შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 13


გუშინ, 17:29
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 65

დატვირთული შაბათი დღის მერე, როცა მილენა სახლში დაღლილი დაბრუნდა, ნაბიჯებიც საგრძნობლად დამძიმებოდა, მაგრამ მაინც იმ ჩვეული შინაგანი სიმხნევით შეაბიჯა სახლში და მერე მისაღებში, სადაც ნათელი შუქი თბილად ეფინებოდა კედლებს, და სწორედ იმ წამს შენიშნა სავარძელზე სოლომონიც, მაგრამ როგორც კი მისი თვალები მილენას შეხვდა, კაცი მაშინვე წამოდგა, ისეთი სისწრაფით, თითქოს ამ მომენტს ელოდებოდა.

-ჩემო გოგო… -დაიძახა ფართო ღიმილით, რომელიც იშვიათად გააჩნდა ასე გულწრფელად, თითქოს მხოლოდ მილენასთვის იყო განკუთვნილიო - ჩემო სიამაყევ.

მილენა წამით გაჩერდა, თითქოს ვერ გაიგო, ეს სიტყვები მართლა მისკენ იყო მიმართული თუ ეშლებოდა. მაგრამ მერე გაუღიმა, და იმავე წამს იგრძნო, როგორ აეწვა ლოყები სითბოთი, როგორ გაქრა დაღლილობა, რომელიც მთელი დღე სხეულში ჰქონდა დაგროვილი.

-გავიგე, - განაგრძო სოლომონმა როცა მისკენ ერთი ნაბიჯით მიიწია, -სწავლის და მართვის საქმეები შესანიშნავად მიგდის, ყველა გაქებს და მილოცავენ რომ შენნაირი ქალიშვილი მომივლინა ცხოვრებამ..

ეს სიტყვები არ იყო ხმამაღალი, მაგრამ საკმარისი იყო, რომ მილენას სულშიც და სხეულშიც რაღაც ძალიან ნაზად და საგრძნობლად დაძრულიყო, თითქოს ამდენი ხნის შემდეგ პირველად მიიღო ის, რაც ბავშვობაში ასე ძალიან უნდოდა ჰქონოდა, ერთხელ მაინც.. - აღიარება.

სოლომონმა ხელით ანიშნა მოახლეს, რომელიც კართან იდგა.

-სუფრა აქვე გაგვიწყვეთ.

მერე ისევ მილენას მიუბრუნდა.

-მოგშივდებოდა.

მილენამ ოდნავ გაიცინა.

-ცოტა კი, - თქვა და კაცისთვის სითბოთი აღვსილი თვალები არ მოუშორებია.

მერე, ნახევრად ხუმრობით, ნახევრად ინტერესით ჰკითხა:

-რა მოხდა, მამა, დღეს რა კარგ ხასიათზე ხარ?

სოლომონი რამდენიმე წამით გაჩუმდა. მისი მზერა ინსტიქტურად გადავიდა მოახლეზე, რომელიც უკვე სუფრას აწყობდა, თითქოს დროს იგებდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა.

მილენამ ეს შენიშნა.

და მაშინვე მიხვდა - რაღაც მოხდა.

-მილენა… - თქვა ბოლოს ნელა, -შენთან სალაპარაკო მაქვს.

მილენამ თავი წრფელი ინტერესით დაუკრა, უფრო ახლოს მივიდა და სკამზე ჩამოჯდა.

-გისმენ, მამა, - თქვა მშვიდად, -რაც გინდა მითხარი და დამავალე..

სოლომონმა ღრმად ამოისუნთქა, ხელი მაგიდაზე ჩამოიდო, თითები მსუბუქად დააკაკუნა, მერე კი თითქოს გაცილებით ფრთხილად დაიწყო, ვიდრე ჩვეულებრივ.

-იცი, შენ ჩემთვის… განსაკუთრებული შვილი ხარ. სიბერის შვილი..

მილენას თვალები ოდნავ გაუფართოვდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

-დიდხანს ვფიქრობდი… -გააგრძელა სოლომონმა, -და მგონია, რომ უკვე იმ ეტაპზე ხარ, როცა ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის მზად ხარ.

მილენას მზერა დაიძაბა.

-რას გულისხმობ?

სოლომონმა პირდაპირ არ უპასუხა.

-დღეს ჩემთან ერთი ადამიანი იყო… - თქვა ნელა, -ჩემი ძალიან ახლო, ძველი მეგობარი. ძალიან მნიშვნელივანი პიროვნება..

მილენამ ჩუმად დაუქნია თავი.

-და… - სოლომონმა მზერა წამით აარიდა, შემდეგ ცოტა გახალისდა -ფაქტობრივად, შენი ხელი მთხოვა თავისი ვაჟისთვის.

მილენას ხელი, რომელიც ჭიქაზე ჰქონდა, უცებ გაეყინა.

-რა? - ძლივს ამოიდგა ხმა.

მერე ხველება აუტყდა, სასმელი ყელში გადასცდა, სოლომონი მაშინვე მივიდა, ზურგზე ხელი დაჰკრა.

-რა დაგემართა, შვილო…

-მამა… - ძლივს თქვა მილენამ, -რას ნიშნავს ჩემი ხელი გთხოვა? ვის შევუყვარდი? ჩემი თანამშრომელი ხომ არაა სამსახურიდან.. ვისზე ამბობ?

სოლომონმა ოდნავ შეკრა წარბები, მაგრამ ტონი მაინც მშვიდი შეინარჩუნა.

-არა, თანამშრომელს არ ვგულისხმობ.

მილენას უნებურად გაეცინა, ოდნავ ნერვიულად და გაოცებით.

-აბა ვის? - თქვა და თავი გადააქნია, -რა ხდება საერთოდ..?

რამდენიმე წამში ისევ სიცილი წასკდა.

-როგორც გითხარი, - განაგრძო სოლომონმა უკვე უფრო პირდაპირ,
-ის ჩემი ყრმობის მეგობარია და საქმიანი პარტნიორი… ალექსანდრე ჯაიანი.

მილენამ სახელი თითქოს პირველად გაიგონა და ინტერესით დაფიქრდა.

-მისი ვაჟი… იოანე.

და ამ სახელზე…

მილენას ღიმილი ნელა გაუქრა.

თვალებში რაღაც გაეყინა.

-მას შენ ჩვენს სახლში რომ მუშაობდი მაშინ გაუცვნიხარ, - განაგრძო სოლომონმა, -და… სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი, რომ შენ ცოლად მოგიყვანოს.

სიჩუმე.

მძიმე.

მილენა უბრალოდ უყურებდა.

არაფერს ამბობდა.

თითქოს გონება ვერ ასწრებდა ამ ყველაფრის გააზრებას და გადახარშვას.

-მე არაფერს გაიძულებ, - დაამატა სოლომონმა, -მაგრამ იოანეს მე საკუთარ შვილივით ვენდობი, ძალიან პატივსაცემი ბიჭია… და მისი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება… რომ საერთოდ ვიღაცის ცოლად შერთვა მოუნდა, მოულოდნელი იყო, ალექსანდრეც გაოგნებულია და მეც შვილო.

მილენამ ნელა ჩაისუნთქა.

იოანე.

მისი ხმა.

მისი თვალები.

ის ბაღი.

ის სიტყვები.

„იაფფასიანი მეძავი ხარ…“

გულში რაღაც ისე მტკივნეულად შეეკუმშა, რომ წამით სუნთქვაც გაუჭირდა.

-მამა… მე..- თქვა ბოლოს, ხმაში უკვე აღარ იყო სიმსუბუქე და სიცილი, -ეს სისულელეა.

სოლომონმა ოდნავ გაკვირვებით შეხედა.

-შენ… არ მოგწონს?

-არა, -თქვა მილენამ მტკიცედ.

ეს „არა“ სწრაფად გაისმა, თითქმის ინსტინქტურად მისი ბაგეებიდან.

სოლომონი რამდენიმე წამით ჩუმად იყო, მერე მხრები ოდნავ აიჩეჩა, თითქოს საკუთარ თავთან დაალაგა რაღაც.

-გასაგებია, - თქვა მშვიდად.

მაგრამ მისი მზერა მაინც დარჩა მილენაზე, თითქოს ბოლომდე დარწმუნებული არ იყო.

მილენა უკვე აღარ უყურებდა მას.

მისი მზერა მაგიდაზე მიჩერებულიყო, მაგრამ არაფერს აღიქვამდა.

თავში მხოლოდ ერთი სცენა ტრიალებდა.

იოანეს სახე, როცა პირველად შეეხო.

და მერე - იგივე სახე, როცა სიტყვებით გაანადგურა.

ხელით ხელზე მთელი ძალით რომ უჭერდა, ის ტკივილი წამიერად განუახლდა და მკლავზე შიშით დაისვა ათრთოლებული თითები.
-ასეთი კაცი… - გაიფიქრა, -როგორ შეიძლება… მე და ის.. ეს ხომ.. შეუძლებელია.. დაუშვებელია...!

მაგრამ ხმამაღლა აღარაფერი უთქვამს.

სოლომონმა ფრთხილად დადგა ჭიქა მაგიდაზე.

-არ გიჩქარებ, შვილო და მითუმეტეს არავინ არაფერს გაძალებს..- მიმართა გოგოს, -უბრალოდ იფიქრე..

მილენამ ოდნავ დაუქნია თავი.

მაგრამ მის შიგნით უკვე დაიწყო რაღაც განცდა, პატარა ქარბორბალასავით..

არა უბრალოდ უარყოფა.

არამედ კითხვა.

რატომ.

რატომ ახლა.

რატომ ის.

და რატომ… ისევ ის.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო გაგრძელება მოჰყვა იონეს თავხედურ ნაბიჯს ,გაურკვეველია იოანეს შეხედულებების მქონე ადამიანს, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ ბევრი რამ იკადრა,ახლა რა მიზანი აქვს , ძალიან საინტერესო ისტორიაა ,ძალიან მომწონს ,ერთი გოგონას ჯოჯოხეთური ამბავი, ჭაობი საიდანაც ამოსვლა შეუძლებელი იყო, სასწაული მოხდა და ახლა ისევ საით მივდივართ ავტოროოო , იოანესი მილენას კი არა მეც კი არ მჯერაა,,, ვნახოთ როგორ განვითარება მოვლენები , დაველოდოთ.... მადლობა რომ არასდროს აგვიანებ თავების დადებას....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent