შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივანი მაზნიაშვილზე (თავი II)


გუშინ, 18:36
ავტორი gordon
ნანახია 2

ღამის გრილი სიო დატრიალდა სადარბაზოს ძველ კედლებში, სუსხმა გამოაფხიზლა ღია კარგში მდგარი წითური გოგონა. ფურცელი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა და არ ჩქარობდა თვალის მოშორებას,არც რეალობისთვის უნდოდა პირდაპირ შეეხედა,მაგრამ აბა სად გაექცეოდა?! შეაცივა,მოიბუზა,ოდნავ შეიშმუშნა და საბოლოოდ მოვიდა გონს, თითქოს დენდარტყმულივით გამოერკვა, ფურცელი ხელში მოკუჭა და სახლში შეიკეტა. კარი ორმაგად გადაკეტა,აივნის კარი ჩაკეტა და სქელი ფარდები ჩამოაფარა.
-ჯანდაბა,ჯანდაბა! დებილი ვარ,უტვინო.- კარს ეჯაჯგურებოდა, ნამდილად ხომ ჩავკეტეო,ვითომ დემეტრე წუთი-წუთზე შემოვარდნას ლამობდა თან თავს ლანძღავდა, სიტყვებს არ იშურებდა. - ან მე რა შუაში ვარ?! საიდან უნდა მცოდნოდა ეს ხეპრე რომ რეალურად ის ჯენტლმენი იყო. ჯენტლმენი, ჯენტლმენი არა ის კიდე.- არ ცხრებოდა, თითქოს წამში გამოფხიზლდა ნასვამი გოგო და გრამი ალკოჰოლი აღარ შერჩენოდა ორგანიზმში.
-კარგი,ანა,დამშვიდდი,არაფერი დაშავებულა,ერთ-ორს დაგცინებდა,შენი ნალაპარაკებიც გაუგია,დიდი ამბავი.- მარტის ამინდებივით იცვლებოდა ანას ემოციები,ხან რას ამბობდა,ხან რას.-უბრალოდ აწი დავაიგნორებ,სხვა რა უნდა ვქნა,სასაუბრო მიზეზიც აღარ გვექნება,მორჩა. - ვითომ შვება იგრძნო , მშვენიერი იდეა იყო რომ გეკითხათ დაიგნორება , მაგრამ როგორც კი ბალიშზე დადო თავი მაინც ვერ მოისვენა, მაშინვე გაახსენდა ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველა ინტერაქცია ბიჭთან და წარმოიდგენდა როდის,როგორ და რატომ შეიძლებოდა დემეტრეს დაეცინა. საბოლოოდ როგორღაც ფიქრებში გაპარულს ძილიც შემოეპარა,თუმცა სიზმრებს ხომ ვერ გაექცეოდა ვერსად. საშინლად ეძინა და უფრო საშინლად დაიწყო დილა,როცა უთენია დედამისის ზარმა გააღვიძა.
-გისმენ,დედა.
-რას შვები დე,გეძინა?-შეიცხადია ქალმა და ხმაში შეშფოთება,შიში და დანაშაულის გრძნობა ერთად გაუკრთა.
-ხო,დედა,ცხრა საათი არ არის ჯერ.
-არ მუშაობ დღეს?ვიფიქრე გეღვიძა უკვე და მაგიტომ დაგირეკე.
-შაბათია,არ ვმუშაობ დღეს.
-ბოდიში დედიკო,მიდი შეიბრუნე და მერე თვითონ გადმომირეკე,გკოცნი.
-მეც.
ძილის შებრუნება შეუძლებელი გამოდგა,სამაგიეროდ წყალი გადაივლო,სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა,ისაუზმა,ცოტა წაივარჯიშა,სიმღერებიც ჩაირთო ყურადღების გადასატანად,მაგრამ როცა მიხვდა რომ უკვე დროის გაწელვა აღარ შეეძლო და სახლიდან აუცილებლად უნდა გასულიყო ტელეფონს დაავლო ხელი და თაიას დაურეკა.
-გისმენ.-არ დააყოვნა ყურმილის იქეთა მხრიდან პასუხმა.
-სახლში ხარ დღეს?გასვლას აპირებ სადმე?
-არა,სახლში ვარ,რა ხდება?
-გამოვალ რა.
-რას მემუდარები და მიწელავ სიტყვებს,გამოდი.
-ოქეი,ოც წუთში მანდ ვარ.
არ გამოუცვლია,ჰუდი გადაიცვა ზემოდან რომ არ შესცივებოდა,დილის სუსხი ჯერ კიდევ იგრძნობოდა ქალაქში. ტაქსი არ გამოუძახია,არც ავტობუსით გადასულა დაქალის სახლამდე, ფეხით გასეირნება არჩია, ძალიან კარგ ამინდი იყო იმის მიუხედავად რომ ოდნავ მაინც იგრძნობოდა სიგრილე,მაგრამ ჯერ გვიანი აპრილიც არ იყო და არც მსგავსი ამინდები იყო უჩვეულო. უცებ გადაირბინა პეტრიაშვილის ქუჩაზე,მაგრამ სანამ სადარბაზოში შევიდოდა მაღაზიაში შეირბინა , ხელცარიელი არ უნდოდა ასულიყო,თან არ იცოდა თაია სახლში მარტო დახვდებოდა თუ არა, გოგიტიძე სახლში დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა,ასე უხეშად შევარდნა ერიდებოდა ანას.
როგორც იქნა მიაღწია სახლის კარამდე, კარი პირსახოცში თმაგახვეულმა თაიამ გაუღო და უხმოდ შეუშვა მესხი სახლში.
-რამ გამოგაქცია, ხომ მშვიდობა გაქვს?
-თან კი თან არა.
-სამზარეულოში შედი,წვენი დაგისხი და რაარი ეს ამდენი პარკი შენ კიდე.
-ნუ წუწუნებ შენი ჭირიმე,ჩემი საწუწუნოც მეყოფა.
-ჰე ახლა,მოყევი რა მოხდა,ყავას დავიდგამ მე თან.

ყველაფერი დეტალურად მოუყვა ,სახლში მისვლის წუთიდან დღევანდელ დილამდე,არც მისი დიადი გადაწყვეტილების შესახებ დავიწყებია თქმა.
-არ არსებობს-სიცილს ვეღარ იკავებდა თაია.-რაღაც დაბალბიუჯეტიან რომ-კომში ხარ მგონი.
-შევიშლები,ასე მგონია სანამ იქ ვცხოვრობ სულ უნდა ვემალო ახლა.
-ნუ დრამატულობ გოგო,რა უნდა ემალო?
-აბა რა ვქნა?
-რატომ უნდა ქნა რამე,იყავი ჩვეულებრივად,ან რაზე უნდა დაგცინოს?საუბარი თუ გაიგო დიდი ამბავი ახლა, ისედაც გეწერა სახეზე რას ფიქრობდი.
-ძალიან მაგარია ისე პირში რომ ვლანძღავ და ფურცლებზე ვეკურკურები, პაემანზე რომ არ დავპატიჟე კიდევ კაი.
-დაგპატიჟებდი მერე მე შენ მიქელასთან,რას ქვია პაემანზე დაპატიჟე?!
-ვხუმრობ თაია,ვხუმრობ,სიტყვის მასალად ვთქვი.
-მერიკოს და ნენეს მოუყევი?
-არა,შენთან გამოვიქეცი პირველი. ნენეს გაუხარდება და მაჭანკოლობას დაიწყებს ახლა,ხო ვიცი.
-რა გეგონა აბა აპოლონს რომ დაუსახლდი გვერდით?
-სულაც არაა ეგეთი სიმპათიური როგორიც გამოგყავთ.-თვალები აატრიალა ანამ,არადა კარგად იცოდა რომ რეალურად სულ სხვაგვარად ფიქრობდა და ბიჭის გარეგნობა საკმაოდ მოსწონდა.
-ვის ატყუებ გოგო?ტიპს ჩემხელა კუნთები აქვს მხრებზე და ზურგზე ასხმული, ულამაზესი თვალები აქვს და მოდი დავნიძლავდეთ ტატუებიც ექნება,შენ მეტი რაღა გინდა?
-უტაქტოა თაია,ყეყეჩი და ალბათ თავშიც ექნება ავარდნილი.
-დასკვნები რომ გამოგაქვს წყალგაუვალი იმიტომაა ახლა ამ სიტუაციაში რომ ხარ.
-შენი ჭირიმე რა,დამამშვიდე,რას მისხამ ცეცხლზე ნავთს?!
-დიდი ხანი აპირებ ახლა დამალვას და სახლიდან გაქცევას?
-არა,მივალ სახლში,ოღონდ გვიან,არ გამაგდებ ვიცი. ხვალ გეგმები მქონდა ისედაც,სოფელში წასასვლელად რაღაცები მაქვს საყიდელი,დედაჩემმა სია გამომიგზავნა. მერე ხუთშაბათამდე სამსახურში ვიქნები და ოფისში მივალ, პარასკევს წავალ გურიაში,აღდგომაა კვირას და ქალაქში რა მინდა.
-როგორ გაუწერია გეგმა,ვგიჟდები.-თაიამ ჩაიცინა და თან ისე ჩაილაპარაკა აშკარად ხელი ჩაიქნია თავის დაქალზე.

სახლში მართლა გვიან მივიდა,ცოტაც და ალბათ ცერებზე დაიწყება სიარულს და ისე შეიპარებოდა საკუთარ ბინაში,ქურდივით.კარიც ასე სიფრთხილით გააღო და როგორც კი მიიხურა დრამატულად აეკრა ზურგით.იმ ღამით ნორამლურად ეძინა, სიზმრებს არ შეუწუხებია და დილითაც მოახერხა გამოძინება. მშვიდად ჩაიარა კვირა დღემ, საყიდლებზე გავიდა,საჭირო ნივთებთან ერთად საჩუქრებიც გამოაყოლა ხელს , შემდეგ ბიძამისთან გავიდა, დიდიხანია არ მინახავს და გავივლო. დემეტრესთვის თავის არიდების მიზნით ყველა მეთოდს ეძებდა და მაქსიმალურად იყენებდა, გამოსდიოდა კიდეც. ამ დროს კი ბიჭი საკმაოდ მარტივად მიუხვდა ანას გეგმას, მაშინვე იეჭვა,როცა დილით აივანზე მოსაწევად გასულს გოგოს კარი გადარაზული დახვდა, ფანჯრის და კარის მინები კი ყველაზე სქელი ფარდებით დახვდა დაბურული. არ გაკვირვებია დემეტრე ბურდულს ანას მსგავსი საქციელი,ელოდა კიდეც,იცოდა რომ გოგონა შეაცბუნა,საგონებელშიც ჩააგდო და საკმაოდაც ერთობოდა,თუმცა მაინც ვერ ხვდებოდა რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს ან რის მიღებას ცდილობდა. ფაქტი მხოლოდ ის იყო,რომ გაბრაზებული ანა საკმაოდ ესაყვარლებოდა და მასთან კამათიც სწორედ ამიტომ დაიწყო.წერილებს რაც შეეხება , აქ თავაზიანობას იჩენდა, იმ მომენტში არანაირი სიმპათია არ ჰქონდა გაღვივებული რომ ბიძგი ამ ყველაფერს მიეცა,ან რომელ სიმპათიაზე იყო საუბარი,არც იცოდა ახალი მეზობელი ვინ ჰყავდა გვერდით. ახლა უბრალოდ უნდა, რომ გოგონასგან მაქსიმუმი რეაქცია მიიღოს, პატარა თინეიჯერი ბიჭივით აწყობს გეგმებს,როგორ გააწვალოს და მოუშალოს მეზობელს ნერვები,თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდეს, ვითომ მაგიდაზე დასახაზი პროექტების დაუსრულებელი ესკიზები არ ჰქონდეს მიყრილი,მაგრამ ამ მომენტისთვის პრიორიტეტები სულ სხვაგვარად ჰქონდა განაწილებული. გაიგო იმ ღამით როგორ შეიპარა ანა სახლში,მაგრამ ჯერ იფიქრა დავაცდი,რამდენი ხანი გაძლებს სახლში კარგადაკეტილი და მზის შუქის გარეშეო.
ორშაბათს დილით ანა ოფისში წავიდა, არავის გაკვირვებია დიდად მისი იქ გამოჩენა,ის უფრო გაუკვირდათ სამუშაო საათის ბოლომდე მაგიდასთან რომ იჯდა და ახალი დიზანი იქვე,ოფისიდან გაუსვლელად დაასრულა. ხუთშაბათამდე ასე გავიდა დღეები,ანა დილით გადიოდა სახლიდან და საღამოს გვიან ბრუნდებოდა სახლში. სანამ სახლში არ იყო აივნის კარს ოდნავ შეღებულს ტოვებდა, სახლი გავანიავო,თორემ ბოლოს გავიგუდებიო ფიქრობდა. როგორც კი შინ მივიდოდა ჯერ კარს ჩაკეტავდა და სანათებს მერე ანთებდა. ხუთშაბათს საღამოს უკვე დაიღალა და თავი აღარ შეუწუხებია ფარდის ჩამოფარებით, რაღაც მომენტში ისიც დაავიწყდა ვის და რატომ ემალებოდა.
ქვეყნად კაცს ვერ ნახავ გურიიდან იყოს და და გურია არ უყვარდეს,ხოდა,ხუთშაბათ საღამოს ანას სწორედ ეგ სიყვარული უთბობდა გულს. სახლში მისვლის შემდეგ ოთახიდან ოთახში ტრიალებდა, ცეკვა-ცეკვით, ჩამოუფარებელი ფარდების მიღმა კარგად ჩანდა გოგოს გაბრწყინებული სახე,რომელიც თეძოების ქნევით ჩემოდანში ტანსაცმელს ალაგებდა. საქმეს რომ მორჩა ჩემოდანი კუთხეში მიაგორა,სადღაც ოთახის სიღრმეში,მაგრამ სიმღერები არ გამოურთავს, ტელევიზორის პულტი მიკროფონად აიღო და პირადი კონცერტიც კი მოიწყო, ვერაფერი მოუკლავდა ახლა ამ ამაღლებულ განწყობას,ვერც დემეტრე,რომელიც აივანზე იდგა და ჩუმად,ღიმილიანი სახით უყურებდა გოგოს შოუს. წამით იფიქრა კარზე მივუკაკუნებ და ასე მივიქცევ მის ყურადღებასო,მაგრამ მალევე მოიშორა აზრი,რადგან იმ მომენტში მოცეკვავე და უდარდელი ანას ყურება უფრო ართობდა. მოწევას რომ მორჩა სახლში შეიკეტა და თვითონაც სიმღერები ჩართო. ახსოვდა ანას თხოვნა, არ აუწიოო,მაგრამ, როცა საათი თორმეტს გადასცდა და პარასკევიც დადგა იფიქრა,რომ პირობის დარღვევისთვის საუკეთესო დრო იყო.
ბევრი არც უფიქრია, Slipknot-ის Psychosocial ჩართო და ხმას ისე აუწია რომ ანას ბინაში გასულიყო,თუმცა სხვა მეზობლები არ შეეწუხებინა,რადგან საკმაოდ კარგი რეპუტაციით გამოირჩეოდა სამეზობლოში ბურდული და გვიან ღამით ხალხის შეწუხებას ნამდვილად არ გეგმავდა, კედლის იქეთ მყოფი წითურის გარდა,რა თქმა უნდა.
სიმღერა ისე ჩამთავრდა ანასგან არანაირი ბრახუნი არ მიუღია კედელზე, თუმცა დანებებას არ აპირებდა,კედლის მეორე მხარეს კი ანა ის ის იყო სააბაზანოდან გამოვიდა პიჟამას ამარა,დაწოლას აპირებდა როცა თითქოს რაღაცას მოკრა ყური,მაგრამ ჯერ მეჩვენებაო იფიქრა,თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ თითქოს ძლიერ ტალღასავით შეასკდა ვიღაც კაცის გამაყრუებელი ყვირილის ბგერები სახეში. წარბები შეკრა და მაშინვე კედელს მიუვარდა,მუშტები დაუშინა და აბუზღუნდა.
-არ ვიცი რას სცდილობს,მაგრამ მისთვისვე აჯობებს გაჩერდეს.-საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და თან ემზადებოდა კიდევ დაებრახუნებინა კედელზე,რადგან იქედა მხრიდან საპასუხოდ არაფერი მიუღია,არც მუსიკისთვის დაუწევიათ ხმა. ბოლოს,როცა მიხვდა,რომ ასე ვერაფერს გახდებოდა თავიდან პირსახოცი მოიხსნა,თმა დაუდევრად შეიკრა და შემოსასვლელი კარისკენ გაიქცა,წარბშეკრული და გაცხარებული,მზად იყო რომ ეჩხუბა და სათანადოდ გამოელანძღა დემეტრე.
კარზე კაკუნი ბურდულმა მაშინვე გაიგო,თუმცა პირველივე ჯერზე არ გაუღია და უპასუხია,ცოტა ალოდინა მესხი და ბოლოს,როგორც იქნა გამოაღო კარი.სახეზე არანაირი რეაქცია ეხატა , თითქოს გეგმა სისრულეში არ მოუყვანია და ეს კონცერტიც ძალით არ დაუდგამს.
-გისმენ?-გაკვირვებული დააცქერდა ზემოდან ანას,რომელსაც თმა ჯერ კიდევ სვეელი ჰქონდა.
-რომ დაუწიო არ შეიძლება?დაძინებას ვცდილობთ აქ ხალხი,საქმეები გვაქვს დილით.
-შენი საქმეები ჩემ პრობლემად როდის მერე იქცა?-წარბი აუქაჩა,ვითომ არ ადარდებდა და თან სცდილობდა გოგონა უფრო გაეჯავრებინა.
-მისმინე,დემეტრე,წამით იყავი ისეთი გამგებიანი როგორც იმ წერილებში იყავი,მუსიკას ხმა დაუწიე და საშუალება მომეცი დავიძინო,თორემ...
-თორემ?-გაუღიმა და ანას სიტყვის დასრულება არ აცადა.
-პირობას გაძლევ საერთოდ ვეღარ ჩართავ სიმღერებს,ხმის დაწევას ვინღა დაეძებს!
-საკმაოდ დიდი სიტყვებია შენისთანა პატარა გოგოსთვის,წითურო.
-არ გაბედო!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ანამ.
-კარგი,ვთქვათ დავუწიე,სანაცვლოდ რას ვიღებ?-არ ეშვებოდა ბურდული.
-სიცოცხლით ტკბობის ბედნიერებას. - მკვახედ მოუჭრა ანამ,თითქოს მართლა შეეძლო იქვე მოესწრაფა ბიჭის სიცოცხე,მაგრამ დემეტრესთვის ანას ეს სიტყვები მუქარაზე მეტად რაღაც უფრო სასაცილი იყო,ამიტომაც გაუღიმა და კედელს მიეყრდნო იმის საჩვენებლად რომ დიალოგის დასრულებას ჯერ არ ჩქარობდა.
-მე უკეთესი იდეა მაქვს.
-არ მაინტერესებს,წავედი და კიდევ ერთხელ გიმეორებ,ხმას დაუწიე.-უკანმოუხედავად შებრუნდა ანა და კარში გაუჩინარებას აპირებდა,როცა დემეტრეს პასუხი დაეწია.
-დავუწევ,ოღონდ ასე ძალიან ნუ ცდილობ გამექცე და თავი ამარიდო წითურო,არ ვიკბინები. ტკბილი ძილი - ბიჭმა თვალი ჩაუკრა,კარი მიიკეტა და რამდენიმე წამში სიმღერის ხმას საერთოდ შეწყდა.

დილით ადრე მივიდა ანა სადგურზე, ერთი პატარა ჩემოდანი ჰქონდა თან,რომელშიც ყველაფერი გადაანაწილა. ძლივს ნახა საჭირო ტრანსპორტი და მისდა საბედნიეროდ ბოლო თავისუფალი ადგილი ფანჯარასთან. წინ საკმაოდ დიდი და გრძელი გზა ჰქონდა,ამიტომ ზედმეტი არ უფიქრია,კისრის ბალიში და ყურსასმენი გაიკეთა,კომფორტულად მოკალათდა. მანქანის დაძვრასთან ერთად თავდაპირველად ფიქრებს მიეცა, პატარა წარმოდგენები და მოლოდინები იმაზე თუ როგორი იქნებოდა მომდევნო ოთხი დღე გურიაში, სოფლის თბილი გაზაფხულის მზის ქვეშ,ამწვანებულ ეზოში,ჯერ დაუმწიფებელი ტყემალის ჭამით. ისიც იცოდა დედა არ მოასვენებდა შეკითხვებით,რას ჭამდა,როგორ უვლიდა თავს. ფაქტობრივად ყველაფერი მოსალოდნელი წინასწარ დახატა გონებაში,წარმოიდგინა, კოშკებიც ააწყო და ეს ოთხი დღე რომ არ ეყო შემდეგ ჩასვლის წარმოდგენაზეც კი წავიდა,ოღონდ საიდან-სად, არც კი იცის ამ ფანტაზიებში არსაიდან დემეტრე ბურდული როგორ გაჩნდა. გაჩნდა თავისი ირონიული ღიმილით, კედლის ჩარჩოს მიყრდნობილი და უყურებდა ეზოში მოფუსფუსე გოგონას,რომელიც აწ უკვე ზაფხულის მზის ქვეშ თამამად ათამაშებდა რიჟა ნაწნავებს.რა მომენტში გამორეკვა და გამოიჭირა თავი ფიქრების უაზრობაში თავადაც ვერ დაადგინდა,მაგრამ ფაქტია წარბები ისე ძლიერად შეკრა გვერდით მჯდომმა ქალმა ჰკითხა თავი ხომ არ გტკივა შვილოო. გოგონამ თავაზიანად იუარა, არა, მეძინება უბრალოდო უპასუხა და მართლაც, მალე ჩაეძინა და ბოლო გაჩერებამდე არც გაუღვიძია.
სოფლის შესასვლელში ბიძამისი დახვდა მანქანით, გადაეხვია,მოეფერე და გული როცა იჯერა ალერსით მხოლოდ მერე დაიკავა მგზავრის ადგილი. 18 წლის იყო ანა გურიიდან თბილისში რომ გადავიდა,ფსიქოლოგია ისწავლა, ბაკალავრიც დაასრულა,დიპლომიც აიღო,მაგისტრატურაც თბილისში ისწავლა, ადამიანის რესურსებს სრულფასოვნად დაეუფლა,მაგრამ ამასთან ერთად უამრავი კურსი გაიარა გრაფიკული დიზაინის,კოლეჯშიც ისწავლა და ახლა , 23 წლის ასაკში მისი გზა ჯერ-ჯერობით ამ პროფესიას მიუყვება და თან საკმაოდ მყარად. 18 წლამდე მესხი სოფელში ცხოვრობდა,დედა,მამა,ძმები,ბიძა,ბიცოლა და ბიძაშვილები ყველა ერთ დიდ ეზოში დროსთან ერთად იზრდებოდნენ. მესხების ჭიშკარს იქეთ მწვანე მინდორში ორი სახლი იდგა,სწორედ ამ სახლებში იყვნენ ისინი ოჯახებით დანაწილებულები. ბებია ბაბუა კი ერთი დღე ერთ სახლში რჩებოდნენ,მეორე დღე მეორეში.
დროის გასვლასთან ერთად,რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა ეზოც,სახლებიც,გახმა ანას საყვარელი ბალის ხე. ატამიც აღარ ისხამდა უწინდელად და ვაშლის ხეც მოჭრეს,მაგრამ ხეებს ვინ ჩივის,ხალხიც გაქრა. ჯერ ბებია,მერე ბაბუა და ახლა სოფელში ჩასვლა თითქოს თან სიცარიელესაც იწვევდა. რაღაც ორმაგი ემოციების გასაყარზე იყო ანა,უხაროდა,მაგრამ თან იმდენად ბედნიერი იყო რომ ეს სიხარული პარადოქსულად ტკივილში გადასდიოდა,სევდაში,რომელსაც ვერაფერს შველიდა.
-ჩამოხვედი დედა?-ხელებგაშლილი შეეგება თინა- როგორ მომენატრე დე,კიდე როგორ დასუსტდი.
-კარგი რა დედა,ჯერ შემომიშვი ეზოში ნორმალურად.-ანამ გაუცინა და კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა დედას ხელები,აგერ და ნახე როგორი ძალა მაქვსო.
-შემოდი,შემოდი,ახლა ავიღე ტაფიდან ხაჭაპური.-ქოთქოთით წავიდა ქალი სახლისკენ.ამასობაში სხვებიც გამოვიდნენ ეზოში,ყველას სათითაოდ ჩამოუარა ანამ,ბოლოს,როგორც იქნა, შეაღწია სახლში,ბარგი კუთხეში დადო,ქურთუკი გაიხადა და სავარძელში ჩაესვენა.
-ჰე,ადექი ახლა ზეთ,დეიბანე ხელი და მოი მაგიდასთან.-ოფიციალურად დედის ამპლუაში გადავიდა თინა.
-მაგაზე გაწყენინებ,მიხმება კუჭი.

სრული იდილია იყო პატარა სამზარეულოში გამეფებული,თითქოს წლებს არც არაფერი წაუღია,თითქოს ახლაც ბავშვი იყო ანა,ახლაც უწინდელივით უხაროდა ეზოში წიწილების დანახვა,იქეთ თხების ბღავილი. ახლაც ბავშვივით მცქმუტავი დარბოდა ერთი ეზოს ბოლოდან მეორეში ტყემალი რომ მოეკრიფა და იქვე,ხის ძირას ეჭამა და ახლაც ზუსტად ისე უწყრებოდა დედა,ძაღლს ნუ ეფერები,ბინძურიოა,როგორც ადრე,როცა ჯერ კიდევ არ ქონდა გააზრებული დროის და წამის მნიშვნელობა.იყო იდილია და ამ იდილიაში მიყუჟული სევდა,რომელიც თვალში ჩავარდნილი წამწამივით არ აძლევდა გოგოს მოსვენების უფლებას.
საღამოს პასკები გამოაცხვეს,ანას მონაწილეობა არ მიუღია,რადგან პასკას არ ჭამს,ამიტომ დედამ და ბიცოლამ სამზარეულოსთან მიკარება აუკრძალეს,არ გაგვიფუჭო რამეო. არც კვერცხის შეღებვა დასცალდა, რადგან ეს ბავშვებმა აიღეს საკუთარ თავზე,ჩვენ გვიხარია და გვაცადე,შენ ახლა ვითომ სტუმარი ხარ და იჯექი უსაქმოდო. იმ დღეს მართლაც უსაქმოდ დატოვეს, მაგრამ მეორე დილით ადრიანად ადგა და ახლა სრული მონდომებითა და სერიოზულობით ჩაერთო სახლის ამბებში. იმდენად იყო მისი ყურადღება შინაურ გარემოზე გადართული და ორიენტირებული,რომ დემეტრე სულ არ გახსენებია. პლუს ლეპტოპიც წამოიღო,საქმეს მოცდა არ უყვარს და წინ წავიგდებო. საკმაოდ მშვიდად,თავისუფლად და ჰარმონიულად გაატარა ეს ოთხი დღე. ამინდიც მშვენიერი დაუხვდა, აღდგომის დილას იწვიმა,მაგრამ ორშაბათს ისეთი მცხუნვარე მზე ანათებდა სასაფლაოზე გასულები სულ იმის წუწუნში იყვნენ ერთი ქოლგა და ცივი წყალი ახლა მოსწრება იქნებაო.
უკანა გზაზე მარშუტით არ მოუწია წასვლა,ბიძამისმა საქმე მაქვს ქალაქში და წაგიყვან მე ბარემ,შენც კომფორტულად იქნები და ჩვენც არ ვინერვიულებთო,ანასაც მეტი რა უნდოდა,კომფორტი ნამდვილად უყვარდა.
-დედა სატენი ხომ ჩადე? არ დატიო იცოდე.
-ჩავდე დედა,ყველაფერი ჩავდე.
-ყველის პარკი არ დაგრჩეს, მიაწოდე ბიძაშენს და ჩადოს მანქანაში.-არ ჩერდებოდა ქალი,გული ისე უფანცქალებდა თითქოს ისევ პირველად უშებდა ანას ქალქში.
-რად მინდა დედა ისე ამდენი ყველი,ერთი ვცხოვრობ იმ სახლში,ახალ წლამდე მეყოფა.
-მარტო შენდა არ გატან მაგას,გოგოებს მიეცი,სოფლის ყველია,რაცხა მაღაზიაში ნაყიდს კი აჯობებს.
-კაი ჰე,წევედით ახლა თუარა დაგვიანდება.-მანქანაში ყველაფრის ჩალაგებას რომ მორცა ბიძამისმა ხელები შემოჰკრა და ხალხს ანიშნა მორჩით დამშვიდობების ცერემონიასო.
თბილისამდე გზა საკმაოდ მალე ჩაილია,სიცილ-კისკისში,სიმღერ-სიმღერით და ხალხის წრიპინის გარეშე უფრო სახალისო და სასიამოვნო იყო მგზავრობა. მძღოლი გაჩერებაზე რომ არ ჯავრობს და უკნიდან ვიღაც რომ არ გიყვირის აწიე ეგ ფანჯარა ქარი სახეში მირტყამსო. გვიან საღამოს ჩავიდნენ ქალაქში,მზე ზანტად აფენდა სხივებს ქალაქს,თან არ ეშვებოდა თან თითქოს ეზარებოდა დარჩენა ცაზე.საღამოს სუსხსაც უკვე დაეწყო ნელ-ნელა შემოპარვა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ იკრეფდა ძალას. სახლთან რომ მივიდნენ ანამ შინ შეიპატიჟა ბიძა,ამოდი,ყავას მაინც დაგალევინებ და ნახე სად გადმოვედი,ნუთუ არ გაინტერესებსო.
-ამოვალ,მარა დიდი ხნით ვერ დავრჩები.
-წამო,წამო,ჩანთებსაც ამატანიებ თან.- გაუცინა კაცს და გახარებული გადახტა მანქანიდან. საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ანას და ბიძამის, ალბათ ბევრ მამა-შვილსაც კი შეშურდებოდა ისეთი.
-ისე ამაღამ აქ რომ დარჩე,თუ უთხარი შენ ძმას უკვე რომ ჩამოდიხარ და მასთან რჩები?
-იქ დავრჩები ხო, აბა ახლა ახალგაზრდა გოგოს ხომ არ შეგაწუხებ.
-კაი რა ავთო,არ იცოდე მაინც სიხარულით რომ დაგიტოვებ,რა შეწუხებაზე მელაპარაკები?!
-არ უნდა ახლა ბევრი ამბავი,დავრჩები ზაზასთან,სოფელში ვერ ჩამოვიდა ამ აღდგომას და ასე მაინც ვნახავ.
-მაშინ მეც წამოვალ ამაღამ, ყველიც წავუღოთ-თვალი ჩაუკრა ეშმაკურად გოგომ-მერე კი გამოვალ უკან.
-მაშინ რაღა შენთან ავდივართ ყავაზე,ჩადე მაი ჩანთა უკან,ევიდეთ ბიძაშენთან და სახლში კი გამოგიყვანთ მერე რომელიმე.
-კი ბატონო,წავიდეთ.


ეს ოთხი დღე დემეტრესთვის თითქოს არაფრით იყო გამორჩეული. ქალაქიდან არ გასულა, შაბათ-კვირას დედ-მამასთან ავიდა ბინაში და იქ დარჩა. ყველაფერი თითქოს ისევ რუტინულად და უცვლელად მიდიოდა,სახლი,სამსახური,მეგობრები და სოციალური ცხოვრება,მაგრამ რაღაც ნაწილში მიხვდა რომ ამ ყველაფერს აწ უკვე რუტინად შეძენილი ერთი მნიშვნელოვანი რაღაც აკლდა. არსად ჩანდა ანა და ამ ჯერად იცოდა რომ ეს ყველაფერი თავის არიდება არ იყო,რადგან ამ ოთხი დღის განმავლობაში გოგონასთან ერთად მისი კვალიც გაქრა. თავიდან ნერვიულობდა, მერე ძალიან ბევრს ფიქრობდა სად შეიძლება ყოფილიყო. იცოდა რომ დაბრუნდებოდა, მიხვდა,რომ ალბათ დასვენების პერიოდში გოგონა შესაძლოა მისიანებთან დაბრუნებულიყო,მაგრამ დეტალები რომ არ იცოდა (ან რატომ უნდა სცოდნოდა) და მხოლოდ ვარაუდზე ყოფნა საკმაოდ არ სიამოვნებდა. თუმცა ვერაფერს გააწყობდა,ერთადერთი რაც დარჩენოდა იყო ლოდინი. ერთი გაფიქრება ისიც იფიქრა,მოდი რამეს დავწერ და სტიკერს კარზე მივუკრავ უკან დაბრუნებულს რომ დახვდესო,თუმცა ვერაფერი მოიფიქრა.
სამშაბათი საღამო იყო,დემეტრეს ოფისიდან ადრე მოუწია გამოსვლა თავის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად,სამშენებლო ტერიტორია უნდა მოენახულებინათ. იქედან წამოსულები დემეტრესთან ავიდნენ ბინაში, მონახაზებს გადახედეს, საჭმელი გამოიძახეს და ფაქტობრივად სამუშაო კაბინეტი ბურდულის ბინაში გადმოიტანეს. თანამშრომლები ნაწილ-ნაწილ,ნელ-ნელა იშლებოდნენ. გვიანი იყო უკვე,ათი იწყებოდა, ბოლო კაციღა შემორჩა მასთან ბინაში,ელენე. ელენე დემეტრეს დედის ნათლულიც იყო,მხოლოდ თანამშრომლური და კოლეგიური ურთიერთობა არ აკავშირებდა გოგონასთან,ამიტომ პრობლემას არ წარმოადგენდა მისი გვიანობამდე დარჩენა. თან შეყვარებულმა დაურეკა,იყავი,გამოგივლი და მე წაგიყვან სახლშიო. ერთ საათში მართლაც დაურეკა ელენეს შეყვარებულმა,მოვედი და ქვემოთ გელოდებიო.
-წამოდი,გაგაცილებ-კარი გაუღო დემეტრემ და გოგონა სადარბაზოში გააცილა. თვალში მის მეზობელ კართან მდგარი სილუეტი მოხვდა,გოგონას თავი დაეღუნა,სულ არ აქცევდა ირგვლივ რა ხდებოდა იმას ყურადღებას,ისევ სადღაც ჩანთაში მიგდებულ გასაღებს ეძებდა. დემეტრეს გაეღიმა,თუმცა მისი ყურადღების მიქცევა არც უცდია.
-კაი დემე,აღარ გინდა ქვემოთ ჩაცილება,წავედი და მადლობა.
-ნახვამდის,ელე.- თავაზიანად გაუღიმა კიბეზე მიმავალ გოგონას და დაინახა ანა წამიერად როგორ მობრუნდა. არაფრის თქმას აპირებდა,თვალი ააყოლა და უხმოდ დაუკრა ბიჭს თავი.
-შენც გამარჯობა,წითურო.
-სახელი მქვია.-წარბი შეკრა ანამ.
-სად იყავი დაკარგული,აბა შევთანხმდით და აღარ აგარიდებ თავსო?-ვითომ გოგონას ნათქვამი არ გაუგია ისე გააგრძელა დემეტრემ საუბარი. ღია სახლის კარში იდგა,სადარბაზოში გამეფეული ღამის სუსხი აშკარად არ ანაღვლებდა, რადგან მოკლესახელოიან მაისურში ისე იდგა თითქოს შუა აგვისტოს ღამე ყოფილიყოს. ბიჭს კიდევ ერთხელ შეავლო გოგონამ თვალი და თაიას ნათქვამი გაახსენდა,ტატუებიც ექნებაო, მართალიც აღმოჩნდა.
-ანა, აქეთ-ხელი აუქნია დემეტრემ და შეეცადა თვითკმაყოფილი ღიმილი დაემალა.
-არანაირი პირობა მე არ მომიცია და რა შენი საქმეა სად ვიყავი? ისე ნუ მეკითხები თითქოს გადარდებდეს.-თვალი კიბისკენ გაექცა გოგონას და მერე მიხვდა რამხელა სისულელე წამოროშა ბიჭის წინ,თავი გაყიდა.
-როცა ბრაზდები ლოყები თმასავით გიწითლდება,უთქვამს აქამდე ვინმეს შენთვის?
-შემეშვი,დაღლილი ვარ და მეძინება.-არ შეიმჩნია თითქოს ანამ,მაგრამ სახეზე კიდევ უფრო წამოწითლდა. შებრუნდა,რომ დემეტრეს არ დაენახა,მაგრამ ბურდული მიხვდა,რომ გოგოზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა.
-ოზის მოენატრე,გამოდი ხოლმე აივანზე.
-ოზისთვის გამოვალ.
-ხო,ოზისთვის გამოდი-მკაფიოდ იგრძნობოდა დემეტრეს ხმაში როგორ იღიმოდა,აღარ შეეძლო თავის გაკონტროლება.-კარგი,შედი,არ გაცივდე. ტკბილი ძილი წითურო.- პასუხს არ დალოდებია კარი ისე მიიკეტა ანა კი იდა ასე,გასაღებით ხელში და მეზობლის კარისკენ ზურგშექცეული. გული ლამის საგულედან ამოუვარდესო ისე უცემდა.
-მაინც ყეყეჩია!-ხმამაღლა ჩაილაპარაკა ანამ,კარი გააღო და სახლში შევიდა.

მეორე დილით ადრე ადგა. მზე ცდილობდა გადაფარებულ ფარდებში შემოპარვას და რამდენიმე გამოპარული სხივი სახეზე ელამუნებოდა ანას. მოწესრიგდა,მაგრამ არ უსაუზმია. ფანჯარა გააღო,ჭიქაში წვენი დაისხა და აივნის კათან დადგა. ფიქრობდა, გასულიყო თუ არა გარეთ. ისე ორჭოფობდა თითქოს ქვეყნის საზღვარი უნდა გადაეკვეთა და ერთ ზედმეტ ნაბიჯზე ზურგში ტყვიას მოაწევდნენ.
-რომ გავიდე და ეგონოს რომ მის გამო გავდივარ?მაგრამ რეალურად ხომ მართლა მის გამო გავდივარ?! ამდენს თუ ვიფიქრებ თავი ამიფეთქდება ბოლოს. ან რაში მადარდებს საერთოდ,დამოუკიდებელი ადამიანი ვარ,რასაც მინდა იმას ვიზამ!- ამაყად განაცხადა, კარი სახელურს დაწვდა და გარეთ გავიდა. ზუსტად იმ დროს გაიღო მეზობლის აივნის კარი და სირბილით გამოვარდა ოზი აივანზე, ჯერ ერთ ადგილას დატრიალდა და ბოლოს ანასკენ გაიქცა.
-დილამშვიდობისა პატარა-ჭიქა ხის მოაჯირზე ჩამოდო და ძირს დაიხარა რომ ოზის მოფერებოდა.
-დილამშვიდობის წითურო. არ მეგონა პირდაპირ არ ზედმეტსახელებზე თუ გადავხტებოდით.-ზურგსუკან მოემსა დემეტრეს ახალგაღვიძებული და დაბოხებული ხმა.
-ოზის ველაპარაკებოდი,იდიოტო!
-ახლა უკვე გულს მტკენ.
-არაუშავს, ცხოვრების მიზნად გადავიქცევ რომ მუდამ გული გეტკინოს.
-ამ სიტყვებს გაგახსენებ,სულ ცოტა დრო მომეცი.- გოგონამ წამით ოზისთან თამაშს თავი ანება და დემეტრეს ახედა,წარბაწეულმა.
-დილიდან კარგ ხასიათზე ხარ,გეტყობა.
-საკმაოდ,ოზიც აღარ წკმუის,ხომ გითხარი,მოენატრე.
-მაგიტომ გამოვედი ოზის რომ მოვენატრე და მენახა.
-მჯერა. მე აბა მემალები,უკვე კვირაზე მეტია.
-არ გემალები, ნუ გაქვს დიდი წარმოდგენა თავზე.
-ორივემ ვიცით რომ თავს მარიდებდი,ანა. იმედი მაქვს ამის საჭიროებას ვეღარ ხედავ.
-იმის საჭიროებას ვხედავ ახლა რომ ავდგე და სახლში შევიდე,ოზისაც თან წავიყვან.
-როდემდე უნდა გამირბოდე?
-არ გაგირბივარ.
-კარგი,ახლა დავუშვათ რომ არ გამირბიხარ, ის დღეები რატომ მემალებოდი?
-ნუთუ სერიოზულად მეკითხები? შენ ვერ იაზრებ?ვერ ხვდები?
-მე რასაც ვხვდები ეგ მხოლოდ ჩემი ვარაუდია,მინდა შენი მხარეც ვიცოდე,რეალურად რომ გავიგო რა დავაშავე.
-ყოველთვის სხვადასხვა როგორ ხარ? პიროვნების გაორება?
-აჰა თურმე- ბიჭი კაუჭივით ჩაეჭიდა ანას პასუხს.
-რა აჰა თურმე?
-ამ სიფრიფანა მაისურით რომ ხარ გამოსული რამე თბილი არ გაქვს? სიცივეა ჯერ კიდევ.
-მართლა შევიშლები,ახლა მზრუნველობაზე გადავიდა.
-მზრუნველი სულ ვიყავი,ბოლო-ბოლო ოზიმ რომ ქოთანი გაგიტეხა ავდექი და ახალი მოგიტანე. ლამაზად მოგიხატავს სხვათაშორის და მოუხდა აივანს.
-დააბრალა ახლა ქოთნის გატეხვა ოზის და შეიწერა მზრუნველობაც.წავედი,აღარ მცალია,სამუშაო მაქვს.-ფეხზე წამოდგა და სულ დაავიწყდა რაფაზე დადებული ფორთოხლის წვენი.
-ანა.
-გისმენ.
-ჭიქა გრჩება.- უხმოდ მიბრუნდა მესხი,ჭიქას დაავლო ხელი და სახლის კარი მიიკეტა. იმავე დღეს ნაგვის გადასყრელად როცა გავიდა გარეთ კარზე ფურცელი დახვდა მიკრული - „ აწი ჩემს სანახავად როცა გამოხვალ ოზი მიზეზად აღარ გამოიყენო“.
-ყეყეჩი-ჩაიბურტყუნა მესხმა-თითქოს თვითონ არ გამოუყენებია მიზეზად იი,ოზის ენატრები.
-მართლა ოზის ენატრებოდი,წითურო.-ანამ ხმის გაგონებაზე წამოიკივლა, არ ელოდა დემეტრეს ასე არსაიდან გამოჩენას. ბიჭი ზემოთ ამოდიოდა და აშკარად ყველაფერი გაიგო.- შენს სანახავად მიზეზის მოგონება არ დამჭირდება,როცა მომენატრები პირდაპირ გეტყვი და გაიგებ.- თვალი ჩაუკრა გოგონას და ისევ ისე გაუჩინარდა თითქოს იქ არც ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent