ახდენილი ოცნება (თავი 10)
სიჩუმე. თეთრი ჭერი. თვალებში სიმძიმეს ვგრძნობ,ძალიან ნელა,მძიმედ ვახელ. თავი მტკივა… სხეული თითქოს ჩემი აღარ არის… ვცდილობ გავინძრე, მაგრამ ტკივილი მაჩერებს. სად ვარ?.. ნელა ვაბრუნებ თავს. საავადმყოფო. მონიტორის ერთფეროვანი ხმა ისმის. გული მიჩქარდება. უცებ ყველაფერი მახსენდება. სახლი… საძინებელი… ნიტა… ბექა… მუცელი. ინსტიქტურად ხელს ვიდებ მუცელზე. გული მიჩერდება. ზარს ვაჭერ თითს. რამდენიმე წუთში კარი იღება,ექათანი შემოდის. _ როგორ ხართ? _ მიღიმის თბილად. ვაკვირდები,ვერ ვხვდები საიდან დავიწყო,გონებაც ნელა მუშაობს. _ მე… ბავშვი?.. _ ექიმს დავუძახებ… ისევ მარტო მტოვებს… დიდი დრო არ სჭირდება ექიმი შემოდის…მის უკან ბექა დგას,ფერმკრთალი,თავდახრილი… _ ნუკი,_ იწყებს ჩემი ექიმი_ არც კი ვიცი საიდან დავიწყო… _ თავზე ხელს მისმევს. უაზრო მზერას ვაბყრობ…მერე თითქოს ვიკრებ გონს. _ ბავშვი …_ ხმა მიწყდება.თვალებს ხრის… ეს ჟესტი ყველაფერს ნათელს ხდის… ყელში ბურთი მეჩხირება.თვალები მენისლება. მოგონებებად ქცეულ კადრებს ვავლებ თვალს გონებაში… მისი გულის ცემა… პირველი მოძრაობა… პატარა დარტყმები… და ახლა?.. გაქრა ისე რომ დედის მკერდში ერთხელაც ვერ ინავარდა… _ მაპატიე…_ შორიდან ჩამესმის ექიმის ხმა_ მაგრამ შენი გადარჩენაც ძლივს მოხერხდა,ბავშვი აქ მოსვლამდე… თავს ვაქნევ… მეტის მოსმენა აღარ მინდა. ხვდება და გადის. ის… ის აქ დგას,თითქოს არის და არც არის… მიახლოვდება,ჩემს საწოლთან ჯდება,ჩემს ხელს იჭერს… სისველეს ვგრძნობ ხელზე… მისი ცრემლებია… თავს ვატრიალებ,ვუყურებ… მას ჩემი ხელი უჭირავს,თავ დახრილი ზის და ცრემლები მოედინება მისი სახიდან… ვერაფერს ვგრძნობ… და ეს ცალკე სიცარიელეს მიტოვებს სხეულში… _ წადი…_ ხელს ვითავისუფლებ. უხმოდ დგება, ტრიალდება და მიდის. მერე ჩერდება… რამდენიმე წამით…თითქოს რაღაც უნდა მითხრას,მაგრამ მერე გადის. კარი იხურება. ისევ სიჩუმე. *** არ ვიცი რა დროა… რამდენი დღე გავიდა. პალატაში ვწევარ,მარტო… გარშემო პალატებიდან ბავშვების ხმა ისმის,როგორ ტირიან… დედებს ითხოვენ… როგორ ასეირნებენ დერეფანში… პაწაწინა,უსუსურ არსებებს… ცრემლები არ წყდება… ადგომის უფლებას არ მაძლევენ დამოუკიდებლად. ყველას ნახვაზე უარს ვაცხადებ… არც დედა,არც მამა,არავინ…არავინ არ მინდა ახლა… ექიმიც არ მაძალებს,რადგან ემოციური ფონი არ შეიძლება,ამიტომ ყველას მარტივად მარიდებს თავიდან. გაწერის დღეს ჩემი ექიმი შემოდის. _ ნუკი,მესმის არ გინდა საუბარი,მაგრამ არსებობს გარკვეული პროტოკოლი რასაც უნდა მივყვეთ… _ ღრმად სუნთქავს._ ვიცი არ გინდა მოსმენა და არ იცი მე როგორ მიჭირს იმის თქმა რაც უნდა გითხრა,მაგრამ სხვანაირად არ მაქვს უფლება… გაყინულ მზერას ვაგებებ მის მზრუნველ და მწუხარე თვალებს…უკვე ვხვდები,რაღაც ისეთია რაც კიდევ მეტად დამანგრევს… თავს ოდნავ ვხრი,ვანიშნებ,რომ მზად ვარ. ასე მგონია,ისიც იკრებს ძალას. ჰაერს ღრმად ისუნთქავს. _ ნუკი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში შემოგიყვანეს… შინაგანი სისხლდენა იყო, ძლიერი ტრავმა მუცლის არეში…_ პაუზას აკეთებს,თითქოს სიტყვებს არჩევს. _ დაზიანებული იყო საშვილოსნო… საკმაოდ სერიოზულად._ გულში სიმძიმეს ვგრძნობ,მაგრამ ხმას არ ვიღებ. _ ოპერაცია დაგჭირდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვენარჩუნებინა…_ ჩერდება. _ და შევინარჩუნეთ… თუმცა ქსოვილები ძალიან დაზიანებულია. ახლა იწყება აღდგენის პროცესი, მაგრამ… არ ვიცი რამდენად სრულად მოხდება. მძიმე სიჩუმე ისადგურებს. _ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნუკი…_ აქ უკვე ვგრძნობ როგორ მიჩერდება სუნთქვა. _ მომდევნო ორსულობა, მინიმუმ სამი წელი იკრძალება.ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის შენს სიცოცხლეს. მომავალში… თეორიულად შანსი შეიძლება არსებობდეს… თავს აქნევს. _ მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემ. მზერას მარიდებს წამით. _ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ხარ. საჭირო იქნება მუდმივი კონტროლი, რეგულარული შემოწმებები… შენი ორგანიზმი არ ვიცი როგორ გამოგვყვება.თავს უნდა გაუფრთხილდე.ჩვენ ვიბრძოლეთ, რომ შეგვენარჩუნებინე…და ეს ბრძოლა გაგრძელდება,შენი ხელშეწყობით. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: დასრულდა. *** ყველა მიმღებში მხვდება,მაგრამ იმდენად დანგრეული ვარ შინაგანად.არავინ მინდა,არ მინდა ვინმე მხედავდეს ამ მდგომარეობაში. ბექა პირველი მოდის ჩემსკენ. მხოლოდ ერთი მზერა კმარა,რომ ადგილზე გაჩერდეს. მამა იქვე დგას,დედაც. მამასთან მივდივარ.ჩუმად ვამბობ. _ წავიდეთ. დაბნეულია.ხელს მხვევს,მერე ბექასკენ იყურება,თუმცა მომყვება.მანქანაში მსვავს.ვტოვებთ საავადმყოფოს ტერიტორიას. გზაში არაფერს ვამბობ. მხოლოდ სახლში მამა კითხულობს. _ ნუკი,რა მოხდა?_ მის ხმაში ეჭვია. _ ახლა არა რა მა… გეტყვი ყველაფერს,როცა მექნება თავი. _ კარგი… ბექა კავშირშია? _ მაინც ვერ ითმენს. ვერ ვხვდები რა ვუპასუხო… _ ისეთი არაფერი,რაც შენს ჩარევას მოითხოვს. დავისვენებ რა… _ კარგი მა,მიდი. *** ოთახში შევდივარ და პირველი რაც უფრო მიმძიმებს გულს და ტანჯვას მმატებს – კედელზე ბექას ფოტოებია… ყველას ერთიანად ვგლეჯ კედლიდან და ძირს ვყრი. მინდა ყველაფერი დავხიო,დავაქუცმაცო და გავანადგურო,ყველა მოგონება რაც კი მასთან მაკავშირებს… ჯერ ისევ ვერ ვაკავშირებ მოვლენებს.მხოლოდ საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ,სხვას ვერაფერს. რაც ცრემლს მგვრის მხოლოდ ჩემს პატარაზე მოგონებებია. როგორ მაკლია მისი დარტყმები გულის ქვეშ… მინდა ისევ აქ მყავდეს და მოძრაობდეს,არ მაძინებდეს ღამით… ან მაღვიძებდეს… რაღაცნაირად მომაკლდა მისი არ ყოფნა ჩემს სხეულში… და ვინ იცის იქნებ პირველი და უკანასკენლი იყო?.. მაგრამ ახლა მომავალზე ფიქრი ნაკლებად შემიძლია… არ მინდა არავის სიბრალული… არც გამხნევება… თითქოს ახალი ფურცლიდან მინდა დავიწყო ყველაფერი,მაგრამ როგორ ამოვშალო ეს ყველაფერი? თუ არ გვკლავს გვაძლიერებს,გამიგია… მაგრამ არ მინდა ასეთი სიძლიერე,სანამ გავძლიერდები ათასჯერ მოვკვდები და მერე ასეთ სიცოცხლეს ფასი აქვს?! სულიერ სიცარიელეს განვიცდი და თუ მექნება ცხოვრების ძველი ტემპით გაგრძელების სურვილი ოდესმე არ ვიცი… ჩათი ყოველდღე აქტიურია.გოგოები მწერენ. მხოლოდ ერთხელ ვიწერები. “ როცა მექნება თავი,მოგწერთ.ცოტახნით მარტო ყოფნა მინდა,გთხოვთ არ გეწყინოთ.გამიგეთ…” ბექა?!. ალბათ ვერ კადრულობს მოკითხვას,არ ვიცი… უცნაურად გაქრა… მაიკო რეკავს არ ვპასუხობ,ავთო,შორენა… მოდიან ჩემს მშობლების სახლში. მაიკო,ოთახში შემოდის. საწოლში ვწევარ და უაზროდ მიჭირავს წიგნი,რომლის ერთი გვერდიც არ წამიკითხავს. _ ნუკი… შეიძლება? _ მოდი. საწოლთან ჯდება. _ ძვირფასო…ძალიან ვწუხვარ… ხმაზე ეტყობა უჭირს საუბარი. _ ვიცი,ალბათ არ გსურს საუბარი,მაგრამ…ხომ გესმის,არ შემიძლია ასე გავჩერდე და არ გნახო…არ გკითხო რა მოხდა… თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ. _ არ იცი?.. ჩემი ხმა…ჩემი თვალები… ხვდება რაღაც ისე არ არის…თავს აქნევს უარყოფის ნიშნად და ვხვდები,სიმართლის მოსმენა აშინებს. _ მას ჰკითხე… _ თავს ვხრი. რამდენიმე წამი სიჩუმეს არ არღვევს.ეტყობა ძალას იკრებს. _ შენ მითხარი. თვალებს ვწევ და თვალებში ვუყურებ. _ მიღალატა…_ თვალები უფართოვდება._ ჩვენს სახლში,ჩვენს ოთახში… _ ღმერთო… ბავშვი? _ ფეხი დამიცდა კიბეზე… _ ვაიმე,ნუკი… არც კი ვიცი რა გითხრა…_ ტირის_ მაპატიე… _ შენ რა შუაში ხარ? მან გააკეთა თავისი არჩევანი… ახლა აღარაფერი აკავშირებს ჩემთან,თავისუფალია… გადის ორი კვირა,ტანჯვით.ადგომის უფლება მაქვს,გადაადგილების.თუმცა დატვირთვა არ შეიძლება. მამას ველაპარაკები და ვუყვები მომხდარს,ბექაზე ბრაზობს,თუმცა ვთხოვ არ ჩაერიოს. _ჩემს გამო მა… მე დავასრულე ყველაფერი.გთხოვ,ნუ დამიმატებ სანერვიულოს. _ კარგი… ცალკე გადავდივარ საცხოვრებლად.ჩემი დანაზოგით რაც მაქვს,ჩვეულებრივად ვიცხოვრებ ჯერ - ჯერობით. _ ნუკი,რატომ უნდა გადახვიდე მარტო დე? აქ მოგხედავ,ჯერ ისევ ყურადღება გჭირდება. _ მივხედავ ჩემს თავს როგორმე დედა._ ვპასუხობ მშვიდად. _ ჰო,მაგრამ აქ ვინ გაწუხებს. _ ლენკა,გაჩერდი…_ აჩერებს მამა. _ იმის მაგივრად,რომ აუხსნა დარჩეს,მე მაჩერებ ბადრი?!_ ბრაზდება დედა. _ იცის რასაც აკეთებს. _ ორივე ერთმანეთზე უარესი ჯიუტი ხართ. ოთახიდან გადის დედა. გოგოები მოდიან ჩემი გადასვლის შემდგომ ბინაში. ვერ ხვდებიან რა თქვან.უთქმელად შეიცვალა ყველაფერი… დაბნეულები,არ იციან საიდან დაიწყონ,ან ისეთ თემას არ შეეხონ რაც მატკენს… _ ყავა ან ჩაი თუ გინდათ იქ დევს სამზარეულოში…_ ვამბობ რომ დაძაბულობა მოვუხსნა. _ შენ არ დალევ ყავას? _ არა,არ მინდა. _ ნუკი… _ იწყებს თაკო,მაგრამ ვერ აგრძელებს. თვალებს ვწევ და მასზე ვაჩერებ. _ რა?_ ვეკითხები ცივად. სიჩუმე. ვხვდები ვერ გაბედავენ კითხვის დასმას.მე თვითონ ვიწყებ… _ ჩვენს ოთახში,ჩვენს საძინებელში,საწოლში…_ მეღიმება მწარედ._ ნიტასთან ერთად დამხვდა იმ ღამით…მერე ფეხი დამიცდა კიბეზე…მერე იცით…_ ასე მოკლედ ვყვები.არ მაქვს დრამატიზების თავი. _ ვაიმე,ნუკი…_ ამბობს თაკო. _ გთხოვ,არაფერი მითხრა… უბრალოდ…ალბათ უნდა გცოდნოდათ ჩემი რადიკალური ცვლილება რამ გამოიწვია… აქ დავხუროთ. _ როგორ შეგიძლია ასეთი ძლიერი იყო?_ მეკითხება ნია. _ საერთოდ არ ვარ ძლიერი ნი,უბრალოდ ისე მაქვს გონება არ შემიძლია არაფრის მოსმენა.სრული ქაოსი მაქვს ჯერ კიდევ თავში… არ ვიცი საიდან დავიწყო და როგორ გავაგრძელო ცხოვრება…მინდა დავფიქრდე,დავმშვიდდე და ისე მივიღო გადაწყვეტილება…_ მეღიმება მწარედ._ დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ კი ნახეთ სადაც მიმიყვანა… დღეში რამდენჯერმე ვკვდები და მერე ისევ ვცოცხლდები… დამღალა ბრძოლებმა,საკუთარ თავთან ჭიდილმა…მაგრამ ეს ოთხი კედელი უარესად გამაგიჟებს ვხვდები. ძალიან დიდ ძალისხმევად მიჯდება ავდგე და გავიდე გარეთ. ამაში ელიზა მეხმარება.ერთ დღეს მოდის ჩემთან და ცდილობს სახლიდან ჩემს გაყვანას.მითანხმებს,დროებს ისე ამთხვევს,რომ მე და ნიტა ერთმანეთს არ გადავეყაროთ. მე უნდა გამეთვალა,რომ მუდმივად ვერ ამარიდებდა და ერთ დღესაც შევხვდებოდი. საღამოს ზუკასთან,ელიზასთან და თაკოსთან ერთად უნდა ვიყო სტუდიაში,მაგრამ მისულს ნიტა იქ მხვდება. ჩემს დანახვაზე სახე ეცვლება _ ვწუხვარ ნუკი,ბავშვის გამო… ყურადღებას არ ვაქცევ,გვერდის ავლას ვაპირებ. _ რას წარმოვიდგენდი,რაც მოხდა იმას…_ აგრძელებს. _ ასეთი უსინდისო როგორ ხარ?! ცოლიან კაცს სახლში მიაკითხე,როცა იცოდი სახლში არ ვიქნებოდი და ახლა მიზეზ_შედეგობრივ კავშირზე მელაპარაკები?!უტიფარო…_ ხმას ისე ვუწევ,ვერ ვაცნობიერებ. ელიზა და ზუკა შემოდიან ჩვენს ხმაზე. _ პირველი შენ დაიწყე,თუ მასეა._ მეუბნება გაანჩხლებული._ ბექა ჩემი საქმრო იყო… კარგად იცოდა რომ ჩემი კონკურენტი იყავი და ჩემს გასამწარებლად მოგიყვანა ცოლად. სახეზე ფერი აღარ მადევს,სუნთქვა მიჩქარდება.თავბრუსხვევას ვგრძნობ. იქვე მდგომ სკამის საზურგეს ვეყრდნობი. ნუკი კი განაგრძობს. _ ის კაბაც ჩემთვის იყო… დიდებულად რომ მოირგე ქორწილზე. ჩემთვის ქმნიდა… “ღმერთო…” ყურებზე ხელებს ვიკიდებ. _ ნიტა, გადი აქედან._ ელიზა აჩერებს. ზუკა მიახლოვდება ხელს მხვევს,ოდნავი ძალის გამოყენებით გავყავარ ელიზას ოთახში. გაოგნებული ვარ მოსმენილით. ცრემლები მომდის. _ ზუკა,გაიგე? არ მომესმა ხო?.._ შუშის თვალებით ვიყურები.საფეთქლებთან ვიდებ თითებს._ ღმერთო… ხმის ამოღების სურვილი არ მაქვს,ისეთი შეურაცხყოფილი ვარ. ოთახში თაკო შემოდის. _ გამიყვანე სახლში გთხოვ… _ რა მოხდა?_ გაოცებული კითხულობს თაკო. _ გზაში მოგიყვები… ზუკა,მაპატიე,ახლა არ შემიძლია… _ ღადაობ?! წადი დაისვენე… ჯერ დრო გვაქვს,არ იდარდო ამაზე… _ რა მოხდა?_ მანქანაში ჩაჯდომისთანვე მეკითხება თაკო. _ ის ძუკნა ნიტა შემხვდა…ისეთები მითხრა,ჭკუიდან გადამიყვანა თაკო. _ რაო?.. თმებით ვათრევ მაგას ერთი დღე… _ აუ,თაკოოო…_ აღრიალებას ცოტა მეკლდა. _ კაი,დამშვიდდი… ცოტახანს არცერთი არ ვარღვევთ სიჩუმეს. _ ბექა,ჩემი საქმრო იყოო.შენ წამართვი ბექა,მე კი არაო… და ყველაზე საშინელი რა იყო იცი?!_ სახეს ხელებში ვრგავ_ ის კაბა…ქორწილის ჩემთვის შექმნა ესკიზიო…იცოდა რომ ჩემი კონკურენტი ხარ და მაგიტომ მოგიყვანა ცოლადო…თაკო,გესმის?! ყველაფერი ისე ჰგავს რეალობას… _ არაა,კაი რააა…_ ვერ იჯერებს თაკო. _ ვერასდროს ვერ ვხსნიდი მიზეზს რატომ მთხოვა ცოლობა… ლოგიკურია…როცა ნიტამ უარი უთხრა ჩამოსვლაზე და სხვა მყავსო,ამანაც მე გამომიყენა… _ კაი,ნუკი რაა,არაა… _ თავს აქნევს._ არა,არ მჯერა მე. _ მე მჯერა…_ ნიკაპი მიკანკალებს._ თაკო,რა დებილი ვარ,ღმერთო.მომკალით ვინმემ… ასეთი დებილი,ასეთი ბანძი რანაირად ვარ?! როგორ დავეცი ასე?! ფუ,მძულს ჩემი თავი…_ პანიკაში ვვარდები,რომ ვაცნობიერებ რამხელა შეცდომა დავუშვი. _ ე..ეეე… გეყოფაა…_თაკო შეშფოთებული მიყურებს._ დაელაპარაკე ბექას… _ არ მიხსენო,მაგის სახელი არ მიხსენო.ნაგავი…მძულს…ვაიმეეე…_ სახეზე ხელებს ვიფარებ და ვღრიალებ. სახლში ავდივართ.იმ ღამით თაკო ჩემთან რჩება,ნიაც გვიერთდება გვიან საღამოს.ცდილობენ გამამხიარულონ… *** ხანდახან მგონია ცხოვრება ბოლომდე გცდის ადამიანს,რამდენს გაუძლებ,ან უნდა რომ ბოლომდე დაგაჩოქოს. არ ვიცი ჩემგან რომელი უნდა ცხოვრებას,მაგრამ ფაქტია ისეთი კრიტიკული ეტაპი მიდგას ცხოვრებაში,ვგრძნობ მალე ჩავიძირები… რამდენიმე კვირა გადის.სოც.ქსელებში როგორც იქნა მიწყნარდა ჩვენი გაყრის თემა,ჩვენ არცერთს გაგვისაჯაროებია არაფერი.კარგად ვხვდები საიდანაც მიეწოდა ყვითელ პრესას ამბები. მაქსიმალურად ვცდილობ არ ვსქროლო და რამე ნეგატივს არ წავაწყდე ჩვენს შესახებ,თუმცა მიწევს სოციალური ქსელების გამოყენება. რეკლამები გარკვეულ ბრენდებთან,ამიტომ მინდა არ მინდა აქტიურად ვარ ჩართული. შევდივარ და პირველივე გვერდზე სტატია “ბექა ახვლედიანი და ნიტა ბექაური ბავშვს ელოდებიან” რამდენიმე წამით სუნთქვა მავიწყდება. რაღაც ჩამწყდა შიგნით.არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს.გამთელეს,გადამიარეს… კომენტარებს ვერ ვნახულობ,ეს ცალკე მასკარადია… სიცარიელეს ვგრძნობ?.. არა,ეს ამოუვსებელი უფსკრულია… ელიზასთან შევდივარ აკანკალებული… _ რა შემოთავაზებები გაქვს…ნებისმიერი სტუდიიდან…გამიშვი სადმე… თვალებიდან ცრემლები მცვივა. ელიზა გაოცებული მიყურებს. _ რამე მოხდა? თავს ვუქნევ და ტირილს ვაგრძელებ. _ გამიშვი_ ხმა აკანკალებული ვეუბნები. _ ახლა ისეთი არაფერია,სადაც შენ… _ ნებისმიერი…ყველაფერი მაწყობს.ოღონდ მომაშორე აქაურობას… _ რა მოხდა? _ ნიტა ორსულად არის… ელიზას სახე სიბრალულით ეცვლება. _ ნუკი… ნუკიი…ოჰ… ჩუმდება. _ რა დონის პროექტზე თქვი უარი მაშინ…რისთვის და ვისთვის… მის მკერდზე მიდევს თავი და ვტირივარ.ცოტაც და ვმშვიდდები. _ არაუშავს… გამიშვი სადმე გთხოვ,აღარ მინდა აქ დარჩენა… _ ერთი კვირა მომეცი,რამე წესიერს ვნახავ… უხმოდ ვუქნევ თავს. სააგენტოდან გასულს,თაკო მხვდება პარკინგზე,ლაშასთან ერთად. _ გამარჯობა. _ ვესალმები და გაჩერებაზე ვდგები,გამვლელ ტაქსს გავაჩერებ. _ ნუკი… მორიდებით მეძახის ლაშა._ გაგიყვან. _ არ მინდა. _ ნუკი,მე რა დაგიშავე? გაგიყვან… “ ჰო,შენ არაფერი,მაგრამ…” _ კარგი. თაკო წამოხვალ? _ მელოდებიან სააგენტოში_ საწყლად მპასუხობს თაკო. _ კარგი,მერე მოდი რაა…_ საწყლად ვთხოვ. ცრემლებით ევსება თვალები თაკოს,თავს აქნევს და ტრიალდება შენობაში შედის. ლაშასთან ვჯდები მანქანაში. _ როგორ ხარ? _ შესანიშნავად.გჯერა?_ ვეპასუხები ირონიულად. ლაშა გზას უყურებს,მშვიდად,არ ბრაზობს ჩემს პასუხებზე მიუხედავად იმისა რომ თვითონ არაფერ შუაშია. _ ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო… _ ჰო, მხოლოდ ერთი ადამიანი მეგულება ვისაც უხარია ალბათ… მაგრამ არაუშავს,მალე მეორეც იქნება… ლაშა გაკვირვებით მიყურებს წამით,მერე ისევ გზას უყურებს. _ ვინ? _ შენი ძმაკაცი. არ გითხრა? მამა გახდება მალე… ლაშა გაოგნებული სახით მიყურებს…ვერაფერს ხვდება. _ ნიტა… _ მეღადავები? მოკლედ მეცინება სიმწრისგან. _ მეტყობა რამე? მთელი სოც.ქსელები აჭრელებულია და რანაირად არ იცი? _ ვახ, ჩემი…დედას გეფიცები არაფერი ვიცოდი._ გაოგნებულია ლაშა. _ როგორ შეძლო ლაშა?.. მაინც უყვარდა ხომ? მე მეუბნებოდა ყოფილია დავშორდითო…თურმე საცოლე ყოფილა…გამომიყენა… _ არა,არაა… მართლა მალე დაიწყო თქვენი ურთიერთობა,მაგრამ ნიტასთან დაშორებული იყო…არა ნუკი,რა საცოლე… _ კარგი ლაშა,რაა ნუ ამართლებ. _ არ ვამართლებ ნუკი,განადგურებულია…მართლა,ძლივს გამოვიყვანე გარეთ.ნუ გგონია არ განიცდის… _ და არ უნდა განიცდიდეს?!_ ვღიზიანდები. _ ჰო,როგორ არა,მაგრამ… მართლა ცუდად არის… მასთან ვრჩებოდი თავიდან.მთელ ღამეებს ათენებდა…ბავშვის ნივთებს… _ გაჩუმდი._ ვაწყვეტინებ._ მისი ბრალია! დამინგრია ცხოვრება,რომ ვიხსენებ…არ მეცოდება,არცერთი წამით.მძულს… მაგრამ ამას უფრო ჩემს თავს ვუმტკიცებ.ცრემლებით მევსება თვალები. _ ხომ ეყოლება ახლა შვილი.ნაგავი… ორივე… ჩემს თავზე ვბრაზობ,როგორ სულელურად დავუკავშირე ცხოვრება,როგორ ვენდე?! _ უყვარხარ ნუკი… _ გაჩერდი ლაშა,რომ ვყვარებოდი არ ჩაიგორებდა ნიტას… _ არ იცის რა მოხდა… _ ოჰ,კაი… _ ნუკი,მე ნუ მიბრაზდები… უბრალოდ მინდა იცოდე,შენს გვერდით მიგულე თუ რამე დაგჭირდეს.თაკოსგან ვიცი შენი მდგომარეობა…ბექასაც ვხედავ… იქნებ გელაპარაკათ?! _ ახლა?_ მეცინება._ მაგის სახელის გაგონებაც არ მინდა ლაშა,ცხოვრებაში ასე დამცირებული და განადგურებული არ ვყოფილვარ,კიდევ ვერ ვიჯერებ,როგორ მომატყუა. _ არ მოუტყუებიხარ ნუკი,დამიჯერე.უყვარხარ… _ გაჩერდი.არ გისურვებ იმას რაც გადავიტანე ლაშა… იცი ერთ ღამეში რამდენი დავკარგე?? შვილი,სიყვარული,ნდობა,საკუთარი თავი და მომავალი… მტკივანი თვალებით მიყურებს. _ მართლა ვწუხვარ. _ მადლობა. სახლთან მანქანას აჩერებს. _ გქონდეს ჩემი იმედი.კარგი? თავს ვუქნევ.ვიწევი და ლოყაზე ვკოცნი მადლობის ნიშნად.ის კი მიხუტებს. ეს თანაგრძნობა და სითბო მკლავს… საკუთარი თავის სიბრალული,მხოლოდ გვნებს ადამიანებს. ვცდილობ არ ვიყო ეგოისტი,მაგრამ… *** სამ კვირაში ყველაფერს აგვარებს ელიზა.საბუთებს,კონტრაქტს. დღეს ღამით ლონდონში მივფრინავ. მაინც მოახერხა,საუკეთესო კონტრაქტი გააფორმა. ყველას ვემშვიდობები დღისით.არ მინდა არავის გაცილება.სანამ გავალ კარზე ზარია. _ ღმერთო ჩემო…ხომ გავაფრთხილე ყველა… _ კარს ინსტიქტურად ისე ვაღებ არც ვკითხულობ ვინ არის. ბექა… ჩასისხლიანებული,დანისლული თვალებით მიყურებს… ორივე ვიყინებით ადგილზე… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



