დაუსრულებელი ისტორია ( მესამე თავი )
დილით ადრიანად გაიღვიძა. სწრაფად მოწესრიგდა და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი დაადგა გზას ,,პიეროსკენ” . თავისი და ნანუკას საყვარელი ტკბილეული აარჩია და მეგობრის სახლისკენ აიღო გეზი. ქუჩის ბოლოს, მარჯვენა მხარეს ლენას სახლია, შუაში პიერო, ქუჩის თავში მარცხნივ კი ნანუკა ცხოვრობს. ხუთი წუთიც არ დასჭირვებია,უკვე მეგობრის სახლთან იყო ლაშამ რომ დაურეკა. - მეზობელო კარისაო - ეკრანიდან გაეკრიჭა ბიჭის გამოსახულება . - დიახ ,დიახ - გაეცინა მის გადმოლაგებულ კბილებზე ლენას. - დილის ყავა შენთან, ჩემთან თუ შენ შენს აივანზე და მე ჩემსაზე ? - ნანუკას სახლთან ვარ უკვე, ლაშა. - კამერა ნამცხვრით გატენილ ყუთს მიუბრუნა გოგონამ. - მოღალატე ხარ, გენაცვალე. გამცვლი ხოლმე ამ შენს მოხუც დაქალში და მხოლოდ მაშინ გახსენდები , როცა არ სცალია . - გაიბუტა ლაშა. - არც მან იცის , რომ ავდივარ. ამოხვალ შენც? - არცისე დარწმუნებულმა თავის შეთავაზებაში , მაინც გააჟღერა წინადადება. - რადგან ასე დაჟინებით მოითხოვ . - მობილურს ჩაჰყვირა ბიჭმა და ეკრანიდან გაქრა. კარისკენ გაწეული ხელი ჰაერში გაუშეშდა ლაშას გამოსახულება რომ დალანდა კიბის თავში. - მოფრინდი ადამიანო ?! - გაკვირვებისგან თვალები გადმოუცვივდა ლენას. - არ უნდა შფოთი, ლენუ. სწრაფი ნაბიჯებით დავდივარ, სულ მაგაზე არ ჩხუბობ? რა ახლა გაიკვირვე. მიდი, მიდი, რა აწყვია შიგნით ? - მუჯლუგუნით უბიძგა ზარის ღილაკისკენ და ნამცხვირს ყუთს დაუწყო თვალიერება. ისეთ ხმაზე საუბრობდნენ ზარის დარეკვა სულ არ დასჭირვებიათ. ნანუკამ კარი გამოაღო თუ არა თვალები შუბლზე აუვიდა დაუპატიჟებელი სტუმრების, განსაკუთრებით უფრო დაუპატიჟებელი სტუმრის - ლაშას დანახვისას . - მოგეყვანა კიდევ ვინმე, არავინ შეგხვდა ქუჩაში? - იმ წამს მოხვეული ხალათი შეისწორა ტანზე და სტუმრები სახლში შემოატარა. - შენ , ისა ..- ჩახველებით ხმა დაიწმინდა ბიჭმა. - დილიდან მძიმე შხამის ტარება არ გღლის ? - შხამი არა, აი, შენ კი მღლი - ბიჭის ნერვებზე თამაშის ხასიათზე დადგა ნანუკა. - კარგით, რა . შემარგეთ დილის მადლი, ცხელი ყავა და ჩემი ტკბილეული. - კოხტად დაალაგა ციტრუსებიან მოგრძო თეფშზე ნაირ-ნაირი ნამცხვრები ლენამ და ყავაც სამისთვის გაამზადა, მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა ანიშნებდა ლაშასთვის, არ გაებედა და ყავა არ გაეკეთებინა . მეგობრის სახლში მასპინძელივით ტრიალებდა. სწრაფად დაალაგა ნანუკას ულამაზესი სახლის, ულამაზესი ვერანდის კიდევ უფრო ლამაზ თეთრ მაგიდაზე და მოჩხუბარი მეგობრები აივნისკენ მოიხმო. - ხშირად ვფიქრობ , ჩემი ხედი უკეთესია თუ შენი. - ლენა მაშინვე მიუბრუნდა მეგობარს , როგორც კი ცხელმა სითხემ მისი, მაისის გრილი ქარით შეციებული სხეული გაითბო. - რა თქმა უნდა ჩემი .- გაეჯიბრა ნანუკა. - რატომ ვითომ ? - არ დაუთმო ხედის სილამაზეში პირველობა ლაშამ . - შენ არ გეჯიბრები, ლაშ. იმხელა ხე გეფარება აივანთან , ხედი საერთოდ არ გაქვს . - სიცილისგან აკივლდა მასპინძელი. - შეეშვი, შურს ჩვენი ხედის. -მხარი აუბა კარის მეზობელს ლენამ და გასამხნევებლად მხარზე ხელი მოუთათუნა. თვალებმოჭუტული უყურებდა მზეობლების გაერთიანებას ნანუკა და გონებაში მესამეჯერ გადაყარა, ორივე ერთად , მისი ულამაზესი ვერანდიდან , კიდევ უფრო ლამაზი ხედის ფონზე. - თუ გინდა გამომყევი ცოლად და შენც გექნება ჩემი უნაკლო ხედით ყოველდღიურად ტკბობის საშუალება. - მათი აივნიდან მოსროლის სცენარი წყალში ჩაუყარა ლაშამ , მაგრამ მოსმენილმა ბევრად უარესი ფიქრებით შემოუტია. - დღეს არ მუშაობ ? - ლაშას გადარჩენის სპეცოპერაცია შეიმუშავა ლენას მოხერხებულმა გონებამ , რომ ნანუკას მართლა სადმე არ აგესროლა ბიჭი. - არა, განულებულია ყველა საქმე , ისვენებს დღეს მამაჩემის ოფისი . - გადატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ თავისუფალი გრაფიკის გახსენებაზე ღიმილი ყურებამდე გაეხა ბიჭს. - ქორწილში ესეც დაპატიჟებულია ? - თავით ლაშასკენ ანიშნა გაავებულმა მასპინძელმა ლენას . - ,,ესეც’’ ვინ არის , უკაცრავად ? - გულზე ხელი შეურაცხყოფილმა მიიდო და წარბებდაქაჩულმა გახედა მოხარხარე ნანუკას, რომელიც მეტად გაეხალისებინა ბიჭის რეაციას. - რატომ გიკვირს? ჩვენც არ ველოდით ამდენი ხნის შემდეგ დაპატიჟებას. - სერიოზულად განაგრძო ნანუკამ . ვატო სამივემ დათასგან გავიცანით და ... -სიტყვა შუაში გაუწყდა ნანუკას, როცა დაქალის სახეზე ემოციებმა, კაცის სახელის ხსენებაზე არ დააყოვნა და ერთიანად აუჭრელა კანი. ლაშამ გაკვირვებით გახედა უჩვეულოდ სწრაფად დადუმებულ ნანუკას და გამშრალ ლენას . - რა მოხდა? - ხმა დაუმძიმდა ბიჭს , ინსტიქტურად იგრძნო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოეპარა . ნანუკამ თვალი აარიდა მის მზერას. - არაფერი. - თქვა უჩვეულო სიმშვიდით და თითები მაგიდაზე აათამაშა. - არაფერზე შუა წინადადებაში არ ჩერდებიან . - მონაცვლეობით აკვირდებოდა ჩუმად მყოფ ლენას და უცნაურად აღელვებულ ნანუკას . - დათა ჩამოვიდა. ყვავილები გამომიგზავნა და ორჯერ დამირეკა, მას შემდეგ თითქმის ერთი თვეა ისევ გაქრა. - სიტყვებს სული გამოაყოლა ლენამ. - დათა ?! - უსიამოვნო გამომეტყველებამ ცხადჰყო , შენგელიას დაბრუნება არ გახარებია და არც ამის დამალვა არ უცდია . მამაკაცის სახელი აბრასავით დაიკიდა სამეულის თავზე. - ელაპარაკე ? - ლენას მიუბრუნდა კითხვით სალდაძე. - ველაპარაკე. - თავი დაუქნია გოგომ. - რაო, რატომ დავბრუნდიო? - სხეულით მთლიანად ლენასკენ მიუბრუნდა ბიჭი. მზერით მიეფერა სავარძელში მჯდომს. უკვე უპოვა მიზეზი მის ჩაწითლებულ თვალებსა და ჩაშავებულ უპეებს. - გეგმებით და მიზნებით ვარ ჩამობრძანებულიო . - გააჯავრა დათა შენგელიას ჩამოსვლა ნანუკამ . - ჰოდა, წავალთ ქორწილში და შევხვდებით, მოვენატრებოდი. - სარკაზმი ჰაერში სუნამოს წვრილი წვეთებივით გააფრქვია ლაშამ და სიგარეტის ღერი ტუჩებში მოიქცია. - მოწევ ? - გაუწოდა ნანუკას, ლენასკენ არც კი გაუხედავს. - მეც მომაწოდე. მაისურზე დაქაჩა მეგობარს ლენამ. - არა. - გაუცინა, მაგრამ ეს სიცილი არ იყო გულწრფელი. - მაშინვე შეამჩნიეს გოგონებმა. - ლაშა, კარგი, რა. მომაწოდე - გაიწელა სავარძლიდან გოგონა. - არა, ლენ, არ ეწევი შენ , რადგან შენგელიას ჩამოსვლა გაფორიქებს მოწევა უნდა დაიწყო ? მე არ მოგაწოდებ, შენ თუ გინდა აიღე - აივნის სახელურზე ჩამოჯდა ბიჭი და იქედან განაგრძო გოგონების თვალიერება. - რატომ არ მითხარით ? - იკითხა წყენით რამდენიმე წუთის შემდეგ. - გჯერა, რომ იმ ორი ღამის შემდეგ აღარც ჩვენ გვისაუბრია მასზე? . - სახელის ხსენებას მოერიდა აქამდე მშვიდად მყოფი ნანუკა. - ვერ დავიჯერებ. - თავი უნდობლობის ნიშნად გააქნია ბიჭმა. - ქორწილი როდის არის ? - ისევ თავად გააგრძელა საუბარი, თან გონებაში აზრების დალაგება დაიწყო. - 1 კვირაში და ორი ღამით ვრჩებით ყველა ახალგზარდა იმ ვილაში, რომელშიც საქორწილო წვეულებაა დაგეგმილი. - უპასუხა ნანუკამ - ჰოდა, წავალთ ერთ კვირაშაში, ორი ღამით ვატო მაჩაბელის ქორწილში და ვნხავთ დათა შენგელიას. - სახელები და გვარები დააკონკრეტა ბიჭმა . ლენამ ყავის ფინჯანს ისე ძ₾იერად შემოჰხვია თითები, თითქოს მასში იმ სიმყარეს ეძებდა, რომელიც კარგა ხნის წიმ დაეკარგა. - არ მინდა მისი ნახვა . - თქვა თითქმის ჩურჩულით ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ყავიდფერი სითხისთვის. - არავინ გაიძულებს , ლენ, მაგრამ დასამალად მიზეზი არ გაქვს. შენ ის არ ხარ ვინც უნდა იმალებოდეს, ვისაც უნდა ერიდებოდეს . - უჩვეულო სიმკაცრე გაჟღერდა ბიჭის ხმაში. - წასვლა უკვე გადავწყვიტე, მაგრამ თითქოს უკან რაღაც ძალიან ძლიერი მექაჩება. - გამოუტყდა მეგობრებს გოგონა. - ნორმალურია. - დაამატა ნანუკამ ჩუმად და ლაშას ფიქრმორეულ , არეულ თვალებს თავისი ცისფერები დაუხვედრა. ორივე მეგობარმა ზუსტად იცოდა, რასთან ბრძოლა უწევდა ლენას. ერთად გაიარეს ყველა ის ტკივილიანი პერიოდი, რომელიც დათაც წასვლას მოჰყვა და წლების გამავლობაში გაგრძელდა. მართალია, ლენა ბოლომდე ვერ იხსნებოდა მის გრძნობებზე და ემოციებზე ბიჭთა, ისე , როგორც ამას ნანუკასთან აკეთებდა, მაგრამ მაინც უსიტყვოდ ესმოდა ბიჭს მისი. გული უმძიმდებოდა, რომ ვერაფრით ეხმარებოდა ლენას დარდის შემსუბუქებაში. ხელები ექავებოდა შენგელიას ცემის სურვილისგან, როგორ გაბედა და ლენას გული როგორ ატკინა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ მთელი ეს დაძაბულობა გამოეპარა და მხოლოდ დასარულს გაიგო მდგომარეობის სიმძიმე, მაგრამ უკვე ყველაფერს ჩაევლო და ახლა ნამდვილად აღარ მისცემდა დათას თავისი მეგობრისთვის გულისტკენის საშუალებას. - ერთი რამე უნდა იცოდეთ. - დამაატა თუ კი მის გამო , შენს თვალებზე ცრმელებს ისევ დავინახავ , ამ ამბავს შევეწირები. - თუ კი მის გამო , ჩემს თვალებზე ცრმელებს დაინახავ , ამ ამბავს მე უკვე შეწირული ვიქნები. - პირობასავით ჟღერდა ლენას სიტყვები, საკუთარი თავის მიმართ. *** მონატრება იმ გრძნობებს შორის ყველაზე მძიმე და მტანჯველია , რომელსაც ადამიანი განშორების შემდეგ ეზიარება ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი წასვლით გამოწვეული განშორება უკან მოსაბრუნებელ გზას სამუდამოდ გიხერგავს . გენატრებოდეს საყვარელი ადამიანი, მაგრამ არ შეგეძლოს მასთან დაბრუნება სიცოცხლეშივე გატარებულ ჯოჯოხეთს ნიშნავს. ამ ჯოჯოხეთს გადიოდა დათა შენგელია, რაც ლენა , იმ დაწყევლილ , წვიმიან ღამეს მის სახლთან ბოლოჯერ მიაცილა. ლენასთან შეხვედრამდე დღეები იყო დარჩენილი. მოლოდინის შეგრძნებამ თითქოს საერთოდ შეაჩერა დროის მსვლელობა. მოუთმენლად ელოდა ვატოს ქორწილის დღეს. დღეს, რომელიც უბრალოდ საქორწინო წვეულება კი არა , რაღაც გარდაუალის დასასრულის წინათგრძნობა იყო შენგელიასთვის . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


