ახდენილი ოცნება ( თავი 11)
ბექა… ჩასისხლიანებული,დანისლული თვალებით მიყურებს… ორივე ვიყინებით ადგილზე… კარის დაკეტვას ვცდილობ,ხელს ახვედრებს… _ გთხოვ… ცოტახანი… _ რა გინდა? _ შემომიშვი._ მევედრება ხმით. _ არა,წადი. _ გთხოვ… იმ სიყვარულის ხათრით რაც გვაკავშირებს… _ მე შენთან არაფერი მაკავშირებს აწი,მით უფრო სიყვარული._ გაცეცხლებული ვპასუხობ. _ ნუკი,გემუდარები…_ ხმაში სასოწარკვეთა და დაღლა აქვს. ვჩერდები.ოდნავ ვიწევი და ვუშვებ. ოთახის შუაგულში დგას უხერხულად. ჩემოდნებს ავლებს თვალს. _ ალბათ ვერ გავბედავდი მოსვლას,რომ არ მცოდნოდა…_ ისევ ჩემოდნებს ავლებს თვალს. _ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? _ მართლა მეკითხები?_ განადგურებული ხმა აქვს.თავს ხრის._ ბოდიში მოვიხადო? რას შეცვლის?! ამდენი ხანია ვფიქრობ რა გითხრა და ვერასდროს ვერ ვპოულობ საჭირო სიტყვებს… _ მერე რას იტანჯავ თავს?.._ მიყურებს._ რას მოდიოდი?! _ ვიმსახურებ შენგან,მაგრამ მაინც მტკივა… _ ნუ მაცინებ… _ ნუ მელაპარაკები მასე გთხოვ… _ ხო,ცინიზმი ხომ შენი ძლიერი მხარე იყო,უკაცრავად… რომ ვანადგურებ მომწონს,თან მაღიზიანებს.ბოლოს კი საკუთარი თავის მიმართ მიჩნდება სიძულვილი. მაგრამ მაინც ვერ ვითმენ… _ გაეთრიე რაა,გულს მირევ… წაეთრიე შენს …_ საჭირო სიტყვას ვერ ვპოულობ._ ვინც არის,არ მაინტერესებთ არცერთი.ბედნიერი იყავი თუ მოგცემს სინდისი საშუალებას.იმას კი არ აქვს ვიცი… _ არ გიხდება… _ დანანებით ამბობს. _ რა? რა არ მიხდება?! _ ხმას ვუწევ. _ ეს გაბოროტებული საუბარი… _ რაც მიხდებოდა არ შემარჩინეთ… _ მაპატიე… _ რომელი?.. რამდენი?.. რა მარტივი სათქმელია დაუნგრიო ადამიანს ცხოვრება,გათელო და მერე მაპატიე!.. _ არც მე ვარ კარგად. _ გილოცავ,რაღაც ადამიანური გქონია…_ ვუყურებ სახეში და თვალს არ ვარიდებ._ არც უნდა იყო კარგად!.. სიჩუმე. _ წადი გთხოვ… წადი. რისთვის მოხვედი,რას ელოდი?! გაეთრიე,ჩემი ცხოვრებიდან გაეთრიე,ნაგავი ხარ.შვილს გიჩენდი,ყველაზე ძვირფასს,რაც კი შემეძლო გამეკეთებინა და მოკალი.შენ მოკალი…_ ყვირილზე როდის გადავედი მეც ვერ მივხვდი.სახე ეშლება,სუნთქვა ერევა. _ ნუკი,ნუ მეუბნები… _ რას ნუ გეუბნები?! სიმართლეს?! იცი რამდენი მაქვს სათქმელი?! იცი?! როგორ მაქციე შურისძიების იარაღად? და როგორც კი დაგიბრუნდა ლოგინში ჩაიგორე,მე ორსული,შენი შვილის დედა… ან რატომ ვიმცირებ თავს,რატომ გელაპარაკები?! _ წადი… წადი_ მივუახლოვდი და ხელი ვკარი მკერდზე_ მომშორდი.რატომ მოხვედი? რატომ? მიყურებს,სახეზე ფერი არ ადევს. _ უბრალოდ მინდოდა ბოლოჯერ მენახე… თავს წევს და თვალებში მიყურებს. სიცარიელე,ტკივილი ჩანს მის თვალებში…მაგრამ მე არაფერი შემიძლია… _ რომ მოვკვდე,მაშინაც კი არ მოხვიდე უკანასკნელად ჩემს სანახავად. რამდენიმე წამი ჩერდება,მერე უხმოდ ტრიალდება და მიდის. მე კი იქვე იატაკზე ვიკეცები და ვტირივარ… *** ღამის თბილისს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს ილუმინატორიდან და ცრემლებს ჩუმად ვიწმენდ. ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ.. ახალი ძალები… ახალი ენერგია… ახალი ცხოვრება… ჩემს ხასიათს სრულად შეესაბამება ლონდონი… ნისლიანი წვიმინი ცივი. მუდმივად მოძრავი. აქ არავინ გეკითხება როგორ ხარ. აქ უბრალოდ უნდა იარო. იმუშავო. ისუნთქო. და არ გაჩერდე. დილა დილის 7:00 საათზე იწყება. წვიმის წვეთები მინას ეცემა.ვიღვიძებ, მაგრამ საწოლში აღარ ვჩერდები. აქ დროის დაკარგვა ფუფუნებაა. სწრაფი შხაპი. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ. უცხოა.მაგრამ ვეჩვევი. სააგენტოში დიდი ცივი სივრცეა. უცხო ხმები,ინგლისური აქცენტები. სახეები, რომლებსაც არ აინტერესებ ვინ ხარ შიგნით.მხოლოდ გარეგნობა და შედეგი. მეც არ ვცდილობ არავისთან დაახლოებას. ქასთინგები მიმდინარეობს. ერთი… მეორე… მესამე… ღიმილი. პოზები. თვალებში სიცოცხლის თამაში, რომელიც რეალურად აღარ არის ჩემთან,მაგრამ კარგად გამომდის თამაში. ფოტოსესიები. ძლიერი განათება. მკაცრი ფოტოგრაფები. “Look at me… confidence… stronger…” ვუსმენ და ვასრულებ. ლონდონი ღამით კიდევ უფრო ცივია. სახლში ვარ,პატარა მოწესრიგებული ბინაა. საღამოები შემძულდა. მარტოობა,ფიქრები…თუმცა ხან იმდენად დაღლილი ვბრუნდები,მალე მეძინება… 6 თვე გავიდა რაც ლონდონში ვარ.მოწყენილობაა.დღეს ადრე დავბრუნდი. ტელეფონს ვიღებ…ვსქროლავ…ნიტას ფოტოები მხვდება ორსული…უკვე საკმაოდ დიდი მუცელი აქვს…ლამაზია… რომელიღაც ბრენდს არეკლამებს. ცრემლები მაწვება… ტელეფონს გვერდით ვაგდებ… ჭერს ვუყურებ,იმდენს ვტირივარ,ვიღლები და მეძინება. რამდენიმე გოგოს ვუახლოვდები.თუმცა ჯესი და რია უფრო ახლოს აღმოჩნდნენ ჩემთან. ხანდახან საღამოობით ერთად ვართ…ეს ყველაზე მეტად მეხმარება. ჯესი მხიარული ტიპია,უყვარს ცხოვრებით ტკბობა. რია უფრო მშვიდი,წყნარი,თუმცა თავისი სიღრმეებით. უცნაური სამეული ვართ. უფრო ჯესი გვაფხიზლებს ორივეს,ხან ბარში ძალით მივყავართ,რომ გავერთოთ. შინაგანი სიცარიელე ვერაფრით ამოვავსე,დარჩა მაინც საშინელი ღრმული. ღამე თავისას აკეთებს.დღე რაც არ უნდა მხიარული ვიყო.ღამე ვერ გავურბივარ ჩემს თავს. გოგოები ხშირად მირეკავენ ჩათში,ველაპარაკები ვიდეო ზარით,მიყვებიან მათ ამბებს. ნიას შეყვარებული დაბრუნებულა საქართველოში,იაპონიაში იმყოფებოდა.ბედნიერია,თუმცა არ გამოხატავს ბოლომდე ჩემთან.ვიცი რატომაც,რადგან მე ბედნიერი არ ვარ,ერიდება… ლაშა და თაკო ოფიციალურად ერთად არიან.მიხარია მათი ამბავი,ლაშა კარგი ადამიანია. საღამოს დაღლილი მოვედი,ვწვები.რატომღაც ინსტაგრამს ვხსნი.შევყევი და ვსქროლავ. ნიტა…სამშობიარო ბლოკიდან ფოტოს დებს. გუშინდელი ფოტოა…ულოცავენ… ბექა მამა გახდა…გულში რაღაც ჩამწყდა… საათს დავყურებ. ჯესის ვურეკავ. _ ბარში ვარ…_ ხმაური მესმის. _ კარგი,დამელოდე მეც მოვალ. ბარი ხმაურიანია. მუსიკა, ხალხი, სიცილი… ცოტა გვიან ვეწევი ამ რიტმს. ჯესი უკვე ცეკვავს. _ ნუკი, წამო ვიცეკვოთ,გაიღიმე. ვიცინი,იძულებით მაგრამ მაინც ვიცინი. _მოიცაა… ბართან გარბის სასმელი მოაქვს. _ დალიე,მოგიყვანს ხასიათზე. ვსვამ,ვიჯღანები.მწარე სითხე მწვავს ყელს. მუსიკას მივყვები,სხეული მოძრაობს. ერთ მომენტში ვხვდები, რომ ვიცინი,ბუნებრივად. მეორე დღეს ჯესი არ გვეშვება. _ გუშინ ხომ კარგი იყო.წავიდეთ დღესაც. _ ოუ,ჯესი… _ მორჩით წუწუნს,მივდივართ. ბართან ვჯდებით და სასმელს უკვეთავს. _ დალიე,უკეთესად გაერთობი. ვყოყმანობ. _ არ მინდა ჯეს,ისეც ვერთობი… _ ოუ,კი.ძალიან…_ იცინის. ჭიქას ხელს ვკიდებ და ვსვამ. მწარეა… _აჰა… _ მასე ჯობია…ერთიც… რამდენჯერმე ვიმეორებ და ვგრძნობ როგორ ვბუჟდები, ვკარგავ ფიქრს,რეალობის შეგრძნებას და გარკვეულ წილად მომწონს. მომდევნო კვირები,ხშირად მივდივართ ბარში და ვსვამ,როცა მივდივართ. ბარი ნაცნობი ხდება. ბარმენი სახეზე გვცნობს. ჯესი ყოველთვის ჩემ გვერდითაა.. დრო გადის. დღეები ერთმანეთს ჰგავს. ვხვდები, რომ აღარ ვფიქრობ. და ეს არის ყველაზე მარტივი.არაფერი მტკივა, როცა არ ვფიქრობ. ერთ საღამოს ჭიქას რომ ვდებ, ჯესი ჩემსკენ იხრება. თვალები უცნაურად უბრწყინავს. _ მარტო ამით ვერ გაძლებ…_ ჩურჩულებს. ვუყურებ. ვხვდები რას გულისხმობს. პატარა აბს დებს ჩემს წინ. _ უბრალოდ დაგამშვიდებს. ვიღიმი ოდნავ. _ უფრო დამამშვიდებს?_ ვეკითხები მშვიდად. _ საერთოდ აღარ იფიქრებ._ თვალს მიკრავს. სწორედ ეს მინდა. აბს თითებს შორის ვატრიალებ. და ისე, თითქოს არაფერი განსაკუთრებული ვიღებ. ბართან მივდივარ და სასმელს ვუკვეთავ. ბარმენი მიყურებს.ვიღაც ახალია დღეს. მეღიმება,მის მზერაზე. _ დამისხი… ფუ შენი…_ ვხვდები სიტყვები ქართულად ვთქვი… მის სახეზე ღიმილია. _ რა დაგისხა? _ ქართულად მპასუხობს. _ რაა? _ მეღიმება._ ქართველი ხარ? _ კი… _ მაგარია… _ ჰო,მაგარია.რომელი?_ ამბობს ის და ჭიქას ამზადებს. _ აი ის._ ვარფისფერ სითხეზე მივანიშნებ. _ აქ ხშირად ხარ?_ მეკითხება. _ კი… _ მე ახალი ვარ,ამ ბარში. _ მივხვდი… _ აქ ცხოვრობ? _ კი. შენ? _ მეც. სამი წელია.შენ? _ მე ნახევარი წელია… _ არ გამიგია აქ თუ იყავი. გაკვირვებული ვაბყრობ მზერას. _ ხომ ნუკი ხარ? ნაკაშიძე… თავს ვუქნევ,სანამ რამეს იტყვის კიდევ ვეცლები. _ კაი.მადლობა წავედი… მაგიდას დავუბრუნდი. რამდენიმე დღის მერე კიდევ მივდივართ ნაცნობ ბარში.სანამ სასმელს დავლევ ჯესი მიზიარებს ისევ იმ აბს,ცოტახანში ბართან მივდივარ.ის ისევ იქ არის.მესალმება. _ რას დალევ? _ როგორც ყოველთვის…_ ვპასუხობ ისე თითქოს სულ ერთია. ასხამს და ჭიქას მიდებს წინ. _ საბა მქვია. _ მიღიმის. _ ჩემი სახელი იცი…_ ვპასუხობ მშვიდად და ერთი მოყუდებით ვცლი ჭიქას.ცოტა ვიჯღანები მწარეა. _ დიდხანს აპირებ აქ დარჩენას? _ “აქ”? _ ბრჭყალებს ვაჩვენებ თითებით_ რას გულისხმობ? _ ლონდონს… _ ჰოო… არ ვიცი,ალბათ სანამ კონტრაქტში მითითებული ვადა არ ამოიწურება. ჭიქაზე თითით ვანიშნებ დამისხითქო. _ კიდევ დალევ? თავს ვუქნევ. _ არევა არ შეიძლება…_ ისე სხვათაშორის ამბობს თითქოს. _ ჰოო…_ ვეთანხმები გაუაზრებლად. ვდგები და მაგიდასთან ვბრუნდები სადაც ჯესი ვიღაც ბიჭთან ერთად ზის და კოცნის. _ მე მივდივარ ჯეს…_ ისე სხვათაშორის ვეუბნები და არც ესმის… ვტოვებ ბარს… საწოლზე ვწვები და მწვავე ცრემლები თავისით მოედინება ნაკადულად… ჩემში გაორებაა… ერთი ნაწილი თავს კარგავს და რეალობას გაურბის… მეორე იტანჯება… რაც უფრო ვცდები გზას,მით უფრო მიჭირს მობრუნება… ვსვავ იმდენს რომ გართობა შევძლო,მაგრამ სახლში დაბრუნებულს წარსული არ მტოვებს… აბებს,რომელსაც ჯესი მაძლევს უკეთესი შედეგი აქვს,მაგრამ აქაც ვგრძნობ თავს ვკარგავ და ჯერ ისევ იბრძვის ჩემში მეორე ნაწილი… “ თავს ნუ კარგავ ნუკი”... მაგრამ მე უკვე დავკარგე თავიც და აზრიც ცხოვრების. გოგოები რეკავენ ჩათში. _ ნუკს,როგორ ხარ? _ კარგად,თქვენ? _ კარგად.მოგვენატრე… ერთად არიან თვითონ. _ მეც… _ რა ხდება მანდ?_ მეკითხება ნია _ არაფერი… ძველებურად. _ აქ დიდი ამბებია…_ იწყებს თაკო. _ ჰოო? _ რა გჭირს?_ მეკითხება ნია. მეღიმება… “მე რომ ამას მკითხავს ადამიანი”… თაკო არ გვაქცევს ყურადღებას და აგრძელებს. _ მომისმინე,ბავშვი ბექასი არაა… სახე მეცვლება…მაგრამ არ ვტყდები. _ თაკო,მორჩი… _ რა მოვრჩე,იცი რა ამბებია?!. _ არ მაინტერესებს… _ არა მომისმინე… ვაჭერ წითელ ღილაკს და ვთიშავ. თუმცა გონებაში მაინც რჩება სიტყვები “ ბავშვი ბექასი არაა”... ისევ ბარში ვზივარ.საბას წინ ცოტა ნასვამი… თვალები ცრემლებით მაქვს სავსე… _ რატომ სვამ? _ იმიტომ… იღიმის… _ ბოდიში… უბრალოდ მეგონა საუბარი გინდოდა… _ რას შეცვლის? _ სიტყვები ბევრ რამეს ცვლის რეალურად… _ ჰოო… _ ვჩუმდები._ ჩემთან საქციელმა შეცვალა… _ სიტყვებს მიეცი უფლება,შეეცვალა? _ არ ვიცი… არც მინდა… _ და რა გინდა?_ მეკითხება მშვიდად,მაგრამ მე ვღიზიანდები. _ ფსიქოთერაპევტივით ნუ მესაუბრები… ეცინება… _ მინდა დაგეხმარო… _ რატომ გგონია,რომ დახმარება მჭირდება?_ თვალებში ვუყურებ _ ვიცი ვინც ხარ,ხომ იცი?!._ არ მარიდებს მზერას._ ვიცი შენი წარსული…ყოველთვის პატივს გცემდი და არა მარტო მე,დაფიქრებული,პატიოსანი გოგო ხარ… კრიზისი გაქვს და არ მინდა ამის გამო აცდე გზას…_ თვალით იმ მაგიდაზე მიმანიშნებს სადაც ჯესი და მისი ბოიფრენდი ზიან… ცოტახანს კიდევ ვზივარ,მაგრამ არაფერს ვამბობ. მერე ვდგები და მივდივარ. არც ჯესის და არც საბას არ ვემშვიდობები. *** დილით თავი მტკივა. წუხანდელი საღამო მიტივტივდება თავში. საბას სიტყვები მახსენდება… თითქოს სინდისს მიღვიძებს… ერთი კვირაა არ წავსულვარ ბარში… აღარც ჯესის და რიას ვხვდები სტუდიის იქეთ… ისევ სახლი,სააგენტო და მარტოობა… კარზე ზარია. ჯესი და რია არ მეშვებიან. კარს ვაღებ… ბექა… მგონია დეჟავუ მაქვს… წამოსვლის წინ,როცა ჩემთან იყო… _ ღმერთო… სხვანაირია,მოწესრიგებული,მშვიდი სახით…ისეთი,როგორიც ერთ დროს… ასე ვდგავართ ცოტახანს… _ შემომიშვებ? _ აქ რა გინდა? ვდგავარ კარში გაშეშებული. _ შემომიშვი და გეტყვი… მპასუხობს მშვიდი ხმით. ოდნავ ვიწევი,გზას ვუთმობ.უცნაურად იწყებს… _ ორივე დავზარალდით,იმით რაც მოხდა… _ შენ ძალიან…_ ირონიას ვურევ ხმაში. არაფერს ამბობს. _ რომ ვამბობ ორივე ესეიგი ასეა…თუ მეტნაკლებობას განვიხილავთ კი ეს შენ ხარ. არ ვიცი რა გამოასწორებს იმას რაც მოხდა… მაგრამ ის რაც გგონია რომ იყო… მე არ ვწოლილვარ ნიტასთან…არც ბავშვი არ არის ჩემი…ასე მეგონა მეც… არ მახსოვს არაფერი ბევრი…თუ რამე მახსოვს მხოლოდ შენი დაცემა…მხოლოდ შენმა დაცემამ მომიყვანა გონს და ისიც ბოლომდე არ… მაშინ ვერ ვხვდებოდი… გაბრუებული ვიყავი,მერე მომხდარი და მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა…ცოტახნის უკან გაირკვა რომ ნიტამ რაღაც ჩამიყარა სასმელში… შენს სანახავად მოვიდა იმ ღამეს სახლში… უბრალოდ ყავა შევთავაზე,მეც დავლიე…გელოდებოდით…ვუთხარი დავურეკავთქო და არ დამარეკინა,მერე არ მახსოვს არაფერი…მხოლოდ ფრაგმენტები… _ რა დარწმუნებული ხარ აბა რომ არაფერი მომხდარა? _ ნიტამ თავად აღიარა ჩემთან.ბავშვს ლეიკემია აღმოაჩნდა,ძვლის ტვინის გადანერგვა გახდა საჭირო.ანალიზებმა აჩვენა რომ ჩემთან თავსებადობა პრაქტიკულად არ არსებობდა.ნიტა სასოწარკვეთილი იყო და ამის ფონზე აღიარა სიმართლე. როგორც ჩანს იმდენად ვერ გიტანს,უნდოდა რამით გაემწარებინე…ტიტული ვერ გაპატია,ის რომ მამამისი ქრთამის გადახდას აპირებდა…მერე ეს ამბავი გასკდა და მე და ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლი გავხდითო,როცა გაიგო რომ დავქორწინდით გადაწყვიტა ჩვენი ძველი ურთიერთობა შენს გასამწარებლად გამოეყენებინა. ჩუმდება. _ ახლა ძალიან ნანობს,როცა თავადაც დედა გახდა,ხვდება…იმასაც ხვდება რომ გვიანია სინანული… _ არ ვიცი რა ვთქვა… _ ჰო,მესმის…გაოგნებული ვიყავი მეც,მაგრამ ისეთ სიტუაციაში იყო,ვერაფერი ვუთხარი… _ ახლა არაფერს ცვლის ეს ყველაფერი… _ ვიცი,მაგრამ მინდა იცოდე სიმართლე,დამაცადე… მომისმინე… სავარძელში ვჯდები,თავით ვანიშნებ მასაც დაჯდეს.ჩემს წინ დივანზე ჯდება და განაგრძობს. _ გთხოვ რასაც ახლა გეტყვი არ გამიბრაზდე… მიყვარდა და მეგონა,რომ ის იყო ვინც მჭირდებოდა…ის კაბა მისთვის შევაკერინე…მინდოდა ცოლობა მეთხოვა. მეცინება სიმწრისგან…ხვდება ჩემს ღიმილს. _ ვიცი,ვიცი… გთხოვ მოგიყვები…მერე,როცა უნდა დაბრუნებულიყო,მუდმივად წელავდა ჩამოსვლის დროს,მერე მომწერა სხვას ვხვდები და გშორდებიო… კაბის შეკვეთა მიცემული მქონდა,გაუქმებით არ გავაუქმებდი…არც ის ტიპი ვარ ვიღაცას გავეკიდო ნუკი,თუ არ ვუნდივარ,მით უფრო მიზეზი მქონდა მის დასავიწყებლად…სხვა ჰყავდა. ის ბოლო დღე, როცა კაბის სანახავად მოვედი,უკვე დაშორებული ვიყავი… მაგრამ შენ გნახე და ძალიან მომეწონე იმ კაბაში…მერე მეფიქრებოდა შენზე,მაგრამ არ ვჩქარობდი…არ მინდოდა სიჩქარეში შეცდომა დამეშვა…მერე კიდევ შევხვდით… _ ახლა რატომ მიყვები?რამდენჯერ გკითხე იმ კაბაზე… ყოველთვის ვეჭვობდი… ზომების სიზუსტეს ისე ითხოვდი კერვის პროცესში… _ ჰო…მაპატიე…მაშინ,ისე ახლოს არ ვიყავით და მეგონა ვერ მაპატიებდი თუ გაიგებდი… _ ახლა რა გგონია გაპატიებ? _ მეცინება. _ ახლა დასაკარგი აღარაფერი მაქვს… _ რატომ ჩამოხვედი?_ თემას ვცვლი. _ საბამ… ვცდილობ გავიხსენო ვინ არის საბა ჩვენი საერთო ნაცნობებიდან. _ ბარმენმა… _ აზუსტებს.სახე მეცვლება. _ ლაშას მოწერა… საერთო მეგობარი ლაშა გყოლიათ… _ რა? _ ხმა მიწყდება. _ რომ დახმარება გჭირდებოდა… _ არ მჭირდება… _ ჯიუტად ვამბობ,მაგრამ ხმა მღალატობს. _ შეიძლება ავცდით…ჩვენი გზები გაიყო,მაგრამ ვერ მოგცემ უფლებას საკუთარ თავს ავნო… ის რაც დაგიშავე საკმარისია… პაუზას აკეთებს. _ არ გთხოვ პატიებას,უფრო ვერ…ჩემს ბრალეულობას ვხედავ მომხდარში,შენს ამ მდგომარეობაში ყოფნა ჩემი ბრალია გარკვეულ წილად…ამიტომ ვერ დავუშვებ მიგატოვო ამ დროს,უნდა მომიშვა,რომ შევძლო შენი დახმარება. _ არ მჭირდება. _ ნუ ჯიუტობ… _ არ ვიცი რა თქვა საბამ…_ ვსუნთქავ ღრმად,ვცდილობ დავმშვიდდე. _ მაგრამ გადავლახე ეგ პერიოდი…ვცდილობ… შენი დახმარება არ მჭირდება. _ ნამდვილად? _ კი. ორივე ჩუმად ვართ.თითქოს ყველაფერი გაირკვა. აღარ არის უთქმელი სიტყვები ჩვენს შორის,მაგრამ უხილავი ბარიერია,რომლის გარღვევასაც ვერცერთი ვერ ვბედავთ. _ ნუკი,ერთი კვირით ვარ აქ… პატარა ბარათს დებს მაგიდაზე. _ ამ სასტუმროში ვარ.ნომერზეც შეგიძლია მომწერო თუ რამე დაგჭირდეს… კარისკენ მიდის...მერე ტრიალდება.მე ისევ ჩემს ადგილზე უძრავად ვდგავარ. _ კარგად. მიდის და კარს უხმაუროდ კეტავს. ვწვები და ვფიქრობ… განა მიღირდა ესეთი ახდენილი ოცნება? ოცნება ახდა,მაგრამ დავკარგე ორი ძვირფასი ადამიანი. ჩემი პატარა და ბექა… ზოგჯერ როცა ხდება ჩვენი სურვილი,ნატვა თუ ოცნება,მაშინ ვხვდებით,რომ ეს ჩვენი ჩანაფიქრი სულაც არ იყო სწორი. რატომ არასდროს არ დავუსვი საკუთარ თავს კითხვა ნამდვილად მინდოდა თუ არა ის ყველაფერი რაზეც ვოცნებობდი? ასე ბრმად რატომ მივდევდი ჩემს ოცნებებს,ჩემს სურვილებს?!. *** ამ უზარმაზარ ქალაქში,ამდენ უცხო ადამიანში, ჩემთვის ერთადერთი ახლობელი აქ არის თუმცა არ ვეხმიანები. მხოლოდ ერთხელ ვიღებ ხელში მის დატოვებულ ბარათს და იქვე თაროზე ვდებ. სავარაუდოდ ბოლო დღეა,ჩემი გამოთვლით ან დღეს წავა ღამით,ან გასულ ღამეს წავიდა. მაინც ვფიქრობ… მაინც ვითვლი დღეებს… მაინც ვაცეცებ თვალებს ქუჩაში,იქნებ სადმე დავინახო… მაინც მინდა მასთან,მაგრამ არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო… საღამოს მირეკავს… _ გისმენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


