შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 19


გუშინ, 21:48
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 76

მილენამ თვალები მძიმედ გაახილა და ნაზად გაიზმორა.

პირველი რაც იგრძნო სიჩუმე იყო. უცნაური, უცხო სიჩუმე. ისეთი, რომელიც არ ეკუთვნოდა მის სახლს. რამდენიმე წამი გაშეშებული იწვა, ჭერს უყურებდა და ვერ ხვდებოდა სად იყო.

შემდეგ ნელ-ნელა გონებაში სურათები ამოტივტივდა.

იოანესთან გაგიჟებული როგორ მოიჭრა.
მათი კამათი.
მისი ცივი სიტყვები.
ტკივილი, ბრაზი…

და მერე - მისი ხმა.

„მიყვარხარ, მილენა. ვერ დაგივიწყე… არადა როგორ მინდოდა ასე ყოფილიყო…“

მილენამ თვალები ძლიერად დახუჭა და ხელით შუბლი მოისრისა, თითქოს ასე შეძლებდა იმ სიტყვების თავიდან ამოგდებას.

-ჯანდაბა… -ჩუმად ჩაილაპარაკა, -რამდენ ხანს მეძინა აქ…

სხეული დამძიმებული ჰქონდა, თითქოს ემოციებმა მთლიანად გამოფიტა. ნელა წამოჯდა საწოლზე, თმა ოდნავ აერია, სახეზე ჯერ კიდევ ეწერა დაღლა.

თვალი მოავლო ოთახს.

იოანეს საძინებელი.

სუფთა, მოწესრიგებული… ზედმეტად ცივი.
ნაცრისფერი.

თუმცა რაღაც პატარა დეტალებს მაინც ამჩნევდა - ფრთხილად გადაფარებული პლედი, გვერდით დადებული მინერალური წყალი…
ტუმბოზე დადებული მომცინარი პატარა გოგონას ფოტო.
-ნეტავ მისთვის ვინ არის..-ინტერესით დახედა და ადგილზე დადო.

ჩუმად ამოისუნთქა.

ფეხსაცმელი მოძებნა, ჩაიცვა და ნელა წამოდგა. ფეხები ჯერ კიდევ სუსტად ჰქონდა, მაგრამ მაინც წავიდა კარისკენ.

ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დახედა - დილის მერე რამდენიმე საათი იყო გასული.

-მთელი დღე… -ჩაიჩურჩულა.

კარი გააღო და ფრთხილად გავიდა.

კიბეები ნელა ჩაიარა, ყოველი ნაბიჯი თითქოს ექოს აძლევდა ამ სიჩუმეს.

მაგრამ ქვემოთ ჩასულს სრულიად სხვა სურათი დახვდა.

მისაღებში შუქი ანთებული იყო.

მაგიდაზე გაშლილი რამდენიმე დოკუმენტი, ლეპტოპი და ტელეფონი იდო - თითქოს ვიღაც მუშაობდა… მაგრამ იქ არავინ იყო.

მილენა გაჩერდა.

მოულოდნელად კიბის დასასრულს უკანა მხრიდან საუბრის ხმა მოესმა.

ჩუმი, მაგრამ მკვეთრი - აშკარად კაბინეტიდან მოდიოდა. კარი ბოლომდე დახურული არ იყო; პატარა ნაპრალიდან სინათლე იპარებოდა.

მან ინსტინქტურად ნაბიჯი შეანელა.

-დრო არ გვაქ -დათოს ხმა იყო, დაბალი, დაძაბული. მილენას თითქოს გულმა რეჩხი უყო.

-ვიცი, -იოანე უფრო მშვიდად პასუხობდა, -მაგრამ ახლა არა.

მილენა შეკრთა.

„ახლა არა“ -ნეტავ რას ნიშნავდა ეს? თითქოს რაღაც უკვე დაწყებული იყო… ან დასრულებული.

კიდევ უფრო მიუახლოვდა კარს. სუნთქვაც კი შეიკავა.

-ზედმეტად ახლოს არის, -ისევ დათო, -შენ თვითონ ხედავ.

პაუზა.

-და შენ თვითონაც იცი, რომ სხვანაირად ვერ გამოვიდოდა, -დაამატა იოანემ მშვიდად.

მილენას გული კვლავ დაუმძიმდა.

რაზე ლაპარაკობენ?..

სიტყვები ბოლომდე ვერ გაიგო - თითქოს სპეციალურად არ ამბობდნენ გარკვევით. მაგრამ ტონი… სწორად მათი ტონი იყო უჩვეულო.

მოთმინებამ ვერ გაუძლო.

კარი მოულოდნელად ბოლომდე გააღო.

-რა ხდება თქვენ შორის? -ხმამაღლა თქვა, თუმცა ტონი განგებ მსუბუქი ჰქონდა, -რამე ისეთი, რაც ჯერ არ ვიცი?

მისკენ ორივემ ერთდროულად დაფეთებულივით მიიხედა.

ერთი წამი.

მხოლოდ ერთი წამი - მაგრამ საკმარისი იყო რომ მილენა ამას ჩაძიებოდა.

დათოს სახეზე აშკარა დაბნეულობამ გაიელვა.
იოანეს თვალებში კი… რაღაც უფრო მძაფრმა მოულოდნელობამ. სწრაფად, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მილენამ მაინც დაიჭირა ეს.

შემდეგ ორივე ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაბრუნდა.

მილენამ ირონიულად ჩაიცინა და კარს მიეყრდნო.

-რა იყო? -მხრები აიჩეჩა, -ისეთი სახეები გაქვთ, თითქოს დაგიჭირეთ.

დათომ ნერვიულად გაიღიმა.

-რას ამბობ, მილენა… უბრალოდ საერთო საქმეებზე ვლაპარაკობდით.

-ჰო? -თვალები დააწვრილა, -და ასე ჩუმად რატომ?

იოანე ნელა წამოდგა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა.

-იმიტომ, რომ ყველა საქმე ხმამაღლა არ კეთდება, -მშვიდად თქვა.

მილენამ თავი ოდნავ დახარა, თითქოს აკვირდებოდა.

-საინტერესოა… -ჩაილაპარაკა, -თქვენ ორნი ბოლო დროს ზედმეტად „შეთანხმებულები“ მეჩვენებით.

დათომ სწრაფად შეხედა იოანეს, მერე ისევ მილენას.

-ეს ცუდია? -იკითხა იძულებითი სიმშვიდით.

-არ ვიცი, -მხრები აიჩეჩა მილენამ, -უბრალოდ… ცოტა უცნაურია.

რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.

მილენამ ჯერ ერთს ესროლა მზერა, მერე მეორეს.

რაღაც არ ემთხვეოდა.

-ისე… -მოულოდნელად ისევ გაიღიმა, თითქოს ყველაფერი ხუმრობა იყო, -იქნებ მართლა რაღაც გაქვთ ერთმანეთთან? ორი ახალგაზრდა, მარტოხელა, მიმზიდველი კაცი ხართ.. რავიცი, -მხრები აიჩეჩა, -მე ნუ დამიმალავთ.

დათომ უხერხულად ჩაიცინა.

იოანეს კი არ გაუღიმია.

მხოლოდ უყურებდა.

მილენამ ეს შენიშნა.

-რა იყო? -წარბი ასწია, -ხუმრობაც აღარ შეიძლება?

იოანემ ნელა ამოისუნთქა.

-შეიძლება, -თქვა მშვიდად, -უბრალოდ არ არის სასაცილო. მეტად უნდა მოინდომო.. -ირონიით თვალი ჩაუკრა.

მისმა ტონმა მილენა ოდნავ შეაკრთო.

დათო სწრაფად ჩაერია:

-მილენა, შენ ალბათ დაიღალე… ჯობია დაისვენო.

-მე კარგად ვარ, -მკვეთრად უპასუხა, -უბრალოდ მაინტერესებს, რაზე საუბრობთ ხოლმე უჩემოდ.

პაუზა.

იოანე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

-ბიზნესზე, -თქვა მოკლედ.

-კონკრეტულად? -არ დაუთმო მილენამ.

იოანემ თვალებში შეხედა.

-რაღაცებზე, რაც ჯერ შენთან განხილვას არ საჭიროებს.

ეს უკვე პირდაპირი ამბუშივით იყო.

მილენა გაშრა.

-ანუ… ჩემ გარეშე წყვეტთ რაღაცებს? -ჩუმად ჰკითხა.

-არა, -მშვიდად უპასუხა იოანემ, -უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

დათო უხერხულად შეიშმუშნა ადგილზე.

მილენამ ორივეს კიდევ ერთხელ შეხედა.

ის ერთი წამი - მათი დაფეთებული მზერა ისევ თვალწინ დაუდგა.

რაღაც იყო.

მაგრამ რა?

-კარგი… -თქვა ბოლოს ნელა, -როგორც ჩანს, მე აქ თქვენთვის ზედმეტი ვარ.-ირონიულად გაწელა ტუჩები.

იოანემ არაფერი თქვა.

დათომაც.

მილენა დათოს მიუახლოვდა. თვალებში უყურებდა, თითქოს მისგან რაღაცას კითხულობდა.

მოულოდნელად ხელი ასწია და მისი პერანგის საყელო ნელა, ფრთხილად გაასწორა.

ეს მოძრაობა ზედმეტად ახლო და მაკონტროლებელი იყო - თითქოს ერთდროულად მაცდურიც და ძალაუფლების გამომხატველიც.

-ჩემი ნდობის მოპოვება… -ჩუმად თქვა, -არც ისე მარტივია, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ვიცი, რომ ყველაზე კეთილშობილ ძაღლსაც აქვს ეშვები..

დათო წამით გაიყინა.

მილენამ თავი აარიდა და მზერა ახლა იოანეზე გადაიტანა.

იოანე მას პირდაპირ დაკვირვებით უყურებდა.

მილენამ ნელა ასწია თითი და მსუბუქად, მაგრამ გამაფრთხილებლად დაუქნია პირდაპირ სახესთან:

-ადამიანის არასწორად შეფასება… -თქვა მშვიდად, -ხშირად საკუთარი თავის განადგურების დასაწყისია.

შემდეგ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

და ძალიან ნელა, თითქმის მოფერებასავით, ლოყაზე შემოჰკრა ხელი იოანეს, ამ ქმედებაში აშკარად გაფრთხილების ტონი იგრძნობოდა.

-გახსოვდეს, -ჩუმად დაამატა, -ვისაც სწორად ვერ აფასებ… ის ერთ დღეს შეიძლება შენი ყველაზე დიდი პრობლემა გახდეს.

პაუზა.

მილენამ ახლა სახე ოდნავ გადააქნია.

-მამაჩემი ჭკვიანი კაცი იყო… ბევრს ხვდებოდა, ხედავდა.. ბევრ მტერსაც იჩენდა და მოყვარესაც.. -წარმოთქვა ნელა, -მაგრამ, მე მისგან განსხვავებით ახლა კიდევ უფრო მეტის დანახვა და გაკეთება შემიძლია. სწორედ მის მაგალითზე..

მზერა ყველას უჩვეულოდ დაუმძიმდა.

-მივხვდი, რომ ადამიანები ძალიან ბევრს მალავენ… -დაამატა მშვიდად, -და მე… ახლა უბრალოდ ყურადღებით ვაკვირდები, რომ თავები გაშიფრონ.

მცირე პაუზა.

შემდეგ უცებ თითქოს ყველაფერი ხუმრობა იყოო, ფართოდ გაიღიმა.

-კარგი, -მხრები აიჩეჩა, -ზედმეტად დავსერიოზულდით.

კარისკენ შეტრიალდა.

ერთი წამით გაჩერდა, ოდნავ გვერდით გადახედა ორივეს.

-გააგრძელეთ თქვენ… -მსუბუქად თქვა, -ბჭობაში ხელს აღარ შეგიშლით.

შემდეგ კი, თითქოს არაფერი მომხდარა:

-თქვენის ნებართვით.. მე გტოვებთ. ღამე მშვიდობისა, ბატონებო.

და კარისკენ წავიდა.

კარი ნელა დაიხურა.

სიჩუმე.

დათომ ნელა ამოისუნთქა.

-მან იცის, -ჩუმად თქვა.

იოანე აღარ იღიმოდა.

მისი მზერა ისევ იმ კარზე იყო მიბჯენილი.

-ჰო, რაღაც იცის, -თქვა დაბალი ხმით, -და ახლა გვიანია ამის იგნორირება..


***
მილენა სასწრაფოდ გაეცალა სახლს.. მძღოლმა შორიახლოდან დაინახა თუ არა მანქანისკენ გაიქცა და რამდენიმე წამში მანქანა იქაურობას მოწყდა..

მილენა სახლში რომ დაბრუნდა თუ არა, პირდაპირ შუა მისაღებ ოთახში გაჩერდა და რამდენიმე წამი უძრავად იდგა.

გონებაში ისევ ის სცენა უტრიალებდა - კაბინეტი, დათოს მზერა, იოანეს პასუხები… და ის განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მის თვალწინ ხდებოდა, მაგრამ სრულ სურათს ვერ ხედავდა.

„ეს შემთხვევითობა არ იყო…“ -გაიფიქრა.

მაგრამ ერთი იყო ეჭვი… და მეორე - სიმართლე.

მილენამ ნელა ამოისუნთქა.

მიხვდა, რომ მარტო ვერ გაარკვევდა ყველაფერს.
გაიაზრა, რომ ეს არ იყო უბრალოდ მის თავში გაელვებული შეკითხვები - ეს იყო საქმე, რომელიც სისტემურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოეძიებინა.

ამას კი სჭირდებოდა ადამიანი, ვისაც შეეძლო დაენახა ის და იქ, სადაც და რასაც ის ვერ ხედავდა.

მილენა მაგიდასთან მივიდა, ლეპტოპი გახსნა და ცოტა ხანს ეკრანს უყურებდა.

საძიებელ ველში: კერძო დეტექტივი - ინსტიქტურად აკრიფეს თითებმა.

მონაცემები, რეიტინგები, რეკომენდაციები…
ბევრი სახელი გამოიკვეთა მის გონებაში.

მილენა ნელა სწავლობდა მათ პროფილებს, თითოეულ ასპექტს ყურადღებით აკვირდებოდა - გამოცდილებას, სანდოობას, საქმის სტილს.

უმეტესობა ზედმეტად თვალშისაცემი ან არაპროფესიონალი ეჩვენა, ან ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მხოლოდ ფულისთვის და ზედაპირზე მუშაობდნენ, რასაც არ გაუოცებია.

მილენამ წარბები ისევ შეიჭმუხნა.

-არა… -ჩაილაპარაკა ჩუმად, -ასეთი ადამიანი არ გამომადგება.

ბოლოს ერთ პროფილზე შეჩერდა.

ახალგაზრდა ქალი.
საკმაოდ მიმხიბლავი გარეგნობა.
სერიოზული განათლება.
დახურული პროფილი.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - უამრავი წარმატებული საქმე, როგორც ღია ისე შეთანხმებითი, რომელსაც არავინ აჩენდა, მაგრამ შედეგები აშკარად ნამდვილი იყო.
გულში ინტერესი გაუღვივდა.

ფოტოს რომ შეხედა, ოდნავ თავი დააქნია. "აი ეს მესმის.. მაგარი ქალია.. მგონი შენ გეძებ." -გაიფიქრა და დაკვირვება განაგრძო.

სანდომიანი გარეგნობა… მაგრამ თვალებში ისეთი სიმტკიცე ჰქონდა, რომ მაშინვე ჩანდა - ეს ადამიანი მის საქმეს ბოლომდე მიჰყვებოდა.

-ეს იქნება, -მშვიდად თქვა მილენამ.

ტელეფონი აიღო.

ცოტა ხანს შეყოვნდა… შემდეგ ნომერი აკრიფა.

ზარი გავიდა.

რამდენიმე წამში:

-გისმენთ, -გაისმა ქალის მშვიდი ხმა.

მილენამ პირდაპირ დაიწყო:

-თქვენ ხართ კერძო დეტექტივი?

მეორე მხარეს მოკლე პაუზა.

-დიახ.

-მე მილენა აფხაზიშვილი ვარ, -თქვა მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ.

პაუზა.

-ვიცი თქვენი საქმეები, -განაგრძო, -და მჭირდება ადამიანი, ვინც ბოლომდე მომყვება, კითხვებზე პასუხებს მომიძებნის და შუა გზაში არ გაჩერდება, არ შეეშინდება სიმართლის.

-ქალბატონო მილენა.. თქვენ სწორ ადგილას მოხვდით. -მოესმა თავდაჯერებული ტონი.

მილენამ ღრმად ჩაისუნთქა.
-მინდა დღესვე შეგხვდეთ..
-კარგი, დროს დღესვე გამოვძებნი.

რამდენიმე საათში მილენა და უცნობი ქალი ერთ-ერთი სასტუმროს ლაუნჯში საქმიანად ისხდნენ. მილენა თავდაპირველად ცოტა გაოცებული მიჩერებოდა მის წინ მოკალათებულ მოხდენილ, მაღალ, შავ თმიან ქალს. "რეალურად უფრო ლამაზი ყოფილა.."-გაიფიქრა და მის წინ მორთმეული ყავა მოსვა.

-ქალბატონო მილენა, გამაცანით საქმის დეტალები..

-დიახ.. რა თქმა უნდა.. მამაჩემის სიკვდილის საქმე მინდა გავიგო.

სიჩუმე ჩამოვარდა.

-ეს ძალიან სერიოზული საქმეა, -მშვიდად თქვა ქალმა, -მზად ხართ, რომ შეიძლება ისეთი რამ გაიგოთ, რაც არ მოგეწონებათ?

მილენამ ოდნავ გაიღიმა.

-მე უკვე ისეთ რამეებს ვხედავ, რაც არ მომწონს, -ჩუმად უპასუხა, -სწორად ამიტომ მინდა ყველაფერი ვიცოდე.

-გასაგებია.

მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ მტკიცე.

-მე ზედაპირულად არ ვმუშაობ, -დაამატა დეტექტივმა, -თუ ამ საქმეს ავიღებ, ბოლომდე მივყვები.

მილენამ მზერა დაასერიოზულა.

-სწორად ეგ მინდა.

პაუზა.

და პირველად იმ ღამეს - არა მხოლოდ ეჭვი, არამედ გადაწყვეტილებაც მიიღო.

ახლა უკვე მარტო აღარ იყო.

და გრძნობდა რაც უფრო შორს წავიდოდა ეს საქმე… მით უფრო ახლოს მივიდოდა სიმართლესთან.



№1 სტუმარი სტუმარი თამარი

გამარჯობა, ძალიან კარგია და საინტერესო, უცნაურად ვითარდება მოვლენები და ძალიან არ მინდა იოანე მოღალატე და მატყუარა აღმოჩნდეს, ველოდები შემდეგ თავს და თავებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent