შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივანი მაზნიაშვილზე (VI თავი)


გუშინ, 21:18
ავტორი gordon
ნანახია 159

პირველი ღამით და მეორე დღით ტკივილი საკმაოდ მსუბუქი იყო,იმდენად უმნიშვნელო,რომ წამით არ გაჩერებულა ანა ერთ ადგილას.ხან ერთ კუთხეს მივარდებოდა,ხან მეორეს - დედამისის გამოგზავნილი ამანათი გახსნა,გადაალაგა, საჩუქრები გადაახარისხა,სახლი დაალაგა,იმუშავა,ყვავილსაც კი დაუსხა წყალი. თუმცა დიდი ხანი არ გაგრძელებულა გოგონას ეს ფარფატი,რადგან ამდენმა მოძრაობამ და გაუჩერებელმა საქმობამ მესამე საღამოს საშინელი ტკივილი მოჰგვარა. ისედაც ხასიათ გაფუჭებულს ახლა ეს ტკივილი უფრო ცუდად მოქმედებდა ხასიათზე. ამ განწყობის მიზეზი კი სხვა არავინ იყო თუ არა დემეტრე ბურდული. იმ დღეს აივანზე გასული სულ არ ელოდ ეზოში დემეტრეს დანახვას,უფრო სწორად, არ ელოდა იმის დანახვას დემეტრე როგორ ჯდებოდა მანქანაში იმ გოგოსთან ერთად,რომელიც რამდენიმე კვირის წინ, მისი გურიიდან ჩამოსვლისას შეეფეთა. იმ მომენტში რომ გეკითხათ თითქოს არ ადარდებდა, არც რაიმე მნიშვნელობას ანიჭებდა, მაგრამ ამ სანახაობის შემდეგ ისე შეეცვალა განწყობა, რომ ეს აშკარად სხვა რამეზე მეტყველებდა. წარბშეკრული დადიოდა მთელი საღამო და უფრო შეეჭმუხნა შუბლი,როცა მიხვდა ფეხის ტკივილი გავლისა და გაყუჩების ნაცვლად უფრო უმატებდა.
-ჯანდაბა,სად წავიღე გამაყუჩებელი.-ნაბიჯ-ნაბიჯ, ძლივს მივიდა ოთახამდე და წამლებიანი ჩანთა დაუფიქრებლად გადმოაპირქვავა,ასე უფრო მარტივად ვიპოვიო გაიფიქრა,მაგრამ ხელში ყველაფერი შერჩა,გარდა იმისა,რასაც ეძებდა.
-სად წავიღე?-ცრემლები და დიდი ბურთი უკვე ყელში ებჯინებოდა.- როგორ მახსოვდა,რომ მქონდა. - ნელა ჩამოუგორდა ერთიცალი პატარა კურცხალი ლოყაზე,მაგრამ ფიზიკური ტკივილის ცრემლი ნამდვილად არ ყოფილა,უფრო იმედგაცრუების,უკვე რამდენიმე საათია დაგროვილი ემოციების და წინა დღის იმედის კოშკების ჩამონგრევის.
-კარგი,რა მატირებს,აფთიაქში გავალ,ღია იქნება ჯერ.-თავი შეაგულიანა, ხელისგულით მძიმედ მოიშორა ცრემლი ლოყიდან,დიდი გაჭირვებით,მაგრამ ძლივს ფეხსაცმელი ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. საბედნიეროდ ტკივილი ისეთ გაუსაძლის სტადიამდე არ იყო მისული დამოუკიდებლად გადაადგილება რომ შეეზღუდა,მაგრამ ნელ-ნელა მიიპარებოდა უფრო მაღლაც. კარი არ ჩაუკეტავს,მალე მოვალ და სადარბაზოში მაინც ვერ შემოვა ვერავინო.
საბედნიეროდ აფთიაქში რიგი არ დაუხვდა,მაგრამ იმას ნანობდა,ზემოდან როგორ არაფერი მოვიცვი,საშინელი სიცივეაო. ყველაზე ძლიერი გამაყუჩებელი იყიდა იმათ შორის რაც ფარმაცევტმა შესთავაზა,თანხა გადაიხადა და გარეთ გავიდა,მაგრამ კარი ბოლომდე მიკეტილი არ ჰქონდა,რომ მის წინ,ტროტუარზე წვიმის პირველი წვეთი დაეცა. ეჭვგარეშე იყო,რომ სანამ ანა სადარბაზომდე მიაღწევდა იქამდე წვიმაც მოიმატებდა და გოგონაც რიგიანად დასველდებოდა.
-მშვენიერია,ამაზე უარეესი რაღა შეიძლება მოხდეს?!- შეციებული და ახლა უკვე გაწუწვის პირას მყოფი ისევ ნელა გაუყვა სახლის გზას. ზოგადად,ნათქვამია - არასდროს თქვა არასდროსო,ხოდა,ანას დასმული კითხვაც მაგ ფრაზის თეორიას მიყვება,რადგან უარესი ყოველთვის შეიძლება მოხდეს და მოხდა კიდეც,იმ მომენტში ანას ერჩივნა მიწა გახეთქოდა და შიგ ჩაეტანა,ვიდრე ზებრასთან, შუქნიშანზე მომლოდინეს და აწ უკვე წვიმისგან გაწუწულს მის წინ დემეტრე ბურდულის მანქანას ჩაევლო. ვერც კი შეამჩნევდა ანა მას,არც მიაქცევდა ყურადღებას,რომ არა ისევ ბურდულის საქციელი. დემეტრემ იქვე გადააყენა მანქანა და მძღოლის სავარძელიდან გადმოხტა,შეშფოთებული სახით.
-ანა რას აკეთებ?-დემეტრეს ხმაში საკმაოდ შესამჩნევი იყო ბრაზი.
-შემეშვი!
-ნორმალური ხარ?რა ფორმაში ხარ გარეთ გამოსული?-არ ცხრებოდა ბურდული და აშკარად არ აპირებდა გოგოს მოსმენას.
-დემეტრე,წადი სადაც მიდიოდი.-ანა ზედაც არ უყურებდა ბიჭს,გამწვანებულ შუქნიშანზე გადასვლას აპირებდა ბიჭმა მკლავში რომ წაავლო ხელი.
-სახლში მივდივარ და მოდიხარ შენც!
-დამოუკიდებლად გავივლი,გაწიე ხელი.
-გეტყობა როგორც გაივლი,ფილტვებს ანთებაღა გაკლია.
-შენ ნუ დარდობ,აღარ გაგიხდები საპატრონო.
-მეგონა მაგაზე ვილაპარაკეთ უკვე,ახლა გაჩუმდი და წამოდი,გეყოფა სცენების დადგმა.
-ბევრი რამე თქვი შენ გუშინ და აშკარად ჰაერში ისვრი სიტყვებს. გამიშვი!
-რა დაგემართა რამდენიმე საათში? დაგესიზმრა რამე?
-არ არის აქ ჩემი სიზმრების განხილვის არც დრო და არც ადგილი.
-მართალია,მანქანაში ვისაუბროთ,წავედით.- ბოლო ორ დღეში დემეტრე ბურდულის მკლავებში ამდენჯერ აღმოჩენა ანას გეგმა ნამდვილად არ იყო. მითუმეტეს წვიმაში დასველება გოგოს ყოველთვის უფრო რომანტიკულად წარმოედგინა და არა ჩხუბის ფონზე.
-ახლა მეტყვი რა დაგემართა?-დემეტრე მანქანის დაძვრას არ ჩქარობდა.
-არაფერია სალაპარაკო,სახლში წამიყვანე,მცივა!
-მოიცვი ეს-უკანა სავარძლიდან თავისი სპორტული ჟაკეტი გადმოდო და გოგოს მიაწოდა.
-არ მინდა,სახლში მიმიყვანე-მეთქი!
-მაინც ვერ გამექცევი,ეგეც ხომ გაიაზრე უკვე?
-სისულელეებს შეეშვი და წავიდეთ.
-მაინც გავარკვევ რა ხდება.
-წარმატებები.- ამის შემდეგ ანას ხმა არ ამოუღია,არცერთი კითხვისთვის არ უპასუხია რომლის დასმაც დემეტრემ იმ უმოკლეს დროში მოასწრო რაც სახლამდე მისასვლელი გზის დასაფარად იყო საჭირო.


დემეტრეს დახმარებას ანა არ შეწინააღმდეგებია, ბოლომდე იყენებდა სიტუაციას,მაგრამ დუმილიც არ დავიწყებია. ბურდული ცოტახნით თითქოს დანებდა, მაგრამ ბოლომდე არ აპირებდა ფარ-ხმლის დაყრას,რადგან ანას ღია კარში შეყვა და იქვე,მისაღებში ჩამოჯდა.
-სახლში წასვლას არ აპირებ?-დაძაბული იყო გოგონა მის გარემოცვაში. უჭირდა და ეძნელებოდა ასე იგნორი და ჯიუტობა,თან არ იცოდა დემეტრესთვის რა ეპასუხა,რატომ იქცეოდა ასე , ხომ ვერ ეტყოდა საღამოს ვიღაც გოგოსთან ერთად დაგინახე და ვეჭვიანობო.ან როგორ ეტყოდა, ჯერ საკუთარ თავთანაც კი არ ჰქონდა ყველაფერი ბოლომდე აღიარებული.
-სანამ არ ვილაპარაკებთ,არა!
-არაფერია სალაპარაკო,მადლობა დახმარებისთვის.
-ანა,ასე უხეში პირველ დღესაც კი არ ყოფილხარ აივანზე,რა ხდება?
-არაფერი,უნდა ხდებოდეს რამე უხასიათოდ რომ ვიყო?
-უმიზეზოდ გაფუჭებული ხასიათი მე არ მინახავს.
-ხოდა ჩათვალე ახლა ნახე. უნდა ვიბანაო,გავცივდები-თითქოს ამით მიახვედრა,წადი და დამტოვე მარტოო.
-კარგი,ხასიათზე რომ იქნები მერე ვისაუბროთ.- არ ეგონა ანას ბურდული ასე მარტივადა თუ დანებდებოდა. უკვე თვითონაც აღარ იცოდა რა უნდოდა,რას სცდილობდა, გულის კარნახს მიყვებოდა და აშკარად საკმაოდ არასტაბილურ და საშიშ გზაზე ეჭირა გეზი.

წამალს მოქმედება დაწყებული ჰქონდა,თან საკმაოდაც მოთენთა და მოაძინა. თმის გაშრობა ეზარებოდა და არც აპირებდა, ოდნავ პირსახოცით შეიმშრალა და მხრებზე დაიფინა. დასაძინებლად აპირებდა წასვლას,როცა სავარძელზე გასაღები დაინახა,რომელიც აშკარად არ ეკუთვნოდა მას. მაშინვე მიხვდა,ალბათ დემეტრეს ამოუვარდა ჯიბიდაო. არ უნდოდა გასვლა და გატანა,იფიქრა კართან დავუტოვებო,მაგრამ როგორც კი გაიაზრა რამდენად დაუდევარი და დაუფიქრებელი იქნებოდა შუა სადარბაზოში ახალი მანქანის გასაღების დატოვება ხელი ჩაიქნია,ხელი დაავლო გასაღებს და ფრთხილად მივიდა კარამდე.

რამდენიმე კაკუნის და ბოლოს ერთი დაბრახუნების შემდეგ, როგორც იქნა , ბურდულმა კარი გააღო - ისიც ახალგამოსული იყო სააბაზანოდან,რადგან მაისური ნოტი სხეულზე გადაეცვა და მიკრულ სხეულზე სისველის ლაქები ეტყობოდა, პირსახოცი კი ცალ მხარზე ჰქონდა გადაფენილი, შავ,აწეწილ თმას კიდევ ამჩნდა სისველის კვალი.
-მოხვედი ხასიათზე?
-გასაღები დაგრჩა- ანამ დემეტრეს ირონიული კითვა დააიგნორა და ბიჭს თავისი ნივთი გაუწოდა.
-ძლივს დადიხარ,მე გამ...
-გამომართვის და წავალ- არ აცადა სიტყვის დასრულება ბიჭს ანამ.
-იქნებ შემოსულიყავი?
-არა.
-ზედმეტად სწრაფი უარი იყო - კიდევ აპირებდა დემეტრე რაღაცის თქმას,მაგრამ ჯიბეში ჩაცურებულმა ტელეფონმა დაურეკა.
-გისმენ,ელე. კი,გამოდი ხვალ და მოვაგვაროთ,ახლა ? კი,მცალია. კარგი, ხუთ წუთში გადმოგირეკავ. - ანა მაქსიმალურად ცდილობდა სახეზე არაფერი დატყობოდა. გაწვდილ ხელში ჯერ კიდევ ეჭირა გასაღები. როგორც იქნა ბურდულმა საუბარი დაასრულა და ისევ გოგონაზ გადაიტანა ყურადღება.
-აბა,შემოხვალ?
-არა, აშკარად არ გცალია. გამომართვი.
-შენთვის ყოველთვის მოვიცლი,წითურო.
-გეყოფა მსგავსი კომენტარები,თან ამ სიტუაციაშ.
-რა სიტუაციაში?-წარბია აწია ბიჭმა,აშკარად დაიბნა დემეტრე ბურდული,რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება.
-წავედი,მეძინება.-ანამ კიდევ ერთხელ დააიგნორა მისი კითხა, შეძახილებიც,რომლებიც უკან მოყვებოდა და ზურგს უკან მიუხედავად მიიკეტა სახლის კარი.

რაც ამ ბინაში გადმოვიდა ანა მიხვდა,რომ ყველაფერი მაზნიაშვილის აივანზე ხდებოდა,იწყებოდა და იცვლებოდა. სახლის ყველაზე მყუდრო,მაგრამ ამავე დროს ყველაზე ამაღელვებელი,გაუჩერებელი და დაუცხრომელი წერტილი სწორედ ეს საერთო,ძველი ხის აივანი იყო.
დემეტრესგან თავის არიდებაც უკვე საკმაოდ გამოცდილი მეთოდი იყო, კარგადაც გამოსდიოდა. მეორე დილით,უკვე გაყუჩებული ფეხით და სიარულის უნარდაბრუნებული ოფისში წასული მესხისთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენდა სამსახურის საქმეზე გადართვა და დემეტრეს რამდენიმე საათით თავიდან ამოგდება. მაგრამ სახლში დაბრუნებული სულ სხვა რეალობას ეჯახებოდა წინ. სადარბაზოში შესვლამდეც კი მის გონებაში უკვე ომი იყო გაჩაღებული,რომელი აზრი სად მიდიოდა და საიდან ჩნდებოდა გააზრებასაც კი ვერ ასწრებდა.
ღამის ათი საათი იქნებოდა დაწყებული ანა აივანზე რომ გავიდა,მოაჯირზე საფერფლე ჩამოდი და სიგარეტს მოუკიდა, სამი კვირის და ბოლო დღეების სტრესის შემდეგ თავს უფლება მისცა რომ ერთი ღერი მოეწია. ეზოში არავინ იყო, რამდენიმე ფანჯრიდან მკრთალად გამოდიოდა ოთახის ნარინჯისფერი სინათლე. ძალიან კი უნდოდა ანას დემეტრეს კარისკენ გაეხედა,წამით გაეპარებინა მზერა,მაგრამ ჯიუტად არ განძრეულა ადგილიდან. არც გაექანებოდა,რომ არა კარის გაღების ხმა და იქედან გამოსული გოგონას კისისი,რომელმაც მაშივე შეამჩნია აივანზე მდგომ ანა.
-გამარჯობა- მესხს ახლა ნამდვილად არ ჰქონდა მისალმების თავი,მაგრამ სიგარეტი გვერდით გადადო,გოგონა აათვალიერა და მკრთალად გაუღიმა.
-გამარჯობა.
-შენ ანა უნდა იყო,დემეტრემ მოყვა რაღაცები შენზე.
-ბატონო?-მესხი ამ პასუხს ნამდვილად არ ელოდა. რა ჰქონდა დემეტრეს ამ გოგოსთან ნალაპარაკები,ან რატომ,ვერაფერი გაეგო.
-მე ელენე ვარ - ახლა ხელი გაუწოდა ანას გოგონამ - დემეტრეს როცა ვნახულობ ხოლმე სულ გახსენებს.
-რატომ?
-არ ვიცი,აბა რა გითხრა - ელენე იცნოდა და არ ჩქარობდა ანას ხელის გაშვებას - ალბათ ძალიან ართობ და მაგიტომ.
-რას ნიშნავს ვართობ?
-ელენე - ამ დროს დემეტრეც გამოვიდა გარეთ და ხელში წარბშეკრული და აშკარად ძალიან გაღიზიანებული ანა შერჩა.
-აქ ვარ,დემე. ანა გავიცანი,როგორც იქნა.
-შედი,დავასხი ყავა.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა,ანა,იმედია ისევ შევხვდებით.-თვალი ჩაუკრა და სახლში შევიდა.დემეტრე წასვლას არ ჩქარობდა, ანა კი წარბების გახსნას.
-კიდევ უხასიათოდ ხარ?
-როგორ ხასიათზე ვიქნები,როცა გავიგე რომ თურმე ძალიან გართობ. მაინც რომ ამიხსნა, ასე ძალიან რითი ერთობი,რომ ვიღაცებთანაც კი განიხილავ ამ ყველაფერს?!.
-როგორი ბრაზიანი ყოფილხარ სიჯიუტესთან ერთად.
-დემეტრე,მიპასუხე,არ მაქვს ხუმრობის თავი!
-ჯერ სიგარეტი გადააგდე,ჩაგეწვა ხელში და სულაც არ არის მოწევა კარგი.
-ჰიპოკრიტივით ნუ იქცევი,შენც ეწევი და თემას ნუ მიცვლი!
-რა გაინტერესებს?
-რაც იმ გოგომ მითხრა, რას ნიშნავს გართობ? სხვა გასართობი ვერ ნახე ამხელა კაცმა?
-როგორ ტყილად მდებ შარს. არასწორად გაიგე და შენი აზრით ამ ჩვენ კატა-თაგვობანას თამაშით რომ არ ვერთობოდე და მსიამოვნებდეს ახლა აქ ვიქნებოდი და ამ ყველაფერს აგიხსნიდი?
-რა გსიამოვნებს? ირონიული მომართვები,მეორე წუთს ღიად ფლირტი და ამ დროს კიდე სხვა რომ გყავს სახლში და ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბრობ რომ უი, თურმე ჩემს მეზობელთან მესამე კვირიანი გაუაზრებელი,უსტატუსო და უცნაური ურთეირთობა მართობსო?- ერთ ამოსუნთქვაში ამოთქვა ანამ ყველაფერი და წამით ინანა კიდეც,როგორ მისცა ემოციებს ასე გაუაზრებლად ამოხეთქვის უფლება.
-აი თურმე რა-დაბალი ხმით ჩაიჩურჩულა დემეტრემ-მოდი აქ-ხელი მოკიდა,ფრთხილად,და იქვე სკმაზე დასვა,თვითონ ჩაიმუხლა,რომ მზერა პირდაპირ მისთვის გაესწორებინა.
-მახარებს და მართობს,რომ შენთან თავისუფალი,ლაღი და ბავშვური ურთიერთობა მაქვს. საკმაოდ ვხალისობ იმ ფაქტით თუ როგორ მარტივად გეშლება რაღაცებზე ნერვები და ამ დროს რამდენად საყავრელი ხარ. ის სხვა სახლში დედაჩემის ნათლულია და ოჯახის მეგობარი,რომელიც ახლა დარწმუნებული ვარ თავის შეყარებულს ელაპარაკება და ჩვენთვის საერთოდ არ სცალია და ვინმეს თუ შენზე და ამ ჯერ უსტატუსო ურთიერთობაზე ვესაუბრე,იმიტომ რომ რაღაც მნიშვნელობას ვანიჭებ.-ანას ენა ჩაუვარდა, მაგრამ სახეზე ეწერა ყველაფერი. ჯერ გაოცება,მერე ბედნიერება,როგორ წამოწითლდა,მაგრამ სირცხვილისგან ეს სიწითლეც როგორ მალე დაკარგა.
-სახლში უნდა შევიდე.- ჩუმად,ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა.
-ახლაც უნდა გამექცე?
-ახლა უნდა დავიმალო,არ გაგირბივარ.
-ნურც მემალები,კარგადაა ყველაფეერი-დემეტრემ გაუცინა, ჯერ რომ არასდროს გაუცინია ისე, გულწრფელი,თბილი და არაირონიული ღიმილით.
-შედი,გელოდება ის გოგო.
-შენ არ წამოხვალ?
-არა.
-არ მითხრა რომ კიდევ გაბრაზებული ხარ.
-არა.
-მეტს არაფერს მეტყვი?
-არა.
-ჯიუტი ხარ,წითურო,ძლიან ჯიუტი. ძილინებისა.

არც კი დალოდებია გათენებას, ისე მიწერა ანამ გოგონებს,ხვალ შევხვდეთ,სალაპარაკო მაქვსო. დიდიხანია სამეგობროში „ბიჭის დრამები“ არ ყოფილა და გოგონები იმაზე უფრო იყვნენ აჟიტირებული ვიდრე სჩვევიათ. მოსწონდა ანას საკუთარ თავზე რომ იყო ორიენტირებული,კარიერისთვის თავს რომ არ ზოგავდა,პირად განვითარებაში ყველაფერს დებდა და ასე იყვნენ მისი მეგობრებიც. მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებიტ ღამით,ჰქონდა ხოლმე ფიქრ იმაზე,რა იქნება ახლა აქ მარტო რომ არ ვიყო და ვინმე მყავდეს გვერდითო,მერე ხელს ჩაიქნევდა,არ მინდა,მარტოც კარგად ვარო და ასე,ტრიალებდა წრეზე.
ახლა, გოგონებს რომ უყვებოდა ღამით აივანზე მომხდარს და დიალოგს,უფრო მონოლოგს,რომელიც დემეტრემ,ჩამუხლულმა გაანდო მაისი სუსხიან ღამეს თან მათ რეაქციებზე ხალისობდა თან ეკითებოდა ახლა რა ვქნა და ეგ ყველაფერი რას ნიშნავსო.
-ბიჭმა გითხრა ჯერ უსტატუსო ურთიერთობაო და სერიოზულად ვუყურებო,მეტი რაღა უნდა გითხრას გოგო? ან რას კითხულობ რას ნიშნავს?
-ო,რა ვიცი რა,რამე არასწორად რომ გავიგო?
-ნუ შტერობ,არაფერი გაგიგია არასწორად. - თან აგულიანებდნენ და თან ცდილობდნენ მკაფიოთ დაენახებინათ ანასთვის რეალობა.
-და ამ ‘ჯერ უსტატუსო’ ურთიერთობას რამდენი ხანი გააგრძელებს ვითომ?
-მაგას ჩვენ რას გვეკითხები,მას ჰკითხე.
-ოო რა, რა მინდოდა საერთოდ.
-ნუ ჩერჩეტობ გოგო ერთი.
-შენ რას ტლიკინებ ერთი,მიწერე იმ ბიჭს?-ახლა თაიას შეუტიეს, აბა მარტო ანა ხომ არ მოექცეოდა განკითხვის ქარ-ცეცხლში.
-დაიწყეს ახლა.
-დავიწყეთ,ხო. რა ქენი? არ აპირებ მიწერას?
-რა მივწერო? ის ვარ ნომერი რომ დამიტოვე-მეთქი?
-შენ მიწერა გინდოდეს და ტექსტის მოფიქრებას რა უნდა გაფიცებ?-მერიკომ მიანიშნა ტელეფონზე , თითქოს უთხრა მიდი ახლა, აიღე და გაგზავნე შეტყობინებაო.
-დავუშვათ მინდა...
-დავუშვათ გინდა კიარა ეგრეა და შეტყდომა არ გინდა უბრალოდ- ანამ გაუცინა დაქალს, გამოგიჭირე და რაღას იფასებ თავსო. მერე იმაზე იფიქრეს თაიას როგორ დაეწყო მიმოწერა.
მეორე საღამომდე ანას დემეტრე არ უნახავს, ეუცნაურა მესხს იმ დიალოგის შემდეგ ბიჭის გაუჩინარება, ისიც ეუცნაურა, ამდენად სრულყოფილი როგორ შეიძლება იყოსო. მაინც არ შორდებოდა ანას ეჭვები და თითქოს თავს ამზედებდა იმისთვის,რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, ჩიხში ჩაუხვია და ნელი ნაბიჯებით, ყურსასმენში სიმღერის ფონზე მიუყვებოდა ქუჩას. მის უკან რა ხდებოდა ვერც ამჩნევდა და არც აპირებდა ყურადღების მიქცევას,რომ არა დემეტრეს ხელი მის მხარზე.
-შემეშინდა!
-შენც გამარჯობა,წითურო- ბიჭი სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი,აშკარად ოზი ყავდა სასეირნოდ გაყვანილი,რადგან ძაღლი იქვე იჯდა და წკმუილით ცდილობდა ანას ყურადღების მიქცევას.
-დაგეძახა.
-დაგიძახე,მაგრამ სიმღერას ვერ გადავაჭარბე.სახლში?
-ხო.
-ყავაზე დაგპატიჟებ.
-არ ვსვამ,მადლობა.
-წითურო, გულს მტკენ. ჩაი?
-არც ჩაი მიყვარს.
-მაშინ უბრალოდ შემოდი, ოზისთან.
-მეგონა ოზის მიზეზად არ იყენებდი.
-ერთხელ ყველაფერი შეიძლება. აბა, მოდიხარ?
-სამწუხაროდ გული უნდა გაგიტეხო.
-არ დავნებდები.
-ვნახოთ- ბოლო წინადადება საკმაოდ ორაზროვანი ჩანდა ორივეს მხრიდან. თითქოს დემეტრე გამოწვევას სთავაზობდა ანას,რომელიც გოგომ დაუფიქრებლად მიიღო.


სახლში იქეთ-აქეთ დადიოდა, ვერ ისვენებდა ერთ ადგილას, თან თინას ელაპარაკებოდა თან საქმეს აკეთებდა. ჯერ ჭურჭელი ამორეცხა, შემდეგ ზეწრები შეყარა გასარეცხად და საწოლზე ახალი წყვილი გადააფარა. გამოგავა, იატაკები მოწმინდა , მტვერი გადაწმინდა, ხვალისთვის საჭმელი მოამზადა და ბოლოს სავარძელში მისავათებული ჩაესვენა,თან ყურში ისევ ესმოდა დედამისი ხმა,რომელიც სამეზობლოში დატრიალებულ ამბებს უყვებოდა ისე, თითქოს ანა ინტერესით კვდებოდა. მეზობლის შვილიშვილს ცოლი მოუყვანია და მთელი კუთხე ახლა სამზადისში ყოფილა ჩართული , ახალი რძალი მოდის თან და თავი ხომ არ უნდა მოვიჭრათო. ქორწილზე რომ ჩამოვარდა საუბარი მოასწრო თინამ სიტყვის გადაკვრა, შენთან რა ხდებაო . მიხვდა ანამ რაც იგულისხმა,არაფერი დედა და თუ რამე მოხდება ხომ იცი,გეტყვიო უპასუხა,მაგრამ ამ დროს თავში მხოლოდ ერთი სახელი უტრიალებდა. კიდევ აპირებდა თინა საუბრის გაგრძელებას და სამეზობლოს ამბების მოყოლას,მაგრამ ანას კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ქალს სიტყვა გააწყვეტინა.
-დე,კარზე არიან,უნდა წავიდე.
-ამ დროს ვინაა დედიკო, ხომაა მშვიდობა?
-ბავშვები იქნებიან დე,ნუ ნერვიულობ. დაგირეკავ დილით,კაი?
-კაი დე,გაკოცე.
-მეც. - ჯიბეში ჩაიცურა ანამ ტელეფონი. არც უკითხავს ზღურბლზე ვინ იყო ისე გააღო კარი. კი გრძნობდა ვინც უნდა ყოფილიყო და მართალიც აღმოჩდა. ბურდული ყავის ჭიქით იდგა კარში, სერიოზული სახით.
-მე დავიპატიჟე ყავაზე ტავი,შენ რახან არ მოხვედი.
-იქნებ არ მცალია?
-დავჯდები და ყავას დავლევ,იმუშავე შენ თუ არ გცალია. - ავტომატურად გაიწია ანა გვერდით და ბიჭი ოთახში შეატარა, იმას უკან არც მოუხედას,თითქოს ისევ მის ბინაში ყოფილიყო,შევიდა და ყველაზე კომფორულ სავარძელში მოთავსდა.
-მაქვს ყავა სახლში- ანამ ყავის ჭიქაზე ანიშნა დემეტრეს, რომელიც აშკარად ახალადუღებული ყავიტ იყო სავსე.
-არ მიყვარსო, ვიფიქრე არ გექნებოდა. თან ხომ ხედავ, არ გაწუხებ.
-ვერ მივხვდი რა ხდება.
-შენ არ შემოხვედი,მე ვერ გავძელი.
-უჩემოდ ვერ გაძელი?-თითქოს ცდილობდა ანა დემეტრეს სიტყვები უფრო მკაფიო გაეხადა , ბიჭისთვის დაეცდინა აღიარება.
-ეგ ძალიან გაზვიადებული ნათქვამია.
-აბა რას ნიშნავს ვერ გაძელი?
-ბევრ კითხვას სვამ წითურო,მეგონა დაკავებული იყავი და არ გეცალა.
-მეგონა მიზეზი შეგაჩერებდა.
-ხომ გითხარი,არ დავნებდები მეთქი, თუ ვამბობ ვასრულებ.
-ნუთუ?-ანა წინ დაუჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სავარძელში კომფორტულად „ჩასვენებულ“ დემეტრეს მიაშტერდა,რომელსაც ყავა აშკარად დავიწყებოდა.
-ფუჭი სიტყვები არ მჩვევია ზოგადად, მეგონა აქამდე შეამჩნევდი.
-სწრაფად ქრები საიმისოდ რომ რამე შევამჩნიო.
-თუმცა ისევ სწრაფად ვბრუნდები უკან.
-და სანამ არ ხარ? მე საიდან უნდა ვიცოდე რა ხდება?
-მაგ დიალოგამდეც მივალთ,პირობას გაძლევ,მაგრამ ის უნდა გახსოვდეს რომ სანერვიულო და საგანგაშო არაფერი ხდება.
-ადრე არაა პირობების დასადებად?
-შენ თვლი რომ ადრეა?
-კითხვას კითხვით ნუ პასუხობ,დემეტრე!
-კარგი,წითურო,არ გაკაპასდე. - ოთახს თვალი მოავლო ბურდულმა თითქოს რამე ახალს ეძებდა, ან რამე ისეთს რაც თემის გადატანაში დაეხმარებოდა.
-არ მიპასუხებ?
-არ ვიცი რამდენად მოგეწონება ჩემი პასუხი, ვცდილობ არ შეგაშინო და შევატყვე რომ საკმაოდ მარტივია შენი დაშინება.
-კიდევ რა შეატყვე ?- არ აპირებდა ანა შეტყდომას ან იმის შემჩნევას რომ დემეტრეს ნათქვამმა საკმაო შეაცბუნა.
-ის რომ აქამდე საკმაოდ არაკაცებთან გქონდა ურთიერთობა.
-მაგ დასკვნას საიდან დებ?
-გეშინია ანა, ჩემს ყველა წინ გადმოდგმულ ნაბიჯს ფარით ხვდები ან ორი უკან გარბიხარ,ძალიან შოვს. თავს იცავ, მაგრამ არაფრისგან გაქვს თავი დასაცავი.
-ვცდილობ რომ რამე გამოგიქექო, ასეთი კარგი ვერ იქნები, არ არსებობს.
-ისევ შენსას გაიძახი- ჩაეცინა დემეტრეს და დაჟინებით მიაშტრედა გოგოს თვალებში. - იქნებ უბრალოდ დედამ კარგად გამზარდა და ვიცი ქალს როგორ უნდა მოექცე?
-როგორ გადავედით ამ დიალოგზე?-ფეხზე წამოხტა ანა და სამზარეულოში გავიდა რომ წყალი დაესხა და ცოტახანი,თუნდაც რამდენიმე წამიტ დემეტრესგან დაეღწია თავი.
-ადრე თუ გვიან მოგვიწევდა მისვლა.
-ახლა არა...
-კარგი,ახლა მაშინ ბლიც კითხვები ვითამაშოთ, როგორც პირველ პაემანს შეეფერება.
-პაემანს?- კიდევ კარგი წყალს არ სვამდა მესხი,თორემ უეჭველია, გადასცდებოდა.
-ხო,წითურო,პაემანს.
-ეს არის ჩვენი პირველი პაემანი? ყავის ჭიქით შემოხვედი, რომელიც მისაღებში დევს და ახლა რომ არ მეთქვა არც გაგახსენდებოდა,სპორტულები გაცვია და მე თმა ისე მაქვს აწეწილი კაცს ეგონება ბალიში ამიფეთქდა თავქვეშ.
-მე კომფორტს ვანიჭებ უპირატესობას,მაგრამ დეტალები თუ ასე გადარდებს კარგი, ამაზე უკეთესს დავგეგმავ. თმას რაც შეეხება, საყვარელი ხარ,წითურო.
-გეყოფა!
-კარგი,ხო,ვიხუმრე. ამაზე ათასჯერ მეტს იმსახურებ, უბრალოდ რეაქცია მაინტერესებდა.
-ძალიან ერთობი შენ ჩემი რეაქციებით.
-საკმაოდ,წითურო. ახლა ჩემი წასვლის დროა.
-ჭიქა არ დაგრჩეს.
-არადა დატოვებას ვაპირებდი მობრუნების მიზეზი რომ მქონოდა.
მეორე დილით როგორც თინას დაჰპირდა ჯერ მას დაურეკა, მოტყუება მოუწია როცა თინამ ჰკითხა ვინ იყო გუშინ კარზეო, მაგრამ ამ უწყინარ ტყუილზე არ დარდობდა. სახლიდან ადრე დილით უწევდა გასვლა , ჯერ ექიმთან უნდა წასულიყო ანალიზებზე, უჭმელი მოდიო გააფრთხილეს და არ უსაუზმია. ლანჩბოქსი გაამზადა სამსახურისთვის, მოემზადა, მოწესრიგდა და სახლიდან გავიდა. შუა გზაში გაახსენდა რომ ტელეფონის დამტენი დარჩა და უკან მიბრუნება მოუწია. სულმოუთქმელად აირბინა კიბეები მეორე სართულზე და კარის წინ შედგა. სულ დაავიწყდა რის გამო მობრუნდა,რატომ მორბოდა ან რა უნდოდა. კარზე მიკრულმა ფურცელმა წამში აურია გონება და გული ისე გამალებით აუძგერა ყურებში ესმოდა მისი ცემა. წებოვან ფურცელზე ლამაზი კალიგრაფიით დაეწერა დემეტრეს - „ შაბათს, 7 საათზე, კართან მოგაკითხავ“ . ქვემოთ სახელი აღარ ჰქონდა მიწერილი,თითქოს ამით ეუბნებოდა ანას , ვიცი ჩემ გარდა არავის რომ არ ელოდებიო, ამ პატარა ქმედებაში ბიჭის თავდაჯერება საკმაოდ ჩანდა და მჟღავნდებოდა. ანამ სასწრაფოდ მოაძრო კარს ფურცელი, ფოტო გადაუღო და ასეთივე სისწრაფით ჩაიჩურთა ჯიბეში.



№1 სტუმარი ნინო ფეიქრიშვილი

აზარტში შევედი და დასრულდა ,საყვარლობა იყო ♥️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent