შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადის ქალი (თავი I)


გუშინ, 18:53
ნანახია 88

მიყვარს ჩემი ცხოვრება.
ზოგჯერ ვფიქრობ რა გავაკეთე წინა ცხოვრებაში ასეთი,რომ ახლა იმ ადამიანებით დამაჯილდოვა ვინც ჩემს გარშემო არიან.მყავს მშობლები,რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და არ აქვს მნიშვნელობა რა სულელური აზრი უნდა მომივიდეს ისინი მაინც გვერდში მიდგანან.არც მაშინ გაუპროტესტებიათ ჩემი გადაწყვეტილება,როცა სკოლის დამთავრების შემდეგ განვაცხადე,რომ მინდოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარკეტინგის ფაკულტეტზე ჩამებარებინა,სადაც ციფრული კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის სტრატეგიებს შევისწავლიდი.მიუხედავად იმისა,რომ ამ წინადადებიდან თითქმის ვერაფერი გაიგეს,მაინც ტაშით შეეგებნენ ჩემს გადაწყვეტილებას და წარმატებები მისურვეს.ლიას განსაკუთრებით ის ახარებს,რომ თითქმის ყოველთვის სახლიდან ვმუშაობ და ჩემს კარგად გამოკვებას ახერხებს,აი თამაზმა კი ჩემი პროფესიის წყალობით მისი კომპანიისთვის „უფასო“ სოც მედია მენეჯერი იპოვა.ეს რა თქმა უნდა ხუმრობით,ისე მამაჩემს ორმაგს ვახდევინებ,რავქნათ ასეთია ცხოვრება.
მეგობრებიც ძალიან კარგი მყავს.ჩემი ნიცა.მახსოვს ჩემი თავი და მახსოვს ნიცა.ყოველთვის ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს პირველად თვალი,რომ გავახილე ნიცა დავინახე.მისი და მისი რჩევების გარეშე ცხოვრებაში რას გავაკეთებდი წარმოდგენა არ მაქვს.ნიცა ჩემი დამაკავშირებელი ხიდია რეალურ სამყაროსთან.ჩემგან განსხვავებით ყოველთვის იცის,როდის რა უნდა ილაპარაკოს.
ფიქრი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა,თითქოს გრძნობდა მასზე,რომ ვფიქრობდი.გამეღიმა და ტელეფონს ვუპასუხე.
-გისმენ,ნიცაცი.
-დილიდან კარგ ხასიათზე ხარ?რატომ?რა მოხდა?-ნიცას კითხვებზე გამეცინა,თვითონაც კარგად იცის,რომ როცა რამე ხდება ჩემს ცხოვრებაში პირველი ყოველთვის ის იგებს.
-არაფერი,რა უნდა მომხდარიყო.შენზე ვფიქრობდი და შენც დარეკე.
-მართლა?რას ფიქრობდი?ანდაც არ მითხრა,ჩამოდი და ყავასთან ერთად ვისაუბროთ.-ჩავიდე?სად ჩავიდე?ნიცას,რომ არაფერი უპასუხია,მივხვდი ჩემს თავს ვეკითხებოდი.
-აქ ხარ?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-აბა სად უნდა ვიყო?ჩამოდი თორემ ლიაკოს უგემრიელესი კენკრის ნამცხვისგან არაფერი დარჩება და მერე არ მეწუწუნო მეც მინდოდაო.
ტელეფონს საწოლზე ვაგდებ და სწრაფად ვიცვამ სპორტულ შარვალს და მაისურს.თუ არ ვიჩქარებ,ვიცი რომ მართლა არაფერს დამიტოვებს ჩემი საყვარელი ნამცხვრისგან.კიბეებს სწრაფად ჩავრბივარ და სამზარეულოში შევედი.დედა და ნიცა ერთმანეთის პირისპირ სხედან მაგიდასთან და სასიამოვნოდ საუბრობენ.ორივეს ვუღიმი და ჩემთვისაც ვიწყებ ყავის მომზადებას.
-აბა ქალბატონებო,რაზე ჭორაობთ?
-ხვალინდელ დღეზე.ხალხი ქორწილებს არ იხდის ამხელას,რამხელა დაბადების დღესაც ალექსს უხდიან ზაზა და მაკა.-სწრაფად მაყრის ნიცამ და ყავას სვავს.ეგ როგორ დამავიწყდა?ხვალ ხომ ჩვენი ალექსის დაბადების დღეა,ბიჭი 27 წლის ხდება.
-დარწმუნებული ვარ ალექსი აღფრთოვანებულია,ხომ?-ვიცინი,თან ყავას ფინჯანში ვისხავ და დედას გვერდით ვჯდები
-ხომ იცი როგორია,მაგრამ რა ქნას?ხომ იცი უარს ვერ ეუბნება მშობლებს.ზაზა საჭირო ხალხსაც ეპატიჟება,მაგრამ ალექსი შეგვპირდა,რომ წყნეთში გავაგრძელებთ.-ნიცა წარბებს ეშმაკურად ათამაშებს მოსალოდნელი გართობის წარმოდგენისას.არაფრით აღიარებს,რომ ალექსის დეიდაშვილი დემეტრე მოსწონს და მასთან შეხვედრის შანსს ხელიდან არ უშვებს.
ალექსიც ჩემი ბავშვობის მეგობარია.მე,ალექსი და ნიცა.ჩვენი ოჯახები წლებია ერთმანეთს იცნობენ,როგორც ვიცი თემური,ზაზა და ამირანი(ნიცას მამა) კლასელები იყვნენ და როგორც ხედავთ მათი მეგობრობა უკვე ათეულ წლებს ითვლის.მეტსაც გეტყვით ზაზა ნათლიაჩემია.სკოლის დამთავრების შემდეგ სამმა მეგობარმა ტურისტული კომპანიის დაარსება გადაწყვიტა,იმ დროში ყველა სკეპტიკურად უყურებდა მათ იდეას,მაგრამ აი უკვე 2025 წელია და მათი ტურისტული ფირმა უკვე საერთაშორისო ასპარეზზეა და მსოფლიო მასშტაბით გეგმავს დაუვიწყარ მოგზაურობებს.სწორედ მათი მეგობრობის წყალობით გავიცანი ნიცა და ალექსი.ჩემი ალექსი,რომელიც ხვალ 27 წლის ხდება.მიყვარს მისი დაბადების დღე,ყოველთვის მხიარულება და თბილი ატმოსფერო,სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და უღიმის,ყველანაირი დაძაბულობის გარეშე.
აი წელს კი ზაზამ გადაწყვიტა ალექსის სურვილებიდან ცოტა გადაეხვია და შვილს სთოხვა მისი „რამდენიმე“ მეგობარიც დაეპატიჟა,რათა მათთვის ალექსი გაეცნო,ზაზას უნდა,რომ მის შემდეგ კომპანიას ალექსმა უხელმძღვანელოს და ეს გასაკვირიც არაა,ეს ხომ ოჯახური ბიზნესია და მემკვიდრეობით უნდა გადმოგვეცეს..არა,მე ეს არ მინდა,რა თქმა უნდა საქმე საქმეზე,რომ მიდგება თემურს უარს ვერ ვეტყვი,მაგრამ კომპანიის მართვა და ოთხ კედელში ჯდომა ჩემი საქმე ნამდვილად არაა და არ მოგატყუებთ თუ გეტყვით,რომ არც ნიცასია.ნიცას ფოტოგრაფია იტაცებს ძალიან.არ ვიცი,როგორ მაგრამ ყველაფერში სილამაზეს ხედავს და მუდმივად მისი ფოტოაპარატის ჩხაკუნი მესმის.ახლაც ფიქრებიდან ამ ხმას გამოვყავარ და ვხედავ მომღიმარს ნიცას,რომელმაც მე და ლიას ფოტო გადაგვიღო.
-რას აკეთებ?-ვეკითხები და წარბებს ვკრავ.
-ისე იყავი ჩაფიქრებული მომინდა ფოტო გადამეღო,რა იყო არ შეიძლება?-მეკითხება და ფოტოაპარატს გვერდით დებს.
-რომ გითხრა არამეთქი,რამე შეიცვლება?-ღიმილს ვერ ვმალავ,როცა ვხედავ რომ ბრაზდება.
-საყიდლებზე არ წავიდეთ?საჩუქარიც ასარჩევი გვაქვს და კაბებიც.-მეუბნება ნიცა და ტელეფონში საათს ამოწმებს,თანხმობის ნიშნად თავს ვუკრავ და ასადგომად ვემზადები.
-დამელოდე,15 წუთში ჩამოვალ.-ვეუბნები ნიცას და ოთახისკენ მივდივარ.
არ მომიტყუებია.ყოველთვის ვიცი მომზადებისთვის რა დრო მჭირდება,იმის მიხედვით თუ სად მივდივარ.ახლა მაღაზიაში საბოდიალოდ ვიცოდი,რომ მაქსიმალურად კომფორტულად ჩაცმა მჭირდებოდა.მართლაც,ზუსტად 15 წუთში კიბეებზე ჩავრბივარ და ნიცას ვუღიმი.
-წავედით?
-წავედით.-თანხმობა მომცა ნიცამაც,დედას მხურვალედ ვკოცნი და კარისკენ მივდივართ.
-ჭკვიანად იყავით,არ დაიგვიანოთ,იცოდეთ,სისულელე არაფერი უყიდოთ იმ ბიჭს,ხალხში არ შეგვარცხვინოთ.-კარამდე გვაცილებს ლია და თან ჭკუას გვარიგებს,მაგრამ მასაც ეცინება.
-კარგი,დედა.ვეცდებით.-ვეუბნები და კარიდან სწრად გავრბივართ მე და ნიცა,რომ მორიგი ლექცია ავიცილოთ თავიდან.
|პირველ რიგში კაბები უნდა შეგვერჩია.ხვალ დაბადების დღეზე თავს იმდენი ადამიანი მოიყრიდა,რაღაც განსაკუთრებული გვჭირდებოდა.რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ორივემ ვიპოვეთ ჩვენი სასურველი სამოსი,მაგრამ ყველაზე მთავარი წინ იყო.ალექსის საჩუქარი.ალექსს ორი რამ უყვარდა,სასმელი და გოგოები.მეორესთან ჩვენ არაფერი გვესაქმება,ამიტომაც მე და ნიცამ გადავწყვიტეთ,რომ გაერთიანებული ძალებით კარგი სასმელი ვუყიდოთ.5 საათისთვის უკვე „whiskey house”-თან ვდგავართ ორივე.ნიცა მოულოდნელად ფოტოაპარატს იღებს და ხელით მანიშნებს,რომ მე შევიდე თვითონ კი ქუჩას მიუყვება.როგორც ყოველთვის,ისევ რაღაც განსაკუთრებული დაინახა ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ქუჩაში.ნეტავ რა?როგორ მინდა მეც ნიცასავით ყველაფერში სილამაზეს ვხედავდე.
თაროები სავსეა უამრავი სასმლით,რომელი?ნეტავ რომელი.სასმელებში დიდად ვერ ვერკვევი,მხოლოდ არაყს და ლუდს ვცნობ.არ დავმალავ ორივე მიყვარს,ერთადაც და ცალ-ცალკეც.ჩემს ფიქრებზე მეცინება და მოულოდნელად თაროდან ის მიყურებს.რა თქმა უნდა,ერთადერთი და განუმეორებელი “johnnie walker blue label”.ასეთი ალექსთან რამდენიმე მაქვს ნანახი,მაგრამ ეს არა.თითქოს რაღაც ძალა დარწმუნებით მეუბნება,რომ ეს საჩუქარი ძალიან მოეწონება.ბოთლს ხელს ვკიდებ და ის ისაა უკვე სალაროსკენ უნდა წავიდე,რომ რაღაც მაჩერებს.ბოთლს ვუყურებ და ჩემს გარდა სხვასაც უჭირავს,იმდენად ვიყავი ფიქრებში გართული,რომ ვერც შევამჩნიე ჩემს გარდა კიდევ ვინმე თუ იყო.ხელს თვალს ვაყოლებ და ჩემს გვერდით ჩემზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს ვხედავ,რომელიც გაკვირვებული სახით მიყურებს.
-უკაცრავად,ხელი ხომ არ შეგიშალეთ?-მეუბნება და ცინიკურად იღიმის.სანამ რამის თქმას მოვასწრებ,მის გვერდით მდგომი კონსულტანტის ხმა მესმის.
-ეს საკოლექციო სასმელია,რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ბოთლი დაგვრჩა..-უხერხულად ამბობს კონსულტანტი და საუბარს ვეღარ აგრძელებს.არ იცის რა თქვას,აშკარაა ვიღაცამ დამასწრო,მაგრამ დათმობას არ ვაპირებდი.
-ვიღაცას არ გაუმართლა..-ვამბობ სასხვათაშორისოდ და შავთმიან მამაკაცს ბოთლს ხელიდან ვართმევ,ის კი გაოცებას ვერ მალავს.
-რას აკეთებთ?-მის ხმაში სიმკაცრეს ვიჭერ.ის რა მართლა აპირებს,რომ ერთი ბოთლი სასმლის გამო აქ სცენა გამიმართოს?
-თქვენ როგორ ფიქრობთ?მეგობრისთვის სასმელს ვყიდულობ.-ვამბობ და მხრებს ვიჩეჩავ,თან სასმელს ისე ვიკრავ გულში თითქოს მეშინია არ წამართვას.
-და თქვენ როგორ ფიქრობთ მე რას ვაკეთებ?-მეკითხება და თვალს მისწორებს,მის მწვანე თვალებში მხოლოდ ჩემს თავს ვხედავ,არ მახსენდება ასეთი ლამაზი მწვანე თვალები სადმე მენახოს.ფიქრების გასაფანტად თავს სწრაფად ვაქნევ,რაც მამაკაცს აბნევს და გაკვირვებით მიყურებს,მერე კი მხრებს ვიჩეჩავ.
-საიდან უნდა ვიცოდე?ან მეტიც,რატომ უნდა მაინტერესებდეს?გითხარით ეს ბოთლი ჩემია და მორჩა.მჭირდება.-ვამბობ მტკიცედ და ჩემდა უნებურად ფეხს იატაკზე ვარტყავ,რაზეც კიდევ გაეცინა.ნუთუ მე დამცინის?
-ახლა ტირილსაც ხომ არ აპირებთ?მეც მჭირდება,მეგობარს უნდა ვაჩუქო,მნიშვნელოვანია.-რაო?ტირილსო?ამდენს რატომ მიბედავს?
-ძალიან ცუდი თქვენი მეგობრისთვის,რომ ასეთი ნელი მეგობარი ჰყავს.რას ვიზავთ არ გაგიმართლათ.-მხრებს ვიჩეჩავ ისევ უდარდელად და სალაროსკენ სწრაფი ნაბიჯით მივდივარ.არა ამას სწრაფი ნაბიჯი ნამდვილად არ ქვია,მივრბივარ.
-ეს რა სითავხედეა.-მესმის ჩემს უკან უკვე ნაცნობი ხმა,ვისკის თანხა გადავიხადე და სანამ კონსულტანტი სასაჩუქრედ შეფუთავს მწვანეთვალება მამაკაცს ვუბრუნდები.
-თქვენ მე ახლა თავხედი მიწოდეთ?
-სხვა რა ჰქვია თქვენს საქციელს?-მეკითხება და გულზე ხელებს იჯვარედინებს ჩემი პასუხის მოლოდინში.სანამ პასუხს მოვიფიქრებ მისი შეთვალიერების შანსი მეძლევა.კუპრივით შავი თმა აქვს,ოდნავ მოზრდილი,ისე აქვს არეული თითქოს ხელი ახლახანს გადაესვა და ისე დაეტოვებინა.მკვეთრი ყბის ხაზი და რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერი მის სახეს უხეშ სერიოზულობას აძლევდა.მუქი პერანგი ეცვა,რომელის ღია საყელოდან ძლივს შესამჩნევად მოჩანდა კისრის ძლიერი ხაზი.მაგრამ ყველაზე მეტად მისი თვალები იქცევდა ყურადღებას-ღია,ცივი მწავნე,მზერით,რომ ადამიანის მოკვლა შეიძლებოდეს,მისი მზერა ნამდვილად არ მაცოცხლებდა.იმ ტიპის კაცს ჰგავს,რომელსაც აშკარად არ უყვარს,როცა რაღაცას ართმევენ.მისთვისვე ცუდი,ახლა ხომ სწორედ ეს გავაკეთე.
ფიქრებიდან მის ჩახველებას გამოვყავარ,ნუთუ მიხვდა,რომ ვათვალიერებ?თვალებს სწრაფად ვახამხამებ და პირველივე სიტყვებს ვამბობ რაც მაფიქრდება.
-მოხერხებულობა,ჩემს საქციელს მოხერხებულობა ჰქვია,იქნებ თქვენც გესწავლათ.-ვეუბნები,სწრაფი ნაბიჯით მივდივარ კონსულტანტთან ჩემს შეფუთვას ვიღებ და იგივე ნაბიჯით ვტოვებ მაღაზიას,ისე რომ უკან არც ვიხედები.
მაღაზიიდან გამოსული ხარბად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს.მაინც რას არ იზავ საყვარელი ადამიანის გამო.არასდროს წარმომედგინა თუ ერთი ბოთლი სასმლის გამო ასეთ სცენას გავმართავდი.ვცდილობ ნიცა ისე მოვძებნო,რომ მაღაზიისკენ არ გავიხედო.ვაღიარებ,რომ ცოტა მრცხვენია იმიც,რაც გავაკეთე,მაგრამ რა მოხდებოდა,რომ დაეთმო?ის ხომ მამაკაცია,ჯენლტმენობაზე არაფერი სმენია?თან როგორ ვთხოვე.თუ არ მითხოვია?ოხ,ქეთო.ამდენი უხეშობის მაგიერ,ხომ შეიძლებოდა უბრალოდ გეთხოვა?იქნებ ისიც არ გაბრაზებულიყო.
-ქეთო..ქეთოო..-ფიქრებიდან ნიცას ხმას გამოვყავარ,რომელიც სახესთან ხელს მიქნევს.
-რა..რა გინდა?-ვეკითხები,ჩემს კითხვაზე იცინის და შეფუთვაზე მანიშნებს.
-რა ქენი,იყიდე?-მეც შეფუთვას შევხედე და ისევ თავიდან ვიხსენებ ყველაფერს.არა,ეს უნდა დავივიწყო.ჩემი საქციელით ნამდვილად არ ვამაყობ.სადმე თუ შემხვდება ოდესმე,იქნებ ბოდიშიც მოვუხადო,მაგრამ ახლა უნდა წავიდე.ნიცას ხელკავს ვდებ და მანქანისკენ ვანიშნებ.
-კი ვუყიდე,საკმაოდ კარგი სასმელი მისი კოლექციისთვის,ახლა კი სწრაფად წავიდეთ.-ვამბობ,თან ფეხს ვუჩქარებ და ნიცასაც იგივესკენ მოვუწოდებ.ნიცა საჭესთან ჯდება და ეჭვის თვალით მიყურებს,მე კი მხრებს ვიჩეჩავ და ვუბღვერ.
-რა?
-რა მოხდა?
-არაფერი.-თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად და ტელეფონში სოციალური ქსელის თვალიერებას ვიწყებ,იმ მიზნით რომ ნიცამ კითხვები აღარ დამისვას.ჩემი გეგმა მუშაობს,მესმის როგორ ამოიოხრა ნიცამ და მანქანა დაძრა.
მარტის საღამოსთვის დამახასიათებელი ამინდი იყო, მოღრუბლული და საწვიმრად გამზადებული,მაგრამ არ ციოდა,პირიქით,სასიამოვნო სითბო ტრიალებდა გარშემო.ძალიან მიყვარდა ასეთი ამინდი,განსაკუთრებით წვიმა.ყოველთვის მინდოდა ნასვამს წვიმაში მეცეკვა.რატომ მაინც და მაინც ნასვამს?არ ვიცი.ალბათ იმიტომ,რომ ნასვამი ყველა ემოციას უფრო მძაფრად აღვიქვავ,ისე როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები.თითქოს რა მარტივი სურვილია,მაგრამ აქამდე არ ამისრულებია.ნეტავ რატომ?რას ველოდები.ყოველთვის,როცა ფილმში მსგავსი სცენა შემხვედრია,გოგონა არასდროს ყოფილა მარტო.იქნებ კითხვა არასწორად დავსვი.რას კი არა ვის ველოდები?მოულოდნელად ჩემს ფიქრებში მისი მწვანე თვალები გამოჩნდა.ამას აქ რა უნდა?რა უნდა ჩემს ფიქრებში ადამიანს,რომელსაც ვეღარასდროს ვნახავ?ფიქრებში გართული ვგრძნობ,დაღლილობისგან როგორ მთვლემს.თავს უფლებას ვაძლევ ცოტა ხანს დავიძინო.ჩემს ყურთასმენას ნიცას მიერ ჩართული სიმღერა ხვდება.“მიიღე სალამი,თავადო ლევან..“მეღიმება..
ნიცამ სახლთან დამტოვა და სახლში წავიდა,დღეს ნამდვილად ორივე დავიღალეთ და დასვენება გვჭირდებოდა.ჭიშკარს ვაღებ,ეზოს სწრაფად გავდივარ და სახლში შევდივარ.უკვე გაწვიმდა,მე კი ისევ არ ვცეკვავ წვიმაში.სახლში შესულს მისაღებში ლია და თამაზი მხვდებიან,რომლებიც ტელევიზორიდან მომზირალ კაცს დიდი ყურადღებით უსმენენ.
-მე მოვედიი..-ვამბობ,ჩანთებს იქვე იატაკზე ვაწყობ,დედ-მამას უკან ვდგები,ორივეს ხელს ვხვევ და ლოყაზე რიგ რიგობით ვკოცნი ორივეს.
-მოდი,ჩემო პრინცესა.-მიღიმის მამა და სანამ მოვშორდები ისიც ასწრებს კოცნას.
-დაიღალე,ძვირფასო?-მეკითხება დედა და ჩემს მოტანილ ჩანთებს უყურებს.
-ძალიან,მაგრამ ყველაფერი ვიყიდე.ახლა რამდენიმე ვიდეო უნდა დავამონტაჟო სამსხურისთვის.-ვამბობ,ჩანთებს ხელს ვკიდებ და კიბეებისკენ მივდივარ,გზაში კი დედას ხმა მეწევა.
-იცოდე ვახშმამდე ყველაფერი დაასრულე.
მიყვარს ჩემი საქმე.ამჟამად 4 კომპანიასთან ვთანამშრომლობ,მათთვის რამდენიმე დღის მასალა გუშინ გადავიღე და დღეს გადავწყვიტე დავამონტაჟო.ზუსტად ვიცი,მომდევნო რამდენიმე დღე ამის თავი არ მექნება და საქმე წინ უნდა წავიგდო.მეხუთე ვიდეოს ვამონტაჟებ,ტელეფონის ხმა მესმის,დავხედე,ალექსი რეკავს ჩათში.ეკრანს ხელი გადავუსვი და მომღიმარი ალექსი გამოჩნდა,მალევე ანდრო,ნიცა და თათაც შემოგვიერთდნენ.
-აბა,ემზადებით ხვალისთვის?-გვეკითხება ალექსი და ყველას თვალს გვავლებს,ჩვენც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევთ.
-ძმობას გაფიცებ,მითხარი,რამდენ კაციანი დაბადების დღე გექნება?-ამჯერად ანდრო კითხულობს და სიცილს ვერ მალავს.
ანდრო 5 წლის წინ უნივერსიტეტის პირველ დღეს გავიცანი,როცა კიბიდან დაგორებას გადამარჩინა.უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი,რომ კისრის მოტეხვას,რადგან იმ კიბეებიდან,რომ დავგორებულიყავი თავს ვერ დავდებ,რომ გადავრჩებოდი.იმ დღესვე ჩემი უნივერსიტეტის პირველი დღის აღსანიშნავ „წვეულებაზე“ გავაცანი ბავშვებს ანდრო და იმ დღის შემდეგ ჩვენს გვერდითაა.თითქოს ჩვენს სამეგობროს მისი იუმორი აკლდა და მისი გაცნობით სრული კომპლექტი შედგა.ყოველთვის ახერხებს ჩვენს გამხიარულებას,ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს,მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა,რომ იცის როდის,სად და როგორ უნდა იხუმროს.შეიძლება გაგეცინოთ,მაგრამ ამას ადამიანში ძალიან ვაფასებ.
ალექსი ოხრავს და პასუხისთვის ემზადება.
-არ ვიცი ძმაო,50 კაცის შემდეგ დათვლა შევწყვიტე.
-შენს ადგილზე ცოლის მოყვანაზე ვიფიქრებდი,ამდენ ხალხს მარტო შენი დაბადებისთვის ხომ არ შეაწუხებ.-იცინის ანდრო და ვერც ჩვენ ვიკავებთ თავს.
-შენ მაგაზე არ იდარდო,სულ 2-3 საათი გავუძლოთ და ნამდვილი გართობა მერე დაიწყება,თან ჩემი მეგობარი ჩამოვიდე ევროპიდან,ძალიან მინდა გაგაცნოთ.-ეშმაკურად ათამაშებს წარბებს.
-ახალი ადამიანი საინტერესოა.-ამჯერად საუბრში თათა გვერთვება და ცისფერი თვალებით შემოგვციცინებს.
-შენ მოდიხარ პატარა ქალბატონო?გვითხარი შენი ძილის დრო როდისაა,რომ გეგმები გამის მიხედვით დავაწყოთ.-ეხუმრება ანდრო და უღიმის,თათა კი იმის ნიშნად,რომ სულად არ მოსწონს ასაკზე,რომ ეხურებიან ენას უყოფს.
თათა სამეგობროში ყველაზე პატარაა,10 წლის წინ ჩემს მეზობლად გადმოვიდა და მაშინ გავიცანი.ისეთი ბავშვური,ისეთი მეამიტი და ისეთი თბილი იყო,ზღაპრიდან გადმოსული გეგონებოდათ.მუდამ ვარდისფერი სათვალე ეკეთა.ყველასთვის და ყველაფრისთვის შეეძლო გასასამართლებელი მიზეზი ეპოვა.თათას გულუბრყვილობის გამო მის მიმართ ყველას დამცველობითი ინსტიქტი გვქონდა გამომუშავებული,მაგრამ ანდროს იუმორი ერთადერთი იყო რისგანაც მისი დაცვა არ შეგვეძლო.
ვიდეოების დამონტაჟება ვიღას ახსოვდა,მთელი საღამო ერთმანეთთან საუბარში გავატარეთ,ხვალინდელი ამინდიც კი გადავამოწმეთ,რომ წყნეთში რაიმე გაუგებრობას არ ჰქონოდა ადგილი,მაგრამ არა,ყველაფერი კარგადაა.ხვალ ყველაფერი ჩვენს მხარესაა.ღამის 12 საათზე ალექსს დაბადების დღე მივულოცეთ,ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ და ხვალინდელი დღის მოლოდინში ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
დილით კარგად გამოვიძინე,დღეს ენერგია ნამდვილად მჭირდება.განსაკუთრებით სანდროს მამიდაშვილების ასატანად უნდა მომეკრიბა ძალები.მაკო და თაკო.ღმერთო,მათი სახელების გახსენებაზეც კი მაჟრიალებს,რატომ?ამას საღამოს მიხვდებით.
შუადღის 1 იყო,რომ გამეღვიძა,მაშინვე ნოუთბუქი მოვიმარჯვე და ვიდეოების დამონტაჟება დავასრულე,შეიძლება გართობა მიყვარს,მაგრამ არაპროფესიონალი და უპასუხისმგებლო ნამდვილად არ ვარ.თან 3 საათამდე დრო მქონდა,სწორედ ამ დროს უნდა მოსულიყვნენ ჩემთან ნიცა და თათა,რომ ერთად მოვმზადებულიყავით.
დრო ისე გავიდა ვერც შევნიშნე.ესეც ასე,ნოუთბუქი დავხურე და მომზადებას შევუდექი.ნიცამ და თათამაც არ დააგვიანეს.
2 საათის შემდეგ ჩემს თავს სარკეში კმაყოფილებით ვათვალიერებ.შავი მოკლე კაბა მაცვია,რომელიც წელზე მჭიდროდ მეკვრის და ქვემოთ მსუბუქად იშლება.მხრები გაშიშვლებული აქვს-თეთრი,გადაკეცილი დეტალი ნაზად ეხვევა ჩემს მხრებს და შავსა და თეთრს შორის კონტრასტი კიდევ უფრო გამოკვეთს ჩემს ფიგურას.თხელი,გამჭვირვალე კოლგოტი და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კი მეტ ელეგანტურობას მძენს.წაბლისფერი თმა დავიტალღე და ისე ჩამოვიყარე,სახეზე სადა მაკიაჟიც და სულ ესაა.ციდან ვარსკვლავებს ვწყვეთქო ვერ გეტყვით,მაგრამ ლამაზი ვარ.ჩემს ფიქრებზე ვიცინი და ახლა გოგონებს ვათვალიერებ.ნიცას წითელი კაბა აცვია ბარხატის,წელზე მომდგარი კორსეტი მის მკერდს ულამაზესად აჩენს,კაბა მუხლს ქვემოთაა რაც ძალიან სოლიდურ და ელეგანტურ ელფერს აძლევს.აწეული თმა და წითელი ტუჩსაცხი.დემეტრე სულელი უნდა იყოს დღეს,რომ ნიცა ვერ შენიშნოს.თათას კრემისფერი მოკლე ქვედაბოლო ეცვა,დაახლოებით მისსავე სიგრძის პიჯაკთან ერთად,თმა ცხენის კუდად ჰქონდა ჩამოშვებული და სადა მაკიაჟი მის ასაკს უფრო ხაზს უსვავდა.
საბოლოო ჯამში სამივე ძალიან კმაყოფილები ვართ,ერთმანეთს ღიმილით ვათვალიერებთ და მისაღებისკენ მივდივართ,სადაც ლია და თამაზი გველოდებიან.გული სწრაფად მიცემს,რატომ?27 წლის ხდება ალექსი და ალბათ 27 წელია მის დაბადების დღეზე დავდივარ.დანამდვილებით ვერ გეტყვით,საერთოდ პირველი 5 წელი ძალიან იშვიათად ახსოვთ ბავშვებს.
საჭესთან ადგილს თამაზი იკავებს,მის წინ ლია,უკან კი გოგონები ვსხედვართ და რესტორანში მისვლამდე ფოტოებს ვიღებთ.მოულოდნელად თამაზი იღიმის და რადიოს უწევს,ისევ ეს სიმღერა „მიიღე სალამი,თავადო ლევან..“.ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი,ნიცასთან ერთად ალბათ 5 ჯერ მაინც მექნება ნანახი,ეს სიმღერა კი..ღმერთო,ჩემო ამ სიმღერას ჟრუანტელის გარეშე ვერასდროს ვუსმენ..
რესტორანში მისულებს სტუმრების უმეტესობა უკვე იქ გვხვდება.ზაზა,ალექსი და მაკა შესასვლელშივე გვეგებებიან.
-ნათლიას პრინცესა მოვიდა!-მიღიმის ზაზა და გულში მხურვალედ მიკრავს,მე კი ცალი თვალით სტუმრებს ვათვალიერებ.
-ნათლი,ალექსს ნიშნავ და არ ამბობ,ხომ?-ვჩურჩულებ,მაგრამ ვიცი,რომ ყველას ესმის ჩემი.ზაზა იცინის.
-რას გადამაყოლეთ ამ სტუმრებს.ახლა ვერ იაზრებთ,მაგრამ მალე მიხვდებით შენც,ნიცაც და ალექსიც,რომ აქ თქვენთვის საჭირო ხალხია შეკრებილი.-თითის ქნევით მეუბნება ზაზა და თვალს ნიცას და ალექსისკენაც აპარებს.
-რას იზავ,ჩემო ზაზა.ჯერ ისევ ბავშვები არიან,გაიზრდებიან და მიხვებიან.-ოხრავს თამაზი,ზაზაც უცინის და ქალბატონებთან ერთად სუფრისკენ მიუძღვება.სამივე ცალ-ცალკე ვულოცავთ ალექსს,როცა ანდროს ხმა გვესმის.
-ესეც ასე,ანდროს ანგელოზებიც აქ არიან.-იცინის და სამივეს ლოყაზე კოცნით გვაჯილდოვებს.
-აბა რა მოუტანეთ იუბილარს?ჩემს საჩუქარზე მაგარი მაინც ვერ იქნება,მაგრამ..-წინადადებას არ ამთავრებს ალექსი,მაგრამ ჩვენს ჩანთებს ყურადღებით აკვირდება.
-ჩემი ძმაც მოსულაა!-ლამის ყვირის ალექსი და რამდენიმე ნაბიჯით გვშორდება,ხუთივე ინტერესით ვტრიალდებით,ვინაა ასეთი.აქამდე ალექსს ასე არავისთვის მიუმართავს.ვტრიალდები და ადგილზე ვიყინები.ისაა.მწვანეთვალება მაღაზიიდან.
ვერც ვიაზრებ ისე ვიკრავ საჩუქრის ყუთს გულში,თითქოს მოვა და წამართმევს..სანამ მე ამ უაზრო ფიქრებში ვარ,ალეექსი მას ჩვენსკენ მოუძღვება.
-მოდი,მოდი ჩემი საუკეთესო მეგობრები უნდა გაგაცნო.ეს ანდრო მატაბელია,თათა აბაშიძე,ნიცა ახვლედიანი და ქეთო ერისთავი.-სათითაოდ აცნობს ჩვენს თავებს ალექსი ბიჭს და ისიც სათითაოდ ყველას ართმევს ხელს.აი ჩემი ჯერიც დგება,ხელი გამომიწოდა და თან ირონიულად ეღიმება.რამდენიმე წამით ვაგვიანებ მისი ხელისთვის ჩემის შეგებებას და აი,მისი ცინიზმიც არ იგვიანებს.
-ნუ გეშინია,საჩუქრის წართმევას არ ვაპირებ.-რაო?ინსტიქტურად საჩუქარზე ვიხედები და ახლა ვიაზრებ,რომ ისევ გულში მაქვს ჩაკრული.საჩუქარს სწრაფად ვუწვდი ალექსს და ბიჭს ხელს ვართმევ.
-გაიცანით,ჩემი მეგობარი ლევან დადიანი.-ამბობს ალექსი და თან მწვანეთვალებას,რომელსაც თურმე ლევანი რქმევია მხარზე ხელს ურტყავს.ლევანი,თავადი ლევანი..როგორ უხდება ეს სახელი მის მკაცრ იმიჯს.ფიქრებიდან ლევანის ხმას გამოვყავარ,რომელიც ჩემს გვერდით დგას და ყურში მეუბნება.
-რატომ მათვალიერებ,რამეს ეძებ კიდევ,რომ წამართვა?-ღმერთო ისევ ის ირონია.ვერასდროს ვიტანდი ირონიულ ხალხს,მაგრამ მას ისე უხდება.ვათვალიერებ?ახლაღა მივხვდი,რომ რაც ალექსმა ლევანი ჩვენს გასაცნობად მოიყვანა მის მერე თვალი არ მომიშორებია.არა მის ირონიას ვერ გავუძლებ,უნდა ვუპასუხო.
-როგორი გულჩვილი ხარ,კიდევ ვერ დაივიწყე?
-ერისთავი თავადური გვარია,იცი?თავადის ქალს კი ასეთი საქციელი არ შეგფერის.-ამჯერად აღარ ჩურჩლებს,ამიტომაც ყველა ჩვენ გვაშტერდება.სამაგიეროდ ახლა მე ვიწევი ოდნავ თითის წვერზე და ყურში ვეუბნები.
-მიიღე ბოდიში,თავადო ლევან..-ჩემი მუსიკალური სმენიდან გამომდინარე,როგორც შემეძლო ისე წავიღიღინე.გოგონებს ხელკავს ვდებ და დარბაზისკენ კმაყოფილი მივდივარ.უკან კი გაკვირვებულ ბიჭებს ვტოვებ,ვერავინ იგებს რა მოხდა.ნიცა და თათაც გაკვირვებული სახით მიყურებენ.
-ყველაფერს მოგიყვებით.-ვამბობ ღიმილით,ისე რომ არც ერთს ვუყურებ.
დარბაზს თვალს ვავლებ.10-12 კაციანი მაგიდები ცალ ცალკე დგას და შუაში ყველა მაგიდას ყვავილების თაიგული ამშვენებს.ზაზა და მაკა სტუმრებს მაგიდებზე ანაწილებენ,ჩვენ კი ერთ-ერთი მაგიდიდან ანდრო გვიქნევს ხელს და მისკენ მივდივართ.ყველა ნაცნობი ერთ მაგიდასთან შევიკრიბეთ.მე და ნიცა გვერდი გვერდ ვისხედით,ჩემს მეორე გვერდით ანდრო იჯდა,შემდეგ თათა და ალექსი.ნიცას სიმორცხვისგან ლოყები აუწითლდა,როცა მის გვერდით სკამი დემეტრემ გამოწია და მიუჯდა.ფიქრებს თავს ვერ ვუყრიდი,ან როგორ მოვახერხო ეს,როცა ჩემს წინ ლევან დადიანი ზის და ისე მიყურებს თითქოს ჩემი აზრების ამოცნობას ცდილობს.ასე არასდროს ვყოფილვარ,მამაკაცის მზერას ასე არასდროს უმოქმედია ჩემზე.თავს ძალას ვატან,რომ არ გავიღიმო,მაგრამ ამას ვერ ვახერხებ და ხმადაბალი სიცილი აღმომხდა,როცა დავინახე,რომ ალექსის მამიდაშვილები,თაკო და მაკო ლევანს შემოუსხდნენ.
-ლევაან,რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.-ყურთ თაკოს გაწელილი ხმა მხვდება და ინსტიქტურად წარბს ვწევ.როგორ მოხდა ისე,რომ ლევანი ალექსის ასეთი ახლო მეგობარია და აქამდე არც ერთს გვინახავს.
-ღმერთმა გადმომხედა,ალბათ.-მესმის ლევანის ხმადაბალი ნათქვამი.სანამ გოგონები კიდევ რაიმეს ეტყვიან ლევანს უკვე ყველას ხმას თამადა ფარავს,რა თქმა უნდა,ვინ თუ არა ჩემი ძვირფასი მამიკო.მის მჭექარე ხმაზე მეღიმება.
-მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,ყველას მადლობა მინდა მოგახსენოთ აქ მობრძანებისთვის და ჩვენი ალექსის დაფასებისთივს.მოდით ყველამ შევავსოთ სასმისები და ამ ჭიქით ჩვენს ალექსანდრე ყიფიანს გაუმარჯოს.ჩვენს თვალწინ გაზრილ და დავაჟკაცებულ ალექსანდრეს,რომელიც არაჩვეულებრივი შვილი და კიდევ უფრო არაჩვეულებრივი მეგობარია.გაგიმარჯოს შვილო,ბედნიერ და წარმატებულ წელთა სვლას გისურვებ.მალე გეპოვოს შენი რჩეული და კიდევ უფრო გაგეხარებინოს ჩვენი გულები.-მამა ჭიქას სწევს ალექსის დასანახად და ბოლომდე სვავს.სუფრებიდან ერთხმად ისმის ჭიქების ჭახა-ჭუხი და ალექსიც ხან რომელი მაგიდისკენ იხედება და თავს აქნევს მადლობის ნიშნად,ხან რომელი.ბოლოს კი ჩვენ გვიბრუნდება.
-გაგიმარჯოს ძმაო,ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.პირველ რიგში ცოლს.-ბოლოს მაინც თავისებურს ამატებს ანდრო და ალექსს ჭიქას სიცილით უჭახუნებს,დემეტრე და ლევანიც უერთდებიან.
-ალექს,საყვარელო..-ვიწყებ საუბარს,მაგრამ მოულოდნელად წიკვინა ხმა მაწყვეტინებს..
-ალექსსს,ჩვენო ბიჭო გილოცავთ,სულ ბედნიერი ყოფილიყავი..-ორივე ერთ ტონალობაში და სინქრონში რანაირად ლაპარაკობს?მათი წიკვინა ხმა ტვინის კედლებს მიკაწრავს და სახეს ვჭმუხნი.
-ქეთო,გისმენ ჩემო პატარა.-ალექსის მომართვაზე მეღიმება,თაკოს და მაკოს გამარჯვებულის მზერით ვავლებ თვალს და ჩემს სიტყვას განვაგრძნობ.
-გაგიმარჯოს საყვარელო,მინდა ყველაზე ბედნიერი იყო ამ სამყაროში.ჩემთვის ის უფროსი ძმა ხარ,ვინც ყოველთვის მინდოდა მყოლოდა.ჩემი 23 წლიანი ცხოვრების მანძილზე შენს გარეშე ერთი დღეც არ მახსოვს და მინდა ასეც გაგრძელდეს,მანამ სანამ სკლეროზის გამო არ დამავიწყდები.-ვამთავრებ ჩემს სიტყვას კმაყოფილი და ალექსს თვალს ვუკრავ.
-არაუშავს,მერე ერთმანეთს თავიდან გავიცნობთ.-ხუმრობაში ნიცაც მყვება და ალექსს ჭიქებს ერთდროულად ვუჭახუნებთ,მაგრამ არ ვსვავ.მირჩევნია თავი საღამოსთვის გადავინახო.
-ქეთო დალიე რაა.-ჩემი სავსე ჭიქა ანდროს შეუმჩნეველი არ რჩება და ჭიქაზე მიმითითებს,მაგრამ სანამ პასუხს გავცემ მაკო მასწრებს.
-კარგი რაა,ხომ იცი რაც ემართება როცა სვავს,დაანებე თავი.-კოპებს ვკრავ და მაკოს ისე ვუყურებ.ახლა რამე სისულელე,რომ მოყვეს შეიძლება შემომაკვდეს.
-მაკო!-ისმის ალექსის მკაცრი ხმა.
-რა გემართება?-კითხულობს ლევანი და სახეზე ვატყობ ამ კითხვას უბრალოდ თავის თავს უსვავდა,მაგრამ ხმამაღლა მოუვიდა.მაკო იცინის და ლევანის გვერდით უფრო იწევს.
-რა და სადღაც 3 წლის წინ მასთან ვიყავით სოფელში,ბევრი დავლით.მანქანის ფანჯრები ჩამილეწა და მოსაკლავად მომდევდა.წარმოგიდგენია?
-მაკო-მეთქი!-ამჯერად ალექსმა ხმას აუწია და ისეთი თვალებით უყურებს მაკოს,რომ საუბარს ვერ აგრძელებს.მე კი უბრალოდ გავშრი.მაკოს სიტყვებმა მოგონებებში გადამაგდო.ის ტკივილი თავიდან განვიცადე.ინსტიქტურად გულზე ვიჭერ ხელს,რომ ამოვარდნისგან შევაჩერო.თვალებს სწრაფად ვახამხამებ,რომ ცრემლები არ გადმომცვივდეს.
-ჯერ ერთი შენ იქ დაუპატიჯებლად მოხვედი და მერე მეორე,ჩემი ჯინა მანქანით გაიტანე,ასე რომ მოკეტე..-ვცდილობ ხმაში სიმკაცრე შევინარჩუნო,მაგრამ მაინც მებზარება.
-გეყოფა ქეთო..-ხმა იმდენად მეცვლება,რომ ყველა გაკვირვებული მიყურებს,ინსტიქტურად თეფშის გვერდით დადებულ დანას ვიღებ ხელში.
-ენა გააჩუმე,თორემ მე გაგაჩუმებ..-მხოლოდ ამას ვამბობ,დანას მაგიდაზე ვაგდებ და ჭიქას ბოლომდე ვცლი.სუფრასთან სამარისებური სიჩუმე დგება,ყველა მე მიყურებს.ღმერთო,როგორ არმინდოდა სცენის გამართვა,მაგრამ თავი ვერ შევიკავე.ის დღე,რომ მახსენდება ჭკუიდან გადავდივარ.ჩემი ჯინა.ჩემი ლამაზი,შავტუხა გოგო.ვგრძნობ,როგორ მივარდება თვალიდან ობოლი ცრემლი და ჩემს ლოყაზე იკვალავს გზას.რამდენიმე წამში კი ჩემს ყურთასმენას ალექსის ხმა ხვდება.
-მეც მივქარე რა..ადექით..დროზე,ადექით..-გონს მოვდივარ და ვხედავ,როგორ ადგას ალექსი მაკოს და თაკოს თავზე,ორივეს მკლავში კიდებს ხელს და ადგომისკენ უბიძგებს.
-დროზე,ორივე მამიდასთან..მალე..-ხმას უწევს ალექსი და გოგონებს იმ მაგიდისკენ მიუძღვება სადაც ალექსის მამიდა ზის.ხელზე თბილ შეხებას ვგრძნობ,გვერდით ვიხედები და ნიცას ვუღიმი.
-მაპატიეთ,ეს არ უნდა მოგესმინათ..-ვამბობ ხმამაღლა და მაგიდას თვალს ვავლებ,გზად დადიანის ინტერესით სავსე მზერას ვაწყდები.
-კარგი რა,ქეთო.რა გაპატიოთ.ალექსს მამიდამისმა სთხოვა,რომ ჩვენთან დამსხდარიყვნენ,თორემ ხომ იცი თავისი მამიდაშვილები დიდად გულზე არც მას ეხატება.-მანუგეშებს ანდრო და თან ჭიქებში არაყს გვისხავს,ჭიქას უცერემონიოდ ვცლი და ვანიშნებ მეორეც დამისხას,მიღიმის და თხოვნას უთქმელად მისრულებს..
ერთს მეორე მოყვა,მეორეს მესამე..სიმართლე გითხრათ 6 ჭიქა არყის შემდეგ დათვლით თავი აღარ შემიწუხებია.მორიგ ჭიქას ვცლი და ნიცა სიცილით მანიშნებს სცენისკენ.
-იმათ შეხედე..-საცეკვაო მოედანზე თამაზი,ზაზა და ამირანი „მამაფლექს“-ზე ცეკვავენ.ღმერთო,ერთ რამედ ღირს ეს სანახაობა.სიცილისგან ცრემლები გვდის.ანდრო ტელეფონს იმარჯვებს და ყველაფრის გადასაღებად გარბის.ნიცა და თათაც მას მისდევენ,მე კი ცრემლებს ვიწმენ და მაგიდას თვალს ვავლებ,იქნებ დავინახო სად დადგა ანდრომ არყის ბოთლი.
-ამას ეძებ?-მესმის ხმა,გვერდით ლევანი მიჯდება,რომელსაც ხელში არყის ბოთლი უჭირავს.
-ჩემი გაცნობის შემდეგ სასმლის ბოთლები გულში ჩახუტებული დაგაქვს?-ხუმრობა ვცადე.ლევანს ჩაეღიმა და ჭიქა ხელიდან ამართვა.
-რას იტყვი დალევა დროებით რომ შეწყვიტო და მომიყვე რაზე ლაპარაკობდა ალექსის მამიდაშვილი?-მეკითხება და არაყს თავის ჭიქასთან ერთად მაგიდის ბოლოში დგავს,რომ ვერ მივწვდე რაზეც მეცინება და უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ.
-ამ თემაზე შენთან საუბარს არ ვაპირებ,მაგრამ თუ მაინც გაინტერესებს,დარწმუნებული ვარ მაკო დიდი სიამოვნებით მოგიყვება.შეხედე როგორ გელოდება..-ვეუბნები და რამდენიმე მაგიდის მოშორებით მჯდომ მაკოზე ვანიშნებ,რომელიც დაჟინებული მზერით გვიყურებს.უფრო სწორად,უყურებს.
-ქეთო..-რაღაცის თქმას აპირებს,მაგრამ წინადადების დამთავრების საშუალება არ ეძლევა.ალექსი,ანდრო,ნიცა და თათა ჩვენთან მორბიან.ნიცა ხელში მწვდება და ცდილობს სკამიდან ამაყენოს.
-წავედით..წავედით..-ხელები ერთმანეთზე შემოკრა ანდრომ და ადგილზე ცქმუტვა დაიწყო.
-სად?რა ხდება?-იბნევა ლევანი და სწრაფად დგება ფეხზე.ნეტავ სულ ასეთი სერიოზულია?რატომ გაიფიქრა მაინც და მაინც ცუდი?
-წყნეთში,ძმობილო.ნამდვილი გართობა ახლა იწყება.-თვალს უკრავს ალექსი და კარისკენ ანიშნებს.
-არა,მადლობა მაგრამ მე ვერ წამოვალ.-უარობს და სკამზე გადაკიდულ მოსაცმელს იღებს.
-კარგი რა,ლევან.ძალიან გთხოვ.-წყენა შეერია ალექსს ხმაში.
-წამოდი,ლევან.იუბილარს ხომ არ აწყენინებ.-ალექსს მხარი ანდრომაც აუბა.
-მართლა არ მცალია,უნდა წავიდე.-შეუვალია დადიანი,განა ასეთი რა საქმე აქვს?იქნებ შეყვარებული უნდა ნახოს ან სულაც საცოლე?ჩემს ფიქრებზე ეკალი მაყრის და ინსტიქტურად ვამბობ.
-წამოდი,ნუ გეშინია,თავადო ლევან.არაფერს წაგართმევ.-ვეუბნები,თვალს ვუკრავ და გოგონებთან ერთად მანქანისკენ მივდივარ.მართალია ბიჭებს აღარ ვუყურებდი,მაგრამ ვგრძნობ,რომ იღიმის..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent