შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელიბნელში ნაწილი 11-12-13


დღეს, 18:47
ავტორი La dolce vita
ნანახია 689

საწოლზე იყო წამოწოლილი და მომხდარი გონებიდან არ ამოსდიოდა. ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასეთი აუტანელი ყოფილიყო. წინა დღეს, ბავშვთა სახლში, სულ სხვა კაცი დაინახა, კეთილი და გულუხვი, ახლა კი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა: სახლიდან გააგდო და აფერისტი უწოდა. როგორ აღიზიანებდა ეს თავხედი კაცი! ​ნიამ იცოდა, რა მოჰყვებოდა იმ სახლში მისვლას, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. „თუ არ წავალ, ის ვაჟბატონი გაიმარჯვებს, ეს კი ნამდვილად არ მინდა! რატომ უნდა დავიმალო? დასამალი არაფერი მაქვს. ის, რომ ლუკა ხევპრეა და მოქცევა არ იცის, ჩემი ბრალი არაა,“ — ფიქრობდა თავისთვის. გადაწყვიტა: იქ სწორედ მის ჯიბრზე მივიდოდა და დაანახებდა, რომ მისი არ ეშინოდა.​დიდხანს აღარ უფიქრია, მალევე მორფეოსის სამყაროში გადაეშვა ახალი გეგმებით.
….
მეორე დღეს კი, ჩვეულ დროს ადგა, მოწესრიგდა და თამთას დაურეკა. უთხრა, რომ მათთან მისვლას აპირებდა. თამთას, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა ეს ამბავი.​ახლა ნია სწორედ იქ იყო და თამთასთან ერთად სამომავლო გეგმებს განიხილავდა. მიუხედავად სიმტკიცისა, ამ უზარმაზარი სახლის ცივი კედლები და მისი უსიცოცხლო მეპატრონე მაინც სთრგუნავდა. ყოველ წამს ელოდა, რომ ლუკა გამოჩნდებოდა და ისევ ატეხდა ერთ ამბავს, მაგრამ კაცი არსად ჩანდა. ეს უცნაურად ეჩვენებოდა თითქოს შინ არ ბრძანდებოდა, თუმცა მისი მძიმე ენერგია ჰაერში მაინც იგრძნობოდა. „ალბათ თამთამ გააფრთხილა, ხმა არ ამოეღო, ან იქნებ თვითონ არიდებდა თვალს, ვინ იცის. მისაღებში თამთასა და ნინისთან ერთად იჯდა. ნიამ სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და საუბარი ჩვეულებრივი კითხვით დაიწყო:
— ქალბატონო თამთა, ძალიან კარგია ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ... და ნინის ქორწილს როდის აპირებთ?
​თამთა უხერხულად შეიშმუშნა და მზერა აარიდა. ნინიმ კი მკვეთრად წამოიძახა:
— რა ქორწილი, ნია! არანაირი ქორწილი არ იქნება. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, როგორც პარტნიორები, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. — წამოიძახა ნინიმ დამცინავი ტონით.
​— ერთ სახლში? როგორც ცოლ-ქმარი, ქორწინების გარეშე?! — ნია გაოგნებული უსმენდა. „ღმერთო, რა ადამიანია ასეთი?“ — გაიფიქრა თავისთვის. წყალი ის იყო, მოსვა, რომ მისაღებში ლუკას ბოხი და მკაცრი ხმა გაისმა:
— ნინი, მალე მორჩები? საქმე მაქვს!
​ამ ხმის გაგონებაზე ნიას წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა. სანამ სუნთქვას დაირეგულირებდა, იგრძნო, როგორ მიეყინა ზურგზე ლუკას გამჭოლი და ცივი მზერა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ კაცი ხმას არ იღებდა მხოლოდ იმ გამყინავი გამოხედვით „ასაჩუქრებდა“ გოგონას, რაც ნიას საბოლოოდ ურევდა გზა-კვალს.
— ნია, კარგად ხარ? — ჰკითხა თამთამ შეწუხებული ხმით.
— კი, კარგად ვარ, ქალბატონო თამთა. მე წავალ, უკვე გვიანია, მერე ტრანსპორტი აღარ ივლის, — წამოიძახა აფორიაქებულმა და სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა გასასვლელისკენ. წასვლისას კიდევ მოჰკრა თვალი ლუკას შეწუხებულ სახეს. „ნამდვილი დემონია,“ — გაიფიქრა გულში და კარებში გაუჩინარდა.

****
მთელი გზა, ფიქრებში გალია, ვერაფრით ვერ იგდებდა, გონებიდან გაგონილს, ვერაფრით ვერ წარმოედგინა, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ წყვილს ქორწინების გარეშე, ამასობაში მისი ავტობისიც შეჩერდა ავლაბრის, გაჩერებაზე, გოგონა სწრაფად გავიდა გასასლელისკენ და თავის ქუჩას ჩაუყვა, უკვე საკამოდ მობნებული იყო და ქუჩებს, მხოლოდ ლამპიონების მბჟუტავი შუქი, თუ გაანათებდა.
დაღლილი სახით შევიდა და ლიზას ისე ჩაუარა, რომ ვერც კი შეენიშნა.
​— ნია, რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს, — ჰკითხა ლიზიმ და ხელები წინ აუფრიალა, რომ მისი ყურადღება მიეპყრო.
— ჰა? რა თქვი? — ნია ფიქრებიდან გამოერკვა და ლიზას გახედა. — არაფერი... უბრალოდ, ძალიან დავიღალე.
​გოგონა სავარძელში ჩაეშვა და ხელები მუხლებზე დაიწყო. ლიზი გვერდით მიუჯდა, გრძნობდა, რომ რაღაც ისეთი მოხდა, რამაც ნია ძირეულად შეძრა.
— გელოვანებთან მოხდა რამე? ისევ იმ კაცმა გაწყენინა?
— არა, მას ხმაც არ ამოუღია,მაგრამ ის რაც გავიგე სულ ამრია.. — ამოიოხრა ნიამ და მზერა ფანჯარას გაუშტერა. — ლიზი, შენ იცი, რა არის „თანაცხოვრება“?
— რავიცი, ალბათ წყვილი როდესაც ერთად ცხოვრობს?
— არა, ლიზი... ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ცოლ-ქმარივით ცხოვრობენ, ერთ სახლში, ერთ ოთახში, მაგრამ არც ჯვარი აქვთ დაწერილი და არც ხელი მოწერილი. ამბობენ, რომ არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ. წარმოგიდგენია? ისე ცხოვრობენ, თითქოს ყველაფერი ნებადართულია. — განუმარტა ნიამ.

— ეგ ვინ გითხრა? — გაოცებით უთხრა.
— ნინიმ მითხრა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს, თითქოს მე ვიყავი უცნაური, ეს რომ გამიკვირდა. იქ ისეთი სიცივეა, ლიზი... ყველაფერი ოქროთია მოპირკეთებული, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა ასე იცხოვროს? სარწმუნოების გარეშე, პასუხისმგებლობის გარეშე... ეს ხომ მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუებაა.
​— ვაიმე, ნია... მართლა შოკია, — ჩაილაპარაკა ლიზიმ, თუმცა ისე მძაფრად ვერ განიცდიდა, როგორც და. — მაგრამ შენ რა გინდა, რომ ქნა?
— არ ვიცი, — ჩურჩულით მიუგო ნიამ. — ერთის მხრივ, მინდა გავიქცე და აღარასოდეს დავბრუნდე იმ „ტალახში“. მეორეს მხრივ კი... მგონია, რომ იქ იმიტომ მოვხვდი, რომ რაღაც შევცვალო. თუნდაც ერთი პატარა სანთელი ავანთო იმ დიდ წყვდიადში.
— რა ხდება, გოგოებო, რას ჭორაობთ? — ამ დროს მამიდა მივიდა მათთან.
— არაფერი, მამიდა. მე წავალ, მოვწესრიგდები და მოვალ, — უთხრა ნიამ და ოთახში შევიდა.
​მოწესრიგებული, საღამურებში გამოწყობილი გამოვიდა ოთახიდან და სუფრის გაშლაში დაეხმარა. შემდეგ სავახშმოდ დასხდნენ. ნია ჯერაც ფიქრებში დაფრინავდა. მისთვის რთული გასაგები იყო გელოვანისნაირი ადამიანის ცხოვრება, რადგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ: ნია ერთი უბრალო, ტრადიციული და მორწმუნე გოგონა იყო, გელოვანი კი არცერთს არ იცავდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა მიზეზი, თუ რატომ არ უნდოდა ოჯახის შექმნა, უბრალოდ ამას არ ამჟღავნებდა. მთელი ვახშმის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, ჩაფიქრებული ჭამდა.
— მე წავალ, დავისვენებ, დღეს ძალიან რთული დღე მქონდა, — დაუბარა მათ და ოთახში შევიდა. პლედი აიღო და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. ძალიან იყო არეული. „რა ადამიანია ამისთანა... ღმერთო, როგორ შეიძლება იცხოვრო ქორწინების გარეშე?,— ფიქრობდა თავისთვის.

**
​მეორე დილას ნია სარკესთან იდგა და თმებს ისწორებდა. ამჯერად ცხენის კუდიგაიკეთა, სახე მოიწესრიგა. სადა, ტანზე ოდნავ გაშვებული კაბა ეცვა.ყველაფერს, რომ მორჩა ოთახიდან გავიდა და წასასვლელად გაემზადა, მამიდას უთხრა, რომ სახლში არ ისაუზმებდა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან.​გზაში ბევრ რამეს ფიქრობდა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ამოიოხრა და გზას გაუყვა. რადგან ადრე იყო, გადაწყვიტა სულიერი სიმშვიდისთვის ტაძარში შესულიყო. ტაძრის მძიმე, მოჩუქურთმებული ხის კარი ნიამ კანკალით შეაღო. საკმევლის სურნელმა მაშინვე მოჰგვარა შვება. აქ გელოვანების სახლის ქაოსი და ლუკას გამყინავი მზერა სადღაც შორს დარჩა.
​მამა შალვა ანალოღიასთან იდგა. ნია მიუახლოვდა და მოძღვრის ხელს ეამბორა.
— დამლოცეთ, მამაო... — ჩურჩულით ამოთქვა და იგრძნო, როგორ მოეძალა ცრემლები.
— უფალმა დაგლოცოს, შვილო. რაო, რამ აგიფორიაქა სული ასე ძლიერად?
ნიამ ყველაფერი დაუფარავად უამბო.
— მამაო, ის კაცი... ის თითქოს ჩემს სულში იჭრება. მინდა გავიქცე, რომ ჩემი რწმენა გადავარჩინო ამ ტალახისგან.
მამა შალვამ სევდიანად, თუმცა იმედიანად გაიღიმა:
— შვილო, განა სანთელს მზის შუქზე ანთებენ? სანთელი სწორედ წყვდიადშია საჭირო. ლუკა გელოვანი დემონი არ არის, ის უბრალოდ სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანია.
— ანუ უნდა დავრჩე? — ამოთქვა ნიამ.
— დარჩი, შვილო, და ნუ განსჯი მათ.
….
როგორც კი ტაძრიდან წამოვიდა გეზი მაშინვე გელოვანების სახლისკენ აიღო და ახლა უკვე მათი, ჭიშკართან იდგა, უყურებდა უზარმაზარ სახლს და თავის დამშვიდებას ცდილობდა ახალ ეტაპზე გადადიოდა სადაც მოიწევდა ყოველდღიურად ლუკას ნახვა, ეს ძაბავდა, მაგრამ საკუთარ თავს ხომ დაპირდა, რომ მივიდოდა, იქ სამუშაოდ ახლა რაღატომ ორჭოფობდა, ვერ ხვდებოდა. საბოლოოდ მოიკრიბა ძალა ეზოში შევიდა და კარზე ზარი დარეკა, თითქოს ბედის ირონიით კარები ლუკამ გაუღო და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, ნიამ იგრძნო, როგორ წამოახურა სახეზე და შეცბა, კაცი ისე უყურებდა, რომ თვალებით ბურღავდა, თითქოს მის რაეაქციებს აკვირდებოდაო, ნიასთვის უცნაური იყო, თუ რატომ იქცეოდა ასე ლუკა, არ მოსწონდა ეს სიჩუმე. ბოლოს თავი აარიდა და შიგნით შევიდა უნდოდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა მას. სახლში შესულმა კი, თავისთვის ჩაილაპარაკა.

— ჰუჰ, უცოლო დემონი… — ჩაილაპარაკა, თავისთვის, ეგონა, ლუკა ვერ გაიგებდა ამას, მაგრამ მის ყუთასმენას არაფერი გამოპარვია.
​ლუკა წამით შედგა, თითქოს არ სჯეროდა, რომ ეს გაბედეს, შემდეგ კი გაფართოებული, ცივი თვალებით მკვეთრად მობრუნდა და გოგონას შეხედა, ცივი მზერით.
— რა თქვი?! — მისი ხმა ლითონივით ცივი და მჭრელი იყო.
​ნია მოულოდნელობისგან შეხტა, ისე დაიბნა, რომ უკანმოუხედავად გაიქცა და ძლიერად შეეჯახა კედელს.
— ღმერთო! — ტკივილისგან ამოიკვნესა და ინსტინქტურად შუბლი მოისრისა. ცალი თვალით ლუკას გახედა, რომელიც ჯერ კიდევ მას უყურებდა, დაჟინებით, თითქოს მის გაშიფვრას ცდილობსო. ნიამ ვეღარ გაუძლო ამ გამჭოლ მზერას და სასწრაფოდ მისაღებში შევარდა.
​ლუკამ მის ზურგს გააყოლა თვალი.
— წარმოუდგენელია... — ჩაილაპარაკა თავისთვის, თავი გაიქნია და სახლიდან გავიდა.
​— გამარჯობა, ქალბატონო თამთა, — ღიმილით მიესალმა ნია.
— მოხვედი უკვე, — თბილად უთხრა თამთამ, — მოდი, დაჯექი.
— კარგი... მითხარით, საიდან დავიწყო ნინის სწავლება?
— ამ საქმეს მთლიანად შენ მოგანდობ, ნია. მჯერა შენი.
— მაგრამ... კონკრეტულად რა გინდათ, რომ ვასწავლო? იცით, რატომ ვამბობ ამას... სიმართლე გითხრათ, წუხანდელი საუბრის შემდეგ ცოტა გაურკვევლობაში ვარ, — დაბნეულად ამოთქვა გოგონამ.
​თამთამ მძიმედ ამოიოხრა.
— მესმის შენი, ჩვენც მასე ვართ. გეტყვი, რაშია საქმე... ჩემს ძმას ქორწინებისა და ოჯახის არ სწამს, ამიტომ არ უნდა ნინის ცოლად მოყვანა.
— ცუდად არ გამიგოთ, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ... აბა, აქ რისთვის მოიყვანა?
— საქმე ის არის, რომ ბებია მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. ლუკამ კი ნინი მის ჯიბრზე მოიყვანა აქ. ბებია, რა თქმა უნდა, არ ნებდება , გადაწყვიტა ნინის ყველაფერი შეასწავლოს, რასაც ჩვენს წრეში ითხოვენ. ფიქრობს, რომ გოგონა თავს ვერ გაართმევს და ლუკა მას სახლიდან გაუშვებს. ამიტომ მინდა, რომ ნინის დაეხმარო... იქნებ ჩემს ძმასაც შეეცვალოს აზრი ამასობაში.
​— გასაგებია... ვეცდები, ნინის დავეხმარო, — უთხრა ნიამ.
​ამ დროს კარი გაიღო. ლუკა, რომელსაც საბუთები დარჩენოდა და უკან მობრუნებულიყო, სწორედ იმ მომენტში შემოვიდა, როცა ნიამ უფლის სიყვარული ახსენა. ის წამით შედგა. ეს სიტყვები რატომღაც მის გონებაში უცნაური ექოსავით ჩაირინდა, რამაც უსიამოვნო გაღიზიანება გამოიწვია.
​— თამთა, ჩემი საბუთები ხომ არ გინახავს? — წარბშეკრულმა იკითხა და მზერა ნიასკენ გააპარა.
— შენი საბუთები? მგონი ვიცი, სადაც არის, ახლავე მოვიტან, — თქვა თამთამ და ოთახიდან გავიდა.
​სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ნია გრძნობდა, როგორ აფორიაქებდა ლუკას სიახლოვე, როგორ იძაბებოდა ყოველი კუნთი მის გარშემო.
— იცოდე, — ხმადაბლა, მუქარით დაიწყო ლუკამ, — შენი სისულელეები არ მოახვიო თავზე ნინის. გაიგე?
— რა თქვით? — ნია ფეხზე წამოდგა და პირდაპირ თვალებში შეხედა.
— რაც გაიგე. ასწავლე მხოლოდ ის, რაც საჭიროა. შენი ზღაპრები კი შენთვის შეინახე.
​ნიას მზერა არ აურიდებია. მის ხმაში უცნაური სიმტკიცე გაჩნდა:
— ის, რასაც თქვენ ზღაპარს ეძახით, ერთადერთი ჭეშმარიტებაა. თქვენ რატომ გეშინიათ იმის, რომ ნინიმ ეს შეიცნოს? იქნებ გეშინიათ, რომ ერთ დღეს მიხვდება, რა ილუზიაში ცხოვრობდა და სწორ გზაზე დადგეს.
​ლუკამ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, ნიასთან ისე ახლოს მივიდა, რომ გოგონამ მისი ცივი სუნამოს სურნელი იგრძნო.
— შენ მე მეკითხები, მეშინია თუ არა? — ჩაილაპარაკა მან დაბალი, დამცინავი ხმით, თუმცა მის თვალებში გაღიზიანებაზე მეტად დაბნეულობა ჩანდა. — გგონია, შენი ეს „ჭეშმარიტება“ ჩემში რამეს შეცვლის? მე რეალურ სამყაროში ვცხოვრობ, ნია. იქ, სადაც მხოლოდ ძალას აქვს ფასი და არა ლოცვებს.
— სწორედ მაგაშია თქვენი შიშიც, — არ დაუთმო ნიამ, მიუხედავად იმისა, რომ გული გამალებით უცემდა, — გეშინიათ აღიაროთ, რომ არსებობს ძალა, რომელიც თქვენსაზე დიდია. იმიტომ, რომ მაშინ მოგიწევთ იმის დანახვა, რაც სინამდვილეში ჩაიდინეთ.
​წამით გაქვავდა. ნიას სიტყვები ზუსტად იქ მოხვდა, სადაც ყველაზე მეტად სტკიოდა, მის წარსულსა და იმ სიცარიელეს, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა. მას უნდოდა რამე მკვახე ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა. ამ დროს თამთა შემოვიდა საბუთებით. ლუკამ მათ ხელი სტაცა, მზერა ნიას მოაცილა და ისე, რომ არცერთისთვის არ შეუხედავს, კარისკენ გაემართა.
— საღამოს გნახავთ, — დაუბარა ყველას ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
​მანქანაში ჩაჯდა თუ არა, საჭეს ხელები მაგრად ჩაავლო. ნიას ხმა — „რატომ გეშინიათ?“ — ისევ ჩაესმოდა ყურებში. გაბრაზებულმა ძრავა დაქოქა და ადგილიდან მკვეთრად მოწყდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რადგან ამ პატარა გოგომ მოახერხა ის, რაც ვერცერთმა მისმა მტერმა ვერ შეძლო — აიძულა საკუთარ თავში ჩაეხედა.
​სერიოზული სახით მართავდა საჭეს, თითქოს არც არაფერი ემჩნეოდა, თუმცა შინაგანად ნია მასში ქაოსს თესავდა. ნიას სიტყვები ყოველთვის ღრმა და აზრიანი იყო და ეს გელოვანს გულზე ხვდებოდა. შუქნიშანთან შეჩერდა, ყურზე მიკროფონი მოირგო და სადღაც გადარეკა.
— გამარჯობა, ბატონო ავთო, მაინტერესებს სასტუმროს საქმე, როგორ მიდის?
— ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, უფროსო.
— კარგი, გზაში ვარ და მალე მანდ ვიქნები.
​სიჩქარეს მოუმატა და მშენებლობაზე მივიდა. შავი შარვალ-კოსტიუმი მოხდენილად მოერგო, თმები უკან გადავარცხნილი ჰქონდა, მოკლე წვერი კი უფრო მკაცრ იერს სძენდა. ქედმაღლური მზერით დაათვალიერა ტერიტორია.
— როგორ მოგწონთ, უფროსო? — ჰკითხა ავთომ.
— მომწონს, მშენებლობაც კარგად მიდის. ხომ იცი, ერთი შეცდომაც რომ დაუშვათ, არ გაპატიებთ.
​უკან წამოსულს ბენზინი გამოელია, ამიტომ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერდა. სანამ უცდიდა, მოულოდნელად ფანჯრიდან ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი. წამში დაეჭიმა კისერზე ძარღვები. როგორ სძულდა ეს ადამიანი, რადგან მთელი მათი უბედურება ამ ადამიანის ბრალი, იყო მოშორებით ბიძამისი დაინახა, მასაც ისე ვერ იტანდა, როგორც მამაისს.
​ლუკამ ნერვებმოშლილმა მიაჭირა გაზს და ადგილიდან მოწყდა. სიმწრისგან ერთიანად აელეწა სახე. საჭეს ისე ჩაჰფრენოდა, რომ ცოტაც და შემოატყდებოდა. როგორ ვერ იტანდა ამ ადამიანს, ეზიზღებოდა და სძგდა.
​სახლში საღამოსკენ მივიდა, გაღიზიანებული. მისაღებში შესულს ასეთი სურათი დაუხვდა: დივანზე ყველა ერთად იჯდა და ნიას უსმენდნენ. ნია მონდომებით უყვებოდა რაღაცას და იღიმოდა. კაცი, კედელს მიეყრდნო და შორიდან დაიწყო მათი ყურება. აკვირდებოდა ნიას სახეს, თუ როგორ მხიარულად საუბრობდა ისეთი უბრალო და უშუალო იყო ყველასთან. ეს გოგო,მას ძალიან იზიდავდა, რატომღაც ახლაც იდგა და მას არ აშორებდა თვალს.
— რას აკეთებ ლუკა, გონს მოდი, — წამოიძახა უცებ გონებაში, — ის უბრალოდ ერთი უცნაური გოგოა.
​ჩაილაპარაკა და მათ მიუახლოვდა.
— ხოდა ასეა, ქალბატონო თამთა, — ღიმილით წამოიძახა ნიამ, მაგრამ როგორც კი გელოვანი დაინახა, ღიმილი სახეზე შეახმა.
მისაღებში შესულმა თამთამ მაშინვე იგრძნო ძმისგან მომავალი მძიმე ენერგია. ლუკა ისეთი პირქუში იყო, თითქოს მხრებით მთელ სამყაროს სიმძიმეს ეზიდებოდა.
— ლუკა, როდის მოხვედი? — ჰკითხა თამთამ ფრთხილად, როგორც კი ძმა დაინახა.
— ახლახან, — ბოხი ხმით, თითქოს ამოიხრიალაო, წარმოთქვა მან. — დაო, მე ჩემს ოთახში ვიქნები და ძალიან გთხოვთ, არავინ შემაწუხოთ.
— რა ხდება, ლუკა, ხომ კარგად ხარ? — თამთას ხმაში შფოთვა გაერია.
— არაფერი ისეთი, უბრალოდ რთული დღე მქონდა. ნელი დეიდას უთხარი, რომ ოთახში ყავა ამომიტანოს, — ესღა თქვა და წავიდა. წასვლისას წამიერად, სულ ერთი წამით შეავლო თვალი ნიას და თავის ოთახში ავიდა.
​ოთახში შესულმა პიჯაკი მოისროლა და საწოლზე დაეშვა. თავი უსკდებოდა. თვალები მტკივნეულად დახუჭა, მაგრამ სიბნელეშიც კი ის სცენა ედგა თვალწინ ის საზარელი ღამე. სუნთქვა გაუხშირდა და ბრაზი ყელში მოებჯინა. მოგონებები, რომლებიც წლებია მის სულს ღრღნიდნენ, ისევ ამოტივტივდნენ...
​მოგონება: 14 წლის წინ

​— დედა, რა მოხდა?! — თხუთმეტი წლის ლუკა ოთახში შევარდა. დედამისი იატაკზე იჯდა, სახეზე ხელები აეფარებინა და მთელი ტანით კანკალებდა. ირგვლივ ყველაფერი არეული იყო, დედამისი კი იატაკზე უღონოდ იჯდა, რომელიც ნაცემი იყო.
​— შვილო... — ძლივს ამოიკვნესა ქალმა, მაგრამ თავი არ აუწევია.
​— სად არის ელენე?! მითხარი, სად წაიყვანეს! — ლუკას ხმა შიშისგან ჩაუწყდა, იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, თუ რა დაემართა თავის პატარა დას.
​— მამაშენმა... მან წაიყვანა... — ქალი ბოლო ხმაზე ატირდა, მისი სიტყვები კი ლუკასთვის განაჩენივით გაისმა. — ვალებში ჩაიძირა, ყველაფერი წააგო... და ბოლოს, ვალების სანაცვლოდ საკუთარი შვილი გასწირა! ფულზე გაყიდა თავისი სისხლი და ხორცი... ვეცადე, შემეჩერებინა, ლუკა, სიმართლეს გეუბნები, ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვერაფერი შევძელი! მაპატიე, რომ ვერ დავიცავი...
​ლუკას პასუხის თავი აღარ ჰქონდა. ის გარეთ გავარდა. წვიმიან ასფალტზე ფეხშიშველი გარბოდა და ყურებში მხოლოდ მანქანის მუხრუჭების ღრჭიალი და ელენეს განწირული კივილი ედგა: რომელიც შველას ითხოვდა!“. გარბოდა მანამ, სანამ ფილტვები არ დაეწვა, სანამ მანქანის წითელი ფარები ღამის წყვდიადში საბოლოოდ არ გაქრა
თვალები გაახილა და აწმყო ისევ ისეთივე ცივი იყო,როგორც იმ საშინელ ღამეს.უჯრიდან ძველი, გაცვეთილი სურათი ამოიღო. ფოტოზე პატარა, ქერათმიანი გოგონა ანგელოზივით იღიმებოდა.
— ვერ დაგიცავი... — ჩახლეჩილი ხმით ჩასჩურჩულა სურათზე გამოსახულ პიატარა გოგონას. ლუკას ცრემლები ახრჩობდა, ხელები კი უკანკალებდა. პირველად იყო ასეთი გატეხილი. საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ახლაც ისეთივე წვიმიანი და სუსხიანი ღამე იყო, როგორც მაშინ. წლები გავიდა ლუკა კი ისევ წარსულის აჩრდილებით ცხოვრობდა, ის თითქოს იმ საზარელ ღამეში ჩარჩა და იქიდან ვეღარ გამოდის, ის ტკივილი მას მუდამ თან სდევს და მოსვენებას უკარგავდა, იმ დღეს დაარულდა მისი ბავშვობაც და მის ცხოვრებას თითქოს დაღლი დაასვესო, მის ირგვლივ ყველაფერმა აზრი დაკარგაო, თითქოს, ეს ტრაგედია, რომელიც მან განიცადა ჯერ დის დაკარვით და შემდეგ დედის უეცარმა გარდაცვალებამ, სულ მოუღო ბოლო, ფიზიკურად კი, გაიზარდა, მაგრამ შინაგანად ისევ ისევ თხუთმეტი წლის ლუკა იყო, რომელიც გადარჩენას ლამობდა, თუმცა მან თავისი სისუფთავე ღრმად ჩამარხა და ყველანაირი გრძნობებისგან დაიცალა, ის ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში და მიახლოვების უფლებას არავის აძლევდა, რადგან არ უნდოდა ისევ სტკენოდა, ეშინოდა რომ ისევ იგივე განმეორდებოდა და ისევ მიატოვებდნენ საყვარელი ადამიანები, სწორედ ამიტომ იყო ის ასეთი დისტანციური და გულცივი.
​მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს. ლუკამ წამში შეინახა სურათი.
— შემოდით! — წამოიძახა ჩახლეჩილი ხმით, ისე, რომ კარებისკენ არც გაუხედავს.
ნიამ ჩუმად შემოიტანა ფინჯანი ყავა და მაგიდაზე დადგა. უკან აპირებდა გაბრუნებას, მაგრამ ლუკას სიტყვებმა გააჩერა. თითქოს იგრძნო, რომ ნია იყო.
​— შენ ხომ ამბობ, რომ ღმერთი არსებობს...? — დაბოხებული ხმით ჰკითხა. ნია ადგილზე გაშრა, არ მოელოდა ამ კითხვას. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მის გვერდით გაჩერდა. არ იცოდა, რა ეთქვა.
— მითხარი...? შენ ხომ სულ იმას გაიძახი, რომ ღმერთი არსებობს და რომ მის ხელშია ჩვენი ცხოვრება. მაშინ, თუ ის არსებობს, რატომ უშვებს ქვეყანაზე ათას სისასტიკეს? მას თუ უყვარს თავისი ქმნილება, რატომ ანადგურებს?! — ჰკითხა ლუკამ და ფანჯრის მიღმა არსებულ წყვდიადს მიაშტერდა.
— ეს ღმერთის ბრალი არ არის. მას არავისთვის ცუდი არ უნდა, — ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიამ. მიხვდა, რომ ლუკას რაღაც აუტანელი ტკივილი აწუხებდა.
— რას ნიშნავს, მისი ბრალი არ არის..?
— იმას, რომ ღმერთი ბოროტმოქმედი არ არის. მას ყოველი თავისი ქმნილება უყვარს, რადგან მან თავის ხატად შეგვქმნა. მაგრამ ის, რაც ჩვენს თავს ხდება, ყველაფერი უფლისგან როდია. ეს შეიძლება ბოროტისგან იყოს... იმისგან, ვინც ღმერთს ებრძვის.
​— ბოროტისგან? — ლუკამ მწარედ ჩაიცინა. ის კვლავ წარსულის აჩრდილებში ეძებდა პასუხებს. — მაშინ, სად არის შენი ღმერთი, როცა ბოროტება უმწეოებს ესხმის თავს? რატომ არ იცავს მათ, თუკი ასე ძალიან ვუყვარვართ? რატომ ტოვებს სულში ისეთ ნანგრევებს რომელთა აღდგენაც შეუძლებელია?
​ნიას გული შეეკუმშა. მან იგრძნო, რომ ლუკა ახლა ვიღაც კონკრეტულზე საუბრობდა, ვიღაცაზე, ვინც მას წაართვეს.
— მე არ ვიცი, რა მოხდა შენს ცხოვრებაში, ლუკა, — ჩურჩულით თქვა ნიამ და ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, თუმცა შეხება ვერ გაბედა. — მაგრამ ვიცი ერთი რამ: თავისუფალი ნება, რომელიც ღმერთმა მოგვცა, ზოგჯერ ადამიანებს საშინელებებს აკეთებინებს. ის არ ანადგურებს... ის ჩვენთან ერთად ტირის, როცა ჩვენ ვნადგურდებით. ის ახლაც აქ არის, შენს გვერდით, ამ ოთახში...
​— საკმარისია! — მოულოდნელად მკაცრად გააწყვეტინა ლუკამ და მისკენ მობრუნდა. მისი თვალები წითელი იყო, მზერა კი — დაფეთებული. — ნუ მესაუბრები იმაზე, რაც არ იცი. შენს ზღაპრულ სამყაროში ყველაფერი მარტივადაა, ჩემთან კი... ჩემთან მხოლოდ ის ღამეა, რომელიც არასოდეს მთავრდება. წადი, ნია. წაიღე შენი ყავა და შენი იმედებიც გაიყოლე. ჩემს სიბნელეს შენი სანთელი ვერ უშველის.
​ნიამ დაინახა, როგორ ჩაავლო ლუკამ ხელი მაგიდის კიდეს, თითქოს წონასწორობას კარგავდა.
— სანთელი შეიძლება ჩაქრეს, ლუკა, — მშვიდად უპასუხა გოგონამ და კარისკენ წავიდა, — მაგრამ მზე მაინც ამოვა, გინდა შენ ეს თუ არა. იმედი კი არჩევანია და არა ილუზია.

****

​ნია დაბნეული მიაბიჯებდა თავის ქუჩაზე. ხელში ქოლგა ეჭირა, რომ წვიმისგან არ დასველებულიყო. პირველად ნახა გელოვანი ასეთი დაკარგული და უსუსური. სახლში შესულსაც ვერ მოესვენა. საწოლზე იწვა და ვერ იძინებდა, სულ ლუკას სახე და სიტყვები ახსენდებოდა. მამაოს ნათქვამიც აგონდებოდა: "ის დემონი არ არის, ნია. ის უბრალოდ ძალიან ძლიერად, სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანია."
​ნაღვლიანი იწვა და გულში წვას გრძნობდა. ოთახში ვეღარ მოისვენა, თბილი ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა. ცივი ჰაერი მაშინვე მოხვდა სახეში. ჩაფიქრებული უყურებდა წვიმიან ქუჩებს, ლუკას ნათქვამი, არ ასვენებდა და სულ მასზე ეფიქრებოდა, დღეს მან დაინახა დაჭრილი ადამიანი, რომელის სულიც კივის შინაგანად, თუმცა ამ ტკივილს მალავს. ლუკა პირველად გაიხსნა მასთან სრულიად უნებურად, თითქოს მხოლოდ ნია იყო ის ადამიანი, რომელიც შეძლებდა ან მის ნუგეშს ან კიდევ პასუხების გაგებაში დაეხმარებოდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც წარსულის აჩრდილები არ ასვენებდა და თავს ისჯიდა ამით, ყველაფერზე იყო, გაბრაზებული და ღმერთზე განაწყენებული, ნია კი, მიხვდა ეს კითხვები, რომელიც ლუკამ ღმერთზე დაუსვა, იყო მისი პროტესტის გამოხატულება, ის პასუხებს ეძებდა, ამ ყველაფრისგან, რომელიც სტანჯავდა. ამ ფიქრებში გართულს ვერც კი გაიგო, ისე მივიდა მასთან ლიზა.
— ნია, აქ რას აკეთებ? — ჰკითხა ლიზიმ, როდესაც ნია აივანზე დაინახა.
— ვერ დავიძინე და ჰაერზე გამოვედი... — ამოიოხრა და სავარძელში ჩაეშვა.
— რამე მოხდა? — ინტერესით იკითხა დამ.
— არაფერი, ლიზი. უბრალოდ იმ ადამიანზე ვფიქრობდი... გელოვანზე. დღეს პირველად ვნახე ასეთი დაკარგული. როცა მის ოთახში ყავა შევიტანე, ისე, რომ ჩემკენ არც შემობრუნებულა, დამიწყო საუბარი ღმერთის არსებობაზე...
— იქნებ თავისი და ეგონა?
— არა, არავინ ბედავს მასთან ამ თემებზე საუბარს, მხოლოდ მე გავბედე. ეჰ, კარგი, მგონი სულ გავგიჟდი, როდის აქეთია მისი ამბავი მაღელვებს. წავალ, დავიძინებ, — უთხრა და ოთახში შევიდა.


***
ავტობუსი, გელოვანების ქუჩაზე, რომ გაჩერდა, ნია სწრაფად გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო სიარული, გარეთ უკვე საკმაოდ ციოდა, ნომებერი ნელ-ნელა იწურებოდა და დეკემბეის სუსხი ეპარებოდა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, წუხანდელის მერე ცოტა გაურკვევლობაში ჩავარდნილიყო, ფიქრები სტანჯავდა და თავადაც არ იცოდა, თუ რატომ ფიქრობდა იმ ადამიანზე, ამ ფიქრებში გართულს ვერც კი გაიგო, უკნიდან ვიღაცამ, როგორ მოკიდა ხელი რისგამოც შეკრთა, უკან რომ მოიხედა, ზურა დაინახა, რომელიც უცნაურად უღიმოდა.
სწორედ ამ დროს ჩაიარა ლუკამ გზა, ტკეცილზე და დაინახა ნია, როგორ ელაპარაკებოდა, ზურას თანაც საკმაოდ დაძაბული. ტვინში სისხლი მოაწვა ამის დანახვაზე, მანქანიდან გადმოვიდა და მათკენ გაემართა, რათა გაეგო რა ხდებოდა.

— ზურა, აქ რას აკეთებ? — გაოგნებულმა წამოიძახა ნიამ.— შემაშინე.
— აქვე მქონდა საქმე და რომ დაგინახე, უკან გამოგყევი..— უდარდელად უთხრა.
— მართლა? მაპატიე მაგრამ მეჩქარება, უნდა წავიდე…— უთხრა და ის იყო წასვლა დააპირა, რომ ზურას ნათქვამმა შეაჩერა.
— გავიგე, გელოვანებთან დაიწყე მუშაობა, არ გირჩევ ლუკა, გელოვანი საშინელი ადამიანია, ან როგორ მუშაობ მასთან დაგავიწყდა რაც გაგიკეთა.— აშკარა, ზიზღით საუბრობდა ლუკაზე.
— მართლა? და შენზე რას მეტყვი..?— მოთმინება დაკარგლმა წამოიძახა ნიამ.
— ჩემზე…? — თითქოს დაიბნა ამ კითხვაზე.— რას გულისხმობ?
— იმას, რომ თავს არ მანებებ..
— მე უბრალოდ შენი გაფრთხილება მინდოდა, ის საშიში ადამიანია ნია…
— აქ რა ხდება? — წამოიძახა ლუკამ და ორივეს ყურადღება, ლუკაზე გადავიდა, შორიდან აკვირდებოდა, სიტუაციას და რომ ნახა, ზურა თავს არ ანებებდა გადაწყვიტა მისულიყო.
— აი, ვახსენე და გაჩნდა კიდეც, — ჩაიცინა, ზურამ.
— ნია, ახლავე მანქანაში ჩაჯექი! — გააფრთხილა ლუკამ.
— რაა?
— ნუღარ გამამეორებინებ! მანქანაში, დროზე! — მკაცრად უთხრა ლუკამ და გოგონაც მაშინვე გაიქცა მანქანისკენ.
— შენ... იცოდე, გაფრთხილებ, იმ გოგოსგან თავი შორს დაიჭირე, გასაგებია?—ლუკა ზურას მიუბრუნდა და მკაცრად გააფრთხილა, ნიასგან თავი შორს დაეჭირა.
— ვითომ რატომ? შენი რა საქმეა, მე ვის შევხვდები?
— მე გაგაფრთხილე! — მხარზე უხეშად კრა ხელი და მანქანისკენ დაიძრა.
​მანქანა მკვეთრად მოწყდა ადგილიდან საბურავების ხმამ კი გაჩერებაზე ხალხის ყურადღება მიიპყრო. ლუკა საჭეს ისე მაგრად უჭერდა ხელს, რომ თითები გაუთეთრდა. ნია ჩუმად იჯდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ ივსებოდა სალონი ლუკას ბრაზით. ბოლოს ვეღარ მოითმინა და კითხა;
— საიდან იცნობ ზურას? — ჰკითხა ისე, რომ მისკენ არ მიუხედავს.
— ეგ შენი საქმე არ არის, ნია. მთავარია, რომ მე მას ვიცნობ და ზუსტად ამიტომ გეუბნები: მისგან თავი შორს დაიჭირე. ის არ არის ისეთი „კეთილი ბიჭი“, როგორიც გგონია.
— არც მგონია, — მიუგო ნიამ და ახლა უკვე პირდაპირ შეხედა ლუკას დაძაბულ პროფილს. — მაგრამ შენ რატომ ხარ ასე გამწარებული? ან რატომ მითხრა ზურამ, რომ საშიში ხარ?
​ლუკამ მკვეთრად დაამუხრუჭა შუა გზაზე და ნიასკენ მიტრიალდა. მისი მზერა ახლა იმაზე საშიში იყო, ვიდრე ზურას ნებისმიერი სიტყვა.
— საშიში ვარ? — ჩუმად, კბილებში გამოსცრა მან. — ჰო, საშიში ვარ მათთვის, ვინც ჩემს საზღვრებს გადმოდის. და ზურამ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ნუ აიძულებ მას, რომ შენი საშუალებით ეცადოს ჩემზე შურისძიებას. შენ ჩემთან მუშაობ, ნია. ეს ნიშნავს, რომ ჩემს მფარველობაში ხარ, გინდა ეს თუ არა.
— შენი მფარველობა ბრძანებებს უფრო ჰგავს, — არ დაუთმო ნიამ. — გუშინ მაგდებდი, დღეს კი „მიცავ“. ეგოისტი ხარ, ლუკა. შენ მხოლოდ საკუთარ სიმშვიდეზე ზრუნავ და არა ჩემზე.



***


როგორც კი სახლის წინ გაჩერდნენ, ნიამ ლუკას ლოდინი არ დაუწყო. კარი ისეთი ძალით გამოაღო, თითქოს იმ მოგუდული სივრციდან თავის დაღწევას ჩქარობსო და ისე გადავიდა, უკან არც კი მიუხედავს. მისი ნაბიჯები ხმაურიანი და მტკიცე იყო, გრძელი კაბა კი ჰაერში ირხეოდა. ლუკა წამში გადმოხტა მანქანიდან, პულტით კარი მექანიკურად დაკეტა და ნიას აჩქარებული ნაბიჯებით დაედევნა.
​სახლში ორივე ერთად შეიჭრა, თითქოს მათთან ერთად შიგნით ნამდვილი ქარიშხალი შემოიჭრაო. ნია პირდაპირ მისაღები ოთახისკენ მიდიოდა, რათა ეს გაუსაძლისი გარემო დაეტოვებინა, მაგრამ ლუკამ მკლავში ხელი ჩაავლო და უხეშად შემოაბრუნა თავისკენ.
​— საუბარი არ დამისრულებია! — დაუყვირა ლუკამ. მის თვალებში ისევ ის საშიში, დაუნდობელი ცეცხლი ციმციმებდა, რომელიც ნიას ყოველთვის აფრთხობდა.
​— სამაგიეროდ, მე დავასრულე! — ნიამ ხელი მტკიცედ გაითავისუფლა და პირდაპირ თვალებში შეხედა. — ვინ გგონია შენი თავი? გზაში ლამის ავარია მოახდინე შენი ბრაზის გამო! რა უფლებით მიყვირი, ან რა უფლებით მიბრძანებ, ვის დაველაპარაკო და ვის არა?!
​— იმ უფლებით, რომ არ მინდა შენი გამოწვეული პრობლემების მოგვარება მიხდებოდეს! — ლუკა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა, ისეთი მრისხანებით, რომ ნიამ უნებურად უკან დაიხია, სანამ ზურგით ცივ კედელს არ მიებჯინა. — ზურა ჩვეულებრივი იდიოტი არ არის, ნია. მან ზუსტად იცის, როგორ იპოვოს ადამიანის სუსტი წერტილი და როგორ დაარტყას იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივათ. თუ მასთან კიდევ ერთხელ დაგინახავ...
​— მერე რა? — ნიამ თავი ამაყად ასწია. მიუხედავად იმისა, რომ ლუკას ასეთი სიახლოვე სუნთქვას უწყვეტდა და გულს საგულედან უგდებდა, უკან არ დაუხევია. — მერე რას იზამ, ლუკა? მითხარი რას იზავ, გგონოა ამ ყვირალი ტონით და მუქარებით შემაშინებ? — წარბებ შეყილმა უთხრა.
​ლუკა მოულოდნელად გაჩუმდა. ოთახში მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვის ხმა ისმოდა. ის ისე ახლოს იყო, ნია მის სხეულიდან წამოსულ სითბოს და იმ ძვირადღირებული, ცივი სუნამოს სურნელს გრძნობდა, რომელიც ყოველთვის აბრუებდა და თავგზას უბნევდა. ლუკას მზერა წამით ნიას აკანკალებულ ტუჩებზე გადავიდა, მერე კი ისევ თვალებში შეხედა. ბრაზი, რომელიც მანამდე ჰაერს წამლავდა, ნელ-ნელა სხვა რაღაცაში გადადიოდა — გაუგებარ, უცნაურ და მტკივნეულ ლტოლვაში, გადასდიოდათ.
​— უბრალოდ... მომისმინე, — თქვა ლუკამ მოულოდნელად ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით, რამაც ნიას ტანში ჟრუანტელი მოჰგვარა. — ნუ მაიძულებ იმაზე მეტად ვინერვიულო შენზე, ვიდრე ეს შემიძლია.
​ამ სიტყვების შემდეგ ლუკამ მკლავზე ხელი გაუშვა, თითქოს თავადაც შეეშინდა საკუთარი ნათქვამის. სწრაფად შემობრუნდა და კიბეებზე აირბინა ისე, რომ უკან აღარ მოუხედავს. ნია კი იქ დარჩა, ცივ კედელს მიყრდნობილი, აკანკალებული ხელებით და ერთი კითხვით, რომელიც გონებაში ექოსავით ჩაესმოდა: „ნუთუ ახლახან აღიარა, რომ ჩემზე ნერვიულობს?“
​რამდენიმე წუთს ასე იდგა, თვალდახუჭული, და ცდილობდა აჩქარებული გული დაემშვიდებინა. არ უნდოდა, ვინმეს მისი ასეთი მდგომარეობა შეემჩნია. ხელისგულები აწითლებულ ლოყებზე მიიდო, რომ სიგრილე ეგრძნო, მერე კი ღრმად ჩაისუნთქა და წელში გასწორდა.
​ნიამ ტანსაცმელი შეისწორა, სახეზე ნაძალადევი სიმშვიდე მოიფინა და მისაღებისკენ წავიდა. იქ შესულს ბებიას მზრუნველი მზერა შეეფეთა.

— კარგად ხარ, შვილო? რაღაც არეული და ჩაფიქრებული მეჩვენები, — ჰკითხა მოხუცმა.
— აჰ, დიახ, ნუ ღელავთ, არაფერია, კარგად ვარ, — მკრთლად გაუღიმა. ტყუოდა. ლუკას საქციელმა ისე დააბნია, რომ ვერ გაეგო, სინამდვილეში ვინ იყო ეს კაცი.
​— კარგი, ვფიქრობ, დღეს ნინის უნდა ვასწავლო დესერტების მომზადება, რას იტყვით? — თქვა ნიამ თემის შესაცვლელად.
— მშვენიერია, არ მითხრა, რომ კულინარიაც გეხერხება? — გაუკვირდა თამთას.
— დიახ, სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან მიყვარს, გავლილი მაქვს კურსებიც.
— ტყუილად კი არ აგირჩიე ნინის დასახმარებლად, — ღიმილით დაამატა ბებიამ.
​ამ დროს ლუკა დაეშვა კიბეებზე. მისაღებში შევიდა, მოშორებით დაიკავა ადგილი და ისევ იგივე საშიში მზერით გადახედა ნიას, რომელიც მაშინვე დაიძაბა.
— ლუკა, დღეს არ მუშაობ? — ჰკითხა გაკვირვებულმა თამთამ.
— არა, დღეს სახლიდან ვიმუშავებ, — მოკლედ მოუჭრა მან.
— მართლა? რა კარგია... — თქვა თამთამ.
— ჰო, შენთვის კარგია, მაგრამ ზოგიერთებისთვის შეიძლება სულაც არ იყოს ასე, — ჩაილაპარაკა ლუკამ, ნიას ჩუმად გადახედა ირონიული თვალებით.
​— ამ, ნინი, დროა საქმეს შევუდგეთ, — თქვა ნიამ და სამზარეულოსკენ აიღო გეზი, რომ ლუკას მზერას გაქცეოდა.

***
​მთელი დღე სამზარეულოში გაატარა. ნინის დესერტებისა და სხვა კერძების მომზადებას ასწავლიდა, თუმცა, ნინის ეს ნაკლებად აინტერებდა, თავის ფიქრებში იყო და თავის ახლად გაკეთებულ შილაკებს დაჰყურებდა, ნია კი, ცდილობდა, დრო რაც შეიძლებოდა მალე გაეყვანა, რომ ლუკას არ შეხვედროდა.
— ხომ ნახეთ, როგორც უნდა? — ჰკითხა ნიამ. — ახლა თქვენ სცადეთ.
— ამ... იცი, ნია, აჯობებს მარტო შენ გააკეთო, — თქვა ნინიმ და ფეხზე წამოდგა. — მე მაინც ვერ გავაკეთებ, თან უკვე დიდი ხანია აქ ვარ, სხვა საქმეებიც მაქვს, წავალ, კარგი? — უთხრა და გაიქცა.
— ღმერთო, მოთმინება მომეცი... ამ გოგოს არაფერი აინტერესებს და მგონი ტყუილად ვკარგავ დროს, — ჩაილაპარაკა საკუთარ თავს და ორცხობილები ღუმელში შედო. — ნელი დეიდა!
— გისმენ, შვილო? — გამოეპასუხა ქალი.
— ღუმელში ორცხობილები დავტოვე და რომ გამოცხვება, გამოიღეთ, გთხოვთ.
— კარგი.
​ იქაურობა მოაწესრიგა და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ, როცა მოულოდნელად ვიღაცას შეასკდა. თავი ასწია და ისევ ლუკას მზერას გადააწყდა. ისევ ის დამაბნეველი და საშიში გამოხედვა... ლუკა თვალს არ აშორებდა, თითქოს ცდილობდა მის იდუმალ ნაცრისფერ თვალებში ჩაკარგულიყო. ისე ახლოს იყო, ნია მისი ცივი სუნამოს არომატს გრძნობდა.
— უკაცრავად, ვერ დაგინახეთ, — ჩაილაპარაკა ნიამ და განზე გადგა.
— სხვა დროს ყურადღებით იყავი, — მკაცრად გააფრთხილა ლუკამ.
— თუ ნინისთან მოხვედით, აქ არ არის, — მიუგო ნიამ და გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ ლუკამ უეცრად მკლავში ხელი ჩაავლო და უკან მოაბრუნა.
— რას აკეთებთ, გაგიჟდით?! — წამოიძახა ნიამ.
— ნინისთან არ მოვსულვარ.
— მაშინ რა გინდათ აქ?
— შენთან მაქვს საქმე. მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ. — მაჯაში ჩაავლო ხელი და გასასვლელისკენ წაიყვანა, მაგრამ ნიამ ხელი გაითავისუფლა.
— მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ თქვენთან ერთად! საერთოდ როგორ ბედავთ ამას, რომ ხელს მკიდებთ და მეუბნებით, რომ თქვენს კაბინეტში წამოვიდე?! — წამოენთო ნია.
— კიდევ ბევრს ილაპარაკებ?! — შეწუხებული ტონით უთხრა ლუკამ. — თუ გააკეთებ იმას, რასაც გეუბნები?
— ღმერთო, რატომ არ გესმით, რომ არ მინდა თქვენთან საუბარი! დილით საკმარისად ვისაუბრეთ.
— აი, აქ ცდები, — უთხრა ლუკამ, მასთან ძალიან ახლოს მივიდა და ცალი ხელი კედელზე მიაყრდნო. — იმაზე მეტი გვაქვს სალაპარაკო, ვიდრე წარმოგიდგენია.
​ნია გრძნობდა, როგორ ღელავდა მის სიახლოვეს.
— რამდენის უფლებას აძლევთ თქვენს თავს? გაიწიეთ, ვინმე რომ შემოვიდეს, რას იფიქრებენ?
— და ეს შენ ძალიან გაღელვებს, არა? — ცინიკურად ჩაეღიმა ლუკას.
— რა თქმა უნდა, მაღელვებს...
— ხო, რა თქმა უნდა, დამავიწყდა... შენ ხომ უცოდველი ხარ, რომელიც სხვებს ჭკუას ასწავლის.
— დავიწყოთ იმით, რომ არავინ არის უცოდველი თვით ღვთის გარდა და მერე მე არავის არაფერს ვასწავლი, გასაგებია?! — გაბრაზებულმა უთხრა და მთელი ძალით კრა ხელი.
მისაღებ ოთახში გავიდა იმ იმედით, რომ დანარჩენებს ნახავდა, მაგრამ არავინ დახვდა, სახლში გაბატონებული სიჩუმე კი, ნიას აფრთხობდა, ანუ რა გამოდის, რომ ნია სრულიად მარტო დარჩა ლუკასთან ერთად, ნამდბილად არ უნდოდა, მასთან მარტო დარჩენა, ამიტომ დანარჩენების ძებნა დაიწყო.
— სად არიან ყველანი? — წამოიძახა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
— სახლში მარტო ჩვენ ვართ, — უთხრა ლუკამ და დივანზე ჩამოჯდა.
— ახლა გასაგებია, ასე რატომ იქცეოდით... კარგი, მაშინ მე წავალ! — ნიამ ზურგი აქცია და გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ ლუკა დაეწია და კარებთან გზა გადაუჭრა.
— ხომ გითხარი, რომ სალაპარაკო გვაქვს! — მშბიდი, მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა.
— ხომ გითხარით, რომ არ მინდა თქვენთან საუბარი! რა ვერ გაიგეთ?! — ნერვიულად წამოიძახა.
— მოგიწევს ჩემი ატანა. — ხელი ჩაავლო და თავისი კაბინეტისკენ წაიყვანა.
​კაბინეტში შესვლისთანავე ლუკამ კარი ზურგსუკან ხმაურით მიხურა და გასაღები გადაატრიალა, შემდეგ კი, ნიას გამჭოლი მზერით გახედა, ოთახში ჰაერი ისე დამძიმდა, რომ ნია აშკარად დაიძაბა, კაცის სიახლოვეს, ნერვიულად დაიწყო, თვალების ცეცება.
— აქ რატომ შემომიყვანე? — ჰკითხა, ბოლოს.
— ახლა კი, გისმენ: საიდან იცნობ იმ იდიოტ ზურას და რა საერთო გაქვს მასთან? — კითხა ისე, რომ თვალებით ბურღავდა.
— არ მესმის, რას ითხოვთ ჩემგან! რატომ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში? ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და ვალდებული არ ვარ პასუხი გაგცეთ!
— ნუ ცდილობ ჩემთან თამაშს! უბრალოდ მითხარი, საიდან იცნობ მას, — მოთმინება დაკარგულმა, კარს მუშტი დაარტყა. — გელოდები!
— იქნებ ჯერ თქვენ მითხრათ, რატომ გაღელვებთ ეს? რატომ მითხარით დილით, რომ ჩემზე ღელავთ?!
​— თემას ნუ ცვლი, ქალბატონო! — შეუღრინა.
— არა, არ ვცვლი. პირიქით, თემატურია. მიპასუხეთ — რატომ ღელავთ ასე?
— და ვინ გითხრა, რომ შენზე ვღელავ? — ლუკამ მზერა აარიდა. — უბრალოდ ვიცი, რაზეა ის წამსვლელი. მას პირადი ანგარიშები აქვს ჩემთან და შესაძლოა შენ ჩემს წინააღმდეგ გამოგიყენოს.
— მე თქვენთვის არავინ ვარ, უბრალოდ აქ ვმუშაობ! — წამოიძახა ნიამ. — კარგი, თუ ასე გაინტერესებთ, გეტყვით: ყველაფერი თქვენ გამო მოხდა! თქვენ რომ არ გაგეშვათ ის კადრები ეთერში, ჟურნალისტს რომ არ ეჭორავა ჩემზე... იმ დღეს ავაზაკები ამედევნენ. ჩემი შევიწროება სცადეს და კიდევ უარესს გააკეთებდნენ, რომ არა ზურა! ის რომ არა, არ ვიცი, რა მოხდებოდა... მისი მადლობელი ვარ. იმ დღის შემდეგ შემთხვევით კიდევ ვნახე გაჩერებაზე და მას მერე დამდევს. და იცით რა? თქვენ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეთ და ამას არასდროს გაპატიებთ! ზურაზე ამბობთ საშიშიაო, მაგრამ არც თქვენ ხართ ნაკლები! ახლა კი კარები გამიღეთ!
​ლუკა გაქვავდა. ნიას თვალებში ჩამდგარი ცრემლები ყველანაირ არგუმენტს აზრს უკარგავდა. მან ნელა მიიტანა ხელი საკეტთან, გასაღები გადაატრიალა შემდეგ ისევ ნიას შეხედა, გოგომ არ დააყოვნა სწრაფად გამოაღო კარები და ოთახიდან გავიდა, მარტო დარჩენილ კაცს, სინანულიც კი, შემოაწვა, გოგოს ამდენი ზიანი მიაყენა და ამას ვერც კი აცნობიერებდა ალბათ, შეიძლება ვერც ის გათვალა, რომ გოგოს საფრთხეს შეუქმნიდა მისი დაუდევარი საქციელი, მაგრამ იმ წამს, მხოლოდ სამაგიეროს გადახდა უნდოდა და შედეგებზე ალბათ არც დაფიქრებულა. ახლა კი, ნელ-ნელა, იაზრებდა, თუ რაც ჩაიდინა, ნიას სიტყვებიც თითქოს გულზე მოხვდა.

***

​მისაღებში ნინი მაგიდასთან იჯდა, ნია კი ისე საუბრობდა, თითქოს ყოველ სიტყვას გულიდან ქსოვდა. ლუკა დერეფანში შეჩერდა. ნახევრად ღია კარიდან გამოსულმა ხმამ ადგილზე გაყინა.
​— ნინი, იცი, სახარებაში არის ერთი იგავი... წარმოიდგინე მწყემსი, რომელსაც ასი ცხვარი ჰყავს. ერთ საღამოს აღმოაჩენს, რომ ერთი დაიკარგა. ერთი, სულ რაღაც ერთი...
— მერე რა? ოთხმოცდაცხრამეტი ხომ დარჩა? — მხრები აიჩეჩა ნინიმ.
— ადამიანური ლოგიკით, ალბათ მასეა, — თქვა ნიამ სევდით. — მაგრამ მწყემსი ასე არ ფიქრობდა. ის ტოვებს იმ ოთხმოცდაცხრამეტს და მიდის ეკალ-ბარდებში, სიბნელეში... ეძებს იმ ერთს, რომელმაც შესაძლოა საკუთარი სისულელით აურია გზა.
— და როცა იპოვის? — იკითხა ნინიმ.
— როცა იპოვის, არ სჯის, არ უყვირის... მხრებზე შეისვამს და სახლში მოჰყავს. იმიტომ, რომ დაბრუნება ყველაზე დიდი გმირობაა.
​— რატომ არ შემიძლია მისი გონებიდან ამოგდება?! — სიმწრით აღმოხდა და კედელს მუშტი დაარტყა. — ან ის იგავი... თითქოს მე მაგონებდა ამით, რომ მეც დაკარგული ვარ.

ვერ შეძლო მისაღებში, შესვლა რადგან ნიას სიტყვები, რაღაცნაირად გულზე მოხვდა ამიტომ, უმალ უკან გაბრუნდა და თავის ოთახში შეიკეტა. შემდეგ სარკესთან მივიდა საკუთარ თავს დააკვირდა. იქ სრულიად სხვა ადამიანი დაინახა. ეს არ იყო ის გელოვანი, რომელსაც წლებია აშენებდა. ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც საკუთარი თავის, რადგან იქიდან სულ სხვა ადამიანი უმზერდა, ადამიანი, რომელიც დაკარგული იყო საკუთარ თავში.
​— რაც ეს გოგო გამოჩნდა, ჩემს თავს ვეღარ ვცნობ! რატომ მოქმედებს ის ასე? რატომ ვუძლურდები მის გვერდით?! — სიმწრით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა, რომ დამშვიდებულიყო.

საღამოს შვიდი საათი იქნებოდა. ლუკა აივანზე გასულიყო, რომ ცოტათი მაინც დამშვიდებულიყო. გარეთ ქარი ამოვარდნილიყო შემდეგ კი, წვიმა მოყვა ცივი ჰაერი კი, სახეს უწვავდა, რაც ერთგვარ გამოფხიზლებაც იყო მისთვის.უეცრად დაინახა გოგონა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით გამოდიოდა სახლიდან; ეტყობოდა, რომ შინ დაბრუნებას ჩქარობდა. ლუკა გაშეშებული უყურებდა და თვალს ვერ აშორებდა. ქარი ნიას თმებს უწეწავდა და ჰაერში უფანტავდა. ლუკასთვის რომ გეკითხათ, სულაც არ ადარდებდა ის, თუმცა მაინც ინტერესით აკვირდებოდა ეზოში მიმავალ ფიგურას. სწორედ ამ დროს, თითქოს ნიამ იგრძნო კაცის მწველი მზერა და ზემოთ ამოიხედა. წამით მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, თუმცა ლუკა მაშინვე ოთახში გაუჩინარდა და ნიაც თავისი გზით წავიდა.
​ოთახში შესულს დიდხანს აღარ უფიქრია მაშინვე საწოლში ჩაწვა და დაეძინა, თუმცა სიმშვიდე ვერც ძილში ჰპოვა. სიზმარში ნია ნახა. გოგონა თითქოს უკუნითი სიბნელიდან გამოჩნდა და ხელს აწვდიდა, რომ წყვდიადიდან გამოეყვანა. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ლუკამაც ხელი გაუწოდა მისკენ, გამოეღვიძა.​თვალები ელვისებურად გაახილა და საწოლზე წამოიჭრა. ჰაერს ისე დახარბებით სუნთქავდა, თითქოს წამით სუნთქვა შეუჩერდაო. შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა, ირგვლივ კი სრული სიჩუმე და წყვდიადი სუფევდა. რამდენიმე წუთს გაუნძრევლად იჯდა. მარჯვენა ხელი ისევ წინ ჰქონდა გაწვდილი და ხელისგული უხურდა. ბოლოს სიმწრით შეკრა მუშტი.
— ჯანდაბა... — ამოიხრიალა და თავი მტკივნეულად მოისრისა, გული ჰქონდა აჩქარებული და გახშირებული სუნთქავდა.



***


​განთიადი ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ეპარებოდა ქალაქს. წუხანდელი ქარიშხლისგან მხოლოდ ნესტიანი ჰაერი და დანამული ასფალტი დარჩენილიყო. გუშინდელი ქარიშხლისგან და წვიმისგან ახლა მხოლოდ ფერმკრთალი ვარდისფერი და ოქროსფერი ზოლებით იღებებოდა. მზის პირველი სხივები ლუკას ფანჯრის მინებს მოედო და ოთახში კაშკაშა, ცივი სინათლე შემოიჭრილიყო.
​ლუკა აივანს იდაყვებით მიყრდნობოდა და ჩაფიქრებული გაჰყურებდა ქუჩებს. მძიმედ სუნთქავდა და თავი საშინლად სტკიოდა. ეტყობოდა, რომ მთელი ღამის უძინარი იყო, რადგან მზის ამოსვლას აივანზე შეხვდა. თვალები ჩაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა. წამით ის კადრი დაუდგა თვალწინ ნია, რომ მიდიოდა წვიმაში. ღრმად ამოიხრა და კიდევ ერთი ნაპასი ჩაურტყა. სულ ის სიზმარი ახსენდებოდა და ნია, რომელიც მის გათვლილ ცხოვრებაში არსაიდან შემოიჭრა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
​ეს გოგო ჭკუიდან შლიდა და აგიჟებდა. ის არ ჰგავდა სხვებს, რომელთაც მისი ეშინოდათ და ვერაფერს უბედავდნენ. ნია კი უშიშრად იდგა მის წინ და ყველაფერს პირში ეუბნებოდა. ეს აგიჟებდა , როგორ შეიძლება ადამიანს თან ეშინოდეს და თან ამხელა გამბედაობა ჰქონდეს?
​ოთახში შებრუნებულმა მზადება დაიწყო. სარკის წინ იდგა და პერანგის ღილებს იკრავდა.
— მორჩა, ის გოგო უნდა ამოვიგდო თავიდან, — ჩაიდუდღუნა და უკანასკვნელი ღილიც შეიკრა. როგორც ყოველთვის, წარბშეკრული უყურებდა თავის გამოსახულებას. მოულოდნელად კარები გაიღო და ოთახში ნინი შემოვიდა ხალათით.
— ნინი, აქ რას აკეთებ? — მკვახედ უთხრა.
— როგორ თუ რას ვაკეთებ? შენთან ყოფნა მომინდა, დიდი ხანია ერთად არ ვყოფილვართ, — წამოიძახა და ლუკას კისერზე შემოჰხვია ხელები. — მომენატრე, ლუკა, — უთხრა და მკერდზე გადაუსვა ხელები. ბოლოს საკოცნელად გაემზადა. ის იყო უნდა ეკოცნა, რომ ლუკამ უხეშად გასწია გვერდზე.
— ნინი, ახლა შენი თავი არ მაქვს, გთხოვ გადი ოთახიდან, ისედაც საშინელ ხასიათზე ვარ! — წამოიძახა მან.
— რა ხდება, ლუკა? ვეღარ გცნობ. შენ ყოველთვის მოგწონდა ჩემთან ყოფნა! — გულმოსულმა უთხრა.
— აჯობებს შენს ოთახში გახვიდე და ჩაიცვა, — მიაძახა და ოთახიდან გავიდა.
​ჩქარი ნაბიჯებით ჩავიდა კიბეებზე და მისაღებისკენ აიღო გეზი.
— თამთა, მე მივდივარ, — გააფრთხილა და.
— არ ისაუზმებ?
— არა, არ მშია.
​გასასვლელთან მივიდა, კარი გააღო და კართან ნიას შეეფეთა. გოგოს თვალები დაეხუჭა და რაღაცას ბუტბუტებდა.
— ღმერთო, გთხოვ ისე გააკეთე, რომ ის დემონი ვერ ვნახო...
ლუკამ, როდესაც ეს გაიგონა, მოჭუტული თვალებით გახედა.
— ისე ამბობ, თითქოს მე მინდოდეს შენი ნახვა, — ჩაილაპარაკა ჩუმად, შემდეგ კი სახლიდან გავიდა. ნიამ სწორედ ამ დროს გაახილა თვალები და უკან მიიხედა.

***

— არა, წარმოუდგენელია! ისე ვერ მიტანს, რომ თავის ღმერთს თხოვს, რომ არ მნახოს. როგორ ბედავს ამას?! — ბრაზით წამოიძახა და სიჩქარეს უფრო მოუმატა.
​ოფისში ჩვეული რიტმით შევიდა და ისე გაუარა ყველას, რომ არავის მიესალმა. კაბინეტში შევიდა თუ არა, კარები მიიჯახუნა, მერე კი მძიმედ ჩაეშვა სავარძელში. დაღლილმა მიაყრდნო თავი სავარძლის საზურგეს დასამშვიდებლად. მალე გონს მოეგო და მუშაობას შეუდგა, რადგან საქმე არ იცდიდა და უამრავი საბუთი ჰქონდა მოსაწესრიგებელი.
​საქაღალდეს ჩაჰკირკიტებდა და ცდილობდა ყურადღება მოეკრიბა, თუმცა ვერაფერს ახერხებდა, რადგან გონება ჰქონდა გაფანტული. უეცრად ამოუტივტივდა ის კადრი, როდესაც ნიასთან ასე ახლოს იყო და მის იდუმალ ნაცრისფერ თვალებს უყურებდა, რომლებიც ასე ამაყად უმზერდნენ. და მისი ტუჩები... ეს სურათი უფრო მკაფიო იყო, ვიდრე ნებისმიერი ციფრი მის წინ არსებულ ფურცელზე. ლუკამ კალამი მაგიდაზე გაღიზიანებულმა მიაგდო და სახეზე ხელები მოისვა.
​— რა მჭირს, ჯანდაბა! — ჩაიდუდღუნა.
აქამდე არცერთი ქალის მიმართ არ ჰქონია ასეთი ინტერესი და აკვიატება. მისთვის ისინი მხოლოდ ზედაპირულები იყვნენ. ნინიც კი... ისინი ყოველთვის მიდიოდნენ და მიდიოდნენ მისი ცხოვრებიდან, ლუკას კი მათი სახეებიც კი არ ახსოვდა. ნია კი... ნია მის გონებაში „ჩაიჭედა“. ის არ იყო უბრალოდ ლამაზი, ის იყო საჭირო. ის არ ჰგავდა სხვა იაფასიან შპაკლიან გოგოებს, რომელთაც აქამდე იცნობდა. ნია სულ სხვა განზომილება იყო მისთვის და სწორედ ეს აგიჟებდა.
​ის გოგო არ იყო ელიტარული ოჯახიდან და არც არაფერს წარმოადგენდა, უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, არაფრით გამორჩეული მის მატერიალურ სამყაროში, თუმცა მაინც ვერ იშორებდა მასზე ფიქრებს. ეს რაღაც სულ სხვა განცდა იყო, რომელიც ყოველგვარ საზღვრებს სცდებოდა და ქვეცნობიერად ყოველთვის იზიდავდა. ეს გაუგებარი იყო მისთვის.
​წუხელ, როდესაც ზურასთან ერთად დაინახა, ძარღვებში სისხლი გაეყინა. მაშინვე მოუნდა მისულიყო და მისგან დაეხსნა ნია.
— ჯანდაბა, ვერაფერს ვუდებ გულს! — წამოიძახა და საბუთები გვერდზე გაწია. შემდეგ ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა.
— უნდა შევხვდეთ, პირისპირ! — ჩასძახა ყურმილში და გაუთიშა.
​საღამოს პირას ლუკა ოფისიდან გავიდა. თავის მანქანასთან მივიდა, კარი პულტით გააღო, შიგნით ჩაჯდა და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. მთელი გზა დაძაბული მართავდა საჭეს, რადგან იცოდა — მარტივად არ ჩაივლიდა ეს შეხვედრა. დანიშნულების ადგილას ზუსტად დროულად მივიდა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, როდესაც პირდაპირ იმ ადამიანის წინ შეაჩერა. როგორც კი გადმოვიდა, სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
​— ოჰ, როგორი პუნქტუალური ყოფილხართ, ბატონო ლუკა? — წარმოთქვა ზურამ ირონიულად. — ნუთუ ჩემი ნახვა ასე ძალიან გინდოდა? — გაეცინა და ზუსტად ამ დროს ლუკამ საყელოში ჩაავლო ხელი.
— მორჩი ყბედობას! აქ იმისთვის არ დაგიბარე, რომ შენს სიბრიყვეს ვუსმინო, — კბილებში გამოსცრა.
— მაშ, რა გინდა, ბატონო ლუკა?
— გაფრთხილებ, იმ გოგოსთან ახლოს მისული აღარ დაგინახო! — დაემუქრა.
— ვინ გოგოს? ვერ გავიგე.
— მორჩი ამ თვალთმაქცობას! მშვენივრად იცი, ვისზეც ვამბობ. ნიას ახლოს აღარ გაეკარო, თორემ თავბედს გაწყევლინებ, გაიგე?!
— ახლა გასაგებია. აქ იმისთვის დამიბარე, რომ ეგ გეთქვა? მაგრამ იცი რას გეტყვი? შენ რატომ გაღელვებს, მე ვის შევხვდები და ვის არა? შენ ამას ვერ გადამიწყვეტ.
— ზურაა! — სიბრაზისგან თვალები უფრო გაუმუქდა.
— იცი რას გეტყვი? შენი მუქარების არ მეშინია. მე როდესაც მომინდება, მაშინ ვნახავ ნიას და შენ ამას ვერ დამიშლი, რადგან არ გაქვს ამის უფლება! — ცინიკური ტონით უთხრა.
— მე ძალიან კარგად ვიცი, რასაც წარმოადგენ და რაზეც ხარ წამსვლელი. იმ გოგოს თავი დაანებე, თორემ...
— თორემ რას იზამთ, ბატონო ლუკა? — ცინიკურად გაეცინა. — იმ გოგოს თავს არ დავანებებ მარტო იმიტომ, რომ შენ გინდა ასე.
​გელოვანი მოქუფრული სახით უყურებდა მის წინ მდგომს. თვალებში კი ზიზღი და სიძულვილი ერთიანად გამოიკვეთა. ხელები საჩხუბრად მოემუშტა და ცოტაც და აფეთქდებოდა.
— ბოლოჯერ გეუბნები, ნიას თავი დაანებე!
— ის გოგო მომწონს და არ ვაპირებ თავის დანებებას, — უთხრა ზურამ.
ლუკასთვის ეს პიკი აღმოჩნდა და სახეში მუშტი უთავაზა.​მუშტის დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზურამ წონასწორობა დაკარგა და მანქანას მიენარცხა. ტუჩის კუთხიდან სისხლმა გაჟონა, თუმცა სახეზე ისევ ის გამაღიზიანებელი, ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა. მან სისხლი მოიწმინდა, თვალებში კი მრისხანება აენთო.
​— ესე იგი, მართალი ვყოფილვარ... — ამოიხრიალა ზურამ და ლუკასკენ გაიწია. — შენ ის გოგო მართლა გაღელვებს! — ცინიკურად ჩაეცინა.
ზურას მოქნეული მუშტი ლუკას ლოყასთან მოხვდა, მაგრამ გელოვანმა ტკივილი საერთოდ ვერ იგრძნო. ახლა მას მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა — ეს კაცი ნიას ცხოვრებიდან გამქრალიყო. ლუკამ ზურას წელში ხელი მოჰკიდა და მთელი ძალით მიახეთქა მანქანის კარს.
​— კიდევ ერთხელ ახსენებ მის სახელს და ინანებ, რომ საერთოდ დაიბადე! — ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით უთხრა ლუკამ, მაგრამ ეს ჩურჩული ნებისმიერ ყვირილზე საშინელი იყო.
​ზურა სულს ძლივს ითქვამდა, ლუკას მჭიდროდ მოჭერილი ხელები სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. გელოვანმა ის უხეშად გაუშვა, თითქოს რაღაც ბინძურს მოცილდაო, პიჯაკი გაისწორა და ცივი, ზიზღით აღსავსე მზერით დახედა.
— დღეიდან შენი ყოველი ნაბიჯი კონტროლზე იქნება. თუ გინდა, რომ შენი ბინძური საქმეები მზის შუქზე არ გამოვიტანო, ნიასგან ათი კილომეტრის რადიუსშიც არ დაგინახო. გასაგებია?
​ზურა დუმდა, მხოლოდ მძიმედ სუნთქავდა და ალეწილი სახით უყურებდა მიმავალ გელოვანს. გელოვანი მანქანაში ჩაჯდა, კარები მიიჯახუნა და საკუთარ გამოსახულებას სარკეში დააკვირდა. თვალები ჩაწითლებოდა და ბრაზისგან უელავდა. გაზს ბოლომდე მიაჭირა. მანქანა ღამის ქუჩებში მიქროდა, თითქოს ამით საკუთარ ფიქრებს გაურბოდა. საჭეს თითებით ჩააფრინდა, რის გამოც თითების კუნთები დაეჭიმა და გაუთეთრდა. ტუჩის კუთხეში ფეთქვას გრძნობდა. ზურას დარტყმული ახლა უფრო აეწვა, მაგრამ ეს ფიზიკური ტკივილი არაფერი იყო იმ ბრაზთან შედარებით, რომელიც შიგნიდან ღრღნიდა.
​— ჯანდაბა! — გამოსცრა კბილებში და საჭეზე მუჭი დაჰკრა. ვერ იჯერებდა, რომ ვიღაც ზურასთან მოუწია ჩხუბი. სძულდა ის ფაქტი, რომ ნია მის ცხოვრებაში ასე ღრმად შემოიჭრა, რომ მისი სიმშვიდე დაარღვია და აიძულა ისეთი რამ გაეკეთებინა, რაც მის პრინციპებში არ შედიოდა.სახლამდე ისე მივიდა, ვერც კი გაიგო. მხოლოდ მაშინ შეანელა სვლა, როცა ჭიშკარი დაინახა. იცოდა, რომ იქ ნიას ნახავდა და ეს კიდევ უფრო აფორიაქებდა. კარებზე ზარი დარეკა და მისდა გასაოცრად ნიამ გაუღო. გოგონა შეწრწუნებული უყურებდა გელოვანს, რადგან ნამდვილად არ გამოიყურებოდა კარგად. ლუკამ გვერდი აუარა და შიგნით შევიდა.
— სად არიან დანარჩენები?
— სახლში ჩემ გარდა არავინ არის...
— გასაგებია. შენც შეგიძლია წახვიდე, — უთხრა და კიბეებზე აირბინა.
​პიჯაკი გაჭირვებით გაიხადა და საწოლზე მიაგდო. სარკესთან შეათვალიერა სახე. მალე ნიამ შეაღო მისი ოთახის კარები და შიგნით შევიდა.
— აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ხომ გითხარი, რომ წასულიყავი!
— არ წავალ, სანამ არ დაგიმუშავებთ ჭრილობებს, — დაბალი ხმით წარმოთქვა.
— შენი დახმარება არ მჭირდება, წადი აქედან! — მკვახედ უთხრა.
— ხომ გითხარით, რომ არ წავალ-მეთქი. ახლა კი, გთხოვთ, დაჯექით, — უთხრა ნიამ. ეშინოდა მის სიახლოვეს ყოფნა, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო და მაინც მივიდა მის დასახმარებლად.
​ლუკამ ღრმად ამოისუნთქა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ნია მასთან ახლოს მივიდა, ყუთიდან ბამბა და სპირტი ამოიღო. სპირტიანი ბამბა ფრთხილად, ხელის კანკალით დაადო წარბზე და სისხლი მოწმინდა. ლუკას ჭრილობები აეწვა და სახე მოეჭმუხნა. ის გრძნობდა, თუ როგორ უთრთოდა ნიას თითები. როდესაც ნია მას ჭრილობებს უმუშავებდა, გოგონა მასთან ისე ახლოს იყო, რომ გრძნობდა მის ტკბილ სურნელს. ნიას გრძელი ხვეული თმა სახეზე ხვდებოდა, ლუკას ეს უარესად აგიჟებდა. კიდევ ერთხელ შეჭმუხნა სახე.
— მაპატიეთ, თუ გატკინეთ, — წამოიძახა ნიამ. ოდნავ სევდიანი და შეწუხებული სახით უყურებდა მას. ლუკა მას დაბნეული და გაოგნებული უყურებდა. ვერ გაეგო, რატომ აკეთებდა ამას გოგონა, რატომ ღელავდა მასზე. მისთვის ეს გაუგებარი იყო.
„რატომ აკეთებ ამას? არ მესმის...“ — გაიფიქრა გულში, თუმცა მისდა გასაოცრად, ნიამ ზუსტად იმ კითხვაზე გასცა პასუხი:
— თქვენ შეიძლება ახლა ფიქრობთ, თუ რატომ ვაკეთებ ამას. პასუხი მარტივია: მე გასაჭირში არავის ვტოვებ, თუნდაც ეს ჩემი მტერი იყოს. მე მას მაინც დავეხმარები, რადგან მე ამას ჩემი ადამიანობა და ადამიანების სიყვარული მაკეთებინებს, — განუმარტა მან.
— კარგი, გეყოფა, საკმარისია! შენი დახმარება აღარ მჭირდება, — გაღიზიანებულმა უთხრა და გოგოც ფეხზე წამოდგა.
— კარგი, როგორც გინდათ, — უთხრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. ლუკამ კი თვალი გააყოლა, შემდეგ კი ზურგით გადაწვა საწოლზე. თავს საშინლად გრძნობდა.


***

​მას შემდეგ, რაც სახლში მივიდა, ვერაფრით ვერ მოისვენა. რატომღაც დაბნეული და აფორიაქებულია. პირველად მოხდა, რომ გელოვანთან არ იჩხუბა და არც ზედმეტი არაფერი უთხრა. ნებაც კი დართო, რომ ჭრილობები დაემუშავებინა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა და ეს აშინებდა. დღეს, როდესაც ლუკასთან ასე ახლოს იყო, რატომღაც მის თვალებში სულ სხვა რამ დაინახა.
— ნია, გეყოფა ამაზე ფიქრი, დროა დაიძინო! — წამოიძახა და სიზმრების სამყაროში ჩაეფლო.
​შაბათი დღე თენდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იმდენ ხანს დაიძინებდა, რამდენ ხანსაც მოუნდებოდა. დანარჩენებიც გააფრთხილა, რომ დილით არავინ შეეწუხებინა. ათი საათისკენ გაიღვიძა, მაშინვე წამოდგა და საწოლი მიასწორა. შემდეგ კი თავის მოწესრიგებას შეუდგა. რადგან არსად არ იყო წასასვლელი, საშინაოდ გამოეწყო: თმები მოუწესრიგებლად შეიკრა, გრძელი ნაქსოვი სვიტერი და განიერი შარვალი ჩაიცვა. ოთახიდან გავიდა.
— დილა მშვიდობისა! — მხიარულად მიესალმა ოჯახის წევრებს.
— როგორც ჩანს, კარგ განწყობაზე გაიღვიძე, — უთხრა მამიდამ.
— როგორ არ უნდა ვიყო კარგ განწყობაზე? დასვენების დღეები მაქვს, მთელი დღე სახლში ვიქნები და ვერც იმ დემონს ვერ ვნახავ! — წამოიძახა.
— რას ამბობ, ნია, ვინ არის დემონი? — გაიოცა ლიზამ.
— ვინ უნდა იყოს, თუ არა ლუკა გელოვანი? — სიცილით აიჩეჩა მხრები.
— ოხ, ნია... — თავი სიცილით გააქნია.
— კარგი, შვილო, შენ ისაუზმე და სახლი მიალაგე. ჩვენ საქმეზე მივდივართ, — უთხრა ნანულიმ და სახლიდან გავიდნენ.
​ნიამ სიხარულისგან ტაში შემოკრა. სახლში მარტო დარჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რასაც უნდოდა, იმას გააკეთებდა. ჯერ მსუბუქად ისაუზმა და ყავა დალია, შემდეგ კი მუშაობას შეუდგა. მისაღები ოთახის დალაგებით დაიწყო, მაგრამ სიჩუმეში არ უყვარდა დალაგება, ამიტომ ტელეფონი მოიმარჯვა, მისი საყვარელი სიმღერები ჩართო და საქმეს შეუდგა. პირველი რაც ჩაირთო, ეს Amr Diab - El Alem Allah იყო.
​მძლავრმა, აღმოსავლურმა რიტმმა მაშინვე აავსო ოთახი. ნიამ იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში ენერგიამ. ხმას ბოლომდე აუწია, თითქოს სურდა გუშინდელი ინციდენტის დავიწყება. ცეკვა კი ამაში ეხმარებოდა.
ცეკვა დაიწყო. თავიდან მხოლოდ მსუბუქად აჰყვა მელოდიას, მაგრამ მალე მუსიკამ ბოლომდე ჩაითრია. თვალები დახუჭა, ხელები ჰაერში რიტმულად აღმართა და აჩეჩილი ხვეული თმებით ტრიალი დაიწყო. ის აღარ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა — განიერ სვიტერში, ფეხშიშველი და სრულიად თავისუფალი. იმ წამს „დემონი“ გელოვანი მისთვის მხოლოდ შორეული მოგონება იყო.
​...
​ლუკამ კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა, თუმცა არავინ არ გამოჩენილა, შემდეგ ოდნავ ჩამოწია, სახელური და კარიც გაიღო სახლში გამეფებული სიჩუმის ნაცვლად, ამარ დიაბის რიტმული მუსიკა დახვდა. ის ნელა შევიდა მისაღებ ოთახში და... ადგილზე გაქვავდა. ის, რაც მის წინ იშლებოდა, საერთოდ არ ჰგავდა იმ „ეკლიან“ გოგოს, რომელიც მას ყოველთვის აღიზიანებდა, ნია ცეკვავდა. ისე თავისუფლად, ისე ბუნებრივად და ვნებიანად, რომ ლუკას სუნთქვა შეეკრა. თვალს ვერ წყვეტდა მის ყოველ მოძრაობას. დაინახა მისი ფეხშიშველი ტერფები, რომლებიც იატაკს ძლივს ეხებოდნენ, მისი განიერი სვიტერი, რომელიც ყოველ ბრუნზე მის სხეულს ეკვროდა და ის აჩეჩილი ხვეულები, რომლებიც სახეზე ეფინებოდა.
​ იგრძნო, როგორ გაუშრა ყელი. მის გონებაში მხოლოდ ერთი ფიქრი ტრიალებდა: „ვინ არის ეს გოგო? საიდან აქვს ამხელა ენერგია?“ მას სურდა, ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ნია მისთვის აღარ იყო უბრალოდ მომაბეზრებელი გოგო, რომელიც მასთან მუშაობდა — ის იყო სტიქია, რომელმაც ლუკას რკინისებური კონტროლი ერთ წამში დაამსხვრია. მისი ყოველი მოძრაობა ლუკას ძარღვებში ცეცხლივით ვრცელდებოდა.
​კულმინაციურ მომენტზე ნია ემოციურად ბრუნდება და თვალებს ახელს. კარებთან კი გელოვანს ამჩნევს. სირცხვილისგან ნიას ლოყები წამში აუწითლდა. მზად იყო, მიწა გასკდომოდა. სასწრაფოდ ტელეფონისკენ გაიქცა და მუსიკა გამორთო. ოთახში ისეთი მკვდარი სიჩუმე ჩამოწვა, რომ მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვა ისმოდა.
— თქვენ... აქ რას აკეთებთ? — ამოილუღლუღა ნიამ და სვიტერის სახელოებს ჩააფრინდა, თითქოს თავის დაცვას ცდილობდა.
​ უყურებდა მის დაბნეულ და აწითლებულ სახეს, როგორ იყო ჩამოყრილი ხვეული კულულები და ძალიან მოუნდა შეხებოდა მას. ამიტომ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ და მასთან ძალიან ახლოს მივიდა. მისი მზერა ისევ ისეთი მძიმე იყო, მაგრამ ბრაზის ნატამალიც კი აღარ ჩანდა. ხელის მტევანი ინსტინქტურად მისი სახისკენ წაიღო და კულულები ყურის უკან გადაუწია. ნია მისი შეხებისგან შეკრთა, სუნთქვა გაუხშირდა და გული აუჩქარდა.
​— შენთან თამთამ გამომგზავნა. სახლში არავინ არ არის, მან კი რატომღაც გადაწყვიტა, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია მისი დახმარება. შენ კი, როგორც ვხედავ, სახლში მარტო დარჩენილმა, აღმოსავლური ზღაპრების მოწყობა გადაწყვიტე?
ნიამ თავი ამაყად ასწია, თუმცა გული ისევ გამალებით უცემდა.
— მე... უბრალოდ სახლს ვალეგებდი, მეგონა არავინ მოვიდოდა.
— მერე ვინ გითხრა, რომ მე „ვიღაც“ ვარ? — ლუკას ტუჩის კუთხეში ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა. ის კიდევ უფრო ახლოს მივიდა, იმდენად ახლოს, რომ ნიამ მისი ნაცნობი, გრილი სურნელი იგრძნო. — „ამარ დიაბი“? საინტერესოა. არ მეგონა, თუ ასეთი ვნებიანი მუსიკა მოგწონდა. მეგონა, შენი სტიქია მხოლოდ ტრადიციული ცეკვები იყო?
— მე ყველანაირი მუსიკა მიყვარს.
— საინტერესოა...?
— ეს არის ხელოვნება, ბატონო ლუკა. აუცილებელი არ არის, მარტო ნაციონალური ცეკვა გიყვარდეს, — ნიშნის მოგებით უთხრა.
ხელი არ ჩამოსწია. მისი თითები წამით შეეხო ნიას კანის სითბოს და იგრძნო, როგორ გაირბინა მათ შორის უხილავმა მუხტმა. გოგონას აჩქარებული სუნთქვა პირდაპირ მის ხელისგულზე ხვდებოდა.
— ხელოვნება, არა? — დაბალი, ჩახლეჩილი ხმით ჩაეკითხა ლუკა და ნიას თვალებში ისე ღრმად ჩახედა, თითქოს იქ რაღაც პასუხს ეძებდა. — და ამ „ხელოვნებაში“ ყოველთვის ასეთი თავდავიწყებით იძირები, თუ მხოლოდ მაშინ, როცა გგონია, რომ ვერავინ გხედავს?
ნიამ იგრძნო, როგორ მოებუზა სხეული. ლუკას სიახლოვე იმაზე მეტად აბნევდა, ვიდრე თავად ცეკვისას გამოჭერა.
— მე არაფერს ვმალავ, — თქვა მან მტკიცედ, თუმცა ხმა ოდნავ გაებზარა. — უბრალოდ, ზოგიერთი რამ მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა განკუთვნილი.
კაცმა ტუჩის კუთხეში ისევ იმ უცნაურმა, ნახევრად ირონიულმა და ნახევრად აღფრთოვანებულმა ღიმილმა გადაურბინა. მან ნელა დაიხია უკან, თითქოს ნებაყოფლობით უთმობდა ნიას პირად სივრცეს, რომელსაც წამის წინ ასე უხეშად დაეპატრონა.
​.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

როგორც ყოველთვის საოცრება იყო. უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ხართ. წარმატებები

 


№2  offline წევრი La dolce vita

სტუმარი მარი
როგორც ყოველთვის საოცრება იყო. უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ხართ. წარმატებები


დიდი მადლობა.🥹❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent