ალუბლის არომატი (ნაწილი 19-20-21)
ლიზა ქეთისგან თავის დასაღწევად თავისი საძინებლისკენ გავარდა.. კარები ხმაურით დახურა, სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია და გახშირებულად სუნთქავდა.. გულში ჯერ კიდევ სტკიოდა დანიელის სახეს რომ იხსენებდა..ლიზამ სასმელი გამოიღო კარადიდან, მინის მაგიდას მიუჯდა, ალკოჰოლის სითხე დაასხა.. პირველი ჭიქა ნელა გადაჰკრა.. თითქოს გრძნობას აყოლებდა; შემდეგ მეორე, მესამე… და კბილებშორის ჩუმად ბუტბუტებდა.. - აუტანელი ცხოველი.. - ახსენდებოდა დანიელთან ერთად გატარებული წამები, მისი სიცილი, ჩახუტება, კოცნა… თვალები დახუჭა და მის გვერდით წარმოიდგინა თავი, მის მკლავებში ჩაკრული, მშვიდად და დაცულად..ნელ-ნელა ჭიქა ხელიდან გაუვარდა, თვალები გაახილა და ოთახში ჩუმი ჩრდილისებრი მოძრაობა შენიშნა.. თითქოს იქ დანიელი იდგა, თავისებური მკაცრი ღიმილით, რომელიც მხოლოდ მას უხდებოდა ძალიან.. ლიზამ ჯერ გაუღიმა სილუეტს, შემდეგ დაუყვირა - აქედან მოშორდი! გაქრი! - ხმა უკანკალებდა.. მშვენივრად იცოდა ნამდვილი რომ არ იყო თუმცა მაიმც კანკალებდა..თვალები დახუჭა, შემდეგ ისევ გაახილა და ჩრდილი გაქრა.. ლიზას გული ოდნავ ჩაწყნარდა, როცა მოჩვენება გაუჩინარდა..შემდეგ უჯრა ფრთხილად გამოაღო, თითები ნელა ჩააცურა უჯრაში, მიჩქმალული დანიელის ნაჩუქარი სამაჯური მოძებნა, თითებით ეფერებოდა.. გულაღმა დაწვა საწოლზე, ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან.. - სად ხარ..სად?!.. - ბუტბუტებდა ჩუმი ხმით, სამაჯური გულთან ჰქონდა მიკრული.. დანიელ კოენის ბინაში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო..სარა, იშაი და მათი რამდენიმე ახლო მეგობარი ომიდან დაბრუნებულ გმირს ელოდებოდნენ. სარა ყველაზე ადრე ბინაში, კარი საკუთარი გასაღებით გააღო და როგორც კი შიგნით შევიდა, ოდნავ ჩაიღიმა, დანიელის ბინა ყოველთვის მის ნამდვილ ბუნაგს ჰგავდა..სისუფთავის მხრივ მისი შვილი არასდროს გამოირჩეოდა, ქურთუკი სკამზე იყო გადაგდებული, წიგნები და ქაღალდები მაგიდაზე ეყარა, სავარჯიშო ხელთათმანები კი დივანთან. - აი, დანიელ… ლიზას არ ყოფნა როგორ ეტყობა შენს ბინას! - ნელ-ნელა დაიწყო დალაგება, მტვერი გადაწმინდა, დივანი გაასწორა, იატაკიც მოწმინდა..შემდეგ პატარა მაგიდა გაშალა.მაგიდა უბრალო იყო, შუაში პატარა სანთლები დაადგა, გვერდით ჰუმუსის თასი, ზეთისხილი, პიტა, სალათები, თეფშზე თხლად დაჭრილი ხორცი, და პატარა ბოთლი წითელი ღვინო..სახლი უცებ გაცოცხლდა, შემდეგ დანიელის ოთახში შევიდა..იქ კიდევ უფრო დიდი არეულობა დახვდა. - ღმერთო ჩემო… - ამოიოხრა.. კარადის დალაგება დაიწყო, სწორედ მაშინ მოხვდა ხელში რამდენიმე ქალის ტანსაცმელი..სარა შეჩერდა, ლიზას კაბა, მისი ბლუზა..კომოდზე კი ისევ ელაგა ლიზა პარფიუმერია. სარას ტუჩებზე თბილი ღიმილი გაჩნდა. - მაინც ინახავ არა? ჩემო ჯიუტო ბიჭო… - ფრთხილად დაკეცა ტანსაცმელი და კარადაში კოხტად დაალაგა, შემდეგ მტვერს წმენდდა, როცა კარადის კუთხეში რაღაც დიდი დაინახა, მიჩქმალული ნახატი, გამოიღო, დიდი პორტრეტი იყო.. ლიზას და დანიელის - სარამ ისევ გაიღიმა, მტვერი ფრთხილად გაწმინდა და პორტრეტი თავის ადგილზე დააბრუნა, რამდენიმე წამი ჩაფიქრებული იდგა, შემდეგ ტელეფონი აიღო..იშაის დაურეკა. - გისმენ, სარა. - იშაი, ნახე უკვე დანიელი? - ჯერ არა. დაახლოებით საათნახევარში ვნახავ. - თუ შეგიძლია… ცოტა ხნით მის ბინაში რომ მოხვიდე.. შენი დახმარება მჭირდება. - რა თქმა უნდა, ათ წუთში მოვალ. - გელოდები. - ათ წუთში კარზე ზარი გაისმა, იშაი შემოვიდა, სარა გადაკოცნა. - ყავას დალევ? - არა, არ მინდა… რა ხდება, რისთვის გჭირდება დახმარება? - ჰკითხა ღიმილით იშაიმ - დაჯექი - სარამ მძიმედ ამოისუნთქა, იშაი დივანზე ჩამოჯდა. - იშაი… ჩემი შვილი იტანჯება.. მას ისევ უყვარა ლიზა.. - იშაის ოდნავ გაეღიმა. - სარა… დანიელი წესიერად არ გვინახავს ბოლო ორი თვეა. იქნებ დაავიწყდა კიდეც, რატომ ხარ დარწმუნებული რომ უყვარს? - მხრები აიჩეჩა, შემდეგ განაგრძო - ჩემთან არასდროს საუბრობს ლიზაზე. ვერ ვატყობ, რომ ისევ უყვარს - სარამ ხელი ჩაავლო. - წამოდი! - იშაი გაკვირვებული გაჰყვა, დანიელის ოთახში შეიყვანა. - აი, ნახე! - სარამ კარადა გაუღო. ლიზას ტანსაცმელი, კომოდზე მისი პარფიუმერია და ნახატი აჩვენა - შენი აზრით… ამ ნივთებს შეინახავდა? - ჩუმად ჰკითხა სარამ, იშაი გაჩუმდა. - მას ლიზა სიგიჟემდე უყვარს! შენ კარგად იცნობ ჩემს შვილს. ის არავისთან მივა, არ დაიწყებს მოთქმას და ტირილს… მაგრამ ფაქტი სახეზეა - იშაიმ ნელა ამოისუნთქა. - იმ გოგომ მოატყუა… - რა მნიშვნელობა აქვს მის წარსულს! - მკაცრად თქვა სარამ -დრო მოვიდოდა და თავად ეტყოდა როგორმე დანიელს ყველაფერს. რატომ ჩაერიე შენ? რატომ არ დააცადე? - იშაიმ თავი დახარა. - ვერ ავიტანე… მართლა ვერ ავიტანე. თავიდანვე ცუდი გზით მოხვდა აქ, დანი დაეხმარა…დარწმუნებული ვარ - ხმა ჩაუწყდა. - მაშინ ძალიან გავმწარდი. მინდოდა აქედან გამეგდო, ყველაფრის ფასად. რას ვიფიქრებდი თუ მართლა შეუყვარდებოდა… - შეუყვარდა და თან როგორ.. - ჩუმად თქვა სარამ - ლიზა ცუდი გოგო არ არის… შენ ძალიან ცუდად ჩაერიე - იშაიმ სარას შეხედა. - სარა… გპირდები დანიელს დაველაპარაკები და თუ დავრწმუნდები იმაში, რომ ლიზასთან შერიგება უნდა… მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამაში დაეხმარება - იშაის ხმა სერიოზული ჰქონდა, სარამ მწარედ ჩაიცინა. - ახლა დაეხმარები, იშაი? შენი წყალობით დაშორდნენ… და ახლა ამბობ დავეხმარებიო? - იშაიმ თავი დაუქნია. - დავეხმარები! დამიჯერე… მე დანისთვის ცუდი არასდროს მდომებია.. ახლა წავალ და მოვიყვან.. - ჩაფიქრებული წავიდა იშაი, სარას სიტყვებმა ძალიან დააფიქრა.. მალე კარზე ზარი გაისმა, სარას გული აუჩქარდა, კარი გააღო. კართან დანიელი იდგა..ერთი წამით დედა და შვილი უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ დანიელმა ფართოდ გაიღიმა. იმ ძველებური ღიმილით ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და სარა ჰაერში აიტაცა. - აბა, ყველაზე ლამაზი დედიკო როგორ არის? - სიცილით ძლიერად აკოცა, სარამ გულში ჩაიკრა. - რადგან ჩემი ლომი კარგად არის… მეც კარგად ვარ! - სწორედ ამ დროს მეგობრებიც შემოეხვივნენ, სახლი უცებ ხმაურით აივსო, დანიელი ფიზიკურად მშვენივრად გამოიყურებოდა მხნედ, ამაყად იდგა, იცინოდა, ხუმრობდა, მაიმუნობდა კიდეც..წვერი ოდნავ მოზრდილი ჰქონდა, რაც კიდევ უფრო სიმპათიურს ხდიდა. - ესეიგი ოფიციალურად დავასრულეთ ომი? - იკითხა ერთ-ერთმა მეგობარმა - დანიელმა ღვინის ჭიქა ასწია. - ჯერ-ჯერობით კი… - გაიცინა. - ვნახოთ როდის განვაახლებთ, ჩვენ ხომ ამისთვის ვართ დაბადებულები! - ყველას გაეცინა. - საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაცია გამოვიდა ძმაო.. - აქ რა ხდებოდა? სამსახური? მუშაობდით? - იკითხა დანიმ. - არა, საიდან ვიმუშავებდით…აწი შეგვიძლია ისევ დავიწყოთ ნადირობა - უპასუხა იშაიმ სიცილით. დანიელმა მაშინვე წამოიძახა: - რა თქმა უნდა! ტურისტების მმუსვრელი დაბრუნდა! - ოთახში სიცილი ატყდა, დიდხანს ისხდნენ. სვამდნენ, ხუმრობდნენ, ძველ ამბებს იხსენებდნენ..ბოლოს ნელ-ნელა დაიშალნენ, სარა მაგიდას ალაგებდა, დანიელთან მისვლა სცადა. - დანი… უნდა დაგელაპარაკო - დანიელმა მხარზე ხელი მოხვია. - ახლა არა, დედა - დაღლილი ღიმილი ჰქონდა. - დასვენება მინდა ჩემს საწოლში. სხვა დროს ვილაპარაკოთ - სარა აღარ შეეწინააღმდეგა, მარტო დატოვა, სახლში სიჩუმე ჩამოწვა..დანიელი აივანზე გავიდა, უკვე ღამე იყო..ქალაქის შორიდან მოსული ხმები მშვიდად ირეოდა ჰაერში, ის კი უბრალოდ იდგა და ზღვას უყურებდა..მუქი წყალი მშვიდად ირხეოდა, ხელები აივნის მოაჯირს დაადო..სახეზე ნელი სევდა დაედო, რამდენიმე წუთი ასე იდგა, შემდეგ სახლში შებრუნდა. ჯერ ქართული ოთახისკენ წავიდა, კარი გააღო, იქაურობას თვალი მოავლო, ყველაფერი თითქმის ისე იყო, როგორც დატოვა, ხელით შეეხო რამდენიმე ნივთს.. პატარა დეკორს, სკამის ზურგს, ქართულ დროშას.. შემდეგ ჩუმად გამოვიდა, თავის ოთახში შევიდა, საწოლზე ჩამოჯდა. ფიქრებში ჩაიძირა..უცებ კარადის გვერდით რაღაცას მოჰკრა თვალი.. ნახატის კუთხეს..ადგა, გამოიღო. ლიზას და მის საერთო პორტრეტს უყურებდა..ტუჩის კუთხეში ნაზი ღიმილი გაეპარა..რამდენიმე წამი უყურებდა, შემდეგ ისევ ფრთხილად დააბრუნა, კომოდთან მივიდა. ლიზას პარფიუმერია ისევ იქ ელაგა, დანიელმა თითებით შეეხო ტუჩსაცხებს..გაეღიმა..გაახსენდა როგორ იჯდა ლიზა აქ საათობით და იპრანჭებოდა სარკის წინ. - დანი, ნუ მიყურებ… - იცინოდა ხოლმე. - რატომ? - ეკითხებოდა ის. - იმიტომ… რომ როცა მიყურებ, ვერ ვიკეთებ სწორად მაკიაჟს! - დანიელმა ნელა ამოისუნთქა, შემდეგ უჯრა გამოაღო, შიგნით თხელი ბენდენა იდო, ერთი წამით გაჩერდა, მაშინვე იცნო..ის ბენდენა იყო, რომლითაც თვალები აუკრა იმ დღეს…როცა ნავით მოიტაცა..აიღო. ცხვირთან მიიტანა, ღრმად ჩაისუნთქა..თითქოს ისევ ჰქონდა ლიზას კანის სურნელი, ხარბად ისუნთქავდა, თვალები ნელა დახუჭა. - ჩემი პატარა ჩიტი… - ჩუმად ჩაილაპარაკა.. ბათუმში მზიანი დილა იყო..ზღვის მხრიდან ნიავი მოდიოდა და სასტუმროს ეზოში პალმების ფოთლები ნელა ირხეოდა.. ლიზა და თემო შესასვლელთან იდგნენ და დილის სტუმრებს ელოდებოდნენ..უცებ ეზოში უცნაური ხმა გაისმა. - ტკტქტქტქ… ტქქქ… - ორივემ ერთად გაიხედა, ეზოში ნელა შემოვიდა პატარა, ძველებური ღია კაბრიოლეტი, ისეთი მანქანა, ოთხმოცდაათიან წლებში რომ იყო მოდაში.. ოდნავ ჭრაჭუნებდა, ძრავა ხან ჩუმდებოდა, ხან ისევ ახველებდა, თემო სიცილისგან ბაგეები ბოლომდე გაეხსნა - ღმერთო… ამ მანქანაზე ძალიან მეცინება - მანქანა ძლივს გაჩერდა, კარი გაიღო..ქეთი გადმოვიდა. როგორც ყოველთვის ელეგანტურად ჩაცმული, მზის სათვალით, თავდაჯერებული ნაბიჯით. ლიზამ ხელები გადაიჯვარედინა. - ბოს… - სიცილით დაიწყო თემომ. - ასეთ მშვენიერ ქალს ასეთი მანქანა რანაირად შეგშვენის? - ქეთიმ მანქანას ხელი გადაუსვა, თითქოს ცოცხალი არსება ყოფილიყო. - ეს მანქანა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. წლებია მყავს… თანაც იდეალურად გამოიყურება - ლიზამ მაშინვე ჩაერია. - კი, ასეა… თუ არ ჩავთვლით, რომ ზოგჯერ დაქოქვისას მიწოლა სჭირდება… ან შუა გზაში ჩერდება ხოლმე, ნამდვილად იდეალურია! - თემომ ხმამაღლა გაიცინა, ქეთიმ წარბი ასწია. - ჰმ… ქალბატონო ლიზა, იცი რა მაინტერესებს? - ლიზამ ეჭვით შეხედა. - რა? - წუხელ ღამით რას აკეთებდი- ლიზამ მაშინვე წარბები შეჭმუხნა. - დედაჩემმა მოგახსენა უკვე? - დიახ! - ქეთიმ მაგიდიდან ვაშლი აიღო და დიდი ხმით ჩაკბიჩა. - რა იყო? გრძნობები შემოგაწვა და დალევა გადაწყვიტე? - ვაშლს ხმაურით ახრაშუნებდა.ზუსტად ისე… როგორც ამას დანიელი აკეთებდა ხოლმე..ლიზამ გაბრაზებით შეხედა. - ნელა ჭამე ხომ შეიძლება?! - ქეთიმ უდარდელად მხრები აიჩეჩა. - მე ასე მიყვარს. - ლიზამ თვალები გადაატრიალა. - აუტანელი ხარ! - შემობრუნდა და სამუშაო მაგიდასთან წავიდა, ქეთიმ კი ჩუმად ჩაიცინა, სწორედ ამ დროს ლიზას დედამისი მიუახლოვდა. - რა იყო, შვილო? რა გჭირს? - არაფერი… - უხეშად უპასუხა ლიზამ, ქეთი ისევ უდარდელად აგრძელებდა ვაშლის ჭამას. - მე ვერ მიტანს და იმიტომაა ასე… უფრო სწორად ჩემს თავში დანახულ მის სიყვარულს ვერ იტანს. - ვიკას გაეცინა..ლიზა მაშინვე აფეთქდა. - იცი რა? ფეხებზე შენი საძულველი ძმა! ტყუილად ცდილობ მისი თავი შემახსენო! - ქეთიმ წარბი ასწია, ლიზა აგრძელებდა: - რაც უფრო მახსენებ, მით უფრო მეჯავრება! - მკვეთრად თქვა: - და იცი რას ვიზამ? დავივიწყებ მას! ჩემს თავს შანსს მივცემ! საღამოს თემოსთან ერთად წავალ სადმე! - ვერ წახვალ - თქვა მშვიდად, მაგრამ მკაცრად ქეთიმ, ლიზა გაბრაზდა. - რატომ ვერ წავალ ვითომ? - იმიტომ, რომ საღამოს თემოს ბევრი საქმე ექნება - რა საქმე? მეც და თემოც ვისვენებთ! - ქეთიმ მშვიდად გაასწორა სათვალე. - არა! თემო არ ისვენებს! - და კმაყოფილი ნაბიჯებით წავიდა, ლიზა გაბრაზებული დარჩა.. - ამ გოგოს აკლია… - ჩაიბურტყუნა. - მის ძმაზე მეტად ავადმყოფია! - შემდეგ დედას გადახედა. - მართლა გეუბნები… ზოგჯერ მგონია, რომ ისინი ერთი და იგივე ადამიანები არიან - ვიკას ისევ გაეცინა. - იქნებ იმიტომ, რომ ტყუპები არიან? ნინის ტელეფონი უცებ აწიკწიკდა, უცნობი ნომერი იყო.. წარბები შეკრა, მაგრამ მაინც უპასუხა. - გისმენთ - რამდენიმე წამი სიჩუმე იყო, შემდეგ ჩუმი ხმა გაისმა. - ნინი… სალამი.. - ნინი ერთ წამში გაიყინა, ეს ხმა მაშინვე იცნო. - გვანცა… შენ ხარ?! - მეორე მხარეს ოდნავ შეყოვნება იყო. - კი… მე ვარ. - ნინიმ თვალები დააწვრილა. - საქართველოში ხარ? - კი… რამდენიმე დღის ჩამოსული ვარ.. ნინ… თხოვნა მაქვს შენთან - ნინის ხმა მაშინვე გამკაცრდა. - რა გინდა? - ლიზა… მისი ნახვა მინდა - ნინიმ მკვეთრად ჩაისუნთქა. - ვიცი, რომ ერთად მუშაობთ… გთხოვ, მისამართი მომეცი - ნინი რამდენიმე წამი ჩუმად იყო, შემდეგ ცივად თქვა: - ლიზას შენი ნახვა არ ენდომება. - ვიცი… მაგრამ მაინც უნდა ველაპარაკო. ვერ მოვისვენებ ისე, რომ არ ვნახო - ხმა ოდნავ აუკანკალდა. - გთხოვ, ნინი… მომეცი საშუალება სინდისი დავიმშვიდო - ნინის გაეცინა, მაგრამ სიცილი მწარე იყო. - სინდისი სად გაქვს შენ, გვანცა?! - ხმა გაუმკაცრდა. - სინდისზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? - მეორე მხარეს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. - გთხოვ, ნინი… - ნინიმ ამოიოხრა. - არ ვიცი… ლიზას ვკითხავ. თუ მოინდომებს შენს ნახვას, მოგცემ მისამართს. - არა! თუ წინასწარ ეტყვი, არ მნახავს. მისამართი მომეცი… ლიზა ვერ გაიგებს, რომ ეს შენ გააკეთე.. ჩვენი მეგობრობის ხათრით გთხოვ… გაიხსენე, რა კარგად ვიყავით ერთმანეთთან - ნინის თვალები ჩაუმუქდა. - კი… ასე იყო..შენ ნამდვილად დასავით იყავი ჩვენთვის… - შემდეგ ხმას სიმკაცრე დაემატა. - მაგრამ ანი უფრო სულგრძელი აღმოჩნდა, ვიდრე შენ! - გვანცა გაჩუმდა..რამდენიმე წამი არც ერთს არაფერი უთქვამს..შემდეგ ჩუმად იკითხა: - მომცემ მისამართს? - ნინიმ ისევ ამოიოხრა, ცოტა ხანს ფიქრობდა. - კარგი… ჩაიწერე. ნინიმ ტელეფონი გათიშა, მაგრამ მშვიდად ვერ დაჯდა..ოთახში წინ და უკან დაიწყო სიარული. - არა… ეს ასე არ შეიძლება. - — ჩაილაპარაკა თავისთვის,რამდენიმე წამი იფიქრა, შემდეგ ტელეფონი ისევ აიღო და ნომერი აკრიფა. - ქეთ, სასტუმროში ხარ? - კი, ნინი… რა იყო? - ნინის ხმა დაძაბული ჰქონდა. - ქეთ… მანდ ახლა გვანცა მოვა. ლიზას სანახავად - ქეთის თვალები მაშინვე ჩაუმუქდა. - რა თქვი? ის ძუკნა? - მე… მისამართი მივეცი.. ვიცი, რომ არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ისე მთხოვა… და ვერ მოვისვენე..ამიტომ გირეკავ - ესეიგი ის ნაგავი აქ მოვა?კარგია… ძალიან კარგი - ნინი დაიბნა. - ქეთ, გთხოვ ლიზას გვერდით იყავი. არ მინდა რამე მოხდეს - ქეთიმ ჩუმად გაიცინა. - ნუ ღელავ.. მოვიდეს!- მის ხმაში უკვე რაღაც საშიში იგრძნობოდა, ზარი გათიშა, რამდენიმე წამი ჩაფიქრებული იდგა..შემდეგ ლიზას გახედა, რომელიც რეცეფშენთან იდგა. - ლიზა. - ჰო? - შეგიძლია ერთ საქმეზე გახვიდე? - ახლა? - ჰო.. ცოტა ხნით, ჩემს მაგივრად.. რაღაც შეუძლოდ ვარ.. - ლიზამ მხრები აიჩეჩა. - კარგი - ქეთი ჩუმად უყურებდა როგორ გავიდა, სწორედ ამას ელოდებოდა..მას არ უნდოდა, რომ ლიზა იქ ყოფილიყო..გვანცას პირველად თვითონ უნდა შეხვედროდა..სასტუმროს ეზოში გავიდა, ხელები გადაიჯვარედინა. სახეზე მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა. მაგრამ თვალებში ცივი ბრაზი იდგა. - მოდი… ძალიან მაინტერესებს, ვინ ხარ შენ გვანცა, ჩემი ძმის ცხოვრება რომ დაანგრიე!.. სასტუმროს ეზოში სიმშვიდე იყო, ქეთი შესასვლელთან იდგა, ხელებ გადაჯვარედინებული, თვალები ეზოს გასასვლელისკენ ჰქონდა მიპყრობილი. რამდენიმე წუთში ჭიშკართან ტაქსი გაჩერდა. ტაქსიდან ქალი გადმოვიდა, ელეგანტურად ჩაცმული, მაგრამ სახეზე აშკარად ნერვიულობა ეტყობოდა.. ქეთიმ მაშინვე იცნო. - გვანცა… - ჩაილაპარაკა თავისთვის, გვანცა სასტუმროსკენ წამოვიდა, როცა კართან მივიდა, ქეთიმ გზა გადაუღობა. - სალამი! ვინ გნებავთ?! - გვანცამ შეხედა. - ლიზა… მასთან მოვედი - ქეთიმ მშვიდად ჩაიცინა. - ვიცი! - გვანცა ოდნავ დაიბნა. - იცით? - რა თქმა უნდა - ქეთიმ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა. - დიდხანს გელოდებოდი - გვანცას საზე დაეჭიმა. - უკაცრავად… თქვენ ვინ ხართ? - ქეთის ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი გაეპარა.. - ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია შენი ნახვა უნდა.. სიმართლე გითხრა, ცოტა სხვანაირი წარმომედგინე - გვანცა დაიძაბა. - რას გულისხმობთ? - ქეთი ნელა მიუახლოვდა. - არ ვიცი… მეგონა უფრო საშიში იქნებოდი.. ბოლოს და ბოლოს… ორი ადამიანის ცხოვრების დანგრევა მაინც მოახერხე - გვანცამ ტუჩი მოიკვნიტა. - გთხოვთ.. ლიზას დაუძახეთ, მე თქვენთან საქმე არ მაქვს! მე ლიზასთან სალაპარაკოდ მოვედი…- ჩაილაპარაკა ჩუმად, ქეთი მშვიდად უყურებდა. შემდეგ უცებ ხელი ჩაავლო მკლავში. - წამოდი. - რა? სად? - დაიბნა გვანცა, ქეთი არც გაჩერებულა, სასტუმროს შიგნით შეიყვანა, ვიწრო დერეფანი გაიარეს და ერთ პატარა ოთახში შეათრია, კარი ხმაურით დახურა..ჩაკეტა. გვანცამ მაშინვე კარისკენ გაიხედა. - რას აკეთებთ? - ქეთი ნელა შემობრუნდა, ხელები გადაიჯვარედინა და კარს აეყუდა. მის თვალებში ცივი სიმშვიდე იდგა. - ახლა მშვიდად დამელაპარაკები. - მე არაფერი დამიშავებია თქვენთვის! - ქეთიმ ხმამაღლა გაიცინა. - ჩემთვის? არა - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. - მაგრამ ძალიან ძვირფას ადამიანებს კი დაუშავე - გვანცა უკან დაიხია, ქეთი არ ჩერდებოდა. - იცი რა მაინტერესებს? როგორ მოახერხე? როგორ შეძლო ადამიანმა ასე ბინძურად მოქცევა? - გვანცას ხმა აუკანკალდა. - მე… შეცდომა დავუშვი… - ქეთის თვალები აენთო. - შეცდომა?! - უცებ მაგიდაზე ხელი ძლიერად დაარტყა, გვანცა შეკრთა. - შეცდომა ის არის, როცა მარილს შაქრის ნაცვლად ჩაყრი! შენი გაკეთებული კი… ღალატია. - ახლოს მივიდა და თმაში ჩაავლო ხელი.. - რას აკეთებ?! გამიშვი!! - ახლა ერთ რამეს გააკეთებ - თან ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო, რომელსაც სულ თან ატარებდახ გვანცა დაბნეული უყურებდა..ქეთიმ ტელეფონი გაუწოდა. - დაურეკავ იშაის - გვანცა გაოგნდა. - რატომ? - იმიტომ რომ ისიც შენნაირი ა და მინდა მოვიკითხო! ან დაურეკავ ან აქედან ვერ გახვალ! აქ იმდენ ხანს დაგტოვებ სანამ ჩონჩხად არ იქცევი! - გვანცას სახეზე თეთრი ფერი ედო.. ქეთი ძლივს იკავებდა თავს ბოლო ხმაზე რომ არ გაეცინა, თუმცა გვანცას შეშინებას უფრო აზარტში შეჰყავდა - აბა გვანცა, გამასაუბრე იდიოტი იშაი! - გვანცამ ნელა აიღო ტელეფონი, იშაის ნომერი ვოცაპზე ამოიყვანა და ვიდეოზარით დაურეკა.. - იშაი… - თქვა ჩუმად როცა უპასუხა, მეორე მხარეს რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ გაკვირვებული ხმა გაისმა. - გვანცა? რა ჯანდაბაა… სად ხარ? - გვანცა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ უცებ ქეთიმ ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა. - სალამი, იშო! - იშაი გაკვირვებული უყურებდა უცნობს - ვინ ხარ? - შენი სიკვდილის ანგელოზი. - ვერ გავიგე? - კარგად მომისმინე და გაიგებ - მისი ხმა უცებ მკაცრი გახდა. - ახლა ადგები… დანიელთან წახვალ… და ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ლიზას შეურიგდეს - მეორე მხარეს რამდენიმე წამი სიჩუმე იყო, შემდეგ იშაის ხმამაღალი სიცილი გაისმა, ქეთის თვალები მაშინვე აენთო სიბრაზისგან - რა გაცინებს? - ეს ბრძანებაა? - როგორც გინდა ისე ჩათვალე! - კბილებში გამოსცრა ქეთიმ. - თქვენ ორის ჩასვრილი საქმე თქვენვე უნდა გამოასწოროთ! - იშაიმ ცივად ჰკითხა: - შენ ვინ ხარ საერთოდ? რატომ ყოფ ცხვირს იქ, სადაც არავინ არაფერს გეკითხება? - ქეთიმ თვალები დააწვრილა. - მე ვინ ვარ ეს შენი საქმე არ არის! შენი საქმეა მეგობარს დაეხმარო… ახლა მაინც! - ამას იმ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ საჭიროდ ჩავთვლი. დანიელის გამო! - ქეთიმ ირონიულად ჩაიცინა. - ახლა ჩემს ტელეფონის ნომერს მოგწერ.. ხვალამდე გელოდები! დამიკავშირდი! კაცურად მოიქეცი ახლა მაინც - და ზარი გათიშა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ გვანცას მიუბრუნდა..ქეთიმ უცებ თმაში ჩაავლო ხელი. - წამოდი! - მტკივა! - დაიკივლა გვანცამ, ქეთი არც შეჩერებულა, სასტუმროს დერეფანში გაათრია და ეზოში გაიყვანა..პირდაპირ აუზისკენ. - თუ მართლა ნანობ იმას, რაც გააკეთე… დაარწმუნეთ დანიელი, რომ აქ ჩამოვიდეს!! - ხელი გამიშვი! მტკივა! - ეს ტკივილი რა მოსატანია იმ ტკივილთან… რაც ლიზამ გადაიტანა! - შემდეგ ხელი ჰკრა მთელი ძალით და გვანცა პირდაპირ აუზში ჩავარდა. წყალი ძლიერად აიფრქვა, ქეთი აუზის კიდესთან იდგა და ქვემოთ უყურებდა..შემდეგ ხელები გაშალა. - ღმერთო… რა მოუხერხებელი ვარ.. ვერ შევძელი რომ დამეჭირა - ტუჩის კუთხეში სიცილი გაუძლიერდა ირონიულად.. თანამშრომლებს გახედა. - ბიჭებო… ამოიყვანეთ - აუზში გაწუწული გვანცა ძლივს ამოიყვანეს..ქათამივით გაწუწულმა გვანცამ წასვლა დააპირა, ქეთი ისევ წინ გადაეღობა - საით ლამაზო? გგონია დავასრულეთ? სანამ იშო არ დარეკავს და არ იტყვის რომ დაგვეხმარება ვერსად წახვალ - შენ გიჟი ხარ? თავი დამანებე - გიჟი ვარ! თან ძალიან!! დღეს ჩემი სტუმარი იქნები - მანქანაში ჩასვა ძალით - ვინ ჯანდაბა ხარ! თავი დამანებე - ჯანდაბა თვითონ ხარ!! დაარწმუნე იშო და წახვალ.. - ქეთიმ თავისი ძველი მანქანა დაქოქა, მის გასაკვირად უპრობლემოდ დაიქოქა - აბა რა.. ჩემი პატარა გოგო ასეთ მომენტებში არასდროს მღალატობს - საჭეს აკოცა და კმაყოფილი სახით წავიდა ადგილიდან.. იშაიმ მოსვენება ვეღარ იპოვა, ოთახში აქეთ-იქით დადიოდა..უკვე მერამდენე ადამიანი ეუბნებოდა, რომ შეცდომა დაუშვა. პირველად ცხოვრებაში საკუთარ თავს პირდაპირ ჰკითხა: - რა გააკეთე?.. იქნებ მართლა არასწორად მოიქეცი… ჯანდაბა… რა უნდა ვქნა.. - რამდენიმე წუთი ასე იდგა, შემდეგ ტელეფონი აიღო, დანიელს დაურეკა. - დანი… რას აკეთებ? - სავარჯიშოდ ვაპირებ წასვლას. - არ გინდა სანადიროდ წავიდეთ? - რამე ინფორმაციაა? დღეს ხომ ისვენებ - იშაის გაეცინა.. - დანი… ნამდვილ ნადირობას ვგულისხმობ. იმას არა, როგორც ყოველთვის „ვნადირობთ“ ხოლმე. - ჰოო? სად? - დაინტერესდა დანიელი - ჩრდილოეთში… გალილეაში.. კარმელის ტყეებში.. - კარგი… მოვემზადები და წავიდეთ. - რამდენიმე საათში უკვე ტყეში იყვნენ.. ჩრდილოეთის ტყე სუფთა და გრილი იყო.. მიწაზე ფოთლების სქელი საფარი ეგო.. ორივე სანადიროდ კარგად იყო აღჭურვილი. მუქი მწვანე ფორმები ეცვათ, მძიმე სამხედრო ჩექმები, მხარზე თოფები ეკიდათ..დანიელს წვერი კიდევ უფრო მკვეთრ იერს აძლევდა. - საუკუნეა სანადიროდ არ ვყოფილვარ… - ჩაილაპარაკა. - ხოდა ძველ დროს გავიხსენებთ. - უპასუხა იშაიმ..რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მერე დაამატა - იცი რა ვიფიქრე? - რა? - ზაფხული მოდის… იქნებ შვებულება ავიღოთ და სადმე წავიდეთ? - დანიელმა ჩაიცინა. - ახლახანს დავბრუნდი სამსახურში და უკვე შვებულება? - სწორედ იმიტომ! ახლახანს დაბრუნდი… თან ომიდან.. მაგიტომ გჭირდება შვებულება - დანიელმა მხრები აიჩეჩა. - და მაინც სად წავიდეთ? - უამრავი ქვეყანაა… საბერძნეთი… თურქეთი… იტალია… - ყველგან ნამყოფი ვარ, იშაი - იშაი ცოტა ხანს გაჩუმდა, შემდეგ თითქოს ძალიან ფრთხილად თქვა: - მაშინ… საქართველო - დანიელის ნაბიჯი შეჩერდა, სახე უცებ დაეძაბა. - მეხუმრები? - არა… რატომ? იქ არ ყოფილხარ ბავშვობის მერე.. საინტერესო იქნებოდა. - არ მინდა! - წარსულის გამო? თუ… - ყველაფრის გამო! - მკვეთრად თქვა დანიელმა, იშაი გაჩერდა, შემდეგ პირდაპირ ჰკითხა: - დანი… შენ ლიზა ისევ გიყვარს? - კითხვამ დანიელი ძალიან გააბრაზა, იშაი არ ელოდა ასეთ გაბრაზებას - არა! საერთოდ რატომ მელაპარაკები მასზე? - მისი ხმა გამკაცრდა და ყვირილში გადავიდა - ლიზა წარსულია… რომელსაც ვეღარასდროს შევხვდები. - შენ თუ მოინდომებ, შეხვდები. - იშაი… რა გინდა? - დანიელმა გაღიზიანებულად ამოისუნთქა. - გითხარი, აღარ მაინტერესებს! რომ მინდოდეს, წამში აღმოჩნდებოდა ჩემთან! მაგრამ არ მინდა! - ვითომ? - გაეცინა იშაის, დანიელმა წარბები შეკრა. - რას ნიშნავს „ვითომ“? დაგავიწყდა ვინ ვარ? - განაგრძო დანიელმა ირონიულად. - რომ მინდოდეს, ლიზა დღესვე ჩემთან იქნებოდა! მაგრამ მატყუარა ადამიანი გვერდით არ მჭირდება! - ასეთი გავლენა გაქვს? ასე ფიქრობ? რომ მარტივად გაპატიებდა როგორც მოექეცი ბოლოს? არ დაგავიწყდეს ისიც ნაწყენი იქნება! - კი, მაპატიებდა! - მკვეთრად თქვა დანიელმა. - ანუ არ გინდა მისი ნახვა. - არა! არაფერი არ მაინტერესებს მასზე! - უცებ ბუჩქებში რაღაცამ იშრიალა, იშაი მაშინვე გაჩერდა. - მოიცა… ჩუმად.. - დაბლა დაიხარა. - მგონი იქ ნადავლია - ფრთხილად წავიდა წინ, ბუჩქებს შორის ნელა გამოჩნდა შველი.. მზის სხივები მის თბილ ყავისფერ ბეწვზე ეცემოდა.. თავი ოდნავ მაღლა ჰქონდა აწეული, ყურები დაჭიმული. დიდი, მუქი თვალებით ფრთხილად უყურებდა ტყეს..იშაიმ ჩუმად ჩაიცინა, თოფი მოიმარჯვა, მაგრამ სწორედ მაშინ დანიელს გული აუჩქარდა..შველის თვალები…დამფრთხალი..უმწეო..ზუსტად ისეთი…როგორიც ლიზას ჰქონდა მაშინ, როცა კიბეებზე გარბოდა, როცა უკან იყურებოდა… როცა დაეცა… და მის გამო თავი დაიჭრა დანიელმა..ის თვალები, ის შიში..იშაიმ მიზანში ამოიღო, სწორედ მაშინ დანიელმა თოფი ხელიდან გამოგლიჯა. - არ ესროლო!! - შველი ელვის სისწრაფით გაიქცა ტყეში, იშაი გაბრაზდა. - რას აკეთებ?! გაიქცა! - დანიელი მძიმედ სუნთქავდა. - გაუშვი… წავიდეს… - თავისი თოფი მიწაზე დადო. ხმადაბლა თქვა: - ლიზას ჰგავდა.. მასსავით უმწეო თვალები ჰქონდა… - იშაის ნელა გაეღიმა. - შენ არ ამბობდი არ მაინტერესებსო? - დანიელმა გამხეცებული თვალებით შეხედა მეგობარს, წამში ფეხზე წამოიჭრა, საყელოში ხელი ჩაავლო იშაის. - არ მაინტერესებს, არა?! არ მაინტერესებს!!! გაიგე და შეიგნე!! ფეხებზე !! - ყვიროდა ბოლო ხმაზე, იშაიმ ხელი გააშვებინა..დანიელი ისევ მძიმედ სუნთქავდა. - კარგი, ძმაო… არ გაინტერესებს და მორჩა. - ღრმად ჩაისუნთქა..შემდეგ თვალებში უცნაურმა აზრმა გაურბინა. - ძალიან კარგია თუ არ გაინტერესებს… ისედაც თხოვდება! - დანიელი უცებ გაშტერდა, მისი თვალები ნელა აიწია იშაისკენ..სახე გაუქვავდა.. საღამო იყო, სასტუმროს ჰოლში თბილი, მოყვითალო განათება იდგა.. გარედან ზღვის ნიავი შემოდიოდა და შორიდან ტალღების ხმა ისმოდა.. ლიზა რეცეფშენის მაგიდასთან იდგა.. კომპიუტერის ეკრანს უყურებდა..უცებ კარისკენ გაიხედა, ვიღაც ახალგაზრდა კაცი შემოვიდა.. მაღალი იყო.. ფართო მხრებით.. ნელა მოდიოდა მისკენ..ლიზას სახე ერთ წამში გაეყინა, გული უცებ აუჩქარდა..სუნთქვა შეეკრა. დანიელი..ზუსტად ისეთი ნაბიჯი… ისეთი სხეულის ფორმა…ლიზამ ხელი სახესთან აიფრიალა, თითქოს ინიავებდა.. - არა… - ჩუმად ჩაილაპარაკა, კაცი კიდევ უფრო მიუახლოვდა, ლიზას უკვე ხელებიც უთრთოდა. გული ისე უძგერდა, თითქოს მკერდიდან უნდა ამოვარდნილიყო..უცებ ხმამაღლა თქვა: - არ მომიახლოვდე! - კაცი გაჩერდა, ლიზას თვალებში სიბრაზე აენთო. - აქედან გაეთრიე! - კაცი გაოგნებული უყურებდა. - უკაცრავად?.. - იმ წამს ლიზა თითქოს გამოერკვა, სახეზე სისხლი მოაწვა..მაშინვე მიხვდა..ის დანიელი არ იყო, ნაცნობი ჰალუცინაცია იყო.. - მაპატიეთ… - დაბნეულად თქვა. - მე… მე უბრალოდ სხვაში ამერიეთ… ძალიან დიდი ბოდიში… - კაცმა ისევ გაკვირვებით შეხედა, მაგრამ ლიზა უკვე გარბოდა.. ცრემლმორეული..დერეფანში სწრაფად შევარდა..თავის ოთახამდე ძლივს მივიდა, კარი ძლიერად შეაღო..პირდაპირ პატარა მაგიდასთან მივიდა, ბოთლი აიღო, ერთი ჭიქა სასმელი დაისხა, ერთიანად დალია. ხელები ისევ უკანკალებდა. - რატომ არ მანებებს თავს…რატომ… რატომ?! - ჭიქა ძლიერად ესროლა იატაკს..მინა ხმაურით დაიმსხვრა, სწორედ მაშინ კარი გაიღო.. ვიკა შემოვიდა. - ლიზა… - გაოგნებული უყურებდა იატაკზე დაყრილ მინას. - რა გჭირს, შვილო? - ლიზამ თავი ხელებში ჩარგო, ხმა ჩაუწყდა. - აღარ შემიძლია, დედა…აღარ!! ყველგან დამსდევს… - თვალები ცრემლებით აევსო. - სადაც გავიხედავ, ყველგან არის… მეტი აღარ შემიძლია…თავს არ მანებებს მისი აჩრდილი!! - უცებ მივიდა და დედას მკლავებში ჩაეკრა, ვიკამ ძლიერად ჩაიხუტა..ლიზა კი მის მხარზე ჩუმად ტიროდა..როგორც პატარა ბავშვი… დილა გათენდა, მზის სითბო ნელ-ნელა ავსებდა სასტუმროს ეზოს.. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ლიზა წყნარად ასრულებდა თავის მოვალეობას რეცეფშენში, ზარებს პასუხობდა, ბარათებს ამოწმებდა, აღრიცხავდა ოთახებს.. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა.ქეთი მიუახლოვდა. - ლიზა, გთხოვ, 315 ნომერში შუქის პრობლემა არის აბაზანაში. იქნებ შეამოწმო? - მე წავალ, ქეთი. - არა, შენ არა, თემო! შენ აქ მჭირდები, ლიზა, ნახე გთხოვ… - კარგი, მივდივარ… - თქვა ლიზამ, გასაღები აიღო და ოთახისკენ დაიძრა..კარი ნელა შეაღო და ნაბიჯ-ნაბიჯ შევიდა.. სააბაზანოს კარი გააღო, სრული სიბნელე იყო.. ტელეფონზე ფანარი აანთო და ირგვლივ ყველაფერი მოათვალიერა.. თან ბურდღუნებდა - ქეთი! ქეთი! რომელი ელექტრიკოსი მე მნახა რა საინტერესოა.. საიდან უნდა ვიცოდე რატომ არ არის დენი.. ჯანდაბა.. - ჩამრთველს აჭერდა ხელს, უცებ ლანდი გამოჩნდა.. ნაცნობი სილუეტი.. ნაცნობი მოჩვენება.. ლიზამ თვალები აატრიალა - ჯანდაბა! ისევ მოხვედი! მართლა ჩემი წყევლა ხარ.. გაქრი აქედან.. მეზიზღები!! მალე ჭკუიდან გადავალ.. ყველგან შენ რატომ გხედავ.. - თავის თავს ეწუწუნებოდა.. სილუეტი არ ირხეოდა.. არ ჰქონდა ჩვეულებრივი სახე როგორც სხვა დღეებში, უფრო სხვანაირად იდგა.. გაღიმებული თვალებით.. ლიზას ყველაზე მეტად ეუცნაურა ეს მზერა.. როგორც წესი მოჩვენებას სხვანაირი მზერა ჰქონდა ხოლმე - შენ არ არსებობ დანიელ! მოჩვენება ხარ.. ახლა თგალებს დავხუჭავ და გაქრები! - თვალები დახუჭა რამოდენიმე წამი, შემდეგ ნელ-ნელა გაახილა, ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა.. მოჩვენება გაქრა.. ლიზაც დამშვიდდა და წყნარად ჩაისუნთქა, თუმცა უკნიდან ყურთან ახლოს რაღაც გაშრიალდა.. რაღაც ნაცნობი სურნელით.. ნაცნობი სუნთქვით.. ********* ხელები უცებ აუკანკალდა, შემდეგ ტელეფონი თითებიდან გაუცურდა, იატაკზე დაუვარდა.. მკრთალი შუქი მარმარილოს იატაკზე გაიფანტა. ლიზა გაქვავდა..არც კი დახრილა ტელეფონის ასაღებად, მხოლოდ იდგა, ცახცახებდა..მისი ზურგი თითქოს კარგად ნაცნობ მზერას გრძნობდა..გული ისე ძლიერად უცემდა, რომ ეგონა ოთახშიც კი ისმოდა მისი ბაგაბუგი.. - ისევ…ისევ დამეწყო…ისევ მეჩვენება…- ისე ჩუმად ბუტბუტებდა, თვითონაც ძლივს ესმოდა საკუთარი სიტყვები, უკან მიტრიალება ვერ გაბედა.. ეშინოდა..ეშინოდა იმ რეალობასთან შეჯახების, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩენილიყო..მუჭები ძლიერად შეკრა, ფრჩხილები ხელისგულებში ჩაესო, ღრმად ჩაისუნთქა.შემდეგ… ძალიან ნელა შეტრიალდა..იატაკზე დავარდნილი ტელეფონის შუქი სარკეს ეცემოდა და იქიდან ოთახში ირეკლებოდა..იმ მკრთალ ნათებაში სილუეტი გამოჩნდა, მუქი, ღრმა თვალები და ტუჩები…ტუჩები, რომლებიც ამაყად და ირონიულად იღიმოდნენ. ლიზას სუნთქვა გაეყინა, ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა..ეს ის "მოჩვენება" არ იყო. ის „მოჩვენება“, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ხედავდა, სხვანაირი იყო ჩუმი, თითქოს ნისლიდან მოსული.ეს სილუეტი კი… ძალიან რეალური იყო..ძალიან ცოცხალი..ლიზას თვალები ფართოდ გაუფართოვდა.მისი ტვინი უარს ამბობდა იმის მიღებაზე, რასაც ხედავდა.. - არა…არა… ეს არ შეიძლება… - თვალები დაახამხამა, ეგონა გაქრებოდა, მაგრამ არ გაქრა, ის ისევ იქ იდგა, მზერა პირდაპირ მასზე ჰქონდა მიპყრობილი, ლიზას მკერდი სწრაფად ადი-ჩადიოდა, სუნთქვას ვეღარ იმორჩილებდა, თითქოს მთელი წელი, მთელი ტკივილი, მთელი მონატრება ერთ წამში მოაწვა გულზე. მის თვალებში წყალი ჩადგა, მაგრამ ეს არც ტირილი იყო და არც სიხარული.. ეს იყო შოკი, როცა გონება ვერ არჩევს უნდა გაიქცე… თუ უნდა შეეხო.. ტუჩები ოდნავ გაეხსნა, მაგრამ ხმა ვერ ამოუვიდა, ის უბრალოდ უყურებდა. უყურებდა იმ ადამიანს, რომლის დავიწყებასაც ერთი წელი ცდილობდა. იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარ თავში ათასჯერ დაემშვიდობა. იმ ადამიანს, რომელსაც ყოველდღე მოჩვენებად ხედავდა..და ახლა… ის მის წინ იდგა, სრულიად ნამდვილი! ლიზას გულში რაღაც უცნაურად შეიკუმშა..მონატრება, ბრაზი, ტკივილი.. სიყვარული..ყველაფერი ერთად აფეთქდა, თითქოს მთელი წლის დაგროვილმა ემოციებმა ერთ წამში გაიღვიძა.. რაც შეეხება დანიელს…ის მშვიდად იდგა, თითქოს ეს ყველაფერი მისთვის სრულიად ჩვეულებრივი იყო, ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი დაჰკრავდა მზერა კი თავდაჯერებული ჰქონდა ისეთი, როგორიც ყოველთვის ჰქონდა, როცა იცოდა, რომ სიტუაციას აკონტროლებდა..ტელეფონის მკრთალი შუქის ანარეკლი მის სახეზე ეცემოდა და მკვეთრად აჩენდა მის ნაკვთებს, მკაცრ სახეს, ოდნავ დაჭიმულ კისერს, დიდ ტუჩებს და იმ ნაცნობ მძიმე მზერას. დანიელი ლიზას უყურებდა დიდხანს, უხმოდ..მისი თვალები თითქოს ხარბად ათვალიერებდნენ ლიზას სახეს, თითოეულ დეტალს, თითოეულ ცვლილებას, რომელიც ამ ერთ წელში დაემატა, მისი თმა, მისი თვალები, მისი ოდნავ გაფითრებული სახე.ლიზა ცოტათი შეცვლილიყო…მაგრამ მაინც ის ლიზა იყო..ლიზა, რომელიც ერთხელ უკვე დაკარგა..გარეგნულად დანიელი მშვიდად იდგა, მტკიცედ, სტაბილურად. ის არ ცახცახებდა ისე, როგორც ლიზა.. მისი სუნთქვაც კი თანაბარი ჩანდა. მაგრამ შინაგანად…მის გულშიც არანაკლებ ქარიშხალი ტრიალებდა, ისეთი როგორსაც თვითონაც არ ელოდა..გული სწრაფად უცემდა, თითქოს სხეული ახსენებდა ყველაფერს, რასაც ცდილობდა დაევიწყებინა, მაგრამ დანიელ კოენს ერთი რამ ყოველთვის კარგად გამოსდიოდა..გრძნობების დამალვა! ემოციების კონტროლი! ის არ აპირებდა ლიზასთვის ეჩვენებინა, რა ქარიშხალი ტრიალებდა მის შიგნით, ის მის წინაშე ძლიერი უნდა მდგარიყო. იმიტომ რომ აქ ერთი მიზნით მოვიდა, დაემტკიცებინა ყველასთვის…და ყველაზე მეტად საკუთარი თავისთვის… რომ ყველაფერი ისევ ისე იქნებოდა, როგორც მას სურდა. თუ დანიელ კოენს რამე უნდოდა მას ყოველთვის იღებდა. და თუ მას ლიზა უნდოდა…ის აუცილებლად დაიბრუნებდა მას! განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ლიზა "თხოვდებოდა".. ეს ამბავი უცნაურად მოხვდა გულზე, თითქოს არ აინტერესებდა, ყოველ შემთხვევაში ასე არწმუნებდა საკუთარ თავს. ამბობდა, რომ ეს წარსული იყო, რომ ლიზა მისთვის აღარაფერს ნიშნავდა, მაგრამ სიმართლე სხვა იყო. შეეძლო დაევიწყებინა ბევრი რამ… მაგრამ ვერასდროს დაუშვებდა ერთ რამეს, რომ ლიზა სხვასთან ყოფილიყო ბედნიერი! ეგოისტობა? - შეიძლება. მაგრამ დანიელი არასდროს ყოფილა ადამიანი, რომელიც ადვილად თმობდა იმას, რაც ოდესღაც მისი იყო. სწორედ ამიტომ წამოეგო იშაის ანკესზე, სწორედ ამიტომ იდგა ახლა აქ. ლიზას წინ! ორი დღის წინ, ნადირობის დროს: ტყეში სიჩუმე იდგა.. მხოლოდ ფოთლების შრიალი ისმოდა და სადღაც შორს ჩიტების ხმა..იშაი მშვიდად იდგა, თითქოს არაფერს ამბობდა განსაკუთრებულს. - ძალიან კარგია თუ არ გაინტერესებს…ისედაც თხოვდება. - დანიელი უცებ გაშტერდა, თითქოს დრო გაჩერდა. მისი თვალები ნელა აიწია იშაისკენ, სახე გაუქვავდა. რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო. შემდეგ ძლივს ამოილუღლუღა: - თხოვ… რა თქვი? თხოვდება?! - კი ძმაო, ასე გავიგე - უდარდელად უპასუხა იშაიმ, დანიელის სუნთქვა დამძიმდა. - როგორ… რანაირად… ვისზე თხოვდება?! - კბილებს შორის გამოსცრა, მისი მუჭები ძლიერად შეიკრა, თვალებში რაღაც მხეცისებურმა გაუელვა, იშაიმ მხრები ისევ აიჩეჩა. - საიდან უნდა ვიცოდე ვისზე თხოვდება. - დანიელმა მწარედ ჩაიცინა, მაგრამ ეს სიცილი სიცილს საერთოდ არ ჰგავდა. - ესეიგი თხოვდება… მაგარია… - მისი სახე სრულიად წაშლილი იყო, ეს იყო სწორედ ის შემთხვევა, როცა დანიელ კოენმა ემოციები ვერ გააკონტროლა. არსებობდა მასში ერთი სუსტი წერტილი, ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად შლიდა - ეჭვიანობა! და იშაიმ ზუსტად ასიანში მოარტყა, ახლა უკვე დარწმუნებული იყო რომ მისი მეგობარი ისევ ლიზას სიყვარულში იწვოდა. მართალია სწორედ მან დაასხა თავის დროზე ცეცხლზე ნავთი, მაგრამ ამავე დროს, შეეძლო ეს ცეცხლი თავად ჩაექრო კიდეც.. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყველაფერი გამოიძია, ლიზას პირველი ქორწინების შესახებ.. იშაი დანიელს მიუახლოვდა, ხელი მხრებზე დაადო, თვალებში პირდაპირ ჩახედა. - გეყოფა საკუთარი თავის მოტყუება… და გარშემო მყოფების მოტყუებაც, შენ გიყვარს ლიზა! - მკაცრად უთხრა, დანიელმა მაშინვე უპასუხა, თითქოს წინასწარ ჰქონდა მომზადებული პასუხი. - არ მიყვარს! მატყუარა და ანგარებიანი ქალი ვერ მეყვარება! - იშაიმ თავი ოდნავ გადააქნია. - მისმინე… მართალია, მოიტყუა და მე თავად აგიხილე თვალები მაშინ.. მაგრამ რატომ მოიტყუა… ესეც გავარკვიე მერე - დანიელის მზერა გამკაცრდა. - მე თავად მოვიყვანე ის ბიჭი თქვენთან… - განაგრძო იშაიმ. - მაგრამ მერე ყველაფერი გავიგე. - რა გაიგე?! - ძალიან უბედური იყო მასთან ქორწინებაში… ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა..- დანიელმა სიტყვა გააწყვეტინა. - ეს ვიცი, იშაი! თავადაც მიამბო… თავადაც მითხრა, რომ უბედური იყო. - მერე?! თუ გითხრა, რატომ არ ფიქრობ? - დანიელი ჩუმად იდგა. იშაიმ გააგრძელა: - ასე იყო… ამიტომაც გადაუწვა რესტორანი და მისი მოკვლა სცადა აფექტის მდგომარეობაში. - დანიელს წარბები შეეკრა. - გოგო გაამწარა იმ ბიჭმა…გავარკვიე, რომ ძალიან საზიზღარი ადამიანი ყოფილა მისი ყოფილი ქმარი. - დანიელმა ცივად ჰკითხა - ახლა რატომ მეუბნები ამას? თუ მანამდე იცოდი… აქამდე სად იყავი? - იშაიმ მძიმედ ამოისუნთქა. - არ ვიყავი დარწმუნებული.. თან შენზეც ვბრაზობდი.. - დანიელმა თავი ასწია. - ვიცი, რომ შენი დახმარებით გაიქცა მაშინ.. არ უარყო, დანიელ. ვიცი, რომ შენ დაეხმარე!.. მერე შეგიყვარდათ ერთმანეთი.. თავიდან ფიქტიურად დაიწყო… და შემდეგ ნამდვილი ქორწინება გახდა - კი… ასე იყო… - ჩუმად თქვა დანიელმა - მე მისთვის იმდენი რამ გავაკეთე… ის კი თვალებში მიყურებდა და მატყუებდა! - მუჭები ისევ შეკრა. - ამაზე ვბრაზობ ყველაზე მეტად.. რომ ეთქვა თავიდანვე… იქმებ გამეგო მისთვის.. - შემდეგ მკაცრად დაამატა: - კარგად იცი, როგორ მეზიზღება ტყუილები. - შენი ბავშვობის ტრავმაში ლიზას ნუ დაადანაშაულებ..მოგატყუა, მართალია, მაგრამ მის ადგილას შესაძლოა შენც მოგეტყუებინა.. რა ექნა? განა ადვილია მიხვიდე საყვარელ მამაკაცთან და უთხრა „ქმარი მყავს… და მისი მოკვლის მცდელობისთვის პოლიცია დამსდევს“.. განა ეს ადვილი სათქმელი იქნებოდა? - დანიელმა ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ ცივად თქვა: - მოვრჩეთ.. უკვე ყველაფერი დასრულდა.. ის იქაა… მე აქ.. ტყუილს არ ვპატიობ! - მზერა ტყისკენ გადაიტანა. - კარგი ძმაო.. რახან არ იშლი იყოს ასე.. გოგო გათხოვდება და ბედნიერი იქნება.. შენ შენი ცხოვრებით იცხოვრებ.. - იშაი ვერაფერს გახდა მის ჯიუტ მეგობართან, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად.. ტელეფონი აიფო და ქეთის მისწერა -"ვეცადე, მაგრამ არაფერი გამოდის.. დანიელს არ აქვს სურვილი ლიზას შეურიგდეს".. დანიელი სახლში გვიან დაბრუნდა, სახლი ჩუმი იყო..საშინლად ჩუმი.. კარი ხმაურით მიიხურა და რამდენიმე წამით კართანვე გაჩერდა.. თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, შემდეგ ნელა შევიდა ოთახში, მისი მზერა მაშინვე საწოლისკენ წავიდა..სადაც ნაცნობი ბენდენა დაინახა.. დანიელმა ხელში აიღლ, რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა… თითქოს მასში რაღაცის პოვნას ცდილობდა, შემდეგ მძიმედ ამოისუნთქა და ისევ საწოლზე გადააგდო..კბილებს შორის ჩურჩულით თქვა: - ესეიგი თხოვდები, ლიზა… ესეიგი თხოვდები…! - მისი ხმა ცივი იყო, მაგრამ თვალებში აშკარა ქარიშხალი ტრიალებდა.. მოულოდნელად მაგიდიდან მისი სუნამო აიღო..ფლაკონი ხელში შეათამაშა, თვალებში ბრაზმა გაუელვა, ერთი წამით თითქოს აპირებდა კედელზე მიენარცხებია სუნამო..მკლავი ასწია, მაგრამ…ვერ მოახერხა, ხელი აუკანკალდა.. მკლავი ისევ ნელა ჩამოსწია.. თითქოს რაღაცამ გააჩერა. - ასე მალე იპოვე საქმრო, არა?! - კბილებს შორის გამოსცრა. ოთახში წინ და უკან დაიწყო სიარული. - საინტერესოა… სიყვარულით თხოვდები?! თუ ისევ ფიქტიურად… - ბოლო სიტყვა ირონიით წარმოთქვა, მისი ნაბიჯები უფრო და უფრო სწრაფი გახდა..უცებ სავარჯიშო ოთახისკენ წავიდა, შევარდა და სავარჯიშო ტომარას მთელი ძალით დაარტყა მუშტი..ერთხელ, მეორედ, მესამედ..დარტყმები უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა. თითქოს ცდილობდა სხეულიდან ამოეგდო ყველაფერი ბრაზი, ეჭვიანობა, ტკივილი..მაგრამ ვერაფერს შველოდა, მისი თვალების წინ ისევ და ისევ ლიზას სახე ჩნდებოდა, მისი სიცილი, მისი თვალები, მისი ხმა.. დანიელმა მძიმედ ამოისუნთქა და აბაზანაში შევიდა, შხაპს შეეყუდა, ცივი წყალი პირდაპირ თავზე დაისხა, წყალი ჩამოსდიოდა მხრებზე, ზურგზე, მკერდზე..მაგრამ მის სხეულში არსებული ცეცხლი მაინც არ ქრებოდა, თვალები დახუჭა და ისევ ლიზა..ის დღეები, ის ღამეები. მისი ჩახუტება..დანიელმა თვალები უცებ გაახილა, შხაპი გამორთო და ისევ ოთახში გავიდა..ბოლთას სცემდა, როგორც გალიაში გამომწყვდეული მხეცი..უცებ კარადასთან გაჩერდა, იქ დაინახა პორტრეტი, გადმოიღო, რამდენიმე წამი ლიზას გამოსახულებას უყურებდა და უცებ უყვირა: - დამივიწყე, ლიზა?! ასე ადვილად დამივიწყე?! ასე როგორ შეგიძლია?! - თვალები ჩაუწითლდა. - მე სხვა ქალს არც კი მივკარებივარ!! ვერ შევძელი!! ყველა ქალში შენს სახეს ვხედავ!! - მისი ხმა ჩახლეჩილი გახდა. - შენ დამივიწყე?! - უცებ გაბრაზებულმა ნახატი საწოლზე გადააგდო, მაგიდას მუშტი ძლიერად დაარტყა.. რამდენიმე წამი მძიმედ სუნთქავდა, შემდეგ ნელა მივიდა საწოლთან, ნახატი ისევ აიღო.. შემდეგ ნელა თქვა: - ვნახოთ… თუ დამივიწყე! ვნახოთ- მის თვალებში ისევ ის ამაყი, ჯიუტი ნაპერწკალი გაჩნდა, მისი ხმა ახლა უკვე ცივი იყო. - თუ მომინდება… ისევ ჩემი იქნები! - ნახატს თითები ნაზად გადაუსვა. - შენ ვერ დამივიწყებდი! - თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდა. - შენ ისევ ჩემი იქნები! სხვასთან არ იქნები! - შემდეგ უცებ აიღო ტელეფონი, ქურთუკი აიღო, სწრაფად ჩაიცვა და თითქმის გიჟივით გავარდა სახლიდან, მანქანა დაქოქა და წავიდა.. უკვე ღამდებოდა.. იშაის ბინაში მივიდა, ლიფტს არც კი დალოდებია, ფეხით აირბინა ოთხი სართული, კართან გაჩერდა და მუშტი ძლიერად დაუბრახუნა..რამდენიმე წამში კარი გაიღო..იშაი გაკვირვებული უყურებდა. - დანი? - დანიელი სუნთქვას ძლივს იკავებდა, თითქოს გრძელი სირბილიდან მოვიდა.. მოკლედ ჰკითხა: - შემოთავაზება ძალაშია? - რა შემოთავაზება? - წარბები შეკრა იშაიმ. - შვებულება… საქართველოში რომ გავატაროთ! - რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ იშაის გაეცინა, დანიელმაც ტუჩები ოდნავ გახსნა. - რა თქმა უნდა ძალაშია! - თქვა ბოლოს იშაიმ და მეგობარს გადაეხვია, დანიელმა მხარზე ხელი დაჰკრა. - მაშინ სწრაფად! ბენ გურიონში მივდივართ! - იშაიმ გაკვირვებით შეხედა. - ახლა?! - სამ საათში ფრენა გვაქვს ბათუმში - იშაიმ ხმამაღლა გაიცინა. - რა კაცი ხარ! - შემდეგ ოთახში შევარდა და ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო, ტანსაცმელს სწრაფად ყრიდა შიგნით, თან ტელეფონი აიღო და ქეთის დაურეკა, რამდენიმე წამში უპასუხა - გისმენ - მე ვარ… - ქეთის ხმამ მაშინვე შეიცვალა. - ვიცი რომ შენ ხარ! - დაიწყო გაბრაზებულმა. - გვანცა უკვე გავუშვი, თქვენგან ხეირი არ გამოდის! მხოლოდ დანგრევაში იყავით ოსტატები! რატომ მეგონა რომ რამეში გამომადგებოდით, არ ვიცი! - ის ისე სწრაფად ლაპარაკობდა, რომ სულსაც კი არ ითქვამდა, იშაიმ თვალები აატრიალა. - გაჩუმდი და მომისმინე! - მე მაჩუმებ ისევ აქეთ?! - ქეთის ტონმა კიდევ უფრო აიწია. - უსირცხვილოებო! ორი ადამიანი ერთმანეთს დააშორეთ და მე გავჩუმდე ისევ?! - იშაიმ უკვე მოთმინება დაკარგა. - ქეთი! - მეორე მხარეს რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ მშვიდად თქვა: - მე და დანიელი გამთენიისას ბათუმში ვიქნებით. - ჰო აბა რა… - ირონიულად დაიწყო ქეთიმ, მაგრამ უცებ გაჩერდა.. რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია. შემდეგ უცებ შეჰკივლა: - მოიცა… რა თქვი?! - იშაის გაეღიმა. - ამ წუთას მოვიდა ჩემთან, ბილეთები იყიდა.. დილას მანდ ვიქნებით! - ტელეფონის მეორე მხარეს რამდენიმე წამი სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ქეთი თითქოს სიტყვებს ვერ პოულობდა. - მე… მე… მართლა… ანუ… დანიელი… აქ მოდის? - ენა ებმოდა, მის ხმაში ერთდროულად შოკიც იყო და ბედნიერებაც..ერთი წამით წარმოიდგინა, რომ მალე თავად გაიცნობდა მის ტყუპისცალ ძმას. - ქეთი? გესმის ჩემი ხმა? აქ ხარ? - კი! კი… მესმის! - სწრაფად თქვა მან. - მე დაგხვდებით აეროპორტში! მე მოვაგვარებ ყველაფერს! - კარგი, მაშინ დროებით - ზარი გაწყდა, რამდენიმე წამი ქეთი ადგილზე იდგა, შემდეგ უცებ ხტუნვა დაიწყო. - ღმერთოოო!! - სიხარულისგან თითქმის ყვიროდა, რამდენიმე ცრემლიც გადმოუვარდა. - არ მჯერა… - ხელები სახეზე აიფარა. - ჩემი ძმააა… - შემდეგ ხმამაღლა გაიცინა. - რა ბედნიერებაა… როგორც იქნა… ჩემი ძმა დამიბრუნდა - სიხარულისგან აჟიტირებულმა ოთახში ცეკვაც კი დაიწყო.. თვითმფრინავის ბორბლებმა ასაფრენ ბილიკს რბილად დაჰკრა, რამდენიმე წამში ბორტი საბოლოოდ გაჩერდა, მგზავრები ნელ-ნელა წამოდგნენ და გასასვლელისკენ დაიძრნენ.. დანიელი და იშაიც მათ შორის იყვნენ, რამდენიმე წუთში თვითმფრინავის კარიც გაიღო და ისინი ტრაპზე ჩამოვიდნენ, დანიელი პირველ ნაბიჯს რომ დგამდა, უცნაურად გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა საქართველოს ჰაერი, ზღვის ოდნავ მარილიანი სურნელი.. ტენიანი, თბილი ჰაერი, მის მკერდში თითქოს რაღაც უცნაურად შეირხა.. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს აქ იყო..ის ქალაქი, სადაც მხოლოდ ხუთ წლამდე ცხოვრობდა. მაგრამ მაინც…რაღაც ნაცნობი იყო ამ ჰაერში, თითქოს ქალაქს სუნი საერთოდ არ შეცვლია, იგივე სურნელი ტრიალებდა, იგივე ზღვის სუნი, იგივე სიმშვიდე..დანიელს ტუჩის კუთხეში ღიმილი ოდნავ შეეპარა, მაგრამ მალევე ისევ მკაცრი გამომეტყველება დაიბრუნა. იშაი გვერდით უყურებდა. - რა იყო? - ჰკითხა ჩუმად. - არაფერი… - მოკლედ უპასუხა დანიელმა..აეროპორტში შევიდნენ. პასპორტ კონტროლის რიგში ჩადგნენ, ირგვლივ ყველგან ქართული საუბარი ისმოდა,დანიელი უსმენდა..უცნაურად ეჩვენებოდა. თითქოს ერთდროულად უცხო ადგილასაც იყო და საკუთარ სახლშიც..ბავშვობის მოგონებები წამით ამოტივტივდა გონებაში, მაგრამ სწრაფადვე გადააგდო. პასპორტ კონტროლი გაიარეს და ბოლოს აეროპორტის კარიდან გარეთ გამოვიდნენ..დილა იყო, ზღვის ჰაერი კიდევ უფრო მკვეთრად იგრძნობოდა, პარკინგის მხარეს მანქანასთან ქეთი იდგა..ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით.. ხანდახან აეროპორტის კარს უყურებდა, ხანდახან ტელეფონს.. მისი გული სწრაფად სცემდა ძმის მოლოდინში.. - ნეტა როგორია ახლა…ნეტავ ვიცნობ როცა გამოვა? - ელაპარაკებოდა თავის თავს, უცებ ხალხის ნაკადში ორი მაღალი ტანადი მამაკაცი გამოჩნდა..ქეთის მზერა მაშინვე ერთზე გაჩერდა..დანიელზე! წამიც არ დასჭირვებია, მაშინვე იცნო.. მისი დანახვისთანავე გაეღიმა, გულში უცებ ისეთი სითბო ჩაეღვარა, რომ სუნთქვა წამით შეეკრა.. თვალწინ ელვის სისწრაფით გაურბინა მოგონებებმა, როგორ თამაშობდნენ ეზოში ბავშვობაში.. როგორ დარბოდნენ ერთად, როგორ ზრუნავდა ყოველთვის გიორგი მასზე. ცრემლები უცებ მოერია..მაგრამ მაშინვე თავი შეიკავა, ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ნაბიჯი გადადგა და მაღალი ტანადი ბიჭებისკენ გაემართა..ქეთიც მაღალი გოგო იყო, შორიახლოს რომ მივიდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ფიზიკურადაც საოცრად ჰგავდა მის ძმას..იგივე თვალები, იგივე ნაკვთები, ქეთიმ ღიმილით შეხედა..ქეთი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ, მისი თვალები ანთებული იყო აღელვებით, სიხარულით, მოუთმენლობით..რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა დანიელს, თითქოს ცდილობდა ბოლომდე დაეჯერებინა, რომ ის მართლა მის წინ იდგა..პირველმა იშაიმ დაარღვია სიჩუმე. - შენ ალბათ ქეთი ხარ - ქეთიმ სწრაფად გადახედა, ისეთი მზერით, თითქოს პირველივე წამში შეაფასა ადამიანი. - კი. - ძალიან კარგი- თქვა იშაიმ კმაყოფილი ღიმილით, შემდეგ დანიელისკენ მიბრუნდა. - ეს ქეთია… შენი და ლიზას მფარველი ანგელოზი. ის დაგვეხმარება ლიზას ნახვაში.. - დანიელმა თვალები ოდნავ მოჭუტა და ყურადღებით დააკვირდა ქეთის, რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა.. შემდეგ უბრალოდ ხელი გაუწოდა. - დანიელი - ქეთიმ ხელი ჩამოართვა, მაგრამ იმ წამსვე მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, დანიელი დიდად არ დაჰკვირვებია გოგონას, არც იმის წინათგრძნობა გასჩენია რომ მის წინ ვიღაც ძალიან ახლობელი იდგა.. ქეთის გული ჩასწყდა, ელოდა რომ მისი ძმა იცნობდა.. ხელი არ გაუშვა დანიელს.. დანიელმა წარბი ოდნავ ასწია და ირონიულად ჰკითხა: - ხელს არ გამიშვებ? - ქეთი უცებ გამოფხიზლდა. - რა თქმა უნდა… - ცოტა უხერხულად გაეცინა და ხელი გაუშვა, დანი მაშინვე საქმეზე გადავიდა. - სად ვნახავთ ლიზას? - ჩემთან მუშაობს… სასტუმროში. - წავიდეთ, მინდა თვალებში ჩავხედო ქალბატონ ლიზას! - მოიცა! ასე უეცრად მიხვიდე და თავზე დაადგე არ გამოვა, გეგმა მაქვს. ჯერ ჩემთან წავიდეთ. - მანქანისკენ მიუთითა, ძველი, პატარა კაბრიოლეტი იდგა. იშაიმ და დანიელმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ მანქანას.. ისევ ერთმანეთს. - ამაში უნდა ჩავჯდეთ? - ჰკითხა იშაიმ სიცილის შეკავებით, ქეთიმ წარბი ასწია. - რაიყო… არ გეკადრებათ? - დანიელს გაეცინა. - ამ მანქანას ხელში თუ ავიღებთ და ისე წავიღებთ, აქ როგორ დავჯდეთ?- ქეთის სახე მაშინვე შეიცვალა. მისი საყვარელი მანქანის შეურაცხყოფა პირადად მიიღო. - წამოხვალთ თუ აქ რჩებით? - ცივად ჰკითხა, იშაიმ სიცილი ძლივს შეიკავა, დანიელმა მხრები აიჩეჩა. - კარგი… ვცდით - ორივე მანქანაში ჩაჯდა, ქეთიმ ძრავა დაქოქა.. მანქანა ხმაურით ამუშავდა, იშაის ხმამაღლა გაეცინა, ქეთიმ ისეთი მზერა ესროლა, რომ კაცი ადგილზე გაჩუმდა..რამდენიმე წამი ჩუმად მიდიოდნენ..შემდეგ დანიელმა ირონიულად თქვა: - როგორ არის? - რა? - ქეთიმ წარბი შეკრა. - ლიზა.. შენი მატყუარა მეგობარი როგორ არის? ბედნიერია?! ახალი საქმრო აბედნიერებს?! - ქეთიმ საჭეს ხელი ძლიერად მოუჭირა. - საქმრო?! - იშაიმ ხველება დაიწყო.. - ჰოო.. დანიმ უკვე იცის რომ ლიზა თხოვდება.. იძულებული გავხდი მეთქვა, ისე არ წამოვიდოდა ეს რომ არ სცოდნოდა.. - თვალებით ანიშნებდა ქეთის თამაშში აყოლას - ა.. რა თქმა უნდა.. კი კარგადაა, ძალიან კარგად.. ცდილობს ბედნიერი იყოს.. - დანიელს ტუჩის კუთხე ირონიულად აუტოკდა. - ვნახავთ.. საკუთარი თვალით მინდა ვნახო რამდენად შეყვარებულია.. თუ მის საქმროსაც ჩემსავით ატყუებს.. - ძალიან სწრაფად მსჯელობ ადამიანებზე! - გამოცდილება მაქვს, ლიზიკოს წყალობით! - მშვიდად უპასუხა დანიელმა, ქეთი გაბრაზდა, ვერ აიტანა მეგობრის ლანძღვა, იმდენად რომ მზად იყო საკუთარ ძმასაც დაპირისპირებოდა - გამოცდილება კი არა, ეგო გაქვს გაბერილი! შენ აქ რისთვის ჩამოხვედი? იმისთვის რომ ლიზა დაიბრუნო თუ იმისთვის რომ ლანძღო? - იშაიმ გვერდიდან ჩუმად ჩაახველა, დანიელს ირონიული ღიმილი გაუჩნდა. - საინტერესოა… შენ ყოველთვის ასე იცავ ლიზას? - კი! იმიტომ რომ ის ამას იმსახურებს. შენ საერთოდ არ იცი რა გადაიტანა მან! - მკაცრად თქვა ქეთიმ. - მე ახლა ის ვიცი რომ შენ აშკარად არ იცი, რაში ერევი.. ძალიან გრძელი ენა გაქვს! - ქეთიმ მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა, ისე რომ ბიჭებმა რამის თავები მიარტყეს სავარძელს - შენ საერთოდ იცი ვის ელაპარაკები?! - გაბრაზებულმა ჩახედა ძმას თვალებში - ვის?! ვინ ხარ?!.. - ჩემთან ომი კარგს არაფერს მოგიტანს! გაითვალისწინე ჩემი დახმარებით დაიბრუნებ ლიზას! - მე არ მჭირდება არავის დახმარება! ჩემს საქმეს ყოველთვის თავად ვაკეთებ! - მართალი იყო ლიზა, ნამდვილი ვირი ყოფილხარ მართლა! - გოგონი! ფრთხილად, წყობიდან ნუ გამომიყვან!! - თორემ რას იზამ? თავი შენს ქვეყანაში ხომ არ გგონია? გამარჯობა ეს საქართველოა.. ისრაელში არ ვართ!! - კარგი, კარგიი.. დაწყნარდით, რა კატა-თაგვივით ჩხუბობთ? რა დაგემართათ? - ჩაერთო იშაი - მოკეტე! - ერთდროულად დაუყვირეს იშაის ტყუპებმა.. მან გაოცებულმა გააფართოვა თვალები. შემდეგ დანიმ ღრმად ჩაისუნთქა და ქეთის მიმართა - მე შენთვის არავინ არ ვარ.. მესმის მეგობარს იცავ.. მაგრამ გთხოვ ზედმეტად ცხვირს ნუ ჩაყოფ ჩემს საქმეში! თუ გინდა დაეხმარო ლიზას დამაცადე კარგი?! - ქეთის დანის სიტყვები გულზე მოხვდა "მე შენთვის არავინ ვარ".. მოწყენილად უთხრა - ჰო.. მართალი ხარ.. შენ ჩემთვის არავინ ხარ.. - ქეთის ერთმა აზრმა გაუელვა თავში, მანქანა სხვა მხარეს გადაუხვია.. ბათუმის გარეუბანში, სადაც და-ძმანი ბავშვობაში იზრდებოდნენ.. დანიელი დაკვირვებით ათვალიერებდა ქუჩებს, ყველა დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.. მომენტებში ეღიმებოდა.. - ძალიან ლამაზია ბათუმი.. საქართველო მართლა ულამაზესია - თქვა იშაიმ - დიდი ვერაფერი - თქვა უკმაყოფილოდ დანიელმა, რომელსაც გულის სიღრმეში ძალიანაც მოსწონდა საქართველო, თუმცა იხტიბარს არ იტეხდა.. ქეთის გაეცინა.. გულში ფიქრობდა - "როგორი ჯიუტია..".. დანიელმა მაშინვე იცნო ძველი ქუჩები.. მაშინვე ამოტივტივდა მის თავში ბავშვობის მოგონებები.. - გაჩერდი აქ, ქეთი - ცივად თქვა დანიელმა..ქეთისთვის ეს უცნაური არ იყო, ჩუმად ჩაიღიმა.. იქნებ ახლა მაინც გაეხსენებინა მის ძმას როგორმე..მანქანა ნელა შეაჩერა.. დანიელი გადმოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი ქვემოთ ჩადგა, ირგვლივ ყველა დეტალს ათვალიერებდა.. ძველი ქუჩა, პატარა ეზოები..ყველაფერი ნაცნობი იყო. დანიელს გული უცნაურად უცემდა; ბავშვობის მოგონებები ერთბაშად გაახსენდა: ის დღეები, როცა მთელი დღე ეზოში თამაშობდა მეგობრებთან, სიხარულით დარბოდა კიბეებზე, იცინოდა..გაეღიმა, მაგრამ ფიქრები უეცრად სიბრაზის მორევში გადაიზარდა.. გაახსენსა როგორ მოატყუა დედამ, როგორ დატოვა ბავშვთა სახლში, იმედგაცრუება, მოღუშულობა, ემოციების ყველა ნაპერწკალი ერთდროულად აალდა. დანიელმა ღრმად ამოისუნთქა, კვლავ მანქანასთან დაბრუნდა. - რა მოხდა? რატომ გავჩერდით? - ჰკითხა ქეთიმ. - არაფერი… რაღაც გამახსენდა - წარმოთქვა დანიელმა მკაცრად, თვალებში სინანული დაეტყო. -ვინმე ნაცნობი ხომ არ დაგინახავს? - არ ასვენებდა ქეთი. - არა… აქ ცხოვრობ შენ? - დაინტერესდა დანიელი. - არა, მეგობარი უნდა მენახა, მაგრამ გადავიფიქრე - უპასუხა ქეთიმ, დანიელმა უკან მიიხედა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ქუჩას, შემდეგ მკაცრად თქვა: - წავიდეთ აქედან, დროზე… აქაურობა სულს მიხუთავს! - გეგონება მოჩვენება დაინახაო? - სიცილით უთხრა ქეთიმ - კი, ასეა… აქაურობა მოჩვენებას და კოშმარს ჰგავს - მკაცრად მიუგო დანიელმა, იშაი გვერდიდან უყურებდა, გაკვირვებული: - დანი, კარგად ხარ? - დანიელმა მხრები აიჩეჩა, ხმა გაბრაზებული ჰქონდა: - არა… არ ვარ კარგად! ეს ის ადგილია… ის წყეული ადგილი! მეზიზღება ეს ადგილიც და ის ხალხიც, რომელიც აქ ცხოვრობდა!! - ქეთიმ მხოლოდ თავი დახრა, მანქანას სისწრაფე მოუმატა და ქუჩას სწრაფად გაეცალა.. არც ამან გაამართლა.. ძმამ მაინც ვერ გაიხსენა.. შემდეგ ბიჭები სასტუმროში მიიყვანა, დრო ისე გათვალა, რომ ლიზას ცვლა უკვე დასრულებული იყო..გეგმა შეიმუშავეს როგორ უნდა შეხვედროდნენ დანი და ლიზა ერთმანეთს.. და სწორედ მაშინ მოხდა მათი შეხვედრა, ნახევრად ჩაბნელებულ სააბაზანოში.. გაგრძელება სააბაზანოდან: დანიელი იდგა ნახევრად ჩაბნელებულ სააბაზანოში, თვალებში სიმკაცრე და აღელვება ერწყმოდა. ალმაცერი, ირონიული ღიმილი მაინც გადაჰკრავდა სახეზე. ლიზას ყოველი მოძრაობა, თითოეული კანკალი, თითოეული შეხტომა კიდევ უფრო ღიმილს ჰგვრიდა - მოჩვენება არ ვარ.. შენს წინაშე დანიელი დგას! დანიელ კოენი! - თქვა დანიელმა ზედმეტად მშვიდი ტონით, თითქოს ეს უბრალო ფაქტი იყო. ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა, მის თავში ძალა მოძებნა რომ დაწყნარებულიყო.. ცახცახი შეწყვიტა.. თვალები ჩაუმუქდა სიბრაზისგან, თითები გაეყინა.. ჩუმად იდგა - ხმას არ ამოიღებ? არ იტყვი არაფერს?! - დანიმ ხელი მისკენ გასწია, თუმცა ლიზამ უკან დაიხია, მხოლოდ ახლა ამოიღრიალა - არ გაბედო!! თითი არ დამაკარო!! როცა ამოვიღე ხმა მაშინ არ მომისმინე!! ახლა რატომ მთხოვ ხმის ამოღებას? - სალაპარაკო გვაქვს.. - ურცხვად იდგა ლიზას წინაშე, ზედმეტად ამაყად - არა! მე და შენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს!! წაეთრიე აქედან!! ჩავთვალოთ რომ არ გვინახავს ერთმანეთი, ჩავთვალოთ რომ.. - რომ ისევ მოჩვენება ვარ? მაგრამ მე ნამდვილი ვარ - ლიზას ყურებზე მოიჭირა ხელი - არ მინდა! არ მინდა შენი მოსმენა - წამოსვლა დააპირა, თუმცა დანიელი წინ გადაუდგა - მომისმენ! და მერე წახვალ!! თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ გეზიზღები!! მითხარი რომ აღარ გიყვარვარ! მითხარი რომ მართლა სხვა აირჩიე და მაშინ წადი! - სხვა? ვინ სხვა? - ლიზას გაუკვირდა - გათხოვებას არ აპირებ?! - - კი ვაპირებ!! მეზიზღები! სხვა ადამიანში გაგცვალე! - ჯიუტად თქვა ლიზამ, შექმნილი ტყუილი გამოიყენა, რომელიც ვერ მიხვდა საიდან შეიქმნა მაგრამ მაინც გამოიყენა.. თითქოს დანიელის მოტივები გაენადგურებინა. დანიელისკენ წავიდა, თვალებ ანთებული, მასში მხეცმა გაიღვიძა, დანიელი უკან იხევდა, ლიზა წინ მიდიოდა - გაგცვალე! სხვაში გაგცვალე!! იმიტომ რომ შენ გარეწარი ადამიანი ხარ!! შენ ჩემი სული ნამსხვრევებად აქციე!! სურვილიც კი არ მქონდა შენთან შეხვედრის შემთხვევითაც კი!! - ბოლო ხმაზე ყვიროდა ლიზა, თან თვალიც კი არ დაუხამხამებია ისე მიახალა ეს სიტყვები სახეში დანიელს.. დანიელმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. არ ელოდა ასეთ გულნატკენ ლიზას, არ ელოდა ასეთ ემოციებს, რომელიც მთელი ზიზღით საუბრობდა.. გულზე ნემსივით ესობოდა მისი ყოველი ზიზღით ნათქვამი სიტყვა და მზერა.. - შენ მე ისევ გიყვარვარ!! არ მჯერა შენი! - შენ გინდა რომ ეს ასე იყოს! მაგრამ მე შენ აღ-არ მიყ-ვარ-ხარ!! - ბოლო სიტყვები გარკვევით დაუმარცვლა - თვითონ მომისროლე შენი ცხოვრებიდან, დაგავიწყდა? თავად გამაგდე.. რატომ მოხვედი? რატომ დაბრუნდი? - იმიტომ რომ დავრწმუნებულიყავი.. შენ არ შეგიძლია.. - რა? რა არ შემიძლია? - არ შეგიძლია სხვასთან იყო!! - შემიძლია!! ეგოისტი ხარ!! - დანიელი მისკენ წავიდა, ხელი ძლიერად მოჰკიდა და მკლავებში მოიმწყვრია, ისე როგორც ადრე აკეთებდა ამას, ლიზა შეხტა - გამიშვი!! - კივილი დაიწყო, მან პირზე ხელი ააფარა, კედელთან მიიმწყვრია, თვალებში მკაცრად ჩახედა - ახლა გავიგებ თუ მართლა აღარ გიყვარვარ - მის ბაგეებს გაგიჟებით დაეწაფა, კოცნა - ერთწლიანი შიში, სიშორე, აუხდენელი სურვილები და წლების მონატრება ერთ წუთში აფეთქდა! დანიელი ხარბად, მგელივით დაეწაფა ლიზას ტუჩებს, თურმე როგორ სწყუროდა მისი ტუჩების გემო, ახლა იგრძნო რა აკლდა ამდენი ხნის განმავლობაში მის ორგანიზმს, ლიზა ჯიუტობდა, წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მთელი სხეული შინაგანი სურვილით აღელვებული იყო.. თავიდან ვერ მოიშორა ჯიუტი "ცხოველი" თავი ვერ დაიხსნა მისი კლანჭებისგან, რეალურად მასაც სწყუროდა მისი კოცნა, მაგრამ ის დამცირებული ქალი იყო.. ვერ აბიჯებდა მის სიამაყეს, ვერ მიანიჭებსა იმის სიამოვნებას დანიელს რომ თავი დაეხარა.. როგორც იქნა მოიშორა, ხელი ძლიერად ჰკრა, სახეში გაარტა და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.. დანიელი კი იდგა და ხმამაღლა იცინოდა, თან სახეზე ხელს ისვამდა სიმწრისგან.. - ღმერთო, რამდენი ხანი მინდოდა ეს მომენტი… უძირო სიცილით თქვა.. - შენ ისევ გიყვარვარ.. - სიცილს აგრძელებდა გიჟივით, ბოლო ხმაზე.. *********** ლიზა სასტუმროს ნომრიდან ქარიშხალივით გამოიქცა..სუნთქვა უჭირდა, მკერდი სწრაფად აუდიოდა. კიბეებს თითქმის სირბილით ჩაუყვა, თითქოს ვიღაც მისდევდა… თითქოს უნდა გაქცეულიყო იმ ოთახიდან, იმ შეხებიდან, იმ კოცნიდან… იმ კაციდან, რომელსაც ერთი წელი ცდილობდა დაევიწყებინა. ფოიეში იშაი და ქეთი ისხდნენ, ორივე ჩუმად ელოდა მოვლენების განვითარებას..ქეთი ნერვიულად აქანავებდა ფეხს, თითებს მაგიდაზე აკაკუნებდა, ხანდახან საათს უყურებდა. მერე იშაის გახედავდა, თვალებს აატრიალებდა და ისევ დაჯდებოდა. - კარგი რაა… - ბოლოს ვეღარ მოითმინა იშაიმ და წამოდგა. - უკვე დავიღალე! გააჩერე ფეხი, შეიძლება?! - წაიბუზღუნა. - ნერვოზი გაქვს? - ქეთიმ შეუბღვირა. - ნერვები შენ უფრო გაწუხებს! ვერ ვისვენებ… ნეტავ ლიზას რა რეაქცია ჰქონდა… - მან წინ და უკან დაიწყო სიარული, იშაის გაეცინა. - რა გაცინებს?! - გაბრაზდა ქეთი. - დანიელივით ხარ… ერთ ადგილას ვერ ისვენებ - ქეთი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ფოიეს კარები გაიღო,ლიზა შემოვარდა. ნამდვილად ქარიშხალივით. სახე გაფითრებული ჰქონდა, თვალები წითელი, სუნთქვა ისევ ჩქარი. მეორე შოკი მაშინ მიიღო, როცა იშაი დაინახა ქეთის გვერდით, გაჩერდა..ნელა მიუახლოვდა, თვალები გამწარებული ჰქონდა..იშაიმ უხერხულად ჩაიხველა და თავი დახარა, ქეთი სწრაფად წამოდგა. - ლიზა… კარგად ხარ? - პასუხი ვერ მიიღო, ლიზას მზერა ისევ იშაიზე იყო მიჯაჭვული. - დამცინით? - ნელა თქვა, მაგრამ ხმაში ქარიშხალი იგრძნობოდა. - რა ჯანდაბას აკეთებენ აქ ესენი?!- შემდეგ ქეთის შეხედა. - ლიზა… დამშვიდდი პირველ რიგში… - როგორ დავმშვიდდე ქეთი?! - ხმა აუმაღლა ლიზამ. - შენი გაკეთებულია ეს ყველაფერი! შენ მოიყვანე ჩემამდე! - ხელები ჰაერში აიქნია. - ყოჩაღ! მართლა ყოჩაღ! მე სამსახურიდან მივდივარ! - ქეთიმ სწრაფად ჩაავლო ხელი. - ლიზა გთხოვ… მომისმინე. - იშაი უხერხულად იდგა. - ჯობია მე გავიდე… დანიელთან წავალ. - მიდი, მიდი! ოთახშია და იცინის! მიეხმარე! ერთად დამცინეთ! მარტო არ დატოვო! - უთხრა გაბრაზებული ტონით ლიზამ, იშაიმ არაფერი უპასუხა.. ქეთიმ თვალებით ანიშნა გასულიყო, ისიც უხმოდ გავიდა. ქეთიმ ლიზას ხელი მოჰკიდა და მდივნისკენ წაიყვანა. - მოდი… დაჯექი, ვისაუბროთ. - ორივე ჩამოჯდა. - ვიცი რომ რთულია შენთვის… - ლიზამ ირონიულად ჩაიცინა. - რთული? ქეთი, შენ მაინც იცი რა გადავიტანე… როგორ მომექცა! - ხმაში ტკივილი და სიბრაზე ერთდროულად იგრძნობოდა. - აქ მოდის… ასე უტეხად… მიყურებს ისე თითქოს არაფერი მომხდარა! უსრიცხვილო!! - ლიზა… ის ჩემი ძმაა. - ქეთიმ ნელა თქვა, ლიზა გაჩუმდა..რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს, თითქოს ახლა გაახსენდა ეს ფაქტი..ქეთიმ ჩუმად გააგრძელა: - მე მინდა რომ ის გულში ჩავიკრა… მინდა ჩემთან ახლოს იყოს. გთხოვ… ნუ წამართმევ ამის შესაძლებლობას. - ლიზამ დაღლილად დახარა თავი. - არაფერს გართმევ ქეთი… უბრალოდ მე მასთან სიახლოვეს ვერ გავუძლებ. - გაუძლებ! - მტკიცედ უთხრა ქეთიმ. - აუცილებლად გაუძლებ! შენ ძლიერი ხარ… უძლიერესი - შემდეგ ოდნავ გაეღიმა. - თან ჩემი ძმაა… მაგრამ ძალიან ყეყეჩი და გათამამებულია. - ლიზას თვალები აუწყლიანდა. - ვგიჟდები ქეთი… მართლა ვგიჟდები. ასეთი უტიფარი როგორაა… - მაგრამ უყვარხარ… ისე ხომ არ ჩამოვიდოდა. - ლიზამ თავი გააქნია. - არა! იცი რატომ ჩამოვიდა? თურმე ჰგონია რომ ვთხოვდები! ეგოისტი! ამიტომ ჩამოვიდა! - ქეთის გაეცინა. - ხო… ასე ჰგონია.. ნეტავ საიდან მოიტანა ეს სისულელე? - არ ვიცი… - მხრები აიჩეჩა ქეთიმ, შემდეგ ეშმაკურად გადახედა. - მაგრამ… თუ ასე ჰგონია… ასე ეგონოს. - ლიზამ გაკვირვებით შეხედა. - რას იტყვი… გააწვალე. დაანახე, რომ ერთადერთი არაა ამ ქვეყნად. - ქეთი ამ დროს აშკარად ორმაგ თამაშს თამაშობდა..ერთ მხარეს ლიზას ამხნევებდა და აგულიანებდა მეორე მხარეს ცდილობდა დანიელს დახმარებოდა.. - აქ მუშაობ… ცხოვრობ… კარგად ხარ მოწყობილი… ამ ყველაფერს მის გამო დაანგრევ? - ქეთიმ ლიზას თვალებში ჩახედა. - ლიზა… დამპირდი, რომ ამას არ გააკეთებ. - ლიზამ ჩუმად ჩაილაპარაკა: - არ ვიცი… სწორედ ამ დროს ფოიეში სასტუმროს მფლობელი, ბატონი ალეკო გამოჩნდა. ყოველთვის თბილი და მეგობრული კაცი. - სალამი გოგონებო! როგორ ხართ?..ლიზა, რა გჭირს? გაფითრებული ხარ. ზ არაფერი…ცოტათი შეუძლოდ ვარ. - მოკლედ გოგოებო..სასტუმროში ებრაელები დაბინავდნენ! ძალიან გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ბიჭებს. მნიშვნელოვანი სტუმრები არიან, ორი კვირით რჩებიან ჩვენთან. - ორი კვირით? - თვალები გაუფართოვდა ლიზას. - კი ლიზა. პრეტენზიული ხალხია… მაგრამ ფული თავზე საყრელად აქვთ! - ქეთიმ სწრაფად გაიღიმა. - არ იდარდოთ ბატონო ალეკო… განსაკუთრებულად მოვექცევით. - ამ დროს ლიზას თვალებში უცნაურმა, გამოწვევის ელვარებამ გაიელვა. - დიახ ბატონო ალეკო… - მშვიდად თქვა ლიზამ - პირადად ვიზრუნებთ, რომ დაუვიწყარი დასვენება გამოუვიდეთ!! - ალეკო კმაყოფილი წავიდა თავის კაბინეტში, ქეთიმ ლიზას გახედა, ეშმაკურად გაეღიმა. - აი ეს მომწონს! - ლიზამ ცივად შეხედა. - ნუ გიხარია ქეთი - მისი ხმა უკვე მტკიცე იყო. - იმიტომ მივიღე ეს გამოწვევა, რომ მეც ისე დავანარცხო მიწაზე, როგორც თვითონ მომექცა! მეც ისევე გავაგდებ აქედან… და ჩემი გულიდან… როგორც თვითონ გამაგდო - ქეთი ჩუმად აგრძელებდა ღიმილს, თავში უკვე გეგმა გეგმაზე ეწყობოდა, როგორ უნდა დაეახლოვებინა დანიელი და ლიზა… მაშინაც კი, როცა ორივე ამტკიცებდა რომ ერთმანეთი აღარ უყვარდათ.. სასტუმროს ნომერში დანიელი საწოლზე იყო წამოწოლილი..ერთი ხელი თავქვეშ ამოედო, მეორე კი ჰაერში თამაშობდა თითქოს რაღაცას ფიქრობდა, მაგრამ ამავე დროს აშკარად კმაყოფილი ჩანდა.. იშაი ფანჯარასთან იდგა, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და მეგობარს დაკვირვებით უყურებდა. რამდენიმე წამი ჩუმად იყო, ბოლოს ვეღარ მოითმინა. - რას ფიქრობ? - დანიელმა თვალები ოდნავ გაახილა. - რაზე? - ლიზაზე…გაბრაზებული ჩანდა - დანიელმა ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია. - კი… გაბრაზებულია, მაგრამ გაუვლის. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ ირონიულად გაეღიმა. - და საბოლოოდ ჩემი იქნება - თვალები ეშმაკურად აათამაშა. - მას ისევ ვუყვარვარ - იშაიმ წარბი ასწია. - მართალია ჯიუტობს… მაგრამ ვუყვარვარ. და სანამ ამას არ აღიარებს… არ მოვისვენებ! - ოთახში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ იშაიმ ისევ ჰკითხა: - როცა აღიარებს… მერე? - დანიელმა წარბები შეჭმუხნა. - რა მერე? - დავუშვათ აღიარა… მერე რას იზამ? ჩვენი შვებულება რომ დამთავრდება… როცა წასვლის დრო მოვა?… ისევ ხომ არ დატოვებ? - დანიელი წამით გაჩუმდა, შემდეგ თავი გვერდზე გადააბრუნა და ჭერს შეხედა. - ჯერ ადრეა მაგ დღემდე… ორი კვირა გვაქვს - მშვიდად თქვა, უცებ წამოდგა საწოლიდან და ფეხზე დადგა. - წავედით - იშაიმ გაკვირვებით შეხედა. - საით? - დანიელს ისევ ის ნაცნობი ეშმაკური ღიმილი დაუბრუნდა. - თავს ხომ არ მოვანატრებ ჩემს პატარა ჩიტს? - იშაის ხმამაღლა გაეცინა. - ღმერთო… შენ მართლა არ ხარ ნორმალური - დანიელმა მხრები აიჩეჩა. - ვიცი! - შემდეგ კარისკენ დაიძრა.. ლიზა რეცეფშენის უკან იდგა და კომპიუტერის ეკრანს უყურებდა, მაგრამ სინამდვილეში ვერც ერთ სიტყვას ვერ კითხულობდა..ფიქრები ისევ იქ ჰქონდა… იმ ოთახში… იმ კოცნაში… და იმ კაცში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში აქ უნდა ყოფილიყო. ორი კვირა! ორი კვირა უნდა ეყურებინა მისთვის. უნდა ესმინა მისი ხმა.. რომელიც თან აღიზიანებდა მაგრამ გულის სიღრმეში ცეცხლს უკიდებდა სხეულზე..ლიზამ უხმოდ ამოიოხრა..მის გვერდით თემო იდგა და, როგორც ყოველთვის, გაუთავებელი კითხვებით აწუხებდა. - ლიზა… იცი რა მაინტერესებს? - ლიზა არ რეაგირებდა. - ლიზა… - ჰო თემო… - ავტომატურად უპასუხა მან - გუშინ რომ გითხარი ხომ გახსოვს? იმ კაფეზე… - ლიზა ისევ ფიქრებში იყო. - ლიზა? - ჰო თემო, გისმენ, გისმენ!! რა იყო, რა?!- მოულოდნელად წამოიძახა გაღიზიანებულმა, თემო გაოცებული დარჩა. - მე… უბრალოდ… - სწორედ ამ დროს ლიფტის კარი გაიხსნა, ფოიეში რამდენიმე სტუმარი გამოვიდა, მათ შორის ებრაელებიც..დანიელი ჩვეულებრივი ნაბიჯით მოდიოდა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული ხდებოდა.. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი, სახეზე კი ის ნაცნობი, ირონიული, მშვიდი ღიმილი თამაშობდა.თვალი მოავლო ფოიეს… და უცებ ლიზა დაინახა, ღიმილი ოდნავ გაეფართოვა, თითქოს რაღაც სასიამოვნო დაინახა..დანიელი პირდაპირ რეცეფშენისკენ დაიძრა.. ლიზამაც სწორედ მაშინ შეამჩნია, იგი მაშინვე დაიბნა..თვალები აუციმციმდა, მზერა აქეთ-იქით გაექცა, თითქოს რაღაცას ეძებდა..შემდეგ უცებ გვერდით მდგომ თემოს აეკრა, მკლავზე ხელი ჩამოადო, ისე მიუახლოვდა, თითქოს დიდი ხნის შეყვარებულები იყვნენ..დანიელისკენ არც კი გაუხედავს, თითქოს ვერ შენიშნა..თემო გაოგნებული დარჩა, ორი წუთის წინ გაბრაზებული ლიზა უყვიროდა…ახლა კი უცებ მოსიყვარულე სახით ედგა გვერდით. ლიზა ოდნავ მიიხარა და თემოს ყურში ჩასჩურჩულა: - თამაშში ამყევი… მე და შენ დანიშნულები ვართ - თემოს თვალები გაუფართოვდა. - რაა? - ჩუმად!! - სწრაფად ჩაუსისინა ლიზამ და ხელი უფრო ძლიერად ჩაავლო მკლავზე, ამ დროს დანიელი უკვე რამდენიმე ნაბიჯში იყო,თავიდან ისევ ის ირონიული ღიმილი ჰქონდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ რეცეფშენთან ლიზა და თემო ერთმანეთს ასე ახლოს ედგნენ…ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა.. სახე ოდნავ დაეძაბა, ცდილობდა არ შეემჩნია, ცდილობდა ისევ მშვიდად ყოფილიყო, მაგრამ თვალებში უკვე აშკარად ჩანდა ხასიათი გაფუჭდა! რეცეფშენთან მდგარი წყვილი ერთმანეთს უყურებდა, ლიზა ხანდახან თემოს ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა და უღიმოდა. თემო კი სრულიად დაბნეული იდგა და ცდილობდა სიტუაციაში გარკვეულიყო.. დანიელმა ხელი ჯიბიდან ამოიღო, მუშტი შეუმჩნევლად შეკრა, შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და რეცეფშენს მიუახლოვდა..მათ წინ გაჩერდა, ორივეს გადახედა და ნელა, თითქოს სრულიად უდარდელად, ჩაახველა. - ჰმ… - ლიზამ თავი მაღლა ასწია, თვალებში ის ამბიციური, გამომწვევი ელვარება ჩაუდგა, რომელიც ყოველთვის უჩნდებოდა მაშინ, როცა დანიელის წინაშე არ აპირებდა უკან დახევას..თავაზიანად გაუღიმა იმდენად თავაზიანად, რომ ღიმილში აშკარად ნიშნისმოგება იმალებოდა. - ბატონო დანიელ, გისმენთ. რამით შემიძლია დაგეხმაროთ? - დანიელმა ტუჩი ოდნავ მოიკვნიტა, თითქოს ამ თამაშით ერთობოდა. - როგორი თავაზიანი ბრძანდებით, ქალბატონო ლიზა… - ირონიულად წარმოთქვა. - დიახ, თქვენი დახმარება მჭირდება. - ლიზამ მკლავი კიდევ უფრო ძლიერად შემოაჭდო თემოს. - გისმენთ… მთელი გულით. - დანიელმა წარბი ასწია. - მთელი გულით? - ჩაიცინა. - მართლა მთელი გულით რომ მისმენდეთ, არ გამექცეოდით - ლიზამ უხერხულად ჩაახველა. - გთხოვთ, თუ შეკითხვები გაქვთ, გისმენთ. - დანიელმა თავი ოდნავ დახარა, თითქოს ფიქრობდა. მერე ღიმილით გადახედა თემოს. - დიახ, მაქვს შეკითხვები… - პატარა პაუზა გააკეთა და თითით თემოსკენ ანიშნა. - ეს სათამაშოა შენი საქმრო? - ლიზამ თვალები აატრიალა, თემო უცებ წინ წამოიწია. - დიახ! მე ვარ ლიზას საქმრო! - ხელი გაუწოდა, დანიელმა თემო ალმაცერად აათვალიერა, თითქოს ფიქრობდა ღირსი იყო თუ არა მისთვის ხელი ჩამოერთვა.. ბოლოს მაინც ჩამოართვა… მაგრამ ისე ძლიერად მოუჭირა, რომ თემოს სახეზე ტკივილის ჩრდილმა გადაუარა..რამდენიმე წამი ხელი არ გაუშვა..ბოლოს ნელა გაუშვა. - ლიზა… მართლა? - შემდეგ ებრაულად დაიწყო საუბარი, რომ თემოს ვერ გაეგონა. - ჩემს მერე… ეს ღლაპი? ძალიან სასაცილოა - თემო დაბნეული იყურებოდა. - ლიზა რა უნდა? რას გეუბნება? ვინ არის ეს არანორმალური? ხელი რამის მომატეხა! - ლიზა მაშინვე მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა: - იცის ქართული! მოკეტე! - დანიელს თითქოს არაფერი შეუმჩნევია, მაგრამ თვალებში ცბიერი ნაპერწკალი აუკიაფდა, ლიზამ ამაყად ასწია თავი. - პირიქით… შენს მერე მან მიმახვედრა და მაგრძნობინა, რომ გვერდით ნამდვილი მამაკაცი მყავს - დანიელმა გაოცებული სახის მიმიკა მიიღო - ვაუ… ესეიგი ნამდვილი მამაკაცის უქონლობას განიცდიდი?! საინტერესოა… არადა… სხვანაირად ჩანდა ჩემს მკლავებში როცა.. - მოკეტე! - ხმა მკაცრად დაუმძიმდა ლიზას, დანიელმა ნელა გაიღიმა. - სტუმრებთან ასეთი უხეშობა როგორ შეიძლება?! - ამ დროს იშაიმ ხელი მოკიდა და ოდნავ გვერდზე გაიყვანა. - დანი… მეტისმეტი მოგდის. ასე დაიბრუნებ კი არა, სამუდამოდ შეგიძულებს - დანიელმა მშვიდად ჩაიცინა. - დამაცადე… მისი თამაშის წესებით ვეთამაშები - შემდეგ ისევ რეცეფშენისკენ მიბრუნდა, ყელში ჩაახველა. - ქალბატონო ლიზა… - გისმენთ! - კბილებში გამოსცრა ლიზამ. - იცით? როგორც გავიგე აქ მასაჟის გაკეთება შესაძლებელია, არა? სპეციალისტი გყავთ? - დიახ, გვყავს. - მინდა ვისარგებლო სერვისით… - წამით შეჩერდა. - თუ ეროტიკულ მასაჟს შემომთავაზებენ, უმჯობესი იქნებოდა.. ასეთი სერვისის მიღება შესაძლებელია? - ეროტიკული მასაჟი?! - ხმამაღლა წამოიძახა ლიზამ. - დიახ! - არა! ასეთი სერვისით ვერ ისარგებლებთ! - ლიზა ამ სიტყვებს ისე ამბობდა, რომ ერთდროულად ეჭვიანიც ჩანდა, დაბნეულიც და საყვარლად გაბრაზებულიც. თვალები გაუფართოვდა, წარბები შეეკრა და ისე უყურებდა დანიელს, თითქოს მართლა მზად იყო რეცეფშენის მაგიდა თავზე დაემხო..დანიელმა მხრები აიჩეჩა. - რატომ? არ გაქვთ? - არა! არ გვაქვს! - კარგი… - მშვიდად თქვა მან. - მაშინ უბრალო მასაჟით ვისარგებლებ..რა გაეწყობა. - გასაგებია… საღამოს ჩაგწერთ. - იმედია კარგი სპეციალისტი გყავთ… - თქვა დანიელმა და ნელა მიუახლოვდა. ახლოს, ძალიან ახლოს..მისი ხმა თითქმის ჩურჩულს დაემსგავსა. - ჩემს სხეულს და კუნთებს ნაზი, რბილი ხელები სჭირდება… - ლიზას წამით სუნთქვა შეეკრა მისი სიახლოვისას..ახლოდან კიდევ უფრო შესამჩნევი იყო, რამდენად სიმპათიური იყო დანიელი, ოდნავ მოზრდილი, მოვლილი წვერი, მკვეთრი ნაკვთები, მუქი თვალები, რომლებშიც მუდმივად ირონიული ელვარება თამაშობდა.. ის ისეთი თავდაჯერებული იდგა, რომ მისი ღიმილიც კი თავბრუდამხვევად მომხიბვლელი ჩანდა..გონება მალევე დაუბრუნდა, მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - დიახ! პროფესიონალი მასაჟისტი გვყავს! არ ინანებთ! - თქვა მკაცრად, ორივემ ერთმანეთს ვითომ თავაზიანად გაუღიმეს, თუმცა ორივე მიხვდა, რომ ეს ღიმილი პატარა ომის ნაწილი იყო..დანიელი ისევ ლიფტისკენ დაიძრა იშაისთან ერთად. ხოლო ლიზა… დანიელის დასანახად ისევ თემოს მიუბრუნდა, მკლავზე ხელი გადაუსვა და ზედმეტად ნაზად გაუღიმა, თითქოს მთელ სამყაროში სწორედ ის იყო მისთვის ერთადერთი, მაგრამ თვალები მაინც უნებურად ლიფტისკენ გაურბოდა… - დანი… რას ცდილობ ვერ ვხვდები… - თავი გააქნია იშაიმ. - უარესად ამწარებ ასე.. - დანიელი ფანჯარასთან იდგა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაყოფილი. ქვემოთ, სასტუმროს ეზოში მოძრაობას აკვირდებოდა. - დაინახე იმ სულელ ბიჭს როგორ ეფლირტავებოდა? - კბილებში გამოსცრა. - არ უყვარს! რა გათხოვება მოიგონა მასზე! - მკაცრად ჩაიცინა. - კვდება რომ მიყურებს… დნება… ბრმა უნდა იყო ეს რომ ვერ შენიშნო. მაგრამ ჯიუტია! - თვალები მოჭუტა. - მაგას ვანახებ სიჯიუტეს!! - რას აპირებ? - ფრთხილად ჰკითხა იშაიმ, დანიელს ტუჩის კუთხე ბოროტულად აეწია. - სუსტ წერტილზე დავარტყამ - იშაიმ ღრმად ამოისუნთქა. - დიდი იმედი მაქვს საბოლოოდ აქედან ცოცხლები გავაღწევთ… - ფანჯარასთან მივიდა, ქვემოთ ქუჩაში მანქანები მოძრაობდნენ. სწორედ მაშინ მის თვალწინ ძველებური, ელეგანტური კაბრიოლეტი გაჩერდა, მანქანამ ხმაურით დაამუხრუჭა, იშაის გაეღიმა..მანქანის კარი გაიღო და იქიდან გამოპრანჭული ქეთი გადმოვიდა მაღლა აწეული თავით, თავდაჯერებული ნაბიჯებით. - აი… მეორე გიჟიც მოვიდა. - დანიელი მის გვერდით მივიდა. - ვინ? - ქეთი - ეგ გოგო ავადმყოფია… - სიცილით თქვა. - გიჟის სახე და მანერები აქვს. - მომენტებში ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს - დანიელმა თვალები მოჭუტა. - ვინ? მე და ეგ გიჟი? რას ამბობ - იშაიმ სიცილით ანიშნა ქვემოთ. - ნახე როგორ დადის… თავაწეული… გეგონება ლამბორჯინით მოვიდა - ბიჭებმა ერთდროულად გადაიხარხარეს.. ამ დროს ქვემოთ, რეცეფშენთან,თემო ჯერ კიდევ დაბნეული იდგა ლიზას წინ. - ლიზა… ბოლოს და ბოლოს ამიხსნი წეღან რა ვითამაშეთ? - ლიზამ ღრმად ამოისუნთქა. - თემო… მას უნდა ეგონოს რომ ერთად ვართ. გაიგე? - თემო რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა. - ეს კაცი… ის იყო, არა? - ლიზამ უხმოდ დაუქნია თავი, თემომ მხრები ჩამოუშვა, მერე უცებ გაეღიმა. - კარგი… დაგეხმარები, დიდი სიამოვნებით..- შემდეგ ხუმრობით ლიზას წელზე ხელი მოხვია. - დღეიდან ესეიგი ერთად ვართ! - ლიზამ მაშინვე მოიშორა. - რას აკეთებ?! - ჩვენ ხომ ერთად ვართ? - ასეთი რამ აღარ გააკეთო! - აბა რა ხდება? რატომ ჩხუბობთ? - კართან ქეთი გამოჩნდა, ჩვეულებრივად მომღიმარი, თვალებში ცნობისმოყვარე ციმციმით. - სალამი, ბოს! - ხელი აუწია თემომ, ქეთიმ წარბი აუწია. - ლიზას რატომ აწვალებ? - არ ვაწვალებ… - მხრები აიჩეჩა თემომ. - მე და ლიზა დანიშნულები ვართ!- ქეთიმ თვალები გაოცებით გააფართოვა. - ახლა არ მითხრათ რომ… - ლიზამ უხმოდ დაუქნია თავი. - და დანიელმა დაიჯერა? - არ ვიცი… - მხრები აიჩეჩა ლიზამ. - მისი პრობლემაა თუ არ დაიჯერებს! - უცებ თემოს თვალები გაუნათდა. - იდეა მაქვს! - რა იდეა? - მაშინვე ჩაეძია ლიზა, თემო თეატრალურად გასწორდა. - რადგან უკვე დანიშნულები ვართ… და რადგან მე საქმროს როლი უნდა ვითამაშო… ნება მომეცი, ჩემო მშვენიერო ლიზა, საღამოს ვახშამზე წავიდეთ - ლიზამ თვალები გადაატრიალა. - კარგი რა თემო… ნუ სულელობ. - რატომ ვსულელობ? მაჩუქე დღევანდელი საღამო. მე გეხმარები… ნუთუ უარს ვიმსახურებ? - ლიზამ რამდენიმე წამი იფიქრა. - კარგი… მაგრამ აქ ვივახშმოთ, სასტუმროს რესტორანში, სხვაგან მეზარება წამოსვლა. - კარგი, კარგი… იყოს აქ! - გაეღიმა. - მთავარია ჩემს გვერდით იყო… და რა მნიშვნელობა აქვს სად - ბოლო სიტყვები ისე ჩუმად ჩაილაპარაკა, რომ ლიზას თითქმის არც გაუგონია. საღამო უკვე ჩამოწოლილიყო, სასტუმროს აუზთან თბილი განათებები ანათებდა, ლიზა და ქეთი აუზის პირას იდგნენ, ხელში ცივი წვენის ჭიქები ეჭირათ და მშვიდად საუბრობდნენ..უცებ აუზის მხარეს მომავალი მაღალი ფიგურა გამოჩნდა..- იშაი… იშაი დანისავით მაღალი, ტანადი და ფართომხრებიანი იყო. შედარებით ღია ფერის კანი ჰქონდა, დაკუნთული მკლავები და მხრები. მისი მოძრაობა მშვიდი და თავდაჯერებული იყო,ქეთის თვალები მის სხეულს მიაშტერდა. - ღმერთო, ლიზა… - თითქმის ჩურჩულით თქვა. - ეს რა ტანზეა… - პირდაღებული უყურებდა, ლიზამ გაკვირვებით გახედა. - ეს შენს ძმაზე უარესი ძაღლია… არც კი გაბედო! - ქეთიმ თვალები აატრიალა. - რა უნდა გავბედო, სულელო? - ჩაიცინა. - უბრალოდ აღვნიშნე, რომ ძალიან მაგარი სხეული აქვს - იშაი აუზის კიდესთან მივიდა, ხელი წყალში ჩაყო, მერე უცებ ელეგანტურად გადახტა, წყალი მაღლა აიფრქვა..ქეთი ცდილობდა ნაკლები ყურადღება მიექცია, მაგრამ თვალები მაინც ისევ მისკენ გაურბოდა.. წყალში მოცურავე იშაის მხრები რიტმულად იძვროდა, ყოველი გაწევა წყალს ჭრიდა და კუნთები მკვეთრად ეკვეთებოდა.. ქეთის გულში უცნაური აფორიაქება გაჩნდა. - ეს აყლაყუდა ძალიან სიმპატიური ყოფილა - ფიქრობდა გულში, თვითონვე გაეცინა თავის ფიქრებზე, მაგრამ თვალები მაინც ვერ მოაშორა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მეორე მხრიდან დანიელ კოენი გამოჩნდა.. ქეთიმ მაშინვე ლიზას გადახედა, დანიელის სხეული უფრო დაკუნთული, უფრო მკვეთრი და რაღაცნაირად უფრო მიმზიდველი ჩანდა.. მხრები ფართოდ ჰქონდა გაშლილი, წვერი ზედმეტად უხდებოდა, სხეული კიდევ უფრო დაკუნთული ჰქონდა და უფრო მიმზიდველიც..ლიზას თვალები გაუფართოვდა, ის პირდაპირ დანიელს უყურებდა… ისე, თითქოს სხვა არაფერი არსებობდა..დანიელი აუზთან მივიდა და წყალში ჩაიხედა, ლიზას თვალები მის ყოველ მოძრაობას აჰყვა. - ლიზა… აქ ვართ… - ქეთიმ ხელი დაუქნია თვალწინ. - დაეშვი დედამიწაზე! - ლიზა შეკრთა. - მე ისედაც აქ ვარ! - ჩაიბურტყუნა, მაგრამ თვალები ისევ დანიელს მისჩერებოდა, დანიელმა გოგოებს ღიმილით მიესალმა.. თითქოს ლიზას საერთოდ არ აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას, შემდეგ თავაწეული გადახტა აუზში, წყალი ისევ მაღლა აიფრქვა..მან ნელა გაცურა, ძლიერი გაწევებით წყალს ჭრიდა, მხრები ფართოდ იშლებოდა, ზურგის კუნთები მოძრაობდა და წყალი მის უკან რბილად იშლებოდა..გოგოები ჩუმად იდგნენ..ლიზა დანიელს უყურებდა, ქეთი - იშაის.. უკვე რამდენიმე წუთი იყო ვერცერთი ხმას ვერ იღებდა. ბოლოს ლიზამ ხმამაღლა თქვა - საკმარისია… შევიდეთ. - უკვე წასვლას აპირებდა. - მოიცა! მოიცა! - ქეთიმ მკლავში მოკიდა. - იმათ შეხედე! - ბიჭები აუზიდან ამოსულიყვნენ, იქვე მდგომ რუს გოგონებთან საუბარი გაებათ.. მალე ყველანი ერთად ჩამოსხდნენ, იცინოდნენ, ხუმრობდნენ..ლიზას სახე ნელ-ნელა გამკაცრდა, წარბები შეეკრა, ტუჩები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა. - ვირი… - ჩაიბურტყუნა..ქეთი ისევ გაშტერებული უყურებდა იშაის, რომელიც რაღაცას მხიარულად უყვებოდა გოგოებს და იცინოდა. ლიზას სიბრაზე კი უფრო იზრდებოდა. - ნაგავი!! - უკვე ხმამაღლა თქვა, ქეთის სიცილი წასკდა. - რა? რა გაცინებს? - გაბრაზდა ლიზა. - რუსებზე ვიძახი! ხომ იცი როგორ არ მევასებიან! - ქეთიმ წარბი ასწია. - ლიზა… ლიზა… სახეზე გაწერია ყველაფერი! - ლიზამ კბილები დააჭირა ერთმანეთს. - ქეთი… გამოიყვანე როგორმე იქიდან! შეხედე! ლამის პირში ჩაუძვრნენ ერთმანეთს!! - მე რა შემიძლია? - ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა. - კარგი ლიზა… დაწყნარდი… ჯანდაბაში წავიდეს… - აწყნარებდა საკუთარ თავს, თვალები დახუჭა, სუნთქვა დაარეგულირა, შემდეგ საათს დახედა, ექვსს ათი წუთი აკლდა..უცებ თვალები გაუბრწყინდა. - გამახსენდა! - და სწრაფი ნაბიჯებით ბიჭებისკენ წავიდა, ქეთი გაოცებული უყურებდა. - საღამო მშვიდობისა… - მშვიდად თქვა ლიზამ. - სალამი ლიზა - იშაი მიესალმა, დანიელი კი ისევ საუბარს აგრძელებდა რუს გოგონებთან. არც კი გამოუხედავს, ლიზამ ჩაახველა. - ბატონო დანიელ… უკაცრავად, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი მასაჟის პროცედურა ათ წუთში იწყება. - დანიელმა მხოლოდ ახლა გამოიხედა. - უკვე? დრო გამეპარა… დიდი მადლობა..მაშინ წავალ - ლიზამ კმაყოფილმა გაუღიმა. - კარგად ისიამოვნეთ! - დანიელი წავიდა, ლიზამ კი კმაყოფილი სახით ჩაიცინა და ქეთისთან დაბრუნდა. - რა გააკეთე? - მასაჟზე გავუშვი! - თქვა უდარდელი ხმით - მათ მოაშორე… მაგრამ იქ? - ლიზამ თვალი ჩაუკრა. - იქ უკვე მოგვარებული მაქვს - ქეთის თვალები გაუფართოვდა. - ღმერთო… ნუთუ… - ლიზამ თავი დაუქნია ღიმილით.. დანიელი ამაყად, თავაწეული მიდიოდა მასაჟის კაბინეტისკენ, გზაში ეცინებოდა, ლიზას გაბრაზებული სახე ახსენდებოდა და კიდევ უფრო ერთობოდა.. ეჭვიანობდა… - გაიფიქრა.. კარი გააღო, ოთახში შევიდა და გაშეშდა..მის წინ შუა ხნის მამაკაცი იდგა თეთრ ფორმაში ჩაცმული, მშვიდი გამომეტყველებით. - მობრძანდით… გთხოვთ - დანიელს თვალები გაუფართოვდა. - თქვენ… მგონი ოთახი შემეშალა… - არა, არა - გაუღიმა კაცმა. - არ შეგშლიათ. მე ვარ მასაჟისტი - დანიელს ხველება დაეწყო. - უკაცრავად… გადავიფიქრე… რაღაც საქმე გამომიჩნდა… სხვა დროს იყოს მასაჟი! - ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა, დერეფანში უკვე სიცილი ვერ შეიკავა. - ოხ ლიზა… ოხ…რა ეშმაკი ხარ… - თავი გააქნია ღიმილით.. საღამოს რვა საათი ხდებოდა, როცა ლიზას ცვლა დასრულდა..ნელა მიდიოდა დერეფანში თავისი ნომრისკენ..მხოლოდ შხაპი… ცოტა დასვენება… მერე ვახშამი თემოსთან… გულში ოდნავ ამოიოხრა..სიმართლე რომ ეთქვა, ძალიან ეზარებოდა. მაგრამ თემოს უარს ვერ ეტყოდა.. მაინც დაეხმარა დღეს..ნელა მიიზლაზნებოდა დერეფანში. ბოლოს თავისი ნომრის კართან მივიდა, ჯიბეში ხელი ჩაყო, გასაღები ამოიღო…და სწორედ იმ მომენტში მისი ოთახის გვერდით მდებარე კარიც გაიღო. იქიდან დანიელ კოენი გამოხტა, კარს მიეყუდა, ხელში ვაშლი ეჭირა და მშვიდად ახრაშუნებდა. - ჩემო ძვირფასო მეზობელო… - ნაცნობი ირონიული ღიმილით მიესალმა, ლიზამ თვალები მოჭუტა, ღრმად ჩაისუნთქა და ნელა შეტრიალდა მისკენ - შენ აქ რა გინდა? - დანიელმა ვაშლს კიდევ ერთი დიდი კბილი დააჭირა. - იმ ოთახში ისევ შუქის პრობლემა იყო… - უდარდელად თქვა. - და აქ გადმომიყვანეს - შემდეგ თვალი ჩაუკრა, ლიზამ კბილებში გამოსცრა: - მაგარია… - შენ პრობლემა ხომ არ გაქვს რაიმე? - მშვიდად ჰკითხა დანიელმა. - ახლოს არ გამეკარო და არ მექნება პრობლემა! - დანიელმა წარბი ასწია. - ანუ…მე ვგულისხმობ… ხმები ხომ არ შეგაწუხებს - ნელა მიუახლოვდა. - შეიძლება უცნაური ხმები გაიგო… ხომ ხვდები… - ახლა უკვე ძალიან ახლოს იდგა, ისევ ჩაუკრა თვალი..ლიზას ლოყები წამში გაუწითლდა. - თავში ქვა გიხლია! - გაბრაზებული შეტრიალდა და კარის გაღება სცადა.. მაგრამ ხელები ოდნავ უკანკალებდა. ამ დროს დანიელმა უცებ მკლავში ჩაავლო ხელი და მისკენ მიიზიდა. - იცი? მასაჟით უკმაყოფილო დავრჩი…- ლიზამ ირონიულად შეხედა. - ჰოო? რატომ? - არ მომეწონა! იმედგაცრუებული ვარ! - ლიზას თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი გაჩნდა. - ძალიან სამწუხაროა…- სახე ახლოს მისწია მისკენ - მაგრამ იცი რა? მე შემიძლია დაგეხმარო და იმედგაცრუება გაგიქრო! - დანიელს გაეღიმა. - როგორ? შენ გამიკეთებ მასაჟს? - ლიზა კიდევ უფრო მიუახლოვდა, თვალებში პირდაპირ ჩახედა. - დავუშვათ… კი… - დანიელი უკვე რაღაცის თქმას აპირებდა, როცა ლიზამ წამის მეასედში ფეხებს შორის ძლიერად ამოარტყა. - იმედია ახლა ისიამოვნე!! - დანიელმა ხმამაღლა ამოიხრიალა - ოოოოოოოო!! - ადგილზე მოიკეცა, ლიზამ სწრაფად გააღო კარი და ნომერში შევარდა, კარი ხმაურით დახურა, დერეფანში კი ნახევრად მოკუნტული დანიელი იდგა.. კბილებში გამოსცრა: - ლიზა… დაგსჯი… გპირდები.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




