შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანათობელი გრძნობა - თავი 12


გუშინ, 19:57
ავტორი Viva la vida
ნანახია 23

იმ დღეს ადრე ავდექი. წინა საღამოდან მოყოლებული უცნაური წინათგრძნობა მქონდა და ამის გამო მთელი ღამე არ დამეძინა. მიუსვენრობამ ამიტანა და უმიზეზოდ ვნერვიულობდი. ვიცოდი, დემეტრე რომ უნდა მენახა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ეს ამას არ უკავშირდებოდა. ამინდიც ისეთი იყო, მოუსვენრობას კიდევ უფრო მიმძაფრებდა. ცას ფენა ფენა დასდებოდა თეთრი და შავი ღრუბელი და მზეს გამონათების საშუალებად არ ახლევდა. მომწყინდა, აღარც თოვლი მიხაროდა და აღარც მარტო დარჩენა მინდოდა მეტად. ამიტომ საუზმეს არ დავლოდებივარ, დილიდანვე დავურეკე ჯაბას და ვთხოვე, ჩემს წამოსაყვანად წამოსულიყო. არ მინდოდა შემეწუხებინა, თუმცა გაფრთხილებული ვყავდი, ნებისმიერ დროს დამერეკა მისთვის და ეს რომ გამახსენდა, არც მომრიდებია, მაშინვე დავურეკე. მანაც არ დააყოვნა და ნაშუადღევს უკვე სახლში ვიყავი. საღამომდე დრო კიდევ იყო და გამოძინებაც მოვასწარი.
    თბილისში იმ საღამოსაც თოვდა. დავინახე თუ არა, თვალები ამიციმციმდა. დემეტრეს ვუთხარი, ჩვენს ადგილას შევხვდეთ მეთქი და ცოტახანში, მისი ზარი რომ მივიღე, გარეთ გამოვედი.
      სახლიდან გამოსვლისას უსახელო ნომერმა დამირეკა. დავხედე და რომ არ მეცნო, გავუთიშე. არ მინდოდა დემეტრეს დიდხანს ეცადა ჩემთვის, ამიტომ სწრაფად ჩავიარე ჩემი სახლის დაღმართი და პირდაპირ გზაზე გავედი. გზის გადაღმა მელოდებოდა. დავინახე თუ არა, მთელი ჩემი შფოთვა უკვალოდ გაქრა. წამში ამიჩქარა გული მისმა დანახვამ და საამო და თან ცოტა აუტანელი მღელვარებით ამავსო. მანაც რომ შემამჩნია, გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა. მოდიოდა ნელა, აუჩქარებლად და მის მოლოდინში ჩემს გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. 
     ისევ ტელეფონმა დამირეკა. იგივე ნომერი მირეკავდა. ეკრანზე გაჭიმული ციფრების გაუგებარი და შემთხვევითი კომბინაცია ცუდ შეგრძნებას მიტოვებდა. ინტერესისაგან ვერ მოვისვენე... დემეტრეს ნახევარი ქუჩა გადმოსაკვეთი ჰქონდა, ამიტომ ვიფიქრე, უცებ ვუპასუხებ, მეთქი და ყურმილი ავიღე.
- როგორც იქნა!
- ავთო? - გაკვირვებულმა მივუგე და თვალწინ, ფილმის განმეორებული კადრივით გამიელვა, როგორ დაბლოკე რამდენიმე დღის წინ მისი ნომერი.
- აღარ დამირეკო... -
- მოიცა, მოიცა... - შემაჩერა - აბა ერთი წინ გაიხედე...შენთვის საჩუქარი მაქვს! - ამის მოსმენა იყო, დავინახე, მარცხენა მხრიდან შავმა სედანმა რომ შემოუხვია გადაჭარბებული სიჩქარით და დემეტრე წამის მეასედში მოიქცია ზემოდან. მერე კი ისეთი სისწრაფით გავარდა, თითქოს არც გამოჩენილა. ერთადერთი, რაც თვალნათლივ დავინახე, შუა გზაზე გაწოლილი დემეტრე იყო. თითქოს ვერ ვიჯერებდი თვალით დანახულს და რამდენადაც ვუახლოვდებოდი ჩემ წინ, ზამთრის ცივ ასფალტზე უგონოდ მწოლიარე დემეტრეს, მით უფრო არარეალური ხდებოდა ყველაფერი. ის დღეც, ის შავი მანქანაც და ჩემ წინ არსებული სურათიც. შეშინებული მივუახლოვდი და სულ ოდნავ, გაუბედავად შევახე ხელი. ცრემლი წამსკდა. ნამდვილად ის იყო. დარტყმისაგან გათიშული იწვა ცივ, ბინძურ, დამდნარი თოვლისაგან ატალახებულ ასფალტზე და თვალებიც დახუჭული ჰქონდა. თავი მინაზე ჰქონდა მირტყმული და ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. უმწეოდ იწვა და სახე გაფითრებოდა. საშინელი შესახედი იყო...
- ვაიმე... - აკანკალებულმა ჩავიდე მისი თავი კალთაში, თითქოს დამავიწყდა, სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ მანქანამ რომ დაარტყა და მეშინოდა, თავი არ ეტკინოს მეთქი. საღად ვერ ვაზროვნებდი, გონება გამეთიშა და ვერაფერი გავაკეთე მის დასახმარებლად. რამდენიმე წუთში ალიაქოთი ატყდა და ხალხმა მისკენ დაიწყო მოძრაობა. გაუჩერებლად, ერთხმად ბურტყუნებდნენ რაღაცას...მე კი ყველას უკან ვაგდებდი, არ მიეკაროთ, მეთქი.
- სასწრაფოში დარეკეთ... გთხოვთ... - ამის თქმაღა მოვარხერხე, უეცრად თვალში დამიბნელა და დემეტრეს ფერმკრთალი სახე ნელ-ნელა ჩაიკარგა სიბნელეში.
       გონს რომ მოვედი თვალში თეთრი, მძლავრი სინათლე მეცა. ჩემს ზემოთ გაორებულად დავინახე დიდი, თეთრი ნათურა. ირგვლივ მძაფრი, მწარე სუნი იდგა...წამლის მსგავსი, რომელიც მალე დაემსგავსა საავადმყოფოს სუნს და გულის რევის შეგრძნება დამიტოვა. ფრთხილად წამოვწიე თავი და გვერდით სავარძელზე მჯდომი თამო დავინახე. გადასხმა მედგა, რომლის შეფუთვაც თითქმის ჩაცლილი იყო.
- გაიღვიძე? - წამოფრინდა თამო და თავისი გაყინული ხელი მკლავში ჩამავლო.
- რა ხდება? - დაბნეულმა მიმოვიხედე გარშემო და შევეცადე გამეხსენებინა, იქ როგორ აღმოვჩნდი.
- კარგი არაფერი... - ჩაილაპარაკა - დემეტრეს მანქანამ დაარტყა.
- ვაიმე, დემეტრე! - წამში გამახსენდა მომხდარი და ის საშინელი სანახაობაც თვალწინ დამიდგა. დაუფიქრებლად მოვიშორე სისტემა და კარისკენ წავიწიე.
- მოიცა, ნელა! - თავბრუ დამეხვა და წაბარბაცებული პირდაპირ კართან დამიჭირა თამომ. - ხომ ხედავ ვერც კი დადიხარ.
- რა დროს სიფრთხილეა თამო, დემეტრე სად არის?
- ზემოთ სართულზეა, საოპერაციო განყოფილებაში.
        ნელა გავუყევით დერეფანს და ზემოთ სართულზე ავედით. საოპერაციოს წინ ვახო, ელენე და უცნობი, სამოცამდე წლის ქალი შევნიშნე. ყველა გაკვირვებული მომაშტერდა, თუმცა ხმას არც ერთი არ იღებდა. საოპერაციოს ფანჯარაში დემეტრეს მოვკარი თვალი... აპარატზე იყო შეერთებული და ფანჯრიდანვე ეტყობოდა, რა მძიმედ სუნთქავდა...მალე ოთახიდან ექიმიც გამოვიდა. გაოფლილი სახიდან ნიღაბი მოისნა და ჩვენთან ახლოს მოვიდა.
- პაციენტ ლორთქიფანიძეს მძიმე დაჟეჟილობა აქვს გულმკერდის არეში და მძიმე მოტეხილობა მაჯვენა ხელზე. იდაყვი სულ დამსხვრეულია და ოპერაცია ცოტა რთული აღმოჩნდა, თუმცა ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.  მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე წარმომედგინა. არ ვიცი, რა სიტუაცია იყო შემთხვევის ადგილას რეალურად, მაგრამ ძალიან იღბლიანია, რომ თავი იმდენად ძლიერად არ დაურყამს, ტვინში სისხლჩაქცევა რომ გამოეწვია. ამ ეტაპზე მხოლოდ ტვინის შერყევა აქვს. სულ ეს არის, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. - თავი ჩაქინდრა და გაიარა.
- ჩემი ბრალია... - დავიჩურჩულე - ჩემი ბრალია, ვაიმე...ეს რა გავაკეთე?! - ტირილი ამიტყდა - ჩემი ბრალია... -  იქვე, ფანჯარასთან ჩავიცუცქე, ფეხზე დგომა რომ აღარ შემეძლო. გონებაში სრული ალიაქოთი მქონდა... ათასგვარი სულელური აზრი მიტრიალებდა თავში და ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი, მხარზე შეხებას რომ არ გამოვეფხიზლებინე.
- შენ...- ის ქალი დამდგომოდა თავზე, ჩვენთან ერთად რომ იდგა საოპერაციოს წინ - შენ ხარ ის ქალი, ჩემი შვილი ვის გამოცაა ამ დღეში?  - დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე დემეტრეს შვილი რომ უწოდა.
- მე? - შევიცხადე, თითქოს დამავიწყდა ვინ ვიყავი.
- ჰო, შენ ხარ!  - თითი გამოიშვირა - რატომ არ შეეშვი ჩემს დემეტრეს?! შენ გამო ხდება ახლა ეს კოშმარი! - ჩაიკეცა და ქვითინი დაიწყო.
- ელენე, წყალი მოიტანე, მალე! - ხელები მიაშველა ვახომ და წამოაყენა, მერე წყალი დაალევინა და  ხელი ჩასჭიდა - წამოდი, სუფთა ჰაერზე გავიდეთ...- უთხრა და დერეფნის ბოლოსკენ წაიყვანა. მე და თამო დავრჩით მთელს დერეფანში. მალე ისიც სახლში გავუშვი და რომ დავრწმუნდი, მარტო ვიყავი, მერე ამოვუშვი. ჯერ კიდევ ჯსეთი შეშინებული ვიყავი, მთელი სხეული მიმანკალებდა. მთელი ღამე კოლიდორში გავატარე, საოპერაციოს წინ.
      მეორე დღეს, სანამ დარნარჩენები მოვიდოდნენ, ექიმს ვთხოვე, ცოტახანს სანახავად შევეშვი. სულ ხუთი წუთით დამრთეს ნება. საგანგებოდ გამომაწყვეს ლურჯ, თხელ და პლასტმასისსუნიან ტანსაცმელში და ისე შემიყვანეს შიგნით.
      დემეტრე მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ. დაჟეჟილობის გამო თავისით ნორნალურად ვერც სუნთქავდა. თმა არეული ჰქონდა, სახე კი ფერმკრთალი. მისი აჭრელებული და ადგილ-ადგილ გალურჯებული  გულმკერდი რომ დავინახე, ძლივს ამოვისუნთქე. წარმომედგინა, რა მტკივნეული იქნებოდა მისთვის თითოეული ამოსუნთქვა. საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ის ქალი მართალი იყო, ერთადერთი დამნაშავე მე ვიყავი და რამდენი ბოდიშიც არ უნდა მომეხადა, სიტუაციას არაფერი გამოასწორებდა.
      ორი დღის შემდეგ პალატაში გადაიყვანეს. მარტო რომ დავრჩი დრო ვიხელთე და კიდევ ერთხელ შევედი მის სანახავად. მას ისედაც თეთრი კანი ჰონდა, მაგრამ მაშინ არც მის ლოყებს ედო ფერი და არც ტუჩებს. აი, სურნელი კი მაინც იგრძნობოდა. სურნელი, რომლის შეგრძნობისას ტანში ერთიანად მბურძგლავდა. ფრთხილად მეკავა მისი გრძელი, სწორი თითები და თავდახრილი, მის ხელზე გამოკვეთილ ვენებს ვაკვირდებოდი. ხელებიც კი ლამაზი ჰქონდა... ცრემლმორეულმა ავიღე მისი ხელი და სულ ოდნავ, გაუბედავად შევახე ტუჩები, თითქოს მეშინოდა, კოცნაც არ სტკენოდა. სწორედ მაშინ გაახილა პირველად თვალი, თითქოს იგრძნო ჩემი შეხება. რომ დამინახა, მსუბუქად გაიღიმა და მერე წამიერად დამანჭა სახე, ალბათ ტკივილისგან.  მაშინაც ვერაფერი ვუთხარი. სულ ოდნავ მომიჭირა ხელი, მშვიდად ათვალიერა ჩემი სახე და მერე ისევ უღონოდ მიეხუჭა თვალები.
      პალატაში მეტად აღარ შევსულვარ. არ შემეძლო მისთვის მშვიდად მეყურებინა და დამეჯერებინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. არც არავინ მაჩერებდა იქ...ის ქალი, დემეტრეს დეიდა, უფლებას არ მაძლევდა მასთან დავრჩენილიყავი. ამიტომ მაშინ მივდიოდი კლინიკაში, როცა ისინი სახლში ბრუნდებოდნენ.
       ბოლოს რომ შევხვდი იმ ქალს, სახლში აღარ გამიშვა. მთხოვა, ვილაპარაკოთო და ეზოში ჩამიყვანა. ვხვდებოდი, რაზეც უნდოდა საუბარი და მართალიც იყო. მისმა თავშეკავებულობამ გამაოცა. ველოდი რომ მიყვირებდა, გამლანძღავდა, თუმცა ისეთი თვალებით მიყურებდა, დამარწმუნა, მცდარი წარმოდგენა რომ მქონდა. არც ხმისთვის აუწევია და არც უჩხუბია.
- ხომ გესმის, ეს ყველაფერი შენ გამო რომაა? - გადმომხედა შეწუხებულმა. მისმა სიტყვებმა უფრო ცუდად მაგრძნობინა თავი. ვერაფერი ვუპასუხე. - ცუდად არ გამიგო შვილო, დარწმუნებული ვარ, ისეთივე კარგი ადამიანი ხარ, როგორი სილამაზეც გაქვს...მაგრამ დემეტრეს შენი სილამაზე ვერ უშველის, გაიგე?
- მაგრამ...მე არ მინდოდა.. -
-არავის გვინდოდა, გასაგებია ეს. - შემაწყვეტინა - დემეტრეზე ცუდად მოქმედებ შენ, პირდაპირ გეტყვი. ჯერ იყო და ნახევარი წელიწადი საკუთარ თავს არ ჰგავდა...ჭამით არ ჭამდა, ძილით არ ეძინა... სულ მუშაობდა, მუშაობდა და მუშაობდა, გადააკვდა სამსახურს! მერე... - გაკვირვებული სახე მიიღო - მითხრა, შეყვარებული ვარო და ისეთი ბედნიერი იყო, აქამდე რომ არ მინახავს. ეგ კიდევ კარგი, მაგრამ აი იმას რა ვუყოთ, ახლა როგორც არის? - წარბშეკრულმა შემომხედა.
- ... - მართალი იყო.
- იცოდე, მე ჩემი დისშვილი ქუჩაში არ მიპოვნია! ისედაც რთული ცხოვრება აქვს თავისი მშობლების გადამკიდე...არც ნერვები უვარგა და არც ფსიქიკა. არც არავინ ჰყავს ჩემ გარდა და მეც მხოლოდ დემეტრე მყავს. რა მეშველება, რამე რომ დაემართოს?
- მართალი ხართ... - სახეში ვერ შევხედე - ვიცი, რომ ჩემი ბრალია, მაგრამ მითხარით რა გავაკეთო?! დროის მან.. -
- წადი! - აღარ დამამთავრებინა - თუ მართლა მნიშვნელოვანია ის შენთვის, წადი და მხოლოდ აქედან კი არ წახვიდე, საერთოდ დემეტრეს ცხოვრებიდან წადი! - ცრემლმორეული მემუდარებოდა.
- არ შემიძლია. - თვალები ამეცრემლა - მის გარეშე ვერ გავძლებ...სულ ახლა ვიპოვე და ისევ ვერ დავკარგავ...
- რამე რომ დაემართოს, მერე გაძლებ მის გარეშე? არ გირჩევნია, ცოცხალი იყოს და შენგან შორს, ვიდრე... - ვეღარ დაამთავრა -  დღეს ვერ მოკლა იმ ცხოველმა და ხვალ რომ მოკლას? ავადმყოფის ჭკუა ყველაფერს იზამს, ყველაფერს! - სიმწრით გადავყლაპე ნერწყვი. ადგა, ზურგი შემაქცია და წავიდა.
- ერთი კვირა! - წამოვიძახე ბოლოს - მხოლოდ ერთი კვირა ვიქნები მის გვერდით. გპირდებით, როგორც კი მომჯობინდება,  წავალ. - თავი დავუქნიე - მართლა წავალ, ოღონდ ახლა არა!
- ერთი კვირა. - თავი დამიქნია და წავიდა.
     ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძალიან მაგრად დამანარცხეს მიწას. იმ წამს მეც მიწას დავემსგავსე, გამხმარს, სიცხისაგან გახეთქილსა გამომშრალს...ვერც კი ამოვისუნთქე, დემეტრეს გარეშე რომ წარმოვიდგინე ჩემი ყოველდღიურობა. მაგრამ ვერც იმას უარვყოფდი, რომ ის, ყველაზე უდანაშაულო, ყველაზე მეტად იტანჯებოდა.
     არ ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა მისთვის ის, რაც გასააზრებლადაც რთული იყო ჩემთვის. მასზე უარის სათქმელად ძალიან სუსტი ვიყავი და იმასაც ვხვდებოდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა...მეორე მხრივ კი იყო დაუნდობელი, ცივსისხლიანი და ავადმყოფი ავთო. თუ მან დემეტრესთვის რაიმეს დაშავება ერთხელ გაბედა, ამას მეორედაც გააკეთებდა და მესამედაც. ამიტომ სხვა გზა რომ არ მქონდა, სწრაფადვე  მივიღე გადაწყვეტილება, ყოველგვარი ,,მაგრამ"-ის გარეშე - წერტილს დავუსვამდი იმას, რასაც დასაწყისი არც კი ჰქონია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent