ჩემპიონი (ნაწილი 2-3)
ირაკლი გაშეშდა - რას ამბობ ნინო? - ძლივს ამოილაპარაკა, სუნთქვა დაეძაბა. - არ მესმის.. რას ლაპარაკობ… - გავიგონე! მათი საუბარი გავიგონე! - გააწყვეტინა ნინომ..ირაკლიმ ნელა გადადგა ნაბიჯი უკან, თავი ოდნავ დახარა. - შენც ხომ ხედავ…როგორ დაემთხვა ყველაფერი..ტესტი, დისკვალიფიკაცია და მერე სერგო ტატამზე.. - ირაკლიმ თვალები დახუჭა, სურათები ერთმანეთში აირია..კობა, მისი სიტყვები, მისი მზერა, სერგო, მისი დუმილი.. ყველაფერი ერთ ხაზზე დალაგდა, ირაკლიმ ნელა გაახილა თვალები და ამჯერად…სრულიად სხვა მზერა ჰქონდა. - შენს გვერდით იყვნენ და ზურგში დანა გაგიყარეს ირაკლი.. მამაჩემმა გაგწირა! - ნინო ცეცხლზე ნავთს უსხამდა, ირაკლი შეტრიალდა, ზურგი აქცია. ხელი თმებში შეიყო, მუშტები შეკრა, ისე, რომ თითები გაუთეთრდა.. - ჩემი ხელით ვაზღვევინებ!! - თვალები ჩაუწითლდა, ქარბორვალასავით დატრიალდა, მის თვალებში ცეცხლი ენთო. ნინომ ხელი ჩასჭიდა მკლავში, შეაჩერა - სისულელეს ნუ ჩაიდენ! ახლა ვეღარაფერს შეცვლი! მამაჩემმა გაგწირა, მაგრამ ცივი გონებით იმოქმედე! არ გინდა გაანადგურო? არ გინდა შენც ისეთივე უძლურაფ აქციო როგორც ეს შენ თავად გაგიკეთა? გავერთიანდეთ! მე დაგეხმარები, შენ კი მე დამეხმარე სატანა მამაჩემი გავსრისოთ! - მთელი სიძულვილით საუბრობდა ნინო, დარბაზში სიჩუმე იდგა და ამ სიჩუმეში…დაიბადა რაღაც ახალი - შურისძიება, ზიზღი, უსამართლობის შეგრძნება.. - მითხარი, ჩემთან ერთად იმოქმედებ? - ნინომ ხელი გაუწოდა - რა უნდა გავაკეთო, რა შემიძლია? - პირველ რიგში უნდა მოითმინო! მაშინ…ირაკლის ვერ წარმოედგინა, რომ ნინოს სიტყვები - “უნდა მოითმინო” - ათ წელს უდრიდა. მას მაშინვე უნდოდა ყველაფერი, სიმართლის დაბრუნება, სახელის აღდგენა, იმის დამტკიცება, რომ არ იყო დამნაშავე, მაგრამ რეალობა სხვა იყო..კობა ხეცურიანი… არ იყო უბრალო ადამიანი, ის იყო სისტემა, სახელი, ძალა.. მთავრობასთან დაახლოებული პირი და ასეთი ადამიანის დამარცხება… ერთ დღეში არ ხდება..ამიტომაც დასჭირდა ამ ყველაფერს დრო, ძალიან დიდი დრო..ირაკლიმ თავისი “სასჯელი” ბოლომდე მოიხადა - ათი წელი.. ათი წელი ტატამის გარეშე, ათი წელი, სადაც ყოველი დღე ერთნაირად მძიმე იყო. ის აღარ იდგა ტატამზე, როგორც მებრძოლი…მაგრამ გვერდიდან არ მოშორებია სხვა მებრძოლებს, ის სხვებს აძლევდა იმას, რაც თვითონ დაკარგა, წვრთნიდა, ასწავლიდა, აყალიბებდა.. თავიდან უჭირდა, ძალიან უჭირდა უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხთან, უცხო ენა..მაგრამ ყველაზე მძიმე…ეს არ იყო, ყველაზე მძიმე იყო იმის გააზრება… რომ ადამიანებმა, რომლებიც მისთვის მამასავით და ძმასავით იყვნენ…გაწირეს..ეს ტკივილი არ ქრებოდა, არ სუსტდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა…იცვლებოდა, ტკივილი გადაიქცა ძალად, სიმშვიდე - სიმკაცრედ და ირაკლი…სხვა ადამიანი გახდა..ის აღარ იყო ის ბიჭი, რომელიც ტატამზე “ხატავდა”. ის გახდა ადამიანი, რომელიც… ანგრევდა..საუდის არაბეთში მოღვაწე მწვრთნელი, მრისხანე, მომთხოვნი, უშეცდომო..მის მოსწავლეებს უყვარდათ, მაგრამ ასევე ეშინოდათ, რადგან ის მათგან ითხოვდა იმას, რაც თავად დაკარგა - სრულყოფილებას! და ასეთი ირაკლის შექმნაში მას ნინო და გიორგი დაეხმარნენ.. ორივე იმავე ადამიანის მსხვერპლი იყო, სამივე განსხვავებული გზით გატეხილი, მაგრამ ერთი მიზნით გაერთიანებული - კობა ხეცურიანი, მათი წარსული, მათი ტკივილი, მათი სიძულვილი! ირაკლი მოთმინებით ელოდა წლები, ჩუმად, უთქმელად, არ ჩქარობდა, რადგან იცოდა როცა დაბრუნდებოდა… უკვე მზად იქნებოდა და ის დღე ნელ-ნელა ახლოვდებოდა..ათი წელი…მხოლოდ დრო არ იყო, ეს იყო გარდაქმნა, ირაკლი თავართქილაძეს ვეღარავინ იცნობდა..ადრე მის სახეში სიმშვიდე იყო, სითბო, თვალებში სინათლე, ახლა კი…მისი გამოხედვა მძიმე გახდა, ღრმა, მკვეთრი. მისი თვალები აღარ ანათებდა ისე, ახლა ისინი აკვირდებოდნენ, აანალიზებდნენ, თითქოს მუდმივად მზად იყვნენ…საფრთხისთვის. მის სახეზე მკვეთრი ნაკვთები უფრო გამოიკვეთა, ყბა დაჭიმული უჩვეულოდ მკაცრი გაუხდა, წვერი ჰქონდა გაზრდილი, სუფთად მოვლილი, მაგრამ უხეში იერი შემატებული.თმა…ადრე მოკლე და სპორტული ჰქონდა, ახლა უკან ჰქონდა შეკრული, გრძელი, ოდნავ უწესრიგო, მაგრამ თითქოს შეგნებულად, როგორც ადამიანი, რომელსაც აღარ აინტერესებს წესები, მისი სხეული კიდევ უფრო დაკუნთულკ გახდა, დაძაბული, დამუშავებული..ყოველი კუნთი თითქოს გამოკვეთილი იყო, არა უბრალოდ ვარჯიშით…არამედ წლების სიმძიმით, ტკივილით, ბრძოლით. ყველაფერი მასში ახლა ერთ რამეს ამბობდა:ის აღარ იყო ის ბიჭი…რომელიც ტატამზე ოცნებებით იდგა, ის იყო კაცი, რომელსაც ყველაფერი წაართვეს და რომელიც ახლა…არავის არაფერს პატიობდა და ყველაზე საშიში…ის იყო, რომ ეს ცვლილება…მას მოუხდა! ათი წლის შემდეგ… ხეცურიანების სახელი ისევ ხმაურობდა, კობა ხეცურიანი აღარ იყო მხოლოდ მწვრთნელი, ის იყო ბრენდი, მის სახელს ატარებდა რამდენიმე პრესტიჟული - ვაკეში, ვერაზე, მთაწმინდაზე, დახვეწილი ინტერიერით, მკაცრი სტილით, ზუსტად ისეთი, როგორიც თავად კობა იყო. დღისით - ტატამი, ღამით - ბიზნესი და ორივეგან…ის ისევ პირველი იყო. - კარგი, შევთანხმდით, დიზაინერები რამდენიმე დღით ადრე გამოგზავნეთ… - მარიამის ხმა მკაფიოდ ისმოდა, მისი ტონი არ ითხოვდა, ბრძანებდა..ფანჯარასთან იდგა, მზის სხივები ეცემოდა მის კანზე და ოქროსფრად ანათებდა. - მაგ დროს მამაჩემი მიემგზავრება რამდენიმე დღით და სწორედ დაბადების დღისთვის ჩამოვა… ყველაფერი იდეალურად და ორგანიზებულად უნდა იყოს! - არ იქნება პრობლემა, მარიამ, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც გნებავთ. - კარგი, შევთანხმდით - ტელეფონი გათიშა, ცივი წვენი მოსვა ნელა, თავდაჯერებულად. მარიამ ხეცურიანი - უკვე აღარ იყო პატარა გოგო, ის გაიზარდა და… საშიშად ლამაზი გახდა. გრძელი, მუქი თმა წელამდე სწვდებოდა, მზეზე ოდნავ ბზინავდა, თვალები მწვანე, ცოცხალი, მომხიბვლელი.. მაგრამ მათში რაღაც კიდევ იყო…თავხედური ნაპერწკალი.. მისი სახის ნაკვთები დახვეწილი და მკვეთრი იყო, სავსე ტუჩები, სუფთა კანი.. მისი სილამაზე ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა, მისი მოძრაობები თავდაჯერებული იყო, ოდნავ ნაზი, ოდნავ პროვოკაციული. კობასთვის მარიამი იყო ყველაფერი, განსაკუთრებული შვილი.. როგორც არ უნდა გაბრაზებული ყოფილიყო კობა მთელს ქვეყნიერებაზე როცა მარიამს ხედავდა ყველაფერი ავიწყდებოდა და მარიამისთვის კობა იყო სამყარო. - ანუ სახლში აკეთებ წვეულებას? - გვერდით ანა მიუჯდა. - კი, მინდა მამას სიურპრიზი მოვუწყო… - მარიამმა თმა გადაიწია და სკამზე ნახევრად ჩამოჯდა. - რესტორანში რომ გავაკეთო, ისედაც გაიგებს… სანამ წასული იქნება, მანამდე სახლს მოვართვევინებ, ეზოს ლამაზად მორთავენ… ძალიან კარგი საღამო უნდა გამოვიდეს. მამაჩემი 50 წლის ხდება - მის ხმაში სიამაყე ისმოდა. - არ დაგავიწყდეს საყვარელ მამიკოზე ზრუნვა, ჩემო პატარა დაიკო… - ცინიკური ხმა გაისმა ზემოდან..ნინო ნელა ჩამოდიოდა კიბეებზე, თვალებში სიცივე ედგა, მარიამმა თვალები აატრიალა. - არ დამავიწყდება, დარწმუნებული იყავი ამაში - შემდეგ ზემოდან ქვემოთ შეათვალიერა. - როდის მოხვედი? ისევ შხამი უნდა გადმოანთხიო? ნინოს ტუჩის კუთხე ოდნავ შეეცვალა. - იშვიათად რომ ვსტუმრობ ამ სახლს, იმას მაინც არ ნიშნავს, რომ უფლება არ მაქვს შემოვიარო, არა? მით უმეტეს, მამიკოს იუბილეა - დაამატა ირონიით, მარიამს გაეცინა. - მინდოდა მეც მიმეღო მონაწილეობა ჩვენი მამიკოს დღეობისთვის… - გააგრძელა ნინომ, აშკარად დაცინვით. - საჭირო არ არის - მაშინვე გააწყვეტინა მარიამმა. - შენ რომ მოგანდო წვეულების ორგანიზება, ალბათ მთელ სახლს გადაწვავ. - დიდი სიამოვნებით… - თავისთვის ჩაილაპარაკა ნინომ ისე, რომ მხოლოდ თავად გაიგონა, მარიამი წამოდგა, მკლავზე თმა გადაიწია. - წამოდი, ანი. ჩემს ოთახში გავიდეთ… - თქვა ზიზღნარევი ტონით. - თორემ აქ სუნთქვა მიჭირს - ანა უხმოდ გაჰყვა, ორივე კიბისკენ წავიდა, ნინო შუა კიბეზე იდგა, არ განძრეულა, იღიმოდა, ისე, როგორც ადამიანი იღიმის, როცა რაღაც უკვე გადაწყვეტილი აქვს. - ნუ გეშინია, დაიკო… - ჩუმად თქვა - შენი საყვარელი მამიკოს იუბილე მართლა დაუვიწყარი გამოვა… - მის თვალებში ცეცხლი აენთო. - ამის პირობას მე გაძლევ! - ნინო შემობრუნდა, მტკიცე ნაბიჯით წავიდა დერეფნისკენ, კობას კაბინეტის კარი გააღო,ეს ოთახი… მისთვის ყოველთვის უცხო იყო. როგორც ეს სახლი. გვარი “ხეცურიანი” ეკუთვნოდა…მაგრამ ეს კედლები - არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ აქ გაიზარდა…წლების წინ წავიდა და აღარ დაბრუნებულა.. მხოლოდ ხანდახან მოდიოდა, რაღაც მიზნით.. დღესაც… იგივე მიზეზით იყო აქ, უჯრა გამოაღო, ფურცლები, საქაღალდეები, ძველი ჩანაწერები..დაიწყო ქექვა.. ოთახის კარი ხმაურით მიიხურა, მარიამი საწოლზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თმა უკან გადაიყარა. ანა ფანჯარასთან მივიდა, მერე შემოტრიალდა. - შენს დასთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა რატომ გაქვს, მარ?- მარიამს გაეცინა. - იმიტომ, რომ ალქაჯია.. მამას გადაეკიდა. - რატომ? - მარიამმა მხრები აიჩეჩა. - როგორც ვიცი, ადრე ვიღაც ბიჭი უყვარდა… მამას მოსწავლე. მამამ არ მისცა ურთიერთობის უფლება და დღემდე ვერ მოუნელებია - ანა ჩაფიქრდა. - მახსოვს, თავიდან რომ გაგიცანი… სულ უკან დაგდევდა ნინო, სულ შენზე ზრუნავდა - გაეღიმა. - კი, ასე იყო - დაბალი ხმით დაამატა - დედობას მიწევდა ფაქტიურად, მაგრამ ვერ იტანს მე და მამას რომ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. - ანუ მამის გამო დაგეძაბათ ურთიერთობა? - კი - მარიამმა ზურგი ბალიშს მიადო და კომფორტულად მოთავსდა. - და რაც სახლიდან წავიდა საერთოდ.. უფრო გავცივდით ერთმანეთის მიმართ - მერე ანას შეხედა, სხვანაირად, რბილად. - შენ უფრო აღგიქვამ დასავით, ვიდრე მას - ანას თვალები დაუთბა, გაეცინა. - ახლა გული ამიჩუყდება - მიუახლოვდა და მოეხვია. - ხომ იცი, მეც დასავით მიყვარხარ - მარიამმაც მოხვია ხელი. - აბა ახლა მითხარი… შენი პრინცი როგორ არის? - ეშმაკურად გაუღიმა ანიმ, მარიამმა ამოიოხრა, თვალები აატრიალა. - არ გამახსენო - წარბები შეჭმუხნა. - ძალიან მაღიზიანებს, რომ მამაჩემის შიშით წესიერად ვერც კი მხვდება - ანას გაეცინა. - მამაშენი არ იცი ვინ არის? მეც მეშინია ხოლმე ზოგჯერ რომ მიყურებს კობა, მიშკას თუ ეშინია, საერთოდ არ მიკვირს - მერე თვალი ჩაუკრა. - ისე… შენც მაგარი ხარ, მამაშენის მძღოლთან რომ არ დაგეწყო ფლირტი… კაცები დაილია? - მარიამმა წარბი ასწია, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. - მე ის მომწონს და მორჩა! - მის თვალებში ისევ ის თავხედური ნაპერწკალი გაჩნდა. - მაგრამ მისი სიმხდალე მაღიზიანებს, ნაბიჯსაც ვერ დგამს მამას შიშით - ანა მიუახლოვდა. - მასთან რამე გქონდა? - ეშმაკურად ჩაიღიმა, მარიამმაც ნელა გაიღიმა. - ჯერ არა, მაგრამ ისე ეშინია… ეჭვი მეპარება, ოდესმე მოხდეს რამე - ორივეს გაეცინა, მარიამი წამოდგა, სარკესთან მივიდა, თავისი თავი შეათვალიერა და კმაყოფილმა ანას თვალი ჩაუკრა.. ღამე იყო, საუდის არაბეთის ცხელ ჰაერსაც კი უცნაური სიმძიმე დაჰკრავდა, ირაკლი ტერასაზე იჯდა, ჩაფიქრებული, მზერა შორს ჰქონდა მიპყრობილი, ქალაქის განათებებს მიღმა, თითქოს უკვე ხედავდა თბილისს, უკნიდან ნაბიჯების ხმა გაისმა, გიორგი იყო, ხელში ორი ვისკის ჭიქით, უსიტყვოდ მიუჯდა გვერდით, ერთი ჭიქა გაუწოდა. - როგორი შეგრძნებაა… - დაბალი, ოდნავ დამცინავი სითბოთი თქვა გიორგიმ - ამდენი წლის შემდეგ უკან რომ ბრუნდები, ჩემპიონო? - ირაკლიმ ჭიქა გამოართვა, მცირე ხნით დუმდა. - ასე მგონია რომ ნელ-ნელა ვიცლები, თითქოს ეს ათი წელი შიგნიდან მბოჭავდა - ღრმად ჩაისუნთქა. - ერთი სული მაქვს, როდის მოხდება - მისი ხმა გამკაცრდა. - როდის გავხდები მართლა ჩემპიონი, როდის დავიბრუნებ ჩემს სახელს - გიორგიმ თავი დაუქნია. - მალე, ძალიან მალე! მეც ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები გარეწარ კობას პირისპირ! - დავანგრევთ და გავანადგურებთ! ისეთივე გამოფიტული და დაუძლურებული მინდა ვნახო კობა ხეცურიანი…როგორც ათი წლის წინ მე ვიყავი - გიორგიმ ჭიქა ოდნავ ასწია. - ჩვენ ამას შევძლებთ, ჩემპიონო! ფრენა როდის არის, შემახსენე? - იმავე დღეს, როცა კობა მოფრინავს. გამთენიისას მე ჩავფრინდები საქართველოში - გიორგიმ კმაყოფილმა დაუქნია თავი, ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს. - ნინომ დარეკა, ის დოკუმენტები ვეღარ იპოვა - ირაკლის სახე გამკაცრდა. - იმ დღესვე უნდა მოეხერხებინა და აეღო, არაუშავს… სადმე მაინც გამოჩნდება - მოულოდნელად ირონიულად ჩაეცინა. - კობას “მკურნალობის” ამბავი როგორ მიდის? - გიორგის ტუჩებზე მძიმე ღიმილი გაჩნდა. - ზუსტად ისე, როგორც ნინომ დაგეგმა, ნელა, ძალიან ნელა ფსიქოლოგიურად იშლება! კობა ხეცურიანი ყველაფერს საკუთარ თავზე გამოცდის, ყველა იმ უბედურებას, რაც სხვებს გაუკეთა - ირაკლის თვალებში ცეცხლი აუგიზგიზდა. - ყველას და ყველაფერს წავართმევთ, სახელს, ძალაუფლებას, ქონებას, პატივს - მუშტი ძლიერად დაჭიმა, შემდეგ გიორგის მკლავზე ხელი დაადო. - შენ რომ არა, ძმაო…მე ახლა… - გიორგიმ მაშინვე გააწყვეტინა. - კარგი, არ გინდა, ნუ დაიწყებ.. მე რომ არა, მაინც მოძებნიდი გზას - ირაკლიმ თავი გააქნია. - არა, შენ დამაყენე ფეხზე - მისი ხმა პირველად დარბილდა. - შენს გარეშე ვერაფერს შევძლებდი- გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. - ჩვენ სამივე ერთი ადამიანის სიძულვილმა გაგვაერთიანა. - ნინო? მას რას უპირებ? - ხმადაბლა ჰკითხა ირაკლიმ - გაქვთ კიდევ შანსი? - არამგონია - მისი ხმა პირველად იყო სევდიანი. - ის სიყვარული, რაც მე და ნინოს გვაკავშირებდა მამამისმა მოსპო - ირაკლი გაჩუმდა. - მაშინ რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? რატომ დამეხმარე? - გიორგიმ ჭიქა ბოლომდე დაცალა, თვალები შორს გააშტერა. - იმიტომ, რომ ჩემს ინტერესებშიც შედის კობას განადგურება, შეიძლება მე და ნინოს მომავალი აღარ გვქონდეს, მაგრამ ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემთვის - მის ხმაში ტკივილი იგრძნობოდა. - ის მუცლით ჩემს შვილს ატარებდა - გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა. - იმ ნაძირალამ, მეც და იმ უცოდველ ბავშვსაც სიცოცხლე გაგვიმწარა.. ჩემი შვილი ახლა ათი წლის უნდა იყოს… სახლის დიდი, შუშებით მოპირკეთებული მისაღები ოთახი საღამოს მზის შუქში ბრწყინავდა, კარები გაიღო და პირველი კობა ხეცურიანი შემოვიდა - ისევ ისეთი მტკიცე ნაბიჯებით, თითქოს წლები მასზე საერთოდ არ მოქმედებდა. შავი, იდეალურად შეკერილი პიჯაკი ეცვა, მხრები გაშლილი ჰქონდა, სახე მკაცრი და გამოკვეთილი - კაცი, რომელმაც ყველაფერი საკუთარი ძალით მოიპოვა და არც ერთ ნაბიჯს არ ნანობდა. მის უკან სერგო ხეცურიანი შემოვიდა, ოდნავ დაძაბული, თითქოს მუდმივად ელოდა მამის შეფასებას. - ეს რა ანგარიშებია? - კობამ მაგიდაზე დოკუმენტები დააგდო, ხმაში გაღიზიანება მკაფიოდ ეტყობოდა - გითხარი, რესტორანში დეტალებს ყურადღება მიაქციე-მეთქი! - კობა წინ და უკან დადიოდა, ხელში დოკუმენტები ეჭირა, რომელსაც ნერვიულად კეცავდა. - ეს რას ჰგავს?! - დაიღრიალა მოულოდნელად - ეს არის მართვა?! - სერგო ჩუმად იდგა, თავჩახრილი, როგორც ყოველთვის. - ერთი რესტორანი დაიხურა! მეორე ზარალშია! და ეს რა არის?! - ფურცელი ჰაერში ააფრიალა. - ეს „პროდუქცია“ ვინ შეისყიდა?!- სერგომ ძლივს ამოილაპარაკა: - მე… მაგრამ… - „მაგრამ“ არ არსებობს! - გააწყვეტინა კობამ - გაფუჭებული საქონელი შეიტანე ქსელში! ხალხი მოიწამლა! რეპუტაცია შეგველახა! - სერგოს ხმა ჩაუწყდა. - მითხრეს რომ ხარისხიანი იყო - კობა მასთან მივიდა, ძალიან ახლოს. - გითხრეს? - ჩუმად, მაგრამ საშიშად თქვა - გითხრეს და შენც დაიჯერე შემოწმების გარეშე? შენ ფიქრობ საერთოდ? - სერგომ თვალებიც ვერ ასწია. - და ეს კიდევ რა არის?! - კობამ მეორე ფურცელი აიღო - საწყობს ცეცხლი გაუჩნდა?! როგორ?! რანაირად?! - გამოძიება მიმდინარეობს… - ძლივს თქვა სერგომ. - გამოძიება?! - ირონიულად გაიცინა კობამ - უკვე ყველაფერი დაიწვა! მილიონები დაიკარგა!- მოულოდნელად მაგიდას მუშტი დაარტყა. - და შენ აქ დგახარ და „გამოძიებას“ მელაპარაკები?! - სერგო აღარ ლაპარაკობდა, ვერც ლაპარაკობდა. - ეს უკვე კრიზისია! სერიოზული კრიზისი! - კობა მძიმედ სუნთქავდა - იმდენად სერიოზული, რომ ვფიქრობ საერთოდ გავყიდო ეს ბიზნესი! - სიჩუმე ჩამოვარდა, სერგომ პირველად ასწია თავი. - გაყიდო?.. - ჰო, გავყიდო! - მკაცრად უთხრა კობამ - იმიტომ, რომ შენი „მართვით“ ამას ვერ გადავარჩენ! მეც აღარ შემიძლია უკვე ამდენი..რამდენ რამეზე ვიფიქრო? - მე ყველაფერს ყირადღებას ვაქცევდი.. უბრალოდ... - სერგომ დაიწყო, მაგრამ სიტყვები თითქოს ყელში გაეჩხირა. - „უბრალოდ“ არ მაინტერესებს! - მკვეთრად გააწყვეტინა კობამ, სერგომ თვალები დახარა. - გამოვასწორებ... - კობა მიუახლოვდა, პირდაპირ თვალებში ჩახედა, ისეთი მზერით, რომელიც ადამიანებს აზრს აკარგვინებდა. - ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობ. გადაწყვეტილების მიღება ისწავლე! ან საერთოდ ნუ ჩაერევი იმ საქმეში, რაც არ შეგიძლია. სერგო ჩუმად იდგა, ისევ ის მორჩილი, თითქოს საკუთარი აზრი არც კი ჰქონდა. - და ვარჯიში? - გააგრძელა კობამ - დისციპლინა დაგეკარგა. ჩემპიონობა მარტო მედალი არ არის, პასუხისმგებლობაა! - ვვარჯიშობ... - ძლივს ამოილაპარაკა სერგომ. - არ ჰგავს! - ცივად მიუჭრა კობამ, იმ მომენტში კიბეებზე ნაბიჯების ხმა გაისმა. - მამიკოო... - ხმა მსუბუქი იყო, თითქოს ოთახში სრულიად სხვა განწყობა შემოიტანა, კობა გაჩერდა. კიბის თავში მარიამი იდგა, თმა მხრებზე ეშვებოდა, სახეზე მსუბუქი ღიმილი ედგა, ისეთი, რომელიც აშკარად იცოდა, რა ეფექტს ახდენდა. კობას სახე ერთ წამში შეიცვალა, მკაცრი ხაზები მოეშალა, თვალებში სითბო ჩაუდგა. - ჩემი გოგო... - თითქმის ჩურჩულით თქვა და ხელები გაშალა, მარიამი სწრაფად ჩამოვიდა კიბეებზე და პირდაპირ ჩაეხუტა. - მომენატრეე - კობამ ძლიერად მიიკრა გულზე, თითქოს მთელი დღის დაღლილობა იმ წამში გაქრა. - მეც მომენატრე, პრინცესა - სერგო გვერდით იდგა და უყურებდა თითქოს ეს სცენა უკვე ათასჯერ ჰქონდა ნანახი. მამა, რომელიც მის მიმართ ყოველთვის მკაცრი იყო, მარიამის წინაშე სრულიად სხვა ადამიანი ხდებოდა. - როგორ ჩაიარა დღემ? - კობამ თმაზე ხელი გადაუსვა მარიამს. - შენ გარეშე ცუდად, რა თქმა უნდა - გაეცინა მარიამს და თვალები აათამაშა, კობას გაეცინა, მარიამმა ლოყაზე აკოცა, კობამ ბოლოსკენ ისევ გადახედა სერგოს და თითქოს წამით ისევ დაუბრუნდა სიმკაცრე, მაგრამ მხოლოდ წამით, რადგან მის გვერდით იდგა ადამიანი, რომლისთვისაც ის ყველაფერს თმობდა, მისი საყვარელი შვილი, მისი სუსტი წერტილი - მარიამი. - აბა მამიკო რატომ ეჩხუბები ჩემს ძმას? რა დააშავა? - რეგვენია და იმიტომ! ცოტახნით ვანდე ბიზნესის მართვა და იმხელა ზარალში წავედი, უკვე ვფიქრობ მთლიანად გავყიდო რესტორნების ქსელი... არ ვიცი, არაბ ინვესტორებთან მივემგზავრები შეხვედრაზე და თუ შევთანხმდებით, იქნებ გადავარჩინო გაყიდვას - კობას ხმა დაძაბული იყო - როდის მიდიხარ? - დაახლოებით ოთხ-ხუთ დღეში. - და როდის ჩამოხვალ? - ორ კვირაში, შვილო... რატომ მეკითხები? - არა... ისე უბრალოდ. კარგი, მე გავიქეცი. სახელოსნოში მივდივარ, მუზები შემომაწვა, უნდა დავხატო. მარიამმა ჩანთა აიღო, საიდანაც ფუნჯები და საღებავების პატარა კოლოფები ჩანდა. - კარგი, ჩემო თოჯინა - კობამ შუბლზე კიდევ ერთხელ აკოცა მარიამს.. სამი დღის შემდეგ დადგა ის დღე, როცა ყველაფერი უნდა შეცვლილიყო, კობა გამთენიისას აეროპორტში იდგა. მისი სახე დაძაბული იყო, მაგრამ თვალებში მაინც იმედის ნაპერწკალი ჩანდა, თითქოს ეს მოგზაურობა მისი ბოლო შანსი იყო, დაებრუნებინა ყველაფერი, რაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებოდა. ამავე დროს, სხვა რეისით, წლების შემდეგ, ირაკლი ბრუნდებოდა სამშობლოში. თვითმფრინავის ფანჯრიდან ქვემოთ გადაშლილ ქალაქს უყურებდა. გული ისე უცემდა, თითქოს წლების დაგროვილი ბრაზი ერთიანად ამოსვლას ცდილობდა, მის სისხლში სიძულვილი დუღდა - მძაფრი, მძიმე, გამანადგურებელი, კობას სახე თვალწინ ედგა, ყოველი წუთი, ყოველი მოგონება ერთ რამეს უმტკიცებდა - დაბრუნდა არა წარსულის მოსაძებნად… დაბრუნდა შურის საძიებლად, როცა თვითმფრინავი დაეშვა, ირაკლი ნელა ჩამოვიდა კიბეებიდან. საქართველოს ჰაერი ჩაისუნთქა ღრმად - ნაცნობი, მაგრამ უკვე უცხოდ ქცეული, მის ნაბიჯებში სიმძიმე და სიმტკიცე ერთდროულად იგრძნობოდა, ის აღარ იყო ის ირაკლი, ვინც წავიდა. აეროპორტში ნინო ელოდა, როგორც კი დაინახა, რამდენიმე წამით გაშეშდა. - ღმერთო, იკა… როგორი შეცვლილი ხარ… ვერ ვიჯერებ, რომ შენ დგახარ ახლა ჩემს წინ… - ირაკლის მზერა ცივი იყო, თითქმის უცნობი. - ასეა, ნინო… შევიცვალე… მამაშენის სიძულვილმა თავიდან ბოლომდე შემცვალა! - ნინომ ნაბიჯი გადადგა მისკენ, თითქოს ძველი სიახლოვის დაბრუნებას ცდილობდა. - ყველაფერს შევძლებთ… მამაჩემს გავანადგურებთ!.. ახლა წავიდეთ, ჩემთან წამოდი… მარტო ვცხოვრობ, კომფორტულად მოგაწყობ, მანამ სანამ საქმეს შევუდგებით. - სასტუმროში წავალ… საჭირო არაა. - რას ამბობ, რა სასტუმრო… ნუ გერიდება ჩემი… და-ძმასავით გავიზარდეთ… წამოდი, მოისვენებ, დაღლილი იქნები… - ირაკლიმ მცირე პაუზის შემდეგ თავი დაუქნია, ორივე ერთად გაემართნენ ქალაქისკენ. ნინოს პატარა ბინა, თბილისის ერთ წყნარ უბანში, უბრალო იყო - ორი პატარა საძინებლით, მაგრამ სითბოთი სავსე. - დაჯექი, კარგად მოკალათდი… ყავას მოგიდუღებ - ირაკლი ფანჯარასთან დადგა, ქალაქს გადახედა, თითქოს თითოეულ ქუჩაში წარსული ელოდა. - შენ როგორ ხარ, ნინო… დიდი ხანია მარტო ცხოვრობ? - შენი ამბების შემდეგ მალევე გადმოვედი… მამაჩემთან ცხოვრება მახრჩობდა - ირაკლიმ ნელა შემოატრიალა თავი. - სერგო? სერგოზე რას მეტყვი? - როგორც ყოველთვის… კობას ზეგავლენის ქვეშაა… მის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს - ირაკლის თვალებში სიბნელე გაღრმავდა. - ხომ იცი, ანგარიში მასთანაც გასასწორებელი მაქვს - ნინომ მძიმედ ამოისუნთქა. - ვიცი… მაგრამ სერგო ერთი საცოდავი ადამიანია… თავისი ცხოვრება არ გააჩნია… ის არ არის დამნაშავე არაფერში… დამიჯერე… - ამას მე გადავწყვეტ, ნინო!.. სერგოც გახვეულია ჩემს ამბავში… იმ დოზით არა, როგორც კობა… მაგრამ მანაც ჩამარტყა ზურგში დანა… - მისი ხმა გამკაცრდა. - კობას ყველაფერს წავართმევ… სახელს, რეპუტაციას, ქონებას… ყველაფერს, რაც ამდენი ხანი აშენა და იწვალა… თუ კი რამე და ვინმე უყვარს, მასაც კი წავართმევ! მაგრამ ეჭვი მეპარება, მას ვინმე უყვარდეს - ნინო ჩაფიქრდა. რამდენიმე წამი ჩუმად უსმენდა, მერე ნელა თქვა: - უყვარს… და მერე როგორ - ირაკლი გაჩერდა. - ხო? ვინ? - ნინომ პირდაპირ შეხედა. - მარიამი! კობას ამ ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი უყვარს… და ეს ადამიანი მარიამია… ჩემი და, მარიამი! რაც არ უნდა წაართვა… ყველაზე მტკივნეული და დიდი დანაკარგი მარიამის წართმევა იქნება მისთვის - ირაკლი გაკვირვებული უყურებდა. - რას მელაპარაკები, ნინო? გაგიჟდი? მარიამთან რა საქმე მაქვს მე? - ნინოს ხმა დაბალი, მაგრამ მტკიცე იყო. - მარიამი შენ ისევ რვა წლის ბავშვი ხომ არ გგონია? გაიზარდა… უკვე დიდი ქალია… თან ძალიან ლამაზი… თუ გინდა მამაჩემს ისარი გულში მოარტყა… მაშინ მარიამი უნდა აუმხედრო მას!.. ********* საუდის არაბეთის ცხელი ჰაერი მძიმედ ედებოდა კობას სახეზე, როცა თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, ყველაფერი უცხო იყო, გარემოც, ხალხიც, მაგრამ ყველაზე მძიმე ის ფიქრი იყო, რომ ეს შეხვედრა მისი ბიზნესის გადარჩენის ბოლო შანსი შეიძლებოდა ყოფილიყო. დიდ, მდიდრულ ოფისში შეიყვანეს, რამდენიმე წუთში ოთახში არაბი ინვესტორები შემოვიდნენ, მათ შორის - საიფი. მშვიდი, თავდაჯერებული მზერით, ზომიერი ღიმილით, მოლაპარაკება სწრაფად დაიწყო. - რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესით დაინტერესება? რა კავშირი გაქვთ საქართველოსთან? - კობამ პირდაპირ ჰკითხა, საიფს გაეღიმა. - რეალურად, საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა ჩემთვის, თქვენს შესახებ მას შემდეგ დავინტერესდი, რაც გავიგე, რომ ამ ბიზნესის გარდა ძიუდოს სამწვრთნელო საქმიანობით ხართ დაკავებული და თქვენი ქვეყნის ისტორიაში საპატიო ადგილს იკავებთ… სხვათა შორის, მეც ძიუდოისტი ვარ… - ცოტა შეჩერდა და მზერა გაუმკვრივდა - და აქვე ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ… შემდეგი დაპირისპირება თქვენს შვილთან მექნება - კობა დაკვირვებით უსმენდა - ამიტომაც დავინტერესდი თქვენი ბიზნესით ასე ძალიან… საერთო ინტერესები გვაქვს… თუ თანახმა იქნებით, მოხარული დავრჩები თქვენთან პარტნიორობით… მაგრამ წილის 60% მინდა შევიძინო - კობამ მაშინვე თავი გააქნია. - ვფიქრობ, ნახევარი საკმარისი იქნება-საიფის ღიმილი ოდნავ გამკაცრდა. - სწორად გამიგეთ… ვიცი, რომ თქვენი ბიზნესი ახლა დიდ ზარალს განიცდის… გაფუჭებული საქონელი ძალიან დიდ ფინანსურ ზარალს ითვლის… ეს ბიზნესი რომ ჭაობიდან ამოვიყვანო, ძალიან დიდი თანხის გაღება მომიწევს… ამიტომ ვთვლი, რომ წილის უმეტესს დავიმსახურებ - კობა გაჩუმდა, იცოდა საიფი სიმართლეს ამბობდა, რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ მძიმედ ამოისუნთქა. - კარგი… თანახმა ვარ… იყოს ასე - საიფმა თავი დაუქნია - პირველ რიგში თანხას ჩავდებთ, რომ ისევ ავამუშავოთ ყველაფერი… შემდეგ კი ანგარიშსწორებაზე ვისაუბრებთ… თავიდან ყველა ხარჯი ჩემი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი… შემდეგ მიიღებთ იმ წილის თანხას, რასაც მე ვყიდულობ… შევთანხმდით? - შევთანხმდით… - კობამ ძლივს თქვა, შიგნიდან რაღაც ღრღნიდა,წლები… შრომა… ყველაფერი ნელ-ნელა ხელიდან ეცლებოდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გაიმეტა გასაყიდად, დოკუმენტებს ხელი მოაწერეს. - მაშ თუ ასეა, ერთმანეთს საქართველოში შევხვდებით - თქვა საიფმა, კობამ თავი დაუქნია, მაგრამ მაინც იკითხა: - თქვენ აქედან აპირებთ ბიზნესის მართვას თუ საქართველოში ფიქრობთ ცხოვრებას - არა… ჩემი ქართველი მეგობარი გაუძღვება ყველაფერს, რომელიც საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად… მალე მოვა და პირადად გაგაცნობთ - რამდენიმე წამში კარის სახელური ჩამოიწია, ოთახში შემოვიდა ახალგაზრდა კაცი, დაახლოებით 35 წლამდე, მაღალი, გამართული, შავგრემანი, მკვეთრი სახის ნაკვთებით. თვალებში სიმშვიდე და გაწონასწორება ეტყობოდა, თუმცა იმ სიმშვიდის უკან აშკარა ძალა იმალებოდა. - გამარჯობა! - ომახიანად თქვა და გაიღიმა - იმ წამს კობა წყალს სვამდა, ხმა რომ გაიგონა, ინსტინქტურად მოტრიალდა და როგორც კი გიორგის თვალი მოჰკრა წყალი გადასცდა, ახალგაზრდა ნელა მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. - მოხარული ვარ თქვენთან ისევ შეხვედრით, პატივცემულო კობა - კობა წამოდგა ნელ-ნელა და კანკალით ჩამოართვა ხელი. - როგორც ვხვდები, ერთმანეთს იცნობთ… ჩემი წარდგენა არ გჭირდებათ - მშვიდად თქვა საიფმა - გიორგი გაუძღვება ჩემს წილს საქართველოში - კობამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი. - ეს მე… ეს… არ ვიცოდი… - გიორგიმ მსუბუქად ჩაიცინა. - რომ გცოდნოდა, არ დათანხმდებოდი, ხომ ასეა? - კობას ხმა აღარ ამოსდიოდა. - არ ინერვიულო… ძველი წყენა უკვე დავივიწყე… წარსული იყო ის ყველაფერი და მორჩა…წარსული ჩვენს მომავალზე გავლენას არ იქონიებს, კობა - კობამ თვალები არ მოაშორა. - ჩვენი პარტნიორობა შეუძლებელია - გიორგიმ წარბი ოდნავ ასწია. - რატომ? დოკუმენტებზე ხელი უკვე მოწერილი გაქვთ… თუ იმის შიში გაქვთ, რომ ისევ რაღაც დაიწყება, არ იდარდოთ… მე თქვენი შვილი დავიწყებული მყავს.. ნინო წარსულია, როგორც უკვე გითხარით - კობას მზერა ეჭვით იყო სავსე. - უარი არ მიიღება - გააგრძელა გიორგიმ თავდაჯერებით - დღეიდან მე და თქვენ ისევ ერთ საქმეში ვიქნებით… ადრე როგორც მოსწავლე და მასწავლებელი… ახლა როგორც ბიზნეს პარტნიორები - ის იღიმოდა, კობა კი შიგნიდან ბორგავდა, წარსული თვალწინ ედგა, გიორგი… მისი ცხოვრება… ნინო… და ყველაფერი, რაც მაშინ გაანადგურა. ახლა კი იგივე ადამიანი მის წინ იდგა… როგორც პარტნიორი, კობამ იგრძნო, ეს შეთანხმება უბრალოდ ბიზნესი აღარ იყო, ეს რაღაც ბევრად უფრო საშიშის დასაწყისი იყო, თუმცა უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. - ნინო, ვერ გავიგე… კიდევ ერთხელ გამიმეორე, რას მთავაზობ… გინდა, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩავითრიო ამ საქმეში? მარიამი რა კავშირშია ამ ყველაფერთან? - ნინო რამდენიმე წამით გაჩუმდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა. - მარიამი მამაჩემის სუსტი წერტილია. - და რას მთავაზობ? როგორ უნდა გამოვიყენო მარიამი? - მარიამის გამოყენებას კი არ გთხოვ… - ხმაში სიმტკიცე გაერია - მინდა, რომ თვალები ავუხილოთ… და ამაში უნდა დამეხმარო… მან უნდა შეიძულოს კობა! - ირაკლიმ შუბლი შეიჭმუხნა. - როგორ?! - სიმართლე უნდა გაიგოს! ყველაფერი!- ნინოს ხმა ოდნავ აუკანკალდა - მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ვერ ვეუბნები… ვერ ვეუბნები, რომ სწორედ გარეწარმა მამაჩემმა დაგვტოვა დედის გარეშე! როცა ამას გაიგებს… დარწმუნებული ვარ, ჩვენს მხარეს გადმოვა… სხვა შემთხვევაში… ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდით…- ირაკლი ჩუმად უყურებდა. - დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში?- ნინომ ღრმად ჩაისუნთქა. - კი… მან დედაჩემი ნელ-ნელა მოკლა… ჯერ გიჟების წამლებს ასმევდა… მერე საგიჟეთში გამოკეტა… და ბოლოს თავი მოიკლა, სწორედ მან დატოვა თავისი საყვარელი შვილი დედის გარეშე, მისი ბრალია, რომ მარიამს დედა არ ახსოვს.. უნდა ვაიძულოთ საგიჟეს დირექტორი, სიმართლე თქვას… სხვა გზა არ გვაქვს - ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, ირაკლიმ ხელი მუშტად შეკრა. - ასეთი ურჩხული რანაირადაა ეს კაცი, რატომ ვერ ვამჩნევდი ამას ადრე… ყველას ცხოვრება გაანადგურა… არავინ დაინდო, არადა მამასავით მიყვარდა - უცებ გაჩერდა, თითქოს რაღაც გაახსენდა. - ერთ რამეს ვერ ვხვდები… იმ დღეს, როცა შემამოწმეს… ჩემს სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა, არაფერი მიმიღია, მარტო ვიყავი დილიდან, რანაირად მოხდა ეს? ტესტი გაყალბებული არ იყო… სამჯერ შემამოწმეს, შენ იცი რამე? - არა! - ნინო მაშინვე გამოეხმაურა, ზედმეტად სწრაფად, წამით თვალები აარიდა. - მე… არაფერი ვიცი - მაგრამ ხმაში აშკარა დაძაბულობა დაეტყო,ირაკლიმ ყურადღებით შეხედა, თუმცა აღარ ჩაეძია. - უნდა გავიგო, როგორ გამიკეთეს ეს, აუცილებლად უნდა გავიგო - ნინომ თავი გააქნია, თითქოს ამ თემის ჩახშობა უნდოდა. - და რა შეიცვლება, თუ გაიგებ? რა მნიშვნელობა აქვს? - არაფერი - ჩუმად თქვა ირაკლიმ - მაგრამ მაინტერესებს… როგორ მოხდა… - აზრი არ აქვს ახლა მაგის ჩაძიებას… - ნინო წამოდგა და ჩანთა აიღო - სხვა საქმეები გვაქვს - კართან გაჩერდა - მე დღეს სახლში არ ვიქნები, ქორწილში მივდივარ, ძალიან გვიან დავბრუნდები, საჭმელი მაცივარშია, მოეწყვე, დაისვენე, ძალები დაგვჭირდება, როცა მამაჩემი და გიორგი ჩამოვლენ - კარი ნელა დაიხურა, ოთახში მარტო დარჩენილი ირაკლი ისევ იმ ფიქრს დაუბრუნდა. „როგორ მოხდა ეს?..“ - თუმცა პასუხი არ ჰქონდა.. მარიამი სარკის წინ იდგა და საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა, დღეს სხვანაირი იყო უფრო თამამი, უფრო თავდაჯერებული. თეთრი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა: რბილი, თხელი ქსოვილი მის სხეულის ფორმებს უსვამდა ხაზს. მხრები ოდნავ მოშიშვლებული ჰქონდა, კაბა მუხლს ზემოთ მთავრდებოდა და მოძრაობისას მსუბუქად ირხეოდა. ფეხზე ნაზად ელვარებული, მაღალქუსლიანი სანდლები ეცვა. თმა თავისუფლად ჩამოშლოდა მსუბუქად დატალღული, მაკიაჟი დახვეწილი, თუმცა მაცდური - თბილი ტონები, ოდნავ გამოკვეთილი თვალები და ბუნებრივზე ოდნავ მუქი ტუჩები. თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, კაბა შეისწორა და კმაყოფილმა გაიღიმა, შემდეგ ტელეფონი აიღო და დარეკა. - გისმენ, მარიამ. - რას აკეთებ? სად ხარ? - ხმის ტონში უკვე იგრძნობოდა თამაში. - რაღაც საქმეებს ვაგვარებ… რა ხდება?- მარიამმა სარკეს კიდევ ერთხელ შეხედა, თითებით თმა გაისწორა. - სანამ მამაჩემი არ არის… ახლა მაინც დაგიჭერ… - მაცდურად უთხრა, მეორე მხარეს მცირე პაუზა ჩამოვარდა. - მარიამ… მამაშენი არ არის, მაგრამ შენი ძმა? - მარიამის მზერა უცებ გამკაცრდა. - მიშკა, პირდაპირ მითხარი გინდა ჩემთან ურთიერთობა თუ არა? - მინდა, შენც ხომ იცი, მაგრამ.. - არავითარი „მაგრამ“. ლოკაციას გამოგიგზავნი და იქ მოდი… დროებით - ზარი გათიშა, რამდენიმე წამი ისევ სარკეს უყურებდა, შემდეგ სუნამო მიიპკურა მსუბუქი, მაგრამ დამამახსოვრებელი სურნელი, ჩანთა აიღო და სწრაფად გავიდა, გზის ნახევარზე მეტი უკვე გავლილი ჰქონდა, თითქმის მისული იყო დანიშნულების ადგილზე, როცა ტელეფონმა დარეკა. - გისმენ მიშკა, გელოდები… უკვე აქ ვარ, თითქმის მოვედი.. მე მოგასწარი მოსვლა, ძვირფასო! - ღიმილით თქვა, მეორე მხარეს სიჩუმე იყო. - მარიამ… ვერ მოვალ - მისი ღიმილი წამში გაქრა. - მეხუმრები, ხო? მიშკა, თქვი, რომ ხუმრობ. - მარიამ… არ არის ეს სწორი… მამაშენმა რომ გაიგოს, ხომ იცი რაც მოხდება? - რა მოხდება?! - თითქმის იყვირა - რა მოხდება, მითხარი! - მარიამ… - რა „მარიამ“?! ჩუმად როდემდე გინდა მეფლირტავებოდე?! მამაჩემის როდემდე უნდა გეშინოდეს?! ფუ შენს კაცობას… თავიდან მომწყდი - ზარი გათიშა, მარიამი მანქანაში ჩაჯდა და გაბრაზებულმა საჭეს ხელები დაუშინა. - იდიოტი! კრეტინი! ვინ ჰგონია თავი?! ლაჩარი!! - ღრმად სუნთქავდა, მაგრამ ბრაზი არ უვლიდა, საათს დახედა, უკვე გვიანი იყო, სახლში ასე დაბრუნება არ შეეძლო, სერგომ იცოდა, რომ ამაღამ ანისთან უნდა დარჩენილიყო..ანის დაურეკა. - სად ხარ, ანი… შენთან მოვდივარ. - ჩემთან რა გინდა… მიშკასთან ერთად არ ხარ? - ნუ მიხსენებ მიშკას! სახლში ხარ? - არა… ჩემს ბიძაშვილთან დავრჩი დღეს - მარიამმა კბილები ერთმანეთს დააჭირა სიბრაზისგან. - კარგი… ჩემს დასთან წავალ - ნინოს დაურეკა, მაგრამ ქორწილის ხმაურში ზარი არ ისმოდა, მარიამმა მანქანა დაქოქა და პირდაპირ ნინოს ბინისკენ აიღო გეზი, გზაში ისევ მიშკას ლანძღავდა, მისი ბრაზის უკან უდიდესი იმედგაცრუებაც იყო.. ბინასთან მივიდა, ნინო ისევ არ პასუხობდა, თუმცა ფანჯრიდან შუქი მკაფიოდ ჩანდა, კიდევ ერთხელ დარეკა. - გისმენ, მარიამ… - სად ხარ, ნინო? შენთან ვარ მოსული… ამაღამ შენთან ვაპირებ დარჩენას. - არა! ჩემთან ვერ დარჩები! - შეშინებული ხმით უპასუხა ნინომ. - რატომ? - გაუკვირდა მარიამს. - იმიტომ, რომ სახლში არ ვარ… ქორწილში ვარ… - მაგრამ შენს ბინაში შუქი მოჩანს. - ალბათ დამრჩა ანთებული… არ ვიცი… მოკლედ, სახლში არ ვარ… - მაქვს შენი ბინის გასაღები. დილამდე გავჩერდები აქ და მერე წავალ. - არა! სახლში რატომ არ მიდიხარ? - მერე აგიხსნი… უკვე შევდივარ. აბა, კარგად გაერთე, დაო. - მარიამმა ყურმილი გაუთიშა. - მოიცადე, მარიამ… ოხ, ჯანდაბა… - ჩაილაპარაკა ნინომ და მაშინვე ირაკლის დაურეკა, დიდხანს რეკავდა. - გისმენ, ნინო… - სასწრაფოდ დაიმალე! მანდ მარიამი მოდის… არ მინდა, რომ ჯერ გნახოს! - ამ სიტყვების თქმა და კარზე გასაღების გადატრიალების ხმა ერთი იყო, ირაკლიმ მაშინვე იმოქმედა ცივი გონებით, ნინოს საძინებელში შევარდა, მუქი ფარდების უკან დაიმალა და კეპი თავზე ჩამოიხურა, კარი გაიღო..მარიამი ბინაში შევიდა. ჩანთა დივანზე მიაგდო, მაცივრიდან ცივი წვენი გამოიღო და ნელა მოსვა, მისი ნაბიჯები მსუბუქი იყო, მაგრამ შიგნიდან ისევ ბორგავდა. - იდიოტი… - ჩაილაპარაკა მიშკაზე გაბრაზებულმა, ბინაში დადიოდა, თითქოს სიმშვიდეს ეძებდა, მაგრამ ვერ პოულობდა..მალე საძინებლისკენ გაემართა. ნელა შევიდა, საწოლზე ჩამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა. თვალებში წყენა და შეურაცხყოფის გრძნობა ედგა..მარიამი იყო ის, ვინც ყოველთვის იღებდა იმას, რაც სურდა და ახლა პირველად უარი უთხრეს, ფარდის უკან ირაკლი იდგა, ისე ჩუმად, რომ ლამის სუნთქვაც კი შეკავებული ჰქონდა..ძალიან ფრთხილად, მილიმეტრებით გადასწია ფარდა და დაინახა მის წინ იჯდა მარიამი..არა ის პატარა, ცელქი გოგო, რომელიც ახსოვდა…არამედ ქალი - ლამაზი, მომნუსხველი, თითქოს თავისთავად შუქს ასხივებდა..თეთრი კაბა მის კანზე ისე მოჩანდა, როგორც თოვლი მზის შუქზე - სუფთა, ნაზი და თვალისმომჭრელი..მისი თმა თავისუფლად ეშვებოდა მხრებზე, ტალღებად, როგორც მშვიდი ზღვა მზის ჩასვლისას. სახის ნაკვთები ისეთი დახვეწილი ჰქონდა, თითქოს ხელოვანის ფუნჯით იყო გამოყვანილი თითოეული ხაზი თავის ადგილზე, ზედმეტი არაფრით, მაგრამ ყველაზე მეტად მისმა თვალებმა მონუსხა.. სიღრმე ჰქონდა, ემოცია, ცეცხლი… და ამავე დროს რაღაც ბავშვური და დაუცველი..ირაკლი გაშეშდა - „ეს… მარიამია?..“ - ვერ იჯერებდა..ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად გაეპარა ღიმილი, როცა გონებაში პატარა მარიამი გაახსენდა, როგორ დარბოდა, როგორ ეჯიბრებოდა, როგორ ეხვეოდა ხოლმე მას ბავშვურად..ახლა კი… ახლა მის წინ სრულიად სხვა ადამიანი იდგა, უცნობი… და ამავე დროს საოცრად ნაცნობი.. მარიამის ტელეფონმა დარეკა, გაღიზიანებულმა უპასუხა. - რა გინდა?! - ჩემზე გაბრაზებული ხარ? - მიშკას ხმა ისმოდა. - გაბრაზებული?! აღარ დამენახო, მიშკა! გაფრთხილებ! არარაობა ხარ ჩემთვის! შენნაირი ლაჩარი ადამიანები ჩემს ირგვლივ ვერ იტრიალებენ! მიდი და მამაჩემს სდიე უკან! - ტელეფონი გათიშა და გვერდზე მოისროლა. - კრეტინი! - კბილებში გამოსცრა, ფეხზე წამოდგა..მარიამმა კაბის გახდა დაიწყო - ბრეტელები ნელა ჩამოიცურა მხრებზე, ირაკლი გაშეშდა, მაშინვე მზერა მოაშორა მარიამს..მისი ძლიერი, ნავარჯიშები სხეული, ამ მომენტში უცნაურად დაიძაბა..ხელები უნებურად მუშტად შეეკრა. მისი ბუნება, მისი ღირსება, მისი ვაჟკაცობა არ აძლევდა უფლებას დამალულს ეცქირა ქალისთვის, რომელიც ამას არც კი ელოდა. თვალები ღალატობდა, მუდმივად უნდოდა გაეხედა, მაგრამ თავი დახარა..როგორც პატარა ბიჭმა, რომელიც პირველად ეჯახება მსგავს უხერხულობას. ძლიერი კაცი იყო ირაკლი, მაგრამ ამ წამს საოცრად მორცხვი. თითქოს საკუთარ თავთან იბრძოდა - „არ შეხედო…“, მარიამი კაბას იხდიდა, ოთახში სიჩუმე იდგა და უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.. არა მარიამის, არამედ ფარდის უკნიდან მოდიოდა ხმა.. მარიამი უეცრად შეხტა..გულმა ისე ძლიერად დაუწყო ცემა, თითქოს მკერდიდან ამოხტომას ლამობდა. სწრაფად წამოხტა ფეხზე, ნახევრად გახდილი კაბა ისევ აჩქარებით გადაიცვა, თითები უთრთოდა..ახლა მისი შეშინებული ლამაზი, დიდი თვალები ფარდისკენ იყო მიპყრობილი, ფარდა ოდნავ… ძალიან ოდნავ ირხეოდა, მარიამს შიშმა სხეულში ცივი ტალღასავით გადაუარა.. ტელეფონს ხელი დაავლო და ისე მაგრად მოუჭირა, თითქოს ერთადერთი იარაღი იყო, რაც ამ მომენტში ჰქონდა.. - ვინ არის მანდ?! იცოდე, პოლიციაში დავრეკავ!! - ხმა მტკიცედ გაისმა, თითქოს უშიშარი იყო… მაგრამ შიგნით ყველაფერი უთრთოდა..სიჩუმე.. მხოლოდ მისი სწრაფი სუნთქვა და გულის ცემა ისმოდა, ირაკლი ფარდის უკან იდგა, კბილები ერთმანეთს დააჭირა, დაჭერილი იყო, სხვა გზა აღარ ჰქონდა, უნდა გამოსულიყო, მაგრამ მაინც არ ჩქარობდა… თითქოს ამ რამდენიმე წამში ყველაფერს წონიდა..მარიამმა ძალა მოიკრიბა. ინსტინქტურად, ნელა… ძალიან ნელა გადადგა ნაბიჯი ფარდისკენ, ცნობისმოყვარეობა და შიში ერთმანეთში ირეოდა, კიდევ ერთი ნაბიჯი..კიდევ ერთი..ახლა უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ საკუთარი სუნთქვაც კი ზედმეტად ხმამაღალი ეჩვენებოდა..კანკალით გაწია ხელი… ფარდის კიდეს შეეხო და ძალიან ფრთხილად გადასწია, მის წინ გამოჩნდა კაცი, მაღალი. ფართო მხრებით, ძლიერად ნავარჯიშები სხეულით, რომელიც მოკლე მკლავიანი მაისურის ქვეშაც კი აშკარად იკვეთებოდა. მკლავებზე დაჭიმული კუნთები, მტკიცე, მძიმე ფიგურა თითქოს კედელივით იდგა მის წინ..მარიამმა ხმამაღლა შეჰკივლა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - ვინ ხარ?! - ხმის კანკალით შეეკითხა, ტელეფონი მოიმარჯვა, სწრაფად მოძებნა სერგოს ნომერი, მაგრამ ვერ მოასწრო, კაცი დაიძრა, ისე, როგორც მტაცებელი..მარიამს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, კაცი კი წინ მიიწევდა, ნელა მაგრამ შეუჩერებლად, მარიამი იხევდა. ის კი მოდიოდა, მისი ნაბიჯები მძიმე იყო, მაგრამ მშვიდი,ოთახში სივრცე იკუმშებოდა, მარიამის ზურგი სიცარიელეს ეძებდა, გაქცევის გზას კარს… რამეს..მაგრამ ვერაფერს პოულობდა, მისი თვალები ფართოდ იყო გახსნილი, შიში აშკარად იკითხებოდა..გულში ათასი ფიქრი ერთდროულად უტრიალებდა - „ვინ არის?.. რას აკეთებს აქ?.. რა უნდა?..“ კაცი ახლოვდებოდა..ახლა უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ მისი სახის ნაწილი გამოჩნდა - მუქი, სქელი წვერი… მკაცრად მოხაზული ყბა… მძიმე, მკვეთრი ტუჩები..დანარჩენს კეპის ჩრდილი ფარავდა, მარიამი ისევ უკან იხევდა, მისი ქუსლიანი ფეხსაცმლის წვერები იატაკს ნელა ეხებოდა, თითო ნაბიჯი მკაფიოდ ისმოდა სიჩუმეში… ტიკ… ტიკ… ტიკ…მაღალ ქუსლებზე დგომა უჭირდა, ფეხები უკანკალებდა, ბალანსს ძლივს იჭერდა, ირაკლი წინ მოდიოდა, როგორც ბნელი სილუეტი, მარიამი იხევდა, ის - უახლოვდებოდა..მისი ფეხსაცმლის თხელი ქუსლი ერთხელ იატაკზე ოდნავ გაცურდა, წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა, მკერდი სწრაფად ეწეოდა-ეშვებოდა. თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, შიში უკვე ვეღარ იმალებოდა..მისი ზურგი ბოლოს კედელს მიეჯახა, მკვეთრი შეჯახების ხმა გაისმა, გზა აღარ იყო..მარიამი კედელს აეკრო, თითქოს უნდოდა მასში შეღწევა და გაქრობა..ირაკლი კი უკვე ძალიან ახლოს იდგა, იმდენად, რომ მისი ჩრდილი მთლიანად დაეცა მარიამზე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


