მებაღე - თავი 26
იოანე და დათო კაბინეტში იდგნენ. სიგარეტის კვამლი ჰაერში იდგა. -რაღაც არ არის რიგზე, -ნელა თქვა იოანემ, ნერვიულად მიმოდიოდა ჯერ წინ მერე უკან. -ზედმეტად მშვიდია. -ეგ იმას ნიშნავს, რომ რაღაცას გეგმავს, -უპასუხა დათომ მშვიდად წამიერი პაუზის შემდეგ. იოანემ ფიცხლად შეხედა. -მაინც რას უნდა გეგმავდეს? დათომ რამდენიმე წამი დააკვირდა. -ან გაქცევას… ან დარტყმას. ის მტრად აღგიქვამს. ამ ყველაფრის შემდეგ აქ შენს სახლში გამოკეტილად გრძნობს თავს, სულ არ ფიქრობს რომ შენ მისთვის რამე კარგი გინდა.. თან სულ რაღაც ცხრამეტი წლის არის.. რას სთხოვ? პაუზა. იოანემ ჩუმად ჩაილაპარაკა: -ის მარტო არ არის. დათომ წარბი შეკრა. -რას გულისხმობ? -მისი თვალები… -თქვა იოანემ დაკვირვებით. -მის გამოხედვაში მარტო მყოფი ადამიანის თამაში არ იკითხება, ვინც უბრალოდ ბავშვურად აპირებს შური იძიოს. მას ინფორმაცია აქვს. ჩემი გამოაშკარავებაც უნდა.. სიჩუმე ჩამოვარდა. დათომ სიგარეტი ჩააქრო. -მაშინ ვიღაც ეხმარება. იოანემ თავი დაუქნია. -უნდა გავიგოთ ამჯერად ვინ. -მის ზარებს მოვუსმინოთ?-წინ გადაიხარა დათო. -ჰო, მაგრამ ამდენს მიხვდება.. -რამეს მოვიფიქრებ..-ხელი თითქოს უდარდელად აიქნია. *** დილით მილენა ბაღში სარწეველაზე იჯდა, თითქოს ჩვეულებრივ. თხელ მტევანში ფინჯანი ყავა მოექცია და დალევის ნაცვლად ჩაფიქრებული დასცქეროდა. ერთი შეხედვით მშვიდი ჩანდა. მაგრამ გონებაში უკვე მონდომებით აწყობდა ყველაფერს. სახლში მოსამსახურე შევიდა, ამჯერად აშკარად ახალი. დაახლოებით მისი ასაკის გოგონა იყო. მილენამ თვალი გააყოლა. -შენ… -დაუძახა მოულოდნელად. გოგონა გაჩერდა. -მე? დიახ.. -ლურჯი თვალები გულუბრყვილოდ და ყურადღებით ააფახულა. მილენა ნელა წამოდგა და მიუახლოვდა. -რამდენი ხანია აქ მუშაობ? -გოგოს სახეს და ჩაცმულობას ინტერესით მოავლო მზერა. მხრებზე დაფენილი მოვლილი ქერა თმა, მკვრივი სხეული, ზომიერად გარუჯული კანი და ნაზი, მიმზიდველი იერსახე მაშინვე თვალში მოხვდა. -რამდენიმე დღეა… მილენამ თვალებში ჩახედა. -და ვისთვის მუშაობ სინამდვილეში? გოგონა დაიბნა. -რას გულისხმობთ? მილენამ ოდნავ ცინიკურად გაიღიმა. -არაფერი. მაგრამ უკვე დარწმუნდა. "დარწმუნებული ვარ ასეთი გარეგნობით იატაკის მოსაწმენდად არ იქნება ამ უზარმაზარ სახლში. იოანესთან ერთობა..". *** მილენას იმ ღამეს თითქმის არ დაძინებია. დათოს სიტყვები, იოანეს ქცევა, კამერების გათიშვა - ყველაფერი ერთ წერტილში იკვრებოდა. დილით ტელეფონზე ისევ უცნობი ნომერი გამოჩნდა. მხოლოდ ერთი მესიჯი: „თუ სიმართლე გინდა - დღეს, 22 საათზე მოხვალ, მარტო.“ მისამართი ქვეშ ეწერა. მილენამ დიდხანს უყურა ეკრანს დაზაფრულმა. მერე უბრალოდ ინსტიქტურად აკრიფა: „ვიქნები.“ *** საღამოს სოლიდურად ჩაიცვა, მანქანა გამოიძახა, თუმცა სახლიდან გასვლა არ იყო მარტივი, მაგრამ ამჯერად არც ცდილობდა დამალვას. -გავდივარ, -უთხრა იოანეს ცივად. იოანემ მაშინვე შეხედა. -რას მელაპარაკები.. და სად? -ჰაერზე. -მარტო არ წახვალ. მილენამ ირონიულად ჩაიცინა. -უკვე დიდი ხანია მარტო ვარ. იოანე, სული მეხუთება, უბრალოდ განტვირთვა მჭირდება. არ გამაღიზიანო. იოანე მიუახლოვდა. -მილენა- -არ გამომყვე, -გააწყვეტინა მკვეთრად. -თუ მართლა გინდა რომ აქ დავრჩე… დღეს გამიშვი. ნება მომეცი გარეთ გავიდე. პაუზა. იოანე უყურებდა, რაღაცის გაანალიზებას ცდილობდა. ბოლოს ნელა თქვა: -ერთ საათში უკან დაბრუნდები. თავისუფლად სიარული შენთვის საშიშია. გესმის? თან ჯერ კიდევ ჭრილობა გაქვს.. მილენამ არაფერი უპასუხა. უბრალოდ წავიდა. *** მილენა მისამართზე, ძველ, მიტოვებულ შენობაში რომ შევიდა, გულში უკვე ქაოსი ჰქონდა, მაგრამ მაინც მზად იყო ყველაზე ცუდისთვის. ნაბიჯების ხმა ექოდ ისმოდა, სუნთქვა უმძიმდებოდა. როცა უკნიდან ხმა გაისმა, ნელა შებრუნდა… და გაშეშდა. სოლომონი.. მის წინ იდგა მის - ცოცხალი, მშვიდი, ზუსტად ისეთი, როგორიც ახსოვდა… და ამავე დროს სრულიად უცხო. მილენას გული გაუჩერდა და თვალები მაშინვე სითხით აევსო, სუნთქვა შეეკრა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა, თითქოს ტვინი უარს ამბობდა ნანახის მიღებაზე და გააზრებაზე. მერე უცებ დაიძრა, სწრაფად მიუახლოვდა და გულში ჩაეხუტა. -მამა!… -ხმა გაებზარა. სოლომონმა მაშინვე მოხვია ხელები, თავზე ხელი გადაუსვა და ძლიერად მიიკრა, თითქოს ამ ერთ მოძრაობაში უნდოდა მთელი დაკარგული დრო ჩაეტია. -ჩუმად… -ჩურჩულით უთხრა კაცმა და აწყლიანებული ნაცრისფერი თვალებით დამაიმედებლად დახედა -ყველაფერი კარგადაა… მე აქ ვარ. მილენა უკვე თავს ვერ იკავებდა, ცრემლები ლოყებზე გამალებით ეღვრებოდა, თითებით მამას ეჭიდებოდა, თითქოს ეშინოდა, ისევ არ გამქრალიყო. -შენ… ცოცხალი ხარ… -ძლივს ამოილაპარაკა. სოლომონმა ოდნავ დააშორა, სახეში შეხედა და მშვიდად დაუქნია თავი. -ჰო.. სიკვდილი გავაყალბე, ასე იყო საჭირო. მაპატიე, შვილო.. მაპატიე.. მილენას თვალებში მაშინვე გაჩნდა სიბრაზის ნაპერწკალი. -საჭირო? -ხმა გაუმკაცრდა -მე ყოველდღე ვგლოვობდი შენს სიკვდილს… მე… -სიტყვა გაუწყდა. -მამა კუბოში იწექი და ისე დაგტიროდი.. შენ იყავი.. სოლომონმა ხელი ნაზად დაადო ლოყაზე. -ვიცი, ვიცი. ის მე არ ვიყავი, შვილო.. და ამიტომაც არ უნდა გცოდნოდა.. მილენა რამდენიმე წამი უყურებდა, ბრაზი და ტკივილი ებრძოდა მის გონებაში ერთმანეთს. -მე ამდენად არ მენდობოდი? -ჩუმად ჰკითხა. სოლომონმა ნელა და მძიმედ ამოისუნთქა. -არა ნდობის გამო, არა.. -თქვა -შენივე უსაფრთხოების გამო. თუ სიმართლე გეცოდინებოდა, ისინიც გაიგებდნენ. და მაშინ… -პაუზა გააკეთა -მართლა დავიღუპებოდი. შენც მიზანში იქნებოდი.. მილენა გაჩუმდა. მისი სიტყვები ნელ-ნელა უჯდებოდა გონებაში. სიბრაზე ბოლომდე არ გამქრალა, მაგრამ რაღაც სხვამ გადაფარა - შვებამ. ისევ მიეხუტა, ამჯერად უფრო მშვიდად. -აღარ დამიმალო… -ჩუმად უთხრა. -გთხოვ აღარაფერი დამიმალო და ასე აღარასდროს მომექცე, მამა.. ვეღარ გადავიტან.. სოლომონმა ოდნავ გაიღიმა. -ახლა უკვე მსგავსი რამ არ განმეორდება, გპირდები, ჩემო გოგო. მაგრამ უნდა გამიგო… ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა. მილენა ოდნავ მოშორდა. -რას გულისხმობ? სოლომონი უცებ სერიოზული გახდა. -ყველასთვის კვლავ გარდაცვლილი უნდა დავრჩე. სიჩუმე. მილენამ წარბები შეკრა. -რამდენ ხანს? -სანამ ასე იქნება საჭირო. მილენა დაფიქრდა, მერე ნელა დაუქნია თავი. -კარგი… სოლომონი დააკვირდა. -და ეს არავის უნდა უთხრა. არც იოანეს. არც დათოს. არც სანდო მეგობარს. საერთოდ არავის.. მილენამ თვალებში შეხედა. -რა თქმა უნდა. სოლომონმა გააგრძელა. -არავინ არის ბოლომდე სანდო. პაუზა. -იოანემ გიღალატა არა? -ჰკითხა მილენამ. სოლომონმა ოდნავ თავი დახარა. -იოანე… ისეთი არ არის, როგორიც გგონია. მილენა გაოცდა. -მამა, ის… -ვიცი რას ფიქრობ, -გააწყვეტინა სოლომონმა მშვიდად. -მაგრამ ისიც მოტყუებულია. მან დაიჯერა, რომ მე ბექა მოვაკვლევინე, ასე უთხრეს. სწორედ ამიტომ სცადა შურისძიება. მილენა გაჩუმდა. -ანუ… -ნელა თქვა -ისიც… სოლომონმა თავი დაუქნია. -ნაწილობრივ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საფრთხე არ არის. მილენა სერიოზულად უსმენდა. -რეალური მტრები სხვები არიან, -გააგრძელა სოლომონმა -ბევრად ძლიერი და ბევრად ფრთხილი. იოანე კი… -პაუზა -ერთ-ერთი მათგანის ხელში შეიძლება ისევ იარაღად იქცეს. მილენას მზერა გამკაცრდა. -და მე რა უნდა გავაკეთო? სოლომონმა პირდაპირ შეხედა. -ამჟამად დარჩი მის გვერდით. არაფერი შეიმჩნიო. დააკვირდი. ყველაფერი მითხარი რასაც იეჭვებ. თუ რამე სერიოზული მოხდება, დამირეკე. აი ამ ტელეფონით ისარგებლე, ვერავინ გითვალთვალებს ან მოგისმენს, -ხელში ტელეფონი მიაწოდა. -ჯერჯერობით სხვა გზა არაა, შვილო.. მილენამ რამდენიმე წამი იფიქრა. -ანუ… იოანეს ვუთვალთვალო? სოლომონმა მშვიდად უპასუხა. -არა მხოლოდ მას. ყველას. პაუზა. -და თუ რამე მოხდება… ან საფრთხეს იგრძნობ, -დაამატა -პირველ რიგში მე მაცნობებ. მილენამ ნელა დაუქნია თავი. -კარგი. სოლომონმა კიდევ ერთხელ მოხვია ხელი, ამჯერად უფრო ხანმოკლედ. -ფრთხილად იყავი, მილენა. მილენამ ჩუმად უპასუხა. -შენც, მამა. გოგო რამდენიმე წუთში შენობიდან გამოვიდა. სახე უკვე დამშვიდებული ჰქონდა, თვალები გამშრალი. ტაქსში ჩაჯდა და სარკეში საკუთარ თავს შეხედა. ახლა უკვე იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. მძღოლმა მანქანა დაძრა და სახლამდე გზა ისე გაიარა, თითქოს არაფერი მომხდარა. ჭიშკარი გაიღო, ეზოში შევიდა. როცა გადმოვიდა, სახეზე ისევ ის ცივი სიმშვიდე ედო. თითქოს ჩვეულებრივი დღე იყო. თითქოს არაფერი შეცვლილა. მაგრამ სინამდვილეში - ყველაფერი გადატრიალდა. ახლა ის მარტო ნამდვილად აღარ თამაშობდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - ახლა იცოდა, ვის თამაშში იყო. *** იოანეს სახლში რომ დაბრუნდა, გარეგნულად მშვიდი ჩანდა, მაგრამ შინაგანად დაძაბულობა ნელ-ნელა უწვავდა სხეულს. ამ სახლში მოსვლა ჯოჯოხეთს აგონებდა. ეზო გაიარა თუ არა შესასვლელი კარის ჩაკეტვის ხმა ჩუმად გაისმა, ფეხსაცმელი უხმოდ გაიხადა და მისაღებისკენ წავიდა. სწორედ მაშინ მოესმა ზემოდან უცნაური ხმები. ჯერ გაურკვევლად. მერე უფრო მკაფიოდ. სიცილი… მერე მოგუდული, გაწელილი შეძახილები. მილენა ადგილზე გაჩერდა. გული უცებ აუჩქარდა. რამდენიმე წამი უბრალოდ ასე დაყო, მერე ნელა, თითქმის შეუმჩნევლად დაიწყო კიბეზე ასვლა. ყოველი ნაბიჯი ფრთხილი იყო, თითქოს არ უნდოდა ხმაური შეექმნა. რაც უფრო მაღლა ადიოდა, ხმებიც უფრო მკვეთრი ხდებოდა. იოანეს ოთახთან მივიდა თუ არა, უკვე ეჭვი აღარ იყო. კარი ბოლომდე დახურული არ იყო. მილენა გაშეშდა. „ჯანდაბა… კარიც კი არ მიუხურავთ…“ - გაიფიქრა და ბრაზისგან ყბა მოეღრიცა. უნდოდა მაშინვე შებრუნებულიყო და წასულიყო. მაგრამ შეჩერდა. ინსტიქტურად, ძალიან ფრთხილად, ოდნავ შეიხედა ოთახში. და რაც დაინახა, საკმარისი იყო. იოანე ქერა გოგონას ფეხებ შორის მოქცეული დაუფარავად გამოსცემდა სიამოვნების ხმებს. გოგოც უსირცხვილოდ უფრო და უფრო ხმამაღლა კვნესოდა და მთელ სხეულზე ადნებოდა. თითქოს მათ ირგვლივ არაფერი არსებობდა, ყველა და ყველაფერი დავიწყებოდათ. მილენას სახე ერთ წამში გაუცივდა. ზიზღი. არა ტკივილი. არა იმედგაცრუება. უბრალოდ ცივი, მკაფიო ზიზღი. კარს მსუბუქად, ინსტიქტურად გაეცალა და ისე გაიქცა, თითქოს იქ ერთი წამითაც არ უნდა დარჩენილიყო. თავის საძინებელში შევარდა და კარი ძლიერად მიხურა. რამდენიმე წამი აღელვებული იდგა შუა ოთახში, სუნთქვა არეული ჰქონდა. უცებ გულისრევის შეგრძნება მოაწვა. საპირფარეშოში შევარდა და დაიხარა. ყველაფერი, რაც შიგნით ჰქონდა დაგროვილი - ემოცია, დაძაბულობა, დღევანდელი დღე ერთდროულად მოაწვა. წყალი ჩართო, ნაზად დაიბანა სახე, სარკეში ჩაიხედა. მწვანე თვალები ჩაწითლებოდა. მაგრამ ცრემლი - ამჯერად არცერთი. რამდენიმე წამი უყურა საკუთარ ანარეკლს. მერე ჩუმად ჩაილაპარაკა: -რა სისულელეა… საწოლზე დაჯდა, ტელეფონი აიღო, ცოტა ხანს უყურა ეკრანს… და უცებ გაეღიმა. მაგრამ ეს ღიმილი აღარ ჰგავდა ძველს. უფრო ცივი იყო. უფრო გათვლილი. -მით უკეთესი… -თქვა ძალიან ჩუმად. ახლა უკვე ყველაფერი უფრო მარტივი ხდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


