ალუბლის არომატი (ნაწილი 29-30-31 დასასრული)
დილა ნელა, თბილად შემოიპარა ოთახში… ფარდებს შორის გაპარული მზის სხივები საწოლზე ეფინებოდა, სადაც ქეთი მშვიდად იწვა, ნახევრად ჩაძირული ბალიშებში… თმა სახეზე ჩამოშლოდა, სუნთქვა თანაბარი ჰქონდა, ბავშვივით მშვიდი ჩანდა…იშაი უკვე გაღვიძებული იყო… გვერდზე მობრუნებული, იდაყვზე დაყრდნობილი აკვირდებოდა… ისეთი მზერით, თითქოს პირველად ხედავდა და ვერ ძღებოდა…ნელა, ფრთხილად გადმოიწია მისკენ… ხელი სახესთან მიუტანა, თმა გადაუწია და ტუჩები ნაზად მიადო შუბლზე… მერე ლოყაზე… ბოლოს ტუჩებისკენ გადაინაცვლა და ძლივს შესამჩნევად შეეხო…ქეთი ოდნავ შეიშმუშნა… წარბები შეეკრა, მერე ნელა გაახილა თვალები…რამდენიმე წამი დაბნეული უყურებდა… შემდეგ უცებ გამოერკვა და ადიელა ძლიერად მიიფარა სხეულზე…იშაის გაეცინა, ქეთიმ თვალები დახარა, აშკარად დაიბნა. იშაიმ ნაზად შეახო ნიკაპზე ხელი და თავი ააწევინა… თვალებში ჩახედა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა. - ნუ მორცხვობ… მინდა თავისუფლად იყო ჩემთან… ყველაზე ლაღი და ბედნიერი… - ქეთიმ ტუჩი მოიკვნიტა, მზერა აარიდა. - მე… არ ვიცი… მგონია რომ შეცდომა დავუშვი… მგონია რომ ცხოვრებას გინგრევ ასე… - იშაის ღიმილი შეეცვალა, სერიოზული გახდა… ხელი ლოყაზე ჩამოატარა. - რატომ გაქვს ეს სისულელე თავში ჩაბეჭდილი?.. მე მინდა შენთან… შენც გინდა ჩემთან… ამით როგორ დამინგრევ ცხოვრებას?..თანაც… - ჩაეღიმა ისევ - საქმე უკვე მოლეული გვაქვს… სიმთვრალეში მოვილიეთ წინასწარ…-ქეთის გაეცინა, თავი ოდნავ გადააქნია. - ანუ… ცოლ-ქმრად ვრჩებით? - იშაიმ წარბი ასწია - რა თქმა უნდა - ქეთიმ ღრმად ჩაისუნთქა. - ჩემი ძმა?.. მას როგორ ვუთხრა?.. - იშაი ახლოს მიიწია კიხევ უფრო - ქეთი… პატარა გოგო ხომ არ ხარ?.. შენს ძმას ჩემზე უკეთესი სასიძო არ ეგულება არსად, დამიჯერე… მე და დანს განსაკუთრებული ძმობა გვაკავშირებს… - ქეთის გაეღიმა… ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა. - თავიდან ძალიან ვერ გიტანდი… რაც ლიზას გაუკეთეთ იმის გამო… შემდეგ… როცა პირადად გაგიცანი… მაშინვე მიიქციე ჩემი ყურადღება… - იშაიმ ჩუმად ჩაისუნთქა, - ლიზას მიმართ ზიზღი არასდროს მქონია… უბრალოდ ვიცოდი რაშიც იყო საქმე… უკანონობა არ მიყვარს…- ქეთიმ თავი დაუქნია. -გასაგებია…კარგი ახლა უნდა გავიდე აქედან… რაღაც თათბირი მითხრა გუშინ ალეკომ… ვერც გავიგე წესიერად… ნეტავ რა უნდა… - იშაიმ ხელი მაჯაზე მოჰკიდა და ისევ თავისკენ მოქაჩა. - არსადაც არ წახვალ ჯერ - ქეთიმ გაკვირვებით შეხედა. - იშაი… დამაგვიანდება… - დაგაგვიანდეს… - ჩუმად თქვა და თმა ყურზე გადაუწია - ჯერ ჩემი ხარ! - შენ ძალიან მესაკუთრე ხარ… - იშაიმ ჩაიღიმა - გვიან მიხვდი მაგას - და ისევ ნაზად დაეწაფა ტუჩებზე… დილა ნელა ეფინებოდა სოფლის ქოხს… ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივები იატაკზე, კედლებზე და ბოლოს საწოლზეც გადადიოდა… იქ კი ერთმანეთში ჩახლართული ორი სხეული იწვა… ირგვლივ მიმოფანტული ტანსაცმელები, არეული საბანი… და ის სიჩუმე, რომელიც მხოლოდ ნამდვილი სიახლოვის შემდეგ დგება…ლიზა დანიელის მკერდზე იყო აკრული, თავი მის გულზე ედო, თითქოს ყველაზე უსაფრთხო ადგილს ისევ მიაგნო. მშვიდად ეძინა… სახეზე ისეთი სითბო და სიმშვიდე ეტყობოდა, როგორიც დიდი ხნის განმავლობაში აღარ ჰქონია. ერთი წელი… ტკივილით, წყენით, სიბრაზით სავსე… და მაინც ბოლოს ისევ აქ აღმოჩნდა იმავე მკლავებში, სადაც ყველაზე მეტად უყვარდა ყოფნა. თითქოს მთელი ეს დრო უბრალოდ გზის შემოვლა იყო, რომ ისევ ერთმანეთამდე მისულიყვნენ. ახლა კი… აღარ იბრძოდა, აღარ გარბოდა, უბრალოდ იყო ბედნიერი… ნელა გაახილა თვალები… პირველივე წამში დანიელს შეხედა… თითქოს დარწმუნება სჭირდებოდა, რომ ეს მართლა ხდებოდა და სიზმარი არ იყო..ფრთხილად შეახო ხელი… მის წვერს შეეხო… თითები ნაზად ჩამოუსვა… მერე ოდნავ წამოიწია და ტუჩებზე მსუბუქად აკოცა.აპირებდა წამოდგომას… მაგრამ დანიელმა უცებ ხელი მოხვია გულ-მკერდზე და ისევ თავისკენ მიიზიდა, ისე ძლიერად, რომ გაქცევის შანსიც არ დაუტოვა. - სად მიდიხარ ლამაზო… - ძილში ბუტბუტებდა - ისედაც დიდხანს იყავი ჩემგან შორს… არ გაგიშვებ არსად… - ლიზას გაეცინა ჩუმად. - მწყურია დანიელ… - ცოტახანს მოიცადე… მე ამდენ ხანს მკლავდა შენი წყურვილი… - ლიზა მისკენ გადატრიალდა, ხელები კისერზე შემოხვია და ტუჩებზე აკოცა. - ძალიან მიყვარხარ… - ჩურჩულით უთხრა და კიდევ ერთხელ აკოცა, დანიელმა თვალები ნელა გაახილა, ღიმილი გაეპარა - მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო ალუბალო… აქ უსასრულოდ დავრჩებოდი შენთან ერთად… დროს გავაჩერებდი…- ლიზას ღიმილი ოდნავ მოეშალა… თვალებში სევდა გაეპარა. - რა იყო?.. - მაშინვე შენიშნა დანიელმა. - შენ მალე… უნდა წახვიდე… შენი შვებულება ხომ მთავრდება?.. - დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა, თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი. - კი… მთავრდება… მაგრამ გამოსავალს ვიპოვით… არ მოიწყინო… - სანამ წავალ… ხომ გახსოვს რას მპირდებოდი?.. საქართველო უნდა შეგაყვარო და შემოგატაროო… არ აპირებ პირობის შესრულებას?.. - ლიზამ თვალები მოჭუტა, თითქოს უკვე გეგმას აწყობდა. - როდის დავიწყოთ ექსკურსია? - თუ გინდა დღესვე! - დღეს ვერა… - თავი გააქნია - დღეს თათბირი გვაქვს სასტუმროში… მოდი ასე მოვიქცეთ.. დროულად წავიდეთ… თათბირს დავესწრებით და მერე წავიდეთ სადმე… - დანიელმა წარბი შეჭმუხნა. - უნდა წავიდეთ აქედან?.. - ლიზამ თავი დაუქნია. - კი… - დანიელმა საბანი უფრო მჭიდროდ შემოახვია და თავისკენ მიიკრა. - არ მინდა… აქ კარგია… - ლიზას გაეცინა. - ნუ ჭირვეულობ ბავშვივით…- დანიელმა თვალები დახუჭა და ისევ ძლიერად მიიხუტა. - მაშინ ერთი პირობით წამოვალ… - რა პირობით?.. - შენ რომ იცი საოცრად ტკბილად კოცნა.. ისე მინდა რომ მაკოცო - რა პრობლემაა - მის ტუჩებს წამში დაეწაფა და მთელი გრძნობით და სიყვარულით აკოცა.. - აი ეს მინდოდა! - ლიზას კისერში ჩაეფლო დანიელი და ძალიან ძლიერად აკოცა.. სასტუმროში შესვლისთანავე ლიზამ და დანიელმა აუზის მხარეს გააპარეს მზერა… ორივე ერთდროულად გაჩერდა..ქეთი და იშაი იქვე იდგნენ… ერთმანეთს ეკეკლუცებოდნენ, იცინოდნენ, ხან იშაი ქეთის ხელს იჭერდა, ხან ქეთი ურტყამდა მხარზე..დანიელს გაეღიმა. - ერთი ამათ შეხედე… - ლიზამ თვალები მოჭუტა, ყურადღებით დააკვირდა. - მოიცა… ესენი მართლა ერთად არიან?.. მეგონა მომატყუე… - იმედია ერთად არიან… - ჩაიცინა დანიელმა - გავიგებთ ახლა… ორივენი მათკენ წავიდნენ - - აბა… როგორ გრძნობს თავს ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი? - დანიელმა ღიმილით უთხრა და იშაის თვალი ჩაუკრა, იშაიმ მაშინვე ფართოდ გაიღიმა. - მეგობარო… დღეიდან შეგიძლია სიძე დამიძახო… - ქეთიი… მართალია ეს? - ლიზა გაოცებული უყურებდა, ქეთიმ ოდნავ მორცხვად, მაგრამ ბედნიერი ღიმილით თავი დაუქნია. - მართალია… - ლიზა მაშინვე გადაეხვია, შემდეგ დანიელს ჩაეხუტა ქეთი. - ჩემო ანგელოზო! - დანიელმა ძლიერად მიიკრა - იშაიზე უკეთესი ადამიანი შენს გვერდით ვერ იქნება… უბედნიერესი ვარ რომ ერთად ხართ… მე შენ გვერდით ვარ ბოლომდე… ყველაფერში! - მიყვარხარ დანი… - ჩუმად უთხრა ქეთიმ. - მეც მიყვარხარ, ჩემო ლამაზო… - აბა რა ვთქვა… ოჯახში ოფიციალურად შემოვედი - ჩაიცინა იშაიმ - ჯერ ნუ გიხარია ბოლომდე - გადახედა დანიელმა - ჯერ გამოცდები გაქვს ჩასაბარებელი! ქართველების სიძეობა ადვილი ხომ არ გგონია? - მზად ვარ, ყველანაირად ძმაო.. რა გვიქნეს ქართველებმა.. მოვვაჯადოვეს! - სიცილით უპასუხა იშაიმ..ლიზამ ხელი ქეთის მხარზე შემოახვია. - კარგი… ჩვენ ახლა თათბირზე მივდივართ… თქვენ არ მოიწყინოთ… ლიზა და ქეთი სასტუმროს დერეფნისკე მიდიოდნენ. - ქეთი… - ლიზამ ისევ გახედა - უზომოდ მიხარია შენი ბედნიერება… მართლა… როგორ გადადგი ეს ნაბიჯი?.. შენ ისე გეშინოდა… - ქეთიმ ნელა ამოისუნთქა. - არ ვიცი ლიზა… მართლა არ ვიცი… დამარწმუნა… და… მეც მივენდე… - მართალია მომავლის შიში მაქვს, მაგრამ… - ლიზამ მაშინვე გააჩერა და თვალებში ჩახედა. - ნუ დაიჩემე ეგ სისულელე… ის რაც წლების წინ ექიმმა გითხრა.. მას მერე ტექნოლოგიები შეიცვალა.. იქნებ სულაც ჩვეულებრივად გააჩინო ბავშვი… ქეთიმ თავი ოდნავ გადააქნია. - არ ვიცი… ჩემს თავს იმედს ვერ ვაძლევ… არ მინდა მერე ეს იმედი გამიცრუვდეს… - ლიზამ ხელი ნაზად მოუჭირა. - არ გაგიცრუვდება… - დარწმუნებით უთხრა, რამდენიმე ნაბიჯი ჩუმად გაიარეს..შემდეგ ლიზამ წარბი ასწია. - ალეკოს რა უნდა… ხომ არ იცი? - ქეთიმ მხრები აიჩეჩა. - არ ვიცი… სასტუმროს საკონფერენციო ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა…თანამშრომლები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, ვერავინ ხვდებოდა რა იყო ასეთი სასწრაფო შეკრების მიზეზი…ლიზა და ქეთი გვერდიგვერდ დასხდნენ. ლიზას უკვე ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა… რამდენიმე წამში კარი გაიღო და ალეკო შემოვიდა… ჩვეულებრივზე უფრო დაღლილი ჩანდა… სახეზე სევდა და დაძაბულობა ეტყობოდა… მდუმარება ჩამოვარდა.ალეკომ ღრმად ჩაისუნთქა… თანამშრომლებს გადახედა… და დაიწყო: - მოკლედ… ჩემო ძვირფასო კოლეგებო… - ხმა ოდნავ აუკანკალდა - ყველანი ძალიან მიყვარხართ… ჩემთვის შვილებივით ხართ… მაგრამ პირადი პრობლემების გამო… იძულებული გავხდი… სასტუმრო გამეყიდა… - სიტყვები ძლივს დაასრულა… თვალები აემღვრა… ცრემლები მოერია…ერთ წამში ოთახში ჩოჩქოლი ატყდა. - რაა?! - რას ნიშნავს გაყიდეთ?! - ეს როგორ?! - თუ საჭირო იქნება ამ თვეში უარს ვიტყვით ხელფასებზე! - ერთმა თანამშრომელმა ხმამაღლა თქვა. - არა, ასე ვერ მოგვექცევით! ეს სასტუმრო ვერ გაიყიდება! - სხვებიც აყვირდნენ. - ბატონო ალეკო, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? - ქეთიმ ჩაერთო, ხმა შედარებით მშვიდი ჰქონდა, მაგრამ თვალებში აშკარად შიში იკითხებოდა..ალეკომ თავი დახარა. - ასე სჭირდებოდა ჩემს საქმეს, შვილო… - ჩუმად თქვა - მაპატიეთ… მაგრამ სასტუმრო უკვე გაყიდულია… მომდევნო კვირიდან ახალი მეპატრონე ჩაიბარებს… თქვენ კი… - გაჩერდა წამით - სჯობს ახალი სამსახურების ძებნა დაიწყოთ… არ ვიცი აქ რა შეიცვლება… - ოთახში სრული შოკი ჩამოვარდა..ალეკომ კიდევ ერთხელ მოავლო ყველას თვალი… და მძიმედ გავიდა ოთახიდან..სიჩუმე რამდენიმე წამით გაიწელა… მერე ისევ ხმაური, პროტესტი, გაბრაზებული ხმები… - მე აქ წლები გავატარე! - ვინ არის საერთოდ ეს ახალი მეპატრონე?! - ვიღაც იდიოტის გამო უნდა დავრჩეთ უმუშევრები?! - ლიზა გაშეშებული იჯდა… - ამ სასტუმროში ვცხოვრობ… - ჩუმად თქვა - რა მეშველება ახლა?.. - ქეთიმ ხელი მოუჭირა, მაგრამ თვითონაც აშკარად შოკში იყო. - რამეს მოვიფიქრებთ… - ძლივს თქვა, თუმცა თვითონაც არ სჯეროდა ბოლომდე.. რამდენიმე წუთის შემდეგ ორივე აუზთან დაბრუნდა…იქ კი სრულიად სხვა სამყაროს ჰგავდა ყველაფერი. იშაი და დანიელი ისევ სიცილით საუბრობდნენ, ლიზამ და ქეთიმ ერთმანეთს გადახედეს და იმ წამსვე მათი მძიმე განწყობა აშკარად გამოიკვეთა, დანიელმა მაშინვე შეამჩნია. - რა მოხდა?.. - წარბი შეჭმუხნა, ლიზამ ღრმად ამოისუნთქა. - სასტუმრო… გაიყიდა… - სიჩუმე, ჩამოვარდა..იშაიმ და დანიელმა ერთმანეთს გადახედეს. - რას ნიშნავს გაიყიდა?.. - იშაიმ იკითხა, ქეთიმ თავი ნელა დაუქნია. - ახალი მეპატრონე მოდის… და… სავარაუდოდ… ჩვენ ყველას წასვლა მოგვიწევს… - ლიზას თვალებში ისევ შიში გამოჩნდა. - მე საერთოდ სად უნდა წავიდე არ ვიცი… - დანიელი ჩუმად იდგა… სახე უცნაურად შეეცვალა…მაგრამ ამჯერად… არაფერი უთქვამს. მხოლოდ მზერა გაუმკაცრდა თითქოს რაღაცას უკვე ხვდებოდა… ან უფრო სწორად… რაღაცას გეგმავდა…ლიზას თვალს ეს არ გამოჰპრავია, კარგად იცნობდა დანიელის თითიეულ მზერას და გამოხედვას - დანიელ! გაფრთხილებ! თანაც მკაცრად! ბინას მე თვითონ ვიპოვი და არ ჩაერიო, გასაგებია? - გასაგებია.. - გიმეორებ! მინდა ჩემი პრობლემები მე მოვაგვარო არ მინდა სხვისი დახმარება!, უხერხულ სიტუაცუაში ნუ ჩამაყენებ! - საყვარელ ქალს თუ დავეხმარები ეს დანაშაულია?! - შენ მე საკმარისად დამეხმარე! ისიც ვიცი რომ დათო შენ ჩამომაშორე და შენ გადაიხადე მისი ვალი.. გთხოვ მაცადე ჩემს პრობლემებს თავად მივხედო.. იქნებ სხვა სამსახურიც ვიპოვო.. - რაიმე აუცილებლად გამოჩნდება.. - თქვა დანანებით ქეთიმ - ქეთი, შენ ჩემთან ერთად წამოხვალ.. - მტკიცედ თქვა იშაიმ - რას ამბ.. - ქეთი! აღარ გავიმეორებ! შენ ჩემი ცოლი ხარ და უპრობლემოდ წამოხვალ! - ლიზას აქ მარტო დავტოვებთ?! - ლიზამ ამ სიტყვებზე მოიწყინა.. დანიელი მაშინვე მასთან მივიდა ხელი გადახვია და ნაზად აკოცა ლოყაზე - ლიზაც მალე შემოგვიერთდება! ამისთვის მე ყვეკაფერს გავაკეთებ, მანამდე კი იშაი მართალია შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ! - კი მაგრამ.. - ქეთი! დაუჯერე მათ.. გთხოვ.. მე რა მიჭირს ? ყველაფერს მოვაგვარებ მთავარია შენი რქიანი ძმა ისევ ჩემს გულშია.. - მე ვარ რქიანი? ამდენი ხანი დაგსდევდი! - რქიანი ხარ დიახ! - სიცილით ეუბნებოდა ლიზა - მოკლედ რას ვამბობდი.. უნდა წახვიდე ქეთი! იქ სხვანაირად არის ყველაფერი, სხვანაირადაა მედიცინა განვითარებული, ეს შენი თავისთვის უნდა გააკეთო! - ლიზას სიტყვებმა ქეთი დაარწმუნა და საბოლოოდ დიდი ჭირვეულობის შემდეგ დაითანხმეს.. - მოკლედ.. ნეგატივი გვერდზე გადავდოთ და საქართველოს დასათვალიერებლად წავიდეთ რას იტყვით? - სიტყვით გამოვიდა ლიზა - სად წავიდეთ? - თვალები აუციმციმდა ქეთის.. - ჩემი პატარა ფერიათი წავიდეთ? - მანქანისკენ გაიხედა ქეთიმ - არა!! - სამივემ ომახიანად წამოიყვირა ერთდროულად, ქეთი შეხტა და მერე გაეცინა - კარგით კარგით.. ვიცი რომ ამით შეიძლება აჭარასაც ვერ გავცდეთ..ანუ როდის წავალთ? - ზეგ თქვენი ფრენაა. დღევანდელი და ხვალინდელი დღე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ! ასე რომ წავედით.. გიდი მე ვიქნები! - მაშინ წავედით, ძვირფასო გიდო! - მანქანა იქირავეს და ექსკურსია ოფიციალურად დაიწყო.. აჭარიდან გასვლისას პირველი გაჩერება იყო მანხუცეთის ჩამჩქერი.. ჩანჩქერის ხმაური შორიდანვე ისმოდა… - ვაუ… - იშაიმ გაოცებულმა შეხედა - რა ლამაზია… - ჯერ სად ხარ… - ამაყად თქვა ლიზამ - ეს მხოლოდ დასაწყისია - დანიელმა წყლის წვეთები შეასხა ლიზას. - ცოტა გაგაგრილო ჩემო კნუტო - იდიოტო! - სიცილით დაედევნა ლიზა, იშაი ქეთის უყურებდა… - შენც თუ გინდა გაგაგრილო… - არ გაბედო! - უკან დაიხია ქეთიმ და სიცილით გაიქცა.. შემდეგი იყო გოდერძის უღელტეხილი..მთები, ნისლი და გზა… მანქანა ღრუბლებში შედიოდა… - მგონია ცაში მივდივართ… - ჩუმად თქვა ქეთიმ, იშაიმ ხელი ჩაჰკიდა. - თუ ჩავვარდებით, ერთად ჩავვარდეთ - ძალიან კარვი „დამამშვიდებელი“ ხარ - გაეცინა ქეთის მესამე იყო ჯადოსნური სათაფლია.. დინოზავრის ნაკვალევთან გაჩერდნენ. - აი აქ დადიოდნენ… - დაიწყო ლიზამ დანიელმა ფეხი დაადო ნაკვალევს. - მგონი ზომაში ვჯდები - ლიზამ მაშინვე უპასუხა: - ჰო, ზუსტად შენ გგავს დიდი, უხეში და ცოტა გაუთლელი - იშაი სიცილით მოკვდა. - დანი, შენ ოფიციალურად დინოზავრი ხარ! - დანიელმა ლიზა თავისკენ მიიზიდა. - კიდევ ერთხელ გაიმეორე მიდი! - დინოზავრი ხარ! - ხელი მოკიდა ლიზა, მხარზე გადაიკიდა და სიცილ კისკისით დარბოდა ლიზასთან ერთად.. შემდეგი გაჩერება - მარტვილის კანიონი..ნავში ოთხივე ერთად ისხდნენ.. წყალი სარკესავით იყო, დანიელი ლიზას უყურებდა - იცი რა არის აქ ყველაზე ლამაზი? - რა? - შენ - ეს ისედაც ვიცოდი სულელო! - გაეცინა ლიზას, ქეთი წყალს ხელით ეხებოდა… იშაიმ ნელა ხელი ჩაჰკიდა. - ცივია? - არა… სასიამოვნოა.. ზუსტად შენნაირი - ჩუმად უთხრა იშაიმ ქეთიმ თავი დახარა… გაეღიმა… შემდეგ გაემართნენ ანანურის ციხისკენ - აქ სიყვარულისთვისაც იბრძოდნენ და ომისთვისაც… - თქვა ლიზამ.. დანიელმა ზურგიდან მოხვია ხელი. - ძალიან საინტერესო ადგილია.. ყაზბეგი: მთები, სიჩუმე, სუფთა ჰაერი…მთების ფონზე, პატარა მინდორზე იდგნენ…ლიზას თვალები აუციმციმდა, როცა ცხენები დაინახა. - დანიელ… ცხენზე მინდა დაჯდომა! - ბავშვივით აღელვებულმა უთხრა დანიელმა წარბი ასწია. - არა. - რა „არა“? მინდა! - ლიზა, არ იცი როგორ უნდა… დაეცემი… - არაფერს არ ვიზამ! - გაიბუსხა - ერთად დავჯდეთ გთხოოვ - დანიელმა ამოიოხრა..ლიზა უკვე ცხენისკენ მიდიოდა. - მოდი აქ! - ხელი გაუწოდა,დანიელმა თავი გააქნია, მაგრამ მაინც მიუახლოვდა… ხელი წელზე შემოხვია და ნელა, ფრთხილად შემოაჯინა ცხენზე… - არ იმოძრაო! - მკაცრად უთხრა - მშვიდად იჯექი… - კარგიი… - დამჯერი სახით უპასუხა ლიზამ, დანიელიც უკან მიუჯდა, ხელი წელზე შემოხვია, რომ დაეჭირა. - ასე… ახლა ნელა ვივლით… - ორი წამი სიჩუმე…ლიზამ წინ გადაიხარა, ცხენს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა: - ჰეეეეი წავედით!!! - და ფეხი ოდნავ მიარტყა, ცხენი უცებ დაფრთხა და სწრაფად გაიჭრა წინ. - ლიზაააა!!! - იყვირა დანიელმა - ვაიმეეეეეე!!! - ლიზა უკვე იცინოდა და თან ყვიროდა, ცხენი უცნაურად ახტა, მერე გვერდზე გაიწია და ორივე ერთად მინდორზე დაენარცხა, რამდენიმე წამი სიჩუმე… შემდეგ ლიზას სიცილი გასკდა. - აჰაჰაჰაჰააა!!! - ძლივს სუნთქავდა - ნახე რა მაგარი იყო!!! - დანიელი ზურგზე იწვა, ცას უყურებდა. - შენ… საერთოდ ნორმალური ხარ?.. - არა! - სიცილით მიუგო ლიზამ დანიელმა გვერდზე გადმობრუნდა და შეხედა… თმები არეული ჰქონდა, თვალები უბრწყინავდა და უცებ თვითონაც გაეცინა. - გიჟი ხარ… - შენი გიჟი! - დაუბრუნა პასუხი ლიზამ, დანიელმა ხელი მოხვია, ახლოს მიიზიდა და შუბლზე აკოცა. მეორე დღის დასასრულს საბოლოო გაჩერება მცხეთისკენ ჰქონდათ.. მცხეთაში შესვლისას მზის ჩასვლის ოქროსფერი შუქი ნელ-ნელა ეფინებოდა ტაძარს…სვეტიცხოველი მშვიდად იდგა დიდებული, მძიმე ისტორიით და საოცარი სიმშვიდით… ლიზა პირველივე წამიდან გაჩერდა… თვალები არ მოუცილებია ტაძრისთვის. - ღმერთო… მიყვარს აქ ყოფნა.. საოცრებაა! - დანიელი გვერდით დაუდგა, თუმცა არაფერს ამბობდა… მხოლოდ უყურებდა… არა ტაძარს, არამედ ლიზას..ქეთი და იშაი ცოტა მოშორებით დარჩნენ, თითქოს განზრახ… მიხვდნენ, რომ ეს მომენტი მათთვის იყო..ლიზა ნელა შევიდა ტაძარში… ქვის იატაკზე ნაბიჯების ხმა ჩუმად ისმოდა… შიგნით სიგრილე და სიმშვიდე იყო… ისეთი, რომ გული თვითონ ჩერდებოდა… - აქ… სულ სხვაა ყველაფერი… თითქოს აქ კედლები გულისყურით გისმენს… - ჰო… - დანიელის ხმა დაბალი და სერიოზული იყო - აქ ყველაზე გულწრფელი სიტყვები უნდა თქვა…ლიზა შემობრუნდა მისკენ. - ისევ ფილოსოფიას იწყებ დიადო დანიელ? - დანიელმა სუსტად ჩაიღიმა… მერე ნელა მიუახლოვდა… ლიზამ იგრძნო, რაღაც იცვლებოდა… ჰაერი თითქოს დამძიმდა… - დანიელ?.. - ჩურჩულით უთხრა დანიელი მის წინ გაჩერდა… რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა თვალებში…ისეთი მზერით სადაც ყველაფერი იკითხებოდა… მონატრება, ტკივილი, სიყვარული…და შემდეგ… ნელა… მუხლზე დაეშვა, ლიზას სუნთქვა შეეკრა. - დანიელ… რას აკეთებ?.. - ტაძარში მყოფი რამდენიმე ადამიანს მზერა მათკენ გადმოვიდა… მაგრამ იმ წამს ლიზასთვის არაფერი არსებობდა… დანიელმა ჯიბიდან პატარა ბეჭედი ამოიღო… ხელები ოდნავ უკანკალებდა… - ლიზა…მე ბევრი შეცდომა დავუშვი… ყველაზე დიდი ის იყო, რომ შენ გაგიშვი… - ლიზას თვალები ცრემლებით აევსო… - ერთი წელი… ერთი წელი ისე გავატარე, რომ ყოველი დღე შენით იწყებოდა და შენით მთავრდებოდა… მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან არ იყავი… - ლიზას ტუჩები აუკანკალდა… - აღარ მინდა ასე… აღარ მინდა არც ერთი წამი შენს გარეშე…მინდა, რომ ყოველი დილა შენთან ერთად გავიღვიძო… მინდა, რომ მთელი ცხოვრება შენთან ერთად გავიარო… მცირე პაუზა… სიჩუმე… - გახდები ჩემი ცოლი? გახდები ისევ ლიზა კოენი? - ლიზა გაშეშებული უყურებდა… ცრემლები ნელ-ნელა ჩამოსდიოდა ლოყებზე… - დანიელ… - ძლივს ამოიღო ხმა - აქ?.. მართლა აქ მთხოვ ხელს?.. - აქ… - ჩუმად გაუღიმა - იმიტომ რომ აქ ვერ მოგატყუებ… აქ ყველაფერი ნამდვილია… - ლიზამ თავი ოდნავ დახარა… ცრემლები მოიწმინდა… მერე ისევ შეხედა… მის თვალებში უკვე აღარ იყო ეჭვი… მხოლოდ სიყვარული… თავი სწრაფად დაუქნია… ხმამაღლა თქვა, ცრემლებს შორის სიცილით: - კიიი!! თანახმა ვარ!!! - ტაძარში ხმა გაისმა… რამდენიმე ადამიანმა ტაშიც შემოჰკრა დანიელის სახე წამში განათდა… ბეჭედი ნელა გაუკეთა… შემდეგ ფეხზე წამოდგა… ლიზა მკლავებში აიყვანა… - მიყვარხარ!!! - დანიელმა ლიზა ჰაერში დაატრიალა - მეც მიყვარხარ!!! - ძლიერად მიიხუტა - ლიზამ სახე მის კისერში ჩამალა… ისევ ტიროდა… მაგრამ ამჯერად ბედნიერებისგან…დანიელმა ნაზად აკოცა თმაზე… შუბლზე… - აღარასდროს გაგიშვებ… - არც წავალ!… - ჩუმად უპასუხა ლიზამ.. ************* ბათუმში დაბრუნებულ ოთხეულს თითქოს სულ სხვა სითბო და ემოცია დახვდათ… გზიდანვე იგრძნობოდა ყველაფერი შეიცვალა..ლიზას თითზე ბეჭედი ბრწყინავდა, ხან გაჩერდებოდა უეცრად, ხელს ჰაერში ასწევდა და ისევ შეხედავდა ბეჭედს… თვალები უბრწყინავდა ისე, თითქოს პირველად ხედავდა ყოველ ჯერზე. - ღმერთო… - ჩუმად ჩაიჩურჩულებდა თავისთვის - მართლა ჩემი არის… - რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებდა… მერე უცებ პატარა ბავშვივით გაიღიმებდა, ფეხის წვერებზე წამოიწეოდა და მსუბუქად ხტუნავდა ადგილზე. - დანიიი… ძალიან ძალიან ლამაზიააა! - დანიელი უყურებდა და ეცინებოდა. - უკვე მეათედ მიყურებ მაგ ბეჭედს, ლიზა… - არა! ეს მეათე არ არის… ეს მეცხრეა!- გაბუტული სახით მიუბრუნდებოდა ხოლმე - ოოო, დიდი განსხვავებაა… -ლიზამ ისევ დახედა თითს… ისევ იგივე სიხარული, ისევ იგივე აღტაცება… - ხომ ხედავ რამხელა პატივში ხარ მეორედ დაქორწინდები ჩემზე! ამჯერად ნამდვილად, სუფთად, წმინდად.. ყველანაირი თამაშის ფიქტიურობის და ტყუილების გარეშე! - ლიზამ ისევ ბეჭედს დახედა… და ისევ, პატარა ბავშვივით, სიხარულისგან წკმუტუნი ამოუვიდა, დანიელი კი ისეთი კმაყოფილი და ბედნიერი ჩანდა, თითქოს მთელი მსოფლიო მოიგო.. სასტუმროში შესვლისთანავე სამზარეულოში ქაოსი დახვდათ… სამზარეულოდან სურნელი გამოდიოდა ისეთი, რომელიც მხოლოდ საქართველოში შეიძლება იგრძნო. ყველის, ცომის, სანელებლების, სითბოს და სიყვარულის არომატი ერთმანეთში ირეოდა. - დედააა… - ხმამაღლა გასძახა ლიზამ, ვიკა სამზარეულოდან გამოვარდა, წინსაფარი ეკეთა, ხელები ფქვილში ჰქონდა ამოთხვრილი. - ოჰოოო! მოვიდნენ ჩემი პატარძალი და სიძეეე! - თვალები გაუბრწყინდა, ლიზას მაშინვე ჩაეხუტა, შემდეგ დანიელს, მერე ბეჭედს დახედა და ლიზამ დაიკივლა: - ააიიიიი! ჩემი ბეჭედი!! - ყველას გაეღიმა - ვიკა, აქ რა ხდება? ომი გაქვს გაჩაღებული? - გაეცინა ქეთის - ქართულ პროდუქტებს გიმზადებთ რომ გაგატანოთ! ვიკა ჩანთებში ალაგებდა ყველს, აჯიკას, ტყემალს… ყველაფერი სიყვარულით ჰქონდა მომზადებული, თითქოს თითოეულ ქილაში თავისი სითბოც ჩაალაგა… ქეთი და იშაი იცინოდნენ, რაღაცაზე კამათობდნენ…გარემო ცოცხალი იყო… მაგრამ ლიზა უცებ დადუმდა… ნელა დაჯდა… თითზე ბეჭედს დახედა…რამდენიმე წამით გაუღიმა… მერე ღიმილი ნელ-ნელა გაქრა…ხვალ ისინი მიდიოდნენ… ის კი მარტო რჩებოდა…არ იმჩნევდა… მაგრამ გულში რაღაც მძიმედ ჩაეშვა…დანიელმა მაშინვე შენიშნა.მიუახლოვდა… ნაზად ხელისგულებში მოიქცია მისი სახე და თავისკენ მიაბრუნა. - კარგი ახლა… ჩემო პატარავ… - ჩუმად უთხრა - ნუ გაქვს ასეთი საწყალი თვალები… აი ნახავ, ერთად იმაზე მეტად ადრე ვიქნებით ვიდრე შენ გგონია ეს! - ლიზამ ძლივს გაიღიმა. - სიცარიელე იქნება აქ თქვენს გარეშე… - ჩუმად თქვა - თან ახალი სამსახური და საცხოვრებელიც უნდა ვიპოვო… ყველაფერი ერთად… - დანიელმა ძლიერად მიიხუტა გულზე… შუბლზე მაგრად აკოცა. - ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო სიცოცხლე… - ზუსტად ამ დროს ტელეფონმა დაურეკა..დანიელმა ტელეფონს დახედა და უპასუხა: - გისმენ, ვერა… - ლიზამ მაშინვე თვალები აატრიალა, დანიელი საუბარს აგრძელებდა.. - ძალიან კარგი… მაშინ შეგვიძლია დღეს შევხვდეთ… - ლიზას თვალები ნელ-ნელა გაუფართოვდა, დანიელს უკვე ღიმილი ეპარებოდა, აშკარად სპეციალურად აწვალებდა. - ახლა უნდა გავიდე ვერა… თუმცა დაახლოებით ერთ საათში შეგვიძლია სასტუმროში გავიაროთ ეს საკითხები… - ლიზას მზერა უკვე პირდაპირ „წვავდა“, როგორც კი დანიელმა ტელეფონი გათიშა ლიზა მაშინვე აფეთქდა: - ვინ ჯანდაბააა ეს ვერა?! ან რატომ უნდა მოვიდეს შენთან სასტუმროში?!-დანიელს გაეცინა… ლოყაზე უჩქმიტა. - უუსაყვარლესი ხარ, როცა ეჭვიანობ! ზ არ მეცინება, დანიელ! ვინ არის ვერა?! - გაბრაზებულმა უთხრა - ჩემი მეგობარია… მეხმარება რაღაც საკითხში… - ვინ შენი მეგობარი?! - თვალები დაქაჩა - მე რატომ არ ვიცნობ?! მაშინ დღეს გამაცნობ! თქვენს შეხვედრას მეც დავესწრები! - არა, ლიზა! - რას ნიშნავს არა?! დანიელ, ჭკუიდან ნუ მჭრი! - ხმას აუწია - ლიზა! თხასავით ნუ იქცევი - სიცილით უპასუხა დანიმ - ვინ არის ვერა?! - დანიელმა წამით შეხედა… მერე ვითომ სერიოზულად თქვა: - ჩემი ყოფილი შეყვარებულია ლიზა..! - ლიზამ თვალები ისე გადმოკარკლა, თითქოს ადგილზე გაქვავდა, დანიელმა ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა ახარხარდა. - გეხუმრები, სულელო! გეხუმრები! - ლიზამ ხელი დაარტყა მხარზე. - იდიოტი ხარ! - მოკლედ… რაღაც საქმეზე ვმუშაობთ ერთად… მართლა არ გაქვს საეჭვიანო… არ მენდობი? - შენ გენდობი… მაგრამ რავიცი ის ვერა ვინაა… მინდა გავიცნო… - სხვა დროს გაგაცნობ. - სხვა დროს ისრაელში იქნები… - ლიზა! ნუ მაბრაზებ! - ისევ გაეცინა, წავედი ახლა… მიყვარხარ - შუბლზე აკოცა… და ისე წავიდა, რომ უკან ერთხელაც არ მოუხედავს, თითქოს სპეციალურად… ლიზა ადგილზე იდგა… ხელები გადაიჯვარედინა… - „ვერა“… - ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა, მერე ისევ ბეჭედს დახედა…ამჯერად ღიმილი არ ჰქონია… - მაინც გაგიცნობ ვერა! თანაც დღესვე! - ჩუმად თქვა და თავდაჯერებული იდგა.. ლიზა ვერ ისვენებდა…ფოიეში აქეთ-იქეთ დადიოდა, თითებს ნერვიულად იმტვრევდა, ხან ბეჭედს დახედავდა, ხან შემოსასვლელ კარს… -ვერა… ვინ იყო ეს ვერა? და რა საქმე უნდა ჰქონოდა დანიელთან ისეთი, სასტუმროში რომ იბარებდა?.. არ მომწონს ეს… საერთოდ არ მომწონს… - ბურტყუნებდა თავისთვის და ზუსტად ერთ საათში… მოთმინება საბოლოოდ დაკარგა..ჩუმად, ფეხაკრეფით მივიდა დანიელის ოთახთან… კარი გააღო და შიგნით შეიპარა, თვალი მოავლო ოთახს… ცარიელი იყო. - იდეალური… - ჩუმად ჩაიჩურჩულა კარადას მიუახლოვდა, სწრაფად გააღო და შიგნით შეძვრა, კარი ფრთხილად მიიხურა და მოიკუნტა. - ცოტაც და გავიგებ… - სუნთქვაც კი შეიკავა, რამდენიმე წუთში კარის გაღების ხმა გაისმა..დანიელი დაბრუნდა… ხელში დოკუმენტების სქელი დასტა ეჭირა, მაგრამ მარტო იყო..ლიზას სახე მაშინვე მოექუფრა. - რაა?.. მარტოა?.. კოვზი ნაცარში ჩამივარდა… - ჩუმად ჩაილაპარაკა გულში, კარადაში უფრო მოიკუნტა, რომ არ შეემჩნია..დანიელმა დოკუმენტები მაგიდაზე დააწყო… მერე ნელა დაიწყო ტანსაცმლის გამოცვლა…ლიზა კარადის პატარა ნაპრალიდან უყურებდა… ჯერ პერანგი გაიხადა… მერე ქამრის გახსნა დაიწყო…მისი სხეული დაძაბული, ძლიერი, იდეალურად გამოკვეთილი კუნთებით…ლიზას სუნთქვა შეეკრა. - ღმერთო… - გაიფიქრა, თითქოს დრო გაჩერდა… თვალს ვერ აცილებდა… თითქოს პირველად ხედავდა… - ჩემი არის… - გაიფიქრა უნებურად და ტუჩი ოდნავ მოიკვნიტა, იმდენად გაიტაცა ამ ხედვამ, რომ საერთოდ დაავიწყდა სად იყო…უცებ პატარა ფხაკუნის ხმა გაისმა კარადიდან, დანიელი წამში გაშეშდა, მის თვალს არაფერი ეპარებოდა, ნაპრალს თვალი გააპარა… მაგრამ არაფერი შეიმჩნია… თითქოს არ გაუგია… რამდენიმე წამი სიჩუმე…შემდეგ ნელა… ძალიან ნელა მიუახლოვდა კარადას. - აქ მგონი პატარა თაგვი დაძვრება…- ჩაილაპარაკა ხმამაღლა და უცებ კარს სწრაფად გამოაღო! შიგნით მოკუნტული ლიზა იჯდა…თვალებდახუჭული, თითქოს იმედოვნებდა რომ არ დაინახავდნენ. დანიელმა მკაცრი სახე დაიჭირა… თუმცა ღიმილს ძლივს იკავებდა. ლიზამ ნელ-ნელა გაახილა თვალები…უცოდველი მზერით შეხედა.დანიელმა ხელი ჩაავლო და კარადიდან გამოყვანა… შიშველ მკლავებში მოიმწყვრია. - მე შენ რა გითხარი, ჯიუტო? - წარბი ასწია - რას აკეთებდი ჩემს კარადაში?! - მე… მე… - ენა აებნა ლიზას - კარგი ხო! მაინტერესებდა რაზე უნდა გესაუბრათ შენ და იმ ვერას!- თვალი მაშინვე მაგიდაზე დაწყობილ დოკუმენტებს გააპარა… ხელის გაწვდენა დააპირა მაგრამ დანიელმა დაასწრო… დოკუმენტები ჰაერში ასწია. - ნუ ხარ სულსწრაფი! - მაჩვენე! რა არის?! რას მალავ?! - წაეტორღიალა, ხტუნავდა, ცდილობდა მიწვდომას… მაგრამ ვერ სწვდებოდა, უცებ დანიელმა ცალი ხელით ჰაერში აიტაცა. - ააჰ! - შეჰკივლა ლიზამ - ჯიუტად რომ იქცევი და არ მიჯერებ… ახლა დაისჯები! - ჩაიცინა, სააბაზანოში შეიყვანა და პირდაპირ საშხაპეში შეაგდო, წყალი ჩართო ლიზა წამში გაწუწა. - იდიოტოო! - იყვირა სიცილითაც და ბრაზითაც - გეყოფა! სულ დავსველდები ასე! - დანიელი ხმამაღლა იცინოდა. - გეყოფა, საზიზღარო! - უცებ თვითონაც შევიდა საშხაპეში, ახლა ორივეს ზემოდან ასხამდათ წყალი, გაშეშდნენ…სიცილი ნელ-ნელა ჩაწყნარდა…დარჩა მხოლოდ სუნთქვა…დანიელი ნელა მიუახლოვდა… - შენ უნდა დაისაჯო, ჯიუტო ქალბატონო… - ყურის ბიბილოზე ნაზად უკბინა, ლიზამ თვალები ოდნავ მოჭუტა. - აქ დამსჯი?.. - ჩუმად ჰკითხა - კი… აქ… - ჩასჩურჩულა დანიელმა.. წყლის ქვეშ იდგნენ, სუნთქვა ერთმანეთში ერეოდათ… დანიელი ისე კოცნიდა ლიზას, თითქოს ყოველ ჯერზე პირველად ეხებოდა ნელა, ღრმად, მთელი გრძნობით. ლიზაც არ ჩამორჩებოდა, თითები მის კისერში და თმებში ეხვეოდა, ჩუმად ეჩურჩულებოდა: - ძალიან მიყვარხარ… - მე უფრო… - ძლივს ამოისუნთქა დანიელმა და კიდევ ერთხელ დაეწაფა ტუჩებზე, რამდენიმე წამში ლიზამ ხელით ოდნავ გააჩერა, ძლივს მოსწყდა მის ტუჩებს, სუნთქვა არეული ჰქონდა. - გეყოფა ახლა… წადი, ჩემი ოთახიდან ტანსაცმელი გამომიტანე… ასე ვერ გავალ გარეთ, უხერხულია ვინმემ რომ დამინახოს - ჩუმად თქვა. დანიელი თითქოს საერთოდ არ უსმენდა ისევ კოცნიდა, ლოყებზე, კისერზე, ყურთან, ხანდახან მსუბუქად უკბენდა კიდეც. - დანიელ! - ხელი მსუბუქად ჰკრა - წადი სულელო… - ბოლოს მაინც გაეცინა და ნახევრად გაწუწული გავიდა ოთახიდან, ლიზამ სწრაფად გამოიცვალა სველი ტანსაცმელი, პირსახოცი შემოიხვია, სველი თმა ზურგზე ეშლებოდა… რამდენიმე წუთში კარი გაიღო და დანიელი დაბრუნდა, შეჩერდა. მის წინ იდგა ლიზა პირსახოცში გახვეული, სველი თმით, ოდნავ გაწითლებული კანი… დანიელმა ღრმად ჩაისუნთქა, თვალს ვერ აშორებდა. - მომეცი ტანსაცმელი… რას გაშტერდი… ქვემოთ ნინი მყავს დატოვებული… - დანიელმა ხმა ვეღარ ამოიღო, ტანსაცმელი ლოგინზე მიაგდო და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, მერე კიდევ ერთი.. - დანიელ… - სიტყვა არ დაამთავრებინა სწრაფად მოიზიდა, მაგიდაზე მსუბუქად შემოაჯინა და ტუჩებზე დაეწაფა. კოცნა უფრო ღრმა იყო, უფრო მძაფრი… ხელები მის წელზე, ზურგზე ჩამოასრიალა, ლიზას სხეული მისკენ მიექაჩა უნებურად..ლიზა უკვე ძლივს სუნთქავდა, თითები ისევ მის თმებში ჩაიკარგა. - უნდა წავიდე… - ჩუმად ამოიკვნესა კოცნებს შორის - ნინი მელოდება… - ნინი მოიცდის… - ჩუმად ჩასჩურჩულა დანიელმა, შუბლი მის შუბლს მიადო - ჯერ ვერ გაგიშვებ…რა გეგონა აქ რომ შემომივარდი?! - ლიზამ თვალები დახუჭა, წამით წინააღმდეგობა გაქრა. დანიელმა პირსახოცი ნელა მოაშორა, და ძლიერად მიიხუტა..ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა… მხოლოდ მათი არეული სუნთქვა ისმოდა.. საბოლოოდ დადგა ის წუთი… წუთი, რომელსაც ლიზა ყველაზე მეტად გაურბოდა…აეროპორტში იყვნენ შეკრებილები. ირგვლივ ხალხის ხმაური, გამოცხადებები, ჩქარი ნაბიჯები… მაგრამ მათთვის თითქოს ყველაფერი გაჩერდა..ლიზამ ქეთის ხელი მაგრად ჩასჭიდა. - აბა შენ იცი, ჩემო ლამაზო… კარგი ამბებით გელოდები… ვიცი, რომ ყველაფერი გამოვა… - გულით ჩაეხუტა, თითქოს საკუთარ დას ეხუტებოდა, ქეთიმ ძლიერად მიიკრა. - მიყვარხარ, ლიზა… ძალიან მიყვარხარ… იმედი მაქვს მალე შემოგვიერთდები… - ლიზამ სუსტად გაუღიმა, მერე იშაის და დანიელს გადახედა. - ეგ ამ ორზეა დამოკიდებული… - ხუმრობით თქვა - რამდენად მალე მოაგვარებენ ჩემს საქმეს… - დანიელმა გაუღიმა, შემდეგ გულში ჩაიკრა, დარჩენილი ნახევარი საათი… უბრალოდ ჩახუტებულები იდგნენ…ლიზა მის კისერში იყო ჩარგული… მის სურნელს იმახსოვრებდა… თითქოს ეშინოდა, რომ დაავიწყდებოდა… - დანი… მალე წამიყვან?.. - ძლივს გაისმა მისი ჩურჩული, დანიელმა თვალები დახუჭა, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. - მალე ვიქნებით ერთად… გპირდები… - ჩუმად უთხრა - ყველაზე ბედნიერი ქალი მინდა იყო მთელს დედამიწაზე ჩემთან ერთად… - ლიზამ თავი ვეღარ შეიკავა… ცრემლები წამოუვიდა. - მიყვარხარ, დანიელ… ძალიან მიყვარხარ… - დანიელმა ორივე ხელით მოიქცია მისი სახე… ცერა თითებით ნაზად მოწმინდა ცრემლები… თვალებზე აკოცა. - ლიზა… ნუ ტირი… ვერ ვიტან შენს თვალებზე ცრემლებს… - არ წახვიდე… - ხმაჩამწყდარმა თქვა - აქ დარჩი… ჩემთან… - დანიელს გაეღიმა, მაგრამ თვალებში სევდა ჰქონდა. - აქ გინდა რომ ვიყო? - არ აქვს მნიშვნელობა სად იქნები… მთავარია ჩემთან იყო… - დანიელმა შუბლზე მიადო თავისი შუბლი. - მალე ვიქნები შენთან… ძალიან მალე… - გამოცხადება გაისმა, ჩასხდომა დაიწყო, დრო ამოიწურა… ყველაზე ბოლოს დანიელი წავიდა გეითისკენ…ბოლო წამამდე არ გაუშვია ლიზა… მკერდზე ჰყავდა აკრული მისი პატარა ჩიტი… და წასვლის წინ მთელი გრძნობით აკოცა… ჯერ კისერში… მერე ტუჩებზე… ისე, თითქოს ამ კოცნაში ყველაფერს ტოვებდა…შემდეგ მიტრიალდა და წავიდა, უკან აღარ მოუხედავს, არ უნდოდა ენახა… როგორ იდგა ლიზა… ცრემლიანი თვალებით…ცოტა ხანში თვითმფრინავი აფრინდა… ლიზა ადგილზე იდგა… ცას უყურებდა… სანამ პატარა წერტილად არ გაქრა ბორტი…მერე ნელა ჩამოუშვა მზერა…ვიკა გვერდით ამოუდგა, ორივე ჩუმად გამოვიდნენ აეროპორტიდან… სასტუმროში დაბრუნდნენ… ლიზა უკვე აღარ ლაპარაკობდა… თითზე ბეჭედს დააკვირდა… თვალებში ისევ ცრემლები ჩაუდგა… მაგრამ ამჯერად ღიმილიც მოჰყვა.. - მალე… - ჩუმად თქვა თავისთვის.. თვითმფრინავის კარი გაიღო და პირველივე ნაბიჯზე ქეთის სახეში ცხელი ჰაერი ეცა… ისეთი მძაფრი, მზით გაჯერებული სითბო, რომ წამში შეაჩერა, თვალები მოჭუტა, ხელი შუბლთან აიფარა და ღრმად ჩაისუნთქა. - ღმერთოო… აქ რა ძალიან გაუსაძლისად ცხელაა… - ამოიოხრა გაკვირვებულმა, ჰაერი მძიმე იყო, მზის სხივები პირდაპირ კანს ეკვროდა, ირგვლივ ყველაფერი სხვანაირად ჩანდა, უცხო, ნათელი, ცოტა ქაოსურიც…დანიელს გაეცინა. - კეთილი იყოს შენი მობრძანება ისრაელში, დაო… - თბილად უთხრა და მხარზე ხელი შემოახვია, ქეთი ისევ ირგვლივ იყურებოდა, ხალხი სწრაფად მოძრაობდა, უცხო ენაზე საუბრობდნენ, მზის ქვეშ ყველაფერი ცოცხლად ბრწყინავდა… - სულ სხვა სამყაროა… - ჩუმად თქვა, ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ იყო..ამ დროს დანიელმა უცებ მოშორდა და თვალები გაუბრწყინდა. - დედიკოოო, ჩემო მშვენიერო! - წინ მდგომი სარა რომ დაინახა, დანიელი ერთიანად მოწყდა ადგილს, გაექანა და ჰაერში აიტაცა დაბალი ტანის ქალი, ბავშვივით ატრიალა, მერე კი გემრიელად დაუკოცნა ლოყები. - ჩემი გადარეული… მომენატრეე… - სიცილით თქვა სარამ და გულში ჩაიკრა შვილი - მეც, დედა… - ჩუმად ჩაიბუტბუტა დანიელმა და შუბლზე აკოცა. შემდეგ სარამ იშაის გახედა, ნაბიჯი გადადგა მისკენ და ძლიერად მოეხვია. - შენც მომენატრე, იშაი… - ქეთი ოდნავ მოშორებით იდგა… მორიდებულად იღიმოდა, ხელები ერთმანეთში ჰქონდა გადახლართული. სარამ მაშინვე შენიშნა, თბილად გაუღიმა და ხელები ფართოდ გაუშალა. - მიდი, დაო… დედაჩემს ძალიან დიდი გული აქვს… - ქეთი ცოტათი დაიბნა, მაგრამ მაინც მიუახლოვდა. - ძალიან სასიამოვნოა… - გაუღიმა და ფრთხილად მოეხვია, სარამ მაშინვე გულში ჩაიკრა, მერე ოდნავ მოშორდა და ყურადღებით დააკვირდა… ნაზად გადაუწია თმა ყურებზე. - როგორი ლამაზი ხარ…როგორ ჰგავხარ ჩემს დანის… - სითბოთი თქვა, ქეთის გაეცინა, ოდნავ დაიმორცხვა. - მადლობა… - აბა წავედით… ყველანი ჩემთან მივდივართ… მშივრები იქნებით… - დანიელმა დედას მხარზე ხელი შემოახვია - აბა როგორ არის ჩვენი ქართველი ჯიუტი გოგო? - სარამ სიცილით იკითხა, დანიელს გაეღიმა, თვალებში ეშმაკურმა სხივმა გაუელვა.. - მალე ისევ შენი რძალი იქნება ეგ ჯიუტი გოგო! - სარას თვალები გაუბრწყინდა. - რა მაგარია! ძალიან მომენატრაა… ერთი კვირა ისე გავიდა, თითქოს ერთდროულად ნელაც და სწრაფადაც… ლიზა და დანიელი სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, დღის ბოლოს მაინც ერთმანეთს უბრუნდებოდნენ… ეკრანის იქით, ვიდეოზარების ფონზე იცინოდნენ, ჩხუბობდნენ, ეფერებოდნენ კიდეც ერთმანეთს სიტყვებით… - რას აკეთებ ახლა? - ეკითხებოდა ლიზა, საწოლზე მუცელზე დაწოლილი - შენს გარეშე ვერაფერს, მოდი აქ… - ეღიმებოდა დანიელს - მოვდივარ, მოიცა, ბილეთს ავიღებ ახლავე - ხუმრობდა ლიზა, მაგრამ თვალებში ნამდვილი მონატრება ედგა - ცოტაც… და მართლა მოხვალ… ამასობაში ქეთის ცხოვრება სრულიად შეიცვალა…სარამ ისე მიიღო, როგორც საკუთარი შვილი. ყოველდღე ზრუნავდა, აკონტროლებდა, გვერდიდან არ შორდებოდა… და ბოლოს საუკეთესო კლინიკაში მიიყვანა, ექიმის კაბინეტში სიჩუმე იდგა… - თქვენი ანალიზების მიხედვით… - დაიწყო ექიმმა - მიუხედავად იმ ავადმყოფობისა, რაც ბავშვობაში გადაიტანეთ… არსებობს შანსი… მცირე, მაგრამ მაინც არსებობს… რომ ბუნებრივი ორსულობა დადგეს… - ქეთის თვალები ერთ წამში აივსო ცრემლებით. - მართლა?.. - ძლივს ამოიკვნესა - დიახ… შეუძლებელი არ არის… - ქეთიმ ტუჩზე ხელი აიფარა… სიხარულისა და შიშის ერთდროულად განცდა გადაევლო… პირველი, ვისაც დაურეკა ლიზა იყო. - ლიზააა… - ემოციით თქვა - რა მოხდა?! - შეშფოთდა ლიზა - შანსი არსებობს… - ცრემლიანი ხმით თქვა ქეთიმ, წამში ლიზას სახე გაბრწყინდა. - ვიცოდიიი! ვიცოდი, ჩემო ლამაზო!- ყვიროდა სიხარულით ლიზა - გეუბნებოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა! - კი… მაგრამ მაინც მეშინია… რომ არ გამოვა… - ჩუმად თქვა ქეთიმ - გამოვა! აუცილებლად გამოვა! - მკაცრად უთხრა ლიზამ - ეგ უარყოფითი აზრები მოიშორე და ნახავ როგორ გამართლდება ყველაფერი! - ქეთიმ ღრმად ჩაისუნთქა…და პირველად იმედი ნამდვილად იგრძნო.. იმ ღამეს ქეთი და იშაი ერთად ისხდნენ… - ანუ არის შანსი… რომ მშობლები გავხდეთ?.. - ჩუმად ჰკითხა იშაიმ, თვალებში სითბოთი - კი… ექიმმა ასე მითხრა… - გაუღიმა ქეთიმ, იშაის თვალები უცებ აუციმციმდა. - მაშინ… თუ ექიმმა ასე თქვა… - ეშმაკურად გაუღიმა - რას აპირებ? - გაეცინა ქეთის - დროა ვიმუშაოთ ამ საკითხზე, ჩემო მშვენიერო… - ორივეს გაეცინა, შემდეგ იშაიმ ვნებიანად აკოცა ტუჩებზე… ხელი წელზე შემოახვია და ნელა, მაგრამ დარწმუნებით შეიყვანა საძინებელში… ლიზა ისევ თავის რეალობაში იყო… სამსახურის ძიება… ბინის ძიება… გაურკვევლობა…სასტუმროში დარჩენისთვის მხოლოდ ორი კვირა ჰქონდა.. რეცეფშენთან თავის საქმეს აკეთებდა, როცა ალეკო მიუახლოვდა - ლიზა, გამარჯობა - სალამი, ბატონო ალეკო - მოკლედ… ზეგ თქვენი ახალი მფლობელი გაგეცნობათ… გთხოვ, კოლეგებსაც შეატყობინე… მას თქვენთან დალაპარაკება სურს… როგორც მითხრა, სურს გააგრძელოს თქვენთან თანამშრომლობა… ასე რომ, თუ მის პირობებს დათანხმდებით, სამსახურის ძებნა აღარ მოგიწევთ… - ლიზას თვალები ოდნავ გაუბრწყინდა. - მართლა? მოხარული ვიქნები თუ აქ დარჩენა მომიწევს..აუცილებლად შევატყობინებ ყველას… ისე… პირადად იცნობთ ახალ მფლობელს? - კი… გავიცანი… ცოტა თავისებური ქალია… - თავისებური? - წარბი აწია ლიზამ - ჰო… მაგრამ მაინც დაელაპარაკეთ… - კარგი… - ჰო მართლა… წვეულებას გამართავს… ისე გაგეცნობათ… ყველასთვის სპეციალური ტანსაცმელი გამოგზავნა… სურს, რომ ერთნაირად გამოიყურებოდეთ… - ლიზამ თვალები აატრიალა. - ეს რა მეტიჩრობაა ვითომ… - არ ვიცი, შვილო… ხომ გითხარი თავისებური ქალია… - ლიზა რამდენიმე წამი ჩაფიქრდა… - საინტერესოა… ნეტავ ვინ არის ეს გიჟი.. ორი დღის შემდეგ: - რას აკეთებ, ჩემო ცხოვრება? - დანიელი კბილებს იხეხავდა და თან ვიდეოზარით ელაპარაკებოდა ლიზას - არაფერს… - ამოიოხრა ლიზამ - დღეს წვეულებას ატარებს ახალი უფროსი სასტუმროში… ჩვენთან მუშაობის გაგრძელებას აპირებს… და ვემზადები… - ძალიან კარგია… - გაეღიმა დანიელს - ესეიგი არ მოგიწევს ახალი სამსახურის ძებნა… - ჰო… მაგრამ მგონი ვიღაც ავადმყოფია… - რატომ? - სპეციალური ტანსაცმელები დაგვირიგა ყველას… ყველა ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეთო… გიჟი იქნება… არამგონია მასთან ვიმუშავო…- დანიელს გაეცინა. - ჯერ გაიცანი… იქნებ სულაც არ არის გიჟი… წინასწარ რატომ გამოგაქვს დასკვნები? - ასე მგონია… - ცოტაც გაუძელი… მალე წამოგიყვან… - ლიზამ ღრმად ამოისუნთქა. - ვუძლებ… მეტი რა გზა მაქვს… ************ ლიზა ნელ-ნელა მოემზადა, ჩანთიდან ამოიღო ის კაბა, რომელიც გაუგზავნეს…პირველივე შეხედვაზე გაშეშდა, თეთრი იყო… მაგრამ ჩვეულებრივი თეთრი არა, რბილი, თბილი ელფერი ჰქონდა, თითქოს მზის შუქში ოდნავ ოქროსფრად ელვარებდა. ქსოვილი მსუბუქად ეშვებოდა სხეულზე, თხელი, ჰაეროვანი, მოძრაობისას ნაზად ირხეოდა..ზედა ნაწილი სხეულზე იდეალურად ჯდებოდა — წელზე მსუბუქად მომჭერი, მკერდთან კი დახვეწილი, თითქმის შეუმჩნეველი ნაქარგებით გაფორმებული, რაც შორიდან უბრალო ელეგანტურობას ჰგავდა, მაგრამ ახლოდან განსაკუთრებულად ნაზ და სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა. მხრებზე თხელი, გამჭვირვალე ქსოვილი გადადიოდა, თითქოს არაფერი ეცვა, მაგრამ მაინც ფარავდა… ქვედა ნაწილი თავისუფლად ეშვებოდა, იატაკამდე ჩამოსული, თითოეულ ნაბიჯზე მსუბუქად ირხეოდა..როცა ჩაიცვა, სარკეში საკუთარ თავს რომ შეხედა, რამდენიმე წამით გაჩერდა. - რა ლამაზია… - ჩუმად თქვა თავისთვის, ზუსტად მის ტანზე იყო შეკერილი… თითქოს ვინმეს ზედმიწევნით სცოდნოდა მისი სხეულის თითოეული ხაზი… - ლიზა, მზად ხარ? - ოთახში ვიკამ შემოიხედა - კი მზად ვარ.. შენ წითელი კაბა რატომ გაცვია? - ვიკასაც ელეგანტური, მუქი წითელი კაბა ეცვა, რომელიც მკვეთრად გამოარჩევდა. - ეს გამომიგზავნეს… - აბა ყველა ერთ ფერში უნდა იყოსო? - ნაწილი წითელში, ნაწილი თეთრშიო… - მხრები აიჩეჩა ვიკამ - ლიზამ წარბი შეკრა. - მე მხოლოდ თეთრი ვიცოდი… - ლიზა… მაკიაჟი გაიკეთე… ასე უბრალოდ აპირებ ჩასვლას? - კარგი რაა დედა… არ მინდა მაკიაჟი… - გაიკეთე… უხერხულია… მსუბუქი მაინც… - ლიზამ თვალები აატრიალა. - კარგი… კარგიი… - სარკესთან დაჯდა…თმა ნაზად დაივარცხნა… მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა… ქვემოთ რომ ჩავიდა, ლიზა მაშინვე მიხვდა, რაღაც ძალიან უცნაური ხდებოდა…სასტუმრო სადღესასწაულოდ იყო მორთული… ყველგან ყვავილები, სანთლები, ოქროსფერი დეტალები… ჰაერშიც კი იგრძნობოდა ზეიმის სურნელი… მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო… ლიზა ერთადერთი იყო ვინც თეთრ კაბაში გამოწყობილი იდგა.. დანარჩენი ქალბატონები ყველა წითელში. - რა ხდება აქ… - ჩუმად ჩაიჩურჩულა სივრცე თვალი მოავლო, დაბნეული იყო. - მე რატომ მაცვია მხოლოდ თეთრი? - ამ დროს კარი გაიღო, შიგნით შემოვიდა დაახლოებით ორმოცდაათ წლამდე ქალი, მკაცრი სახით, მაგრამ საოცრად ელეგანტური. მისი თითოეული ნაბიჯი თავდაჯერებული იყო. - დღე მშვიდობისა, ძვირფასებო! - ომახიანად მიესალმა ხალხს, ზოგმა გაუღიმა… ზოგმა დაკვირვებით შეხედა… - მოხარული ვარ, თქვენი გაცნობა პირადად რომ შევძელი… - ესეიგი აწი თქვენთან ვითანამშრომლებთ? - იკითხა ერთ-ერთმა თანამშრომელმ, ქალმა ოდნავ გაიღიმა. - არა… ჩემთან არა… - ყველა გაშეშდა. - როგორ? თქვენ ხომ ახალი მფლობელი ხართ… - არა… - მშვიდად გაიმეორა - მაშინ ვინ არის?.. - ქალმა ჩაახველა, მზერა დარბაზს მოავლო… და ბოლოს ლიზაზე გააჩერა.. - ლიზა… შეგიძლია ორი ნაბიჯი წინ გადმოდგა? - ლიზა გამიფხიზლდა, როცა საკუთარი სახელი გაიგონა, თვალები გაუფართოვდა. - მე?.. - დიახ… მომიახლოვდი… - ლიზა ნელა, ფრთხილად გადმოვიდა წინ… ზუსტად ორი ნაბიჯი…ქალმა გაუღიმა, ხელი მოკიდა და დანარჩენებისკენ შეატრიალა. - გაიცანით… თქვენი ახალი უფროსი… ქალბატონი ლიზა! - სიჩუმე…მერე ჩოჩქოლი…ვიღაც გაოცდა, ვიღაც გაჩუმდა, ვიღაც ვერ იჯერებდა… ლიზა კი… უბრალოდ იდგა. - უკაცრავად… რაღაც შეცდომაა… - ძლივს ამოიკუღლუღ, ქალმა ხელი გაუწოდა. - მე ვერა ვარ… ჩემი გაცნობა ძალიან რომ გინდოდა… ეს საბუთებია… ხელი უნდა მოაწერო… და სასტუმრო შენი იქნება… - მშვიდად თქვა ქალმა - მაგრამ… როგორ… რაანაირად… მე… - სიტყვები არ ჰყოფნიდა და უცებ… ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა. - დანიელ… - ძლივს ამოიჩურჩულა - აქ ვარ! - გაისმა ომახიანი ხმა, ყველამ შემოსასვლელისკენ გაიხედა. კარში იდგა დანიელი… ქართულ ტრადიციულ ჩოხაში გამოწყობილი შავი, მკვეთრი, მის ფართო მხრებზე იდეალურად მორგებული… მკერდზე ვერცხლის მასრები ელავდა… სარტყელი მკაცრად ერტყა წელზე… მთელი მისი გარეგნობა ძალას, სილამაზეს და დიდებულებას ასხივებდა… მის გვერდით იდგა იშაი — ასევე ჩოხაში, ღირსეულად გამოწყობილი, გამზადებული როგორც მეჯვარე და ქეთი საოცრად ლამაზ წითელ კაბაში, თვალებში ბედნიერებით… ლიზა გაშეშდა…ხმა აღარ ამოსდიოდა…მხოლოდ თვალები უბრწყინავდა… - ლიზა… - დანიელი ნელა მიუახლოვდა - დროზე მოაწერე ამ საბუთებს ხელი… და წავედით… კიდევ გაქვს ხელი მოსაწერი… - ვერამ კალამი გაუწოდა, დანიელმა თვალებით ანიშნა, ლიზამ უსიტყვოდ დაუქნია თავი…სწრაფად მოაწერა ხელი… კალამი გვერდზე გადადო… და შემდეგ კივილით გაიქცა დანიელისკენ, მთელი ძალით ჩაეხუტა…ისე ძლიერად, თითქოს ისევ დაკარგვის ეშინოდა…მხოლოდ ერთი კვირა იყო გასული…მაგრამ მისთვის საუკუნეს გავდა…და აღარ დაელოდა…ყველას თვალწინ ტუჩებზე აკოცა… ძლიერად… მთელი გრძნობით…ფოიეში ტაში ატყდა… სიცილი… შეძახილები…იშაიმ ხელში აიღო კონფეტის პოპერი და ფერადი ლენტები ჰაერში გაისროლა, ფოიე ერთიანად აივსო ფერებით… - აბა მორჩა, წავედით! პატარძალს ვიტაცებთ! - დაიძახა დანიელმა სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ხელი დაავლო ლიზას და მხრებზე გადაიკიდა, როგორც ადრე აკეთებდა ხოლმე. - რას აკეთეებ! - სიცილით კიოდა ლიზა, ხელებით ზურგზე ეჭიდებოდა - ქორწილი გვაქვს!! - გარეთ გაიყვანა, სადაც უამრავი მანქანა ელოდათ, ყვავილებით და ლენტებით მორთული. - აბაა, აქეთ! - ხმაურით გამოვიდა ქეთი - ჩემი პირობა უნდა ავასრულო! თქვენი ქორწილი ჩემი მშვენიერი მანქანის გარეშე არ იქნება! - ძველებური კაბრიოლეტის კარი გააღო ამაყად. - ქეთი, გზაში დაგვტოვებს! - კბილებში გამოსცრა დანიელმა - არ დაგვტოვებს! ხელოსანთან იყო და ფორმაშია! წავედით! - ლიზა მანქანაში ჩასვეს, დანარჩენებიც თავიანთ მანქანებში გადანაწილდნენ. - გიჟები ხართ… - იცინოდა ლიზა - ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი…- შემდეგ დანიელს შეხედა. - შენ ნორმალური ხარ? ეს სასტუმრო როგორ იყიდე? - დანიელმა ნელა გაუღიმა. - ხომ იცი, რომ გიჟი ვარ… და შენმა სიყვარულმა კიდევ უფრო გამაგიჟა… გიჟი ადამიანისთვის კი შეუძლებელი არაფერია… - თვალებში ჩახედა - მე და შენ საქართველოში ვიცხოვრებთ… ვიცი, რომ აქ უფრო გინდა ყოფნა… მე კი იქ მინდა, სადაც ჩემი ჩიტია… - ლიზას თვალები აუწყლიანდა. - შენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს… სულ მგონია, ვეღარ გამაოცებ… და მაინც… - ჩშუ… - ტუჩებზე თითი მიადო დანიელმა - შენს გამო ცხრათავიან დრაკონსაც დავამარცხებდი… - ახლა სად მივდივართ? - ჯვარი უნდა დავიწეროთ! - მანქანებმა აჭარის მთებისკენ აიღეს გეზი… გზები ნელ-ნელა ვიწროვდებოდა, სიმწვანე იმატებდა, ჰაერი უფრო სუფთა ხდებოდა… საბოლოოდ მანქანები გაჩერდა. - მოვედით… - აქ ტაძარი არ ჩანს… - გაუკვირდა ლიზას დანიელმა წინ მიუთითა. - კიდევ უნდა გავაგრძელოთ გზა… ოღონდ სხვა ტრანსპორტით… - იქვე ლამაზად შეკაზმული ცხენები ელოდათ, ლიზას გაეღიმა. - ღმერთოო… - წავედით… მსურველები ცხენებით გააგრძელებენ გზას ჩვენთან ერთად… - დანიელმა ხელი ჩასჭიდა და თეთრ, ულამაზეს ცხენთან მიიყვანა. - დანიელ… ცხენის სუნი ამივა… - დანიელს გაეცინა. - მაგაზე ნუ დარდობ… ყველაფერი მოგვარებულია… - მალევე ყველა ცხენებზე გადანაწილდა…წინ ერთი მხედარი მიდიოდა საქართველოსა და ისრაელის დროშებით…მის უკან ნეფე და პატარძალი…მათ უკან მეჯვარეები… და ბოლოს მეგობრები…გზა მაღლა ადიოდა… მთებში იკარგებოდა…ტაძართან რომ მივიდნენ, სუნთქვა შეგეკვრებოდა ირგვლივ მწვანე მთები, სიჩუმე და სუფთა ჰაერი… პატარა, ქვის ტაძარი ბუნებაში თითქოს საუკუნეებს ინახავდა… ეზოში ველური ყვავილები იყო გაფანტული, ნიავი ნაზად არხევდა მათ… ყველაფერი მშვიდი, წმინდა და საოცრად ლამაზი იყო… - მგონი ყველაზე სამართლიანი იქნება, ლიზა საკურთხეველთან მე მოგიყვანო! - სიცილით თქვა იშაიმ - მე რომ არ დამეჭირა თავის დროზე, ახლა აქ არ ვიქნებოდით… დააფასეთ ეს! - ყველას გაეცინა. - კარგი… მაგრამ იმედია ბორკილებით არ მიმიყვან… თქვენ ორს მაგის გარეშე არ შეგიძლიათ! - იხუმრა ლიზამ - დღეს არა… ბორკილებით მაშინ ჩაგაბარე დანიელს, როცა საჭირო იყო! - ლიზამ ხელმკლავი გამოსდო იშაის, ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა მას საკურთხევლისკენ…იქ დანიელი ელოდა… თვალებში ისეთი სიყვარული ედგა, რომ ლიზას სუნთქვა შეეკრა…იშაიმ მისი ხელი დანიელს ჩააბარა.ორივეს თვალები უბრწყინავდა…ლიზას ცრემლები მოაწვა… მაგრამ თავს იკავებდა…მამაომ ჯვარი დასწერა…მათი ხელები ერთად შეკრა… ლოცვის ხმა ტაძარში მშვიდად ისმოდა… და ბოლოს - თქვენ ამიერიდან ცოლ-ქმარი ხართ… - სიჩუმე წამით…მერე ღიმილი…სიხარული… თვალებში ცრემლები…ლიზამ დანიელს შეხედა…და ამჯერად…უკვე ოფიციალურად…მისი ცოლი იყო! 💍 - ლიზა… - ჩუმად დაიწყო დანიელმა ტაძრის კედლებში - შენ უკვე ხარ ჩემი ყველაფერი… მაგრამ ახლა მინდა, რომ ეს ოფიციალურადაც ასე იყოს… მთელი ცხოვრება მინდა შენთან ერთად… შენ მე განმკურნე.. შენ ის ზიზღი დამავიწყე რასაც ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ ვგრძნობდი - ხელები დაუკოცნა ლიზას, რომლის თვალებშიც ცრემლები დაგროვდა… - მეც… მეც მთელი ცხოვრება შენთან მინდა!! - მამაომ კურთხევა მისცა… - დალოცვილნი იყავით… სიყვარულში, ერთობაში და მშვიდობაში… - დანიელმა ლიზას ხელი ძლიერად მოუჭირა…შემდეგ ნელა მიიწია მისკენ…და ტაძარში, ღმერთის წინაშე პირველად როგორც ცოლ-ქმარმა აკოცა…ტაში… სიცილი… სიხარულის შეძახილები… ქეთიმ ცრემლები მოიწმინდა… იშაიმ მხარზე ხელი გადახვია…ყველა ბედნიერი იყო…უკან დაბრუნების დრო რომ დადგა, მზე უკვე ნელ-ნელა ჩადიოდა…მთებზე ოქროსფერი შუქი ეფინებოდა…ლიზა და დანიელი ისევ იმ თეთრ ცხენზე დასხდნენ…ამჯერად ლიზა წინ იჯდა, დანიელი უკან მჭიდროდ ჰყავდა ჩახუტებული… - ახლა უკვე ოფიციალურად ჩემი ცოლი ხარ!… - ჩასჩურჩულა ყურთან - აქამდეც შენი ვიყავი… - გაუღიმა ლიზამ და თავი მის მკერდზე მიადო გზა მშვიდი იყო…ცხენების ნაბიჯების ხმა… ნიავის სუსტი შრიალი…ლიზას თვალები უბრწყინავდა… ისევ ქეთის კაბრიოლეტში გადასხდნენ…საჭესთან ქეთი იჯდა და მთელი გზა გამაყრუებლად ასიგნალებდა, ფანჯრიდან ნახევრად გადმოკიდებული ყვიროდა: - ქორწილიააა! ქორწილიიი! ჩემი ძმა დაქორწინდაააა!! - ქეთი, გაჩერდიი! - იცინოდა ლიზა და ყურებზე ხელს იფარებდა - არააა! მთელ ბათუმს უნდა გავაგებინოოო!! - მანქანაში სიცილი არ წყდებოდა. - აბა ძმაო, ახლა საით? - გადახედა იშაიმ - ჯერ სალონში… ლიზას ცხენის სუნი უნდა მოვაშოროთ - ყველა ახარხარდა, ლიზამ თვალებდაჭუტულმა გადახედა. - მართლა ცხენის სუნი მაქვს?- დანიელმა კისერში აკოცა. - არაუშავს… ასეთიც მიყვარხარ… - იდიოტო! - გაეცინა ლიზას და მხარზე მსუბუქად გაჰკრა, სალონში მისვლისთანავე ყველა ფუსფუსში ჩაება…ლიზა სარკის წინ დასვეს… მისი პირველი, მსუბუქი კაბა ნელა მოაშორეს და მეორე ნამდვილი საქორწილო საოცრება მოარგეს… ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ კაბა… ეს იყო დედოფლის სამოსი. თოვლივით თეთრი, პომპეზური, მოცულობითი ქვედაბოლო, რომელიც იატაკზე ნაზად იფანტებოდა… ზედა ნაწილი სხეულზე იდეალურად ეჯდა გიპიურის და ნაზი მარგალიტის დეტალებით გაფორმებული… მხრებზე ოდნავ გადმოსული თხელი ქსოვილი მის სილუეტს კიდევ უფრო ნაზს და ქალურობას უსვამდა ხაზს… ზურგიდან გრძელი, ჰაეროვანი ფატა ეშვებოდა…თმა ლამაზად დაუწნეს სქელი, ელეგანტური ნაწნავი, რომელიც ზურგზე ეშვებოდა… მასში პატარა თეთრი თმისსამაგრები დაამაგრეს, რომლებიც შუქზე ბრწყინავდა, თითქოს ვარსკვლავები ჩაექსოვათ თმაში…მაკიაჟიც დახვეწილი და ნაზი გაუკეთეს ისე, რომ მისი ბუნებრივი სილამაზე კიდევ უფრო გამოეკვეთა…დანიელი კართან იდგა…როცა ლიზა გამოვიდა გაშეშდა..სუნთქვაც კი შეეკრა, თვალები გაუბრწყინდა… უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე…ნელა მიუახლოვდა… - ულამაზესი ხარ… - თითქმის ჩურჩულით თქვა - ყველაზე ლამაზი ხარ… - ლიზამ გაუღიმა… - წავედით? - იკითხა ქეთიმ - წავედით… - უპასუხა დანიელმა, თუმცა მზერა ისევ ლიზაზე ჰქონდა მიჯაჭვული, მანქანაში ჩასხდნენ… ქეთი ისევ საჭესთან ჯდებოდა. - ქეთი, მე დავჯდები საჭესთან… - უთხრა დანიელმა - რატომ? მე ცუდი მძღოლი ვარ? - წარბები აწია ქეთიმ - დამსვი… ერთ ადგილას უნდა გავიაროთ… - მითხარი სად და… - ქეთი… დამსვი საჭესთან… რატომ იცი ხოლმე ჩაძიება! - ქეთი ძმას დაეჭყანა და გასაღები ესროლა. - აჰა! სად მივდივართ, თქვენო უდიდებულესობავ? - გაბუტულად იკითხა ქეთიმ, დანიელმა ღიმილით გახედა სარკიდან. - მივალთ… და გაიგებ… - ლიზამ ეჭვით შეხედა. - კიდევ რამე გაქვს ჩაფიქრებული? - დანიელმა თვალი ჩაუკრა.. მანქანა ნელ-ნელა ქალაქს გასცდა… ხმაური ჩამორჩა…გზა ვიწროვდებოდა…ჰაერი იცვლებოდა… დანიელს კარგად ნაცნობ გზაზე მიჰყავდა მანქანა…და ბოლოს გაჩერდა..ზუსტად იქ, იქ, სადაც ოდესღაც პატარა ქეთი და გიორგი დარბოდნენ… სადაც ბავშვობა დარჩა…ქეთი გაშეშდა…ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. - აქ… რატომ მოვედით?.. - დანიელმა ძრავი გამორთო… ნელა გადმოვიდა… შემდეგ ქეთისკენ შებრუნდა. - ჩემს ცხოვრებაში სამი მნიშვნელოვანი ქალი არსებობს… დედაჩემი… ლიზა… და შენ… - ლიზა ჩუმად უსმენდა… თვალებში სითბო ედგა… - მე მინდა, რომ სამივე ბედნიერები იყოთ… - გააგრძელა დანიელმა - ვიცი, შენთვის ეს სახლი რას ნიშნავდა… როგორ გინდოდა მისი დაბრუნება… - საბუთები ამოიღო… და ქეთის გაუწოდა. - ის უკვე შენია - ქეთის ხელები აუკანკალდა…საბუთები ძლივს აიღო…თვალები აუწყლიანდა იმ წამსვე… - დანი… არ ვიცი… რა გითხრა… - ხმა ჩაუწყდა - ნუ ტირიხართ ყველაფერზე! - დანიელმა სცადა ვითომ გაბრაზება - ეს მტირალა ქალები არ შემიძლია! - მაგრამ თვალებში ღიმილი უჩანდა… - როგორ… იმდენი წელი ვცდილობდი… როგორ შეძელი… დანიელს კმაყოფილად გაეღიმა. - მე დანიელ კოენი ვარ… და ჩემთვის შეუძლებელი არაფერია… - მხრები აიჩეჩა - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ჯიუტი გოგოს გული მოვიგე… - ლიზას გახედა - შენი აზრით, ამის მერე რამე შემაჩერებს? - ლიზამ ხელი მსუბუქად მიარტყა მხარზე. - თავმდაბლობა არ გაწყენს ხანდახან! - არ შემიძლია…მე საუკეთესო ვარ! — ჩაიცინა დანიელმა - წამოდი… ჩავიდეთ… - ქეთის უთხრა ეზოში გადავიდნენ…ქეთი ნელა დადიოდა…თითქოს ყოველი ნაბიჯი რაღაცას აცოცხლებდა…თვალები დახუჭა წამით…და…პატარა გოგოდ იქცა ისევ…თითქოს ისევ დარბოდა ეზოში…იცინოდა ხმამაღლა…სახლის იერი შეცვლილი იყო, მაგრამ გრძნობა იგივე დარჩენილიყო…ქეთი თვალებს ახელს…ირგვლივ იყურება… უკვე გონებაში აწყობს, როგორ დაუბრუნებს ყველაფერს პირვანდელ სახეს… - შენს განკარგულებაშია… - ჩუმად უთხრა დანიელმა, შემდეგ ეზოს ერთ კუთხეში მიუთითა. - აი იქ… ადრე საქანელა გვქონდა… ალუბლის ხის ძირში… - ქეთიმ მაშინვე გახედა იმ ადგილს… - ის ხე მოუჭრიათ… ამიტომ… მთელ ეზოში რამდენიმე ალუბლის ხე დავარგვევინე… რომ მომავალში ისევ მისმა სურნელმა გაავსოს აქაურობა… - ქეთის ისევ ცრემლები მოადგა, დანიელმა ამჯერად ლიზასკენ გაიხედა… ნელა მიუახლოვდა… - მე კი… ჩემი ალუბალი ისედაც მყავს… - ლიზას კისერში ნაზად აკოცა… ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, ლიზას გაეღიმა. - აი თურმე რატომ გიჟდებოდი ასე ამ არომატზე… - ჰო… ძალიან ახლობელი სურნელი იყო… თითქოს ჩემს ჭრილობებზე მალამოდ მედებოდა - მერე თვალებში ჩახედა… - თანაც… შენ სხვანაირად გიხდება - ლიზას ცხვირზე მსუბუქად მოუჭირა ხელი… ზღვის სანაპირო იმ საღამოს ზღაპარს ჰგავდა…რბილი ქვიშა… ნაზი, მოლივლივე ტალღები, რომლებიც სანაპიროს ფრთხილად ეფერებოდნენ და თითქოს თავისებურ მუსიკას ქმნიდნენ… ჰაერში ზღვის სუნი და ყვავილების არომატი ირეოდა…მთელი სივრცე განათებული იყო, ლამპიონები ჰაერში ნაზად ირხეოდა, თბილ, ოქროსფერ შუქს აფრქვევდა… თეთრი ყვავილებით გაფორმებული თაღები…მაგიდები ელეგანტურად გაწყობილი…ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, თითქოს დრო გაჩერებულიყო…სტუმრები ქართველები და ებრაელები ერთმანეთში ირეოდნენ, იცინოდნენ, საუბრობდნენ…სარა მაშინვე მათთან მივიდა…ლიზამ დანახვისთანავე გაიბრწყინა და გულში ჩაიკრა. - სარააა, როგორ მომენატრე… - მეც, ჩემო ანგელოზო… - თბილად მოეფერა - მუდამ ბედნიერები მინდა იყავით… ანათებთ! - ლიზამ გაიღიმა, ერთ-ერთ მაგიდასთან ირაკლი, ნინი და ანი ისხდნენ…გოგოებს ერთმანეთი არასდროს ეხატებოდათ გულზე… მაგრამ დღეს დანიელის და ლიზას გამო ერთ მაგიდასთან იყვნენ და უცნაურად… მშვიდობიანადაც კი გამოიყურებოდნენ…უცებ გვანცა გამოჩნდა, ლიზას სახე წამით შეეცვალა, გვანცამ თავი დახარა… - თავს უფლება მივეცი… შენი ბედნიერების ნაწილი გავმხდარიყავი… - ჩუმად თქვა - ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, ლიზა… - ლიზა წამით უყურებდა შემდეგ ხელი მოჰკიდა… და ძლიერად ჩაეხუტა… - თავს ნუ იდანაშაულებ… რაც მოხდა წარსულია… დაჯექი და გაერთე… - ნაზად უთხრა, გვანცას თვალები მადლიერებით აევსო, ლიზას კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და მეგობრებთან ერთად დაჯდა..მუსიკა ჩაირთო… ზღვის ტალღების შრიალი თითქოს რიტმს აძლევდა…დანიელმა ხელი გაუწოდა ლიზას… - ვიცეკვოთ? - ლიზამ ხელი ჩადო მის ხელში…ნელა გადავიდნენ საცეკვაო მოედანზე…ვალსის მელოდია გაისმა…და ისინი თითქოს მარტო დარჩნენ სამყაროში…ნელა მოძრაობდნენ…ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ…ისეთი მზერით, სადაც ყველაფერი იკითხებოდა: სიყვარული… მონატრება… სურვილი… - ერთი სული მაქვს დამთავრდეს ეს ცერემონიები… - ვნებიანად ჩასჩურჩულა დანიელმა - და ჩემს მკლავებში მოგიმწყვრიო…- ლიზამ ხელი ჰკრა. - სულელო! - მინდიხარ! ეს ერთი კვირა უშენოდ ჯოჯოხეთი იყო… აწი არცერთი დღე აღარ ვიქნებით ერთმანეთის გარეშე… - ლიზამ ღიმილით შეხედა. - მართლა აქ გინდა ვიცხოვროთ? - რატომაც არა? - მხრები აიჩეჩა - დღეიდან სასტუმროს მართავ… მეც რაღაც საქმიანობას დავიწყებ… დავიღალე ხალხის დევნით… - შემდეგ ეშმაკურად გაეღიმა. - ვინც საჭირო იყო დავიჭირე… ისე დავიჭირე, რომ აღარ გავუშვებ არსად! - ორივეს გაეცინა, ლიზას თვალები უბრწყინავდა, მაგრამ ამჯერად სხვა სიხარული ედგა, უფრო ღრმა, უფრო დიდი, ვეღარ ითმენდა… - დანი… მეც მაქვს შენთვის საჩუქარი… ვფიქრობ მხოლოდ შენგან არ უნდა ვიყო განებივრებული.. - რა?.. - ლიზამ მისი ხელი აიღო, ნელა… ფრთხილად მუცელზე მიიკრა… - აი… ეს… - თვალები ცრემლებით აევსო, დანიელი გაშეშდა, ჯერ ვერ გაიაზრა, მერე თვალები გაუფართოვდა… - ლიზა… ნუთუ… შენ… ანუ შენ… ენა დაებლუკა… - ჰო დანი… - ცრემლიანი ღიმილით უთხრა - გუშინ გავიგე… არ მინდოდა ტელეფონით მეთქვა… ორსულად ვარ - წამში დანიელმა იყვირა… ყველა სტუმარი მათკენ შებრუნდა… მან ლიზა ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა… - ხალხოოო!! მიყვარს!! ეს ადამიანი მთელი არსებით მიყვარს!! მან მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა!! - ტაში… შეძახილები… სიხარული..დანიელმა ისევ ძლიერად ჩაიხუტა… - მამა ვხდები…მამა ვხდები… - ლიზამ თავი მის მკერდში ჩარგო, ზღვის ტალღები ისევ ნაზად ეხეთქებოდა სანაპიროს, ლამპიონები ისევ თბილად ანათებდა და იმ ღამეს სიყვარული… ბედნიერება და ახალი სიცოცხლის მოლოდინი ერთად აღინიშნა… 💫👶 ცხრა თვის შემდეგ: დილა იყო… მშვიდი, თითქოს არაფერს მოასწავებდა, ლიზა საწოლზე იჯდა, მუცელს ნაზად ეფერებოდა და უცებ სახე მოეღუშა. თვალები დააწვრილა, მერე დანიელს გახედა, რომელიც ტელეფონში რაღაცას უყურებდა სრულიად უდარდელად. - დანიელ… მგონი… მეწყება… - სუსტად ამოილაპარაკა, დანიელს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. - რააა?! რა გეწყება?! უკვეე?! - წამოხტა ისე, თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ. - მგონი მშობიარობა… - ძლივს შეიკავა სიცილი ლიზამ, დანიელმა ერთი წამიც არ დაკარგა, ოთახში აქეთ-იქით დაიწყო სირბილი. - სადაა ჩანთა?! სადაა ექიმის ნომერი?! ღმერთო, მანქანა! გასაღები სად დავდე?! ლიზა, ისუნთქე! ისუნთქეეე! - თვითონ კი საერთოდ ვერ სუნთქავდა ნორმალურად, ლიზა უკვე ვეღარ იკავებდა თავს… ხმამაღლა გადაიხარხარა. - დანიელ! მოვიტყუე! -დანიელი გაშეშდა, ნელა შემოტრიალდა მისკენ, თვალები დაავიწროვა და კბილებში გამოსცრა: - ლიზა… გული გამისკდა! - შენი სახე უნდა გენახა! - ისევ იცინოდა ლიზა. - ნუ მეხუმრები ასეთ რამეზე! - ჯერ გაბრაზებული იყო, მაგრამ ბოლოს თვითონაც გაეცინა..რამდენიმე საათიც არ იყო გასული…უცებ ლიზა გაჩერდა, სახე გაუფითრდა,ხელით საწოლს ჩაეჭიდა. - დანი… - ამჯერად ხმა სხვანაირი ჰქონდა… ტკივილით სავსე. - კიდევ დაიწყე? - ეჭვით შეხედა დანიელმა. - დანიელ… აღარ ვხუმრობ… - კივილში გადავიდა ხმა - მართლა მეწყება!!! - დანიელი ჯერ ერთი წამით გაიყინა. - ლიზა, გთხოვ… თუ ხუმრობაა - ისე ხმამაღლა იყვირა ლიზამ, რომ დანიელს ეჭვი აღარ დარჩა, ამჯერად პანიკა უკვე ათმაგი იყო. - ჩანთა! მანქანა! ექიმი! ლიზა, არ იმშობიარო სანამ არ მივალთ! - აბსურდულად ლაპარაკობდა და თან ცდილობდა ფეხსაცმელიც სწორად ჩაეცვა..ლიზა ტკივილისგან იკრუნჩხებოდა, დანიმ ხელში აიტაცა, რამდენიმე წუთში უკვე მანქანაში იყვნენ..დანიელი საჭესთან იჯდა, საჭეს ისე ჩასჭიდებოდა, თითები გაუთეთრდა. - ყველაფერი კარგად იქნება… ყველაფერი კარგად იქნება… - თავისთვის იმეორებდა, თითქოს საკუთარ თავს ამშვიდებდა.. სწორედ იმ ღამეს, რეალობამ ყველაზე დიდი სასწაული აჩუქა მათ… საავადმყოფოს დერეფანში ნერვიულად მიმოდიოდა დანიელი… ხელებს ერთმანეთში ხლართავდა, ხან თმაზე ისვამდა, ხან ექიმებისკენ გარბოდა… წამები საუკუნეებად ეჩვენებოდა…და უცებ კარის გაღების ხმა, ექიმი ღიმილით გამოვიდა. - გილოცავთ… ტყუპები გყავთ… ბიჭი და გოგო… - დანიელი წამით გაშეშდა… თითქოს ვერ გაიგო… მერე თვალები აუციმციმდა… სუნთქვა აუჩქარდა… - ტყუ… ტყუპები?.. - დიახ… სრულიად ჯანმრთელები არიან - მის თვალებში ცრემლები დაგროვდა… იმ კაცს, რომელიც არასდროს იმჩნევდა სისუსტეს… ახლა გრძნობები მთლიანად დაეუფლა…ფრთხილად შევიდა პალატაში…ლიზა დაღლილი, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერი იწვა… ხელში პატარა გოგონა ეჭირა… გვერდით კი პატარა ბიჭი იწვა საწოლში, დანიელი ნელა მიუახლოვდა… თითქოს ეშინოდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩენილიყო…პირველად დახედა შვილებს…და გული გაუთბა… - ღმერთო… - ძლივს ამოიჩურჩულა - ესენი… ჩემები არიან?.. - ლიზამ სუსტად გაუღიმა… - ჩვენები არიან დანი… - დანიელი მუხლებზე დაეშვა საწოლთან… ჯერ ბიჭს შეეხო ფრთხილად, მერე გოგონას… მერე ლიზას შეხედა… და ვეღარ მოითმინა…მისკენ დაიხარა… ტუჩებზე ნაზად, მაგრამ სავსე სიყვარულით აკოცა… მერე შუბლზე, ლოყებზე… ხელებს არ უშვებდა… - მადლობა… - ჩასჩურჩულა - შენ მე ყველაფერი მაჩუქე… ყველაფერი… - ლიზას თვალებიც აეცრემლა… თითებით მის სახეს შეეხო… - მიყვარხარ… - მეც… სიცოცხლეზე მეტად…- დანიელმა კიდევ ერთხელ შეხედა ბავშვებს… - გიორგი… და ელა… ასე დავარქვი.. იმედია წინააღმდეგი არ ხარ.. - გაეღიმა ლიზას.. - არა.. არ ვარ წინააღმდეგი - ლიზას თავზე აკოცა, შემდეგ ფაქიზად შვილებს აკოცა თავზე.. რამდენიმე საათის შემდეგ… ქეთი დერეფანში იდგა, ხელები ერთმანეთში ჩაეჭიდა, თვალები უბრწყინავდა… - მამიდა გავხდი… ვერ ვიჯერებ… - ჩუმად ჩაიჩურჩულა და გაეღიმა, იშაი მის გვერდით იდგა, მხარზე ხელი ჰქონდა გადახვეული… ქეთი ბედნიერებისგან ანათებდა… მაგრამ როცა ორნი მარტო დარჩნენ, ღიმილი ოდნავ ჩაუქრა… - იშაი… - ჩუმად დაიწყო - ჰო, ჩემო ლამაზო… - ჩვენ… ოდესმე გავხდებით მშობლები ნეტავ?.. - იშაიმ მაშინვე მიიხუტა… მის თმებში ჩარგო სახე… - გავხდებით ქეთი… აუცილებლად გავხდებით… - უკვე დავიღალე… - ხმა აუკანკალდა - იმედგაცრუებებმა ძალიან დამღალა… - იშაიმ უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში… ნაზად აკოცა თმაზე… - მე შენთან ვარ… ბოლომდე… რაც არ უნდა მოხდეს… და იცი რა? ერთ დღეს შენ ყველაზე ლამაზი დედა იქნები… და მე ყველაზე ამაყი მამა… - ქეთიმ თვალები დახუჭა… მის მკერდზე მიეყრდნო… - ძალიან მინდა ეგ დღე… - მოვა… აუცილებლად მოვა… - ჩასჩურჩულა იშაიმ.. ექვსი თვე გავიდა… გიორგი და ელა უკვე წამოზრდილები იყვნენ, ლიზა და დანიელი მათი სიყვარულით ტკბებოდნენ. ქეთი სტუმრად მოვიდა. ბავშვობაში ბრუნდებოდა, როცა თავის ძმიშვილებს ეთამაშებოდა..უეცრად თავბრუ დაეხვა - რატომ დაგეხვა თავბრუ? იქნებ?.. - შეშფოთებით ჰკითხა ლიზამ. - არა, ლიზა… ასე ხშირად მემართება… - გაიკეთე ტესტი… - არ მინდა!! - კბილებში გამოსცრა ქეთიმ. - მეზიზღება ეგ წყეული ტესტები… თვეში ალბათ სამჯერ მაინც ვიკეთებ… წარმოიდგინე… ყოველი ჯერზე მხოლოდ ერთი ხაზი, მეორე არა, და არ წითლდება! არ მინდა დავიღალო უკვე… - ქეთი, დამშვიდდი, მოვა ეგ დღე - ნაზად უთხრა ლიზამ - არ მოდის… არა! - მოდი მაინც… მაქვს სახლში ერთი ცალი - ლიზამ ტესტი მიაწოდა. - არ მინდა, ლიზა! - მაგრამ ლიზამ ჯიუტად დაუჯინა, ისევ მხოლოდ ერთი ხაზი გაწითლდა.. ქეთიმ ისევ ყურები ჩამოყარა - ხომ გითხარი, ასე ხშირად მემართება.. მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს.. მოაშორე აქედან ეგ ტესტი! მოაშორე - ხელი გაჰკრა და ოთახის კუთხეში გადავარდა.. შემდეგ დაწყნარების მიზნით ძმიშვილებს მიუბრუნდა და მოესიუვარულა.. ლიზა ძალიან განიცდიდა ქეთის მდგომარეობას.. კუთხეში გადავარდნილი ტესტი აიღო და თვალში რაღაც მოხვდა ზედმეტად.. დიდხანს დააშტერდა, თვალები დაახამხამა.. ხომ არ ეჩვენებოდა დარწმუნდა და ყვირილით გავარდა ქეთისთან - ქეთიიიიიი - აღელვებული გაიქცა, ტესტით ხელში - რა გაყვირებს ბავშვები გადაირივნენ - ქეთიმ დაინახა ლიზას ტესტი ეჭირა - დადებითია ქეთი ! დადებითიააა! ორივე ხაზი გაწითლდა! - ყვიროდა ლიზა ბოლო ხმაზე გახარებული ქეთის თვალებში უცნაური სინათლე გაჩნდა, ტესტს რომ დახედა, წამებში ყველაფერმა გაუნათა გონება.. ყველა წარუმატებელი მცდელობა, ყოველ უარყოფით ტესტთან ერთად დაღლილი ნერვები, იმედგაცრუების ყოველი დღე - ყველაფერი წამებში ჩამოიშალა.ცრემლები წამოუვიდა, თუმცა ამჯერად არ იყო სევდისგან ეს ცრემლები, არამედ სიხარული, შიშისა და აღტაცების დრამატული მიქსი იყო.. გული სწრაფად უცემდა, ხელები აუკანკალდა, აცახცახებულმა დახედა ტესტზე გაწითლებულ ორ ხაზს.. - ეს..ეს მართალია?.. მე.. მე..მართლა დედა გავხდები? - ამოიჩურჩულა ქეთიმ, კიდევ უფრო მეტად დაეხვა თავბრუ, მთელი სხეული უცახცახებდა, თითქოს ემოციების ქარიშხალი შიგნიდან უყრიდა ძალას..ლიზამ გულში ჩაიკრა, თმა აუწია, თვალებში ჩააშტერდა. ქეთის სუნთქვა მოუხშირდა, ხელები სწრაფად მოხვია თავზე, ძლიერად მიიკრა სხეულზე: - ლიზა… ეს… ეს მართლა ხდება… - ჩურჩულებდა ქეთი, თითქოს საკუთარ ყურს არ უჯერებდა. - მე… დედა… მე… დედა გავხდები… - ლიზამ მხარზე ნაზად ხელი გადაუსვა, ქეთის თვალებიდან სიხარულის ცრემლები ნელ-ნელა ღიმილში გადაიზარდა, ყელიდან პატარა კვნესამ გაიჟღერა, ბედნიერების ისეთი შიში იგრძნობოდა, თითქოს მთელი ცხოვრება ელოდა ამ წამს. - ღმერთო…მე დედა… დედა გავხდები! - მაშინვე გარეთ გაიქცა სადაც დანიელი და იშაი საუბრობდნენ - იშაიიი - დაიყვირა ბოლო ხმაზე, ბიჭები გაფითრდნენ - რა მოხდა? ომი დაიწყო? - იშაი.. ორსულად ვარ! გესმის? ორსულად ვარ - იშაიმ ჯერ დანირლს გადახედა, რომელსაც სიხარულისგან სახე ჰქონდა გაბადრული, შემდეგ ქეთისთან მივარდა და აცახცახებული სხეულით გულში ჩაიკრა.. მუცელზე მოეფერა და აკოცა - ხომ გითხარი რომ ეს დღე დადგებოდა - ქეთის ისევ ცრემლები წასკდა.. დანიელიც მივიდა და ძლიერად ჩაიხუტა.. - რაღა გატირებს გოგო.. მალე დეფა გახდები! ჩქარა ექიმთან გაიქეცით! ახლავე! - ქეთი იცინოდა, თან ტიროდა - ახლავე? - კი ახლავე! ყველა დეტალი შეამოწმე, დროზე მოუსვით აქედან - წამოდი, წამოდი წავიდეთ - იშაიმ ქეთის ხელი ჩასჭიდა და წაიყვანა.. დანი უყურებდა მათ, გაეღიმა, შემდეგ სახლში შევიდა.. შვილებს მოეფერა.. დივანზე მჯდარ ლიზასთან მივიდა და კისერში ძლიერად აკოცა - როგორ გამიხარდა.. - მეც ძალიან მიხარია მათი სიხარული - იცი რა ვიფიქრე? - რა იფიქრე ბატონო დანიელ? - ლიზამ თვალები დააწვრილა - კიდევ მინდა შვილები! ხომ არ.. - არა! შენ გიჟი ხარ? ჯერ ბავშვები ექვსი თვის არიან.. - მერე რა.. კიდევ ორი მივამატოთ და ოთხი გვეყოლება - ლიზამ ხმამაღლა გაიცინა - ანუ კიდევ ტყუპებს გეგმავ? - ეჭვი გეპარება ჩემს შესაძლებლობებში? - ლიზას გვერდებზე მოღუტუნება დაუწყო, შემდეგ ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა - ბავშვები მარტო არიან! გადარეულო! - არაფერს გააფუჭებენ, ნუ გეშინია! - საძინებლის კარი მიიხურა, იქედან კი სიცილ-კისკისის ხმა ისმოდა.. სწორედ ასე იყო მათი ოჯახი სავსე ბედნიერებით, სიცილითა და უსასრულო სითბოთი… სიყვარული ყოველთვის იმარჯვებდა, ამის ნათელი მაგალითი იყო დანიელი და ლიზა.. მათმა სიყვარულმა შეუძლებელი შეძლო.. იმდენად შეუძლებელი რომ ტკივილისგან დაჭრილი დანიელის გული გამთელდა, გაამთელა სიყვარულმა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ლამაზია მთელს დედამიწაზე.. დასაარული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


