მებაღე - თავი 22
...მილენა დიდხანს აღარ დაფიქრებულა. საძინებელში შევიდა, გარდერობი გახსნა და რამდენიმე შერჩეული ტანსაცმელი ამოიღო - ყველაფერი სადა, მაგრამ ელეგანტური. პატარა ჩემოდანში ჩააწყო, სწრაფად, ზედმეტი ფიქრის გარეშე. სარკესთან გაჩერდა. საკუთარ თავს შეხედა. -ეს უბრალოდ საქმიანი ორი დღე იქნება… -ჩაილაპარაკა ჩუმად. მაგრამ თვითონაც იცოდა - ასე მარტივად არ იყო. *** იოანეს სახლთან მანქანა გაჩერდა. ის უკვე ელოდებოდა. მილენა რომ დაინახა, მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი გაჩნდა. -მაინც მოხვედი… -თქვა მშვიდად. მილენამ ჩემოდანი მძღოლს გადააწოდა და იოანეს თითქოს სულ ერთია გამომეტყველებით შეხედა. -ხომ მითხარი, წამომყევიო. იოანემ თვალი ჩაუკრა. -და შენც დამიჯერე. *** მცირე გზა აეროდრომამდე მშვიდად გავიდა. მათ შორის საუბარი ბუნებრივი იყო - თითქოს დაძაბულობა სივრცეში გაიფანტა. პერიოდულად იოანე მისკენ იხრებოდა, რაღაცას ეუბნებოდა, მილენა უსმენდა და ხანდახან ეცინებოდა კიდეც. ეს სიმარტივე… მისთვის ახალი იყო. *** კერძო თვითმფრინავი სრულიად სხვა სამყაროს ჰგავდა. მშვიდი, დახვეწილი ინტერიერი, რბილი განათება… ყველაფერი ზედმეტად კომფორტული იყო. მილენა ფანჯარასთან იჯდა და ქვემოთ გაშლილ ქალაქს უცქერდა. -პირველად ვარ ასეთ თვითმფრინავში… -ჩუმად აღნიშნა, -და ცოტა… მეშინია კიდეც. იოანემ მსუბუქად გაუღიმა. -მართლა? -ოდნავ ხუმრობით ჰკითხა, -ანასტასიასაც კი არ ეშინია, შენ რა გაშინებს? მილენა მაშინვე მიუბრუნდა. -ანასტასია ვინ არის? იოანე წამით გაჩუმდა. სახეზე გაურკვეველმა დაძაბულობამ დაუარა. შემდეგ ნელა ამოისუნთქა. -მომისმინე… -თქვა მშვიდად, -აქამდეც უნდა მეთქვა, უბრალოდ… არ მოხერხდა. პაუზა. -ანასტასია ჩემი ქალიშვილია. ათი წლის არის. მილენა გაშრა. -რა?.. იოანემ თავის ქნევით გააგრძელა და მის დაბნეულ სახეს მიაჩერდა: -დედამისთან ცხოვრობს, საფრანგეთში. სიჩუმე. მილენამ მზერა აარიდა. "ანუ იმ ბავშვის სურათი მის სახლში... მისი ქალიშვილის ყოფილა..", უცხო გრძნობამ მოიცვა და თითქოს ცივმა ოფლმაც დაასხა. რამდენიმე წამში ადგა. -უკაცრავად… -მოკლედ თქვა და საპირფარეშოსკენ წავიდა. *** სარკესთან გაჩერდა. ხელები ნიჟარაზე დააწყო, თავი ოდნავ ჩახარა. -როგორ არ მითხრა… -გაიფიქრა. თუმცა მისავე ფიქრზე მოეშალა ნერვები, "მერე რა თუ შვილი ჰყავს, რა ჩემი საქმეა..". კარი მოულოდნელად გაიღო. იოანე. მილენას თავი არ აუწევია. კაცი ახლოს მივიდა და ხელები ნიჟარაზე დააწყო, მათ შორის მოაქცია. მილენა მყისვე შემობრუნდა თუმცა თვალს არიდებდა. -რა გწყინს? -ჩუმად ჰკითხა. მილენამ ნელა ამოისუნთქა. -არ ველოდი… -თქვა დაბალი ხმით, -ასეთ მნიშვნელოვან რამეს თუ მიმალავდი. იოანემ ხელი ნელა შემოხვია წელზე. -ბოდიში… -უთხრა ჩუმად, -არ გიმალავდი, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ მეთქვა აქამდე. პაუზა. -ეს… პრობლემაა შენთვის? მილენამ თავი ოდნავ გააქნია. -არა… რას ამბობ. ის შენი შვილია.. იოანეს სახეზე კმაყოფილება გაეპარა. ოდნავ დაიხარა, თვალებში ჩახედა. -მაშინ გამიღიმე. მილენამ თვალები ასწია. რამდენიმე წამი უყურებდნენ ერთმანეთს. იოანე კიდევ უფრო მიუახლოვდა. ამჯერად მილენა არ განძრეულა, მაგრამ მისი სუნთქვა ოდნავ გახშირდა. სულ ცოტა ხანში მათი ტუჩები ერთმანეთს მონაცვლეობით ეხებოდა - ნაზად, მაგრამ ინტენსიურად. მილენას ერთი სული ჰქონდა გაქცეულიყო, მაგრამ თითქოს სხეულიც არ ემორჩილებოდა, თანაც ეჭვის გაჩენის ეშინოდა. რამდენიმე წამში იოანე მის მკრთალ, მთრთოლავ ყელს და მკერდს ჩაუყვა ტუჩებით. მოულოდნელად მოწოლილი ემოციების სიმძაფრე გოგოს თითქოს სხეულს შიგნიდან სწვავდა და ამ განცდებს მისივე სხეული უკვე ხმამაღლა და დაუფარავად გამოსცემდა. ორ წუთში მილენამ ორივე ხელი მკვეთრად მიაბჯინა მის მკერდს და უკან დაიხია. -საკმარისია… -ჩუმად ამოიკნავლა დარცხვენილი მზერით, მკრთალი კანი და სახე ახლა წითლად უელავდა. იოანემ მსუბუქად ჩაიცინა, თითქოს იცოდა როგორ მდგომარეობაშიც იყო და ეს ფაქტი სიამოვნების ბურუსში ხვევდა. თან გრძნობდა ერთადერთი კაცი იყო ვისაც მასზე ასე ზემოქმედება შეეძლო. -კარგი.. *** ადგილებზე დაბრუნდნენ. თითქოს არაფერი მომხდარა… მაგრამ ორივეს ეტყობოდა, რომ მოხდა. მილენამ წყალი აიღო და მოსვა. იოანემ პირდაპირ და უდარდელად შეხედა. -იცი… -დაიწყო მშვიდად, -შენგან რამდენიმე შვილი მინდა. მილენას წყალი ყელში მკვეთრად გადასცდა. -რა?! იოანეს გაეცინა. -რა იყო?-მხრები აიჩეჩა, თითქოს გასაკვირი არაფერი უთქვამს. მილენა ხველას ძლივს იკავებდა. -იოანე… -ძლივს თქვა, -ახლახან მითხარი, რომ უკვე გყავს შვილი! იოანემ კვლავ მხრები აიჩეჩა, ისევ ღიმილით. -და მერე? მილენა გაოცებული უყურებდა. -ეს საუბარი ცოტა ადრე ხომ არ არის? იოანე მისკენ დაიხარა. -როცა რაღაც მინდა… დრო დიდად არ მანაღვლებს. პაუზა. მისი მზერა უფრო სერიოზული გახდა. -და შენ… მინდიხარ. მილენა გაჩუმდა. მისი გული ჯერ ისევ გამალებით სწრაფად ფეთქავდა. ამჯერად მართლა აღარ იცოდა მხოლოდ თამაშის გამო იყო ეს მათ შორის.. თუ არა. სტამბული ღამის ნათებაში შეხვდათ. ქალაქი მაინც ცოცხალი იყო - განათებული ქუჩები, ხმაური, ყვავილების სურნელი, ზღვის სიო. სასტუმროში რომ შევიდნენ, რესეფშენში უკვე ელოდათ ნომრების გასაღებები. -ორი ნომერი? -ცოტა გაკვირვებით შეხედა მილენამ. იოანემ მსუბუქად გაიღიმა. -რა მოხდა? ერთს ელოდი? გოგო წამით უხერხულად გაჩერდა. -საინტერესო გადაწყვეტილებაა შენგან.. მეგონა შენთან დაწოლას დამაძალებდი. იოანემ ხმამაღლა გაიცინა და უნებლიედ თავი საპირისპირო მიმართულებით გააქნია. მილენამ პირველად ნახა მისი ასეთი გულწრფელი მხიარულება და მასაც ღიმილი მოედო. -ნუ დამცინი..-ამოიკნავლა. რამდენიმე წამში იოანე მობრუნდა და ისეთი მზერით შეხედა თითქოს ვერ იჯერებდა რას ხედავდა. -რა სულელი გოგო ხარ.. ჩემზე რატომ გაქვს ასეთი წარმოდგენა, რომ შენზე ან ვინმე ქალზე ძალადობა მჭირდება? -ჭინკებ ათამაშებული მუქი თვალებით გამჭოლად შეხედა მწვანე თვალებში. -ცოტა ხნის წინ ჩემს მკლავებში ისე დნებოდი, იმაზე მეტად გინდივარ ვიდრე მე.. და ამას არ აღიარებ.. -მკლავზე ხელი დაუსვა და თვალი ჩაუკრა. -ცდილობ დამივიწყო, ყურადღება გადაიტანო ჩემგან.. თუმცა ხომ ხედავ, ეს შეუძლებელია! -ხელები ღიმილით გაშალა და მხრები აიჩეჩა. ახლა მილენამ გააქნია თავი უარყოფით და იორნიული სიცილით. -დაუჯერებელი ნარცისი ხარ!.. კარგი, კარგი, დამღალე და მეძინება... გამეცალე.. ლიფტისკენ ერთად გაემართნენ და ცოტა ხანში დილამდე ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მილენა აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ლოგინზე მკვდარივით დაესვენა, თან გასულ დღეზე ფიქრს ვერ წყვეტდა. რატომ იზიდავდა იოანე ასე ძალიან, ის ხომ მამამისის მკვლელობის საქმეშია სავარაუდო ეჭვმიტანილი, ის ბოროტი ადამიანია. მილენა კი საპირისპირო სქესთან გამოუცდელი გოგო არ არის, მაგრამ მის შეხებაზე ცეცხლი რატომ ეკიდება ვნებისგან.. ხელი ზუსტად იმ ადგილებზე დაისვა სადაც იოანე ეხებოდა და კოცნიდა.. -ჯანდაბა, მძულს ჩემი თავი ამის გამო.. ჩაილაპარაკა და ტელეფონი მოიმარჯვა, ვიქტორიას შეტყობინება მისწერა განვლილი დღის შესახებ, თუმცაღა მისი განცდები იოანეს მიმართ საგულდაგულოდ დამალა, თითქოს გამხელას არ საჭიროებდა. *** მეორე დილა მზიანი იყო. სტამბული სრულიად სხვა სახით გამოჩნდა. ერთად ისაუზმეს და ცოტა ხნით ქალაქში სასეირნოდ გავიდნენ. პირველი გაჩერება - აია სოფია იყო. უზარმაზარი გუმბათი, ოქროსფერი მოზაიკები, სიჩუმე, რომელიც ისტორიას ატარებდა. ადგილობრივი გიდი ნელა უყვებოდა: -აქ ერთ დროს ეკლესია იყო, შემდეგ მეჩეთი… ახლა კი ორივე კულტურის კვალია ერთმანეთში გადახლართული… მილენა ინტერესით მაგრამ გაუგებრად უსმენდა. იოანე გვერდით ედგა, ჩუმად. -გესმის რამე? -ჩურჩულით ჰკითხა მილენამ. იოანემ ოდნავ გაიღიმა. -ცოტა თურქულიც ვიცი. -მართლა? -ოდნავ გაოცდა მილენა. იოანემ გიდის ნათქვამი მოკლედ უთარგმნა. მისი ტონი მშვიდი იყო… თითქმის რბილი. მილენამ პირველად შეამჩნია - მასში რაღაც სხვაც იყო. არამხოლოდ კონტროლი. არამხოლოდ ძალა. არამედ… სიღრმე. *** შემდეგ ლურჯ მეჩეთში წავიდნენ. შიგნით ცისფერი ორნამენტები და სინათლე ერთმანეთს ერწყმოდა. მილენა გაჩერდა, ზემოთ აიხედა. -ლამაზია… -ჩუმად თქვა. იოანე გვერდით დაუდგა. -ძალიან. მაგრამ ამჯერად… ის მილენას უყურებდა. *** დღის ბოლოს ბოსფორის სანაპიროზე სეირნობდნენ. ქარი მსუბუქად უბერავდა და გოგოს თმებს ტალღოვნად უფრიალებდა. ქალაქი თითქოს ორ სამყაროს შორის იყო - ევროპასა და აზიას შორის. მილენა მოაჯირს დაეყრდნო. იოანე მის გვერდით დადგა. -მოგწონს? -ჰკითხა. მილენამ თავი დაუქნია. -აქ… ყველაფერი უფრო ცოცხალია. პაუზა. -და შენ? -მის შავ თვალებს გახედა. იოანემ ოდნავ გაიღიმა. -მე.. შენთან ერთად ყოფნა მომწონს. მილენას ტუჩებზე შეუმჩნევლად დაიხატა ღიმილი. ეს სიტყვები… ძალიან მარტივი კომპლიმენტი იყო. მაგრამ მაინც… მოქმედებდა. *** მოგვიანებით სასტუმროში დაბრუნდნენ. კორიდორში შეჩერდნენ - ერთმანეთის ნომრების წინ. რამდენიმე წამი ჩუმად იდგნენ. იოანემ თვალი ჩაუკრა. -გვერდით ვარ, ხომ იცი. მილენამ ოდნავ ჩაიცინა და თვალები ვითომ მობეზრებით გადაატრიალა. -ვიცი. კარი გააღო. შიგნით შევიდა. მაგრამ სანამ დახურავდა… წამით გახედა იოანეს. მის თვალებში უკვე აღარ იყო მხოლოდ თამაში. რაღაც სხვა… ნელა იბადებოდა. და ეს… ყველაზე სახიფათო ნაწილი იყო. **** დათოსთვის ეს საღამო უცნაურად დასრულდა. ბარიდან რომ გამოვიდა, სიცილი, ხმაური და მუსიკა ნელ-ნელა ჩაცხრა, მაგრამ ერთი რამ არ ასვენებდა - ვიკა. მანქანაში ჩაჯდა, ძრავა ჩართო… მაგრამ რამდენიმე წამი უბრალოდ იჯდა. -ვიკა… -ჩაილაპარაკა თავისთვის. მხოლოდ ეს სახელი ჰქონდა. არც გვარი. არც ნომერი. არც არაფერი. და მაინც არ ჰგავდა იმ ქალებს, ვისაც ჩვეულებრივ ხვდებოდა. ზედმეტად მსუბუქი იყო… ან ძალიან კარგად თამაშობდა. დათომ საჭეს თითები დააკაკუნა. -ვერ დამეკარგები… -ჩაილაპარაკა დაბალი ხმით. ⸻ მეორე დღიდანვე დაიწყო ძებნა. პირველ რიგში იმ ბარში დაბრუნდა. პერსონალს დაელაპარაკა. -ორი დღის წინ აქ იყო… მაღალი, შავი თმით… ვიკა ერქვა, -მშვიდად ჰკითხა. ბარმენმა მხრები აიჩეჩა. -ბევრია აქ ასეთი… დათომ თვალები დააწვრილა. -და კამერები? კაცი წამით დაიბნა. დათომ ჯიბიდან ფული ამოიღო და მაგიდაზე დადო. რამდენიმე წუთში უკვე ჩანაწერებს უყურებდა. ვიკა. მისი მოძრაობები, სიცილი, როგორ გადიოდა კარიდან… დათო ეკრანს დააკვირდა. -ძალიან ჭკვიანი ხარ… -ჩაილაპარაკა. *** შემდეგ ქუჩის კამერებზე გადავიდა. მანქანის ნომერი. მიმართულება. ნელ-ნელა ფრაგმენტები იკვრებოდა. მაგრამ რაღაც მაინც არ ემთხვეოდა. -თითქოს… მიზანმიმართულად იშლება, -თქვა თავისთვის. და ეს უკვე აღარ იყო უბრალოდ ინტერესი. ეჭვი გაჩნდა. *** რამდენიმე საათის შემდეგ კაბინეტში იჯდა. მილენას ოფისში. მაგრამ ამჯერად საქმეზე ვერ კონცენტრირდებოდა. ვიკას ღიმილი ახსენდებოდა. მისი ხმა. მისი მიმზიდველი სახე, სხეული, უბრალოება და ალერსი, რომელიც ახლა სულაც აღარ ჩანდა უბრალო. -ვინ ხარ… -ჩუმად თქვა. ტელეფონი აიღო. თავის კონტაქტებს დაურეკა. -ერთი ადამიანი უნდა ვიპოვო, -მკაცრად თქვა, -ქალი. სახელი - ვიკა. სხვა დეტალებს მოგაწვდით.. პაუზა. -რაც შეიძლება სწრაფად. ტელეფონი გათიშა. სავარძელში გადაწვა. -თუ ჩემთან თამაში დაიწყო… — ჩაილაპარაკა ცინიკურად, -ბოლომდე ვითამაშოთ. მაგრამ შიგნით გრძნობდა - ეს ქალი შემთხვევითი მოვლენა არ იყო იმ დღეს. და რაც უფრო ცდილობდა მის პოვნას… მით უფრო მეტად ებმებოდა მის ცდუნებაში თავად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


