შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაგელოდები” — ნაწილი 4


გუშინ, 23:38
ავტორი Qetq
ნანახია 15

დილით ვაჩემ გადაწყვიტა, კლინიკაში მისვლამდე მარიამს შეხვედროდა.
მისი ნომერი ჯერ კიდევ ჰქონდა ჩაწერილი. წამით დააყოვნდა, მერე სწრაფად აკრიფა.

— მარიამ, უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, — თქვა მკაცრად.

— ოჰო… ეს სიმკაცრე საიდან? — ცინიკურად გაეცინა მარიამს. — იქნებ შენთან ამოვიდე?

— არაა საჭირო. კაფეში გელოდები. მისამართს მოგწერ, — თქვა მოკლედ და გაუთიშა.



ანა ვაჩეს ელოდებოდა.
. ვერც წარმოედგინა, რა ელოდა უახლოეს მომავალში.



კაფე

— რატომ მოხვედი კლინიკაში? — დაიწყო ვაჩემ. — რას გეგმავ?

— არაფერს, — მშვიდად უპასუხა მარიამმა. — აი შენ კი… როდემდე აპირებ სიმართლის დამალვას?
ანამ რომ გაიგოს ეს ყველაფერი?

— ვერ გაიგებს, — სწრაფად თქვა ვაჩემ.

მარიამმა ირონიულად შეხედა.

— მაშინ მე ვეტყვი. ჩვენს შესახებ.

— მარიამ, საკმარისია! — ვაჩემ მაგიდას მთელი ძალით დაარტყა ხელი.

კაფეში სიჩუმე ჩამოვარდა.
მარიამი უყურებდა მშვიდად — თითქოს ზუსტად ამას ელოდა.

დღეები გადიოდა. ანა ცხოვრების ჩვეულ რუტინას დაუბრუნდა.
თითქოს ყველაფერი დალაგდა.
ვაჩე დაკავებული იყო და იშვიათად ახერხებდა ანას ნახვას.
მარიამის თემაც თითქოს მივიწყდა — მისი სახელი აღარ ჟღერდა,
მაგრამ მისი ჩრდილი ისევ იგრძნობოდა.
ანა საკუთარ ეჭვებს ვერაფერს უხერხებდა.
ერთ საღამოს, სამსახურის შემდეგ, ანა კაფეში შევიდა. უბრალოდ ყავის დასალევად.

და მაშინ დაინახა.

ფანჯარასთან, კუთხის მაგიდასთან, ვაჩე იჯდა. მის წინ — ქალი.
მარიამი.

ანა გაჩერდა. ნაბიჯი ვერ გადადგა. თითქოს იატაკს მიეწება.
ვაჩე რაღაცას ამბობდა, მარიამი მშვიდად უსმენდა. მერე გაეღიმა.
არ იყო ხმამაღალი სიცილი. არც რამე განსაკუთრებული.
უბრალოდ ღიმილი.

და ეს იყო ყველაზე მტკივნეული.

ანა არ შესულა კაფეში.
უბრალოდ შებრუნდა და წავიდა.

იმ წამს მიხვდა — პრობლემა მხოლოდ ის აღარ იყო, რომ ვაჩე რაღაცას მალავდა.
პრობლემა ის იყო, რომ ლოდინი აღარ შეეძლო.
_____________________

ანა სახლში მივიდა და კარი ნელა დახურა.

ჩანთა იატაკზე დატოვა. ქურთუკიც არ გაუხდია ბოლომდე.
უბრალოდ იდგა შუა ოთახში და არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა შემდეგ.

ფანჯარას მიუახლოვდა. გარეთ ჩვეულებრივი საღამო იყო.
ადამიანები მიდიოდნენ, მანქანები ჩერდებოდნენ, ცხოვრება გრძელდებოდა.

მისთვის კი თითქოს ყველაფერი გაჩერდა.

ტელეფონი აიღო. ეკრანი გაანათა.
ვაჩეს სახელი იყო.

სკამზე ჩამოჯდა. ხელები მუხლებზე დაიდო.

ანა თვალებს ხუჭავდა, მაგრამ სურათი არ ქრება.

„არ გჯერა ჩემი?“

ყველა სიტყვა ერთ ხაზად იკვრებოდა და ბოლოს ერთ რამედ იქცეოდა:

ის რაღაცას მალავს.

იატაკზე დაჯდა. თავი მუხლებზე ჩამოდო.
პირველად არ ცდილობდა თავის მოტყუებას.

უბრალოდ იჯდა და ხვდებოდა —
რაც უნდა იყოს სიმართლე, უკვე შეიცვალა ყველაფერი.

და ყველაზე საშიში ის იყო, რომ ჯერ არც კი იცოდა რა.


საღამოს ვაჩემ დაურეკა

ვაჩე:
— სად იყავი დღეს?

ანა:
— გარეთ.

ვაჩე:
— უბრალოდ გარეთ?

ანა:
— ჰო.

(პაუზა)

ვაჩე:
— დაგირეკე.

ანა:
— ვერ გავიგე.

ვაჩე:
— არ გიპასუხია.

ანა:
— შეიძლება ტელეფონი გამორთული მქონდა.

(მცირე სიჩუმე)

ვაჩე:
— ანა… რაღაც მოხდა?

ანა:
— არა.

ვაჩე:
— დარწმუნებული ხარ?

ანა:
— კი.

ვაჩე:
— დღეს სხვანაირი ხარ.

ანა:
— ყველა დღე ერთნაირი ვერ იქნება.

ვაჩე:
— მე მაინც ვცდილობ გავიგო რა გჭირს.

ანა:
— არ მჭირს არაფერი, ვაჩე.

ვაჩე:
— არ გჯერა ჩემი?

ანა:
— არ მითქვამს ეგ.

ვაჩე:
— მაგრამ ასე იქცევი.

ანა:
— როგორ?

ვაჩე:
— თითქოს ჩემგან შორს ხარ.

ანა:
— იქნებ ახლოს არც არასდროს ვყოფილვარ ისე, როგორც შენ გეგონა.

(ვაჩე ჩერდება)

ვაჩე:
— ანა…

ანა:
— დავიღალე. დღეს მინდა უბრალოდ დავისვენო.

ვაჩე:
— კარგი… ხვალ დავილაპარაკოთ?

ანა:
— ვნახოთ.

დილა ადრე დაიწყო.
სახლში სინათლე მშვიდად შემოდიოდა, მაგრამ ანასთვის ეს სიმშვიდე აღარ იყო.

გაიღვიძა, მაგრამ თვალები დიდხანს არ გაუხელია.
თითქოს არ უნდოდა დაბრუნება იმ რეალობაში, რომელიც უკვე იცოდა.

ნელა წამოდგა. ჩაი არ დაუსხამს. არც ტელეფონისკენ გაუხედავს.
უბრალოდ იდგა ფანჯარასთან და გარეთ იყურებოდა.

ამჯერად ფიქრი აღარ იყო დაბნეული.
იყო ერთ ხაზზე გაწყობილი.

მე ასე ვეღარ გავაგრძელებ

კარი გაიღო.

ვაჩე იყო.

სახლში შემოვიდა და მის გვერდით დაიკავა ადგილი

— ანა, გთხოვ, გუშინდელზე ვილაპარაკოთ.

ანა:
— აღარ მინდა გუშინდელზე ლაპარაკი.

(პაუზა)

ვაჩე:
— მაშინ რაზე გინდა?

ანა:
— სიმართლეზე.

ვაჩე:
— ისევ ეს?

ანა:
— არა „ისევ“. ახლა.

(სიჩუმე)

ვაჩე:
— ვერ მოგიყვები ყველაფერს ახლა.

ანა:
— აი, ეს არის პასუხი, ვაჩე.

ვაჩე:
— შენ არ გესმის…

ანა:
— მე ძალიან კარგად მესმის.

(პაუზა — ანა მშვიდია, ზედმეტად მშვიდი)

ანა:
— და სწორედ ამიტომ აღარ შემიძლია ასე ყოფნა.

ვაჩე:
— რას ნიშნავს ეს?

ანა:
— იმას, რომ დრო მჭირდება.

ვაჩე:
— დრო?

ანა:
— შენგან შორს.

(დუმილი)

ვაჩე:
— ანა, ნუ აკეთებ ამას.

ანა:
— მე არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ ვჩერდები.

ვაჩე:
— და მე?

ანა:
— შენ უნდა გადაწყვიტო.

(პაუზა — ვაჩე ჩერდება)

ანა:
— მე აღარ ვაპირებ კითხვებში ცხოვრებას.

ვაჩე:
— …

ანა:
— როცა მზად იქნები სიმართლის სათქმელად, მაშინ იპოვი ჩემთან გზას.

(ანა ქურთუკს იღებს)

ვაჩე:
— სად მიდიხარ?

ანა:
— საკუთარ თავთან.

(კარი ნელა იხურება)

ვაჩე რჩება მარტო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent