შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტერა !(სრულად)


დღეს, 16:30
ავტორი ვე რა
ნანახია 0

ტე რა



.....

ყოველთვის, როცა ტერა ზღაპარს კითხულობდა, სრულიად სჯეროდა ხოლმე, რომ თუ ზღაპრებს ფანტაზიის მჭიდრო და ჯადოსნურ საბურველს შემოხსნიდა, ხელთ ყველაზე მეტი სინამდვილე დარჩებოდა. დიდად არ გიჟდებოდა ბაყაყებზე, თუმცა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ეთქმოდა, ერთხელ მოზრდილ გომბეშოსაც კი აკოცა ზიზღით თვალდახუჭულმა და როცა მოსალოდნელი სასწაულის სანახავად გაახილა ზღვისფერი, მეოცნებე თვალები და ხელთ კვლავაც ჭაობის სუნად აქოთებული გომბეშო შერჩა საოცნებო უფლისწულის ნაცვლად, მსგავს მცდელობებზე, რომ ზღაპრები რეალობად ექცია, ხელი საბოლოოდ აიღო. მიხვდა ტერა, რომ ცხოვრებაში  ზღაპრებისგან განსხვავებით ყველაფერი ყოველთვის პირიქით ხდებოდა. თავიდან ისინი ნამდვილ ზღაპრულ პრინცებს ჰგავდნენ, დროთა განმავლობაში კი ყველა ავლენდა თავის ნამდვილ ბაყაყის სახეს.

ბოლოს დარწმუნდა ტერა, ნამდვილი ზღაპრის გმირები ასე მარტივად და ღიად არ შეხვდებოდნენ ცხოვრებაში და ისწავლა, როგორ გამხდარიყო მეტად დაკვირვებული. მას მერე წლები გავიდა......

 

რა ადექი და საცხობში ჩაირბინე! დღეს შენი ჯერია! მოესმა აბაზანიდან ნიას ხმა. უსიამოდ გააჟრჟოლა. არც თუ სასიამოვნო იყო ამ ცრიატ დილას, თბილი საწოლიდან პირდაპირ გაყინულ ქუჩაში ,,ჩარბენა,,. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. დღეს მართლა მისი ჯერი იყო. ასე დღე გამოშვებით ზრუნავდნენ მეგობრები ერთმანეთზე. შემდეგ სამსახურში ერთად მიდიოდნენ, იქიდანაც ერთად ბრუნდებოდნენ და ერთობლივად ნაქირავებ მოცუცქნულ ბინაში მყუდროდ მოკალათებულები ცდილობდნენ ამ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნას. ჰოო, ვის უპოვნია საკუთარი ადგილი სახლში გამოკეტილს?! ამ კითხვასაც ხშირად უსვამდნენ ერთმანეთს და მერე მუცლის ტკივილამდე იცინოდნენ.

ზოზინით გამოძვრა რა საწოლიდან. დაუვარცხნელი თმა ხის ლამაზი ჩუქურთმიანი სარჭით, რომელიც რომელიღაც ელფურ ფილმში ჰქონდა ნანახი, მაღლა აიწია და ქურთუკი მოიცვა. კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა და ქუჩის ბოლოს ახალგახსნილი საცხობისკენ დაეშვა, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები „ტკბილი ზღაპრები“ერქვა.

რა ძალიან ცივაა! კბილს კბილზე აკაწკაწებდა და სინანულით უყურებდა იქვე სახლთან მდებარე უბნის ნაცნობ საცხობს._ რა აიკვიატა იმ გოგომ ეს ზღაპრების ფუნთუშები?

აიჩეჩა მხრები და რატომღაც მეგობრის ნაცვლად იმ მცხობელზე გაბრაზდა, ვის გამოც უწევდა ახლა ამხელა გზის გავლა.

რას აცხობს ამისთანას? რომ გადარია მთელი უბნის ქალები? სახე უსიამოდ დამანჭა და საცხობის კარი ავი წინასწარი განწყობით შეაღო.

პატარა ოთახში რამდენიმე მრგვალი ვარდისფერი მაგიდა და რამდენიმე ფერადი სკამი იდგა. მაგრამ ეს აშკარად არ იყო სამყოფი იქ მოგროვილი მყიდველებისთვის. გაოცებულმა მოათვალიერა იქაურობა და ის იყო უნდა ერწმუნა, მართლა გემრიელ ტკბილეულს ყიდიანო, რომ ოთახიდან ის გამოვიდა. შეცბა რა. თვალები გაოცებისგან დაუმრგვალდა. რამდენჯერმე დაახამხამა, მაგრამ ამან არ უშველა. მიმოიხედა გაოგნებულმა. და როცა მსგავსი გაოცება ვერავის შეამჩნია, კვლავ საცხობის მეპატრონეს მიაჩერდა ცხოველი ინტერესით.

ნუთუ ამას ვერ ამჩნევენ? ჩაილაპარაკა ინტერესით. რამდენიმე ჯან-ღონით სავსე, ასაკოვან მეზობლის ქალს გვერდი აუარა და უფრო მიუახლოვდა დახლს.

აღფრთოვანება რამდენიც გინდა, ისე შესცქეროდნენ, როგორც რაღაც ღვთაებას, მაგრამ მათ სახეზე ის ემოცია ვერ იპოვნა რამ, რაც დაარწმუნებდა,  რომ თავად არაფერი ეჩვენებოდა. დახლს დაეყრდნო და კონდიტერს ახედა. მაღალი კაცი იყო, მკვეთრი ნაკვთებით, სრულყოფილი სხეულით და დათაფლული ღიმილით. მაგრამ ყველაზე საოცარი მისი თმა იყო. გრძელ ნაწნავად ჩამოეწნა ოქროსფერი ბრჭყვიალა კულულები. სულ ნატრობდა რუ, ჟღალი თმა ჰქონოდა, ახლაც ინსტიქტურად საკუთარ გაწეწილ  კოსას შეახო თითები და ტუჩები ავად მომუწა. ქალი მაინც ყოფილიყო, კაცი და ასეთი იდეალური თმით?! ვარდისფერივე წინსაფარი ეცვა და იმავე ფერის სასაცილო ქუდი ეფარა და ყურადღების მიღმა არცერთი კლიენტი  რჩებოდა. მოულოდნელად შეხვდა მათი მზერა ერთმანეთს და აშკარად იგრძნო რამ, როგორ დაინტერესდა ის ტიპი მისით. მთელი სხეულით მობრუნდა, ფართოდ გაუღიმა და რას ისურვებთ მშვენიეროო, ჰკითხა. წამით უყურა რამ, უყურა და თავი ვერ შეიკავა ისე გადაიხარხარა, როგორც სულ არ შეეფერებოდა ალბათ გოგოს. „მშვენიერო!“ ამ სიტყვამ გამოიწვია მისი ესოდენ შეუფერებელი მხიარულება. გაოცება აესახა გაურკვეველი ფერის თვალებში კონდიტერს. აშკარად არ იყო მიჩვეული ამგვარ ირონიულ დამოკიდებულებას, საპირისპირო სქესისგან. ახლა აშკარად მეტად დაინტერესდა. იქ მყოფმა ქალებმა დაჟინებული და გამკიცხავი მზერა ესროლეს ტერას. აქაოდა, ჩვენს ღვთაებას დაცინვას როგორ უბედავო?! თუმცა ეს კიდევ უფრო სახალისოდ მოეჩვენა მას.

„როგორი თავდაჯერებული ნარცისია!“ გაიფიქრა გამხიარულებულმა.

ორი ფუნთუშა და ორი ეს ალუბლის ნამცხვარი, ტკბილო!  ირონია გაურია ხმაშიც რამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი მართლაც მშვენიერი იყო, რატომღაც სწორედ იმ ბაყაყს აგონებდა, ბავშვობაში რომ ჰკოცნიდა რა. ისეთს, რეალურ ცხოვრებაში კარგი ადამიანების ნიღაბს რომ დაატარებს. მისი მაგია, რაც აშკარად მოქმედებდა ყველაზე უკლებლივ, რასთან რატომღაც უძლური იყო. უხმოდ ჩაულაგა ქაღალდის პარკში კონდიტერმა ტკბილეული გოგონას, დახლზე გადმოიწია, რათა მიეწოდებინა. და აი სწორედ იმ მომენტში მოხდა ყველაზე საოცარი რამ, რაც რას არა თუ არ გამორჩენია, სულაც პირიქით, თვალი გაუშტერდა. ვარდისფერი სასაცილო ქუდი თავიდან გადასძვრა კაცს და მან აშკარად დაინახა მისი ყურის წაწვეტებული ფორმა. თვალები გაუფართოვდა, მხიარული სიცილი სახეზე შეეყინა. ამდენად პირდაპირ არასდროს შეჯახებულა რა საკუთარ ზღაპართან.  კაცის რეაქცია კიდევ უფრო მოულოდნელი იყო. როცა მისი მზერა დააფიქსირა, სახე მოეღუშა. თვალები ავად აუელვარდა და სწრაფად გაისწორა ქუდი თავზე. თუმცა თავადაც მიხვდა, რომ ეს ქმედება უკვე გვიანი იყო.

ეს რა.. სიტყვა აერია რას. მან კი ფიქრის დასრულება არ დააცადა, ისე მიაჩეჩა ნავაჭრი. წამით უყურეს ერთმანეთს გამჭოლი მზერით, თვალით ზომავდნენ თითქოს, რა აშკარად გრძნობდა, რაღაც უცნაურ აურას, ძლიერს,  მბორგავს, ცოცხალს, როგორ ეხეთქებოდა მის თავდაცვით გალავანს. და რა მიხვდა, მისი პირველი შთაბეჭდილება სრულიად სიმართლე იყო. აი ასე შეეჩეხა რა თავის ცხოვრებაში ნამდვილ, რეალურ ზღაპრის გმირს და როგორც ზღაპრების თავგადაკლულმა მოტრფიალემ გადაწყვიტა, ამ ზღაპარში თავადაც ჰქონოდა როლი. და არა თუ მეორე ხარისხოვანი, არამედ მთავარი. იმ წამიდან ბატონი ელფი რას აკვიატებად იქცა.

საცხობი არეული ნაბიჯით დატოვა და სახლისკენ მიმავალ აღმართს დაადგა. რამდენიმე დღე მარტო ფიქრობდა რა მომხდარზე და სამიზნეს შორიდან აკვირდებოდა, გარს უვლიდა, თვალს არ აცილებდა. ბოლოს, როცა ფიქრებმა ისე აურია გონება,რომ ვერავითარი პასუხი ვერ გასცა საკუთარ თავს, ნიას გაენდო.

ის კაცი ელფია! ასე პირდაპირ აჯახა საკუთარი აზრი.

_ ფერია?

_ ელფი!

ანუ სანტას ელფი? სიცილს ვერ იკავებდა ნია.

სანტასი კი არა ტოლკინის. აი პირდაპირ ბეჭდების მბრძანებლიდან გადმომხტარს ჰგავს. თავი ჯიუტად გააქნია რამ.

ანუ  ლეგოლასია? გაეცინა ნიას.

არა, ეგ არა უფრო თრანდუილი! ჰოო აი მაგას გავს! უნდა გენახა, როგორ გაბრაზდა, როცა მიხვდა, რომ მისი ყურები დავინახე! საკუთარ თავს დაეთანხმა რა თავის დაქნევით.

მოიცა ტერა! შენ რა ახლა მაგას სერიოზულად ამბობ? რა ყურები? წიგნიდან თავი ასწია ნიამ და მეგობარს სერიოზულად შეხედა.

რა ყურები და აი ასეთი, გრძელი წვეტიანი ყურები! ხელით აჩვენა მეტი დამაჯერებლობისთვის.

არ გაგიგია, რომ მოსახლეობის ხუთ პროცენტს აქვს მსგავს ფორმის ყურები? თავი გადააქნია ნიამ.

_ არ გჯერა არა? დავიჯერო, არც ის რიგი არ გაოცებს მის საცხობთან?

არა, უბრალოდ მართლა ჯადოსნურ ტკბილეულს აცხობს! მხრები აიჩეჩა ნიამ მაგრამ მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო დააფიქრა რა.

იმ დღეს მეორედ წავიდა იმ საცხობში. ჯერ ჩვეულად გარედან დაზვერა იქაურობა. კვლავ ბევრი ხალხი იყო. ამიტომ ფერადი ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა და შიგნით თამამად შეაბიჯა. კუთხეში მაგიდასთან შეუმჩნევლად დაჯდა და ინტერესით დააკვირდა. ყველას სწვდებოდა კონდიტერის ყურადღება. ყველას ლამაზი დაუვიწყარი ღიმილით ესაუბრებოდა, ყველაზე ერთნაირად ზრუნავდა და თითქოს ეს ზრუნვა სულაც არ ღლიდა. პირიქით, სწორედ მათგან წამოსული ეს დაუფარავი ინტერესი სიამოვნებდა. ლამაზი გრძელი ნატიფი თითებით დაფუსფუსებდა და ყველაფერს უცნაურ ქარიზმას აყოლებდა. რაც უფრო მოსწონდა რას კაცი, მით უფრო ეღუშებოდა სახე. ისე დაცარიელდა საცხობი თვალთვალში გართულმა ვერც კი შენიშნა.

აბა,კიდევ დიდხანს უნდა მითვალთვალო? მოესმა მოულოდნელად და გაოცებულმა მიმოიხედა. _ მიირთმევ რამეს, თუ უბრალოდ ისვენებ?

ეკითხებოდა, მაგრამ მას არ უყურებდა. თუმცა კარგად იცოდა რამ, რომ სწორედ მას ესაუბრებოდა.

ჩაი და რამე, სულ ერთია! უპასუხა თამამად. ოდნავ ჩაეღიმა კაცს. თეფშზე ნაჭერი მოწითალო ნამცხვარი  დადო და ფინჯანი ჩაი ჩამოასხა და ჰაეროვანი, დახვეწილი სიარულით მიუახლოვდა. მაგიდაზე დააწყო შეკვეთა და მერე კართან მივიდა. მშვიდად დახურა, „დაკეტილიაო“, ლამაზი ფირფიტაც მიატრიალა ქუჩისკენ. ოდნავ დაიძაბა რა,მაგრამ არ შეიმჩნია. კაცი მოუახლოვდა და მის მაგიდასთან ჩამოჯდა. ფეხი ფეხზე რაღაც მეფური სინატიფით გადაიდო და საკუთარ ხელებს დააყრდნო ნიკაპი. თვალი გაუსწორა. თვალის ფერიც უცნაური ჰქონდა, თითქოს ლაჟვარდი ცის ფირუზი მიწის სიმწვანეს ისე ერეოდა, ისეთ ჯადოსნურ ელფერს იძენდა, რომ თვალს ვეღარ აშორებდა ამ მოულოდნელი საოცრებით დაბნეული რა.

„მგონი მაჯადოებს ეს საძაგელი!“ გაიფიქრა რამ და ელფს გაეცინა, თითქოს ცხადად გაიგონა ეს ფიქრი.

აბა გისმენ! უთხრა მშვიდად, მაგრამ მის თვალებში გრამი სიმშვიდეც არ ჩანდა. რამ ჰაერი ჩაისუნთქა, გამბედაობას მოუხმო, ჩანგალი მაგიდაზე დააბრუნა და სახე ასწია.

მე ვიცი, ვინც ხარ! უთხრა და თვალები მოჭუტა.

და ვინ ვარ? ღიმილი შეეპარა კონდიტერს.

ელფი! მიახალა რამ, მაგრამ წარბიც არ შეუხრია კაცს. ის კი ელოდა ან უარყოფას, ან ყალბ გაოცებას, ყველაფერს იმის გარდა, რაც მოხდა.

ანუ ელფი? გაეცინა გულუბრყვილოდ.

კი! და უარყოფას ნუ ეცდები! ისევ ეგონა  იუარებდა, მაგრამ შეცდა.

მერე? ჰკითხა და ოდნავ წინ გადმოიხარა. რა უარესად დაიბნა. თვალები მის სახეზე ააცეცა. ანუ ასე მარტივად? ასე თავდაცვის გარეშე?

მერე.. დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ტუჩი მოიკვნიტა._ ანუ არ უარყოფ?

არა, რატომ? ისევ უცნაურად იღიმოდა მასპინძელი._ სასიამოვნოც კია, რომ ამის დამალვა არ მიწევს. ნილი მქვია. უფრო სწორედ ნილიამი.

შენ ?

რა მე? მისმა უშუალობამ კიდევ უფრო გააოცა რა.

_ შენ სახელი არ გაქვს?

ტერა, ხან უბრალოდ რა! ისე დაუფიქრებლად უპასუხა, ვერც კი გაიაზრა.

არა! შეწყვიტე! ნუ ცდილობ! გაასავსავა უცებ ხელები.

რას ვცდილობ? კიდევ უფრო სახიფათოდ მიუახლოვდა  ნილი.

_ რას და ჩემ მოჯადოებას! მე ეს სულელი ქალები არ გეგონო! ვერ მომატყუებ! ჩემთან ვერ გაგივა ეგ იაფფასიანი ხრიკები! მაგ ლამაზ თვალებსაც ნუ მიჟუჟუნებ მასე!

ვერა? მხიარული ღიმილით ჰკითხა ნილმა და თვალი თეფშზე დადებული ნამცხვრისკენ გაექცა. ორიოდ ლუკმა რომ აკლდა მხოლოდ. მიხვედრილი გოგო იყო, ამიტომ სწრაფად დაიჭირა  მისი მზერა და ცივად გასწია ნამცხვარი.

ანუ ამაშია მთელი მაგია არა? ისე დახედა თეფშს შემცბარმა, თითქოს რაღაც შხამიანს დაჰყურებდა. _ ამიტომ ვერ ხვდებიან ვერაფერს არა? ჰოო,  ჯადოსნური ნამცხვარი! აი თურმე როგორ ახერხებ, რომ ვერ გამჩნევენ!

ანუ ვერ მამჩნევენ? ისე  ორაზროვნად ჩაეღიმა კაცს, პირველად ახლა გააცნობიერა რამ, თუ ვის წინ იჯდა ასე უდარდელად.

_ მისმინე! თუ იფიქრებ, რომ რამე დამიშავო...

რას იზამ თუ ვიფიქრებ, რომ რამე დაგიშავო? ირონიულად გაეცინა ნილს.

ყველას მოვუყვები ვინც ხარ! დაემუქრა რა და თავადაც მიხვდა, თუ რა სულელურად ჟღერდა ახლა მისი მუქარა. არანაირი სამხილი არ ჰქონდა, არაფერი საკუთარი სიტყვების გარდა. რომ სცოდნოდა ასე ადვილად აღიარებდა...

ნეტა რა აზრები მოგდის ახლა მაგ თავში? ვფიქრობ, არაფერი კარგი! ღიმილით მიეყრდნო სკამის საზურგეს ელფი. მშვიდად ამოისუნთქა რამ. რთული იყო მის სიახლოვეს ფიქრი._ მაგრამ არაუშავს! ვინ დაგიჯერებს, ჰა? შენი სიტყვა ჩემი ქარიზმის წინააღმდეგ! ისეც ნუ იზამ, შეშლილი ეგონო ხალხს!

აშკარად და პირდაპირ იგდებდა მასხრად. დაუფარავად დასცინოდა. გაცეცხლებული წამოხტა ფეხზე რა. საჩვენებელი თითი მუქარით მოუღერა,მაგრამ ვერაფერი უთხრა. მართალი იყო ნილი. ჯერ მტკიცებულებები უნდა ეპოვნა, უტყუარი სამხილები,აი მერე კიიიი!

ასე არ დამთავრდება ეს ამბავი! ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა.

ანუ ომში მიწვევ პატარა ადამიანო? თვალი უდარდელად ჩაუკრა ნილმა.

ნახავ! ნახავ, რომ მაგ თავდაჯერებას გაგიქრობ! შენ ჯერ მე არ მიცნობ! ჩაიბუტბუტა და საცხობიდან გამოვარდა. ისე ბრაზობდა, ისე დუღდა შიგნიდან. რომ გეკითხათ თავადაც ვერ გეტყოდათ, რა აცოფებდა ასე. არადა პირიქით უნდა გახარებოდა, რომ ნანატრ არსებას გადააწყდა. მაგრამ მისი სითავხედე, ამპარტავნება და თავდაჯერებულობა ჭკუიდან შლიდა

მაინც რა ლამაზია! ჯანდაბას მაგის თავი, მე ტერა არ ვიყო, თუ მაგას  ჭკუა არ ვასწავლო! დაიქადნა წარბშეკრულმა და სახლისკენ წავიდა ბრაზიანი ნაბიჯებით.

მისი გასვლისთანავე ჩამოერეცხა ნილს სახიდან თავდაჯერებულობა. პირველად ხდებოდა, რომ თავის ტკბილ მახეში ვერ გააბა ადამიანი. მით უფრო ქალი, მით უფრო გამოუცდელი და მიამიტი  გოგო.  პირველად ხდებოდა, რომ ასე მარტივად ამოიცნო პატარა სულელმა გოგომ. კართან მივიდა და აღმართს გახედა. ხედავდა, როგორი ბრაზიანი ნაბიჯებით მიუყვებოდა უცნაური სტუმარი აღმართს. არა, ამ აბეზარ არსებას ასე ადვილად ვერ მოიშორებდა თავიდან. ჰქონდა მას რაღაც, რაღაც საინტერესო, რასაც ვერ ხსნიდა ნილი. რაღაც, რაც მიმზიდველადაც კი ეჩვენებოდა.

ის ისევ დაბრუნდება და მზად უნდა დავხვდე! ჩაიბურტყუნა ნირწამხდარმა და კარი ფართოდ გამოაღო.

 

2

თუ რამე წიგნი იცოდა ელფებზე, თუ რამე სტატია, ან თეორია იყო ინტერნეტში ყველაფერი გადაქექა ტერამ. მაგრამ ისეთს ვერაფერს მიაგნო, რაც ოდნავ მაინც უპასუხებდა მის ინტუიციას. კითხვები, კითხვები და მხოლოდ კითხვები ემატებოდა.

რაში იყო ნილიამის მაგია? რას აკეთებდა ასეთს? იქნებ რაიმე ელექსირს ურევდა იმ თავის სანუკვარ ნუგბარში? იქნებ თავად იყო მაგიის წყარო? ერთი რამ ცხადი იყო, მისი მყიდველების ას პროცენტს სრულად ქალები შეადგენდნენ. სხვა და სხვა ასაკის, ვიზუალის და აღმსარებლობის ქალების უწყვეტი რიგი არ წყდებოდა მის საცხობთან. თითქოს არაფერი აღარ ახსოვდათ იმ ფერადი გემრიელობების გარდა. თუმცა მათი აჟუჟუნებული თვალების შემხედვარეს ეჭვი არ ეპარებოდა რას, რომ არც თავად კონდიტერის დაგემოვნებაზე იტყოდნენ უარს.

ოჰ, ქალბატონების ტკბილი ნილიამი! ბურდღუნებდა ნერვებმოშლილი. აი მაია მაგალითად, სამი შვილის დედა, სანაქებო დიასახლისი, მუდამ საკუთარი ქმრის სახელს რომ იფიცებდა და მის გარდა კაცის არსებობას არ აღიარებდა, ყოველ დილას ცუხცუხით მირბოდა საცხობისკენ. ანდაც ნანიკო, ოჰ ეს საძაგელი ცალტვინა ამპარტავანი გოგო, როგორ ვერ იტანდა რა. მუდამ დიეტის დაცვაში რომ ხდებოდა სული, ახლა ლამის იყო მუცელს იხეთქავდა იმ ვარდისფერ მიმანქარ მოსხმული ზეფირიანი დონატებით, რომლებსაც აქამდე სულ ზიზღით ახსენებდა ხოლმე. აჰაა, ეკა, არა ეს რაღამ გადარია ბებიად ეკუთვნოდა ტერას, მაგრამ ახლა აღარც ასაკი არსებობდა თითქოს და აღარც  წლობით, კაცმა არ იცის ვისთვის, ნანახი ქალწულებრივი კდემა. ხედავდა რა, როგორ მსუნაგი მელიასავით იდგა რიგში და თავის ჯერს ელოდა, რათა მშიერი მზერა შეევლო ნილის უნაკლო პროფილისთვის, ან იქნება მეტისთვისაც, გააჩნია რა სასწაულის ნახვას არგუნებდა უფალი.

არა! ასე არაფერი გამოვა! ჩაიბუტბუტა გაღიზიანებულმა და წიგნი დახურა._ ახალი გეგმა უნდა მოვიფიქრო.

რა გეგმა, რას ხლართავ? ჰკითხა უდარდელად ნიამ.

რა და ის საზიზღარი ცბიერი ელფი ფაქტზე უნდა გამოვიჭირო! ჯიუტად დააქანცურა თავი რამ.

რას გადაეკიდე ვერ გამიგია! ელფი კი არა, თუ უნდა უცხოპლანეტელი იყოს, თავის საქმეს კარგად აკეთებს! უპასუხა ნიამ და სინანულით გაახსენდა ფერად_ფერადი მაკარუნები, რომლის ჭამაც სასტიკად აუკრძალა რამ. და არა მარტო! ტაბუ დაადო ზღაპრების საცხობს. და გადაჭრით განუცხადა, ან მე ან მაგის მოჯადოებული ტკბილეულიო! რაღას იზამდა ნია. მორჩილად დაუბრუნდა ძველი საცხობის დაღვრემილ მცხობელ შოთიკოს.

_ რაც იმ ტიპმა ის ვარდისფერი საცხობი გახსნა, მგონია მარტო თქვენღა დამრჩით მყიდველებიო. შესჩივლა ერთხელ საწყალმა ნიას და სინდისის ქენჯნაც კი აგრძნობინა ამ იმედგადაწურული სიტყვებით.

ცოტა ხანს სახლში იბოდიალა რამ. წამდაუწუმ საათს დაჰყურებდა. მერე კი უეცრად წამოხტა, ქუდი დაიმხო, პატარა ზურგჩანთა მოიკიდა ფაცხაფუცხით დაეშვა კიბეებზე

სულ გაგიჟდა ეს უბედურიო! ჩაილაპარაკა ნიამ  თავის გადაქნევით და ქსეროქსები გადაშალა._ მაგან სდიოს ელფებს და ფერიებს და თუ დაუწერს გამოცდას თავისი ტრენდუილი მაგასაც ვნახავო!

მოპირდაპირე სახლის კუთხე იფარა ტერამ. თავი გამოყო კარგი აგენტივით და საცხობს გახედა. რამდენიმე წუთიც და გამობრძანდებოდა ის საძაგელი  უბნის „დეიდულების რისხვა“. დიდხანს ცდა არ დასჭირვებია, სწორედ ასეც მოხდა. ორიოდ წუთში გამონარნარდა ნილი. ნარნარი ერქვა სწორედ მისი ჰაეროვანი სიარულის მანერას. ახლაც გაუკვირდა რას, ამხელა კაცი ასე ბალერინასავით როგორ დადიოდა, თითქოს ფეხს არ აკარებდა მიწას და ჰაერში მოლივლივებდა. უცბად დაიმალა ტერა. და როცა ნილი კარგა მანძილით დაწინაურდა, სამალავიდან გულადად გამოვიდა. მოცუცქნული ზურგჩანთის სამხრეებში ჩაევლო თითები და თვალს არ აშორებდა, ისე მისდევდა უკან. არ იცოდა რისი ნახვის იმედი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მთავარი იყო მისი სახლი ეპოვნა. შემდეგ ჩუმად შეპარულიყო იქ და ყველაფერი დაეზვერა. საკუთარ სახლში ნიღბით ხომ არ ივლიდა არა?

ბევრიც არ უვლიათ. რამდენიმე კვარტალში გადაუხვია ნილმა. კერძო სახლის კარს მიადგა და სრულიად მშვიდად შეაღო ყავისფერი ჭიშკარი. ღობეს მიუახლოვდა რა და ფეხის წვერებზე მდგარმა გადახედა მოვლილ ლამაზ ეზოს.

ოჰ! აიბზუა ცხვირი, როცა ვერაფერი ნაკლი ვერ იპოვნა._ ელფია და აბა როგორი ეზო ექნებოდა?!

ჩაიბუტბუტა და სახლზე შემორტყმულ მომაღლო ღობეს ქურდულად დაუყვა. რადგან პირდაპირ ვერ შევიდოდა, უნდა გადამძვრალიყო ზედ. ბევრიც არ უფიქრია. ღობის გვერდით მდგარ ხის ლამაზ სკამზე აძვრა,  კედელს მოებღაუჭა და მოუქნელად გადახოხდა მტრის ტერიტორიაზე. წელში მოხრილი ცუხცუხით მიუახლოვდა სახლს. ფანჯრიდან სურდა შეეჭყიტა,მაგრამ ან თავად იყო დაბალი, ან ფანჯარა მაღალი. თვალები ავად მოჭუტა,  ასე მარტივად დანებებას არ აპირებდა. ამიტომ სახლს წრე დაარტყა და  როცა ვრცელ ლამაზ ვერანდას ჰკიდა თვალი, თვალები გაუბრწყინდა. ის იყო ზედ ასვლა დააპირა, რომ ვერანდაზე ნილი გამოვიდა. სწრაფად ჩაიმალა ზედ აშვებული ვარდისფერი ჯერაც მოყვავილე ხვიარა ვარდის ძირში.

„რა ჯანდაბა აყვავილებს ამ ვარდ ამ შუა ზამთარში?“ ჩაიბუტბუტა თავისთვის. „ ესეც რაღაც მაგიაა აშკარად!“ თავი ასწია და ქვემოდან ახედა მას. წელს ზემოთ შიშველი იდგა ნილი, გრძელი დაკუნთული, ოდნავ გარუჯული მკლავებით ეყრდნობოდა  ვერანდის მოაჯირს. ისე მადისაღმძვრელად ეტყობოდა მკლავებზე დაკლაკნილი ძარღვები, სიბრაზისგან გააცახცახა ტერას. მუდამ მოსწონდა ასეთი კაცები, თუმცა ზღაპრების გარდა არსად შეხვედროდა მათ.  მუდამ დაწნული თმა გეშალა ელფს და უკაკლო სახეს ნიავს უშვერდა, თითქოს მას სრულებით არ აწუხებდა სიცივე. მოჯადოებულივით უყურებდა მის სხეულს რა და როცა გააცნობიერა,პირი სწორედ ნარგიზა დეიდასავით ჰქონდა დაღებული, სიბრაზის ახალმა ტალღამ დაუარა სხეულში. სახე აარიდა სასიამივნო სანახაობას და გაცოფებულმა კბილები გაახრჭიალა.

ის მაგიური არსებაა გოგო! შეუწყრა საკუთარ თავს_ და შენც თუ გამოშტერდები, მის წისქვილზე დაასხამ წყალს, ან ტვინს! ჰმ, გაიხსენე აქ რატომ ხარ და საქმეს შეუდექი!

მოულოდნელად შემპარავი რბილი ნაბიჯების ხმა მოესმა რას. გაკვირვებულმა აიხედა მაღლა და დაინახა, რომ ვერანდაზე არც მეტი, არც ნაკლები ზალიკოს ყოფილი იდგა. ლამაზი კი არა ულამაზესი ქალი იყო მარიკა. მაგრამ სად ჯანდაბიდან იცნობდა ამ... ამ.... თავი ვერ მოაბა სათქმელს.

აი თურმე ვის გამო მიუტოვებია ქმარი ამ გომბიოს! გაიფიქრა რამ _ მართალი ყოფილა მაგის დედამთილი, არადა როგორ ვერ ვიტანდი საწყალს. მეგონა რძლის სილამაზე ვერ მოინელამეთქი!

თვალგაშტერებული უყურებდა რა, როგორ ურცხვად ეალერსებოდა ქალი ნახევრად შიშველ კონდიტერს. როგორ ვნებიანად და ხარბად დააცეცებდა მოვლილ შილაკიან ფრჩხილებს მის უზადო სხეულზე და მიუხედავად იმისა, რომ ნილი მაჯას უკავებდა, როგორ ცდილობდა შარვლის სათავისკენ ჩაეცურებინა ის სისისხლისფრად დაფერილი კლანჭები. საკუთარ შეუღებავ ფრჩხილებს დახედა რამ ინსტიქტურად.  „აჰა, ყველა კაცი ერთნაირი შტერია! არც ელფი ყოფილა გამონაკლისი!“ გაიფიქრა რამ და ისევ ვერანდას ახედა, რატომღაც იმედგაცრუებულმა.

„თვალი ჭამს, თვალი სვამს!“ დაუსვა დიაგნოზი ნანახს. მარიკა არ ნებდებოდა, თითქოს რაღაც მოუთმენლობას ჰყავდა ატანილი, მისი ნება რომ ყოფილიყო, ურცხვად, იქვე ღია ვერანდაზე მიეცემოდა ნეტარებას.

არაფერს წააწყვიტავდეს და აღარ ვჩივი! ჩაილაპარაკა ამრეზით რამ და ბანალურ სცენას თვალი აარდია._ როცა ქალი ასეთი შეიარაღებულია, ფრთხილად უნდა იყო მეგობარო!

საკუთარ თავთან საუბარი ნილის ყრუ ჩაცინებამ შეაწყვეტინა. სწრაფად აიხედა მაღლა, მაგრამ მხოლოდ იმასღა მოჰკრა თვალი, როგორ აიტაცა ელფმა ზედმეტად მონდომებული ქალი ხელში, როგორ შემოისვა წელზე და როგორ წაიყვანა სავარაუდოდ საძინებლისკენ.

როგორც იქნა შენი ვარ! გაიგონა, როგორ ამოიკრუტუნა მარიკამ._ რასაც მეტყვი,რასაც მიბრძანებ ჩემო ტკბილო!

მინდა თმა დამიწნა ძვირფასო! მოესმა ნილის მშვიდი, თითქოს უემოციო პასუხი და ვერანდის კარი დახურეს კიდეც. სუნთქვა შეკრულმა ახლაღა ამოისუნთქა ხმაურით.

სირბილით გადაჭრა ეზო რამ. იქაურობა დატოვა და გულაჩქარებული სახლისკენ გაიქცა. რატომღაც ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ ნილმა თავიდანვე იცოდა მისი იქ ყოფნის ამბავი.

3

საზიზღარი მექალთანე არსება! ელფების კაზანოვა! მიდიოდა გააფთრებული და ფიქრებ არეული. _ უბნის ყველაზე ლამაზი ქალი უკვე თუ საწოლში ჩაიგორა, დანარჩენებსაც მოინელებდა ეგ! მანიაკი!

შედგა და მხრებზე უკეთ მოირგო ზურგჩანთა.

ნეტავ, რა მაგიას ფლობს? არა მაგიის გარეშე არ იქნება! აი ეს უნდა გავარკვიო ზუსტად! თუ მაგიას წავართმევ, ვნახავ ერთი მერე როგორ იკურკურებს! უცბად მიიღო ერთობ გაუაზრებელი გადაწყვეტილება, და წამითაც კი არ უფიქრია, თუ რატომ სურდა ამის გაკეთება. ანდაც რა აბრაზებდა და აცოფებდა ასე. იმ ღამეს ბევრი იფიქრა რამ, სიზმრადაც კი ელფის ურცხვი ღიმილი ელანდებოდა, საკუთარ თავს მარიკას ადგილას ხედავდა,ცხადად გრძნობდა როგორ უჭერდა თითებს ნილი წელზე, როგორ ჰკოცნიდა ყელში და ბოლომდე ვერ განცდილი სიამოვნებისგან სიზმარშიც ბორგავდა მძინარი.

მას შემდეგ, რაც ასე გაუგებრად აიკვიატა ელფი. მისი საიდუმლოს გაგების სურვილმა შეიპყრო. უთვალთვალებდა ყველგან და ყოველთვის.  ჩრდილივით დაჰყვებოდა უკან. არ უსმენდა არც მისი ქცევით შეშფოთებულ მეგობარს და არც საკუთარ საღ აზრს. თავს იმით იმართლებდა, რომ ის ელფი იყო. ზღაპრული, მითიური არსება და რომ ასეთი შანსი, დაკვირვებოდა იმას, რაც ყველას დაუჯერებლად ეჩვენებოდა, ცხოვრებაში ყველას არ ეძლეოდა. ბოლოს ნილიც კი მიეჩვია მის არსებობას, მის მოულოდნელ უჩვეულო გამოხტომებს და როცა საკუთარი თავი იმაში გამოიჭირა, რომ როცა რა არ ჩანდა მასზე ნერვიულობდა, საკუთარ თავზე გაეცინა. იმდენად უბრალო ვინმე იყო ტერა, წამითაც არ დაუშვია ნილს, რომ მისი მსგავსი პატარა ადამიანი მის წესებში, ჩვეულებებში და მაგიაში მოქცეულ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. ასე იყო მუდამ, ასე გრძელდებოდა ახლაც და ნილი ფიქრობდა, რომ არც არასდროს არაფერი შეიცვლებოდა, მით უფრო ასეთი პატარა მიზეზით. მაგრამ ნილი ბჭობდა და იღბალი იცინოდა.

ბარის მყუდრო კუთხეში იჯდა რა. წინ რაღაც ფერადი კოქტეილი ედო და ჭიქაზე ნერვიულად ათამაშებდა თითებს. ბოლო დროს ამ ბარს ნილის გამო ხშირად სტუმრობდა. ინტერესით აკვირდებოდა მის მიერ წამოწყებულ თამაშებს. და სულ გაოცებული რჩებოდა, როცა ნილი პარტნიორებთან მორიგ მარტივ გამარჯვებებს ზეიმობდა.

წარბშეკრული უკვე წინასწარ ხვდებოდა, რომელ მოქმედებას რომელი მოყვებოდა. იმასაც კი ჭვრეტდა უკვე თუ ვის ამოიღებდა მიზანში გამოცდილი მექალთანე.

აი ახლაც შესვლისთანავე თვალში მოხვდა შავგვრემანი ავაზასავით მოქნილი ქალი. თითქოს შენელებული მოძრაობით, მიბნედილი მზერით და მზერის მიღმა გაელვებული ცხადი სურვილით. რამ ნილზე პირველმა ამოიცნო ქალის ინტერესი და როცა ელფმა უდარდელი გამომეტყველებით მოიქცია სასმელის ჭიქა მოქნილ თითებში და ჩვეულად დაატრიალა, ამოიოხრა და ჩაილაპარაკა.

აჰა დაიწყო! მართალიც აღმოჩნდა. სულ მალე მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილს, ალკოჰოლისგან აწითლებული ლოყები საკუთარ გრილ თითებში ჰქონდა მოქცეული და თავმობეზრებით და ამრეზით, ბუტბუტით ასწრებდა ქალს გაზეპირებულ ფრაზებს:

აბა რას იტყვი მშვენიერო? თითებს ნილის თმაში ხლართავდა ქალი._ შენთან გავაგრძელოთ, თუ ჩემთან წავიდეთ? არა, რით არ ბეზრდება ეს ბანალურობა? ან რით არ იღლება?

უცებ სრულიად მოულოდნელად, არ ვიცი სასმელისგან გამახვილებული შეგრძნებებით თუ სრულიად სხვა მიზეზით, უცნაური რამ შეამჩნია. ყოველთვის, როცა კი ის ტუჩებგაბერილი და მკერდ აზიდული ქალი ნილის თმაში თითებს შეაცურებდა, უცნაური წვრილი ნათება ბადესავით იშლებოდა ელფის თმაში, ტალღასავით გადაუვლიდა და ქრებოდა.

ეს რა ჯანდაბაა? წამოიწია გამოფხიზლებული და თვალები მოჭუტა. _ არა, არ მომჩვენებია!

დაფიქრდა და მოულოდნელად, ისე თითქოს მის თავში ფეიერვერკის აფეთქება, ყველაფერი ცხადი გახდა.

გამოგიჭირე! ჩაიღიმა ავი სიცილით და ნიშნისმოგებით._ ახლა ჩემი ხარ ბატონო საოცრებავ!

წამოდგა, სპეციალურად ამ ბარისთვის შერჩეული მოკლე შავი კაბა ტანზე შეისწორა, ისედაც აბურდული თმები თითებით ჩამოივარცხნა, დარჩენილი სასმელი ბოლომდე დაცალა სიმამაცისთვის და არეული ნაბიჯით პირდაპირ ბართან მსხდარი ჩაფსკვნილი წყვილისკენ გაემართა.

აიი სად ყოფილხარ საყვარელო! წინ დაუდგა ბედნიერი ღიმილით და გაოცებული ქალის მაღლა აწეული წარბები დააიგნორა. მურმანის ეკალივით ჩაეკვეხა მათ შორის, უხეშად გასწია ელფის ლამის ბოლომდე შებმული მსხვერპლი და მისი უცნაურობით გაოცებულს წვრილი მკლავებით კისერზე ჩამოეკიდა.

რას აკეთებ? ჰკითხა წარბშეკრულმა ნილმა, მაგრამ თან ტუჩის კუთხეში გაპარულმა ღიმილმა გასცა, რომ სულაც არ იყო მისი სიახლოვის წინააღმდეგი.

რამდენი ხანია გელოდები, შენ კი აქ... მოიცადე რას აკეთებ აქ? ისე მიამიტად აგრძელებდა თამაშს რა, რომ ნილს სულ უფრო სახალისოდ ეჩვენებოდა მისი სიტყვები._ ოჰ, მორიგი ბაჭია შეგირჩევია! ამჯერად შავი?

გაოგნებისგან და შეურაცხყოფისგან სახე აუჭარხლდა ქალს. მით უფრო მაშინ, როცა შეამჩნია, როგორ მზრუნველად მოხვია წელზე ხელი კაცმა იმ თავხედ გოგოს. რა ქალისკენ მიბრუნდა, ზურგით ნილს მიეყრდნო მკერდზე და წელზე მოხვეულ მკლავებზე მოეჭიდა. არც თუ სასიამოვნო იყო მისთვის ნიას ერთი ზომით პატარა, ქუსლიანებზე დგომა. ერთი სული ჰქონდა გაეძრო ეს არაკომფორტული ფეხსაცმელი და თუნდაც ფეხშველს ევლო.

რაო ფისო? არ იცოდი, რომ ამ საოცრებას პატრონი ჰყავს? ჰოო, ის ჩემია! მარტო ჩემი! თავი უკან გადასწია და ზემოდან ღიმილით მომზირალ ელფს მოღუშულმა ახედა._ ამას არ სჯერა ნილ!

ჰოო, მგონი ჯობია თუ უფრო დამაჯერებლები ვიქნებით! მთელი სერიოზულობით უპასუხა ელფმა, შემდეგ სწრაფად შეაბრუნა თავისკენ  და ისე მოულოდნელად და ისე მხურვალედ აკოცა, წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ მოასწრო რამ. მათ წინ მჯდომი აჭარხლებული ქალი გაბრაზებული ჩამოხტა მაღალი სკამიდან და ნილის ლანძღვით გაეცალა ბარის მაგიდას.

შენ ხომ არ გაგიჟდი?უკან დაიხია რამ და ისედაც გაბრაზებული უარესად გააბრაზა ნილის თვითკმაყოფილმა გამომეტყველებამ.

აბა რა გეგონა, ჩემი ნანადირევი რომ დააფრთხე? სამაგიეროს არ გადაგიხდიდი? დამცინავად ჰკითხა ელფმა და ტუჩები ცერა თითით მოიწმინდა. უყურებდა რა და გულში  მისი შემოლაწუნების და კვლავ კოცნის რადიკალურად განსხვავებულ სურვილებს შორის ცდილობდა არჩევანის გაკეთებას.

ახლა არ თქვა, რომ პირველი იყო? ირონია გაუკრთა მზერაში ნილს.

კიი იოცნებე! ნირი არ გაიტეხა რამ. და მოულოდნელად ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც შემდებ ორივეს ცხოვრება შეცვალა._ თუმცა ვერაფერს ვიტყვი! კოცნა გცოდნია!

მშვიდი სახით აბობღდა ბარის სკამზე, მისი სასმელი უკითხავად მიიჩოჩა და სულმოუთქმელად დაცალა.

რას აკეთებ! მგონი ისედაც საკმაოდ დალიე! სწრაფად ააცალა ნილმა უკვე დაცლილი ჭიქა და შორს გასწია. მოსკენ შებრუნდა რა და თავით ფეხებამდე ისე შეათვალიერა, როგორც  მონადირემ სასურველი სამიზნე.

აბა რას იტყვი მშვენიერო? შენთან წავიდეთ, თუ ჩემთან? მისი კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო ნილისთვის,  ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა.

რამდენი დალიე? ჰკითხა სერიოზულად.

ბევრი! მაგრამ მერე რა? არ გინდა  უმწეო გოგოს სიმთვრალით ისარგებლო? ახლა ნილმა შეხედა ტერას ინტერესით. არა, ის ასეთი ადამიანი არ იყო. ზუსტად იცოდა ეს. ყოველთვის ხვდებოდა, ინტუიციით გრძნობდა, ის არ ჰგავდა სხვებს. თუმცა ახლა ... წამით იფიქრა , რატომაც არაო, მაგრამ საკუთარმა ფიქრმა გააცინა. თავად ყველაზე უკეთ იცოდა, ყველას ერთ ტაფაში მოხრაკვა რომ არ შეიძლებოდა. პირველივე დღიდან, როცა ფანჯრიდან დაინახა, როგორ გადაძვრა რა მისი სახლის ღობეზე, იცოდა სულ ცოტა უცნაური ვინმე რომ იყო. ზუსტად იცოდა, როგორ უთვალთვალებდა, როგორ დაჰყვებოდა უკან, მაგრამ აზარადაც არ გაუვლია, რომ მისი მიზანი ნილის საწოლში გაღვიძება იყო. ახლაც დაეჭვებული ფიქრობდა, სასმელის ბრალი იყო მისი წინადადება, თუ სულ სხვა რამ ჰქონდა გეგმაში. ახალისებდა მისი სინათლე, ის რასაც სხვა ვერ, მაგრამ თავად ხედავდა და გრძნობდა. რაც ტერა გამოჩნდა თავისი დაუოკებელი ინტერესით და ალოგიკური ქმედებებით, თითქოს სევდას და ჩვეულ მელანქოლიას ვეღარ გრძნობდა.

რამდენი ხანი იყო ყველაფერს მხოლოდ ჩვეულების გამო აკეთებდა ნილი. მობეზრებული ჰქონდა ეს წყევლასავით ზურგზე უჩინარ ტვირთად აკიდებული ჩვეულებები.მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, სწორედ ამაში იყო მისი მაგია და თავისუფლება. ერთადერთი, რასაც ასე უფრთხილდებოდა და ინახავდა.

კარგი, წამოდი არანორმალური! ბარი მოათვალიერა ნილმა და რაზე თვალგაშტერებული რამდენიმე ბილწი ფიქრებით თავგამოტენილი მამრი ზიზღით მოათვალიერა. მისი დატოვება არ შეიძლებოდა, ადამიანებს იმდენად ცხადად ეტყობოდათ ავი ზრახვები, ამ სურვილების ჟანგის გემოს ენის წვერზე გრძნობდა ელფი. _ ადექი! წამოდი!

ჰოო? მხიარულად გაეცინა რას, სწრაფად ჩამოხტა სკამიდან წაბარბაცდა და რომ არა ნილი მთელი თავისი დიდებულებით დაასკდებოდა ბარის იატაკს._ ვერ ვიტან ამ სულელურ ფეხსაცმელებს! თქვა მოულოდნელად,  დაიხარა და ფეხზე გაიხადა, სულ არ უფიქრია, რომ კაბა საჭიროზე მეტად დაუმოკლდა.

ჯანდაბა! ჩაილაპარაკა ნილმა გაბრაზებით და დარბაზი მოათვალიერა. სანახაობის ხამები ინტერესით აკვირდებოდნენ საკმაოდ ნასვამ ტერას._სულ ასე სვამ თუ დღეს გამოავლინე მთელი შენი ნიჭი?_ ჰკითხა გაღიზიანებულმა, როცა რამ ხელში ქუსლიანი ფეხსაცმელებით გასასვლელის ნაცვლად საცეკვაო სივრცისკენ გადაუხვია სასაცილოდ თავდაჯერებული მზერით._ წამოდი სახლში იცეკვე!

მეცეკვები? შენთან ცეკვა მინდა! თანდათან ეკიდებოდა სასმელი რას.

ამას ვის გადავეყარე! ჩაილაპარაკა და ლამის იღლიაში ამოჩრილი ჩაატარა კიბეზე. რა კი სასაცილოდ აკონწიალებდა ხელებს და რაღაცით გახალისებული სიცილით კვდებოდა.

ხურჯინი ვარ? ჰაა ელფოო? სულ არ გცოდნია ქალის ჯენტლმენურად ხელში აყვანა! დამსვი, დამსვიი თავად! მე თვითონ! ცდილობდა მისი ხელების მოშორებას და ფეხსაცმელს მუქარით უღერებდა. მის სიტყვებს ყური არ დაუგდო, მანქანის კარი გააღო და ფრთხილად დასვა.

სახლამდე ისე მივიდნენ ენა არ გაუჩერებია რას. სულ დეტალურად მოუყვა სად როდის როგორ უთვალთვალა. გულახდილად გაანდო, რომ მისი დაჭერა სურდა. რათა მუდამ დაემონებინა და სამსახურში ყოლოდა, ბრძანებები გაეცა და მისი მაგიით ესარგებლა.

მეც, მეც მინდა დილით ბლინები დამიცხო! მინდა გაიგეე? მისმენ? საჩვენებელ თითს  თვალებთან უქნევდა.

მაგიც იცი? იცინოდა ნილი და სულ აღარ ახსოვდა დარდი და საფიქრალი.

_ მაინც რატომ? რატომ უცხობ იმ ქალებს ამ ოხერ ბლინებს?

მადლობას ვუხდი გაწეული სამსახურისთვის! სანახევროდ უმხელდა სიმართლეს ნილი. არ იყო ადვილი მოსაყოლი თუ რაში სჭირდებოდა იმ მრავალფეროვანი ქალების სტუმრობა. ვერ ეტყოდა, რომ მისი მაგია სწორედ ამ ქალებისგან დაუდევრად გაცემული ენერგიით იკვებებოდა. რომ ყოველთვის, როცა ისინი მის თმას ეხებოდნენ, მათდა უნებურად საკუთარ ენერგიის ნაწილს გადასცემდნენ, ხოლო მისი გრძელი ალისფერი თმა ამ ენერგიას საკუთარ თავში აგროვებდა და ინახავდა. აი, როგორც სამსონს კვებავდა თმა ძალით, ისე კვებავდა ნილიამის ნაწნავი მისსავე მაგიას. რომ მოეყოლა იმ ღამეს ნილს ტერასთვის თავისი სანუკვარი საიდუმლო ვინ იცის, იქნებ ტერას ის აღარ ჩაედინა, რაც მიზნად ჰქონდა დასახული.

სახლში მივიდნენ, ნილმა მანქანა გააჩერა და რას სახლის კარი გაუღო. უცნაური რამაა ბედი და არჩევანი, უფრო სწორედ ის, რაც ჩენი არჩევანია სრულებით და მაინც ბედს ვაბრალებთ ჯიუტად.

ნილს შეეძლო რა საკუთარ სახლში წაეყვანა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მიერია, მარტო დარჩენა არ სურდა, უნდოდა ერთხელ მაინც უბრალოდ თავი მარტო არ ეგრძნო, ყოველგვარი ჩვეულება ერთი ღამით თავიდან მოეშორებინა და უბრალოდ სცოდნოდა, რომ ვიღაც ჰყავდა, ვინც მისი ამოცნობა მოახერხა. ვინც მასში მისი ნამდვილი არსი დაინახა, ვისთანაც ნიღბის გარეშე შეძლებდა სუნთქვას. აი სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც ნილს რა იზიდავდა. და ამას არაფრის დიდებით არ გააფუჭებდა წამიერი სურვილის ანდაც სულსწრაფობის გამო. სწორედ ამიტომ მიუშვა ელფმა პატარა ადამიანი ამდენად ახლოს, რომ თავი სულ ცოტა ხნით თავადაც ჩვეულებრივ ადამიანად ეგრძნო.

შენ აქ დაიძინებ! დივანზე მიუთითა. რა დაჯდა და სრულებით კმაყოფილმა დაუქნია თავი.

_ რა დიდი და ფუმფულაა! მაგრამ კინოებში რომ სხვანაირად ხდება?

როგორ სხვანაირად? ჰკითხა თუმცა მისი პასუხი კარგად იცოდა.

ნამდვილი ჯენტლმენები ქალებს თავის საწოლს უთმობენ! სერიოზულად უპასუხა მან.

ჰოო მართალი ხარ, ქალებს და არა მავნებელ აბეზარ შეუხედავ გოგოებს! თავი დაუქნია ნილმა.

მეე რა შეუხედავი ვარ? საკუთარი თავი ინტერესით შეათვალიერა რამ. ფეხზე ადგა და წინ დაუდგა._ ანუ ასე არა?

ჰოო ასე! წარბი ასწია ირონიულად ნილმა. რამ უყურა უყურა და გაეცინა. ესეც კი უცნაური იცოდა, ნებისმიერს ეწყინებოდა ალბათ, ის კი იცინოდა.

შენ მე ცეკვას დამპირდი ბატონო ელფო! იმედია პირობებს ასრულებ! უთხრა და ხელები გაუწოდა. ბევრი არ უფიქრია ნილს. მუსიკა ჩართო და ჯერაც სიმთვარლისგან სახე აწითლებული მკლავებში მოიქცია.

მშვიდ მუსიკას აყოლებდნენ სხეულებს. არ საუბრობდნენ, მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ. თითქოს ახლა პირველად ხედავდნენ ერთმანეთს. გრძნობდა რა როგორ უმატებდა მისი გული ფეთქვას. მის მხრებზე დაწყობილი ხელები ახლა კისერზე მოხვია. „კიდევ კარგი, რომ ასე მაღალია!“ გაიფიქრა და ამ ფიქრმა გააოცა. ნუთუ იმ კოცნის გამეორება სურდა ახლა? შეკრთა და ცეკვა შეწყვიტა.

რა მოხდა? ჰკითხა ნილმა. ისეთი არეული ჰქონდა მზერა რას. ხედავდა და გრძნობდა ნილი რა ახლოს იყო რა იმ უხილავ საზღვართან, საიდანაც დაბრუნება გაუჭირდებოდა.  მხოლოდ მისი ერთი ქმედება, იქნებ სულ პატარა სიტყვა, ერთი კოცნა, საკმარისი იქნებოდა, რომ.... ამოიოხრა და მისი ხელები მოიშორა.

მგონი შენი ძილის დროა! უთხრა ცივად და უკან დაიხია.

„ ალბათ მართლა არ მოვწონვარ!“ გაიფიქრა რამ და გაღიმება სცადა.

ჰოო, დავიღალე! დავიძინებ! ზურგი აქცია და დივანზე დადებულ პლედში შეძვრა.

ღამე მშვიდობისა ელფო! მოაძახა მხიარული ხმით. თუმცა მშვენივრად იგრძნო ნილიამმა, რა ცოტა იყო იმ წამს მასში მხიარულებისა.

უთქმელად შევიდა სამზარეულოში,  გრძელფეხა ჭიქა და წითელი ღვინო აიღო და თავის საყვარელ ვერანდაზე გავიდა....

შუაღამე გადასული იყო რას რომ უცაბედად გამოეღვიძა. ვერაფრით მოისვენა, ვეღარც ძილი შეიბრუნა. დივანზე წამოჯდა.

ცოტა ხანს ჰაერზე გავალ! გაიფიქრა და წამოდგა. ვერანდის კარი გააღო და ღამის სიგრილეში გააბიჯა. მოწნული საქანელა სავარძლის გვერდით მდგარ პატარა მაგიდაზე იდგა სანახევროდ დაცლილი ღვინოს ბოთლი და ბროლის ჭიქა. სკამზე დაჯდა და ლამაზად დაკეცილი პლედი მოიხვია.

ეტყობა აქ ხშირად ებრძვი ღამეს და უძილობას ელფო? ჩაილაპარაკა სევდიანად. ღვინოს გახედა და ჭიქაში ჩამოისხა._ თუ დღეს სიმთვრალის ღამეა ასეც იყოს!

როცა ღვინო გამოილია, სიფხიზლის ბოლო წვეთიც გათავდა ტერაში. ისედაც სუსტი იყო, როცა საქმე ალკოჰოლს ეხებოდა. ცას ახედა და მთვარე სამად მოეჩვენა.

გამარჯობა ჰეკატე! გაუღიმა ლანდს საკუთარ გონებაში._ რას იტყვი? დამეხმარები სურვილის ასრულებაში? შენ ხომ მაშინ მოდიხარ, როცა ადამიანი დაბნეულია? შენი მოსვლა ნიშანია ქალღმერთო? ამ ზღაპარში შენ გამხვიე არა? მაშინ კარგი, იყოს ნება შენი!

სკამიდან ადგა და უცნაური ღიმილით გაემართა სამზარეულოსკენ. სულ მალე იპოვნა რასაც ეძებდა და მაღლა სართულზე ამავალ კიბეებს აუყვა ფეხარეული.

საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო და შეაბიჯა. სავსე მთვარის თეთრი სინათლე ავსებდა ოთახს.

თვალით საწოლი მონახა და ზედ გაწოლილ ზორბა ჩრდილს გაუღიმა. ფრთხილად აძვრა უზარმაზარ ლოგინზე და სახეზე დააჩერდა მძინარეს. მშვიდად, ბავშვივით ეძინა ნილს. უცნაური სინათლე დასთამაშებდა სახეზე. ოდნავ იღიმოდა თითქოს. ან ტუჩების მკვეთრი კონტურის გამო ჩანდა ასე. სახეზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადაუწია რამ, თითებით სახეზე მოეფერა და დაინახა როგორ აბრჭყვიალდნენ თმის გრძელი ალისფერი ღერები. თვალები დახუჭა და იგრძნო, მისი თითების გავლით როგორ ტოვებდა ენერგიის რაღაც ნამცეცი და როგორ გადადიოდა მძინარე ელფის სხეულში. ოდნავ შეიშმუშნა ნილი. გვერდი იცვალა და ნაწნავი გრძელი წითელი გველივით გადაიკლაკნა მის ფართე ძლიერ ბეჭებზე.

წამით დაფიქრდა რა. მაგრამ მეტისმეტად მთვრალი იყო ფიქრისთვის, სულ წამით იყოყმანა  და მერე მაღლა აღმართა მაკრატელი....

 

 

4

ნილის არაადამიანურმა ღრიალმა შეძრა ღამის მყუდროება. ავი ჩრდილივით წამომართული მუხლებზე იდგა და მის წინ საწოლის საზურგეზე აკრულ, შიშისგან თვალდამრგვალებულ გოგონას დაჰყურებდა ნადირივით შეშლილი მზერით. იმ წამს სულ აღარ ჰგავდა ნილი მშვიდ, თავდაჯერებულ და საყვარელ კაცს. ახლა ურჩხული მეტი იყო მასში, ვიდრე ადამიანი. ხელი კეფაზე მოისვა და სიბრაზისგან გააცახცახა. თავს ისე გრძნობდა თითქოს მის ზორბა მოქნილ სხეულს წონა დაეკარგა.  ხელი ისე აღმართა მაღლა, თითქოს არარსებული კლანჭებით უპირებდა ტერას გაფატვრას. ვინ იცის იქნება აფექტის გამო კიდევაც დაეშავებინა მისთვის რამე, რომ არა ის ფაქტი, რომ ახლა ტერას ეკუთვნოდა თავადაც და მთელი მისი მაგიაც. დამფრთხალი და გაფითრებული რა მოკუნტული იჯდა, თითებში მაკრატელი და ძირში მოჭრილი ალისფერი ნაწნავი ეკავა და იმასაც ვერ ახერხებდა შიშისგან გაქვავებული, რომ თავისთვის გაქცევით ეშველა.

ეს რა გააკეთე? რატომ? რატომ მოიქეცი ასე? კი არ თქვა ამოიხავლა ნილმა და საკუთარი უმწეობით გაოცებული დაეშვა საწოლზე. არასდროს უგრძვნია თავი ამდენად სუსტად. არასდროს დამარცხებულა, არასდროს დაუკარგავს ღირსება და სიამაყე, მაშინაც კი, როცა თავისი ძალისა და დიდებულების შესაფერის მტერს ებრძოდა საუკუნეების წინათ და აი ახლა, ამ სუსტმა, პატარა, უმწეო გოგონამ, რომელსაც მხოლოდ სულის შებერვითაც კი გააქრობდა მიწიდან შეძლო ის, რაც ვერავინ და ვერაფერმა დედამიწის ზურგზე. სახეზე ხელები აიფარა ნილიამმა. მხრები შეკავებული ტირილისგან აუცახცახდა.

მაპატიე! მოესმა რას ხმა. მწარედ გაეღიმა. ახლა რას შეცვლიდა პატიება? ის არ ეყო, რომ მაგია მოპარა, ახლა თანაგრძნობით და სიბრალულითაც ამცირებდა.

მომეცი! ხელი გაუწოდა და სიბრაზის დაფარვა არც უფიქრია.

ჯერ დამშვიდდი და მერე! ზურგს უკან დამალა რამ ნაწნავი. შემდეგ რაც მოხდა არასდროს დავიწყებია რას, ხელი დაუშვა ნილმა, ამოიოხრა და სახიდან სიბრაზე მოიშორა. რაღაც იაზრა რამ.

საწოლიდან ჩადი, მაშინებ! უთხრა და დააკვირდა. მორჩილად ადგა ნილი. რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. წარბი ასწია რამ. ნუთუ ახლა ელფი მის ბრძანებებს ასე უსიტყვოდ ემორჩილებოდა? და რომ დაებრუნებინა ეს ჯადოსნური თმა რა მოხდებოდა მერე? ალბათ აქვე წააწყვიტავდა კისერს. არა! ჭკუა უნდა ეხმარა რას, და კარგად დაეგეგმა შემდეგი ნაბიჯები.

სამზარეულოში გადი და დამელოდე! უთხრა უკვე თავდაჯერებული ხმით. სიბრაზემ გაიელვა ნილის ნაცრისფერ თვალებში. ერთი სული ჰქონდა ხელში ჩაეგდო თავისი მწვალებელი,მაგრამ მაგია მასზე ძლიერი იყო. ახლაც ეს ძალა მასში იყო, მაგრამ მას აღარ ეკუთვნოდა თითქოს. გრძნობდა მაგიას საკუთარ სხეულში და როგორც კი მის მართვას ცდილობდა, ის თითქოს ჯანყდებოდა. არ ემორჩილებოდა, მისგან უკან იხევდა, როგორც მიქცევისას მთვარეს მიყვება ოკეანე, ისე მიიწევდა ნილის  სხეულში მცხოვრები ჯადოქრობა ტერასკენ. და ნილსაც აიძულებდა თან გაყოლოდა. თავი ოდნავ გადააქნია და ოთახიდან გავიდა.

ესეც ასე! ტაში შემოკრა ტერამ. მისთვის ეს ყველაფერი თითქოს ერთი უბრალო თამაში იყო. ვერ იაზრებდა, რამხელა ტკივილს აყენებდა ნილს საკუთარი უუფლებობა. ერთ დროს თავისუფალი არსება იყო, ერთ _ერთი ძლიერი თავის რასაში ახლა კი პატარა ადამიანის საკუთრებად ქცეული სიტყვას ვერ ძრავდა მის წინააღმდეგ. ვინმეს რომ ამ დღეში დაენახა, ამას სიკვდილიც ერჩია მგონი.

ტერა საწოლიდან ჩამოძვრა. ნილის ნაწნავი მხარზე მოკლული ირემივით გადაიკონწიალა და თავხედური მზერით გააბიჯა სამზარეულოში.

ნილი მაგიდასთან იჯდა. დაძაბული, დაჭიმული და გახევებული სხეული არ ემორჩილებოდა.

ოჰ, როგორ უსაქმოდ ზიხარ ბატონო ელფო? შესცინა მხიარულად._ ახლა აქ ჩემს ნაცვლად ის შავი ბაჭია რომ ყოფილიყო, ხომ დაუცხობდი ოქროსფერ ბლინებს? მე არ მინდა ბლინები? მგონი დავიმსახურე, რას იტყვი?

ბლინები? ავად ამოსისინა ელფმა._ რას ბოდავ?

ვბოდავ? ჰოო ალბათ შიმშილისგან მომდის! თვალი ჩაუკრა რამ._ მიდი ადექი ჩემო პატარავ და ბლინები მოართვი შენს მბრძანებელს!

მის სიტყვებზე ფერი ეცვალა ნილს. ამას არ ელოდა,არ უფიქრია, რომ რა ამდენ თავხედობას გაბედავდა.

დაგახრჩობ! წამოხტა და მისკენ გაიწია. თუმცა რას წარბიც არ შეუხრია. ნაწნავის ბოლო თითებში შეათამაშა და მშვიდად მიუტანა ცხვირთან. _ რა ბალზამს ხმარობ პატარავ? როგორი სასიამოვნო სურნელია აქვს შენს თმას.

თმის ხსენებაზე შეკრთა ნილი, თითქოს ახლაღა გაიაზრა რა შარში იყო.

ბლინები მომართვი მონავ! გამოაცხადა რამ ჯიუტი ბავშვივით, დივანზე დაჯდა და ფეხები პატარა მაგიდაზე შემოაწყო მეტი სარკაზმის ხაზგასასმელად. მძიმედ შეტრიალდა ნილი სამზარეულოში, ქურასთან მივიდა და კარადიდან ფქვილი გადმოიღო.

ღიღინით ჭამდა რა მინანქარ მოსხმულ ბლინებს. ნელა_ნელა ნეტარებით აგემოვნებდა. ახლა უეჭველი იცოდა მასზე არ იმოქმედებდა ის მაგია, რასაც ნილი სხვა ქალების წინააღმდეგ უშურველად იყენებდა.

უუფ რა გემრიელია! რა ტკბილია! თითებს ილოკავდა თან და ნილს ზედაც არ უყურებდა._ასეთ საუზმეზე ვინ იტყვის უარს? აი, იმ სულელ ქალებს კი დიდხანს მოუწევთ ლოდინი!

 მეტისმეტი მოგდის, ეს თამაში არაა რა! მის წინ დაჯდა და სცადა ტკბილი სიტყვით მოეყვანა აზრზე.

რატომ? ამოხედა რამ და ენით მოილოკა მინანქრით დასვრილი ტუჩები. თვალი აარიდა ნილმა. ახლა აღარ ესიამოვნა, რომ საყვარლად მოეჩვენა პირადი მტერი.

_ იმიტომ რომ ეს ყველა ზღვარს სცდება!

_ და ის არ სცდებოდა ზღვარს, რასაც იმ სულელებს უკეთებდი?

და რას ვუკეთებდი ასეთს? დამიჯერე მათ ძალიანაც მოსწონდათ, რასაც ვუკეთებდი! კმაყოფილება გაკრთა მის ხმაში _ მთხოვდნენ კიდეც დამატებას!

მათი ნების საწინააღმდეგოდ ახვევდი თავბრუს! სარკაზმი არ მოაკლო რამაც.

შენ რატომ სწუხხარ ასე მათ გამო? გაეცინა ნილს._ გეთქვა თუ ეს გსურდა!

მსურდა? გაეცინა რას, კარგა ხანს იცინა. გული იჯერა სიცილით. არა პატარავ! მათ გამო არა, მაგრამ იცოდე! დღეიდან ერთი ზედმეტი ღიმილი არ დავინახო მაგ ლამაზ სახეზე! ერთი ნაბიჯის დისტანცია დაიცავი მუდამ! ქალებს თვალებშიც კი არ შეხედო და კიდეე! ისე დააიგნორა ნილის გაფართოებული თვალები მზაკვრული ღიმილი არ მოშორებია სახიდან.

იმ საზიზღარ მარიკას რომ დაინახავ, ქუჩის მეორე მხარეს გადადი! გაიგონე რა გითხარი! სკამის საზურგეს ნებიერად მიეყრდნო და კარგად აათვალიერ_ჩაათვალიერა გაცოფებამდე მისული ნილი._ ოჰ როგორ მატკბობს შენი უმწეობა! კარგი რამე ყოფილა ელფი რომ გყავს საკუთრებაში!

თავი პატარა კნუტად წარმოიდგინა ნილმა, პატრონს კათლაში რომ უზის და მის ყველა შეხებაზე ზანტად კრუტუნებს. სიბრაზემ კვლავ ტალღასავით დაუარა სხეულში.

რა უქენი გოგოოოო! ნიას ყბა მოქცეოდა და თვალებ დაჭყეტილი უსმენდა რას. ის კი გაბღენძილი ყვებოდა, როგორ აიძულა ნილს ბლინების გამოცხობა.

რა და ქალებთან მიახლოება ავუკრძალე! თქვა თვითკმაყოფილი ღიმილით. თან მხარზე მოგდებულ ალისფერ ნადავლს ისე ჩამოუსვა თითები, როგორც ერთ დროს თავადის ქალები ეფერებოდნენ მხარზე მოხვეულ მელიის ტყავებს. ალბათ მელიები  წინააღმდეგნი იყვნენ, როგორც ნილი, მაგრამ თავადის ქალებს ეს ისევე არ ანაღვლებდათ, როგორც ტერას.

და აზრზე ხარ რას დაგმართებს თუ მაგ რაღაცის დაბრუნებას მოახერხებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა ნიას, რომ რა სრულიად სიმართლეს ამბობდა.

მართალი ხარ! ამიტომ ჯობია ის მომაფიქრებინო, სად დავუმალო ისე, რომ ვერასდროს იპოვნოს! მაშინვე დაუსერიოზულდა სახე.

ვფიქრობ, იქ უნდა დამალო, სადაც ძებნას არასდროს დაუწყებს! დაფიქრებით თქვა ნიამ.

იმ საღამოს რა ჩუმად შეიპარა ნილის სახლში და მისი მთავარი განძი ისე დამალა, რომ მუდამ თვალწინ ჰქონოდა მისსავე პატრონს.

მთელი დღე მოღუშული ემსახურებოდა კლიენტებს ნილი. სადღა იყო მისი საფირმო ღიმილი, ანდაც ის მაგიური ქარიზმა, რითაც ასე ხიბლავდა ქალებს. მოწყენილი სახეებით გამოდიოდნენ, მისგან ფლირტს მიჩვეული ქალბატონები კაფეტერიადან. თუმცა ნილს  ეს დიდად არ ადარდებდა ახლა. გამოსავალს ეძებდა და ვერ პოულობდა. იმას კი ხვდებოდა, რომ ეს ამბავი კარგად არ დასრულდებოდა.

სალამი ძვირფასო! გველნაკბენივით შეხტა, როცა ნაცნობი ხმა მოესმა სახლისკენ მიმავალს. ნელა მიტრიალდა უკან და როცა მარიკას მაღალი შხვართი სხეული აესვეტა სიმწრის ნერწყვი გადაყლაპა. მისკენ საკოცნელად გადახრილ ქალს თავი უხერხულად აარიდა და ნაბიჯით უკან დაიხია._ რა იყო საყვარელო? გაიოცა ქალმა და მიუახლოვდა. თითქოს სხეულში აბორგდა მაგია. წამიც ვერ გაუძლო მის სიახლოვეს.

ნილიამ! წარბი ასწია ქალმა._ ცუდად ხარ? რომ იცოდე შენთვის როგორი სიურპრიზი მაქვს დღეს! სწორედ ისეთი შენ რომ გიყვარს, წითელი მაქმანები,  სპეციალურად შენთვის შევიძინე!

ისე ურცხვად ჩამოიტარა ხელი სხეულზე და სწორედ იმ ადგილებში მოხაზა, სადაც  ის ნაკუწები ვითომ რამეს დაუფარავდა. ცივმა ოფლმა დაასხა ნილიამს.

დღეს ჯობია თუ არ მოხვალ! არც დღეს და ალბათ არც არასდროს! მიაძახა გაოგნებულ ქალს. ზურგი აქცია და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა, არა კი არ გადავიდა, გადაირბინა. შორიდან გამოხედა გაშტერებულ ქალს და ისე დასწყდა გული მისი შხვართი სხეულის წარმოდგენისას, სიბრაზისგან სუნთქვა შეეკრა.

მოვკლავ იმ უბედურს! ჩაიღრინა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. კარის დირეს ეყრდნობოდა რა და გატრუნული ხალისით ადევნებდა თვალს, როგორი გამწარებული დაეძებდა ელფი რაღაცას. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ შეპარვია, რომ თმას ეძებდა. კმაყოფილს გაეღიმა. გაბრაზებულიც კი მოსწონდა რას აწ უკვე თავისი, დასაკუთრებული, პირადი ელფი.

რას ეძებ პატარავ? მისგან პატარას დაძახებაც აგიჟებდა ნილს, თან მკერდამდეც რომ ძლივს წვდებოდა.  გაღიზიანებულმა მოხედა.

მარიკას ერთი ფეხის სიგრძე მაინც იყო! მიახალა ავად. მზერა არ შესცვლია ტერას.

ჰოო? ჩაიღიმა დამცინავად._ ფეხებზე გამახსენდა, აბა მოდი აქ!_ გატრიალდა და დივანში მოკალათდა. ინტერესით გამოყვა ელფი. მიხვდა მორიგი უკუღმართობა მოუვიდა თავში მის დასასჯელად._ დაჯექი!

ახლა მართლა უბრძანა მედიდური სახით. თვალები გადაატრიალა ნილიამმა და მაინც დაემორჩილა.

იცი როგორ დავიღალე დღეს? აი რა ქნან ჩემმა პატარა ფეხუცებმა მეტი? სად შეუძლიათ მარიკასავით დაუღლელად ჯლიგინი.  მიდი პატარავ მასაჟი გამიკეთე! ალბათ კლეოპატრასაც კი არ მოუხდებოდა ასე ბრძანებების გაცემა, როგორც მას._ რას მიყურებ, რა არ იცი მასაჟი? აი ასე უნდა!

საკუთარი ტერფი კალთაში ჩაიდო და ნაზად დაიწყო დამასაჟება. თვალს არ აცილებდა ნილი. რომ დაკვირვებოდა რა მის ემოციას, იქნება ბრძანებაზე თავად აეღო ხელი.

აი ასე! ნელა და ნაზად! ზემოთ და ქვემოთ! დაიმახსოვრე? ზემოთ მერე ქვემოთ! მიდი აბა შენი ნაზი თითების მაგია მანახე! გამაოცე პატარა ელფუნია! დივანს ნებიერად მიეყრდნო და ფეხები კალთაში ჩაუწყო.

იჯდა ნილი და გაოგნებული დაჰყურებდა პატარა ტირანის პატარა ფეხებს. ასეთი რამ ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოედგინა. ზოგადად არ იყო მასაჟის წინააღმდეგი, სხვა დროს თავად უფრო ისიამოვნებდა ამ მომენტით, მაგრამ ახლა? მაგრამ რას იზამდა საწყალი, თავს ზემოთ ძალა არ იყო. ხელები ასწია და ფრთხილად შეეხო მბრძანებლის ტერფებს. და როცა სიამოვნებისგან მოდუნებულმა ტერამ თვალები დახუჭა, პირველად გაიფიქრა ნილიამმა, რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე ცუდი იყო, როგორც მას თავიდან წარმოედგინა.

 

5

ტერას ნილის საწამებელი იდეები არ ელეოდა. ნილს ხან თავადაც უკვირდა, საიდან ჰქონდა იმ სულელ გოგოს ასეთი დაუშრეტელი ფანტაზია. ყოველ დღე აიძულებდა ათასგვარი ნუგბარის გამოცხობას, მით უფრო ალუბლიან კექსზე იყო შეყვარებული. იჯდა ბედნიერი სახით ნილის ვერანდაზე და  ბავშვივით თვალებმინაბული ზაზუნასავით ლოყებგაბერილი ანადგურებდა ნილიამის კულინარიულ შედევრებს და მადლობის თქმა არც კი ახსენდებოდა. ხან წვიმაში ცეკვა სურდა, ხან მის საამაყო მოლზე ფეხშველა სიარული. ისიც კი მოიგონა, მოლი აღარ გაკრიჭო, თორემ სათუთ ფეხისგულებს მისერავსო.

საწყალ ელფს სხვა რა გზა ჰქონდა, მორჩილად ასრულებდა მის ყველა სულელურ ახირებას და იმ დღეს ელოდა, როცა სამაგიეროს გადახდას შეძლებდა. როგორც კი პატარა ტირანი ჭიშკარს გაიხურავდა, გამწარებული ეძებდა თავის ჯადოსნურ ნაწნავს. ბოლოს ისეთ ახირებად ექცა მისი პოვნა, სიზმრად კოშმარებსაც კი ნახულობდა. მაგალითად, როგორ შეზრდოდა რას მოკლე გაწეწილ თმას მისი სპილენძისფერი საოცარი ნაწნავი. ის კი ურცხვად იჯდა ცამდე აწვდილი ვერანდის მოაჯირზე, ლაღად მღეროდა, თან რაპუნცელივით ჩამოეყარა მისი ძვირფასი თმა.და ზედ ვიღაცეები ებღაუჭებოდნენ, ამოძრომას ცდილობდნენ და რას ნაცვლად რატომღაც მას ეწიწკნებოდა. ყოველი ამგვარი კოშმარის შემდეგ გულაჩქარებულს ეღვიძებოდა და გაბრაზებული დიდხანს აჰყურებდა ჭერს. იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ აღმოჩნდა ამგვარ სულელურ ამბავში გახლართული. ამას ფიქრობდა და მერე ღიმილით ეძინებოდა ისევ.

თუმცა დრო და ურთიერთობა უცნაური რამაა. თანდათან შეეჩვიენ ერთმანეთს, მტარვალი და მისი ტყვე. რაც არ უნდა ეწუწუნა ნილს, საბოლოოდ გაიაზრა, რა იმაზე მეტად აღიმებდა, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი ერთად და როცა ამას მიხვდა, იმის ნაცვლად მიზეზე ეფიქრა, უბრალოდ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ფიქრის გარეშე, ყოველგვარი პასუხების გარეშეც კმაყოფილი იყო, რომ ტერამ მისი სიცარიელის უმეტესი ნაწილი თავისი არსებობით ამოავსო.

დღეს დალევის დღე გვაქვს პატარავ! ჯიუტად არ იშლიდა ამ სასაცილო და ყოვლად შეუფერებელი მეტსახელის დაძახებას ტერა. თავადაც ეცინებოდა და ხალისობდა ამით.

ახლა რა მოიფიქრე „შინამტარვალო“? ბოლო დროს სულ უფრო აინტერესებდა ის მხიარული პატარა თავგადასავლები, რაშიც რა მის ჩათრევას ახერხებდა ხოლმე.

ბარში მივდივართ! ფლირტის ხელოვნება უნდა მასწავლო! აშკარად აბედნიერებდა იმის წარმოდგენა, რასაც ბოლომდე აშკარად არ ამბობდა ხმამაღლა.

უკეთ ამიხსენი, რას გულისხმობ? დაინტერესდა ნილი და გვერდით მიუჯდა დივანზე მუხლაკეცვით მჯდარს.

_მოკლედ, ერთად წავალთ ბარში, შენ ვინმეს გაეპრანჭები და მე დაგაკვირდები, როგორ აბამ მათ! მერე ვინმე სიმპატიურ ჯეელზე დავტესტავ!

ანუ უნდა მიყურო ქალებს როგორ ვაბამ? ოდნავ ჩაეცინა ელფს. ამგვარი უცნაური სურვილი ჯერ არავისგან სმენოდა._ და ეგ რად გინდა?

_ რა ვერ გაიგე, შემდეგ მე ზუსტად მასე გავეპრანჭები ვინმეს.

აჰა, ანუ გაეპრანჭები? რამ თავი დაუქნია მხიარულად. დაკვირვებით შეათვალიერა, არა, რაზე ვერ იტყოდა, რომ ასე ადვილად გამოუვიდოდა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ისეთ ქალს არ ჰგავდა, ვისაც კაცები თვალს აყოლებენ. ირონია შეეპარა ღიმილში._ და ფიქრობ ეს საკმარისი იქნება?

ჰოო, რატომაც არა? შენ ხომ მოგწონვარ, მათ რატომ არ მოვეწონები? მხრები აიჩეჩა ტერამ გაოცებით.

მე მომწონხარ? მისი თავხედობით გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა ნილს._ ეგ საიდან დაასკვენი?

ანუ არ მოგწონვარ? ჰკითხა, ახლოს მიიწია მასთან და თვალები ვითომ გულუბრყვილოდ აუხამხამა._ სულ არა?

 მოშორდი აქიდან! ხასიათს ნუ მიფუჭებს ამ უთენია!შუბლზე მიაჭირა საჩვენებელი თითი და უკან უბიძგა.

ხოდა მორჩი წუწუნს და გაემზადე! საღამოს მე და შენ მაგრად გავერთობით! მისი უხასიათობა არც კი შეუმჩნევია ტერას. წამოხტა ჩანთას დაავლო ხელი და ცეკვა ცეკვით გავიდა სახლიდან. მისი წასვლის შემდეგაც კარგა ხანს მასზე ფიქრობდა ნილი. რამდენჯერმე სცადა წარმოედგინა, თუ რას ითხოვდა მისგან რა, მაგრამ მხოლოდ უარესად აემღვრა ხასიათი.

რა საძაგელი ვინმეა! აუტანელი! ჩაილაპარაკა გაურკვეველი წინათგრძნობით გაღიზიანებულმა. მაგრამ რადგან იცოდა აზრი არ ქონდა მასთან კამათს, ხელი ჩაიქნია. თანაც აინტერესებდა კიდეც ახლა რა სისულელეს გააკეთებდა. მთელი დღე ლოდინში გაატარა, გული ვერაფერს დაუდო.

სად ჯანდაბაში დამალა, არადა ვიცი აქვეა სადღაც. ჩაჯდა ვერანდაზე მდგარ ფუმფულა სარწეველაში და მოლოდინით გახედა ჭიშკარს. უკვე საღამო იყო. მალე კვლავ მოვიდოდა მისი ცხოვრების ამრევი.

იბოდიალე ხო მასე აქეთიქით და გამოცდაზე რას დაწერ ვნახავ!_ ეჩხუბებოდა ნია სარკის წინ მდგარ აჟიტირებულ მეგობარს_ მგონი სულ გამოგაშტერა მაგ კაცმა.

სულაც არა,მაგას მაგია აღარ აქვს და ვეღარ მოქმედებს! მით უფრო ჩემზე! ჯიუტად უარობდა რა. თან თვალებდაელმებული ცდილობდა ლამის უფერული წმაწამების აპრეხას._ ვერ ხედავ, დღეს ბარში მივდივარ, ვინმე სიმპატიური და მშვენიერი უფლისწულის საპოვნელად.

მე კიდე მგონია, რომ იმიტომ მიდიხარ, მასთან უფრო მეტი დრო გაატარო და არავინ არ გაინტერესებს მის მეტი! ჯიუტად არ იშლიდა თავისას ნია.

სისულელეა! თავი გადააქნია რამ._ შენს წითელ კაბას მათხოვებ?

იმას, ჯერ რომ არ მცმია არა? წარბები შეკრა ნიამ.

სწორედ მაგას! გაიკრიჭა რა.

აღიარე, რომ მას ეპრანჭები და გათხოვებ! გულხელი დაიკრიფა ნიამ.

კაბის ხათრით შემიძლია ვაღიარო! უფრო გაიკრიჭა რა.

მე მითქვამს შენთვის! კარადა გამოაღო ნიამ და კაბა საკიდიდან ჩამოხსნა._ სანამ ჯერ კიდევ არ გაბმულხარ საკუთარ ხაფანგში, შეწყვიტე ეგ ყველაფერი. თორემ, როცა გვიანი იქნება, ათასჯერ წამოგაძახებ „ ხომ გეუბნებოდის!“

რამ მხრები აიჩეჩა და კაბა მიიზომა. მისთვის სულ ერთი იყო იმ წამს ნიას დარიგება, რადგან საკუთარ თავს ვერ გამოუტყდებოდა იმაში, რაც თავადაც არ სჯეროდა ჯერ.

წამით ვერც კი იცნო ნილმა რა. ინტერესით დააკვირდა და ისედაც მოღუშული სახე უარესად მოექუფრა. ის, რომ რა ლამაზი იყო, რატომღაც სულაც არ ესიამოვნა. ახლა ერჩივნა ისევ გაწეწილი და სასაცილო ყოფილიყო, როგორც ჩვეულად.

აბა, კარგია ხომ? მის წინ დატრიალდა რა და მოლოდინით სავსე მზერა შეანათა.

არაუშავს! გული  ვერაფრით დასწყვიტა, თუმცა სურდა ეთქვა, სულაც არ გიხდებაო, თუნდაც ეს ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ტყუილი ყოფილიყო.

თვალი აარიდა და მანქანის კარი საკუთარი ხელით გამოუღო.

ბარში ხმაური იდგა. მუსიკა, ნასვამი ხალხის მხიარული სიცილი. ადგილზე ცმუკავდა რა, ვერ ისვენებდა.

ახლა რა უნდა ვქნათ? ჰკითხა და სცადა ახლოს დამდგარიყო მასთან.

გაიწიე! ხელით გასწია რამ და სასმელის ჭიქა ხელში აიღო._ ასე თუ მომეწებე ვინ მომეკარება! შენ გირჩევნია აი იმ ლამაზ ქალს მიხედო,ნახე თვალებით გჭამს.

თავის გაქნევით ბარის გრძელი მაგიდის მეორე ბოლოში მდგარ ქალზე მიუთითა. უინტერესოდ გახედა ნილმა,  მაღალი, სრულყოფილი არსება იყო. ვერაფერს დაუწუნებდა კაცი. თუმცა ასე შეკვეთით ვინმესთან საუბარი დიდად არ აინტერესებდა ნილიამს.

მიდიიი! რას გაშეშდი? მიდი და გაეპრანჭე! ზურგზე მიაწვა ხელებით რა. _ მიდიმეთქი!

თვალები დახუჭა ნილმა და კიდევ ერთხელ ინატრა, ახლა თავისი მაგია.

ერთხელაც იქნება თავს მოგაწყვიტავ ამ ყველაფრის გამო! ჩაისისინა და პირქუში სახით მიუახლოვდა რას მიერ ამორჩეულ მსხვერპლს.  სულ არ დაკვირვებია ნილიამი იმ ფაქტს, რომ უცნობი ქალი ჩვეულად მარტივად დაჰყვა მის სურვილს. რამდენიმე წუთი და უკვე მზად იყო ჯანდაბამდე გაჰყოლოდა თუ ამას ელფი სთხოვდა. წამით საუბარში გართულმა, როცა უკან მოიხედა ისეთი რამ დაინახა, და დანახულმა ისე ააღელვა, რომ ახალგაცნობილი ქალიც დაავიწყდა და ისიც, თუ რას მოითხოვდა მისგან რა.

ლაღად და თავისუფლად საუბრობდა ტერა ვიღაც ახალგაცნობილ კაცთან. იღიმებოდა, თვალები უბრწყინავდა. ზუსტად იმეორებდა იმ პატარა ეშმაკურ ხრიკებს, რასაც, როგორც წესი თავად მიმართავდა ხოლმე. მაგრამ რას ქმედებაზე უფრო, მასთან მოსაუბრე უცნობის მზერამ გააღიზიანა ნილი. იმ კაცის თვალებში დაინახა სწორედ ის აღფრთოვანება, რასაც ასე არ იმჩნევდა თავად საკუთარ თვალებში.

რას მეუბნებოდი ძვირფასო? გამოაფხიზლა წინ მჯდომი ქალის სიტყვებმა. ისე  ბანალურად და ყალბად ჟღერდა ახლა ეს სიტყვა. სახე შეეცვალა ნილს. „ძვირფასო“რა უცნაური მოსასმენი იყო მისგან, ვინც თავად არაფრად უღირდა იმ წამს. კვლავ რას გახედა. და ცხოვრებაში პირველად ინატრა საკუთარი მაგია მხოლოდ ერთი ქალის გულის მოსაგებად.

უკვე საკმაოდ ნასვამი იყო ტერა, იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო. ერთობოდა და ალკოჰოლისგან გამძაფრებული თავისუფლების შეგრძნებით ტკბებოდა.

ვიცეკვოთ? ჰკითხა ახლად გაცნობილმა, ვისი სახელი არც კი დაუმახსოვრებია რას. „რა საჭიროა სახელი?“ ფიქრობდა უცნაურად აჟიტირებული. „ სწორედ ესაა თავისუფლება, ამას არ მიმტკიცებს ნილი? ერთი საღამო, სულ ესაა! ამიტომ რა აზრი აქვს რა ჰქვია? ხვალ ყველაფერი დამავიწყდება.“ თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. ხელი გამოუწოდა უსახელომ.

მორჩა, საკმარისია! მათ შორის ჩადგა ნილი. _ ჩვენ დღეს დავასრულეთ!

წინააღმდეგობის გაწევა სურდა უცნობს, წარბშეკრული წამოიწია, მაგრამ ნილის ცივმა მზერამ ადგილს მიალურსმნა. უკან დაიხია და სულაც გაეცალა ბარს. არ დაფიქრებულა ნილიამი, რა მოხდა იმ წამს. მისი ფიქრები სრულად მთვრალი ტერასკენ იყო მიმართული.

არ წამოვალ! ჯიუტობდა და მისი ხელების მოშორებას ამაოდ ცდილობდა._ დარჩენა მინდა, ცეკვა მინდა! დღეს თავისუფალი ხარ მონავ! დღეს მეც თავისუფალი ვარ! დღეს ყველა თავისუფლები ვართ!

ყურადღება არ მიუქცევია მისი ბავშვური ჭირვეულობისთვის და არც იმისთვის, რომ მისი ბრძანება აღარ აიძულებდა მორჩილებას.

მთელი გზა დაბღვერილი იჯდა რა. რაღაცას ფიქრობდა, მაგრამ აზრებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა. ბრაზობდა ნილზე. საკუთარ თავზეც და ყველაფერზე. თვალს აპარებდა მისკენ ნილი. ერთი სიტყვაც კი არ უთქვია რას. არც საყვედური, არც მუქარა, არც ბრძანება არ დაცდენია. სახლში ასე უმზრახად დაბრუნდნენ. მანქანის გაჩერებაც ძლივს აცადა რამ. გადმოვიდა და კარი გამეტებით მიაჯახუნა. მძიმე ნაბიჯებით გადავიდა მოლზე, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და ბილიკზე მიყარა. შიშველი ტერფებით გააბიჯა რამდენიმე კვირის გაუკრიჭავ ბალახზე.

სულელი! საზიზღარი! ბრაზობდა და თავისთვის ბურტყუნებდა. _ თავხედი! არამკითხე! ვერ ისვენებდა, ბორგავდა და გულში ათას სალანძღავ სიტყვას ეძახდა. ვერ ხვდებოდა, რა აცოფებდა ასე.

შენ გიყვარს ეგ კაცი! ჩაესმოდა გონებაში ნიას სიტყვები. გაჩერდა და თავი ჯიუტად გააქნია.

რა სისულელეა! რა უაზრობაა! ვინ? ეს ამპარტავანი გაბღენძილი არსება მიყვარს? განა სწორედ ამის საპირისპიროს დასამტკიცებლად არ აიძულა ამ საღამოს იმ ოხერ ბარში წასვლა?! მან კი რა გააკეთა? არც კი აცადა საკუთარ გრძნობებში გარკვევა, უარესად აურია ისედაც არეული ფიქრები. გაჩერდა და ვერანდას ახედა. გაახსენდა სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ სწორედ აქ რა დღეში ბრძანდებოდა ბატონი ნარცისი იმ ყანჩა მარიკასთან ერთად.

მარიკას ერთი ფეხის სიგრძეც არა ხარ! ახლა ნილიამის დამცინავი სიტყვები გაახსენდა. ყელში ბურთივით გაეჩხირა შეკავებული ცრემლები. საკუთარ ტანზე დაიხედა. სულ ყალბი იყო ახლა. საკუთარ თავს არ ჰგავდა. ნუთუ იმისთვის რომ მას შეემჩნია სხვა ადამიანის როლი უნდა ეთამაშა? ნუთუ თავად საკმარისი არ იყო? ნიასგან ნათხოვარი კაბა, მაკიაჟი, რომელიც ასე სძულდა, მოჩვენებითი თავისუფლება, მოჩვენებითი გამომწვევობა, მას ასეთი ქალები მოსწონდა. მაგრამ რა ასეთი არ იყო. არც არასდროს იქნებოდა. ცოტა ხანს ასე იდგა და დამშვიდებას ცდილობდა. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო, ეტყოდა ყველაფერს! ხოო, ასე ადგებოდა და საკუთარ გრძნობებს ხმამაღლა აღიარებდა! მერე რა თუ დარწმუნებული იყო, რომ ნილიამი დასცინებდა. სამაგიეროდ თავად ამოისუნთქებდა შვებით. ჰოო, გაბედავდა და ამ ერთხელ მამაცი იქნებოდა. ნებისმიერ უარყოფაზე რთული იყო ამგვარი საკუთარ თავთან ბრძოლა.    კიბეები აიარა. ჩუმად შეაღო მისაღების კარი და უხმოდ გაჩერდა. ნილს თავისი საყვარელი ნაცრისფერი დივნის ბალიშები ამოეყარა და გამწარებული იქექებოდა შიგ. იდგა რა და სევდიანი სახით აკვირდებოდა ზღაპრებიდან მხოლოდ მისთვის გადმოსულ ზღაპრულ არსებას. ახლა ნილი ელფს კი არა მართლაც ნამდვილ კაცს ჰგავდა. სუსტს, მუდამ გაქცევით დაკავებულს, მშიშარას. საკუთარ შიშებს და კომპლექსებს თავისუფლების არ დაკარგვის შიშით რომ ნიღბავდა ისედაც ნებადაკარგული.     ახლაც კი, ამ სიტუაციაშიც ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. ნუთუ ამდენად უღირდა ეს არაფრისმაქნისი თავისუფლება? იდგა რა და იმედგაცრუების მწარე გემოს ენის წვერზე გრძნობდა. იდგა და ჰაერი აღარ ყოფნიდა. ბოლოს კი ისე მოუნდა გაქცევა, რომ სუნთქვა ვეღარ შეძლო მის სიახლოვეს. უხმოდ გამოვიდა ვერანდაზე. ცოტა ხანს კიდევ ფიქრობდა, ბოლოს კი გადაწყვეტილება მიიღო.

 

ისე აუარა ნილმა მოლზე აქეთ_იქით მოსიარულე დაბღვერილ რას, არ  კი შეჩერებულა. კიბეები აირბინა და სახლში შევიდა. დივანზე დაჯდა უჩვეულო ემოციებით დაღლილი.

ეს რა იყო? მე რა ვიეჭვიანე? ჰკითხა საკუთარ თავს. იხსენებდა საკუთარ საქციელს და სიამოვნებას განიცდიდა იმ ფაქტით, რომ რა ახლა მის სახლში იყო, თუნდაც გაბრაზებული, თუნდაც მასზე გაცოფებული, მაგრამ აქ იყო და არა იქ, ვიღაცის მკლავებში. _ ცუდადაა საქმე!

ჩაილაპარაკა ამ აღმოჩენით გაოცებულმა. სცადა გახსენება, როდის გახდა რა ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერ გაიხსენა. იქნება მაშინ, როცა პირველად იცეკვეს ერთად? ან მაშინ, როცა პირველად მოუმზადა მას საუზმე და ეს ესიამოვნა? ან მაშინ, როცა პირველად გაიფიქრა, რომ მისი კოცნა სურდა ....

თმაზე ხელები გადაისვა  და ის წყეული ნაწნავი გაახსენდა. ახლა ესეც სულ ერთი იყო.

იქნება მიხარია კიდეც, რომ მან თმა მომაჭრა? იმდენად მოულოდნელი იყო ეს ფიქრი, ვერ აიტანა და ფეხზე წამოხტა._ და რა მოხდება, როცა მას უკან დამიბრუნებს? ნუთუ ყველაფერი გაივლის? ყველაფერი დასრულდება?

ამის გააზრებამ შეაშინა ნილი.

ჰოო, ერთ დღესაც რას ყველაფერი მობეზრდებოდა, ნაწნავს დაუბრუნებდა და მისი ცხოვრებიდან ისე გაქრებოდა, როგორც გამოჩნდა. ამიტომ უნდა დაესწრო და საკუთარი მაგია თავად უნდა დაებრუნებინა. ასე რა არასდროს მიატოვებდა. ოთახში მიმოიხედა. სად შეიძლებოდა დაემალა? თვალში დივანი მოხვდა. გაახსენდა, როგორ უყვარდა რას ეს დივანი. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი? გაუელვა თავში და ბალიშები იატაკზე გადმოყარა....

 

ძებნით დაღლილმა ხელი ჩაიქნია. გადაწყვიტა მასთან ესაუბრა. გულახდილად მოეყოლა, რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე. ფანჯარას გახედა, უკვე საღამო იყო.

ალბათ მოშივდა პატარა ტირანს? ჩაილაპარაკა ღიმილით. გაიაზრა, რა სასიამოვნო იყო მასზე ზრუნვის შესაძლებლობა რომ ჰქონდა. დაე, ჰგონებოდა, რომ ამას ბრძანების გამო ასრულებდა. რაც სურდა ის ეფიქრა, თუ ეს ახალისებდა, რადგან ახლა თავად უფრო ბედნიერი იყო. არასდროს ყოფილა ამდენად მშვიდი და კმაყოფილი. სადღაც გამქრალიყო ის ნაძალადევი კარგი განწყობა და ყალბი სიმშვიდე. ახლა მართლა სავსე იყო ნილი, სავსე ჰარმონიით, რომელიც იმ პატარა ქარიშხალს მოჰქონდა თავისი არსებობით.

რა კარგია , რომ შენ არსებობ! გაუღიმა საკუთარ ფიქრებში რას მოღუშულ სახეს. _ რამე ტკბილეულს გავუკეთებ! ტკბილეული ყოველთვის ჭრის!

ჩაეღიმა ეშმაკურად და სამზარეულოში გააბიჯა. უეცრად მაგიდაზე რაღაც ნაცნობს რომ მოკრა თვალი, ადგილზე გააშეშა ცუდმა წინათგრძნობამ. ლამაზ სპირალად დახვეული იდო მისი საოცარი გრძელი სპილენძისფერი ნაწნავი. იქვე ფურცელზე ეწერა ბავშვური გაკრული ხელით :

„თავისუფლებას გილოცავ პატარა ელფო. დაე, ნურასდროს გადაიქცევი პრინციდან გომბეშოდ!“ ნაწნავი აიღო და ვერაფერი იგრძნო. ვერაფერი, რაც სიხარულს ჰგავდა.    სარკესავით პრიალა მაცივრის ზედაპირმა აირეკლა მისი სახე. უნებურად მწარედ გაეცინა, თმაც კი წამოზრდოდა ამასობაში და უეცრად ყველაფერი ცხადი გახდა მისთვის. მთელი ეს დრო მაგია არსად წასულა, არც თავად იყო რას ტყვე, ისე არა, როგორც ეს თავად ეგონა. ნაწნავი უბრალოდ ნაწნავი იყო, ელფი კვლავაც ელფი, მაგიაც კვლავაც მაგია, მხოლოდ გოგონა იყო განსხვავებული და ეს მასზე პირველმა სწორედ მაგიამ დაინახა. ეკავა ნილს ხელში ის ყველაფერი, რაც ახლა არაფრად ღირდა, ძლიერება, უნარები, ნიჭი, სილამაზე, მარადიული ახალგაზრდობა, თავად მაგიაც კი. ნილს საკუთარი თითებით ეჭირა ყველაფერი, რაზეც მთელი კაცობრიობა ასე გამეტებით ოცნებობს, მაგრამ სიმშვიდეს ვერ გრძნობდა, რადგან მისი ნანატრი სიმშვიდე და მყუდროება რას დაჰყვებოდა თან.

ისე, როგორც დედამიწა დაჰყვება მზეს.....

თქვენ იცით, რა ჰქვია მზეს ზოგიერთი მითის თანახმად?

ხმამაღლა გაიმეორეთ!

რა?

სწორია....

☀️

 

დასასრული

 

 

 

 ვე რა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent