ნათელიბნელში ნაწილი 28- ფინალი
აპრილიც ნელ-ნელა, მიიწურა და მაისი დადგა.ბუნება თანდათან უფრო გამოცოცხლდა და გაზაფხულის თბილმა ჰაერმა შატილის მთებშიც შეაღწია. ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებდა თბილი და მცენარეების სურნელით გაჟღენთილი. ფრინველები ჟრიამულით იკლებდნენ არემარეს. თოვლის ნამქერებიც ნელ-ნელა დადნა, მინდორს სიმწვანე დაეტყო და ამ აყვავებულ ბუნებაში ყველაზე ლამაზი სანახავი ის წყვილი იყო, რომელიც გვერდიგვერდ, ხელჩაკიდებული მისეირნობდნენ მინდორში. ისე ჰარმონიულად და ლაღად გამოიყურებოდნენ, არადა სულ რამდენიმე თვის წინ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. გოგო, რომელიც გამოექცა თავის გრძნობას და პაპასთან შატილში ჩამოვიდა იმ იმედით, რომ მას თავს დააღწევდა, ახლა მის წინ იდგა. და კაცი ის ხომ ასეთი მედიდური, ამაყი და უხეში იყო. საბოლოოდ მან დათმო თავისი ძველი ცხოვრება, ის ეგო, რომელიც ხელს უშლიდა, და თავის სიყვარულს შატილში ჩააკითხა. არ შეუშინდა არც ყინვას, არც დიდთოვლობას და ჩავიდა. ეს ყველაფერი არ არის მან შეძლო და ღირსეულად, ვაჟკაცურად გადალახა ყველა სირთულე. საბოლოოდ, შატილის მთები მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან სწორედ იქ გამოიძერწა და დადგა იმ ადამიანად, როგორიც ახლა იყო. რაც მთავარია, მან ისწავლა თავმდაბლობა, ნდობა და გრძნობების გამოხატვა, გახდა უფრო გულისხმიერი. ახლა ნიას, როგორ ეამაყებოდა, რომ ლუკამ შეძლო და ღირსეულად გამოვიდა იმ წყვდიადიდან. მდინარე არღუნის პირას ისხდნენ და მდუმარედ გადაჰყურებდნენ არემარეს. ნიას ლუკას მხარზე თავი მიედო და იღიმოდა. — აქედან წასვლა არ მინდა... — ამოთქვა ნაღვლიანად გოგონამ და კაცს გახედა. ლუკა მდუმარედ იჯდა, მაგრამ გოგოს მზერა, რომ იგრძნო, მისკენ მშვიდი და დინჯი მზერით გამოიხედა. — არც მე მინდა აქაურობის დატოვება. რომ შემეძლოს, მთელ ცხოვრებას აქ გავატარებდი, შენთან ერთად, ამ კოშკებში, — უთხრა მშვიდი ხმით. — შენ და კოშკები, ლუკა? სერიოზულად? — გაეცინა ნიას. — შენთან ერთად თუნდაც ქვეყნის დასალიერში წავალ, ქალბატონო, — უთხრა და თვალი ჩაუკრა. — ნუ ცუღლუტობ ერთი, როდის აქეთია ასეთი რომანტიკოსი გახდი, ბატონო ლუკა? — სიცილით უთხრა ნიამ. მოშორებით, კოშკებთან ხალხის ჯგუფი შენიშნეს. ეტყობოდათ, რომ ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ და ერთობოდნენ. ნიამ ლუკას ხელი დაავლო და კოშკებისკენ წავიდნენ. გოგო-ბიჭებს თავი მოეყარათ და მღეროდნენ. ლუკა ერთ-ერთ ბიჭთან მივიდა და რაღაც გადაუჩურჩულა. ბიჭმაც ღიმილით დაუკრა თავი და ახალი სიმღერის დაკვრა დაიწყო. ფანდურის ჰანგებს ხმა აჰყვა ბიჭებისა და ლუკას ხმა ნიასთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როდესაც მან ყველასთან ერთად დაიწყო „შატილის ასულოს“ მღერა. მართალია, დიდად ხმა არ უწყობდა ხელს, მაგრამ მთელი გულით უმღეროდა თავის სატრფოს. ეს არ იყო მხოლოდ სიმღერა ლუკა გოგოს წინაშე ქედს იხრიდა და პატივს მიაგებდა. მან სრულიად მიიღო მისი სამყარო და ახლა ამას ამ სიმღერით გამოხატავდა. ნია ცრემლიანი თვალებით გაჰყურებდა კაცს. ვერ იჯერებდა, რომ ლუკა ახლა იდგა ყველასთან ერთად და ასე თავისუფლად უმღეროდა. გულში სითბო ეღვრებოდა და ისევ და ისევ უყვარდებოდა ეს კაცი, როგორი სანახავი იყო ადამიანი, რომელიც ოდესღაც ასეთი ცივი და უხეში იყო, ახლა კი ასე ემოციურად მღეროდა. — „შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან, კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა...“ — ისე ვაჟკაცურად წარმოთქვა, თითქოს მართლა აპირებდეს გოგოს მოტაცებას შატილის მთებიდან. ბოლოს სიმღერა რომ მორჩა, ნია გაიქცა და კაცს მთელი არსებით ჩაეხუტა. ისეთი ბედნიერი იყო, რომ ემოციებს ვეღარ მალავდა. — რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ და როგორ მეამაყება ის, რომ ასეთი კარგი ხარ, — ღიმილით უთხრა, თვალები კი ცრემლებით ჰქონდა სავსე. — ასეთად შენ მაქციე, ნია, და შენმა სიყვარულმა. შენ რომ არა, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი, — გაუღიმა და გოგო გულში ჩაიკრა. — არა, შენ სულ ასეთი იყავი, ლუკა, უბრალოდ მალავდი შენს კარგ მხარეს. ამის შემდეგ კოშკებზე ავიდნენ და ყველა კუთხე დაათვალიერეს. უკვე მერამდენედ ამოდიოდნენ კოშკებზე, რა დაითვლის, მაგრამ უყვარდათ მათი მონახულება. ეს ერთგვარ ინტიმურობას ქმნიდა მათ შორის. შატილი მათი სიყვარულის თავშესაფრად ქცეულიყო, რადგან სწორედ იქ აღორძინდა მათი გრძნობა. ახლოვდებოდა მათი გამგზავრების დღე და იმ სიმშვიდის დატოვება, რაც შატილში ყოფნისას ჰქონდათ. მაგრამ მთელი ცხოვრება ხომ ვერ გაჩერდებოდნენ? დრო იყო, ბარში დაბრუნებულიყვნენ და მათი სიყვარული დაეგვირგვინებინათ. როდემდე ივლიდნენ ასე? ერთად ყოფნის წყურვილი კლავდათ და ლუკას მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, ასე ცალ-ცალკე რომ ეძინათ. — ვაჟბატონო, ხომ იცი, როგორც კი ქალაქში ჩავალთ, მამაჩემს ჩემი ხელი უნდა სთხოვო... — ღიმილით უთხრა ნიამ. — ეგ აუცილებელია, ქალბატონო, — არც ლუკა ჩამორჩა და წარბის აწევით გახედა, — არ გეჩვენება ეგ ძველმოდურად? — სულაც არა, ეს ტრადიციაა. — მაგრამ მე ამდენს ვერ მოვითმენ, უკეთესი იდეა მაქვს. — რა იდეა? — ჩაეკითხა ნია. — ხომ არ ჯობია, შატილის მთებიდან მოგიტაცო და პირდაპირ ჩემთან წაგიყვანო? — წარბები აუთამაშა ლუკამ. — მომიტაცებ, არა? — დიახ, მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს... — სერიოზული სახით უთხრა და ნიას გახედა. როდესაც ნახა, რომ ნიას სახე შეეცვალა, გულიანად გაეცინა. — რა გაცინებს? — ჰკითხა გაოცებით გოგომ. — ის, რომ შენ სერიოზულად დაიჯერე, თითქოს მართლა ვაპირებდე, შენს მოტაცებას. — უთხრა და სახეზე ხელები მოხვია, — ხომ გითხარი, ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც ამას წესი მოითხოვს-მეთქი. მე ჩემს სიტყვას არ გადავალ, — მშვიდი ხმით უთხრა და ნაზად აკოცა. *** ბოლო დღე იყო შატილში. ნია კი უფრო მეტად სევდიანი იყო, რადგან ვერ თმობდა იმ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს, რომელიც სოფელში ყოფნამ მოუტანა. ეშინოდა უკან დაბრუნებისა და ისევ იმ ქაოსში ყოფნის. აივანზე იჯდა და მთებს გადაჰყურებდა. ლუკა ჩუმად მიეპარა და პლედი მოაცვა, შემდეგ კი გვერდით ამოუდგა და ღიმილიანი სახით უთხრა: — წასვლა ყოველთვის რთულია, არა? გიჭირს აქაურობის დათმობა? — უთხრა და გოგოს გახედა. — ძალიან მიჭირს, მითუმეტეს, როდესაც ეს ადგილი ამდენ კარგ მოგონებას ინახავს... და კოშკები... — ნაღვლიანად ამოთქვა, თვალებზე კი ცრემლი მოეძალა. — ვიცი ახლა რასაც განიცდი, ნია. შენ გეშინია აქედან წასვლის. გეშინია, რომ როგორც კი აქედან წავალთ, ყველაფერი შეიცვლება, არა? — ჰკითხა ლუკამ. ნიამ თავი დახარა. — აქ ყველაფერი ნამდვილია, ლუკა. მეშინია ქალაქში ჩასვლის შემდეგ სხვა რეალობაში არ ამოვყო თავი... ლუკამ მხრებზე მოჰკიდა ხელი და სავარძელზდ დააჯინა, შემდეგ კი თავადაც გვერდით მიუჯდა. მისი ხელები თავისაში მოიქცია, ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი დაიწყო: — ვიცი, რომ გეშინია. გგონია, რომ ეს ლამაზი ზღაპარი იყო, რომელიც შეიძლება ქალაქში ჩასვლის შემდეგ დასრულდეს. მაგრამ ნია... შენ ჩემი ცხოვრებიდან ყველა წყდიადი გააქრე. მე აღარ ვარ ის ადამიანი, ვინც ადრე ვიყავი. შენამდე ჩემი ცხოვრება ნაცრისფერი და უღიმღამო იყო, უსიცოცხლო და გაყინული, ჩემი წარსულის აჩრდილების გამო... — ამას რომ ამბობდა, მის თვალებში იმხელა ტკივილი მოჩანდა. — სანამ ვიქორწინებთ, მინდა ჩემს შესახებ ყველაფერი გიამბო, ნია... — გისმენ. — ნია ხედავდა, როგორ ჩაუწითლდა თვალები კაცს და როგორ უჭირდა საუბრის დაწყება. არ აჩქარებდა, უცდიდა. — თოთხმეტი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოზარდი ვიყავი, თავს საშინელება დამატყდა. ისეთი რამ, რამაც ჩემს ცხოვრებას დაღი დაასვა. მე... პატარა და მყავდა, რომელიც სულ რაღაც ხუთი წლის იყო. ის იყო ჩემი ყველაფერი, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდი, მაგრამ... — სიმწრისგან კბილები ერთმანეთზე დააჭირა. — მაგრამ ნაძირალა მამაჩემმა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენთვის კარგი არაფერი გაუკეთებია, ერთხელაც ადგა და საკუთარი სისხლი და ხორცი გაყიდა... გესმის, ნია? საკუთარი შვილი ვალების გამო გაყიდა, რადგან კაზინოში უამრავი თანხა წააგო. სახლს ვერ ყიდდა, რადგან ბაბუაჩემმა დედაჩემს არ გადაუფორმა, იცოდა, რა ადამიანიც იყო მამაჩემი. ამიტომ ადგა და საკუთარი შვილი გაყიდა ისე, რომ გულიც არ მოუბრუნდა, — ჩამწყდარი ხმით ამოთქვა და თვალები ცრემლით აევსო. ნია უყურებდა მას და გული ეწვოდა. თურმე რამხელა დარდს ატარებდა ლუკა. თვალები აუწყლიანდა და ლუკას ჩაეხუტა. — რას ამბობ, ლუკა? ნუთუ ეს მართლა გააკეთა მამაშენმა? — განცვიფრებით უთხრა, რადგან დაჯერება უჭირდა. — კი, გააკეთა. იმ ღამეს დედაჩემი სასტიკად სცემა, რადგან არ ატანდა ბავშვს. ავედევნე, მაგრამ ვერაფერს გავხდი, ვერ დავიცავი... გესმის? ვერ შევძელი... ამ ყველაფერს დედაჩემმა ვერ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა. იმ დღეს დასრულდა ჩემი ბავშვობაც და ცხოვრებაც. იქ გაიყინა და დროის ათვლა დაკარგა. ჩემთვის დრო გაჩერდა და ყველაფერმა აზრი დაკარგა. იმ დღის შემდეგ თავს ვისჯიდი იმის გამო, რომ ვერ გადავარჩინე ჩემი და. — ლუკა, ეს შენი ბრალი არ იყო, რატომ ისჯი თავს ამაზე ფიქრით? შენ თვითონ ბავშვი იყავი, რას გახდებოდი... — ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიამ. — მაინც უნდა დამეცვა, არ უნდა მიმეცა უფლება,რომ წაეყვანათ. — ჩახლეჩილი ხმით მიუგო კაცმა. — გთხოვ, თავს ნუ იდანაშაულებ და გაუშვი შენი წარსული შენი ცხოვრებიდან, — მზრუნველი ხმით უთხრა გოგონამ. — რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ნელ-ნელა შევეშვი ამაზე ფიქრს, მაგრამ ის გამუდმებით თავს მახსენებს. — შენი წარსული შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის სულ იარსებებს შენს მეხსიერებაში, მაგრამ ნუ ჩაეჭიდები ცუდ მოგონებებს. მხოლოდ კარგზე იფიქრე. დედაშენი და შენი და მუდამ შენთან იქნებიან. — რატომ ხარ ასეთი კარგი? როგორ ახერხებ, რომ ყოველთვის ისეთ რამეს მეუბნები, რაც ზუსტად იცი, რომ დამეხმარება? — ღიმილით უთხრა და უფრო ძლიერ მიიკრა გულში. — შენც ასეთი ხარ, ლუკა, — ამოილაპარაკა მის მკერდზე. — შენ ხარ ის, ვინც შეძლო და ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა. ნია, შენს გამოჩენამდე მე არ ვარსებობდი, მხოლოდ ვსუნთქავდი, მაგრამ შენ მასწავლე, როგორ უნდა ვიცხოვრო. გთხოვ, შენც არ მიმატოვო, კარგი? — ნაღვლიანი თვალებით გახედა, სადაც ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი. ნიამ მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლიან თვალებზე აკოცა, შემდეგ კი ჩახედა და ისე უთხრა: — არასდროს. გესმის? მე არასდროს დაგტოვებ მარტოს. ასე მარტივად ვერ მომიშორებ თავიდან, — ღიმილით უთხრა. — როგორ ფიქრობ, ჩვენი სიყვარული ნამდვილია? — ჰკითხა ლუკამ. — ნამდვილია, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს შეუძლია ამდენ გამოცდას გაუძლოს და არ განელდეს. ჩვენი სიყვარული არ ყოფილა მარტივი, მას ბევრი სირთულე ხვდა წილად, მაგრამ მან დროს გაუძლო და დაბრკოლებებს. მე ვნახე, რამდენი რამ შეგაძლებინა სიყვარულმა, ლუკა. მე ვიცი, რომ ჩემი ერთი ცრემლიც კი გულს გტკენს, ხომ ასეა? — უთხრა ნიამ. — ყოველთვის... — ჩუმი ხმით ამოთქვა ლუკამ. **** წასვლის დღეც დადგა. დილით ადრე, სანამ მზე შატილის კოშკების წვერებს ოქროსფრად შეღებავდა, ნია უკვე ფეხზე იყო. სოფელში ჯერ კიდევ სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ არღუნის დაუღალავი ხმაური და შორიდან მომავალი ნახირის ზარების ხმა არღვევდა მყუდროებას. გოგონამ ბოლოჯერ მოავლო თვალი პაპის ძველ სახლს, სადაც თითოეული ნივთი მის ბავშვობასა და ბოლო თვეების დიდ ტკივილსა, თუ სიხარულს ინახავდა. პაპა ჭიშკართან იდგა, მხრებში ოდნავ მოხრილი, მაგრამ თვალებში ისეთი სითბო და სიმშვიდე ედგა, როგორიც მხოლოდ მთის კაცმა იცის. — ლუკავ, შვილო, ვამაყობ შენით. შენ დაამტკიცე, რომ ნამდვილი ვაჟკაცი ხარ. ჩემს შვილიშვილს გაუფრთხილდი და ქორწილი არ გამომაპაროთ. — უთხრა პაპამ. ლუკამ პაპას კაცურად ჩამოართვა ხელი და გადაეხვია. — ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, პაპა. და ქორწილში ორივეს გელოდებით. — გაუღიმა კაცმა. რადგან მანქანა არ ჰყავდათ, სოფლიდან ისევ სამაშველო ვერტმფრენით მოუხდათ გამგზავრება. ბოლოჯერ შეავლეს თვალი გამწვანებულ მიდამოებს. ეს ადგილი ნიასთვის იმდენად ძვირფასი გამხდარიყო, რადგან სწორედ იქ დაიწყო აღორძინება მათმა დიდმა სიყვარულმა. ვერტმფრენში ჩასხდნენ და ერთმანეთზე ჩახუტებულები ისხდნენ. ნელ-ნელა ვერტმფრენმა აფრენა დაიწყო და გადაუფრინა შატილის მთებსა და კოშკებს, რომლებიც უკვე ასე შორეულად ჩანდნენ. ორივე თვალცრემლიანი გადაჰყურებდა ილუმინატორიდან ხევსურეთს. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ადგილი მათ სიყვარულს ჩაუყრიდა საფუძველს და ახლა ასე ბედნიერები იქნებოდნენ? ცხოვრებას და ღვთის ჩანაფიქრს რას გაუგებს კაცი არავინ ვიცით, ვისთვის რა აქვს ჩაფიქრებული. ვინ იფიქრებდა, რომ ისინი ერთად იქნებოდნენ? მაგრამ ამაზეა ნათქვამი: ის, რაც კაცისთვის შეუძლებელი ჩანს, ღვთისთვის შესაძლებელიაო. შემთხვევითი არ იყო მათი შეხვედრა, რადგან ასე უნდა მომხდარიყო, რომ ორ განსხვავებულ სულს ერთმანეთი ენახათ და ერთმანეთი შეევსოთ. ორივემ ერთმანეთისგან რაღაც ისწავლა და გაიზარდა. მათმა სიყვარულმა გაუძლო დაბრკოლებებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინ კიდევ შეხვდებოდათ ახალი გამოწვევები, რომელთა გადალახვაც მოუწევდათ, მაგრამ მთავარი უკვე მომხდარიყო და ახლა მათ სიყვარულს ხელს არაფერი აღარ უშლიდა. სიყვარული მარტო გრძნობა და ეიფორია როდია, ის თავგანწირვას მოითხოვს, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთის გულისთვის საკუთარ თავს თმობს, გამოდის კომფორტის ზონიდან, თმობს თავის ეგოს და თავის ცხოვრებას უძღვნის მეორე ნახევარს, როდესაც ერთმანეთის პატივისცემას სწავლობენ. ნიამ და ლუკამ ეს გამოცდა გაიარეს და ისწავლეს ერთმანეთის სიყვარული. ჩახუტებულები ისხდნენ და ლუკა ერთი წამითაც კი არ უშვებდა ნიას ხელს. მისთვის რომ გეკითხათ, ალბათ მასზე ბედნიერი კაცი არ დაიარებოდა მთელ დედამიწის ზურგზე. მაინც რა სასიამოვნო იყო იმის გააზრება, რომ ის, რაც გულით გეწადა ადამიანს, ახლა შენს ხელთ იყო. მან სრულიად დამსახურებულად დაიმსახურა გოგონას სიყვარული და დაუმტკიცა, რომ შეიძლებოდა მისი ნდობა. საღამოსკენ უკვე თბილისში იყვნენ და ახლა უკვე მოუწევდათ დროებით დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ტაქსი გამოიძახეს და პირველ რიგში ნია მიაცილა სახლამდე. — არ მინდა შენი გაშვება... — ამოთქვა ლუკამ და გოგონას გახედა. — ჩემი ნება, რომ იყოს, პირდაპირ ჩემთან წაგიყვანდი, მაგრამ... — კარგი რა, ლუკა, არაფერი მოხდება, თუ რაღაც დროით ცალ-ცალკე ვიქნებით. ჩემები უნდა გაიცნო და შემდეგ უნდა ვიქორწინოთ. ასე რომ, წინ კიდევ ერთი გამოცდა გელის. — სიცილით უთხრა გოგომ. — უნდა მეშინოდეს? — არ ვიცი, არ ვიცი... პაპას მკაცრ გამოცდებს, თუ გაუძელი, წესით არც ახლა უნდა გაგიჭირდეს ჩემებთან რამდენიმე საათის გატარება. — ეშმაკური ღიმილით უთხრა. — ხუმრობ, ნია? ხელის სათხოვნელად უნდა მოვიდე და არ ვიცი, როგორ მიმიღებენ.— წამოიძახა ლუკამ. — ხომ არ გეშინია? — ცოტას ვღელავ, მაგრამ ეგ არაფერი, თუ უარი მითხრეს, მოგიტაცებ. — გაეცინა და თვალი ჩაუკრა. — რა გეშველება... — არც არაფერი, ჩემი საშველი აღარ არის. კარგი, ახლა სერიოზულად, ხვალ გამოგივლი, მინდა ერთ ადგილზე წაგიყვანო. — უთხრა ლუკამ. — სად? — ეგ სიურპრიზია, ქალბატონო... — უთხრა ლუკამ. ამასობაში სახლსაც მიუახლოვდნენ და მანქანა ნიას სახლის გვერდით გაჩერდა. ნია მანქანიდან გადმოვიდა და მას ლუკაც მიჰყვა. ოთახის ფანჯრიდან ლიზამ გამოიხედა, ნია დაინახა ლუკასთან ერთად და ნიას ხელი დაუქნია. — არ მჯერა, რომ უკვე აქ ვართ. — თქვა ნიამ. — არც მე. შენებს უთხარი, რომ მალე ხელის სათხოვნელად მოვალთ. — სერიოზული ხმით უთხრა ლუკამ და გულში ჩაიკრა. გამომშვიდობება ძალიან გაუჭირდათ, რადგან ამდენი თვის შემდეგ ახლა ცალ-ცალკე მოუწევდათ ყოფნა. კაცი იქამდე არ წავიდა, სანამ გოგო შინ არ შევიდა. ნია ისეთი აღელვებული იყო, რომ არ იცოდა, როგორ აეხსნა ახლობლებისთვის ახალი ამბავი. ღრმად ჩაისუნთქა და შინ შევიდა. ოჯახს ძალიან გაუხარდა ნიას დაბრუნება და ყველა რაღაცას ეკითხებოდა, გოგო კი მდუმარედ იდგა და ძალებს იკრებდა. რას იფიქრებდნენ ისინი გოგო იქ პაპამისის მოსავლელად გაუშვეს და იქიდან საქმროთი დაბრუნდა. თანაც, არ იცოდა,როგორი რეაქცია ექნებოდათ ამაზე; ასე თუ ისე, შორიდან ცნობდნენ ლუკას და იცოდნენ, ვინც იყო, და ამის გამო გული ორმაგად უფრო სწრაფად უცემდა. — ნია, რა კარგია, რომ დაბრუნდი, შვილო... ძალიან მოგვენატრე. — უთხრა დედამ და გულში ჩაიკრა. — მეც ძალიან მომენატრეთ. — მკრთალად გაუღიმა დედას. — როგორ არიან პაპა და ბებო? — ჰკითხა მამამ. — კარგად არიან, ორივე. — გაუღიმა. ჩვეულებრივზე უფრო ჩუმი იყო ნია, დაბნეული იჯდა, თითქოს გონებაში აზრებს ალაგებდა, რომ რამე ეთქვა. მის უცნაურობას ყველა ამჩნევდა და ვერ გაეგოთ, რა დაემართა ასეთი, რომ ხმასაც ვერ იღებდა. ხვდებოდნენ, რომ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სათქმელს თავს ვერ უყრიდა. — შვილო, რამის თქმას ხომ არ ცდილობ ჩვენთვის? — ინტერესით ჰკითხა მამამ. — კი, ვცდილობ... რაღაც მინდა გითხრათ, მაგრამ არ ვიცი ამას როგორ მიიღებთ. — დაღლილმა ამოთქვა. — შენ გვითხარი და ვნახოთ... — გაეღიმა მამას. — იცით, საქმე ის არის, რომ... ხელის სათხოვნელად უნდა მოვიდნენ. — ამოილუღლუღა გოგომ და მომლოდინე თვალებით შეაცქერდა ყველას. მისდა გასაოცრად, ნერვი არავის გატოკებია, მამას კი ოდნავ ჩაეღიმა. — როგორც იქნა, დააყენეთ საშველი! — წამოიძახა ლიზამ. — თქვენ რა, არ გიკვირთ? ან არ გაინტერესებთ, ვისზე ვამბობ? — დაბნეულმა წამოიძახა. — ისედაც ვიცოდით, შვილო, შენმა დამ გვიამბო ყველაფერი. — გაეღიმა დედას. — რა გიამბოთ? — ის, რომ ლუკა გელოვანმა, შატილში ჩამოგაკითხა. — გაეცინა ქალს. — მერე, არ ხართ წინააღმდეგი? — ჰკითხა მათ. — ჯერ მოვიდეს, ვნახოთ თავს როგორ გაართმევს. — წამოიძახა მამამ. — საინტერესოა, სოფელს როგორ გაართვა თავი ან მამაჩემს. — გაეცინა ანზორს. — გაგიკვირდებათ და პაპას გამოცდებს ვაჟკაცურად გაართვა თავი. — უთხრა ნიამ. — ოჰ, მაშინ ისღა დაგვრჩენია, ბოლო გამოცდაც ჩააბაროს. — ომახიანად წამოიძახა ანზორმა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მათი საუბრის შემდეგ ნია დაღლილი შევიდა თავის ოთახში. ძალიან იყო გადაღლილი ემოციურადაც და ფიზიკურადაც. პირველი, რაც გააკეთა, სუფთა ტანსაცმელი აიღო და აბაზანაში შევიდა წყლის გადასავლებად, რომ განტვირთულიყო. ბოლოს თავის ოთახში დაბრუნდა, სადაც ლიზა უკვე ელოდა და ეშმაკურად ახამხამებდა თვალებს. ნიამ ამოიოხრა; მიხვდა, რომ მისგან ასე მარტივად ვერ დააღწევდა თავს, ამიტომ საწოლზე ჩამოჯდა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო, რაც შატილში გადახდა თავს. — არა, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ მას შენ უყვარდი! იცი, აქ მოგაკითხა იმ ღამეს... ისეთი შეცვლილი იყო, შენ გეძებდა, მაგრამ რომ ვუთხარი აქ არ იყავი, გადაწყვიტა შატილში ჩამოსულიყო შენთან. — უთხრა ლიზამ. — ხო.. ამის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს გაჩერდა და შემდეგ წავიდა. ნია ვერაფრით ისვენებდა და ძილი არ ეკარებოდა. იმდენი რამ გადახდა თავს ამ ბოლო დროს, რომ ჯერაც ვერ იაზრებდა ბოლომდე მომხდარს. მალე ხელის სათხოვნელად უნდა მოსულიყვენენ… ვერ იჯერებდა, რომ ცოტაც და ლუკას გაჰყვებოდა ცოლად. ცხოვრება მართლაც მოულოდნელობებით არის სავსე და არავინ ვიცით, ვის რას გვიმზადებს. ფიქრებში იყო გართული, რომ ტელეფონზე ზარი შემოვიდა ლუკა ურეკავდა ვიდეო ზარით. — გისმენ! — ჩასძახა ნიამ. — ხომ არ გაგაღვიძე? — ღიმილით უთხრა. თავადაც საწოლზე იყო წამოწოლილი და ისე საუბრობდა. — არა, ვერ ვიძინებ. და შენ რატომ არ გძინავს? — ვერც მე ვიძინებ და თან უკვე ძალიან მენატრები... — ნუ ხარ მოუთმენელი... — გაეცინა ნიას. — კარგი, დაელაპარაკე შენებს? — კი... — მერე რაო? — ინტერესით ჰკითხა. — რაო და... მაგის დუხი აქ არ იყოსო. — სერიოზული გამომეტყველებით უთხრა და ლუკას სახეს დააკვირდა. კაცს ლამის სახეზე ფერი წაუვიდა, ნიას კი გულიანად გაეცინა. — რა გაცინებს? — ჰკითხა გაოცებულმა. — ის, რომ დაიჯერე რაც გითხარი და მოტყუვდი. — ოხ, ნია... — თავადაც გაეცინა. — კარგი, ხვალ დილით გამოგივლი, როგორც გითხარი, რაღაც მინდა გაჩვენო. *** დაპირებისამებრ, დილით ლუკამ მიაკითხა და გზას დაადგნენ. ნია აზრზეც არ იყო, ლუკა რა სიურპრიზს უმზადებდა და აზრადაც არ მოუვიდოდა, სად მიდიოდა. აი, ლუკას კი ეშმაკურად ეღიმებოდა, რადგან ზუსტად იცოდა, ნიას ძალიან გაახარებდა ეს ამბავი. სულ მალე ქალაქს გასცდნენ. ნიას კი ეს ადგილები ძალიან ეცნო; უცებ მოაგონდა, საით მიდიოდა ეს გზა და ცოტა არ იყოს, დაიძაბა კიდეც. ვერ ხვდებოდა, რატომ მიდიოდნენ იმ ადგილას, სადაც ერთ დროს საშინელი რამ ნახა. — ლუკა, სად მივდივართ? — ჰკითხა აღელვებულმა. — ნახავ. — მოკლედ მოუჭრა და ისე უთხრა, თან ეღიმებოდა, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის მიიყვანდა გოგოს დანიშნულ ადგილას. გზაც თითქოს უსაშველოდ გაწელილიყო და ნიასაც მღელვარება უმძაფრდებოდა. ლუკა ჩვეულებრივზე უფრო ჩუმად იყო და ეს არ მოსწონდა. ალბათ გოგომ თავის გონებაში ყველა შესაძლო სცენარი განიხილა, სანამ ადგილამდე მივიდოდნენ, თუ რატომ მიჰყავდა იმ ადგილას, მაგრამ მან არ იცოდა, წინ რა ელოდა. მალე მანქანა შესასვლელთან გაჩერდა. ლუკა მანქანიდან გადმოვიდა, გოგოს კარი გაუღო. როდესაც ტაძრის ეზოში შევიდნენ, ნია თავიდან ვერ მიხვდა ვერაფერს, მაგრამ მისი ყურადღება მიიპყრო ლამაზად მოწყობილმა ეზომ, სადაც ყვავილები იყო დარგული და სხვა მცენარეები. და აი, დადგა ყველაზე ამაღელვებელი მომენტიც: მის წინ გადაიშალა ულამაზესი ხედი იქ, სადაც ერთ დროს ტაძრის ნანგრევები იყო, ახლა ტაძარი იყო აღორძინებული, სრულიად გარემონტებული, აშენებული და ლამაზად შეღებილი. გოგოს ამის დანახვამ სუნთქვა შეუკრა და ერთ ადგილას მიეყინა. თითქოს ვერ იჯერებდა ნანახს მაინც,როგორი სანახავი იყო ის, რაც დანგრეული გეგონა და წაშლილი, ახლა შენს წინ აღორძინებული იდგა. ტაძარი არ იყო ძალიან დიდი, საშუალო ზომის იყო, პატარა და მყუდრო. იმდენად განცვიფრებული იყო ნანახით, ვერაფერს აკეთებდა. სულ მალე კი თვალებიდან მლაშე ცრემლები წამოუვიდა, რადგან გული აუჩუყა ნანახმა. გვერდით მდგომ კაცს, რომ გახედა აცრემლებულმა, ლუკა მივიდა და გულში ჩაიკრა. — ვიცი ახლა რასაც გრძნობ და ფიქრობ, ნია... — ღიმილით უთხრა. — ნუთუ ამას მართლა ვხედავ, ლუკა? შენ ის არ დაანგრიე? — ამოიტირა მის მკერდზე. — ერთმა მამაცმა, გოგომ გამაჩერა. — სიცილით უთხრა. — სერიოზულად, ლუკა? როგორ... შენ ის კი არ დაანგრიე, არამედ თავიდან ააშენე. — აცრემლებული თვალებით უთხრა. — იცი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ტაძარი ჩემი დაპირება იყო, როგორც საკუთარ თავთან, ასევე შენთვის. იმისა, რომ ყველაზე დიდ წყვდიადშიც კი შეიძლება სინათლის დანახვა, რომელსაც შეუძლია გადარჩეს. ხედავ? დღეს ეს ტაძარიც აღორძინდა და მეც. ანუ შეუძლებელი შესაძლებელი გახდა. არავის ეგონა, რომ მოხერხდებოდა მისი აღდგენა, მაგრამ ეს მოხდა. — თბილი ღიმილით უთხრა და თვალებიდან ცერა თითით ცრემლი მოწმინდა. — ღმერთო, ლუკა, შენ დღითი დღე უფრო მაოცებ. — ისევ ცრემლები ეძალებოდა და თავს ვერ ერეოდა, იმდენად აწვებოდა ემოციები. — არ გინდა, შიგნით შევიდეთ, ვნახოთ როგორია? — ჩუმი ხმით უთხრა, შემდეგ ხელი ჩასჭიდა და ტაძრისკენ დაიძრნენ. ტაძრისკენ მიმავალი გზა ხელჩაკიდებულებმა გაიარეს. საოცარი იყო კაცი, რომელიც ერთ დროს გაურბოდა ამ ყველაფერს, ახლა საკუთარი ფეხით, თავდახრილი მიდიოდა უფლის სახლში და არანაირი სიამაყე არ ემჩნეოდა, აღარც აფორიაქებდა იქ მისვლა. შიგნით შესული კიდევ უფრო გაოცებული დარჩა, რადგან იქაურობა ლამაზად იყო მოხატული ფრესკებით. ჯერაც ვერ იჯერებდა რასაც ხედავდა ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის. ფაქტობრივად, ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ ტაძარმა იმოქმედოს. — ლუკა, მითხარი, რას გრძნობ ახლა, როცა აქ ხარ და უყურებ ხატებს? — ანთებული თვალებით ჰკითხა. — სიმშვიდეს, ნია... და სინანულს. — ჩუმი ხმით ამოთქვა მან. — სინანულს? — ჰო, სინანულს იმის გამო, რომ ჩემი ცხოვრებიდან ასე გამეტებით ვცდილობდი ღვთის განდევნას. — ნაღვლიანად ამოთქვა. — მაგრამ მას შენ არ მიუტოვებიხარ. ხედავ? შენ დაამტკიცე, რომ ყველაფრის მიუხედავად, შენში იყო ის ღვთიური ნაპერწკალი, რომელიც ადამიანურს გხდიდა. — კვლავ განაგრძობდა ტირილს. — ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა, ნია, რადგან მხოლოდ შენ მაიძულე, რომ საკუთარ თავში ჩამეხედა. — უთხრა და გულში ჩაიკრა. — მე არაფერ შუაში ვარ, ლუკა. მე მხოლოდ ის ჭურჭელი ვიყავი, რომლითაც უფალი მოქმედებდა. — ღიმილით უთხრა და განაგრძო ტაძრის თვალიერება. ყველა კუთხეს ათვალიერებდა და აკვირდებოდა ყველაფერს. სწორედ ამ დროს ლუკამ დრო იხელთა და ჯიბიდან პატარა ყუთი ამოაძვრინა და დაელოდა, ნია როდის შემობრუნდებოდა. როდესაც გოგო შემობრუნდა და დაინახა ლუკა, რომელიც ბეჭდით ხელში იდგა და უღიმოდა, ორმაგად აეტირა. — ლუკა... — ნია, დღეს აქ ორი მიზეზის გამო მოგიყვანე. პირველი ის იყო, რომ მინდოდა მეჩვენებინა აღდგენილი ტაძარი. მეორე კი ის არის, რომ მინდოდა ღვთის წინაშე მეთხოვა პირველად შენთვის ხელი, რადგან სწორედ მან შეგვახვედრა ერთმანეთს. დღეს აქ ვართ მხოლოდ მე, შენ და უფალი. ამიტომ გკითხავ: თანახმა ხარ ცოლად გამომყვე და მთელი ცხოვრება დაუკავშირო ისეთ უჟმურ ადამიანს, როგორიც მე ვარ და ამიტანო? — ღიმილიანი სახით უთხრა. ნიას უარესად მოეძალა ემოციები და ატირდა. უყურებდა კაცს, რომელიც ახლა მის წინ იდგა და ხელს თხოვდა, თან უფლის თანდასწრებით იმ დღეს უფალი იყო მათი სიყვარულის მოწმე. ნია ცოტა ხანს დუმდა, სათქმელს თავს ვერ უყრიდა, შემდეგ კი წამოიძახა: — თანახმა ვარ, ლუკა.... ათასჯერ და მილიონჯერ თანახმა ვარ! — ამოთქვა ძლივს და ლუკას მოეხვია. ლუკამაც არ დააყოვნა და გოგოს თითზე ფრთხილად გაუკეთა ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი. შემდეგ გულში ჩაიკრა და აკოცა. ასე ჩახუტებულები იყვნენ. შემდეგ კი ორივემ გადაწყვიტა, ამ ტაძარში პირველად აენთოთ სანთელი. ლუკამ ჯიბიდან ასანთი ამოიღო, ერთი სანთელი ნიას გაუწოდა, ერთი კი თავისთვის დაიტოვა. იქვე საკურთხეველთან ერთი საშანდლე იდგა იქ მივიდნენ და დაანთეს სანთელი, ლუკა ცოტა დაბნეული იყო, რადგან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ნიას დააკვირდა, თუ როგორ გადაიწერა პირჯვარი და მანაც იგივე გაიმეორა, პირველად იდგა სანთლით ხელში ტაძარში და აღელვებული ჩანდა, ისიც არ იცოდა, რა უნდა ეთქვა და ელოცა, მაგრამ უფალს, ხომ დაზეპირებული ტექსტი არ სჭირდებოდა არამედ გულიდან ამოსული წრფელი სიტყვები, ხოდა ლუკამაც გონება მოიკრიბა და ანთებული გულით დაიწყო თავის სიტყვებით ლოცვა, ის მადლიერი იყო, იმისთვის, რომ საბოლოოდ იპოვა თავის გზა და ახლა ტაძარში იდგა თავის საყვარელ ქალთან ერთად, რომლესაც ღვთის საჩუქრად თვლიდა და რომელიც ძალიან უყვარდა. უფალს მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის რაც კი მის ცხოვრებაში იყო, კარგი, თუ ცუდი დღეები. დამშვიდებული გულით იდგა და თხოვდა, რომ მისთვის ახალი ცხოვრების გზა დაელოცა, რომლესაც ნიასთან ერთად გაატარებდა, გოგონაც აღელვებული და გახარებულუ იყო, მის ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, ემოციები ეძალებოდა და თავს ძლივს იკავებდა,რომ არ ეტირა. ბოლოს, რომ დაასრულა ლოცვა, ცრემლიანი თვალებით გახედა ლუკას. — რა იყო ასე რატომ მიყურებ? — ღიმილით უთხრა. — ვამაყობ შენთით და ძალიან ძლიერ მიყვარხარ, იმდენად, რომ ამის გადმოცემა ძალიან მიჭირს.— ამოისრუტუნა. — ეს არ არის უბრალოდ ემოცია, ეს ენით აუღწერელი გრძნობაა. — ვიცი, რასაც ამბობ და მეც იგივეს ვგრძნობ. — ღიმილით უთხრა და შუბლზე აკოცა. — იცი რა ვიფიქრე... — დაიწყო ნიამ და ლუკამ გააწყვეტინა. — ვიცი რაც იფიქრე, მეც ეგ უნდა მეთქვა მე და შენ ჯვარს აქ დავიწერთ.— მშვიდი ხმით უთხრა. — ეს ტაძარი ჩვენი სიყვარულის საყდარი იქნება.— თბილი ღიმილით უთხრა ნიამ. ***** მაისის შუა რიცხვები იყო ქუჩებს უკვე დატყობოდათ, სიმწვანე და ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა მზე კი თავის თბილ სხივებს ასხივებდა, განსაკუთრებული დღე იყო დღეს, გოგოს დასანიშნად მოდიოდნენ და ნია ძალიან ღელავდა დილიდან ადგილს ვერ პოულობდა და გული ძლიერ უცემდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მაინც ნერვიულობდა და თავს ვერაფერს უხერხებდა ახლა, თუ ასე ღელავდა, ქორწილის დღეს რაღას იზამდა,საინტერესოა. სარკის წინ იდგა და ალბათ ერთი ასჯერ ჩაიხედა, რომ გაეგო კარგად გამოიყურებოდა, თუ არა, ძალიან საყვარლი და ლამაზი იყო ვარდისფერი მთლიანი კაბა ეცვა თმები ლამაზად დაეყენებინა და მხრებზე ჰქონდა დაყრილი, სახეზე კი მკრთალი მაკიჟი ეკეთა, მოკლედ ზღაპრის ფერიას წააგავდა, ოთახში გოგოები შემოცვივდნენ და აცნობეს, მოვიდნენო, ნიამ ღრმად ამოისუნთქა და მისაღებში გავარდა, დანარჩენი ოჯახის წევრები უკვე მზად იყვნენ და დასახვედრად ემზადებოდნენ. მამამ კარები გამოაღო და სსტუმრებს დახვდა შემოსასვლელში, საკამოდ სერიოზული სახით. პირველი ლუკას ბიძა გამოჩნდა, რომელიც დედის მხრიდან იყო, მის გვერდით ბებია მიყვა და სხვა დანარჩენი ოჯახის წევრები, ხელში ტკბილეულითა და ღიმილიანი სახით, ყველაზე ბოლოს ლუკა, გამოჩნდა, რომელიც ეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდა, შავი შარვალ კოსტიუმი ეცვა და თეთრი პერანგით, ხელში კი ვარდების დიდი თეთრი თაიგული ეჭირა, მღელვარების მიუხედავად მაინც მშვიდად იყო და იღიმოდა, ანზორმა სტუმრებს ხელი ჩამოართა და სახლში შეიპატიჟა. ლუკას ერთი სული ჰქონდა, ნია როდის ნახავდა. გოგო იქვე იდგა და ყველას ღიმილით ესალმებოდა, როდესაც ლუკამ ყველას ხელი ჩამოართვა და მიესალმა, როგორც იქნა მივიდა ნიასთან ჩაეხუტა, მოწიწებით აკოცა და თაიგული გადასცა. — მომენატრე...— ჩასჩურჩულა ყურში. — მეც. ბოლოს ყველა მისაღებში ჩამოჯდა და ის უხერხული და დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა რაც ახლავს, ხოლმე ხელის თხოვნას სანამ უშვალოდ მთავარ თემაზე გადავიდოდნენ ჯერ უბრალოდ ყოველდღიური, თემებით შემოიფარგლნენ. ანზორი ლუკას აკვირდებოდა. ლუკამ, რომ ნახა რომ ჯერ საუბრის დაწყებას არ აპირებდნენ, ბიძამისს ანიშნა გადასულიყო, მთავარ თემაზე. ძალიან ღელავდა და ვერ ისვენებდა. — ალბათ მოგეხსენებათ, აქ რისთვისაც მოვედით, როგორც უკვე იცით, ჩვენს ბიჭს და თქვენს ქალიშვილს ერთმანეთი შეუყვარდათ და თუ თქვენც არ ხართ მათი შეუღლების წინაღმდეგი, მაშინ ღვთის ნებით, დავაქორწინებთ კიდეც. — დიახ, მეც დავამატებ.— დაიწყო ბებიამ საუბარი. — ჩემს ბიჭს, ძალიან უყვარს, ნია ის ჩვენც ძალიან გვიყვარს,რადგან ლუკა, გამოაცოცხლა. — ღიმილით უთხრა ბებიამ და ნიას ღიმილიანი სახით გახედა. ანზორი რამოდენიმე წამი გაირინდა, იგი ლუკას თვალებში უყურებდა, თითქოს ცდილობდა ლუკას სულში შეეღწია და მისი სმტკიცე დაენახა, აინტერესებდა მისი ვაჟკაცობა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა და ყველა დაიძაბა, ნიას გული ისე უცემდა, რომ საკუთარი გულისცემა ყურში ჩაესმოდა. ბოლოს მამამ ამოისუნთქა, სერიოზული სახე მოეშვა და ღიმილით აევსო ბაგეები. — ლუკა, შვილო.— დაიწყო მამამ.— ნია, ჩემი თვალისჩინია, ის ჩემი ძმის დანატოვარია, რომელიც დიდი სიყვარულით გავზარდეთ და საკუთარი, ქალიშვილისგან არ განგვისხვავსბია, ყველაფერს ვაკეთებდით, იმისთვის, რომ თავი კარგად ეგრძნო და მისთვის დარდი შეგვემსუბუქებინა, მაგრამ რადგან ღმერთმა ასე ინება და თქვენ ერთმანეთს შეგახვედრათ, მე ვინ ვარ, რომ ღვთის ნებას წინ აღვუდგე,მე ჩემს ლოცვა კურთხევას გაძლევთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ წინ გრძელი გზა გექნებათ გასავლელი, სადაც ბევრი სირთულე დაგხვდებათ. — დაასრულა თავის მონოლოგი, ანზორმა. — სიტყვას გაძლევთ ბატონო, ანზორ თქვენს ქალიშვილს, თვალისჩინივით გავუგრთხილდები, რადგან ის ჩემი ცხოვრების აზრია, ჩემთან ის ძალიან ბედნიერი იქნება.— მტკიცე და სერიოზული ხმით უთხრა. — ძალიან, კარგი. მაშინ ჩათვალე,რომ შენ უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ.— თბილი ღიმილით უთხრა ანზორმა. ამის შემდეგ კი ერთმანეთს გადაეხვივნენ. სუფრა ხმაურიანად და მხიარულად გაგრძელდა. ანზორი და ლუკას ბიძა წარსულ ამბებს იხსენებდნენ, ბებია და თამთა კი,ნიას დედასთან და მამიდასთან ერთად უკვე მომავალ ქორწილზე ჩურჩულებდნენ. ნია და ლუკა ამ დიდ მხიარულებაშიც კი ახერხებდნენ, რომ ერთმანეთისთვის თვალი არ მოეცილებინათ. ლუკას მზერა ახლა უფრო მშვიდი და ამაყი იყო მან ეს გამოცდა ჩააბარა. ბოლოს, როცა სადღეგრძელოების პირველი ტალღა ჩაცხრა, ლუკას ბიძამ ყველას ყურადღება ითხოვა. ეს სწორედ ის მომენტი იყო, რომელსაც ნია დილიდან ასეთი მღელვარებით ელოდა. ლუკა დინჯად წამოდგა, ჯიბიდან პატარა, ხავერდის კოლოფი ამოიღო და ნიას წინ გაჩერდა. ოთახში ერთბაშად სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ მაისის თბილი ნიავი აშრიალებდა ფარდებს ღია სარკმლიდან. — ნია, — დაიწყო დაბალი, მაგრამ დარწმუნებული ხმით, — ეს ბეჭედი მხოლოდ ნიშანი არ არის. ეს ჩემი პირობაა, რომ მუდამ შენს გვერდით ვიქნები. მან ნიას აკანკალებული ხელი თავისაში, მოიქცია და მის ჩამოთლილ თითზე, ნიშნობის ბეჭედი გაუკეთა, ნიას თვალზე ბედნიერების ცრემლი მოადგა და თვალებიდან გადმოუგორდა. როდესაც ლუკამ გოგოს ბეჭედი გაუკეთა, შემდეგ ნიამ მოარგო,კაცს ბეჭედი. ამის შემდეგ კი, ატყდა ოვაციები და მილოცვები, ყველა ულოცავდა მათ გაბედნიერებას. *** ნიშნობის შემდეგ, ერთი თვე გავიდა და ივნისი შემოვიდა რაც იმას ნიშნავდა, რომ კარზე უკვე ზაფხულის პირველი თვე შემოიჭრილიყო, ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა და ხარობდა. მათ ცხოვრებაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი დღე დამდგარიყო, დღე, როცა მათი სიყვარული უფრო მეტად უნდა აყვავებულიყო და ყვავილით გაფურქნულიყო. სახლში სადღესასწაულო ორომტრიალი იდგა, ყველა აქეთ იქით დაიარებოდა და ემზადებოდა. ნია კი, გოგოებთან ერთად ოთახში იყო და ემზადებოდა, სარკის წინ იდგა და ისევ საკუთარ თავს უყურებდა, ძალიან სადა და მოკრძალებული პატარაძალი იყო, თმები ლამაზად ჰქონდა აწეული და შეკრული, სადა მაკიაჟით, ტანზე კი, ქართული ტრადიციული თეთრი კაბა ეცვა. — ნამდვილ დედოფალს გავხარ ნია.— ღიმილით უთხრა ანამ. — მართლაც, დაო ისეთი ლამაზი ხარ, სიძე, რომ გნახავს, მეტყველების უნარს დაკარგავს.— სიცილით უთხრა ლიზამ და თან თვალები ცრენლებით ჰქონდა სავსე. ამ დროს მამა შემოვიდა ოთახში. — შეიძლება. — ღიმილით უთხრა მან და ნიასთან მივიდა. — კარგი, ჩვენ გავალთ გარეთ.— უთხრეს და გარეთ გავიდნენ. ანზორი მდუმარედ იდგა და თვალცრემლიანი უყურებდა, გოგოს ვერ იჯერებდა, რომ უკვე იმხელა გაზრდილიყო, ნია, რომ უთხოვდებოდა. — შვილო...— დაიწყო კაცმა. — მინდა, გითხრა, რომ ძალიან ვამაყობ შენით და გულიც მშვიდად მაქვს, რადგან ვიცი, რომ შენს გვერდით, ღირსეული ადამიანი იქნება, მე მას ვენდობი, ვიცი მასთან ბედნიერი იქნები. — მამა...— ალუღლუღდა, გოგო. — ვერ ვიჯერებ უკვე ასე გაიზარდე, რომ მითხოვდები, მინდა იცოდე,მართალია მე შენი ბიოლოგიური მამა არ ვარ, მაგრამ შენ იცი, თუ როგორ მიყვარხარ და შენთვის ყოველივეს საუკეთესო მინდა. — ცრემლიანი თვალებით უთხრა. — ვიცი, მამა და ამის თქმა არ იყო საჭირო.— თვალზე ცრემლი მოადგა,ნიას. ცოტახანსი კი, ქუჩიდან სიგნალების ხმა, რომ გაისმა, გოგომ ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, როგორ გაჩერდა, მათი სახლის წინ მანქანა და იქიდან თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ლუკა გადმოვიდა, ყველაზე საოცარი ის იყო, რომ კაცი მუსიკოსებთან ერთად მოვიდა, ამას ნამდვილად არავინ ელოდა, ნიას თვალები ცრენლებით აევსო და ვერ იჯერებდა ნანახს. ოთახში, გოგოები შემოცვივდნენ ხმაურით. — დაინახე, ნია? ჩვენი სიძე აღარ ხუმრობს, ის მუსიკოსებთან ერთად მოვიდა. — წამოიძახა ლიზამ. — სასწაული ვინმეა, ხედავ შენ გამო რას აღარ აკეთებს.— სიცილით უთხრა ანამ. — კარგი, გოგოებო წამოდით გავიდეთ და დავხვდეთ სიძეს შენ კი სანამ არ დაგიძახებთ არ გამოხვიდე. — უთხრა ანზორმა გარეთ, რომ გავიდნენ ლუკა მუსიკოსებთან ერთად უკვე, მისაღებში იყო და ისე ვაჟკაცურად გამოიყურებოდა თეთრ ჩოხაში, მუსიკის ხმამაღალი ხმა ნელ-ნელა ჩაწყნარდა, ლუკა კი ნიას დაეძებდა, რომელიც არსად არ ჩანდა, ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა, გოგოს. — რაო, სიძევ შენს დედოფალს ეძებ? — სიცილით უთხრა ლიზამ. — ხო, სად არის? — მოითმინე, ცოტაც და მალე ნახავ.. — გაუღიმა, ლიზამ. და აი, ანზორმა გოგონა, თავის ოთახიდან გამოიყვანა, გოგონას თვალები სიხარულით უციმციმებდა და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, ლუკამ როგორც კი, ნია დაინახა, სუნთქვა შეეკრა და როგორც ლიზამ თქვა, მეტყველების უნარი დაეკარგა. ისეთი სიყვარულით და აღტაცებით უმზერდა, გოგონას, ლუკა მასთან ანთებული თვალებით მივიდა, სახეზე ხელები, მოხვია და შუბლზე აკოცა,შემდეგ კი გულში ჩაიკრა, როგორი ბედნიერები იყვენენ ორივე ისეთი ლამაზები იყვნენ, რომ ნიას დაჯერებაც კი, უჭირდა, ვერ იჯერებდა, ეს ყველაფერი მისთავს, რომ ხდებოდა, ლუკამ კი ამ საოცარი დღისთვის რა აღარ არ გააკეთა, მუსიკოსებთან ერთადაც კი, მივიდა, რათა ნია გაეხარებინა. — ძალიან ლამაზი ხარ..— ამოთქვა ლუკამ, თვალები ცრემლებისგან უელავდა, არ მოგესმათ, მისი თვალები მართლაც ცრემლიანი იყო, რადგან ეს სიყვარულის ცრემლები იყო. — შენც ძალიან გიხდება, თეთრი ჩოხა.— ღიმილით უთხრა გოგომ. — მაგრამ მუსიკოსებს, თუ მოიყვანდი, ვერ წარმოვიდგენდი. — ხომ გითხარი, რომ ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც საჭიროა- თქო, რა გეგონა მარტი ქორწილი გვექნებოდა? — გაუღიმა კაცმა. —დაახლოებით.. — სიცილით უთხრა. *** როგორც მოილაპარაკეს ჯვარს იმ ტაძარში დაიწერედნენ, რომელიც ლუკამ ააღორძინა, ხოდა ახლა, სწორედ იმ ტაძრის ბილიკებს მიუყვებოდნენ, ხელჩაკიდებულები, მამა შალვას, უკვე ყველაფერი მოემზადებინა და წყვილს ელოდა. ტაძარში შესვლისთანავე სამყარო შეიცვალა. გარეთ დარჩა თბილისის ხმაური, მანქანების სიგნალები და ხალხმრავლობა. აქ, მაღალი თაღების ქვეშ, მხოლოდ საკმევლის მძიმე, სუფთა სურნელი და სანთლების მბჟუტავი სინათლე სუფევდა. ლუკა და ნია ტაძრის შუა გულში იდნენ, ლუკა გრძნობდა, თუ როგორ უთრთოდა, გოგოს ხელი მის ხელში. როცა მღვდელმა, ბეჭდები აიღო და სამჯერ გადასახა ჯვარი, ლუკამ ნიას აცრემლებულ სახეს გაუსწორა თვალი, გოგონას ბედნიერებისგან თვალებში ცრენლები ჩასდგომოდა, ლუკაც არანაკლებ დღეში იყო, ისიც აღელვებული იყო, გული გაასმაგებულად უცემდა ვინ იფიქრებდა, რომ ახლა ის ტაძარში იდგებოდა, საყვარელ ქალთან ერთად ჯვრისდასაწერად. მეჯვარეებმა ბეჭედი სამჯერ გადაცვალეს, ბეჭდის სიცივე კი, ლუკასთვის იმის სიმბოლო გახდა, რომ ყოველი მისი გადაწყვეტილება და ნიბიჯი ახლა ნიას ეკუთვნოდა ის მარტო აღარ იყო, მამაო ლოცვებს აღავლენდა და პერიოდულად ამბობდა, ხოლმე. — ,,უფლისა მიმართ ვილოცოთ.,, ირგვლის საგალობლებს გალობდნენ ყველაფერი ისე, იყო როგორც ნიას უნდოდა და ოცნებობდა ახლა, რეალობად ქცეულიყო. როცა მღვდელმა აამაღლა გვირგვინები და წარმოთქვა: „გვირგვინოსან იქმნებოდეს მონა ღვთისა ლუკა...“, ლუკამ თავზე მოულოდნელი სიმძიმე იგრძნო. ეს არ იყო მხოლოდ ლითონის სიმძიმე — ეს იყო პასუხისმგებლობა იმ ქალის წინაშე, რომელიც მას ენდო. როცა გვირგვინი ნიას თავზეც აღიმართა, ლუკამ დაინახა, როგორ აკანკალდა სანთლის ალი გოგონას ხელში. ნია ახლა ნამდვილ დედოფალს ჰგავდა სავსეს ტკივილით გამოვლილი სიმტკიცით. მღვდელმა ღვინით სავსე თასი მიაწოდათ. ლუკამ პირველმა მოსვა, მერე ნიას გაუწოდა. ეს ერთი ჭიქა მათ საერთო მომავალს ჰგავდა მასში იყო სიტკბოც და ის სიმწარეც, რაც ერთად გამოიარეს. ამიერიდან მათ ერთი სასმისი ჰქონდათ, ერთი ბედი და ერთი ტკივილი. მღვდელმა მათი ხელები ერთმანეთს დააკავშირა, თავისი შესამოსელი გადააფარა და საკურთხევლის გარშემო სამჯერ შემოატარა. ლუკა მიდიოდა და გრძნობდა, რომ ეს წრე მარადიულობის სიმბოლო იყო. ყოველი ნაბიჯი ეკლესიის ცივ ქვებზე მას შატილის მთებში აბრუნებდა, იქ, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო. ნია მის გვერდით ნარნარებდა, მისი თეთრი კაბის შრიალი გალობას ერწყმოდა. როცა გვირგვინები მოხსნეს და მღვდელმა ისინი დალოცა, ლუკამ ვეღარ გაუძლო. მან ნიას სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად აკოცა, ემოციები ერთიანად აწვებოდა და გულს უფორიაქებდა, როგორც იქნა დააგვირგვინეს, თავიანთი სიყვარული ახლა ღვთის წინაშე ისინი ერთნი იყვნენ და მათ შორის უფალი იყო. …. ჯვრისწერიდან პირდაპირ დარბაზში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს აღნიშვნა. მალე სცენაზე ნია და ლუკა გამოვიდნენ და ირგვლივ შუქები ჩაქრა, მხოლოდ თეთრი შუქი უნათებდათ მათ. ყველა გაინაბა და მოლოდინით გახედეს წყვილს; არავინ მოელოდა, რომ ლუკა ქართულს იცეკვებდა. მართალია, თავიდან იწუწუნა, მაგრამ საყვარელ ქალს უარი ვერ უთხრა და ახლა სცენაზე იდგა. მუსიკა დაირის მძიმე, რიტმული დარტყმით დაიწყო. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა, მხრებზე მომდგარი ჩოხა გაისწორა და დარბაზის შუაგულში მარტო გავიდა. მისი ყოველი ნაბიჯი თავიდან ხისტი და მძიმე იყო; ეშინოდა, რომ ამდენი თვალის წინაშე ფეხი არ აერია. ის წრეზე დაიძრა წელში გამართული, მკაცრი გამომეტყველებით, თუმცა შინაგანად ყოველ მოძრაობას აკონტროლებდა, რომ მოუქნელი არ გამოჩენილიყო. ეს იყო ვაჟკაცის მცდელობა, დაემორჩილებინა სივრცე თავისი მომავალი მეუღლისთვის. როცა წრე დაასრულა, ლუკა ნიას წინ შეჩერდა. ხელი მოწიწებით, მაგრამ მტკიცედ გაშალა ეს იყო უსიტყვო მოწვევა. ამ წამს მისი მზერა მხოლოდ ნიას ეკუთვნოდა. ნიამ თავი ოდნავ დახარა და ნელა, თითქოს ჰაერში აცურდაო, ლუკას გამოჰყვა. გოგონა თეთრი ნისლივით ლივლივებდა მის გვერდით. თუ ლუკას ნაბიჯებში სიმძიმე და შერკინება იგრძნობოდა, ნია იატაკს თითქმის არ ეხებოდა. ის მოკრძალებული იყო, თვალებს არ სწევდა, მხოლოდ თითების ნაზი ცახცახით პასუხობდა დუდუკის ამღერებულ ჰანგებს. ახლა უკვე ნია მიდიოდა წინ, ჰაეროვანი და მშვიდი, ლუკა კი უკან მისდევდა მფარველივით, მზადმყოფი, რომ ნებისმიერ წამს დაეჭირა ეს სინაზე. ჩოხის დაჭიმულობა მას ისევ ზღუდავდა, მაგრამ ნიას ყურებისას შიში ნელ-ნელა ქრებოდა; ის უკვე აღარ ფიქრობდა მაყურებელზე, მხოლოდ იმაზე, რომ ეს ცეკვა მათი ცხოვრების პირველი საერთო ნაბიჯი იყო. ორივე ერთმანეთის სიამაყით ივსებოდა. ** ქორწილიდან დაახლოებით უკვე რვა თვე გასულიყო ის დაუვიწყარი და ბედნიერებით სავსე თვეები, რაც ერთად გამოიარეს. ნია უკვე მეცხრე თვეში გადადიოდა და სულ მალე პატარა ეყოლებოდათ. ლუკა ისეთი მზრუნველი ქმარი აღმოჩნდა, რომ გოგოს გვერდიდან არ შორდებოდა, თავს ევლებოდა და ზრუნავდა. ძალიან უყვარდა ნიაც და თავისი პატარა პრინცესაც, რომელიც ჯერ არ დაბადებულიყო, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, როდის აიყვანდა ხელში. მგონი, ნიაზე მეტადაც კი ელოდებოდა ამ დღეს. საღამოს, ასე ცხრა საათი იქნებოდა, ისინი საწოლში იწვნენ. ლუკას ნია გულში ჩაეკრა და მუცელზე ნაზად უსვამდა ხელს, თითქოს აინტერესებდა, ბავშვი მოძრაობდა თუ არა. — გრძნობ? — ჩურჩულით უთხრა ლუკამ და გოგოს თმებში თავი ჩარგო. მისი ხმა იმდენად თბილი და მზრუნველი იყო, რომ ნიას გულში სითბო ჩაეღვარა, ისეთი სიყვარულით უმზერდა. — ისევ მოძრაობს, მგონი შენი ხმა რომ ესმის, უფრო მშვიდდება, — უთხრა ლუკამ. ნიამ თავი კაცის მხარზე ჩამოდო და მოხერხებულად მოკალათდა; ახლა მისი ძლიერი ხელები მისთვის უსაფრთხო თავშესაფრად ქცეულიყო. — შენს ხმაზე უფრო მშვიდდება, ლუკა. როგორც კი შენი ხმა ესმის, იმწამსვე მშვიდდება, — ნაზად უთხრა და თვალები დახუჭა. იმ წამს ორივე მომავალზე ოცნებობდა, ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიბადებოდა მათი პატარა, რომ მათი ოჯახი სრულფასოვანი ყოფილიყო; როდის აივსებოდა სახლი ბავშვის ტირილითა და სიცილით, როდის წაიყვანდნენ თავიანთ საყვარელ ადგილას. თუმცა მათმა იდილიამ დიდხანს არ გასტანა. ნია უცებ დაიძაბა. ლუკამ იგრძნო, როგორ გაუჩერდა გოგონას სუნთქვა. ნიამ მუცელზე ხელი იმდენად მაგრად მიიჭირა, რომ თითები გაუთეთრდა. სახეზე ჯერ გაოცება, მერე კი აუტანელი ტკივილისგან გამოწვეული შიში გადაეფინა. — ნია? — ლუკა მაშინვე წამოიწია, მისი მზერა წამში გამკაცრდა. — რა მოხდა? ცუდად ხარ? ნიამ პასუხის გაცემა სცადა, მაგრამ მხოლოდ მძიმე კვნესა აღმოხდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შიგნიდან რაღაც მჭრელმა ტკივილმა დაუარა. — ლუკა... მტკივა... ძალიან მტკივა, — ამოიჩურჩულა მან და ისეთი თვალებით შეხედა ქმარს, რომ ლუკას სისხლი გაეყინა. — და სისველეს ვგრძნობ... მგონი... მგონი რაღაც ისე ვერ არის. ლუკამ სწრაფად გადახადა საბანი და ის, რაც დაინახა, თავზარი დასცა. ადგილზე მიეყინა და შეცბა: თეთრ ზეწარზე წითელი ლაქები ელვისებურად იზრდებოდა. ირგვლივ იმდენი სისხლი იყო, რომ ლუკას წამით სუნთქვა შეეკრა. ნია ფითრდებოდა, თვალები კი ნელ-ნელა ეხუჭებოდა, ძალას კარგავდა და ითიშებოდა. საბოლოოდ,რომ მიეხუჭა თვალები, აი მაშინ გამწარებულმა დაიყვირა ლუკამ და გოგოსთან მივიდა. — ნია, გთხოვ შემომხედე, გესმის ჩემი! — წამოიძახა და გოგოსთან მიიჭრა. არც დააკვირდა, რა ეცვა, რაც ხელთ მოხვდა, ის გადაიცვა, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო, გოგოს სხეული ხელში აიტაცა, მისი თეთრი მაისური კი წამში სისხლით დაისვარა. ეს იყო საშინელი წუთი, როდესაც ხედავ, შენი საყვარელი ადამიანი როგორ ქვრება შენს თვალწინ. ლუკამ სწრაფად ჩაირბინა კიბეები, გოგო კი გულში ჰყავდა ჩაკრული. — ნია, შენ ხომ დამპირდი, რომ არ დამტოვებდი, იცოდე არ გაბედო, გესმის ჩემი? — სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა და გარეთ გავიდა. ... საავადმყოფოს ფოიეში გიჟივით შევარდა, ხელში კი გოგონას სხეული ეჭირა, რომელიც საგრძნობლად დამძიმებულიყო. — მიშველეთ, დამეხმარეთ!! — დაიყვირა კაცმა და მასთან ექთნები მიცვივდნენ. — რა მოხდა? რა დაემართა? — იკითხა ექიმმა. — არ ვიცი, კარგად იყო და უცაბედად ცუდად გახდა, შემდეგ კი სისხლდენა დაეწყო და გაითიშა. — ექიმმა გოგონა დაათვალიერა და მკაცრად უთხრა ექთნებს, რომ საოპერაციო ბლოკში გადაეყვანათ სასწრაფოდ. — გთხოვთ, გადაარჩინეთ! — სასოწარკვეთილმა ამოხრიალა. ექიმმა მხოლოდ თავი დაუკრა და წავიდა. სრულიად განადგურებული იქვე კუთხეში ჩაიმუხლა, ხელები ჯერაც უთრთოდა ნერვიულობისგან და სისხლიანი ჰქონდა. მთლიანად დასვრილი იყო სისხლით, საშინლად გრძნობდა თავს, თითქოს ჰაერიც არ ყოფნიდა. რატომ უნდა დამართნოდა ეს? ნუთუ არ იმსახურებდა ბედნიერებას, კიდევ როდემდე უნდა დატანჯულიყო ამ ბედკრული სამყაროსგან? მაგრამ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. გარკვეული დროის შემდეგ ექიმი შეწუხებული სახით, რომ გამოვიდა და ლუკას დაუძახა, ჯერ კიდევ არ იცოდა, რა არჩევანის გაკეთება მოუწევდა. — ბატონო ლუკა, უნდა დაგელაპარაკოთ, — უთხრა ექიმმა. — რა ხდება, ექიმო? — ნერვიულად უთხრა. — ყველაფერი რიგზეა, ჩემი ცოლი და ბავშვი როგორ არიან? — სწორედ მაგაზე უნდა დაგელაპარაკოთ. საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე გვეგონა. თქვენს მეუღლეს პლაცენტის აცლა აქვს, რამაც გამოიწვია შინაგანი სისხლდენა. საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგა და მისი მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია. ორივეს გადარჩენა ვერ მოხერხდება, ამიტომ უნდა გადაწყვიტოთ, ვის შევუნარჩუნოთ სიცოცხლე — დედას თუ ბავშვს, — დამწუხრებით უთხრა ექიმმა. ექიმის სიტყვები ლუკას გონებაში ისე გაისმა, როგორც ყრუ აფეთქება. წამით თითქოს მთელი სამყარო გაჩერდა და მის ირგვლივ ხმები გაქრა, მხოლოდ მისი გულისცემა ესმოდა, რომელიც ასე გამალებით უცემდა. — რა...? რა თქვით? რა არჩევანის გაკეთება? — ამოიხრიალა კაცმა, ხმას ვეღარ იმორჩილებდა უკვე. — რას მეუბნებით, მე... როგორ უნდა ავირჩიო ან ერთი, ან მეორე, როცა არცერთის დაკარგვა არ მინდა. — ვწუხვარ, მაგრამ მხოლოდ ერთის გადარჩენის შანსი გვაქვს, — უთხრა ექიმმა. — უნდა ვიჩქაროთ, სანამ მდგომარეობა უფრო არ გართულდა. ლუკას თავზარი დაეცა, ის სრულ გაურკვევლობაში ჩავარდა. როგორ უნდა აერჩია ან ერთი, ან მეორე ეს ხომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ უწევდა რთული და საბედისწერო არჩევანი გაეკეთებინა. იმ წამს მიხვდა, რომ აქ უკვე ვერანაირი მედიცინა და ფული ვერ უშველიდა, რადგან ეს უკვე ადამიანის ხელთ აღარ იყო. ბევრი აღარ უფიქრია, რადგან დრო აღარ იცდიდა, ამიტომ ექიმს უთხრა, რომ დედა გადაერჩინათ ნია მისთვის უპირატესი იყო. — ჩემი ცოლი გადამირჩინეთ! — გამწარებულმა წამოიძახა და იგრძნო, როგორ ჩაწყდა შიგნიდან რაღაც. — მაგრამ ბავშვი... — რაც გითხარით, ის გააკეთეთ, ჩემთვის მთავარი ჩემი ცოლია, — უთხრა და იქვე კუთხეში ჩაიკეცა. ექიმმა აღარაფერი უთხრა, უსიტყვოდ შევიდა საოპერაციოში. ლუკა სრულიად წაშლილი და განადგურებული იყო. ვერცერთს თმობდა, მაგრამ ნია მისი ცხოვრების აზრი იყო და მის დაკარგვას ვერ შეეგუებოდა. მართალია, თქვა, რომ მხოლოდ დედა გადაერჩინათ, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ ის მიხვდა მათი გადარჩენა ახლა მხოლოდ ღმერთს, თუ შეეძლო, მხოლოდ მას შეეძლო სასწაულის მოხდენა. ახლა ის იცდებოდა და კიდევ ერთ და უმთავრეს გამოცდას გადიოდა მისი რწმენა იცდებოდა და ის, თუ რამდენად ენდობოდა უფალს, სწორედ ამიტომ გადიოდა ამ ყოველივეს. უსუსური იყო, იმდენად უსუსური, რომ ვერაფერს აკეთებდა. თვალები ჩასწითლებოდა, თავი მუხლებში ჩაერგო და გულში რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. ის ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ ორივე დედაც და შვილიც გადაერჩინა. — უფალო, გევედრები, გთხოვ ნუ წაიყვან მათ ჩემგან,თუ ვინმეს წაყვანა გინდა, მე წამიყვანე, ოღონდ მათ შეუნარჩუნე სიცოცხლე. მხოლოდ ეს ერთი თხოვნა მექნება შენთან, — ამბობდა ლუკა. მან უკვე სრულიად მიანდო თავისი საყვარელი ადამიანები უფალს. საოპერაციოს თავზე ანთებული წითელი ნათურა ისე ზარავდა ლუკას და თავზარს სცემდა. ის ფაქტი, რომ იქიდან ცუდ ამბავს გამოუტანდნენ, ისიც იცოდა, რომ ნიას ეს ამბავი არ მოეწონებოდა, მაგრამ განა სხვა გამოსავალი ჰქონდა? მას ერჩივნა გოგოს ეცოცხლა, რადგან ის მისი მთელი სამყარო იყო და ვერ დაუშვებდა მის დაკარგვას. დრო უსაშველოდ იწელებოდა და კაცი თანდათან უფრო კარგავდა მოთმინებას, ვეღარ უძლებდა ამ გაურკვევლობას, რომელიც ასე ანადგურებდა. და სწორედ მაშინ, როდესაც ყველა იმედი გადაეწურა, მის ცხოვრებაში ისევ წყვდიადმა დაისადგურა და აღარაფრის მოლოდინი აღარ ჰქონდა, მოხდა სასწაული მოულოდნელად საავადმყოფოს კედლებში ბავშვის წვრილი ტირილის ხმა გაისმა. ლუკამ თავი წამოწია, სუნთქვა შეეკრა და თვალები გაუფართოვდა. ის მიხვდა ეს იყო მისი შვილის ხმა, რომელიც იყო სიცოცხლის პირველი განაცხადი, რომელმაც წყვდიადში გაანათა. იმ წუთას ლუკას ვერც კი წარმოიდგენთ რა დაემართა, როდესაც ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა. მასში ყველაფერი გადატრიალდა, თვალები დახუჭა და თავს უფლება მისცა ეტირა. ეს არ იყო სისუსტე, ეს იყო ის განცდა, როდესაც ხვდები, რომ შენი ლოცვა შესმენილი იქნა. ის მიხვდა, რომ უფალმა მისი ვედრება უპასუხოდ არ დატოვა. **ეპილოგი** ზოგჯერ ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც ხვდები, რომ უბრალოდ უძლური ხდები სამყაროს წინაშე. ყველაფერი შეუძლებლად გეჩვენება, გვგონია, რომ ეს დასასრულია. ზოგჯერ რთული დილემის წინაშე ვდგებით და გამოსავალს ვერ ვპოულობთ; კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანს უწევს ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც მას არ უნდა. ლუკას მოუხდა ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც მას არ უნდოდა; მან, რა თქმა უნდა, ცივი გონებით გადაწყვიტა გადაერჩინა მხოლოდ ნია, მაგრამ მისი გული სხვა რამეს ითხოვდა და უფალს თხოვდა დახმარებას. და მაშინ, როდესაც ეს თითქმის შეუძლებელი იყო და გადარჩენის შანსი ნულის ტოლფასი იყო, ღმერთმა ის გამონაკლისი დაუშვა, რასაც სასწაულს ეძახიან. მათ მოწყალე თვალით გადმოხედა და პატარასაც და დედასაც სიცოცხლე შეუნარჩუნა. ეს იყო დასტური იმისა, რომ ის უპასუხოდ არავის ტოვებს; მან კი ლუკაში ის უსაზღვრო სიყვარული და თავგანწირვა დაინახა, რომელიც წრფელ სიყვარულს ახლავს. იმ ტკივილიანი დღის შემდეგ თითქმის ერთი წელი გასულიყო ყველაზე ტკივილიანი და თან სასიამოვნო ერთი წელი, რომელიც მათ გაიარეს. ერთი წლის წინ, როდესაც ექიმმა უთხრა, რომ შეეძლო ბავშვი ენახა, ცრემლიანი თვალებით გაჰყვა ექთანს. ყველაზე დიდი სასწაული კი ის იყო, როდესაც ჩვილი მას მუცელზე მიუწვინეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ატირდა. ეს საოცარი განცდა იყო, რომელსაც ლუკა განიცდიდა; ისეთი სინაზით და სიყვარულით უმზერდა, უკვე აქედანვე ჩანდა, რომ მამიკოს გოგო იქნებოდა. ამ პერიოდში ორივე კიდევ უფრო გაიზარდა და შეიცვალა. ახლა უფრო სხვა თვალით უყურებდნენ ცხოვრებას, უფრო ისწავლეს ერთმანეთის სიყვარული. ამ ერთ წელში ლუკამ კიდევ უფრო გამოავლინა თავისი სიყვარული, მან მთლიანად მიუძღვნა თავი თავის საყვარელ ცოლ-შვილს. მთელი ეს დრო ცოლს გვერდში ედგა და ყველაფერში ეხმარებოდა, რადგან ნიას ოპერაციის შემდეგ წოლითი რეჟიმი ჰქონდა. ლუკა იყო ის ვინც ბავშვს უვლიდა. ქმარი ხომ შესანიშნავი იყო, მაგრამ მამა იყო სასწაული, რადგან ეს ბავშვი მისი პატარა სასწაული იყო და ორმაგად უყვარდა. საოცარი იყო, ამ უხეშმა კაცმა, როგორ ისწავლა ბავშვის ხელში დაჭერა, თან ისე თრთოლვით იჭერდა, ეშინოდა მისთვის რამე არ ეტკინა. ის ყოველ ღამით ბავშვის საწოლთან იჯდა და ღამეებს უთენებდა. ნია ხშირად პოულობდა ხოლმე ბავშვთან ერთად ჩაძინებულს სხვადასხვა ადგილებში და გული უჩუყდებოდა მამა-შვილზე. ამ პატარა წერტილსაც მამამისი ისე უყვარდა, რომ სულ მასთან უნდოდა ყოფნა; მამის ერთი გაღიმება ან საუბარი მისთვის საკმარისი იყო, რომ გაეცინა. ბავშვი ვიზუალით დედას ჰგავდა, მაგრამ მამის თვალ-წარბი ჰქონდა. როდესაც ბავშვს ელენე დაარქვეს, ამით ყველაფერი ნათქვამი იყო. საბოლოოდ განიკურნა ლუკა წარსულის ტრავმებისგან. შვილისთვის დის სახელის დარქმევა ის გადადგმული ნაბიჯი იყო, რომლითაც ის შეურიგდა თავის წარსულს. რადგანაც მისი პატარა სასწაული ახლა მის გვერდით იყო ეს იყო ღმერთის საჩუქარი, ახალი სიცოცხლის დასაწყისი. ... ტაძარში სიჩუმე და საკმევლის სურნელი ტრიალებდა. მზის სხივები მაღალი სარკმლებიდან ვიწრო ზოლებად ეშვებოდა და ხატების ოქროსფერ შარავანდედებს ეხებოდა. ლუკა და ნია შუაგულ ტაძარში იდგნენ. ლუკას ხელში ერთი წლის ელენე ეჭირა, რომელიც გაოცებული ათვალიერებდა გარემოს და თავის პატარა თითებით მამის პერანგის სახელოებს ეთამაშებოდა. ლუკას თვალებში ცრემლები ჩაუდგა და მისი თვალებიდან უსაზღვრო მადლიერება იკითხებოდა მადლიერება იმისა, რომ ყველაზე რთულ მომენტში ღმერთმა არ მიატოვა და უპასუხა მის თხოვნას. — დღეს ის პატარა სასწაული მოგიყვანე, რომელიც გვაჩუქე, უფალო. მადლობა ამ საჩუქრისთვის, მადლობა, რომ არ გამწირე ამ ტკივილისთვის და ახლა ორივე ჩემთან არის, — ცრემლიანი თვალებით ამოთქვა და ნიას გახედა. გოგონა მშვიდად იდგა და იღიმოდა. ლუკამ თავის ცოლს ხელი გადახვია და ასე გავიდნენ. იქვე ხის ბოძზე ჩამოჯდნენ. ლუკა ნაღვლიანი თვალებით იჯდა და ბავშვს გვერდიდან არ იშორებდა. — ლუკა..? ისევ იმ დღეზე ფიქრობ, ხომ ასეა? — ნაღვლიანად უთხრა ნიამ. — სულ და ყოველთვის... ის ჯოჯოხეთი, რაც მე იქ გამოვიარე, ამის დავიწყება შეუძლებელია. რა უნდა მექნა, თქვენ თუ დაგკარგავდით? ამის გაფიქრებაც კი მზარავს. თავს ვერ ვპატიობ კიდევ იმას, რომ ბავშვის გადარჩენა არ ვთხოვე ექიმს. — ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ბავშვის პატარა სხეული უფრო მიიხუტა. — თავს ნუ იდანაშაულებ, ლუკა. შენ სხვა გამოსავალი არ გქონდა. ხანდახან ხდება ისე, რომ ადამიანი უძლურია, მას არ შესწევს ძალა რამე შეცვალოს. მაგრამ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია. შენ მას სთხოვდი დახმარებას და მანაც გიპასუხა. ხედავ? ახლა მეც და ჩვენი პატარა სასწაულიც ჩვენთან არის, — სრუტუნით უთხრა ნიამ. — მართალია, შვილი მეტი აღარ გვეყოლება, მაგრამ... — და ვინ გითხრა, რომ მეტი არ გვეყოლება... — ეშმაკურად გაუღიმა. — რას გულისხმობ, ლუკა? — გაკვირვებულმა უთხრა. — აბა, იქით გაიხედე... — ღიმილით უთხრა. შემოსასვლელისკენ გაიხედა კაცმა. გოგონამაც მის მზერას გააყოლა თვალი და რაც დაინახა, გული აუჩუყა. ეზოში პატარა ლუკიტო, თავშესაფრის დირექტორთან ერთად შემოვიდა და პირდაპირ მათკენ დაიძრნენ. — ლუკა, შენ... შენ... ლუკიტო იშვილე? — ალუღლუღდა ნია. — ხო, დღეიდან ორი შვილი გვეყოლება, — უთხრა ღიმილით. — შენ ხარ ჩემი ღვთის საჩუქარი, არ ვიცი რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება, — ტირილს არ წყვეტდა ნია. — არა, ეს თქვენ ხართ ჩემი საჩუქარი, რადგან თქვენმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მადლობა ამისთვის, — უთხრა და ცოლს მოეხვია. — ისევ და ისევ ვამაყობ შენით. შენ დაამტკიცე, რომ არა მხოლოდ კარგი მამა და ქმარი ხარ, არამედ დიდი გულის მქონე ადამიანიც ხარ. მიყვარხარ იმდენად, რომ ამას გულში ვეღარ ვიტევ. — იცი, ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი ჩამიტარა, რომელმაც მიმახვედრა, რომ არასდროსაა გვიან გამოსწორდე. არაფერია დაკარგული და რა წყვდიადიც არ უნდა სუფევდეს შენში, ყოველთვის შეიძლება სინათლის დანახვა — მთავარია, ეს გულით გინდოდეს და გჯეროდეს ამის, — გაუღიმა და ბავშვს აკოცა. — თქვენ ხართ ის სინათლე, რომელმაც ჩემი ცხოვრება გააფერადა და გაანათა. — მიყვარს ეს... — ამოთქვა ნიამ. — რა? — მე, შენ და ჩვენი პატარა სამყარო, სადაც მხოლოდ ჩვენ და უფალი ვართ, — ღიმილით უთხრა ნიამ. ახლა უკვე სრული სიყვარულის წრე შეეკრათ, სადაც მხოლოდ ეს ოთხნი იყვნენ. მათ ყველა სირთულე, ყველა ტკივილი ერთად გადალახეს და საბოლოოდ შეძლეს ბედნიერების მოპოვება. დასასრული. მადლობა, ყველას ვინც მომყვებოდით და იზიარებდით ჩემი გმირების, ამბავს, გამოხატეთ თქვენი შთაბეჭდილები, როგორ მოგეწონათ, ფინალური თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



