იასამნის ხესთან (ნაწილი 2)
გაზაფხულის შემოსვლა უკვე აშკარად იგრძნობოდა - ახალი წამოსული ბალახის და აყვავებული ხეების სუნი ტრიალებდა ყველგან: ნენეს ოფისში, დამიანეს სამუშაო მაგიდასთან, მომთაბარე თამარის ზუკას და ლილეს სულში, თორნიკეს წამლების სუნით გაჟღენთილ კაბინეტშიც კი. ქეთევანი? ქეთევანი მხოლოდ გაზაფხულის სუსხს გრძნობდა თითქოს მისთვის ყველა ფერი გამქრალიყოს. აპრილის პირველი კვირა იწურებოდა ნენეს რო შეუვარდნენ ოფისში ლილე და თამარი.იძულებული იყო ნახაზებს მოშორებოდა, ისეთი აღფრთოვანებით ესაუბრებოდნენ გოგოები, ორივე ბოლოზარისთვის ემზადებოდა ნენეც აიყოლიეს და ნაადრევად დაასრულებინეს სამუშაო დღე. უკვე შებინდებულზე შეაღეს რესტორნის კარი, გარშემო მყუდროება და ყავის მარცვლების სუნი ტრიალებდა. ცოტახანში დამიანე, ზუკა და დამიანეს ასაკის მამაკაცი გამოჩნდნენ, ეცნო ნენეს და გაახსენდა სიცხისგან აცრემლებული როგორ დაყურებდა იმ ვენას სადაც კაცმა სისტემა დაუდგა - თორნიკე დამიანეს ბავშვობის მეგობარი და ლილეს ნათლია, მან შესთავაზა ზუკას თავისი სახლი ყაზბეგში დასასვენებლად. საუბრისას ისიც აღმოაჩინა, რომ რამდენიმე კვირის წინ მოესწროთ ზუკას და თამარს მისი გაცნობა, დაახლოება. სწორედ ამიტომ დაგეგმეს წასვლა და დარჩენა ყაზბეგში სადაც თავგადასავლების მთელი კორიანტელი ელოდათ. დილა, როცა მზე ჯერ კიდევ ღრუბლებს მიღმა იცდიდა და თავის დროს ელოდა, ჩანთებს მანქანაში ერთი მეორის მიყოლებთ აწყობდნენ. ნენემ წინასწარ დალია საძილე აბი და მანქანაში ცივ მინაზე ედო თავი. ლილე მიუჯდა გვერდით თავი მის მხარზე დაადებინა ქალს, თბილი ადიელაც მიაფარა და დაიძრნენ კიდეც ბუმბერაზი მთებისკენ - გზაში დაათენდათ ფაქტიურად. თამარმა აიტეხა მოგზაურობის და დასვენების მთავარი ხიბლი სწორედ ის არის გზაში რო გათენდება და ამის ფონზე უყურებ გარშემო ბუნებასო. მანქან ბოლო, მკვეთრ მოსახვევს გასცდა და მოულოდნელად მთები გაიშალა. შორს თოვლით დაფარული მწვერვალი ჩანდა — ყაზბეგი. თორნიკეს ხმა მოესმა ნახევრად გამოღვიძებულს. - ამბობენ, ამ მთებში ამირანი ჰყავთ კლდეზე მიჯაჭვული... ღმერთებს რომ აუჯანყდა. თამარმა სიცილით უპასუხა - ხოდა ფრთხილად იყავი, თორემ შენც არ მიგაჯაჭვონ სადმე. გოგომ სარკიდან მომზირალს ჩაუკრა თვალი. ნენემ კი ჩუმად შეხედა თეთრ მწვერვალს. რატომღაც პირველად იგრძნო, რომ იქ, იმ მთებში, ყველაფერი პატარა ჩანდა — ტკივილიც კი. ცოტახანი ყაზბეგის მთების სიდიადეში იარეს, მთის წვერები ჯერ კიდევ თეთრში იყვნენ გახვეულები. ქვემოთ კი მიწიერი სიმწვანე იკიდებდა ფეხს, მანქანაში თბილოდა, მაგრამ ლილეს მიფარებულ ადიელას ხელს არ უშვებდა უფრო და უფრო იმალებოდა შიგნით. კიდევ ერთი საათის შემდეგ ყაზბეგის მთებს შუა ორსართულიან სახლთან გაჩერდნენ - სახლს წინ მწვანე ეზოში შევიდნენ. საოცარი სიმწვანე იყო გარშემო, ზემოთ მთებთან ნისლი მოჩანდა და მისი სუნი იქ სიმწვანეშიც იგრძნეს. სახლს პირველ სართულზე ბალკონი ჰქონდა გარედან კი კიბე მიუყვებოდა, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა იქაც სამი ბალკონი ეკრა შიდა ოთახებს გარს, სადაც ერთი ჰამაკი ეკიდა - ქვემოთ ყურძნის ხეივნის ქვეშაც ქანაობდა ერთი ჰამაკი. ძველი აგურის სახლს კი ყოველი კუთხიდან სხვადასხვა ხეებით გარშემორტყმული ეზო ეკრა გარს. სახლი ნამდვილად მყუდრო და ძველი სტილის იყო, საომარი იარაღები და სხვადასხვა კულტურული ნივთები ამშვენებდა სახლის კედლებს. ბუხრის თავზე კი ოჯახის ფოტოები იწონებდა თავს, წამით ნენეს მზერა თითქოს ნაცნობ და საძულველ სახეს გადააწყდა ერთ-ერთ ფოტოში, იმ საღამოს მისწვდა მისი ფიქრები - კოშმრებში რომ არ ანებებდა თავს, მაგრამ ლილემ შეაფხიზლდა და იფიქრა მომეჩვენაო. რამდენიმე საათში სახლიც მოაწესრიგეს თავადაც შესაფერის ფორმაში, კომფორტულად მოკალათებულები ისხდნენ ბუხართან და მარშუტს გადახედეს და სალაშქროდ გამოწყობილები ჩაამწკრივეს გარეთ თამარმა და ზუკამ. მალევე დაადგნენ გველეთის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზას. მანქანა კლდის ძირში დატოვეს და ფეხით გააგრძელეს, გაყინული ბილიკით გზა გველეთის ჩანჩქერამდე. თითქმის საათ ნახევარი დასჭირდათ ასვლაში, ჰაერი ნელ-ნელა ნესტიანდებოდა, მეტად გრილი და სუფთაც გახდა. ხეობის სიღრმეში წყლის ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა. ბოლოს კლდეებს შორის თეთრი ნაკადი გამოჩნდა გარშემო შემორტყმული ყინულის ლოლოებით - გველეთის ჩანჩქერი. სიმღერის და მათი სიცილის ფონზე თორნიკეს კითხვამ გაჭრა გველეთის ჩანჩქერის ხმაური. - იცით რატომ ჰქვია გველეთი? თქვა და ზუკას ინტრიგნულ სიცილზე მასაც გაეცინა. - აქ საკმაოდ ბევრი გველი ცხოვრობდა, მგონი ახლაც ცხოვრობს. თვალი ჩაუკრა ზუკამ თორნიკეს და ლილეს გადახედეს, გოგოს შეშინება ნამდვილად გამოუვიდათ, დამიანემ რომ მიიხუტა გულზე პატარა დიშვილი. - ნუ მიშინებთ ბავშვს. როგორც პატარა ბავშვს ისე მიეფერა გოგოს თმაზე. თამარმა რომ ამოილაპარაკა სერიოზული ხმით. - შეკარით ხო პირი? თვალები დაუბრიალა შეთქმულებს. - ამბობენ, ერთ დროს აქ დიდი გველი იცავდა წყაროს. ხოლო ვინც ბოროტი გულით მოდიოდა, არ ატარებდა. თამარი ლეგენდების შემგროვებელი იყო ყველანაირი თქმულება თუ ლეგენდა იცის, რაც კი ხალხში დარხეულა. პატარა ფერიას აენთო თვალები,ბოლოს ზუკაც და თორნიკეც დაჩქმენტილები დარჩნენ. ნენემ ყინულებს შორის წყალს დიდხან უყურა. ჩანჩქერის ხმაურში თითქოს ყველაფერი იკარგებოდა - სიტყვებიც და ფიქრებიც. ჩამოსვლა უფრო მარტივი იყო და სილამაზეც უფრო მეტად აღიქვეს, გზაში კი თამარისგან სხვადასხვა ლეგენდას ისმენდნენ. აი თორნიკეს ფეხის დაცდენა და თოვლში ჩავარდნა ბოლო წვეთი იყო, დამიანეს და ნენეს ჩათვლით იმხელა ხმაზე იცინოდნენ შეაზანზარეს მთელი ხეობა, თავად თორნიკეც მოიკეცა სიცილისგან და გუნდაობაში ჩაითრია მშრლად მყოფები. მანქანასთან დაყოვდნენ ცოტა ხანს ჭამეს, ძალები მოიკრიბეს ცოტაც გაერთნენ და გერგეტის სამებისკენ დაიძრნენ, ტურისტულ ტრანსპორტებთან გააჩერეს მანქანა. გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ იქვე მდგომი მაღალი გამავლობის დელიკით ასულიყვნენ, ადგილობრივთან გასაუბრება და ამბების მოსმენა უფრო აინტერესებდა თამარს. ჭაღარაშეპარული მამაკაცი გაუძღვა წინ დაახლოებით ათი წუთის გზაზე სადაც ხეობა ნელ-ნელა იკარგებოდა, გზად უფრო უახლოვდებოდნენ უძრავად მდგარ მთებს და სამებას. თამარის გასახარად მძღოლი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და საუბარი გააჩაღეს. - კავკასიონის ხალხებში არსებობდა რწმენა, რომ მთები უბრალოდ ქვა და მიწა არ არის, ისინი ყველაფერს „ისმენენ“ და „იმახსოვრებენ“. ასეთი ამბები განსაკუთრებით ხშირად ისმოდა ყაზბეგის მხარეში, მთები როგორც საიდუმლოების მცველები. ძველი მთის ხალხი ამბობდა: თუ ადამიანი დიდ ტკივილს ატარებს, თუ დიდი ცოდვა აქვს ან მძიმე საიდუმლო, ის ხშირად მთაში მიდიოდა მარტო. იქ შეიძლებოდა - კლდესთან ჯდომა, ხმამაღლა ლაპარაკი ან უბრალოდ ყვირილი ხეობაში. ამას ეძახდნენ „მთისთვის გულის გადაშლას“. სჯეროდათ, რომ: „მთა ადამიანს არ განსჯის — ის უბრალოდ იტოვებს მის სიტყვებს.“ ამიტომ ბევრს სჯეროდა, რომ მთები ადამიანის ტკივილს იტევენ. ამ სიტყვების გაგონებაზე და წინ გადაშლილი თეთრად გადაპენტილი სივრცის შემხედვარე ნენეს უჩნდებოდა შეგრძნება, რომ სივრცე იმდენად დიდი იყო, მისი ტკივილი მძინარე გიგანტებს შორის ცოტა პატარა ჩანდა. ეკლესია მთაზე შეფენილი ქვის ფონზე იდგა, უკან კი თოვლიანი ყაზბეგი თითქოს მთელ ცას იკავებდა. რამდენიმე წუთში უკვე ეკლესიაში იდგნენ, მათი დუმილი იმდენად ხმამაღლა ისმოდა მთებმა თითოეულის ფიქრი და დარდი ჩაიხუტა, ამის ნიშნად კი მოწმენდილი ციდან რამდენიმე მზის სხივი გამოჩნდა, რომელმაც მეტად ააბრჭყვიალა თეთრად გადაპენტილი უძრავად მდგომი მთები. სამების გარშემო შემორტყმულ გალავანთან იდგა ნენე სადღაც შორიდან ბავშვების ხმა ესმოდა. მთებისკენ მდგომს კი ზარების ხმა ჩაესმოდა. გვერდით ჩრდილი დალანდა, ის გრილი სუნიც მოყვა ჩრდილს და ბოლოს დამიანეს ხმაც გაიგო. - ძველი მოგზაურები ამბობდნენ: „ეს მთა ისე დგას, თითქოს გიგანტი წევს და საუკუნეებია არ გაუღვიძია.“ - თითქოს მძინარეა. ქალმა მთებისკენ მიუთითა. - მაგრამ ესმის, ყველას ტკივილი თუ დაფარული საიდუმლო ესმის. მხოლოდ ამის შემდეგ შეხედა კაცს, თვალი თვალს გაუსწორა. - დაკვირვებულხარ დამიანე? ზოგჯერ მზერა, ტონი, მოქმედება, დუმილიც კი პასუხად იქცევა ხოლმე. ამიტომ კითხვა არც არის საჭირო - სიმართლე თავად ჩანს. დააკვირდა ნენე დამიანეს, თითქოს ჭაობისფერებს მუქი შავი ფერი მოედო, ქალის ცისფერები კი მუქ ლურჯ ფერად შეიღება. - ეს გიგანტები. კაცმა ხელები მრავლისმეტყველად გაშალა და ისევ ქალს შეხედა. ამბობდნენ კავკასიონის კარს იცავსო. ნენემ დიდხანს უყურა თეთრ მთას. უცნაურად მოეჩვენა — თითქოს მართლაც ვიღაც უძრავად იწვა და ყველაფერს ჩუმად აკვირდებოდა. - სწორედ ამიტომაა ასეთი უძრავი, ისინი იმაზე მძიმე ისტორიებს ინახავენ, ადამიანს წარმოდგენაზეც კი შეიძლება სისხლი გაეყინოს. უკვე მოსაღამოვდა, სუსხიც მეტად წაეტანა მათ სხეულებს. გერგეტიდან, ჩამოსულები მალევე დაიძრნენ მყუდრო და თბილი სახლისკენ, ზამთრის საცეცეები ჯერ კიდევ ეხვეოდა გარს. სახლში მისულებმა მამაპაპური სუფრის გაშლა დაიწყეს ცოტა დასვენების შემდეგ, გვერდით ეზოში მაყალი და ხორცის სუნი ტრიალებდა, კიტრის და პამიდვრის სუნიც ცოცხლად იგრძნობოდა. მაგიდა ყურძნის ხეივნის ქვეშ გაშალეს. ლილემ სირბილით აიარა მეორე სართულზე და იქიდან გიტარით გამოჩნდა, სახე გაბრწყინებული ნათლიამისს რო უყურებდა მზაკვრული მზერით. - ნათლიი... იფიქრე ამას გამოგაპარებდი? ამის გამოტოვება არ იქნება. - რო იცოდე ნენეს რა ხმა ამოსდის, აქამდე გამოაჩენდი გიტარას... წარბი აუწია ფერიასავით თეთრ კაბაში გამოწყობილს, ზუკამ. - მაშ გელოდებით, პატრიოტული სულისკვეთებით. აბრჭყვიალებული თვალები შეანათა და ბიძას მიეხუტა. ვზივარ მთის ძირას მდუმრედ, ნიავი მივლის მხრებზედა ჩამომავალი უბრალი, მდინარე მოჰყეფს ხევზედა, თვალუწვდენელი ქედები ზეცისვენ მიიხარიან მწვანად ბიბინებს მთა-ბრი, ყველგან იები ჰყვავიან. - მისამღერამდე ნენეს მშვიდი, აუღელვებელი ხმა გაისმა, წამით გადაიკვეთ მისი და დამიანეს მზერა, ხმას მიყვებოდა კაცის თვალებიც. ... სამშობლო ლამაზო, სამშობლო ღვთიანო, შენს მთების კალთებზე ყოფნა მწადიანო, ღვთისგან ნაკურთხო სამოთხევ მზიანო შენს მთების კალთებზე ყოფნა მწადიანო. - თორნიკესთან და ნენესთან ერთად ლილე და თამარის წკრიალა ხმაც შეუერთდათ. გაღიმებულები შესციცინებდნენ იქ მსხდომნი ერთმანეთს, გვერდით კი ყაზბეგის ბუმბერაზი მთები ედგათ, ყურძნის ხეივნის შრიალიც მოიტანა გრილმა სიომ. რა ლამაზი ხარ მამულო ვერ ვძღები დავტკბე შენთა შენს მიწას ჩოქვით დავკოცნი და დაგისველებ ცრემლითა, ნეტაი ჩვენს მიწა -წყლზე ქვეყნად არავინ ტიროდეს ხარობდნენ ყოვლნი ერითა, სამშობლოს ყველა ყვიროდეს. ... სამშობლო ლამაზო, სამშობლო ღვთიანო, შენს მთების კალთებზე ყოფნა მწადიანო, ღვთისგან ნაკურთხო სამოთხევ მზიანო შენს მთების კალთებზე ყოფნა მწადიანო. ამას მოყვა კიდევ ერთი და ორი სიმღერა უკვე ექვს ხმაში მღეროდნენ. აღარ იყო არანაირი ბარიერი, ნიავმა წაიღო ყველა სიმორცხვე, დაბრკოლება და უთქმელი სიტყვები. ნასვამი ზუკა სიმღერის ფონზე ადგა და გოგოები გამოიცეკვა, ყაზბეგის მთებს შორის ლილე და თამარი ხელის ნაზი მოძრაობებით აცოცხლებდნენ ძველ ქართულ სულს, თეთრ და ლურჯ კაბაში გამოწყობილები როგორც ნაზი ფარფატა პეპლები ისე ცეკვავდნენ. ზუკაც დედოფლის გვირგვინს ადგავდა ცეკვის დროს თითოეული მისი მოძრაობით, ცეკვის ბოლოს კი ხის ძელზე დადებული გვირილებით და სხვადასხვა ტყის ყვავილისგან გაკეთებული გვირგვინი ჩაატანა გოგოებს თმებში. ასე ლაღად აუყვნენ მეორე სართულის კიბეებს და იქ გააგრძელეს. ქვემოთ გამოსაფხიზლებლად ჰამაკში დარჩა ნენე, ყავით ხელში. ისევ გერგეტს შორის მდგომს ჩაესმოდა ზარების ხმა, თვალები დახუჭა და მწვანედ გადაპენტილი მინდორი დალანდა, ორი ცხენი თავისუფლად რომ დანავარდობდა გერგეტის ქვემოთ გაშლილ მდელოზე. ფიქრებმა იმ საღამოში ჩააგდო. თითქოს გარშემო უფრო მეტი სიმსუბუქე იგრძნობოდა, მაგრამ სუნთქვა დაუმძიმდა, მარჯვენა ხელის კანკალმა აიტანა, მეორე გაყინული ხელი შეახო და ღრმად სუნთქვას შეეცადა. იარაღიდან გასროლის ხმამ გადაფარა ზარების ხმა... გულზე მტკივნეულად მიიდო ხელი ცრემლებიც თითქოს საზღვართან ჯებირების გარღვევას ელოდებოდა. ელოდებოდა რა იქნებოდა ქალისთვის ბოლო წვეთი რომ ბოლომდე განთავისუფლებულიყო. თბილი ხელის შეხებამ მოიყვანა აზრზე წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა დამიანემ და პლედი მიაფარა. - ნენე... - არ გინდა დამიანე. ამღვრეული ხმით უპასუხა და დაწითლებული თვალებით შეხედა. - ხანდახან ყველაფერი უთქმელად ჩანს... ამით აგრძნობინა, ყველაფერი უთქმელის გამოჩენა. - ცივა. ქალს პლედი შეუსწორა და იქვე კიბის ძირში ჩამოჯდა. მაინც მისწვდა მისი თვალები ქალისას. ნიავმა კი სწორედ აქ ყაზბეგის მოგონებებში ჩაძირა, სამი წლის წინ აქ მთელი სამეგობრო შეკრებილიყო, მათი ბოლო შეხვედრა სწორედ აქ იყო. იმ დროს ჯერ კიდევ ზამთარში, არსად ჩანდა გაზაფხულის ცოცხალი სიმწვანე, ყველაფერი თეთრ სუდარაში იყო გახვეული, ფეხის თავისუფლად გადადგმაც ჭირდა. გაახსენდა მეგობარი, უკვე არეული, დაძაბული ქეთევანი ყველაზე შესამჩნევი იყო, სტკიოდა დამიანეს მეგობრის ასეთ მდგომარეობაში ყურება. უკვე მთვრალ ძმაკაცს რო წამოადგა თავზე. - იბრძოლე მისთვის. ქეთევანისკენ მიანიშნა კაცმა. - დამი არ გესმის, მას სხვა... ჯანდაბა... - ვიცი სანდრო, მაგრამ დამიჯერე მას სხვა არ უყვარს უბრალოდ ეშინია, ეშინია გამხელილი გრძნობების. ძლიერად დაადო მეგობარს ხელი. - მე სხვა მიყვარს... ამის გაგონებაზე კი თავად დამიანესაც აევსო მოთმინების ფიალა. - რას ამბობ სანდრო სულ გაგიჟდი? ძმაკაცი ლამის საცემრად წამოსწია დამიანემ. - სულ ნუ დამაკარგვინებ წარმოდგენას. - ეს უმნიშვნელოა, ის გოგო კი, ის ჩემი გახდება... იმ წამს ამაზრზენად მოეჩვენა სანდროსგან გაგებული ყველა სიტყვა. - საყვარელი ქალისთვის ბრძოლა უმნიშვნელოა? საყელოში წყვდა ძმაკაცს. - ქეთევანს ხო ანადგურებ თავსაც ინადგურებ და გთხოვ სრულიად უცოდველსაც ნუ გარევ ამაში. - ქეთევანს ხო არვაინტერესებ, აი ის შემიყვარებს, ბოლოს მაინც ჩემი გახდება. - სანამ დროა გონს მოეგე! თორე მწარედ ინანებ. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ, ხელს ისე გვკრავ ყოველ ჯერზე თითქოს შენი მტრები ვიყოთ! - უკვე გვიანია... ახლა უბრალოდ ჩემი უნდა მივიღო. ღონემიხდილმა ამოილაპარაკა. - ახირებული ბავშვივით ნუ იქცევი თორე გეფიცები დავივიწყებ, ჩვენს ყველა ერთად გადადგმულ ნაბიჯს. თბილისში ჩასვილსთანავე სულ რო ძალის გამოყენება მომიწიოს კლინიკაში დაგაწვენ! ადამიანური მოპყრობა შენ არ გესმის. ამის შემდეგ გაიგო ის რამაც ასე ერთიანად დაანგრია დამიანე. ქეთევანის და სანდროს საუბარი დაღი აღმოჩნდა. - ქეთევან ბოლო შანსს გაძლევ. წამომყევი შემიყვარე და ყველაფერს გავაკეთებთ ერთად. - სანდრო მე შენ ისე ვერასდროს შეგიყვარებ... როგორც შენ გინდა. ჩემი ბავშვობა ხარ... - იცოდე ვერც დამიანე შემოგხედავს ისე როგორც შენ გინდა. მისი ბავშვობა კი შენ ხარ, ეს სულ გახსოვდეს... ჩემი ბავშვობაც ხარ... ამაზე მეტი მინდოდა გამხდარიყავი!სანდროს ნათქვამის შემდეგ ქალის მავედრებელი, გაბზარული ხმა გაიგო დამიანემ, მაშინ თავადაც გაიბზარა. თითქოს თავისი ბავშვობის ორი ნატეხი დაუცველი დატოვა და ტკივილი მიაყენა. ეს იყო ის ბოლო რაც ძმაკაცთან აკავშირებს, ის რაც მისგან ბოლო ახსოვს. დაბეჩავებული სანდრო, რომელთან ერთადაც გაიზარდა. ჟინისგან ანთებული თვალებიც ახსოვს, რომელიც ვერ შეაჩერა გამთენისას თბილისისკენ რო გაიქცა და საწადელი მიიღო,როცა ყველა გაანადგურა. სუსხიანმა ქარმა გაფანტა ყველა მოგონება. იმ ჰამაკს გახედა სადაც ნენე იწვა. სადაც ბოლოს სანდროსთან ისაუბრა, ტანში გაცრა. ქალისკენ დაიძრა მაჯის საათს რო დახედა უკვე ოთხი ხდებოდა, ნენე შეაფხიზლა და ბარბაცით, ერთი ნახევრად მძინარე მეორე კიდევ ნახევრად ნასვამი ნელა აუყვნენ სახლის შიდა კიბეებს — ხის საფეხურები ჩუმად ჭრიალებდა, სახლიც ინახავდა ამ დღის ხმებს, სიცილს, სიმღერას და უთქმელ სიტყვებს. ზემოთ უკვე სიჩუმე იყო. მხოლოდ შორიდან აღწევდა ქარის ხმა, რომელიც მთებს შორის დადიოდა — თითქოს ისევ აგროვებდა ადამიანების დატოვებულ ისტორიებს. ნენე ბოლო ნაბიჯზე შეჩერდა. წამით უკან გაიხედა — ბნელი ეზო, ჩაქრალი მაყალი და ჰამაკი, რომელიც ნელა ირხეოდა, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელით. ისევ იგივე შეგრძნება დაეუფლა — შეგრძნება რომ რაღაც დარჩა იქ, ქვემოთ. ან... ვიღაც. თვალები დახუჭა, მაგრამ ამჯერად სიმშვიდე არ მოვიდა. მხოლოდ ის ხმა — მოკლე, მკვეთრი, გამჭოლი. იარაღის. სუნთქვა შეეკრა. ხელი ინსტინქტურად გულზე მიიჭირა, თითქოს ცდილობდა დაეჭირა ის, რაც შიგნით იშლებოდა. - ნენე... — ძალიან ჩუმად გაისმა დამიანეს ხმა, მაგრამ ამჯერად არც შეხედა. არ უნდოდა. რადგან იცოდა — თუ შეხედავდა, ყველაფერი ისევ გამოჩნდებოდა. ნელა შეაღო ოთახის კარი და სიბნელეში შეაბიჯა. სიბნელე უფრო მარტივი იყო. იქ არავინ სვამდა კითხვებს. არც სიმართლე ჩანდა ასე მკაფიოდ. ფანჯრიდან მთები მოჩანდა — უძრავი, ჩუმი, მძიმე. როგორც იმ ამბების მცველები, რომლებიც ვერ ითქვა ბოლომდე. ნენე საწოლზე ჩამოჯდა, მუხლები გულზე მიიხუტა და თვალები დახუჭა. გარეთ ქარი ისევ ზუზუნებდა. მთები კი — როგორც ამბობდნენ — უსმენდნენ. და ამ ღამით, ისინიც კიდევ ერთ საიდუმლოს იტოვებდნენ. დილა ყაზბეგში მზიანი გათენდა, გუშინდელ ნიავს ღრუბლები სულ გაექრო ციდან. ფეხშიშველი გამოვიდა ნენე ოთახიდან, ქვემოდან ჟრიამულის ხმა ამოდიოდა, გიტარის და სიმღერის მელოდია ესიამოვნა. თხლად ჩაცმულს ესიამოვნა მზის სხივების სითბო, ფეხშიშველა ჩაირბინა ქვემოთ, ლილეს ახალ წამოსულ ბალახზე ადიელა გაეშალა და ზურგზე იწვა, დე ვიტამინს მზის წყაროსგან იღებდა. ნენე ჰამაკში ზუკას გვერდით დაჯდა, კაცმა გულზე მიიხუტა ქალი. - შეგცივდება ნენეკო. ქალმა ფეხები აკეცა და ზუკას მოსაცმელმაც არ დააყოვნა ქალს ადიელასავით მიაფარა. - ზუკიტო... ნენემ სასაცილოდ აბრიალები თვალებით ახედა. - ოხ ნენე, არ იცვლები, მეკიდე გაზრდილი, დაქალებული მგონიხარ. - შენც ზუკა. სისხლის სამართლის ადვოკატი ხარ და კაცმა რო შემოგხედოს ვერავინ იფიქრებს ეს კაცი 28 წლის და თან სისხლის სამართლის ადვოკატიაო. როგორც პატარაობაში ისე დაუჩქმინტა ქალს ლოყები. - ცოტა უნდა მოპუტკუნდე თორე დასაჩქმენტი ლოყები აღარ გაქ. - ბოლოს ეგეთი ლოყები აკვნის ასაკში მქონდა. - მაშინ საკმარისად ვერ დაგჩქმიტე. გაეცინა მასაც და ახითხითებული ქალი უფრო მეტად მიიხუტა. ქარიშხალი სახელად თამარი რო დატრიალდა უკნიდან კი სერიოზული სახით მოსდევდა თორნიკე, კივილით რო დაახტა თავზე ნენეს და ზუკას. ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა ნენემ - აქვე გაწყდება ჰამაკი და ძირს აღმოჩნდებოდნენ, რომ გადარჩნენ შვებით ამოისუნთქეს მაგრამ ახლა ძლიერი ხელის კვრა იგრძნო უკნიდან და საქანელამაც ისე დაიწყო მოძრაობა თითქოს სამი ადამიანი არ გაკვეხებულიყო, უკნიდან ლილე აქანავებდა მათ, თან ვიდეოს იღებდა და ვიდეოშიც დიდი ალბათობით მხოლოდ ლილეს სიცილი და თამარის კივილი ისმოდა, სადღაც შორიდან მოესმა თორნიკეს სიცილიც და თამარის მისამართით მუქარა. კიბის თავზე კი დამიანე იდგა - ისიც შეამჩნია ნენეს ცისფერებმა, უბრალოდ იდგა ყავის ჭიქით ხელში და იღიმოდა ისე გულწრფელად რომ გადაიფარა ნენეს გონებაში სხვა ყველაფერი თითქოს ამაზე ნამდვილი არაფერი ენახა, მისი მწვანეებიც მზის სხივივით ანათებდა. სანამ თორნიკე არ დაუზავდა თამარს მანამდე ჰაერში იყვნენ გამოკიდებულები, მაგრამ უკვე ფეხზე მდგარს თორნიკემ რაღაც გადაულაპარაკა თამარს, გოგოსაც წამში დაედო პომიდვრისფერი და ნაჩქარევად გაიქცაა მეორე სართულისკენ. - ჩემო ძვირფასებო დღეს, ისეთ სუფთა ადგილებს დავლაშქრავთ სუნთქვა შეგეკვრებათ, შეიძლება გზამაც შეგიკრათ სუნთქვა. ჩუმი ფხიკუნი მოაყოლა ზუკამ საკუტარ ნათქვამს. - სწორედ ისუნთქებთ და არაფერი მოხდება, ფეხით სავალი ბევრია, მაგრამ ღირს. დამშვიდებული თამარის ხმაც გაიგეს და ნელ-ნელა დაიწყეს მზადება. შუადღის პირზე, როცა სიცხე ზენიტში იყო და მაინც გრილოდა გზას დაადგნენ. მათი გზა ჯუთადან დაიწყო - პატარა სოფელი, რამდენიმე სახლი და გარშემო ახალგაზრდების ჟრიამული ისმოდა კავკასიონის მთებს შორის. ფეხით გაუყვნენ ვრცელ ბილიკს. გარშემო მთის წვერები ნელ-ნელა თეთრდებოდა და სივრცე მეტად იშლებოდა.მიწა მყარი მარტივად სასიარულო იყო, ახალი წამოსული ბალახი ორივე მხარეს თანაბრადაა გაშლილი, მათ გვერდით კი ახლოს მიყვებოდა მდინარე, პატარა ნაკადულად - მისი ხმა სულ ესმოდათ. ლილეს და თამარის შიმშილის ფონზე მალევე ჩამოსხდნენ, მაგრამ გზაც მალე გააგრძელეს. უკვე იმდენი ჰქონდათ გავლილი ჭაუხის მასივი გამოჩნდა. ჯერ არ იყვნენ მისულები ჭაუხის მთის ძირში ჩაწოლილ ჯუთას ტბამდე. - თამარ, ლეგენდების შემგროვებელო. თორნიკეს ხმა აჰყვა პატარა ნაკადულის მდუმარე ძახილს. - რაო მომთაბარე ექიმო. ნენე იმ სილაღეს და ბავშვობას ეძებდა გოგოს ხმაში, უცებ რო გაახალისა კაცის წამოწყებამ. - რატომ არ გვეუბნევი რო ჯუთას ტბას, თინას ტბა რქმევია თურმე. ნენემ დაინახა როგორ აენთო თვალები გოგოს, იცოდა მისი დამოკიდებულება ამ ტბის და მისი სახელის მიმართ. - არ მიმაჩნია რეალისტურად, ერქვას ტბას სახელი და მას არ ჰქონდეს ისტორია, ვცადე ერთხელ გარკვევა და იმდენად ზოგადი პასუხები მივიღე ეს უფრო ლოკალურ, ზეპირ ჭორებს გავდა, ტურისტის ან დაინტერესებული ადამიანის მოსაშორებლად. სწორედ ამიტომ ჯუთას ტბას ჩემთვის არ აქვს სხვა სახელი და დანიშნულება. - შენ რომ არ მოგწონს ეს ნიშნავს რო არ უნდა გაგვათვითცნობიერო ჩვენ? წარბი აიწკიპა თამარმა, სწორედ ამას ელოდა. - იცი ბატონო ვაის ვაგლახით მომთაბარე ექიმო. მზაკვრულად ჩაიცინა და ისევ მას მიუბრუნდა. - როცა რაღაცას ვამბობ მე მას ახსნას ან განმარტებას ვაყოლებ ხოლმე თუნდაც ეს ვიღაცისთვის უაზრო ლეგენდა იყოს, ამ შემთხვევაში კი მეზობელი ლამარას მოფიქრებულ ამბავს ვერ მოვყვები, ტურისტების მოსაშორებლად რო აქვთ შეთხული - იყო ერთი თინა და ტბაზე ხშირად ამოდიოდაო. გააქნია გოგომ თავი უარყოფის ნიშნად. - ეს ამბავიც არ არის. დაბრიცა ტუჩები და წარბებიც შეჭმუხნა უკმაყოფილების ნიშნად. - ასე მეც ვივლი ტბებზე და არქვან ჩემი სახელი. ბოლოს იმხელა ხმაზე ახარხარდა ეს პატარა გოგო, ნაკადულის და მშვიდი ბუნების ხმები ვიღას ახსოვდა. - ისე იმდენჯერ ხარ ჯუთას ტბაზე ნამყოფი, მგონი შეეშალათ და თამარის მაგივრად თინა დაარქვეს. ახლა ზუკა ამოუდგა გვერდში. - ხოდა გადაარქვით სახელი. ხელები გადაიჯვარედინა და გაბუტულ ბავშვს დაემსგავსა თამარ ქალი, ფეხების დაბაკუნებაღა აკლდა. - არინერვიულო ჩემო გოგო, ჩემთვის ეს ტბა თამარის სახელით იქნება ცნობილი. თვალი ჩაუკრა მიმავალს დამიანემ და გვერდით ამოიყენა, ჩანთა გამოართვა გოგოს და წინ გადაშლილ სივრცეზე მიუთითა ტბა ახლოდან კიდევ უფრო ჩუმი იყო, ვიდრე შორიდან ჩანდა. წყალი არ მოძრაობდა — თითქოს მისთვის უძრაობა დაევალებინათ. ზედაპირი ისეთი გლუვი იყო, რომ ვერ მიხვდებოდი, სად მთავრდებოდა და სად იწყებოდა ცა. ღრუბლები ნელა გადადიოდნენ ზემოთ, და ზუსტად იგივე ტემპით ირეკლავდა ყველაფერს ტბა — ქვემოთაც. ტბის გარშემო ბალახი დაბალი იყო, თითქოს ქარს დაემორჩილებინა. მწვანე ერთნაირი არ იყო — ერთგან ოდნავ ღია, მოშორებით რამდენიმე ფერი მოგხვდებოდა თვალში სადაც ტყის ყვავილები იწონებდნენ თავს, ადგილ-ადგილ მუქ მწვანეშიც გადადიოდა. ქარი იყო, მაგრამ არა ძლიერი — ისეთი, ხანდახან რომ შეგახსენებდა თავს. წყლის ზედაპირს ძლივს ეხებოდა, ისე, თითქოს არ უნდოდა სიჩუმის დარღვევა. მხოლოდ წვრილი ტალღები ჩნდებოდა, წამით, და ისევ ქრებოდა. ქვის ფერები ერთმანეთში ირეოდა — ნაცრისფერი, ოდნავ ყავისფერი, ალაგ ალაგ მზისგან გათეთრებული.მთები ტბის გარშემო ახლოს ჩანდა, მაგრამ მაინც შორს იყო, ზედა ნაწილებში ჯერ კიდევ ჩანდა თოვლის პატარა ლაქები, რომლებიც არ დნებოდა, უბრალოდ იყო. სიჩუმე არ იყო ცარიელი. იქ იყო: შორიდან ჩამოსული წყლის ძალიან სუსტი ხმა ქარის გადაადგილება ბალახში ქვებზე ფეხის შეხების მკრთალი ხმა და ამ ყველაფერს შორის — სივრცე. სივრცეში კი მომღიმარი სახეები, ნენე ბალახზე უკვე ფეხშიშველა დადიოდა ხელები გაეშალა და ტბის ირგვლილ მინდვრის ყვავილებს შორის ანაზდად დააბიჯებდა. ლილემ ქართან ერთად გაჭრა სივრცე, გაშლილ მდელოზე გაწვა და იქვე მინდვრის ყვავილებისგან გვირგვინს წნავდა, მის გვერდით ტბის პირას ქვაზე იჯდა ზუკა და ისიც ეხმარებოდა ყვავილების შეგროვებაში. თორნიკე გაშლილ სივრცეს კადრებად ინახავდა. თამარი კი უძირო ტბას ჩაჰყურებდა, მაგრამ თორნიკეს ჩართვები არ აძლევდა თამარის ფიქრებს შორს წასვლის საშუალებას. დამიანე დალანდა ოდნავ მოშორებით იდგა, ნენესკენ დაიძრა ხელში ველური ყვავილებით გაკეთებული გვირგვინით. - იცი ნენე, არიან ქალები - კლდის ყვავილებს გვანან, ნებისმიერ სირთულეს დაძლევენ, საკუთარი ძალებით კლდეს გახეთქავენ და მაინც აყვავილდებიან. იქ ჯერ კიდევ გაყინული მწვერვალები ბოლოს მაინც ველური ყვავილებით გადაიპენტება. ქალს გვირგვინე თმებში ჩააწნა და ისევ ტბაში არეკლილმა გაყინულმა მწვერვალმა მიიქცია მათი ყურადღება. ბილიკი ჭაუხებამდე არც ისე დიდი იყო. გზაში სიმღერაც მოასწრეს. - ერთხელ აქაურმა ქალმა მითხრა „ერთ დროს ჯუთაში ჩვენთვის, მშვიდად, მარტო ჯუთლები ვცხოვრობდით — ერთი ტურისტიც არ დადიოდა. ოდითგან ჭიუხს ვეძახდით — ეს სახელი შემოგვინახეს თაობებმა. მერე ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქალაქებიდან თუ კუთხეებიდან დამსვენებლები და გააჭაუხეს“ მაგრამ მთავარია ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაო. - ასე თამარ, დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება, მთავარია ურთიერთპატივისცემა და სიყვარული შემორჩეს. მხარი აუბა დამიანემ და თბილად გაცვალეს მადლიერებით სავსე მზერები. ჭაუხებიც გამოჩნდა ნაკადულად ჩამოდიოდა მდინარე და მის გარშემო უფრო მეტ მინდვრის ყვავილს არხევდა ქარი. უმეტესად ცისფერი და ყვითელი ფერის ყვავილები ჭარბობდა. გოგოებმაც გაიხადეს ფეხსაცმელი, ლილე ყინულივით ცივ წყალში ლამის თავით ჩაეშვა ისე იყო გადაყიდებული, კამკამა წყალში ანარეკლივით ჩანდა მისი ხელი. დანარჩენებიც ბუნებას მიენდნენ, გაშალეს ფრთები და ფანტაზია. ეს ორი ერთად კი ისეთია გაფრენასაც შეგაძლებინებს ადამიანს. თამარს ჩამოუჯდა ნენე გვერდით მის გრძელ თმას ჩამოაყოლა ხელი, წელამდე დატალღული თმა მოიქცია ხელში და დაწვნა დაიწყო წინიდან კი თამარი აწვდიდა ყვავილებს თმაში ჩასაწნავად. - როგორც პატარაობაში, დეიდაშვილო. გოგოსკენ გადაიხარა ლოყაზე აკოცა და თბილად მოხვია გაყინული ხელები, ნენეს ყოველთვის დედის ინსტინქტი ერთვებოდა თამართან. გრძნობდა რაღაც არ აძლევდა გოგოს მოსვენებას, მის თმას ნელა ჩამოაყოლა ხელი, თითოეულ მოძრაობას საოცრად მშვიდად აკეთებდა, თითოელი ჩაწნული ყვავილი უფრო მეტს აკეთებდა ვიდრე უბრალოდ ყვავილი. - როცა ვიზრდებით, ტკივილი არ ქრება. მას არ უნდა გაექცე თამარ, რაც უფრო შორს ეცდები გაქცევას მით მეტად შეგიპყრობს. შენ შეგიძლია აირჩიო - იბრძოლო ან დანებდე. თამარი შემობრუნდა ნაწნავი ხელში მოიქცია და ჩაფიქრებულმა დახედა, ისე ჩაეხუტა ნენეს გაშვება აღარ უნდოდა გულის ცემის ხმა ორივეს ესმოდა, მათი გული სინქრონში დამშვიდებულად ძგერდა. საღამოს ბინდი ნელ-ნელა იპარებოდა ტბების გარშემო, ქარმა ღრუბლებიც შეყარა ჭაუხების თავზე. ქარის ზუზუნს ჩანთების შრიალი და ელვა შესაკრავების უხეში ხმა არღვევდა. მალე აალაგეს ტბის გარშემო ყველაფერი და მცირე დაღმართს ჩაუყვნენ - გვერდით უფრო აჩქარებული მდინარე მოუყვებოდათ. წვიმის ხმას შეერია სიმღერის მელოდიები. მუხამბაზს მღეროდა მომღიმარი თორნიკე. - შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია - ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია - აქიმობას თუ გამიწევ მადლია, - დაილოცოს შენი სოფლის ნათლია. მომღიმარი დამიანე ამოუდგა გვერდით ბავშვობის მეგობარს გადახვია ხელი და მანაც მისცა ბანი. - ჩემს ეზოში გაიარე მადლია, - დაილოცოს შენი სოფლის ნათლია. ახლა ზუკაც აყვა და სამ ხმაში მღეროდნენ, ფიალები აკლდათ მხოლოდ მათ მოწადინებას. - შენს ფანჯრებთან ვიღიღინო რას გიშლი - ამასა გთხოვ შენს ნახვას ნუ დამიშლი - სილამაზე ცქერით როდი გაცვდება - დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდება - სილამაზე ცქერით როდი გაცვდება - დარდი ნუ გაქვს აუგი არ დამცდებაა მათ წინ პეპლებივით დაფარფატებდნენ ლილე და თამარი, ახლა ისინიც აყვნენ, სივრცეს აპობდა მათი ბედნიერება და გაშლილი ხელები. ნახევარი მდელო ფრენა ფრენით ჩაირბინეს, ნენე კი ზუკამ მიიხუტა გულზე შუბლზე თბილი კოცნა დაუტოვა და ისინიც ჩქარი ნაბიჯით დაეწივნენ გოგოებს. ამასობაში წვიმის წვეთებიც დაეწიათ. დაღლილებს და გათანგულებს სასიამოვნოდ მოხვდათ წვიმის წვეთები. ლილემ ხელები აღაპყრო ცისკენ და საოცრად თბილი თვალებით აიხედა, მხოლოდ ერთი გულწრფელი მადლობა იყო და ყველას სათითაოდ ჩაეხუტა, ბოლოს ნენეს ისე შემოხვია ხელები და დაეკონა გულზე თითქოს მის გაშვებას არასოდეს აპირებდა. ასე სიმღერით დაეშვნენ ქვემოთ, მთების თავისუფლება იმ წამს თითოეულმა ნათლად შეიგრძნო, გაზაფხულის შხაპუნა წვიმა კი მათ განწყობას ერთი ორად ამაღლებდა. სოფლამდე ბევრი აღარაფერი აკლდათ, ნენემაც რო გაშალა ხელები და სიმღერაში აყვა გოგოებს, გვერდით ამოუდგა და ასე ღიღინით ჩავიდნენ სოფლამდე. დამიანე უყურებდა და რაღაც სხვა ამოუცნობს კითხულობდა ქალის ღიმილში, მისი ეს ემოცია უდავოდ ნამდვილი იყო მაგრამ, ამის უკან თითქოს კავკასიონის მთებიდან ექოდ გაისმოდა სიმართლე და მალე ამოხეთქავდა. მანქანასთან მისულები უკვე კარგად გასაწურები იყვნენ, საბურავი დაშვებული დაუხვდათ. სანამ საბურავს ცვლიდნენ გოგოებმა იქვე გადაფარებულს შეაფარეს თავი. მოხუცმა, წელში მოხრილმა კაცმა რო გახედა გაკვირვებულმა, ლილე უკვე სიცივისგან კანკალებდა. კაცმა ცოტახანი თბილი ბუხარი და ჩაი შესთავაზა გასათბობად ახალგაზრდებს და შეყვნენ მოხუცს სახლისკენ. - ბაბუა გენაცვალოთ, ახალგაზრდებო, დაღლილები ჩანხართ. მადროვეთ რამდენიმე წუთი, მანამდე გათბით. კაცმა ბუხართან დატოვა და მეორე ოთახში გავიდა, მალევე იქიდან საოცარი და განსხვავებული არომატი გამოვიდა, რამდენიმე წუთში კი მოხუცი გამოჩნდა ჩაის გამჭირვალე ჭიქებით, მასში ყვავილის ფერადი ბურთულები მოჩანდა ყველაში სხვადასხვა ფერის და ფორმის. თამარს ვარდის კვირტებით სავსე ფინჯანი გაუწოდა, ლილეს ჭიქაში ყვითელი ფერი ბატონობდა ეს შროშანი იყო, ნენეს ჭიქაში კი ვარდისფერი ყვავილი ჩანდა. იასამნისფერი შეფერილობის ჭიქა თორნიკეს მიაწოდა, ზუკას ჩაის ჭიქიდან ოქროსფერი ყვავილი იწონებდა თავს, ყველაზე უცნაური ფერი კი დამიანეს ჩაის ქონდა ის მოლურჯო მოიისფრო ფერში იყო. - ბავშვებო თითოეულ ყვავილს თავისი ისტორია აქვს. ყველა ჩაი განსხვავებული არომატის არის და ყველას თავისი თვისებები აქვს. ვარდის კვირტები. მზერა თამარზე შეაჩერა - ეს რომანტიკასთან და თავდაჯერებულობასთან ასოცირდება, ის შეესაბამება ადამიანს ვისაც უყვარს ტრადიციები, სიძველე და ელეგანტურობა. ეს ადამიანი შეიძლება გარეგნულად დისტანციური ჩანდეს, მაგრამ შინაგანად ძალიან თბილი და მზრუნველია. თამარს თბილად გადახედა და ჩაიზე მიუთითა. - შროშანი. ახლა მზერა ლილეს მზესავით მოკაშაკაშე სახეზე გადაიტანა, ბავშვური მეამიტობით რომ უცქერდა. - ნაზი და მეოცნებეა, შროშანი სისუფთავესთან და სინაზესთან ასოცირდება. ეს ჩაი იმ ადამიანისაა ვინც სამყაროს ოპტიმისტურად უყურებს. ის არის გულწრფელი, ემოციური და სჯერა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. მასთან ურთიერთობა ჰაეროვანი და მსუბუქია. თბილად გადახედა კაცმა ლილეს. - ქრიზანთემა. ახლა ნენეს ვარდისფერი ყვავილით სავსე ჭიქას შეხედა მოხუცმა ¬- მშვიდი და გაწონასწორებული. აღმოსავლეთში ქრიზანთემა სიბრძნის სიმბოლოა. ეს ჩაი შეეფერება მას, ვინც სხვებს სიმშვიდეს ჰგვრის. ის არის ადამიანი, ვისაც რჩევისთვის მიმართავენ, ვინც იცის მოსმენა და შეუძლია ქაოსშიც კი სიმშვიდე შეინარჩუნოს. მოხუცის ამ სიტყვებზე დამიანეს საუკეთესო მკითხველთა დაჯილდოება და ნენეს სიტყვები გაახსენდა წიგნებზე და მათთან ერთად თავგადასავლებზე. - ლავანდას რაც შეეხება. ახლა თორნიკეს და მის ჩაის მიაპყრო მზერა. - მოგზაური და მედიტატორი, ლავანდის სურნელი მაშინვე სიმშვიდესა და სამხრეთ საფრანგეთის ველებთან ასოცირდება. ეს ჩაი შეეფერება ადამიანს, რომელსაც შეუძლია წვრილმანებში დაინახოს სილამაზე. ის არის ცოტა „მოღრუბლული,“ უყვარს მარტოობა, კითხვა და ფიქრი. მასთან საუბარი ყოველთვის ღრმა და აზრიანია, თითქოს სულს გიმშვიდებს. - ოსმანთუსი. ჭაღარაშეპარულმა ჩაფიქრებული ზუკას ყურადღება მიიპყრო და თავისი ჭიქისკენ მიუთითა, თავი დაუქნია კაცმა ზუკას თანხმობის ნიშნად. - ოქროსფერი ყვავილი. მზიანი და ოპტიმისტი, ამ ყვავილს ატმის და გარგრის ნაზი არომატი დაჰკრავს, რაც ძალიანი იშვიათია ყვავილოვანი ჩაისთვის. ეს არის ადამიანი, რომელიც ოთახში შემოდის თუ არა, ყველას განწყობას უუმჯობესებს. ის არის თბილი, ხალისიანი და ყოველთვის პოულობს გამოსავალს რთული სიტუაციიდან. მისი ენერგია გადამდებია. - ხოლო რაც შეეხება ლურჯ ჩაის. კაცმა დაფიქრებით გადახედა დამიანეს ჭიქას. - ერთი შეხედვით მარტივად ამოსაცნობია მაგრამ, ის იდუმალი და ტრანსფორმატორია. ეს ყვავილი წყალს მუქ ლურჯ ფერად ღებავს, ხოლო ლიმონის ერთი წვეთის დამატებისას იასამნისფერი ხდება. დამკვირვებლური მზერით გადახედა მოხუცმა დამიანეს, თითქოს იქ რაღაცას ეძებდა. - ეს ჩაი შეესაბამება ადამიანს რომელიც მუდამ ვითარდება. ის ამოუცნობია, მასში ბევრი შრეა და ყოველთვის გაქვს განცდა, რომ ბოლომდე მაინც ვერ შეიცანი. ყველასთვის სითბოს მომტანი იყო თითოეული ჩაი თავისი მახასიათებლებით, მაგრამ მაინც დატოვეს განსაკუთრებული კვალი მოხუცის სიტყვებმა და ამოსუნთქვამ სიტყვებს შორის, ცოტახანში კი მათ ჭიქებში მხოლოდ მშრალი და გამხმარი ყვავილის კვირტები დარჩა. თამარს მაინც სძლია ინტერესმა და ჯუთას ტბის ისტორია სთხოვა კაცს. - ჩემო გოგო. თინას ტბის სახელით ხშირად მოიხსენიებენ აბუდელაურის ერთ-ერთ ტბას. ლეგენდა კი, რომელიც ამ მხარესა და ხევსურეთის მთებს უკავშირდება, ხშირად გიორგი ნაგვარეველსა და ლახვარს ეხება. ამბობენ, რომ ეს ტბები წარმოიშვა დევებისა და ხევსური გმირების ბრძოლის შედეგად. ერთ-ერთი ვერსიით, როდესაც იახსარმა _ ღვთისშვილმა _ დევი დაამარცხა, დევის სისხლმა ტბის წყალი შავად შეღება, აქედანაა შავი ტბის სახელი. თინას ტბასთან დაკავშირებით კი ხალხში შემორჩენილია თქმულება სიყვარულზე — თითქოს ტბა ადგილობრივი ლამაზი ქალის, თინას სახელს ატარებს, რომელიც ამ ტბასთან ხშირად ამოდიოდა. თუმცა, ოფიციალური "კლასიკური" მითოლოგია უფრო მეტად დევებსა და ხატებს, ღვთისშვილებს შორისაა გაყოფილი. - რაც შეეხება ჯუთასა და ჭაუხებს. ჯუთა და მის თავზე აღმართული ჭაუხები თავისი ფორმებით ყოველთვის აღძრავდა ფანტაზიას. არსებობს გადმოცემა, რომ ჭაუხების მწვერვალები გაქვავებული ძმები არიან, რომლებიც თავიანთ ხეობასა და ოჯახს იცავდნენ. როდესაც მტერი მოვიდა, ისინი მწვერვალებად იქცნენ, რათა სამუდამოდ გადაეღობათ გზა ხეობისკენ... თამარს თბილი, მოსიყვარულე მზერით შეხედა და თბილად გადაულაპარაკა. - არასოდეს შეწყვიტო ლეგენდების შეგროვება და სხვადასხვა ისტორიის მოსმენა, ეს ჩვენი ხელუხლებელი მემკვიდრეობა რომელიც შეიძლია თაობებს გადასცე. როდესაც მასპინძელმა დააკმაყოფილა თამარის ინტერესი, ახალი ინფორმაციით დატვირთულები გაემართნენ სახლისკენ. მოხუცისგან დარჩათ, დაკვირვებული და შემსწავლელი ფრაზა, თითქოს მან იმაზე მეტი იცის ვიდრე ამბობს. ბოლოს კი მათ დაუტავა იმაზე ძლიერი რამ ვიდრე უბრალოდ სიტყვებია. „ბავშვებო - ზოგი წყალი სარკეა... ზოგი კი იმას აჩვენებს, რის დანახვასაც ვერ ბედავ.“ უბრალოდ წვიმის წვეთებზე და თმაში ჩაწნულ ყვავილებზე დიდხანს დარჩა მოხუცის ეს სიტყვები თითოეულის გულში. გზა სახლისკენ გააგრძელეს, წვიმამ გაარღვია კავკასიონის მკაცრი ბარიერი და საამოდ ედებოდა ნენეს გულს, შხაპუნა წვიმის ხმა ესმოდა თითქოს ნიავს მოჰქონდა სადღაც შორიდან. სიმართლე არ იკარგება პირიქით ის ექოსავით ისმის ყაზბეგის ბუმბერაზი მთებიდან. შუაღამეს რამდენიმე საათი ადრე შევიდნენ სახლში. თბილ ტანსაცმელში გამოწყობილები აივანზე ისხდნენ, წვიმის მიუხედავად ცაზე ალაგ ალაგ ვარსკვლავები ელვარებდა. ნენე ჰამაკში იჯდა, თამარი ადიელით ხელში დაიძრა ქალისკენ მიეხუტა - ჰამაკში ჩაწვა ისიც და თავი მხარზე ჩამოადო ქალს, ნენეც მშვიდად მიეფერა თმაზე. ჯერ კიდევ ჰქონდა თამარს ნენეს ჩაწნული ყვავილები თმაში. მათ წინ ისხდნენ დამიანე და ზუკა - ქვემოდან ნათლია, ნათლული ამოდიოდნენ. თორნიკეს და ლილეს ბატიბუტით სავსე თასები ამოჰქონდათ. ყველა კომფორტულად იყო მოკალათებული. - თამარ, როგორი იყო შენთვის მოხუცის მიერ მოყოლილი ლეგენდა. გოგომ ნენენს ზურგიდან თავი ოდნავ წამოსწია. - რეალური, თორნიკე. მან უბრალოდ თავიდან მოსაშორებელი ამბავი არ შეთხზა. - არა, არა ჩემთვის მაინც თამარის ტბის სახელით იქნება აღიარებული. თუ ვინმე ტბის ისტორიას მკითხავს, შენს ამბავს ვეტყვი, ტბასთან მიმავალი ლამის ფეხები რო ააბაკუნე ლეგენდის გამო. გულიანად გაეცინა ზუკას თორნიკეს ნათქვამზე. კიდევ ბევრი, ამბავი გაიხსენეს - ყველა თმარის მოყოლილი ლეგენდა ამ ორი დღის განმავლობაში. - ეს ხომ უბრალოდ ამბები არ იყო. ეს ლიტერატურა და ფოლკლორია, ეპიკური ჟანრის თხზულება, ზღაპრისგან განსხვავებით, ლეგენდას რეალური საფუძველი აქვს. სწორედ ასეთ ლეგენდებს ეძებს თამარი. - არასდროს დაკარგო ინტერესი ლეგენდების მიმართ.რაღაც ყოველთვის რჩება მათში... ამიტომ ეძებს თამარი. დამიანემ თვალი ჩაუკრა გოგოს. - ხედავ ამ გულქვა ექიმსაც კი გაუღვიძე ინტერესი რაღაც მიწიერზე. ბავშვობის მეგობარს გადახედა გაღიმებულმა. მალე საუბარი ჩაცხრა. მხოლოდ წვიმის ხმა და ხანდახან ჩუმი სიცილი ისმოდა. ამ საღამოს, ნენეს ხელში გიტარა აღმოჩნდა. სიმებზე თლილი თითები ნელა გადაუსვა. პირველი ნოტი სუფთა იყო. მეორე - ოდნავ მძიმე. ხმა რომ ამოუვიდა, თითქოს სუნთქვაც თან გაჰყვა. მელოდია მშვიდად დაიწყო, მაგრამ შუაში დაიძაბა - იქ, სადაც სიტყვები აღარ ჰყოფნიდა. ტკივილი არ ჩანდა, მაგრამ ისმოდა. ნისლი ნელ-ნელა ჩამოწვა მთებიდან და აივანსაც მოედო და იქ მყოფთა ტკივილს თავის ბურუსში ახვევდა. ხმის ბოლო ნოტები შიგნით გაიფანტა - როგორც რაღაც, რაც ბუნებას მიაქვს. დამიანე უსმენდა. სხვებიც სმენად გადაიქცნენ, მაგრამ განსხვავება იყო - დამიანემ ის არამარტო გაიგო. შეიგრძნო... სულის ტკივილამდე ჩაწვდა ქალის ხავერდოვანი, ტკივილშეპარული ხმა. დილა სუსხიანი გათენდა, მაგრამ მზე მაინც თვალს ჭრიდა ახალგაღვიძებულებს. როგორც წინა დღეებში დილა ადრიანად არ დაწყებულა. გვიან ღამით ჩაძინებულები, მხოლოდ ათი საათის მერე გამოიშალნენ ოთახებიდან. ნენემ მეორე სართულის ფართო ბალკონიდან უკანა ეზოს ბაღში, ხეებს შორის მოსიარულე თორნიკე და დამიანე შეამჩნია, რამდენიმე წუთში კი დაეწიათ თამარის და ლილეს ლაღი ხმა. ანაზდად, ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევდა მათკენ. წუხანდელი ნისლი უკვალოდ არ გამქრალა, ახალი წამოსული ბალახი ოდნავ დაცვარული იყო და ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებდა ნესტის სუნი, მაგრამ გაზაფხულის სითბო უფრო და უფრო ედებოდა არემარეს. - ნე... გვერდში ამოუდგა ლილე და ხელკავი გამოსდო. - წამოდი თორე თამარმა, ზუკამ და ბიძაჩემმა ყველაფერი გაანადგურეს რაც კი ხეებზე იყო, ოდნავ შეფერილი მაინც. ეზოს კიდეებთან ოცამდე ალუჩის ხე იდგა, თითქოს ეზოს გალავნად ეკრა. აქა-იქ ვაშლის ხეები იდგა, მათ გულში კი ალუბლის და ბლის წამოზრდილი ხეები იწონებდა თავს, მწვანე დანამულ ფოთლებს შორის რამდენიმე დაწითლებული კუნწულა ჩანდა. ალაგ ალაგ ჩანდა გაგრის, ქლიავის და თხილის ხეებიც ჰაერშიც სასიამოვნოდ ტრიალებდა ჯერ არ დამწიფებული ხილის სუნი. ნენე კი საოცრად გაკვირვებული დარჩა, არ ელოდა ამდენს და ასეთს. ალუჩის ხესთან იყვნენ შეკრებილები, თვალში მხოლოდ ზუკა დააკლდა. სადაც დანარჩენები მანაც ახედა ალუჩის ხის კენწეროს, იქ დალანდა თავისი მეგობარი, რომელიც ისე იყო ტოტებში ახლართული თავის გათავისუფლება უჭირდა, ჯიბეებიდან კი მოცუცქნული ალუჩები ცვიოდა. ქვემოთ მყოფები კი ვეღარაფრით იკავებდნენ სიცილს. - აი მაგ გიჟებმა. ზემოდან თამარს და ლილეს დააჩერდა ახლართული. - ორსულებივით აიტეხეს ალუჩა ალუჩაო. მგონი შვიდ თვიანები არიან. ვერ ცხრებოდა ზუკა თან ბოლომდეც ვერ უბრაზდებოდა. - ადამიანურად რო დალოდებოდნენ კიბეს და ისე მიმერთმია არ ისურვეს. - ჩვენ არც ალუჩის წვიმა გვისურვია, მაგრამ ნახე ლილე ფარული სურვილები ხდება. ზემოთ ახედეს მოჩხუბარს დემონსტრაციულად გაშალეს მათაც ხელები და ისე დაიწყეს ტრიალი. უკვე ოთხად მოიკეცა თამარი. ასეთივე მდგომარეობაში იყო პატარა ფერიაც. აღარ დასცალდათ გოგოებს, მალე თორნიკე რო მოევლინა ზუკას მშველელად, კიბე მიადგა ხეს და ჩამოსვლაში დაეხმარა. გოგოებმა შემოიარეს მთელი ბაღი და თუ სადმე მწიფე ხილი შეხვდათ ყველას ერთ თასში ყრიდნენ. გვერდით ეზოში, წყაროსთან, ბებერი მსხლის ქვეშ ისხდნენ ნენე და თორნიკე. - ეს ხეხილი, ამდენი ხილის ხე და კენკრა... თორნიკეს გადახედა ქალმა. - მამაჩემი სულ უვლიდა ხეებს, მისი გაკეთებულია ყველაფერი. წინ ეზოში, ხეივანზე მიუთითა და მზერაც გაეყინა იმ ერთ წერტილზე კაცს. - მე კი უბრალოდ ვუვლი, მსიამოვნებს ეს და მის თავს მახსენებს. - ძალიან ლამაზია აქურობა, ეტყობა მასში ჩადებული სული. - წამოდი უკეთეს ადგილს გაჩვენებ. ჭიშკარს გაცდნენ, გზაც გადაკვეთეს. დამიანემ ზუსტად იცოდა სადაც მიჰყავდა ქალი, დანარჩენებიც მალე გაჰყვნენ. უცხო სახლის ჭიშკარსაც გასცდნენ, შეაღო თორნიკემ კარი და მაშინვე მზრუნველი, თბილი ხმა ამოუვიდა. - ნანი? ჩემო ტკბილო ნანი. ეზოში მოფუსფუსე თავშალწაკრული ქალისკენ გაემართა. - ჩემი თავქარიანი ბიჭი... დანაოჭებული ხელებით მიეალერსა თორნიკეს. - ბე გაიცანი ნენე. თითქოს მისი სახელით ყველაფერი ნათქვამი იყო. თბილი და სევდაჩამდგარი თვალებით შეეგება ნანი ქალს. - ჩემო გოგო, მზესავით გიბრწყინავს თვალები. ყაზბეგის მთებში ადამიანი ერთი ორად ლამაზდება. შენ კი კაშკაშებ... დანარჩენებიც მალევე გააცნეს ნანის. დამიანე ისე მიიხუტა გულზე როგორც საკუთარი შვილი. - ბავშვებო, ქეთევანი... ჩემი თვალებხატულა გოგო, როგორ არის. ორივეს შეეცვალა სახე, ემოციებმა სძლიეს. - კარგად... კარგად იქნება, ნანი. თბილი ღიმილი შეაგება ქალს და გულზე მიიხუტა. - წამოდით, ანზორი თქვენ ბაღშია... ქალი წინ გაგვიძღვა და ხეივნის ტოტებით დაწნულ დაბალ გალავანს მიადგნენ, თვალწარმტაცი სილამაზე გადაიშალა მათ წინ, პატარა სასწაული იყო: ეზოს შუაში ტირიფის დიდი ხე იდგა მის გვერდით შედარებით პატარა ახალი დარგული ტირიფი იყო, რომელსაც ტოტები უკვე ქვემოთ ჩამოსაყრელად მოემზადებინა. პატარა ხელოვნურად გაკეთებული ნაკადული ჩამოდიოდაა ხეების გვერდით, ქვებით შემოესაზღვრათ წყლის მიდამო. პირდაპირ ტირიფის ძირში კი ხის გადაჭრილი კუნძები იდგა იგივე ხის დიდი მორის გარშემო, რომელიც მაგიდის ფუნქციას ასრულებს. შემოსასვლელში, წნულებთან სამი ქვევრი იდო სხვადასხვა ზომის, იქვე ახლოს კი გაბზარული და ნახევრად ჩამოტეხილი ქვევრი იყო, რომლისთვისაც ხელი არ უხლიათ არც გამთელების ნაკვალევი ეტყობოდა და მისი თითოეული ნატეხიც იქვე ხელუხლებელი ჩანდა, რომელსაც სიძველისგან უკვე ხავსი მოჰკიდებოდა. ყველაფერი დიდ ისტორიას ჰყვებოდა. მთელი შუადღე ნანისთან და ანზორთან გაატარეს, მოხუცის თონეში ჩაკრული შოთიც გასინჯეს, ნენემაც წაიკრა თავზე თავშალი,თმა მთლიანად თავშალში ჰქონდა აკეცილი. როგორც ნანიმ დაარიგა და ჩაეყუდა თონეში. მზე სისხლისფრად ელვარებდა, ამის ფონზე ახალწამოსულ ბალახს უფრო მუქი ფერი მიეღო. შორიდანვე შეამჩნია ნენემ, შეკაზმულ ცხენებთან მდგომი თორნიკე და თამარი. ლილე კი გაცხარებით ცდილობდა ანზორი ჭადრაკში დაემარცხებინა. პატარა ნაკადულთან ახლოს ხის მორებზე კი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ დამიანე და ნენე. ანზორის თავგამოდებული ახსნა ესმოდა, რომელიც ლილეს თითოეული სვლის შედეგს უხსნიდა - აი ჩემო გოგო დამიანეს კითხე, როცა სამი წლის წინ აქ იყვნენ, სანდრომ ისეთი სვლით მოიგო ყველა გაოცებული დატოვა. ეს სიტყვები და მის წინ მჯდომის თვალები ნენესთვის ზარების და იარაღის გასროლის ხმაზე მძაფრი იყო. თითქოს ყველაფერი გაშავდა,ნისლი ჩამოწვა მოწმენდილ ცაზე. თვალებში სითხე ჩაუდგა, თითქმის ვეღარ არჩევდა წინ გამოსახულებას. დახედა აკანკალებულ მარჯვენას და ის ერთი ობოლი ცრემლიც დაეცა. ინერციით წამოდგა, გაარღვია ჯებირი ჭაობისფერთან და დაისისკენ მიიწევდა. შეკაზმულ ცხენებთან მდგომების არც ხმა ესმოდა არც შეშფოთება. მოკიდა აღვირს ხელი და თვალის დახამხამებაც არ დასჭირდა ისე უცებ მოსწყდა ადგილს. თითქოს კავკასიონის მთებსაც მობეზრდა დუმილი - ხმა აიმაღლა, ის რაც აქამდე ექოდ ისმოდა, ახლა ხმის ჩაწყვეტამდე ღრიალებდა. გააპო ჰაერი ნენემ, თავშალში მოქცეული თმა ჩამოეშალა, ყელზე შერჩა თავშალი, მზის სხივებზე ოქროსფრად ელავდა ქალის თმა. არაფერი ესმოდა მხოლოდ სისხლისფრად მოელვარე ცას ხედავდა, მტკიცედ აღმართული მთის ფერდობს აუყვა, უგზო უკვლოდ დაკარგული და აზრებ არეული მიქროდა შორს, უძრავად მდგარი კარიბჭისკენ. უკნიდან როგორც გულის ბაგა ბუგი ისე ჩაესმოდა კიდევ ერთი ცხენის ფლოქვების ხმა, როგორც ძარღვებში სისხლი ისე გაეყინა ხელი აღვირზე - კიდურებში ძალა წაერთვა. ცხენი უკვე ინერციით მიჰყვებოდა გზას. ღონემიხდილი, ცხენი ჩიკეცა. მას მიყვა ნენეც და ცხენთან ერთად დაემხო ჯერ კიდევ დაცვარულ ბალახზე. ჩაკეცილ ცხენთან იჯდა და უკვე იასამნისფერ მუქ ლურჯად შეღებილ ცას გაჰყურებდა. მუხლებში ძალა აღარ ჰქონდა წამოსადგომად. მარჯვენა ხელი უკვე მონოტორულად უკანკალებდა, გულამდე სისხლი ვეღარ მიდიოდა, უჭირდა... სუნთქვა უჭირდა, არსებობაც... წამოდგომა დააპირა, მუხლები იქვე მოეკეცა, დამიანეს რო არ შეეშველებინა ხელი უღონოდ დაეცემოდა მიწაზე. ორივე ერთად დაეშვა მიწაზე. - დღემდე ვგრძნობ... მარჯვენას დახედა ამღვრეული თვალებით. - დენთის სუნი... მუდმივად თავს მახსენებს. - მოვკალი.მათ გამამართლეს, შენ ხო თავს იცავდაო... ერთადერთი რაც შემდეგ მესმოდა იყო. - გისამძიმრებო... ახლა ხმაც აუკანკალდა და სულ მთლად დაიშალა. - ვიცი ნენე. ტკივილიანი ხმა იყო რაც კაცისგან გაიგო. - მაშინ... იგრძნო დაძაბული ქალი, მკლავებში. სიტყვები ძლივს აბავდა ერთმანეთს. ისევ თავის ხელს უყურებდა, არ მოძრაობდა გეგონება სუნთქვაც შეწყვიტაო. - არ ესმოდა, ვუთხარი გაჩერდითქო... არა ვერ აიტანა, ჩაიციკლა ბოლოს მაინც ჩემი გახდები თუ... თუ არ შეგიყვარდებიო... საწადელიო. ხმა გაუწყდა გულზე ისე მიიდო ხელი თითქოს საგულიდან აცლიდნენ და უბრალოდ სიცარიალე რჩებოდა. - ქარმა მხოლოდ დენთის სუნი მოიტანა... სისხლი... ჩემი მშობლების სისხლით იყო გაჟღენთილი ჰაერი... ხმა ჩაუწყდა, რამდენიმე წუთი გაშეშებული იჯდა ბალახზე. დამიანე უფრო ახლოს მიიწია. უფრო ძლიერად დაიჭირა. არა იმისთვის, რომ დაემშვიდებინა — არ იცოდა როგორ. არამედ იმისთვის, რომ არ წასულიყო. და იმ წამს მიხვდა რაღაცას, რაც არ უთქვამს: თუ ეს გოგო ახლა დაეცემა — ისიც დაეცემა მასთან ერთად. - ვერ მოვუსწარი. ბოლოს სულ... სულ შეიცვალა. არ იყო ასეთი. ის უარმა შეცვალა, გაუხლიჩა გული შემდეგ წინ აღარაფერი ეღობებოდა.... არც სიყვარული არც პატივისცემა. სულ დაიკარგა, მე კი ვერ დავეხმარე... ნენეს ხელი რომ დაიჭირა, მაშინვე იგრძნო — არ იყო ეს უბრალოდ კანკალი. ეს იყო რაღაც უფრო ღრმა… ისეთი, რაც სხეულს აღარ ეკუთვნის. ცოტა გვიან მიხვდა, რომ ძალიან ძლიერად უჭერდა. არ გაუშვა. ეშინოდა. არა იმის, რომ ნენე წაიქცეოდა — ეშინოდა, რომ დაიშლებოდა და ვეღარ დააბრუნებდა. - დღემდე ვგრძნობ... მის ხმაში რაღაც იყო ისეთი, რაც დამიანეს არ გაუგონია აქამდე. არა ტკივილი — ტკივილს იცნობდა. ეს სხვა რამე იყო. - დაგვიანებული. მის სიტყვებს უსმენდა, მაგრამ პარალელურად რაღაც სხვა ხდებოდა. უყურებდა მის ხელს. იმ ხელს, რომელსაც თვითონ იჭერდა და უცებ გაიფიქრა — რამდენი რამ აქვს ამ ხელს გაკეთებული, რაც არავის უნახავს. რამდენი ტკივილს ატარებს. რამდენ რამეს ქმნის ტკივილიანი ხელებით და სულით. მაინც არ წყვეტდა მოძრაობას იმის მიუხედავად რო გული ეგლიჯებოდა. ცხენი ჯერ კიდევ მძიმედ სუნთქავდა. ნესტოები ფართოდ ჰქონდა გაშლილი, ორთქლი ამოდიოდა ცხვირიდან და სველ ბალახს ედებოდა. ნენე ისევ მის გვერდით იჯდა, ხელი უნებურად ჰქონდა მის კისერზე ჩამოდებული — თითქოს არ უნდოდა გაეშვა. დამიანე ნელა მიუახლოვდა. ჯერ ცხენს შეეხო, თითქოს ეს უფრო მარტივი იყო. ხელისგული ჩააყოლა მის თბილ, ოდნავ ოფლიან ბეწვში და ცოტა ხნით იქ გააჩერა. ცხენმაც ნელა ამოისუნთქა — როგორც ადამიანი, როცა ხვდება რომ საფრთხე წავიდა. ნელა ჩაიყვანა ქვემოთ, ბალახზე. ცოტა ხანი არც ერთს უთქვამს არაფერი. ჰაერი თითქოს ისევ მძიმე იყო, მაგრამ ქარი ნელ-ნელა არბილებდა. იქვე, რამდენიმე ნაბიჯში, წყლის ხმა ისმოდა — წყნარი, მონოტონური. - წამოდი… — ჩუმად თქვა ბოლოს. ნენე ნელა წამოდგა. ერთი წამით თითქოს ისევ წაიქცეოდა, მაგრამ ამჯერად ხელი აღარ გაუწვდია დამიანეს — თვითონ იპოვა ბალანსი. დამიანე გვერდით გაჰყვა. ახლოს, მაგრამ ისე, რომ არ შეხებოდა. ცხენი მათ უკან მოდიოდა. ნელა, დაღლილი ნაბიჯით, ბალახს წყვეტდა გზადაგზა, თითქოს ყველაფერს ისევ ჩვეულ რიტმში აბრუნებდა. რამდენიმე ნაბიჯში წყლის ხმა უფრო მკაფიო გახდა. პატარა მდინარე იყო — ქვებზე გადმომავალი, ცივი და გამჭვირვალე, ჰაერიც უფრო გრილი. მზის ბოლო სხივები ზედ ეცემოდა და წყალი ოქროსფრად ელვარებდა. ნენე ქვასთან ჩამოჯდა. ჯერ წყალს უყურებდა, მერე ოდნავ დაიხარა და ხელისგული ჩაყო. მკვეთრად შეაკრთო სიცივემ, მაგრამ ხელი არ ამოუღია. დამიანე ცოტა მოშორებით გაჩერდა. ცხენი მათთან მოვიდა და წყალს დააცხრა — დიდი, ხმამაღალი ყლუპებით. ეს ხმა უცნაურად ამშვიდებდა გარემოს. დამიანეც დაჯდა ბოლოს. ქვას დაეყრდნო და ცოტა ხნით თვალები დახუჭა. ახლა უკვე ყველაფერი ნელდებოდა. მის შიგნითაც. დამიანეს, შეცვლილმა დამძიმებულმა ხმამ გაარღვია სივრცე. - იმ ღამეს, როცა ბოლო საუბარი გვქონდა, იმ აივანზე ვისხედით სადაც ჩვენ წინა საღამოს... არ უნდოდა ქალისთვის ეტკინა, მაგრამ მისი თითოეული სიტყვა ბასრი იარაღივით იყო. - გამთენიისას, როცა ექიმები მოვიდნენ მის წასაყვანად, სახლში აღარ იყო. გზაში ყოველ ჩიხს ვამოწმებდით, გვეგონა სადმე გადაჩეხილი ეგდო... ჩაწითელიბული თვალები პირველად გაუსწორა ქალს, ღრმა, დამძიმებული სუნთქვა ამოაყოლა სიტყვებს. - როცა ქეთევანმა სანდროს სიყვარული უპასუხო დატოვა და მეტიც უარი უთხრა, ამან იმდენად მოკლა ის რო ბრძოლის უნარიც წაართვა. შეყოვნდა, ყურადღება გვერდით მეორე ცხენმა მიიპყრო, რომელმაც დამიანე მიიყვანა ნენემდე.წყალთან მიახლოებისას ჯერ შედგა, ყოყმანობდა, ზედაპირზე საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა. ბოლოს, ისიც დაეწაფა წყლის ნაკადულს, ფრთხილად დაკვირვებით, წაგრძელებული და დაძაბული კისერით. დამიანე უყურებდა წყალს. არა იმიტომ, რომ აინტერესებდა — უბრალოდ ნენესთვის ტოვებდა ადგილს. - არ მინდოდა გაგეგო, ასე…არ ვიცოდი ვინ იყავი. მისი ბოლო სიტყვები იყო „ შენ ვერასოდეს გახდები ქეთევანი“ — ამოთქვა ბოლოს ნენემ. ხმა უკვე სხვანაირი ჰქონდა. გატეხილი კი არა — დაღლილი. დამიანემ თავი ოდნავ შეატრიალა მისკენ. - არც მეკითხებოდა არავინ… — მშვიდად თქვა. - მთებმა თვითონ გაარღვია ჯებირები. მშვიდი პაუზა და ცხენის ჩუმი ფლოქვების ხმა ისმოდა მათ უკან რო მოკალათდნენ - და ალბათ იმიტომ, რომ აღარ შეგეძლო მარტო ტარება. ნენემ წყალს შეხედა. - მე არ ვარ ისეთი, როგორიც გგონია. ამაზე ოდნავ ჩაეღიმა. არა ირონიით — უფრო მშვიდად. - არც მე. ისევ სიჩუმე, მაგრამ ეს სიჩუმე უკვე აღარ აწვებოდათ. დამიანემ პატარა კენჭი აიღო და წყალში გადააგდო. - როცა პირველად გნახე… — დაიწყო ნელა, - საერთოდ არ მომეჩვენე მშვიდი. ნენემ შეხედა. ქვემოდან შეპარული მზერით. - უფრო ისეთი… სიტყვებს ეძებდა, - თითქოს მუდმივად მზად ხარ გაიქცე. ნენეს ტუჩები ოდნავ შეერხა. - გავიქეცი კიდეც. სინანულის ნოტებიც გარეოდა ხმაში - ჰო. — მშვიდად დაეთანხმა. - მაგრამ ახლა აქ ხარ. პაუზა. - და ეს ჩემთვის საკმარისია. ნენემ პირველად შეხედა პირდაპირ, ამჯერად არ მოარიდა მზერა. დამიანემაც აღარ აარიდა ჭაობისფერები. არ ცდილობდა დაემშვიდებინა, არ ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. უბრალოდ… იღებდა იმას, რაც იყო. ნელ-ნელა სუნთქვა დაურეგულირდათ, ღონემიხდილს თვალები ეხუჭებოდა, ინერციით გადაიხარა უკან, გაწოლილი ცხენისგან წამოსული სითბო ესიამოვნა. გვერდიდან იგრძნო უფრო მეტი სითბო, დამიანეს მის ნახევრად ჩამოშლილ თმას შეეხო. ეტკინა... იგრძნო, მისი ტკივილიც, კისრიდან თავშალი მოაშორა, ნახევარი მხარი დაუფარა, ხალები მოუჩანდა მაინც. დაეწვა ქალს კანი, თითქოს ამოუშანთეს ყოველი წერტილი სადაც დამიანეს თითები შეეხო. სუნთქვაც იგრძნო. -ფასი ახლანდელ დღეს და ახლანდელ მდგომარეობას აქვს, ნენე... - წარსული უბრალოდ მოგონებაა... ხოლო მომავალი ამოუცნობი. რაც გაგვაჩნია არის “ახლა“. გულთან მოუტანა ქალს ხელი, არ შეხებია. - გაივლის, აქ არ ჩაიტოვო ტკივილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


