“მე დაგელოდები” — ნაწილი 5
ანა აივანზე გავიდა. ქალაქი ხმაურიანი იყო მაგრამ ეს ხმაური მას აღარ ესმოდა. ვაჩე ისევ არ იყო — და ამჯერად ეს სიჩუმე პასუხად ეჩვენა. ანა არავის ელოდა. ზარი მეორედ გაისმა — მოკლე, მშვიდი. ანა წამოდგა. კართან მიახლოებული წამით შეყოვნდა, მერე გააღო. ზღურბლთან მარიამი იდგა. ხელში არაფერი ეჭირა. არც ჩანთა, არც ქურთუკი. თითქოს დიდხანს არ აპირებდა დარჩენას. — შეიძლება? — ჰკითხა მშვიდად. ანას არ უპასუხია უბრალოდ გვერდზე გადგა. მარიამი შევიდა. ოთახს თვალი მოავლო — ყურადღებით, მაგრამ ზედმეტი ინტერესის გარეშე. — ვაჩე აქ არ არის — თქვა ანამ. — ვიცი — უპასუხა მარიამმა. — ამიტომაც მოვედი. სიჩუმე ჩამოვარდა. ანა მაგიდასთან ჩამოჯდა. მარიამი მოპირდაპირედ დაჯდა, ზურგი სწორად ჰქონდა, ხელები მშვიდად ედო მუხლებზე. — არ მოვსულვარ ჩხუბისთვის — თქვა ბოლოს მარიამმა. — და არც იმისთვის, რომ რამე წაგართვა. ანა უყურებდა. არ ეკითხებოდა არაფერს. — უბრალოდ არ მიყვარს ტყუილში ცხოვრება, — განაგრძო მარიამმა. — მით უმეტეს მაშინ, როცა სხვა ადამიანი ზარალდება. — ვაჩემ გამოგაგზავნა? — ჰკითხა ანამ. — არა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. პაუზა. — რამდენ ხანს იცნობთ ერთმანეთს? — იკითხა ანამ ბოლოს. — დიდი ხანია, — უპასუხა მარიამმა. — იმ დროიდან, როცა ვაჩე პირველად გაქრა. ანას სახე არ შეცვლილა,თუმცა პასუხი არესიამოვნა. — ის ყოველთვის ასე იქცეოდა, — დაამატა მარიამმა. — როცა უჭირდა… მიდიოდა. — და შენ რჩებოდი? — ჩუმად ჰკითხა ანამ. — ხანდახან, — თქვა მარიამმა გულწრფელად. — ხანდახან მეც კი ვერ ვაჩერებდი. ანა წამით თვალს აშორებს. — თქვენ… ერთად იყავით? — იკითხა ისე, თითქოს პასუხი უკვე იცოდა. მარიამმა არ უპასუხა მაშინვე. — რაღაც იყო. საკმარისი იმისთვის, რომ წარსული ბოლომდე არ დასრულებულიყო. — და ახლა? — ჰკითხა ანამ. — ახლა სიმართლე უნდა იცოდე, — უპასუხა მარიამმა მშვიდად. — მეტი არაფერი. სიჩუმე ისევ ჩამოწვა ოთახზე. — ვაჩე შენთან დაბრუნდა ისე, რომ წარსული ბოლომდე არ დახურა, — თქვა მარიამმა. — და ამას ყოველთვის აქვს ფასი . ანა ნელა წამოდგა. — საკმარისია, — თქვა ჩუმად. მარიამმა თავი დაუქნია. — მესმის. ის წამოდგა, კარისკენ წავიდა. ზღურბლზე გაჩერდა. — მე არ გეუბნები, რა გააკეთო, — თქვა ბოლოს. — უბრალოდ… ნუ დაელოდები იმას, რისთვისაც თვითონ მზად არ არის. კარი დაიხურა. ანა მარტო დარჩა. ოთახში ისევ სიჩუმე იდგა, მაგრამ ახლა ის უკვე სხვანაირი იყო. ანა ნელა დაჯდა. ფიქრები აღარ იყო ქაოსური. ერთი რამ ნათლად იცოდა — სიმართლე აღარ იყო ყველაზე მტკივნეული. — ვაჩე შენთან დაბრუნდა ისე, რომ წარსული ბოლომდე არ დახურა, — თქვა მარიამმა. — და როცა ასე ბრუნდებიან, ყოველთვის ვიღაც რჩება პასუხის გარეშე. ⸻ დილა მარიამის შემდეგ სხვანაირად დაიწყო. ანამ ადრე გაიღვიძა, მაგრამ დიდხანს არ გაუხელია თვალები. ოთახში სინათლე ნელა შემოდიოდა, მშვიდად, თითქოს არაფერი შეცვლილიყო. მაგრამ შეიცვალა. ფიქრები აღარ იყო არეული. არც შეკითხვები ბრუნავდა თავში. ყველაფერი ერთ წერტილზე იყრიდა თავს. ნელა წამოდგა. ყავა არ მოუმზადებია. ტელეფონიც არ აუღია. თითქოს უნდოდა, ცოტა ხნით მაინც, არაფერს შეხებოდა. სიჩუმე აღარ აშინებდა. ⸻ ტელეფონმა მოგვიანებით კვლავ დარეკა ვაჩე იყო. ანა ეკრანს უყურებდა, სანამ ზარი შეწყდებოდა. არ უპასუხა. რამდენიმე წუთში შეტყობინება მოვიდა. „მოვალ?“ ანა დიდხანს კითხულობდა ამ ერთ სიტყვას. მერე დაწერა: „დღეს არა.“ პასუხი სწრაფად მოვიდა. „გთხოვ.“ ანამ აღარ უპასუხა. ⸻ შუადღისას სახლიდან გავიდა. უბრალოდ სასეირნოდ. ქალაქი ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა — ხმაური, მოძრაობა, ადამიანები. და ეს ყველაფერი უცნაურად შორს იყო მისგან. ⸻ საღამოს ისევ დაურეკა ვაჩემ. ანამ ამჯერად უპასუხა. — ანა, — თქვა ვაჩემ, — გთხოვ, მითხარი, რა ხდება. — არაფერი განსაკუთრებული, — უპასუხა მშვიდად. — ასე არ არის. — არის. — გუშინდელის გამოა? ანა წამით გაჩერდა. — არა მხოლოდ. — მაშინ რის გამო? — იმიტომ, რომ აღარ მინდა ისე ცხოვრება, თითქოს რაღაცას ვერ ვხედავ. სიჩუმე ჩამოვარდა. — ანა, — თქვა ვაჩემ ბოლოს, — მე უბრალოდ დრო მჭირდება. — დრო ყოველთვის გაქვს, — უპასუხა ანამ. — კითხვა ისაა, მე მაქვს თუ არა. ვაჩე ჩუმად იყო. — ხვალ უნდა ვილაპარაკოთ, — თქვა ანამ. — მოვალ, — სწრაფად თქვა ვაჩემ. — კარგი. ანამ ტელეფონი გათიშა ..ხვდებოდა ,რომ ხვალ აუცილებლად შეიცვლებოდა ყველაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


