შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 20


გუშინ, 23:06
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 49

დილა უჩვეულოდ ადრე დაიწყო.

მილენა სარკის წინ იდგა, თმებს მკაცრად იკრავდა და საკუთარ ანარეკლს ახლაც ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა. თვალები გაცივებოდა - აღარ იყო ის რბილი, ემოციური გამოხედვა. რაღაც შეიცვალა. უფრო ზუსტად - გატყდა.

ქვემოთ რომ ჩავიდა, უკვე მზად იყო.

სახლი ჩუმი იყო, მოსამსახურეები ჩვეულებრივზე უფრო ფრთხილად მოძრაობდნენ. თითქოს ყველამ სეზონის ცვლილებასავით იგრძნო, რომ მილენაც აღარ იყო ის, ვინც ადრე.

მისაღებში იდგა და განვლილ საღამოზე ფიქრობდა.. სამზარეულოდან შუა ხნის მოსამსახურე ქალი გამოვიდა, ლანგარი ფრთხილად ეჭირა.

-ქალბატონო მილენა, საუზმე მოგიმზადეთ… -რბილად თქვა და მაგიდაზე რამდენიმე თეფში დააწყო.

მილენამ თვალი მოავლო მაგიდას.

რამდენიმე წამი დუმილი.

შემდეგ ნელა შეხედა.

-ეს რა არის?

ქალი დაიბნა.

-თქვენი საუზმე… უბრალოდ დღეს-

-ეს ჩემი დიეტა არ არის, -ცივად შეაწყვეტინა მილენამ.

ხმა არ აუწევია.

მაგრამ ტონი… გაცილებით კრიტიკული იყო.

ქალი დაიბნა.

-ბოდიში, მე ვიფიქრე-

-შენ ფიქრობ? -ოდნავ წინ გადაიხარა მილენა, -ვინ გთხოვა ფიქრი?

სიჩუმე.

ოთახში ჰაერი დაიძაბა.

-შენი საქმეა, რასაც გეუბნებიან, ის გააკეთო, -დაამატა მშვიდად, მაგრამ მკაცრად, -და არა ის, რაც შენ გგონია.

ქალმა მაშინვე თავი დახარა.

-ბოდიში…

მილენამ ერთ-ერთ თეფშს ხელი მოკიდა და ოდნავ გვერდზე გაწია.

-წაიღე.

ქალმა სწრაფად წაიღო თეფში და იქაურობას გაეცალა.

მილენა მარტო დარჩა.

რამდენიმე წამი იდგა.

შემდეგ ნელა ამოისუნთქა.

თითები შუბლზე მიიდო.

-ჯანდაბა… -ჩაილაპარაკა ჩუმად.

ასეთი არ იყო.

მაგრამ მაინც ასე მოიქცა.

სახლიდან გავიდა.

მანქანაში ჩაჯდა და მთელი გზა ფანჯარაში იყურებოდა.

გონებაში ერთი აზრი უტრიალებდა - არავის უნდა ენდო.

ოფისში მივიდა თუ არა თანამშრომლები წამში გაჩუმდნენ.

ყველა აკვირდებოდა და რიდით ადევნებდნენ თვალს მის ქმედებებს.

ამან კმაყოფილების შეგრძნება გაუჩინა.

პირდაპირ კაბინეტში შევიდა.

საქმეებს გადახედა, დოკუმენტები, ანგარიშები… ყველაფერს თვითონ ამოწმებდა. ადრე ამას სხვებს ანდობდა.

ახლა - არავის.

მაშინაც კი, როცა დათო შემოვიდა.

-დილა მშვიდობისა, -თქვა ჩვეულებრივად.

მილენამ თავი ოდნავ ასწია.

მისკენ ისე მიიხედა, თითქოს პირველად ხედავდა. მერე თავი მსუბუქად დაუკრა თითქოს მისი არსებობა საგრძნობი ან აღსანიშნი არ იყო.

დათომ ეს შენიშნა.

-მილენა, რამე ხდება? -ჰკითხა ფრთხილად.

მილენამ თვალები დააწვრილა.

-რატომ უნდა ხდებოდეს რამე?

-უბრალოდ… -დათომ მხრები აიჩეჩა, -ცოტა შეიცვალე გუშინდელის მერე.

მილენამ ცინიკურად ჩაიღიმა.

-შენც, -თქვა მშვიდად.

პაუზა.

დათომ ეს იგრძნო.

-რას გულისხმობ? თუ რამე გაქვს სათქმელი თქვი.. მილენა, მე შენთვის კარგი მინდა..

მილენამ კალამი დადო მაგიდაზე.

-არაფერს ვგულისხმობ, -თქვა მსუბუქად, -უბრალოდ… ადამიანებს ზოგჯერ უკეთ ვაკვირდები. დათო, მოკლედ გეტყვი და იმედია მომისმენ..

დათოს სახე წამით დაეძაბა.

-გისმენ, მილენა. რა პრობლემაა?-უჩვეულო მოლოდინით და საქმიანი მზერით მიაჩერდა.

მილენამ მხრები აიჩეჩა.

-იოანეს ჩემი ნებართვის გარეშე აღარ შეხვდები, არ მაინტერესებს მიზეზი და საჭიროება.. -ტყავის სავარძლიდან ფეხზე ნელა წამოიმართა და მის პირდაპირ კალამი აღმართა, -მხოლოდ ჩემი თანხლებით განიხილება ყველა საქმე, სადაც ჩემი სახელი და გვარი იწერება, ან ცხონებული მამაჩემის.. -კალამი ახლა ცხვირ წინ დაუქნია, -გასაგებია?

მოკლე პაუზა.

-მილენა... ეს ყველაფერი ასე მარტივი არ არის..

მილენამ თვალები ოდნავ მოჭუტა.

-რა თქვი? -თითქოს გაოცდა პასუხით და ირონიით ჩაეცინა.
-მე ვალდებული ვარ პარტნიორებთან შეთანხმებების საკითხებზე ვიზრუნო და მოვაგვარო სანამ ეს შენამდე მოვა, ხომ გესმის, -უხერხულად აიჩეჩა მხრები კაცმა. -მილენა, შენ მხოლოდ ცხრამეტი წლის ხარ.. გამოუცდელი ხარ. ეს კი შენთვის მეტისმეტი პასუხისმგებლობაა... როგორ არ გესმის...
-დათო, მე გითხარი. -გოგო დაჯდა და სამუშაოს მიუბრუნდა, თითქოს საკითხი საბოლოოდ ამოწურული იყო და აღარაფერი ჰქონდა სათქმელი.

მაგრამ ოთახში დაძაბულობა დარჩა.

დათომ რამდემიმე წამს დაბნეულმა და გაკვირვებულმა უყურა და მერე ჩუმად გავიდა.



რამდენიმე საათის შემდეგ, მილენას ტელეფონი ზუსტად მაშინ აენთო, როცა მარტო იყო.

უცნობი ნომერი.

მილენამ მაშინვე აიღო.

-მილენა აფხაზიშვილი გისმენთ.

-ვიკა ვარ, -გაისმა მშვიდი, კონტროლირებური ხმა, -გუშინ ვისაუბრეთ.

მილენას მზერა შერბილდა და მომლოდინედ ჩაებღაუჭა ტელეფონს.

-გისმენ, ვიკა..

-გადავხედე შენს საქმეს საჭირო დონეზე, -თქვა ქალმა, -და ვფიქრობ, შეხვედრა არ უნდა გადაიდოს.

-დღეს ხომ?

-კი. -მოკლე პაუზა. -მაგრამ ადგილი მე უნდა ავირჩიო.

მილენამ თავი დაუქნია, თითქოს ხედავდა.

-მომწერე.

-კიდევ ერთი რამ, -დაამატა ვიკამ, -ეს საქმე… უფრო რთულია, ვიდრე ჩანს.

მილენას ტუჩები დაძაბულობისგან შეეკუმშა.

-ვიცი.

-მაშინ ერთ საათში გელოდები.

ზარი დასრულდა.

მილენამ ტელეფონი ნელა დადო.

არ იცოდა… მაგრამ უკვე გრძნობდა - ეს უბრალო გამოძიება აღარ იყო.

***

კარს მიღმა, დათო გაშეშებული იდგა.

მილენას ყველა სიტყვა გულდასმით მოისმინა.

მისი სახე ნელა შეიცვალა.

მილენამ ჩანთა აიღო და კარისკენ წავიდა.

კარი გააღო.

დათო იქ აღარ იყო.

დერეფანი ცარიელი ჩანდა.

მილენა ერთი წამით შეჩერდა და შეუმჩნევლად მიმოიხედა ირგვლივ.

-ჰმ… -ჩუმად ჩაილაპარაკა.

მერე მხრები აიჩეჩა და წავიდა.

***

რამდენიმე წუთში მილენა მანქანაში ჩაჯდა.

მძღოლს მისამართი უთხრა.

მანქანა დაიძრა.

მაგრამ მან არ იცოდა - მეორე მანქანაც დაიძრა მის უკან.

დათო უკანა სავარძელში იჯდა.

ფანჯრიდან იყურებოდა.

მის თვალებში აღარ იყო სიმშვიდე.

მხოლოდ ერთი რამ - ეჭვი.

და უკვე… მოქმედება.

რამდენიმე ათეულ წუთში მილენამ მანქანა ძველ, თითქმის მიტოვებულ ეკლესიასთან გააჩერებინა.

ადგილი უცხო იყო - ჩუმი, სიცივით გაჟღენთილი, გარშემო ღია სივრცეებით. ქვები, ჩრდილი და ძველი კედლები - თითქოს დრო აქ გაჩერებულიყო.

რამდენიმე წამი იდგა და გარემოს ათვალიერებდა.

-საინტერესო არჩევანია… -ჩაილაპარაკა ჩუმად.

ნაბიჯი გადადგა.

იქვე, ეკლესიის გვერდით, კუთხეში მდგომი ქალის მოხდენილი სილუეტი შენიშნა.

მილენამ თვალები ოდნავ დააწვრილა.

ვიქტორია.

მას ნელა მიუახლოვდა.

-ვიკა, შენ ხარ?

ქალმა თავი ასწია.

-ჰო, -მოკლედ უპასუხა, -გელოდებოდი..

მილენამ ოდნავ თავი დაუქნია.

-კარგი ადგილია შეხვედრისთვის… -თქვა ჩუმად, -არავინ შეგვნიშნავს და რომც შეგვნიშნონ საეჭვო მგონი არაფერია..

ვიქტორიამ მსუბუქად გაიღიმა.

-კი, აქ ყველაფერი უფრო მკაფიოდ ჩანს, -მშვიდად უპასუხა, -ადამიანები და მათი განზრახვები.

ისინი ეკლესიის კუთხესთან, პატარა ქვის სკამზე ჩამოსხდნენ.

სიჩუმე რამდენიმე წამს გაგრძელდა.

მერე მილენამ პირდაპირ იკითხა:

-რამე გაარკვიე?

ვიქტორიამ ჩანთა გვერდზე დადო და მილენას შეხედა.

-იმაზე, რაც შენგან დამალეს, -მშვიდად თქვა, -და იმაზე, რაც ჯერ არავინ იცის.

მილენას მზერა კიდევ უფრო დასერიოზულდა.

ვიქტორიამ გააგრძელა:

-ერთი რამ აშკარაა, მილენა.. შენი მამა, სოლომონ აფხაზიშვილი, შემთხვევით არ გარდაცვლილა.

პაუზა.

-და არც ისე მარტივად, როგორც ოფიციალურადაა აღწერილი.

მილენა არ განძრეულა, მაგრამ თვალებში დაძაბულობა დაეტყო და გულმა ბაგაბუგი უყო.

ახალგაზრდა ქალმა ფრთხილად განაგრძო საუბარი:

-არსებობს გარკვეული დოკუმენტები, ზარები… და ერთი კონკრეტული ფაქტი.

პაუზა.

-მისი შვეიცარიაში გამგზავრება.

მილენამ წარბი ასწია.

-რა მოხდა?

-ის იქ განზრახ დაიბარეს, -თქვა ვიქტორიამ, -ოფიციალური ვერსია - საქმიანი შეხვედრაა. მაგრამ რეალურად… ეს უფრო მუქარას ჰგავდა.

მილენა ოდნავ წინ გადაიხარა.

-ვისგან?

ვიქტორიამ მილენას პირდაპირ შეხედა.

-ჯერ ბოლომდე ვერ დავადასტურე, -ჩუმად თქვა, -აშკარაა კვალს რევენ, რომ ბევრი დეტალი იყოს გასაშიფრი.. -მაგრამ ამ ამბავში შენთვის ცნობილი ორი მთავარი ფიგურაც ჩანს.

პაუზა.

-ერთი - იოანე ჯაიანი.

მილენას თვალები ოდნავ შეიჭმუხნა.

-და მეორე… -დაამატა ვიქტორიამ, -დავით ასათიანი.

სიჩუმე.

ქარის ხმამ გაიარა.

მილენა არ რეაგირებდა ზედმეტად - მაგრამ მისი სუნთქვა შეიცვალა.

ვიქტორიამ ყურადღებით გააგრძელა მსჯელობა:

-იმ პერიოდში სოლომონი რაღაცას იკვლევდა. რაღაცას, რაც არ უნდა გაეგო. მას სავარაუდოდ შეთქმულება მოუწყვეს..

-და ამის შემდეგ… -დაამატა, -ის უბრალოდ აღარ დაბრუნდა ისე, როგორც წავიდა.

მილენამ ნელა ჩაისუნთქა.

-ანუ დარწმუნებული ხარ, რომ ეს დაგეგმილი იყო?

ვიქტორიამ თავი ოდნავ დაუქნია.

-ყველაფერი რაც გავარკვიე ამისკენ მიუთითებს.

პაუზა.

-და კიდევ ერთი რამ… -დაამატა ჩუმად, -სოლომონს ჰქონდა რაღაც.

მილენამ თვალები ასწია.

-რა?

-ინფორმაცია, -თქვა ვიქტორიამ, -და არა უბრალოდ ინფორმაცია, ალბათ ფაქტები..

პაუზა.

-ძალიან საშიში.

მილენამ ტუჩები შეკუმშა.

-და სად შეიძლება ისინი ვნახოთ?

ვიქტორიამ თავი ნელა გააქნია.

-სწორედ ამას ვეძებთ.

მილენა რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.

მისი თვალები თითქოს შორიდან უყურებდნენ, მაგრამ გონება სწრაფად მუშაობდა.

-ანუ… -ნელა თქვა, -მამაჩემი მართლაც არ მომკვდარა შემთხვევით, მოკლეს.. -მღელვარებისგან ყურებში გუგუნი დაეწყო და სიტყვები ექოდ ჩაესმა.

-დიახ, მაგრამ შესაძლოა ეს არც ყოფილიყო პირადი განზრახვისთვის, -მშვიდად უპასუხა ვიქტორიამ, -ეს იყო ნაწილი რაღაც უფრო დიდი სქემის ან ხელსაყრელი ვითარება რაიმესთვის ან ვინმესთვის.

მილენამ ოდნავ თავი დაუქნია.

-და ახლა… იქნებ მე ვარ შემდეგი?

ვიქტორია რამდენიმე წამით გაჩერდა.

შემდეგ:

-შეიძლება. სამწუხაროდ ასეთ კრიმინალურ მაფიის ტიპის დაჯგუფებებთან ყველაფერი შესაძლოა.. სიფრთხილე გმართებს, მილენა. ეს იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე გგონია.

სიჩუმე.

ეკლესიის გარშემო სივრცე უცვლელად ჩუმი იყო.

მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ… ჰაერი თითქოს გაცივდა და გოგოს გონებაში ხმები გამძაფრდა.

***

შენობის უკან, ძველ კედელთან ჩრდილში დავითი შორიდან ზვერავდა სიტუაციას.

თითქმის შეუმჩნევლად სუნთქავდა.

თვალები მილენას და ვიქტორიას მიმართულებით ჰქონდა მიმართული, თუმცა დისტანციიდან საერთიდ ვერაფერს იგებდა.

რა ჩაიფიქრე… -ჩუმად ჩაილაპარაკა, -ეს ვინ არის…

გოგონები ვერ ხედავდნენ მას.

მაგრამ ის - ყველაფერს ხედავდა.

და პირველად მიხვდა, რომ საქმე უკვე კონტროლიდან გადიოდა.

მილენა და ვიქტორია ეკლესიის კუთხეში ჯერ კიდევ მშვიდად იჯდნენ, მაგრამ საუბარი ნელ-ნელა უფრო ღრმა და სერიოზული ხდებოდა.

ვიქტორიამ ფრთხილად გადახედა მილენას.

-მოკლედ.. რაც ახლა გავიგე… საკმარისია იმისთვის, რომ გითხრა, ფრთხილად უნდა იმოქმედო, - მშვიდად თქვა, -და არა ემოციებით. ხომ გაიგე?

მილენამ ოდნავ თავი დაუქნია.

-მე ყოველთვის ვაკონტროლებ თავს.

ვიქტორიამ მზერა არ მოაცილა.

-არა, -ჩუმად შეაწყვეტინა, -ახლა თან უნდა ითამაშო. თვითკონტროლზე მეტიც დაგჭირდება..

მილენა ოდნავ დაიძაბა.

-რას გულისხმობ?

ვიქტორია ნელა გადაიხარა წინ.

-ისე უნდა მოიქცე, თითქოს არაფერი იცი. თითქოს არანაირი ეჭვი გაქვს რეალურად.

პაუზა.

-უნდა მოადუნო ისინი. დაარწმუნე რომ უვნებელი კრავი ხარ..

მილენამ ჩუმად ამოისუნთქა.

-და როგორ?

ვიქტორიამ მკაფიოდ შეხედა.

-ახლოს გყავდეს ყველა, ნდობით განაწყვე, ეჭვი არ გაუჩინო.. განსაკუთრებით იოანე, ის შენ მიმართ მართლა გულგრილი თუ არაა, ეს შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო..

მილენამ თვალები ოდნავ მოჭუტა.

-გგონია… შემიძლია ვითამაშო, რომ მას ვენდობი?

-არა, -მშვიდად უპასუხა ვიქტორიამ, -უნდა დააჯერო, რომ არა მხოლოდ ენდობი… არამედ გიყვარს.

სიჩუმე.

მილენას სახეზე მცირე ყოყმანი და დაძაბულობა გაჩნდა.

ვიქტორიამ განაგრძო:

-თუ მათ ეჭვი გაუჩნდებათ… ყველაფერი დასრულდება. რაღაცით ხელი მასზე მაღლა უნდა გეჭიროს მსგავს ვითარებაში.. საქმე სიცოცხლის ხელყოფას ეხება, მილენა.. ეს ძალიან სახიფათოა..

პაუზა.

-მათთან იმაზე ახლოს უნდა იყო, ვიდრე ისინი იქნებიან შენთან. ხომ გესმის?

მილენამ ნელა ჩაისუნთქა.

-ეს თამაში… საშიშია.

ვიქტორიამ ოდნავ თავი დაუქნია.

-სწორედ ამიტომ ხარ შენ ერთადერთი, ვინც ამას შეძლებს. მე მარტოს ასეთ შემთხვევაში არაფერი შემიძლია.. ეს შენი ცხოვრებაა და შენ შენივე გადარჩენისთვის პირველ რიგში უნდა იბრძოდე. -ქალმა შავი სფეროები დამარწმუნებლად გაუსწორა მილენას მზერას.

პაუზა.

მილენამ რამდენიმე წამით იფიქრა.

მერე ნელა დაიწყო ლაპარაკი - მშვიდად, დეტალურად.

ბავშვობა… ოჯახი… მამა…
სოლომონის მკაცრი, მაგრამ მიზანმიმართული ხასიათი.

მერე იოანე.

-თავიდან… -თქვა მილენამ ჩუმად, -ისე მექცეოდა, თითქოს მე უბრალოდ ვიღაც ვიყავი, ვისაც გაკონტროლება სჭირდებოდა..

პაუზა.

-მერე… რაღაც შეიცვალა.

ვიქტორია ყურადღებით უსმენდა.

მილენამ განაგრძო:

-მამამ არაფერი მითხრა.

მისი ხმა ოდნავ დაბალი გახდა.

-სანამ წავიდოდა… რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამიმალა. რომ სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

პაუზა.

-და ახლა… ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

ვიქტორიამ თავი ოდნავ დაუქნია.

-ჰო ეს ვიცი.. დათო?

მილენამ თვალები ასწია.

-ის და იოანე… -თქვა ნელა, -ხშირად საუბრობენ.

-და შენ ეს პირველად გუშინ შეამჩნიე?

მილენამ თავი გააქნია.

-არა… -ჩუმად თქვა, -მაგრამ ახლა უკვე ვაკვირდები.

ვიქტორიამ ოდნავ გაიღიმა.

მერე ჩანთიდან რაღაც პატარა ნივთი ამოიღო.

-ეს კამერაა, -მშვიდად თქვა, -ძალიან მცირე ზომის.

მილენამ გაკვირვებით შეხედა.

-უნდა დაამონტაჟო იოანეს სახლში.

პაუზა.

-სადაც და როცა ყველაზე ნაკლებად ელიან.

მილენამ ნელა აიღო მოწყობილობა.

მცირე სფერო ხელში იკარგებოდა.

ჩუმად ატრიალებდა და აკვირდებოდა.

-და შემდეგ?

ვიქტორიამ მზერა გაამკაცრა.

-შემდეგ უკვე ჩვენ ვიხილავთ იმას, რასაც მალავენ.

პაუზა.

მილენამ ოდნავ თავი დაუქნია.

-გავაკეთებ.

-და გახსოვდეს, -დაამატა ვიქტორიამ, -რაც უფრო ახლოს ხარ მათთან, მით უფრო საშიშია თამაში.

მილენამ ოდნავ ჩაიღიმა.

-ჩემთან თამაშიც საშიშია.

ორივემ ერთმანეთს კმაყოფილმა შეხედა.

-კონტაქტზე ვიყოთ, -თქვა ვიქტორიამ.

-აუცილებლად, -უპასუხა მილენამ.

მოკლე ხელის ჩამორთმევა.

შემდეგ ორივე თავის მანქანაში ჩაჯდა.

და ნელა გაუჩინარდნენ სხვადასხვა მიმართულებით.

***

მაგრამ მილენას მანქანა ჯერ კიდევ არ იყო შორს გასული, როცა დათომ საკუთარი მანქანა დაძრა.

ის ჩუმად მიჰყვებოდა.

დისტანციას ინარჩუნებდა.

თვალები ვიქტორიას მანქანაზე ჰქონდა მიბჯენილი.

-ეს ქალი… -ჩაილაპარაკა, -ძალიან მშვიდად მოძრაობს.

ვიქტორია თითქოს გრძნობდა.

ინსტინქტურად.

სარკეს გახედა.

ვიღაც მიჰყვებოდა.

მისი მზერა ოდნავ გამკაცრდა.

-კარგი… -ჩუმად ჩაილაპარაკა, -ეს უკვე საინტერესო ხდება.

მანქანის სიჩქარე ოდნავ შეამცირა.

შემდეგ უცებ, მკვეთრად გადაუხვია.

დათოც უკან მიჰყვა.

რამდენიმე წუთში - ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერდნენ.

ვიქტორიამ მანქანა გააჩერა.

ნელა გადავიდა.

სწრაფი ნაბიჯით შევიდა პატარა მაღაზიაში.

-წყალი… -ჩუმად თქვა, თაროებს შორის.

ფრთხილად იყურებოდა გარეთ.

გრძნობდა - დათო იქ იყო.

წყლის ბოთლი აიღო.

გადაიხადა.

გამოვიდა.

ჰაერში იგრძნობოდა მისი მზერა.

მანქანისკენ წავიდა.

და სწორედ მაშინ, თითქოს შემთხვევით - ფეხი დაუცდა.

ვიქტორია ოდნავ წინ გადაიხარა.

-ოჰ—!

დაიძახა დაბალი ხმით და შეწუხებული გამომეტყველებით.

დათო წამში იქ გაჩნდა.

ინსტინქტურად ხელი შეაშველა.

-კარგად ხართ?

ვიქტორიამ თავი ასწია.

-კი… -თქვა ოდნავ სუნთქვაგაჩერებულმა, -მაპატიეთ… ამ ქუსლებმა დამღალეს.

ხმა უჩვეულოდ მსუბუქი და დაწვრილებული ჰქონდა - თითქმის კეკლუცური.

დათომ ყურადღებით შეხედა.

-ფრთხილად უნდა იყოთ.

ვიქტორიამ ოდნავ უკმაყოფილოდ დახედა ფეხსაცმელს.

-ალბათ ჯობს საერთოდ აღარ ჩავიცვა მსგავსი რამ…

დათოს ოდნავ ჩაეცინა.

-თქვენ საით?

ვიქტორიამ თავი ასწია.

-მეგობარს შევხვდი… ახლა კი ცოტა განტვირთვა მჭირდება.

მხრები აიჩეჩა.

-ისეთი მოსაწყენი ტიპია… რომ ალბათ მხოლოდ ეკლესიაში თუ შეგხვდება. -თვალები თითქის დამცინავად აატრიალა.

დათომ კიდევ უფრო მკვეთრად ჩაიცინა.

-ისე.. მეც არ ვიტყოდი უარს ცოტა გართობაზე.

პაუზა.

-მითუმეტეს თქვენთან ერთად.

ვიქტორიამ ოდნავ ინტერესით შეხედა.

-ჰო, მაგრამ.. თქვენ ვინ ხართ? როგორ მოგმართოთ..

-დავითი, -მშვიდად უპასუხა.

-ვიკა, -თქვა მყისვე და ხელი გაუწოდა.

დათომ ხელი მსუბუქად ჩამოართვა.

მათი მზერა რამდენიმე წამით დაკვირვებით შეხვდა ერთმანეთს.

-აბა საით?

ვიქტორიამ ოდნავ გაიღიმა.

-წავალ და გამომყევი.

თვალი ოდნავ ჩაუკრა.

მერე მანქანაში დემონსტრაციულად და თითქოს გამომწვევად ჩაჯდა.

დათო წამით გაჩერდა და თვალი შეავლო.

მერე ჩაჯდა და მანქანა დაძრა.

ვიკა -ჩაილაპარაკა..

და ახლა… თამაში დაიწყო.

***

ცოტა ხანში ბარში მუსიკა ჩვეულზე ხმამაღლა და მძაფრად ჟღერდა.

ვიკა დათოსთან ახლოს იდგა, თითქოს სრულიად გათიშული იყო სასმლისგან - იცინოდა, ცეკვავდა, თითებით მის პერანგს ეხებოდა, თვალებში უყურებდა ისე, რომ უკვე კარგად შეზარხოშებულ დათოს ყურადღება მთლიანად მასზე გადაჰქონდა.

-ძალიან სერიოზული კაცი ჩანხარ… -ჩუმად უთხრა ყურთან ახლოს, -მაგრამ აშკარად გჭირდება ხოლმე ასეთი საღამოები…

დათოს გაეცინა.

-შენ არ იცი, რა დღე მქონდა…

ვიკამ თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს გულწრფელად აინტერესებდა.

მუსიკა უფრო ხმამაღალი გახდა.

ისინი ახლოს ცეკვავდნენ.

ზუსტად იმ მომენტში, როცა დათო სრულად იყო ჩართული ამ „თამაშში“, ვიკამ ხელი ნელა ჩამოუსვა მის ჯიბეს…
და ერთი მოძრაობით - სრულიად შეუმჩნევლად - ტელეფონი ააცალა.

არ შეჩერებულა.

არც გამომეტყველება შეცვლია.

მხოლოდ უფრო ახლოს მიეკრო.

რამდენიმე წუთის შემდეგ ოდნავ უკან დაიხია.

-მე მგონი… ზედმეტად დავლიე, - თქვა სიცილით, -იცი.. სჯობს წავიდე.

დათომ ოდნავ უკმაყოფილოდ შეხედა.

-უკვე?

-ჰო… -თვალი ჩაუკრა, -მაგრამ არ ინერვიულო… კიდევ შევხვდებით. -თვალი ჩაუკრა.

და ისე წავიდა, თითქოს არაფერი მომხდარა.

***

დათო ცოტა ხანს ისევ ცეკვავდა ამჯერად ქერასთან.

მოგვიანებით ჯიბეში ხელი ჩაიყო.

გაჩერდა.

-ტელეფონი?..

მეორედ მოსინჯა.

არ იყო.

სახე დაეძაბა.

სასწრაფოდ მიმოიხედა.

-ჯანდაბა…

ბართან მივიდა, საპირფარეშოშიც შევიდა, იატაკსაც დახედა.

ვერსად იპოვა.

რამდენიმე წამი ნერვიულობდა…
მერე თავი გადააქნია.

-ალბათ სადმე დამივარდა… ზედმეტი დავლიე..

და ისევ ბარში დაბრუნდა.

უკვე სულ სხვა გოგოსთან დაიწყო საუბარი.

მუსიკა, ალკოჰოლი, მოსაწევი.. და რამდენიმე წუთში წინა დაძაბულობა თითქმის დაავიწყდა.



ამასობაში მილენა სახლში იყო.

საღამო ჩუმად გადიოდა.

ეზოში იდგა, ხელში სარწყავი ეჭირა და საკუთარ ყვავილებს ნელა და დიდი სიფრთხილით რწყავდა.

წყლის წვეთები ფოთლებზე ეცემოდა და ბრწყინავდა.

გარემო თითქოს მშვიდი იყო… ზედმეტად მშვიდი.

მილენას ტუჩებზე ცინიკური ღიმილი გაკრთა.

ის უკვე ელოდა.

ზუსტად იცოდა - მოვიდოდა.

რამდენიმე წუთში უკნიდან ჩრდილი დალანდა.

მაღალი სილუეტი.

მილენა არც კი შემობრუნებულა მაშინვე.

მხოლოდ სარწყავი ნელა დადო.

-მოხვედი… -თქვა მშვიდად.

შემდეგ ნელა შემობრუნდა.

მაგრამ მისი სახე - უკვე სხვა იყო.

რბილი.

მეამიტური.

თითქოს საერთოდ სხვა ადამიანი იდგა მის წინ.

-იოანე…

იოანემ რამდენიმე წამი უყურა.

მისი მზერა ყურადღებით აკვირდებოდა.

-როგორ ხარ? -ჰკითხა დაბალი ხმით, -შენთან საუბარი მინდოდა.

მილენამ ოდნავ გაიღიმა.

-ახლა? -თითქოს გაოცებულმა იკითხა, -ამ დროს?

იოანემ ნაბიჯი გადადგა წინ.

-ახლა.

პაუზა.

მილენამ თავი ოდნავ დახარა.

-კარგი… -თქვა მშვიდად, -შემოდი.

იოანე მიუახლოვდა.

მათ შორის დისტანცია თითქმის აღარ იყო.

მილენამ წამით თვალებში ჩახედა - ღრმად.

-იცი… -ჩუმად თქვა, -დღეს ძალიან დავიღალე.

პაუზა.

-და საერთოდ აღარ მინდა ჩხუბი. თავს მარტო ვგრძნობ..

იოანეს მზერა ოდნავ შეიცვალა.

-არც მე მინდა ჩხუბი..

მილენამ მსუბუქად გაიღიმა.

-მაშინ მოდი… უბრალოდ ვისაუბროთ.

შემობრუნდა და სახლში შევიდა.

იოანე უკან გაჰყვა.

მისი ნაბიჯები ნელი იყო… ფრთხილი.

მაგრამ მილენა უკვე თამაშობდა.

და ამჯერად - ბევრად უკეთ, ვიდრე ადრე.

***

მისაღებში მხოლოდ მსუბუქი სინათლე იდგა. გარედან შემოსული სუსტი განათება მილენას სახეს რბილად ეცემოდა, რაც კიდევ უფრო უწყობდა ხელს იმ რომანტიულ ილუზიას, რასაც ქმნიდა.

იოანე დივანზე ოდნავ წინ გადაიხარა.

-იცი… -დაიწყო თითქოს ჩვეულებრივად, -გუშინდელზე ვფიქრობდი. შენ სიტყვებზე..

იოანე გოგოს თვალებში ჩააშტერდა.

-არ მენდობი? -მკვეთრად ჰკითხა, -მე შენთვის ცუდს არასდროს გავაკეთებდი… რასაც ვაკეთებ, შენი დაცვისთვის და სარგებლისთვის.

მილენამ ჩუმად ამოისუნთქა, თითქოს ყოყმანობდა.

-ვიცი… -ბოლოს რბილად თქვა, -და ალბათ… მართალიც ხარ. მე ხომ ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ..

პაუზა.

შემდეგ ოდნავ მიუახლოვდა, მზერა დაურბილდა.

-უბრალოდ… დრო მჭირდებოდა, რომ ეს მიმეღო.

იოანეს სახე ოდნავ მოდუნდა.

მილენამ ხელი ფრთხილად შეეხო მის ხელს.

-მე არ ვარ შენ მიმართ ისეთი გულგრილი, როგორც გგონია… -ჩუმად თქვა, -შენს მიმართ მეც რაღაც მაქვს. უბრალოდ ჩემ თავს სულ ვეწინააღმდეგებოდი რადგან შენი არ მჯეროდა...

ეს უკვე საკმარისი იყო.

იოანეს მზერა მაშინვე შეიცვალა - ინტერესიდან სურვილში გადავიდა.

-აღიარებ? -ჩუმად ჰკითხა და გამოწვევით მიაჩერდა გოგოს მწვანე სფეროებში.

მილენამ ოდნავ გაიღიმა და თავი ისე გადააქნია.

-იოანე...-თვალი თითქოს ვნებით სავსემ გაუსწორა, -მეც მინდა… შენთან ვიყო.

იოანემ დრო აღარ დაკარგა - ხელი მოხვია და თავისკენ სწრაფად მიიზიდა.

მის ტუჩებს მიუახლოვდა თუ არა... მილენამ ნაზად შეაჩერა, მკრთალი ხელით მკერდზე მიაწვა და მისგან ოდნავ უკან გაიწია.

-იოანე… -ჩუმად უთხრა, -ეგრევე კოცნაზე გადადიხარ, მგონი არ არის მიზანშეწონილი..

იოანემ ოდნავ ჩაიცინა.

-რატომაც არა?

მილენამ მზერა აარიდა, თითქოს დაიბნა.

-თავს… ასე უხერხულად ვგრძნობ.

იოანეს სახე მაშინვე დაეძაბა.

-სხვასთან არ გრძნობდი თავს უხერხულად? -ბრაზმორეულმა თქვა და მკვეთრად წამოიმართა, მისგან ზურგით იდგა.

მილენამ ნელა ასწია თავი.

მის თვალებში აღარ იყო დაბნეულობა - მხოლოდ ჩუმი, დაღლილი ემოციური სიღრმე.

რამდენიმე წამი ასე უყურებდა… ისე, თითქოს სიტყვებს არჩევდა.

-რატომ იქცევი ასე?…-ჩუმად თქვა ბოლოს.

ხმაში სიმკაცრე არ ჰქონდა - უფრო თითქოს გულწრფელი წყენა.

იოანე გაჩერდა.

მილენა ნელა მიუახლოვდა.

ზურგთან აეკრო.

ძალიან ახლოს.

ისე, რომ მათ შორის ჰაერიც აღარ იყო.

-თუ ვრჩები… -ჩურჩულით თქვა, -თუ შენთან ვარ… ეს არაფერს ნიშნავს?

პაუზა.

მისი ნაზი თითები ფრთხილად შეეხო იოანეს მკლავს… ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ააცოცდა ზემოთ.

-შენთან ყველაფერი სხვანაირია… -დაამატა დაბალი ხმით, -და სწორედ ამიტომ მიჭირს გავთამამდე.

იოანეს სუნთქვა შეეცვალა.

მილენამ მზერა აარიდა, თითქოს მართლა უჭირდა ამის თქმა.

-არ მინდა, რომ ისევ შეცდომა დავუშვა… -ჩუმად თქვა, -არ მინდა, რომ რაღაც ლამაზი შეგრძნება უბრალოდ… სიჩქარემ გააფუჭოს.

სიჩუმე.

იოანე უკვე აღარ იყო ისეთი გაბრაზებული.

შემობრუნდა თუ არა მისი ხელი ნელა შეეხო მილენას წელზე.

მილენამ არ მოიშორა.

პირიქით - ოდნავ მიუახლოვდა.

თავი ოდნავ წინ გადახარა, სუნთქვა გაუხშირდა.

-მე მართლა ვცდილობ… -ჩურჩულით თქვა, -შენთან ვიყო.

ეს სიტყვები ძალიან ახლოს უთხრა.

იოანეს თვალებში ეჭვი თითქმის აღარ ჩანდა.

მილენამ ნელა ასწია მზერა რომ მისი შავი სფეროებისთვის გაესწორებინა.

-და შენ… -ჩუმად ჰკითხა, -მართლა შეგიძლია არ იჩქარო?

პაუზა.

იოანემ ხელი უფრო მტკიცედ მოხვია.

-შენ მაიძულებ, რომ არ ვიჩქარო… თორემ მე... -დაბალი ხმით თქვა.

მილენას ჟოლოსფერ ტუჩებზე ოდნავ გაუკრთა ღიმილი.

მისი თითები ნაზად მიეალერსა იოანეს კისერს.

ახლა უკვე თვითონ იწევდა უფრო ახლოს.

მაგრამ მაინც - ზღვარს არ სცდებოდა.

-მაშინ… -ჩურჩულით თქვა, -ნუ დაარღვევ ამ ზღვარს.

იოანემ თვალები არ მოაშორა.

მილენამ კი…
თავი ოდნავ მიაყრდნო მის მხარს.

თითქოს ნდობით.

თითქოს სიმშვიდით.

მაგრამ მისი თვალები, წამით რომ დახუჭა - ისევ ცივი დარჩა.

ის უბრალოდ… იდეალურად თამაშობდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent