მებაღე - თავი 10
იქ გამეფებულ მცირე დუმილის შემდეგ მოახლებულ მიმტანმა თითქოს დუმილი დაარღვია და კვლავ უკან გაბრუნდა. -რა ყველაფერი?-დაინტერესდა მილენა და მომლოდინედ მიაჩერდა დათოს. -მილენა...მომისმინე.. -გისმენ, დათო, გისმენ! რას ვერ მიმხელ? ბოლოსდაბოლოს მითხარი, ეს დალოცვილი..-მოუთმენლად დაიწუწუნა და დაძაბულობისგან სასმელი მოსვა. დათომ ღრმად ამოისუნთქა და გოგოს ყურადღებით მიაჩერდა თვალებში,-რასაც ახლა ვიტყვი, ცოტა რთული საკითხია, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრა, მილენა... სოლომონ აფხაზიშვილი მამაშენია, შენი ბიოლოგიური მამა. მილენა ცოტა ხანს თითქოს გონს ვერ მოდიოდა, შემდეგ ხმამაღლა გაეცინა და თავი გადააქნია. -საერთოდ რას ბოდავ..-თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა ამოთქვა. ცოტა ხანში დათოს სერიოზულმა გამომეტყველებამ დააფიქრა და ნერწყვი დაძაბულმა გადაყლაპა. -რას მეუბნები? -ჰო, სიმართლეს გეუბნები, მილენა. სოლომონი მამაშენია.. დათოს სიტყვების შემდეგ სივრცეში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ჰაერიც კი დამძიმდა; მილენა მის წინ იჯდა, მაგრამ მზერა აღარ ჰქონდა ფოკუსირებული, თითქოს გონება ვერ ეწეოდა იმას, რაც ახლახან მოისმინა, და მხოლოდ მაშინ, როცა ისევ დათოს ხმა გაისმა, ნელა დაუბრუნდა რეალობას. დათომ ღრმად ამოისუნთქა, თვალები წამით დახარა, შემდეგ ისევ მას შეხედა, უკვე გაცილებით სერიოზულად, უფრო ფრთხილად, თითქოს ახლა ყოველი სიტყვა მნიშვნელობას იძენდა. -ვიცი, რთულია ამის დაჯერება, - თქვა დაბალი ხმით, -მაგრამ მე ტყუილს არ გეუბნები. მილენამ ტუჩები ძლიერად მოკუმა, ხელები ერთმანეთში მოუჭირა, რომ კანკალი დაეფარა. -მაშინ ამიხსენი, - თქვა ბოლოს, ხმა ოდნავ ჩაუწყდა, -როგორ არის შესაძლებელი, რომ მთელი ცხოვრება არაფერი ვიცოდი… და ახლა უცებ… - სიტყვა ვეღარ დაასრულა. დათომ თავი ოდნავ დაუქნია, თითქოს ელოდა ამ კითხვას. -შენი დედა, -მარინე ჩიგოგაძე.. - დაიწყო ნელა, - სოლომონის საყვარელი ქალი იყო. მილენას თვალებში რაღაც შეიცვალა - გაოცება, მერე ბრაზი, მერე კიდევ რაღაც უფრო რთული, რაც სიტყვებით არ გამოითქმებოდა. -ის ურთიერთობა… ოფიციალური არ იყო, - განაგრძო დათომ, -სოლომონს მაშინ უკვე ჰყავდა ცოლი, ოჯახი… და როცა შენმა დედამ უთხრა, რომ ორსულად იყო, მან ეს… არ მიიღო. უფრო სწორად, შენ უნდოდი და ოჯახის დანგრევა არა, ხომ გესმის. მილენამ ნელა გააქნია თავი, თითქოს არ უნდოდა მოსმენა, მაგრამ მაინც უსმენდა. -ანუ… - ჩუმად თქვა, -უბრალოდ უარი თქვა ცოლად მარინე შეერთო? დათომ მზერა არ მოაშორა. -ჰო, - უპასუხა პირდაპირ, -მან არ ისურვა ამ ყველაფერში ჩართვა. თუმცა შვილის აღიარება შესთავაზა. ეს სიტყვები თითქოს უფრო მტკივნეულად მოხვდა, ვიდრე წინა. მილენამ თავი დახარა, თითები კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა ერთმანეთს. -და მერე? - ჰკითხა ძლივს გასაგონი ხმით. დათო წამით შეყოვნდა, თითქოს ეს ნაწილი ყველაზე მძიმე იყო. -შენი დედა გაბრაზდა, - თქვა ბოლოს, - ძალიან. ეს მისთვის შეურაცხყოფა და დიდი იმედგაცრუება იყო… და მან გადაწყვიტა, რომ ეს მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. მილენამ ნელა ასწია თავი. -როგორ? დათომ ამოისუნთქა. -მან უთხრა, რომ ბავშვი არ შეინარჩუნა… რომ ყველაფერი დასრულდა, - თქვა, - მაგრამ სინამდვილეში შენ მისგან უცოდინრად გაგაჩინა. პაუზა. -და… - მილენას ხმა ძლივს ისმოდა. -და მერე… - განაგრძო დათომ, -შენ ბავშვთა სახლში დაგტოვა. პირდაპირ კართან. ეს სიტყვები თითქოს ჩუმად გაისმა, მაგრამ მათი წონა ყველაფერს ფარავდა. მილენა გაშეშდა. მის თვალებში ნელა დაგროვდა ცრემლი, მაგრამ ჯერ არ ჩამოსვლია. -ანუ… - თქვა ბოლოს, -დედაჩემს უბრალოდ არ ვუნდოდი... დათომ მაშინვე გააქნია თავი. -არა, - თქვა უფრო რბილად, -ეს ასე მარტივი არ არის. ეს შურისძიება, ბრაზი და ტკივილი იყო… მაგრამ ყველაფერი ასე მოხდა, როგორც იცი.. მილენამ ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. -და ის… - წამით გაჩერდა, -შენი უფროსი.. სოლომონი… მან არ იცოდა? დათომ თვალები ოდნავ შეავიწროვა. -არა, - უპასუხა, -მან იფიქრა, რომ ყველაფერი დასრულდა. სიჩუმე. მილენა უკან გადაიხარა სკამზე, თვალები დახუჭა რამდენიმე წამით, თითქოს ცდილობდა, ეს ყველაფერი მოეთავსებინა თავის გონებაში, მაგრამ ნაირიგრძნობდა, რომ ვერ ახერხებდა. როცა თვალები გაახილა, მზერა უკვე სულ სხვა ჰქონდა - მძიმე, დაღლილი, სიწითლეში ჩაძირული. -და ახლა? - ჰკითხა ჩუმად, -ახლა რატომ?.. დათომ პირდაპირ შეხედა. -იმიტომ, რომ მან ამდენი წლის შემდეგ სიმართლე გაიგო და გიპოვა. ეს სიტყვები უკვე ახალი ტალღასავით დაეჯახა მილენას. და ამჯერად, უბრალოდ აღარ იცოდა, რა უნდა ეგრძნო - ბრაზი, ტკივილი, კმაყოფილება, რომ მის კითხვებზე საბოლოოდ პასუხები მოისმინა, სიცარიელე… თუ ყველაფერი ერთად. დათოს ნათქვამი სიტყვები თითქოს ჰაერში არ გაფანტულა - ისინი მილენას შიგნით ჩაილექა, მძიმედ, უსიამოვნოდ, თითქოს თითოეული ფრაზა თავის კუთვნილ ადგილს იკავებდა მის სულში და პარალელურად რაღაცას ანგრევდა. იგი რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა, თვალები სივრცეში ერთ წერტილზე ჰქონდა მიჩერებული, მაგრამ აშკარა იყო, რომ არაფერს ხედავდა. ნელა ამოისუნთქა. -ანუ… -დაიწყო ჩუმად, თითქმის საკუთარ თავს, -მამას ვეგონე… რომ არ ვარსებობდი. პაუზა. -და დედას… -სიტყვა გაუჭირდა, -დედას ერთხელ მაინც არ მოვენატრე? მის ხმაში აღარ იყო მხოლოდ გაოცება - იქ უკვე ტკივილი იკითხებოდა, სუფთა, დაუფარავი. მან თავი ოდნავ დახარა, თითები მაგიდაზე დააწყო და რაღაც უცნაური, ცივი ღიმილი გაუკრთა. -რა სასაცილოა, - ჩაიცინა ჩუმად, -მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ უბრალოდ არ გამიმართლა… რომ მშობლები არ მყავდა, დაიღუპნენ.. ღიმილი ფართოვდებოდა, მაგრამ თვალებში სიცარიელე იდგა. -და თურმე… -განაგრძო უკვე უფრო ხმამაღლა, -თურმე ორივე მყავდა. უბრალოდ… არც ერთს არ ვუნდოდი. თურმე მე ვყოფილვარ მათთვის დაღუპული.. მისი სიცილი უკვე აღარ ჰგავდა ჩვეულებრივს - უფრო ნერვული, არასტაბილური გახდა, თითქოს თვითონაც ვერ აკონტროლებდა. დათო ფრთხილად აკვირდებოდა, მაგრამ მის ემოციებში მაშინვე არ ჩარეულა. მილენამ უცებ ხელი აიფარა სახეზე, სიცილი ერთ წამში გადაიქცა შეჩერებულ სუნთქვაში. -მე… -თქვა ძლივს, -მე საერთოდ არ მახსოვს… არაფერი. თავი გააქნია. -არც სახე… არც ხმა… არც ერთი ჩახუტება… -სიტყვები თითქოს ყელში ეჩხირებოდა, -არც ერთი. და სწორედ ამ მომენტში რაღაც გატყდა. მისი სუნთქვა გამძაფრდა, მხრები აუთრთოლდა, და თითქოს მთელი ის დაგროვილი სიცარიელე, რაც წლების განმავლობაში შიგნით ჰქონდა დამალული, ერთდროულად ამოვიდა ზედაპირზე. დათო მაშინვე წამოდგა და მისკენ გადაიხარა, ხელი მხრებზე დაადო. -მილენა… -თქვა ჩუმად, მაგრამ მტკიცედ, -დამშვიდდი. მესმის რას გრძნობ, დამიჯერე.. მაგრამ მილენა ვეღარ ჩერდებოდა. -რატომ? -ამოილაპარაკა ჩაწყვეტილად, -რა დავაშავე? მისი ხმა უკვე განახლებული ტკივილით იყო სავსე და არა ბრაზით - არამედ იმ კითხვით, რომელსაც პასუხი არ ჰქონდა. დათო აღარ დაელოდა. მან ძლიერად, მაგრამ ფრთხილად მიიზიდა მილენა და გულში ჩაიკრა, თითქოს ამით მაინც შეძლებდა მისი საცოდობის და ტკივილის განცდის შემსუბუქებას. მილენა თავიდან ოდნავ შეეწინააღმდეგა, მაგრამ შემდეგ თითქოს ძალა დაკარგა და დაეყრდნო, შუბლი მის მხარზე მიადო, სუნთქვა ისევ არეული ჰქონდა. დათო ხელს ნელა უსვამდა ზურგზე, დამამშვიდებლად. -გთხოვ… - თქვა ჩუმად, -დაწყნარდი. პაუზა. -გეფიცები, ყველაფერი კარგად იქნება. მილენამ თვალები დახუჭა, მაგრამ ცრემლებმა მაინც გადმოკვეთეს საზღვარი. დათომ თავი ოდნავ დახარა, მისი ხმა უფრო რბილი გახდა. -შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, -თქვა ნელა, -და ძალიან ძლიერი. მილენას სუნთქვა ნელ-ნელა დალაგდა, მაგრამ ტკივილი არსად წასულა - უბრალოდ ჩაწყნარდა. -და რაც წინ გელის… -განაგრძო დათომ, -ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რაც აქამდე გაიარე. ეს სიტყვები თითქოს დაპირებას ჰგავდა. მაგრამ მილენამ ჯერ კიდევ არ იცოდა მსგავსი რამ უნდა დაეჯერებინა თუ არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



