შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მე დაგელოდები” — ნაწილი 6


გუშინ, 18:04
ავტორი Qetq
ნანახია 46

დილა მშვიდი იყო, მაგრამ ანასთვის ამ სიმშვიდეს უკვე სხვა მნიშვნელობა ჰქონდა.
აღარ იყო გაურკვევლობა. მხოლოდ ერთი რამ — ლოდინი.

ის აღარ ფიქრობდა იმაზე, რას ეტყოდა ვაჩე.
უბრალოდ იცოდა, რომ დღეს სიმართლე გაირკვეოდა.

ფანჯარასთან იდგა, როცა კარზე კაკუნი გაისმა.

არ შეშინებია. არც გაკვირვებია.

ნელა მივიდა და გააღო.

ვაჩე იყო.

ერთ წამში ორივე გაჩერდა. თითქოს არც ერთმა იცოდა, როგორ დაეწყო.

— შეიძლება შემოვიდე?— ჰკითხა ვაჩემ.

ანა ოდნავ გვერდზე გადგა.

ვაჩე შევიდა.

სახლში სიჩუმე ჩამოვარდა. ის სიჩუმე, რომელიც აღარ იყო კომფორტული — უკვე მძიმე იყო.

ვაჩე:
— ანა… გუშინდელზე მინდა დავიწყოთ.

ვაჩეს სუნთქვა შეეკრა.

ანა:
— მითხარი სიმართლე, ვაჩე.

ვაჩე:
— ყველაფერი ასე მარტივი არ არის.

ანა:
— არც მე მე გთხოვ მარტივს.

სიჩუმე.

ანამ პირველად შეხედა პირდაპირ.

ანა:
— რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს, სანამ მე მოვიდოდი?

ვაჩე არ ელოდა ამას ასე პირდაპირ.

ვაჩე:
— ანა…

ანა:
— უბრალოდ მიპასუხე.

ვაჩემ თვალები დახარა.

ვაჩე:
— მარიამი… ჩემი წარსულის ნაწილია.

ანას სახე არშეცვლილა ,არც ხმა აუმაღლებია.თითქოს იცოდა პასუხი და ელოდა ამას კიდეც .

ანა:
— ეს ვიცი.

ვაჩე:
— და ყველაფერი ბოლომდე არ დასრულებულა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო.

სიჩუმე უფრო დამძიმდა.

ანა:
— ანუ, როცა შენ ჩემთან იყავი, რაღაც ჯერ კიდევ გქონდა იქ?

ვაჩე ჩუმად იყო.

და ეს სიჩუმე პასუხზე მეტი იყო.

ანა ნელა დაჯდა.

არა იმიტომ, რომ დაიღალა — იმიტომ, რომ რაღაც შეიცვალა მის შიგნით.. რაღაც დაიშალა — საბოლოოდ.

ანა:
— და მე სად ვიყავი ამ ყველაფერში, ვაჩე?

ვაჩემ პასუხი ვერ იპოვა.

პირველად.

ვაჩე:
— არ მინდოდა, რომ შენ…

ანა:
— არ გინდოდა რა?

ვაჩე გაჩერდა.

ვაჩე:
— რომ გული მეტკინა შენთვის.

ანას გაეღიმა ოდნავ — მაგრამ ეს ღიმილი არ იყო სითბო.

ანა:
— უკვე მოხდა.

სიჩუმე.

ამჯერად არც ერთს აღარ ჰქონდა დასამატებელი სიტყვა.

ანა ნელა წამოდგა.

ანა:
— შენ არ მომიყევი სიმართლე ბოლომდე.ამდენი
ხნის განმავლობაში მატყუებდი..
მე არ მინდა ცხოვრება ნახევარ სიმართლეში. ვაჩე:
— ანა, გთხოვ…

ანა:
— არა.

ანა კარი ნელა გააღო.

და სანამ გავიდოდა, ერთხელ კიდევ შეხედა.

ანა:
— როცა მზად იქნები სიმართლის სათქმელად… აღარ დამხვდები ისე, როგორც ახლა.

და გავიდა.

კარი დაიხურა.

ანამ იცოდა — ეს კარი მხოლოდ ოთახს არ კეტავდა.

ვაჩე მარტო დარჩა.

და პირველად მიხვდა — ეს აღარ იყო უბრალოდ გაუგებრობა.

ეს უკვე დაკარგვა იყო.
და მისი შეცვლა აღარ შეეძლო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent