შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის არომატი (ნაწილი 27-28)


1-04-2026, 08:12
ავტორი თინათინი10
ნანახია 916

- ჩემი აზრით ჯობია ბათუმში დავბრუნდეთ.. რა საჭიროა აქ გაჩერება.. მე და დანი უკვე ერთად ვართ.. ხომ ეს გინდოდათ.. ხოდა ასეცაა.. - ჭირვეულობდა ლიზა, იშაიმ ცალი წარბი ასწია.
- ხო და ასე რომაა, იმიტომაც უნდა დავრჩეთ აქ. თან ხომ შერიგდით… რა პრობლემაა?
- ხო… მართლა რა პრობლემაა? - დაეთანხმა ქეთი, ლიზამ თვალები აატრიალა.
- არა… არაფერი… უბრალოდ… -
შემდეგ უცებ ღიმილი დაიკრა.
- კარგი, ასე იყოს. არანაირი პრობლემა არაა. პირიქით… დანიელთან ერთად ქვეყნის დასალიერშიც წავიდოდი. -სიტყვები ისე თქვა, თითქოს ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყო, ამ დროს ჩუმად დანიელს ხელი ჩაავლო და ფრჩხილებით მაგრად დაკაწრა..დანიელი ოდნავ შეკრთა,
ლიზამ კბილებში ჩურჩულით უთხრა:
- რამე მოიფიქრე თორემ ჩემი ხელით დაგგუდავ - დანიელმა მაცდურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
- კარგი, თუ ასეა კარვები გავშალოთ იშაი, წამოდი.
- კარგი წავედით, დანი - დანიელმა ლიზას კიდევ ერთხელ გადახედა, ლიზა თვალებით აშკარად ანიშნებდა - სასიკვდილოდ მოემზადე..მან კი მხოლოდ ეშმაკურად გაუღიმა, ლიზამ ჩუმად გაებღვირა. ბიჭებმა კარვების გაშლა დაიწყეს..ლიზა მაშინვე ქეთისთან მივიდა.
- ქეთი… შენ მაინც რამ გაგაგიჟა? იშაისთან ერთად ერთ კარავში აპირებ გაჩერებას?
- რა თქმა უნდა არა! - მშვიდად უპასუხა ქეთიმ
- მაგრამ თქვენ აქ დარჩებით.
- მაგრამ…
- რა მაგრამ? ხომ თქვი შევრიგდითო?-
ლიზა გაჩუმდა.
- შევრიგდით… კი.
- ხო და თუ შერიგდით, პრობლემა აღარ არის. მე და იშაი წავალთ. შენ ორი დღით შვებულება გაქვს ლიზა… შეგიძლია აქ დატკბე. - ქეთიმ ვაშლი აიღო და გემრიელად ჩაახრაშუნა,
შემდეგ სიცილით მაგიდის გაწყობა გააგრძელა..ლიზამ ჩუმად ჩაიბურტყუნა:
- ღმერთო… ეს ორი ავადმყოფი თავს მომაკვლევინებს…

ბიჭები კარვებს აწყობდნენ, იშაი ცას უყურებდა.
- არ გაწვიმდება… ცოტა მოიღრუბლა - დანიელი მის გვერდით მივიდა და ჩუმად ჰკითხა:
- რა ქენით? - იშაიმ მხრები აიჩეჩა.
- შენი და შენზე უარესია, დარწმუნებული ვარ მასაც აქვს გრძნობები… მაგრამ მგონია რაღაცის ეშინია ან რიდი აქვს -
დანიელმა ჩაფიქრებულმა ამოისუნთქა.
- თავიდან მეგონა ეს მე მიკავშირდებოდა… მაგრამ ახლა არ ვიცი.. - შემდეგ იშაიმ ეშმაკურად შეხედა
- და შენ? არ მგონია მართლა შერიგებულიყავით - დანიელს გაეცინა.
- იმდენი სისულელე ვუთხარი რომ როგორმე გამეჩერებინა… ბოლოს ვუთხარი რომ ქეთი და იშაი ისე არ წაგვიყვანს აქედანთქო… და თამაში მოინდომა - დანიელმა სიცილი დაიწყო.
- ახლა რა ვქნათ? - ჰკითხა იშაიმ.
- ქეთი უნდა გამოტეხო… ლიზა უნდა შევირიგო. ჩემი აზრით ჩვენც და თქვენც განმარტოება გვჭირდებათ
- ანუ გვაგდებ დანიელ? - გაეცინა იშაის.
- კი არ გაგდებ… რეალურად ასე უნდა მოვიქცეთ! განმარტოება გვჭირდება მათთან.
- ნუ ღელავ მაგაზე… ქეთი ისედაც არ მოისურვებს კარავში ჩემთან ერთად დარჩენას.
- ხო და ძალიან კარგია. წაიყვან… გზაში მარტო იქნებით… ისაუბრებთ -
იშაიმ თავი დაუქნია.
- კარგი… მაგრამ მანამდე ერთი მაგარი იდეა მაქვს - დანიელმა ეჭვით შეხედა.
- რა? - იშაის თვალები აუციმციმდა.
- ჯერ ვჭამოთ… მერე გავაჟღერებ.
რამდენიმე წუთში მაგიდა სავსე იყო საჭმლით..ცხელ-ცხელი მწვადი, ქათმის გრილი, შემწვარი კარტოფილი, კიტრი-პომიდვრის სალათა, ძალიან ცხარე აჯიკა, ახალი პური, ყველი და მწვანილები..
კოცონის სუნთან ერთად ყველაფერი საოცრად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა.
- აი ეს არის ცხოვრება - თქვა იშაიმ და სკამზე ჩამოჯდა.
- შენთვის ცხოვრება ჭამით იწყება და ჭამით მთავრდება - ჩაიცინა ქეთიმ, დანიელი დაჯდა..
ლიზა კი მის გვერდით მიეკრო, როგორც მოსიყვარულე მეორე ნახევარი.. ქეთი მაშინვე დააკვირდა მათ, ლიზამ დანიელს ნაზად მოხვია ხელი კისერზე.
- დანიელ… ეს მწვადი ძალიან გემრიელია.
- მართლა? - ლიზამ მწვადის დიდი ნაჭერი აიღო.
- აი ეს შენთვის - დანიელმა პირი გააღო, ლიზამ კი ცხელი მწვადი პირდაპირ პირში ჩაუდო.
- აუ! ლიზა! - შეხტა დანიელი
- რა იყო? ცხელი იყო? - უდანაშაულო სახით თქვა ლიზამ, შემდეგ კიდევ ერთი თეფში მიუჩოჩა.
- ესეც გასინჯე.
- რა არის?
- სალათა - დანიელმა ერთი ლუკმა შეჭამა, მეორე წამში თვალები გაუფართოვდა.
- ლიზააა! ეს ხომ ცეცხლია! ეს ხომ აჯიკაა!
- სადაც მე მიძლებ ამის გაძლება არაფერია ჩემო სიცოცხლე!.

ქეთიმ იშაის მზერა შეამჩნია, იშაი მას არ აშორებდა თვალებს.
ქეთიმ თავი სხვა მხარეს გაატრიალა,
რამდენიმე წამში ისევ შეხედა…
და ისევ დაიჭირა მისი მზერა, იშაიმ ოდნავ გაუღიმა..ქეთიმ უცებ ჭიქას ჩაავლო ხელი.
- წყალი მომაწოდე - უთხრა დანიელს, მხოლოდ იმიტომ რომ მზერა აერიდებინა, ამ დროს დანიელმა სიცილით თქვა:
- იშაი გახსოვს ჩვენი ფიქტიური ქორწინების დრო? - ქეთიმ თვალები აატრიალა.
- ნუ დაიწყე… - დანიელი აშკარად ერთობოდა.
- ლიზა ისეთი ჯიუტი იყო… გეგონებოდა მართლა ვძულდი..
- იმიტომ რომ მართლაც მძულდი - ჩაიბურტყუნა ლიზამ.
- სამაგიეროდ გიჟდებოდი კიდევაც ჩემზე, პირდაპირ დნებოდი როცა შენს სიაზლოვეს მოვდიოდი ჩემო სიცოცხლე - ამაყად თქვა დანიელმა,
ლიზამ მაგრად უჩქმიტა ხელზე.
- იდიოტო! - იშაი სიცილით უყურებდა.
- აი ეს ამბავი უნდა მოგიყვეთ, ლიზა სულ მეჩხუბებოდა… მაგრამ როგორც კი ვინმე სხვა გოგო მომიახლოვდებოდა… - ლიზამ ისევ უჩქმიტა.
- გაჩუმდი!
- აი ხედავთ? მგონი ისევ ეჭვიანობს.
- საერთოდ არა! - ყველას გაეცინა..
რამდენიმე წუთის შემდეგ იშაი სკამზე გადაიხარა.
- კარგი… ახლა ჩემი იდეა მინდა მოგახსენოთ - სამივემ მას შეხედა.
- აქ ძალიან ახლოს აუზია. ამინდიც გრილია. - ქეთიმ წარბი შეკრა.
- მერე? - იშაიმ ეშმაკურად გაიღიმა.
- რას იტყვით… ვიცურაოთ და წყლის ხელბურთი ვითამაშოთ?
- წყლის ხელბურთი? - გაუკვირდა ქეთის
- ეგ რა თამაშია? - იშაი წამოდგა.
- წავედით… და აგიხსნით..

აუზამდე მისვლას დიდხანს არ მოუნდნენ. პატარა, ბუნებრივი აუზი იყო, ქვებით შემოსაზღვრული, წყალი გამჭვირვალე და გრილი..
იშაი აუზის კიდესთან გაჩერდა და ხელები შემოიწყო.
- ასე… ახლა წესებს აგიხსნით - ლიზა და ქეთი ინტერესით უყურებდნენ.
- ჩვენ ვითამაშებთ… ხელბურთს წყალში - ქეთიმ წარბი ასწია.
- ეს ხომ ძალიან მარტივია - და სანამ ვინმე რამეს იტყოდა, ფეხსაცმელი გაიხადა და პირდაპირ წყალში ჩახტა.
- აი ხედავთ? - თქვა გამარჯვებული სახით, იშაიმ სიცილით თავი გააქნია.
- მარტივია… მაგრამ ერთი ნიუანსი უნდა გაითვალისწინო.
- რა ნიუანსი? - დაინტერესდა ლიზა,
იშაიმ თითი ასწია.
- გოგოები კისერზე უნდა შემოგვაჯდეთ… და ისე ვითამაშოთ -
ორივეს პირი ღია დარჩა.
- რაა?! - ერთხმად თქვეს.
დანიელმა სიცილით დაამატა:
- ხო. ლიზა ჩემთან… და ქეთი იშაისთან - ქეთიმ მაშინვე თავი გააქნია.
- მე არ მინდა თამაში! - დანიელმა ხელები გადაჯვარედინა.
- ვინც არ ითამაშებს… 200 ბუქნს გააკეთებს. - ქეთი გაჩუმდა.
- არ მინდა! - მაინც ჯიუტობდა.
- რატო არ გინდა? - მხრები აიჩეჩა ლიზამ
- მგონია რომ მშვენიერი იდეაა -
შემდეგ დანიელისკენ წავიდა.
- მე მინდა - მიუახლივსა ამბიციური გამომწვევი მზერით, დანიელი წყალში გადახტა, წყალი წელამდე სწვდებოდა.. ლიზა აუზის კიდესთან გაჩერდა.
- აბა… როგორ უნდა შემოვჯდე? -
დანიელმა ხელი გაუწოდა.
- მოდი აქ - ლიზამ ხელი ჩაავლო და წყალში ჩავიდა, გრილი წყალი სხეულზე სასიამოვნოდ მოედო..
დანიელი მის წინ დადგა.
- ახლა ასე… - მან ლიზას ხელი შემოხვია და ოდნავ ასწია, ლიზამ ინსტინქტურად მხრებზე ხელი მოხვია.
- ფეხები გვერდებზე შემომხვიე. -
ლიზა ცოტა დაიბნა, მაგრამ დაემორჩილა..ნელა შემოხვია ფეხები მის წელზე, შემდეგ კი მაღლა აიწია და დანიელის მხრებზე ჩამოჯდა.
- ასე?
- ზუსტად ასე - დანიელმა ფეხები უფრო მყარად დადგა წყალში.
ლიზა მაღლიდან უყურებდა.
- საინტერესოა - ჩაიცინა ლიზამ,
დანიელმა ქვემოდან შეხედა.
- ძალიან მსუბუქი ხარ.. მართკა ჩიტი ხარ
- მადლობა… კომპლიმენტია?
- ფაქტია.. - ამ დროს ქეთი კიდეზე იდგა.
- არა… მე ამას არ გავაკეთებ - იშაი წყლიდან უყურებდა.
- მოდი ქეთი, არ შეგჭამ.
- დარწმუნებული ხარ?
- სავსებით! - ქეთი რამდენიმე წამი იდგა… მერე ამოიოხრა და წყალში ჩავიდა.
- თუ დავიხრჩე… შენ დაგაბრალებ.
- კარგად დამთავრდება - გაეცინა იშაის..ისიც ლიზასავით ხელით ასწია, ქეთი ინსტინქტურად ჩაებღაუჭა მხრებზე.
- ფეხები შემომხვიე.
- ღმერთო… - ჩაილაპარაკა ქეთიმ და მაინც გააკეთა..რამდენიმე წამში ისიც იშაის მხრებზე იჯდა.
- მძიმე არ ვარ?
- საერთოდ არა. - ქეთიმ თვალები მოჭუტა.
- მატყუებ.
- ცოტას - გაეცინა იშაის, დანიელმა წყლიდან პატარა ბურთი ამოიღო.
- მზად ხართ?
- არა! - თქვა ქეთიმ.
- კი! - თქვა ლიზამ.
- მაშინ იწყება! - ბურთი ჰაერში ააგდო, ლიზამ მაშინვე ხელი გაიშვირა.
- დანიელ, წინ!
დანიელმა წყალში ძლიერად გაიარა,
მაგრამ იმავე წამს იშაი მათკენ დაიძრა.
- ქეთი, დაიჭირე! - ქეთი გადაიხარა ბურთისკენ…მაგრამ ზედმეტად გადაიხარა.
- აუჰ - პირდაპირ წყალში ჩავარდა,
ყველას გაეცინა.
- ეს უსამართლობაა! - წამოიძახა ქეთიმ წყლიდან, ლიზა უკვე იცინოდა.
- დანიელ! ბურთი! - მან ბურთი დაიჭირა… მაგრამ სანამ გადააგდებდა, დანიელი მოულოდნელად დაიხარა, ლიზაც წყალში აღმოჩნდა.
- დანიელ!
- მაპატიე - სიცილით თქვა მან,
თამაში უფრო და უფრო ქაოსური გახდა..ქეთი ისევ იშაის მხრებზე იჯდა.
- ამჯერად არ გადამაგდო!
- ვეცდები - ლიზა ისევ დანიელის მხრებზე იყო.
- წინ! - ბრძანა, დანიელმა წყალში ძლიერად გაიარა.. ლიზა ბურთს დაეწია… დაიჭირა…
- გავიტან! - მაგრამ გადახრისას ისევ ბალანსი დაკარგა, ისევ წყალში აღმოჩნდა, იშაი უკვე სიცილით იხრჩობოდა.
- ეს თამაში თქვენთვის აშკარად რთულია.
რამდენიმე წუთში ყველანი დასველებულები და გაცინებულები იყვნენ, ბოლოს თამაში დასრულდა.
- მორჩა, გოგოებო შეგიძლიათ აუზიდან ამოხვიდეთ..
- საბოლოოდ გადავრჩით - თქვა ქეთიმ,ლიზამ თმა გადაიწია სახიდან.
- აღარასდროს ვითამაშებ ამას! -
ამ დროს ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, დანიელმა ეშმაკურად ჩაიცინა.
- მზად ხარ?
- ყოველთვის - უპასუხა იშაიმ, ორივე ერთდროულად მივარდა გოგოებს.
- ჰეეეიი!! - ორივე ისევ წყალში ჩაყარეს.
- დანიელ! - იცინოდა ლიზა, შემდეგ ბიჭებიც გადახტნენ..წყალი ყველგან იფრქვეოდა, იშაიმ ქეთის წყალში ჩააყვინია
- იშაი! - დანიელმა ლიზას ხელი ჩაავლო და წყლის ქვეშ ჩაიყვანა,
რამდენიმე წამში ისევ ამოვიდნენ.
ლიზა იცინოდა… გულით.
იმდენად ჩაერთო ამ ყველაფერში, რომ წამით საერთოდ დაავიწყდა, რომ ეს „თამაში“ იყო..მისი მზერა დანიელს შეხვდა და იმ წამს…
ის უბრალოდ ბედნიერი იყო და მთელი გულით იცინოდა..

ქეთიმ მხრები აიჩეჩა და წყალში ოდნავ შეკრთა.
- მე გავედი… მცივა უკვე… რამეს მოვიცვამ - თქვა და აუზის კიდეს მიეყრდნო, იშაიმაც მაშინვე ამოყო თავი წყლიდან.
- მეც წამოვალ - ორივე ერთად წავიდნენ კარვებისკენ, აუზში მხოლოდ დანიელი და ლიზა დარჩნენ, რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა, წყალი ნელა შრიალებდა. საღამოს სიგრილე უკვე იგრძნობოდა, მაგრამ ამ ორ ადამიანს შორის თითქოს სიცივე საერთოდ არ არსებობდა.
ლიზას სახეზე მხიარულება ნელ-ნელა გაქრა, ისევ ის სერიოზული გამომეტყველება დაუბრუნდა,
დანიელს ებღვირებოდა,
დანიელმა წყალში მშვიდად გადადგა ნაბიჯი, შემდეგ კიდევ ერთი..წყალი ჩუმად გაირხა, ლიზა უცებ დაიძაბა.
- ნუ მოდიხარ - ჩაილაპარაკა ჩუმად,
დანიელი მაინც მიუახლოვდა,
კიდევ ერთი ნაბიჯი..ახლა მათ შორის მანძილი თითქმის აღარ იყო, ორივე დუმდა..თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, ლიზას თვალებში იყო გაბრაზება… დაბნეულობა… და რაღაც ისეთი, რაშიც თვითონაც ვერ ერკვეოდა.
დანიელის მზერა კი თითქოს ეუბნებოდა: მომენდე… უბრალოდ ერთი წამით მომენდე. დანიელის მზერა ნელა დაეშვა ქვემოთ, ლიზას გულ-მკერდზე წყლის წვეთები ნელა ჩამოსდიოდა. სველი ტანსაცმელი მკვეთრად ხაზავდა მის ნაკვთებს..
დანიელმა თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს საკუთარი ფიქრები მოეწონა..შემდეგ ტუჩებზე შეხედა,
ლიზას ტუჩები ოდნავ უკანკალებდა.
მაგრამ დანიელი დარწმუნებული იყო რომ ეს სიცივის გამო არ იყო.
- რას აკეთებ?.. - ძლივს ამოილუღლუღა ლიზამ, უკან ოდნავ დაიხია, მაგრამ უკვე აუზის კუთხეში იყო მომწყვდეული.
- რას… აკეთებ? რატომ მოდიხარ ასე ახლოს? - სცადა მკაცრი გამომეტყველება დაეჭირა, მაგრამ ხმა მაინც ღალატობდა, დანიელი ოდნავ დაიხარა..მის ყურთან ძალიან ახლოს ჩუმად ჩასჩურჩულა.
- ისინი აქ არიან - ლიზა დაიბნა.
- ვინ?..
- ქეთი და იშაი.. არ წასულან, იქ დგანან და გვიყურებენ - ლიზას თვალები გაფართოვდა, დანიელმა ოდნავ გაიღიმა.
- ახლა უნდა გაკოცო.
- რა?! - ჩურჩულით შეჰყვირა ლიზამ
- არ არის აუცილებელი!
- აუცილებელია რომ დარწმუნდნენ..-
მერე ჩუმად დაამატა:
- მოემზადე… ახლა გაკოცებ - ლიზამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ დანიელი უკვე დაიხარა, პირველი კოცნა ძალიან ნაზი იყო, თითქოს ამოწმებდა მის ტუჩებს, ნელა შეეხო… მერე ოდნავ გაჩერდა.
ისე აკოცა, თითქოს თითოეულ ნაწილს იმახსოვრებდა..ლიზას სუნთქვა აუჩქარდა, შემდეგ დანიელმა ტემპი ოდნავ გაზარდა,
ამჯერად უფრო მტკიცედ აკოცა,
მის საყვარელ ტუჩებს თითქოს გიჟივით დაესხა თავს..წყალი ოდნავ გაირხა, როცა ლიზამ უნებურად ხელი მის მხარზე დაადო, შემდეგ ნელ-ნელა ჩამოაცურა გულ-მკერდზე,
აუზის გრილ წყალში მათი სხეულები თითქმის ეხებოდა ერთმანეთს.
- გეყოფა… - ძლივს ამოილუღლუღა ლიზამ კოცნას შორის, დანიელმა თავი ოდნავ ასწია.
- არა… ისევ იქ არიან, გვიყურებენ..
ისე თქვა, ერთხელაც არ მიუხედავს უკან. - ლიზამ მხოლოდ ახლა მოიხედა, აუზის კიდე ცარიელი იყო, არც ქეთი ჩანდა და არც იშაი..რამდენიმე წამი გაშეშდა, შემდეგ ნელა მიუბრუნდა დანიელს.
მის თვალებში ახლა უკვე სხვა რამ იკითხებოდა.
- შენ… - პირველი მუჭა პირდაპირ მკერდში ჩაარტყა.
- ავადმყოფო! - მეორე დარტყმა.
- იდიოტო! - მესამე.
- როგორ ვერ მივხვდი?! - დანიელი სიცილს ძლივს იკავებდა, ლიზამ წყალი შეახეთქა.
- ვერ გიტან!! - მკვეთრად ამოვიდა აუზიდან და სწრაფად წავიდა კარვებისკენ.. დანიელი რამდენიმე წამი იქვე დარჩა, შემდეგ ბედნიერი გამომეტყველებით ზურგზე დაწვა და წყალში ნელა გაცურა. ხელები თავქვეშ ამოიდო, ტუჩებზე ღიმილი არ სცილდებოდა.
- რა ტკბილი კოცნა იცის… - ჩაილაპარაკა თავისთვის გაღიმებულმა, მერე უცებ წამოხტა.
- ჰეი! ლიზა! დამელოდე! - და წყლიდან ამოვარდნილი გაეკიდა..


- ქეთი.. ვფიქრობ ჯობია მარტო დავტოვოთ ისინი.. რას იტყვი? - ქეთიმ ირონიულად გადახედა იშაის
- ისედაც ასე ვაპირებდი, რა გეგონა შენთან ერთად კარავში დავიძინებდი? - ქეთი მიტრიალდა, იშაიმ მკლავში ჩაავლო ხელი
- რატომ გამირბიხარ? დანიელის გამო?
- რა შუაშია? და საიდან მოიტანე რომ გაგირბივარ.. განქორწინება მინდა, ჩვენ სხვადასზბა სამყაროს ვეკუთვნუთ ისედაც
- თუ მოვუნდომევთ შეგვიძლია ერთი სამყაროს წარმომადგენლები ვიყოთ!
- მაგერამ მე არ მინდა! - იშაიმ თვალებში ჩახედა, ქეთი დაიბნა
- შენი მზერა.. ასეთი მზერით უმნიშვნელი ადამიანებს არ უყურებენ ქეთი!
- უმნიშვნელო ხარ შენ ჩემთვის და შეეგუე ამას! მოემზადე, მოდიან.. დავემშვიდობით და წავიდეთ
- ჰეი, საით მიდიხართ ? - ლიზას გაკვირვებული იყო
- ალეკომ დამირეკა და მითხრა რომ ბევრი საქმეა სასტუმროში, ამიტომ მივდივარ
- მაშინ ჩვენც წამოვალთ
- არავითარ შემთხვევაში! თქვენ აქ რჩებით, მე და იშაი მივდივართ!
- ხო მაგრამ..
- აქ რჩებით ლიზა, ორ დღეში მოგაკითხავთ და წაგიყვანთ. მანამდე გაერთეთ!
- გავერთოთ.. აბა რა..გული მიგრძნობს დაუვიწყარი წუთები მელოდება ამ ავადმყოფთან ერთად - ჩაილაპარაკა თავისთვის ლიზამ..


ქეთი და იშაი მანქანით მიიწევდნენ ბნელი გზის გასწვრივ.. ბათუმისკენ მიმავალი ვიწრო გზა თითქმის ცარიელი იყო. ირგვლივ მხოლოდ საღამოს გრილი ჰაერი და ხეების ჩუმი შრიალი ისმოდა..ქეთი საჭესთან იჯდა და თითქოს ძალიან კონცენტრირებული სახე ჰქონდა, მაგრამ თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი უციმციმებდა, უცებ მანქანა ხრინწიანი ხმაურით შეჩერდა.
- ოჰო… - ამოიოხრა ქეთიმ და საჭეს თითი დაარტყა.
- მგონი ბენზინი დაგვიმთავრდა… -
იშაიმ ნელა მიუბრუნდა.
- რა? - ქეთიმ ვითომ მშვიდად მხრები აიჩეჩა
- ჰოო… აღარ იქოქება, უნდა მოაწვე.
- მე?!
- აბა მე ხომ არ მოვაწვები? - იშაი, რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა. მერე ამოიოხრა, კარს მიჰკიდა ხელი და გადმოვიდა.
- რატომ ყოველთვის მე მხვდება ესეთი რამეები… - მანქანის უკნიდან დადგა და დაიწყო მიწოლა, ქეთი საჭესთან იჯდა და საჭეს ძლივს აკავებდა რომ სიცილი არ წამსკდარიყო..მანქანა ნელა დაიძრა.
- ცოტა უფრო სწრაფად! - დაუძახა ქეთიმ ფანჯრიდან.
- სწრაფად?! - იშაიმ ძლივს ამოილაპარაკა
- მე უკვე ვკვდები!
- ეგ შენ გგონია, სპორტია ეს -
იშაი ჩუმად რაღაცას ბუტბუტებდა და მანქანას აწვებოდა, დრო გადიოდა.
ათი წუთი, თხუთმეტი..ოც წუთამდე.
იშაის უკვე სუნთქვა ეკვროდა, მაისური ზურგზე მიეკრო და სახეზე ოფლი ჩამოსდიოდა.
- ქეთი… ეს მანქანა რატომ არის ასეთი მძიმე?! - ძლივს თქვა
- ხარისხიანი მანქანაა - ამაყად თქვა ქეთიმ..უცებ გზის მოხვევაში პატარა ბენზინგასამართი გამოჩნდა, იშაიმ თვალები გააფართოვა.
- იქ არის!
- ოჰ მართლა? - ვითომ გაუკვირვდა ქეთი..იშაი სწრაფად წავიდა იქით, ბენზინის ქილა აიღო და იყიდა.
რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა.
და…მანქანა უკვე ბენზინგასამართთან იდგა. ქეთი საჭესთან იჯდა მშვიდად, იშაი გაშეშდა.
- რა… ხდება აქ? - ქეთიმ ფანჯარა ჩამოწია.
- ბენზინი საკმაოდ მქონდა. დაჯექი, იშო, ორიანი გეკუთვნის! - იშაიმ თვალები დააწვრილა.
- ძალით გააკეთე, არა?
- რას ამბობ… მართლა არ იქოქებოდა… - ქეთიმ ვეღარ შეიკავა თავი და სიცილი აუტყდა..იშაი კარს დაეყრდნო და ღრმად სუნთქავდა.
- მთელი… ოცი წუთი… ამ ჯართს ვაწვებდი! - ქეთი მაშინვე გასწორდა.
- ჯართი არ არის!
- რაც არის!
- არ არის! ჩემი სიცოცხლეა ეს მანქანა! - გაბრაზდა ქეთი
- გიჟი ხარ, ქეთი - იშაი ბოლოს მანქანაში ჩაჯდა, ისევ ძლივს სუნთქავდა, რამდენიმე წამი ჩუმად იარეს, შემდეგ ქეთიმ უცებ სერიოზულად თქვა:
- როდის უნდა გავქორწინდეთ? -
იშაიმ თავი მისკენ შეატრიალა.
- რა?
- მალე ისრაელში წასვლის დრო მოდის.. უნდა დავასრულოთ ეს ამბავი - იშაის ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
- მერე არ გავქორწინდეთ და შენც წამოდი - ქეთის თვალები უცებ გაფართოვდა.
- რა თქვი? - იშაიმ მხრები აიჩეჩა და ეშმაკურად გაიღიმა.
- ცუდი იდეა არაა - ქეთი უცებ ძლიერად დააწვა მუხრუჭს, მანქანა მკვეთრად გაჩერდა.
- მე არ ვხუმრობ! - მკაცრად თქვა მან. - განქორწინება მინდა! - იშაიმ ნელა მიაბრუნა თავი მისკენ.
- რატომ?
- იმიტომ რომ… - ქეთი ცოტა დაიბნა
- არანაირი სერიოზული ურთიერთობა არ მინდა არავისთან! -
მან სიტყვები სწრაფად წარმოთქვა, თითქოს თავის დაცვას ცდილობდა.
იშაი რამდენიმე წამი ჩუმად უყურებდა..
************
მანქანაში დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა..ქეთი ისევ საჭეს უყურებდა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, თითები საჭეზე ნერვიულად ეჭირა.. იშაი გვერდით იჯდა, რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა… თითქოს სათქმელს ალაგებდა თავში.
- ერთი კითხვა შეიძლება დაგისვა? - ბოლოს ჩუმად და ფრთხილად დაარღვია სიჩუმე.
- გისმენ… - მშრალად უპასუხა ქეთიმ.
- დანიელის გამო იკავებ თავს? მისი გერიდება? - ქეთის უცებ გაეცინა, თუმცა სიცილში ნერვიულობაც ერია.
- ეგ საიდან მოიტანე? არ მინდა ურთიერთობა და მორჩა!
- და რატომ? რა არის მიზეზი? ოღონდ ახლა არ თქვა „არ მომწონხარო“… მაინც არ დაგიჯერებ! - ქეთიმ გვერდულად გადახედა, ირონიით.
- ვითომ რატომ? შენი თავი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ხომ არ გგონია?
- არა - გაეღიმა იშაის
- მაგრამ შენ რომ მოგწონვარ აშკარაა… მეც მომწონხარ… თუმცა შენ რაღაცის გამო თავს იკავებ… და რის გამო? - ამ სიტყვებზე ქეთიმ მოულოდნელად ძლიერად დაამუხრუჭა. მანქანა წკრიალით გაჩერდა. იშაიმ ძლივს შეიკავა თავი, რომ საქარე მინას არ შეჯახებოდა.
- არ შემიძლია ვინმეს თავი შევაყვარო და მერე იმედი გავუცრუო, გესმის?! არ შემიძლია!!! - იყვირა ქეთიმ
- რატომ ამბობ ამას?! რატომ?! - იშაიმაც ხმას აუწია, უკვე ვეღარ ითმენდა, ქეთიმ თავი ძლიერად გააქნია, თვალები აუწყლიანდა… და ბოლოს, თითქოს ყველაფერმა ერთად ამოხეთქა მისგან
- იმიტომ რომ მე ვერ შევძლებ დედა გავხდე!!! გესმის?! - ხმა ჩაუწყდა
- არ შემიძლია ეს… ჩემი დაავადების შემდეგ შვილს ვერ გავაჩენ… გინდა ეს?! გინდა ასეთი ადამიანი გყავდეს გვერდით ვინც შვილს ვერ გაჩუქებს?! - ბოლო სიტყვებზე ხმამაღლა ატირდა, ნერვიულად, შეუჩერებლად… თითქოს წლების დაგროვილი ტკივილი ერთდროულად ამოუშვა..იშაი რამდენიმე წამით გაშეშდა… მერე ნელა მიუახლოვდა.
- კარგი… დამშვიდდი… მოდი აქ… - ჩუმად უთხრა და გულზე მიიკრა,
ქეთი პატარა ბავშვივით ეკვროდა, სლუკუნებდა, თითებით მის მაისურს ეჭიდებოდა.
- წყნარად… ღრმად ისუნთქე… - ეჩურჩულებოდა იშაი, თმაზე ეფერებოდა..ნელა მოშორდა, მისი სახე ხელისგულებში მოიქცია, რომ დაენახა..ქეთი ისევ ტიროდა… თვალები დახუჭული ჰქონდა.
იშაი რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა… მერე ძალიან ნელა, ფრთხილად მიუახლოვდა…და აკოცა.
ფაქიზად… თითქოს ეშინოდა კიდეც..
ქეთის სუნთქვა ერთ წამში შეეკრა. სხეული ჯერ კიდევ უცახცახებდა, მაგრამ ნელ-ნელა ტირილი შეწყდა, სლუკუნი ჩაუწყნარდა… მხოლოდ მძიმე სუნთქვა დარჩა..
რამდენიმე წამით ასე დარჩნენ,
ქეთიმ ნელა გაახილა თვალები… მერე თითქოს რეალობაში დაბრუნდა, ხელი მოჰკიდა იშაის მაჯებს და ჩამოაწევინა სახიდან..
არაფერი უთქვამს, უბრალოდ, სწრაფად მიაბრუნა მზერა წინ, მანქანა დაქოქა და გზა განაგრძო.
ამჯერად ჩუმად, იშაი გვერდით იჯდა… თვალს არ აშორებდა, მის ტუჩებზე ჯერ კიდევ იგრძნობოდა ის წამიერი კოცნა…


- მაშ ასე, ძვირფასო ლიზა… ახლა შეგვიძლია ლამაზი მომენტებით დავტკბეთ! - უკნიდან აეკრო დანიელი, ლიზამ მაშინვე მოიშორა მისი ხელები.
- ახლა შეგვიძლია მართლა დავტკბეთ! ოღონდ ცალ-ცალკე.. შენი იდიოტური გამომეტყველების გარეშე!! შენ კარავში დაიძინებ მე კი აქ! და ზედმეტად არ დამირღვევ სიმყუდროვეს! ხვალ როგორც კი გათენდება აქედან წავალთ როგორმე! - დანიელმა ჩაიცინა
- თუ არ გეშინია დაიძინე ქოხში, მარტო, სიბნელეში.. როგორც ვიცი სიბნელის გეშინია
- სიბნელეში რატომ?!
- იმიტომ, რომ თურმე შუქი გაფუჭებულია… - მხრები აიჩეჩა უდარდელად
- ქოხში შუქი არ არის, საყვარელო… რას იზამ, მაინც დაიძინებ? - ლიზამ გაბრაზებულმა შეირბინა ქოხში, ჩამრთველი ჩამოსწია…
არ აინთო..დანიელი კმაყოფილი იდგა და გულში ხარობდა.. რადგან შუქი სწორედ მან "გააფუჭა"
- ჯანდაბაა!! - კბილებს შორის გამოსცრა, შემდეგ ისევ გარეთ გამოვარდა
- არ ვაპირებ შენთან ერთად აქ დარჩენას!! წავიდეთ აქედან!! - დანიელი არხეინად იდგა, ხელები წელზე შემოერტყა და უდარდელად საუბრობდა
- ახლა ღამეა ლიზა.. ხომ არ დაგავიწყდა სად ვართ, მთიან აჭარაში ვართ! ახლა რომ სადმე წავიდეთ იქნებ გზაში რამე ცხობელი შეგვხვდეს.. არა, არა.. ჯობია ამაღამ აქ დავრჩეთ
- დამიჯერე შენზე მეტი ცხოველი არსად არ შეგვხვდება!
- რა სასაცილოა.. მაშინ წადი, მიდი.. მე არსად არ ვაპირებ წასვლას! - კარავში შევიდა, არხეინად გაშალა ორ მეტრიანი ფეხები და წამოწვა.. ხელები მშვიდად გადაიჯვარედინა მკერდზე და თვალები დახუჭა კმაყოფილი სახით
- დიახაც წავალ! შენთან დარჩენას მირჩევნია ცხოველმა დამგლიჯოს!! - ჩანთა აიღო და წავიდა… მაგრამ რამდენიმე ნაბიჯში უკვე ფოთლების შრიალი აშინებდა, უცებ შორიდან ტურების ყმუილი გაისმა, ლიზა შეხტა.
- ააააა!! - სწრაფად შემობრუნდა და ისევ კარავში შევარდა, დანიელი ისევ იგივე პოზაში დახვდა, ოღონდ ახლა უფრო კმაყოფილი ღიმილით.
- რაო პატარავ.. შეგეშინდა?
- მოკეტე და რამე გააკეთე!
- რა გავაკეთო? გავიდე და ტურები დავაფრთხო? თუ ვცემო?
- ხო იქნებ გორილა რომ დაინახონ შეეშინდეთ! - ცალი თვალით გადმოხედა დანიელმა
- ესეიგი გორილა?!
- დიახ! - ჩანთა კუთხეში მიაგდო და იქვე ჩამოჯდა..
- დაძინებას არ აპირებ? თუ გეშინია ჩემს სიახლოვეს რომ ვერ გაუძლო და სულმა წაგძლიოს
- არ ვაპირებ! - ლიზამ ხელები გადაიჯვარედინა ერთმანეთზე, მალევე თავთან რაღაც საგანმა ჩაუქროლა.. დანიელის მიერ ნასროლი მაისური იყო.. თვალრბი აატრიალა.. მზერა მაისურს გააყოლე და სწორედ იქვე დაგდებულ ბორკილებსაც მოჰკრა თვალი.. დანიელი ნელ-ნელა წამოიწია და ფრთხილად ყურთან ჩასჩურჩულა.. იმდენად ნელა რომ ლიზა შეხტა, არ ელოდა
- დავიძინოთ ლიზა.. თუ მაინც და მაინც უნდა მიდარაჯო ამაღამ? - ნაზი ჩუმი ხმით ჩასჩურჩულა ლიზას.. რომელსაც მისი სიახლოვე აბრუებდა.. პირი უშრებოდა.. დანიელის სუნთქვა ყელთან ეხებოდა… ტანზე ჟრუანტელმა დაუარა, მისი თითები ლიზას ხელზე ფრთხილად ჩამოსრიალდა..
ლიზამ თვალები დახუჭა წამიერად და თავს უფლება მისცა ვნებას აჰყოლოდა.. ღრმად ამოისუნთქა.. ყელზე სველი ტუჩების შეხება იგრძნო.. გული სთხოვდა დაევიწყებინა ყველაფერი და ისევ მისი საყვარელი მამაკაცის მკლავებში აღმოჩენილიყო.. ხოლო გონება.. გონება ყველაფერს აფუჭებდა, არ აძლევდა ბოლომდე მოდუნების საშუალებას.. ნელა, აკანკალებული, ჩამწყდარი ხმით წამოხტა ფეხზე.. ძლივს ამოიკვნესა
- არა.. არ გაქვს ამის უფლება - ზურგით იდგა, ღრმად სუნთქავდა.. დანიელმაც ღრმად ამოისუნთქა
- ყოველთვის ყველაფერს რატომ აფუჭებ?! - ლიზამ აღარაფერი უპასუხა.. მალევე დანიელიდ ტელეფონი აწკრიალდა
- სალამი დანიელ, მე ვარ, ვერა..
- ვერა გისმენ, როგორ ხარ, როგორ მიდის საქმეები? - ლიზამ თვალები დაქაჩა, შემოტრიალდა, გაშეშებული, დაბღვერილი თვალებით უსმენდა დანიელს
- კარგად.. უბრალოდ რაღაც დეტალების გავლა მინდოდა შენთან ერთად..
- დღეს ქალაქგარეთ ვარ.. მაგრამ ვფიქრობ ხვალ ჩამოვალ და შესაძლებელია ერთად გავიაროთ დეტალები.. - ლიზას ხელები გაუოფლიანდა.. ხელის გულებზე თითებს იჭერდა.. დანიელი ძალიან დაკვირვებული იყო, არ გამოჰოარვია არცერთი დეტალი
- თუ გინდა შეგიძლია ჩემთან სასტუმროში მოხვიდე და იქ მიგიღებ.. ან სადმე რესტორანში დავსხდეთ.. - ლიზა ზურგით შებრუნდა აღარ შეეძლო მიმიკების კონტროლი, დანიელს ჩუმად გაეღიმა..
- კარგი ხვალ შეგეხმიანები მაშინ დანიელ
- ხვალამდე ძვირფასო.. - ყურმილი გათიშა, ლიზა ისევ ზურგით იდგა, თითებს ძლიერად უჭერდა ხელს, ისევ ხმამაღლა სუნთწავდა თუმცა ამჯერად ეჭვიანობისგან.. შემდეგ სრაფად შემოტრიალდა და დანიელის იმიტაცია გააკეთა დამახინჯებული ხმით
- "ხვალამდე ძვირფასო".., უსირცხვილი ხარ.. მე სიყვარულს მეფიცები და ამ დროს სხვას უნიშნავ სასტუმროში შეხვედრას
- შენ მუდამ გამირბიხარ.. როდემდე გსდიო? არ გინდა ჩემთან ყოფნა და ნუ გინდა.. მსურველი ისედაც ბევრია ძვირფასო - ისევ წამოწვა, ხელები ისევ გადაიჯვარედინა და თვალები კმაყოფილმა დახუჭა.. ლიზა იდგა და გამწარებული უყურებდა.. რამოდენიმე წამი სრული სიჩუმე იყო.. შემდეგ დანიელმა იგრძნო როგორ მიუახლოვდა ნელ-ნელა ლიზა და როგორ შეახო ფაქიხად ხელი შიშველ სხეულზე.. დანიელმა ამოიკრუტუნა
- მაინც ვერ გაძელი არა? - ჩაეღიმა, ლიზას ხელი მოჰკიდა და ფეხებზე გადაიჯინა ზემოდან.. ლიზა ნახევრად ეჭვიანი და ნახევრად ვნებიანი მზერით უცქერდა მას ზემოდან, ხელი მკერდზე აუსრიალა.. შემდეგ მისკენ გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა
- ვინ არის ვერა?! - მკაცრი ხმით შეეკითხა, კბილებს შორის გამოსცრა.. დანიელმა ხმამაღლა გაიცინა
- კვდები ისე ეჭვიანობ არა? არც შენს ცხოვრებაში მიშვებ, მაგრამ არც ის გინდა რომ სხვა იყოს ჩემს ცხოვრებაში!
- ვინ არის მეთქი, მიპასუხე! - ხელი კისერზე მოუჭირა ლიზამ და ისრ შეეკითხა
- მნიშვნელოვანი არავინ! რაღაც საქმეს განვიხილავთ ერთად! - წარბისაწევით უპასუხა დანირლმა, რომელსაც ლიზას სიფრიფანა ხელის მტევანი ვერაფერს აკლებდა
- საქმეს? რა საქმეს? - კიდევ უფრო ეჩურჩულებოდა.. შემდეგ ყურის ბიბილოზე ნაზად უკბინა.. დანიელი გიჟს ჰგავდა.. მასში უსაზღვრო ვნებამ გაიღვიძა
- ნუ აკეთებ ასე.. თორემ ჭკუიდან ვიშლები!
- შეიშალე.. მიდი.. მაინტერესებს რა შეგიძლია როცა ჭკუიდან იშლები! - ლიზა კიდევ უფრო იწვევდა.. დანიელმა წელზე მაგრად მოჰხვია ხელი და ტუჩებზე დაეწაფა, კოცნა სწრაფად გაღრმავდა თავიდან ნაზი… მერე უფრო დაჟინებული, უფრო მომთხოვნი..ლიზა შეჩერდა.
- მხოლოდ ეს შეგიძლია?.. -
დანიელმა თვალებში ჩახედა… შემდეგ ისევ აკოცა, უფრო მძაფრად, თითქოს ამ კოცნაში ყველაფრის დაბრუნება უნდოდა, მხურვალედ დაეწაფა ტუჩებზე, გიჟივით კოცნიდა, მონატრებული და მოწყურებული.. ლიზამ ხელი დაადო მკერდზე..
- თვალები დახუჭე
- რა?
- თვალები დახუჭე.. და მე გაჩვენებ რა შემიძლია - ისევ ყურთან ჩასჩურჩულა, როცა ასე ეჩურჩულებოდა თითქოს ჰიპნოზს უკეთებდა.. დანიეკმა თვალები დახუჭა.. ლიზამ ნელ-ნელა აატარა და ჩაატარა თითი მის შიშველ სხეულს, შემდეგ დანიელის ხელები თავისსავე წელზე შემოიწყო და საკუთარი ხელის მოძრაობით ეხმარებოდა თავისივე სხეულის მოფერებაში.. შემდეგ ხელები მოიშორა და წამის მეასედებში ბალიშის ქვეშ დამალული ბორკილები დაადო ხელევზე თავად დანიელს.. სწორედ მაშინ გაჩერდა და დანიელიც გამოფხიზლდა, ლიზა კმაყოფილი უყურებდა..
- რა გააკეთე?
- რასაც ხედავ! მხოლოდ შენ არ შეგიძლია დაადო ადამიან ბორკილები დანიელ! მეც შემიძლია ეს! მიდი ახლა დაურეკე ვერას და გადაგარჩინოს!
- მომხსენი ლიზა!
- არა! არ მოგხსნი! აი გასაღები მე მაქვს, მაგრამნარ მოგხსნი
- ლიზა.. ნუ მეთამაშები..
- თორემ? - სახე ახლოს მიუტანა ლიზამ
- თორემ თუ ცხოველის კლანჭებში ჩავარდები თავს ვერ დააღწევ! - სიტყვა დაამთავრა თუარა ბორკილებიანი ხელი თავზე ჩამოაცვა და ისე დაიჭირა, მთელი ძალით, მთელი სიმჭიდროვით, ეკვროდნენ ერთმანეთს.. მთლიანად მკლავებში მოიქცია
- მომაშორე ხელები, გავიგუდეე!!
- მე გაგაფრთხილე - მკლავებით უფრო და უფრო ძლიერად იჭერდა თან სახის ნაკვთებზე გამომწვევად აკვირდებიდა
- კარგი კარგი.. გაგიხსნი, ოღონდ გამიშვი!
- ჯერ მაკოცე!
- არა! ვერამ გაკოცოს! - დანიელს გაეცინა
- მაშინ არ გაგიშვებ, ასე მეყოლები.. შენს სურნელს, შენს მზერას.. შენს კანს და სითბოს კარგად ვგრძნობ
- გამიშვი დანიელ! გავიჭყინტე!
- შენ თვითონ დაიწყე თამაში! რა გეგონე მომერეოდი?
- სუნთქვა მიჭირს იდიოტო! მომაშორე შენი მძიმე მკლავები!
- ჯერ მაკოცე! - ლიზამ ტუჩი ტუჩზე მიადო
- ეგ კოცნის პროვოკაცია იყო! მე ნამდვილი კოცნა მინდა! ფრანგული კოცნა!!
- გეყოფა!
- მაკოცე!!! - ლიზა ნელა დაიხარა მისკენ, ისე ახლოს რომ მათი სუნთქვა ერთმანეთში აირია.. ერთი წამით შეყოვნდა, თითქოს თავს ეკითხებოდა მართლა უნდოდა თუ არა ეს… და მერე ფრთხილად მიადო ტუჩები დანიელის ტუჩებს. კოცნა თავიდან ძალიან ნაზი იყო, მაგრამ წამებში გაღრმავდა, ლიზამ ოდნავ უფრო ძლიერად დააწვა, თითქოს დაგროვილ ემოციებს ვეღარ იკავებდა.. დანიელი პასუხად ჩუმად აჰყვა, მაგრამ ინიციატივა არ წაურთმევია თითქოს ამ კოცნას მთლიანად ლიზას ანდობდა..ბოლოს ლიზა ნელა მოშორდა, სუნთქვა აუჩქარებული ჰქონდა და თვალებში უკვე ისევ ჯიუტი სიჯიუტე დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად ბოლომდე ვეღარ ფარავდა რასაც გრძნობდა.
- აი ასე.. კაცმა რომ გკითხოს არ გინდივარ არადა ისე ვნებიანად მკოცნი ლამის ტუჩები მომაჭამე
- ახლა გამიშვი!
- გაგიშვებ მაგრამ ხელები გამითავისუფლე!
- კარგი!! - დანიელმა ხელები ნელ-ნელა ასწია.. ლიზამ ამოისუნთქა, მკლავებზე ხელი ჩამოისვა
- მართლა ცხოველი ხარ!
- მიდი გახსენი ბორკილები!
- არ ხარ ღირსი!
- ლიზა! შენი ნებით გახსენი თორემ თუ გავგიჟდი ისედაც გავიხსნი და მერე ძალიან დაგსჯი! - ლიზამ გასაღები ამოიღო და ბორკილები გაუხსნა..
- მორჩა, ვიძინებთ.. ზედმეტი მოძრაობების გარეშე! გასაგებია?! იცოდე არ შემეხო.. - წამოწვა და ზურგით გადატრიალდა.. რამოდენიმე წამი სრული სიჩუმე იყო სანამ დანიელმა არ დაარღვია გაფრთხილება და ხელი ნეკნეკა წელზე არ შემოახვია
- მე რა გითხარი? - გაბრაზებულმა მოიშორა ლიზამ მისი ხელი
- კარგი.. თუ არ გინდა ვერას შემოვახვევ მაშინ ამ ხელს.. - ჩაიცინა დანიელმა, ლიზა სწრაფაფ წამოდგა და ბურდღუნით კარავი გახსნა
- ვისაც გინდა იმას შემოახვიე! რა ჩემი საქმეა?
- სად მიდიხარ?
- ქოხში ვიძინებ! - დანიელი წამოდგა, გარეთ წვიმა დაწყებულიყო და ნელ-ნელა უფრო მატულიბდა წვიმა..
- მოიცადე.. მომისმინე - გაეკიდა დანიელმა და მკლაბში ხელი ჩასჭიდა, ლიზამ სწრაფად გაითავისუფლა თავი..
- წაეთრიე!.. მარტო მინდა დაძინება!
- მარტო ვერ დაიძინებ - კიდევ ერთხელ დაიჭირა, თავსხმა წვიმა დაიწყო ერთ წამში.. ლიზა ისევ თავის გათავისუფლებას აპირებდა და ამ დროს ფეხი გაუსრიალდა ორივეს.. ზედ ერთმანეთზე დაეცნენ, ტალახში, წვიმაში.. სიცივეში..ქაოსში.. ორივე თავით ფეხებამდე გალუმპულები იყვნენ.. რამოდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ.. შემდეგ ლიზა წამოიწია.. დანიელიც წამოდგა, ლიზას ტალახში ფეხი დაუცდა და ისევ დანიელმა დაიჭირა..საბოლოოდ ხელში აიყვანა და ისე წაიყვანა ქოხისკენ.. წვიმაში გალუმპული დანიელი ძლივს მიათრევდა ლიზას, ტალახში სრიალებდნენ, ფეხი უცდებოდა, სუნთქვა ორივეს უჭირდა. ბოლოს როგორც იქნა კართან მივიდნენ და დანიელმა კარი მხრით შეაღო, შიგნით შესვლისთანავე ფრთხილად ჩამოსვა ლიზა ფეხზე… თავად კი კედელს მიეყრდნო, მძიმედ სუნთქავდა.
- ფილტვების ანთება გარანტირებული გვექნება… - ამოიოხრა ლიზამ და სველი თმა სახიდან გადაიწია.
- არ გაქვს რამე გამოსაცვლელი?
- მხოლოდ ღამის პერანგი…
- ჩაიცვი… არ გაცივდე! - დანიელი შემოსასვლელში მივიდა, ჩამრთველს ხელი დაავლო და ჩამოსწია, შუქი აინთო, ლიზას სახე მაშინვე გამკაცრდა
- აბა გაფუჭებულიაო?! - პირდაპირ მისკენ წავიდა მუშტებით, დანიელმა სიცილით აიცილა.
- იყო… მაგრამ ყოველისშემძლე დანიელმა გააკეთა! ახლა აღარ არის გაფუჭებული!
- საზიზღარი ხარ! - გაბრაზებულმა ხელი ჰკრა
- ათას ტყუილს იგონებ! კაცმა რომ გკითხოს, გეზიზღება ტყუილები!
- მე უცოდველ ტყუილებს ვიგონებ… - შედარებით ახლოს მივიდა
- რომ ჩემი საყვარელი ქალი დავიბრუნო.. - ლიზამ არაფერი უპასუხა, ჩანთა გახსნა, პერანგი ამოიღო.
- შეტრიალდი! - დანიელს გაეცინა.
- რა გაცინებს? უკან შეტრიალდი!!
- კარგი, კარგი… - ზურგით შებრუნდა, თუმცა აშკარად უჭირდა ცნობისმოყვარეობის მოთოკვა..
ლიზამ ნელა გაიძრო ტალახიანი, სველი ტანსაცმელი… კანზე სიცივე ეხებოდა, მაგრამ მის სხეულში სხვა დაძაბულობა ტრიალებდა..სწრაფად გადაიცვა თხელი, სიფრიფანა თეთრი ღამის პერანგი. დანიელმა ვეღარ მოითმინა ნახევრად შემოტრიალდა.
- რას აკეთებ! არ გამოიხედო ჯერ!! - მაშინვე გაბრაზდა ლიზა.
- კარგი რაა, თითქოს შიშველი არ მყავდე ნანახი ჯერ! - ბოლომე შემობრუნდა…და გაშეშდა..მის წინ იდგა ლიზა თეთრ, მსუბუქ პერანგში, რომელიც ოდნავ ეკვროდა სველ სხეულს… მკერდთან ნაზი გიპიური დეტალი ხაზს უსვამდა მის ფორმებს, ფეხშიშველი იდგა, თმა სველი ჰქონდა, სახეზე წვეთები ჯერ კიდევ ედებოდა. დანიელის მზერა ნელა ჩამოჰყვა მას…ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, თვალებში დაუფარავი წყურვილი ჩაუდგა..ლიზამ მზერა აარიდა, მუშტები შეკრა… აშკარად გრძნობდა მის მზერას, დანიელი ნელა დაიძრა მისკენ, არ ჩქარობდა. ხელში სუფთა პირსახოცი ეკავა,
მიუახლოვდა… და ფრთხილად შეეხო მის სახეს..ტალახის კვალს ნაზად წმენდდა ლოყაზე, ყელთან… ისე ფრთხილად, თითქოს რამე ძალიან ძვირფასს ეხებოდა..ლიზას სუნთქვა შეეცვალა, დანიელი კიდევ უფრო დაიხარა…კისერთან ახლოს, სადაც კანი უკვე სუფთა ჰქონდა და ძალიან ნაზად აკოცა..ლიზამ მხოლოდ ღრმად ამოისუნთქა… თვალები დახუჭა წამით, ამჯერად არ გაუწევია წინააღმდეგობა, უკვე იმ ზომამდე იყო მისული სადაც გადაწყვიტა რომ გონებისთვის აღარ მოესმინა და მთლიანად გულს მინდობიდა..
მეორე პირსახოცი აიღო და თმების გაშრობა დაუწყო… თითების ბალიშებით ნელა, ფაქიზად ეხებოდა კისერს, თმას, სახეს..ნელა ფაქიზად ჩამოსწია პერანგის თხელი ბრეტელი, ქსოვილი ძირს ჩასრიალდა.. ნელი ნაბიჯებით საწოლისკენ მიიწეოდნენ.. გაბრუებული მზერით.. დანიელმა ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ჩამოსწია პერანგის თხელი ბრეტელი… ქსოვილი მსუბუქად ჩასრიალდა მის კანზე, ლიზამ თვალები დახუჭა, სუნთქვა აუჩქარდა.
ისინი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდნენ საწოლს… ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, თითქოს სიტყვები უკვე ზედმეტი იყო..დანიელმა ფრთხილად გადააწვინა ლიზა საწოლზე… თვითონ კი ზემოდან მოექცა, ისე ახლოს, რომ მათი სუნთქვა ისევ ერთ მთლიანობად იქცა..ლიზას სახე მის წვერში ჩაიკარგა… ტუჩები ერთმანეთს შეხვდა ამჯერად უკვე სრულიად თავისუფლად, შეკავების გარეშე. კოცნა ღრმა იყო, მონატრებული, იმ ყველაფრით სავსე რასაც ამდენ ხანს მალავდნენ.
ლიზას თითები მის თმაში ჩაიკარგა… მერე ნელა ჩაუყვა ზურგს, ხელისგული გადაატარა, ხან კი ოდნავ უფრო ძლიერად უჭერდა ხელს ზურგზე თითქოს ამით რწმუნდებოდა, რომ ის რეალურად მართლა მასთან იყო..მათ სხეულებს შორის მანძილი აღარ არსებობდა…
დანიელის სველი ტუჩები ლიზას ყელთან ჩერდებოდა, ისევ და ისევ… ვერ ძღებოდა მისი სიახლოვით, მისი სურნელით.. მთელი არსებით მოუძღვენს ერთმანეთს თავები..

ქეთი და იშაი სასტუმროში მივიდნენ.. ქეთიმ სასტუმროში შევლა გადაწყვიტა, თანამშრომლებისთვის დახედვა.. იშაი ჯერ კიდევ იმავე მდგომარეობაში იყო, თითები ოდნავ შეკრული, თითქოს ვერ გადაეწყვიტა მიახლოვებოდა ქეთის თუ დისტანცია დაეცვა..
- ესეიგი… - დაიწყო ჩუმად
- ამიტომ მიშორებ თავიდან? - ქეთიმ არაფერი უპასუხა, ფოიეში შევიდნენ..
- ამიტომ გადაწყვიტე, რომ შენ არ გაქვს უფლება იყო ბედნიერი? - უფრო რბილად დაამატა, ქეთიმ მკვეთრად გადახედა.
- ბედნიერება მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული! - ხმა ისევ აუკანკალდა
- ოჯახი… შვილები… ნორმალური ცხოვრება… მე ვერ მოგცემ ამას!
- ვინ გითხრა, რომ ბედნიერება მხოლოდ შვილებშია? - მშვიდად ჰკითხა იშაიმ, ქეთიმ მწარედ ჩაიცინა.
- არ მითხრა ახლა, რომ შენთვის არ აქვს მნიშვნელობა… ყველა კაცი ერთნაირია ამ საკითხში - იშაი ცოტა ხნით ჩაფიქრდა… მერე ნელა გაუღიმა.
- მე „ყველა“ არ ვარ - ქეთიმ თვალები აატრიალა.
- კლასიკური პასუხი.
- არა, მართლა, მე შენ მინდიხარ, ქეთი… და არა შენი „იდეალური მომავალი“ - ქეთი გაჩუმდა..
- და თუ ერთ დღეს მოგინდება ბავშვი? - ჩუმად ჰკითხა ქეთიმ
- რას იზამ მაშინ?
- მაშინ ვიპოვით გზას - დაუფიქრებლად უპასუხა იშაიმ
- მსოფლიოში მილიონი გზა არსებობს… მაგრამ შენს გარეშე არც ერთი არ მინდა - მიუახლოვდა, კუთხეში მიიმწყვრია, ქეთის სუნთქვა შეეკრა.
- ნუ ამბობ ამას…მერე ინანებ… - თავი გააქნია ქეთიმ
- შენ რატომ წყვეტ ჩემს მაგივრად რას ვინანებ? - ოდნავ გაეღიმა იშაის,
ქეთი გაჩერდა… სიტყვა ვეღარ იპოვა.
იშაიმ ნელა გაუწოდა ხელი და თითებზე შეეხო… ამჯერად ქეთიმაც გაუწოდა ხელი
- შენ გეშინია… - ჩუმად თქვა მან, ქეთიმ თვალები დახუჭა.
- ჰო… მეშინია…
- რისი?
- რომ შემიყვარდები… და მერე… ვერ მოგცემ იმას, რაც გინდა… - ქეთიმ ძლივს ამოილაპარაკა, იშაის სახე უცებ სერიოზული გახდა.
- მე უკვე შემიყვარდი - თქვა მშვიდად, ქეთიმ თვალები დახარა, შემდეგ იშაიმ ნაბიჯი გადადგა ოთახისკენ, ხელჩაკიდებული ქეთი ოთახში შეიყვანა..ოთახის კართან მისულმა, ქეთი ხელში აიტაცა და ისე შეიყვანა ოთახში.. ძირს დასვა და კედელთან მაშინვე კისერში დაეწაფა იშაიმ, ნელა ნაზად უკოცნიდა კისერს.. ქეთი ღრმად სუნთქავდა და სიამოვნებისგან კრუტუნებდა.. სწრაფად გაუხსნა პერანგის ღილები და ცისფერი პერანგი განიერი მხრებიდან მოაშორა, კისერზე ხელი შემოჰხვია და აჩქარებულად კოცნიდა.. შემდეგ წამიერად გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა
- რა მოხდა?
- სწორად ვიქცევი? - იშაიმ თითი მიადო ტუჩზე..
-ჩშუუ! რა თქმა უნდა სწორად იქცევი! - ქეთიმ უნებურად მისი ხელის მტევანი იშაის შიშვეკ კუნთებს ჩააყოლა, იშაიმ მზერა ქეთის ხელს გააყოლა, ჩაიღიმა და ისევ აჩწარებული სუნთქვით მის კისერს დააცხრა.. ქეთის ტელეფონმა დაურეკა..
- მოიცა.. უნდა ვუპასუხო.. ალეკოა.. იმედია აქ არაა - ტელეფონს სწრაფად უპასუხა
- გისმენთ ბატონო ალეკო - ზურგუთ შეტრიალდა, იშაიმ დრო იხელთა და კაბის შესაკრავი გაუხსნა.. თან მხურვალედ აკოცა კანზე, ქეთიმ ღრმად ამოისუნთქა
- კარგად ხარ ქეთი? - გაისმა გაკვირვებული ხმა
- დიახ.. დიახ ბატონო ალეკო კარგად ვარ
- იცი რატომ გირეკავ? - იშაი აგრძელებდა ნაზად კოცნას, უკოცნიდა მხარს, ზურგის ნაწილს
- ოჰ.. მე.. აჰ.. არვიცი რატომ მირეკავთ - ღრმად სუნთქავდა ისევ ქეთი
- ქეთი რა გჭირს? - შემდეგ ყურზე დაუწყო კოცნა
- მე.. მე..აჰ.. არაფერი არ მჭირს.. რატომ მირეკავთ?
- ხვალ მნიშვნელოვანი თათბირი მინდა ჩავატაროთ და ყველას დასწრება აუცილებელია
- კარგი.. კარგი.. ჩავატაროთ.. მაშინ ხვალამდე ბატონო ალეკო - ყურმილი სწრაფად მიუთიშა და ტელეფონი მოისროლა, იშაისკენ შეტრიალდა, მის ტუჩებს გაგიჟებით კოცნიდა.. მის კუნთებს ეფერებოდა ხელებით, კუნთებს რომლის დანახვაზეც ელეთ-მელეთი დაემართა პირველივე წამებიდან.. იშაი ფრთხილად ეფერებოდა მთელს სხეულზე.. ქეთი ზოგჯერ ხელს უჭერდა ზურგზე..
- მე.. მე ეს.. არასდროს გამიკეთებია აქამდე - ებუტბუტებოდა კოცნებს შორის ქეთი, იშაის გაეღიმა, კაბის ზედა ნაწილი გახადა
- ნუ ღელავ! მე მომენდე! - ხელის კანკალით გადააწვინა საწოლზე, კაბის ქვეშ ხელი შეუცურა, ქეთიმ ზეწარს ჩასჭიდა ხელი და იშაის უფლება მისცა მის სხეულს მთლიანად დაუფლებოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent