მებაღე - თავი 25
წარმატებული ოპერაციიდან რამდენიმე დღიანი წოლითი რეჟიმის შემდეგ მილენა საბოლოოდ გაწერეს საავადმყოფოდან. ჯერ კიდევ სუსტად იყო, მაგრამ თავისივე დაჟინებით უკვე ფეხით გადაადგილდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა მკაცრად გააფრთხილეს - ზედმეტი დატვირთვა არ შეიძლებოდა და ეტლით უნდა ესარგებლა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. კლინიკის ეზოში შავი მანქანა ელოდათ. იოანე პალატის კართან იდგა, მშვიდი, მაგრამ აშკარად დაძაბული. მილენა ნელა მიუახლოვდა, ერთი წამით შეჩერდა და ცივად შეხედა. -მე შენთან ერთად არ წამოვალ.. და მითუმეტეს არ ვიცხოვრებ, -მიახალა პირდაპირ ზიზღიანი მზერით. იოანემ კარი გაუღო, თითქოს არც გაუგონია. -ახლა მარტო ყოფნა არ შეგიძლია. -ეგ შენ არ გეხება, -მკვეთრად უპასუხა მილენამ. -სადაც მინდა, იქ წავალ. ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზი სწორად შენ ხარ.. მამაჩემის სიკვდილის მიზეზიც შენ ხარ! შენი თავი ვინ გგონია, ღმერთი? მძულხარ. იოანემ თვალებში ჩახედა. -დამშვიდდი.. ვიცი.. ვიცი და არ გთხოვ მაპატიო.. უბრალოდ ახლა შენი დაცვაა საჭირო. ამიტომ, ახლა ვერა.. ჯერ ვერ წახვალ. ვერ გაგიშვებ, მაპატიე.. პაუზა. მილენა მიხვდა, რომ დაპირისპირება აქ არაფერს შეცვლიდა. კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და ჩუმად ჩაჯდა მანქანაში. მთელი გზა უსიამოვნო სიჩუმეში გაიარეს. *** იოანეს სახლი კვლავ ძველებურად დიდი და ცივი ჩანდა. კარები რომ გაიღო, შიგნით უკვე ხალხი ელოდათ. მილენა მაშინვე გაჩერდა. მის წინ სავარაუდოდ იოანეს მშობლები იდგნენ. ქალმა, რომელიც მკაცრი, დახვეწილი გარეგნობის იყო - ინტერესით შეავლო თვალი მილენას. მამაკაცი კი უფრო თბილად, მიმღებლურად აკვირდებოდა. იოანემ ხელი მსუბუქად მოხვია მილენას წელზე, რაც მან მაშინვე იგრძნო და შეკრთა. -გაიცანით, -თქვა მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ. -მილენა. ჩემი მეუღლე. სიჩუმე. მილენას თვალები წამში გამუქდა. მაშინვე მოშორდა და მისგან ერთი ნაბიჯით წინ გაიწია. -შენი მეუღლე არ ვარ, -მკვეთრად თქვა. -და არასდროს ვიქნები. ოთახში ჰაერი თითქოს გაიყინა. იოანეს დედამ წარბი ოდნავ ასწია, მამამ კი პირდაპირ იოანეს შეხედა - უხმო კითხვის ნიშნიანი მზერით. იოანემ მილენას გახედა, ხმას დაუწია: -ახლა ამის დრო არ არის. -ყოველთვის არის, -ცივად უპასუხა მილენამ. -ნუ გამოიყენებ ჩემს სახელს შენი სცენებისთვის. იოანეს ოდნავ ყბა დაეჭიმა. -შენ ახლა აქ დარჩები. -არაფერსაც არ დავრჩები, - თვალი გაღიზიანებულმა გაუსწორა მილენამ. -და მითუმეტეს, შენს ცოლობას არ ვითამაშებ. იოანეს დედამ ჩუმად ჩაილაპარაკა, -საინტერესოა… მილენამ მაშინვე მისკენ გაატრიალა თავი. -თქვენც იცოდეთ, -დაამატა ხმამაღლა. -მე ამ კაცთან არანაირი კავშირი არ მაქვს. პაუზა. იოანე რამდენიმე წამი უძრავად იდგა, მერე ნელა მიუახლოვდა მილენას და ძალიან დაბალი ხმით უთხრა: -რაც გინდა ის თქვი… მაგრამ აქ დარჩები. მილენამ ირონიულად ჩაიცინა. -ვნახოთ. და მის თვალებში ისეთი ცივი სიჯიუტე გაჩნდა, რომ იმ მომენტში უკვე ცხადი იყო - ეს ბრძოლა ახლა იწყებოდა. *** სახლში პირველი დღეები მძიმედ გადიოდა. იძულებითი თანაცხოვრება თითქოს უხილავ კედლად იდგა მათ შორის - ერთ სივრცეში იყვნენ, მაგრამ ერთმანეთისთვის სრულიად უცხოებად. მილენა თითქმის არ გამოდიოდა თავისი ოთახიდან, ნელა დადიოდა, ფრთხილად, მაგრამ უკვე დამოუკიდებლად. იოანე კი შორიდან აკვირდებოდა - ზრუნავდა, მაგრამ თავს ახლოს მისვლის უფლებას არ აძლევდა. რამდენიმე დღის შემდეგ იოანეს მშობლები კვლავ ესტუმრნენ. მისაღებში სიჩუმე იდგა, როცა მილენა ნელა ჩამოვიდა კიბეებიდან. მისი ნაბიჯები მშვიდი იყო, მაგრამ მზერა - ცივი და პირდაპირი. იოანეს დედამ მაშინვე შეათვალიერა, თავიდან ფეხებამდე, თითქოს აფასებდა. -ასე სუსტად გამოიყურები… -თქვა მშვიდად, მაგრამ აშკარა ირონიით. -უცნაურია, ასეთი ადამიანი როგორ აღმოჩნდა ჩემს შვილთან. -ხელი შეუმჩნევლად თითქოს დაცინვით ააყოლა, მაგრამ მილენას არც ეს გამოპარვია. არც გაიღიმა, არც ნაკვთი შეუტოკებია. -ალბათ ისევე, როგორც თქვენ აღმოჩნდით თქვენს ქმრთან, ქალბატონო სესილია. -გაეპასუხა მშვიდად, თვალები ნიშნისმოგებით აზიდა მაღლა. სიჩუმე. იოანეს მამამ წარბი ოდნავ შეკრა. -ჩვენს ოჯახში წესრიგი და პატივისცემა მნიშვნელოვანია, -თქვა დაბალი ტონით. მილენამ პირდაპირ შეხედა. -თუ ეს არის თქვენთვის წესრიგი და პატივისცემა… მაშინ გასაგებია, რატომ ხდება მკვლელობები. ოთახი თითქოს დაძაბულობისგან გაიყინა. იოანე მაშინვე გამოჩნდა და ჩაერია: -საკმარისია. მილენა მისკენ ნელა შებრუნდა. -შენ უკვე აირჩიე მხარე… იმ დღეს. რა გასაკვირია მე არ გამამართლებ ხოლმე.. იოანეს სახე დაეჭიმა, მაგრამ აღარ უპასუხა. *** ამის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო დაიძაბა. მილენა აღარ ერიდებოდა. აღარ იყო ჩუმი. მისი პასუხები მშვიდი იყო, მაგრამ პირდაპირი და მჭრელი. იოანეს დედა კი ყოველ ჯერზე მოსვლისას ცდილობდა მისი „ადგილის ჩვენებას“, თუმცა ხედავდა - ეს გოგო აღარ იმართებოდა. ერთ საღამოს მილენა მარტო იჯდა ბაღში. ხელში პატარა მაკრატელი ეჭირა და მშრალ ფოთლებს აჭრიდა. მისი მოძრაობები ნელი, კონტროლირებული იყო. სახლში ერთ-ერთი მოსამსახურე ფანჯრიდან აკვირდებოდა. მილენამ ეს შენიშნა. თავი არც აუწევია, უბრალოდ ჩაილაპარაკა ძალიან ჩუმად: -უყურე… კარგად დაიმახსოვრე. მერე ოდნავ ირონიულად გაიღიმა. *** იმავე ღამეს იოანე მის ოთახთან გაჩერდა. კარზე დააკაკუნა. -მილენა… სიჩუმე. -უნდა ვილაპარაკოთ. რამდენიმე წამში კარი გაიღო. მილენა კართან იდგა, მშვიდი, მაგრამ თვალებში აშკარა დაღლა ედგა. -რა გინდა? იოანემ ღრმად ჩაისუნთქა. -შენ ფიქრობ, რომ ყველაფერი იცი… -საკმარისი ვიცი, -გააწყვეტინა მილენამ. პაუზა. იოანემ ნელა თქვა: -არა, არ იცი. და სწორედ ეგ არის პრობლემა. მილენამ თვალები დააწვრილა. -კიდევ რა უნდა გავიგო? რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა? რომ სინამდვილეში კარგი ადამიანი ხარ? ფრთიანი ანგელოზი ხარ არა? იოანე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. -ჩვენ ორივე გამოგვიყენეს. სიჩუმე. მილენას სახეზე პირველად რაღაც შეიცვალა - არა რწმენა, არამედ ეჭვი. მაგრამ მალევე ისევ გამყარდა. -გვიანია, ყველაფერი გვიანია. -თქვა მოკლედ. და კარი ნელა მიუხურა. იოანე გარეთ დარჩა. შიგნიდან მილენა ზურგით მიეყრდნო კარს, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამით ჩუმად დაყო. მისი გონება უკვე აღარ იყო უბრალოდ შურისძიებაზე ორიენტირებული. ახლა კითხვა გაჩნდა. და ეს ბევრად უფრო საშიში იყო. *** რამდენიმე კვირაში მილენა ფიზიკურად თითქმის სრულად გამოკეთდა. სიარულს უკვე თავისუფლად ახერხებდა, ტკივილიც იშვიათად ახსენებდა თავს. მაგრამ ერთადერთი რამ არ შეცვლილა - სახლიდან ვერ გადიოდა. თავიდან ეგონა ყველაფერი უბრალოდ მისი მდგომარეობაზე ზრუნვა იყო. მერე დარწმუნდა რომ ჩაკეტილი იყო. კარებთან რამდენიმე დაცვა გამუდმებით მონაცვლეობდა. ჭიშკარი ყოველთვის დაკეტილი იყო. გარეთ გასვლის თხოვნაზე კი მხოლოდ ერთი პასუხი ესმოდა: „ნებართვის გარეშე ვერსად გახვალთ.“ იმ საღამოს ბაღში მარტო იდგა. მზის ჩასვლა იყო, ირგვლივ სუფთა ჰაერი მოძრაობდა. ჩუმად გაიხედა გალავნისკენ - მაღალი, მაგრამ არა მიუღწეველი იყო. რამდენიმე წამი ასე აკვირდებოდა. მერე თითქოს რაღაც გადაწყვიტა. ფრთხილად, ყურადღების მიქცევის გარეშე მიუახლოვდა კედელს. არც ისე შორს, იქვე ძველი ხის სკამი შენიშნა - ფრთხილად მოიტანა და კედელს მიაჩოჩა, ზედ შემოდგა და ხელებით ზემოთ აიწია. მისი სხეული ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ძლიერი, მაგრამ მისი სიჯიუტე ყველაფერს ფარავდა. უკვე თითქმის ამძვრალი იყო, როცა უკან ძახილი გაისმა: -რას აკეთებთ? მილენამ ყურადღება არ მიაქცია. კედელს უფრო მძლავრად ჩაეჭიდა და საბოლოოდ გადაძრომას გამალებით შეეცადა. მცველმა სწრაფად მიირბინა, ხელი მაშინვე ძლიერად ჩაავლო ფეხში და ქვემოთ მოქაჩა. მილენა მიწაზე დაეცა. -გამიშვი! -მაშინვე დაუყვირა და ფეხზე წამოხტა, ახლა უფრო სწრაფად შეეცადა კედელზე აძრომას, რომ მცველმა მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი. -ვერ წახვალთ. მილენა გამწარებული დაეჯაჯგურა. -გამიშვით, რა უფლებით მაკავებთ?! -ხმამაღლა ყვიროდა. -ტერორისტები ხართ?! მცველმა უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი. -დამშვიდდით. -ხელი გამიშვი! -იკივლა მილენამ და ხელის კვრით მისი მოცილება სცადა, კვლავ გაქცევას ცდილობდა. მოულოდნელად მცველმა მოთმინება დაკარგა და ხელი პირდაპირ სახეში გაარტყა. ხმა მკვეთრად გაისმა. მილენა წამით გაშეშდა, მერე თავი გვერდზე გადაუვარდა. თვალებში ცრემლები მაშინვე მოაწვა, მაგრამ უფრო შოკისგან, ვიდრე ტკივილისგან. სიჩუმე. მხოლოდ დაძაბული სუნთქვა. -არ გაბედო კიდევ ერთხელ… -ჩუმად თქვა მცველმა, მაგრამ ხმა უკვე აგრესიული ჰქონდა, ხელით მხარზე მჭიდროდ უჭერდა. -შენ… -მილენამ ნელა ასწია თავი, თვალებში სიბრაზე აენთო. -იცი მაინც ვის ეხები?! ამ დროს შორიდან ნაბიჯების ხმა გაისმა. -ხელი გაუშვი! იოანეს ხმა მკვეთრად გაისმა. რამდენიმე წამში უკვე მათთან იყო. თვალებში ისეთი აგრესია ედგა, რომ მცველი მაშინვე დაიზაფრა და მილენას ხელი შეუშვა. -ირაკლი, რას აკეთებდი? -მკაცრად ჰკითხა კაცს იოანემ. მცველმა დაბნეულად უპასუხა: -გარბოდა… იოანემ სიტყვაც არ დაასრულებინა - წამის მეასედში მუშტი პირდაპირ სახეში უთავაზა. მცველი დარტყმის ინერციით უკან გადაიხარა და შებარბაცდა. -მე მისი დაცვა დაგავალე და არა ხელით შეხება! -დაუყვირა. მილენა გვერდით იდგა, სუნთქვა აჩქარებოდა, ლოყა ოდნავ გაწითლებული ჰქონდა. ცივი თვალებით ადევნებდა თვალს ყველაფერს - არც შიში, არც კმაყოფილება. მხოლოდ სიძულვილი. იოანე მისკენ შებრუნდა და მწვანე სფეროებში ყურადღებით მიაჩერდა. -კარგად ხარ? მილენამ ირონიულად ჩაიცინა. -მშვენივრად, -თქვა ნელა. -შენს ციხეში ვცხოვრობ, მცველები მცემენ… რა უნდა მაწუხებდეს? იოანეს ყბა დაეჭიმა. -არ უნდა გეცადა გაქცევა. -და უბრალოდ უნდა დავრჩენილიყავი არა? -თვალებში განერვიულებულმა შეხედა მილენამ. -აქ, ტყვეობაში.. პაუზა. იოანემ ჩუმად თქვა: -ტყვე არ ხარ, საფრთხეში ხარ.. ეს შენთვის კეთდება. მილენას გულგრილად გაეცინა. -შენ შენთვის აკეთებ ყველაფერს, იოანე… და არა ჩემთვის. შენ თავზე ხარ შეყვარებული.. მეც შენი უსულო სათამაშო გგონივარ.. მაგრამ ასე არ არის. სიჩუმე ჩამოვარდა. მილენა მყისვე შებრუნდა და სახლისკენ წავიდა. იოანე წუთით ადგილზე გაშეშდა, მუშტები შეკრული ჰქონდა. იმ წამს პირველად მიხვდა - ის რაც მისი დაცვა ეგონა, უკვე ციხედ იქცა. და მილენა აღარ აპირებდა ამ ციხეში მშვიდად ყოფნას. *** იმ დღის შემდეგ გოგონა მოულოდნელად შეიცვალა. არ იყო ხმაური, არ იყო ყვირილი, არც გაქცევის მცდელობა. პირიქით საგრძნობლად მშვიდდებოდა. დილით ჩვეულებრივ ჩამოდიოდა, ჭამდა კიდეც იოანესთან ერთად, მოკლე პასუხებს უბრუნებდა კითხვებზე, ზოგჯერ მსუბუქადაც კი უღიმოდა. მცველებს აღარ უპირისპირდებოდა. ბაღშიც მშვიდად დადიოდა, თითქოს ყველაფერი მიიღო. იოანე თავიდან ეჭვით აკვირდებოდა. -ასე უცებ შეიცვალე? -ჰკითხა ერთ საღამოს. მილენამ მხრები ოდნავ აიჩეჩა. -რამდენ ხანს უნდა მეჩხუბა? დავიღალე. იოანე თვალებში ჩააჩერდა, მაგრამ იქ ძველებური სიბრაზე აღარ ჩანდა. მხოლოდ სიმშვიდე. და ეს სიმშვიდე უფრო საეჭვო იყო, ვიდრე ყველაფერი, რაც მანამდე. *** მილენა მას ნელ-ნელა უახლოვდებოდა. ერთ საღამოს ბაღში ერთად ისხდნენ. სიჩუმე იყო, მხოლოდ ქარი ფოთლებს არხევდა. -ადრე როგორი იყავი? -ჰკითხა მოულოდნელად. იოანემ გაკვირვებით შეხედა. -რას გულისხმობ? -სანამ ყველაფერი მოხდებოდა… სანამ… -წინადადება არ დაასრულა. იოანემ მზერა აარიდა. -სხვა ვიყავი. -ცუდი თუ კარგი? -მშვიდად ჰკითხა მილენამ. -იოანეს ოდნავ გაეღიმა. -ალბათ სადღაც შუაში. მილენამ თავი ოდნავ დახარა. -და ახლა? პაუზა. -ახლა.. გვიანია.. -თქვა იოანემ. მილენამ არაფერი უპასუხა. უბრალოდ გვერდიდან შეხედა - ისე, რომ კაცმა ვერ შეამჩნია, როგორი ცივი იყო ეს მზერა სინამდვილეში. *** იმავე ღამეს მილენა თავის ოთახში იჯდა. ლეპტოპი გახსნა. ეკრანზე რამდენიმე ფაილი იყო - აუდიო ჩანაწერები, ნომრები, სახელები. ის, რასაც ნელ-ნელა მონდომებით აგროვებდა. იოანეს ტელეფონიდან, მისი საუბრებიდან, სახლში მოსული ხალხისგან, შემთხვევით მოსმენილი ფრაზებიდან. პაზლი იკვრებოდა. -ნელა… -ჩაიჩურჩულა. მერე ერთ-ერთ ფაილს შეეხო. იოანეს ხმა გაისმა. მილენას ტუჩზე მსუბუქი ღიმილი გაუკრთა. *** რამდენიმე დღის შემდეგ იოანემ პირველად მოადუნა სიფრთხილე. სახლში დაცვა ოდნავ შეამსუბუქა. მილენა სახლში თავისუფლად გადაადგილდებოდა. ტელეფონიც დაუბრუნა - თითქოს ნდობა აღდგა. -ხედავ? -უთხრა ერთ დილას. -არაფერს გიზღუდავ. მილენამ მშვიდად დაუქნია თავი. -ჰო, ვიცი.. *** იმავე საღამოს, თავის ოთახში, ტელეფონზე მესიჯი გააგზავნა უცნობ ნომერზე. მხოლოდ ერთი წინადადება: „მალე მზად იქნება.“ რამდენიმე წამში პასუხიც მოვიდა: „ვიცი. ველოდები.“ მილენამ ეკრანს დახედა. თვალებში ის სიმშვიდე აღარ იყო. იქ უკვე რაღაც სხვა იყო. გათვლა. *** რამდენიმე დღეში იოანე ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო, როცა დათომ დაურეკა. ხმა დაძაბული ჰქონდა. -პრობლემა გვაქვს. იოანე მაშინვე დაიძაბა. -რა მოხდა? -რაღაც გავიდა გარეთ… -თქვა დათომ. -ინფორმაცია.. შენი. პაუზა. იოანეს თვალები გამუქდა. -შეუძლებელია. -არის. სიჩუმე. -და ყველაზე ცუდი… -დაამატა დათომ ნელა, -ეს შიგნიდან გავიდა. იოანე გაჩუმდა. მერე ძალიან ნელა წარმოთქვა: -მილენა… *** საღამოს სახლში დაბრუნდა. მილენა მისაღებში იჯდა, მშვიდად, ხელში წიგნი ეჭირა. თავი ასწია და შეხედა. -მალე მოხვედი. იოანე რამდენიმე წამი უყურებდა. ახლა პირველად იგრძნო. არა ბრაზი. არა სიძულვილი. შიში. -რა გააკეთე? -ჰკითხა დაბალი ხმით. მილენამ წიგნი დახურა. -რას გულისხმობ? იოანე მიუახლოვდა. -თამაშობ? მილენას ტუჩზე მსუბუქი ღიმილი გაჩნდა. -შენ ხომ თავად დამიწყე.. სიჩუმე. -მილენა… -ხმა უფრო მკაცრი გაუხდა. -გვიანია, -გააწყვეტინა გოგომ მშვიდად. -უკვე დაიწყო. იოანე გაშეშდა. -რას გულისხმობ? მილენა წამოდგა, ნელა მიუახლოვდა. -რაც შენ დამინგრიე… -ჩუმად თქვა. -ახლა შენც იგრძნობ. და პირდაპირ თვალებში შეხედა. იმ წამს იოანემ ზუსტად გაიგო - ეს აღარ იყო ის გოგო, რომელსაც ოდესღაც მართავდა. ეს ვიღაც სხვა იყო. და თამაშიც უკვე მის ხელში აღარ იყო. *** ერთ დღესაც მოსაღამოვებული იყო. სახლში სიჩუმე იდგა, მხოლოდ დერეფნიდან მოპარული სუსტი სინათლე აღწევდა ოთახში. მილენა ფანჯარასთან მიყრდნობილი იდგა, ტელეფონი ხელში ეჭირა და თითქოს ჩვეულებრივად ვიღაცას ელაპარაკებოდა. იოანე შემოსასვლელში გაჩერდა. პირველ წამს უბრალოდ აკვირდებოდა. მილენას ხმა დაბალი იყო, მშვიდი, ოდნავ მომღიმარი ტონით. -არა, დღეს ვერ… დაკავებული ვარ… -მცირე პაუზა. -მერე გეტყვი. მილენამ მზერა ოდნავ მოატრიალა და იოანე შენიშნა. მაგრამ საუბარი არ შეწყვიტა. -ხვალ შეიძლება… თუ მარტო ვიქნები. და გათიშა. სიჩუმე. იოანე ერთი ნაბიჯით შევიდა. -ვის ელაპარაკებოდი? მილენა მშვიდად შემობრუნდა. -შენ რა მისმენდი? -ჰო, კარგად მესმის, -ხმაში უკვე დაჭიმულობა ეტყობოდა. -ვისთან ლაპარაკობდი? მილენამ ტელეფონი მაგიდაზე დადო. -შენ რაში გჭირდება ამის ცოდნა? იოანე უფრო ახლოს მივიდა. -ეს ჩემი სახლია. მილენამ ირონიულად ჩაიღიმა. -და ეს რას ნიშნავს? რომ მეც შენი ნივთი უნდა ვიყო? პაუზა. იოანეს სახე დაეძაბა. -მილენა, ნუ მეთამაშები. გოგონამ თვალებში უდარდელად ჩახედა. -მე არ ვთამაშობ. მერე ანთებულ ტელეფონს ისევ დახედა, შეტყობინება შეამოწმა და ოდნავ გაიღიმა. ეს ღიმილი საკმარისი იყო. იოანე უფრო დაიძაბა. -ვინ არის ეგ ტიპი? მილენა მხრები აიჩეჩა. -ჰმმმ... -ამოიზმუვლა მშვიდად. -საინტერესოა, რომ მაშინვე კაცზე ფიქრობ. იოანე მიუახლოვდა, ხმას დაუდაბლა. -არ მომატყუო. მილენამ პირდაპირ შეხედა. -შენ რას აკეთებდი მაშინ, როცა საწოლში ერთ ადგილზე ტკივილისგან მოხრილი ვიწექი და ვერ ვინძრეოდი? მცველებს რომ მიჩენ ზედამხედველებად და აქ მკეტავ, მაშინ რას აკეთებ ხოლმე? მთელი დღე სად იყავი? სიჩუმე. იოანემ პასუხი ვერ გასცა. გოგონამ ერთი ნაბიჯით გვერდზე გაიწია და ფანჯარას გახედა. -სხვათა შორის… ის ბევრად უფრო მეგობრული და სანდომიანია, ვიდრე შენ. არადა რეალურად არც ვიცნობ, ჯერ მხოლოდ ვწერ.. ეს უკვე საკმარისი იყო. იოანე მკვეთრად შებრუნდა მისკენ. -რა თქვი? მილენამ მშვიდად გააგრძელა: -არ მანერვიულებს. არ მტანჯავს. არ მბრძანებლობს. არ აღმიქვამს ისე უნდოდ თითქოს სულ რაღაცას ვუმალავ. არაფერს მიშავებს.. ოჯახის წევრს არ მიკლავს.. იოანე ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. -შეწყვიტე. მილენამ თავი ოდნავ დახარა, თითქოს ფიქრობდა. -რატომ? იოანეს ხმა გაუქრა დაძაბულობისგან. -იმიტომ, რომ არ გჭირდება სხვა. მილენამ კარგა ხნის მანძილზე პირველად გაუსწორა თვალი, ცივად. -და შენ რა გჭირდება, იოანე? რას მთხოვ? პაუზა. კაცი გაჩუმდა. მილენამ ნელა დაამატა: -მთელი ეს დრო თავისუფლება რომ მქონოდა, ხომ დიდი ხანია რაც შენგან წასული ვიქნებოდი. ეს ფრაზა ოთახში გაჩერდა და თითქოს კედლები აავსო. იოანე გაშეშდა. მის თვალებში პირველად აშკარად გაჩნდა ის, რაც ცდილობდა არ ეღიარა - ეჭვიანობა, შიში, დანაკარგის განცდა. -ვინ არის? -ისევ გაიმეორა, უკვე დაბალი, უფრო ხმა დაკარგული ტონით. მილენამ ოდნავ გაიღიმა. -რატომ გაინტერესებს? იოანე მიუახლოვდა, ძალიან მჭიდროდ. -იმიტომ, რომ არ მინდა ვინმემ ჩემი სახლიდან წაგიყვანოს.. თორემ ორივეს დაგხოცავთ.. სიჩუმე. მილენამ უკან არ დაიხია. არც რეაქცია გამოუხატავს, უბრალოდ მშვიდად შეხედა. და სწორედ იმ წამს იოანე დარწმუნდა - ეს სიმშვიდე არ ჰგავდა დანებებას. ეს გეგმას ჰგავდა. უცებ გოგოს კიდევ უფრო მიუახლოვდა, მაჯაში ხელი ძლიერად ჩაავლო და თავისკენ მოქაჩა, თვალებში შეშლილი, დაძაბული მზერით მიაჩერდა. -ჩემს სახლში სხვასთან საუბრის უფლება არ გაქვს. მილენამ სახე ოდნავ აწია და ხმამაღლა გაიცინა, თითქოს ეს ყველაფერი ზედმეტად აბსურდულად ეჩვენებოდა. -და რატომ? -იმიტომ რომ ჩემი ცოლი ხარ. ამასთან შეგუება მოგიწევს. -იოანეს ხმა ცივი და მტკიცე იყო. მილენა თვალებში პირდაპირ მიაჩერდა, ცინიკური ღიმილით. -რა სისულელეა… უკვე მერამდენედ გითხარი, არასდროს გამოგყვები ცოლად, იოანე… რა საცოდავი ხარ… როგორ მაძალებ ამას, როცა იცი, რომ ვერასდროს შეგიყვარებ ისე როგორ შენ გიყვარვარ.. ამ სიტყვებზე იოანეს თვალებში ჯერ ცინიზმი გაკრთა, მერე სიბნელე. ბრაზმა მალევე მოიცვა. მკლავზე უხეშად დაქაჩა და სხეულზე აიკრო. -ვინ არის საცოდავი? მილენამ უკან არ დაიხია, არც შიში ეტყობოდა სახეზე, მხოლოდ ჯიუტი გულგრილობა და სიძულვილი. იოანემ ხელი ყბაზე მოუჭირა, თავი ოდნავ ააწევინა და მის ტუჩებთან ძალიან ახლოს დაიჩურჩულა, სუნთქვა აერია. -გამიმეორე… მილენამ პასუხის თქმაც ვერ მოასწრო, რომ მისი სიტყვები იოანეს უხეშ კოცნაში ჩაიძირა. -გამიშვი… გეყოფა… -მის მოშორებას ცდილობდა, ხელებით მხრებზე ექაჩებოდა, მაგრამ თავს ვერ ითავისუფლებდა. მისმა ტუჩებმა უკვე მილენას კისერთან გადაინაცვლა. მტკივნეულ, მოუთმენელ შეხებას გრძნობდა. -მინდიხარ… გოგო ძლიერად შეეწინააღმდეგა. -მე არა! რამდენიმე წამი ასე გაგრძელდა. დაძაბული, სუნთქვა არეული სხეულები, წინააღმდეგობა, სიახლოვე.. გოგომ მოულოდნელობისგან ამოიკვნესა როცა იოანემ ხელით მაისურის ქვეშ მისი მკერდი იპოვა და მოუჭირა. მთელი არსებული ძალა მოიკრიბა და ისე ჰკრა ორივე ხელი. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. სუნთქვა აჩქარებულს, თვალებში ბრაზი უგიზგიზებდა. -კიდევ ერთხელ თუ შემეხები ჩემი ნებართვის გარეშე… -ჩუმად, მაგრამ მკვეთრად გამოსცრა კბილებს შორის, -ინანებ, იოანე. სიჩუმე ჩამოვარდა. იოანე რამდენიმე წამი უძრავად იდგა, ნელა გადადგა ნაბიჯი უკან. თითქოს გააცნობიერა, რამდენად შორს შეტოპა. პაუზა. -მაპატიე, არ მინდოდა ასე.. -წინადადება ვერ დაასრულა, ხელები დამნაშავედ აზიდა ჰაერში და იქაურობას გაეცალა. ** იმ ღამეს იოანემ ძილი ვერ შეძლო. მისაღებში იჯდა, ტელეფონი ხელში ეჭირა, მაგრამ არაფერს აკეთებდა. თვალებში დაძაბულობა და ფიქრი ერია. რამდენიმე წუთში დათოს დაურეკა. -უნდა შევხვდეთ. -ახლა? -გაისმა შეცბუნებული ხმა. -ახლა. *** მილენა თავის ოთახში საწოლზე იჯდა, ტელეფონი ხელში ეჭირა. ეკრანი განათდა. უცნობი ნომერი. მილენამ რამდენიმე წამი უყურა, მერე უპასუხა. -ჰო. მეორე მხარეს დაბალი ხმა გაისმა: -ყველაფერი მზადაა. მილენას ტუჩზე ძალიან სუსტი, მაგრამ ცივი ღიმილი გაჩნდა. -მაშინ დავიწყოთ. და გათიშა. ფანჯარასთან მივიდა, გარეთ სიბნელეს გახედა. ამჯერად აღარ იყო დაბნეული. აღარ იყო მსხვერპლი. ის უკვე თამაშში იყო. და ამ თამაშში აღარავინ იცოდა, ვინ მოიგებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


