უიმედონი( IX თავი)
ილია დივანზეა გაწოლილი, კიტა კი სავრძელში ზის. დანარჩენებს არ ეცალათ ასე რომ ჩემს სახლში, ჩემსავე მისაღებშ მხოლოდ ჩვენ სამნი ვსხედვართ. ერეკლესთან საუბრის თუ კამათის შემდეგ უკვე ორიკვირაა გასული. რამდენჯერაც მის სახელს მიხსენებენ იმდენჯერ თემა გადამაქვს. წინა დღით კი მომაგონდა როგორ მიყვებოდა ნაკანი უცხო ქორწილში მოხვედრის ამბავს სადაც გუკა თავის ყოფილშ შეხვდა. მთელი ორი დღე ინტერესი შიგნიდან მჭამდა რომ გამომერკვია რამდენად აკურატულად ახსოვდა ერეკლეს ის მაბავი. ჩემთვის გუკას და მისი ყოფილის შეხვედრის ამბავი სხვანაირად ჰქონდათ მოყოლილი. როგორ არ უნდა მცოდნოდა რომ ერთმანეთს შეხვდნენ ,როცა ჩვენსავე ქორწილში მიმატოვა. მახსოვს როგორ მწარედ მომახალა მისმა უმცროსმა დამ გუშინ შეხვდა იმ გოგოს და ერთად გაიქცნენო. მთელი ეს წლები მეგონა, მჯეროდა რომ ეს ამბავი ერთ დღეში გადაწყდა. არც კი ვიცი რომელი უარესია?! რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სიამრთლის გამორკვევა ხომ ყველა ჩვენგანის წყევლაა. მუდამ იმას არ ვცდილობთ ვინმე ტყუილში გამოვიჭიროთ? თუმდაც სულ პატარაში? მეც ჩემს ცნობისმოყავრეობას რომ ევრსად გავექეცი სავრძელში გავსწორდი და ბიჭებს ჯერ ინტერესით დავაკვირდი, თითქოს ენაზე მომდგარ სიტყვებს უკან დავაბრუნებდი, მაგრამ როცა ეს ვერ შევძელი ხმა ამოვიღე. -იცით რა მაინტერესებს, იმ გაზაფხულზე თქვენ და გუკა რომ დასასვენებლად იმერეთში წახვედით, ერეკლეც იქ იყო?! ეს ამბავი ქორწილამდე თითქმის ოთხი თვით ადრე იყო, შეიძლება ცოტა ნაკლებითაც კი. ილია თავს ტელეფონიდან სწევს და იდაყვების ეყრდნობა, თან კიტას გაჰყურებს. -კი. დაბნეული დუდღნებს, კიტა კი აყოლებს. -საიდან იცი? - ქორწილში რომ აღმოჩნდით ის ამბავი მომიყვა. ველოდები როდის შეეცვლებათ სახე და ასეც ხდება, რადგან ამდენხანს მალავდნენ მთელს სიმართლეს. ნაკანზე ისედაც გაბრაზებულს მათზე ბრაზიც მემატება და მინდა რომ ავფეთქდე. -რატომ იკითხე? -აზრად მაინც არ მოგსვლიათ ჩემთვის ქორწილამდე გეთქვათ რომ გუკა თავის ყოფილს შეხვდა და მაგის გამო შენმა ძმამ ლამის ცემა?! ამ ამბავს 5 წლის მერე უცხოსგან რატომ უნდა ვიგებდე?! -ნისი. -რა ნისი? იდიოტები ხართ. ეგ რომ მალე გეთქვათ ხომ ხვდებით რომ ნაკლებად მტკივნეულად ჩაივლიდა ყველაფერი არა? -გვეგონა რომ იმ დღის მერე აღარ უნახავს ისე ეჩხუბა ლუკა. კიტა თავს იმართელებს და ვცდილობ მათი დავიჯერო, რადგან თუ ამას არ ვიზავ მათზე სამარადისოდ ნაწყენი და გაბრაზებული დავრჩები , ეს კი არ მინდა. ისინი , ყველანი , ჩემი ოჯახი არიან, განსაკუთრებით ილია. მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება არასწორია ასე ადამიანზე მიჯაჭვა, მაგრამ მე ხომ ბოლოს და ბოლოს მთელი ცხოვრება მასთან ერთად გავატარე. -კარგი. -ჩვენზე ბრაზობ. -არა! მაშინვე შევეწინააღმდეგე თუმცა ილიამ კიტას გადახედა. -ბრაზობს, ასეთი ტონი თუ აქვს ესეიგი ბრაზობს და ამას მხოლოდ შოკოლადებით და თბილი საუბრით ვერც შენ და ვერც მე ვერ გამოვასწორებთ ხომ იცი. -არ ვბრაზობ! -კარგი, გიჯერებ, მაგრამ არ მჯერა. -ცოტა ვერ ხარ ხო იცი ჩემო სიყვარულო. -ვიცი, შენ იცი რა მითხარი? -აბა რა ილო. შედარებით მოვლბი მათ მიმართ. -ერეკლესთან რა ხდება? ბოლო დროა სადაც შენ ხარ ის არ მოდის, სადაც ის არის შენ და საერთოდ აღარ ვლაპარაკობთ მასზე. რას შვებით? -მე რავი არაფერს აქ ვზივარ და თქვენ გტუქსავთ ჩემს დიად ყოფილზე რომ რაღაცეები დამიმალეთ და ერეკლეს ამბები ერეკლეს მოკითხეთ, მე რა მესაქმება , ან საიდან უნდა ვიცოდე. -რა მიქარა? კიტამ მობილური დადო და მომაშტერდა. -არაფერი. იმის მიუხედავად რომ ერეკლეზე მართლა ძალიან ვბრაზობდი მაინც არ მინდოდა მის მეგობრებთან ურთიერთობა ჩემს გამო გაჰფუჭებოდა. მაინც ცდილობდნენ ჩემთვის რამე გამოეტყუებინათ, თუმცა ამაოდ. მერე როცა მათაც და მეც მოგვბეზრდა ეს კატა-თაგვობანა დავიშალეთ. ...................... თავიდან თუ ნაკანზე ვბრაზობი და იმედგაცრუებული ვიყავი მის გამო, ბიჭებთან საუბრის და მათი წასვლის შემდეგ მისი მონატრება დამეწყო. დიდად განსაკუთრებულზე ხომ არაფერზე ვსაუბრობდით ხოლმე, მაგრამ მომენატრა, როგორ ვწვებოდი ღამით დასაძინებლად და მის ხმას ვუსმენდი ხოლმერომელიც ყველაფერზე მელაპარაკებოდა მისი გრძნობების გარდა. საერთოდ კი შეიძლებოდა გვეთქვა რომ ერთმანეთ მოგვწონდა?რომ გვიყვარდა? სიყვარულისთვის ისეთი ადრე იყო... მაგრამ ისე მენატრებოდა... სამ კვირაზე ცოტა მეტი გავატარე მის მონატრებაში, ძველი ესემესების კითხვას, მუშაობასა და სახლში ტირილით დაძინებაში, რომ რატომ არა მე? ეს კითხვა შიგნეულობას მჟავასავით მიწვავდა და მანადგურებდა. არც კი ვიცი არსებობს კი რამე ფიქრი და კითხვა შენს თავთან, შენს თავზე, უფრო მწველი, უფრო მხურვალე, უფრო გამყინავი, ვიდრე " მე რატომ არა?"?. ის მუდამ ისეთ რამეებს გახსენებს რისი დავიწყებაც წლების მანძილზე გაჭირვებით მოახერხე. იმდენი კითხვა მიჩნდებოდა, იმდენი წასული ადამიანი გამახსენდა, რომ ცოტაც და სიგიჟის ზღვარზე მივიდოდი. კი ბევბრს ვფიქრობდი ხოლმე, კი რაღაცეებზეც ვიციკლებოდი , მაგრამ ჩემი ცხოვრება ბევრად მშვიდი იყო მის გმოჩენამდე. ყველაფერი ამირია, ყველაფერი ამოატრიალა და მერე მე თავად გავაგდე. იქნებ რომ გველაპარაკა, მისთვის ახსნა რომ დამეცადა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო? არ ვიცი, შეიძლება. მაგრამ საუბრისთვის ზედმეტად გაბრაზებული ვიყავი მასზე. ცხელ გულზე ხო მუდამ ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომელსაც მერე და მერე ვნანობთ ხოლმე. ჩვენს ჩვეულ პოკერის საღამოზეც კი თვალწინ ის ერთადერთი შემთხვევა მედგა როცა მან ჩვენთან ერთადფ ითამაშა. ნაკანს გონებიდან ვერ ვაგდებდი, რამდენიც არ უნდა მეცადა ვერ ვიშორებდი. ყველაზე მეტად სევდა იმ საღამოს მომაწვა როცა კალათბურთის თამაში იყო. ილაიმ ხომ თავად დამიგეგმა მასთან მსგავს პაემანზე წასვლა, ბილეთები უაზროდ მედო სახლში, მარტო არ წავიდოდი, არც სხვასთან ერთად აღარ მინდოდა , ამიტომაც ილიას დავუბრუნდე და ხვეწნის მიუხედავად მაინც არ ავუხსენი ასე რატომ მოვიქეცი. ზუსტად არ ვიცი მგონი ის და კიტა წავიდნენ. წარმოიდგიენთ, ამდენხანს ვგეგმავდი, ის ბილეთები სახლში რამდენხანს , რამდენ კვირას მედო და რა უაზროდ?! თებერვლის ერთ მშვენიერ, ცივ და თოვიან საღამოს, სახლში მისული ყავას ვსვავდი და ვფიქრობდი ილიასთან ხო არ გადავიდე თქო, როცა ინსტაგრამზე შეტყობინება მომივიდა. @Nakan_E : გთხოვ შეგვიძლია ვილაპარაკოთ? თუმდაც ხუთი წუთით. თვეზე მეტი გავიდა და მგონი ძალიან, არ მგონის გარეშე, ძალიან მომენატრე. მისი შეტყობინების დანახვისას, წაკითხვამდე ამიტყდა ტირილი. @Nisi_: მთვრალი ხარ? არც კი ვიცი ეს რატომ მივწერე, შეიძლება მაგარი ტიპობა მინდოდა. წარმოდგენა არ მაქვს რას ვცდილობდი როცა ჩემი სხეულის ყველა ნაწილი, ჩემი ყველა ორგანო მასთან საუბრისკენ, მასთა შეხვედრისკენ ილტვოდა. @Nakan_E: ასეთი ფხიზელი არასდროს ვყოფილვარ. გთხოვ ნისიმე. მისთვის მიწერა, თავის დაფასება და ასე შემდეგ უზრო საქციელები, რომლებიც სანანებელი გამიხდებოდა აღარ დამიწყია, აღარც მის ესემესს დავლოდებივარ. თვითონ დავურეკე. ორი ზუმერის შემდეგ აიღო. შეიძლება არ ელოდა და უცბად ვერ მიხვდა რა ხდებოდა. თავიდან თითქმის ორი წუთი, შეიძლება მეტიც კი ორივენი ჩუმად ვიყავით. გული ისე მიცემდა , მეგონა გაიგონებდა. - არ გინდა შევხვდეთ? - რისთვის ერეკლე? - არ მიყვარს ერეკლეს რომ მეძახი. -თავად მთხოვე. - ნაშინ არ ვიცოდი რომ შენი დაზახებული ნაკანი სამყაროში ყველა სხვა სზელზე მეტად შემიყვარდებოდა. -მაშინ არც მე ვიცოდი , რომ ასე დავასრულებდით. -და ვინ ამბობს რომ დავასრულეთ. -არა? -არა. ვჩუმდები რადგან ვიცი ენა წამისწრებს და ვეტყვი მე კი მგონია რომ დავასრულეთ-თქო, მაგრამ მე ჩემ თავთან მარტო დარჩენილმა ნისიმემ ხომ კარგად ვიცი რომ ეს არ მინდა. ერეკლეს ვაცდი მითხრას ის რისი თქმაც თავად სურს. -ნისიმე, რამე მითხარი. -რა გითხრა? -არ ვიცი თუ გინდა გამლანძღე, ოღონდ ჩუმად ნუ ხარ. -მაგრამ არ მინდა რომ გლანძღო. - ხვალ- ერეკლე იწყებს და ჩუმდება. ცოტახანში აგრძელებს.-შემხვდები? - არ მცალია. მართლა საქმეები მაქვს. -კარგი. საათს ვუყურებ, ჯერ მხოლოდ შვიდია. -გინდა დღეს სევხვდეთ? ერეკლეს რაღაც აჰის მსგავსი ბგერა სკდება. -გამოგივლი. - კარგი. ჩავიცმევ. -ნახევარ საათში მანდ ვარ.- ის არის უნდა გავუთისო რომ ამატებს- ნისიმე, მადლობა. ხმას არ ვცმ, მხოლოდ ვთიშავ. ყავას დაულევლად ვასხავ ნიჟარასდი და კომფორტული თბილი საღამურების ნაცვლად იასამნისფერ ჰუდს და ჯინსის შარვალს ვიცმევ. ნაკანის მანქანას ფანჯრიდან ვამჩნევ და მაშინვე რეკავს. ვეუბნები ჩამოვდიავრ თქო და გავდიავრ. მთელი გზა, კიბეებზე და მერე პატარა ჰოლსი სადარბაზოდან გასასვლელამდე ვფიქრობ ავბრუნდე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილება,არც გრძნობები. ნაკანის მანქნისკენმივდიავრ და ვჯდები. კარს რომ ვხურავ ჩემსკენ იხრება , სანამ ამას არ აკეთებს მანამდე მგონია რომ აპირებს გადამეხვიოს, ან როგორც იცოდა ხოლმე ლოყასა თუ შუბლზე მაკოცო, მაგრამ ამის ნაცვლად მის ტუცებს საკუთარზე ვგრძნობ და ვქვვდები. კოცნა სწრაფია თუმცა მაინც ახერხებს ყველა ჩემი ემოცია გამოაცოცხლოს. -რას აკეთებ? ლამის ვკივი როცა გონზე მოსვლას ვახერხებ. იმ დროისთვის ერეკლეს მანქაან უკვე დაძრული ჰყავს და სადღაც მივყავარ. -იმას რაც უფროადრე უნდა გამეკეთებინა. - არ ხარ ნორმალური. -ვინ არის რო? წარბს მაღლა სწევს და ისე მიყურებს. თვალებს ვატრიალებ. - სად მივდიავრთ? - ყავა არ გინდა? -შეიძლება კი. -ხო და კაფეში, სადმე სადაც დავსხდებითდა მშვიდად ვილაპარაკებთ. -იმაზე თუ როგორ უტრიალებდი ვიღაც გოგოს პირში ენას? არა მადლობა საკმარისი ვნახე და აღარ მინდა მაგის გახსენება. გულხელს ვიკრეფ, ნაკანი გვერდულად მიყურებს. -ღვედი შეიკარი. ყურსაც არ ვუგდებ მის ნათქვამს. დააჯარიმებენ? ა ჩემ ფეხებს , დააჯარიმონ! რომ ხვდება რომ არ ვუსმენ სვლას ანელებს და წითელ შუქნიშანზე აჩერებს. მერე ჩემსკენ ბობღდება, ღვედს ხელს ავლებს და გაბრაზებული მიკრავს თავადვე. - იქნებ არ მინდოდა. -არ მაინტერესებს! ვაი და რამე მოხდეს, არ იცოდე რა გიჯებივთთ დაყავთ მაინც, მერე სად წახვალ? -საავადმყოფოში! -ღმერთო შენ ჩემზე ხისთავიანი ხარ. -არა და სვანი შენ ხარ ხო? - რატომ ცდილობ რომ ვიჩხუბოთ? -არაფერს ვცდილობ. ხმას აღარ მცემს, მუსიკას რთავს და მომდევნო ოცი წუთი ჩემსკენ არც კი იხედება. მანქანას კაფესთან აპარკინგებს და გადმოვდივართ. საუბარს და ერთმანეთისთვის ზედ შეხედვას მხოლოდ ყავის შეკვეთის შემდეგ ვიწყებთ. კრგად გამოიყურება. მუდამ ასე არის ხოლმე. უბრალო მაისურებსა დაჯინსის შარვლებშიც კი კაგად გამოიყურება. დღეს კი ჩემსავით ჰუდი აცვია. - შეგვიძლია იქიდან გავაგრძელოთ სადაც გავჩერდით? -რას გულისხმობ? - ჩავთვალოთ რომ ახალიწლის დღიდან მოყოლებუი დღემდე არაფერი მომხდარა. - როგორ გგონია ეგ რამდენად შესაძლებელია? -ძალიან დაბალი შანსია , მაგრამ შანსი თუა ცდად ყოველთვის ღრს. -არ ვიცი ერეკლე. აღარ მინდა მსგავს სიტუაციაში ოდესმე ისევ აღმოვჩნდე. ორი უკვე საკმარისია. განა არ ვიცოდი, მშვენივრად მესმოდა რომ ქალებ თავს გეხვივნენ, რატომაც არა?სიმპატიური ხარ, ჭკვიანი, კარგი მოსაუბრე, თანაც დიჯეი. ვის არ ენდომება შენთან ღამის გატარება ვიცოდი ერეკლე, მაგრამ მინდოდა როგორმე დამეჯერებინა რომ შენ მაინც მე მოგწონდი. -ასეც არის. - ვითომ? -ნისიმე ასე რომ არ იყოს არ გთხოვდი შემხვედროდი, არც მოგწერდი. ვჩუმდები, იმიტომ რომ სადღაც ისიც მართალია. ორივეს ჩვენ ჩვენი სიმართლე გვაქვს. -მართლა ვწუხვარ იმის გამო რაც გავაკეთე. -თუ იმის რომ ამის შესახებ გავიგე? -რა ხალხთან გქონდა კი მაგრამ ურთიერთობა. - გაოცებული მეკითხება და ხვნეშის- მართლა ჩემი სულელური საქციელის გამო ვწუხვარ, რომელსაც ვერც სიმთვრალე ვერ გაამართლებს და ვერც არეული გონება. -გუკასთან. ძალიან უბრალოდ ვამბობ, ისე თითქოს ეს ისედაც უნდა სცოდნოდა. თავიდან ვერ ხვდება რას ვეუბნები, მერე სახეზე გაოცების ტალღა უვლის.თითქოს ხვდება ,მაგრამ ბოლომდე ვერც, რადგან გულწრფელები ვიყოთ რა შანსი იყო იგივე გოგო მოსწონებოდა, რომელიც მისი მეგობრების მეგობარს, შეიძლება მისსასაც კი, ლამის ცოლად გაყვა? რა შანსი არსებობდა იმის რომ ის გოგო მოსწონებოდა, რომლის ქორწილშიც კინაღამო მოხვდა? ისეთი დაბალი იყო რომ დაჯერებადაც არ ღირდა. -არც მინდა თავის გამართლების მოსმენა, უფრო ემტად გამაღიზიანებს. უბრალოდ იმის ცოდნა მინდა რომ ასეთი რამ აღარ მოხდება და მიღირს რომ ჩემი გრძნობები ჩემთავშივე არ ჩავკლა , რომ შენთან ისეთი ურთიერთობა მქონდეს როგორიც რომ არა ის საღამო უკვე გვექნებოდა. -ღირს ნისიმე, გთხოვ. მხოლოდ ერთი შანსი.. -პირობების გარეშე, რომ ვერ შეასრულო ვერ გავუძლებ რომ შემძულდე. თვალებიც კი უცინის, მაგიდას ხელებით ეყრდნობა, ჩემსკენ იხრება და ტუჩებზე კიდევ ერთხელ მკოცნის. ისევ გაოცებული ვრჩები. -ამ წამიდანვე. -თავხედო. -ისე ამბობ თითქოს არ მოგწონდეს. ვგრძნობ ლოყები როგორ მეფარკლება წითლად და ის იცინის. ყავა მოაქვთ და მხოლოდ მერეღა, ეიფორიიდან გამოსულს ახსენდება წეღან რაც ვუთხარი. -ვინ გუკაზე ამბობ? დოჩიაზე? წარბებს ვწევ, ღრმად ვსუნთქავ და თავს ისე ვუქნევ, მერე მაშინვე ყავის ჭიქას ვიყუდებ. -მოიცა ვერ გავიგე რაღაც. -რა ვერ გაიგე? -გუკას ცოლი ყავს როგორც ვიცი, მანამდე საცოლე ყავდა და იმ გოგომდე ის ვიზეც ახლაა დაქორწინებული. -ხო. ვერ ვხვდები რა არ გესმის. -ის თუ როდის მოასწარით. -სანამ ცოლს მოიყვანდა. -მაგრამ... წარბებს მაღლა ვწევ. -არა! -კი ნაკანი, კი. -ჯანდაბა- გაოცებული მიყურებს- ახლა გასაგებია რატომ თქვი კიდევ ერთხელ ვერ გადავიტანო. - სასაცილო იცი რა არის?- ისევ გაკვირვებული მიყურებს, რადგან არ ესმის მთელ ამ ამბებში სასაცილო რა შეიძლება იყოს. - ჩვენ კინაღამ შევხვდით, თანაც ჩემს ქორწილში. - საერთოდ არ არის სასაცილო, კინაღამ მას გაყევი ცოლად. -ვიცი, იქ ვიყავი სიცილით ვამბობ და ყავას მაგიდაზე ვდებ. ნაკანი აღარ მისმენს, ფიქრებით სხვაგანააა წასული თუმცა მე ამას ვერ ვამჩნევ ამიტომ საუაბრს ვაგრძელებ. -სიმართლე რომ ვთქვათ ... -ღმერთო ვიცი რატომ მეცნობოდი ქერათმიანი შენ!იმ წელს თქვენი „არ ქორწილის“ შემდეგ დაახლოებიტ ორ თვეში, მგონი ოქტომბერში, ილიას შევხვდი და თან ახლდი. -რა? -ხო, ფოტოც გვაქვს ერთად. სახლში რომ მივალ ვიპოვნი. მთელი მონდომებით ვცდილობდი გამეხსენებინა თუმცა არაფერი გამომდიოდა. როგორ შეგვეძლო რომ ერთმანეთს შევხვედროდით და გვერდი აგვეარა, რომ ისე დაგვვიწყებოდა შემდეგი შეხვედრისას ერთმანეთზე გავგიჟებულიყავით. მეორეს მხრივ იმ დროს ისეთი განადგურებული ვიყავი არავინ და არაფერი მედარდებოდა, ამიტომაც სამართლიანად არ მახსოვდა მისი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენის ამბავი. მისი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე რომ ის არ მახოსვდა საკმაოდ გამართლებული და ლოგიკური იყო. -ვინ ამბობდა მაშინ რომ მენახე აუცილებლად შემოგხედავდიო. ერეკლეს სიცილით ვეუბნები და ის გაბრაზებული მიყურებს. -ეს შენ არ გახსოვარ. -შენ ხომ რას ამბობ. -კარგი გნებდები. -ხო და ეგრე. ერთმანეთს ვაშტერდებით. ღმერთო, თუ რაც ხარ, მისი ხმა რომ მესმის, მისი ელფური ხმა, როგორ შეიძლება რომ საერთოდ მასზე ვბრაზდებოდე. ერთი იმ გოგოსიც, ვის ადარდებს. ერეკლე მე მიყურებს, მიყურებს და თვალებით მიღიმის. -მხოლოდ ერთი პირობით გთანხმდები შერიგებაზე, თუ ამას საერთოდ შერიგება შეიძლება დაერქვას. ბავშვებს მანამ არაფერს ვეტყვით სანამა რ გავარკვევით რას ვგრძნობთ რას ვშვებით. -რას უნდა ვშვებოდეთ ნისიმე? შეყვარებულები ვართ. -ვართ რო?! -ყვეალფერზე კითხვით ნუ მიბნევ გონებას. ერთ თვეს მოვიცადოთ, როგორც შენ გინდა და როცა დავლაგდებით, წყენაც ბოლომდე გადაგივლის მერე ვუთხრათ. ვუღიმი. ამის შემდეგ მე და ის კიდევ საათს ვისხედით კაფეში და ერეკლეს ვაწვალებდი რომ მაშინვე ვერ მიცნო ,როგორც კი დამინახა. ...................... იმ დღის შემდეგ ერეკლე უფრო მეტად აქტიური ხდება, დღე მართლაც არ გადის მისგან მიღებული შეტყობინების ან ძილის წინ ზარის გარეშე. მე კი აღარ ვფიქრობ იმაზე რას რა შეიძლება მოჰყვეს, თავისუფლად ველაპარაკები, ვუტყდები რომ კალათბურთი საერთოდაც არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან, მხოლოდ ხანდახან შემიძლია ვუყურო. ის კი იმის დამახსოვრებას იწყებს რა მიყვარს და რას ვერ ვიტან, რის გამოც იდეალური ადამიანივით იქცევა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მას მართლაც მოაქვს პოლაროიდით გადაღებული, გაცრეცილი ფოტო, რომელზეც მე ის ,ილია და კიდევ ერთი გოგო ვართ, რომელსაც იმ ხნად ილია ხვდებოდა. სასაცილოა ჩემი მეგოაბრი მე და ერეკლეს ჯერ კიდევ წლების წინ გვირიგებდა ერთმანეთს, თუმცა ამაოდ არაფერი გამოუვიდა. ალაბთ ეგონა ყურადღებას გადაიტანოს. შეიძლება ჩვენ ვაბუქებდით და ურბალოდ ვინმე უნდოდა ვინც ყურადღებას გადამატანინებდა, რომ მას მისი შეყავრებულისთვის დაეთმო დრო. თუ სწორად გაამხსენდა იმ დღეს ჩემთან შეხვედრას საერთოდ არ აპირებდა, ეს მე დავადექი მას და იმ გოგოს შუა ოაემანზე და მერე როგორც ერეკლემ გაიხსენა ილიამ დაურეკა ცოტახანს გამოდიო. მეტი იმ საღამოს შესახებ ვერაფრის აღდგენა ვერ მოვიხერხეტ ვერც მე და ვერც ნაკანმდა. მომდევნო ჯერზე ერთმანეთს მაღრაძეებთან ვხვდებით, რადგან ბოლო პოკერის თამაში კიტამ მოიგო. სახლში რომ შევდივარ მხოლოდ ძმები, თალია და ნაკანი მხვდებიან. სანამ ყველას მოვიკიტხავდე და ნაკანამდეც მივაღწევდე ერთმანეთს თვალებით სჭამენ. ერთი სული მაქვს ჩვენთვის ჩვეულად შევხვდე, მაგრამ ამ ეტაპისთვის მხოლოდ შორიდან ვართმევ ხელს და ნაწყენ მზერასაც ვიღებ საპასუხოდ. -დანარჩენები? -გვანცა არ მოვა და ილია და თაკო გზაში არიან. გვანცაზე ისე ამახვილებს ლუკა ყურადღებას რომ ეჭვის თვალით ვუყურებ, თან დაშოშმინებული,ერთმანეთზე შემოხვეული კიტასა და თალიასკენ ვაპარებ მზერას ხოლმე. -რა მოხდა? -არაფერი. -მოატყუე იცი ვინ?! რა მოხდა მეთქი რომ გეკითხები მიპასუხე, იჩხუბეთ? ლუკა სხვა მხარეს იხედება და ჩემთვის ყველაფერი ნათელი ხდება. -რაზე? -დაიკიდე რა, რატომ გინდა დღის გაფუწება. -ახლა ამ ბალიშს რომ ჩაგარტყავ ცხოვრებას გაგიფუჭებ. ნაკანი და კიტა ძალიან ცდილობენ არ აგეცინოთ თუმცა არ გამოსდით და ხელს პირზე იფარებენ რომ ხმამაღლა მაინც არ მოუვიდეთ. -ტვინი შეჭამა; -ასე სათითაოდ უნდა გაცალო სიტყვები მხეიძე? -იმით რომ არ მოსწონს ამდენ დროს რომ ვატარებთ თქვენთან. -ხო არ აფრენს ეგ, მეგონა ვემგობრობდით, რამდენი ხანია რაც ერთად ხართ და რაც ვიცნობთ! -არ ვიცი. რა ვიცი , გადაუვლის და ვილაპარაკებთ. -ოქეი . ახლა მეორე წყვილისკენ ვტრიალდები და სანამ ხმის ამოღებას მოვასწრებდე თალია კიტას შორდება, საჩვენებელ თითს მიწევს და კოპებს მიკრავს. -არც კი იფიქრო?! -რა? -რამის კითხვა. -რა უნდა ვიკითხო აშკარაა. სიცილით ვამბობ. -ნუ გამოხვედი ყვეალს ფსიქოლოგი, შენ თვითონ იმასაც არ გვიყვები შენ და ერეკლემ რაზე იჩხუბეთ ერთმანეთს ნახევარ მეტრზე რომ არ ეკარებით! მის მაგივრად კიტა მეუბნება. -ზუსტადაც. თალიაც ამაყად ეთანხმება და დივნის საზურგეს ეყრდნობა. -არ გვიჩხუბია. ნაკანი მიცავს. -ტა ტა ტა ტა- ხელით აჩუმებს თალია- შენ საერთოდ ჩუ, გამცეს ჩემმა მეგობარმა პასუხი და მერე ამართლე. -კარგი რა თალო. -ნწ ვერ დამკერავ მაგით. -ხომ იცი რომ გიყვარვარ. -კარგი ხო. -და კიდევ... -ენა! -კარგი ჩუამდ ვარ. ხელებს ვწევ და სავარძელშ ვჯდები. თაკო და ილია რომ მოდიან, სხვა საღამოებისგან განსხვავებით ილიას სავრძლის სახელურზე აღარ ვჯდები, თუმცა მისაღებში აღარც ვსხევდართ. სამზარეულოს მაგიდასთან სკამები გავქ მოგროვებული, თან ვსვავთ , თან ვიცინით, კარტსაც ვთამაშობთ. ნაკანი თვალებით მჭამს, ფეხზე ვდგები. -მოვწევ ერთ ღერს და შემოვალ. მისაღებში გავდიავრ რომ აივანზე გავიდე. ორ წუთში სკამის წინ, რომელზეც ვზივარ ნაკანი ისვეტება და ზემოდან დამყურებს. -რანაირი მოსალმება იყო. -შენსავით უნდა ვქნა და ყველა ჯერზე ტუჩებში გეცე? -რატომაც არა. -რავი. -მომენატრესავით. -თავხედო.- სიაგრეტს ვაფერფლებ და ქვემოდან ავყურებ ნაკანს კოპები ეკვრება და სიცილს ვეღარ ვიკავებ- მეც. იღიმის, რა თქმა უნდა იღიმის. -პარასკევს ვუკრავ, წამოხვალ? -რატომ ისევ ვიღაცასთან რომ გამოგიჭირო? სიცილით ვეუბნები, რეალურად ვხუმრობ, მაგრამ ერეკლეს გულზე ხვდება. ჩემს წინ იმუხლება და ხელებს ხელებზე მკიდებს, თვალებიდან კი მზერას არ მაშორებს. -ასე ნუ ხუმრობ, მართლა ვნანობ ნისიმე. -კარგი. წამოვალ. -ძალიან კარგი, გამოგივლი და ერთად წავიდეთ. სანამ რამის თქმას მოვასწრებდე მოწყვეტით მკოცნის ტუჩებში და ცერით მეთამაშება მტევანზე. სიცილით ვაყოლებ თვალს და იმ ადგიალს სადაც შემეხო თითს ვიტარებ. ძალიან მეწვის, მაგრამ არა უსიამოვნოდ. სახლში რომ შევდიავრ, ჩემს აგდილს ვუბრუნდები და ერეკლეს გაღიზიანებას არ წვყვეტ. ამ ჯერად ძველ ცოდვებს კი არ ვახსენებ, ფეხით ფეხზე ვეთამაშები და შიგადაშიგ ვუყურებ. ლამის ვხტები როცა ჩემს ფეხს იჭერს და მუხლზე იდებს. მისი თიტები შარვლის ტოტის შიგნით მისრიალებენ და კოჭსა და წვივზე ცეცხლი მეკიდება. ვცდილობ როგორმე ფეხი უკან გამოვგლიჯო მაგრამ არ გამომდის, მერე ერთიანად მიშვებს ხელს და მუხლს მაგიდას ვურტყავ. -ღერთო. ატკივებულ კვირისტავზე ხელებს ვიკიდებ და სახეს ვმანჭავ. -ბოდიში- ერეკლე ტუჩებით მანიშნებს და გაბრაზებული შევყურებ. -რა მოხდა? -არაფერი ფეხი მიავრტყი უბრალოდ. ილიას ვეუბნები და თამაშს ვაგრძელებ. ................................... სიამრთლე ითქვას მარტის დასაწყისისთვის უკვე ყველამ კარგად ვიცოდით რომ თალია და კიტა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ამის თქმა საჭირო არც იყო, მაგრამ გამოგვიცხადეს კიდეც. თაკო ჯერ ისევ დუმდა თავის მომდევნო ქრაშებზე, რაც საფუძვლიან ვარაუდს იძლეოდა რომ დაჩისთან ურთერთობაში იყო და ჩვენი დამოკიდებულების გამო, ამ ბიჭის მიამრთ, ხმას არ იღებდ. ჩემი და ნაკანის ურთიერთობას რაც შეეხება ეს ამბავიც მალევე გასკდა, როცა მის მომდვნო ივენთზე, დაახლოებით მარტის ბოლოსთვის, წავედი და ძმებმა იქ გამოგვიჭირეს. მანამდეც ვიყავი ბარში მისი დაკრული მუსიკის მოსასმენად და ის საღამო მართლაც ძალიან კარგი იყო. ნაკანმა სახლში გამომიარა, მე მოკლე კაბასა და მკლავიან ზედაში გამოწყობილი ჩავუჯექი მანქანაში და ერთად წავედით. შესასვლელთან ნაკანის მეგობრები შეგვხვდნენ, რა თქმა უნდა კოტე და ლაშას ვგულისხმობ, თუმცა მათ არაფერი უთქვამთ ჩემი მეგობრებისთვის, შეიძლება იმიტომ რომ ეგონათ უკვე იცოდნენ. ნაკანმა დაკვრა რომ დაიწყო მე ბარითან სასმელი ვიყიდე და ერთი ჭიქა ნაკანს დავუდგი აპარატურის გევრდით, ბიჭმა გამიღიმა, რომელიღაც ღილაკი მაღლა ასწია და სანამ გააგრძლებდა ტუჩებში მაკოცა. -წარმატებები. -მადლობა. სასმლისთვისაც. მთელი საღამო, სანამ ბიჭი დაკვრას მორჩებოდა, წინა რიგში ვიდექი საცეკვაო სივრცეში და თვალს არ ვაშორებდი. ოთახი წითლად იყო განათებული, ყევალფერი სიბნელესა და სინათელეს შორის ჩაძირული, მე ემოციებსა და მუსიკაში, ნაკანი შიგადაშიგ ამომხედავდა გამიღიმებდა და დაკვრას აგრძელებდა. უცხო ხელები რომ ვიგრძენი სხეულზე ნაკანის მზერაც დავიანხე, ლამის იყო თავის საქმე მიეტოვებინდა და ბიჭს ხელებიდან გამოვეგლიჯე. უხეშად მოვიშორე ხელი და მისკენ მივტრიალდი. -შეყვარებულთან ერთად ვარ. -ვერავის ვხედავ, მთელი საღამო მარტო ცეკვავ. ყურში მიყვირის და წელში რომ სწორდება წარბს მაღლა სწევს, ნაკანისკენ ვიხედები. -სხვათაშორის მთელი საღამოა მას უყურებ, ასე რომ გთხოვ მომშორდი. ბიჭი იმ მიამრთულებით იხედება ,საითკენაც წამების წინ მე ვიყურებოდი და მერე დანებების ნიშნად ხელებს სწვეს. თავს რომ ვუშველო, ცოტა რომ დავწყანრდე და მერე ისევ ცეკვა გავაგრძელო ნაკანთან მივდივარ. უკან იხრება და ყურში ვითომ ჩურჩულით, თუმცა მაინც ყვირილით მეკიტხება. -რა უთხარი? -რომ შეყვარებულთან ერთად ვარ. გაგიბაზრე, მაგრამ ამ ერთხელ მაპატიე. -ისედაც მხოლოდ შენ გინდოდა მაგის დამალვა. ისევ მკოცნის და ამ ჯერად ,რადგან არაფრის გადართვა, ხმის აწევა ან შეცვლა არ უწევს პატარა კოცნაში მეც ვყვები. -მოგწონს? -რა ? მუსიკა? შენ? კოცნა? სამსელი? ბარი? -მუსიკა, მე და კოცნა. -ძალიან აი სულ ამდენი მაკლია- ხელით ვანშნებ რა ცოტაც- რომ შემიყვარდეს. როგორ შეიძლება მუდამ არ იღიმოდეს ისეთი ლამაზი ღიმილის პატრონი როგორიც ნაკანია. -ცოტახანში მოვრჩები. -და ცეკვაში შემომიერთდები რომ მარტო არაღარ ვიყო? -ზუსტადაც. კიდევ ერთი და ამას უნდა მივხედო. სიტყვა დამთავრებული არ აქვს რომ მკოცნის. ოთახში ხმაურია, შეძახილები, რომელიც არ ვიცი რის გამოა ჩემი და ნაკანის თუ მხოლოდ ნაკანის, რომელცი შესანიშნავ მუსიაკს აკეთებს. ჩემს ადგილს ვუბრუნდები, ვცეკვავ და მას ველოდები. ნაკანი ნახევარ საათში ასრულებს. ცოტახანს აივანზე გავდიავრთ, რომ თავის მეგობრებს ელაპარაკოს, რომელბიც უხვად არიან. მე მის გვერდით ვგდავარ, ნაკანი ან წელზე მხვევს ხელებს ან მხრებზე, მოკლედ გვერდიდან არაფრის დიდებით არ მიშორებს. სიაგრეტს მართმევს ,ნაფაზს არტყავს და უკან მიბრუნებს. მის მეგობრებს ჩემს თავს აცნობს, ცოტას ტრაბახობს და მერე ორივენი საცეკავოდ და გასართობად შევდიავრთ. სასმელს ვყიდულობთ, ბართან ვსხდებით და ვსვავთ. ყევალფერ იმას ვაკეთებთ რითიც ორივე სიამოვნებას ვიღებთ. მერე საკმაოდ შემთვრალ-გათამამებული მე ნაკანთან სახლში მივდიავრ. შესულები არ ვართ ნაკანი რომ კოცნას იწყებს და აღარც ჩერდება. ჩემი მაისური მალევე იატაკზე ვარდება, მე კედელზე ვარ აკრული, რაღაც მაგიდაზე შემომდჯარი, ხელებს თავსზემოთ მიჭერს, თან ჩემს კოცნა არ წყვეტს. მე კი ვეღარ ვიგებ მისგან გათვაისუფლება მინდა თუ მასთან დარჩენა. დილით საშინელი პახმელიით მეღვიძება. ნაკანს ჯერ ისევ სძინავს. მეღიმება ამის დანხვაზე და სნაამ თავი ისევ ამტკივდებოდეს ტუჩებზე ვკოცნი. ამ პატარა შეხებისგანაც კი თვალებს ახელს და თმაზე მეფერება. -დილა მშვიდობის. -დილა მშვიდობის. - როგორ გეძინა? -მგონი ცუდად იმიტომ რომ თავი მისკდბა. -ნწ, ეგ ბოლო ჭიქის ბრალია. -ესეც. ხელით ტანზე ვანიშნებ და თავს ბალშზე ვდებ. -მეწყინა თუ მხოლოდ მაგის ბრალი იყო. -შენიც. ღიმილით ვეუბნები და წამოზრდილ თმაზე ვეთამაშები, ნაკანი ხელს მუცელზე მისრიალებს და გვერდით მის მკერდზე მიკრავს, თავს კი ჩემს კისერში რგავს. ვგრძნობ როგორ სუსტად მეხება მისი ტუჩები. -ავდგეთ რა. -არა, ცოტახანს კიდევ დავიძინოთ და სახლში მე გაგიყვან გპირდები. -კარგი. მისკენ ვტრიალდები, ცალ ხელს ჩემსა და მას შორის ვიქცევ, მეორეს კი კისერზე ვხვევ და პატარა ბავშვივით მეძინება. საერთოდ არ ვნანობ რომ მას შევურიგდი, რომ ორი მოფლირტავე პაემნებზე მოარული ადამიანიდან როგორც იქნა შეყვარებულობამდე მოვედით. გუკას მერე მივხვდი რომ სიყავრულის ცხოვრების მიზნად ქცევა უაზრობაა, თუმცა თუ ისიც არის არაფერი დაშავდება. ნაკანმა კი ჩემი ყოფილისგან განსხვავებით მოახერხა რომ თვაი ისე მოეწონებინა მისთვის ყევალფრის პატიება შესაძლებელი გამხდარიყო. ხო და მეც იმ ღამის არსებობაზე უბრალოდ ვივიწყებ. სხვა ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი ახალწილის იმედი მაქვს, რომელიც ტკივილთან, გადაყლაპულ ცრემლებთან და გათენებულ ღამეებთან არ დაკავშირდება. იმედი მაქვს რომ მე და ნაკანი ლამაზ ზაფხულებს გავატარებთ აქეთ-იქით სიარულში , თანაც როგორც თქვა თავად არც უნდა რომ ვმალავდეთ იმას რაც გვაქვს, თუ საერთოდ რამე ეთქმის ამას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


