მებაღე - თავი 23
სტამბულში ერთი შეხედვით მშვიდი დილა გათენდა. მილენა და იოანე სასტუმროს ტერასაზე ერთად საუზმობდნენ - ქალაქი ნისლში იყო გახვეული, ბოსფორი შორიახლოდან მშვიდი და წმინდა ჩანდა. მილენა ყავას ნელა ექცეოდა და იოანეს ჩაფიქრებული აკვირდებოდა. კაცი ჩვეულებრივზე უფრო ჩუმი იყო. ტელეფონს ხშირად ამოწმებდა. -დღეს გეგმები გაქვს? -ჰკითხა მილენამ თითქოს უდარდელად. -ერთი შეხვედრა მაქვს, -მოკლედ უპასუხა იოანემ, -მერე დავბრუნდები. -მეც წამოვალ, -თითქოს სპონტანურად თქვა მილენამ. იოანემ მაშინვე უარყო. -არა, საქმიანი შეხვედრაა. მოგბეზრდება. -თვალი თვალში გაუყარა და გაუღიმა კაცმა. -მილენამ ღიმილი შეინარჩუნა. -როგორც გინდა. მაგრამ შინაგანად უკვე დაინტერესდა.. მეორედ მიდის… და ისევ არ მიჰყავს. აშკარად რაღაცას მალავს. *** იოანეს გასვლის შემდეგ მილენა რამდენიმე წუთი ადგილზე იდგა. შემდეგ ნელა გაეღიმა. თავის ნომერში დაბრუნდა და ჩემოდანი გახსნა. საგანგებოდ მომზადებული მუქი, გრძელი კაბა და შავი თავსაბურავი ამოიღო. სარკესთან დადგა და კაბა სხეულზე ფრთხილად მიიფარა, "მგონი ლამაზიცაა.." - გაიფიქრა და ჩაიცინა, თავზე და სახეზე ჰიჯაბი და ჩადრი ისე მოირგო, რომ სახე საერთოდ არ უჩანდა, მხოლოდ თვალები. რამდენიმე წამი საკუთარ თავს უყურებდა. -მგონი იდეალურია… აშკარად არ ვჩანვარ.. -ჩაიჩურჩულა და ღრმად ჩაისუნთქა. *** ტაქსი სასტუმროსთან შორიახლოს გააჩერებინა და რაღაც დრო ასე დაელოდა, სანამ იოანე გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. იოანეს მანქანა უკვე ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩისკენ უხვევდა, რომ გაჩერდა. მილენამ ტაქსი დისტანციით გააჩერებინა და უჩუმრად ფეხით გაჰყვა. შენობა სადაც მივიდნენ ძველი იყო, თითქმის მიტოვებულს ჰგავდა. ირგვლივ მხოლოდ მოშორებით თუ იყო პატარა სახლები. იოანე შიგნით შევიდა. მილენა რამდენიმე წამი უკან დაელოდა… მერე უკან მიჰყვა. გული ძლიერად უცემდა. კამერები? დაცვა? იქნებ ვინმეს შეემჩნია, ზუსტად არაფერი იცოდა, მაგრამ უნდა გაერისკა. ძველ შენობას უკნიდან შემოუარა და იქვე, პატარა ფარდულს მერე კი მომიჯნავე შენობის ფანჯარას მიუახლოვდა - თუმცა შიგნით განსაკუთრებული არაფერი ჩანდა მხოლოდ ძველი მტვრიანი ავეჯი. -ჯანდაბა… -ჩუმად ჩაილაპარაკა იმედგაცრუებულმა. იქედან სასწრაფოდ წასვლას აპირებდა, როცა ყრუდ ნაცნობი ხმა მოესმა. იოანე. თურქულ ენაზე საუბრობდა, მკაცრად და დაძაბულად. მილენამ მაშინვე ტელეფონი ამოიღო და ვიდეოს ჩაწერა დაიწყო. 15-20 წუთი ასე დაყო ფანჯრის მიღმა. საუბრის ხმები ნელა მიწყნარდა. დამშვიდობების ტონიც გაისმა. მილენას გული აუჩქარდა. -უნდა წავიდე. იფიქრა, კვლავ იქვე მიმალულიყო, მაგრამ იქ დარჩენა უფრო მეტად ზაფრავდა და ერთი სული ჰქონდა იქაურობას გასცლოდა. პატარა, ჭრიალა გასასვლელი კარისკენ სირბილით დაიძრა. მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აკლდა… რომ რაღაცას ან ვიღაცას მოწყვეტით შეასკდა. შუბლში ტკივილისგან სახე მოეჭმუხნა, ხელით ინსტიქტურად დაიზილა. სხეული აუკანკალდა. ნელა ასწია თავი. იოანე. მის წინ იდგა. ხელები მილენას მკლავებზე ინსტიქტურად მოეხვია, რომ არ წაქცეულიყო. სიჩუმე. მძიმე, დაძაბული. -უკაცრავად…? ვინ ბრძანდებით? -ჰკითხა იოანემ თურქულად. მილენას სუნთქვა შეეკრა. "ანუ ვერ მიცნო..". პანიკაში ჩავარდნილი სწრაფად შებრუნდა და გაქცევა სცადა, რომ კაცმა მკვეთრად დაიჭირა და თავისკენ უხეშად შემოაბრუნა. ნებით თუ უნებლიედ მის სხეულს მიაკრო. მისი მზერა უჩვეულოდ ცივი და საშიში იყო. -მიპასუხე… -გამოსცრა კბილებში. მილენა ვერ იგებდა სიტყვებს… მაგრამ მისი ტონის მიხედვით ყველაფერს ხვდებოდა. -ვინ ხარ და რას აკეთებმეთქი აქ? -შეაჯანჯღარა. მილენა ადგილზე გაიყინა. მის მკერდთან იდგა, შიშისგან გაყინული და არ იცოდა რა მოემოქმედა. "ღმერთო… რა გავაკეთე…"- გაიფიქრა. მხოლოდ ხელებით ანიშნა, გაეშვა, საცოდავად ამოიკვნესა. იოანემ მკლავში ხელი ძლიერად ჩაავლო და შენობის უკან წაათრია, სწორედ იქ სადაც მილენა იქამდე იმალებოდა. -თავს ვერ შემაცოდებ, გაიგე?! მისი ხმა მკაცრი და აგრესიული იყო. მილენას ფეხები უკანკალებდა, მოულოდნელად მოუზღვავდა თუ არა ძალა, ფეხი პირდაპირ ფეხებშორის ამოარტყა, შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და რამდენიმე კვარტალი გადაირბინა თუ არა თავი სამშვიდობოს დაიგულა და ხელში ჩაბღაუჭებულ ტელეფონს დახედა, სასწრაფოდ დარეკა. -ვიკა, გესმის? მე ვარ. -ჩასძახა ჩურჩულით აკანკალებულმა. -მილენა, რამე მოხდა? -მყისვე უპასუხა ქალის ხმამ. -ახლახანს იოანემ დამიჭირა და გამოვექეცი, რაღაც მიყრუებულ უბანში ვარ. კიდევ კარგი ვერ ამომიცნო და ხელიდან დავუსხლტდი. ვიდეო მაქვს სადაც მათი საუბარი ისმის. -ქოშინით ამოთქვა. -რას ამბობ? -გაეპასუხა ვიქტორია, -კარგი, კარგი.. მშვენიერია, მაგრამ ეჭვი რომ არ გააჩინო ახლავე უკან დაბრუნდი გესმის? ტაქსი გამოიძახე მალე და სასტუმროში მისვლამდე ტანსაცმელი გამოიცვალე და არაფერი შეიმჩნიო ვითომ არსად გასულხარ.. კონტაქტზე დარჩი და ყველაფერი გამაგებინე.. -კარგი.. *** მილენა სასტუმროში ისე დაბრუნდა, თითქოს საერთოდ არსად გასულა - ნაბიჯიც კი არ აუჩქარებია. ლიფტში შესვლისას სარკეში საკუთარ თავს შეხედა: თმა სწრაფად გაისწორა, სუნთქვა დაარეგულირა. მხოლოდ თვალებში ჩანდა ის, რაც ვერ დამალა - დაძაბული, ფხიზელი ყურადღება. ნომერში შევიდა, კარი ჩაკეტა და ზურგით შეშინებული მიეყრდნო. „დამინახა… თითქმის ამომიცნო…“ ტელეფონი ხელში ისევ ძლიერად ჰქონდა ჩაბღაუჭებული. ვიდეო ჯერ არ ჰქონდა ნანახი ბოლომდე, ვერ გაბედა. შხაპი სწრაფად მიიღო, თითქოს წყალი შეძლებდა ყველაფრის ჩამორეცხვას და წაღებას - შიშის, უხეში შეხების, იმ საშიში, ბოროტი მზერის, რაც იოანემ მაშინ მიაპყრო და ასეც მოხდა. რამდენიმე წუთში უკვე მშვიდი ჩანდა. საწოლზე ჩამოჯდა, ტელეფონი ისევ აიღო… ვიდეო გახსნა. იოანეს ხმა - უცხო ენაზე, მკაცრი, ცივი. ტონი სრულიად სხვა იყო ვიდრე თვითონ იცნობდა. სიტყვები ბოლომდე ვერ გაეგო, მაგრამ ერთი რამ აშკარა იყო - ეს არ იყო ის კაცი, რომელიც მასთან ხუმრობდა და ეფერებოდა, თითქოს ფასადს მიღმა ბევრს მალავდა. "რას მალავ…“ კარზე კაკუნი გაისმა. გული უცებ აუჩქარდა. ტელეფონი სწრაფად გადადო, სახე გაასწორა და კარი გააღო. იოანე იდგა - მშვიდი, ჩვეულებრივი ღიმილით, თითქოს დღეს არაფერი მომხდარა. -მზად ხარ? -რისთვის? -გავისეირნოთ… ნავით. მილენამ ერთი წამით შეხედა - ცდილობდა გაეგო, თამაშობდა თუ მართლა ასეთი იყო. -კარგი… *** კატერზე ჰაერი მსუბუქი და გრილი იყო, წყალი კი - თითქმის უძრავი, თავად ნავის გასერილ ტალღებს თუ არ ჩავთვლით. ირგვლივ ქალაქზე საუცხოო ხედი იშლებოდა. იოანე საჭესთან არხეინად იდგა, მერე იქვე მილენას გვერდით ჩამოჯდა, ღვინო მშვიდად ჩამოასხა და ჭიქა გაუწოდა. -მოდუნდი… ძალიან დაძაბული ხარ. -ჰო.. მგონი უბრალოდ დავიღალე. -ჰოდა განიტვირთე.. თან ძალიან ლამაზად გამოიყურები. იოანემ ტელეფონი აიღო, მისკენ გადაიხარა. -მოდი… სელფი გადავიღოთ. მილენამ ოდნავ გაიღიმა, თითქოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი იყო. იოანემ ხელი მხარზე მოხვია, ახლოს მიიზიდა, კამერაში ჩაიხედა. -გაიღიმე… კლიკი. შემდეგ კი ტელეფონი გვერდზე დადო. გოგონა ადგა და ამჯერად უკან მოტოვებულ ზღვას მიაცქერდა, იოანე ცოტა ხანში უკან ამოუდგა და გვერდებზე ხელები შემოხვია. -მიყვარს, როცა ასე ჩუმად ხარ… მილენა ირგვლივ ატმისფეროში იყურებოდა, მაგრამ ფიქრები სულ სხვაგან ჰქონდა მიმართული. "ეს კაცი… ორი ადამიანია…“ იოანემ თავი მის მხარზე ჩამოდო. -იცი რას ვფიქრობ? -რას? -აღარ მინდა ლოდინი. მილენას სხეული ოდნავ დაეძაბა. -რას გულისხმობ? -ჩვენზე ვამბობ… -ჩურჩულით თქვა, -მინდა მალე დავქორწილდეთ. პაუზა. მილენა ნელა მობრუნდა, თვალებში შეხედა. -იოანე… ასე უცებ? -უცებ არ არის. -არის. იოანემ მსუბუქად გაიღიმა. -როცა რაღაც სწორია, რატომ უნდა გააჭიანურო? მილენა ჩუმად უყურებდა, ცდილობდა მის ქმედებაში და გამოხედვაში ამოეკითხა - ეს სიყვარული იყო… თუ რაღაც სხვა. -და რატომ თვლი რომ შენთვის მე სწორი ვარ? იოანე ახლოს დაიხარა. -იმიტომ, რომ შენნაირი არავინ შემხვედრია. მილენამ ოდნავ ჩაიღიმა, მაგრამ თვალები არ გაუთბა. -ამას ყველას ეუბნებოდი? იოანემ ნელა გადააქნია თავი. -არა… შენ სხვანაირი ხარ. მილენას ფიქრები ისევ იმ შენობაში დაბრუნდა. ის ხმა. ის ტონი. -და თუ მე არ მინდა ჯერ? იოანე წამით გაჩუმდა, მერე მშვიდად უპასუხა: -დაგელოდები… ცოტა ხანს. მილენამ ეს სიტყვები დაიჭირა. -ცოტა ხანს? იოანემ მხრები აიჩეჩა. -დიდ ხანს თუ დამტოვებ მარტო მერე ვიღაც აგახევს ამ მაღალ, სიმპატიურ, საშინლად სასურველ ახალგაზრდა მამაკაცს და ეს ჩემი ბრალი არ იქნება მილენა, მხოლოდ შენი. -თვალი თვალში ნიშნის მოგებით გაუყარა. მილენას ჩაეცინა. -თუ არ დაგთანხმდი? იოანემ პირდაპირ შეხედა. -მაშინ.. სასიამოვნო მოგონებად დამრჩები.. სიჩუმე. ზღვის ხმა ისევ მშვიდი იყო, მაგრამ მათ შორის სივრცე დაიძაბა. მილენამ მზერა აარიდა. -გასაგებია… იოანე ისევ მიუახლოვდა, თითქოს არაფერი მომხდარა. -ნუ ფიქრობ ასე ბევრს… უბრალოდ რასაც გრძნობ იგრძენი. მილენა ისევ წინ იყურებოდა. მაგრამ ამჯერად უკვე დარწმუნებული იყო — ეს მხოლოდ გრძნობები არ იყო. და მალე… ყველაფერს გაიგებდა. *** სასტუმროში სიცილით დაბრუნდნენ, დერეფანში იოანემ მაჯაში ხელი ჩასჭიდა და თვალებში თითქოს ამოუკითხავი მზერით ჩააშტერდა. მილენამ თვალები მობეზრებულმა გადააატრიალა. -ახლა რა გინდა? სიტყვა დაასრულა თუ არა იოანემ ხელით ახლოს მიიზიდა და ზურგით პირდაპირ კედელზე ააკრა, ხელები თავთან გაუკავა და მასთან ისე ახლოს დაიხარა, რომ ცხვირით ცხვირზე ეხებოდა. -შენი აზრით? -ამოიჩურჩულა ზედ მილენას ტუჩებთან ვნებიანად და მზერა მის სხეულს ნელა ჩააყოლა. მილენა დაიძაბა და პირველად თვალებში თითქოს მასაც დაუძლეველი სურვილი დაეხატა. -იოანე.. დაგვინახავენ.. გთხოვ, შევიდეთ.. -ამოიჩურჩულა ძლივს გასაგონად. იოანემ საკუთარი ნომრისკენ მიიყვანა და შევიდნენ თუ არა კარიც სწრაფად დაიკეტა. გოგოს მაშინვე სხეულზე ხელები შემოხვია და ჰაერში აზიდა, თვალებში ერთმანეთს ვნებისგან დაბინდული მზერით უყურებდნენ, მილენამ გაბედა და სახეზე მანაც ხელები შემოხვია, მერე ტუჩებს სათითაოდ და მონდომებით უკოცნიდა აცახცახებული ტუჩებით. ცოტა ხანში მისი მკრთალი, მკვრივი სხეული იოანეს ქვეშ იყო მოქცეული და გაგულისებით სუნთქავდა. იოანე მის ზღვასავით მღელვარე მკერდს დააცქერდა და სურვილს დამონებულმა მოაცილა სამოსი. -მინდა შენი გემო ვიგრძნო.. -ჩასჩურჩულა ტუჩებით მის მკერდზე მიკრულმა და თვალებში ისე შეხედა. -მეც მინდა..-ამოიკვნესა მილენამ. მათი სხეულები ერთმანეთს გონების დაკარგვამდე ვერ შორდებოდა. რიჟრაჟს ცოტა აკლდა რომ ორივეს ალერსისგან დაქანცულს ჩაეძინა. *** დილით მილენა ტელეფონის ზარმა გააღვიძა. თვალები მძიმედ გაახილა, რა დროსაც მის გვერდზე მძინარე იოანეს მოკრა თვალი, გულში უცნაურმა შეგრძნებამ გაკრა განვლილის გახსენებით.. მერე კი ტელეფონს დასწვდა - ეკრანზე ვიქტორიას სახელი ანათებდა. გულში კიდევ უფრო უცნაური შფოთვა დაეუფლა, ჩუმად წამოდგა და აბაზანისკენ წავიდა, სანამ შევიდოდა, კომოდთან შეჩერდა, ოდნავ ღია უჯრიდან მეტალის ცივმა ელვარებამ მოსჭრა თვალი. შეყოვნდა, ნელა გამოაღო და იარაღი დაინახა. წამით გაშეშდა და დაიზაფრა. მერე მზერა ძლივს მოსწყვიტა და აბაზანაში შევიდა, კარი ფრთხილად მიხურა და ზარს უპასუხა. -გისმენ… მისი ხმა უკვე დაძაბული იყო. ვიქტორია პირდაპირ სათქმელზე გადავიდა. -მილენა, ძალიან სერიოზული რამ უნდა გითხრა. ყურადღებით მომისმინე. მილენას სუნთქვა შეეკრა. -გისმენ… -ვიდეო, რაც გადაიღე და ფაქტები რაც მე შევისწავლე… მოკლედ ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. მილენას სახე და თითები გაუთეთრდა. -რას გულისხმობ?.. -სოლომონ აფხაზიშვილი… მამაშენი… იოანეს დაკვეთით მოკლეს. მისი საუბარიც ამას ადასტურებს, მილენა.. გესმის? სიჩუმე ჩამოვარდა. მილენას თითქოს ხმა აღარ ესმოდა. -რა თქვი?.. -ეს ნამდვილად განზრახ მკვლელობა იყო. მანქანა წინასწარ დაუზიანეს. რის მერეც ის და მძღოლი გადარჩნენ თუმცა დაუდასტურებელი მიზეზით მოგვიანებით მაინც ორივე დაიღუპა, გამოდის მძღოლიც მასთან ერთად მოკლეს. ყველაფერი დაგეგმილი იყო.. იოანე ჯაიანის მოთხოვნით გაგზავნილმა ხალხმა დახოცეს.. მილენა კედელს მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. თავბრუ დაეხვა და თვალები ბურუსში გაეხვა. -არა… -სამწუხაროდ ასეა.. იოანე ჯაიანს სავარაუდოდ პირადული მიზეზი ჰქონდა. მისი ძმა - ბექა ჯაიანი, სოლომონთან კონფლიქტის მერე დაიღუპა წლების წინ და იოანე ალბათ დარწმუნებული იყო, რომ მამაშენი იდგა ამის უკან. მთელი დრო ამას ვარკვევდი და გუშინდელმა მისმა საუბარმა ყველაფერს ნათელი თვითონ მოფინა, მილენა.. ფაქტობრივად ეს იოანეს პირადი შურისძიება იყო. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მილენა კი ადგილზე იდგა, თითქოს სხეული აღარ ემორჩილებოდა. გონებაში ყველაფერი აირია - იოანეს სახე, მისი ხმა, მისი შეხება… და ახლა ეს რეალობა. „მამაჩემის მკვლელი…“ სუნთქვა აეშალა, ძლივს გადაადგა ნაბიჯი და აბაზანიდან გამოვიდა. ოთახში დილის მშვიდი შუქი იდგა, თითქოს არაფერი შეცვლილა. კომოდთან მივიდა, უჯრა ისევ ოდნავ ღია იყო. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა იარაღს, მერე ხელი გაწია და კანკალით აიღო. ცივი მეტალი ხელში მოიმარჯვა თუ არა გონება დაებინდა. ნელა შებრუნდა და საწოლს შეხედა - იოანე ისევ მშვიდად და ბავშვივით უდარდელად იწვა, თითქოს არაფერი იცოდა და მწერისთვისაც კი არ უტკენია ცხოვრებაში. მილენამ ირონიული, ზიზღიანი მზერა მოავლო და იარაღი ასწია, პირდაპირ მის სახეს დაუმიზნა. ხელები უკანკალებდა, სუნთქვა ურთულდებოდა, ცრემლები ჩამუქებული მწვანე თვალებიდან უწყვეტად მოედინებოდა. რამდენიმე წამი ასე იდგა, ცდილობდა ესროლა, მაგრამ ვერ ახერხებდა, მთელი სხეული უცახცახებდა და თითებში ძალა ერთმეოდა, რომ სასხლეტისთვის გამოეკრა და ყველაფერი დაემთავრა. მერე უცებ იყვირა. -გაიღვიძე! ხმა დამსხვრეული, იმედგაცრუებული და ბრაზით აღსავსე იყო, რამაც ოთახში არსებული სიჩუმე თითქოს ჯოჯოხეთში გაგზავნა და გამანადგურებელი სიმძაფრე გარდაუვალი გახადა. -გაიღვიძემეთქი, იოანე! იოანე შეკრთა, თვალები გაახილა და წამში გამოფხიზლდა. მისი მზერა პირდაპირ მილენას და იარაღს მიეყინა. ფრთხილად წამოჯდა, თვალებში მღელვარება და დაძაბულობა ჩაუდგა. -მილენა, იარაღი დადე… მილენას ტუჩები აუკანკალდა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. -შე ნაგავო!.. უკვე აღარ იყო მხოლოდ ბრაზი, იქ ტკივილი, ღალატი და შოკი ერთმანეთში სულისშემხუთველად ირეოდა. სუნთქვა უჭირდა, მაგრამ მაინც ძლივს ამოღერღა. -მამაჩემი… შენ მოკალი?.. იოანემ თვალებში შეხედა. რამდენიმე წამი გაჩუმდა, მაგრამ უკან არ დაუხევია. არ უცდია თავი გაემართლა. -კი. ერთი სიტყვა. მძიმე. საბოლოო. მილენას ტუჩები აუცახცახდა. -რატომ… იოანემ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ეს პასუხი დიდი ხანია გულში ედო. -იმიტომ, რომ იმსახურებდა. მილენამ თავი გააქნია, ცრემლები ძლიერად წამოსცვივდა. -გაჩუმდი… არ გაბედო… -შენ არ იცი ვინ იყო ის კაცი სინამდვილეში, -უფრო მკვეთრად თქვა იოანემ, -არ იცი ყველაფერი რაც ჩემს ოჯახს გაუკეთა… მე გამიკეთა.. ან თუნდაც შენ.. -არ მაინტერესებს! -იყვირა მილენამ. -შენ არ გქონდა ამის უფლება! ოთახში ჰაერი გაიყინა. დაძაბულობა ისეთი მწვავე იყო, თითქოს ერთი მოძრაობაც კი საკმარისი იქნებოდა ყველაფრის დასამსხვრევად და ასაფეთქებლად, როგორც გაზით სავსე სივრცეში სანთებელის ანთება. იოანემ ნელა გადადგა ნაბიჯი მისკენ. -მილენა, იარაღი დადე… -არ მომიახლოვდე! -ხელი უფრო მაღლა ასწია მილენამ, მაგრამ ხმა უკვე ნაწილებად ეშლებოდა. იოანე მაინც მიუახლოვდა. ნელა, ფრთხილად, თითქოს გარეულ ცხოველს უახლოვდებოდა. -ეს გამოსავალი არ არის… -ნუ მოდიხარ! -თითქმის კივილზე გადავიდა მილენა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. იოანე სწრაფად გაჩნდა მის წინ და ხელი მძლავრად წაავლო მის ხელში იარაღს. მილენამაც ინსტიქტურად უფრო მაგრად მოუჭირა და თავისკენ მოქაჩა. ორივე ერთდროულად ცდილობდა დაემორჩილებინა პატარა, მაგრამ სასიკვდილო ნივთი. -გაუშვი! -დაიძახა იოანემ. -არა! -იყვირა გოგომ. ერთ წამში ყველაფერი აირია - ხელები, ორი ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული ძალა, სუნთქვა, ემოციები, პანიკა. და შემდეგ - მკვეთრი ხმა იყო. გასროლა. მიუხედავად იარაღის ჩამხშობისა, ტყვიის გავარდნის ხმა მაინც აუტანლად გაისმა ოთახში. ორივე გაშეშდა. იოანეს ხელი ნელა დაეშვა. მზერა მილენას გაშეშებულ სახეზე გაეყინა, წამებში მის მუცელზე სისხლის ლაქა შეამჩნია თუ არა თავზარდაცემულმა შეიცურა თმებში ხელები. გოგო გრძნობდა სისხლდენა ნელი იყო, მაგრამ შეუჩერებელი. -ჯანდაბა… -ჩურჩულით ამოიგმინა კაცმა. მილენას სხეული მალე მოეშვა, ფეხები გაუკავდა და ზურგით წაიქცა. იოანემ მაშინვე დაიჭირა, მკლავებში სწრაფად მოიქცია, იატაკზე ჩაიჩოქა და სხეულზე ძლიერად მოეხვია. -რა გააკეთე… რა გააკეთე, მილენა… მისი ხმა ნამსხვრევებად იქცა. თითები სისხლით ევსებოდა, როცა ცდილობდა ჭრილობაზე ხელი დაეჭირა და სისხლდენა შეეჩერა. -არა… არა… მილენას თავი მის მხარზე დაეყრდნო, სუნთქვა უძნელდებოდა. თვალები ნახევრად დაეხუჭა. იოანეს ცრემლები უკვე თავისუფლად სდიოდა. -შემომხედე… გესმის? არ დახუჭო თვალები… მისი ხმა აღარ იყო ძლიერი, თავდაჯერებული ან ცივი, მხოლოდ განადგურებული. -მილენა… გთხოვ… გოგო ძლივს ამოძრავდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვები აღარ მოდიოდა. იოანემ უფრო ძლიერად მიიხუტა. -მაპატიე… გესმის?.. მაპატიე… მისი ცრემლები მილენას სისხლიან ჭრილობაზე ეცემოდა, თითები კი მაინც ცდილობდა შეეჩერებინა ის, რაც უკვე კონტროლს სცილდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


