შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლისფერი 🤍


გუშინ, 23:05
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 355

„თოვლისფერი“
მაინც, როგორ აუყევი, ჩემს გარეშე უშბის კიდეს,
მარტო როგორ გამომიშვი, როგორ არ გამომეკიდე...
/ეკა კვიციანი/


კოშკის თავში იდგა ნინია, უყურებდა თოვლიან უშბას რომელიც ცას უერთდებოდა და იხსენებდა უშბის კიდისკენ მიმავალ, მხრებჩამოყრილ ბეთქილს, მისი თვალები იმ დღეს წვიმის წინ მოქუფრულ ცას უფრო გავდა.. გააცია ნინიას, არა იმის გამო რომ ახალად გაზაფხულზე თოვლისფერი კაბით იდგა, ბეთქილის თვალების და ხმის გახსენებაზე გააცია. ახლაც ესმოდა მისი ხმა როგორ უთხრა, თუ წასვლა გინდა წადიო.
და მაინც ხუთი წლის შემდეგაც ნინიას ისევ მისი ნაყიდი კაბა ეცვა ისიც არ იცოდა რისი იმედით?! ისევ ისე შეხედავდა როგორც იქამდე სანამ ეტყოდა შენ დარჩი შენს მთაში მე ბარში მინდა, ქალაქში მივდივარო... როგორ ეგონა რომ არ გაუშვებდა, მკლავში ჩაავლებდა და ეტყოდა შენს დალალებს ქალაქის მზე გაახუნებსო.
იქამდე იდგა ნინია კოშკის სახურავზე და უყურებდა უშბას სანამ მოპირდაპირე კოშკში სანთელმა არ გაიელვა, სწრაფად ჩავიდა სახურავიდან და ისე დადგა კოშკში რომ სახურავზე ასულ მამაკაცს არ დაენახა... ისიც ნინიასავით იდგა და უყურებდა უშბას, მერე ნინიას კოშკს გამოხედა... თითქოს გატეხილი იყო, შავი თმა ისევ ისე ქონდა აჩეჩილი, წვერიც მოშვებული... ნეტავ როგორი იყო ახლა მისი ცისფერი ირისები ზაფხულის ცას გავდა თუ ზამთრის, ყველაფერს მიცემდა ნინია ახლა მასთან ერთად რომ მდგარიყო იმ სახურავზე ისევ მის ძლიერ მხარს მიხუტებოდა და მზის ამოსვლას ეყურებინა.... მერე არსაიდან მოესმა ბეთქილის ხმა, როგორ ეჩურჩულებოდა.
- შენ ყველაზე წმინდა ხარ ნინია რაც გამაჩნია, შენი შავი დალალები ჩემი საფიცარია, შენი შავი, დიდი თვალები ჩემი უფსკრულია, მხოლოდ მათში მინდა გადაჩეხვა. - შეჭრილ თმაზე ხელი მოისვა ნინიამ და გულის არეში მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო... განა რას აკლებდა ბეთქილი, რა ნახა იმ ქალაქში ტკივილის და ჭუჭყის მეტი.

ერთი კვირა უყურებდა ნინია შორიდან ბეთქილს, ვერც მეზობლებს კითხა რამე მასზე... ან რა უფლება ქონდა, თავად არ მიატოვა ის კაცი ვინც მის გამო ყველას დაუპირისპირდა, საღამო ხანს წყაროდან წყალს ძლივს მიათრევდა ნინია თავისი გამხდარი, გალეული ხელებით... გვერდით ძლიერი სხეული რომ ამოუდგა და ვედრო გამოართვა, არც შეუხედავს, სუნით იცნო.
- ნინია დაბრუნდი? - ბეთქილმა თავისი ცისფერი ირისები მიანათა , მაგრამ ის არ იყო ვინც დატოვა.
- ხო, ვერ გავუძელი თბილისში... იქ უჰაერობაა. - სევდიანი ღიმილი ურბენს სახეზე.
- მეგონა აქაურობა გბოჭავდა და გახრჩობდა. - ვედროს სახლის შესასვლელთან დგამს და ნინიას სულ არ უყურებს
- მე სწავლას მოვრჩი და დავბრუნდი, არ არის იქაურობა ჩემთვის... იქ სხვანაირი ხალხია, ცივი, ყველაფერი გაუფასურებულია მათთვის.
- მუშაობა? - ეკითხება და თვალს უსწორებს, არა და იცის მის შავ უფსკრულებს თუ გადაეყრება სისულელეს ჩაიდენს.
- ქალაქი ჩემი არ არის, სკოლა აქაც არის აქ ვიმუშავებ. - უყურებდა ნინიას ჩამქრალ თვალებს და ათასი კითხვა, ათასი აზრი უტრიალებდა თავში... ყველაზე მეტად კი მისი ჩახუტება უნდოდა, მისი კანის შეხება, მისი შავი თმის სურნელი... მაგრამ იყო კი ნინიას კანი და თმები ისევ ბეთქილის?!
- ანუ სულ დაბრუნდი? მერე ქალაქი? იქაური თავისუფლება? - ნინია ვერ ხვდება რისი მოსმენა უნდა მამაკაცს.
- თავისუფლება აქ არის, აი იქ უშბის მწვერვალზე. - გვერდის ავლა უნდოდა კაცისთვის მაგრამ ვერ შეძლო, გავლისას მისი თითები ბეთქილისას რომ შეეხო, ჟრუანტელმა დაუარა, ტკივილი დაეწრიხა მთელს სხეულში. - ბეთქილ, ცოლი მოიყვანე? - ისიც არ იცის ეს რატომ კითხა.
- არა, სხვას ვერ ვუერთგულებ. - უცებ მოშორდა ნინიას და ჭიშკარიც ხმაურით მოხურა, არ მიუხედავს ნინიას ვერ შეძლო არ უნდოდა მისი ტკივილის ნახვა, არა და თვითონაც ისე ტკიოდა მთელი სხეული უდუღდა... სახლში ძლივს შეიტანა სხეული და ტახტზე მჯდომ ბებიას გაუღიმა... ხვდებოდა ქალი რა დუღდა შვილიშვილის სხეულში, იმასაც ხვდებოდა მისი ბრალი იყო, მან გამოუტენა ტვინი ნინიას იმ აზრებით რომ ქალაქში კარგი იყო, იქ ისწავლიდა და წარმატებას მიაღწევდა... უყურებდა როგორ გაილია მისი ნინია იქ ქალაქში და როგორ ჩამობერდა ოცდახუთი წლის ბეთქილი ნინიას მოლოდინში, ცუდს ვერავინ იტყოდა ნინიაზე ყელს გამოჭრიდა ბეთქილი ყველას, არავის ათქმევინებდა მის ნინიაზე არაფერს ზედმეტს.

ორი კვირა არსად გამოჩენილა ბეთქილი, ნინიას ისედაც ჩამქრალი თვალები უფრო ჩაქრა მისი კოშკისკენ ყურებით, შუაღამისას სქელ ჯემპრში გახვეული ეზოში იჯდა და ისევ მისი კოშკის კარს უყურებდა.... შენიშნა ნინიამ როგორ მოდიოდა მძიმე და არეული ნაბიჯებით ბეთქილი წყაროს მხრიდან, არც უფიქრია რას ეტყოდა ის ან რას იტყოდა ხალხი, ისე გავარდა და წინ აესვეტა კაცს, მთვარის შუქზეც კი კარგად შენიშნა მისი გახეთქილი ტუჩი და წარბი.
-რა გჭირს? - გაეცინა ბეთქილს მის ქცევაზე.
- რა ცოლივით გამომივარდი და საქმეს მირჩევ, წადი დაიძინე ნინია.
- ცუდად ხარ ბაილ. - გვერდზე მიჭერილ მის ხელს დახედა, სიცივემ დაუარა რომ მიხვდა რაც ხდებოდა. - დაჭრილი ხარ?
- სახლში შედი, მივხედავ ჩემს თავს ნინა. - თავის ჭიშკარს ჩამოეყრდნო, იცოდა ბეთქილმა რომ ნინია არსად წავიდოდა, არ დატოვებდა ასე, მაგრამ ხალხს მასზე ვერ აჭორავებდა.
- ხომ იცი რომ არ წავალ, ასე ვერ დაგტოვებ... დამეყრდენი. - მხარში ამოუდგა და მისი მკლავი გადაიხვია, ძლივს გააღო ჭიშკარი მძიმე იყო მისი ბეთქილი, როგორ უნდოდა მართლა მისი ყოფილიყო ეს მთასავით კაცი მაგრამ ისიც იცოდა ნინიამ რომ ამის უფლება არ ქონდა... შესასვლელშივე დააწვინა ტახტზე, ხელის კანკალით გაუხსნა პერანგი.
- ნინა, არ გინდა...
- რა არ მინდა ბაილ?! - ისე სწრაფად მოიტანა წამლების ყუთი, თითქოს ისევ ის თვრამეტი წლის ნინია იყო და არც ხუთი წელი გასულა. - ნუ გეშინია, ექთნის კურსები გავიარე თბილისში, არ მოგკლავ.
- შენი ხელიდან სიკვდილზეც თანახმა ვარ ნინა. - სწრაფად დაუმუშავა ჭრილობა, საბედნიეროდ ღრმა არ იყო მხოლოდ ნაკაწრი იყო, სიგრძეზე აშკარად აცილებას ცდილობდა, ჭრილობა შეუხვია და ბეტადინიანი ბამბით წარბს მიადგა, სანთლის შუქზეც ხედავდა როგორ უელავდა ცისფერი ირისები მამაკაცს, წარბზე რომ დაადო და შეიჭმუხნა, წამში შეუბერა სული... ტუჩზეც იგივე გაიმეორა, მკურნალობით გართულ ნინიას თავსაფარი მოხსნა და კარედ შეჭრილი თმა ჩამოეშალა... მაშინვე დატრიალდა ნინიას თმის სურნელი და გააბრუა ბეთქილი. - თმას რა უქენი ნინა?
- შენს გარდა ვერავი შეეხებოდა, ვერ აიტანდა ხო და დავიჭერი ნაწნავები. - სევდიანი ხმით უპასუხა, ტკივილ გამაყუჩებელი და წყალი მიაწოდა.
- ისევ ხომ გაიზრდი ნინა?
- ვისთვის ბაილ? - წამალი ძალით ჩაუდო პირში და წყალიც მიაწოდა.
- ჩემთვის ნინა.
- ბოდავ ბეთქილ, დაიძინე უნდა დაისვენო... დილით წვნიანს დაგახვედრებ. - უყურებდა, როგორ ანთებდა ნინია ბუხარს და უნდოდა ჩახუტებოდა, განა ვერ შენიშნა ბეთქილმა როგორ აუკანკალდა ტუჩები ნერვიულობისგან?! ან თვალები აუწყლიანდა დაჭრილი რომ დაინახა.
- ნინა, სახლში წადი სანამ გათენდება... არავის არ ვათქმევინებ შენზე ცუდს, ყველას ამოვაძრობ ენებს რამე რომ თქვან შენზე.
- რაში მაინტერესებს რას იტყვის ჭორიკანა ენები? რაო რა თქვეს ნინა ქალაქში გაბოზდაო? რად გინდა ეგეთი გოგოო, მაგიტომ იჩხუბე ბეთქილ?! - გაწიწმატდა ნინა, კარგად შენიშნა როგორ დაებერა ნესტოები ბრაზისგან.
- ნინა, სახლში წადი ხვალ ვილაპარაკოთ. - ნინია, ოთახში გავიდა და ბეთქილის ნივთებში სუფთა მაისური და პერანგი იპოვა.
- ყველაფერი ისევ ისე გაქვს მიყრილი, როგორც ყოველთვის... ადექი უნდა გამოიცვალო ეს სისხლიანი ტანსაცმელი, უნდა გავრეცხო ცივი წყლით თორემ ლაქებად დააჩნდება. - თან ბურტყუნებდა და თან წამოჯდომაში ეხმარებოდა.
- ნინა, უნდა წახვიდე. - იმდენად ახლოს იყო ნინიას სახე რომ ერთი მოძრაობა და მათი ტუჩები შეეხებოდა, ნინიას სურვილის გარეშე არასოდეს შეხებია მის კანს, კოცნასაც მხოლოდ მხარსა და ხელებზე უბედავდა. ნინიამ თითქოს ვერც გაიგო მისი ნათქვამი. სისხლიანი პერანგის ღილებს აკანკალებული თითებით ჩამოუყვა. ყოველი შეხება ბეთქილის დაჭიმულ კანზე ცეცხლივით მოქმედებდა. კაცმა თვალები დახუჭა და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, რომ ის ველური სურვილი შეეკავებინა, რაც ახლა მთელ სხეულში უვლიდა სურვილი, რომ მაგრად ჩაეკრა გულში ეს პატარა, ჯიუტი ქალი და აღარსად გაეშვა.
- არსადაც არ წავალ, ბეთქილ, - ჩურჩულით თქვა ნინიამ და პერანგი ფრთხილად გადააძრო მხრებიდან. მისი სუნთქვა ბეთქილის ყელს ედებოდა. - ნუთუ მართლა გგონია, რომ ვინმეს ნათქვამი მაინტერესებს, გგონია რომ ვინმეს ისევ მოვუსმენ და ამის გამო წავალ.
- შენი დაცვა მინდა, ნინა... ჩემი თავისგანაც კი, - ხმა ჩაეხლიჩა ბეთქილს. თვალები რომ გაახილა, პირდაპირ ნინიას აწყლიანებულ, შავ თვალებს წააწყდა, რომლებშიც ახლა არანაირი შიში არ ჩანდა, მხოლოდ უსაზღვრო მონატრება. ნინიამ სუფთა მაისური გვერდზე გადადო. აღარც ხალხის რისხვა ახსოვდა, აღარც ის ხუთი დაკარგული წელი. სრულიად მოულოდნელად, ოდნავ წინ გადაიხარა და თავისი სახე მის შიშველ მკერდს მიადო. იქ, სადაც ბეთქილის გული ისე გიჟივით სცემდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობდა... კაცმაც ძლიერად მოხვია ხელი მის ნინიას, ცამაც თითქოს იგრძნოო უცებ გაიელვა და არსაიდან დაუშვა წვიმა.
-როგორ გამიშვი ბაილ, რატომ არ გამომეკიდე?
- შენი თავისუფლებისთვის ნინა... რომ დამეჭირე ჩემი სიყვარული გაქრებოდა, ჩაგაქრობდი ნინა.
- სხვა რომ შემყვარებოდა ქალაქში ბეთქილ? სხვა რომ შემხებოდა.
- მაშინ გამოვიდოდა რომ არ გიყვარდი. - იშორებს და აკვირდება. - უნდა წახვიდე ნინა, ხვალიდან ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება... - ამჯერად არ შეწინააღმდეგებია ადგა და კარისკენ წავიდა.
- თავს მიხედე ბეთქილ. - კართან მისულს ბეთქილის სიტყვები აჩერებს.
- შენი წასვლის მერე უშბის კიდეზე არ ავსულვარ, შენს გარეშე იქ ვერ ავდიოდი... რომ გამოიდარებს ერთად ავიდეთ. - სირბილით ფარავს მათ შორის მანძილს და მაგრად ხვევს ხელებს, ჯერ ნატკენ წარბზე კოცნის, მერე ტუჩზე და ბოლოს რამოდენიმეჯერ შიშველ მხარზე. - მი სი მალატ ნინა.
- მი სი მალატ ბეთქილ. - სახლში, ემოციებით სავსე შერბის და სულ არ აინტერესებს ვინმემ დაინახა თუ არა... ჩქარა იცვლის და ისე რომ საერთოდ არ იძინებს ღამე ნათევობის მიუხედავად ყველა საქმეს თვითონ აკეთებს, სახლშიც და ბოსელშიც... ახალ გაღვიძებული ბებია აკვირდება როგორ ანთებია ნინიას შავი თვალები და გაუფერულებული ლოყებიც გაწითლებია. გულში იმასაც ხვდება ბეთქილმა უთხრა რაღაც, ბულიონის კეთებას იწყებს რომ ბეთქილს გადაუტანოს თან გულში ღიღინებს ნინია, ისევ მზე აენთო მის სხეულში, ერთიანად გათბა და ამოძრავდა მისი სისხლი... არ ელოდა კაცი ასე მალე თუ აპატიებდა იმ წასვლას.

ბეთქილის სახლის კართან იდგა ნინია და გარკვევით ესმოდა გოდერძის და ლელას ყველა სიტყვა... ისიც ესმოდა როგორ იცავდა მისი ბეთქილი.
-ბეთქილ ჭრილობა ვინ დაგიმუშავა და შეგიხვია?
- ნინიამ, მთელი ღამე მივლიდა... სახლშიც მან შემომიყვანა.
- შენც მაშინვე მიიღე ბეთქილ? - ლელას ხმა გაისმა. - არ გაინტერესებს ის რომ ქალაქში იყო ხუთი წელი? ლოთობაში ნათენები ღამეები უცებ დაგავიწყდა არა?
- რა გინდა ლელა? შენი ბავშვობის დაქალი არ არის ნინია, შენზე კარგად ვინ იცნობს მას? შენ თუ მასზე ასე იტყვი სხვა როგორ გავაჩუმო ლელა? - მთელი ძალით უჭერდა ხელებს, არ ელოდა ლელასგან ამ სიტყვების მოსმენას, კი გაუკვირდა ჩამოსულს რომ თავი აარიდა მაგრამ ეგონა გოდერძის და ბეთქილის მეგობრობის გამო მოიქცა ასე... ეტკინა, ძალიან ეტკინა გულში მათი მეგობრობა. - რა დააშავა გოგომ იმით რომ ისწავლა?
- ერთხელ მაინც ჩასულხარ ქალაქში და გინახავს რას ეკეთებდა ნინია? ჩამოვიდა თუ არა რომ აგენთო თვალები და მაშინვე ეცი მის გამო ცინდელიანების ბიჭს ენას ამოგაგლეჯ ჩემს ნინაზე რამე რომ თქვაო?! იცის რომ მის გამო იჩხუბე? - გოდერძის ნათქვამზე არაფერი უგრძვნია, ისედაც არასოდეს მოსწონდა ნინია და არც დაუმალავს.
- მე ნინას ვენდობი, ნუ იზამთ ისე რომ ცოლ-ქმარს გული გატკინოთ... ნინაზე წინ ჩემი თავიც კი არ მიდგას, აბა რა ექნა მისი ნიჭი აქ დაეჭკნო? ჩემი ცოლი გამხდარიყო და სახლში დამლოდებოდა?! წავიდა ისწავლა და ისევ ჩემი ნინია დაბრუნდა, არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი, საკუთარ დაზე ვთქვი უარი ნინიას გამო და დღემდე არ ველაპარაკები ეს დაიმახსოვრეთ... - ბოლომდე უნდა ეთქვა ბეთქილს არ უნდა გაჩუმებულიყო ახლა, ნინია ბოლომდე უნდა დაეცვა. - იცი ლელა სულ ვხედავდი როგორ გშურდა ბავშვობის დაქალის, იმის გშურდა რომ გაბედა და თავისი ბედნიერებისთვის, მისი განვითარებისთვის იბრძოლა... ხვალ თუ ზეგ სკოლაშიც დაიწყებს მუშაობას და ცოლად რომ მოვიყვან არ ვუპირებ სახლში ჩაკეტვას, არ არის ჩემი ნინია ის ქალი სახლში რომ მელოდოს. - სიხარულისგან გული ყელში მოებჯინა, მაგრამ მეტს აღარ მოისმენდა ფრთხილად დააკაკუნა იდაყვი კარზე... ბეთქილმაც მაშინვე ანიშნა მეგობრებს გაჩუმებულიყო ეცადა ნინია არაფერი შეემჩნია კაცს.
- წვნიანი მოგიტანე ბეთქილ. - გაუღიმა და ქვაბი მიაწოდა... - ჭრილობა როგორ გაქვს?
- კარგად, გოდო და ლელა არიან არ შემოხვალ? - ისე შევიდა და მიესალმა ორივეს, წარბიც არ შეუხრია..
- უნდა ჭამო, ჭრილობა დაგიმუშავო და წამლები დაგალევინო, ანტიბიოტიკი და მალამო გიყიდე. - შენიშნა ბეთქილმა როგორ დასდებოდა ნინას თეთრ სახეს ვარდისფერი, აღარც თავსაფარი ეკეთა თმაზე მისი ნაყიდი ცისფერი ბანტი ეკეთა. - თქვენ არ შეჭამთ? სუფრას გავშლი.
- უკვე ამ სახლის დიასახლისივით იქცევი ნინია? - კაცს წარბ აწეულმა გახედა.
- მე სულ ასე ვიქცეოდი ამ სახლში, ეს ბეთქილის სახლია გოდო და არა შენი და ლელასი. - უპასუხა და კარადაში თეფშების ძებნას შეუდგა, ყველაფერი ზუსტად ისე იდო როგორც ახსოვდა.
- ჩვენ წავალთ, მომხედავი კი გყავს აწი აღარ ვინერვიულებ შენზე. - ცივად თქვა გოდერძიმ და ლელას ხელი ჩაკიდა.
- გოდო, თუ ჩემი აქ ყოფნა გაწუხებს მე შემიძლია წავიდე მაგრამ იცი რა არ მესმის, არც შენთვის, არც ლელასთვის კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია... ბეთქილმა და მე ერთმანეთს რა ვუთხარით, გული როგორ ვატკინეთ და მოვუშუშეთ ეს მხოლოდ ჩვენ ორის საქმეა... შენ და ლელა რატომ ხართ ჩემზე გაბრაზებულები, მაშინ როცა ნანიც მომესალმა ცენტრში რომ მნახა წეღან. - მისი დის ხსენებაზე ბეთქილს გულში გაკრა... ამაყი იყო და თავს არ უტყდებოდა თორემ იცოდა ნანის ის სიტყვები გულიდან წამოსული არ იყო, ნინიაზე ისეთ რამეს გულით არასოდეს იტყოდა.
- შენ არ გინახავს როგორ იყო ბეთქილი, მე ვნახე. - მწარედ ჩაიღიმა და მეგობარს გადახედა.
- და მე მნახე გოდო? დაჯექი არსად არ მიდიხართ, შენი შვილის ნათლიას ქალის გამო უნდა აწყენინო, თქვენი ამდენ წლიანი მეგობრობა, ძმადნაფიცობა ჩემს გამო გასაფუჭებლად ღირს? მართლა რომ სიმართლე იყოს რასაც ამბობენ ჩემზე მაინც არ უნდა ატკინო ჩემს გამო გული შენს ძმას. - თითქოს ყველა ლოდი ერთიანად მოეხსნა ბეთქილს ისე გაიშალა მხრებში, მისი ცისფერი ირისები ზუსტად ისე აციმციმდა როგორ უშბის თავზე ზაფხულის ცა ციმციმებდა... განა გოდერძიმ ვერ შენიშნა ბეთქილის ცვლილება ან არ იცოდა ცოლი რის გამოც უჭედავდა ტვინს, განა თვითონ ვერ ამჩნევდა როგორი შურით უყურებდა ლელა ნინიას გამბედაობას და სილამაზეს, ისიც უნდა ითქვას რომ არასოდეს წარმოედგინა სხვა ქალი მისი ძმის გვედრით, თავადაც ყველას ამოაცლიდა ენას ნინიაზე რამე ზედმეტი რომ ეთქვათ. ოთხნი იჯდნენ ისევ სუფრასთან როგორც ადრე, მიუხედავად იმისა რომ იცოდა ნინამ ისე არაფერი იქნებოდა როგორც ადრე, ახლაც გულში უტრიალებდა ის ტკივილი ლელას სიტყვებზე რომ იგრძნო... მაინც არ დაუშვებდა გოდოს და ბეთქილს არეოდათ ურთიერთობა მის გამო, გოდოზე ახლო არავინ ყავდა ბეთქილს ის იყო მისი მთელი ოჯახი, ყველაზე დიდი საყრდენი.

კოშკის სახურავზე ორნი ისხდნენ და მზის ჩასვლას უყურებდნენ.
-აქედან ცა, სულ სხვანაირი ჩანს ბაილ. - მის თოვლისფერ სახეს აკვირდებოდა, კაცი და თითქოს წლების მონატრებას იკლავდა.
- მაინც როგორი?
- აქ ცას შენი ფერი აქვს ბეთქილ, ჰაერს შენი სუნი, წყალს შენი გემო... აქ შენთან სისუფთავეა.
- შენ უშბას გავხარ ნინა, მასსავით თოვლისფერი ხარ... შენი თვალები უშბის უფსკრულებია, მათში გადაჩეხვა ისევ მინდა... შენ ყველაზე წმინდა ხარ რაც გამაჩნია, შენი შავი დალალები ისევ ჩემი საფიცარია. - ეჩურჩულებოდა მის ყურთან დახრილი, სულ არ ადარდებდათ ვინ დაინახავდა ან ვინ რას იტყოდა ახლა მხოლოდ ისინი იყვნენ მთელ სვანეთში, მხოლოდ ორნი ბეთქილი და ნინია... უშბა და მის თავზე მოქცეული ცა. - ახალი თოვლისფერი კაბა უნდა გიყიდო ჯვრისწერისთვის.
- და ძველს რა ვუყო? - გაშეშდა კაცი, არ ეგონა ნინია თუ შეინახავდა მის ნაყიდ თეთრ კაბას. - იცი ხუთი წლის მერე პირველად რომ დაგინახე ჩემი კოშკიდან ამ სახურავზე ზუსტად ის კაბა მეცვა.
- ჯვარს როდის ვიწერთ ნინა?
- როცა უშბის კიდეზე ასვლას შევძლებთ ჯვარდაწერილები, ერთად ხელჩაკიდებული მაშინ ბეთქილ. - მაგრად მიეკრა მამაკაცის მხარს და სული დაუმშვიდდა ნინიას. - ქალაქში რატომ არ ჩამომაკითხე ბაილ? სულ არ გაინტერესებდა რას ვაკეთებდი?
- ჩემი სიყვარული ყველა ეჭვზე მაღლა დგას, მე შენ ჩემს თავზე მეტად გენდობი ნინა... იქ ჩამოსვლა ჩემი სიყვარულის ღალატი იქნებოდა.
- ქალაქში ერთ ბიჭს მოვწონდი, სვანის ქალს მეძახდა... ახლოსაც კი არ მომიშვია, წარბიც არ გამიხსნია მისთვის. ბოლო ჩემი სიცივე თავის დაფასებად რომ ჩათვალა და ლექციაზე ჩემს გვერდით დაჯდა, მისკენ შევტრიალდი. - გული აუძგერდა ბეთქილს, შეეშინდა რომ ნინიას მის თვალებზე მეტად სხვისი მოეწონებოდა. - მივტრიალდი, მთელი კურსის და ლექტორის გასაგონად ვუთხარი... სვანის ქალს რომ მეძახი ეგ ჩემთვის მხოლოდ სვანობა არ არის, ჩემთვის იდენტობა და იმ კაცის ერთგულებაა სვანეთში რომ მელოდება, ჩემი სვანის სიყვარულია რაც აქ მაძლებინებს და მეტად აღარ მომიახლოვდე მეთქი, მას მერე არსად გამოჩენილა... შენს გარდა არავის ერთგულება არ შემიძლია ბეთქილ. - გააჟრჟოლა კაცს მისი ნათქვამი „ჩემი სვანი“ რომ გაიგო...
- მე რომ ცოლი მომეყვანა შენზე გაბრაზებულს? - იცოდა ნინიამ რომ ამას სპეციალურად ეკითხებოდა, არა და თავადაც დღე არ გასულა ამაზე არ ეფიქრა.
- და შენ გოგონას ნინას დაარქმევდი? - გაეცინა ბეთქილს მის ბავშვურობაზე. - მეც მირანგულასავით კოშკში გამოვიკეტებოდი, ყოველ დღე დავინახავდი როგორ უცინოდი და ეფერებოდი სხვა ქალს... ჩემი სიყვარულის ლეგენდა შეეცილებოდა მირანგულას სიყვარულს.

ორნი მიუყვებოდნენ უშბის კიდეს, ხელჩაკიდებულნი სვანი და მისი ქალი... ნინიას ბეთქილის ნაყიდი თოვლისფერი კაბა ეცვა და იმავე ფერის თავსაფარი ეფარა... ბეთქილს ნაცრისფერი ჩოხა ეცვა და სვანური ქუდი ეფარა, თვალს რომ დაატკბობდა ისეთი სანახაობა იყო. ზუსტად ერთი საათის წინ საკურთხეველთან ერთმანეთს სამუდამო სიყვარული შეფიცეს...
სამუდამოდ გადაიჩეხა ბეთქილი ნინიას შავ უფსკრულებში...
სამუდამოდ გაშალა ფრთები ნინიამ და აიჭრა ბეთქილის ზაფხულის ცაში, უშბას რომ გადმოსდგომოდა ზემოდან...
ზუსტად ისე წრფელი და სპეტაკი გრძნობით უყვარდა ნინას მისი ბეთქილი და ბეთქილს მისი ნინა როგორც მხოლოდ მთის შვილებს შეუძლიათ სიყვარული.




№1  offline წევრი Daldoni Daldoni

პატარა,მაგრამ რამდენი რამის ერთად მთქმელი ისტორია.. სვანეთი,ტრადიციები,შეხედულებები ,სიყვარულის და ერთგულების დიდი ძალა და ბედნიერი დასასრული თვალუწვდენელი დიადი უშბის ფონზე

 


№2 სტუმარი Ana-maria Beridze

ძალიან მომეწონა
❤️ თბილი და ტკბილი იყო ❤️ წარმატებები ავტორს ❤️

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

Daldoni Daldoni
პატარა,მაგრამ რამდენი რამის ერთად მთქმელი ისტორია.. სვანეთი,ტრადიციები,შეხედულებები ,სიყვარულის და ერთგულების დიდი ძალა და ბედნიერი დასასრული თვალუწვდენელი დიადი უშბის ფონზე

თქვენს კომენტარს სულ ველოდები ❤️ მადლობა რომ დამითმეთ ❤️

Ana-maria Beridze
ძალიან მომეწონა
❤️ თბილი და ტკბილი იყო ❤️ წარმატებები ავტორს ❤️

მადლობა ძაან დიდი ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent