შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შვიდი ჭამი 1


გუშინ, 15:50
ავტორი დარე_✨
ნანახია 3

ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ისტორიები სიმშვიდეში იბადება, მაგრამ ჩვენი ამბავი სულ სხვაგვარი იყო. ის არ ჰგავდა დილის ნამიან ბალახზე ფეხშიშველ სიარულს ან მზის პირველ სხივს. ჩვენი დასაწყისი უფრო დამსხვრეული შუშების ხმას, გვიან ღამით აჩქარებულ პულსს და იმ არეულობას ჰგავდა, რომელიც ქარიშხლის შემდეგ რჩება.
ხანდახან ვფიქრობ, რომ სამყაროს უყვარს ირონია: ორ ადამიანს ერთმანეთთან მაშინ აკავშირებს, როცა მათ საკუთარი თავის პოვნაც კი უჭირთ. ჩვენც სწორედ ასე შევხვდით — ორნი, რომლებიც საკუთარ ქაოსში ვიძირებოდით და ვერც კი ვხვდებოდით, რომ ერთმანეთისთვის მაშველი რგოლები უნდა გავმხდარიყავით. მაშინ ყველაფერი გაურკვეველი იყო. სიტყვები - ზედმეტი, მზერა - აფორიაქებული, ნაბიჯები კი - არასწორი.
არეულობა. ეს იყო ჩვენი პირველი საერთო ენა.
მაგრამ სწორედ ამ ნამსხვრევებს შორის, სადღაც გაუგებრობასა და შეცდომებს შორის, დაიბადა ის „წამი“. ის ერთი პატარა, თითქმის შეუმჩნეველი წამი, რომელმაც დროსა და სივრცეს აზრი დაუკარგა. ხომ არსებობს წამები, რომლებიც მთელ ცხოვრებას იწონიან? სწორედ ასეთი იყო ჩვენი დასაწყისიც — მოულოდნელი, მტკივნეული და ამავდროულად, ერთადერთი ნამდვილი რამ იმ დიდ ქაოსში, რასაც ჩვენს ცხოვრებას ვეძახდით.
ამბობენ, რომ შვიდი წამი ისაა, რაც სამუდამოდ შენში რჩება. და სანამ ეს ამბავი დასრულდება, თქვენ მიხვდებით, როგორ შეიძლება ყველაზე დიდი არეულობიდან დაიბადოს რაღაც ისეთი სუფთა, რასაც მხოლოდ ერთი წამი სჭირდება გადასარჩენად.
არცერთმა ჩვენგანმა არ იცოდა, რა გვინდოდა. საერთოდ, არსებობს კი ვინმე, ვინც ზუსტად იცის, საით მიდის? ჩვენ უბრალოდ ვიყავით — ორი შემთხვევითი წერტილი სივრცეში, რომლებიც ერთმანეთს ისე დაეჯახნენ, რომ ნამსხვრევებად იქცნენ. ჩვენს ამბავს არ ჰქონია სუფთა ფურცელი, ის თავიდანვე აფორიაქებული ხელნაწერივით იყო, გადახაზული სტრიქონებითა და მინდვრებზე მიწერილი გაურკვეველი შენიშვნებით.
ხანდახან მგონია, რომ ჩვენი შეხვედრა იყო არა ბედისწერა, არამედ დიდი შეცდომა, რომელმაც სამყაროს წონასწორობა დაურღვია. დასაწყისი? დასაწყისი იყო ხმაური. არეულობა იყო ჩვენს თავებში, ჩვენს ოთახებში, ჩვენს დაგვიანებულ ზარებში და იმ მზერაში, რომელიც არაფერს ჰპირდებოდა მომავალს. ჩვენ არ ვაშენებდით — ჩვენ ვანგრევდით, ოღონდ ამ ნგრევაში იყო რაღაც ისეთი მაგნიტური, რამაც ერთმანეთს მიგვაჯაჭვა.
„არეულობა არ იყო დროებითი მდგომარეობა. ეს იყო ჩვენი ყოფიერების ფორმა.“
არ არსებობდა გეგმა. არ არსებობდა „მოდი, ვცადოთ“. იყო მხოლოდ წამი — ის ერთი, დაუფიქრებელი და ხშირად დამანგრეველი წამი, რომელიც გვაიძულებდა ისევ და ისევ დავბრუნებოდით იქ, სადაც ყველაფერი ირეოდა. ჩვენ ვცხოვრობდით წამიდან წამამდე, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ შემდეგი წუთი უფრო ნათელი იქნებოდა.
ეს წიგნი არ არის გზაზე, რომელიც სადმე მიგიყვანთ. ეს არის ამბავი გზაზე დაკარგვაზე. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს ერთი დიდი, გაუგებარი, მტკივნეული და მაინც აუცილებელი არეულობა. დასაწყისიდან ბოლომდე ჩვენ უბრალოდ ვცდილობდით არ ჩავმქრალიყავით იმ ქარიშხალში, რომელიც თავადვე გამოვიწვიეთ.
მზად ხართ? იმიტომ, რომ აქ წესები არ არსებობს. აქ მხოლოდ შვიდი წამია — ის პატარა მონაკვეთი დროსა და სივრცეში, სადაც ქაოსი ჩვენს ერთადერთ რეალობად იქცა.
სინამდვილეში, არავინ გეგმავდა, რომ ასე მოხდებოდა. ჩვენ იმ ტიპის ხალხი ვიყავით, ვისაც დილის შვიდ საათზე მაღვიძარა არ სჭირდება და ვისი დღის განრიგიც წუთებშია გაწერილი. სამსახური, სახლი, პასუხისმგებლობები — ყველაფერი თავის ადგილზე იყო,სანამ ერთ დღესაც უბრალოდ არ მივხვდით, რომ კონტროლს ვკარგავდით.
არეულობა ჩვენს ყოველდღიურობაში ისე შემოვიდა, თითქოს ყოველთვის იქ იყო. არცერთმა არ ვიცოდით, რა გვინდოდა ერთმანეთისგან ან საერთოდ, რატომ ვხარჯავდით დროს ამ გაურკვევლობაზე, მაგრამ გაჩერება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამ ქაოსში ყოფნა.
ჩვენს ურთიერთობას არ ჰქონდა ლოგიკური დასაწყისი და არც წესები. ყველაფერი ერთმანეთში იყო გადაზელილი — სამსახურებრივი ვალდებულებები, პირადი გაღიზიანება და ის უცნაური მიზიდულობა, რომელიც ორივეს გვაბნევდა. ჩვენ არ ვიყავით ის ადამიანები, ვინც სპონტანურად მოქმედებს, მაგრამ ამჯერად სხვა გზა არ გვქონდა. ყოველი ნაბიჯი იყო მცდელობა, რაღაც მაინც დაგველაგებინა, თუმცა შედეგად მხოლოდ უფრო მეტ ნამსხვრევს ვიღებდით.
მთელი ეს ისტორია ერთი დიდი, გაუგებარი მონაკვეთია, სადაც დასაწყისიდან ბოლომდე ვერცერთმა ვერ ვიპოვეთ სიმშვიდე. ეს არ იყო თავგადასავალი — ეს იყო გადაღლა, მუდმივი კითხვები და ის „შვიდი წამი“, როცა ხვდები, რომ შენი მოწესრიგებული ცხოვრება საბოლოოდ დაინგრა და ახლა ამ ნანგრევებში უნდა ისწავლო სუნთქვა. ჩვენ უბრალოდ მივყვებოდით ამ დინებას, ისე, რომ არცერთს არ გვქონდა იმედი, რომ სადმე ნაპირზე გავიდოდით.


ჩვეულებრივი დღე იყო არაფრით გამორჩეული, როგორც ყოველთვის რიტმულად სამსახურში ვიჯექი და საქმეს ვაკეთებდი.
უეცრად ტელეფონის ეკრანი განათდა. ჩემს წინ გაშლილ ცხრილში მისი სახელი და გვარი ეწერა — ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, ვინც ოპერატორის ვაკანსიაზე გამოგვეხმაურა. არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ მორიგი კანდიდატი, მორიგი ინტერვიუ.
ყურმილი ავიღე და ნომერი ავკრიფე.
— გისმენთ, — გაისმა მეორე მხარეს ხმა. ცოტა დაბალი, მშვიდი, თითქოს სადღაც ეჩქარებოდა ან უბრალოდ სხვა რამით იყო დაკავებული.
— გამარჯობა, მე საკრედიტო კომპანიი-დან გირეკავთ, ნუცა ვარ. თქვენს რეზიუმესთან დაკავშირებით გაწუხებთ, — ვთქვი ჩემი სტანდარტული, „სამსახურებრივი“ ტონით.
— დიახ, გისმენთ.
— ოპერატორის პოზიციაზე გამოგვიგზავნეთ მონაცემები. თუ კვლავ გაინტერესებთ ვაკანსია, მინდა გასაუბრებაზე დაგიბაროთ. ხვალ, დღის პირველ ნახევარში თუ შეძლებთ მოსვლას?
— ხვალ... — მცირე პაუზა გააკეთა, თითქოს გონებაში განრიგს ამოწმებდა, — დიახ, პირველზე შევძლებ.
— ძალიან კარგი. მისამართს მოგწერთ. გასაუბრებას ლიზა ჩაგიტარებთ, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელი. ადგილზე რომ მოხვალთ, მას იკითხავთ.
— გასაგებია. მადლობა.
— ნახვამდის.
შინ დაბრუნებულმა ზურგს უკან მოვითხოვე ყველაფერი: ოფისისს ცივი განათება, სტაჟიორების დაძაბული სახეები და ის უცნაური მზერაც, რომელიც მთელი დღე მოსვენებას არ მაძევდა. სახლში სიჩუმე დახვდა ჩემი პირადი დალაგებული სიჩუმე, რომელიც მე ძალიან მიყვარდა.
ფინჯანი ყავა გავიზარდე მისი სურნელი ყოველთვის მამშვიდებდა, თითქოს გონებას მიწმენდდა და დღის განმავლობაში დაგროვებულ ნაგავს მაშორებდა . ჩემს სამშაო მაგიდასთან ჩამოვჯექი, ლეპტოპს მივაშტერდი და რამდენიმე წუთი თეთრ ეკრანს ვიყავი მიშტერებული.
ეკრანზე ჩემი ბავშვობის ოცნებას ვუყურებდი. სანამ სხვები კარიერულ წნსვლაზე ფიქრობდნენ ასრულებდნენ გეგმებს, მე სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის ამ მომენტში ვინახავდი, როდის შევძლებდი და მოვიკრებდი ძალას, როდის დავრჩებოდი მარტო საკუთარ თავთან, რომ პირველი სიტყვა დამეწერა. წიგნის დაწერა ჩემთვის ჰობი არ იყო; ეს იყო ერთადერთი კომფორტის ზონა ეს იყო ადგილი, სადაც რეჟიმი არ არსებობდა, სადაც მხოლოდ მე ვიყავი ჩემი ოცნებები და ფიქრები.
თითები კლავიატრას შევახე. თავიდან მეგონა, რომ დაღლილობა მძლევდა, მაგრამ როგორც კი პირველი წინადადება ავკრფე, ენერგიის უცნაური მოზღვავება ვიგრძენი.
“ყველაფერი არეულობით იწყება…” დავწერე და გავჩერდი.
ირონიულია, არა? მთელი დღე სხვებს წესრიგს ვასწავლიდი, საღამოს კი დავჯექი, რომ ქაოსზე მეწერა. წერა ჰგავდა სუნთქვას, რომელიც აქამდე შეკავებული მქონდა. ეკრანზე სიტყვები ერთმანეთს ებმოდნენ და ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა მხრებიდან ის სიმძიმე, რომელსაც დღისით ვატარებდი. აქ, ამ ფურცლებზე, შემეძლო ვყოფილიყავი გულწრფელი, დაუცველი და ისეთივე აფორიაქებული, როგორიც სინამდვილეში ვიყავი.
იმ ღამეს ყავა გაცივდა, საათის ისრები კი შეუმჩნევლად გადაცდნენ შუაღამეს. მე ვწერდი ჩემს ისტორიას და ვერც კი ვხვდებოდი, რომ სინამდვილეში ეს წიგნი ჩემი მომავლის წინასწარმეტყველებასავით იყო. ყოველი წამი, რომელსაც ფურცელზე ვაცოცხლებდი, ნელ-ნელა ჩემს რეალურ ცხოვრებაშიც იკიდებდა ფეხს.
მერე დღეს ისევ სმსახური ო რგორი დამღლელია ეს ყოვედღიურობა რუტინად ქცეული ყოველდღიურობა. მივედი ოფისში გასაუბრებები ტარდებოდა მაინტერესებდა შეევსებოდა თუ არა კადრი. ყავა მოვიხადე და დავჯექი ჩემს სამუშაო მაგიდასთან მუშაობის პროცესში ვიყავი, როდესაც ლიზა ჩემს კაბინეტში შემოვიდა, საქაღალდე მაგიდაზე დადო და სკამზე დაეშვა. მის სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა, რაც ჩემთვის იმას ნიშნავდა, რომ ვაკანსია შეივსო. მე კი, არ ვიცი რატომ, რაღაც უცნაურ სიმძიმეს ვგრძნობდი — თითქოს ჰაერი დამძიმდა მას შემდეგ, რაც იმ ბიჭმა დერეფანში ჩამიარა.
— აბა, რა ქენი? ავიყვანეთ? — ვკითხე და ისე მოვაჩვენე თავი, თითქოს მონიტორში რაღაც მნიშვნელოვანს ვკითხულობდი.
— კი, ნამდვილად! — ლიზამ გაიღიმა და კალამი აათამაშა. — ძალიან კარგი ტიპია. იცი, როგორ ლაპარაკობს? საოცარი კომუნიკაციის უნარი აქვს. დარწმუნებული ვარ, ოპერატორის პოზიციაზე იდეალური იქნება, კლიენტებს საერთოდ არ გაუშვებს.
— არ ვიცი, ლიზა... — ტუჩი მოვკუმე და სკამზე გადავწექი. — დერეფანში ვნახე. რაღაცნაირი... უცნაური აურა აქვს.
— რას გულისხმობ? — ლიზამ წარბი აზიდა.
— ვერ აგიხსნი. აი, შეხედავ და ხვდები, რომ მოწესრიგებული ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. თითქოს ყველაფერი აბნეული აქვს. არ მიყვარს, როცა თანამშრომელს პირველივე ნახვისას ასეთი ქაოტური ენერგია აქვს. დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენს რეჟიმში ჩაჯდება?
— შენ ზედმეტად სუბიექტური ხარ ახლა, — გადაიკისკისა ლიზამ. — შეიძლება გარეგნულად ცოტა დაუდევარი ჩანს, ან ზედმეტად თავისუფალი, მაგრამ საქმეში გამოადგება. ძალიან კარგად მსჯელობს, სწრაფი რეაქციები აქვს. მერწმუნე, კარგად იმუშავებს, ყველაფერი გამოუვა. ცოტა სილაღე ამ ჩვენს მშრალ განყოფილებას არ აწყენს.
— სილაღე სხვაა და ქაოსი სხვა, — ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის, ვიდრე მისთვის. — იმედია, არ ვცდები და მართლა „გამოუვა“.
— ნუ ნერვიულობ, ხვალვე დაიწყებს ტრენინგს. შენ თვითონ ნახავ, როგორ მარტივად აუღებს ალღოს ყველაფერს.
ლიზა გავიდა, მე კი დავრჩი იმ გაურკვევლობის შეგრძნებით. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი „წინათგრძნობა“ მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. ის, რაც მე მოწესრიგებულობის ნაკლებობად მო მეჩვენა, სინამდვილეში ის დიდი არეულობა იყო, რომელიც ჩემს ცხოვრებას ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შთანთქავდა.
ლიზა გავუშვი კაბინეტიდან მუშაობის პროცესში ვიყავი, როდესაც ტელეფონი ახმაურდა. ელი იყო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მახსენებს ის ჩემი მესაიდუმლე და ერთგული მეგობარია,რომელიც ყველა სიტყვაციაში ჩემთანაა.
-რასშვები ბეიბი? ასე მომმართავდა ხოლმე
-რავი დო როგორც ყოველთვის შენ?
-თავისუფანი დრო მაქვს და სამი ყავა დავლიოთ, რომელზე ამთავრებ?
-საიდან ხვდები ხოლე რა მჭირდება ყოველთვის ზუსტ დროს არჩევ. ერთ საათში მოვრჩები ჩვენს კაფეში შევხვდეთ ხუთისთვის.
-კარგი ბეიბი, გელოდები
კაფეში ისეთი სურნელი იდგა, რომელიც მაშინვე გაიძულებდა სამსახურებრივი ვალდებულებები კარებთან დაგეტოვებინა. ელი უკვე იქ დამხვდა, ფანჯარასთან იჯდა და თავის საყვარელ ლატეს მიირთმევდა. დამინახა თუ არა, მაშინვე ხელი დამიქნია და სახე გაუნათდა.
— როგორც იქნა! მეგონა, იმ ოფისმა საბოლოოდ ჩაგყლაპა, — მითხრა სიცილით, როცა მაგიდასთან მივუჯექი.
— ცოტაც და მართლა ასე მოხდებოდა, — ამოვიოხრე და ჩანთა გვერდზე გადავდე. — ძალიან გრძელი დღე იყო.
— დაიკიდე სამსახური, ახლა აქ ხარ, — ელის არ უყვარდა, როცა საღამოს "საქმიან" თემებზე ვლაპარაკობდით. — მითხარი, როგორ მიდის შენი საქმეები? ისევ ისე ადრე იღვიძებ?
— კი, რიტმს არ ვარღვევ. შენთან რა ხდება? ის გამოფენა ნახე, რომელზეც მიყვებოდი?
— კი, გუშინ ვიყავი! ისეთი ფერები იყო, შენ რომ გიყვარს. სხვათა შორის, ერთი ნახატი ვნახე და მაშინვე შენი წიგნი გამახსენდა. სულ ვფიქრობდი, ნეტავ ახლა რას წერს-მეთქი. სად ხარ გაჩერებული? — ელის თვალები ინტერესით აუციმციმდა.
— გუშინ ცოტა წავიმუშავე... — გავუღიმე, — რაღაცნაირად, როცა ვწერ, ყველაფერი სხვანაირად ჩანს. თითქოს იმ მომენტში სხვა სამყაროში გადავდივარ, სადაც მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები ვართ.
— ეგ არის მთავარი, — დაეთანხმა ელი და ყავა მოსვა. — მთავარია, რომ ეგ სივრცე გაქვს, სადაც არავინ გეუბნება, რა არის სწორი და რა — არა. ხომ იცი, მე ყოველთვის შენი პირველი მკითხველი ვიქნები. სულ მინდა გკითხო, ის პერსონაჟი გოგო ისევ ისეთი ჯიუტია, თუ ცოტა "მოტყდა"?
— ჯიუტია, აბა რა არის, — გამეცინა მე. — თავის გზას ეძებს და გზადაგზა ყველაფერს აფუჭებს, მაგრამ ალბათ ეგაა საინტერესო.
— ჰო, იდეალური ხალხი მოსაწყენია. მიხარია, რომ ისევ ენთუზიაზმით ხარ. მოდი, კიდევ რამე შევუკვეთოთ და მომიყევი, იმ ახალ ფილმზე რას ფიქრობ, გუშინ რომ გამომიგზავნე...
-ალექსი რას შვება? — ვკითხე და დავინახე, როგორ შეეცვალა ელის გამომეტყველება. სახეზე მცირე დაღლილობა და ირონიული ღიმილი გადაეფინა.
-ალექსი? ალექსი, როგორც ყოველთვის, „სამყაროს გადარჩენითაა“ დაკავებული, — ამოიოხრა მან და კოვზით ყავის ქაფის წვალება დაიწყო. — ხანდახან მგონია, რომ მისი კომპიუტერი ჩემზე მეტად უყვარს. დილით რომ გადის, ღამე ძლივს ასწრებს ძილს.
-ისევ ისე ბევრს მუშაობს? მეგონა, პროექტს რომ მორჩებოდა, ცოტას ამოისუნთქებდა.
-ეგ პროექტები არასდროს მთავრდება, — ელიმ თავი გაიქნია. — გუშინ ვეუბნები, მოდი, სადმე გავისეირნოთ-მეთქი და მიყურებს ისეთი თვალებით, თითქოს ჩინურად ველაპარაკებოდე. „ელი, ხომ იცი, დედლაინი მაქვსო“. ხანდახან მინდა, ის ლეპტოპი ფანჯრიდან გადავუგდო. სულ მუშაობს, სულ სადღაც ეჩქარება, სულ რაღაცას აგვიანებს… ხანდახან მავიწყდება კიდეც, ბოლოს როდის ვივახშმეთ ისე, რომ ტელეფონზე შეტყობინებები არ მოსვლოდა.
-მესმის… — ჩავილაპარაკე და უნებურად ჩემი სამსახური გამახსენდა. — ალბათ, რთულია, როცა ადამიანს გვერდით გინდა და ის სულ სხვაგანაა, თუნდაც ფიზიკურად შენთან იჯდეს.
-ზუსტად ეგაა! — ელიმ ხმას აუწია. — მარტო ყოფნას არ ვჩივი, უბრალოდ ეს მუდმივი დაძაბულობა მღლის. ხანდახან მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობაც ერთ დიდი ცხრილად იქცა, სადაც ჩემთვის ადგილი მხოლოდ „თავისუფალ დროს“ რჩება. შენ მაინც ხომ იცი, როგორ ვაფასებ წესრიგს, მაგრამ ალექსის შემთხვევაში ეს უკვე მარაზმია. მგონი, მალე გასაუბრებაზე მომიწევს ჩაწერა, რომ ათი წუთით დამელაპარაკოს.


გამეღიმა, თუმცა ვიცოდი, რომ ელის ამ ხუმრობის მიღმა გული სწყდებოდა.
-ალბათ, გამოსწორდება, — ვუთხარი ისე, რომ თავადაც არ მჯეროდა ჩემი სიტყვების.
-არ ვიცი, — თქვა მან და ფანჯარაში გაიხედა. — უბრალოდ, ხანდახან მინდა, რომ ყველაფერი აირიოს. მინდა, რომ ერთხელ მაინც დააგვიანოს სამსახურში ჩემ გამო, ან საერთოდ არ წავიდეს. მაგრამ ალექსი და არეულობა? ეს ორი რამ ერთმანეთთან ისევე შორსაა, როგორც დედამიწა და მარსი.
ჩვენ კიდევ დიდხანს ვისხედით. ვსაუბრობდით ფილმებზე, წიგნებზე, საერთო ნაცნობებზე და იმ წვრილმანებზე, რომლებიც ცხოვრებას უფრო ფერადს ხდიან. იმ მომენტში არ არსებობდა არც ოპერატორები, არც ტრენინგები და არც ის დაძაბულობა, რომელიც მთელი დღე მხრებზე მაწვა. იყო მხოლოდ ელი, თბილი ყავა და ჩემი ოცნება, რომელიც ნელ-ნელა რეალობად იქცეოდა.
საღამოს სახლში დაბრუნებულს ელის სიტყვები ჯერ კიდევ ყურებში მიტრიალებდა. ალექსის „გაწერილმა“ ცხოვრებამ და ელის სევდამ რაღაცნაირად დამამძიმა. თითქოს სარკეში ჩავიხედე — მეც ხომ ასეთივე ვიყავი, მუდმივად გრაფიკებითა და პასუხისმგებლობებით შეზღუდული.
აბაზანის ცხელმა წყალმა ცოტათი მომადუნა. ვცდილობდი, ფიქრები გამეთიშა და უბრალოდ წყლის ხმაზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. იმ ღამეს წიგნისთვის აღარ მიმიხედავს; ემოციურად იმდენად დავიცალე, რომ მხოლოდ ძილი მჭირდებოდა. ლოგინში ჩაწოლილს, თვალწინ ისევ ის ბუნდოვანი, ქაოტური აურა დამიდგა, რომელიც იმ ახალ ბიჭს თან სდევდა. მერე კი ძილმა წამიღო.
მეორე დღეს ყველაზე ადრე მივედი. მიყვარს ეს დრო, სანამ ოფისი ხმაურით შეივსება და სანამ სხვა მენეჯერები თავიანთი საქმეებით ატეხენ ფაციფუცს. სიმშვიდეში ყველაფერი უფრო ნათლად ჩანს.
სტაჟიორები უკვე მელოდნენ. მათ შორის ისიც იყო — გუშინდელი ბიჭი. ისევ ისეთივე აურა მოჰყვებოდა, როგორიც გასაუბრებისას დამიტოვა, მაგრამ ახლა დაკვირვების დრო არ მქონდა. ჩემს თავზე ავიღე მათი მომზადება. დაფასთან დავდექი და დავიწყე: მკაცრად, კონკრეტულად, მაგრამ მაინც მეგობრულად.
ვუხსნიდი საქმის ვითარებას, თითოეულ დეტალს, რისი გაკეთება მოუწევდათ და როგორ უნდა ეპასუხათ მომხმარებლებისთვის. ჩემი ხმა დარწმუნებით ჟღერდა — ეს ჩემი ტერიტორია იყო, აქ მე ვადგენდი წესებს.
— ჩვენი მთავარი იარაღი სიმშვიდე და სიზუსტეა, — ვამბობდი და თან თვალს ვადევნებდი მათ რეაქციებს. — მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, რომ თქვენ ფლობთ სიტუაციას. არანაირი დაბნეულობა, არანაირი ზედმეტი სიტყვა.
ის მისმენდა. სხვებისგან განსხვავებით, არაფერს იწერდა, უბრალოდ მიყურებდა. მის მზერაში იყო რაღაც ისეთი, რაც ჩემს პროფესიულ ჯავშანს ოდნავ ბზარს აყენებდა. თითქოს ჩემს სიმკაცრეში რაღაც სხვას ეძებდა, ან იქნებ უბრალოდ ერთობოდა იმით, თუ როგორ მონდომებით ვცდილობდი ყველაფრის ჩარჩოებში მოქცევას.
მაშინ პირველად გავიფიქრე: „ამ ადამიანს ჩემი წესები არ აინტერესებს“.
ტრენინგი ისე დავასრულე, რომ ჩემი იმიჯი არ შემიბღალავს — დავრჩი მენეჯერად, რომელსაც პატივს სცემენ და რომლისაც ცოტათი ეშინიათ კიდეც. მაგრამ შინაგანად უკვე ვგრძნობდი, რომ ეს „სრულყოფილი“ დილა მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი აურზაურის, რომელსაც ვერანაირი ინსტრუქტაჟი ვერ შეაჩერებდა.
მზერაში იყო რაღაც ისეთი, რაც ჩემს პროფესიულ ჯავშანს ოდნავ ბზარს აყენებდა. თითქოს ჩემს სიმკაცრეში რაღაც სხვას ეძებდა, ან იქნებ უბრალოდ ერთობოდა იმით, თუ როგორ მონდომებით ვცდილობდი ყველაფრის ჩარჩოებში მოქცევას.
მაშინ პირველად გავიფიქრე: „ამ ადამიანს ჩემი წესები არ აინტერესებს“.
ტრენინგი ისე დავასრულე, რომ ჩემი იმიჯი არ შემიბღალავს — დავრჩი მენეჯერად, რომელსაც პატივს სცემენ და რომლისაც ცოტათი ეშინიათ კიდეც. მაგრამ შინაგანად უკვე ვგრძნობდი, რომ ეს „სრულყოფილი“ დილა მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი აურზაურის, რომელსაც ვერანაირი ინსტრუქტაჟი ვერ შეაჩერებდა.
დაფაზე დიდი ასოებით დავწერე: „რისკების მართვა და ლოიალობა“. საკრედიტო კომპანიაში ეს ორი სიტყვა ბიბლიასავითაა. თუ კლიენტი გადახდისუუნაროა, მასზე დროს არ ვკარგავთ — ესაა ოქროს წესი.
— მოკლედ, — მივმართე ჯგუფს, — ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოკლე დროში გავარკვიოთ კლიენტის ფინანსური მდგომარეობა. თუ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, საუბარს თავაზიანად ვასრულებთ. ემოციებს აქ ადგილი არ აქვს. ჩვენ რიცხვებთან ვმუშაობთ და არა ისტორიებთან.
ყველა ბეჯითად იწერდა. მხოლოდ ჯაბა იჯდა სკამზე ოდნავ გადაწოლილი, კალამს თითებს შორის ათამაშებდა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
— ერთი კითხვა მაქვს, — თქვა მან მოულოდნელად. მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
— გისმენთ, ჯაბა, — ვუპასუხე და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე.
— აი, თქვენ თქვით, რომ რიცხვებთან ვმუშაობთო. მაგრამ, თუ კლიენტს რიცხვები წესრიგში არ აქვს, მაგრამ ზუსტად ხედავთ, რომ ის ფული რაღაც ისეთი საქმისთვის სჭირდება, რაც ერთ თვეში მის რიცხვებს გამოასწორებს? ანუ, ინსტრუქცია გვეუბნება „არას“, მაგრამ თქვენი ინტუიცია გკარნახობთ „კის“ — რას ვაკეთებთ ამ დროს?
— ინტუიცია საკრედიტო ოფიცრისთვის ფუფუნებაა, — მივუგე ცივად. — ჩვენ გვაქვს პროტოკოლი. პროტოკოლი კი შეცდომებს გამორიცხავს.
— პროტოკოლი შეცდომებს გამორიცხავს, თუ უბრალოდ პასუხისმგებლობას გვარიდებს? — ჩამეძია ის და ოდნავ წინ გადმოიხარა. — თუ მე რობოტივით მხოლოდ ციფრებს უნდა ვუყურო, მაშინ ჩემი ადგილი აქ რატომაა? პროგრამაც მშვენივრად გააკეთებდა მაგას. ადამიანს იმიტომ ვესაუბრებით, რომ ის ვიპოვოთ, რასაც პროგრამა ვერ ხედავს, არა?
ვიგრძენი, როგორ ამიხურდა სახე. სტაჟიორებმა ერთმანეთს გადახედეს. ის ჩემს ავტორიტეტს კი არ ეჭვქვეშ აყენებდა, არამედ იმ სისტემას, რომლის სადარაჯოზეც მე ვიდექი.
— ჯაბა, საკრედიტო კომპანია ქველმოქმედება არ არის, — ვთქვი უფრო მკაცრად. — ჩვენი „ინტუიცია“ კომპანიას შეიძლება მილიონები დაუჯდეს. თქვენი საქმეა მომხმარებელს აუხსნათ, რატომ ეთქვა უარი და არა მასთან ერთად გამოსავლის ძიება დაიწყოთ.
— გასაგებია, — თავი დამიქნია მან, თუმცა მის თვალებში დავინახე, რომ საერთოდ არ მეთანხმებოდა. — ანუ, ჩვენი საქმე უარის თქმის ლამაზად შეფუთვაა და არა რეალური დახმარება. უბრალოდ მინდოდა ზუსტად მცოდნოდა, რა თამაშს ვთამაშობთ.
ისევ ის ირონიული, ოღონდ თბილი ღიმილი. იმ წამს მივხვდი, რომ ლიზა მართალი იყო — ის მართლაც კარგი მოსაუბრე იყო, მაგრამ სწორედ ეს ხდიდა მას სახიფათოს. ის ადამიანების ფასადს მიღმა იყურებოდა. და რაც ყველაზე მეტად მაშინებდა — იმ წამს მეც ზუსტად ისე მიყურებდა, როგორც იმ „რიცხვებს მიღმა დარჩენილ“ კლიენტებს.
— გავაგრძელოთ, — მოვჭერი მოკლედ და დაფისკენ შევბრუნდი, რომ ჩემი აფორიაქება დამემალა.
ტრენინგის შემდეგ ოპერატორები თავიანთ მაგიდებს მიუსხდნენ. დარბაზში კლავიატურების ჩხაკუნისა და ერთმანეთში არეული ხმების გუგუნი ატყდა. მე მათ შორის დავდიოდი, ზურგს უკან ვუდგებოდი და ვუსმენდი, როგორ ართმევდნენ თავს პირველ დავალებებს.
ჯაბასთან რომ მივედი, მისი ტელეფონი სწორედ მაშინ აალდა. პირველი ზარი იყო. დავინახე, როგორ მშვიდად აიღო ყურმილი, სკამზე გადაიხარა და ზარს უპასუხა. სხვა სტაჟიორებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხმა უთრთოდათ და დაძაბულობისგან მხრები აწეული ჰქონდათ, ჯაბა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მეგობარს ელაპარაკებოდა.
მე მის უკან დავდექი, ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და სმენად ვიქეცი. მისი ხმა მთელ ოთახში ისმოდა:
— გამარჯობა, გისმენთ... დიახ, ჯაბა ვარ, „კრედიტ-სერვისიდან“.
პაუზა. კლიენტი მეორე მხარეს აშკარად რაღაც პრობლემაზე საუბრობდა. ჯაბამ კალამი აიღო და ფურცელზე რაღაც გაურკვეველი ხაზი გაავლო, თან ყურადღებით უსმენდა.
— მესმის თქვენი, საკმაოდ უსიამოვნო სიტუაციაა... თუმცა, მოდით, ასე ვქნათ: სანამ ციფრებს გადავხედავთ, მითხარით, ამ თანხით რისი მოგვარება გინდათ რეალურად? რისთვის გჭირდებათ ეს კრედიტი ყველაზე მეტად?
ჩემს შიგნით მენეჯერმა „ყვირილი“ დაიწყო — ეს კითხვა ინსტრუქციაში არ ეწერა! ის დროს კარგავდა ზედმეტ ლაპარაკზე. უნდა მენიშნებინა, რომ შეეწყვიტა, მაგრამ რაღაცამ გამაჩერა. მისი ტონი იმდენად დამაჯერებელი და ადამიანური იყო, რომ კლიენტი მეორე მხარეს აშკარად მოლბა.
— გასაგებია. ანუ, თქვენთვის ახლა მთავარი ვადებია და არა პროცენტი... ჰოდა, ზუსტად მაგიტომ გირეკავთ. მე შემიძლია ისეთი ვარიანტი შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენს დღევანდელ მდგომარეობას მოერგება. მენდეთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია სწორად დავალაგოთ პრიორიტეტები.
ის საუბრობდა და პარალელურად მონიტორზე სხარტად ავსებდა მონაცემებს. მისი თითები კლავიატურაზე ისე დაფრინავდნენ, თითქოს მუსიკას უკრავდა. არანაირი დაბნეულობა, არანაირი ზედმეტი პაუზა.
- აი, ასე... განაცხადი უკვე გავუშვი. ხვალ დილით პასუხი გექნებათ, მაგრამ ჩათვალეთ, რომ საკითხი მოგვარებულია. სასიამოვნო დღეს გისურვებთ, იმედია ყველაფერი კარგად დაგიმთავრდებათ.
ჯაბამ ყურმილი დადო და ეკრანს შეხედა, სადაც ეწერა: „განაცხადი მიღებულია“. მან პირველივე ცდაზე შეავსო ის, რასაც სხვები საათობით სწავლობდნენ.
ნელა შემობრუნდა ჩემკენ. მის მზერაში არ ყოფილა სიამაყე, მხოლოდ მშვიდი კითხვა: „ხომ ხედავთ, რომ მუშაობსო?“.
ხმა არ ამომიღია, მხოლოდ თავი დავუქნიე და გზა გავაგრძელე, მაგრამ შინაგანად რაღაც ჩაწყდა. საკუთარ თავთან აღიარება ყველაზე რთული აღმოჩნდა: ეს ბიჭი მართლა ნიჭიერი იყო. ის არ იყო უბრალოდ ოპერატორი; მას ჰქონდა ის „რაღაც“, რაც ტრენინგებით არ ისწავლება — ადამიანების მართვისა და მათი ნდობის მოპოვების ბუნებრივი ნიჭი.
და სწორედ ამან შემაშინა ყველაზე მეტად. ლიზა მართალი იყო, ის იდეალურად იმუშავებდა. მაგრამ მე უკვე ვიცოდი, რომ მისი ეს წარმატება ჩემს მოწესრიგებულ სამყაროში კიდევ უფრო მეტ არეულობას შემოიტანდა.
ოთახში სხვა ოპერატორების ხმაური ისმოდა, მაგრამ ჩვენს შორის რაღაც უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. ველოდი, რომ რამეს იტყოდა, თავის მოწონებას დაიწყებდა, მაგრამ უბრალოდ მიყურებდა და ჩემს რეაქციას ელოდა.
— განაცხადი სწორად შეავსე, — ვთქვი ბოლოს და ვეცადე ხმაში აღფრთოვანება არ შემპარვოდა. — მაგრამ ის კითხვები… ინსტრუქციაში არ წერია.
— ვიცი, — თქვა მან და ოდნავ გაიღიმა. — მაგრამ ინსტრუქციაში არც ის წერია, როგორ უნდა დააჯერო ადამიანს, რომ შენ მისი მტერი არ ხარ. ხომ ნახეთ, დამთანხმდა.
— დათანხმება ერთი მხარეა, ჯაბა. მთავარია, ეს კრედიტი მერე კომპანიას პრობლემად არ დაუბრუნდეს. შენ მისი ისტორია მოისმინე და არა გარანტიები.
— ხანდახან ისტორია უფრო დიდი გარანტიაა, ვიდრე ამონაწერი ბანკიდან, — მიპასუხა მან ისეთი სიმშვიდით, თითქოს ჩემს გაღიზიანებას საერთოდ ვერ ამჩნევდა. — მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე. ისე, როგორც ვგრძნობდი.
— აქ გრძნობების ადგილი არ არის-მეთქი, გითხარი, — ჩავილაპარაკე, მაგრამ საკუთარ თავთან უკვე ვტყუოდი. ვგრძნობდი, რომ მისი მეთოდი მუშაობდა და ეს ყველაზე მეტად მაბნევდა. — განაგრძე მუშაობა. ვნახოთ, მომდევნო ზარებზე რას იზამ.
ისევ დაფისკენ შევბრუნდი, თუმცა თვალწინ სულ სხვა რამ მედგა: მისი თავდაჯერებული მზერა და ის სიმსუბუქე, რომლითაც ჩემს მიერ აშენებულ კედლებს ანგრევდა.
საღამოსკენ, როცა სამუშაო დღე თითქმის იწურებოდა, კარში ლიზა გამოჩნდა. ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი — უკვე ყველაფერი იცოდა. სტატისტიკას ჩახედა თუ ოპერატორებს გადაუჩურჩულა, არ ვიცი, მაგრამ მისი ღიმილი ყველაფერზე მეტყველებდა.
ჩემს მაგიდასთან მოვიდა, ხელები დააყრდნო და ჩურჩულით მითხრა:
— აბა? რაო, ჩემმა „ქაოტურმა“ სტაჟიორმა? გავიგე, პირველივე ზარზე განაცხადი დასვაო. თანაც ისე, რომ მთელი განყოფილება უსმენდა.
— ლიზა, ნუ იწყებ, — ამოვიოხრე და მონიტორს მივაშტერდი.
— არა, მართლა მითხარი, როგორ მოგეწონა? — ლიზა არ ეშვებოდა, მის თვალებში გამარჯვებულის ნაპერწკლები ცეკვავდნენ. — ხომ გითხარი, მაგ ბიჭს ნიჭი აქვს-მეთქი? ძალიან კარგი მოსაუბრეაო, ხომ გეუბნებოდი?
— კი, მოსაუბრე ნამდვილად არის, — მივუგე და მაინც ვერ შევიკავე თავი, ჯაბასკენ არ გამეხედა, რომელიც უკვე ჩანთას იღებდა წასასვლელად. — მაგრამ ზედმეტად თავისუფალია. არ ვიცი, რამდენ ხანს გაძლებს ჩვენს ჩარჩოებში.
— ოჰ, შენ და შენი ჩარჩოები! — ლიზამ ხელი ჩაიქნია. — აღიარე, რომ გაგაოცა. აღიარე, რომ ასეთ შედეგს პირველივე დღეს არ ელოდი. ის ზუსტად ის არის, ვინც ამ განყოფილებას სჭირდებოდა. ცოტა არეულობა, ცოტა ადამიანობა და ბევრი შედეგი.
— ვნახოთ, ლიზა, ვნახოთ, — ვთქვი მშვიდად, თუმცა გულში უკვე ვეთანხმებოდი. — ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა.
ლიზა კმაყოფილი გავიდა ოთახიდან. მე კი დავრჩი და ვუყურებდი, როგორ ტოვებდა ჯაბა ოფისს — ისე, თითქოს აქაურობა მისი სახლი ყოფილიყო. იმ მომენტში მივხვდი, რომ ლიზა მართალი იყო: ის მართლა სჭირდებოდა ამ განყოფილებას. მაგრამ სჭირდებოდა კი ის ჩემს ცხოვრებას? ამ კითხვაზე პასუხი მაშინ ყველაზე მეტად მაშინებდა.
ლიზას გასვლის შემდეგ ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ კომპიუტერების ერთფეროვანი ზუზუნი ისმოდა. ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და იმ ცარიელ ადგილს ვუყურებდი, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჯაბა იჯდა.
მისი ყოველი სიტყვა, ყოველი „არასწორი“ კითხვა და ის თავდაჯერებული ტონი თავში მიტრიალებდა. ყველაზე მეტად ის მაბნევდა, რომ მისი ქაოსი რაღაცნაირად მუშაობდა. მე, რომელიც წლებს ვხარჯავდი სისტემის დახვეწაზე, წესების დაცვასა და ემოციების ჩახშობაზე, ახლა ვუყურებდი ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი ერთ დღეში გვერდზე გადადო და შედეგი მაინც დადო.
„პროტოკოლი პასუხისმგებლობას გვარიდებსო…“
მისი ეს ფრაზა ყველაზე მწარედ მხვდებოდა. იქნებ მართალი იყო? იქნებ ჩემი ეს გადამეტებული რეჟიმი და მოწესრიგებულობა მხოლოდ ფარი იყო, რომლის მიღმაც რეალურ ცხოვრებას ვემალებოდი?
ჩანთა ავიღე, შუქი ჩავაქრე და კარი გამოვიხურე. ოფისიდან ისე გამოვედი, რომ არავის შევხვედრივარ და ეს მიხაროდა. არ მინდოდა არც ლიზას ირონიული მზერა და არც ჯაბას შემთხვევითი დანახვა პარკინგზე. მჭირდებოდა დრო, რომ ეს ყველაფერი ჩემს „უჯრებში“ დამელაგებინა.
თუმცა, სადღაც გულის სიღრმეში უკვე ვიცოდი — ეს არეულობა უჯრებში არ ლაგდებოდა. ის უკვე დაწყებული იყო და მას ვერც სამსახურებრივი იერარქია შეაჩერებდა და ვერც ჩემი მცდელობა, ყველაფერი კონტროლის ქვეშ მქონოდა.
იმ საღამოს, სახლში მისულს, წიგნი აღარ გადამიშლია. უბრალოდ ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი ქალაქის არეულ განათებებს. ხვალინდელი დღე ისევ ცხრიდან ექვსამდე იქნებოდა გაწერილი, მაგრამ პირველად ვიგრძენი, რომ ეს გრაფიკი ჩემს გადარჩენას ვეღარ შეძლებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent