შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივანი მაზნიაშვილზე (თავი III)


გუშინ, 19:30
ავტორი gordon
ნანახია 160

თინა სულ იმეორებდა,როგორ აჩქარდა დრო,წამი ხელიდან მეპარებაო. ანა ვერასდროს იგებდა ამ სიტყვების მნიშვნელობას,პატარა გოგონასთვის ჯერ გაუგებარი იყო ან წამი როგორ უნდა დაეჭირა ადამიანს,ან დროს როგორ შეეძლო აჩქარება,მაგრამ გაიზარდა და დადგა ფაქტის წინაშე - მართალი იყო დედა. ჩაიფრინა აპრილის ორმა კვირამ,თითქოს თვალიs დახამხამებაც ვერ მოესწრო ანას,რომ უკვე მაისს მთელი თავისი დიდებით დაებატონებინა ქალაქის ქუჩებში. ახლა ჩიტების ჭიკჭიკი თითქოს უფრო მჟღერადი იყო ყოველ დილას, ჰაერი უფრო თბილი და თბილისიც უფრო ცოცხალი,უფრო თბილისური და უფრო ძველებური,ნოსტალგიას რომ შემოგიძვრენდა სულში და არ დაგანებებდა თავს. ანამ განა რა იცოდა ძველი თბილისი, მაგრამ ხასიათს გრძნობდა და გრძნობდა მონატრებას, ყოველ დილას ნატვრას,ახლა სოფლის ეზოში ვიჯდე და ბებია ბაბუა იქვე მყავდესო. სურვილი ზოგჯერ მხოლოდ სურვილია და დროის,ბუნების ძალას ჩვენ ვერ მოვერევით,ამიტომ ანაც მხოლოდ ილუზიებს,ფანტაზიებს და წარმოსახვებს ემორჩილებოდა.
სწრაფად გავიდა აპრილის ორი კვირა,მაგრამ, ახლა დემეტრე გაქრა. თავიდან ანა თავს აჩვენებდა,არ მადარდებსო წაიფრუტუნებდა,მაგრამ ერთ საღამოს გამოიჭირა თავი,აივანზე მდგარი სმენადაძაბული და სუთქვაშეკრული ელოდა დემეტრეს და ოზის,აი,იქნებ ახლა გამოვიდნენ აივანზეო,მაგრამ არა. გაქრა ბურდული და გაქრა ნაცრისფერი ბულდოგიც.
მაისის პირველი კვირა იყო, ვარდობის თვეს დაიბადა ანაც,ზუსტად ამ პერიოდში,მაგრამ შენ რომ დაიბადე თავსხმა წვიმა იყოო -სულ ახსენებდა მამამისი.
წინა ღამით გოგონები ბარში იყვნენ გასულები,არა მხოლოდ გოგონები,მთელი სამეგობრო და გაიყვანეს ანაც,ერთად შევხვდეთ შენს დაბერებას და 23ე იუბილესო. იცოდა ანამ,უარი რომ ეთქვა ბოლო იუბილე იქნებოდა,23ეს ვინღა უჩივის.
-კარგი,ჩემთან ამოდით,აქ მოვემზადოთ და წავიდეთ ისე.
-ჩვენ მზად ვართ,შენ გამოგივლით,მოემზადები,მაკიაჟს გაიკეთებ,შენს კამერას აიღებ და წამოხვალ.- მოკლე გეგმა გაუწერა ნენემ და ყურმილი გაუთიშა. ათი წუთიც არ იყო გასული დაკაკუნების გარეშე შეაღეს გოგონებმა ბინის კარი.
-აბა,რას იცვამ გვანახე-მერიმ საძინებელში შეყუჟულ დაქალს გასძახა.
-ჯინსს და მაისურს,რა უნდა ჩავიცვა-სასხვათშორისოდ უპასუხა ანამ,თითქოს ყველაზე ნათელი არ იყო რა აპირებდა.
-კარგი გოგო,რა ჯინსი და მაისური-შეუღრინა თაიამ და დაქალებს შეყვა ანას საძინებელში.
-კაბის ჩაცმის თავი არ მაქვს შენ თავს ვფიცავარ, მეზარება.
-კარგი,მაშინ მიმიშვი,ჯინსს მე აგირჩევ.-გოგო კარადიდან გამოაგდო,საწოლზე ანიშნა აქ დაჯექი და ჩვენ გვაცადეო.- ის დაბალწელიანი რომ გაქვს,გამოყვანილი,სადაა?
-რომელზე ამბობ?
-მუქი რომაა,დაბალ ჭრილზე.
-მანდაა შეკეცილი,რომ იქნევ ხელებს,შეხედე დაინახავ.
-კარგი,კარგი. ნენე, ზემოთ რა ჩაიცვას?-ანასთვის არაფერი უკითხავს, ნენეს აჩვენა ჯინსი და ამას რა მოუხდებაო,აუქაჩა წარბი.
-ზედა არ ვიცი,მაგრამ ეს ჩექმები უეჭველი უნდა ჩაიცვა-მერიკომ ხელში ააფრიალა შავი მაღალქუსლიანი ჩექმები.
-კარგი,ჩავიცვამ,მიზეზი მექნება ცეკვა რომ არ მთხოვოთ.
-აგერ,მაისურიც ვნახე,სად მალავდი გოგო ამას?ან რამე ფერადი არ გაქვს,სულ ჩაშავებულია კარადა.-ნენემ კარადიდან შავი მაქმანებით მორთული ნაჭერი გამოიღო.
-არ იყო სიტუაცია შესაფერისი რომ ჩამეცვა. მომეცი ახლა ეგენი,გამოვიცვლი და გავიდეთ.
-დაიცა კაცო,მაკიაჟის ჩანთა სადაა შენი,ჯერ სად გეჩქარება?
-ჩემით გავიკეთებ კაცო,რას დამტრიალებთ თავზე,საკუბოვედ მაწყობთ?
-უმადურო,გაუკეთე ახლა ამას რამე.-წაიფრუტუნა თაიამ-წავალ დავლევ რამეს,გაქვს წვენი მაცივარში?
-კი,ყავაც არის,დაიდგი თუ გინდა.
-არა,მეზარება. დაგისხათ თქვენც?
-აუ კი რა.- მუდარით გახედა ნენემ,თითქოს რამე ძალიან რთულის შესრულებას სთხოვდეს.
ნახევარი საათიც არ დასჭირვებია მესხს მოსამზადებლად,თმას იკეთებდა გოგონები ისევ გვერდით რომ ჩამოუმწკრივდნენ.
-ორიათასიანების ვარსკვლავს გავხარ.-თვალი ჩაუკრა მერიმ.
-რომკომის პერსონაჟია გოგო,მარა ის ქანდაკებასავით კაცი რომ გაქრა რა გვეშველება?-ჩაიცინა თაიამ და ანასკენ გააპარა მზერა,რა რეაქცია ექნებაო.
-შეეშვი მაგ ბიჭს,დაიკარგა დაიკარგა,რა ვქნა მერე-ისე აიბზუა ცხვირი ვითომ სულ არ ადარდებდეს,მერე თემის გადატანა სცადა-ისე,ნენე,ქორწილმა როგორ ჩაიარა,მოყევი.
-კარგი მცდელობაა თემის შეცვლის და ამ ეტაპზე გამოგივიდა,მაგრამ აპოლონს ისევ მივუბრუნდებით.
-ნუ ეძახი აპოლონს,ბიძაჩემს ვეძახდი და ეგ მახსენდება.-დაიმანჭა ანა.
-ბიძაშენს აპოლონს რატომ ეძახდი?
-დავცინო. ჰე,მოყევი ახლა და თან გავიდეთ ნელ-ნელა.

ბარი მყუდრო იყო,ზუსტად ისეთი როგორი გარემოც სამეგობროს უყვარდა.დაბალი განათება, ირგვლივ ხალხის ჩურჩული,დაბალი მუსიკა და ალკოჰოლი. ბიჭებ იცინოდნენ,დღეს გაძლიერებული დაცვის სტატუსით უნდა ვიყოთ,ისე ლამაზად გამოიყურებითო.ანამ ხალხს მოავლო მზერა, ყველას სახეს დააკვირდა,თითქოს ეძებდა ვინმეს,მაგრამ მალევე ისევ მეგობრებს დაუბრუნდა,როცა არსაიდან სამაგიდო თამაში შემოაგდეს და გართობის დროაო გიომ დაიყვირა. დრო ისევ მიიპარებოდა,მაგრამ ანას არცერთი წამით არ გაუპარებია მზერა მობილურისკენ ან საათისკენ. მთელი მისი ყურადღება ამ მომენტში იმაზე იყო როგორმე თამაში მოეგო. ბოლო კარტი უნდა ეთამაშა მთელმა მაგიდამ ერთხმად რომ შეიკივლა გილოცავთო და გოგო თვალებგაფართოვებული უყურებდა,ვერ გაეგო რა ხდებოდა.შემდეგ გაიბადრა,ანათებდა ანა, ანათებდა მეგობრების სიხარულით და იმის გააზრებით,რომ ამდენი და ასეთი მოსიყვარულე ადამიანი ყავდა გვერდით. დედამისმაც დაურეკა,მაგრამ ვერ ელაპარაკა ნორმალურად,ხმაურია და არ ისმისო. თინამაც გაუგო,დილით დაგირეკავ დედა,სახლში რომ იქნებიო,კიდევ ერთხელ მიულოცა და გათიშა.
-საჩუქრების დროა!-ნენემ ტაში შემოჰკრა.
-საჩუქრების?
-ხო,რას დაგიღია პირი. სად გინახავს დაბადების დღე საჩუქრის გარეშე.
-კარგით რა ხალხო.-წუწუნი დაიწყო და უხერხულად აიწურა.
-ნუ ხარ გოგო შენ უხერხულობის ზენიტი,გაჩუმდი და გამოგვართვი ესენი,სახლში გავხსნათ მერე,ამოვალთ დილითაც-თაიამ მკაცრი ტონით უთხრა,არსად არ წახვიდე და სახლში დაგვხვდიო აფრთხილებდა.
-შემშლით თქვენ მე.
-არც უჩვენოდ გაკლია-ნიშნისმოგებით გადაუკრა მერიკომ და პატარა შეფუთული ყუთი დაუდო მაგიდაზე. გილოცავო კიდევ ერთხელ უჩურჩულა და დაქალს მოეხვია.
ცოტახანი კიდევ დარჩნენ ბარში. რამდენიმე უცნობმაც კი მიულოცა გოგონას დაბადების დღე. სახლში წასვლის დროც მოვიდა,დავიღალე და დილითაც თუ ვაგრძელებთ გამოვიძინოთ ჯობიაო განაცხადა მესხმა.
-წავიდეთ,ხო.-ფეხზე წამოდგა თაია.
-სანამ წავალთ გეხვეწები იმ ბარმენს ერთი სიტყვა მაინც უთხარი,შეგჭამა მთელი ღამე მზერით.-ანამ თაიას ბარისკენ მიუთითა, სადაც ბიჭი ღიმილით ემსახურებოდა მის წინ მსხდარ ხალხს.
-რას ბოდავ ახლა.
-არაფერს ვბოდავ. გეფიცები,შანსს ხელიდან არ უშვებს მთელი ღამეა- კიდევ ერთხელ გახედა თაიამ ბიჭს და დაინახა რომ მართლაც იყურებოდა,პირდაპირ მას უსწორებდა მზერას,გაუღიმა კიდევაც. თაია იდგა და უყურებდა, არც საპასუხო ღიმილი დაუბრუნებია,არც წარბი შეუკრავს,ისევ გოგონებს მიუბრუნდა და წავედით ახლაო შესძახა.
-უიმე,შვილო,მიდი გამარჯობა მაინც უთხარი.
-არ მინდა კაცო,შემეშვი.-ჩაიფრუტუნა თაიამ,ოთახის მკრთალ განათებაში არ ჩანდა,მაგრამ ლოყები აუხურდა,ოდნავ წამოწითლდა.
-წავალ,ანგარიშს გავასწორებ.-ანამ ჩანთას დაავლო ხელი.
-რა ანგარიშს ასწორებ გოგო,დაეტიე მანდ.
-ხმა არ გავიგო ახლა.- ამ კინკლაობაში გართულებს სულ არ შეუმჩნევიათ ოთო რომ მოუახლოვდა მაგიდას.
-ჰე,გეყოფათ ახლა,გასწორებულია ანგარიში უკვე,სანამ თქვენ მოკლავთ ერთმანეთს გავიდეთ აქედან.-ოთომ მეგობრებს მხრებზე გადახვია ხელი და ორ გოგონას შორის მოქცეული გავიდა ბარიდან.მერე დენდარტყმულივით შეხტა,უი,რაღაც გამახსენდაო და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო.
-აგერ,თაია,იმ ბიჭმა ძღვენი გამომატანა შენთან.-თვალი ეშმაკურად ჩაუკრა მეგობარს-არ გადააგდო იცოდე,ჯერ ნახე რა წერია,მე არ წამიკითხავს,სხვის პირად სივრცეში არ მჩვევია ცხვირის ჩაყოფა.- კლოუნივით გაეკრიჭა ოთო და გზა გააგრძელა ისე რომ გოგოს პასუხს არც დალოდებია.
-არ გჩვევია არა ის,ზეპირად იცი ახლა აქ რომ ნომერი წერია ის,იმდენჯერ გექნება წაკითხულო.-არ შეარჩინა თაიამ თავის გამოდება ბიჭს.
-ოჰო,ნომერი დაგიტოვა.-ახლა ნენეს ჯერი იყო გაკრეჭვის.
-დიდი ამბავი,არ მივწერ.
-რას არ მიწერ გოგო-სამივე ადგილზე გაჩერდა და წარბშეკრულები მიაშტერდნენ დაქალს,სულ არ მიუქცევიათ ბიჭებისთვის ყურადღება,წინ რომ იდგნენ და ელოდებოდნენ.
-საყვარელი ტიპი იყო,მაღალი,სიმპათიური. მიწერე და თუ არ მოგეწონება გაანებე მერე თავი.- მერიმ ბიჭის სიმაღლეს მკაფიოდ გაუსვა ხაზი.
-შტერი რომ ყოს ვინმე?მეზარება ახლა მაგაზე ნერვის შეწირვა.
-გიო იცნობს ბარის მენეჯერს,ვკითხოტ ამ ტიპზე და გავიგებთ ვინაა-უცებ უპოვნა მერიმ გამოსავალი და წინ მიმავალ შეყვარებულს გახედა,რომელიც კიდევ მობრუნდა შუა გზაში,ენახა საბოლოოდ წამოვიდნენ თუ არა გოგონები.
-ო,გეყოფათ ახლა.-ხელი აიქნია თაიამ.
-ოქეი,მოვაგვარებთ ჩვენ მაგას.წავედით ახლა თორე გაქვავდნენ ისინი.-ნენემ ჩაავლო თაიას ხელი და კაკუნით გაუყვა ცარიელ ქუჩას.

ბნელ სადარბაზოს ნელა აუყვა ანა. რაღაც სიცარიელეს გრძნობდა,მაგრამ არ უნდოდა ამის აღიარება. სანათი გაფუჭებული იყო და მოაჯირზე ხელი ცეცებით,ძლივს ადგამდა საფეხურზე ნაბიჯებს,თან მაღალქუსლიანებზე წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა,მაგრამ დიდიხანი არ დაუფასდა ეს წვალება. ბოლო ორი საფეხური ჰქონდა დარჩენილი ფეხი რომ გადაუბრუნდა და საზარელი ხმით ამოიგმინა.
-აუ-მერე საწყლად ამოიკნავლა და შეეცადა ნაბიჯი გადაედგა,მაგრამ ახლა წინაზე უფრო გაუჭირდა.-რა გახდა ერთი ნათურის გაკეთება,მაინცდამაინც კისერი უნდა მოიტეხოს ვინმემ? ჯანდაბა,ასკინკილით მივიდე ახლა სახლამდე? - კიდევ აპირებდა წუწუნის გაგრძელებას,მაგრამ კარის გაღების ხმა გაიგო და ოთახის თბილი სინათლე დაეცა სახეზე. მოაჯირთან ჩაკეცილმა ქვემოდან ახედა კარში მდგარ დემეტრეს,რომელიც ხმაურზე გამოვიდა გარეთ. ძლივს დაინახა იქვე ჩაკეცილი ანა, ჯერ გაეცინა,მაგრამ როცა მიხვდა გოგონას რაღაც უჭირდა დასერიოზულდა და მაშინვე მასთან მივიდა.
-ასეთ დახვედრას არ ველოდი,გამარჯობა,წითურო.
-გთხოვ,არ მაქვს ახლა შენი ირონიის თავი-არც უცდია ანას ბრაზის გაკონტროლება.
-როგორი ავი ხარ. მოდი,დაგეხმარები,რა მოგივიდა?-ხელი გაუწოდა გოგონას და ანამ ისე შეხედა თითქოს მეორედან გადაგდებას უპირებდეს ბიჭი.
-ფეხი გადამიბრუნდა და ვეღარ ვდგამ-საწყლად ჩაილაპარაკა,მაგრამ გამოწვდილი ხელისთვის თავისი ჯერ არ დაუხვედრებია. დემეტრემ კარგად ჩაათვალიერეა გოგონა,ბოლოს დაიხარა და წამოაყენა.
-მერე რას შემოსკუპდი ამ ქუსლებზე სიარული თუ არ იცი?!
-არ გაბედო!არ მაქვს მეთქი ირონიის თავი-თითი დაუქნია ანამ,როგორც დატუქსულ ბავშვებს უქნევენ ხოლმე.
-კარგი,კარგი. მოდი,დამეყრდენი და მიგიყვან სახლამდე,რაღა დარჩა.
-არ მინდა,მივღოღდები როგორმე ჩემითაც.
-ასეთ პატარა გოგოს საიდან ამდენი სიჯიუტე.
-ნუ მეძახი პატარას, რა შემატყვე პატარაობის?
-რამდენჯერაც გნახე იმდენჯერ მეტრონახევარზე ქვევით ხარ ჩამოხლული და იქედან მიყურებ მაგ დამრგვალებული თვალებით. აბა მე რა ვიცი პატარა ხარ თუ არა.
-არ ვარ. გაიწიე ახლა და გამიშვი,მივიდე კარამდე.- დემეტრეს ხმა არ ამოუღია,მართლა გაუშვა გოგონას ხელი,გვერდით გადგა და უყურა როგორ წვალობდა და ჯახირობდა ჯიუტად მესხი,რომ საბოლოოდ მოშორებოდა კიბის საფეხურებს და ბრტყელ ზედაპირზე დაედგა ფეხი. ბოლოს ამდენი ყურება და ხლაფორთი ყელში ამოუვიდა ბურდულს.
-არ იკივლო-მხოლოდ ეს უთხრა ანას და წამში ხელში აიყვანა. ისე ასწია ჰაერში თითქოს ბუმბული ყოფილიყოს გოგონა და ქარში აფრენილიყო.
-დამსვი,დემეტრე,დამსვი!
-ნუ ხვანცალებ წითურო და ჩუმად, გვიანია,ძინავს ხალხს.- მიხვდა ანა რომ ახლა აზრი აღარ ჰქონდა გაძალიანებას. სანა რამეს იტყოდა ბიჭი მის კართან იდგა უკვე.
-სად გაქვს გასაღები?
-ჩანთაშია,ამოვიღებ.-ანას თითქოს ხმა დაკარგვოდა,მალე ალბათ სულიც შეეხუთებოდა ისე უხიცინებდა დემეტრეს ცივი სურნელი ცხვირში და ისეთი სითბო მოდიოდა მისი სხეულიდან. ხელის კანკალით,ძლივს ამოაძვრინა ჩანთიდან ციცქნა გასაღები და კარის გადაღებად გადაიწია.
-ძალიან გტკივა?-ხმაში ეტყობოდა დემეტრეს რომ ნერვიულობდა.
-როცა სიარულს ვცდილობ.- ანა ჯერ კიდევ სცდილობდა რომ სახლის კარი გაეღო,უცებ დემეტრე რომ მოშორდა შესასვლელეს და თავისი სახლისკენ წავიდა.
-რას აკეთებ?
-ექიმთან წავიდეთ ჯობია,შევამოწმოთ,ნაღრძობი ხომ არ გაქვს. წიკვინი არ დაიწყო იცოდე,ჩემს ხელში ხარ,პირადპირი მნიშვნელობით!-მკაცრი ხმით გააფრთხილა ბურდულმა გოგონა,სახლში შევიდა და სავარძელში ჩასვა. ანამ ოთახს მოავლო მზერა. სანამ დემეტრე მანქანის გასაღებს ეძებდა მესხი მაქსიმალურად იყენებდა სიტუაციას,რომ რაც შეიძლება მეტი დეტალი დაემახსოვრებინა. დიდად მისი ბინისგან არაფრით განსხვავდებოდა,მხოლოდ ეტყობოდა რომ დიდიხანია ცხოვრობდა დემეტრე ამ ბინაში. კარადაში სასმელის კოლექცია ჰქონდა, გვერდით თაროზე წიგნები ეწყო. ტელევიზორის მაგიდის ქვედა თარო მუსიკის ფირფიტებს ჰქონდა დაკავებული და ზემოთ ხის უცნაური ფორმის ყუთი იდო,რომელშიც CD დისკები ისე ეწყო აშკარად ახალი ვეღარ ჩაეტეოდა.
-კარგი,გეყოფა ჯაშუშობანას თამაში,წავედით.-უკან დაბრუნდა ბურდული,ნაცრისფერი ჰუდი ჰქონდა გადაცმული და მკლავები აკეცილი. ანამ წამოდგომა სცადა, მაგრამ არ დასცალდა, ისევ მიეჭრა ბიჭი და ხელში ააფრიალა.
-წამოვალ ჩემით-ანამაც იცოდა რომ უდიდეს სისულელეს ამბობდა,მაგრამ მაინც არ დათმო.
-გეყოფა სისულელეების ლაპარაკი წითურო,ჩუმი უფრო საყვარელი ხარ.
-ბატონო?-წარბები შეუკრა ანამ,ეს რა მაკადრეო.
-ვხუმრობ,მაგრამ ცოტახანი მართლა გაჩუმდი,თავი მტკივა ისედაც.- ხმა აღარ ამოუღია ანას, არ სწყენია,უბრალოდ იფიქრა უფრო დიდი ტვირთად რომ არ დავაწვე მართლა ჯობია ცოტახანი ჩუმად ვიყოო,თან ნერვებს უფრთხილდებოდა.
ექიმმა დაამშვიდა,კარგადაა ყველაფერი,არც ნაღრძობია,არც მოტეხილი და არც ამოვარდნილიო. კომპრესორები დაუნიშნა,შეეცადე იწვე მთელი დღე და ფეხი ზედმეტად არ ამოძრავოო. უკანა გზაზეც ჩუმად იყო ანა, მხოლოდ იმიტომ რომ სითბოში,სიჩუმეში და კომფორტულ სავარძელში დაღლილს ჩაეძინა. მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები და ისიც წამიერად დემეტრემ ისევ რომ აიტაცა ხელში. თუმცა არც ბიჭის ხელებში ძილი დასცალდ,ახლა მართლა უნდა გაეღო სახლის კარი. ისევ მოძებნა გასაღები,ახლა უფრო გაჭირვებით და ბოლოს,როგორც იქნა, დაუბრუნდა თავის ჩვეულ მყუდროებას.
დემეტრეს არ გასჭირვებია საძინებელი ოთახის მიგნება და არც იმის შემჩნევა გასჭირვებია,რომ ბევრ საერთო ინტერესს იზიარებდა ანა მასთან. თვალში განსაკუთრებით შემოსასვლელი კედელი მოქვდა, რომელზეც დაუდევრად იყო ფოტოები აწებებული. მარტვად ამოიცნო დემეტრემ ანა და მისი მეგობრები. საძინებელში საწოლზე ნაზად და ფრთხილად დააწვინა გოგონა, ბალიში გაუსწორა.
-იმედია საწოლში ბევრი წრიალი არ გიყვარს- ირონიას ისევ არ თმობდა დემეტრე. ანა კი თითქოს გამოფხიზლდაო,მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ წაართვა ძილბურანს თავი.
-შენ აღარ შეგაწუხებ ყოველი შემთხვევისთვის.
-მეეჭვება.- კიდევ ერთხელ მოავლო ოთახს თვალი დემეტრემ და ბოლოს მზერა ისევ ანაზე დააბრუნა,რომელიც ამჯერას მას უყურებდა.
-მადლობა-ხმადაბლა ცაილაპარაკა გოგომ-მართლა.
-არაფრის-ჩაეცინა ბურდულს.ანას გაახსენდა გასული ორი კვირა როგორ უნდოდა ეს ჩაცინება ენახა,მისი ხმა გაეგო, ოზი ენახა.
-ხო მართლა,ოზი სად არის?
-ოზიზე დარდობ? ახლა რამ გაგახსენა?-კიდევ ერთხელ გაიცინა ბიჭმა და კართან ახლოს დადგა,მზად ვარ წასასვლელადო ანიშნა მესხმს.
-უბრალოდ,არ ჩანდა.
-მხოლოდ ოზის არ ყოფნა შეამჩნიე?-წარბი აუწია დემეტრემ,ირონიული ღიმილი არ შორდებოდა სახიდან,მიხვდა რომ ანა ჩიხში მოამწყვდია.
-მეგონა მე მითხარი გაქცევას აზრი არ აქვსო და შენ თვითონ გამირბოდი.- ჩუმად ჩაილაპარაკა ანა, თითქოს თან უნდოდა და თან არა რომ დემეტრეს მისი პასუხი გაეგო.
-მივლინებაში ვიყავი წითურო,ნუ ნერვიულობ,შენგან გაქცევა მარტივი საქმე არაა,თავის არიდება კი შეუძლებელი,რომც მინდოდეს ხელებში მივარდები.
-დემეტრე!
-დაიძინე ახლა. ოზი ჩემებთან დავტოვე,დილით გამოვიყვან, ტკბილი ძილი.-კარში გავიდა და წასვლას აპირებდა,თუმცა უკან მობრუნდა,ეშმაკური ღიმილით სახეზე.- ხო მართლა,ოზის არ ვიცი,მაგრამ ამ ჯერად მე მომენატრე. - ამის შემდეგ კი ისევ,როგორც ჩვეოდა, გაქრა.

გაუჭირდა იმ ღამით ანას თვალი მოხუჭვა. ფეხი არ ასვენებდა, თან დემეტრეს ნათქვამზე ფიქრობდა,გული უცნაურად უფანცქალებდა. უხაროდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა თან რატომ შეეძლო ამ სიტყვებს ამხელა ემოციის მოტანა. განა ხვდებოდა,მაგრამ ერთია მიხვედრა და მეორეა რამდენად იყო იმისთვის მზად რომ სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა.
დილით თინამ ადრე დაურეკა, ანას არ ეძინა, პირველივე ზარზე უპასუხა დედის ზარ. თხუთმეტ წუთზე მეტი ისაუბრეს, ჯერ ყველას ხელში ჩამოიარა ტელეფონმა,სათითაოდ ულოცავდნენ გოგონას. მერე დრეს რას აპირებო დეტალურად გამოჰკითხა თინამ, მარშრუტს თუ დახვდები, გამოგიგზავნე რაღაცებიო. ხომ ვერ ეტყოდა ანა, არა დედა,ფეხი მაქვს ნატკენი და ადგომა არ შეიძლებაო,ხოდა კიო,გავალო უთხრა.
ბოლოს მაინც წამოდგა საწოლიდა,სულ ხომ არ ვიწვები,მოსაწესრიგებელი ვარო. ჩაიცვა,ხელ-პირი დაიბანა და მისაღებში გავიდა,იქვე მოკალათდა ლეპტოპთან ერთად,მაგრამ ჯერ გოგონებს მიწერა,თან თაიას დაურეკა.
-აუ,თაი,ხო არ გაგაღვიძე?
-არა, გისმენ.
-გოგო, გუშინ ფეხი ვიტკინე და ვერ ვდგები, ფულს დაგირიცხავ და გეხვეწები რაღაცები წამოიყოლეთ რო გამოხვალთ, გზად გაქვთ მაღაზია.
-როდის მოასწარი?რა მოგივიდა?
-ამოხვალთ მოგიყვებით,მიდი ახლა,დავრიცხე უკვე და უკან გადმორიცხვა არ გაბედო. რომ მოხვალთ პირდაპირ შემოდით,ღიაა კარი.

დიდიხანი არ დაგვიანებიათ, შაბათი დღე იყო,ყველას ეცადა და ფაქტობრივად უსაქმოდ იყვნენ,ამიტომ როგორც კი მოწესრიგდნენ მაშინვე დაქალთან გამოვიდნენ. მითუმეტეს ახლა,როცა ფეხის ამბავი გაიგეს.კარი ჟრიამულით შემოაღეს, დატვირთული პარკებით.
-ასეთი მოხერხებული როგორ ხარ?- ჯერ-ჯერობით მაგიდაზე დააწყვეს ნავაჭრი და ანას ჩამოუსხდნენ.
-ჩემი რა ბრალია, შუქი არ გაუკეთებიათ კიდე და სიბნელეში გადამიბრუნდა,ხელის ცეცებიტ ავდიოდი.
-ექიმთან მისვლა როდის მოასწარი?
-დემეტრე დამეხმარა.-ისე თქვა ვითომ აქაც არაფერიო, ყოველ დღე ეხმარებოდეს თითქოს.
-ბატონო?
-ვინ?
-ჰა?- ერთდროულად შემოიძახა სამივემ და მომლოდინე მზერებით მიაჩერდნენ დაქალს,მოგვიყევი დეტალურად რა მოხდაო. ანამაც, სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა, მოუყვა სახლში მოსვლის წამიდან რა დღეში ჩავარდა.
-მე ტყუილად კი არ ვიძახი გოგო იაფფასიან რომ-კომშია-მეთქი-ფეხზე წამოხტა თაია.
-მგონი თამასა გაეზარდა ოდნავ-მერიმ თვალი ცაუკრა თაიას.
-მთელი ღამე ხელში აყვანილი დაგატარებდა შექალო?-ნენე ჯერ კიდევ იმ მომენტზე იყო გაჭედილი ანამ რომ ახსენა ბუმბულივით ამაფრიალაო.
-ნუ, დაახლოებით-ლოყები წამოენთო წითურს.
-მშვენიერი დაბადების დღე გქონია,რა გინდა.
-გეყოფათ ახლა, ამოალაგეთ ეგენი პარკიდან,დალპება მაგაში.
-უყურე ერთი როგორ მბრძანებლობს-თაიამ დაიწყო ნელ-ნელა პარკების გახსნა და მერიც გვერდით ამოუდგა.
-დღეს ორმაგი მიზეზი აქვს,ვაპატიოთ.

შუა დღე გადადიოდა უკვე, ანას სულ არ აწუხებდა ფეხი და არც ის,რომ ადგომა არ შეეძლო. გოგონებთან ერთად დრო საკმაოდ სწრაფად გავიდა და ხალისიანადაც, ასეც გაგრძელდებოდა,უეცარი სტუმარი რომ არ გამოჩენილიყო აივნის კართა. ოზის პატარა თათები ეპოტინებოდა აივნის კარს,მინის იქეთ მხარეს ჩანდა ყეფით როგორ ცდილობდა ყურადღების მიქცევას.
-ოზი-გაეცინა ანს-აუ მიდი გაუღეთ რა მაგ ჩერჩეტს-სახიდან ღიმილი არ შორდებოდა ანას, როცა დაინახა გაბადრული ძაღლი როგორ შემოვარდა ოთახში,კუდის და ყურების ქიცინით,ენა გადმოგდებული. იქვე სავარძელთან გაჩერდა, ზემოთ არ ახტა, მომლოდინედ შესცქეროდა ანას,თითქოს უფლებას ელოდა, მოდიო ანა როდის ეტყოდა,მაგრამ გოგონამ ძაღლი ხელში აიყვანა და კალთაში ჩაისვა.
-მოგენატრე შე პატარა ჩერჩეტო, ხო?-სიცილს ვერაფრის დიდებით იკავებდა ანა.
-ნეტა ადამიანებთანად ეგეთი თბილი იყო როგორიც ცხოველებთან ხარ.-ზურგს უკან მოესმა ხმა და კარში მდგარი ბურდული შერჩა ხელში.-გამარჯობა-თავაზიანად მიესალმა გოგონებს დემეტრე,რომლებიც ძლივს იკავებდნენ სიცილს.
-ფეხი როგორ გაქვს?
-შესანიშნავად. არაა დახედვა საჭირო.
-ოზის გამოვყევი უკან,დასახედად ნამდვილად არ მოვსულვარ.
-აბა ოზის მიზეზად არ ვიყენებო?-წარბი აუქაჩა ანამ, თითქოს რაღაცაში გამოიჭირა და გამარჯვებული მზერით შეხედა,მაგრამ ბურდული რის ბურდული იყო სიტუაციიდან თავი რომ არ დაეძვრინა.
-მეგონა გუშინ დაგიმტკიცე რომ რაღაცებისთვის ოზის გამოყენება არ მჭირდება მიზეზად.-ამაზე ანა ისევ აწითლდა,რაც არავის გამოპარვია. რაღაცის პასუხს აპირებდა, მაგრამ ტელეფონმა დაურეკა, ისევ თინა იყო.
-ხო,დე.
-ანუკი,დე, ოც წუთში სადგურში იქნება ავტობუსი, გახვალ? დახვდი რაღაცებს,არ დაიკარგოს.
-კაი დე, გავალ,რომ ავიღებ დაგირეკავ,არ ინერვიუო.-გაუთიშა და წარბები შეკრა.
-ნეტა მაგ ფეხით სად გადიხარ?-მერიკომ გახედა
-გოგო,რაღაცები გამომგზავნა გურიიდან, ფეხი ვიტკინე მეთქი ვერ ვეტყოდი. გეხვეწები,მანქანით ხართ, უცებ გაიქეცით რომელიმე და წამოიღეთ,თქვენთვისაც ექნება რაღაცები ჩალაგებული.- მუდარიტ სავსე მზერით გადახედა ანამ დაქალებს, წამით სულ დაავიწყდა რომ დემეტრე ისევ იქ იდგა და არსად წასულა.
-მე გავალ,მაინც იქეთკენ მაქვს გზა.
-არა,სად გახვალ,შენი საქმეები გექნება.-შეეცადა ანა შეწინააღმდეგებოდა,მაგრამ ვინ დააცალა.
-გითხარი უკვე, ნუ წუწუნებ და ლაპარაკობ ტყუილად,ნომერი მითხარი ავტობუსის რომ დავხვდე.- მიხვდა ანა,მართლა აღარ ჰქოდა შეწინააღმდეგებას აზრი. გოგონებმაც თავი დაუკრეს. ხუთი წუთის შემდეგ დემეტრე წავიდა,შეხვედრამდეო უთხრა და კარი მიიკეტა. ოზი ანასთან დატოვა, იცოდა არაფერი ჰქონდა სანერვიულო.
-ჰაერში იმხელა დაძაბულობაა სადაცაა დენმა დამარტყას-ნენემ ამოიჩურჩულა და დაკეტილ კარს გახედა, თითქოს ისევ დემეტრე ეგულებოდა კარში.
-იმხელა ქიმია იგრძნობოდა ლამის ლაბორატორიული აღჭურვილობა ავისხი.-მერიკომ გაიცინა და ახლა თვითონ მივიდა ოზისთან მოსაფერებლად.
-რას უწუნებ ამის ჯენტლმენობას ნეტა ვიცოდე?შარზე ხარ მგონი შენ. ადექი გოგო და უჟუჟუნე თვალები.
-ჩემს თვალების ჟუჟუნს შეეშვი შენ და ერთი ის თქვი იმ ბარმენის ნომერს რა უქენი,გადააგდე?
-არა, ჩანთაში ჩავაგდე და სულ გადამავიწყდა.
-არაფერიც არ გადაგავიწყდა. გიოს რომ ვუთხარი გაგირკვევო მითხრა, რომ ამოვა ეგ და ოთო ამაღამ მოიტანს ინფორმაციასაც. - მერიკო ახლა თაიას მიუბრუნდა.
-თავს იფასებს თორე ესეც წამში გაარკვევდა ყველაფერს.- ნენემ შეახსენა დაქალებს თაიას უაღრესად გამოსადეგი ნიჭი - არ გახსვს, უნიში ვიღაც ბიჭი რომ დავინახე და გოგომ იმ ღამესვე ამომიქექა ყველაფერი.
-სოციალური ქსელის მსხვერპლია ხალხი, ხელმისაწვდომია ყველაფერი.-თავი გაიმართლა თაიამ და ღვინო ჩამოისხა ჭიქაში.

დემეტრე დაახლოებიტ საათნახევრის შემდეგ დაბრუნდა,თავისი საქმეც მოეტავებინა. კარზე ფრთხილად დააკაკუნა და უხმოდ შევიდა. ყუთი იქვე დადო და მისი მზერა ანას ნაცვლად მაგიდაზე გაიქცა, ტორტს უყყურებდა,რომელზეც ერთი პატარა სანთელი იყო ჩარჭორბილი და აშკარად ახლახან ჩააქრეს,რადგან ისევ ასდიოდა კვამლი.
-დაბადების დღე გაქვს?-ანას ახედა და მკაცრი სახით შეხედა,თითქოს გაუჯავრდა,აქამდე როგორ არ წამოგცდაო. გოგომ მხოლოდ თავი დაუქნია.
-ღამით როგორ არ წამოგცდა, ერთხელ მაინც.
-არ იყო საჭირო.
-როგორი თავმდაბალი ყოფილხარ,წითურო,მე მეგონა იმდენ წუწუნში გადაგავიწყდა. - მაინც წაკბინა გოგონა. - კარგი,ყუთს აქ დავტოვებ და ოზისაც წავიყვან. - ძაღლი ფეხებთან ეჯდა დემეტრეს უკვე, ახლა შენი ყურადღება მინდაო ისე უქიცინებდა კუდს. ხელში აიყვანა და კარი გააღო.
-გილოცავ,წითურო,იმედია სიარულს მალე ისწავლი-თვალი ჩაუკრა,გოგონებს დაემშვიდობა და წავიდა.


გიო და ოთო დაახლოებით რვა საათი სრულდებოდა ანასთან რომ ავიდნენ. ხელებგაშლილი, ყიჟინით შევარდნენ გოგოს ბინაში. ჯერ დასცინეს, ფეხზე როგორ ვერ დგები ამხელა გოგოო, როგორი მოუქნელი ხარო. მერე თაიასთვის გამზადებული ინფორმაცია რაღაც საქაღალდეში ჰქონდათ გახვეული,ასე ტოპ საიდუმლოს გავს და ჩვენ მაგარი ტიპები ვჩანვართო. ცოტახანი იმაზე საუბრობდნენ,რომ ეს ბარმენი საკმაოდ კარგი ტიპი ყოფილა,როგორც ბარის მენეჯერმა უთხრა და თაიას შანსი უნდა მიეცა,მაგრამ გოგო გაჯიუტდა მე პირველი არ მივწერ ან რა მივწერო საერთოდო,თუმცა იმდენი უკიკინეს და უყიჟინეს კარგი,დავფიქრდებიო თქვა და ამათმაც გახარებულებმა ახლა გამარჯვების დავლიოთო. უამრავი ფოტო გადაიღეს, არც ვიდეოებს აკლებდნენ,საბოლოოდ რომ ჩამობნელდა ახლა მიდი საჩუქრები გახსენი, შენი ტირილის დროაო ნენემ გაახსენა ანას და ოთახიდან საჩუქრებით სავსე პარკი გამოუტანა. სათითაოდ მიაწოდა ყველა.
თორმეტი დაიწყო და ანა მარტო დარჩა ბინაში. გარეთაც ჩამიჩუმი არ ისმოდა. იჯდა სავარძელში, სიმღერები ჩაერთო,თავი უკან გადაეგდო ბალიშზე და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა,მაგრამ მთელი დღის ემოციები ერთად უტევდა და ახსენებდა თავს. თქვენ სად გინახავთ გოგო დაბადების დღეზე რომ არ ეტიროს? ხოდა, ანაც ვერ დაარღვევდა ამ ყოველწლიურ ტრადიციას. თითქოს საყრდენი შემოეძარცვაო, ნოსტალგიაში იძირებოდა, ვერაფერს უხერხებდა ემოციებს,თან ბედნიერებისგან ვერ ისვენებდა. ყველაფერი ერთად ისე აწვა მხრებზე,რომ ბოლოს ლოყებზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოუგორდა რამდენიმე ცრემლი.რამდენი ხანი იყო ასე ან კიდევ რამდენი ხანი იქნებოდა არ იცის,რომ არა კარზე კაკუნი.
-ვინ უნდა იყოს ამ დროს?-ხმაჩავარდნილმა წაიჩურჩულა,თან ცრემლი მოიწმინდა,მაგრამ დასველებულ და ჩაწითლებულ თვალებს ვერაფერი უშველა. კოჭლობით მივიდა კარამდე,გამოაღო,მაგრამ არავინ დახვდა. უკან შებრუნებას აპირებდა,როცა იატაკზე დადებული ყუთი დაინახა,ზედ წებოვანი ქაღალდი იყო დაკრული წარწერით - „ტორტის ნაჭერი შემინახე, წითურო!“. გაეცინა, ირგვლივ მიმოიხედა, სადმე აქვე ხომ არ იმალება დემეტრეო,მაგრამ ვერსად დაინახა.
-სულელი-თავისთვის ჩაილაპარაკა და ყუთს ფურცელი მოაძრო,ჯიბეში ჩაიცურა.
-მე მადლობას ველოდი.
-ჯანდაბა,საიდან ჩნდები ასე არსაიდან.-ადგილზე შეუხტა გოგო.
-ნიჭია.-არ გამოპარვია დემეტრეს ანას ჩაწითლებული თვალები.-ტიროდი?
-არა.
-ცუდი მატყუარა ხარ. არ შემიპატიჟებ? -სახლისკენ ანიშნა ბურდულმა.
-შემოდი-ოდნავ გვერდით მიიწია ბიჭი რომ გაეტარებინა, მაგრამ დემეტრეს სხვა გეგმები ჰქონდა. კარში როგორც კი შევიდა გოგოს წელზე დაავლო ხელი, ჰაერში აიტაცა და სავარძელში ჩასვა.
-ბევრს დადიხარ.
-აბა კარი როგორ გამეღო?
-მაგაზე უკეთ უნდა მეფიქრა-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ბურდულმა.
-არ გახსნი?-საჩუქრის ყუთზე მიანიშნა
-ახლავე.-ყუთში ფრთხილად გახსნა და შეიკივლა- არ არსებობს.
-წითური ვერ ვნახე,მაგრამ ეგეც გგავს.- ანას ხელში პატარა , ფუმფულა, სათამაშო ბაჭია ეკავა და ყურებზე ნაზად უსვამდა ხელს.
-ძალიან საყვარელია,მართლა. მადლობა- ისევ აუწყლიანდა თვალები, არაფრის დიდებით ხელიდან არ უშვებდა სათამაშოს.
-კარგი რა წითურო,რა გატირებს, მე უფრო მაგარი მეგონე.
-ბოდიში.-ამოისრუტუნა და კიდევ ერთხელ მოიწმინდა ცრემლები.
-ნუ მებოდიშები. დადე ეგ სათამაშო. ჯერ კიდევ შენი დაბადების დღე. დიდი პატივია რომ ამ დღის ბოლო წუთებს ჩემთან ერთად ატარებ.
-ისევ ყეყეჩობ- გამაფრთხილებლად უთხრა ანამ.
-შენ გეჩვენება რაღაცები.
-არ მჩვევია ილუზიები.
-მგონია რომ იტყუები-გაუცინა და თვალი კიდევ ერთხელ მოავლო ბინას.
-ტორტი მართლა გინდა? - ანამ ისე იკითხა ბურდულმა ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. აქამდე არ უნახავს ასეთი გაცინებული და მხიარული დემეტრე ანას.
-ნუ ღელავ წითურო,არ ვჭამ ტკბილს. ვერ მოვიფიქრე რა დამეწერა უბრალოდ.
-დალევ რამეს?-არ ჩერდებოდა ანა.
-ისედაც ვიცი რომ შესანიშნავი მასპინძელი ხარ,არ გინდა თავის გამოდება.
-არ შეიძლება ასე.
-შეიძლება. გვიანია თან უკვე,ამ დროს სტუმრად არ უნდა მიდიოდე კაცი სხვასთან,მაგრამ მივეცი თავს უფლება.
-კარგი გიქნია.
-მასე ფიქრობ?-წარბი აუქაჩა ბურდულმა-თან მეშინია კიდე სადმე არ წაიქცე და მეორე ფეხიც არ მიაყოლო
-ნუ გეშინია. შენ მოსავლელს არ გავიხდი თავს,ყოველი შემთხვევისთვის.
-რომ დაფიქრდე ფაქტობრივად უკვე ხარ და გივლი კიდეც.
-ბევრს ფიქრობ!-არ დაანება ანამ.
-მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ.წამოდი,ოთახში გაგიყვან და დაიძინე,გვიანია უკვე.-დემეტრე ფეხზე წამოდგა და ანას ხელი გაუწოდა,დამეყრდენიო. ამჯერად ანას ზედმეტი არ უფიქრია ისე შეაგება თავისი ხელი. ბურდულის მკლავებში გოგონა თითქოს მართლა პატარა ყოფილიყოს ისე იკარგებოდა. წელზე მოხვია ანას ხელი, გოგონა სხეულა მიიკრა და ფრთხილი,ნელი ნაბიჯებით წავიდა ოთახისკენ. ანა ჩუმად იყო,მაგრამ ეშინოდა ამ გამეფებულ სიმყუდროვესა და სიჩუმეში თავის აჩქარებულ გულს და მის ბაგაბუგს არ გაეყიდა. რაღაც ნაცნობი სითბოსავით იპარებოდა დემეტრეს სიმხურვალე ანას ტანში,თითქოს აქამდეც განეცადა რაღაც მსგავსი,თითქოს არაფერი იყო მათ სიახლოვეში ახალი,უეცარი ან უჩვეულო.
-ისუნთქე,წითურო.-უჩურჩულა დემეტრემ,ხმაში ეტყობოდა ღიმილი.
-ვსუნთქავ.
-კარგი გოგო ხარ.- ბოლო წერტილი იყო თითქოს,საწოლთან მისული ანა მოწყვეტით დაეცა საბანზე. ზემოდან დაჰყურებდა მომღიმარი ბიჭი,არ ჩქარობდა მიახლოებას და შემდეგი ნაბიჯის გადადგმას. ანამ თვალი აარიდა , ბალიში გაასწორა და ელოდა როდის იტყოდა ბურდული რამე. ბოლოს დაიხარა დემეტრე,საწოლთან ჩაიმუხლა,ანას მიუახლოვდა, ხელი ფრთხილად წაიღო მისი სახისკენ,ჩამოყრილი თმა სახიდან გადაუწია,ტკბილი ძილიო უჩურჩულა და წავიდა. წავიდა და დატოვა ანა საწოლზე მიყინული და გაქვავებული. რომ არა გულისცემა და გაორმაგებული ფეთქვა კაცს ეგონებოდა მოკვდაო.



№1 სტუმარი ნინო ფეიქრიშვილი

კარგი იყო მაგრამ კიდე მინდოდა♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent