შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივანი მაზნიაშვილზე (თავი I)


გუშინ, 19:53
ავტორი gordon
ნანახია 11

თვეზე მეტია იდეალური ბინის ძიებაში იყო, მყუდრო უბანიო, მშვიდი სამეზობლოო, კომფორტი, ხელმისაწვდომობა, რაც მთავარია ფასი,ნორმალური, მისაღები და ლოგიკურად დასმული ღირებულება. საბოლოოდ არ ჩაუვლია თეთრად გათენებულ ღამეებს უშედეგოდ და აი, იდგა ახალი სახლის წინ,უზარმაზარი ბარგით და საბარგო მანქანაზე შემოწყობილი რამდენიმე ყუთით თან ცდილობდა მოეძებნა ფურცელი რომელზეც წინა ღამით სადარბაზოს კოდი დაწერა. გულში ილანძღებოდა, რად უნდა ამ ძველი იტალიური ეზოს სადარბაზო კარს კოდური სისტემა. როგორც იქნა, ძლივს მიაკვლია ჯინსის ჯიბესი ჩაკუჭულ ფურცელს და თვალისცეცებით აკრიფა ოთხნიშნა კოდი.
-როგორც იქნა! - ხმამაღლა ამოიხვნეშა, შემდეგ სატვირთო მანქანის მძღოლს მიუბრუნდა - თუ შეიძლება, ყუთების სადარბაზოში შეტანაში რომ დამეხმაროთ,შემდეგ თავად მივხედავ. - თბილად გაუღიმა მამისტოლა კაცს,თან თანხა მიაწოდა.
რთულია გამოდგა ანასთვის აწ უკვე ძველი ბინის დაცლა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან უეცრად მოხდა ყველაფერი , სულ არ ელოდა ბინის პატრონისგან ზარს და იმის მოსმენას, რომ ბინა უნდა დაეცალა, რადგან, თურმე , მისი დისშვილი ჩამოდის სასწავლებლად და ბავშვისთვის უნდა დაეთმო ბინა. ვერ იგებდა ამ გადაწყვეტილების რაობას გოგონა, რაში აწყობდა ქალს უსასყიდლოდ სტუდენტის შეშვება ცარიელ ბინაში, როდესაც შეეძლო თავის სახლში დაებინავებინა სოფლიდან ჩამოსული დისშვილი. თუმცა მიხვდა რომ ზედმეტი კითხვის დასმას და შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ , შეუპასუხებლად და დროის დაუკარგავად დაიწყო ბინების ძიება.
მეზობლებს არც იქეთ ბინაში იცნობდა და აქაც არ აპირებდა ზედმეტი კომუნიკაციით შეეწუხებინა თავი, პლუს, სახლიდან მუშაობა უფრო ამარტივება კარის ჩაკეტვისა და მისი დიდი ხნით არ გაღების მიზეზ-არგუმენტს. ახლა ყველაზე მთავარი იყო ფრთხილად აეტანა ეს ყუთები მეორე სართულზე, ისე, რომ არც თვითონ ტკენოდა რამე და არც რაიმე გაეტეხა. ხმაური და ზედმეტი ყურადღება არ ხიბლავდა, თუმცა კონკრეტულ მომენტში დახმარების ხელი ნამდვილად არ აწყენდა.
თხუთმეტწუთიანი ჯახირის შემდეგ , როგორღაც ყველაფერი უკვე კართან ეწყო, ისღა იყო დარჩენილი ჩანთიდან გასაღები ამოეღო და ახალ ბინაშიც შეაბიჯებდა.
მაზნიაშვილის ქუჩის მაღალჭერიანი ბინა კოხტად იწონებდა ანას წინაშე თავს, მართლაც არ ჩაუვლია გათენებულ ღამეებს უშედეგოდ, უნდა ითქვას რომ წინა საცხოვრებელზე მეტადაც კი მოსწონდა გოგონას ახალი ბინა.
ის დღე მთლიანად სახლის დალაგება-მოწყობას შეალია, დეტალურად დაუარა ყველა წვრილმანს რომელიც აინტერესებდა. ერთადერთი, რაც არ მოსწონდა საზიარო, უზარმაზარი აივანი იყო, რომელიც შიდა ეზოს გადაჰყურებდა, თუმცა , არც ისეთი მიზეზი იყო საიმისოდ რომ სახლზე უარი ეთქვა - ფაქტობრივად ჯეკპოტი დაეცა და არ აპირებდა ნერვიულობითა და ნიუანსებით თავის ატკივებას.
სწრაფად დასრულდა გადასვლა-ამობარგების დღე, საკმაოდ მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა და მეორე დღისთვის დაქალებიც დაიბარა თავისთან, რომ სახლს საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი ინსპექცია გაევლო.


პირველად დიდიხნის შემდეგ გაღვიძებული დაღლილობას არ გრძნობდა, თითქმის სრული რვა საათი ეძინა და მზად იყო დღე მაქსიმალურად პროდუქტიულად დაეწყო,ამიტომაც , როგორც კი საწოლიდან ადგა, თავი მოიწესრგა ,ოთახი დაალაგა და დასასრულებელი პროექტის ძირითად მონახასზე დაიწყო მუშაობა. დედლაინამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, თუმცა ყოველთვის ერჩივნა საქმე წინ წაეგდო და დანრჩენილი დრო აუღელვებლად გამოეყენებინა იმისთვის რისი გაკეთებაც სურდა. ამ მომენტში ეს გოგონებისთვის რაიმე გემრიელის მომზადება იყო, თან მაღაზიაში აუცილებლად უნდა ჩასულიყო, რადგან გუშინდელმა შიმშილმა ერთიანად შემოუტია, მაცივარი კი ცარიელი ჰქონდა.
თხელ ქურთუკს დაავლო ხელი და კარი მიიკეტა, უკანმოუხედავად დაეშვებოდა კიბეზე რომ არა მისსა და მეზობლის კარს შორის მოქცეული ნაგვის დიდი ცელოფანი. წამით შეყოვნდა, მიმოიხედა და ბოლოს მზერა ისევ უზარმაზარ პარკზე გადაიტანა. კარის მეზობელი აშკარად არ ჩქარობდა ნაგვის გატანას. რა უნდა ექნა , თვითონ არ აპირებდა ამ უზარმაზარი პარკის აღებას და ეზოში ჩატანას, ამიტომ ისე ჩაირბინა კიდე ვითომც არაფერი დაუნახავს. არ უყვარს ანას უცხო ხალხთან ინტერაქცია, მითუმეტეს მაშინ თუ გაცნობისთანავე საყვედურისმსგავსი თხოვნით უნდა მიმართოს, თუმცა ერთი გაფიქრება კი გაიფიქრა და დაუშვა, ეს თუ ჩვევად აქვსს ჩემს კარის მეზობელს როგორც კი ვნახავ ვთხოვ რომ ჩემს კართან აღარ დადოს ნაგავიო.


გოგონებთან ერთად დღემ საკმაოდ სწრაფად ჩაიარა, სახლმაც ინსპექცია ასიანზე გაიარა, ყველაფერი დამაკმაყოფილებელი იყო. სიცილ-კისკისში გალიეს დღე.
-მართლა ჯეკპოტი დაგეცა, უბანიც კარგია, მყუდრო და კომფორტული. - თაიამ ღვინის ბოკლები მაგიდაზე დადო და სავარძელში ჩაეშვა.
-არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ ისეთია გარემოა შენს სახელს ყვირის, გეძახდა თითქოს, ანა მოდი, აქ იცხოვრეო - ახლა ნენემ აყვა დიალოგს - ისეთი ბინაა იპოთეკისაც არ შემეშინდებოდა, დაუფიქრებლად ვიყიდდი.
-აი, ხომ ყველაფერი კარგია, მაგრამ იმედია შენი მეზობელი ნაგავს ყოველთვის ასე კართან არ დაგილაგებს- მესამე გოგონა, მერიკო ჩაერთო დიალოგში.
-ხო,მეც ვიფიქრე მაგაზე, ოდესმე ხომ შევხვდები,ხოდა ვთხოვ რომ აღარ მომილაგოს კართან, იმედია შეგნებული ცხოვრობს ვინმე.
-ვიცით ჩვენ შენი თხოვნა როგორი იქნება, საჭიროება თუ არ ითხოვს სახლიდან არ გადიხარ და ის ადამიანი როდის ან როგორ უნდა ნახო ნეტა.
-გადავეყრებით სადმე, კარზე მიკაკუნებას ნამდვილად არ ვაპირებ.
-არადა სრულიად ლოგიკური და გამართლებული საქციელი იქნებოდა - ამჯერად ღვინით სავსე ჭიქა ხელში ეჭირა თაიას - ან რა არის ისე, თუ სახლიდან გამოეტანა ქვემოთაც ჩაეტანა ბარემ, რა მოხდებოდა.
- კარგით ახლა, ვიღაც მეზობელზე და მის ნაგავზე სალაპარაკოდ კი არ დაგიძახეთ,შევცვალოთ თემა და თაია, მარტო რომ სვამ, დამისხი მეც.
შუაღამეს იყო მიახლოებული გოგონები რომ დაიშალნენ და ყველა თავისი გზით წავიდა, ანამ იმ დღისთვის საბოლოოდ გადაავლო პროექტს თვალი , სახლი მიალაგა, მოწესრიგდა და დასაძინებლად დაწვა.
ზოგადად, ჩაძინების პროცესი მისთვის არასდროს ყოფილა რთული, ბოლო დღეებში მითუმეტეს, საკმაოდ დაღლილი წვება საწოლში და ბალიშზე თავის დადებასაც ვერ ასწრებს. ახლაც არ გაუჭირდებოდა ჩაძინება, რომ არა მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა,რომელიც აშკარად მეზობელი სახლიდან მოდიოდა.
-რა უბედურებაა,რომელი საათია.-წარბშეკრულმა ჩაიდუდღუნა და სცადა ბალიშებით დაეხშო შემომავალი ხმა, მაგრამ ამაოდ,ელექტროგიტარის შთამბეჭდავს სოლოსთან ბამბის ბალიში ვერაფერს გახდა. დაველოდებიო იფიქრა , იქნებ მალე გამორთოს მუკისა და მეც დავიძინებო, მაგრამ თხუთმეტი წუთი უკვე გაწელილ უსასრულობად ეჩვენა ანას და კედელზე რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაუწყო მეზობელს ბრახუნი იმის იმედით,რომ ხმას გააგონებდა და მუსიკა შეწყდებოდა. მართლაც, რამდენიმე წამში სიმღერა გამოირთო, სულ ცოტახანში კი საპასუხო კაკუნი მოყვა ანას ბრახუნს თან, თუმცა, ეს ბოდიშის მოკაკუნებას უფრო გავდა, „ვიდრე თავი დამანებე თორემ უფრო ხმამაღლა ჩავრთავ“ კაკუნს- თუმცა, ამის გარჩევა კაკუნით როგორ იყო შესაძლებელი გასაკვირია, ფაქტია რომ ანამ მაინც სწორად გაიგო ყველაფერი და მშვიდად დაუბრუნდა თავის ბამბის ბალიშებს.

მეორე დილით ანას თითქოსდა ამქვეყნად ყველაზე გენიალური იდეით გაეღვიძა,რომელიც არ მოითხოვდა არანაირი სახის უშუალო ინტერაქციას უცნობ ადამიანთან და რომელიც,წესით, მოაგვარებდა ნაგვისა და აწ უკვე გვიან ღამით ხმამაღალი მუსიკების პრობლემას. უცებ მოძებნა პატარა წებოვანი ქაღალდი გოგონამ,ზედ შავი კალმით მიაწერა რამდენიმე სიტყვა „ გამარჯობა! თუ შეიძლება ნაგავი კართან არ დამიტოვო და ღამით მუსიკა დაბალზე ჩართე“ - ქვევით წარწერად სახელი არ დაუტოვებია, ახალი მეზობელიო მიაწერა, შემდეგ სადარბაზოშ გავიდა და მეზობლის ხის კარს მიაკრა წებოვანი ქაღალდი, ისეთ ადგილას, სადაც ბინის პატრონი მას უეჭველად შეამჩნევდა. პასუხად ანა ყველაფერს ელოდა, ყველაზე მეტად კი იმას,რომ ვიღაც კარზე დაუკაკუნებდა და შემდეგ ჩხუბით შემოუვარდებოდა.
სამსახურის საქმეებში გართულს სულ დაავიწყდა მეზობლის კარზე მიკრული წერილი,მხოლოდ მაშინ გაახსენდა ეს ყოველივე, როცა სახლიდან გასვლა მოუწია, რადგან კურიერსთვის ამანათი უნდა გამოერთმია. გარეთ გასულს კარზე ყვითელი წებოვანი ფურცელი დახვდა აკრული,რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა , დიდი ასოებით - „ბოდიში“ და იქვე,საფოსტო ყუთზე შოკოლადის ფილა იდო. გაღიმებულმა გახედა მეზობლის კარს ანამ,შეიძლება,არც ისე ცუდი მეზობლები მყავსო გაიფიქრა და ეზოსკენ დაეშვა,როცა შემთხვევით კიბეზე უცნობ სილუეტს გაჰკრა მხარი, უცნობს აშკარად ეჩქარებოდა, გოგონასთვის წამითაც არ მიუქცევია ყურადღება,არც ანას შეკივლებული ბოდიში გაუგია ისე აირბინა კიბე. თუმცა ანა ხასიათის გაფუჭებას არ აპირებდა, ავალ სახლში და შოკოლადს შევჭამო ფიქრობდა.

რძიანი შოკოლადის ჭამის, პროექტის ძირითადი შტრიხების დასრულებისა და გაზქურაზე მაკარონის მოსახარშად დადგმული წყლით სავსე ქვაბში მარილის ჩაყრის შემდეგ გაახსენდა რომ პოთოსის ქოთნის აივანზე გატანა უნდოდა. სოფლიდან გადმოსვლისას თან წამოიყოლა ეს ყვავილი, კი გადაირია დედამისი, ბარგს რატომ იმატებ,იქვე იყიდეო,მაგრამ როგორც ყოველთვის,მაშინაც გაჯიუტდა. აივნის კარის პირდაპირ დადო დიდი, თავისივე ხელით მოხატული ქოთანი და აყვავებულ ყვავილს წყალი დაუსხა. კიდევ კარგი კვირაში ერთხელ სჭირდება მორწყვა, თორემ აქამდე ათასგზის გამხმარი იქნებოდა საწყალი ყვავილი.
საჭმელიც მოამზადა, ივახშმა,ჭურჭელი გარეცხა და ლეპტოპი მოიმარჯვა, სანამ კვირა დღე იყო და ოფიციალური სამუშაო საათები დაეწყებოდა იფიქრა რამე უაზრო მელოდრამას უყურებდა და დროს ისე გაიყვანდა, თან თავის პირად და სასიყვარულო ცხოვრებაზეც გაიცინებდა ერთი-ორს, მაგრამ ნენემ დაურეკა და გეგმის გადადება მოუწია.
-გამოგივლი თხუთმეტწუთში და წამყევი რა კაბის ასარჩევად,მოვიდა ნატუკას ქორწილი და მე ჩასაცმელი კიდევ არაფერი მაქვს-ნენეს მთავარი საფიქრალი ახლა მისი ბიძაშვილის ქორწილი იყო,თან,როგორც ქორწილის ორგანიზატორს და მის ნათესავს,ორმაგი ძალების ჩადება უწევდა ყველაფერში,საბედნიეროდ ძალიან უყვარს ნენეს თავისი საქმე.
-კარგი,სანამ მოხვალ მოვწესრიგდები,თან მეც გამოვაყოლო იქნება ხელს რაღაცები.- დაქალს გაუთიშა, შეირბინა საძინებელში და წინა დღით ძლივ დალაგებული კარადა ისევ თავიდან არია,მხოლოდ იმიტომ რომ ბოლოს დაბალწელიანი შავი კლასიკური შავი შარვალი,თხელი თეთრი მაისური და ტყავის ქურთკი ჩაეცვა. ნენეს ზარისთვის არც უპასუხია, კარი გადაკეტა, გასაღები ჩანთაში ჩაიგდო და უცებ ჩაირბინა კიბე.
-სალამი,ლამაზო-მანქანაში ჩახტა,დაქალს მიესალამა და ღვედი შეიკრა.
-სალამი. მერიკოს არ სცალია, გიოსთა ერთად გავიდა ქალაქგარეთ და თაიას გავუარო,წამოვალ,საქმე არ მაქვსო.
-წავედი მაშინ და ტელეფონი მათხოვე,სიმღერას შევცვლი,ამაზე დეპრესიული არაფერი გქონდა გზაში რომ მოგესმინა, კიდევ კარგი მშვიდობით მოაღწიე აქამდე.
-კარგი,ხო,ნუ დამიწყე მორალის კითხვა. რა ქნა შენმა მეზობელმა გაიტანა ნაგავი თუ დაგიმატა?- წამით გაუცინა ნენემ და ისე ისევ გზაზე გადაიტანა მზერა.
-ვაიმე,გაიტანა კიარა შოკოლადიც დამიტოვა,წარმოგიდგენია?
-რა ქნა?
-გოგო,ნაგავს ვინ ჩივის,რომ წახვედით მერე სოლო კონცერტი მომიწყო,ბოლო ხმაზე აბღავლებდა სიმღერებს. გემოვნებას ვერ დავუწუნებ,კარგი რაღაცები კი ჰქონდა ჩართული,მაგრამ დროს ხომ გააჩნია არა?!
-ხოდა შენ როგორც გენიოსა რა მოიმოქმედე?
-მეორე დილით რომ ავდექი წებოვან ქაღალდღე დავუწერე, ნაგავს ნუ მიტოვებ და სიმღერას დაუწიე მეთქი და მივუკარი კარზე.
-გიჟი ხარ გოგო?!-ვერ შეიკავა სიცილი ნენემ და ისევ ანას გახედა-არ მითხრა რომ შემოგივარდა და შოკოლადები გაჩუქა,ეს რა კარგად მოაგვარე პრობლემაო.
-სულ არ მახსოვდა წერილი,ამანათისთვის ჩავედი და სანამ მივიკეტავდი ბოლომდე კარს ფურცელი დამხვდა,ბოდიშიო და იქვე იდო შოკოლადიც.
-რა საყვარელია. ანუ ნორმალური და შეგნებული მეზობელი გყოლია.-ისევ ანასკენ გადმოიტანა მზერა ნენემ.
-ეგრე გამოდის და გზას უყურე შენი ჭირიმე, ისედაც ძლივს აიღე ეგ მართვის მოწმობა.
-აწი მივედით,მიდი მიწერე თაიას,ჩამოირბინოს.

მოლში საკმაოდ დიდი ხანი იბოდიალეს, ნენეს თითქმის ზუსტად ჰქონდა წარმოდგენილი როგორი კაბა უნდოდა,თუმცა ძალიან გაუჭირდა მსგავსის პოვნა. ბოლოს,როგორც იქნა, ბედმა გაუღიმა და იპოვნა ატლასის გრძელი კაბა. თავიდან ფიქრობდა რომ შავს არ იყიდდა, არც აპირებდა რომ გეკითხათ,თუმცა იმდენად კმაყოფილი იყო ნაპოვნით რომ არ შეეძლო კაბის მაღაზიაში დატოვება. თაიამ ახალი ტყავის ქურთუკი წამოაყოლა ხელს, სეზონია და მე ნორმალური ქურთუკი არ მაქვსო. ანამ ქვედაბოლო იყიდა და კედები,რომელიც უკვე დიდიხანია გეგმაში ჰქონდა და ახლა ფასდაკლებაში დაუხვდა.
უკანა გზაზე გადაწყვიტეს ნამცხვრები ეყიდათ და ანასთან ასულიყვნენ, ყავა დაელიათ,იქნებ ეყურებინათ კიდეც რაიმესთვის,ან ცოტას იჭორავებდნენ და დაიშლებოდნენ. სიცილ-კისკისში აიარეს კიბე , მაღალ ხის კარს მიადგნენ,მაგრამ ნენეს და თაიას ყურადღება კარზე მიკრულ ფურცელზე იყო მიმართული,სულ არ ადარდებდათ რამდენი ხანი დააგვიანდებოდა ანას გასაღების პოვნა.
-რა საინტერესო სამეზობლო გყოლია-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა თაიამ.
-ვაიმე, შენთვის არ მოუყოლია ხო? - ნენემ შეიცხადა და ანას გახედა - ამ ქალბატონმა ძალიან საინტერესო კომუნიკაციის ფორმა მოიფიქრა მეზობელთან. იმედია ვინმე მანიაკი არ გყავს გვერდით,მაგრამ ამ წერილში არ ეტყობა რაღაც რომ მანიაკი იყოს. - კარიდან მოხსნა პატარა ფურცელი და ანას გაუწოდა.
-ეს როდისღა მიაკრა-ჩაილაპარაკა შეცბუნებულმა მესხმა და ფურცელს დახედა. ყვითელ წებოვან ქაღალდზე გამოყვანილი,ლამაზი კალიგრაფიით ეწერა „ ბოდიში ქოთნის გამო, პირობას ვდებ დანაშაულს გამოვისყიდი და თავად მოგიტან ახალს. პ.ს ყვავილი გადარჩა“.
-რა ყვავილზე ამბობს ისე?-არ ეშვებოდა ნენე.
-პოთოსი გავიტანე აივანზე.მიმიშვი კარი გავაღო.
-ჯენლტმენია,დანაშაული როგორ აღიარა და არ მიიმალა ნახე,თან ახალს მოგიტანო.-შეაგულიანა ნენემ დაქალი.
-იქნება გოგოა,საიდან დაასკვენი რომ ჯენტლმენია.-თაიამ კარი მოიკეტა და ქურთუკი იქვე საკიდზე დაკიდა.
-წერილიდან ეგრე ჩანს-მხრები აიჩეჩა გოგომ.
-გთხოვ,საიდან ამოიკითე,ასოების მოყვანილობა ყვირის რომ კაცია?!-არ ეშვებოდა თაია.
-გეუბნები არის,ანა,რომ გაიგებ გვითხარი!
-მოგცლიათ რა, მიდი თეფშები მოიტანეთ, მოვალ მეც ახლავე,ყვავილს დავხედავ.

აივანზე გასულს პოთოსის გატეხილი ქოთანი ყვავილთან ერთად კართან კუთხეში დადგმული დახვდა. ქოთანი ერთ მხარეს აშკარად ძირს დავარდა,რადგან დიდი ნაპრალი ჰქონდა გაჩენილი. ყვავილს მართლაც არაფერი მოსვლოდა,ოდნავ მიწა იყო გადმოყრილი,მაგრამ უცნობ მეზობელს აშკარად ამაზეც უზრუნია და მიულაგებია შემთხვევის ადგილი. ანას გაეღიმა, გაუხარდა რომ ყვავილი მთელი იყო,გატეხილი ქოთანი შიგნით არ შეუტანია,სახლი რომ არ დაესვარა,თან ჯერ ყვავილს ვერსად გადაიტანდა, უცნობის საჩუქარს უნდა დალოდებოდა.

გოგონები მალე დაიშალნენ, მეორე დღეს ორშაბათი იყო და ყველა სამსახურისთვის იყო მოსამზადებელი. სანამ დასაძინებლად დაწვებოდა და მზეც ბოლომდე გადავიდოდა ანამ ხვალინდელი ამინდი შეამოწმა , როცა დაიგულა რომ ამინდი არ უმტყუნებდა ახალგარეცხილი ტანსაცმელი აივანზე გაიტანა და გაფინა. ყურსასმენები ეკეთა და თავისთვის ღიღინებდა,არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის მის ირგვლივ თუ ხდებოდა რამე,არც ის დაუნახავს მეზობელი ფანჯრის ფარდა როგორ შეირხა და წამით მისკენ როგორ მოიმართა მზერა. ანას თითქოს გაყოფილი და მოხაზული ჰქონდა თავისი და მეზობლის სივრცე აივანზე, სცდილობდა ზედმეტად არ გასცდენოდა უხილავ ზოლს. ყველა საქმე როცა მოილია წყალი გადაივლო, თმა გაიშრო და დასაძინებლად დაწვა. გულის სიღრმეში თითქოს ისევ უნდოდა უცნობ მეზობელს სიმღერა ჩაერთო, მაგრამ მალევე მიანება ფიქრებს და უაზრო მოლოდინებს თავი,დაიძინა.
სამუშაო დღეებში ზოგადად ადრე დგებოდა,თავის მოწესრიგება და საუზმობა რომ მოესწრო. მიუხედავად იმისა რომ სახლიდან მოუშაობს და ოფისში მისვლა ძალიან იშიათად უწევს ერჩივნა რომ სამუშაო საათებში მთელი ყურადღება საქმეზე ჰქონდეს გადატანილი. ამიტომ ახლაც მაქსიმალურად შეეცადა ყველაფერი მოესწრო თერთმეტ საათამდე რის მოსწრებასაც მოახერხებდა. მოწესრიგდა, საწოლი დაალაგა,ისადილა და აივანზე გავიდა,ენახა მშრალი იყო თუ არა წინა დღით გაფენილი ტანსაცმელი,მაგრამ იქ უფრო საინტერესო სანახაობა დახვდა. მისი თეთრი პერანგის გვერდით გაფენილი იყო შავი მაისურები,ყველა სხვადასხვა როკ ბენდის ლოგოთი. ანას სახეზე აშკარა უკმაყოფილება გამოისახა, საერთო აივნის მნიშვნელობა საზიარო სარეცხ თოკებსაც თუ ნიშნავდა არ იცოდა,არადა,ეგონა, სხვა მეზობლებიც ისე გამოყოფდნენ პირად და სხვის სივრცეებს როგორც თავად,თუმცა,აშკარად შეცდა.
ის იყო ტანსაცმლის მოსახსნელად უნდა გაწეულიყო,რომ საერთო შემოსასვლელიდან ვიღაც შემოვიდა. მაღალი, სპორტული აღნაგობის, მოკლედ შეჭრილი მუქი თმით და ულვაშით , წინ ისე მოიწევდა თითქოს ვერ ხედავდა იქვე მდგარ ანას,რომელსაც უცხოსთვის თვალი არ მოუშორებია. იმის ნაცვლად რომ უცხო მამაკაცი რომელიმე კარში შესულიყო გაფენილი ტანსაცმელისკენ წავიდა,რომელიც ანას თეთრ პერანგებთან ეფინა. დაუფიქრებლად მიბრუნდა ანა მამაკაცისკენ და ისე დაიწყო საუბარი არ გაუაზრებია.
-უკაცრავად,აქ ჩემი სარეცხი ფენია,იქნებ გაგეწიათ თქვენი როკ ატრიბუტიკა და დაგეცვათ სხვისი სივრცე-არ დაიშურა ტონი ანამ და ამაყად გაუსწორა უცნობს თვალი.
-აივანი საერთოა.-მოკლედ მოუჭრა უცნობმა.
-სივრცის დაცვა მაინც შეიძლება!-ანა მაინც არ თმობდა.
-აივანი საერთოა,მე ვერ გავაკონტროლებ ჩემს გაფენილ ტანსაცმელს ქარი რომელ მხარეს და ვის პირად სირცეში გააცურებს. - პირად სივრცეს საკმაოდ მკაფიოდ და ირონიულად გასუვა ხაზი,მოხიკა მისი ნივთები და შებრუნდა.თუმცა სანამ რომელიმე კარში შესვლას მოასწრებდა ანამ თავის პერანგსა და გაფენილ ჯინსს დაავლო ხელი, სახლის კარი მთელი ძალით მიიკეტა.
-ყეყეჩი,თავხედი-არ ცხრებოდა გაცოფებული მესხი-ერთი აუტანელი მეზობელი ხომ უნდა გამოკვეხებოდა,ხოდა აგერ ანა,მიდი ახლა და გაუძელი.
ან სად გაფინა ის სარეცხი კი მარა, რა ქარი იყო ასეთი,რომ აივნის ბოლოს ჩამოიტანა. დამიდგა აქ ცირკები,მშვიდად ვუთხარი და ამიტეხა მთელი ამბავი,უაზრო. - ამ ყველაფერს ისიც დაემატა,რომ სამსახურში ასევე შეუგნებელი კლიენტი დიზაინში უაზრო ცვლილებების შეტანას სთხოვდა,რომელიც მხოლოდ ისევ ამ კლიენტს ესმოდა. მთელი დღე წარბშეკრულმა გაატარა და თავის ტკივილმაც არ დააყოვნა.დღის ბოლოს,როცა ლეპტოპი დახურა, მორჩა ყველა სამსახურის საქმეს ვახშმობის თავიც აღარ ჰქონდა. წვენი დაისხა, სიგარეტის შეკვრას დაავლო ხელი,ერთი ღერი აიღო და აივანზე გავიდა. ძალიან იშვიათად ეწევა, მხოლოდ ძლიერი სტრესის დროს,თუმცა დიდ ეფექტს არც სიგარეტი აძლევდა. კარი გააღო და სუფთა ჰაერზე გავიდა,მაშინვე დილის ინციდენტი გაახსენდა,მაგრამ ახლა არ აპირებდა ამაზე ნერვების მოშლას და თავიდა გაღიზიანებდას. წითური თმა დაუდევრად აიწია, საფერფლე იქვე დაიდო,სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში დაჯდა. გრილი სიო ნაზად ელამუნებოდა სახეზე, ჰაერში ისეთი სუნი იდგა გრძნობდა რომ ზაფხულიც მალე მოვიდოდა,თუმცა გაფაზულის მზიანი დღეები ჯერ კიდევ წინ იყო.

დღეები საკმაოდ ერთფეროვნად მიდიოდა,იმას თუ არ ჩავთვლით როგორც სცდილობდა ანა უხეში მეზობლისთვის გვერდის ავლას,სადმე რომ არ გადაკვეთოდა და ასევე როგორ ელოდა ქოთანს,რომელიც უცნობისგან უნდა მიეღო.ერთი გაფიქრება კი დაუშვა,კიდევ ხომ არ დავუტოვო რამე წერილიო,მაგამ მიზეზი ვერ მოიფიქრა,მერე თავს გაუწყრა,როცა გამოიჭირა რომ მიზეზს ეძებდა ვიღაც უცხო ადამიანთან სასაუბროდ,როცა ამ ადამიანის სახელიც კი არ იცოდა. ხუთშაბათ საღამოს გოგოებს ელოდებოდა,პიცა გამოიძახა,სასუსნავები ამოიტანა მაღაზიიდან,მუსიკა ჩართო დაბალ ხმაზე და მათ მოსვლამდე კომფორტული სამოსიც გადაიცვა.
-მოვედით!-გახარებულმა მერიკომ შემოაღო კარი,რომელსაც დაქალი წინა კვირის შემდეგ არ ენახა.
-მერიკო-გახარებული შეეგება ანა დაქალებს - შემოდით.
-გოგო,ჩვენ კი შემოვალთ,მაგრამ კართან რომ ქოთანია იმას რა ვუყოთ?-თვალები აუჟუჟუნა ნენემ და თაიას გადახედა,რომელიც ჩუმად ღიმილით პასუხობდა.
-ბატონო?-შეცბა მესხი.
-ბატონო კიარა შემოიტანე და გადარგე ის ყვავილი თორემ ახლა მართლა გახმება. - უკან მოუხედავათ გავიდა ანა გარეთ,არ აცადა თაიას სიტყვის დასრულება. კართან თეთრი,თიხის ქოთანი დახვდა,მასზე ფურცელი იყო მიკრული,ოღონდ,ამჯერად ვარდისფერი. წარწერა ისევ იმავე ლამაზი და გამოყვანილი კალოგრაფიით იყო მიწერილი. „იმედია არ დავაგვიანე. ისევ ველოდები პოთოსს აივანზე,ამჯერად ფრთხილად ვიქნები,გპირდები. პ.ს - გუაშები იმისთვის რომ ქოთანი მოხატო“. სიცილი ვერ შეიკავა გოგომ, ხელში აიტაცა ქოთანი და ნახა რომ შიგნით მართლა იდო გუაშები.სახლში გაბრწყინებული სახით შევიდა,არც კი უცდია ღიმილის დამალვა.
-ამას დამიხედეთ ერთი, რა არის ასეთი?-მერიკო სავარძელში მოკალათებულიყო კომფორტულად და ისე უყურებდა გაბადრულ დაქალს.
-ო,აქ ამბებია,მოგიყვება გოგონა-ნენემ კიდევ ერთხელ აათამაშა თვალები.
-მოდი დაჯექი ახლა და მოყევი,რომ მოგვწერე წინა დღეს მეზობელზე რაღაც.-თაიას გაახსენდა მესხი როგორ წუწუნებდა წინა დღეს. - მე მეგონა მაგ მეზობელზე წუწუნებდი, მაგრამ ისე იკრიჭები ახლა მეეჭვება.
-უიმე,ეგ არ გამახსენო,დეგენერატი.-ქოთანი იქვე დადო, დაქალებისკენ გაემართა და მათთან დაჯდა.-არა,სხვადასხვა ტიპები არიან როგორც მივხვდი. ეს ვერ ხედავ,მართლა ჯენტლმენია,თუ ბიჭია საერთოდ,ის ხისთავიანი და შეუგნებელია.
-რა ქნა კი მაგრამ ასეთი? ან ეგ ქოთანს რატომ გიტოვებს,მომიყევი ყველაფერი.-მერიკო სადაქალოს ამბებს მოკლებული კიდევ უფრო კომფორტულად მოთავსდა სავარძელში და ყურადღებით უსმენდა ამ ერთი კვირის განმავლობაში რა ამბები ხდებოდა ანას თავს.
-კაი გოგო,მაგაზე მოიშალე ნერვები?ის შეუგნებელია ვიღაც შენ რას უყვები-თაიამ ხელი აიქნია და პიცის ნაჭერს დასწვდა.
-ამის ნერვების ამბავი არ იცი,რომ არ ჩაარტყა რამე კიდევ კარგი.-ნენემ შეახსენა ანას სიფიცხის ამბავი თაიას.
-ისე, სიმპათიური იყო მაინც? - მერიმ ისე,თითქოს აქაც არაფერიო იკითხა.
-შენ რაში გაინტერესებს კაცო,გიო არ გყავს?-წარბი აუწია ანამ.
-გიო რა შუაშია ახლა, შენთვის ვკითხულობ.
-რომც იყოს ხეპრეა ვიღაც,რა აზრი აქვს.-ანა შეეცადა ხმაში სიმკაცრე ჩაექსოვა.
-ანუ არის.
-არის,ხო,მაგრამ ვიმეორებ,აზრი არ აქვს! უტაქტო ადამიანს გარეგნობა არაფერს უზამს.
-უხ,მიყვარს როცა მჭევრმეტყველებ.-თაიამ თვალი ჩაუკრა და ისევ ქოთანზე გადაიტანა მზერა.- ამას რას უპირებ?
-მოვხატავ,ყვავილს გადავრგავ და გავიტან აივანზე.
-წამოდი ერთი გავიდეთ მაგ აივანზე, ყველაფერი მანდ ხდება,იქნებ რა ფეხით მივდივარ.-მერიკო ადგა და კარისკენ დაიძრა.
-ყავა დაგიდგათ?-ანამ თვალი მოავლო სამივეს.
-გამოდი ჯერ გარეთ და მერე.
გარეთ გასულებს კარი ბოლომდე მიკეტილი არ ჰქონდათ ადგილზე რომ გაქვავდნენ. აივნის მოაჯირთან მიყრდნიბილი იდგა ის უცნობი ანამ უკულტუროდ და უხეშად რომ მონათლა. სიგარეტს ეწეოდა, იდაყვებს დაყრდნობილი,ეზოსკენ ჰქონდა მზერა მიმართული. გოგონების ხმაური რომ გაიგო და მობრუნდა, თვალი მოავლო ყველას ,როცა ანას გაუსწორა მზერა შემდეგ დაბალი ხმით, სიგარეტის ბოლს ამოაყოლა მისალმება,.
-გამარჯობა.-ხმა ახლა კიდევ უფრო ბოხი და დამჯდარი ჰქონდა ,ვიდრე რამდენიმე დღის წინ,როცა,როგორც ანამ გააზვიადა და გააბუქა,იჩხუბეს.
-გამარჯობა.-ერთხმად მიესალმნენ გოგონები,თუმცა ანას ხმა არ ამუღია,თავი დაუკრა უხმოდ და იქვე,მის ფეხებთან მდგარი ძაღლისკენ გააპარა მზერა. ძალიან კომიკურად ეჩვენა ანას ამხელა მხარბეჭიანი და წარბშეკრული ბიჭის ფეხებთან ფართხუნა და გაბადრული ფრანგული ბულდოგის დანახვა,თუმცა იმას ვერ უარყოფდა რომ ძაღლი ძალიან საყვარელი იყო. უცნობმა ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა, გოგონებს თავი უხმოდ დაუკრა და ძაღლს მიუბრუნდა.
-ოზი,წავედით.-იქვე მის საყელოს მოკიდა ხელი და საერთო გასასვლელით სადარბაზოში გაუჩინარდა.
-ვინ იყო ეს ღვთის საჩუქარი?-ჩურჩულით გააპარა ბიჭისმიერ გავლილ გზას ნენემ თვალი.
-რომ ვეკამათე წინა დღეს.გაიგო ვითომ რაც გითხარით?
-არ გადამრიო გოგო,ამას როგორ ეჩხუბე?-გაკაპასდა კალანდაძე.
-ოო,ნენე,გეყოფა.
-ეყოფა კიარა მართალია გოგო,ვერ დაინახე რა ტანზე იდგა?ან სახეში არ უყურებდი რომ ეკამათებოდი?სად გქონდა თვალები?- ახლა თაია აყვა ნენეს.
-მართლა რა ფეხზე გამოვედით. ვერ გაიგებდა ვერაფერს დამშვიდდი შენკიდე.-ჩაილაპარაკა მერიკომ.
-ოზი წამოდიო ძაღლს უთხრა და მეც კინაღამ ავედევნე უკან-ნენე არ ჩერდებოდა.
-თუ არ გაკლდეს.-ანას გაეცინა და ჩუმად გააპარა თვალი ეზოსკენ,რომ დაენახა იქ იყო თუ არა უცნობი თავის ძაღლთან ერთად.

იმ ღამით,როცა გოგონები გააცილა გვიანობამდე არ დაუძინია ანა მესხს. ჯერ ახალი ქოთანი აიღო, იქვე დაიწყო გუაშები,გაამზადა ფუნჯები და წყალი,მარკერებიც მოიმარჯვა და დაახლოებით ნახევარ საათში დაასრულა თეთრად შეხებილი თიხის მოხატვა.ცოტახანში ყვავილიც გადაიტანა და აივანზე გადგა. შემდეგ ისევ აიღო წებოვანი ქაღალდი, თვითონაც ვარდისფერი და ერთი სიტყვა მიაწერა - „მადლობა“,ამჯერად ფურცელს ქვედა კუთხეში წვრილად,თითქოს შეუმჩნევლად თავისი სახელიც მიაწერა. საათს დახედა,უკვე პირველი სრულდებოდა,თუმცა მაინც გავიდა სადარბაზოში და მეზობლის კარზე მიაკრა წერილი. ტკბილად ეძინა იმ ღამით,რაღაც კარგიც დაესიზმრა,თუმცა გაღვიძებულზე არ ახსოვდა.გრძნობდა,რომ ძალიან ამაღლებულ განწყობაზე იყო.ამას ისიც ემატებოდა,რომ პროექტი დაასრულა და ფინალური ვერსია კლიენტს გაუგზავნა,რაზეც შესანიშნავი ფიდბექი მიიღო , ფაქტობრივად მთელი დღე თავისუფალი ჰქონდა,გარეთ მზე იყო და შეეძლო ის ექნა რაც უნდოდა.
სანამ ქალაქში გავიდოდა იქამდე დედამისს დაურეკა, დიდიხანია არ ულაპარაკია და საყვედურიც კი მიიღო,მაგრამ დაამშვიდა ქალი, პირობა მისცა რომ მის ამ უყურადღებობას გამოასწორებდა და მალე ჩავიდოდა სახლში რამდენიმე დღით. პირობებით დედას გული საკმაოდ მარტივად მოულბო.შემდეგ მარკეტში ჩაირბინა,საჭმელი რომ გაემზადებინა. მარტო ცხოვრების პლუსები სწორედ იმაშ იყო,რომ სამზარეულოში ფუსფუსის დროს არავინ ამოუდგებოდა გვერდით და არ მისცემდა შენიშვნას რა და როგორ გაეკეთებინა. სახლიდან გასვლამდე აივნის კარი ოდნავ ღია დატოვა სახლი რომ გაენიავებინა, საერთოდ არ ელოდა უკან დაბრუნებულს კარში თავშემოყოფილი ნაცრისფერი ფრანგული ბულდოგი თუ დახვდებოდა. პარკები მაგიდაზე დაალაგა,კარი გადაკეტა და ძაღლისკენ დაიძრა.
-გამარჯობა,ოზი.-გაუცინა და ძაღლმა კუდი აუქიცინა,ვითომ ერთ გამარჯობას ელოდებოდა შიგნით რომ შესულიყო.
-სტუმრად მოხვედი?შემოსვლის ნებას ელოდი?შენ როგორი ჭკვიანი ყოფილხარ,იმ შენს უჟმურ პატრონს კი არ გავხარ.-ისე ამაყად და თავდაჯერებული ელაპარაკებოდა სულ არ ადარდებდა უცნობი გაიგებდა თუ არა მის საუბარს ან იქ იყო თუ არა.
-კორმი არ მაქვს რომ გაჭამო,მაგრამ მგონი შენ თამაში უფრო გინდა,ხომ ასეა?-ისე ელაპარაკებოდა მესხი ძაღლს თითქოს ისიც უმალ დაუბრუნებდა პასუხს. თუმცა ოზის და ანას იდილია დიდიხანი არ გაგრძელებულა, აივნის კარის მინაზე კაკუნის ხმა გაისმა და ოთახში მეზობელი შემოვიდა.
-ოზი,სად დადიხარ?-პირადპირ ძაღლზე გადაიტანა ყურადღება.
-სათამაშოდ შემოვიდა.
-გამარჯობა.-მხოლოდ გოგონას პასუხის შემდეგ მიესალმა მას,მაგრამ ისევ ძაღლზე გადაიტანა ყურადღება.-ოზი,მოდი,წავედით.
-არ ვიკბინები,დატოვე,მობეზრდება თამაში და თავად შემოვა.-ანა ვერ ხვდებოდა საიდან მოიკრიბა ამდენი გამბედაობა და რეალურად ოზის დარჩენა უნდოდა თუ მიზეზი რომ უცნობი დიდიხანი გაჩერებულიყო ან ისევ მობრუნებულიყო.
-ოზი,გარეთ!-ანას ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია,თითქოს არც გაუგონიაო გოგონას ნათქვამი.
-ვგიჟდები,ყურსაც არ იბერტყავ.-მესხი ისევ მკაცრ ტონზე გადავიდა.
-დამიჯერე,ანა,იმაზე კარგად მესმის,ვიდრე გგონია.-გოგონა შეცბა. ამ პასუხს საერთოდ არ ელოდა,იმას მითუმეტეს რომ უცნობი მას სახელით მომართავდა,მაშინ როცა მისთვის თავისი სახელი ნამდვილად არ უთქვამს.
-ჩემი სახელი საიდან იცი?
-პატარა სამეზობლოა.-მეტი არაფერი უპასუხია უცნობს, ძაღლი წაიყვანა და კარს უკან მიიმალა. არ აკმაყოფილებდა ანას მისი პასუხი,მით უმეტეს რომ სამეზობლოში მისი სახელი არავისთვის უთქვამს. მხოლოდ ბინის პატრონმა იცოდა,ვისგანაც ბინა იქირავა და კარის მეზობელმა,რომელსაც წინა დღეს საკუთარი სახელი გაუმხილა და მისგან არც არაფერი სმენია მას შემდეგ. მაშინ გაახსენდა,რომ რეალურად არც კი შეუმოწმებია კარი,იქნებ ჰქონდა დატოვებული მეზობელს პასუხი. უკანმოუხედავად გაიქცა შემოსასვლელი კარისკენ და სწრაფად გამოაღო,თუმცა იქ მართლა არაფერი დახვდა.
-საიდან იცის ჩემი სახელი?-არ უნდოდა იმის დაშვება,რომ შეიძლება უხეში უცნობი და ჯენტლმენი მეზობელი ერთი ადამიანი ყოფილიყო.ბოლოს, ყველაზე ლოგიკური დასკვნა რაც დაიდო იყო ის რომ შესაძლოა ეს ორი უცნობი ადამიანი ახლო მეგობრები იყვნენ და აქედან გაიგო ბიჭმაც ანას სახელი.
მაინც არ ასვენებდა მესხს მოუსვენრობა,იქეთ-აქეთ დაბოდიალებდა,სახლიდანაც აღარ გასულა,უაზროდ გაჰყავდა დღე. საღამოს რვა საათი შესრულდა როცა ტელეფონზე დაურეკეს,თაია იყო,პარასკევს საღამოს სახლში გამოკეტილი ნუ იქნები,გამოდი,ბარში ვიკრიბებითო. ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ახლა სახლიდან გასვლა და ფიქრებისგან გათავისუფლება,თან გოგონებსაც ნახავდა და იქნებ მოეყოლა კიდეც ყველაფერი. გამოიცვალა,მოწესრიგდა,ტაქსი გამოიძახა და წავიდა.ამჯერად აივნის კარი ღია არ დაუტოვებია.
-მოვიდა მაზნიაშვილის დედოფალი-ტაში შემოჰკრა ნენემ.
-მოვედი,მოვედი და წავალ ლუდს ავიღებ.
-რა გჭირს,მშვიდობა გაქვს?ფეხი არ შემოგიდგამს ჯერ.-თაიამ მის აღელვებულ სახეზე გადაიტანა მზერა.
-მშვიდობა არის,კი,შევუკვეთავ და მოგიყვებით.-ბარიდან დაბრუნდა ლუდის ბოთლით ხელში და გოგონებს მოუყვა მათი წასვლის შემდეგ რაც მოხდა.
-იქ ვყოფილიყავი ნეტა და შენი სახე მენახა ანაო რომ დაგიძახა-მერიმ თვალი ჩაუკრა და კოქტეილი მოსვა.
-მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი მერე სახელი საიდან გაიგო ჩემი.
-შენს ადგილას არ ვიდარდებდი და მაქსიმალურად გამოვიყენებდი იმ ფაქტს რომ ჩემი სახელი იცის. - კალანდაძემ ალტერნატივა შესთავაზა.
-არ ვნერვიულობ და არ ვღელავ, უსამართლობაა უბრალოდ ჩემი სახელი რომ იცის და მე წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის.
-ისიც უსამართლობაა მე რომ არ მყავს ეგეთი ღმერთკაცები სამეზობლოში-ჩაიდუდღუნა თაიამ და დამარცხების ნიშნად თითქოს ხელი ჩაიქნია. ამის შემდეგ სიმპათიურ მეზობელზე აღარ უსაუბრიათ,ფოტოები გადაიღეს,დალიეს,უამრავ სხვა თემას მოედნენ,იცინეს,სამაგიდო თამაშებიც კი ითამაშეს და დღის ბოლოს ნენეს ვიღაც უცხო ბიჭმა ნომერიც გამოართვა. სახლში ისევ ტაქსით დაბრუნდა. არც ნენე და მერიკო ყოფილან მანქანით,რადგან კოქტეილების დალევა უნდოდათ და საკმაოდაც შეზარხოშდნენ. ანაც საკმაოდ კარგ ხასიათზე დაბრუნდა სახლში,ქურთუკი იქვე სავარძელზე მიაგდო. ჩექმები არ გაუხდია, კაკუნით გაიარა მისაღები სივრცე და ისე გავიდა აივანზე. ნასვამზე უფრო მარტივი იყო იმის აღიარება რომ აივანზე სუფთა ჰაერისთვის კი არა იმ უცნობის ნახვის იმედით გადიოდა. ფრთხილად გაკაკუნდა მოაჯირთან, ამჯერად სიგარეტი არ ამოუღია,უბრალოდ ეზოს უყურებდა და ელოდებოდა,იქნება გაღებულიყო კარი და გამოსულიყო უცნობ ი გარეთ. მართლაც,რამდენიმე წუთში რაღაცის ფხაჭუნის ხმა მოესმა ანას და დაინახა რომ მის ფეხებთან ოზიმ მოიკალათა.
-ისევ შენ ხარ,ოზიკო.- დაიხარა და თავზე გადაუსვა ძაღლს ხელი. იმანაც მაშინვე კუდი აუთამაშა და გაიტრუნა.
-სახელს ნუ უმახინჯებ.-პასუხმაც არ დააყოვნა აივნის მეორე კუთხიდან.
-არაფერსაც არ ვუმახინჯებ!- ნასვამი ანას ხმაში ამ მომენტში სიმკაცრის შენარჩუნება საკმაოდ რთული იყო,სერიზულზე მეტად ახლა უფრო საყვარელი იყო. მხრებზე დაფენილი წითური თმებით,აწითლებული ლოყებით.
-ნუთუ?
-დიახ და რახან სახელის თემას შევეხეთ ახლა მიპასუხე ჩემი სახელი საიდან იცი!
-გიპასუხე უკვე.
-ორაზროვანი პასუხი იყო,ვერაფერი გავიგე.
-ეგ უკვე შენი პრობლემაა,წითურო.-მოაჯირებს შორის ხის ბოძზე მიყრდნობილი,ხელებგადაჯვარედინებული,ცალყბაღიმილით უმზერდა უცნობი ანას.
-პრობლემა ისაა შენ რომ ჩემი სახელი იცი და მე შენი არა.-თითქოს ნაწყენმა ამოილაპარაკა ანამ.
-საიდან მოიტანე რომ არ იცი?
-ვიცი?როდის მითხარი?მხოლოდ კამათით შემოიფარგლება შენი დიალოგები.-გაკვირვებული წამოდგა გოგონა ფეხზე,აქამდე თუ ყურადღება ოზიზე ჰქონდა და ისე ესაუბრებოდა უცნობს ახლა მთლიანად მასზე იყო ორიენტირებული. ოზი სახლში შევიდა და კარს უკან გაუჩინარდა,თითქოს იცოდა ზუსტად როდის უნდა წასულიყო..
-შემოსასვლელ კარზე,წითურო.როგორც ჩანს ჩქარობდი სახლში შემოსვლას.-ესღა უთხრა და დაუმშვიდობებლად,თვითონაც უკან გაყვა ოზის. ანა რამდენიმე წამი მარტო იდგა ღამის სიოს გრილ ქროლვაში,სივრცეში გაუშტერდა თვალი,იქ სადაც უცხო იდგა.შემდეგ ერთიანად დაეტაკა რეალობა, სწარაფად შეირბინა სახლში და თვალისდახამხამებაში დაფარა მანძილი შემოსასვლელ კარამდე. გარეთ როცა გავიდა საფოსტო ყუთზე მართლა დახვდა წარწერა, რომელზეც ისევ იმ ლამაზად გამოყვანილი კალიგრაფიით ეწერა - „არც იმდენად თავხედი ვარ,როგორადაც მეგობრებთან აღმწერ.“ იქვე,ფურცლის ქვედა კიდეში წვრილად იყო მიწერილი „დემეტრე“,ზუსტად ისე,როგორც წინა დღეს ანამ თავისი სახელი მიაწერა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent