შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 15


გუშინ, 15:17
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 110

...მანქანა იოანესთვის ნაცნობ კორპუსთან გაჩერდა, ცოტა ხანს საჭესთან ჩუმად იჯდა, თითქოს საკუთარ ფიქრებს ალაგებდა, მერე ტელეფონი აიღო და მოკლედ დაწერა:
„სახლში ხარ?“

პასუხი მალევე მოვიდა:
„კი, ამოდი.“



ბინა ნახევრად ბნელში იყო. მისი მეგობარი დივანზე იჯდა, ტელევიზორი ჩართული ჰქონდა, მაგრამ აშკარად არ უყურებდა - იოანეს ელოდა.

- აბა? - მაშინვე ჰკითხა, როგორც კი კარი გაიღო, -როგორ ჩაიარა?

იოანემ პიჯაკი სკამზე გადაკიდა და ჩუმად ამოისუნთქა.

-ცუდად.

-ეგ უკვე ვიცი, - გაეცინა მეგობარს, -სახეზე გაწერია. დეტალებში მიდი. -მხარზე ხელი დაჰკრა.

იოანემ წყლის ბოთლი აიღო, მოსვა, მერე გადაღლილი დაესვენა.

-ზედმეტი მომივიდა.

-ზედმეტი? - მეგობარმა წარბი აწია, -შენს ენაზე ეგ ნიშნავს, რომ ყველაფერი გააფუჭე.

იოანემ ირონიულად ჩაიცინა.

-შეიძლება.

-არა, შეიძლება არა - ზუსტად ეგ არის.

პაუზა.

-რა უთხარი? - გააგრძელა მეგობარმა.

-რაც არ უნდა მეთქვა.

-ანუ?

იოანემ თვალები დახარა, მერე ისევ ასწია.

-პირდაპირ წავედი, იკუშ.. ზედმეტად პირდაპირ.

მეგობარმა თავი გადააქნია.

-აი, ზუსტად ეგ არის შენი პრობლემა. ყოველთვის მიჩვეული ხარ, რომ რაც გინდა თვალის დახამხამებაში იღებ. ზედმეტი გაჭიანურების ან თხოვნის გარეშე გახტებიან ქალები.. სხვა მოცემულობა ჯერ არც მიგიღია ცხოვრებაში. მაგრამ ეს გოგო კაკრას არ არის ეგეთი და რა ქნას? ზუსტად ეგ გევასება, ხო ვიცი არა? -ხმამაღლა გაიცინა და იოანეს ეშმაკურად მიაჩერდა.
-რა ვქნა?
-რა ქნა? რა უნდა ქნა? -თითით შუბლზე ანიშნა ირაკლიმ.
-რამე კარგი ახსოვს მაგ ნაშას შენგან?
-არაა ნაშა, -უჩვეულოდ დაიძაბა იოანე და თავისივე რეაქციით წუთიერად გაოცებულიც დარჩა.
-ჰო, ნუ მაგ გოგოს, ეჩხუბე და აგინე და მაგის მერე ეგრევე ცოლად მოგყავს? ეგაა შენი გეგმა?
-მართალი ხარ..
-იასნია. შენთან ყოფნა რომ მოუნდეს მაგისთვის რამეც უნდა იმოქმედო, ძმაო ეგრე არაა, ნუ მიყურებ გაოცებული ბატკანივით.. ურთიერთობა ასე ეწყობა ჩვენნაირ მოკვდავებს შორის ყოველ შემთხვევაში, შენთან თუ არა.. ჯერ არც კი გიცნობს წესიერად, თან შენც ბევრი რამე გაქვს გასაგები მასზე. თუ ერთი ნახვით ასე დაგევასა და ვერ ივიწყებ ავტომატურად იმას არ ნიშნავს რო ეგეც იგივენაირად უნდა იყოს და ყველაფერი ეგრევე განაღდებულია.. ორ წუთში ხო ვერ გახდებით ცოლ-ქმარი რაღაც მუხტი თუ არ იყო თქვენში და ერთმანეთი არ შეიცანით, ეგრეაა..
იოანე ცოტა ხანს ფიქრობდა ირაკლის სიტყვებზე, მერე თითქოს გონებაში ყველაფერი გადაწყვიტა და მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა.


***

იმ ღამეს იოანე დიდხანს არ დარჩენილა.

სახლში დაბრუნებულმა ტელეფონი ხელში აიღო, რამდენიმე წამი ეკრანს უყურებდა - მილენას სახელი თითქოს ჩვეულებრივზე მძიმე ჩანდა.

მერე მოკლე მესიჯი დაწერა.

„დღესაც ცუდად გამომივიდა.. არ მინდოდა ასე მომხდარიყო.
დილით თუ დრო გაქვს, მინდა
დაგელაპარაკო. უბრალოდ მშვიდად.“

რამდენიმე წამი არ გაგზავნა.

მერე მაინც გაგზავნას დააჭირა.



მილენა მისაღებში იყო, როცა შეტყობინება მიიღო.

ეკრანს უყურებდა, თითქოს ტექსტს კითხულობდა, მაგრამ სინამდვილეში იმაზე ფიქრობდა - უნდა ეპასუხა თუ არა.

იოანეს სახე ისევ თვალწინ ედგა.

მისი ხმა.

მისი ტონი.

მომთხოვნი გამომეტყველება.

და მაინც…

ამ მესიჯში რაღაც სხვა იყო.

უფრო მშვიდი.
უფრო… ადამიანური.

მილენამ ნაზად ამოისუნთქა.

რამდენიმე წუთი არაფერი გაუკეთებია.

თან ფიქრობდა ისევ მოულოდნელად არ მოსულიყო მასთან.

შემდეგ მოკლედ უპასუხა:

„კარგი.“


***

პასუხის მიღების შემდეგ იოანემ შეხვედრა ისე დაგეგმა, თითქოს თითოეული დეტალი წინასწარ ჰქონდა გათვლილი - ადგილი, დრო, გარემო, ყველაფერი.

დილით, როცა მილენამ გაიღვიძა და მოწესრიგდა, მასთან გამოგზავნილი მანქანა მალევე მოვიდა და უკვე ეზოში ელოდებოდა. მძღოლმა ახლად გამოსულ გოგონას მშვიდად გაუღო კარი და მხოლოდ მოკლედ უთხრა:

-ბატონი იოანე გელოდებათ.

მილენა ერთი წამით დაფიქრებული და სევდიანი შეყოვნდა, მაგრამ მაინც ჩაჯდა.



მანქანა ქალაქის ხმაურიდან ნელ-ნელა გავიდა და მცხეთისკენ აიღო გეზი. გზად ქალაქის განათება იკარგებოდა, მის ადგილს კი ღამის სიწყნარე და მდინარის სურნელი ანაცვლებდა.

როცა მივიდნენ, მილენამ პირველად შეხედა ადგილს - პატარა, დახურული რესტორანი იყო, მდინარის პირას, სადაც მხოლოდ რამდენიმე მაგიდა იდგა. გარშემო რბილი განათება ენთო, სანთლები ანათებდა, ყველაფერი ზედმეტად მშვიდი, მყუდრო და მოწესრიგებული ჩანდა.

ის არ ელოდა ასეთ რამეს.



იოანე უკვე იქ იყო.

შავი კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა, ზედა ღილები ოდნავ შეხსნილი ჰქონდა. ჩვეულებრივზე უფრო მარტივად და კომფორტულად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც მკაფიოდ იგრძნობოდა მისი სტილი - მოწესრიგებული, კონტროლირებული, რაღაც რაც ძალაუფლებაზე მიანიშნებდა.

როცა მანქანა ეზოს წინ გაჩერდა და მილენა მიუახლოვდა, იოანემ მზერით ნელა აათვალიერა - თავიდან ფეხებამდე.

მილენას მოლურჯო, საგაზაფხულო, ძალიან სადა კაბა ეცვა, თმა მსუბუქად ჰქონდა შეკრული, რამდენიმე კულული კი თოვლისფერ სახეს საფეთქლებთან ნაზად ეცემოდა. სქელი ტუჩები იისფრად უელავდა, წამწამები შავად.

იოანემ ცოტა ხნით ჩუმად აკვირდებოდა.

მერე ძალიან მშვიდად, მაგრამ პირდაპირ უთხრა:

-ძალიან მიმზიდველი ხარ.

არა გადაჭარბებულად.
არა ზედმეტად.

უბრალოდ - ზუსტად ისე როგორც გაიფიქრა.

მილენა ოდნავ დაიბნა, მაგრამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ სკამზე დაჯდა.
"ნეტავ მართლა კარგად გამოვიყურები? მგონი ეს ფერი დიდად არ მიხდება..." -ცოტა შეიშმუშნა, მაგრამ უცებ გაიმტკიცა გამომეტყველება და თავისთვის, მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.

***

შეხვედრის პირველი წუთები ისევ დაძაბულობის განცდას იწვევდა.

მაგრამ ეს უკვე სხვანაირი დაძაბულობა იყო - არა კონფლიქტური, არამედ… გაურკვეველი.

იოანემ თავად დაიწყო:

-ვიცი, რომ არ მენდობი.

მილენამ პირდაპირ შეხედა.

-ასეა..

იოანემ თავი ოდნავ დაუქნია, თითქოს ელოდა ამ პასუხს.

-და მაინც მოხვედი.

-იმიტომ, რომ მაინტერესებდა, რას იტყოდი.

პაუზა.

იოანემ ნელა ჩაისუნთქა.

-ამჯერად არ ვაპირებ შენზე ზეწოლას.

-და რას აპირებ?

კაცმა ოდნავ ჩაიღიმა.

-უბრალოდ… უკეთ მინდა მიცნობდე.. და მეც გიცნობდე..



საუბარი ნელ-ნელა დალაგდა.

ის აღარ ჩქარობდა.

არ აწყვეტინებდა.

ხანდახან უბრალოდ უსმენდა, ისე, თითქოს მის სიტყვებს ძვირი მნიშვნელობა ჰქონდა.

მილენა ამას ამჩნევდა.

და სწორედ ეს იყო ყველაზე უცნაური.



საკვებად მსუბუქი, დახვეწილი საუზმე მოვიდა, შემდეგ ცოტა ღვინო.

იოანე ამჯერად არ სვამდა ბევრს.

მილენამ ესეც შეამჩნია.

-დღეს ფხიზელი ხარ, - უთხრა ნახევრად ირონიულად.

იოანემ ოდნავ ჩაიღიმა.

-დღეს მინდა, რომ ყველაფერი მახსოვდეს.

ეს პასუხი მოულოდნელი იყო.



იოანემ უცებ ხელი ოდნავ ასწია.

რესტორნის კუთხეში მდგომმა მუსიკოსმა ნაზად დაიწყო დაკვრა - მშვიდი, ძველი, კლასიკური მელოდია იყო.

მილენა გაკვირვებით შემობრუნდა.

-ეს რა არის?

იოანემ მხრები ოდნავ აიჩეჩა.

-სიურპრიზი.

-რისთვის?

-იმისთვის, რომ დღევანდელი დღე დაგამახსოვრდეს.

მილენა ჩუმად დარჩა.



რამდენიმე წამში იოანემ ხელი გაუწოდა.

-ვიცეკვოთ.

მილენა ყოყმანობდა.

ეს არ იყო მისი სტილი.

არც სიტუაცია იყო ბოლომდე კომფორტული.

მაგრამ…

მაინც ადგა.



მუსიკის ფონზე, როცა ისინი ერთმანეთთან ახლოს აღმოჩნდნენ, მილენამ პირველად იგრძნო ის უცნაური შეგრძნება, რომელსაც ვერ ხსნიდა.

იოანეს ხელი მის წელზე იყო - არა ზედმეტად მჭიდროდ, მაგრამ საკმარისად, რომ მისი სიახლოვე ეგრძნო.

მისი სუნთქვა მშვიდი იყო.

მილენასი კი - ოდნავ აჩქარებული.

-ისევ ნერვიულობ? - ჩუმად ჰკითხა იოანემ.

-შენთან ყოველთვის.

იოანემ ოდნავ ჩაიღიმა.

-ეს კარგი ნიშანია.

-რატომ?

-ანუ.. გულგრილი არ ხარ.



ეს სიტყვები მილენას არ მოეწონა.

მაგრამ არც ბოლომდე უარყო.



ცეკვა დიდხანს არ გაგრძელებულა.

მაგრამ საკმარისი იყო, რომ მილენას დამოკიდებულებაში რაღაც შეიცვლილიყო.



საღამოს ბოლოს, როცა უკან ბრუნდებოდნენ, მანქანაში სიჩუმე აღარ იყო ისეთი მძიმე.

მილენა ფანჯარას უცქერდა, მაგრამ ამჯერად ფიქრებში არ იკარგებოდა.

ის გრძნობდა რაღაცას, რაც არ უნდოდა ეღიარებინა.

ინტერესი.

ყურადღება.

ახლად
მოშუშებული ტკივილი..

და… მცირე ნდობის დასაწყისი.



იოანე კი გვერდით არხეინად იჯდა.

მის სახეზე არაფერი იკითხებოდა.

მაგრამ შინაგანად…

მან ზუსტად იცოდა, რომ პირველი ნაბიჯი წარმატებული იყო.

სახლთან მივიდნენ თუ არა, კაცი მანქანიდან გადმოვიდა, კარი თავაზიანად გაუღო და შემდეგ ქარში მდგარ მობუზულ მილენას თვალებში თითქოს ამოუცნობი განზრახვით ჩააშტერდა, დაიხარა და თავზე აკოცა, მილენას გააჟრჟოლა, სანამ მისგან მიბრუნდებოდა ხელზე ხელი მოუჭირა, -შეხვედრამდე, მილენა..
-რა იცი რომ შეგხვდები..-ჩაილაპარაკა ჩუმად, დარწმუნებული რომ არ გაიგებდა.
-ბედს ვერ გაექცევი..-მსუბუქად თვალი ჩაუკრა და მანქანაში ღიმილით მოთავსდა. ორ წამში, მილენაც თავის ქნევით და ბუზღუნით მიბრუნდა სახლისკენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent