შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადის ქალი(თავი II)


გუშინ, 16:12
ნანახია 1

ლევანი.
ის ჩემს წინ დგას.
ჩემი სასმლის ქურდი ჩემს წინ დგას და ახლაც ისე აქვს გულში ჩაკრული შეფუთვა თითქოს წავართმევ.ამაზე მეცინება.გუშინ სასმლის მაღაზიიდან თვალსა და ხელს შუა ისე ამართვა მეგობრისთვის საყილად შერჩეული ვისკი,რომ გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი.რამ დამაბნია?მისმა სილამაზემ.არა ლამაზი გოგონები აქამდეც მენახა,მაგრამ ის სულ სხვა იყო.ისეთი ბავშვური იყო,მაგრამ ამავდროულად ისეთი ქალური.ისეთი ლაღი იყო,მაგრამ ამავდროულად გულჩათხრობილი.
ნეტავ რა მოხდა მასსა და ალექსის მამიდაშვილს შორის ისეთი რამაც ასე განარისხა?მის თვალებში იმხელა ბრაზი და წყენა ჩანდა,მომინდა მის გვერდით ვმჯდარიყავი და დამემშვიდებინა.არ მაინტერესებს თუ ეს ჩემს საქციელს არ გავს.არც ის გავს სხვა გოგოებს ვისაც აქამდე შევხვედრილვარ.
წყნეთში წასვლა არ მინდოდა,მაგრამ მისმა სიტყვებმა მაიძულა რესტორნიდან პირველი მე გავსულიყავი.რა მჭირს?არა,არ მივცემ უფლებას პირველივე დღეს ასე თავის ჭკუაზე მატაროს.
მანქანას წყნეთში,ალექსის სახლის წინ ვაჩერებ და გადავდივარ.თვალს ვავლებ ჩემთვის ახალ ადამიანებს და პირველად ვგრძნობ თავისუფლებას.პირველად ვგრძნობ,რომ არ მჭირდება სიტყვების წინასწარ შერჩევა.28 წლის განმავლობაში ეს პირველად განვიცადე.
-შემოდით,შემოდით..-გვიყვირის ალექსი და სახლის კარს აღებს.ანდრო ბუხარს ანთებს,გოგონები პატარა მაგიდაზე სასმელს და ხილს ალაგებენ,მე კი იქვე დივანზე ვზივარ და მათ ვაკვირდები.ალბათ რა კარგია ასეთი ცხოვრება.ყოველგვარი პასუხისმგებლობის და დარდის გარეშე.მათი არ მესმის,რადგან მე ეს არ ვიცი.
-მოდი ახლა,რომ არ გამოვფხიზლდეთ ისეთი რამ ვითამაშოთ,რომ თან დავლიოთ.-იდეით გამოდის დემეტრე და ერთ-ერთ ცარიელ ბოთლს ხელში ათამაშებს.გოგონები მის ინიციატივას ტაშის კვრით ხვდებიან და დივანის წინ ადგილს სწრაფად ათავისუფლებენ მაგიდისგან.
-სიმართლე თუ მოქმედება.-ყვირის თათა და ტაშს უკრავს.
-ჩვენ რა მეხუთე კლასში ვართ?-ვამბობ და თვალებს ვატრიალებ.ამაზე ბავშვური თამაში ვერ მოიფიქრეს?მაგრამ ჩემი ნათქვამის გამო ყველა დაბღვერით მიყურებს.დივნიდან კი ალექსი მაგდებს და მაიძულებს იატაკზე დავჯდე.
-დაჯექი და ითამაშე.მოიხსენი მკაცრი ბიძიას ჰალსტუხი.
-თუ თავადის ჩოხა გაიხადოს?-ეპასუხება ქეთო და იცინის.უსიამოვნოდ ვიშმუშნები.არა ნასვამი აშკარად ბევრს ლაპარაკობს,მაგრამ რომ უხდება?ფიქრებში ვიყავი გართული და ვერც შევამჩნიე,რომ უკვე ყველა წრეზე ვსხედვართ და ბოთლს პირველი იუბილარი ატრიალებს.ბოთლის თავსახური თათას წინ გაჩერდა.
-აბა,ჩემო პატარა.სიმართლე თუ მოქმედება?-ეკითხება ალექსი და წარბებს ეშმაკურად ათამაშებს,თათა კი რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ამბობს.
-მოქმედება.-თითქოს მასაც ეს უნდოდაო,კმაყოფილი ალექსი იცინის,ჭიქას არყით ავსებს და თათას უწვდის.
-ორჯერ დალიე..-გოგოს გაკვირვებისგან თვალები უფართოვდება.
-ალექს გაგიჟდიი?
-თამაში ასეთია..-ეშმაკურად პასუხობს ალექსი და ჭიქა უფრო ახლოს მიაქვს.თათა ოხრავს და ართმევს.ამჯერად ბოთლის თავსახური ჩემთან ჩერდება..
-სიმართლე თუ მოქმედება?-მეკითხება სამეგობროში ყველაზე უფროსი და ჩემს პასუხს დაბნეული ელოდება.
-სიმართლე.
-სად გაიცანი ალექსი?-მის მიამიტურ შეკითხვაზე არა მარტო მე,ბიჭებსაც ეცინებათ.
-ლონდონში,ზუსტად 8 წლის წინ.ესეც ბონუსი იყოს შენს კითხვაზე.-ვუღიმი და თვალს ვუკრავ.
-ბარემ ის გეკითხა,რა ფერის თვალები გაქვსთქო.კარგი რაა,თათა.-ამოიოხრა ნიცამ.ქეთო და ნიცა ვერაფრით მალავდნენ,რომ ყველაფერი აინტერესებდათ ჩემს შესახებ.ამჯერად ბოთლი მე დავატრიალე და ქეთოს თვალებში ჩავხედე.დაბნეული იყო,თითქოს იცოდა რაც უნდა მეკითხა.
-სიმართლე თუ მოქმედება?-ისე ვეკითხები,რომ თვალს არ ვაშორებ.
-სიმართლე.-ქალბატონიც ჩემსავით ჯიუტია.
-რა მოხდა შენს და მაკოს შორის ისეთი,რამაც ასე გაგაბრაზა?-ისე ვსვავ შეკითხვას,რომ დაფიქრებაც არ მჭირდება.რესტორანში ასეთ ამბის დატრიალების შემდეგ ამის მეტი არაფერი მიტრიალებდა თავში.უნდა ვიცოდე რა ჩაიდინა იმ ქათმისტვინამ ისეთი,რამაც ქეთო ასე გააბრაზა.რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ჩამოწვა.ვინანე კიდეც ჩემი საქციელი,მაგრამ უეცრად ქეთოს ხმა მესმის.
-3 წლის წინ ჩემთან ვისვენებდით სოფელში.ჩვენი ოთახი გვაქვს მოწყობილი,სადაც ვსვათ და დროს ვატარებთ.უკვე კარგად ვიყავით ნასვამები,როცა მაკომ ალექსს დაურეკა,რომ მოვდივართო.ეს დიდად არ გვესიამოვნა,მაგრამ არც უარი ვუთხარით.დაახლოებით 10 წუთში საშინელი ხმა გავიგეთ ეზოდან და გარეთ გავცვივდით.მაკო საჭესთან ნასვამი იყო და როცა ეზოში შემოვიდა ჩემი ჯინას ყეფამ გააღიზიანა..მან ჩემი ჯინა..ის..-წინადადების დამთავრება ვეღარ შეძლო ქეთომ,ნიცას მიეხუტა და ატირდა.მე კი ჩემი დასმული კითხვა ვინანე.როგორ შემიძლია ყოველთვის ასეთი უტაქტო ვიყო..

ქეთო.
ჯინას გახსენება ძველ ჭრილობებს მიახლებს.ვგრძნობ,რომ ოთახში ჩემი სამყოფი ჰაერი არ არის.აქეთ იქით ვიხედები,მაგრამ მკვეთრ გამოსახულებას ვერ ვხედავ.თვალებში ჩამდგარი ცრემლები ხელს მიშლის რაიმე ან ვინმე დავინახო.ნიცა ადგომაში მეხმარება.გულზე ხელს ისე ვიჭერ ვერ ვხვდები მინდა ამოვიგლიჯო თუ საგულედან ამოხტომის საშუალება არ მივცე.სწრაფი ნაბიჯით გავდივარ გარეთ და ვცდილობ ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო.ისუნთქე,ქეთო.ღრმად ისუნთქე.ფილტვები ჰაერით მევსება და ტვინიც მუშაობას იწყებს.ეს ამბავი დღემდე მოქმედებს ჩემზე,მაგრამ ახლა რომ ფხიზელი ვიყო არ ვიტირებდი.ჯანდაბა,ეს საზიზღარი სასმელი.
-ქეთო,კარგად ხარ?-მესმის ნიცას ხმა და ვგრძნობ უკნიდან მეხუტება.მისი თბილი სხეულის შეხება ძალიან მსიამოვნებს და მის ხელებს ჩემსას ვხვევ.
-კი,უბრალოდ ხომ იცი..-წინადადების დამთავრებას არ მაცდის ისე მაჩერებს.
-ვიცი,ყველაფერი კარგად ვიცი.უბრალოდ იმას გთხოვ,რომ დამშვიდდე.ჩვენს მანქანებს ფანჯრები კიდევ სჭირდება.-ხუმრობს ნიცა და იცინის,მეც ვერ ვიკავებ თავს მეცინება და ხელის კვრით ვიშორებ.
-იცი ახლა რისი ღირსი ხარ?-ვეკითხები თითის ქნევით,ვცდილობ სერიოზული ვიყო მაგრამ მაინც მეცინება.ნიცა კი გასაქცევად ემზადება.მოულოდნელად კი ჩვენს ყურადღებას ფიფქები იპყრობს,რომლებიც ციდან ცვივა.
-არ არსებობს..-ვბუტბუტებ და ეზოში გავდივარ,მესმის ნიცაც მომდევს.თოვს..ამინდსაც უნდა,რომ კარგ ხასიათზე ვიყო.ხელებს ვშლი და ფიფქრებს საშუალებას ვაძლევ,რომ ჩემს ხელის გულებზე დაფრინდნენ.მე და ნიცა სულელებივით ვიცინით,ჩვენს ხმაზე კი დანარჩენებიც გარეთ გამოდიან.ლევანის მზერას მაშინვე ვიჭერ,ეღიმება,მაგრამ კარგად მალავს.
-აი ეს მესმისს..-ყვირის ანდრო და ისიც გვიერთდება.თოვა უფრო იმატებს.
-ახლა მე გეტყვით მაგარს..-ყვირის ალექსი და ჩვენს ყურადღებას იპყრობს.
-წამოდით ახლა გუდაურში წავიდეთ..-მის იდეაზე ყველას გვეცინება.ასეთი სპონტანური გადაწყვეტილებების გამო ღირს ცხოვრება.
-წავიდეთ,წავიდეთ..-აჟიტირდა თათაც და ალექსს ხელზე ჩამოეკიდა.
-მაგრამ რომ დავლიეთ?-კითხულობს ნიცა და მე მიყურებს,მეც მხრებს ვიჩეჩავ.
-მე და ლევანს არ დაგვილევია,ერთმა ქალბატონმა არ დაგვაცადა.-ბოლო სიტყვას მკაფიოდ გამოთქვამს და მე მიყურებს.მე კი ისე ვუცინი თითქოს ვერ ვხვდებოდე რაზე საუბრობს.
-ღამის 2 საათია,რომელ გუდაურზე ლაპარაკობთ,ხალხო.-ამბობს ლევანი,მაგრამ ყურადღებას აღარავინ აქცევს.ყველა სახლში შედის ქურთუკების ასაღებად.მე და ნიცაც კიბეებზე ავდივართ.
-მომისმინე..-ლევანის წინ ვდგები და საუბარს მხოლოდ მაშინ ვიწყებ,როცა ვხედავ რომ ნიცაც სახლში შევიდა.დადიანი გულზე ხელებს იჯვარედინებს და თვალს მისწორებს.
-ხასიათი ერთხელ ხომ გამიფუჭე?ახლა ჩემთან ვალში ხარ,ამიტომაც მოგიწევს დღეს ჩვენი მძღოლი იყო.-ვამბობ ნიშნის მოგებით და თვალს ვუკრავ.
-ახლა შენ მომისმინე.-ხმის ტონით მაჯავრებს და ცდილობს არ გაეცინოს.
-გახსოვს გუშინ საჩუქარი,რომ წამართვი?ამიტომაც ბარი ბარში ვართ.-ვერაფერს იტყვი,მართალია.მაგრამ არ მივცემ უფლებას ჩემსავე დაწყებულ თამაშში მომიგოს.
-შენ მართლა ფიქრობ,რომ შენი სასმლის ისტორია ჩემსაზე მტკივნეულია?იცი მაინც ამის გახსნებამ თავი როგორ მაგრძნობინა?-ხმაში სევდა მეპარება და თვალიდან მოჩვენებით ცრემლს ვიწმენდ.ვხედავ როგორ ეცვლება სახე ლევანს და იბნევა.ესეც ასე,თავს უკვე დამნაშავედ გრძნობს.დანებების ნიშნად ხელებს მაღლა სწევს და მანქანისკენ ისე მიდის უკან არც ბრუნდება.მე კი ტაშს კმაყოფილი ვუკრავ და სახლში ვბრუნდები.
ლევანის მანქანაში მე,თათა და ანდრო ვსხდებით.დემეტრესთან კი ნიცა და ალექსი.მთელი გზა სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ.შეუძლებელია ამ კადრებს უყურებდე და არ გეღიმებოდეს.ციდან უდიდესი ფიფქები ცვივა,გზას კი ლამპიონები გვინათებს,ჩვენი მანქანის შუქზე თოვა კიდევ უფრო ლამაზად ჩანს.ვცდილობ განწყობა შევქმნა და საახალწლო სიმღერების ჩართვას ვიწყებ,მაგრამ როცა უკან ვიხედები ვხედავ როგორ სძინავს ანდროს და თათას.უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.
-თუ გინდა შენც დაიძინე.ნუ გეშინია,მე არ დამეძინება.-მეუბნება ლევანი ისე,რომ გზას თვალს არ აშორებს.
-ასეთ ამინდში ადამიანს ძილი რატომ უნდა მოუნდეს?-ვკითხულობ და სიმღერის ხმას ოდნავ დაბლა ვუწევ.
-თოვლი მართლა ასე გიყვარს?თუ უბრალოდ სიმთვრალის ბრალია?თუ..-მეორე ვარიანტს აღარ ამბობს,მე კი მაინტერესებს.
-რა თუ?მე არ ვიცი შენ რა გიტრიალებს თავში,მაგრამ თოვლიც და წვიმაც ორივე ძალიან მიყვარს.ერთადერთი ქარს ვერ ვიტან.რაღაც საოცარი შეგრძნებაა,როცა შეგიძლია ბუნებრივი მოვლენა ასე ახლოს შეიგრძნო.ყოველთვის მინდოდა წვიმაში ცეკვა.-ჩემდა უნებურად წამომცდა ჩემი სურვილი,მაგრამ არ მინანია.ზედმეტად ნასვამი ვარ იმისთვის,რომ რაიმე ვინანო.
-ხელს რა გიშლის?-მეკითხება ლევანი,მე კი მხრებს ვიჩეჩავ.ამაზე პასუხი არ მაქვს.
-არვიცი.ალბათ არასდროს ვყოფილვარ ზედმეტად მთვრალი.-ჩემს პასუხზე ეცინება.
-ღმერთო ჩემო,დალევაც ასე გიყვარს?
-ლოთი ნუ გამოგყავარ.მეგობრებთან ერთად დალევაც,ცეკვაც და ასეთი სიგიჟეების კეთებაც მიყვარს,როგორიც ღამის 3 საათზე გუდაურის გზაზე ყოფნაა.
-2 დღის გაცნობილ მამაკაცთან ერთად თოვაში ცეკვაზე რას იტყვი?ეგეც სიგიჟეა?-მეკითხება,თან ვხედავ მანქანა როგორ გადაყავს გზიდან და აჩერებს.ყველაფერი ისე სწრაფად ხდება ჩემი ტვინი ვერ იაზრებს.
-რა?
-მიდი ჩართე სიმღერა და ვიცეკვოთ.მიდი,მიდი..-მეუბნება,სწრაფად გადადის მანქანიდან და ჩემს კარს უახლოვდება.სულელივით ვიცინი და ამ მომენტისთვის შესაფერის სიმღერას ვრთავ.”SIA-Snowman”.ხმას ვუწევ და სანამ მანქანიდან გადავალ ვხედავ,რომ თათას და ანდროს ეღვიძებათ.ჩვენს უკან დემეტრემაც გააჩერა მანქანა.
-ყველაფერი კარგადაა?-კითხულობს ისე,რომ მანქანიდან არ გადმოდის.
-კი,დაგეწევით.-მხოლოდ ამას ეუბნება ლევანი,ისე რომ თვალს არ მაშორებს,ხელს მიწვდის,მეორე ხელს კი წელზე მხვევს და სწრაფად მატრიალებს.სიცილს ვერ ვიკავებ.ჩემს სიცილზე მასაც ეცინება.ერთ ხელს მიშვებს,მეორე ხელს თავზე მატარებს,მატრიალებს და მკლავზე მიწვენს.ფიფქები ამჯერად სახეზე მეცემა.
-არ მჯერა,რომ ამას ვაკეთებთ.-ვეუბნები ხმამაღლა,ლევანი კი ამჯერად წელზე ორივე ხელს მკიდებს და მატრიალებს.
-რა უფრო დაუჯერებელია,თოვის დროს რომ ცეკვავ თუ ჩემთან ერთად რომ ცეკვავ?-მეკითხება და მოძრაობებს ანელებს.
-მადლობა.
-რისთვის?-იბნევა,თვალებში მიყურებს და სახეზე ჩამოყრილ თმებს ყურს უკან მიწევს.ძალიან ცივა,მაგრამ მისი შეხების ადგილი ისე მეწვის,მგონია ცეცხლი მიკიდია.
-იმისთვის,რომ ჩემში არსებული ბავშვი გააბედნიერე.-ჩემი პასუხი მოეწონა,სახეზე კმაყოფილი ღიმილი ესახება.
-აი ასეთი საუბარი ნამდვილად გიხდება,თავადის ქალო.ახლა წავიდეთ,თორემ გაცივდები.-მეუბნება და მანქანისკენ მივყავარ.როგორც კი ვჯდები ანდროს და თათას დაჟინებულ მზერას ვაწყდები.
-ეხლა რას აკეთებდით?-მეკითხება ანდრო.
-ვჭიდაობდით.შენი აზრით რას ვაკეთებდით?-ვცდილობ ვიხუმრო,მაგრამ მათ გაკვირვებას ხუმრობით ნამდვილად ვერ გადავფარავ.
-ეხლა მეზარება,ხვალ ვილაპარაკოთ.-ხელი ჩაიქნია ანდრომ,როცა მიხვდა,რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა და ძილი გააგრძელა.თათამ თვალი ჩამიკრა და შეკითხვა არ დაუსვავს.ეს მიყვარს თათაში,იცის როდის რა უნდა თქვას ან იკითხოს.
სასმელმა,ცეკვამ და ცივმა ჰაერთმა თავისი ქნა.მთვლემს.სანამ ბოლომდე გადავეშვები სიზმრების სამყაროში,ძილბურანში მყოფი ვხედავ როგორ მაფარებს მის ქურთუკს დადიანი..
დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს.რა მოხდა?სად ვარ?თვალებს გაჭირვებით ვახელ და ოთახს ვათვალიერებ.ალექსის გუდაურის სახლში ვარ.ამის გაფიქრებაზე ყველაფერი ერთიანად მაწყდება გონებაში.ალექსის დაბადების დღე.წყნეთი.ცეკვა.ღმერთო ჩემო,ღამის 3 საათზე შუა მაგისტრალზე დადიანთან ერთად ვცეკვავდი.ამის გახსენებაზე საწოლიდან სწრაფად ვხტები და აქ ვუშვებ ყველაზე დიდ შეცდომას.თავბრუ ისე მეხვევა,რომ საწოლზე დაყრდნობას ძლივს ვასწრებ.რამდენიმე წამში ვფხიზლდები და ვცდილობ ყველაფერი აღვიდგინო.კედელზე დაკიდული საათი 12 საათს აჩვენებს.ფანჯარასთან მივდივარ და ფარდებს ვწევ,ინსტიქტურად მეღიმება.ალექსის სახლი ტყის პირას დგას,ახლა კი ფანჯრიდან თოვლით დაფარული ტყის დანახვამ მუცელში პეპლები მომგვარა.ისევ თოვს.სად არიან დანარჩენები?ოთახიდან გავდივარ და კიბეებით პირველ სართულზე ჩავდივარ.ყველას მისაღებში დივანზე სძინავს.მაგიდაზე უამრავი სასმლის ბოთლი და ჩიფსები ალაგია.
-გათენდაა!!-ვყვირი და ტაშს ვუკრავ,ჩემდა გასაკვირდა პირველივე ჯერზე ვახერხებ ყველას გაღვიძებას.
-შენ რა გენაღვლება,გამოძინებული ხარ.-მეუბნება ნიცა და მაგიდაზე დადებულ ნაბეღლავს ჭიქაში ისხავს.
-მეც თქვენსავით გვიან დავიძინე,მაგრამ თქვენსავით სუსტი არ ვარ.-ვამბობ ამაყად,მაგრამ თათას და ანდროს სიცილზე ვიბღვირები.
-გვიაან?წყნეთს არ ვიყავით გაცელილები,რომ უკვე გეძინა.-მეუბნება ანდრო.
-რა სისულელეა.გზაში ვსაუბრობდით.-დაბნეული ვლუღლუღებ,როგორ თუ მეძინა.ცეკვა?..ახლა მახსენდება ლევანი,ოთახს თვალს ვავლებ,ის აქ არაა.ნეტავ წავიდა?
-შენ რა რამე სიზმარი ნახე?ქეთო მთელი გზა გეძინა.რომ ჩამოვედით ვერაფრით გაგაღვიძეთ და ლევანმა აგიყვანა ოთახში.-მიხსნის თათა.ესეიგი მან ამიყვანა?მინდა ვიკითხო ახლა სად არის,მაგრამ თავს ვიკავებ.
-კარგი,გვეყოფა საუბარი.ავდგეთ მოვწესრიგდეთ და გავიდეთ,ხინკალი ვჭამოთ,თორემ მე ნამდვილად მოვკვდები.-ამბობს ალექსი,დანარჩენები ეთანხმებიან და ყველა ოთახებისკენ მიდის,მე ინსტიქტურად სავარძელში ვჯდები.
როგორ შეიძლება,რომ ეს ყველაფერი დამსიზმრებოდა.ის ხომ ისეთი რეალური იყო.მაგრამ როგორ დავუშვი ის,რომ დადიანი თოვლში ცეკვას შემომთავაზებდა.სულელი და უტვინო ბავშვი ვარ.ფიქრების გასაფანტად თავს სწრაფად ვაქნევ და ოთხისკენ მივდივარ.
ნახევარ საათში უკვე ყველა გარეთ ვართ და თოვლიან გზას ფეხით მივუყვებით.ვუყურებ დანარჩენები როგორ ერთობიან და მათ გამო მეც კარგ ხასიათზე ვდგები,მაგრამ ფიქრებიდან დადიანს ვერაფრით ვაგდებ.ვერ ვიჯერებ,რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა.ის ხომ ისეთი რეალური იყო,ისეთი სასიამოვნო.
-რა გჭირს,კარგად ხარ?-ფიქრებიდან ნიცას ხმას გამოვყავარ,რომელიც გვერდით მიდგას და შეშინებული თვალებით მიყურებს.
-კი,რატომ არ უნდა ვიყო?
-მთელი დილაა ხმა არ ამოგიღია.მგონია,რომ რაღაც გაწუხებს.-მის მზრუნველობაზე მეღიმება და ვცდილობ გუშინდელი ღამე აღვიდგინო.
-ნიცა,გუშინ მართლა მეძინა?-ვეკითხები,ნიცას კი ისეთი სახე აქვს,ჩემმა კითხვამ აშკარად დააბნია.
-კი ქეთო,ჩემი თვალით გნახე მანქანაში გეძინა და ლევანის ქურთუკი გეფარა.ასე რატომ ჩაიციკლე ამ ამბავზე?-უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ.
-არ მითხრა,რომ რამე დაგესიზმრა..ქეთო!!-ჩემი სიჩუმე ნიცას ცეცხლზე ნავთს ასხავს და აჟიტირებით მექაჩება ხელზე.
-მითხარი,ახლავე მითხარი..-ნიცას საქციელზე მეცინება,მაგრამ ვცდილობ სიმკაცრე შევინარჩუნო.
-გეყოფა ეხლა.ნუ შემიყრი ქვეყანას!!-ვეუბნები და ჩვენს წინ მიმავალ ბავშვებზე ვანიშნებ,რომლებიც გუნდაობენ.
-ლევანი დაგესიზმრა?-მომახალა უცებ ნიცამ და რამდენიმე წამით ადგილზე გავშრი.როგორ შეუძლია ამ გოგოს ყოველთვის ყველაფერს ხვდებოდეს?ვცდილობ თემა შევცვალო.
-ისე,რადგან ახსენე.სადაა ბატონი დადიანი?-არმინდა ნიცას კიდევ უფრო მეტი ეჭვი გავუჩინო,მაგრამ ვერც თავს ვიკავებ.
-აი მოდის,შენი პრინცი.-წარბებს ეშმაკურად ათამაშებს და წინ მანიშნებს.ნიცას მზერას თვალს ვაყოლებ და ვხედავ ჩვენსკენ მომავალ დადიანს,რომელსაც სათხილამურო ტანსაცმელი აცვია და მხარზე თხილამურები აქვს გადადებული.ჩვენს დანახვაზე სათვალეს და ქუდს იხსნის და გვიღიმის.გული ისე სწრაფად მიცემს ასე მგონია ყველას ესმის.რა მიქნა ამ ერთმა სიზმარმა?
-ტრასები დაიპყარი,მეგობარო?-ეკითხება ანდრო და ლევანიც თავს უქნევს.
-წუხელ იმდენი,რომ არ დაგელიათ თქვენც დაიპყრობდით.
-მე არ ვიყო ალექსანდრე ყიფიანი,შენ თუ ისე არ დაგალევინო,რომ ვინაობა დაგავიწყო.ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე!-ალექსის ყვირილზე ყველას გვეცინება.
-მალე წავიდეთ საჭმელად,თორემ უკვე ხასიათში გადამივა.-ამჯერად თათა აწუწუნდა,ანდრომ მოფერების ნიშნად თავზე ხელი გადაუსვა.
-დამშვიდდი,პატარა ქალბატონო.არ აღელდე,ღრმად ისუნთქე..
-ანდრო,მოგკლავ!!-ყვირის თათა და უკვე გაქცეულ ანდროს მისდევს..ალექსი ლევანს მიუბრუნდა.
-უნდა ვჭამოთ.წამოხვალ თუ ჯერ სახლში ახვალ?
-წამოვალ.-ლევანი ალექსს ისე პასუხობს,რომ თვალს არ მაშორებს.რატომ მიყურებს?თუ ყველაფერი სიზმარი იყო,ასეთი ეშმაკური მზერით რატომ მიყურებს?ნიცას ხელს ვკიდებ და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ წინ.ახლა მასთან საუბარი არ მინდა.უფრო სწორად არ შემიძლია.
მინდა ჩემი სულელური სიზმარი დავივიწყო და დანარჩენებთან ერთად გავერთო,მაგრამ დადიანი ამას შეუძლებელს ხდის.ალექსი რესტორანში მაგიდის შესაკვეთად წავიდა,ჩვენ კი პარკში გავჩერდით ყავის დასალევად.ვცდილობდი მარტო არ დავრჩენილიყავი,მაგრამ ნიცამ მიღალატა.სკამზე ვიჯექი და ვუყურებდი ციგებით როგორ ეშვებოდნენ პატარა დაღმართიდან და გულიანად მეცინებოდა.ნიცა და თათა,დემეტრეს და ანდროს წინააღმდეგ.სიცივისგან ხელები მეყინება და ცხელი ყავის ჭიქას კიდევ უფრო ძლიერად ვუჭერ ხელებს,მაგრამ მეგობრებს თვალს მაინც ვერ ვწყვეტ.სახიდან კი სასიამოვნო ღიმილს ვერ ვიშორებ.ფიქრებიდან დადიანს გამოვყავარ,რომელიც გვერდით მიჯდება.
-თოვლი გიყვარს?-მეკითხება ლევანი და მეცინება.
-რომ გითხრა კი-მეთქი,რას მიპასუხებ?რომ მოვა?-ჩემს პასუხზე კიდევ უფრო მეცინება,ხუმრობას ლევანიც ხვდება და იღიმის.
-წუხელ..-საუბრის დაწყებას ცდილობს ლევანი,მაგრამ სანამ გააგრძელებს ვაწყვეტინებ.
-ვიცი,გოგონებმა მითხრეს,რომ ოთახამდე მიმიყვანე.შენთვის ბოდიშის მოხდა მინდოდა,ტვირთად არ უნდა დაგწოლოდი.-ღმერთო,ჩემო რა სისულელებს ვბოდავ?მაგრამ არ ვიცი რა ვუთხრა.ლევანის სახეს ვუყურებ და ისე მიყურებს,როგორც ჩანს მარტო მე არ ვფიქრობ,რომ სისულელე ვთქვი.
-ქეთო,ამ სისულელის სათქმელად დიდხანს ემზადებოდი?რა ბოდიში?რა ტვირთად დამაწექი?
-აბა რა გინდა,რომ გითხრა?-მისკენ ვტრიალდები და ხმას ვუწევ.ძალიან ვბრაზდები,მაგრამ მასზე არა.ჩემს თავზე.
-წუხელ რა დაგესიზმრა?-ლევანის კითხვაზე ტანში მცრის.რა ჯანდაბა მოხდა გუშინ?ვცდილობ არ შევიმჩნიო.
-რატომ მეკითხები?
-მადლობას მიხდიდი და მაინტერესებს რისთვის.-ჩემდა უნებურად ამოვიოხრე.ჩემთვის დალევა არ შეიძლება.
-ალბათ ოთახამდე შენ რომ მიმიყვანე მაგიტომ.დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ.-ვეუბნები უდარდელად და ხელს ვიქნევ.ვიმედოვნებ,რომ ლევანს ჩემი პასუხი დააკმაყოფილებს.ყავას ვსვავ და თვალს მისკენ ვაპარებ.რამდენიმე წამში ჩემსკენ მთელი ტანით ტრიალდება და თვალებში მიყურებს.
-მადლობა,რომ ჩემში არსებული ბავშვი გააბედნიერე.
-რა?-უცებ ვიბნევი,მაგრამ ლევანი არ მეშვება.
-ეს მითხარი წუხელ.
-ყველაფერს ასეთ მნიშვნელობას ნუ ანიჭებ.-მოკლედ ვუჭრი და სკამიდან ადგომას ვცდილობ,მაგრამ ლევანი მკლავში ხელს მკიდებს და ადგომის საშუალებას არ მაძლევს.
-ასე მარტივად ვერ გამექცევი.-სანამ ლევანს რამეს ვეტყვი,დადიანს ჩვენსკენ მომავალი გოგონა უყვირის.
-ლევაან!!სად გამექეციი.-ლევანს უკნიდან უახლოვდება,ყელზე ხელებს ხვევს და ლოყაზე მხურვალედ კოცნის.კბილს კბილზე ისე ძლიერად ვაჭერ,ასე მგონია დამტყდება.ლევანი გოგონას ხელებს უხეშად იცილებს,ცალი ხელი კი ისევ ჩემს მკლავზე აქვს.ინსტიქტურად ხელზე ვიხედები,თავს სწრაფად ვითავისუფლებ სანამ დადიანი გონს მოვა და თვალს ვუსწორებ.
-ხელს აღარ შეგიშლით.-მხოლოდ ამას ვეუბნები და ადგილიდან სწრაფი ნაბიჯით მივდივარ.ჩემს ყურთასმენას დადიანის ხმა სწვდება,რომელიც ჩემს სახელს ყვირის.
რატომ ვბრაზდები ასე?რატომ ვანიჭებ ორი დღის გაცნობილ ბიჭს ასეთ მნიშვნელობას?არ ვიცი.მაგრამ ვის ვატყუებ?ყველა შემიძლია მოვატყუო,მაგრამ საკუთარი თავი არა.მომეწონა.რა მოხდა მერე?პირველი გოგო ვარ,ვისაც ბიჭი მოეწონა?ან პირველი გოგო ვარ,ვისაც იმედი გაუცრუვდა?ლევან დადიანი მომეწონა და ამის აღიარება არ მრცხვენია,მაგრამ არავის მივცემ უფლებას ჩემს გრძნობებზე და ემოციებზე ითამაშოს.ან საერთოდ რა თამაშზე ვსაუბრობ?ყველაფერი ხომ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო.მე ის ლევან დადიანი არ მომწონებია,რომელიც ალექსმა გამაცნო.მე ის ლევან დადიანი მომეწონა,რომელიც ჩემმა წარმოსახვამ შექმნა.არანაირი მიზეზი და უფლება არ მაქვს,რომ ლევანზე გავბრაზდე.მას ხომ არ მოუცია ის იმედი,რომელიც ახლა გამიცრუვდა.ეს ყველაფერი ჩემს სულელ თავში მოხდა.ღმერთო რა სულელი ვარ.
უნდა დავმშვიდდე.თავი ხელში უნდა ავიყვანო და ის ზღაპარი რაც ჩემს გონებაში წამოვიწყე უნდა დავამთავრო,მაგრამ ფიქრი არ შემიძლია.სიცივე ძვლებში ატანს.ფიქრებიდან ახლაღა გამოვდივარ და არემარეს ვათვალიერებ.ირგვლივ ისეთი სიცარიელე მხვდება,ვერც ვიაზრებ აქამდე როგორ მოვედი.მოულოდნელად პანიკა მიტანს.ვცდილობ ირგვლივ რამე მაინც დავინახო,მაგრამ ფერდობების და დათობლილი მთების მეტი არაფერია.ქარი იმდენად მკვეთრად მირტყავს სახეში,რომ ასე მგონია გავიგუდები.ვცდილობ წინ წავიდე,მაგრამ ფერდობების მეშინია.ვგრძნობ,ცრემლებით სახე როგორ მისველდება.ასეთ ძლიერ ქარში ჩემი ნაკვალევიც კი აღარ ჩანს.თითქოს ვიღაცამ დიდ თეთრ ოთახში გამომამწყვდია.გულზე ხელს ძლიერად ვიჭერ და ვცდილობ ღრმად ვისუნთქო.
არც კვალი.
არც გზა.
არც ხმა.
მხოლოდ ქარი და სიჩუმე,რომელიც ნელ-ნელა ყელში მიჭერს და მახრჩობს.

ლევანი
-ხელები მომაშორე და რამდენჯერ უნდა გითხრა,კუდში ნუ დამსდევ!-ლიკას ხელებს უხეშად ვიშორებ და ხმას ვუწევ,მას კი თვალები ეცრემლება.
-კარგი რაა,ასე რატომ მელაპარაკები?
-წადი!!-იმდენად ხმამაღლა მომდის თქმა,რომ დანარჩენების ყურადღებასაც ვიქცევ,მაგრამ რაც მთავარია ლიკაზე ჭრის და თავს მანებებს.
გზისკენ ვტრიალდები,მაგრამ ქეთოს ვეღარ ვხედავ.ვერ ვხვდები ჩემგან რას ითხოვს ან რა უნდა.ვცდილობ დაველაპარაკო,ის კი რას აკეთებს?პატარა ბავშვივით იქცევა.რამე ხომ უნდა დამეშავებინა,რომ ასე მექცეოდეს?
ფიქრებიდან ნიცას გამოვყავარ.
-ქეთო სად წავიდა?
-არვიცი,ალბათ უკვე ალექსთანაა.წავიდეთ.-მხოლოდ ამას ვეუბნები და რესტორნისკენ მივდივარ.რადაც არ უნდა დამიჯდეს დღეს იმ ჯიუტ თავადის ქალს დაველაპარაკები.
რესტორანში შესულები მაგიდასთან მჯდომ ალექსს ვხედავთ და ჩვენც მაგიდას ვუსხდებით.
-ქეთო სადაა?-კითხულობს თათა და მეც მოუთმელად ველოდები ალექსის პასუხს,ის კი ყველას გაკვირვებული გვიყურებს.
-თქვენთან ერთად არ იყო?
-იყო,მაგრამ ერთ ვაჟბატონს ეკამათა და წავიდა.ვიფიქრეთ აქ მოვიდა.-მკაცრი ხმით ამბობს ნიცა და მე მიყურებს.
-არ გვიკამათია.-ვეუბნები და მეც თვალს არ ვაშორებ,მაგრამ ანდრო თვალებთან ხელებს გვიქნევს.
-რა დროს ესაა?-ამბობს მომაბეზრებლად და ტელეფონს იღებს,რამდენიმე წამში კი ისევ თიშავს.
-არ მპასუხობს.
-ალბათ სახლში წავიდა.ხომ იცით მარტო ყოფნა უყვარს.-ამბობს ალექსი,მაგრამ რატომღაც ეს არ მამშვიდებს.
-ვჭამოთ და უცებ წავიდეთ რა,არ მიყვარს ქეთო რომ მარტოა.-ამბობს ნიცა,მე კი მაინც მოუსვენრად ვარ.
-არ მშია,სახლში წავალ.-ვამბობ და წამოდგომას ვცდილობ,მაგრამ ნიცა ხელს მკიდებს და სკამისკენ მანიშნებს.
-ახლავე დაჯექი.ყველა ერთად წავალთ სახლში.შენი დანახვა რომ არ უნდოდა იმიტომ წავიდა სახლში და ახლა სახლში მიდის თურმე ბიჭი.-ისეთი ხმით მეუბნება,რომ წინააღმდეგობას ვერ ვუწევ და სკამზე ვბრუნდები.
ეს ნახევარი საათი ისე გაიწელა ასე მგონია საუკუნე გავიდა სანამ სახლში მივედით.
-ქეთოო!!-სახლში შესვლისთანავე ყვირის ნიცა,მაგრამ პასუხს არავინ სცემს.გოგონები მეორე სართულზე არბიან და ოთახებს ამოწმებენ.
-ალექს,აქ არ არი..-ამბობს შეშინებული თათა და ინსტიქტურად ფანჯრისკენ იხედება,საიდანაც ქარის ზუზუნის ხმა ისმის.
ამის გაგონებაზე გული ისე მჩხვლეტს ასე მგონია გაჩერდება.
-ანდრო დაურეკე!ახლავე დაურეკე!!-ყვირის ალექსი,თვითონ კი მთელ სახლში იწყებს სირბილს,იმის იმედით,რომ ქეთო სადმე იქნება.ადგილიდან ვერ ვიძვრი,თითქოს ყველაფრის უნარი დავკარგე.ასე რატომ ვნერვიულობ?იქნებ სადმე გავიდა სასეირნოდ?არა..რაღაც ხდება..
-არ გადის.ამის დედაცც!ზარი არ გადის!!-ანდროს ხმის გაგონებაზე ადგილს სწრაფად ვწყდები და კარისკენ მივდივარ.ალექსის ხმა შორიდან მესმის,რომელიც გოგონებს სახლის დარჩენას სთხოვს.
მანქანაში ვჯდები და ადგილს სწრაფად ვწყდები.არ ვიცი რა მოხდა.არ ვიცი სადაა.არც ის ვიცი სად უნდა ვეძებო,მაგრამ ის ვიცი,რომ აუცილებლად უნდა მოვძებნო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent