მებაღე - თავი 8
იმ საღამოს, როცა მილენა თავის ოთახში დაბრუნდა, კარი შიგნიდან ჩაკეტა ისე, თითქოს ამ ერთ მარტივ მოძრაობაში შეიძლებოდა მთელი სამყაროს გაჩერება, ზურგით მიეყრდნო ცივ ხეს და თვალები დახუჭა, თუმცა სიჩუმემ, რომელსაც ელოდა, არ მოიტანა სიმშვიდე - პირიქით, თითქოს უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ დააბრუნა ყველაფერი, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა; იოანეს ხმა, მისი სიტყვები, თითოეული ტონი, რომელიც თითქოს განზრახ იყო შერჩეული, რომ ზუსტად იქ დაერტყა, სადაც ყველაზე მეტად სტკიოდა, და შემდეგ ის მოულოდნელი სიახლოვე, მისი ხელის შეგრძნება სახეზე, კოცნა, რომელიც არც ნაზი იყო და არც ვნებიანი, არამედ რაღაც გაუგებარი, დაუმთავრებელი, ისეთი, რომელიც პასუხზე მეტად კითხვებს ტოვებდა გონებაში. მილენა ნელა მოსწყდა კარს და ოთახში შევიდა, მაგრამ ნაბიჯები მყარი არ ჰქონდა, თითქოს იატაკი ოდნავ ირხეოდა მის ქვეშ; სარკესთან გაჩერდა, საკუთარ თავს შეხედა და რამდენიმე წამი ვერ იცნო - არა გარეგნულად, არამედ იმ მზერაში, რომელიც უკან უყურებდა; იქ იყო სირცხვილიც, გაბრაზებაც, და რაღაც უცნაური, რაც ვერ ამოეხსნა, რაღაც, რაც უფრო მეტად აბრაზებდა, ვიდრე ის შეურაცხყოფა, რომელიც პირდაპირ მიიღო. ის სწრაფად მოშორდა სარკეს, თითქოს საკუთარ თვალებსაც ვერ გაუძლო, კარადასთან მივიდა და კარი გააღო ისეთი მკვეთრი მოძრაობით, თითქოს შიგნით დაგროვილი რაღაცის ამოღებას ცდილობდა; ტანსაცმლის ამოღება დაიწყო - ჯერ არეულად, მერე უფრო გააზრებულად, თითოეული ნივთი ჩემოდანში ჩადიოდა, მაგრამ ყოველ მათგანთან შეხებას თან ახლდა ფიქრი, რომელიც არ ჩერდებოდა; რამდენჯერ წარმოიდგინა აქედან წასვლა, რამდენჯერ უთხრა საკუთარ თავს, რომ დროებითი იყო ყველაფერი, და მაინც, როცა საბოლოოდ დადგა ეს მომენტი, არ ჰგავდა გათავისუფლებას - უფრო გაქცევას. დრო ისე გავიდა, რომ ვერ გაიგო რამდენი, ოთახში უკვე ბინდდებოდა, მაგრამ ჩემოდანი მზად ჰქონდა; წამით ისევ გაჩერდა, ხელები საწოლზე დააწყო და თავი ოდნავ დახარა, თითქოს საკუთარ თავს ეკითხებოდა - მართლა მიდიოდა თუ უბრალოდ ცდილობდა, არ დარჩენილიყო იქ, სადაც ისევ დაუცველად და მიუღებლად იგრძნო თავი. ბოლოს მაინც ჩაავლო ხელი ჩემოდანს და კარი გააღო. დერეფანი მშვიდი იყო, თითქმის ცარიელი, და მისი ნაბიჯების ხმა უცნაურად მკაფიოდ ისმოდა, თითქოს მთელი სახლი მას უსმენდა; გოგოების ოთახთან რომ მივიდა, დაუკაკუნებლად შევიდა, და იქ არსებული სიმყუდროვე ერთ წამში დაირღვა - მარინა საწოლზე იჯდა, ნინა ფანჯარასთან, ლიკა კი რაღაცას უყვებოდა ორივეს, მაგრამ მილენას დანახვაზე საუბარი გაწყდა. მათი მზერები ერთდროულად გადავიდა მის უკან მყოფ ჩემოდანზე. -ეს რა არის? – ნინომ პირველმა იკითხა, უკვე აფორიაქებული ტონით. მილენამ პასუხი არ გაახანგრძლივა. -მივდივარ. სიჩუმე ჩამოვარდა, ისეთი, რომელიც ჯერ ვერ იჯერებს მოსმენილს. -რას ნიშნავს “მივდივარ”? – მარინამ ხმა ოდნავ აუწია, – სად მიდიხარ? -უბრალოდ მივდივარ, – თქვა მილენამ, მშვიდად, მაგრამ ეს სიმშვიდე უფრო დაძაბულობას ჰგავდა. ლიკას გაეცინა, მაგრამ ეს სიცილი ზედაპირული იყო: -რა გჭირს? სერიოზულად ამბობ? -კი. -არა, რაღაც მოხდა, – მარინამ პირდაპირ თქვა, – ასე ვერ წახვალ. მილენამ მზერა აარიდა. -უბრალოდ არ მინდა აქ ყოფნა. -ეს პასუხი არაა, – ნინომ თავი გააქნია, – რა მოხდა? რამდენიმე წამი მილენა ჩუმად იდგა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა, ბოლოს კი ამოისუნთქა და თქვა - თავიდან მოკლედ, მერე უფრო დეტალურად, თითქოს სიტყვები თვითონ მოდიოდა, ის ადგილი, იოანეს გამოჩენა, მისი სიტყვები, ის შეუბრალებელი ტონი, და ბოლოს ის კოცნა, რომელიც ყველაფერს კიდევ უფრო არეულს ხდიდა სიტუაციას. როცა დაასრულა, ოთახში სიჩუმე ისევ ჩამოვარდა, მაგრამ ახლა უკვე განსხვავებულად. ლიკა პირველი გამოეხმაურა, თვალები ოდნავ გაუფართოვდა. -ეს… უცნაურია. მარინა მაშინვე შემობრუნდა მისკენ. -უცნაური კი არა, შეურაცხმყოფელია. ნინომ მილენას შეხედა, სერიოზულად, თითქმის ფრთხილად. -ეგ კაცი ზღვარს გადავიდა. ლიკამ მხრები აიჩეჩა, თითქოს ბოლომდე ვერ ეთანხმებოდა. -არ ვიცი… ეგ კაცი ჩვეულებრივი არ არის, შეიძლება უბრალოდ- -არა, – მკვეთრად გააწყვეტინა მარინამ, – “უბრალოდ” არაფერია აქ. მილენა უსმენდა, მაგრამ უკვე შიგნით აღარ იჭერდა ამ ყველაფერს; მათი სიტყვები თითქოს გარედან მოდიოდა, შორს მიდიოდა, და მას ისხლიტავდა. საბოლოოდ დარწმუნდა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიიღო. -გოგოებო, არ იდარდოთ ჩემზე, შემეხმიანეთ ხოლმე. მაინც მივდივარ, – ამოთქვა ბოლოს. ნინომ ნაბიჯი გადადგა მისკენ. -ნუ გააკეთებ ამას ასე, იმპულსურად. მილენამ ოდნავ გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი ცარიელი იყო. -ეს იმპულსი არაა, ნინ.-ხელი ხელზე ნაზად ჩამოუსვა და თვალებით დაემშვიდობა მათ სევდიან სახეებს. მერე შებრუნდა და გამოვიდა. დერეფანში ისევ სიჩუმე დახვდა, მაგრამ ამჯერად ეს სიჩუმე თითქოს უფრო მძიმე იყო, და სწორედ მაშინ, როცა კუთხეს მიუახლოვდა, მკვეთრად შეეჯახა ვიღაცას. იოანე. სანამ გააზრება მოსწრო, ძლიერი ხელი მკვეთრად მოეხვია მაჯაზე, არა მოულოდნელად, არამედ ისე, როგორც ადამიანი, რომელიც უკვე ელოდა ამ მომენტს. მილენამ გაბრაზებულმა შეხედა. -შენ რა, მართლა აქ იდექი და ისმენდი?-მის ხმაში წყენა აშკარად იკვეთებოდა. იოანემ არც კი უპასუხა მაშინვე, თითქოს მეასეხარისხოვანი იყო მისთვის ეს, შემდეგ მხოლოდ ერთი წამით შეხედა შემფასებლურად, და მოკლედ თქვა: -ჩუმად იყავი. ეს თხოვნა არ იყო. მილენამ საკუთარი ხელი მალევე გამოსტაცა. -ხელი გამიშვი-მაგრამ მან ისევ დაიჭირა, ამჯერად უფრო მტკიცედ, და გვერდით, დერეფნის ბოლოსკენ წაიყვანა, თითქოს წინააღმდეგობა საერთოდ არ აინტერესებდა ან არ გრძნობდა მილენასგან. პატარა კარის წინ შეჩერდა, გააღო და შიგნით შეიყვანა ისე სწრაფად, რომ მილენამ მხოლოდ შემდეგ გააცნობიერა, სად აღმოჩნდა; კარი დაიხურა, და ოთახში ოდნავ ჩახუთული, მძიმე ჰაერი შეიგრძნო ან ასე მოეჩვენა. -რა ჯანდაბაა ეს? – ამოთქვა მილენამ, უკვე აშკარად ნერვებ მოშლილმა.-ვინ გგონივარ?-აღმოხდა სანამ კაცმა ხელით დივნისკენ უბიძგა და მოწყვეტით დასვა. იოანე მის მოპირდაპირედ მაგიდას დაეყრდნო და ძირს დაიხედა ირონიულ ღიმილით აღსავსემ, -ვინც ხარ ის მგონიხარ, ბ*ზი, ამიტომაც ვერ გენდობი..-ეს თქვა და გოგოს სახეზე სიცივით შენიღბული ინტერესით შეხედა, თეთრი კანი აწითლებოდა და წაბლისფერი თმა აწეწილი ჰქონდა, ტუჩები კი ჩვეულზე მეტად ვარდისფერი, თითქოს სიბრაზისგან სისხლი მოაწვაო. მწვანე თვალები ამღვრეოდა. მილენას უმალ წამოსცვივდა ცრემლები მიუხედავად იმისა რომ თვალები მაგრად დახუჭა, რომ მისნაირ მოძალადე თავხედთან მაშინვე სისუსტე არ გამოემჟღავნა, თუმცა აშკარა იყო რომ გული მის სიტყვებზე ძალიან ეტკინა და თავი ვეღარ მოთოკა. იოანე მისგან ზურგით შებრუნდა და ისე დაყო რამდენიმე წამით, თითქოს რაღაცას ფარავდა, მერე ნელა შემობრუნდა, და მისი მზერა ისევ ის იყო - ცივი, ამპარტავნული, კონტროლირებული, უგრძნობი და ოდნავ დამცინავი. -მიდიხარ, – თქვა თითქოს ფაქტად. -ჰო.-ცრემლები უცებ მოიწმინდა და მტკიცედ აღმოხდა. -ჩემ გამო. ეს არ იყო კითხვა. მილენამ წარბები შეკრა. -არა. იოანემ ოდნავ ჩაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი ზედაპირული იყო. -ნუ ცრუობ. მილენამ ამოისუნთქა. -შენ მაინც არ გეხება რას ვიზამ. -მაშინ არ წახვიდე, – თქვა ისე, თითქოს ეს უბრალოდ ლოგიკური დასკვნა იყო, მაგრამ თითქოს რაღაც მეტსაც ნიღბავდა ამ წინადადებით. მილენას გაეცინა, მოკლედ, უჩუმრად. -შენ ვერ მიმითითებ, რა უნდა გავაკეთო. იოანე მიუახლოვდა ერთი ნაბიჯით, მანძილი ისევ შეამცირა, მაგრამ ამჯერად არ შეხებია. -მე არაფერს მიგითითებ, არც გაგდებ,– თქვა მშვიდად, – უბრალოდ გხედავ, როგორ გარბიხარ. სულაც არ მსიამოვნებს შენი წასვლა, არ მიფიქრია რომ ასე მომხდარიყო. ეს სიტყვები რაღაცით ისევ დარტყმას ჰგავდა. მილენამ მზერა აარიდა. -ეს გაქცევა არაა. იოანემ თავი ოდნავ დახარა, თითქოს არ დაეთანხმა. -შენ რაც გინდა ის დაარქვი. ისე მე უფრო ვერ მიტან ახლა თუ შენს რეალობას? რატომ გწყინს ასე ის ფაქტი რომ ვიცი რასაც წარმოადგენ? მე მჯერა რომ ადამიანები იცვლებიან, ამის მომსწრე ვარ..-დაასრულა და კვლავ ოდნავი ირონიით დახედა. პაუზა. მილენა გრძნობდა, როგორ იზრდებოდა ისევ ის დაძაბულობა, მაგრამ ამჯერად განსხვავებული - ნაკლებად ქაოსური, უფრო მძიმე, უფრო კონტროლირებული. იოანემ კარადა გახსნა, ბოთლით მუქი შესახედაობის სასმელი გამოიღო, მინის ჭიქაში მშვიდად დაასხა, მერე მეორე ჭიქაც შეავსო და ერთ-ერთი გოგოს გაუწოდა აუღელვებლად. მილენა წამით შეყოვნდა, მაგრამ მაინც გამოართვა. პირველი ყლუპი უფრო მძაფრად შეიგრძნო, ვიდრე მეორე. იოანე მის წინ დადგა, ჭიქა ხელში ეჭირა, და ჩუმად უყურებდა. -წასვლა თუ გინდა, წადი, – თქვა ბოლოს, თითქოს არაფერს ნიშნავდა, – მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ ეს რაღაცას შეცვლის.-ამჯერად ცინიზმი მის სახეზე მრავალმნიშვნელოვნად აისახა, -ცოტა ხანი აქ მომიწევს ყოფნა, საქმის გამო. ვიფიქრე რაიმეზე გულს გადავაყოლებდი და გავერთობოდი და სათამაშოც გამექცა. მილენამ თავი ასწია. -ჩემთვის შეცვლის. რაც გინდა ის იფიქრე, მე სათამაშო არ ვარ, მითუმეტეს შენი,-ჩაილაპარაკა ზიზღიანი მზერით და სანამ ოთახს დატოვებდა მოულოდნელად იგრძნო უხეშმა ხელმა როგორ დაქაჩა უკან. -და ვისი სათამაშო ხარ?-ამჯერად თავშეუკავებელი აგრესიით შესძახა კაცმა მილენას ყურთან ძალიან ახლოს, მკლავზე ხელი მთელი ძალით მოუჭირა,-მითხარი!-შემდეგ ცინიკურად გადაიხარხარა, -შე ბ*ზო, შენ ხო ყველა გხ*არობს, მე კი ვითომ არ გინდივარ არა? რამდენი ღირხარ, მითხარი, ახლავე ბევრად მეტს გადაგიხდი! ხომ ეს გინდა? ფული შენთვის ყველაფერია. -გამიშვი, ნუ მეხები, ცხოველო!-აღშფოთებულმა დაიყვირა და ხელი გაითავისუფლა და სახეში მთელი ძალით გაულაწუნა, -მძულხარ! შენი დედაც, ხომ გაიგე? მირჩევნია ყველა კაცს ფეხები გავუშალო და უკანასკნელი ბ*ზი ვიყო ვიდრე შენნაირთან ვიყო ოდესმე.. -ხმამაღლა გამოსცრა და სახეში შეაფურთხა, რის შემდეგაც გაიღიმა, თითქოს ძლივს მთელი ბრაზი ამოანთხია და საბოლოოდ მოეშვა. იოანემ აღარ უპასუხა. ამჯერად გაოცებული იდგა, მის წინ, ტუჩიდან სისხლი წასკდა, ერთი შეხედვით თითქოს ქარიშხალი დაატყდა თავსო, ვერც ბრაზდებოდა და ვერც ხმას იღებდა, მხოლოდ უყურებდა, თოთქოს ამ წამს ადგილიც კი მიუჩინა ამ გოგომ. რამდენიმე წამის შემდეგ გაკვირვებით გამოსცრა-როგორ ბედავ? -ისევე როგორც შენ! შენ მე კინაღამ ხელი მომგლიჯე, დამამცირე, ბევრჯერ მიწოდე ბ*ზი, ჰო, ვიცი ჩემი წარსული და შეცდომებიც, მერე? არც მე მეხატება გულზე შენნაირები, ბოროტმოქმედები და თავგასული, ძალაუფლებაზე დახამებული ცხოველები, და თუ მე ბ*ზი ვარ მაშინ შენ ბ*ზსაც არ იმსახურებ. საერთოდაც, ქალებისგან თავი შორს დაიჭირე და ცხოვრებას ნურავის აურევ, თუ კაცი ხარ, მაგდენად არ ღირხარ.-მიაყარა ირონიით მყისვე და ხმამაღლა გაიხურა კარი. იოანე ცოტა ხანს გაშეშებული იდგა, შემდეგ ბოთლს დასწვდა და სასმელი მოწყვეტით მოსვა მერე კი კედელს შეამსხვრია.. მილენამ კარი სწრაფად გააღო და დერეფანში გამოვიდა ისე, თითქოს ამ სივრცეში კიდევ ერთი წამით გაჩერებაც კი რაღაცას დაანგრევდა მის შიგნით. ოთახამდე მისვლა არ ახსოვდა, მხოლოდ ის, რომ უკვე ხელში ეჭირა ჩემოდანი, კარიც აღარ დაუკეტავს ამჯერად, და სწრაფი, თითქმის მოუთმენელი ნაბიჯით გადიოდა დერეფანს, სადაც ყველაფერი ისევ ისე მშვიდად ჩანდა, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ეს სახლი საერთოდ არ იყო იმ ემოციების მოწმე, რაც მის შიგნით ტრიალებდა. გარეთ რომ გავიდა, ჰაერმა ოდნავ გაანთავისუფლა, მაგრამ ეს შვება დროებითი იყო; ტელეფონი ამოიღო, ტაქსი გამოიძახა და ჭიშკრისკენ წავიდა, სადაც დაცვის თანამშრომლები ჩვეულ პოზიციაზე იდგნენ, მაგრამ მისი დანახვისთანავე მათი მზერა შეიცვალა - ჯერ გაკვირვებით, მერე ყურადღებით. -მილენა, სად მიდიხარ ამ დროს? – ერთ-ერთმა ჰკითხა, უფრო ჩვეული ტონით, ვიდრე ეჭვით. მილენა გაჩერდა, ჩანთა მხარზე შეისწორა და პირდაპირ შეხედა. -მივდივარ, მარკუს. ასე გადავწყვიტე. მეორე მცველმა წარბები შეკრა. -ანუ… სად მიდიხარ? რამე დაგჭირდება? მანქანას მოგცემთ თუ - ამ კითხვაში არაფერი იყო აგრესიული, უფრო ჩვეულებრივი, მაგრამ მილენაში რაღაც უკვე დაძაბული იყო და უცებ ამოიფრქვა. -მე თვითონ გადავწყვეტ, სად წავალ, - თქვა მკვეთრად, – არ ვარ ვალდებული დანარჩენად რამე აგიხსნათ. ორივემ ერთმანეთს გადახედა, აშკარად დაიბნნენ. -რა გჭირს? – ჰკითხა ერთმა, უკვე უფრო ფრთხილად, – უბრალოდ გვეკითხება, ხომ იცი… მილენამ ამოისუნთქა, ხელი შუბლზე მოისვა, თითქოს საკუთარ თავს აჩერებდა. -ბოდიში… – თქვა უფრო ჩუმად, – თქვენზე არ ვარ გაბრაზებული. უბრალოდ… გადავწყვიტე წავიდე. მცველებმა ისევ ერთმანეთს გადახედეს, ამჯერად უკვე უფრო უცნაური გამომეტყველებით, თითქოს ეს პასუხი მათთვის საკმარისი არ იყო. -ასე უბრალოდ? – იკითხა ერთმა, – დათომ იცის? მილენამ თავი გადააქნია. -მერე ვეტყვი. პაუზა. ჰაერი უცნაურად დამძიმდა. ერთ-ერთმა ხელი ოდნავ წინ გაწია, თითქოს გზის გადაკეტვას ცდილობდა. -ასე ვერ გახვალ, მილენა, – თქვა ამჯერად უფრო მტკიცედ, – ცოტა დაელოდე… დათოს დავურეკავთ. მილენას მზერა მაშინვე გამკაცრდა. -არა, – თქვა, – არ დაველოდები. -წესებია, – დაამატა მეორემ, უკვე უფრო უხერხულად, – უბრალოდ ასე არ უშვებენ ადამიანებს… -"არ უშვებენ“? – მილენას ხმაში ისევ გაჩნდა ის მკვეთრი ტონი, – რას ნიშნავს ეგ? ტყვე ვარ? მცველები აშკარად დაიბნნენ, ისევ ერთმანეთისკენ გაიხედეს. -არა, რას ამბობ… – დაიწყო ერთმა, – უბრალოდ- მილენამ ნაბიჯი წინ გადადგა. -მე ვმუშაობდი აქ, – თქვა მკაფიოდ, – და ახლა მივდივარ. ეს ციხე არ არის. სიჩუმე. რამდენიმე წამი არავინ ლაპარაკობდა. მილენა გრძნობდა, როგორ ჭოჭმანობდნენ ისინი საკუთარ თავებთან - დაეჭირათ თუ გაეშვათ, დაემორჩილებინათ თუ გაეგოთ. ბოლოს მან უფრო მშვიდად დაამატა: -თუ პრობლემა იქნება, მე თვითონ მოვაგვარებ. არ დაგანაშაულებთ თქვენ არავინ. დათოსაც ვნახავ.. ეს უკვე აღარ იყო ბრაზი. უფრო გადაწყვეტილება. მცველებმა ისევ გადახედეს ერთმანეთს, თითქოს უხილავად შეთანხმდნენ. ერთმა ნელა ამოისუნთქა და თავი დაუქნია. ჭიშკარი გაიხსნა. მილენა წამით გაჩერდა, თითქოს ეს მომენტი საბოლოოდ ამტკიცებდა ყველაფერს, მერე კი წინ გადადგა ნაბიჯი და გარეთ გავიდა. ტაქსი თითქმის მაშინვე გამოჩნდა. მძღოლმა ფანჯარა ჩამოსწია. -მილენა? მან თავი დაუქნია, კარი გააღო და ჩაჯდა. როგორც კი კარი დაიხურა, იგრძნო, როგორ მოწყდა რაღაცას - არა ფიზიკურად, არამედ შინაგანად. მანქანა დაიძრა. იქაურობას ნელ-ნელა შორდებოდა, იკარგებოდა სიბნელეში, და მილენა ფანჯარაში იყურებოდა ისე, თითქოს რაღაცას ტოვებდა უკან, მაგრამ ვერ ხვდებოდა - ტოვებდა თუ უბრალოდ დროებით შორდებოდა. ტელეფონი ხელში ეჭირა. პირველი ზარი მალევე შემოვიდა. უცნობი ნომერი. არ უპასუხა. მეორე. მესამე. ეკრანი ისევ ანათებდა, მაგრამ მან უბრალოდ დახედა, მერე ნელა გამორთო ტელეფონი და ჩანთაში ჩადო, თითქოს ამით ყველაფერს დროებით მაინც გააჩერებდა. სასტუმროში მისვლა უკვე მექანიკური იყო - ნომერი აიღო, კარი დაკეტა, ჩანთა იატაკზე დატოვა და საწოლზე ჩამოჯდა ისე, თითქოს სხეული უკვე აღარ ემორჩილებოდა. ოთახი უცხო იყო, მაგრამ ამ უცნობობაში რაღაც სიმშვიდეც იყო. არანაირი ხმაური. არანაირი თვალები. არანაირი კითხვები. მილენა ნელა დაწვა, ჭერს ახედა, და პირველად იმ დღის განმავლობაში იგრძნო, როგორ დაიღალა. თვალები დახუჭა. მაგრამ ძილი არ მოვიდა. მხოლოდ სიჩუმე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


