შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნის ხესთან (ნაწილი 4)


გუშინ, 00:25
ავტორი Barbara0
ნანახია 0

თბილისი კვლავინდებურად ხმაურობდა - თითქოს ქალაქი სუნთქვასაც კი ვერ ასწრებდა. გამოდარებულ ამინდს ქუჩებში ხალხის ტალღა მოჰყვა და ხმებიც ერთმანეთს ეჯახებოდა, როგორც უწყვეტი ქაოსი. სველი ასფალტი ჯერ კიდევ ინახავდა წვიმის სუნს, ჰაერში კი რაღაც უცნაური სისუფთავე ტრიალებდა - თითქოს ქალაქმა ცოტა ხნით მაინც მოიშორა დაგროვილი სიმძიმე. ტროტუარებზე ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი ადამიანები ერთმანეთისთვის უცხო ისტორიებს ატარებდნენ. ვიღაცას ეჩქარებოდა, ვიღაც უბრალოდ დადიოდა, ისე, გეგონება სახლში დაბრუნება არც უნდოდა. მანქანების ნაკადი უწყვეტად მიედინებოდა, შუქნიშნებზე გაჩერებული წამებიც კი მოუთმენლად იწელებოდა. ქალაქი ცოცხლობდა - ხმაურით, მოძრაობით, დაუსრულებელი რიტმით და მაინც, ამ ყველაფრის ფონზე, რაღაც შეუმჩნეველი დაძაბულობა ილექებოდა ჰაერში. ისეთი, რასაც ვერავინ ასახელებდა, მაგრამ ყველა გრძნობდა. ქარი მსუბუქად გადაუვლიდა ქუჩებს, სველ ხეებს შორის გაივლიდა და ისევ გაქრებოდა - ისე როგორც რაღაცის ძიებისას. ჩამოწვა თბილისის ქუჩებშიც ბინდი, დაღლილ დაქანცული შევიდნენ სახლებში. ნენე რამდენიმე წუთი მიესვენა დივანზე და ენერგიის მოსაკრეფად გარეთ გავიდა არ ჩქარობდა. ხალხის ნაკადში იყო, მაგრამ მაინც მისგან განცალკევებული - ნაბიჯები ნელი ჰქონდა, მზერა კი სხვაგან დაეხეტებოდა. მის ირგვლივ ხმაური არ ჩუმდებოდა, მაგრამ მისთვის ყველაფერი დაბლდებოდა, შორდებოდა, როგორც წყლის ქვეშ მოსმენილი ხმები. დიდი ხანი იარა მაღაზიის სექციებს შორის, კალათაში სხვადასხვა პროდუქტს უყრიდა თავს. ისე იღებდა ნივთებს, თითქოს არც უყურებდა — ხელი თავად არჩევდა, გონება კი სულ სხვაგან იყო. მაცივრების ერთგვაროვანმა ხმამ და მბჟუტავმა განათებამ უცნაური სიცარიელე შექმნა. ხალხი გვერდით უვლიდა, ვიღაცეები ჩერდებოდნენ, არჩევდნენ, ლაპარაკობდნენ, მაგრამ ნენესთვის ეს ყველაფერი მხოლოდ მოძრაობა იყო უხმო და გაურკვეველი. ერთ მომენტში ხელი ჰაერში გაუჩერდა, ვერ გაარკვია, რის აღებას აპირებდა მერე ნელა ჩამოსწია, საკუთარ თავს დაუბრუნდა, მაგრამ ესეც დროებითი იყო ისევე სწრაფად დაიკარგა ფიქრებში. კალათა უკვე ნახევრად სავსე იყო, თუმცა ვერ გაიხსენა, რა ჩადო შიგნით. თითქოს ეს ყველაფერი მან კი არა, ვიღაც სხვამ გააკეთა მის ნაცვლად. მაღაზიის სარკისებურ ზედაპირში საკუთარი ანარეკლი მოხვდა თვალში. წამით გაჩერდა. უყურებდა საკუთარ თავს თითქოს უცხოს. სახე მშვიდი ჰქონდა, ზედმეტადაც კი, მაგრამ თვალებში ის სიმშვიდე არ იყო. რაღაც დაძაბული, ჩუმი, თითქმის შეუმჩნეველი იმალებოდა შიგნით. ნენემ მზერა აარიდა. კალათას უფრო ძლიერად ჩაჭიდა ხელი და გზა გააგრძელა. თუმცა ამჯერად უკვე იცოდა ვერსად გაექცეოდა იმას, რაც თან დაჰყვებოდა.
სახელი თავისით ამოუტივტივდა ფიქრებიდან თითქოს მას მოყვა დამახასიათებელი გრილი სუნიც. საკმარისი იყო ეს ერთი უთქმელი სახელი, რომ ყველაფერი არეულიყო. სხეული უცნაურად დაეძაბა, სუნთქვა კი შეუმჩნევლად დაერღვა. ვერ ხვდებოდა ეს შიში იყო, ბრაზი, თუ რაღაც სრულიად სხვა, უფრო რთული და უფრო დაუმორჩილებელი.მისი გახსენება ყოველთვის ორ ნაწილად ჰყოფდა. ერთი ნაწილი - მკაცრი, ცივი, დაუნდობელი ეუბნებოდა, რომ შორს ყოფილიყო მისგან. რომ ყველაფერი, რაც მათ შორის ტრიალებდა, არასწორი იყო, მტკივნეული და საშიში. მეორე კი... არ ჩუმდებოდა. ის არ ეკითხებოდა ლოგიკას. ის უბრალოდ არსებობდა - დაუპატიჟებლად და მოუთმენლად. ახსენებდა დეტალებს, მზერას, ხმას, იმ წამებს, როცა თითქმის ყველაფერი მარტივი იყო. როცა არაფერი იყო გასაყოფი. ნენემ უნებურად ამოისუნთქა, თითქოს ამ ფიქრების მოშორებას ცდილობდა, მაგრამ ისინი არ იშლებოდნენ პირიქით უფრო ახლოს მოდიოდნენ. რაც მეტად ცდილობდა მის დავიწყებას, მით მეტად იჭერდა. ვიღაცამ გვერდით ჩაუარა და ოდნავ შეეჯახა. ნენე ინსტინქტურად გვერდზე გადგა მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ისევ ერთ ადგილას იდგა. ხელები ოდნავ უკანკალებდა. თვალები დახარა, მერე ისევ ასწია - თითქოს ცდილობდა საკუთარ თავს ნაწილებად შეკოწიწებას, ნაწილებად დაშლილს ისევ რომ დაემორჩილებინა საკუთარი თავი და ფიქრები, მაგრამ შიგნით არაფერი ემორჩილებოდა. დამიანე ისევ იქ იყო. არა მის წინ - არამედ მის შიგნით. გვერდით კი პროდუქტებით დახუნძლული თორნიკე ედგა.
- უკაცრავად... ხმაში მოუმზადებელი სიმშვიდე ჰქონდა, მაგრამ როცა მზერა წინ მყოფს გაუსწორა, სიტყვა ბოლომდე ვეღარ დაასრულა. - თორნიკე. რამდენიმე წამით ორივე გაჩერდა, არცერთმა იცოდა, რა უნდა ეთქვა. მაღაზიის ხმაური ისევ გრძელდებოდა მათ ირგვლივ, მაგრამ ეს წამი თითქოს ცალკე გაწყდა. თორნიკემ ოდნავ შეათვალიერა სპორტულებში გამოწყობილი - ისე, თითქოს რაღაცის წაკითხვას ცდილობდა და არც ეტყობოდა რამდენიმე საათი წინანდელი მგზავრობა.
- ნენე... თქვა მშვიდად, მაგრამ მის ხმაშიც იგრძნობოდა მცირე გაკვირვება. - არ მეგონა აქ თუ შეგხვდებოდი.
- ... უბრალოდ... სიტყვებს ვერ მოუყარა თავი, მერე თავი ოდნავ გადააქნია. - საყიდლებზე გამოვედი. მცირე პაუზა ჩამოვარდა, ნენემ სიცივისგან აკანკალებული ხელების დამალვა სცადა, თორნიკემ მზერა არ მოაშორა.
- კარგად ხარ? ახლა უკვე ექიმის ინსტინქტები ჩაერთო. მარტივი კითხვა იყო, ზედმეტადაც კი. ნენეს გაეცინა არა იმიტომ, რომ მართლა სასაცილო იყო, უბრალოდ პასუხი არ ჰქონდა.
- კი. პასუხი მოკლე იყო და ნაკლებად დამაჯერებელი. თორნიკემ აშკარად არ დაიჯერა.
- ნენე... მის ხმაში ახლა უკვე უფრო მკაფიოდ გაისმა რაღაც, რაც არ იყო მხოლოდ ზრდილობა. თითქოს იცოდა, რომ ეს „კი“ არაფერი ნიშნავდა. ნენემ მზერა აარიდა.
- შენ რას აკეთებ აქ? კითხვის გადატანა სცადა და თორნიკეს ჩაცინებაც მოყვა.
- იგივეს, რასაც შენ. ოდნავ გაუღიმა თორნიკემ, მაგრამ მალევე გაუქრა. - თუმცა... აშკარად უკეთესად გამომდის. ნენემ უნებურად ჩახედა საკუთარ კალათას არც კი ახსოვდა, რა ედო შიგნით. ისევ სიჩუმე, მაგრამ ამჯერად უფრო მძიმე.თორნიკემ ღრმად ამოისუნთქა.
- დამიანე გახსოვს? ჩვეულებრივი, მარტივი სიტყვები იყო, მაგრამ ეფექტი სრულიად სხვა. ნენეს ხელი უნებურად მოეჭირა კალათის სახელურზე.
- რა? იცოდა, რომ გაიგო უბრალოდ დრო მოიგო.
- გკითხე... გახსოვს?
- რას გულისხმობ? რამდენიმე საათის წინ ყაზბეგიდან ერთად მოვდიოდით. მშრალად, დაზეპირებულივით უპასუხა. თორნიკე რამდენიმე წამით დუმდა, მერე ოდნავ მიუახლოვდა - ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ.
- იმას, რომ ის არ არის ისეთი, როგორიც შენ ფიქრობ. ნენეს სახე წამში დაიძაბა.
- და შენ იცი, როგორ ვფიქრობ? ხმაში უკვე აშკარა დაძაბულობა გაჩნდა, თორნიკემ თვალები არ აარიდა.
- უფრო კარგად, ვიდრე შენ გგონია. ნენეს შიგნით ისევ გაიყო რაღაც - ერთმა ნაწილს უნდოდა, უბრალოდ შემობრუნებულიყო და წასულიყო. მეორეს კი - დარჩენა და მოსმენა.
- თორნიკე... ჩუმად თქვა. - თუ რამე გაქვს სათქმელი, პირდაპირ თქვი. თორნიკემ ამჯერად აღარ გაიღიმა.
- აქ არა. მოკლედ თქვა. - მოდი, სადმე დავსხდეთ. ნენემ სწრაფად გადაავლო თვალი ირგვლივ, მერე ოდნავ ამოისუნთქა.
- დავსხდეთ არა... თქვა და მხრები ოდნავ აიჩეჩა. - ნაყინი გინდა? თორნიკე წამით გაჩერდა, აშკარად არ ელოდა.
- ნაყინი? ნენეს სახეზე პირველად გაკრთა რაღაც მსუბუქი - არა სრულფასოვანი ღიმილი, მაგრამ მაინც.
- კი ნაყინი. კალათა მაღაზიის შესასვლელთან დატოვა. - ზედმეტად სერიოზულად იწყებ. თორნიკემ ჩუმად ჩაიცინა.
- და შენ ზედმეტად გაურბიხარ.
- შეიძლება. მშვიდად მიუგო ნენემ. - მაგრამ ჯერ ნაყინი. რამდენიმე წუთში უკვე გარეთ იდგნენ. საღამოს გრილი ჰაერი ქალაქის ხმაურს ოდნავ ამცირებდა. ქუჩის კუთხეში პატარა ჯიხური იდგა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული. ნენემ ვანილის და მარწყვის აიღო. თორნიკემ მხოლოდ ვანილის.
- კლასიკა. გადახედა ნენემ მის ხელში ნაყინს.
- სტაბილურობა მიყვარს. შეთქმულივით გადაუჩურჩულა თორნიკემ.
- არ გეტყობა.
- შენც არ გეტყობა. ნენეს ნაყინს დააჩერდა. ნენემ მხრები აიჩეჩა.
- დღეს ბევრ რამეს ვერ ამოიცნობ. ორივე ნელა მიაბიჯებდა ტროტუარზე, ხალხში ერეოდნენ, მაგრამ საუბარი მაინც ცალკე ჰქონდათ, საკუთარი პატარა სივრცე შექმნეს. თორნიკემ გვერდულად შეხედა.
- დიდი ხანია ასე არ გინახივარ.
- შენც. ასე ბოლოს სიცხისგან გათანგული ვიყავი. დაუბრუნა ნენემ. - უბრალოდ... შენ უფრო იშვიათად ჩნდები.
- მე არ ვჩანდი, თუ შენ არ იყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი? ნენე ჩაუკვირდა.
- ეს უკვე ფილოსოფიაა?
- არა. ჩაიცინა თორნიკემ. - უბრალოდ ფაქტი. ნენე ნაყინს დააკვირდა, მერე ჩუმად დაამატა.
- მასთან ხარ ისევ? თორნიკემ არ უპასუხა მაშინვე. ნაყინის პატარა ლუკმა აიღო, დროს მოსაგებად.
- კი. ნენეს ნაბიჯი წამით შენელდა, მაგრამ არ გაჩერებულა.
- და?
- და... თორნიკემ ამჯერად სერიოზულად შეხედა. - ისეთი მარტივი არაა, როგორც შენ გინდა, რომ იყოს. ნენემ ოდნავ ირონიულად ჩაიღიმა.
- ამ სიტუაციაში მე საერთოდ არ ვიცი, რა მინდა.
- ზუსტად ეგ არის პრობლემა. ნენემ შეხედა უკვე პირდაპირ გაუსწორა მზერა.
- ან გამოსავალი. ქალაქის ხმაური ისევ ჩაესმა, მანქანამ ახლოს ჩაიარა, ვიღაცამ გაიცინა ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა, მაგრამ მათ შორის რაღაც ნელა იცვლებოდა. თორნიკემ ამჯერად აღარ აარიდა მზერა.
- ნენე... შენ თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია უბრალოდ დაივიწყო, ცდები. ნენემ ნაყინი ნელა მოაცილა ერთმანეთს, აცალკევებდა ვანილის და მარწყვის ნაწილებს.
- და შენ თუ ფიქრობ, რომ მინდა დავივიწყო - შენც ცდები. ნენეს სიტყვები ჰაერში დარჩა. არც მძიმე იყო, არც მსუბუქი - უბრალოდ მტკივნეულად მართალი. თორნიკემ ცოტა ხანს არაფერი თქვა. მზერა წინ ჰქონდა, მაგრამ აშკარად ნენეზე ფიქრობდა.
- ყაზბეგი გახსოვს? ბოლოს მაინც იკითხა, თითქოს გვერდიდან შემოუარა თემას. ნენემ ოდნავ ჩაიღიმა.
- ძნელია დავივიწყო.
- განსაკუთრებით ცხენები. დაამატა თორნიკემ, თითქოს უბრალოდ დეტალს იხსენებდა. ნენემ ნაყინს ჩახედა, მერე თავი ოდნავ დახარა.
- ჰო...
- მაშინ პირველად დაგინახე სხვანაირი. თქვა თორნიკემ უფრო ჩუმად. ნენემ წარბი ოდნავ ასწია.
- სხვანაირი?
- კი. მხრები აიჩეჩა. - მანამდე უბრალოდ... ქარს მინდობილი იყავი, მერე კი თითქოს რაღაც შეიცვალა. ნენემ ჩაიცინა. ქუჩაში ხალხის ტალღა მოძრაობდა, ბავშვი სირბილით გაიქცა, ქარმა თმები აურია. ყველაფერი ისევ ჩვეულებრივად ჩანდა გარდა იმ ერთი მომენტის, რომელიც ორივეს ახსოვდა.
- შენ მაშინ იქ იყავი? ჰკითხა ბოლოს ნენემ, თითქოს დარწმუნება უნდოდა.

- საკმარისად ახლოს. მოკლედ თქვა თორნიკემ. ნენეს მზერა გაეყინა.
- და რა დაინახე? თორნიკემ ამჯერად პირდაპირ არ უპასუხა. ნაყინის ბოლო ლუკმა აიღო, თითქოს სიტყვებს არჩევდა.
- ის, რომ... დაიწყო ნელა. - ზოგი რამ ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს.
- ეგ ძალიან ზოგადი პასუხია.
- იმიტომ, რომ კონკრეტული პასუხები ყოველთვის პრობლემებს ქმნის. ნენემ შეხედა, უკვე ყურადღებით.
- შენ ყოველთვის ასე ლაპარაკობ, თუ დღეს განსაკუთრებულად გინდა დამაბნიო?
- დღეს უბრალოდ ფრთხილად ვარ. ჩუმი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- ჩემთან?
- სიტუაციასთან. თავი ოდნავ გადააქნია. ნენემ ღრმად ჩაისუნთქა.
- შენ მისი მეგობარი ხარ.
- ვარ. თავის დაქნევითაც დაუდასტურა.
- და მაინც მელაპარაკები, ასე.
- იმიტომ, რომ შენი მხარეც დავინახე. მშვიდად თქვა თორნიკემ. - და არ მომეჩვენა მარტივი. ნენეს ხელი ისევ ოდნავ დაეძაბა.
- არც არის.
- ვიცი. ეს „ვიცი“ არ იყო ზედმეტი, არ იყო დამამძიმებელი. უბრალოდ იდგა მათ შორის როგორც რაღაც, რაც არცერთს არ უნდოდა ბოლომდე გაეხსნა. ნენემ ნაყინის ბოლო ნაჭერი მოაცილა, ერთჯერადი ფერადი კოვზით.
- იცი რა არის ყველაზე ცუდი? - რომ ვერ ვიგებ... სიტყვები ნელა დასცდა - უნდა ვენდო იმას, რასაც ვგრძნობ, თუ იმას, რაც ლოგიკურია. თორნიკემ ჩუმად ამოისუნთქა.
- და რა გეუბნება თითოეული? ნენემ ამჯერად პირდაპირ შეხედა და ადგილზე შედგა.
- ორივე სხვადასხვას. თორნიკემ ოდნავ გაიღიმა არა მხიარულად, უფრო იმის გამო, რომ ეს პასუხი მოსალოდნელი იყო.
- მაშინ პრობლემა არაა. თქვა მშვიდად. ნენემ გაკვირვებით შეხედა.
- როგორ არ არის?
- იმიტომ, რომ ჯერ არცერთს არ მოუგია. მხრები აიჩეჩა. - როცა ერთი აშკარად გაიმარჯვებს, მაშინ უკვე გვიანი იქნება. ნენემ წარბები შეჭმუხნა.
- თორნიკე...
- ჰო?
- შენ რას გააკეთებდი ჩემს ადგილას? თორნიკემ ამჯერად არ იჩქარა.
- მე? ჩაიცინა მსუბუქად. - მე საერთოდ არ ვყოფილვარ შენს ადგილას.
- მაინც. ისევ პაუზა.
- მე ალბათ... დაიწყო ნელა. - გავიგებდი, რატომ მოქმედებს ეს ადამიანი ჩემზე ასე. ნენემ თვალები ოდნავ დააწვრილა.
- ანუ? უფრო მეტად ჩაეძია, უფრო მეტის გაგებას ცდილობდა იმ ადამიანსგან რომელმაც ორივე მხარე დაინახა და ორივეს ტკივილი ესმის.
- ანუ სანამ გადაწყვეტ, რას გააკეთებ, უნდა მიხვდე, რას ნიშნავს შენთვის. ნენემ აღარ უპასუხა. მხოლოდ თავი ოდნავ დაუქნია თითქოს ეს პასუხი არ იყო საკმარისი, მაგრამ მაინც რაღაცას შეეხო. ქალაქი ისევ ხმაურობდა. ახლა ეს ხმაური აღარ იყო მხოლოდ ფონური, ნელა უბრუნდებოდა რეალობას და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იგივე იყო, ნენემ იცოდა შიგნით რაღაც უკვე იცვლებოდა, ხელში დარჩენილ ერთჯერად ჭიქას დახედა, მერე ახლოს მდგომ ურნაში ჩააგდო. ორივე რამდენიმე წამით გაჩერდა, არცერთს უნდოდა ამ საუბრის უცებ დასრულება, მაგრამ არც გაგრძელება გამოდიოდა.
- მე... საყიდლები დამრჩა.
- ვიცი. ოდნავ თბილი ღიმილი შეაგება ნენეს. - ის კალათა ისევ გელოდება. ნენემ გვერდულად გახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- კარგი... თქვა ბოლოს. - მერე შევხვდებით.
- შევხვდებით. დაუბრუნა თორნიკემ. ნენემ თავი დაუქნია და მაღაზიისკენ შებრუნდა.
მაღაზიის კარი ისევ გაიხსნა, ცივი ჰაერი და ერთგვაროვანი ხმაური შეეგება. ყველაფერი ისევ იგივე იყო - ნათელი განათება, რიგებად დალაგებული პროდუქტები და ხალხის მშვიდი მოძრაობა. მისი კალათა იქვე იდგა, სადაც დატოვა. ნენე სახელურს ჩაეჭიდა და რამდენიმე წამით გაუნძრევლად იდგა. თითქოს ამ მოკლე გასვლამ რაღაც შეცვალა - გარეთ დატოვებული ფიქრები ისევ დაბრუნდა, მაგრამ უკვე სხვანაირად. ამჯერად არ იყო მხოლოდ არეულობა. უფრო... გააზრებული. ნელა დაიწყო გადაადგილება სექციებს შორის. ამჯერად უფრო ყურადღებით უყურებდა - არჩევდა, აჩერებდა მზერას, ზოგს უკან აბრუნებდა. თითქოს პატარა კონტროლი მაინც დაიბრუნა. როცა სალაროსთან მივიდა, უკვე იცოდა, რა ჰქონდა კალათაში და ეს საკმარისი იყო. რამდენიმე წუთში გარეთ გამოვიდა. საღამო უფრო დამძიმებულიყო ჰაერი გრილი იყო, ქუჩის განათებები კი ნელ-ნელა უფრო იკვეთებოდა. ხალხი ისევ მოძრაობდა, მაგრამ უკვე სხვა ტემპით, უფრო ნელა.
- ნენე. ხმა ზურგს უკან მოესმა, მობრუნდა. თორნიკე მანქანასთან იდგა, კარები უკვე გახსნილი ჰქონდა.
- სად მიდიხარ ასე მარტო? ნენემ ოდნავ გაუღიმა.
- სახლში.
- გიყვან. ნენემ წამით შეყოყმანდა. არც იმიტომ, რომ არ უნდოდა. უბრალოდ მიჩვეული არ იყო, ვინმეს ასე მარტივად მიეღო მის ცხოვრებაში ადგილი.
- არ არის საჭირო...
- ვიცი. შეაწყვეტინა თორნიკემ მშვიდად. - მაგრამ მაინც. ნენემ თვალები ოდნავ დააწვრილა, თითქოს რაღაცას წყვეტდა შიგნით. მერე ჩუმად ამოისუნთქა.
- კარგი. მანქანას მიუახლოვდა და ჩაჯდა. შიგნით სითბო იყო. ძრავის დაბალი ხმა და ქალაქის შორეული ხმაური ერთმანეთში ირეოდა. თორნიკემ მანქანა ნელა დაძრა. პირველი რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად იყო. არა უხერხულად. უბრალოდ... ზედმეტი სიტყვების გარეშე. ქუჩის განათებები ფანჯრიდან სრიალით გადადიოდა ნენეს სახეზე სინათლე, სიბნელე, ისევ სინათლე.
- სად გაგიყვანო? ჰკითხა ბოლოს თორნიკემ. ნენემ მისამართი უთხრა მოკლედ. ფანჯარაში გაიხედა, მაგრამ ამჯერად ქალაქს აღარ უყურებდა - უფრო საკუთარ ფიქრებში იძირებოდა და მაინც, რაღაც შეიცვალა. ის დაძაბულობა, რაც ცოტა ხნის წინ შიგნით აწვებოდა, ახლა უფრო მშვიდად იჯდა. პასუხები ჯერ არ ჰქონდა, მაგრამ კითხვები უკვე აღარ აშინებდა ისე. თორნიკემ გვერდულად გახედა, მერე ისევ გზას დაუბრუნდა. არაფერი უთქვამს არც იყო საჭირო. მანქანა ქალაქის ღამეში ნელა მიიწევდა და ამჯერად ნენე არ გრძნობდა, რომ მარტო იყო.
მეორე დღის საღამოს თავი მოიყარეს თორნიკესთან, მშვიდად იშლებოდა ოთახში საღამოს სუსხი. ხმები ერთმანეთში ირეოდა ლილეს სიცილი, ზუკას კომენტარი, თამარის ჩუმი შენიშვნები. ნენე ფანჯარასთან იდგა, ხელში ჭიქა ეჭირა, მაგრამ ყურადღება სხვაგან ჰქონდა. დამიანე კედელთან იდგა, ნახევრად ჩრდილში, თითქოს საერთოდ არ მონაწილეობდა ამ ყველაფერში და მაინც ყველაფერს აკვირდებოდა. თორნიკე კიბისკენ დაიძრა.
- ზემოთ უნდა ავიდე. უბრალოდ თქვა, ისე, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოძრაობა იყო.არავინ შეაჩერა. პირველი საფეხური, მეორე. ხმაური ისევ გრძელდებოდა მის უკან. მესამეზე საფეხურზე უნებურად გაჩერდა. მზერა ჭაობისფერებზე გაეყინა. ქვემოთ რამდენიმე წამით შეხვდა დამიანეს თვალებს. უცნაური იყო - არც მზერა, არც გამომეტყველება… უფრო ის, რაც შიგნით იმალებოდა. თორნიკეს წარბი ოდნავ შეეკრა. როგორც კი ყურადღება გადაიტანა ფეხი ოდნავ დაუცდა. ერთ წამში ყველაფერი აირია.
საფეხური.
ცარიელი ჰაერი.
უხეში დარტყმა.
ხმები გაწყდა.
შემდეგ უკვე ერთდროულად აფეთქდა.
- თორნიკე!
- ფრთხილად!
- ღმერთო…
ნენე უკვე კიბესთან იყო. არ ახსოვდა როგორ მივიდა. ხელები ოდნავ უკანკალებდა, როცა მასთან ჩაიმუხლა. თორნიკემ თვალები ნელა გაახილა. სუნთქვა ოდნავ მძიმე ჰქონდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა. მხოლოდ ერთ რამეს იმეორებდა შიგნით - ის მზერა. რამდენიმე წუთი დასჭირდა გონზე მოსასვლელად და ექიმის ინსტინქტების ასამუშავებლად. თავი ძლიერად ჰქონდა დარტყმული ყურებში ბზუილი არ ჩერდებოდა, მხედველობა წამიერად ებინდებოდა და ისევ უბრუნდებოდა. სუნთქვა ღრმად სცადა, მაგრამ მკერდში ჰაერი ბოლომდე ვერ ჩადიოდა. ბარძაყის არეში მკვეთრი, ჩაჭრილი ტკივილი იგრძნო. ინსტინქტურად სცადა ოდნავ განძრევა, ცუდი იდეა იყო. ტკივილმა ფეხიდან ზემოთ, თითქმის მუცლამდე აუარა, ისეთი სიძლიერით, რომ კბილები უნებურად დააჭირა ერთმანეთს. თვალები წამით დახუჭა, სუნთქვა შეაჩერა. არა დაჟეჟილობა. თავში უკვე ცივად და სწრაფად ალაგებდა: მოძრაობისას ტკივილი მკვეთრად იზრდება, წონის გადატანა შეუძლებელია, კუნთი “არ იჭერს” ისე, როგორც უნდა. ნელა გადაატრიალა თავი და საკუთარი ფეხისკენ გაიხედა. პოზიცია… არასწორი იყო. ზედმეტად არასწორი. სწორედ ეს იყო ყველაზე ცუდი, ტკივილზე უარესი. მოტეხილობა, ალბათ დახურული, მაგრამ სუფთა არა. სუნთქვა ნელა ამოაყოლა სიტყვებს, თითქოს ამ დასკვნასაც აკონტროლებდა.
- არავინ შემეხოს… ხმა ჩუმი ჰქონდა, მაგრამ მკაფიო. - ფეხს არ შეეხოთ. თორნიკემ თვალები წამით დახუჭა ისევ. ახლა უკვე ზუსტად იცოდა: ეს უბრალოდ დაცემა აღარ იყო, ეს ერთი კვირა მაინც აჩერებდა. თორნიკეს სიტყვები ჰაერში ჩამოკიდებულივით დარჩა. რამდენიმე წამით არავინ გაინძრა. შემდეგ, თითქოს სივრცე გაიჭრა, დამიანე მიუახლოვდა. არც აჩქარებულა, არც აფორიაქებულა უბრალოდ მოვიდა, ზუსტად იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. მუხლებზე დაეშვა თორნიკეს გვერდით. მზერა სწრაფად გადაავლო თავი, მხრები, ხელები… და ბოლოს გაჩერდა ფეხზე. ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა, რომ სურათი აეწყო.
- არ ამოძრავო. თქვა მშვიდად, მაგრამ ტონით, რომელსაც ვერ შეეკამათებოდი. ნენემ უნებურად უკან დაიხია. დამიანემ ხელი ძალიან ფრთხილად დაადო თორნიკეს მუხლს ზემოთ უბრალოდ იმისთვის, რომ პოზიცია არ შეცვლილიყო.
- სუნთქვა გააკონტროლე. თორნიკემ ოდნავ ირონიულად გადახედა.
- ამას შენ მეუბნები? დამიანეს ტუჩის კუთხე წამით შეირხა.
- ახლა მე გეუბნები. მზერა ისევ ფეხზე დაუბრუნდა. ამჯერად უფრო დაკვირვებით.
- დახურულია… ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის, ის რაც წამის წინ ექიმის ამპულიდან თორნიკემ გაიფიქრა. - მაგრამ სუფთა არაა. ნენემ გაკვირვებით შეხედა. თამარსაც გაუფართოვდა თვალები და გაფითრებულმა მხოლოდ ერთი შეკითხვა დასვა.
- შენ ექიმი ხარ? დამიანემ არც კი შეხედა.
- არა, მაგრამ საკმარისად მინახავს. მის ხმაში არაფერი იყო ზედმეტი. არც პანიკა, არც ემოცია… და მაინც, რაღაც ისეთი იგრძნობოდა, რაც ჩვეულებრივ არ ჩანდა. უფრო ფრთხილად გაასწორა თორნიკეს ფეხის პოზიცია იმდენად ზუსტად, თითქოს იცოდა, სად გადიოდა ზღვარი ტკივილსა და დაზიანებას შორის.
- გადაადგილება არ შეიძლება. დაამატა მშვიდად. - ვინმემ სასწრაფოს დაურეკეთ.
ლილეს უკვე დარეკილი ჰქონდა სასწრაფოში იქვე კიბის საფეხურზე ისხდნენ ზუკა და ლილე. თამარი კი მოუსვენრად დააბიჯებდა. ნენემ მხოლოდ ახლა შენიშნა დამიანეს ხელები, მიუხედავად სიმშვიდისა… ოდნავ დაძაბული იყო. ექიმისთვის ტრავმა იმაზე ტრავმულია ვიდრე ჩანს. თორნიკეს ერთი კვირა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, მოტეხილობის და მსუბუქი ტვინის შერყევის გამო. რამდენიმე საათში გამოწერეს და ისევ თორნიკეს სახლში დაბრუნდნენ სადაც ბიჭებს წაგებული უნდა ჩაებარებინათ და ნაპოლეონი გაეკეთებინათ. სახლში ყველაზე მჭახედ თორნიკეს ხმა ისმოდა, ყველაფერზე კაპრიზობდა.
- თორნიკე გეფიცები თუ არ გაჩუმდები მეორე ფეხზე მე ვიცი რასაც დაგმართებ და ეგ ამაზე უკეთესი არ იქნება. დივანთან მდგარი თამარი დალანდა ნენემ გაცოფებული სახით. პირველ სართულზე ერთ-ერთ ოთახში დააბინავეს უკმაყოფილო კაცი. ყველა თავისთვის იყო, მაგრამ თორნიკეზე ფიქრი არ ასვენებდათ განსაკუთრებით მაშინ პატარა ბავშვივით ჩხავილის პირას რო მიდიოდა ხოლმე, ჭირვეულ ბავშვად იქცა ამხელა კაცი დანარჩენები კი ამ ბავშვის მშობლებს დაემსგავსნენ. ყველაზე მოუთმენელი კი თამარი აღმოჩნდა. ოთახში ნახევრად ბნელოდა, ფარდებს შორის შემოსული ქუჩის განათება კედელზე მოჭრილ ხაზებად იშლებოდა. დანარჩენებს უკვე ეძინათ, ყველამ ერთხმად გადაწყვიტა ჭირვეულ პაციენტთან დარჩენა და მისი მოვლა პატრონობა. მხოლოდ თორნიკეს არ ეძინა. ტკივილი აღარ იყო ისეთი მკვეთრი, მაგრამ საკმარისი იყო, რომ გონება ფხიზლად ყოფიყო. კარის ჩუმი ჭრიალი გაისმა, ნენე ფეხაკრეფით შევიდა ოთახში. ფრთხილად დადიოდა, თითქოს ზედმეტი ხმაურის ეშინოდა. ხელში წყლის ჭიქა და წამლები ეჭირა. საწოლთან ჩამოჯდა, ერთი წამით დააკვირდა თორნიკეს ეგონა ეძინა.
- გაიღვიძე? ჩუმად ჰკითხა, როცა მის მზერას შეხვდა.
- დიდიხანია. ხმადაბლა მიუგო. ნენემ ოდნავ გაიღიმა, მაგრამ თვალებში დაღლა ემჩნეოდა.
- წამლები უნდა დალიო. ჭიქა გაუწოდა. თორნიკემ ხელი წაიღო, მაგრამ ბოლომდე ვერ ასწია. ტკივილმა ისევ დუარა.
- მომეცი… თქვა ნენემ და ოდნავ დაიხარა. იმ წამს კართან ნაბიჯის ხმა გაიგო. დამახასიათებელმა გრილმა სუნმა დაასწრო, არაფერი უთქვამს. უბრალოდ შემოვიდა და კარი ჩუმად მიხურა. ნენე არ მოტრიალებულა მაშინვე, მაგრამ იგრძნო, ჰაერი ოდნავ შეიცვალა.
- მე დავიჭერ. თქვა დამიანემ დაბალ ტონალობაში. ნენემ წამით შეხედა არაფერი უთქვამს, უბრალოდ ჭიქა გაუწოდა. დამიანე უფრო ახლოს მივიდა. ხელით ოდნავ შეუმაგრა თორნიკეს მხარი, რომ წამოჯდომა გაადვილებოდა. მოძრაობა ზუსტად გათვლილი ნენე კი წამლებს აწვდიდა. თითებმა თავისით იპივეს ერთმანეთი, დამიანეს მუდამ თბილი და ნენეს გაყინული ხელი. არცერთმა მოაშორა მაშინვე, მაგრამ საკმარისად დიდხანს. ნენემ ნელა ასწია მზერა, დამიანე უკვე უყურებდა. მხოლოდ წამით გადაიკვეთა მათი მზერაც. სიტყვა არ თქმულა არც იყო საჭირო. თორნიკე უყურებდა ორივეს დაკვირვებული მზერით, მაგრამ არც კი შეუმჩნევიათ. ან უბრალოდ იფიქრეს, რომ ვერ ხედავდა. ნენემ ოდნავ უკან დაიხია.
- კიდევ რამე გინდა? ჰკითხა, თითქოს ჩვეულებრივად.
- არა.
- დაისვენე. თავი დაუქნია, მორჩილად როგორც პაციენტმა ნენე ადგა, კარისკენ და წამში გაუჩინარდა დერეფანში. დამიანე არ დაძრულა მაშინვე რამდენიმე წამი იდგა, თითქოს რაღაცას წყვეტდა. მერე - ისიც გაჰყვა, ბნელ დერეფანს. კარი ისევ ჩუმად დაიხურა. თორნიკემ თვალები ჭერს მიაპყრო. ტკივილი ისევ იყო, მაგრამ ახლა სხვა რაღაცაც დაემატა. ნელა ამოისუნთქა არაფერი უთქვამს არც საკუთარ თავთან უბრალოდ... თვალები დახუჭა, ამჯერად ტკივილის გამო არა. ახლა უკვე ზუსტად იცოდა ეს უბრალოდ “არაფერია” არ იყო.
დილა შედარებით ხმაურიანი დაიწყო. სამზარეულოდან ჭურჭლის ხმა, ზუკას ბუზღუნი და თამარის მკაცრი ტონი ერთ მთლიან ფონად ირეოდა.
- ზუკა, თუ ეგ კრემი ისევ დამიწვი, გეფიცები…
- არ იწვება, უბრალოდ… კარამელიზდება თორნიკემ თვალები გაახილა.
- ღმერთო. ამოიოხრა ჩუმად. - ექიმი ვარ თუ ბავშვთა ბაღის აღმზრდელი… კარი გაიღო. ნენე შემოვიდა ისევ, ხელში რაღაც თეფში ეჭირა.
- დილა მშვიდობის, ჭირვეულო პაციენტო.
- არ ვარ ჭირვეული. მაშინვე დაიცვა თავი თორნიკემ. - უბრალოდ გარშემო არაკომპეტენტური ხალხი მყავს. ნენემ სიცილი ძლივს შეიკავა.
- აბა ნახე, რამდენად არაკომპეტენტურია, — თეფში გაუწოდა. - შენი მოთხოვნით გაკეთებული “ნაპოლეონი”. წამოდგომის მერე შენ გაკეთებულსაც გავსინჯავთ. თორნიკემ ეჭვით შეხედა.
- თუ ეს ნაპოლეონია, მე საფრანგეთის იმპერატორი ვარ.
- ჭამე და მერე ილაპარაკე. პატარა ლუკმა აიღო, ყოყმანით დაფიქრდა.
- ...ცუდი არაა. თქვა ბოლოს ისე, თითქოს ეს უდიდესი კომპლიმენტი იყო. ნენემ კმაყოფილი სახით აიჩეჩა მხრები ამ დროს კართან ჩრდილი გაჩნდა ისევ დამიანე.
- როგორ არის პაციენტი? — მშვიდად იკითხა.
- ცოცხლობს და ძალიან ცოცხლებს სიცოცხლეს უშრობს. გადაულაპარაკა ნენემ მშრალად. დამიანეს ტუჩის კუთხე ოდნავ შეირხა. ნენე თეფშის აღებას აპირებდა, მაგრამ თორნიკემ უცებ დაიჭირა.
- არა, არა, დატოვე. მეც უნდა ვიცხოვრო რაღაცისთვის. ნენემ სიცილით გააქნია თავი
- კარგი, მოვალ ცოტა ხანში. ოთახიდან გაბრუნდა ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. თორნიკემ თითქოს უყურადღებოდ გადახედა დამიანეს.
- უცნაურია.
- რა? მშვიდად ჰკითხა დამიანემ.
- შენ აქ. ამდენი ხანი. მხრები აიჩეჩა. - ასეთ “ოჯახურ ქაოსში” დიდხანს გაძლებ?
- შენც არ გეტყობა, რომ გაჩერება შეგიძლია.
- იძულებული ვარ. ირონიულად ჩაიცინა. - მაგრამ შენ? ნებაყოფლობით ხარ. დამიანემ პასუხი არ გასცა მაშინვე. მხოლოდ მოკლედ უპასუხა
- საჭირო იყო. თორნიკემ წარბი ოდნავ ასწია.
- ჩემ გამო? დამიანემ პირდაპირ შეხედა.
- არა. სიტუაციის გამო. თორნიკემ ჩუმად ჩაიცინა. პასუხით ნასიამოვნები ოდნავ წამოიწია და თვალებში ჩააშტერდა.
- საინტერესოა. ამ დროს ნენეს ხმა გაისმა დერეფნიდან
- ვინმე ნახეთ ჩემი ტელეფონი? დამიანე წამში მოტრიალდა და დაუფიქრებლად გასცა პასუხი.
- სამზარეულოში დატოვე. თორნიკე გაჩერდა მეტად აღარ განძრეულა, ნელა გადაიტანა მზერა მისკენ.
- მეხსიერება კარგი გაქვს. თქვა მსუბუქად, დამიანემ მხრები აიჩეჩა ვითომც აქ არაფერიო
- დეტალებს ვიმახსოვრებ.
- ჰოო… თორნიკემ ნელა გააგრძელა, თითქოს უბრალოდ საუბრობდა. - ყველასას? დამიანემ აღარ უპასუხა ამ დროს ნენე ოთახში შემოვიდა აჩქარებული ნაბიჯით.
- ვიპოვე. თორნიკემ მას შეხედა, მერე დამიანეს. ორივე სრულიად ჩვეულებრივად იდგა, ზედმეტად ჩვეულებრივად.
- რა? ჰკითხა ნენემ, როცა მისი მზერა დაიჭირა.
- არაფერი. მშვიდად მიუგო, მერე დაუმატა.
- უბრალოდ ვფიქრობ, თქვენ ორზე… ნენემ წარბი შეკრა.
- ჩვენ ორზე?
- ჰო. ჩაიცინა თორნიკემ. - კარგი “ექთნები” ხართ. მოკლე პაუზა იყო, მაგრამ საკმარისი. ნენემ მზერა აარიდა, დამიანე არ განძრეულა. თორნიკემ თეფშიდან კიდევ ერთი ლუკმა აიღო და ამჯერად უკვე ზუსტად იცოდა ეჭვი უბრალოდ ეჭვი აღარ იყო. ნაჩქარევად გავიდა ოთახიდან პაციენტს და სამზარეულოში მოფუსფუსეებს დაუბარა რო ოფისში გადიოდა. სწრაფად შეერია უძრავად მდგომი მანქანების რიგს. მანქანის ფანჯრები ჩაწია, გაგრილდა ჩახუთული სალონი.
ქალაქი ისევ მოძრაობდა, მაგრამ ამჯერად ნენე მის ნაწილად აღარ გრძნობდა თავს. ქუჩიდან ქუჩაზე გადადიოდა, ხმაურიდან შედარებით დაცლილ სივრცეში. ბოლოს ნაცნობ შენობასთან გამორთო მანქანის ძრავი. მაღალი, მინიმალისტური ფასადი, შუშის ზედაპირებში არეკლილი ქალაქი თითქოს ორ ნაწილად იშლებოდა, გარეთ არსებული ქაოსი და შიგნით გამოკეტილი სიმშვიდე. ნენემ კარის გაღებისას ოდნავ ამოისუნთქა, შიგნით სიჩუმე იყო. მუშა სიჩუმე სუფევდა გარშემო. მაგიდებზე გაფანტული ნახაზები, მაკეტები, თეთრი ფურცლები, რომელზეც ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ხაზები იკვეთებოდა. აქ ყველაფერი პროცესში იყო. არცერთი იდეა ბოლომდე დახურული და არცერთი ფორმა საბოლოო. ფეხდაფეხ მიყვნენ სტაჟიორები - დამკვეთთან შეთანხმებით დაწყებული პროექტის გეგმით და თარიღებით გაწერილი ყველა დეტალი აუხსნა, აჩვენა და განუმარტა. უკვე საღამოს პირზე ადგილი ნახეს დამკვეთთან ერთად ყოველი აგური და მილიმეტრი განსაზღვრეს რომელიც გაშლილ სივრცეს დაიკავებდა.
სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ისევ იმ შენობასთან შედგა ახლა უკვე სამარისებული სიჩუმე იდგა. აქ ნენე არ იკარგებოდა აქ ის ნაწილებად მთელდებოდა. ჩანთა მაგიდაზე დადო და სკამზე ჩამოჯდა, რამდენიმე წამი არაფერს აკეთებდა უბრალოდ უყურებდა ცარიელ ფურცელს. მერე ფანქარი აიღო, მეორე ხელში ორი სახაზავი მოიქცია, პირველი ხაზი ძალიან მსუბუქი იყო, თითქოს საკუთარ თავსაც არ ენდობოდა ბოლომდე, მეორე უკვე უფრო მკაფიო, მესამე შედარებით სწრაფი. ნელ-ნელა ფურცელზე სივრცე გაჩნდა. კედლები, ხაზები, გადაკვეთა, სიმაღლეები. ფორმა ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, მაგრამ სტრუქტურა უკვე იგრძნობოდა. ნენე დაიხარა, მთლიანად ფურცელში ჩაიძირა.ხაზებით გადატვირთულ სივრცეში ყველაფერი სხვანაირად მუშაობდა, აქ არ არსებობდა კითხვა - „უნდა ვენდო თუ არა?“ აქ არსებობდა მხოლოდ - რა დგას. რატომ დგას. რამდენს უძლებს. ხაზი რომ არასწორად წავიდოდა შლიდა არ ტოვებდა, ვერ იტანდა არასტაბილურობას. ხელები უკვე აღარ უკანკალებდა, სუნთქვაც დალაგდა. ფანჯრიდან შემოსული ცივი შუქი ნელა ეცემოდა მის სახეს, ფურცელს და თითებს. დრო თითქოს გაჩერდა ან უბრალოდ მნიშვნელობა დაკარგა. მალე ლამპიონების ნათებამ შცვალა დღის სინათლე. მხოლოდ ერთ მომენტში შეჩერდა, ფანქარი ჰაერში გაუჩერდა - ხაზი, რომელიც უნდა გაეგრძელებინა… არ გააგრძელა. უცნაური იყო, ფორმა იდეალურად იკვრებოდა, მაგრამ რაღაც არ ჯდებოდა - არ იყო ტექნიკური შეცდომა, უფრო… შეგრძნება. ნენემ თვალები ოდნავ დააწვრილა და უცებ მიხვდა, ზედმეტად სწორი იყო, ფანქარი ნელა დაუშვა და უკვე შეგნებულად გადაუხვია ხაზს - დაარღვია სიმეტრია, შეცვალა ბალანსი. ფორმა თითქოს „გატყდა,“ მაგრამ ამ დროს რაღაც ცოცხალი გაჩნდა. ნენემ ჩუმად ამოისუნთქა.
- ასე უფრო ჰგავს რეალობას… ჩაილაპარაკა თავისთვის. და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ ეს უკვე უბრალოდ მშრალი ხაზები აღარ იყო. ზღვარზე მდგარი კონსტრუქცია, რომელიც დგას… მაგრამ საკმარისია ერთი მცირე ბიძგი და ყველაფერი შეიცვლება. ნენემ ფანქარი გვერდით დადო, რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. შემდეგ კი ძალიან მშვიდად დაამატა.
- საინტერესოა… რამდენს გაუძლებს.
ნენე ისევ მაგიდასთან იჯდა. ფურცელი უკვე თითქმის სავსე იყო, მაგრამ ფანქარი აღარ აუღია. უბრალოდ უყურებდა, თითქოს ამ ნახაზში რაღაცას კითხულობდა. ოთახში სიჩუმე იდგა. მხოლოდ სადღაც შორიდან მოდიოდა ქალაქის ჩამქრალი ხმაური. კარის ჩუმი ხმა გაისმა. ნენემ არ ამოიხედა. ეგონა, თანამშრომელი იქნებოდა ან უბრალოდ დაცვა, რომელიც შემოვლაზე დადიოდა, ნაბიჯები ნელი იყო ძალიან მშვიდიც. ჰაერი ოდნავ შეიცვალა.
- აქ ხარ… გაისმა დაბალი ხმა. ნენემ თავი ოდნავ ასწია. დამიანე. არ გაკვირვებია არც გახარებია უბრალოდ… ელოდა, ალბათ.
- აქ ვარ. მშვიდად უპასუხა და ისევ ფურცელს დახედა. - შენ? დამიანემ ოთახი მოავლო თვალი მაკეტები, ფურცლები, არეული მაგიდა ყველაფერი შეამჩნია, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია. ნელა მიუახლოვდა.
- თორნიკემ დაიძინა. თქვა უბრალოდ. - მნახველები ყავდა დაიღალა თვითონაც და ჩვენც დაგვასვენა. ლილე და თამარი იქ დარჩნენ. ნენემ მსუბუქად ჩაიცინა.
- შენმა პაციენტმა არ დაგაკავა?
- სცადა. ოდნავ შეირხა მისი ტუჩის კუთხე. - მაგრამ ვერ მოასწრო. მოკლე სიჩუმე ჩამოვარდა. დამიანე მის გვერდით გაჩერდა ხაზებით გადატვირთულ ფურცელს დახედა, რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა.
- საინტერესოა. ნენემ წარბი ოდნავ ასწია. ქალმა კითხვის ნიშნიანი მზერა მიანათა. - აქ… თითით ძალიან მსუბუქად მიუთითა ერთ ხაზზე, თავიდან სხვა მიმართულება ჰქონდა. ნენემ მას შეხედა.
- და შენ როგორ მიხვდი?
- ჩანს. მშვიდად თქვა. - ეს ნაწილი ზედმეტად კონტროლირებულია. მერე კი… მზერა გადაიტანა გატეხილ ხაზზე. - აქ უკვე გაუშვი. ნენემ ფანქარი თითებს შორის გადაატრიალა.
- ანუ არ მოგწონს?
- პირიქით. უპასუხა დაუფიქრებლად. - აქ იწყება. ნენემ ისევ ფურცელს დახედა.
- ადრე უფრო წესრიგში ვხატავდი და ვხაზავდი. თქვა თითქოს თავისთვის. - ყველაფერი გათვლილი, სტაბილური… მარტივი იყო.
- და ახლა?
- ახლა… ოდნავ შეყოყმანდა. - აღარ მაინტერესებს, თუ ბოლომდე არ „დგას“. დამიანემ მას შეხედა.
- მათზე ამბობ? ნახაზისკენ მიუთითა, უძრავად დახაზულ შენობებისკენ. ნენემ ამჯერად გაუღიმა. ძალიან მსუბუქად.
- შენ როგორ ფიქრობ? მანაც ოდნავ ჩაიცინა. სიჩუმე ისევ ჩამოვარდა, მაგრამ ამჯერად მსუბუქი, დამკვირვებლური სიჩუმე იყო. დამიანე ხელით მაგიდას დაეყრდნო, გვერდულად იდგა.
- რატომ აქ? იკითხა ცოტა ხნის შემდეგ. - ამ დროს. ნენემ ფანჯრისკენ გააპარა მზერა. ქალაქი უკვე ჩუმდებოდა.
- აქ მარტივია. თქვა ნელა. - თუ რაღაც არასწორია, ხედავ. შლი. თავიდან აკეთებ.
- რეალობაში ასე არ გამოდის.
- ვიცი. უპასუხა მშვიდად. - ამიტომაც მოვდივარ აქ. დამიანემ თავი ოდნავ დაუქნია.
- და მუშაობს? ნენემ რამდენიმე წამი არაფერი თქვა, მერე ისევ ფურცელს დახედა.
- ხანდახან.
- და დღეს? ნენემ ფანქარი აიღო, იგივე გატეხილ ხაზს ისევ გაჰყვა, ოდნავ გაასწორა.
- დღეს ჯერ პროცესშია. დამიანეს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გვერდით იდგა არ ერეოდა არც ნენეს აჩქარებდა და პირველად… მისი ყოფნა არ იყო დაძაბული არ იყო დამთრგუნველი. ფანჯრიდან შემოსული ცივი შუქი ისევ ორივეს ეცემოდა და ამჯერად არცერთს არ ეჩქარებოდა. ნენემ ფანქარი ისევ ფურცელზე დააბრუნა ხაზს მიჰყვა, თითქოს რაღაცის გასწორებას ცდილობდა, მაგრამ სინამდვილეში ფიქრობდა. დამიანე გვერდით იდგა ძალიან ახლოს არა, მაგრამ საკმარისად.
- აქ… ისევ თქვა მან და ოდნავ დაიხარა. მისი ხმა ახლოს გაისმა, ზედმეტად ახლოს. ნენეს ხელი წამით შეუჩერდა. დამიანემ თითით მსუბუქად მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ხაზები იკვეთებოდა. ისეთი სიფრთხილით, თითქოს ფურცელს კი არა — მის სივრცეს ეხებოდა.
- ეს კუთხე თუ დატოვე ასე, დატვირთვას ვერ გაუძლებს. ნენემ თვალები არ ასწია. თავის დაკვრით დაეთანხმა. დამიანე კიდევ ოდნავ დაიხარა. ამჯერად ხელი უფრო ახლოს მიიტანა, ფანქართან. - შეიძლება? ჩუმად ჰკითხა. ნენემ ფანქარი არ გაუშვა, მხოლოდ ოდნავ შეანელა მოძრაობა. ეს უკვე პასუხი იყო. დამიანემ ხელი ძალიან ფრთხილად დაადო მის თითებზე იმდენად მსუბუქად, რომ შეიძლებოდა საერთოდაც არ შეხებოდა… მაგრამ შეეხო, ერთ წამზე ნაკლები, მერე ფანქარი ერთად გაუსვეს ფურცელზე, მკაფიო ხაზი დარჩა. ხაზი შეიცვალა, მკვეთრად არა უფრო… დამაჯერებლად. ნენეს სუნთქვა ოდნავ შეეცვალა, მაგრამ ხელი არ გაუწევია, არც მას. რამდენიმე წამი ასე დარჩნენ, ერთი და იგივე ხაზზე - ერთი და იგივე მოძრაობაში. მერე ნენემ ნელა გაათავისუფლა ფანქარი, დამიანემ უკან არ დაიხია მაშინვე. მზერა ისევ ფურცელზე ჰქონდა, მაგრამ აშკარა იყო, უკვე აღარ უყურებდა მხოლოდ ნახაზს. - ახლა დგას. დაამატა ბოლოს. ნენემ ამჯერად დამაჯერებლად ასწია თვალები, ძალიან ახლოს აღმოჩნდა უფრო ახლოს, ვიდრე ცოტა ხნის წინ.
- შენობებზე ლაპარაკობ? მშვიდად ჰკითხა. დამიანეს ტუჩის კუთხე ოდნავ შეირხა.
- შენ როგორ ფიქრობ. არცერთს გაუწევია ნაბიჯი უკან, არც წინ. უბრალოდ იდგნენ იმ ზღვარზე, სადაც უკვე სიტყვები ზედმეტი ხდება. ნენემ ფანქარი მაგიდაზე დადო.
- იცი რა არის ყველაზე უცნაური? ამოაყოლა სუნთქვას ჩუმად.
- რა?
- აქ… ფურცელს დახედა. - თუ რაღაც ინგრევა, მაინც ლოგიკურია.
- ადამიანებში ასე არ არის. დამიანემ მზერა არ მოაშორა.
- ზოგჯერ არის. ნენემ თავი ოდნავ გადააქნია.
- არა. უფრო მშვიდად თქვა. - ადამიანებში ჯერ ინგრევა… და მერე ვცდილობთ ავხსნათ, რატომ. სიჩუმე დამიანეს ღრმა სუნთქვამ დაარღვია.
- მაშინ შენ რას აკეთებ? ნენემ რამდენიმე წამი არ უპასუხა. მერე ისევ იმ გატეხილ ხაზს გაუსვა ხელი ამჯერად უკვე შეგნებულად.
- ჯერ ვარკვევ. თქვა ჩუმად. - მერე ვხატავ. დამიანემ თავი ოდნავ დაუქნია.
- კარგი სტრატეგიაა. ნენეს ნახევრად გაეღიმა.
- შენ რას აკეთებ? ამჯერად პაუზა დამიანეს მხარეს იყო.
- მე… დაიწყო ნელა. - ვაკვირდები.
- და?
- და ველოდები, სად გატყდება. ხმა გაებზარა ამის თქმისას, ნენემ მზერა არ აარიდა.
- და თუ არ გინდა, რომ გატყდეს? დამიანე ოდნავ მიუახლოვდა, ძალიან ცოტათი.
- მაშინ არ უნდა მიიყვანო იქამდე. სიჩუმე ისევ ჩამოვარდა, მაგრამ ამჯერად უკვე ორივემ იცოდა ეს უბრალოდ საუბარი აღარ იყო. ნენემ ნელა აარიდა მზერა, ფანჯრისკენ გაიხედა.
- გვიანია.
- ჰო. არცერთი არ დაძრულა, რამდენიმე წამი კიდევ დარჩნენ. მერე ნენემ ჩანთა აიღო. დამიანემ კარი გააღო ისე, თითქოს ეს უკვე შეთანხმებული მოძრაობა იყო. არ უთქვამთ არაფერი, არ იყო საჭირო. მესამე ენა უკვე არსებობდა. ეს ორი დღე თორნიკეს სახლი იქცა ყველას საცხოვრებლად, მარტო ვერ ტოვებდნენ ჭირვეულ პაციენტს მანაც ყველანი დარჩით აქ და შეხმატკბილებულად ვიქნებითო, ერთად კი არიან მაგრამ შეხმატკბილებულობა ნაკლებადაა. თამარი სულ გაქცევაზეა მაგრამ ლილე და თამარი ისედაც სულ გასულები არიან რეპეტიტორებთან და ბოლოზარ, ბანკეტის გადარბენებზე. მხოლოდ საწუწუნო დრო რჩებათ და მთელ დარჩენილ ძალებს თორნიკეს ახარჯავენ. ზუკაც საქმეებშია ჩაფლული. ერთადერთი ნენე და დამიანე დარჩნენ, რომლებიც ლამის გადაყვნენე ჭირვეულ პაციენტს. ეზოში, კომფორტულად მოკალათებულები ისხდნენ ლილე და თამარი რაღაცაზე გაცხარებით ბჭობდნენ. სახლი თითქმის სულ ჩაბნელებული იყო, დერეფნის ბოლოს თორნიკეს ოთახიდან გამოდიოდა მხოლოდ სინათლე. ნენე პაციენტის მოსანახულებლად დაიძრა დამიანე გარეთ გოგოებთან დარჩა. დერეფნის ბოლოს თორნიკეს დაძაბული ხმაც გაიგო.
- რატო არ გესმის? რატო ჯიუტობ ასე. შენ გგონია რომ ის გტკენს?... ის საკუთარ თავსაც ვერ უძლებს. მან თავისი არჩევანი გააკეთა და ცხოვრება აირჩია შენ კი სამი წელზე მეტია თვითგვემას ხარ მიცემული. ღია კარებთან შედგა ნენე, არ შეყოვნებულა უკან სვლით გავიდა გარეთ, კარებში ლილე შეეჩეხა ღვინის ბოთლით და ბაკლებით.
- პატარა ფერია, ღვინო ასე ჩუმად სად მიგაქ? წარბაწევით გახედა ლილეს
- დამიმ მომცა, მე და თამარი წინასწარ აღვნიშნავთ სკოლის დამთავრებას. სასაცილოდ გაეკრიჭა ლილე და მიეხუტა ქალს.
- ძაან არ იცელქოთ და თორნიკეს ღვინის მარაგს ნუ მოუსპობთ... სიცილით გააყოლა მზერა თამარისკენ მიმავალს.
სამზარეულოსკენ მიმავალმა ქერა, მაღალი გარეგნობის ქალს მოკრა თვალი თორნიკეს კარებთან მდგარს, ნაღვლიანი თვალებით მზერას არ აშორებდა ოთახში მყოფს.სამზარეულოში ბარზე ორი ყავის ჭიქა იდგა ორთქლი უკვე თითქმის გამქრალი ცოტა ხნით დაგვიანებული დიალოგივით. ნენე გაჩერდა, ერთი წამით არ მიჰკარებია უბრალოდ უყურებდა თითქოს უნდოდა გაერკვია, რომელს უნდა შეხებოდა. შემდეგ ერთი აიღო, მეორე ადგილზე დატოვა. მხრები ოდნავ დაძაბა და კარისკენ დაიძრა. დერეფანში ისევ ის ქალი იდგა, ახლოდან უფრო მკაფიო ჩანდა მოწესრიგებული, მაგრამ დაღლილი. ისეთი მზერით უყურებდა თორნიკეს ოთახს, თითქოს იქიდან რაღაცას ელოდა… ან უკვე იცოდა, რომ ვერ მიიღებდა. ნენემ ნაბიჯი შეანელა. ქალმაც შეამჩნია ნენე.
- თქვენ… ჩუმად თქვა. - ნენე ხომ?
- კი. ოდნავ დაიბნა. - თქვენ? ქალმა ძალიან მსუბუქად გაუღიმა, ტკივილიან მზერას ვერ აშორებდა ნენეს, იმ ღიმილში სითბო ნაკლები იყო უფრო დაღლილი შეთანხმება იგრძნობოდა.
- ქეთევანი. სახელი ნენესთვის უცნობი არ იყო, უბრალოდ ახლა სხვანაირად ჟღერდა, არა ისე მტკივნეულად როგორც ეგონა, მაგრამ ხელები მაინც გაეყინა, კანკალიც ვერ დამალა ემოციების ფონზე თუ გარედან შემოსული ნიავის გამო.... მზერა ისევ კარისკენ გაეპარა ქეთევანს.
- როგორ არის? როგორც პაციენტის ახლობელი ექიმს ისე, მოზომილად დაუსვა კითხვა.
- უკეთ. მოკლედ უპასუხა ნენემ. - მაგრამ არ ისვენებს. ქეთევანმა ჩუმად ჩაიცინა, ტკივილი უფრო მეტად ვრცელდებოდა ქალის სახეზე.
- ეგ არასდროს გამოსდიოდა. ნენემ ყავა ოდნავ მაღლა ასწია.
- შეხვალთ? ქეთევანმა თავი ნელა გააქნია.
- არა. მოკლე პასუხი, მაგრამ იმ „არაში“ უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ უარი. - ახლა არა. დაამატა ცოტა ხნის შემდეგ. ნენე აღარ ჩაეძია, მხოლოდ თავი დაუქნია და ნაბიჯი გააგრძელა. კარის წინ გაჩერდა. შიგნით ისევ ჩუმი ხმა ისმოდა, თორნიკე უკვე აღარ ლაპარაკობდა ისე მძაფრად, უფრო თავის თავს ელაპარაკებოდა, მაგრამ დაძაბულობა ისევ ჰაერში იყო. ნენემ კარი ოდნავ შეაღო, ოთახში სინათლე მკვეთრად ეცემოდა. პაციენტი საწოლზე ნახევრად წამოწეული იჯდა, სახე დაძაბული ჰქონდა, როგორც კი ნენე დაინახა გამომეტყველება უცებ შეცვალა.
- ექიმი მოსულა. ჩაიცინა ირონიულად. - გადავრჩი. ნენემ კარი დახურა.
- ზედმეტად დრამატულობ. მშვიდად უთხრა და ყავა გვერდით დაუდო. - დალევა შეგიძლია, ხელი არ გაქვს მოტეხილი.
- ეგეც დროის საკითხია ამ ხალხთან. ჩაიბურტყუნა. ქალი მოშორებით სკამზე ჩამოჯდა, რამდენიმე წამი უბრალოდ აკვირდებოდა.
- გარეთ იყო. თქვა ბოლოს თითქოს შემთხვევით. თორნიკემ წამით შეხედა, მერე მზერა აარიდა.
- ვიცი. მოკლე პასუხით აგრძნობინა რომ გაგარძელება აღარ უნდოდა, მაგრამ ასე მარტივად ვერ დააღწევდა თავს ნენეს. ქალმა თვალები ოდნავ დააწვრილა.
- უბრალოდ იდგა არ შემოდიოდა.
- აწი აღარც შემოვა. მშვიდად თქვა, მაგრამ ტონი უფრო მკვეთრი იყო. ნენე ცოტა ხანს დუმდა.
- და შენ ელოდი? თორნიკემ ამჯერად პირდაპირ შეხედა.
- ზოგჯერ… დაიწყო ნელა. - ადამიანები მოდიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ დარჩნენ. ნენემ არაფერი უპასუხა. უბრალოდ უყურებდა.
- და მაინც ელოდები. დაამატა ჩუმად, უფრო თავისთვის. თორნიკემ აშკარად ჩაიცინა.
- ეგ უკვე ჩემი პრობლემაა. სიჩუმე ჩამოვარდა, თორნიკემ ყავის ჭიქას ხელი მოჰკიდა, მაგრამ არ დაულევია.
- შენც იგივე ხარ. თქვა მოულოდნელად თორნიკემ. ნენემ წარბი ასწია.
- რას გულისხმობ?
- ჯიუტი. მოკლედ თქვა. - მაგრამ სხვანაირად. შენ იცი, რომ რაღაც არასწორია… გააგრძელა, თან ყავის ჭიქას ჩახედა. - მაგრამ მაინც არ შორდები. ნენემ მზერა არ აარიდა.
- შენ ძალიან ბევრს ფიქრობ, თორნიკე.
- ვცდილობ არ ვიფიქრო. - ირონიულად გაეღიმა. - მაგრამ არ გამოდის, ქალმა ნელა ჩაისუნთქა.
- და რა დაასკვნი? თორნიკემ თავი ოდნავ გადააქნია.
- ჯერ არაფერი. მცირე პაუზის მერე დაამატა. - მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს უბრალოდ „არაფერი“ არ არის.
- დაისვენე. თქვა მშვიდად. - ექიმის რეკომენდაციაა. ადგა, უხმოდ უკვე გაციებული ყავის ჭიქა აართვა და კარისკენ წავიდა.
- ნენე. კარებთან გაჩერდა, მაგრამ არ მოტრიალებულა. - ფრთხილად იყავი, ზოგჯერ… დაამატა თორნიკემ. - შენობები ისე ინგრევა, რომ გარედან ვერ ხვდები. ნენემ ძალიან ოდნავ გაიღიმა, ზურგით მდგომმა.
- მე ვხედავ. მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა და კარი დახურა, დერეფანში ისევ სიჩუმე იყო. ქეთევანი აღარ იდგა იქ. ნენე რამდენიმე წამი იქვე გაჩერდა, მერე ნელა დაიძრა ეზოსკენ. გარეთ ხმაური უფრო ცოცხალი იყო - ლილეს სიცილი, თამარის ხმა… და დამიანე, რომელიც ჩრდილში იდგა, თითქოს საუბარში იყო, მაგრამ მაინც ცალკე. ნენე მისკენ არ წასულა მაშინვე, უბრალოდ გაჩერდა და პირველად დაფიქრდა - რომ შეიძლება ყველაფერი მართლა არ იდგა ისე მყარად, როგორც ეგონა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent