მებაღე - თავი 28
მილენა ტაქსიდან ნელა გადმოვიდა. კრწანისის ქუჩები უკვე ჩუმდებოდა, ქალაქის ხმაური აქამდე ვერ აღწევდა. ჭიშკართან დაცვამ კარი გაუღო, ყურადღებით გადაავლეს თვალი მანქანასაც და მასაც, მერე მორიდებით შეუშვეს ეზოში. ყველაფერი კვლავ კონტროლქვეშ იყო - როგორც თავად მოითხოვა. სახლში შესვლისას უცნაური სიმშვიდე იგრძნო. თუმცა ის სიმშვიდე, რომელიც ზედაპირზეა და ოდნავ ჩაღრმავებისთანავე ირღვევა. მოსაცმელი მოიხადა, ჩანთა დივანზე დააგდო და ცოტა ხანს უბრალოდ იდგა, თითქოს საკუთარ სახლში არსებობას ისევ უნდა შეჩვეოდა. „აქ უსაფრთხოდ ვარ…“ - გაიფიქრა, მაგრამ ეს აზრი ბოლომდე ვერ დაიჯერა. *** რამდენიმე დღე გავიდა. ყველაფერი თითქოს ნორმალურად აეწყო. უნივერსიტეტში დადიოდა, ლექციებზე იჯდა, პასუხობდა, ზოგჯერ საკუთარ თავისაც უკვირდა - როგორ ახერხებდა ასეთ მშვიდად ცხოვრებას. სამსახურშის საქმეებშიც ჩაერთო, განრიგი მოაწესრიგა და გადაიბარა. ადამიანებს ესაუბრებოდა ისე, თითქოს მის ცხოვრებაში არაფერი მომხდარა. გარეგნულად - ჩვეულებრივი, მოწესრიგებული ცხოვრება ჰქონდა. მაგრამ შინაგანად მუდმივად რაღაც ძაბავდა. ღამით ხშირად ეღვიძებოდა ხოლმე, ყველაზე მცირე ხმასაც კი ყურს უგდებდა. ფანჯრებს ამოწმებდა, კარებს კეტავდა, ისევ ამოწმებდა. ტელეფონი სულ ახლოს ედო. სოლომონთან საუბრები მოკლე და ინფორმაციული იყო, მისი ადგილი მილენასთვისაც საიდუმლო იყო - ერთმანეთს იკითხავდნენ, თითქოს ზედმეტი არაფერი. „კარგად ხარ?“ - „კი.“ „სახლში იყავი?“ - „კი.“ „ფრთხილად იყავი.“ - და ზარი სრულდებოდა. ერთ საღამოს, ჩვეულებრივზე გვიან დაბრუნდა. დაღლილი იყო. სახლში სიჩუმე იდგა, განათება ჩართო და პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა. კარი რომ შეაღო, პირველი რაც იგრძნო - სუნი იყო. მსუბუქი, მაგრამ აშკარა. გაჩერდა. მზერა სწრაფად მოავლო ოთახს. ყველაფერი თავის ადგილზე იყო. საწოლი, სარკე, კარადა, ნივთები - არაფერი შეცვლილა. მაგრამ საწოლზე… თეთრი კონვერტი იდო. მის გვერდით კი ცალი იისფერი ტიტა. მუქი, თითქმის მისი კაბის ფერი, იმ დღეს.. მილენას სხეული უცებ დაიძაბა. რამდენიმე წამი არ განძრეულა. უბრალოდ უყურებდა. შემდეგ ძალიან ნელა მიუახლოვდა. ნაბიჯები ფრთხილი ჰქონდა, თითქოს ყოველი სანტიმეტრი უნდა გაეზომა. კონვერტს დახედა - ზედ არაფერი ეწერა. არც სახელი, არც მინიშნება. ხელში აიღო. გული ოდნავ აუჩქარდა. გახსნა. შიგნით მხოლოდ ერთი ფურცელი იყო. მოკლე. ძალიან მოკლე. ისიც იისფერი იყო. მილენამ შეცბუნებულმა ამოიღო და წაიკითხა: "ხვალ საღამოს ამ მისამართზე შემხვდი. თუ არ მოხვალ, ჩავთვლი რომ სამუდამოდ დაგკარგე და არასდროს გიცდია გყვარებოდი.. შენი ცხოვრებიდან გავქრები.." ხელები არ აუკანკალდა. სახე არ შეცვლია. მაგრამ თვალებში რაღაც შეიცვალა. ჰაერი ნელა ჩაისუნთქა. ოთახში სიჩუმე ისევ იდგა, მაგრამ ახლა უკვე მკვდარი სიჩუმე აღარ იყო - რაღაცით სავსე იყო. მილენამ ფურცელი დაკეცა. ყვავილს დახედა. თითებით შეეხო მის ფურცლებს - ცივი იყო. შემდეგ ტელეფონი აიღო. -გიორგი, -თქვა მშვიდად, -ყველა კამერა ახლავე გადაამოწმეთ. პაუზა. -და ამ ოთახში ვინც არ უნდა შემოსულიყო… მინდა ვიცოდე როგორ. ზარი გათიშა. მერე ისევ ოთახს მოავლო თვალი. ამჯერად უფრო ყურადღებით. უფრო ცივად. და ძალიან ჩუმად, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა: -ნუთუ ფიქრობ რომ ამ ყველაფრის მერე შენთან ვიქნები, რა ამაზრზენია..-თუმცაღა იგრძნო, გული უცნაურად როგორ შეეკუმშა და საწოლზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო. *** მეორე დღეს მილენასთვის ყველაფერი თითქოს ჩვეულად დაიწყო, გაემზადა და დილაადრიან გაიქცა უნივერსიტეტში. მეგობრებთან საუბრით და დავალების განხილვით დრო გაყავდა და ერთობოდა, თუმცა ქვეცნობიერად ფიქრი მაინც არ ასვენებდა. დღის ბოლოს, კომპანიაში მივიდა, საქმეს შეუდგა და გაუცნობიერებლად ახედა საათს. თითქმის მოსაღამოვებულიყო. "ალბათ უკვე მიცდის, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის." წამში გააქნია თავი და ლეპტოპში ცქერა განაგრძო. ნერვიულად აკაკუნებდა თითებს მაგიდაზე. თითქოს გულს საგულეში მოსვენება არ ჰქონდა, მაგრამ გადაწყვეტილება გონებამ უკვე ხმამაღლა და არაერთხელ განაცხადა და ეს საკმარისი იყო. *** რამდენიმე საათიანი ჩუმი ლოდინის შემდეგ მინიდან სივრცეში სიბნელეს უიმედოდ გახედა, თვალებში ფიქრი და სინანული ედგა, რომ მოულოდნელად უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. მყისვე მობრუნდა. -მილ...-სანამ სიტყვა დაასრულა, მისი მძღოლის გადაღლილი სახე მოხვდა თვალში და მზერა ჩაუქრა. -ბატონო იოანე, მე.. სამწუხაროდ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. ჩემი შვილი.. -წადი, ილია. ისედაც უნდა გამეთავისუფლე.. -ხელი უდარდელად აუქნია. -თუ რამეში გჭირდებით.. -წადითქო, ილია. მშვიდად წადი, არ მჭირდები.. -დაიძახა და კვლავ ფანჯრისკენ შეტრიალდა. -კარგი.. კაცი იქაურობას გაეცალა თუ არა იოანემ ღრმად ამოისუნთქა და სუნთქვას თითქოს გულიც ამოაყოლა. -ის არ მოვა... ჩემი მილენა ჩემთან არ მოდის.. დავკარგე.. -ლოთივით აკანკალებული ხელით დასწვდა ვისკის ბოთლს და პირდაპირ მოიყუდა. სასმელი ლამის ბოლომდე ჩაცალა და მინას იდაყვებით მიეყრდნო. -გძულვარ, არა? -ნერვიულად და ცინიკურად გაიცინა, -შენ ვერასდროს შემიძულებ ისე როგორც მე მძულს ჩემი თავი.. გესმის? ვერასდროს! ვერასდროს, ამის დედაც! ვერასდროს! -ისტერიულად ყვიროდა და მაგიდიდან სუფრა წამში ნამსხვრევებად აქცია. -კარგი.. -ჩაიჩურჩულა ცოტა ხანში, -კარგი, იყოს, როგორც გინდა.. -სიგარეტს აუკიდა და იქაურობას თითქმის სირბილით გაეცალა, მალევე მანქანაში ჩაჯდა და გაზს ფეხი ძლიერად დააჭირა, მთელი გზა არანორმალური სიჩქარით მიქროდა. თითქოს არ ადარდებდა თუნდაც რამეს შესკდომოდა ან სადმე გადაჩეხილიყო. *** მალევე, მომცრო სახლს მიუახლოვდა და შორიახლოს შეჩერდა, გრძნობდა სახე წაშლილი ჰქონდა, ყველაფერს ორად ხედავდა. ტელეფონი გაჭირვებით აიღო და დარეკა. -ალო? -რამდემიმე წამში გაისმა ნაზი ხმა. -ანა, გამოდი, გარეთ გიცდი.. -თავი მოიფხიზლა თუ არა უთხრა. -იოანე? რას ამბობ.. მთვრალი ხომ არ ხარ? -ჩაეკითხა აფორიაქებული და ყურმილთან გაიტრუნა. -არა, ახლავე მოდი, თორემ წავალ. -მოიცადე.. მოვდივარ, უბრალოდ მეძინა, მაპატიე.. ხალათი და ჩუსტები ჩაიცვა და ფეხაკრეფით მაშინვე გარეთ გაიქცა. მანქანა დაინახა თუ არა უცებ შემოურბინა და ჩაჯდა. -როგორ ხარ? იოანე.. რატომ მოხვედი? ბავშვი მოგენატრა? -გულუბრყვილოდ შეხედა და თვალებანთებულმა გაუღიმა. იოანემ ღრმად ამოიოხრა და მის დანახვაზე თავი უკმაყოფილოდ გააქნია. -სერიოზულად? -ირონიით წარმოთქვა. -რა სერიოზულად? -ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო გოგომ. -არაფერი, არაფერი.. -ხელი აიქნია, მერე მაშინვე მანქანა დაძრა. -მოიცა, იოანე! -მხარზე ხელი დაჰკრა გაფიცხლებით. -რა იყო? -გაღიზიანებული გაეპასუხა. -ვერ მხედავ? თითქმის შიშველი ვარ, ხალათით და ჩუსტებით სად მიგყავარ? ოჯახიდან გამოვედი ბოლოსდაბოლოს..-ხელებით სხეულზე ანიშნა და გაოცებით მიაჩერდა. -არაუშავს, შენი ტანსაცმელი არაფერში მჭირდება, ჩემთან მიმყავხარ, ხომ გაქვს იქ ტანსაცმელი. -გაეპასუხა უინტერესოდ და სიჩქარეს მოუმატა. -იოანე! -დაიძახა გაკვირვებოთ, -რა გჭირს? თავი მოგაბეზრა არა იმ შენმა გულის ვარდმა? -კმაყოფილმა ჩაიცინა და სახეზე ინტერესით მიაშტერდა. -ჰო, მომაბეზრა, შენ მაინც სხვა დონე ხარ, ხომ იცი.. -ჩაილაპარაკა და ალმაცერად გახედა. -ვიცი.. -ღვედი ღიმილით გაისწორა, -მე უფრო გიყვარვარ ხო? იოანე გაჩუმდა. -იოანე, გთხოვ მითხარი.. -სევდიანად, მუდარით მიაჩერდა. -ჰო.. ჰო, შენ უფრო. -ამოილაპარაკა მობეზრებული ტონით. -რა მე უფრო? დაასრულე.. გთხოვ.. -შენ მიყვარხარ..-თვალები დაქაჩა და გზიდან კინაღამ განათების ბოძისკენ გადაუხვია. -იოანე, ფრთხილად! ორსულად ვარ.. -შენი ბრალია, ტვინს მიბურღავ გაუჩერებელი ლაპარაკით.. -ბოდიში.. -ჩაილაპარაკა და ხელი მუცელზე მიიდო. -ბავშვს აინტერესებდა.. -ნუ სულელობ, ეგ ბავშვი ორი კვირისაა.. -ჰო, მაგრამ ჩვენი შვილია, იოანე, მოდი, -ხელი ფრთხილად გამოართვა და მუცელზე მიიდო, -ნახე.. -თვალები უციმციმებდა. -რა ვნახო? არაფერს ვგრძნობ. გაიზარდოს ჯერ.. -რა უგრძნობი ხარ.. მოძრაობს.. -გოგო ნუ მაგიჟებ, არ ვარ უგრძნობი.. -ხმამაღლა დაიძახა, -გამომაფხიზლა რაა. -თავის ქნევით ჩაილაპარაკა და ხელი სწრაფად გამოართვა. სახლში მივიდნენ თუ არა იოანემ სამზარეულოდან სასმლის ბოთლი აიღო. -დალევ? -უთხრა და ხელით აწია. -არა! -ჩაილაპარაკა, -არ შეიძლება ჩემთვის. -კარგი, რა გაეწყობა. დივანზე მიწვა, მოსვა და ბოთლი იქვე დადგა. ანამარია მაშინვე მიუახლოვდა და ზემოდან დააწვა. -მოგენატრე? -თავი მკერდზე მიაკრო და ფართოდ გაიღიმა. პაუზა. -ანამარია.. -ნელა წარმოთქვა, თმებზე ხელი დაუსვა და ნიკაპი ხელით ააწევინა. -გისმენ.. -თვალები ინტერესით მიანათა. -ერთ კვირაში ვიქორწინებთ.. სიჩუმე. -რა? მართლა? -აღელვებული მიაჩერდა. -ჰო.. -არ მჯერა! რამდენი ხანია შენგან ამის მოსმენა მინდა.. - ჰაერში წამოხტა და ხტუნვას არ წყვეტდა, სიხარულით ტაში შემოჰკრა. კაცმა იმედგაცრუებით შეხედა, რომ ანამარიამ ხელებით თავისკენ მიიზიდა და ჩაეხუტა. -მიყვარხარ.. სწორ გადაწყვეტილებას იღებ, აი ნახავ, შენც შეგიყვარდები.. -შუბლით შუბლზე შეეხო და თვალებში ბედნიერმა ჩახედა. იოანემ პასუხი არ გასცა. მალევე ტუჩებზე დასწვდა და ხელები სხეულზე მომთხოვნად დაუსვა, გოგომაც ვნებით შეუცურა თმაში ხელები და სხეულზე უფრო მჭიდროდ მიეკრო. ცოტა ხანში სივრცეს ანამარიას კვნესა ფარავდა, ორივე მხურვალედ მოძრაობდა, იოანე ყელში კოცნიდა. -მილენა..-ჩაიჩურჩულა ძლივსგასაგონად ბოლო მომენტში და ხელი მკერდზე დაუსვა. ანამარიამ იგრძნო როგორ გაწითლდა და გული შეეკუმშა, თუმცა არაფერი შეიმჩნია და მისი ალერსი განაგრძო. *** ერთი კვირა გავიდა, მილენა თავის ორ საუკეთესო მეგობართან ერთად იყო მისაღებში და ერთ-ერთის ნათქვამ ხუმრობაზე მათთან ერთად ხმამაღლა იცინოდა. -სერიოზულად? ეგრე უთხრა ? -ჩაეძია მილენა. -კიიი.... მაგარი სულელია.. -უპასუხა ელენემ. -კარგით რა მოხდა, მართლა ეგრე იყო..-თქვა ლანამ. -მაგას არაფერი ეშველება.. -კარგით, გვეყო ეს დაცინვა.. -დასერიოზულდა ელენე და ტელეფონი აიღო, ცოტა ხანში თვალში თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მოხვდაო და პირდაპირ მილენას გახედა, მერე ლანას. -რა მოხდა? -სასხვათაშორისოდ იკითხა ლანამ, მილენამაც დაბნეული მზერა მიანათა. -ამმ.. მილენას შეყვარებულია ნიუსში.. -იოანე ჩემი შეყვარებული არ არის, ელენე! -თავი უკმაყოფილოდ გააქნია. -ჰო მესმის მაგრამ, არ მეგონა თუ... -რა მოხდა, გოგო? -ლანამ ტელეფონი აართვა ხელიდან და ინტერესით დახედა, -იოანე ჯაიანი ქორწინდებაო. ესე უცებ?-თვალები გააფართოვა და ორივე მილენას მიაჩერდა. მილენამ ტელეფონი ხელში აიღო და იოანეს და ანამარიას მომღიმარ სახეებს დააცქერდა ფოტოზე, ანამარიას საპატარძლო კაბა ეცვა და ერთმანეთს ეხვეოდნენ. ცივმა ოფლმა დაასხა, თუმცა არაფერი შეიმჩნია. ხმამაღლა გაიცინა. -ღმერთო, ნუთუ.. -ჩაილაპარაკა ცინიკურად. გოგოებმა გაოცებით შეხედეს. -არ გწყინს? -ჰკითხა ლანამ. -რას ამბობ, მივიშორე, ზუსტად ეს მინდოდა.. იქნებ ასე ჯობია, თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო და მეც დავისვენებდი.. -ასეა! -ხელი აწია ელენემ, -კაცების დედაც, ჩვენ ვიყოთ კარგად. სამივეს გაეცინა, თუმცა მილენამ გულში მაინც უცნაური მღელვარება იგრძნო, "ალბათ გამოსამშვიდობებელი განცდაა.. ყველაფერი ასე იყო საჭირო.." -გაიფიქრა და წვენი მოსვა ამის დასაფარად. *** ცხოვრება ლამაზია, მტკივნეული, მშვენიერი, აუტანელი, ხანგრძლივი, ხანმოკლე, უსიყვარულო, რომანტიკული, კარგი თუ ცუდი, ცხოვრება მაინც ცხოვრებაა. დაბადება, სიცოცხლის გამოსხივება, მოვლენათა თანხვედრა, გარდასახვა, გარდაქმნა, შექმნა, დამწიფება, გარდაცვალება.. ცხოვრება ხომ ეს არის. მილენას ცხოვრებაც ასეთი იყო, საბოლოოდ ის ბედნიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მოხდა, ბევრი განიცადა, ბევრი რამ დასრულდა.. რამდენიმე წელმა ჩაიარა, ამასობაში ბევრი იცხოვრა, ბევრი სასიამოვნო მოგონება და ადამიანი დააგროვა, ბევრი სიტყვა, ბევრი სითბო, თუმცა გულთან მეტისმეტად ახლოს არავინ მიუშვია. მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ ერთ დღეს წარსულთან უჩვეულო გადაკვეთა არ მოხდა. ბრიუსელში, საერთაშორისო ბიზნესის კონფერენციაზე ზუსტად დანიშნული დრომდე 15 წუთით ადრე გამოცხადდა. შენობაში შესულმა ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი. გაოცებით დააკვირდა. მაღალი, სოლიდურად ჩაცმული, მკაცრი გამომეტყველებით ესალმებოდა ყველას და გვერდით მდგომ კაცს დინჯი მონდომებით უხსნიდა რაღაცას. "რატომ მეცნობა? ვინ არის.. იოანე.."-გაიფიქრა. "ჰო, ის არის." თავის არიდება სცადა, გვერდი აუარა, რომ დაჟინებული მზერა იგრძნო. სანამ ლიფტამდე მივიდოდა ზურგთან დაუძახა. -მილენა..? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


