ალუბლის არომატი (ნაწილი 7)
- დილამშვიდობისა, რძალო. როგორ გრძნობ თავს? - ლიზამ ტუჩებზე მსუბუქი ღიმილი აიკრა, ზედმეტად მშვიდი, ზედმეტად გაწონასწორებული. - მადლობა, კარგად. თქვენ როგორ ხართ? - იშაიმ წარბი ოდნავ ასწია. - არ გვინდა ოფიციალური საუბრები… დანიელი სად არის? - მისი მზერა ისევ მიიქცია დივანზე დაყრილმა პლედმა და ოდნავ არეულმა ბალიშებმა, წამით შეყოვნდა, დეტალებს იმახსოვრებდა. - დანიელი… - ლიზამ ყელში სიმშრალე იგრძნო. - აქ ვარ - ოთახიდან ომახიანი ხმა გაისმა. დანიელი გამოჩნდა, შხაპიდან ახლახან გამოსული. თმა სველი, უკან გადარცხნილი. შიშველ მკერდზე წყლის წვეთები ეშვებოდა, წელზე მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული..ლიზას სუნთქვა წამით შეეკრა, თვალი უნებლიეთ გაექცა მის კუნთებზე… მერე სწრაფად დახარა მზერა, ლოყები ოდნავ შეეფერა, სიმორცხვის დრო არ იყო. დანიელი პირდაპირ მასთან მივიდა. ზედმეტად ახლოს. ლოყაზე ნელა, ხანგრძლივად აკოცა. - დილამშვიდობისა, ჩემო სიცოცხლე-ლიზას თითები უნებლიეთ მოეჭიდა მის მკლავზე ,დანიელმა თავი იშაისკენ მიაბრუნა. - რა მოხდა, ძმაო? რამ შეგაწუხა? - იშაი უყურებდა, აკვირდებოდა.. ლიზას დანიელის შიშველი, თბილი სხეული ეხებოდა.. უხერხულობა კანქვეშ გადაედო, მაგრამ ღიმილი არ ჩამოშლია. - ყავას ხომ არ დალევ, იშაი? - შესთავაზა მან და ოსტატურად გათავისუფლდა დანიელის მკლავებიდან. - არა, იშაი უზმოზე ყავას არ მიირთმევს, ჩემო სიცოცხლე - დანიელმა უპასუხა მის ნაცვლად. - შენ გაგიკეთო? - ლიზამ ქმარს შეხედა. - კი, მინდა. - ნალექიანი თუ უნალექო? - იშაის ტუჩის კუთხეში გაეღიმა. - დანიელი ნალექიან ყავას არ სვამს, რძალო. არ იცოდი? - ლიზას უხერხულად გაეცინა. - ჯერ ვერ მივეჩვიე… - უნდა მიეჩვიო. იმიტომ რომ ინტერვიუ როცა გექნებათ, მსგავს კითხვებზე მოგიწევთ პასუხის გაცემა - ჰაერი წამში დამძიმდა. - ძმაო… ჯერ ძალიან ცოტახანია ვიცნობთ ერთმანეთს. ინტერვიუმდე უფრო კარგად გავიცნობთ - განმუხტა სიტუაცია დანიელმა - იმედია.. ახლა რატომ მოვედი.. დღეს სამსახურში არ გამოხვალ - რატომ? - შენი საქმე უნდა განიხილონ, არარეალურად ჩანს ეს ყველაფერი, ასე რომ ერთი კვირა ჯერ კიდევ დაისვენე, ერთ კვირაში გადაწყდება შენი ამბავი - იშაიმ ხელო დაჰკრა მკლავზე, კარისკენ წავიდა, გასვლის წინ ისევ ლიზას გახედა, - წარმატებებს გისურვებ… რძალო. - კარი დაიხურა. - მგონი მიხვდა მდივანზე რომ მეძინა.. - ამიტომ უნდა დამიჯერო რასაც გეტყვი ხოლმე საყვარელო, ახლა მას უჭვები უფრო გაუღვივდა - მე შენი საყვარელი არ ვარ! და კიდევ შემდეგ ჯერზე პირსახოცით ნუ გამოხვალ! აქ მარტო არ ცხოვრობ!! - დანიელმა სიცილი ვერ შეიკავა. - შენი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ეფექტური იყო - ინტერვიუ როდის გვექნება? - ეს არავინ იცის.. შეიძლება ერთ თვეში, შეიძლება სამ თვეში.. შეიძლება უფრო გააჭიანურონ.. იშაის ჩემზე უკეთ არავინ იცნობს, მას ეჭვი აქვს, თან ნაწყენია ჩემზე - ნაწყენი რატომ რომ არ დამიჭირე? - ფიქრობს რომ სამსახურეობრივი მოვალეობა ბოროტად გამოვიყენე, მე და იშაი ბავშვობის მეგობრები ვართ, თუმცა ამ ყველაფერს ასე მარტივად არ შეჭამს. უნდა დავარწმუნოთ რომ ჩვენი ურთიერთობა ნამდვილია, კარგად უნდა მოვემზადოთ ინტერვიუსთვის, ძალიან კარგად უნდა გავიცნოთ ერთმანეთი ლიზა! - მომიახლოვდა, იმდენად ახლოს, რომ მისი სუნთქვა ვიგრძენი. თვალებში ჩამხედა.. რამდენიმე წამი უბრალოდ შევყურებდით ერთმანეთს, მერე უცებ გამოვფხიზლდი. - ტანსაცმელი ჩაიცვი თუ შეიძლება! - ახლა მხოლოდ ამაში ხედავ პრობლემას? თუ კონცეტრაციას კარგავ - ცალი წარბი ასწია ეშმაკურად - შენთვის ეს ყველაფერი მისაღებია, რეაქცია არ გაქვს, ჩემთვის არ არის მისაღები - გასაგებია წმინდანო ლიზა - გაიღიმა და ოთახში შევიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა, შავი, ტანზე მომდგარი პერანგი ეცვა, მკვეთრად გამოკვეთილი მხრებითა და მკერდით. ზედმეტად მშვიდი ჩანდა. - აბა რაზე გავჩერდით ძვირფასო მეუღლე.. - ერთმანეთი უნდა გავიცნოთ კარგად.. - ჰო.. მართალია.. ნელ-ნელა ინტერვიუსთვის უნდა მოვემზადოთ, მხოლოდ აქ სახლში გვეცოდინება ჩვენ ორს სიმართლე, გარეთ, მეგობრებთან, ქუჩაში, მეზობლებთან ყველას იდეალური წყვილი ვეგონებით.. ხოლო რაც შეეხება ერთად ძილს ესეც უნდა აიტანო - თვალები ავატრიალე, ღრმად ჩავისუნთქე - ყველაფერი მესმის მაგრამ ღამე რა საჭიროა შენს ოთახში დავიძინო - ნახე დღეს რა მოხდა? შენ იშაის არ იცნობ, პირადად ჩაუდგება ამ საქმეს სათავეში.. მას შეუძლია შუაღამეს მოვიდეს ჩვენთან და შეგვამოწმოს.. ჩემი საწოლი დიდია შენ ერთ კუთხეში მოთავსდები მე მეორე კუთხეში - რატომ არ აღებ მეორე ოთახს? იქ დავიძინებ - მისი გამომეტყველება წამით შეიცვალა. - ის ოთახი სხვა ადამიანს ეკუთვნის.. ხელშეუხებელია - ვის ეკუთვნის - ერთ დღეს გაიგებ როცა ამის დრო მოვა, ჯერ არა.. ნელ-ნელა ყოველდღე ვივარჯიშებთ, პირველ რიგში დავიწყებთ ელემენტარული რაღაცეებით, აი თუნდაც ყავით.. მე არ ვსვამ ნალექიან ყავას არასდროს.. დღეში ორჯერ ან სამჯერ ვსვამ ხოლმე ყავას და ყოველთვის უნალექოს - მე საერთოდ არ ვსვამ.. - შეიძლება ასეთი კითხვაც იყოს.. ვინ იღვიძებს პირველი დილით..მე არ მიყვარს დილით ადრე ადგომა - არც მე მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე მიწევს ხოლმე.. ასე რომ მე ვიღვიძებ პირველი - ვპასუხობდი ზერელედ, თითქოს რეზიუმეს ვავსებდი. თან გონება ისევ იმ იდუმალ ოთახს მისჩერებოდა. - კბილის ჯაგრისის ფერი.. პირადი ნივთები..ერთმანეთის პირაფ ნივთებს კარგად უნდა გავეცნოთ.. - პირად ნივთებზე გამახსენდა.. წამოსაღებია გვანცას სახლიდან.. - ჰო.. ეგ სულ არ მახსოვდა.. ახლა საქმეზე უნდა გავიდე, საღამომდე ვერ მოვალ და საღამოს წავიდეთ.. - კარგი, შეიძლება მეც გავიდე.. - სად? - ანგარიში უნდა ჩაგაბარო ხოლმე? - გამეცინა - არა, უბრალოდ რომ ვიცოდე სად ხარ - სამსახურის თაობაზე გავდივარ, ამ ქაოსის შემდეგ ამდენი ხანია არ ვმუშაობ, სამსახური მჭირდება - მისი მზერა გამკაცრდა. - დღეს არსად არ წახვიდე, მე დამელოდე! - ანუ? შენ რატომ დაგელოდო?! - რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა და მტკიცედ მიპასუხა - ჩემი ცოლი დამლაგებლად აღარ იმუშავებს, ლიზა. როგორ გგონია, ეს ნორმალურად გამოჩნდება ხალხის თვალში? საღამომდე დამელოდე. ლიზა ჩაკეტილ კართან წრიალებდა, წინ და უკან დადიოდა, თვალს ვერ აცილებდა იდუმალ კარს.. - ნეტავ რა არის შიგნით?.. იქნებ მართლა სერიული მკვლელია… იქნებ რას მალავს… - საკუთარ ფიქრებზე თვითონვე გაეცინა - არა… ასეთი არ მგონია იყოს… - ჩუმად ჩაილაპარაკა და შუბლზე ხელი მიიდო..ცნობისმოყვარეობამ მაინც სძლია, სამზარეულოდან პატარა დანა მოიტანა და საკეტს ფრთხილად მიადო. ცოტა ხანს აწვალებდა, მერე წვრილი სინი სცადა.. ლითონი ხრაშუნებდა, მაგრამ კარი უძრავად იყო.. - ჯანდაბა არ იღებაა - კბილებში გამოსცრა და ბოლოს დაღლილმა დანაც და სინიც იქვე დააგდო, კარს მოშორდა. - რას აკეთებ, ლიზა… ეს რა საქციელია? სხვის ოთახში რა გესაქმება… - მდივანზე ჩამოჯდა, მაგრამ მშვიდად ვერ გაჩერდა..ფეხს ნერვულად აქანავებდა და შიგადაშიგ ისევ კარს გაჰყურებდა.. საღამოს ტელეფონი აწკრიალდა.. - ჩამოდი, მანქანაში გელოდები - ლიზამ სარკეში ჩაიხედა, თმა მხრებზე ჩამოუშვა, წითელი ტუჩსაცხი ოდნავ შეისწორა და მერე საყვარელი, საფირმო ალუბლის სურნელი შეისხა. თვითონაც იგრძნო, რამდენად ნაზი და ამავდროულად გამომწვევი იყო ეს არომატი. მანქანის კარი გააღო და როგორც კი დაჯდა, დანიელს გაეღიმა, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა. - ჩემი სუსტი წერტილი დაამუღამე, არა? - ჩურჩულით თქვა,სასიამოვნოდ ნაბავდა თვალებს. - რატომ გიჟდები ასე ამ სურნელზე? - დანიელმა თვალი გადაავლო, წითელი ტუჩსაცხი მის დიდ ტუჩებს კიდევ უფრო გამოკვეთილს ხდიდა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მზერა წამით მოარიდა.. - იმიტომ რომ… - ხმა ოდნავ შეეცვალა, თითქოს რაღაც მოგონება წამოუტივტივდა - …სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება და ისედაც… ძალიან ნაზი არომატია.. - სიმართლე გითხრა, შენი იდუმალებით მოცული წარსული ძალიან საინტერესოა - გაეცინა ლიზას. - ვნახოთ, იქნებ გიამბო კიდეც ყველაფერი. ეს გამომართვი - ფურცლები მიაწოდა, ლიზამ გადახედა, ივრითულად ეწერა ზედ.. - ეს რა არის? - შენი სკოლის მისამართი წერია ბოლოს - რა სკოლის? - კვირაში ორჯერ ივრითულის გაკვეთილებზე ივლი. წერას და კითხვას ისწავლი. ბოლოს და ბოლოს უკვე ებრაელი ხარ - ლიზას გულიანად გაეცინა. - მე ქართველი ვარ, დანიელ! ყოველთვის ქართველი ვიქნები! შენი გვარის მოცემით ებრაელად არ ვთვლი თავს - მასაც გაეღიმა. - სამშობლოზე შეყვარებულო ჯიუტო… წერა-კითხვა აუცილებლად უნდა ისწავლო. ამ ეტაპზე ისეთი სამსახური მოგიძებნე, სადაც ინგლისურის მეშვეობით არ გაგიჭირდება - მოიცა… რა თქვი? შენ სამსახური მომიძებნე? - თვალები გაუბრწყინდა. -დიახ..ჩემს მეგობარს კაფე აქვს, იქ იმუშავებ. როცა ენას ისწავლი, კიდევ უკეთესს ვიპოვით. ანაზღაურებაც უკეთესი იქნება. - მადლობა… - ჩუმად თქვა, ძალიან დაბალი ხმით..ხმამაღლა აღარაფერი დაუმატებია.. არც ზედმეტი ემოცია გამოუხატავს. მაგრამ შიგნით რაღაც თბილი ჩაეღვარა. - ანუ დილით ხუთზე აღარ უნდა გავიღვიძო, როგორც რობოტმა? - დანიელს გაეცინა. - არა, ქალბატონო ლიზა. ადამიანურად გამოიძინებ - ლიზამ ფანჯარაში აიხედა, რომ ემოცია დაემალა.. თუმცა ღიმილი მაინც გაეპარა. - მართლა დიდი მადლობა - არაფრის - ქართულად მიპასუხა, გამეცინა - ქართულად კიდევ რა იცი? - ცნობისმოყვარე თვალებით შეხედა ლიზამ, დანიელმა მხრები ოდნავ აიჩეჩა, თითქოს არაფერიო, და სრულიად მოულოდნელად თქვა: - მიყვარხარ. - სიტყვა ჰაერში გაიყინა, ლიზას თვალები გაუფართოვდა.. ხველება დაეწყო მოულოდნელობისგან, დანიელიც აშკარად არ ელოდა საკუთარი თავისგან ამ გასროლილ სიტყვას.. გაეღიმა.. ორივე ერთდროულად დაიბნა..ლიზას სახე გაუწითლდა, თუმცა თავი ფანჯრისკენ შებრუნა, თითქოს არაფერი მომხდარა, დანიელმა პირველმა „გაიღვიძა“. ყელი ჩაიწმინდა, სახეზე ჩვეულებრივი თავდაჯერებული ღიმილი დაიბრუნა. - ეს სიტყვა ვიცი კიდევ - ვითომ არაფერიო, დაამატა მშვიდად. - ყოჩაღ, ძალიან გამართულად თქვი, არადა მარტივი სიტყვა არ არის - არა, მოიცა, კიდევ ვიცი… - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. - ბაყაყი წყალში ყიყინებს. - ლიზა უკვე გულიანად იცინოდა. - ღმერთო… ვინ გასწავლა ასე კარგად? აქცენტი საერთოდ არ გაქვს!- დანიელის სახიდან ღიმილი ნელა გაქრა. - ხომ არ დაგავიწყდა სად ვმუშაობ… რამდენ ქართველთან მაქვს შეხება. - ყოჩაღ… ნიჭიერი ხარ - მანქანა ნელა გაჩერდა გოგონების სახლის წინ, დანიელმა ძრავა გამორთო, მაგრამ არცერთი არ ჩქარობდა გადმოსვლას.. ისევ ის სიტყვა ეკიდა ჰაერში - „მიყვარხარ“ - დაუპატიჟებლად და დაუგევმავაფ ნათქვამი. კარი გვანცამ გაგვიღო, ჩვენს დანახვაზე სახე გაუმკაცრდა - გამარჯობა - ვთქვი ხმადაბლა - ღმერთოო, დედოფალი მობრძანებულა! - ომახიანად დაიძახა ანიმ შიგნიდან.დანიელმა გვანცა გადაკოცნა, მე ვერ მივუახლოვდი.. მაშინვე თავის ოთახში შევიდა.. დანიელმა უხერხულად დახარა თავი, ანი ჩემთან მოვიდა, თვალები ცნობისმოყვარეობით უბრწყინავდა. - გილოცავ ლიზა, ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებ.. გამიხარდა შენი ამბავი.. ამის ჩამოტირებულ სახეს ვერ ვუძლებ უბრალოდ.. - რამეს ამბობს ჩემზე? - ცოფებს ყრის. არადა მე ვიყავი თურმე შურიანი! გამოჩნდა ვისაც შურს! ყოჩაღ ლიზა, ყოჩაღ. რა კაცი ჩაიგდე ხელში, ცეცხლია, ნამდვილი ცეცხლი! - ჩვენ ქართულად ვსაუბრობდით. დანიელი გვერდით იდგა და გვიყურებდა. წამით მომეჩვენა, თითქოს ყველაფერი ესმოდა… მაგრამ ალბათ მომეჩვენა. - სიძე სასწაული ხარ, ლიზას გაუმართლა ნამდვილად - დანიელმა დაბნეული თვალებით შემომხედა. - რაო რა თქვა? - გადმომიჩურჩულა - ამბობს რომ გაგიმართლა ჩემნაირი ლამაზი გოგო რომ მოიყვანე ცოლად- მშვიდად ვუთხარი, დანიელს გაეღიმა - რა ენაზე ველაპარაკო ამ კაცს ლიზა, უხერხულად ვგრძნობ თავს რომ ვერ ვაგებინებ.. - ანიმ ორი ღერი ივრითული რაც იცოდა მთლიანად დანიელს დაახარჯა, ხელებით, ფეხებით, მიმიკებით… დანიელი დაბნეული იცინოდა. - ნივთებს ავაგროვებ და მოვალ - გვანცასთან შევედი, საწოლზე წამოწოლილიყო, როცა დამინახა გადატრიალდა გვანცამ ზურგი მომაქცია როცა დამინახა, მეორე მხარეს გადატრიალდა. -გვანცა… - მივუახლოვდი და მხარზე ხელი შევახე, მან ცივად მოიშორა ჩემი ხელი. გული ჩამწყდა.. ეს ის ადამიანი იყო, რომელიც ჩემთვის დასავით იყო. როცა არაფერი მქონდა, როცა სამსახური დავკარგე, როცა პირველად აქ მოვედი და უცხო ქვეყანაში დავიკარგე გვერდით მედგა. ღამეებს ერთად ვათენებდით, ერთად ვტიროდით, ერთად ვიცინოდით. მის გარეშე ბევრ რამეს ვერ გავუძლებდი. და ახლა… მისი ასეთი გულგრილობა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო.. - გვანცა.. არ მინდოდა ასე გამოსულიყო.. გთხოვ მომისმინე - შენ ძალიან მაწყენინე ლიზა! თუ ის მოგწონდა უნდა გეთქვა, იდიოტად არ უნდა გამოგეყვანეთ! ალბათ როგორ დამცინოდით ზურგ უკან.. - არა ასე არ არის.. - მოკეტე! შენი ნივთები ყველაფერი დიდ ჩემოდანში დევს, წაიღე და სწრაფად წადით აქედან! - ვერ მოვითმინე.. - მომისმინე! - ხელი მოვკიდე და ფეხზე წამოვაყენე. - ლიზა წადით! არ მინდა შენი მოსმენა! რა უნდა მომიყვე თქვენი ლავ სთორის ისტორია? არ მაინტერესებს! - გვანცა ეს ქორწინება ფიქტიურია!! - გვანცა გაშეშდა. - რა თქვი? - მე ეს ბიჭი არ მიყვარს.. ქორწინება ნამდვილი არ არის.. ასე იმიტომ მოხდა რომ ორივე ცუდ დღეში ვიყავით - რას ამბობ, ანუ შენ და დანიელს ერთმანეთი არ გიყვართ? - არა.. - სიტყვა ამოვთქვი, მაგრამ გულში უცნაური, უხერხული სიცარიელე ვიგრძენი. თითქოს საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ვარწმუნებდი ამაში.. გვანცას სახე უცებ გაუბრწყინდა, შვებით ამოისუნთქა და ჩამეხუტა. - ანუ ჩემთვის არ გიღალატია - არა გვანცა.. - მომეხვია ძლიერად კიდევ ერთხელ. - მისმინე, ოღონდ არავინ არ უნდა გაიგოს.. მხოლოდ შენ იცი.. არც დანიელს აგრძნობიო რომ რამე იცი - კარგი, ხომ იცი სამარე ვარ.. - ნივთები ავიღე და ერთად გავედით მისაღებში. ანი ისევ თავის სტიქიაში იყო, დანიელს ხან ქართულად, ხან რუსულად, ხან ივრითულად ელაპარაკებოდა. - მზად ვარ.. წავიდეთ - ლიზა, მოიცადე, მგონი ჩვენმა სიძემ ხვალ თქვენთან დაგვპატიჟა, სწორად გავიგე? - ჩვენთან დაპატიჟე? - გავხედე დანიელს. - კი, ხვალ მინდა რომ შენი მეგობრები გვესტუმრნონ, ყველა მინდა გავიცნო - ძალიან კარგი იდეაა, აუცილებლად მოვალთ - წამოიძახა გახარებულმა გვანცამ, მისი ასეთი სწრაფი გარდაქმნა აშკარად ეუცნაურათ დანიელს და ანის, ორივე დაბნეული უყურებდნენ. - კარგი, მაშინ ხვალამდე - გოგონებს დავემშვიდობეთ და წამოვედით.. კარი რომ დაიხურა, ანიმ ეჭვით შეხედა გვანცას. - გვანცა, რა დაგემართა? ასე რამ გაგახარა? ლიზას დანახვაც არ გინდოდა და ხვალ იქ მოდიხარ? - კიიი ანი, ბედნიერი ვარ! იმიტომ რომ მე და ლიზა შევრიგდით. მივხვდი, რომ კაცის გამო მეგობარი არ უნდა დამეკარგა - გაღიმებული შევიდა ოთახში. - ჰო, როგორ არა… ცხარე ცრემლით მისტიროდი დანიელს… - ჩაილაპარაკა ანიმ თავისთვის. მანქანაში დანიელმა გვერდულად შემომხედა. - გვანცას რა დაემართა? - რაზე? - გავიკვირვე. - გვეუხეშებოდა… ბოლოს კი ისე გადაგეხვია ვითომც არაფერი. - ჰოო… ველაპარაკე. ავუხსენი, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. პატიება ვთხოვე, მანაც მაპატია. - ისევ ეჭვის თვალით მიყურებდა - დარწმუნებული ხარ, ლიზა? ასე ჩვეულებრივად გაუარა წყენამ? - კი… მე და გვანცა კარგი მეგობრები ვართ..გამიგო - ძალიან კარგი… მიხარია. ჩემოდანი სახლში ავიტანეთ.. როგორც კი კარი დაიხურა, თითქოს ახალი ეტაპი ოფიციალურად დაიწყო. ნივთების ამოლაგების დრო დადგა. კიდევ ერთხელ მივუბრუნდი დანიელს, რადგან მის ოთახში ყოფნა საოცრად უხერხულად მეჩვენებოდა. - იქნებ მეორე ოთახი დამითმო - თვალები აატრიალა - ლიზა, თუ ყურზე პრობლემები გაქვს შემიძლია ექიმთან ჩაგწერო - არ მინდა შენს ოთახში დაძინება! - არც მე მინდა, მაგრამ უნდა ავიტანოთ ერთმანეთი! საერთოდ არ მინდა ოთახი გაგიყო და შენი ნივთები თავზე დამაყარო! არც ის მინდა ყოველ დილით გაღვიძებისას შენს სახეს ვხედავდე! შენს ტუჩებს… შენს სურნელს ვგრძნობდე… - ხმა ოდნავ დაურბილდა, თითქოს თავისივე სიტყვებმა წამით გამოაფხიზლა. მერე სწრაფად დასერიოზულდა. - არა, მართლა არ მინდა. - მაშინ გააღე ის წყეული ოთახი! - ვერ გავაღებ! შემოწმებაზე რომ მოვიდნენ რანაირად ავუხსნა მათ რომ სხვადასხვა ოთახებში გვაქვს ტანსაცმელები? აქ მოთავსდები - გაბრაზებულმა ჩემოდანი საწოლზე მივაგდე და სააბაზანოში შევედი. პირველად იქ დავიწყე ნივთების განთავსება. პარალელურად მტვერს ვწმენდდი აშკარად საუკუნეა აქ არავის არაფერი დაულაგებია. კბილის პასტა, ჯაგრისი, პირსახოცები, ჰიგიენური ნივთები მოწესრიგებულად დავალაგე.. დანიელის ყურადღება გახსნილი ჩემოდნიდან გამომწვევად გადმოფენილმა ლიზას საცვლებმა და ბიუსჰაულტერებმა მიიპყრო..სააბაზანოდან დავინახე როგორ იდგა საწოლთან, ცალი თითით, ჩემი ტანგა ჰაერში ეჭირა..გაშტერებული უყურებდა და ისეთი სულელური გამომეტყველება ჰქონდა, რომ ერთი წამით სიცილიც კი მომინდა.. თან დაბალ ხმაზე იცინოდა. - რა ჯანდაბას აკეთებ?! - მივვარდი და ხელიდან გამოვგლიჯე, ჩუმი სიცილი ისტერიკულში გადაეზარდა - ლამაზი იყო ძალიან - გაფრთხილებ! მოთმინებიდან ნუ გამომიყვან! - ნუ ბრაზობ, პირიქით, ისედაც უნდა ვიცოდე როგორი ფერის საცვლებს ატარებ, ესეც ინტერვიუს ნაწილია - რას ბოდავ?! - დანიელი ნაბიჯ-ნაბიჯ მომიახლოვდა, თვალებში პირდაპირ მიყურებდა.. მზერა უცნაურად გაშტერებული ჰქონდა. - არაფერს არ ვბოდავ! მხოლოდ მარტივი კითხვებით კი არ შემოიფარგლებიან, მით უმეტეს როცა არსებობს ეჭვი, აუცილებლაფ ინტიმურ კითხვებსაც დაგვისვამენ - ჰოო? მაინც რას გვკითხავენ? - ირონიულად გადავაჯვარედინე ხელები..ის კიდევ ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. სუნთქვა თითქოს შეუმჩნევლად გაუხშირდა.. ქვემოდან ამომხედა როგორც სჩვეოდა ხოლმე ეშმაკური ღიმილით - მაგალითად… როგორი ფერის საცვლებს ატარებს მეუღლე… - გაჩუმდა, ისევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა - რამდენად ხშირად გვაქვს… - სიტყვა შეგნებულად გაწელა - სექსი -კვლავ გადმოდგა ნაბიჯი და ახლა ძალიან ახლოს დადგა ჩემს წინაშე - რა ზომა მკერდი გაქვს… და ასე შემდეგ - ურცხვად და ჯიუტად მიყურებდა თვალებში.. - ღმერთო, არ შეიძლება ეს წყეული ინტერვიუ და შემოწმება როგორმე თავიდან ავიცილოთ? რამე გზა არ არსებობს? - დანიელი გაჩერდა, სერიოზული სახე მიიღო. - კი არსებობს.. - სერიოზულად? რა არის? - დაიხარა, ისე ახლოს იყო, რომ მისი სუნთქვა ლოყაზე ვიგრძენი. - თუ ბავშვს გავაკეთებთ ყველა ეჭვი გაქრება - წინადადება მშვიდად და მთელი სერიოზულობით თქვა, მერე კი უცებ გადაიხარხარა..ბალიში ავიღე და მთელი ძალით ვესროლე. - ავადმყოფი ხარ! , ოთახიდან გავვარდი, მის სიცილს კიდევ კარგა ხანს ვისმენდი და ყველაზე მეტად ის მაღიზიანებდა, რომ თვითონაც ღიმილი მეპარებოდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




