შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 16


გუშინ, 17:49
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 52

კრწანისში უჩვეულოდ ნათელი და ჩუმი დილა გათენდა, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე იყო - ზედმეტად სწორად, ზედმეტად მშვიდად.

მილენა აივანზე იდგა, ხელში ყავა ეჭირა, მაგრამ თითქმის არ მიკარებია. ჰაერი ჩვეულად სუფთა და გრილი იყო, ბაღიდან ტიტების სურნელი მოდიოდა, თუმცა გულში რაღაც მძიმედ აწვებოდა - უხილავი, აუხსნელი შფოთვა, რომელიც არ სცილდებოდა.

მოულოდნელად უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა.

-უკვე გაიღვიძა ჩემმა მშვენიერმა გოგომ? -სოლომონის ხმა მშვიდი და სერიოზული იყო.

მილენა შემობრუნდა. მამამისი ჩვეულებრივზე უფრო სოლიდურად შემოსილი და ცოტა უხასიათო ჩანდა - მუქი კოსტუმი, საათი, ყველაფერი თავის ადგილზე. მაგრამ მის მზერაში იყო რაღაც… კონცენტრირებული, თითქოს უკვე გზაში იყო ფიქრებით.

-ვერ დავიძინე კარგად, -ჩუმად თქვა მილენამ.

სოლომონი მიუახლოვდა, ყურადღებით შეხედა.

-რატომ?

მილენამ ცოტა ხნით ხმა არ ამოიღო, მერე გაუბედავად თქვა:

-არ ვიცი… მამა, ცუდი განცდა მაქვს და სული მეხუთება.. რაღაც აუხსნელი.-გამოუტყდა სევდიანად და სოლომონის ნაცრისფერ თვალებს მომლოდინედ მიაჩერდა.

სოლომონი წამებით დაძაბული ჩაფიქრდა, მერე ოდნავ გაიღიმა, შვილის ნერვიულობა ვერ აიტანა და დამშვიდება განიზრახა.

-შენ ბოლო დროს ბევრს ძალიან ბევრს მუშაობ. გადატვირთული ხარ, ალბათ გადაიღალე..

მილენამ თავი უარყოფით გადააქნია.

-არა, მამა… რაღაც სხვაა. -ხმა ოდნავ შეეცვალა, -გთხოვ, არ წახვიდე დღეს და სახლში იყავი, დაისვენე.. ეს დამამშვიდებს..

პაუზა.

სოლომონის სახე წამით გამკაცრდა.

-მილენა…

-სხვა გაგზავნე, -სწრაფად დაამატა მან, -ვინმე შენი ხალხიდან. შენ რატომ უნდა წახვიდე?

სოლომონმა ამოისუნთქა, მზერა გვერდით გადაიტანა, მერე ისევ მას შეხედა - უკვე სერიოზულად.

-ვერავინ შემცვლის ახლა..

-რატომ? -მილენას ხმა უკვე დაძაბული იყო, -რა ხდება, მამა?

სოლომონმა თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს არაფერიაო.

-არაფერითქო.. სამუშაო საკითხებია.

-არ მინდა ეგ პასუხი, -თითქმის ჩუმად თქვა მილენამ, -სიმართლე მითხარი.

სოლომონი რამდენიმე წამით დუმდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა.

-ჰო, პრობლემებია, — თქვა ბოლოს, -სერიოზული. მაგრამ შენთან ამის განხილვა ახლა არაა საჭირო.

-ჩემთან არ არის საჭირო? -მილენა გაბრაზდა, -მე ხომ შენი შვილი ვარ.

-ზუსტად ამიტომ, -მშვიდად, მაგრამ მკაცრად უპასუხა სოლომონმა, -და მინდა, რომ ასე დარჩეს.

პაუზა.

მილენას თვალებში ცრემლები ჩაუდგა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

სოლომონი მიუახლოვდა, ნაზად შეეხო ლოყაზე.

-ყველაფერი კარგად იქნება, -ჩუმად უთხრა, -გპირდები.. ხომ იცი, შენი იმედი სულ მაქვს. ჭკვიანად იყავი, შვილო..

ეს სიტყვები თითქოს დამამშვიდებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მილენას გულზე პირიქით, უფრო მძიმედ მოხვდა.



მანქანასთან ერთად გავიდნენ.

მილენა ბოლომდე არ მოშორებია, სანამ სოლომონი მანქანაში ჩაჯდებოდა.

-დამირეკე, როგორც კი ჩახვალ, -უთხრა ჩუმად.

სოლომონმა გაუღიმა.

-პირველ რიგში მაგას ვიზამ.

მოხუცი ხელების მკრთალი თითებიდან გაშვება გაუჭირდა.

მანქანა დაიძრა.

მილენა ადგილზე დარჩა, უყურებდა როგორ შორდებოდა ჰორიზონტს, და უცნაურმა სიცარიელემ მოიცვა.

***

ცოტა ხანში უნივერსიტეტში ლექციაზე იჯდა, მაგრამ არაფერი ესმოდა.

ლექტორის ხმა თითქოს შორიდან მოდიოდა, თვითონ კი წყალქვეშ იყო.

მობილურს რამდენჯერმე დახედა.

არანაირი შეტყობინება.



სამსახურში გადასვლისას უკვე აშკარად დაძაბული იყო.

ლუკა რაღაცას უყვებოდა, მაგრამ მილენა მხოლოდ თავს უქნევდა ინსტიქტურად.

-კარგად ხარ? -ჰკითხა ბოლოს ლუკამ.

-კი, -ავტომატურად უპასუხა.

მაგრამ ეს „კი“ სიცარიელს გავდა.



დღის ბოლოს ტელეფონმა მოულოდნელად დარეკა.

უცნობი ნომერი.

მილენამ ეკრანს შეხედა - გული უცნაურად აუჩქარდა.

-ალო? -ხმა ოდნავ გაებზარა.

მეორე მხრიდან მამაკაცის ხმა გაისმა - მკაცრი, ოფიციალური.

-ქალბატონ მილენა აფხაზიშვილს ვესაუბრები?

-დიახ…

პაუზა.

-ბატონი სოლომონ აფხაზიშვილის შესახებ გაცნობებთ...

მილენას თითები მოეშვა, ძალა გამოეცალა.

-რა მოხდა?..

მეორე მხარეს მცირე დუმილი.

-ძალიან ვწუხვართ… სერიოზული ინციდენტი მოხდა. ბატონი სოლომონი… ახლახანს დაიღუპა.

სიჩუმე.

სრული, ყრუ სიჩუმე.

-რა თქვით?.. -ძლივს ამოიღო ხმა მილენამ.

-საგზაო კატასტროფა მოხდა… მანქანა მთიდან უცებ დაეშვა... მძიმე შემთხვევა იყო. ექიმებმა…

მილენას ყურებში სმენის უნარი წაერთვა.

ხმები უბრალოდ უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.

ოთახი თითქოს ოკეანეში ღუზა აშვებული გემივით დაიძრა მისთვის უცნობი მიმართულებით.

-არა… -ჩუმად თქვა, -არა, ეს… ეს შეუძლებელია… ღმერთო, ეს რა გამიკეთე...

ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.

მუხლები მოეკვეთა.

ყველაფერი ჩაბნელდა.



როცა თვალები გაახილა, თეთრი ჭერი დაინახა.

ჰაერი მძიმედ და ნაძალადევად იჭრებოდა მის ფილტვებში.

-მილენა… -ვიღაცის ხმა.

არსებობას მოუბრუნდა.

ლუკა იყო.

მის გვერდით იჯდა, დაძაბული, თვალებში აშკარა შიში ჰქონდა.

-გაიღვიძე… -ჩუმად თქვა.

მილენამ თვალები ძლივძლივობით დაახამხახა.

რამდენიმე წამი ვერაფერს იხსენებდა.

მერე…

ყველაფერი ერთდროულად დაბრუნდა.

-მამა… -ჩუმად ამოისუნთქა.

ხმა მაშინვე გაუტყდა.

ლუკამ ხელი ნაზად მოუჭირა.

-მილენა…

-არა… -თავი გააქნია მან, -არა, ეს არ არის სიმართლე… ხომ? მამაჩემი ცოცხალია ხო? მითხარით..

ლუკამ თვალები დარდიანმა დახარა.

ეს პასუხი იყო.

მილენას სუნთქვა აუჩქარდა.

-ლუკა, მითხარი რომ შეცდომაა… -თითქმის ბავშვივით თქვა, -მითხარი რომ ვინმემ არასწორად თქვა…

ლუკამ ძლივს ამოისუნთქა.

-ვცადეთ გადამოწმება… -ჩუმად თქვა, -ინფორმაცია დადასტურებულია.. ძალიან ვწუხვარ.

პაუზა.

მილენას თვალებიდან ცრემლები ნელა ჩამოუგორდა.

-მე… მე დილით ვუთხარი… რომ არ წასულიყო… -ხმა უკანკალებდა, -მე ვთხოვე…

ლუკა უფრო ახლოს მივიდა.

-შენ არაფერში ხარ დამნაშავე.

-მე ვიგრძენი… -ჩუმად ტიროდა მილენა, -ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდებოდა…

მისი ხმა ნელ-ნელა ჩაიკარგა ტირილში.

ლუკა ჩუმად იჯდა, ხელს არ უშვებდა.

და პირველად, მილენა ისე ტიროდა, როგორც ადამიანი, რომელსაც ერთ წამში მთელი სამყარო ჩამოენგრა თავზე.

მწვანე თვალებმა ის ტკივილი და სიცარიელე განაახლეს, რაც ეგონა მისგან კარგა ხანია წავიდა და აღარასდროს ეწვეოდა, ან მისამართი აერეოდა.. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

თითქოს მილენას ცხოვრება სასჯელი კი არა ჯოჯოხეთი იყო.

გული აუტანელი ტკივილით ეკუმშებოდა და საკუთარ უბედურებას დასტიროდა და დასცინოდა.

ლუკა წუთიერად იმასაც ფიქრობდა რომ შეიშალა, აღარ იცოდა მეგობარი როგორ ენუგეშებინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent