შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემპიონი (ნაწილი 1)


გუშინ, 21:43
ავტორი თინათინი10
ნანახია 13

- საიფ, წინ! წინ იმუშავე!
დარბაზში ხმაური იყო - მაყურებლის შრიალი, მსაჯების მოძრაობა, ტატამზე ფეხების ხმის ექო.
ირაკლი ტატამის კიდესთან იდგა, მკვეთრად, მაგრამ მშვიდად. თვალებით არ სცილდებოდა თავის მოსწავლეს, საიფი სუნთქვას არასწორად აკონტროლებდა. მოწინააღმდეგე ცდილობდა ხელზე დაეჭირა კონტროლი და წონასწორობა დაეკარგებინა.
- ხელი გაათავისუფლე… ახლა მარცხენა მხარეს შედი - დარიგებებს აძლევდა ირაკლი, საიფმა ოდნავ თავი დაუქნია, მოძრაობა დაიწყო.
ერთი ნაბიჯი, მეორე..ირაკლიმ ისევ მოკლედ დაამატა:
- თეძო ჩართე - საიფმა სხეული შეატრიალა, წამში მოხდა ყველაფერი..მოწინააღმდეგემ წონასწორობა დაკარგა და ტატამზე დაეცა.
- იპონი! - გაისმა მსაჯის ხმა, წამით სიჩუმე ჩამოვარდა..შემდეგ აფეთქდა ტაში..ირაკლი არ გაიქცა მაშინვე, ერთი წამით გაჩერდა.
თვალები დახარა, თითქოს ჯერ უნდა დაეჯერა, შემდეგ სწრაფად ავიდა ტატამზე, მივიდა საიფთან და ორივე ხელი ძლიერად მოხვია.
- კარგად გააკეთე, სწორად წაიკითხე მომენტი - საიფი გაოგნებული იღიმოდა.
- ეს შენი ძალისხმევის დამსახურებაა მეგობარო! - საიფი მწვრთნელს ჩაეხუტა
- მე არ გამიკეთებია, ეს შენ გააკეთე -
მშვიდი ღიმილით უპასუხა ირაკლიმ..

ტაში ჯერ კიდევ ისმოდა დარბაზში, როცა ირაკლი ტატამის კიდეს ჩამოსცდა, არ გაჩერებულა.არც უკან მოუხედავს..მძიმე კარები გახსნა და გარეთ გამოვიდა, ხმაური ერთ წამში გაქრა, მხოლოდ სიჩუმე დარჩა და სიცხე..საუდის არაბეთის ჰაერი სხვანაირი იყო - მშრალი, მძიმე, თითქოს სუნთქვასაც წონას აძლევდა. მზის ჩასვლა ახლოვდებოდა, მაგრამ სიცხე მაინც არ ნებდებოდა. შორს, ქვიშისფერ შენობებს შორის, ჰაერი ცახცახებდა.
ირაკლი ნელა გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, მზერა წინ ჰქონდა გაშვერილი, მაგრამ აშკარა იყო - აქ არ იყო. ფიქრებში იყო დაკარგული..
მის ნაბიჯებში სიამაყე იგრძნობოდა… მაგრამ არა ხმაურიანი, არა გამარჯვების აღტაცება - ჩუმი, დამალული, თითქოს მხოლოდ თავისთვის გამოხატავდა სიამაყეს..მისი გარეგნობა ერთ წამში იპყრობდა ყურადღებას, მაღალი, ფართო მხრებით, სხეული დაძაბული და გამოკვეთილი, აშკარად წლების შრომით ნაშენი. შავი მაისური მჭიდროდ ეკვროდა სხეულს და ხაზს უსვამდა თითოეულ კუნთს.მისი სახე კი…მკვეთრი, მკაცრი ნაკვთებით,
მზით ოდნავ დამუქებული კანი.
წვერი - მოწესრიგებული, მაგრამ უხეშობის ელემენტით, რაც მის იერს კიდევ უფრო მკაცრს ხდიდა.თმა უკან ჰქონდა შეკრული, ღია ფერის, ოდნავ ქერა, რომელიც მზის შუქზე თითქმის ოქროსფრად ანათებდა.
მაგრამ ყველაზე გამორჩეული მისი თვალები იყო, ცივი, ღრმა.ისეთი, თითქოს ბევრს ხედავდა… და ბევრს მალავდა..ის აღარ იყო 17 წლის ბიჭი, ის კაცი იყო, რომელსაც რაღაც დაეკარგა და რაღაცის დაბრუნებას ელოდა..ირაკლიმ ნელა დახარა თავი, ერთი წამით თვალები დახუჭა და ათი წლით უკან დაბრუნდა.. საკმარისი იყო ერთი წამი…
რომ ყველაფერი დაბრუნებულიყო.
ტატამის სუნი, ახალი გის მკვეთრი ტექსტურა კანზე..ხალხის ჩუმი ხმაური დარბაზში..ირაკლი მაშინაც ასე იდგა კიდესთან, მაგრამ სულ სხვა თვალებით, მაშინ მის მზერაში სიცივე კი არა… მოლოდინი იყო.
მთელი ცხოვრება წინ ედგა, ხელები ოდნავ აუკანკალდა არა შიშისგან, არამედ ემოციისგან.
- მზად ხარ? - ჰკითხა ვიღაცამ გვერდიდან - ირაკლიმ თავი დაუქნია,
სიტყვები არ სჭირდებოდა, ეს მისი ადგილი იყო, ტატამი! მისი სივრცე!
სადაც ყველაფერი მარტივი ხდებოდა ან იმარჯვებ…ან მარცხდები! და ის არასდროს შედიოდა დასამარცხებლად, მისი სახელი უკვე იცოდა ყველამ, მის მოძრაობებს ელოდებოდნენ.
ამბობდნენ რომ ირაკლი სულ სხვა იყო..და თვითონაც გრძნობდა ამას,
მაგრამ იმ დღეს…რაღაც სხვანაირად დაიწყო..სხეული მძიმე იყო, არ იყო ის სისწრაფე, ის სიმკვეთრე, ირაკლი წარბშეკრული იდგა.
- უცნაურია… - ჩაილაპარაკა თავისთვის, ხელები გახსნა, თითები შეამოძრავა..არ ემორჩილებოდა ისე, როგორც უნდა..გული უფრო სწრაფად უცემდა, რამდენიმე წუთში მის გვერდით ოფიციალური პირები გამოჩნდნენ.
- ირაკლი თავართქილაძე?
- მე ვარ..
- გთხოვთ, ჩვენთან ერთად წამობრძანდეთ - მისი მზერა წამით გაჩერდა
- ახლა? მალე ჩემი გამოსვლაა
- დიახ ახლა! ეს აუცილებელია -
პატარა, ცარიელ ოთახში შეიყვანეს,
ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა. სიტყვები ესმოდა, მაგრამ აზრს ვერ იჭერდა. “ტესტი” “შემოწმება” “პროცედურა” შემდეგ…
სიჩუმე, გრძელი დამძიმებული..
კაცი მაგიდასთან იჯდა და ფურცელს უყურებდა, ირაკლი მის წინ იდგა.
- შედეგი დადებითია - სიტყვები თითქოს ჰაერში გაიყინა
- რას ნიშნავს… დადებითი?
- თქვენს ორგანიზმში აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერება - ირაკლი უბრალოდ უყურებდა, არ ესმოდა,
ან არ უნდოდა გაეგო.
- ეს შეცდომაა, მე არაფერი მიმიღია - თქვა ჩუმად გაკვირვებულმა ბიჭმა,
კაცმა თვალები ასწია, ცივი თვალები..
- ეს უკვე დაფიქსირებულია.. -
იმ მომენტში დარბაზი, ტატამი, ხალხი… ყველაფერი გაქრა.
- არა… რაღაც შეცდომაა - ძლივს ამოიღო ხმა ირაკლიმ, პასუხი არავინ გასცა და სწორედ მაშინ მიხვდა პირველად…რომ რაღაც, რისთვისაც პატარაობიდანვე იბრძოდა.. მისი პატარა მაგრამ ბრწყინვალე კარიერა
ერთ წამში დაენგრა..
ირაკლი ისევ კედელს მიყრდნობილი იდგა, თვალები გაახილა…მაგრამ ფლეშბექი ბოლომდე არ გამქრალა, ოთახი ისევ თვალწინ ედგა, სუნიც კი ახსოვდა.. დახშული, მძიმე, კაცი ისევ მაგიდასთან იჯდა, ფურცელი ისევ ხელში ეჭირა, მაგრამ ახლა უკვე სხვა სიტყვები მოდიოდა, უფრო მძიმე, უფრო საბოლოო.
- გადაწყვეტილება მიღებულია, თქვენ გეკისრებათ დისკვალიფიკაცია… ათი წლით - სიტყვები მეხივით გავარდა..ირაკლი არ განძრეულა, არ უკითხავს “რატომ”.
არ უყვირია, უბრალოდ იდგა..
თითქოს სხეული აქ იყო… მაგრამ თვითონ აღარ..ათი წელი.ეს არ იყო უბრალოდ დრო, ეს იყო ყველაფერი. მისი კარიერა, მისი სახელი, მისი მომავალი.. ცხოვრებაში პირველად ბრწყინვალე ჯუდოკა დამარცხდა, თანაც ყველაზე მძიმედ! შემდეგ დღეები ერთმანეთში აირია, ზარები.
ჩუმი საუბრები ზურგს უკან..
თვალები, რომლებიც აღარ უყურებდნენ ისე, როგორც ადრე.. შეწყვიტა ვარჯიში..წლები გავიდა და ერთ დღეს, სრულიად სხვა ქვეყანაში, სრულიად სხვა ცხოვრებაში…ის ისევ იდგა ტატამის კიდესთან, მაგრამ ამჯერად მარტო არა, მის წინ სხვებიც იდგნენ, ახალგაზრდა ანთებული თვალებით ბიჭები..ისეთი თვალებით, როგორიც ოდესღაც თვითონ ჰქონდა.. ყველაფერთან ერთად გავიდა ის წყეული ათი წელი, უსასტიკესად დიდი დრო, დრო რომელმაც წაართვა მას ჩემპიონობის სტატუსი, წაართვა დიდება და სახელი.. დრო დადგა დაბრუნების, დრო დადგა მისი სიტყვა ეთქვა..მას პასუხი ჰქონდა გასაცემი! მძიმე პასუხი თავისი მწვრთნელისთვის! მის თვალებში…ახლა უკვე მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა.. ირაკლი ბრუნდებოდა! იმაზე მეტად ძლიერი, იმაზე მეტად მშიერი, იმაზე მეტად მწყურვალე ტატამის მიმართ როგორც არასდროს!

იმ დღის შემდეგ…ყველაფერი შეიცვალა. საქართველოში ძიუდო ყოველთვის განსაკუთრებული იყო.
ეს სპორტი უბრალოდ ბრძოლა არ იყო - ეს იყო სიამაყე, ხასიათი, სახელი და ბოლო წლების განმავლობაში, როცა ძიუდოს ახსენებდნენ…ერთი სახელი იდგა ყველაზე წინ - სერგო ხეცურიანი, კობა ხეცურიანის შვილი. კაცის, რომლის სახელიც უკვე ლეგენდად იყო ქცეული. პარიზის ოლიმპიადა -
დარბაზი სავსე იყო, ათასობით მაყურებელი, მილიონები ეკრანებთან და ტატამზე…სერგო იდგა, მისი მზერა განსხვავებული იყო, არა უბრალოდ კონცენტრირებული, მშიერი, მწყურვალი, თითქოს ეს ბრძოლა მხოლოდ მედლისთვის არ იყო.
თითქოს რაღაც უნდა დაემტკიცებინა ყველასთვის,მაგრამ ყველაზე მეტად მამისთვის. უზბეკი მოწინააღმდეგე ძლიერად იდგა, გამოცდილი, მძიმე, მაგრამ სერგოსთვის იმ დღეს…არავინ იყო საკმარისი, პირველი შეხება, მჭიდრო ჩაჭიდება და უკვე იგრძნობოდა სერგო არ აპირებდა ლოდინს, ის შევიდა აგრესიულად, უხეშადაც კი, თეძო ჩართო ისე, თითქოს მთელი ძალა ერთ წამში უნდა დაეხარჯა, მოწინააღმდეგემ წონასწორობა დაკარგა, მაგრამ სერგო არ გაჩერებულა. არ მისცა შანსი. მეორე მოძრაობა უფრო სწრაფი და დაუნდობელი და ტატამი დაირხა. უზბეკი მძიმედ დაეცა.
- იპონი! - დარბაზი აფეთქდა, მაგრამ სერგო არ იღიმოდა, მუხლებზე იდგა.
მუშტები დაჭიმული ჰქონდა, სუნთქვა უჭირდა, ეს არ იყო უბრალოდ გამარჯვება, ეს იყო მტკიცება, რომ ის…არ იყო ჩრდილი!
ტრიბუნაზე კობა ხეცურიანი იდგა,
უძრავად. როგორც ყოველთვის, მისი სახე მკაცრი იყო, ემოციის გარეშე.
მაგრამ თვალებში…ცეცხლი ჩანდა.
კობა ხეცურიანი…სახელი, რომელიც წლების განმავლობაში ქუხდა.
ტატამზე არ იყო უბრალოდ ძლიერი, ის იყო დომინანტი. მეტოქეები მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ არა გამარჯვების იმედით…არამედ გადარჩენის, მისი სტილი მკაცრი იყო, დისციპლინირებული, ზუსტი.
არ არსებობდა შემთხვევითი მოძრაობა, არ არსებობდა სისუსტე.
და როგორც მწვრთნელიც ზუსტად
იგივე იყო, უფრო სასტიკიც კი! არ პატიობდა შეცდომას, არ იღებდა ნახევარ შედეგს, მისთვის არსებობდა მხოლოდ ერთი რამ -
გამარჯვება! და ახლა…მისი შვილი იდგა ტატამზე, ჩემპიონი, მაგრამ იმავე დღეს…სხვა სახელიც არსებობდა, რომელიც აღარავის უხსენებია - ირაკლი თავართქილაძე.
სახელი, რომელიც უნდა გამხდარიყო ლეგენდა…მაგრამ იმ დღეს…ჩუმად გაქრა.. ან გააქვრეს..

ირაკლი ტრიბუნებზე იჯდა, ზედა რიგებში, ისეთ ადგილზე, სადაც თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას. დარბაზი ხმაურით იყო სავსე, სახელებს ყვიროდნენ, დროშები ფრიალებდა, სიხარული ჰაერში ტრიალებდა, მაგრამ ირაკლისთვის…ყველაფერი შორიდან ისმოდა, როგორც წყლის ქვეშ. მისი თვალები მხოლოდ ერთ წერტილზე იყო მიპყრობილი, ტატამზე..სერგოზე..მისი მეგობარი იდგა იქ. ადამიანი, ვისთან ერთადაც გაიზარდა, ვისთან ერთადაც ივარჯიშა, ვისთან ერთადაც ოცნებობდა..ირაკლიმ ნელა ჩაისუნთქა, უმოძრაოდ იჯდა.. ბრძოლა დაიწყო, სერგო სწრაფი იყო,
მკვეთრი, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ირაკლი უყურებდა
ყოველ მოძრაობას, ყოველ ნაბიჯს.
ის ხედავდა დეტალებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ, იცოდა…
ახლა რას გააკეთებდა.
- ახლა შევა… - ჩაილაპარაკა თავისთვის და ზუსტად იმ წამს სერგო შევიდა, მოძრაობა სუფთა იყო, ძლიერი, უშეცდომო. ირაკლის ტუჩები ოდნავ შეირხა, თითქოს უნდოდა ეთქვა “კარგია…” და მერე…
ყველაფერი დასრულდა.
- იპონი! - დარბაზი აფეთქდა, ხალხი ფეხზე წამოხტა, ტაში, ყვირილი, ემოციები..ირაკლი არ წამომდგარა,
არ უყვირია, არ გაუღიმია, უბრალოდ იჯდა და უყურებდა. სერგო მუხლებზე დაეშვა ტატამზე, სუნთქვა უჭირდა, თვალებში ცეცხლი ედგა,
ირაკლიმ ნელა დახარა თავი, მერე ისევ ასწია და ისევ შეხედა..მის თვალებში არაფერი იყო ბნელი,
არც შური, არც სიძულვილი,მხოლოდ ერთი რამ ბუდობდა მის თვალებში -
ტკივილი.. ენით აუღწერელი ტკივილი! ჩუმი, ღრმა. ისეთი, რომელიც ხმას არ იღებს..რადგან ზუსტად იცოდა…სერგომ დაიმსახურა
ეს ბრძოლა..ეს გამარჯვება..ეს ტაში.
მაგრამ ასევე იცოდა…ეს ადგილი…ეს ტატამი…ეს მომენტი…მისი უნდა ყოფილიყო და სწორედ ეს იყო ყველაზე მძიმე, ირაკლი ნელა წამოდგა, არავის შეუხედავს მისთვის, არავის შეუმჩნევია, კიდევ ერთხელ გახედა ტატამს და სერგოს..
მის მეგობარს..ჩემპიონს..და ძალიან ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად თქვა:
- გილოცავ… - შემდეგ შეტრიალდა
და გასახდელ ოთახში წავიდა..

ოთახის კარი ძლიერად გაიღო, კობა ხეცურიანი სწრაფი ნაბიჯებით შევარდა შიგნით, მისი სახე დაჭიმული იყო, თვალებში ბრაზი ედგა..ირაკლი კედელთან იდგა,
თავჩახრილი, მაგრამ როგორც კი კობა მიუახლოვდა, ნელა ასწია თავი.
- ეს რა გააკეთე?! როგორ გაბედე?! როგორ შეარცხვინე ქვეყანა?! როგორ შეარცხვინე ჩემი რეპუტაცია?! - ირაკლი ჩუმად უყურებდა.
- მეც შემარცხვინე! - კობამ თითი დაუქნია.
- და მამაშენის სული როგორ შეარცხვინე, იცი?! - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- მან შენი თავი მე ჩამაბარა! შენ რა გააკეთე?! რა გქონდა სამაგისო საქმე, რაღაც შხამი არ მიგეღო?! - სიჩუმე, ერთი წამი, ორი და მერე…
ირაკლი დაიძრა, უცებ, მოულოდნელად საყელოში სწვდა კობას და კედელს მიაჯახა.
- მე არაფერი გამიკეთებიაააა! - აღრიალდა
- არაფერი მიმიღიააა! გესმის?! -
მისი ხმა ცხოველის ხმას ჰგავდა,
დაჭრილი მხეცის..
- არ ვიცი საიდან აღმოჩნდა ეგ ჩემს სხეულში!!! - კობა გაშეშდა, პირველად ცხოვრებაში შეშინდა..
ირაკლიმ ხელი გაუშვა,მაგიდას ფეხი მთელი ძალით მიარტყა, შემდეგ მუშტები კედელს, ერთხელ, ორჯერ..
კანი გაუსკდა, მაგრამ ვერ იგრძნო.
- ყველაფერი დამენგრა!!! მე ახლა დაუძლურებული ვარ.. ტატამის გარეშე გამოფიტული ვარ!! გესმის?!!! - იყვირა, ამ დროს კარი ნელა გაიღო,
სერგო შემოვიდა..გაჩერდა, ვერ მიუახლოვდა, ვერც ხმა ამოიღო,
ირაკლიმ შეხედა, ერთი წამით იმ მზერაში ყველაფერი იყო, ტკივილი,
გატეხა და…სიჩუმე..სერგომ თვალი ვერ გაუსწორა, თავი დახარა, ირაკლიმ კიდევ ერთხელ მიარტყა მაგიდას ფეხი, შემდეგ შეტრიალდა
და წავიდა..კარი ხმაურით გაიხურა.
ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა,
ჩამხუთველი..სერგო ისევ იქ იდგა,
თავჩახრილი..კობამ ნელა ჩაისუნთქა..შემდეგ მკაცრად გახედა შვილს.
- რა გჭირს? - თქვა ცივად.
- პანაშვიდზე ხარ? დღეს ჩემპიონი გახდი. რა სახე ჩამოგტირის? - სერგომ თავი ასწია, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.
- არ მინდა ასეთი ჩემპიონობა… - ხმა გაებზარა.
- გესმის?! არ მინდა! - ერთი ნაბიჯი გადადგა.
- სხვის უბედურებაზე ავაწყვე ეს ყველაფერი… არ ვარ ბედნიერი! -
ხმას კიდევ უფრო აუწია.
- ირაკლის სასტიკად მოვექეცით! -
კობა მიუახლოვდა, ნელა, საშიშად.
თვალებში ჩახედა, თითი დაუქნია.
- აღარ გაიმეორო - ჩუმად თქვა, მაგრამ ძალიან მკაცრად ჟღერდა.
- არ გაბედო ამის გამეორება, ირაკლიმ აკრძალული ნივთიერება მიიღო და მორჩა - სერგომ თავი გააქნია.
- რაც არ უნდა ვარწმუნოთ თავი…ეს ჩვენ გავაკეთეთ… ჩვენ! - ხმას უმატა.
- ჩვენ დავუნგრიეთ ამ ბიჭს ცხოვრება!
- მოკეტე! - დაიღრიალა კობამ.
- როდემდე უნდა ყოფილიყავი მისი ჩრდილის ქვეშ?! - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- როდემდე უნდა ყოფილიყავი მეორე ნომერი?! სანამ ირაკლი ტატამზე იდგა, შანსი არ გქონდა! -
სერგოს თავი ააწევინა ძალით.
- შენც ხომ იცი ეს?! ჰა?! შენც ხომ იცი?! - სერგოს ცრემლები წამოუვიდა, უსუსურივით იყო..უხმოდ ტიროდა.
- არ მინდოდა… - ძლივს თქვა.
- არ მინდოდა ასე მოქცევა… მე მეგობარს ვუღალატე… - მამას შეხედა
ტკივილით.
- მხოლოდ იმიტომ… რომ შენ გეამაყა შენი შვილით… შენი ბრალია ეს! შენ მაიძულე! - კობას სახე გამკაცრდა.
- მე ძალა არ დამიტანებია შენთვის, შენ თვითონ მოინდომე. - ცივად უპასუხა კობამ
- მაგრამ შენ შთამაგონე! შენ მომიწამლე გონება! - იყვირა სერგომ
- მეზიზღება საკუთარი თავიც… და შენც, მამა…
- გაჩუმდი! - მკაცრად დაიყვირა კობამ.
- ქალივით ნუ მოთქვამ! - მიუახლოვდა, თითქოს ზემოდან უყურებდა.
- დააფასე ის, რაც გაქვს! შენ ახლა საუკეთესო ხარ! კობა ხეცურიანის შვილი უნდა ყოფილიყო ჩემპიონი! წერტილი! გასაგებია?! - სერგო აღარ ლაპარაკობდა, უბრალოდ იდგა, გატეხილი, ზუსტად ამ დროს…კარი ნელა გაიღო, ოთახში სინათლე შემოიჭრა და მასთან ერთად პატარა მარიამი..შვიდი-რვა წლის, თხელი, ნაზი სხეულით..გრძელი, მუქი თმა ზურგზე ეშვებოდა, ოდნავ ტალღოვანი, თითქოს უკვე მაშინ ეტყობოდა, როგორი ლამაზი გახდებოდა წლების შემდეგ, მისი კანი მზისფრად თბილი იყო, ხოლო სახე თითქოს მუდამ განათებული,
მაგრამ ყველაზე გამორჩეული…
მისი თვალები იყო. დიდი, ნათელი, ცოცხალი, სიხარულით სავსე თვალები.. მის უკან იდგა მისი უფროსი და - ნინო..ჩუმი,
დაკვირვებული.
- სერგოოო! - სიხარულით წამოიძახა მარიამმა და მისკენ გაიქცა, სერგო ჯერ კიდევ ადგილზე იდგა, გატეხილი, მაგრამ მარიამმა ეს ვერ დაინახა, მიუხტა, მჭიდროდ მოეხვია.
- ყველაზე მეტად ვამაყობ შენით! - სწრაფად, აღფრთოვანებით ლაპარაკობდა.
- ყველას ვეუბნები, რომ ჩემი ძმა ჩემპიონიაა! - ლოყაზე აკოცა, მერე ისევ და ისევ.
- მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ! -
სერგომ ძლივს გაიღიმა, ხელები მოხვია, მაგრამ მისი მზერა ისევ ცარიელი იყო. მარიამი მოშორდა და მაშინვე კობას მიუბრუნდა, თვალები გაუბრწყინდა.
- მამა! ნახეეე? - თითქმის ხტუნავდა ადგილზე.
- ვთქვი ხომ, სერგო მოიგებდა! - კობას სახე ოდნავ შერბილდა, რაც იშვიათი იყო, დაიხარა, მარიამს თმაზე ხელი გადაუსვა ნაზად.
- ჩემი ჭკვიანი გოგო… - ჩუმად თქვა,
მის ხმაში ისეთი სითბო გაჩნდა, რომელიც სხვებისთვის არასდროს ჰქონდა, მარიამს გაუღიმა, თავი მხარზე მიადო მამას, ის იყო მისი “პრინცესა” და ეს ყველასთვის აშკარა იყო..ამ დროს ნინო წინ გამოვიდა, ერთადერთმა მან დაინახა…რაღაც არასწორი.
- გილოცავ, სერგო… - უთხრა მშვიდად და ლოყაზე აკოცა, მის ხმაში სითბო ნაკლები იყო, უფრო ფორმალური.
- ირაკლისთან დაკავშირებით რა მოხდა? - იკითხა პირდაპირ, ოთახში ჰაერი დამძიმდა, სერგო გაჩუმდა,
თვალები ისევ დახარა, ნინოს მზერას არაფერი გამოჰპარვია, არც სერგოს ჩუმი რეაქცია, არც კობას დაძაბული ხელები..კობამ ნელა ამოისუნთქა და მტკიცედ თქვა:
- ირაკლიმ მიიღო აკრძალული ნივთიერება და დაისაჯა.
- რა მიიღო? - ბავშვურად ჩაეკითხა მარიამი, მის თვალებში უბრალო ცნობისმოყვარეობა იდგა, კობამ მაშინვე გაუღიმა რბილად.
- არაფერი, ჩემო პრინცესა… შენ ამას ვერ გაიგებ - ნინოს თვალები გამკაცრდა.
- ირაკლი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა.
- ფაქტი სახეზეა, რომ ჩაიდინა! - მკვახედ უპასუხა კობამ.
- ამ ფაქტების უკან შემთხვევით სხვა რამ ხომ არ იმალება?
- რას გულისხმობ?! - ხმას აუწია კობამ, ნინოს წარბიც არ შეუხრია.
- რატომ ბრაზობ? უბრალოდ კითხვა დავსვი. - კობა უკვე გაღიზიანებული იყო.
- წაიყვანე შენი და და სასტუმროში დაბრუნდით.
- ირაკლი სად არის? - არ ეშვებოდა ნინო.
- არ ვიცი! - მკაცრად თქვა კობამ.
- ჯანდაბაშიც წასულა! ჩემი სახელი ლაფში ამოსვარა! - ნინოს ხმა აღარ ამოუღია, მხოლოდ მარიამს მოჰკიდა ხელი, მარიამი ისევ მიბრუნდა, ჯერ სერგოს მოეხვია, კოცნით დაფარა.
- მიყვარხარ! - შემდეგ კობას მჭიდროდ ჩაეხუტა.
- შენც მიყვარხარ მამა… - და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდნენ,
დერეფანში მარიამი უკვე ჭირვეულობდა.
- ნინოო… ვერ გავიგე… ირაკლი სად წავიდა? რატომ არის მამა მასზე გაბრაზებული?
- არ ვიცი… - მოკლედ უპასუხა ნინომ,
მაგრამ აშკარა იყო არ სჯეროდა..
ტელეფონი ამოიღო, დარეკა, ერთხელ, ორჯერ..არავინ უპასუხა.. ვერც ირაკლის დაუკავშირდა.

- ძალიან დიდი სირცხვილია შენგან იმის თქმა, რომ ირაკლიმ ამოსვარა შენი სახელი ლაფში - ჩუმად თქვა სერგომ.
- როცა სინამდვილეში შენ გასვარე მისი… - კობა მიუახლოვდა უცებ და სილა გააწნა, ხმა მკვეთრად გაისმა.
- ახლა ან კაცურად მოიქცევი! - დაიღრიალა.
- და შენი ჩემპიონობით იამაყებ! -
ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- ან გახვალ და ყველას წინაშე იტყვი სიმართლეს! რომ ეს ყველაფერი ერთად დავგეგმეთ! იმიტომ რომ ოლიმპიადის მოგების სურვილმა გიბიძგა ამისკენ! და თავად დათანხმდი იმას, რომ მეგობარი გაგეწირა! - სერგო გაშეშდა, შემდეგ შეტრიალდა და კარისკენ წავიდა,
გასვლის წინ გაჩერდა, უკან არ მოუხედავს.
- სულმდაბალი ადამიანი ხარ… - თქვა ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ.
- შენ ჩემი სისუსტე გამოიყენე… -
ხმა დაეძაბა.
- იმდენად სასტიკი ხარ… რომ ამ საქმეში ყველაზე უცოდველი ადამიანიც კი ცოდვილად აქციე… -
კობას წარბი ოდნავ შეეკრა, თითქოს რაღაც გაიაზრა.
- ზედმეტს ნუ ლაპარაკობ… - მკაცრად უთხრა..სერგომ ამჯერად ოდნავ თავი მოაბრუნა, მის თვალებში ისეთი რამ იკითხებოდა, რასაც სიტყვები არ სჭირდებოდა, ტკივილი,
დანაშაული, შიში..
- გვიანია უკვე… - ჩუმად თქვა
და გავიდა, კარი ხმაურით დაიხურა..
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, კობა უძრავად იდგა..მერე ნელა მოისვა სახეზე ხელი და პირველად…მის მზერაში რაღაც წამით შეირხა..

იმავე ღამით…ხეცურიანების ოჯახი პარიზიდან თბილისში დაბრუნდა.
აეროპორტი ხალხით იყო სავსე.. ხმაური, ტაში, ყვირილი, დროშები..
- კობააა!
- სერგოოო!
- ჩემპიონებიი! - კამერები იღებდა,
ყველა ცდილობდა ახლოს მისვლას.
საქართველოში ძიუდო ყოველთვის განსაკუთრებული იყო და როცა ლეგენდა ბრუნდებოდა…ქვეყანა მას ზეიმით ხვდებოდა. კობა ხეცურიანი წინ იდგა, მკაცრი, ამაყი, როგორც ყოველთვის მის გვერდით - სერგო,
ახალი ჩემპიონი..ორივეს სახეზე ღიმილი ჰქონდა, ამაყი, დამაჯერებელი, მაგრამ ეს ღიმილი…
მხოლოდ გარედან იყო..მათ გვერდით ერთი ადამიანი აკლდათ,
ირაკლი თავართქილაძე, ოჯახის წევრი, არა სისხლით, მაგრამ მაინც ოჯახის წევრად ითვლებოდა..ბიჭი, რომელიც კობას მეგობარმა სიკვდილის წინ ჩააბარა. ბიჭი, რომელიც კობას სახლში გაიზარდა,
კობამ პირველივე დღიდან დაინახა მასში ის, რაც სხვებს არ ჰქონდათ.
პოტენციალი, ძალა..ირაკლი არ იყო უბრალოდ ძლიერი.ის იყო ფენომენალური..ტატამზე ის არ იბრძოდა, ის ქმნიდა! მოძრაობებს ისე აწყობდა, თითქოს ხატავდა.
თითოეული ნაბიჯი გათვლილი.
თითოეული ჩაჭიდება ზუსტი..მეტოქეები მასთან ბრძოლას ერიდებოდნენ, რადგან იცოდნენ
ის არ დაუტოვებდა მათ შანსს.. სისწრაფე, ძალა, ინსტინქტი..
ყველაფერი ერთში იყო შერწყმული.
და ყველაზე საშიში მისი სიმშვიდე იყო. სანამ სხვები ნერვიულობდნენ…
მან უკვე იცოდა, როგორ დასრულდებოდა ბრძოლა. სერგოც ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი, მაგრამ ირაკლის გვერდით…
ყოველთვის ჩრდილში რჩებოდა და კობას…რამდენჯერ უფიქრია ჩუმად
ნეტავ…ეს ბიჭი ჩემი შვილი ყოფილიყო..

ზეიმი გაგრძელდა ხეცურიანების სახლში, ხმაური, მუსიკა, სტუმრები.
მარიამი ყველგან დარბოდა, ხტუნავდა, იცინოდა..ყველას ეხვეოდა.ნამდვილი პატარა “პრინცესა”. ნინო გვერდით იდგა,
მშვიდად, ცივი მზერით..არც ეს ზეიმი ადარდებდა.არც ეს მოჩვენებითი სიხარული..მან იცოდა…ვინ უნდა მდგარიყო ამ სცენის ცენტრში და სწორედ ამ დროს…მოესმა უკნიდან
ხმები..არეული, მძიმე..სერგო
ნახევრად მთვრალი, ნახევრად გატეხილი, ხან იცინოდა ხმამაღლა
არაბუნებრივად, შემდეგ უცებ ჩუმდებოდა და თვალები ევსებოდა.
- მე ჩემპიონი ვარ! - ხმამაღლა თქვა და ხელი მაღლა ასწია.
- ხომ გინდოდა ეს?! - შემდეგ უცნაურად გაეცინა
- ხომ გინდოდა, მამა? - ისევ გაიმეორა.
- გეამაყა შენი შვილით! - კობა მაშინვე მიუახლოვდა, ხელი ჩაავლო
ძლიერად.
- რას აკეთებ?! - ჩუმად, მაგრამ მძიმედ უთხრა და ძალით შეათრია სახლში, კარი გაიხურა..ხმაური გარეთ დარჩა.
- რა დღეში ხარ?! - დაიღრიალა კობამ.
- რას გავხარ?! ვინ ჯანდაბა ხარ?! -
სერგომ სიცილი დაიწყო, შემდეგ უცებ გაჩერდა.
- შენი შვილი ვარ… შენი ჩემპიონი შვილი… - თვალებში ჩახედა.
- ხომ გინდოდა ეს? ჰა? ახლა ამაყი ხარ?!
- არა! - დაიღრიალა კობამ.
- შენით ვერასდროს ვიამაყებ! -
მიუახლოვდა, საყელოში სწვდა.
- იმიტომ რომ იდიოტი ხარ! -
შეაჯანჯღარა.
- ჩემპიონიც ჩემი წყალობით გახდი! რომ არა მე… - ხმამ კიდევ აიწია.
- ახლა ირაკლის გვერდით იზეიმებდი მის ჩემპიონობას! -
სერგოს თვალები აევსო.
- ასე სჯობდა… - ძლივს თქვა.
- ახლა მაინც არ შემაწუხებდა ეს სირცხვილი…
- ფუ შენს კაცობას! - ხელი ჰკრა კობამ და დივანზე მოისროლა,
სერგო გულაღმა დაეცა, სუნთქვა უჭირდა..კობა შეტრიალდა და…
გაიყინა. ნინო იდგა კართან უძრავად,
თვალები გაყინული ჰქონდა, კობა ნელა მიუახლოვდა..ნინო არ განძრეულა, მის წინ გაჩერდა, თითი დაუქნია.
- არ გაბედო… - ჩუმად თქვა.
- შენ აქ არ ყოფილხარ. არაფერი გაგიგია. გაიგე?!
- ასეც ვიცოდი… - თქვა ნინომ ცივად. - ყველა მზაკვრული გეგმის უკან შენ დგახარ…რა ადამიანი ხარ საერთოდ…
- მე ვიბრძვი ჩემი ოჯახის სახელისთვის! - დაიღრიალა კობამ.
- და როგორ იბრძვი? - პასუხი დაუბრუნა ნინომ.
- ადამიანებს ცხოვრებას უნგრევ…
პირველად არ გაგიკეთებია ეს -
კობას თვალები ჩაუმუქდა
- მოკეტე!!! - ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავაკეთებ! - ხმა დაიძაბა.
- ახლა ეს სერგოს გამო გავაკეთე… მაშინ კი… შენს გამო - ნინოს თვალები გაფართოვდა.
- მძულხარ… - თქვა ჩუმად.
- მეზიზღები, მამა - შეტრიალდა, კარი გააღო და გავიდა..ნინომ ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა.
- მიპასუხე, ირაკლი… - ჩუმად ამბობდა.
- გთხოვ, მიპასუხე… - ერთხელ,
ორჯერ, ათჯერ..ტელეფონი არ პასუხობდა.
- სად მივდივართ, გოგონა? - ჰკითხა მძღოლმა, ნინომ ფანჯარაში გაიხედა დაბნეულმა, გატეხილმა..
- ჯერ არ ვიცი… იარეთ… - თქვა ჩუმად.
მერე ისევ ტელეფონს დახედა.
- გთხოვ… მიპასუხე… - იმ დროს…
სრულიად სხვა ადგილას…ირაკლი დარბაზში იდგა მარტო..მუშტებს ურტყამდა ტომარას მთელი ძალით,
უსასრულოდ..მისი სხეული უკვე დაღლილი იყო, მაგრამ არ ჩერდებოდა, ტელეფონი გვერდით ეგდო, ეკრანი ანათებდა, ირაკლიმ შეხედა, მაგრამ არ უპასუხა და ისევ დაარტყა, უფრო ძლიერად.
თითქოს უნდოდა…ყველაფერი გაენადგურებინა რაც შიგნით ჰქონდა..

დარბაზი ისევ მძიმე დარტყმების ხმას იგერიებდა, თითოეული დარტყმა თითქოს კედლებსაც ეხეთქებოდა, ირაკლი ვეღარ გრძნობდა ხელებს, მუშტები დასიებული ჰქონდა, კანი გახეთქილი, მაგრამ არ ჩერდებოდა.
ტელეფონი ისევ ანათებდა. ეკრანზე ერთი და იგივე სახელი… - ნინო.. კიდევ ერთი დარტყმა. მერე კიდევ ერთი, ბოლოს გაჩერდა, მძიმედ სუნთქავდა, მხრებზე ოფლი ჩამოსდიოდა, ტელეფონს დახედა, რამდენი ზარი იყო, ვეღარ დათვალა.
ღრმად ჩაისუნთქა და უპასუხა.
- ნინო… - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა.
- რა გინდა… არ ვარ ახლა არაფრის განწყობაზე… გთხოვ, უჩემოდ იზეიმეთ… - მეორე მხარეს ხმა მაშინვე გაისმა, აღელვებული, დაძაბული.
- სად ხარ, ირაკლი? აუცილებლად უნდა ვისაუბროთ - ირაკლიმ შუბლი შეიჭმუხნა.
- ახლა არა, ნინო…
- მე ვიცი რაც მოხდა - სწრაფად უთხრა ნინომ.
- ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ… ეს ყველაფერი განზრახ მოგიწყვეს -
ირაკლი გაიყინა, მთელი სხეული დაეძაბა.
- რას ამბობ?.. - ჩუმად, მაგრამ მძიმედ თქვა, მის თვალებში რაღაც შეიცვალა.
- მითხარი სად ხარ… ყველაფერს აგიხსნი - ირაკლიმ რამდენიმე წამი ვერაფერი თქვა, თითქოს სიტყვებს ვერ პოულობდა.
- საბურთალოზე ვარ… “არენა ჯიმში”…
- დამელოდე, მოვდივარ - ზარი გაწყდა, ირაკლი ადგილზე იდგა უძრავად..მერე ნელა ჩამოჯდა სკამზე, ხელები მუხლებზე დაიდო,
თავი დახარა და აზრები ერთბაშად დაატყდა თავს.. “მოგიწყვეს…”სიტყვა არ შორდებოდა, თავიდან ეგონა გაუგებრობა იყო, უბედური შემთხვევა, შეცდომა..ფიქრობდა, რომ ყველაფერი გაირკვეოდა, რომ კობა დაეხმარებოდა, რომ სიმართლე გამოვიდოდა, მაგრამ ახლა…ვინ?ვინ შეძლებდა ამას?ვინ გააკეთებდა ასეთ რამეს?
ვინ გაწირა ასე? ან ისე როგორ რომ ვერაფერი შეემჩნია? - სუნთქვა დაუმძიმდა, ირაკლიმ მუშტები შეკრა..თუ ეს სიმართლე იყო…მაშინ…
მისი ცხოვრება არ ჩამოინგრა, მისი ცხოვრება დაანგრიეს..ირაკლიმ თავი ასწია, მზერა გაუმკაცრდა..

დარბაზის კარები მძიმედ გაიღო,
ცივი ჰაერი შემოვიდა, ირაკლი ელოდებოდა, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა, სახე გამკაცრებული, ნინო სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა, სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა..თვალებში შიში და სიმტკიცე ერთად ჩანდა..
რამდენიმე წამი…უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს.
- თქვი - პირველი ირაკლი ალაპარაკდა, ხმა მშვიდი იყო, ზედმეტად მშვიდი, ნინომ ღრმად ჩაისუნთქა, მიუახლოვდა.
- შენ ამას არ გააკეთებდი.
- ეს უკვე ვიცით - მკაცრად უთხრა ირაკლიმ.
- სხვა რა იცი? - ნინომ თვალებში შეხედა, პირდაპირ, უმოწყალოდ.
- ისიც ვიცი… რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა - განაგრძო ჩუმად, ირაკლი მიუახლოვდა.
- პირდაპირ მითხარი - ნინომ ერთი წამით დახუჭა თვალები და მერე თქვა:
- ეს მამაჩემმა გააკეთა! მამაჩემმა და ჩემმა ძმამ.. მათ გაგწირეს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent