შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედონი (VII თავი)


გუშინ, 17:45
ავტორი ნაამა
ნანახია 0

-არა! არა! არა! შანსი არ გაქვს არ მოგცემ.
თალია საჩვენებელ თითს მაღლა სწევს და ყვირილით ეუბნება კიტას. მე და ილია ერთმანეთს სიცილით ვასკდებით და ჩვენს გვერდით მსხდომებს გადავყრუენთ ,რომლებიც ანალოგიურად დასცინიან თალიასა და კიტას. მაღრაძე მისთვის მობილურის წართმევას ცდილობდა, რადგან დაიანხა ვიღაც როგორ სწერდა და აინტერესებდა ვინ ან რას სწერდა გოგოს. ყველა მშვენივრად ვხვდებოდით ,რომ კიტას თალია გაცნობის წამიდანვე მოეწონა. მახსოვს პირველად გოგომ რომ თავის მოწონებულ ბიჭზე საუაბრი დაიწყო როგორ იჯდა კიტა და დაბოღმილი სახით იყურებოდა. ბოლო დროს კი ერთმანეთთან ფლირტის გარდა არაფერს აკეთებდნენ.
-მომეცი მეთქი თალია!
-არა! რათ გინდა?
-მაინტერესებს.
-რა გაინტერესებს?
-მომეცი ეგ ტელეფონი !
-კიტა მაღრაძე შემეშვი უკვე!!!
-ვის უყვირი გოგო.
კიტა ფეხზე წამოდგა და თალიას, რომელიც ფეხზე მდგომიც კი მასზე ბევრად დაბალი იყო თავზე წამოადგა და გულხელი დაიკრიფა. თალიამაც იგივე გაიმეორა, თუმცა ფეხზე არ წამომდგარა, მობილური დაბლოკა და დივანზე მიაგდო.
-ახლა კიტას რომ წამოსცდეს რომ მოსწონს.
სიცილით მიჩურჩულა ილიამ და მეც ისევ გამეცინა.
-თუ ვერ გაიგონე შემიძლია ისევ გიყვირო.
-ტელეფონი მოემცი თალია.
-რო არა?
-იცი რომ მოთმინება თუ ამომეწურა დაგერხევა.
თალიამ ქვედატუჩი გადმოაგდო და სახე მისკენ წასწია.
-საწყალი პატარა კიტა, როგორ აბრაზებენ .
კიტა მთლიანად გაწითლდა, მაგრამ ზუსტად იმ დროს ,როცა თალიასთვის კიდევ რაღაც უნდა ეთქვა ერთდროულად გოგოს ტელეფონმა დარეკა და თან ილიას სახლის კარზე დააკაკუნეს. სწორედ ამიტომ მე მისი სავარძლიდან ადგომა მომიწია, რომ მისთვის საშუალება მიმეცა ამდგარიყო და არ მახსოვს ზუსტად რა მომენტში გამოგლიჯა კიტამ გოგოს ტელეფონი და მეორე სართულზე გაიქცა. თალიაც უკან აედევნა.ლუკა თა გვანცა ხარხარებდნენ, მე და თაკო კი გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს. ილია უკან ნაკანთან და კიდე ორ ბიჭთან ერთად დაბრუნდა. ნაკანმა რომ დამინახა გაიღიმა და ბავშვებს მიესალმა, თან ჩემს ჩასახუტებლად წამოვიდა. კვირაზე მეტი იყო აღარ მენახა და მიმოწერასაც ცოტა მოვუკელით სამსახურების გამო. ყურში მიჩურჩულა.
-მომენატრე.
-მეც.
მან ნახევარი ნაბიჯით უკან დაიხია, ლოყაზე მაკოცა და როცა გასწორდა გამიღიმა.
-რადგანაც მე აქ ვარ, ველოდო რომ ახალწელს ჩემს ივენთზე გნახავ?
-რა თქმა უნდა.
ღიმილით ვუთხარი. ილია ჩუმად იცინოდა. ნაკანის უკან, ილაის გვერდით მდგომი ბიჭები მოთმინებით იცდიდნენ სანამ ილია მათ თავს გაგვაცნობდა. ჩემი მეგობრები კი ინტერესით გვიყურებდნენ.
-ძალიან კარგი , სიაში ჩაგწერ.
-მორჩით უკვე თვალების ჟუჟუნს და ვითომ ვერავინ ხვდეაბ ისე ფლირტაობას.
ლუკამ ამოიგმინა , გვანცას მოშორდა და ფეხზე წამოდგა ერეკლეს სანახავად. ისიც გადაეხვია. მერე მეორე სართულიდან კიტა ჩამოვიდა, თალიას ტელეფონი ეჭირა ხელში და ლაპარაკობდა.
-არ მაინტერესებს, შენს ზარს მის ტელეფონზე აღარ ვნახავ!...
-კიტა დამიბრუნე...
უკან გოგო ფეხდაფეხ მოყვებოდა და ბიჭს ეწუწუნებოდა. ილიამ მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა და ჩაიღიმა.
-ხომ არ დაგვდებდით პატივს და გაგვაცნობდით?
თაკო ფეხს ფეხზე იდებს და გულხელდაკრეფილი გვიყურებს ფეხზე მდგომებს.
-სულ დამავიწყდა რომ შენ არცერთს შეხვედრიხარ.
-როდის ან სად უნდა შევხვედროდი?
-მაგალითად ბარში სადაც ერეკლე უკრავდა.
ილია მხრებს იჩეჩს.
-ანუ ეს შენ ხარ ვის ივენთზეც იყვნენ ბავშვები?
ნაკანი თავს უქნევს.
-ვიღაც გამოშტერებულ დაჩისთან პაემანზე რომ არ წასულიყო უკვე სულ მცირე ერეკლეს ნაცნობი იქნებოდა.
ვერ მოვითმინე მეგობრისთვის რომ არ წამეკბინა და მისგან ნასროლი ბალიშიც მივიღე, რომელიც სახეში მომხვდა. წავბარბაცდი და ერეკლეს მკერდს ზურგით შევასკდი. ერეკლემ ინსტიქტურად ნეკნებზე მომკიდა ხელები და ზემოდან დამხედა.
-ფრთხილად.
ვსწორდები და თაკოს ვუბღვერ.
-სულ გაგიჟდი რა.
-მორჩით უკვე.
ილიამ ლამის ფეხების ბაკუნი დაიწყო. ცალკე მე და თაკო რომ წავკინკლავდით იმის გამო, ცალკე მოჩხუბარი თალიასა და კიტას გამო , რომლებიც ისევ იმაზე კამათობდნენ რომ კიტამ მის ზარს უპასუხა.
-მოკლედ ბავშვებო ერეკლეს კი იცნობთ უკვე, ნუ თაკო შენ აწი გაიცნობ, მაგრამ ესენი არიან ჩვენი საერთო მეგობრები ლაშა და კოტე არიან. კოტე შეიძლება ივენთიდანაც გახსოვდეთ. მოკლედ ბიჭებო, კიტას გვერდით გაბუტული ხუჭუჭა გოგო რომ დგას ეგ თალიაა, ლუკას შეყვარებულ;ი გვანცა- თითით ჯერ ისევ დივანზე მჯდომი გვანცასკენ ანიშნებს, მერე მზერაც და ცერა თითიც თაკოსკენ გადააქვს- ეს ჩვენი მარადჟამ გულჩამწვარი თაკო, და ერეკლეს რომ ასე მოწადინებით ესალმება- თან წარბები მაღლა ამიწია- ნისი.
- საასიამოვნოა.
ყველამ ერთხმად ვთქვით და ჩაგვეცინა. მერე ლაშა მომიტრიალდა.
-საინტერესო სახელი გაქ. ნახევრად უცხოელი?
გამეცინა და უარყოფის ნიშნად თავი გადავაქნიე, მაგრამ სანამ რამის თქმას მოვასწრებდი ნაკანმა უპასუხა ჩემს ნაცვლად.
-არასრული სახელია, ბოლო ორი ასო არ მოსწონს.
ლაშადან მზერა ჩემზე გადმოიტანა, თან ალმაცერად გაიღიმა.
-როდემდე უნდა მახსენო? არა სრულიად ქართველი ვარ, ნუ რაც ვიცი ყოველ შემთხევაში. ნისიმეა სრული სახელი, უბრალოდ ბავშვობიდან ნისის ვარ შეჩვეული.- ბოლო სიტყვებზე გულხელი დავიკრიფე და თავი არ მიმიბრუნებია ისე შევხედე ნაკანს.
-არაუშავს მე მიგაჩვევ- შეკრული კოპები რომ აღარ გავხსენი მერე მხრები აიჩეჩა- რა? მე მეგონა მოგწონდა.
-მოიცა მოიცა მოიცა- ლუკა ჩემს და ნაკანს შორის ხტება და ხელებს მხრებზე გვადებს, პარალელურად მე მიყურებს- შენ რა მას ნება მიეცი ნისიმე გეძახოს?
-მომცილდი ლუკა თავიდან.
ორი თითით ვაწევინებ ხელს და ვიშორებ.
-მაშინ გამოდის რომ შენზე მსმენია.- კოტე ალმაცერად იღიმის და ნაკანს შეთქმულივით უყურებს.
-საინტერესოა, მგონი ვიღაცას გრძელი ენა აქ.
-რა? შენმა მეგობრებმაც იციან პაემანზე დარწმუნებული ვარ.
-აი ხედავ ? რო გვაწამე მოყოლაზე თურმე არ აქ პრობლემა.
-თაკო!
გამწარებული,სირცხვილისგან სახეაწითლებული ვუყვირი.
-ცოტა დაწყნარდით თორე აწი შეშლილები ვეგონებით.
თალია ბურტყუნებს.
-ნუ გეშინია მთელ ზაფხულს ამათთან ვატარებდით , არც ესენი აკლებენ.
ლუკა ხელს იქნევს.
მელი საღამო მაგიდასთან შემომსხდარები კარტსა და სამაგიდო თამაშებს ვთამაშობდით. ლუკა და გვანცა როგორც ყოველთვის გევრდიგვერდ ისხდნენ, მათ გვერდით კიტა იჯდა, მაგიდასა და დივნის შუაში, კიტას ფეხებთან თალია იკავედა ფეხმორთხმული ადგილს, ერთ სავარძელში ილია იჯდა, მერეში ლაშა. თაკო ილიას სავარძლის სახელურზე, მე იატაკზე კიტას პირისპირ და ნაკანის გევრდით, მის მეორე მხარეს კი კოტე. ვსვავდით და ერთმანეთის სამარცხვინო ისტორიებს ვიხსენებდით. ისე გვეცინებოდა გვეგონა ცოტაც და ილიას მეზობლები ხმაურის გამო შემოგვიხტებოდნენ. ნაკანიგან კი იმდენი რამ გვაიგე ჩემს საუკეთესო მეგობარზე რომ ბიჭს გავხედე და ვუთხარი,.
-ასე მგონია არ გიცნობ.
-შენ მემგონი გაფრენილი გაქ თებიძე, ვის არ იცნობ? შენს საუკეთესო მეგობარს რომელსაც ლაპარაკის დაწყებამდე და ფეხის ადგმამდე იცნობდი?
წარბებს მაღლა სწევს მოჩვენებითი სიბრაზით, მე დოინჯს ვირტყავ და თავს სულ ოდნავ ვწევ წინ.
-მაშინ რატომ არასოდეს მიყვებოდი ხოლმე შენი სვანეთში გატარებული ზაფხულების შესახებ?
- იმიტომ რომ სამარცხვინოა-აღშფოთებული ყვირის- შენ რა გინდოდა რომ ამ თავმომწონე სწკოლი ძივა ბიჭს, ყველა და ყველაფერი თავზე რომ მეხვეოდა მომეყოლა ჩვენმა სოფლელმა გოგომ, რომელსაც სოფლის საპირფარეშოში შესვლა დავასწარი , როგორ აძვრა ბოსლის ქოხში და თავზე....
-არა არა ამის ემორედ მოსმენა არ მინდა
ხელები ყურზე ავიფარე, ბავშვები ხარხარებდნენ და სახეებს მანჭავდნენ. ნაკანი კი სიცილით მიყურებდა. მერე მაჯებზე ხელს მკიდებს და ყურებიდან ხელებს მაშორებინებს, თან ილიას და თავის მეგობრებს უყურებს.
-ნუ გააგიჟებთ გეყოთ.
-თვითონ ითხოვა, თან რა უფლებით მიკრძალავ, შენზე დიდიხანია ვიცნობ.
- წავიდა ჭ.... დატოლება- თალია სიცილით იქნევს ხელს და მაშინვე კიტას აჰყურებს როგორცკი ბიჭი ტუქსავს.
-ნუ უზრდელობ.
-შენ საერთოდ ხმას ნუ მცემ თავხედო.

......
კიდევ რამდენიმე ბოთლს ვსავსთ სანამ მე და ერეკლე აივანზე მარტოები ამოვყოფთ თავს. ის ეწევა, მე კი ჩემი ჭიქით ხელში წელით აივანზე მიყრდნობილი ვდგავარ და ფანრიდან ვუყურებ მეგობრებს რომლებიც იცინიან და კინკლაობენ. „ნეტავ ოდესმე თუ გავირზდებით-თქო „ ვფიქრობ და მზერა ერეკლეზე გადამაქვს. ისიც მიყურებს.
-ერთ ნაფაზს დამარტყმევინებ?
ერეკლე წამით მაკვირდება, ოდნავ მოჭუტული თვალებითა და მოკუმული ტუჩებით. ისეთი გამჭოლი მზერააქ თითქოს ვამპირივით ჩემს თავში შემოძრომა შეეძლოს და ახლა სწორედ ამას ცდილობდეს. მერე წარბებს ხსნის, სიგარეტიან ხელს მიწვდის და როცა მის გამოსართმევად ხელი ღერისკენ მიმაქვს თავს უარყოფის ნიშნად აქნევს. თვალებს მის თვალებზე დავაცეცებ, ტუჩემისკენაც მეპარება წამის მეასედით, მაგრამ ვცდილობ გავიგო რისი მიღწევა უნდა, რადგან თან ნებას მრთავს, თან უარყოფს. როცა იაზრებს რომ ვერ მივხვდი მის ჩანაფიქრს ხმას იღებს.
-მიდი.
სიგარეტის ღერი უფრო ახლოს მოაქვს ჩემს სახესთან. ფილტრს ტუჩებს შორის ისე ვიქცევ რომ მის თვალებს მზერას არ ვაშორებ, მისი თითები ძალიან მსუბუქად მეხება ტუჩზე და ვხედავ სულ ოდნავ როგორ აღებს პირს. ორივეს გვეღიმება ამ უცნაური ემოციის გამო. სიგარეტს უცნაური გემო და სინესტე დაჰკრავს. ამის გააზრებაზე ძარღვებში სისხლი ლავად მექცევა და გაჭრვებით ვახერხებ თვალები არ დავხუჭო. ერეკლეს ხელი უკან მაშინვე მიაქვს, როგორცკი ნაფაზს ვარტყავ და ბოლი ჯერაც არ მაქვს გამოშვებული ის რომ თავადაც ეწევა. კვამლს თან სიტყვებს აყოლებს.
-უცნაურია როგორ გინდა სიცოცხლე და მაინც იმ საწამლავისკენ მიილტვი რომელიც იცი რომ მას შეგიმოკლებს.
-დაე შემოკლედს. ამ მომენტში, ამ ბოლო პერიოდში დრო ისე იწელება , რომ მასში მარადისობით ცხოვრებასც კი მოვასწრებ ნაკანი.
მისი ხელი მტევანზე მეხება და ხელის ზურგზე ნაზად მეფერება. ამ შეგრძნებას ვერასოდეს მოვიშორებ, ისევ მინდა მისი გამეორება და ამასთანავე მინდა მომშორდეს, რადგან მეღიტინება.
-ჩემი სახელი თქვი.
გონება დაბინდული, მისი აურის, ენერგეტიკის თუ ჯადოს ქვეშ მოქცეული, თითქოს მართლაც ელფი იყოს, გაუაზრებლად ვუსრულებ სურვილს.
-ერეკლე.
ისევ ალმაცერად იღიმის, მერე ძლივს შესამჩნევად ჰკბენს ტუჩს და თავს აქნევს.
-ზუსტად ეგრე ნისიმე.
ამჯერად მისი ხელი ჩემს ლოყაზეა, ცერს კი თვალთან ძალიან ახლოს მატარებს. წამით მისი მაგიისგან ვთავისუფლედბი და ესეც საკამრისია თავი რომ სხვა მხარეს გავატრიალო.
ცოტახნით ჩუმად ვართ, მერე ისევ მას შევყურებ.
-არ გინდა გავისეირნოთ?
-ოღონ რამე უნდა მოიცვა.
-რა თქმა უნდა.
-ჭკვიანი გოგო.
-ნუ მელაპარაკები სამი წლის ბავშვივით, ან ისე თოთქოს ჩემი darck romace-დან გადმოსული შეყვარებული იყო.
ერეკლეს ხარხარი უტყდება და მის გულწრფელ ლამაზს სიცილზე თავადაც მეღიმება. სიცილს რომ ამთავრებს ხელს ისევ სახეზე მიცურებს და ძალიან მსუბუქი მოძრაობით დავს ოდნავ მახრევინებს შუბლზე რომ მაკოცოს. მერე თვალებში მიყურებს.
-თუ მოგინდება ეგეც ვიქნები. შევიდეთ, მოსაცმელი ავიღოთ და გავისეირნოთ.
-მგონი ჩვენი მეგობრები ჩაგვქოლავენ.
-არ მგონია.
..........................
ქუჩაში არავინაა ჩვენს გარდა, თოვლი კი მოწმენდილ ცაზე გამოჩენილი მთვარისა და ვარსკვლავებისგან, ან იქნებ სახლებიდან გამოსული შუქისა თუ ალაგ-ალაგ მდგარი ქუჩის განათებებისგან კაშკაშებს. ვერ ვიგებ რა უფრო ანათებს იმ სიბნელეში თოვლი თუ განათებები. ნაკანს ცალი ხელი ქურთუკის ჯიბეში უდევს, ჩემს მსგავსად მერეში კი ჩემი სიცივისგან გაყინული ხელი აქვს მოქცეული. სიარულისას ჩვენი მხრები ერთმანეთს ედება და ზამთრის სიჩუმის ხმა სასიამოვნოდ ჩაგვესმის.
-მგონი ცოტა მშურს თქვენი.
-რატომ?
-რადგან ყველა ზაფხულს და ზამთრის ნაწილს მუდამ აქ ატარებდით.
- ხო მაგაზე ვერ შეგედავები. შენ არსად მიდიოდი?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ.
-რატომ?
- დედაჩემი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მამაჩემის მხარეს კი ჩვენი ნათესავები მას შემდეგ არ გველაპარაკებიან რაც..
-ის გარდაიცვალა?
თავს ვაქნევ.
-არა, რაც დედა მოიყვანა ცოლად. მათ ის არ მოსწონდათ, მეტიც მამაჩემს ვიღაც გოგოს ურიგებდნენ, მაგრამ მერაბს მისი ცოლად მოყვანა არ უნდოდა.
-რადგან დედაშენი უყავრდა?
ღიმილით მეკითხება, მეც თავს ვუქნევ.
-ხო, რადგან დედა უყვარდა, მას აღმერთებდა. ყოველ წელს ,იმის მიუხედავად რომ არასოდეს უცხოვრიათ ერთმანეთისგან შორს, წერილებს სწერდა და ქორწილების წლისთავსა თუ შეხვედრის წლისთავზე ჩუქნიდა.
-რომანტიკულია.
- სამწუხაროა, მგონი მისგან მაინც და მაინც ეს არ გამომყვა.
-გენატრება არა?
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ ძალიან, არა მარტო ის დედაჩემიც, რომელიც რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს.
თავს მიქნევს, პირველივე მერხზე ვჯდებით რომელიც გვხვდება, ხელი ჩემს მხრებზე აქვს შემოხვეული და მზერას არა და არ მაშორებს. ალბათ თოვლზე მალე მე დავდნები, თანაც მისსავე ხელებში.
-ჩემები კი არ ვიცი, ზოგჯერ მგონია ჯობდა დაშორებოდნენ. რაღაც დროის მერე სიყვარული და მთელი ეიფორია რომ გადაივლის აღმოაჩენ რომ შემთხვევით არასოწრ ადამიანს გადაეყარე, ზუსტად მაგიტომ არ უნდა დაქორწინდე შენს პირველსავე სიყავრულზე. ზოგჯერ ამართლებს , მაგრამ უმეტესად...
ის ღრმად სუნთქავს, მე კი ვიცი, საიდან წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ მშობლებისგან გულნატკენი და იმედგაცრუებულია.
-ხო ეგ გაკვეთილი წლების წინ კარგად ვისწავლე.
-ძალიან ცუდად ჟღერს. რა მოხდა?
- მერე მოგიყვები.
თავს მკერდსა და მხარს შორის ვადებ. ისევ შუბლზე მკოცნის და ეღიმება როცა თვალებს ვხუჭავ ამ დროს.
ჩემში ბანალური პატარა ბავშვი იღვიძებს ,რომელიც ფეხზე დაუფიქრებლად, სწრაფად და გიჟივით ხტება, იხრება თოვლის ბღუჯას იღებს და სანამ ერეკლე რამის გააზრებას მოასწრებდეს გუნდას ესვრის. ის თოვლს ეშმაკური სიცილით იბერტყავს ქურთუკიდან. კიდევ ერთს ვესვრი, ისი იგივეს იმეორებს, მესამე ჯერზე სკამიდან ძირს იხრება და როცა წელში სწორდება მზერას მისწორებს.
-არ ნებდები ხო?
უარყოფის ნიშნად თავს სიცილით ვაქნევ.
-იცოდე რომ შენი წამოწყებულია.
გუნდას მესვრის, რომელიც მხარზე მხვდება. ნაკანი ფეხზე დგება, მე გავრბივარ, მმსდევს. უკან უკან ვიხედები და თან ვიხრები გუნდების გასაკეთებლად. 5 წუთის შემდეგ ნაკანი მეწევა, მხრებზე მეხვევა და ჩემთან ერთად ვარდება გზსიპირას , თითქმის მუხლამდე სიმაღლის თოვლში. მის ქვეშ მოქცეული მოუხერხებლად ვბრუნდები ზურგზე და მას ვუყურებ. გონებაში ხმები მერთვება რომ აი ახლა, ასეთ საყავრელ, ცოტა ქრინჯ გარემოში უნდა მაკოცოს, აი ახლა ამ წამს დაიხრება, მაგრამ არა.
-ხომ არაფერი იტკინე?
თავს ვაქნევ.
-ძალიან კარგი, ცოტა უხეშად გამომივიდა.
-სამაგიეროდ გავერთეთ.
-ხო, გავერთეთ. თუმცა თუ არ ავდგებით გაცივდები და დიხანს ვეღარ გნახავ .
-ნახეთ ვინ ზრუნავს და დარდობს ჩემზე.
ირონიული ღიმილით ვეუბნები.
-ნუ დამცინი.
-არ დაგცინი.
-კი.
-არა.
-კი.
-არა
-კი
-არა-მეთქი.
-რას იტყვი ხვალ თხილამურებით სასრიალოდ რომ წავიდეთ.
-უარს.
გაოცება მთელს სახეზე ეწერება,მშორდება და ჩემს გვერდით თოვლზე ჩემსავით წვება. სახით ჩემკენ, ცალი ხელი მკერდზე უდევს მერე ჩემს ხელთან ახლოს.
-რატომ?
გაბრაზებული, ნაწყენი ელფი ბავშვის ხმააქ, რომელსაც სათამაშო არ მისცეს.
- არ ვიცი.
-როგორ არ იცი?
-სრიალი არ ვიცი.
-სერიოზულად?
თვალებს ვხუჭავ და ვახელ. ის იცინის.
-რა? შენ და ბჭები აქ გაიზარდეთ, მე კიდევ არა.
-არაუშავს- მისი ნეკა თითი ჩემსას ეხება და ოდნავ მეფერება- ყველაფრის სწავლა შეიძლება, ასე რომ ხვალიდან ვიწყებთ და შეიძლება აქედან წასვლამდე ცოტა გასწავლო, ისე პატარა დაღამრთიდან რომ დაგორდე.
მეორე ხელს, რომელიც მისას არ ეხება მხარში ვურტყავ.
-საზიზღარო.
კიდევ ცოტახანს ვწევართ ასე, მოცინარები, სველები და ბედნიერები. მერე ილიას სახლში ვბრუნდებით. გზაში ნაკანი ისტორიებს მიყვება, როგორ ერთობოდნენ ხომე ნაკლებად გიჟურად სვანეთში დასვენებისას.
..............

ერეკლემ წასვლამდე მართლაც სცადა ჩემთვის სრიალი ესწავლებინა, მიხსნიდან როგორ უნდა დავმდგარიყავი თხილამურებზე, თეორიულად როგორ ჩამოვსრიალებულიყავი და გავჩერებულიყავი. არც ისე დიდ დაღმართზე ვიდექით, ბავშვებიც კი ჩემზე მაღლა იყვნენ ასულები.
-არა რა არ შემიძლია წავიქცევი ნაკანი!
-არ წაიქცევი, პატარა დაღმართია ხედავ?!- ხელით მანიშნებს იქითკენ სადაც უნდა დავეშვა, მერე ისევ მე მიყურებს თვალებში.- ქვევით დაგიცდი და დაგეხმარები გაჩერებაში.
-გთხოვ რა…
-მიდი და ნებას მოგცემ შემდეგ პაემანზე შენ გადაიხადო.
ეშმაკიურად მიღიმის. სახე მინათდება და დამრგვალებული თვალებით ვუყურებ ბიჭს. მან უკვე იცის რომ სუსტი წერტილი მიპოვნა, კმაყოფილი მიღიმის.
-სიტყვას მაძლევ?
-სიტყვას გაძლევ.
თან თავს მიქნევს და ცერით მაჯაზე სამოსის ზემოდან მეფერება. მის შეხებას მაინც ვგრძნობ.
ერეკლე სრიალდება და ქვევით მელოდება. არც ისე შორს არის , მაგრამ შიშისგან მაინც მაკანკალებს. ახალი რამეების ცდა ჩემთვის არ არის, ნაბიჯის გადადგმა მუდამ მძაბავს და მაშინებს. საბოლოოდ ნაკუწებად ქცეულ გამბედაობას გაჭირვებით ვაკოწიწებ და იმ ერთიციცქნა დაღამრთიდან ვეშვები ვგრძნობ სისხლს ადრენალინი როგორ ერევა და ლავასავით მიედინება ჩემს ძარღვებში. შიშისგან მაკანკალებს და ყვეალფერი მავიწყდება რაც ერეკლემ გაჩერების შესახებ ამიხსნა. მისი მკლავები წელზე მეხვევა, ფეხები ერთმანეთისგან დაშორებით უდგას და სხეულზე ისე მოულოდნელად ვეჯახები რომ აღარ ვიცი აღელვებული რისგან ვარ. ადრენალინის თუ მასთან შეჯახებისგან. საბენდიეროდ არცერთი ვეცემით. ერეკლე სიცილით დამყურებს ზემოდან და წელზე შემოჭდობილ ხელებს არა და არ მიშვებს.
-აბა? როგორი იყო.
-ისეთი როგორსაც აღარასდროს გავიმეორებდი.
ღიმილი მომუწულ ტუჩებად ექცევა და ხელს მიშვებს.
-კარგი რა…
-არა.
- კარგი. გინდა უკან დავბრუნდეთ?
-გასეირნება მირჩევნია შენ თუ დაღლილი არ ხარ? ან თუ გინდა ბავშვებთან წადი სასრიალოდ და ავბრუნდები მე სახლში.
-არავითარ შემთხვევაში, მარტოს არ დაგტოვებ, გასართობად ვართ ჩამოსული და არ მოგცემ უფლებას მარტოობით მოიწყინო.
-რა ჯელტმენი ხარ.
-ყველაფერი შენთვის.
ღმერთო თუ ხარ მანდ სადმე დამინდე გევედრები, რადგან არ შემიძლია ვაკონტროლო ჩემი ფიქრები და ქმედებები როცა ნაკანი ისე მიყურებს ხოლმე ,თითქოს მხოლოდ მე ერთი ვარსებობდე ამ სამყაროში. არ შემიძლია თავი დავიხსნა მისი მაგიისგან როცა ის ასე მჭიდროდ მეკვრის გარს და მაიძულებს ყველაფერი დავივიწყო მისი არსებობის გარდა. არა და ხომ ვიცი?! ხომ კარგად ვხედავდი იმ და კიდევ სხვა დროსაც როგორ ილტვიან ყველანი მისი გულისთვის, როგორ წამში ჩაუვარდებიან მკლავებში ოღონდ მისგან ერთი ღიმილი მიიღონ. ყველა ყველაფერს გააკეთებს მის გვერდით ყოფნისთვის, მე კი ასე უაზროდ შემიძლია ეს? სად არის ამაში ლოგიკა. რაღაც არასწორია და ეს კარგად ვიცი. ჯანდაბა მე ხომ ვიცი რომ მსგავსი ადამიანები ასე უცბად არ ჩნდებიან შენს ცხოვრებაში და ნებას არ გაძლევენ მხოლოდ შენ იყო იქ სხვა ყველას გარდა.
მე და ნაკანი მესტიაში ვსეირნობთ, სანამ სხვები სრიალებენ. წინ კიდევ ორი დღე გვაქვს, სანამ კვირას სახლებში დავბრუნდებოდეთ, ამიტომაც როცა ბავშვები გართობას რჩებიან და სახლში ვბრუნდებით ნაკანს თავისიდან აპარატურა გადმოაქვს. მთელი საღამო მუსიკა გვაქვს ჩართული, დაბალ, საახალწლო განათებებით, მორთულ სახლში ვცეკვავთ და ვსვავთ. მე დრო და დრო ნაკანთან სასმელი მიმაქვს და მის ხელის მოძრაობებს ვაკვირდები დაკვრისას. ვერაფერს ვიგებ, მაგრამ მომწონს როგორც გამოიყურება საყვარელი საქმის კეთებისას. კიტა და თალია უკვე შერიგებულები ერთად ცეკვავენ, განსხვავებით გვანცასა და ლუკასგან, რომლებიც ნახევარი საათის შემდეგ ოთახს ტოვებენ და გარეთ გადიან, უკან რომ ბრუნდებიან კიდევ უფრო დაძაბულები არიან და ერთმანეთს არც კი უყურებენ. სამაგიეროდ თაკო ერთობა კარგად ნაკანის ძმაკაცებსა და ილიასთან ერთად.
-მერე შენც გასწვალი.
უცბად ვერ ვიაზრებ რაზე მეუბნება ერეკლე, რადგან მეგობრების ყურებაში ვარ გართული. მის გევრდით ფანჯარაზე ვზივარ. ის კი უკრავს.
-რას?
-დაკვრას.
-ყურთასმენა დაკარგულ მეს?
-შენ ხომ გიტარაზე უკრავ.
-გაჭირვებით, საერთოდ როგორ გახსოვს.
-ძალიან მარტივად.
თავს უკან აგდებს, ლოყაზე მკოცნის და სწორდება. ჭიქაში სასმელი მელევა, მასაც და ისევ დასასხამად მივდივარ. მერე ნაკანს ფანჯრის რაფაზე ვუდგავ თავის ჭიქას მე კი ოთახში ილიასა და თაკოსთან ერთად რიგ-რიგობით ვცეკვავ.
სასიამოვნო საღამოა. მყუდრო, უცხო ხალხისგან დაცლილი. თალია მართალი იყო დიჯეიც გამოგვადგებოდა მსგავსი დასვენებებისას. ამაზე მეცინება.
…….
თვის მესამე პარასკევი სვანეთშივე გვიწევს საბედნიეროდ ილიას და ლუკას ეს გათვალისწინებული ჰქონდათ და ფიშკებითა და აკრტით ჩამოდიან პირველ სართულზე. დივანში მჯდომ მეს სახე მებადრება და წინ გადმოხრილი ხელს მაგიდაზე ვურტყავ, თან ვუსტვენ.
-აი ჩემი ბიჭები! გენია ხარ ლუკა რომ არ დაგავიწყდა.
-და მე?
-შენ თავისთავად საყვარელო.
- რას ვაპირებთ?
დაბნეული კითხულობს კოტე.
-თვის მესამე პარაკსევი პოკერის საღამოა, ასე რომ ჯიბეები მოჩხრიკეთ ძვირფასებო.
ჩემს ნაცვლად თაკო პასუხობს და ხელებს ერთმანეთს უსმევს.
-ნახე ?წამოვედი .
ამაყად აცხადებს ნაკანი და მეცინება.
-პოკერის საღამოზე დაპატიჟე?
-რატომაც არა კიტა?
-კარგი ვიწყებთ თუ არა?
თალია მოუთმენლად ცქმუტავს. მაგიდას ვათავისუფლებთ და იმ პაწაწინა ხის მაგიდასთან ყველა შეძლებისდაგვარად ვსხდებით. ერთადერთი ვინც არ თამაშობს ლაშაა. ამბობს არ ვიცი , მაგრამ ხელი რომ არ შეგიშალოთ სხვა დროს მასწავლეთო.
თამაშს გვიან ვრჩებით . მე და ნაკანი ,რომელიც ერთმანეთის დიაგონალზე ვსხედვართ შიგადაშიგ მზერებს ვცვლით და გვეღიმება. ბავშვები ამას ამჩნევენ, მაგრამ ატარებენ, რადგან როგორც იქნა ვიღაც მომწონს.
საბოლოოდ თალია იმარჯვებს დაfriends-ის გამოსუწორებელი ფანი რეიჩელის იმიტაციას აკეთებს. ფიშკების ერთმანეთზე კაკუნით კიტას აწვალებს, რომელსაც დიდი შანსი ჰქონდა მოეგო.
-რა გიხარია მთელი თვე შენს სახლში ვიქნებით.
გაბუტული ბავშვივით დუდღუნებს კიტა.
-ძალიანაც კარგი მე ფეხის გამომდგმელი არ ვარ სახლიდან.
თმას უკან იგდებს.
-და შენ მოგიწევს ყველაფრის გადახდა.
-ისევ შენთვის ახეული ფულით ძვირფასო.
- ამასო ხო კამათში ვერ მოუგებ.
-დიახაც ვერ მომიგებ.
დიდხანს კინკლაობენ, ნაკანი კი იღმის, მიყურებს, ისევ იღიმის ისევ მე მიყურებს.
-მორჩით კინკლაობას.
-არაფერსაც არ მოვრჩებით.
თალია ხელებს გულზე იკრეფს.
მოგვიანებით მე და კიტა აივანზე ერთად ვეწევით, ვხედავ კოტესთან მოსაუბრე თალიას როგორ სჭამს ფანჯრიდან თვალებით და დაწვრილებული მზერით ვუყურებ ჯერ მას მერე თალიას და ბოლოს ისევ იმას.
-არ მითხრა რომ მოგწონს?
-რა?ვინ?
-იცი ვიზეც ვამბობ კიტა.
თავს აქნევს, უფრო ამ იდეის თავის თავისთვის უარსაყოფად ვიდრე ჩემთვის, მერე ღრმად სუნთქავს, ფილტვებიდან კვამლს უშვებს და მე მიყურებს.
-არ ვიცი.
-ხო და გარეკვიე.
-გვეყოს ჩემზე , შენ და ერეკლე საყვარლები ხართ ერთად.
-არც დამიწყია ჯერ შენზე საუბარი რომ იცოდე. მადლობა.
-როდემდე უნდა იბოდიალოთ ასე?
-როგორ ასე?
-პაემნებზე მხოლოდ, ერთად რატომ არ ხართ უკვე?
-იქნებ იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა.
-ყველაფერი კარგი მოულოდნელად და სწრაფად ხდება თებიძე.
-როდის მერე გახდი ასეთი ყოვლისმცოდნე?
-სულ ვიყავი.
-ხო მახსოვს როგორ ჭამდით ტვის შენ და შენი ძმა პირველ კურსზე.
-მაგიტომაც იყო კონსპექტებს შენით გაკეთების ნაცვლად მე და ლუკას რომ გავრთმევდი და შენს გამო უხსენებელმა ლამის გვცემა?
ამბის გახსენებაზე გიჟივით მეცინება და თავს მხარზე ვადებ. კიტა შუბლზე მკოცნის და თმაზე სულ ოდნავ მეთამაშება. სახლში კი ჩვენი მეგობრები ხმაურით ცეკვავენ და ხითხითებენ.
იმის მიუხედავად რომ ლუკა და კიტა ტყუპები არ იყვნენ, ლუკა მასზე თვეებით უფროსი იყო, მაინც ერთად ვსწავლობდით ყველანი. საერთოდაც ლუკა იანვრის ბოლოს დაიბადა, კიტა კი ნოემბერში. ისინი მხოლოდ 9 თვით იყვნენ დაშორებულები და ერთ წელს დაიბადნენ. ამ ფაქტმა პირველ კურსზე საოცცრად გამაკვირვა, მაგრამ ისეთი საინტერესო და საყავრლობა იყო რომ მუდამ მეღიმებოდა ხოლმე. კიტას და ლუკას პირველი კურსის პირველსავე სემესტრში, ოქტომებრში შევხვდით. გუკა არ დადიოდა, მე კი მისი არსიარულის გამო ლექციებს ვაცდენდი და საბლოოდ პირველი შვალედურისთვის კონსპექტები არ მქონდა. ლუკა კი მუდამ თავს აკლავდა სწავლას, ხო და მეც ჩემს ჭკუისკოლოფ კურსელს კონსპექტები ვეთხოვე. გუკამ რომ ერთად დაგვინახა იეჭვიანა და ილიასთან ერთად ძმებს საქმის გასარჩევად დაადგა. სასაცილო სანახავი იქნებოდა მე რომ იქ ვყოფილიყავი, მაგრამ კარგი დასასრული გამოდგა. ილია და გუკა მათ დაუმეგობრდნენ, შემდეგ მე და გოგოებიც და ერთ დიდ ბანდად ვიქეცით. მერე გუკა საერთოდ ჩამოგვშორდა მომხდარი ამბების გათვალისწინებით და ჩვენ კიდევ და კიდევ დავუახლოვდით ერთმანეთს. ახლა შემეძლო მეთქვა რომ დიდი ბენდიერი ოჯახი მყავდა, თუმდა ყველანი მაინც უიმედონი ვიყავით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent