებთ
- კვიპროსში? იქ რატომ?
- მე ებრაელი ვარ, შენ - არა. რელიგიურად აქ ვერ დავქორწინდებით, იქ ვიქორწინებთ შემდეგ კი აქ დავარეგისტრირებთ ქორწინებას.
- ქვეყანას თუ დავტოვებ უკან როგორ შემომიშვებენ? ვერ გენდობი შენ, რაღაცას მატყუებ
- გოგოოო! იახტით წავალთ აქედან უპრობლემოდ და იახტით დავბრუნდებით უკან.
- არა! არ მინდა, არ ვარ თანახმა!

თუმცა დედაჩემთან საუბრის შემდეგ, მისი გამოფიტული, ნანერვიულები თვალების დანახვის შემდეგ მივხვდი რომ დასაკარგი არაფერი მქონდა.. უნდა მიმეღო დანიელის წინადადება.. მას ვერა მაგრამ უფალს ვენდობოდი.. ან ყველაფერი ან არაფერი..

მეორე დღეს მივაკითხე
- თანახმა ვარ შენს წინადადებაზე, მაგრამ ეს ქორწინება ფიქტიური იქნება, ეს იქნება გარიგება და მეტი არაფერი. მზად ვარ ამაშიც ფული გადავიხადო, ისე არ მინდა - დანიელს გაეცინა.
- ფიქტიური იქნება, თუმცა მხოლოდ მე და შენ გვეცოდინება ამის შესახებ. ყველას წინაში მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ვიქნებით, გასაგებია? ამისთვის მზად უნდა იყო, არც გვანცამ, არც ოჯახის წევრრებმა და საერთოდ არავინ არ უნდა გაიგოს ამის შესახებ, გასაგებია?
- გვანცა.. ღმერთო გვანცა არც გამხსენებია, მას შენ.. - სახე დამიმძიმდა.
-ვიცი, ვიცი, ვხვდები, ყოველთვის ვხვდები რას გრძნობენ ჩემს მიმართ - გაეღიმა, ისე მითხრა, თითქოს რაღაცაზე მიმანიშნებდა.
- მე გვანცასთვის არანაირი მიზეზი არ მიმიცია რომ ჩემზე სხვანაირად ეფიქრა, ასე რომ უნდა შეეგუოს ამ ფაქტს
- ის ჩემი მეგობარია!
- მხოლოდ შენს თავზე იფიქრე! სხვაზე თუ იფიქრებ ყოველთვის დამარცხდები!


ასე გავხდი ლიზა კოენი, ოფიციალურად ისრაელის მოქალაქის მეუღლე.. ოფიციალურად დაცული დეპორტაციისგან, სანამ ქორწინების ნამდვილობა მოწმდება.
მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ უკვე მოქალაქე ვიყავი. წინ გველოდა დაკითხვები, ერთობლივი ცხოვრების შემოწმება, მოულოდნელი ვიზიტები სახლში, კითხვები: ვის რომელ მხარეს სძინავს? ვინ როგორ ყავას სვამს?
რა ფერისაა პარტნიორის კბილის ჯაგრისი? უფრო პირადული კითხვებით..ვის როგორი ფერის საცვალი აცვია და ასე შემდეგ..
სანამ პროცესი მიმდინარეობს, დეპორტაცია ვერ განხორციელდება.
მაგრამ ერთი შეცდომა და ყველაფერი დასრულდება..

უხერხული სიჩუმე პირველად იშაიმ დაარღვია. მსუბუქად ჩაახველა, თითქოს სიტყვებს წონიდა, და უჩვეულოდ მშვიდი ხმით იკითხა:
- დანიელ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. შეგიძლია აგვიხსნა? მასხრად გვიგდებ?!
- რა აგიხსნათ, დავქორწინდი. რა არის აქ ასახსნელი?! - გაოცებული ვუყურებდი. როგორ შეეძლო ასე მშვიდად, ასე დამაჯერებლად მდგარიყი ამდენი ადამიანის წინაშე? ერთი წამითაც არ ეტყობოდა ნერვიულობა. თვალებში ნაცნობი სიმშვიდე ედგა.
- დაქორწინდი მაგრამ ვისზე?! - იშაის ხმა ოდნავ დაეძაბა.
- აჰა მივხვდი. პრობლემა ისაა, რომ არალეგალზე დავქორწინდი? მაგრამ უკვე აღარ არის არალეგალი - ირონიულად ჩაიცინა დანიელმა.. საუბარში ბატონი ედი ჩაერთო. მისი ტონი მკაცრი იყო, თუმცა კონტროლს არ კარგავდა.
- დანიელ! ეს გოგო შენ უნდა გაგეგზავნა თავის ქვეყანაში. სწორედ იმ დღეს გაიქცა აეროპორტიდან! ხვდები რას აკეთებ? სამსახურს დაკარგავ!
- უკანონო არაფერი ჩამიდენია, ლიზა ჩემი ხელით ჩავაბარე ბორტგამცილებელს. ის რომ გამოეპარა, ჩემი ბრალი არ არის. მე ამასთან არაფერი მაკავშირებს.
- წინა კვირას რომ დაგჭრა? არც მაგასთან? და მერე ცოლად მოიყვანე?!- დანიელმა შემომხედა. მზერა ისეთი ჰქონდა, თითქოს მართლა ვუყვარდი
- ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო.. მე და ლიზას სიმპათიები გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ - იშაიმ ხელი ჰაერში აიქნია.
- დანიელ! ხვდები რას მელაპარაკები! ამ გოგოს დავსდევდით და შენ მეუბნები სიმპათიები გაგვიჩნდაო, იდიოტებს ვგავართ? შენ შენი სამსახურეობრივი მოვალეობა ბოროტად გამოიყენე
- არანაირად! - მისი ხმა ახლა უფრო მტკიცე გახდა.
- სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მისიის შესრულებას ვცდილობდი. როცა დამჭრეს ფორმა მეცვა. მაგრამ როცა ლიზას ვხვდებოდი, ფორმა არ მეცვა და სამუშაო საათები დასრულებული იყო. როცა ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ, კანონი არალეგალებთან ურთიერთობას გიკრძალავს? ამიხსენით.
- ვერაფერი გაგამართლებს დანიელ! სამწუხაროდ იმედი გამიცრუე - უპასუხა გაბზარული ხმით იშაიმ, დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა. შემდეგ ნელა, მიზანმიმართულად დაიწყო:
- კარგი თუ ასეა მაშინ სწორედ შენ გკითხავ იშაი, რატომ ულაგებს ქართველი არალეგალი სახლს დედაშენს? ან შენ გკითხავ ბენ - მიუბრუნდა სხვა თანამშრომელს
- რატომ დადის შენთან ფილიპინელი არალეგალი სახლის დასალაგებლად?
- და შენ ნოა? იქნებ შენ მიპასუხო რატომ დადის თქვენთან არალეგალი მანიკურის სპეციალისტი რომ შენს ცოლს მანიკური გაუკეთოს?
- ბატონო ედი, იქნებ თქვენ მაინც მიპასუხოთ რატომ იძახებთ სახლში ქართულ კერძებს, რომელსაც არალეგალი ქალბატონი ამზადებს? ჩვენ ყველას გვაქვს კავშირი ამ ხალხთან არასამუშაო საათებში, სამსახურში ფორმა მაცვია, კანონი სხვაა. ფორმის გარეშე მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. თუ ამის გამო უნდა გამათავისუფლოთ, მაშინ ყველა გასათავისუფლებელია. ახლა კი… ვისაც ჩვენი ბედნიერების გაზიარება უნდა დარჩით. - იშაიმ პიჯაკი მოიცვა და ხმის ამოუღებლად დატოვა რესტორანი, დანარჩენები კი ჩემდა გასაკვირად დარჩნენ.. მათ შორის ბატონი ედიც..გვანცას რაც შეეზება მისთვის თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი, თვითონ მოვიდა ჩემთან, როცა დანიელი რამოდენიმე წუთით გავიდა
- რამდენი ხანია ზურგს უკან დამცინოდი ლიზა? - მის ხმაში წყენა იყო, ნამდვილი და წრფელი
- გვანცა..
- შენ იცოდი ჩემი გრძნობების შესახებ! გეთქვა მაინც თუ ერთმანეთს ხვდებოდით, ასე რანაირად მომექეცი?
- სინამდვილეში ჩვენ..
- გვანცა! ძალიან ლამაზად გამოიყურები როგორც ყოველთვის, ვიცი გაგაკვირვებდა ჩვენი ამბავი - დანიელმა მიხსნა უსიამოვნო საუბრისგან
- ძალიან გამაკვირვა! ბედნიერებას გისურვებთ! სამწუხაროდ უნდა წავიდე, მეჩქარება - მკაცრად უპასუხა გვანცამ.
- კარგი, ხშირად გვესტუმრე, ამ დღეებში ლიზას ნივთებს წამოვიღებთ.. და მინდა ჩვენთან დაგპატიჟოთ, ლიზას ყველა მეგობარი მინდა გავიცნო - გამომწვევი მზერით შემომხედა და ყველას დასანახად ლოყაზე ნაზად მაკოცა. ხელი წელზე შემომხვია, თითები კანზე დამისრიალა.. სისხლი ერთიანად ამიდუღდა ძარღვებში.. მაგრამ ღიმილი არ მომიცილებია სახიდან, მოსიყვარულე ცოლის როლი უნდა შემესრულებინა.
- აუცილებლად გესტუმრებით დანიელ! აუცილებლად! ნახვამდის - გამწარებული დატოვა რესტორანი..
- წამოდი, დედაჩემი უნდა გაგაცნო - დავინახე, სუსტი, მაღალი ძალიან ელეგანტური ქალი ჩვენსკენ ღიმილით მომავალი, ძალიან მოვლილი, კოხტა, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. დანიელმა დედას ლოყაზე ძლიერად აკოცა, თბილი და მოსიყვარულე მზერით უცქერდა დედამისს
- რატომ არ მითხარი ასეთ ლამაზ გოგოს თუ ხვდებოდი შვილო, თანაც ქართველს.. ეს სასწაულია და.. - ოდნავ დაიძაბა დანიელი.
- დედა.. ახლა არ გინდა.. უეცრად მოხდა ჩვენი ამბავი და ვერ მოვასწარი მეთქვა..ჩემო სიცოცხლე გაიცანი დედაჩემი - სარა - ქალმა ძალიან თბილად გამიღიმა, ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა, გადამკოცნა..
- ულამაზესი ხარ! ბედნიერებას გისურვებ ჩემს ჯიუტ შვილთან ერთად - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, მორცხვად გავუღიმე
- დიდი მადლობა
- წამოდი ჩემთან დაჯექი, მინდა კარგად გაგიცნო
- დედა, მერე სხვა დროს, ჩვენთან როცა მოხვალ, ახლა სტუმრებია, უხერხულია
- შვილო მინდა უკეთ გავიცნო ჩემი რძალი
- დედა! - მკაცრად დაუძახა დანიელმა, თითქოს არ უნდოდა დედამისთან მარტო დავეტოვებინე
- დანი ერთი წუთით შეგიძლია მოსვლა? - ბენმა დაუძახა, დანიელი მეგობარს გაჰყვა

- დანი, რამდენი გამოიმუშავე ამ ქორწინებით, აღიარე ჩემთან მაინც, ამას ტყუილად არ გააკეთებდი - დანიელის თვალები ერთ წამში შეიცვალა, სიმკაცრემ გადაუარა სახეზე.
- შენ ხომ არ გამოშტერდი? რას ნიშნავს გამოვიმუშავე?!
- ეს გოგო მართლა ცოლად მოიყვანე
- კი იდიოტო, მართლა მოვიყვანე, იმიტომ რომ მიყვარს!

სარამ დრო იხელთა ჩემთან მარტო დარჩენით
- ვერ ვიჯერებ რომ დანიელი დაქორწინდა.. მართლა მიჭირს ამის დაჯერება.. მითუმეტეს თუ ქართველს მოიყვანდა ცოლად.. ეს სასწაულია
- სასწაული რატომაა - გამიკვირდა
- მისი წარსულის გამო.. ყველაფერს ვიფიქრებდი მაგრამ იმას ვერა რომ ქართველს შეიყვარებდა
- რა წარსულის? - ჩავეძიე სარას, ამ დროს დანიელიც მოვიდა და საუბარი შეგვაწყვეტინა
- თუ შეიძლება ჩემს ძვირფასს ცოლს წავიყვან - ხელი გამომიწოდა და მეც გავყევი, ხალხის მზერა ჩვენზე გადმოერთო, ღიმილით ჩავკიდე ხელი და გავყევი.. რესტორნის შუაგულში აღმოვჩნდით, სადაც უკვე ნელი ვალსი უკრავდა ჰარმონიულად.. ზღვის სუნი იგრძნობოდა..დანიელმა ხელი წელზე მომხვია, მოძრაობა რბილი ჰქონდა, ნელი.. ხალხს უყურებდა არა როგორც სტუმრებს, არამედ როგორც მაყურებლებს. მე მის რიტმს ავყევი.. ბოლომდე უნდა მეთამაშა მოსიყვარულე ცოლის როლი, მისი თითები ზურგზე მსუბუქად დამყვებოდა.. მერე ოდნავ მომიახლოვდა, ისე, რომ მხოლოდ მე მესმოდა მისი სუნთქვა, თმისკენ დაიხარა, ღრმად შეისუნთქა მისი საყვარელი არომატი..წვიმის პირველი წვეთი ლოყაზე დამეცა..
- არ მინდა ზედმეტი კითხვის ნიშნები დარჩეს ხალხს გულში, ყველას უნდა ეგონოს რომ ერთმანეთზე გიჟიგით შეყვარებული წყვილი ვართ - მისი მოციმციმე თვალები შემომეხვია.. თითქოს მშვიდი იყო, მაგრამ მასში ბრძანება იგრძნობოდა.
- და რა გავაკეთო რომ ხალხი დავარწმუნო საყვარელო, ავდგე და ზღვაში თავი დავიხრჩო? თუ რა გავაკეთო - ღიმილით ვუპასუხე თან მუსიკის რიტმს მივყვებოდი..თვალებში ჩამაშტერდა, წვიმა ნელ-ნელა მატულობდა, მუსიკა კი უფრო მძაფრი ხდებოდა.
- არა საყვარელო, საჭირო არ არის, ჩვენი ქცევებით უნდა შევძლოთ ამის დამტკიცება, პირველ ეტაპზე მოდი ვანახოთ მათ როგორ ვნებიანად კოცნის მოსიყვარულე წყვილი ერთმანეთს
- არ გაბედო დანიელ! - ის გაჩერდა..
წვიმის წვეთები ახლა უკვე თმაზე, მხრებზე გვეცემოდა. ზოგი სტუმარი გადახურულ სივრცეში ინაცვლებდა, ზოგი კი ღიმილით გვიყურებდა.. თითქოს სცენა მხოლოდ ჩვენთვის დარჩა, დანიელმა იდუმალი მზერით შემომხედა, ნელა მომიახლოვდა, დრო თითქოს შენელდა, ეშმაკურად გაიღიმა
და მაკოცა. პირველი შეხება მოულოდნელი იყო, მისი ტუჩები ცივი იყო წვიმისგან, მაგრამ შიგნით სისხლი მჩქეფარედ მოძრაობდა.. არ ჩქარობდა, თითქოს ამ კოცნით რაღაცას ამოწმებდა..ჩემს სხეულში კი ტემპერატურა ავარდა, გარედან წვიმა მაგრილებდა, შიგნიდან კი უცნაური, დაუპატიჟებელი ცეცხლი მწვავდა! ხელები ინსტინქტურად მხრებზე მოვხვიე, რომ ბალანსი შემენარჩუნებინა… ჩვენი პირველი კოცნის მოწმე წვიმის წვეთები გახდა..
შემდეგ ნელ-ნელა ბაგეები მომაშორა, თუმცა ჩემთან ძალიან ახლოს იყო ისევ..თმისკენ ისევ დაიხარა, მერე კისერში ჩარგო თავი, თითქოს ცეკვის ნაწილი იყო ეს მოძრაობა, ხელები ისევ წელზე ეჭირა, ნელა ვმოძრაობდით.. ვფიქრობ იდეალური წყვილი ვიყავით უკვე სტუმრების თვალში..
- მეტისმეტი მოგივიდა!! - ჩავჩურჩულე, მაგრამ თავიდან ვერ მოვიშორე, დანიელმა თავი ასწია, თვალებში ისევ ის ცივი სიმშვიდე ჰქონდა.
- სიმართლე გითხრა, დიდად მოხიბლული ვერ დავრჩი… მეგონა უკეთესი კოცნა შეგეძლო - მშვიდად მითხრა.
- მაგრამ აუცილებელი იყო მათ დასარწმუნებლად ერთი კოცნა.. - სიტყვები გულზე მომხვდა, თითქოს წვიმაზე ცივი იყო.. არ შევიმჩნიე..
მუსიკა ნელ-ნელა ჩაწყნარდა. ჩვენი ცეკვაც დასრულდა. ისევ გამართული, თავდაჯერებული გამომიყვანა ცენტრიდან, ხელი მტკიცედ ჩამჭიდა.
წვიმაში გაწუწულები, ხელიხელჩაკიდებულები დავუბრუნდით სტუმრებს სიყვარულის იდეალური ნიღბით.


სტუმრები ნელ-ნელა დაიშალნენ. მუსიკა გაჩერდა, სიცილი ჩაცხრა..ზოგი ერთმანეთს ემშვიდობებოდა, ზოგი მანქანებისკენ გარბოდა, ჩვენ კი ისევ ხელიხელჩაკიდებულები ვიდექით, როგორც საღამოს მთავარი გმირები.
როგორც კი ბოლო მანქანის ფარები გაუჩინარდა, დანიელმა ხელი არ გამიშვა, პირიქით უფრო მტკიცედ მომიჭირა.
- წავიდეთ, ძვირფასო მეუღლე - ირონიით მითხრა, სახლამდე გზა ჩუმად გავიარეთ, კარი რომ გავაღეთ და ზღურბლს გადავაბიჯეთ, წამში შეიცვალა მისი გამომეტყველება თვალებში ისევ ის ეშმაკური სინათლე აუთამაშდა, უცებ ხელში ამიტაცა.
- რას აკეთებ, იდიოტო! დამსვი! - ვიყვირე, ხელებით მხრებზე ვურტყამდი.
- მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ასე იქცევა, ძვირფასო, თანაც ჩუმად იყავი,თორემ ინტერვიუ შეიძლება მეზობლებიდანაც აიღონ - მშვიდად მიპასუხა და ჩემს პროტესტს საერთოდ არ მიაქცია ყურადღება, მეტიც! მის საძინებელში შემიყვანა
- დანიელ! დამსვი-მეთქი! - საბოლოოდ ხელიდან ამოვუხტი და ფეხზე დავდექი, კაბა გავისწორე გაბრაზებულმა.
- ჩვენ ცოლ-ქმარი არ ვართ! ამაზე უკვე ვისაუბრეთ!
- არ ვართ - დამეთანხმა გულგრილად,
- მაგრამ ყველას უნდა ეგონოს, რომ ვართ. ასე რომ კოცნა, მოფერება, ჩახუტება ამ ყველაფერს უნდა შეეგუო. ერთად ბევრი ფოტო უნდა გადავიღოთ, სოციალურ ქსელებში ავტვირთოთ… -
ტელეფონი ამოიღო, ჩემთან მოიწია და სელფი გადაიღო. მე კი ისეთი სახე მქონდა, თითქოს სამძიმარზე ვიდექი.
- კარგი რაა… ამ სახით რანაირად ავტვირთო ფოტო? გაიღიმე, ჩემო მშვენიერო - ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე და საწოლზე მივაგდე.
- ეს ყველაფერი გარეთ! მაგრამ აქ - დისტანციას დავიცავთ! - გავბრუნდი და მეორე საძინებლისკენ წავედი, კარი ჩავკეტილი დამხვდა.
- რატომ არის ეს კარი დაკეტილი? აქ მინდა დავიძინო ცალკე.
- არა.. ეს საძინებელი დაკეტილია. აქ ვერ დაიძინებ.
- გააღე.
- არა! შეეშვი ამ საძინებელს! ამ ოთახთან შენ არაფერი გესაქმება. -
ხმა უცებ შეეცვალა, წამით წინანდელი მასხარა კაცი გაქრა. მის ადგილზე სერიოზული, მკაცრი მამაკაცი იდგა. ამან უფრო დამაინტრიგა.
- რა მოხდა? სერიული მკვლელი ხარ? თუ დახოცილი არალეგალების ფიტულები გიდევს შიგნით?
- ძალიან სასაცილოა… ძალიან გთხოვ, ძვირფასო მეუღლე, ჩვენს ოთახში დავიძინოთ.
- არა! თუ იმ საძინებელს არ გააღებ, აქ დავწვები, შემოსასვლელში!
- ბავშვივით ნუ იქცევი. შენც კარგად იცი, როცა ამაზე დამთანხმდი, მსგავსი რაღაც მოგიწევდა.
- მსგავსი რაღაც რა?! შენს საწოლში დაწოლა?! - ყვირილით მივუახლოვდი. ის კი ხელებგადაჯვარედინებული იდგა, მშვიდად მიყურებდა, ქვემოდან ოდნავ დახრილი მზერით. მერე ნელა დაიწყო ჩემსკენ სვლა, მე ინსტინქტურად უკან დავიხიე მანამ სანამ კედელს არ ავეტუზე
- კარგი, შენი ნებაა… როცა უეცრად თავზე დაგვადგებიან, არ მგონია ლამაზი სანახავი იყოს მოსიყვარულე ცოლ-ქმარს სხვადასხვა ადგილას რომ სძინავთ. მე პრობლემა არ მაქვს. არც ისეთი ჯენტლმენი ვარ, ჩემი საწოლი დაგითმო და მე მდივანზე დავიძინო. თუ არ გინდა შენ მოგიწევს მანდ დაძინება - შეტრიალდა, თავის ოთახში შევიდა, საწოლი გაშალა და სრულიად არხეინად ჩაწვა.. სახეზე აშკარა კმაყოფილება ეწერა. უფრო მეტად გაეღიმა, როცა ლიზას ბურდღუნი გაიგონა, რომელიც ქართულად ლანძღავდა
- როგორი საზიზღარია, ღმერთო! ადამიანი კი არა სატანაა! ცხოველი! ცხოველიც კი მასზე უკეთესია! ავადმყოფი! მომინდომა მის საწოლში დავწვე… მახინჯი! საფრთხობელა! -
თან ვილანძღებოდი, თან ვცდილობდი კაბის უკანა ელვა გამეხსნა, განერვიულებულზე თითები უფრო მეტად არ მემორჩილებოდა, ამ დროს კარი გაიღო, დანიელი გამოვიდა მაისურით ხელში
- რას აკეთებ! შეტრიალდი!
- პანიკაში ნუ ვარდები, განსაკუთრებული არაფერი არ გექნება ისეთი, რაც ჯერ არ მინახავს - სიცილით მითხრა და თავისი მაისური მესროლა. - ეს ჩაიცვი, ტანსაცმელი არაფერი გაქვს.
- დაგეხმარო კაბის გახსნაში?
- არ მინდა!
- წეღან რას ლაპარაკობდი ქართულად? მლანძღავდი მაგ მახინჯი ენით? - გადაიხარხარა.
- მახინჯი ენა ებრაელებს გაქვთ! ქართული მახინჯი არ არის!
- მახინჯია. ენაც, ქვეყანაც და ხალხიც.
- სიტყვა „მახინჯის“ მნიშვნელობა არ გცოდნია! პატივი ეცი ჩემს ქვეყანას! მე პატივს ვცემ შენს ქვეყანას!
- შენი ბანძი ქვეყანა.
- ბანძი? მე შენ განახებ! ყოველდღე ქართულ სიმღერებს რომ მოგასმენინებ, მე ლიზა არ ვიყო, თუ საქართველო არ შეგაყვარო! - ეს ქართულად ვუთხარი, კს კი წარბებშეკრული ღიმილით მიყურებდა.
- ღამე მშვიდობისა, მახინჯო - კოცნა გამომიგზავნა ჰაერში და ოთახისკენ წავიდა.
- უკან გაიკეთე შენი კოცნა! ცხოველო! - ისევ ქართულად მივაძახე.. შუქის ჩაქრობა სცადა.
- არა! არ ჩააქრო! შუქი დატოვე!
- რა იყო, გეშინია? - გაეცინა.
- ვერ ვიძინებ შუქის გარეშე! დატოვე!
- კარგი, მშიშარა. ნუ გეშინია, ღამით არ მოგეპარები, თუ ამიტომ მატოვებინებ.
- ბავშვობიდან მაქვს ეს ჩვევა… შუქის გარეშე ვერ ვიძინებ… - ის ოთახში შევიდა.
- ღმერთო, რა საგიჟეთში მოვხვდი… - ჩავილაპარაკე, საქორწილო კაბა ფრთხილად გავიხადე, მისი ნასროლი მაისური ავიღე, ერთი წამით გავჩერდი, რატომღაც ინსტინქტურად ცხვირთან მივიტანე, სურნელი ნაცნობი იყო მისი კანის.. გაუცნობიერებლად გამეღიმა, თვალები დამეხუჭა, თითქოს ის ისევ ახლოს იდგა.. მერე უცებ გონს მოვედი.
- რას აკეთებ, ლიზა?! - გაბრაზებულმა შევიკურთხე, მაისური სწრაფად გადავიცვი, თითქოს დანაშაულზე წამასწრეს.. საკუთარ თავზე გავბრაზდი..

ღამე სიჩუმით დაიფარა.. ლიზას მშვიდად ეძინა სინათლის ქვეშ..
დანიელი საპირფარეშოსთვის წამოდგა.. კარი ფრთხილად გამოაღო, რომ არ ეხმაურა, დერეფანში რომ გამოვიდა, მზერა უნებურად შემოსასვლელისკენ გაექცა,ლიზას დივანზე ნახევრად მოკუნტული ეძინა.
დანიელი გაჩერდა,
ნელა მიუახლოვდა, თითქოს ეშინოდა არ გაეღვიძებინა.. დიდხანს უყურებდა, პატარა, სწორ ცხვირს, გრძელ წამწამებს, დიდ, რბილ ტუჩებს…
იმ ტუჩებს, რომლის გემოც სულ ცოტა ხნის წინ იგემა. სახეზე ისევ ის ირონიული ღიმილი აუთამაშდა..
„არ მომეწონა“ - გაახსენდა რაც უთხრა ლიზას ცეკვის დროს..
„არ იყო არაფერი განსაკუთრებული“ - უთხრა საკუთარ თავსაც გულში..
მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო, თვალს ვერ აშორებდა..ლიზამ ძილში ოდნავ შეიშმუშნა.. ტუჩები შეარხია, თითქოს რაღაც ჩაილაპარაკა, დანიელის მზერა კიდევ უფრო ჩაუღრმავდა მის სახეს, წამით ხელი გასწია, თითქოს უნდოდა ლოყაზე ჩამოვარდნილი თმა გადაეწია, მაგრამ შუა გზაში გაჩერდა, თვალები ოდნავ მოჭუტა.
- მახინჯი… - ჩაიჩურჩულა თავისთვის, ხმაში სიცილი ეპარებოდა, ღიმილით გაემართა საპირფარეშოსკენ..

დილით ლიზას პირველი შეგრძნება იყო დივანის უხერხული სიმაგრე, კისერი ოდნავ სტკიოდა, ხელები დამძიმებული ჰქონდა. ნელა გაახილა თვალები, გაიზმორა და ჭერს ახედა. წამით ვერ მიხვდა სად იყო, შემდეგ კი გუშინდელი საღამო ერთიანად დაატყდა თავზე.. საათს დახედა - 09:00..
დანიელი პერიმეტრზე ჯერ არ ჩანდა, სახლში სიჩუმე იდგა..ტელეფონი აიღო და უსასრულოდ დაიწყო სქროლვა, უცნაურად დაძაბული იყო.. საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ სულ არ აინტერესებდა სად იყო დანიელი… მაგრამ მაინც აინტერესებდა, კარზე მოულოდნელად კაკუნმა შეახტუნა..
გული ოდნავ აუჩქარდა, ადგა. გრძელი მაისური, რომელიც დანიელმა მისცა, მუხლებამდე სწვდებოდა და თავისუფლად ეფარებოდა სხეულს. თმა არეული ჰქონდა, სახე ჯერ კიდევ ძილისგან ოდნავ შეშუპებული..კარი თამამად გააღო და ადგილზე გაშეშდა.
- დილამშვიდობის - მშვიდად თქვა იშაიმ და თითქმის მაშინვე შეაბიჯა სახლში ისე, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო..ლიზამ ინსტიქტურად ნაბიჯი უკან გადადგა.
- დილამშვიდობის… - დაბალი, მოკრძალებული ხმით უპასუხა, იშაის მზერა სწრაფი და დაკვირვებული იყო. ერთ წამში დაათვალიერა შემოსასვლელი, დივანი, გადაფარებული პლედი… ბალიში, რომელიც აშკარად გამოყენებული ჩანდა.. მზერა ისევ დივანზე გადაიტანა, შემდეგ ლიზას მაისურზე. შემდეგ ისევ დივანზე.. მის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია, რომ ლიზას აქ ეძინა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent