შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 3


გუშინ, 14:40
ავტორი Viva la vida
ნანახია 155

მეორე დილით ადრე გამეღვიძა. თავი საშინლად მტკიოდა. ტელეფონს დავხედე, ოცდაჩვიდმეტი გამოტოვებული ზარი თამოსგან, ცამეტი გიორგისგან და ერთი ესემესი უსახელო ნომრისგან, რომელიც მაშინვე ვიცანი.
- სად გაქრი წეხელ? კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შენთვის დალევა არ შეიძლება რა! - გაბრაზებული სახით იყურებოდა თამო ტელეფონიდან.
- არ მახსოვს, მაგრამ რადგან სახლში გავიღვიძე, ესე იგი, ყველაფერი კარგად არის. - არ ვაპირებდი იმ ყველაფრის თმას, რაც დემეტრესთან შეხვედრის მომენტიდან მოხდა.
- ხო მართლა, გიორგიმ თქვა, რომ ვიღაცასთან ცეკვავდი, ვინ იყო? - მაინც მიადგა.
- მაგას მერე მოგიყვები. - თემა შევცვალე - შენ ის მითხარი გიორგის შეყვარებული თუ ნახე? როგორი გოგოა?
- არის რა - მჟავედ ჩაილაპარაკა თამომ - მე საერთოს არ მომეწონა. მთელი საღამო უჟმური სახით იყურებოდა.
- რაც არის... ახლა წავალ, შხაპს მივიღებ, იქნებ ცოტა გამოვფხიზლდე. - გავუთიშე და იმ წამსვე ესემესი გავხსენი.
- მაპატიე, თუ ზედმეტი მომივიდა...შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ აღარასდროს შევხვდებით! - მისგან ასეთი შინაარსის ესემესი ცოტა გამიკვირდა, თუმცა ის, რომ მეორედ აღარ შევხვდებოდით, მახარებდა. პასუხი არ დამიბრუნებია, ტელეფონი გვერდით გადავდე და გამზადება დავიწყე.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. მაგალითად ის, რომ რაც შეიძლება მალე დამესრულებინა ერთი კვირის წინ ჩაბარებული შეკვეთა და საკუთარი გამოფენისთვის მიმეხედა. ამჟამად, რაღაც დაჯილდოვება იმართებოდა და მისი ინტერიერის გაფორმება იმ საღამოსვე უნდა დამემთავრებინა. დრო თითქმის აღარ მქონდა, ამიტომ მეტად ვერ გადავდებდი. ასეთ მომენტებში, როცა დრო ცოტა მაქვს, ყველაფერზე ჩაციკლული ვარ და თითოეულ დეტალს საკუთარი გემოვნებით ვარჩევ. როგორც გავიგე, ვიღაც ამერიკიდან ჩამოსული დიზაინერის დაჯილდოვება იყო, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვეში მსოფლიო მოდის ისტორიაში ძალიან დიდი და გარდამტეხი ნაბიჯი გადადგა წინ, და როგორი გასაკვირი და საამაყოც არ უნდა ყოფილიყო, წარმოშობით ქართველი იყო. როგორც წესი, ყველა ღონისძიებაზე ბოლომდე ვრჩები ხოლმე და მათ მთავარ ფიგურებს პირადად ვეცნობი, თუმცა ამჯერად ჩემი გამოფენისთვის იმდენი საკვანძო საკითხი იყო მოსაგვარებელი, იქ დარჩენის თავი ნამდვილად არ მქონდა.
      როგორც შემდეგ ჩემმა დამხმარემ, ნატამ მითხრა, დარბაზმაც და ორგანიზებამაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. იმ პიროვნებას ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევარი და ნატას საკუთარი სავიზიტო ბარათიც დაუტოვა სამომავლო თანამშრომლობის ნიშნად. დამატებით კი გადმომცა, რომ სიამუვნებით ივახშმებდა ჩემთან ერთად. ამას ჩემში აღფრთოვანება არ გამოუწვევია, რადგან პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ის კაცი, როგორც ნატამ თქვა, ძალიან წარმატებული და ტრაბახა ყოფილა, თუმცა საზოგადოებასთან საკმაოდ დინჯი და თავშეკავებული. ნატამ ისიც მითხრა, რომ ამ კაცის დედას ის პატარაოაში მიუტოვებია, რასაც დიდი გავლენა მოუხდენია მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ნერვებზე, ძალიან დიდხანს ყოფილა ტრამვირებული და სწორედ მისი მკურნალობის მიზნით გადასულა მისი ოჯახი ამერიკაში. მე  ყველა საკითხი იმ კაცის ასისტენტთან შევათანხმე  და ამის გამო მისი სახელი არ ვიცოდი. ამდენი ინფორმაცია ნატამ საიდან გაარკვია არც ეს ვიცოდი, თუმცა არ გამკვირვებია. ის ასეთი იყო, ყველა და ყველაფერი აინტერესებდა. ხანდახან დავცინოდი კიდეც, ჟურნალისტი უნდა გამხარიყავი მეთქი და ისიც საკუთარ უიღბლობაზე მოთქვამდა.
ჩემმა ყოვლისმცოდნე დამხმარემ ისიც აღნიშნა, რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოება შეკრებილა, სწორედ ისეთი, ჩემს გამოფენაზე რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. თუმცა მე ეს დიდად არ მაინტერესებდა, რადგან საკმარისად კარგი კავშირები მქონდა.



         ერთ კვირაში ყველაფერი დასრულებული მქონდა, მხოლოდ მოსაწვევები იყო დასარიგებელი და ესეც ნატამ ითავა. მითხრა, წინა კვირის დაჯილდოვებაზე ერთი ბიჭი გავიცანი და კარგი კავშირები აქვს, მასაც დავიხმარო. მე ეს არაფერში მჭირდებოდა, თუმცა არაფერი ვუთხარი, რაც უფრო მეტი ხალხი იქნებოდა, მით უკეთესი იქნებოდა ჩემთვის.
ასე და ამგვარად მოვათავე გამოფენისა და ნახატების ორგანიზებაც. გამოფენამდე კიდევ ორი დღე მქონდა და პარალელურად ვიფიქრე ახალ საქმესაც გავაფორმებდი.  საღამოს ჩემს ახალ კლიენტთან მქონდა დაგეგმილი საქმიანი ვახშამი, ამიტომ სამსახურიდან ცოტა ადრე წავედი სახლში და გამზადება დავიწყე. ვახშამი ქალაქ გარეთ მდებარე რომელიღაც რესტორანში იყო დაგეგმილი. ტაქსით წასვლა არ მინდოდა, ამიტომ ჩემი ახალშეკეთებული მანქანით წავედი. მეგონა დამაგვიანდებოდა, თუმცა ზუსტ დროს მივედი დანიშნულების ადგილას.
- ლიკა, ხომ? მოგესალმებით! - ხელი ჩამომართვა ხანში შესულმა კაცმა და სკამი გამომიწია.
- დიახ, გამარჯობა. - კარგად მოვკალათდი და თავაზიანობისთვის მადლობაც გადავუხადე.
- მოდი ჯერ შევუკვეთოთ და თან საქმეზეც გადავიდეთ,რა თქმა უნდა, თუ არ გეჩქარებათ... - გამიღიმა და ხელით ანიშნა მომსახურე პერსონლს ჩემი თანხმობის შემდეგ.
- მოკლედ, ეს იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აუქციონი, სადაც ქველმოქმედების მიზნით რამდენიმე ათეული ანტიკვარი გაიყიდება. საკმაოდ შეძლებული საზოგადოება იქნება მოწვეული - ბიზნესმენები, პოლიტოკოსები, ქართველი და უცხოელი დიზაინერები, რა თქმა უნდა, ჩემი კავშირებით და ცნობილი კოლექციონერები.
- ძალიან საინტერესოდ ჟღერს, ბატონო დავით - გავუღიმე. ასეთი პროექტები იშვიათად მქონდა პრაქტიკაში და ყველაზე მეტად სწორედ ისინი მომწონდა. - დეტალები მოფიქრებული გაქვთ, თუ..?
- დემტალები ასე წვრილმანებში არ გადამიწყვიტავს, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თითქმის თვე ნახევარი.... უბრალოდ რადგანაც თქვენთან წინასწარ უნდა დამეკავებინა ადგილი, გადავწყვიტე დღეს გვესაუბრა.
- გასაგებია. მოგეხსენებათ ჩვენს წრეში მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ ხშირად იმართება და ასეთი პროტოკოლიც ზუსტად ამიტომ მაქვს.
- დიახ, ეს აღარ წარმოადგენს პრობლემას, მთავარია აიღებთ საქმეს თუ არა? - ძალიან მომეწონა ეს კაცი. ისეთი წინდახედული, ისეთი გაწონასწორებული იყო, ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, რაც არც თუ ისე ხშირი შემთხვევაა. რეალურად ჩემი საქმიანობა ზოგიერთს სრულიად სხვა რამ ეგონა. ამის გამო ხშირად მითქვამს უარი პროექტზე იქიდან გამომდინარე, რომ ხანდახან ზოგიერთი უტვინო და ფულით გაბერილი პირობნება თავისი დამოკიდებულებით მაგრძნობინებდა, რომ თითქოს ჩემში მხოლოდ მოსამსახურეს ხედავდა, რომელსაც მათი კაპრიზები უნდა დაეკმაყოფილებინა, შენიშვნები აეტანა და ყველაფრის მიუხედავად, ჩუმად დარჩენილიყო.  რა თქმა უნდა, შენიშვნების მიღებისთვის ყოველთვის მზად ვიყავი და ღირსეულადაც ვიღებდი მათ, მაგრამ საქმე ამაში არ იყო. მათ არ ესმოდათ, ან უბრალოდ არ უნდოდათ ჩემი პროფესიის არსის გაგება.  ეს კაცი კი ის გამორჩეული და იშვიათი შემთხვევა გახლდათ, როცა კლიენტთან მუშაობა ერთი სიამუვნებაა.  ამიტომ სულ რომ მოვმკვდარიყავი, ამ საქმეს ხელიდან არ გავუშვებდი.
- რა თქმა უნდა, აქ ამიტომ ვარ! - ვუპასუხე თავდაჯერებულმა - უბრალოდ თემატიკა უნდა შევარჩიოთ, როგორი გარემო და ინტერიერი გნებავთ. დანარჩენი კი მე და ჩემმა გუნდმა ვიცით.
- ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მინდა ინტერიერი სიძველის შტაბეჭდილებას ტოვებდეს.
- გასაგებია - წამით დავფიქრდი და სიტყვა სიძველის გაგონებაზევე მომაფიქრდა  ერთი ვარიანტი - დაახლოებით რა პერიოდით თარირდება ეს ნივთები? თუ ამის შესახებ ინფორმაცია გაქვთ, ძალიან კარგი ვარიანტი მაქვს!
- დიახ, ეს არის XVI-XVII საუკუნეების საკმაოდ ძვირფასი და იშვიათი, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა - გაიცინა - სხვაგვარად ვერც ვუწოდებ, რადგან ისინი რამდენიმე ათეული გავლენიანი ოჯახის მიერ გაიცა შემოწირულობის სახით ბავშვთა სახლებისა და ბავშვთა საავადმყოფოების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ინვენტარის გაახლებისთვის. თითოეული მათგანი თაობების წინ არის შეძენილი დასაველთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც ქართველ ოჯახთა მემკვიდრეობად ითვლება იმდროინდელი საზოგადოებისგან.
- ძალაინ კარგი! მაშინ რას იტყვით ინტერიერიც საუკენეების შესაბამისი რომ იყოს? შესაძლებელია დიდი დარბაზის ქირაობა და იმდროინდელი მისაღები დარბაზებისათვის დამსგავსება. - დიდი ინტერესებით მისმენდა, სანამ მე დაწვრილებით ვუხსნიდი ჩემს მოსაზრებას.
- დიახ, შესანიშნავი აზრია, მინდა გითხრათ... - შევამჩნიე, რაღაცის თქმას კიდევ აპირებდა და არ გავაწყვეტინე - რას იტყვით, იქნებ დრესკოდიც გაგვეკეთებინა, იმავე საუკუნეებისათვის დამახასიათებელი სამოსით?
- თუ ეს თქვენს მოთხოვნებში შედის, თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა თუ უხეშობაში არ ცამომართმევთ, ჩემს აზრს გეტყვით.
- დიახ, რა თქმა უნდა, აქ სწორედ ამიტომ ხართ! - გამიღიმა და ხელით მანიშნა, ჩემი სათქმელი მეთქვა.
- გარემო, რა თქმა უნდა, ძალიან ორიგინალურია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე მოვიფიქრე...ეს სხვა თემაა, თქვენი იდეაც ძალიან კარგია, თუმცა ჩემი აზრით, დრესკოდის იგივე თემატიკაში გაკეთება ძალიან ერთფეროვანი იქნება...მეც ამ წრის წარმომადგენელი ვარ და ძალიან ხშირად მქონია პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა, როცა დრესკოდი არავის გაუთვალისწინებია...ძალიან კარგად იცით, რომ ყველა პარტნიორთან ერთად მოდის და ასეთ დროს ქალები ათასობის ლარს ხარჯავენ თავიანთ სამოსში. დარწმუნებული ვარ, უკვე ყველას მოფიქრებული და გამზადებულიც აქვს ის, რასაც იმ საღამოს ჩაიცვამს. ასე რომ, დამატებით დრესკოდის დაწესება, ჩემი აზრით, უკმაყოფილებას გამოიწვევს, თქვენთვის კი სასურველია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს ღონისძიებას, ასე არაა? - ძალიან მშვიდად და გაგებით ავუხსენი ყველაფერი.
- შესაძლებელია... - დაფიქრდა - მაშინ ისე იყოს, როგორც ამბობთ, გენდობით.
- თუ რაიმე დეტალი გაქვთ, რაც გსურთ, რომ გათვალისწინებული იყოს, გთხოვთ...
- მოდი ყველაფერს თქვენ მოგანდობთ, ძალიან კარგად ვიცი, რომ არ წავაგებ - გამიღიმა და როცა გაოცებული მზერა დაიჭირა, დაამატა - წინა კვირას ვიყავი თქვენ მიერ ორგანიზებულ ღინისძიებაზე, ქართველი დიზაინერის დახვედრის ცერემონიაზე. არ ვიცი, რამდენად გახსოვთ, თუმცა მინდა აღვნიშნო, აღფრთოვანებული დავრჩი!
- ეს ჩემი საქმეა, რა თქმა უნდა, მახსოვს! - გავუღიმე.
- დიახ, სწორედ იმ საღამოს შემდეგ დაგავწვიტე დაგკავშირებოდით და ეს საქმე თქვენთვის ჩამებარებინა!
- მაშინ, შევთანხმდით! - ჭიქა გავუშვირე და შეთანხმების ნიშნად სადღეგრძელო შევსვით.
      ბოლოს შენობიდან გამოვედით და ერთმანეთს დავემშვიდობეთ, შემომთავაზა სახლამდე მიგიყვანთო, მაგრამ ვუთხარი მანქანით ვარ და თავად წავალ, თქო. ის კი აღარ მახსოვდა ნასვამი რომ ვიყავი და ამ გზას პატრული ხშირად ამოწმებდა. თხუთმეტი წუთის გზაც არ მქონდა გამოვლილი, არსაიდან რომ გამოჩნდა ციმციმა. გაიუტებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ გადავაყენე და ტესტირებაზეც დავთანხმდი. მართვის მოწმობა ჩამომართვეს, ჩემი მანქანა კი საჯარიმოზე გადაიყვანეს. აი ასე ამ ღამეს სულ მარტო დამტოვეს ქუჩაში, ვინმეს დაურეკეთ და წაგიყვანენო.
       გარშემო არაფერი იყო. დაუსახლებელ ადგილას აღმოვჩნდი, შუა გზაზე. უკვე ბინდდებოდა, მე კი სრულიად მარტო ვიყავი. ტელეფონი გავხსენი. ჯაბა თავის მშობლებთან იყო წასული; თამოსთან დარეკვას აზრი არ ჰქონდა, მართვის მოწმობა არ ჰქონდა; მამაჩემის მძღოლი მამაჩემს ახლდა ესტონეთში; გიორგის დავურეკე, კლუბში ვარო, ასეც ნასვამი იქნებოდა, ისეც... ტაქსის გამოძახებას კი სრული აბსურდი იყო. წარმოდგენაც არ მქონდა, რა ადგილას ვიყავი და შესაბამისად, უმისამართოდ არავინ წავიდოდა გამოძახებაზე. ჩემი ბოლო იმედი ვახო იყო.
- ელენეს აგარაკზე ვართ მის მშობლებთან, მეც ნასვამი ვარ... მეგონა, არ დამჭირდებოდა გასვლა.
- კარგი, კარგი რამეს ვიზამ..
- ამ ერთხელ ტაქსით რომ იმგზავრო?
- ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე! -  შევძახე გაღიზიანებულმა - წარმოდგენა არ მაქვს რა ადგილას ვარ!
- ჩემს ძმაკაცს გამოვუშვებ მაშინ...აბა რა ვქნათ?
- ვინ ძმაკაცს?..ანდაც რა მნიშვნელობა აქვს, გამოუშვი გთხოვ..მეშინია.
- დამშვიდდი, ისე დადის ქალაქში, ნახევარ საათში მანდ იქნება. - დამაიმედა - რომელი რესტონარი იყო? - სახელი ვუკარნახე და მალევე გამითიშა. ნელ-ნელა კიდევ უფრო ჩამობნელდა, მანქანებიც იშვიათად მოძრაობდნენ და ეს უფრო მაფრთხობდა. თავი უკაცრიელ ადგილას მეგონა. რეალურად, მართლაც ჰგავდა...
გავიდა ათი წუთი, ოცი წუთი, ნახევარი საათიც და თითქმის ერთი საათი იწურებოდა, მაგრამ მაინც არაფერი ჩანდა ჩემკენ მომავალ გზაზე. წუთები საუკენეებად მეჩვენებოდა...ამ ილუზიას კი გარემოც უფრო რეალურს ხდიდა. ამ დროის განმავლობაში, რამდენიმე მანქანამ გამიჩერა, სად მიდიხარ, წაგიყვანო, მაგრამ ხმა არ გამიცია. ყველაზე მეტად ასეთი მომენტები მაღიზიანებდა და მაშინებდა.  ბოლოს, როგორც იქნა, შორიდან რაღაც ნათება გამოჩნდა. მთელი არსებით ვლოცულობდი ის იყოს მეთქი... ვინც არ უნდა იყო, ჩემთან მოდი, მეთქი. საშინლად დაღლილი, გაყინული და შეშინებული ვიყავი. ტელეფონიც გამეთიშა და ვერც ვინმესთან ვრეკავდი, რომ გული გადამეყოლებინა. ამასობაში კიდევ ერთი მანქანა მომადგა უკნიდან. დაბურული მინები ჰქონდა და რაღაც სულელური მუსიკა ისმოდა. მერე წინა კარის მინა დაბლა დაეშვა და იქიდან ვოღაც გამხდარმა, წვერიანმა ბიჭმა გამოყო თავი.
- ეი, სად მიდიხარ? წამო, წაგიყვანთ! - შემომთავაზა. სულ სამნი იყვნენ. მერე მძღოლმა გადმოიწია.
- ჰო, წამოდი ჩვენთან ერთად, სახლამდეც მოგიყვანთ და მანამდე ცოტას გავერთობით კიდეც! - გადაიხარხარა.  ხმა ისევ არ გავეცი. გავყურებდი იმ შუქს, რომელიც სულ უფრო მიახლოვდებოდა. ბოლოს ერთ-ერთმა კიდევ რაღაც რომ გადმომძახა და კვლავ დაიგნორების გამო, დავინახე, მანქანიდან გადმოსვლა რომ დააპირა. აი იმ წამს რა უნდა მექნა? ვინ მიშველიდა?  ჩემთვის რამე რომ დაეშავებინა? არ ვიცოდი და ის იყო ჩემკენ წამოვიდა, რომ მარჯვენა მხრიდან უცებ მოიჭრა მაღალი, შავი ჯიპი და მყისიერად დაამუხრუჭა. როგორც ვვარაუდობდი, ეს ვახოს მეგობარი უნდა ყოფილიყო.
- ისე ჩაჯექი, როგორც გამოხვედი და დაახვიეთ აქედან! - სწრაფად გადმოვიდა ნაცნობი სილუეტი  მანქანიდან და ჩემკენ წამოვიდა. - მოშორდი, მეთქი! - მისი ხმაც ჩვეულებრივზე ბევრად აგრესიული იყო. ის მანქანა კი ისე გაქრა იქიდან, თითქოს არც გამოჩენილა.  ეს კი კარგი, მაგრამ თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა დავინახე ჩემს წინ კვლავ დემეტრე, რომ იყო.
- შენ აქ რა გინდა? - ვიკითხე გაკვირვებულმა და ამ წამს, ისე არ მინდოდა ჩემთან ყოფილიყო, მერჩივნა მთელი ღამე ისევ იქ, ისევ ისე ვმდგარიყავი. არა, რეალურად მაინც ძალიან მიხაროდა.
- მე არა, ვახოს უნდა... - ნერვიულად ახსენა - კარგად ხარ? რამე ხომ არ დაუშავებიათ? - თვალი შემავლო.
- კარგად ვარ, დროზე წავიდეთ. - ვუთხარი და სასწრაფოდ მანქანაში ჩავჯექი. - რაღა მაინცდამაინც შენ გამოგიშვა?
- მადლობის მაგიერია?
- ...
- დამშვიდდი, არც მე მსიამუვნებს აქ რომ ვარ!  - მითხრა და მანქანა დაძრა.
- მოიცა, სად მიდიხარ? - შევამჩნიე, პირდაპირ რომ დაიწყო მოძრაობა.
- თბილისის შესასვლელთან ავარიაა, საცობში ვიყავი ნახევარი საათი... - გადაუხვია - გრძელი გზით მოგვიწევს წასვლა.
ორივე ჩუმად ვიყავით, ისეთი დაძაბულობა იყო მანქანაში, რამე რომ გვეთქვა, მეორე აუცილებლად აფეთქდებოდა. ვნატრობდი, მალე დასრულებულიყო საღამო. სახლში მისვლის და ჩემი ბალიშის მეტი არაფერი მინდოდა.
- თავი მტკივა, ცოტა ხანს მუსიკას ჩავრთავ... - ხმას ავუწიე.
- რაში მაიტერესებს?! - გაღიზიანდა და გამორთო. 
- მისმინე ძალიან გაღიზიანებული, საშინლად გაყინული და დაღლილი ვარ! შენი ნერვები არ  მაქვს, დამაცადე ცოტა ხანს, რომ დავმშვიდდე!
- შენს მანქანაში გქონდეს პრეტენზია, პატარა ქალბატონო! - უკმაყოფილოდ მითხრა, თუმცა მუსიკისთვის ხმა აღარ ჩაუწევია. მერე უკანა სავარძლიდან თავისი სვიტრი გადმოიღო და მუხლებზე დამიდო - ჩაიცვი - და გათბობაც ჩართო. მართლა რომ არ შემციებოდა, რა თქმა უნდა, უკან დავუბრუნებდი, მაგრამ იმ წამს კინკლაობის დრო არ იყო. მისი ზედა დიდად არ მათბობდა, მაგრამ ისეთი კარგი სუნი ჰქონდა, უკან არ დამირუნებია. მიუხედავად მისდამი ჩემი დამოკიდებულებისა, ყოველთვის მსიამუვნებდა მისი სუნამოს სურნელი. ისეთი სასიამუვნო, გრილი, ჰაეროვანი იყო!..
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მანქანამ უცნაური ხმების გამოცემა დაიწყო და მალევე გავჩერდით. დემეტრე მანქანიდან გადავიდა და ძრავას ჩახედა.
- რა მოხდა - გადავყევი და მეც ისე ჩავხედე, თითქოს რამე გამეგებოდა. არაფერი მიპასუხა.
- ჯანდაბა! - გაღიზიანებული დაბრუნდა თავის ადგილას - ძრავა დაჯდა.
- რა? შენ რა, გაუმართავი მანქანით მოხვედი? - წამში გავღიზიანდი.
- ხმას დაუწიე და ნერვებს ნუ მიშლი! გამოივლის ვინმე და დახმარებას ვთხოვთ, არაფერი კატასტროფა არ არის.
- არა, რას ამბობ? რა პრობლემაა?
- დაიძინე. - მითხრა ბოლოს და გაჩუმდა. ცოტა ხანს მეც ჩუმად ვიყავი, მაგრამ ვერ ვისვენებდი...თვითონ თავი სავარძლის საზურგეზე გადადო და თვალები დახუჭა. როგორ შეეძლო ასე მშვიდად ყოფნა, არ მესმოდა. თვითონ ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, მე კი მოუსვენრობისგან ლამის გავგიჟდი.
- რა არ გასვენებს? - თვალებდახუჭულმავე იკითხა.
- სახლში მინდა.
- მეც ბევრი რამე მინდა!  - თქვა და ფანჯარას ჩამოუწია.
- რა აუტანელი ხარ! დედაშენი ან მამაშენი როგორ გიძლებენ?
- მაგაზე შენ ნუ ინერვიულებ, კარგი? - ღრმად ჩაისუნთა და გაჩუმდა.
- ხო შენი პასუხით თუ ვიმსჯელებთ მთლად კარგი... - გამაწყვეტინა.
- არც ერთი მყავს და არც მეორე...- წარმოთქვა ისევ ისე თვალდახუჭულმა და რატომღაც მომეჩვენა, ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- რა?
- დედაჩემმა მიმატოვა, მამაჩემს არ ველაპარაკები...დაკმაყოფილდა შენი ინტერესი? მორჩა? - ხმა ვეღარ ამოვიღე. მივხვდი, ნამდვილად ზედმეტი მომივიდა... რომ ჩემი სიჯიუტე გვერდით უნდა გადამედო და მისთვის ბოდიში მომეხადა.
- მაპატიე.
- დაიკიდე.
- ვერ დავიკიდებ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს უდედობა...
- ... - თვალები დაჭყიტა და დაინტერესებულმა მკითხა.
- მაგრამ ჩემთან შედარებით, გაგიმართლა...შენ ნანახი მაინც გყავს დედაშენი...მე კი.. ერთხელაც ვერ ვნახე... -
- მოიცა, შენ თვლი, რომ გამიმართლა? - მომიბრუნდა უეცრად.
- არა...უბრალოდ ჩემთან შედარებით... -
- და შენ საერთოდ რა შუაში ხარ? - ისევ გამაწყვეტინა გაღიზიანებულმა. კვლავ უსიტყვოდ დამტოვა. ისეთი უხერხული დუმილი ჩამოვარდა, მიჭირდა მანქანაში გაჩერება. ორივე ჩუმად ვიყავით, მე კი გულში საკუთარ თავს ვლანძღავდი, რა გალაპარაკებს, მეთქი...
მერე ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, უკნიდან მანქანა რომ მოგვადგა და ისიც  მანქანიდან გადავიდა. ვერ დავინახე რა გააკეთეს ან როგორ მოახერხეს, მაგრამ დაახლოებით ოც წუთში დავიძარით და ცოტახანში უკვე სახლში ვიყავი.
- იმედი მაქვს აღარასდროს შევხვდებით! - ვუთხარი და მანქანიდან გადავედი.
- შანსი არაა! - მომაძახა და წავიდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

კარგი გაგრძელებაა, აი ისეთი სურვილს რომ გაგიჩენს კიდევ წაიკითხო, უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ხართ. წარმატებები

 


№2 წევრი Viva la vida

სტუმარი ნინო
კარგი გაგრძელებაა, აი ისეთი სურვილს რომ გაგიჩენს კიდევ წაიკითხო, უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ხართ. წარმატებები

დიდი მადლობა🫶🏻

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent