შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მე დაგელოდები” — ნაწილი 3


დღეს, 11:33
ავტორი Qetq
ნანახია 32

ვაჩეს და მარიამის დიალოგი

— არ მეგონა, თუ აქ გნახავდი, — თქვა ვაჩემ, როცა მარიამს მიუახლოვდა.

მარიამმა თვალებში შეხედა. ისე, როგორც ყოველთვის — პირდაპირ. მისი თვალები ცივი იყო, არაფრის მთქმელი.

— შენ არასდროს გეგონა, რომ წარსული დაგეწეოდა.

ეს სიტყვები ზედმეტი იყო, მაგრამ ზუსტი.

— აქ რატომ ხარ? — ჰკითხა ვაჩემ.

— იმიტომ, რომ შენ წახვედი და ყველაფერი მე დამრჩა, — უპასუხა მშვიდად. — და ახლა დაბრუნდი, თითქოს არაფერი ყოფილა.

ვაჩემ თავი დახარა.

— ანას გამო არ ვარ აქ, — თქვა ბოლოს. — მაგრამ მასთან ყოფნა მინდა.

მარიამს გაეღიმა. არა სითბოთი.

— გვიან მიხვდი.

სიჩუმე ჩამოვარდა.

— სიმართლეს ეტყვი? — ჰკითხა ბოლოს.

ვაჩემ პასუხი არ გასცა.

და ეს იყო პასუხი.



ვაჩე პალატაში დაბრუნდა. ისე შემოვიდა, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ მისი თვალები სხვანაირი იყო.

ანა უყურებდა და ფიქრობდა:
ვინ იყო მარიამი?
რა აკავშირებდა ვაჩესთან?
რა უნდოდა ახლა?
რაზე ილაპარაკეს?
და რატომ შეიცვალა ასე?

ბოლოს ანამ გადაწყვიტა, საბოლოოდ გაებედა და ეკითხა. აღარ უნდოდა გაურკვევლობაში ყოფნა.

— ვაჩე… ვინ იყო მარიამი?

— ჩემი ძველი ნაცნობი. ისეთი არაფერი, — თქვა სწრაფად. — გაიგო, რომ ჩამოვედი, და სანახავად მოვიდა.

ეს ძალიან მოკლე პასუხი იყო. თითქოს ცდილობდა ამ თემისგან გაქცევას.

ანას ეჭვები ღრღნიდა. მართლა უბრალოდ სანახავად მოვიდა? თუ ვაჩე ბოლომდე არ ეუბნებოდა ყველაფერს და რაღაცას მალავდა?

— ახლა საქმეზე გავდივარ. ხვალ დილით დავბრუნდები და, როცა გაგწერენ, სახლში მე წაგიყვან, — თქვა ვაჩემ.

— კარგი… — მეტი არაფერი უპასუხია.

ანა უბრალოდ ფიქრობდა.

მარიამთან შეხვედრის შემდეგ ვაჩე ძალიან უცნაურად იქცეოდა. პირველ შეხვედრასთან შედარებით ახლა უფრო ცივი იყო.



ვაჩე პალატიდან გამოვიდა, ტელეფონი ამოიღო და თავის ძმაკაც ნიკას დაურეკა.

— ბიჭო, მაგარ შარში ვარ. უნდა მიშველო…

— რა მოხდა?

— მარიამი… კლინიკაში მოვიდა.

— ანამ გაიგო სიმართლე?

— არა. დერეფანში გავედით. ანამ არაფერი იცის და არც უნდა გაიგოს.

— რამდენ ხანს დაუმალავ სიმართლეს?ან გიფიქრია, რომ ანნამ შეიძლება იმაზე ადრე გაგოს სიმართლე?

ვაჩემ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
კლინიკის ცივ კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.

პირველად არ უნდოდა გაქცევა.
და პირველადაც ზუსტად იცოდა — სიმართლე ყველაფერს შეცვლიდა.

ანას სახე გაახსენდა. მისი ხმა. ის სიჩუმე, რომელიც კითხვებით იყო სავსე.

ჯერ არა, უთხრა საკუთარ თავს.
კიდევ ცოტა დრო მჭირდება.


ამდროს ანა ფანჯარაში იყურებოდა და პირველად ვერ გრძნობდა სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თითქოს წესრიგში იყო. რაღაც უკვე შეცვლილი იყო — და ამას სახელი ჰქონდა, თუმცა ჯერ არ იცოდა რა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent