შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობითი სიყვარული (თავი 14)


გუშინ, 14:49
ავტორი enola
ნანახია 467

ბათუ მოულოდნელად გაჩნდა მათ შორის. ვატოს ჯერ კიდევ ნინას მკლავზე ეწყო თითები და მის სახესთან ზედმეტად ახლოს იყო, როცა ბათუს ძლიერი ხელი ნინას მაჯაში ჩააფრინდა. ეს არ იყო ნაზი შეხება, ეს იყო მესაკუთრული, მყარი და ბრაზით გაჟღენთილი მოძრაობა, რომელმაც გოგონა ვატოსგან ერთი მკვეთრი გამოქაჩვით მოგლიჯა.

ვატო ადგილზე გაოგნებული დარჩა, მას გამარჯვებული ღიმილი სახეზე შეეყინა, როცა ბათუმ ისეთი მზერა ესროლა, რომელიც ყოველგვარ სიტყვაზე მეტს ამბობდა, ერთი ნაბიჯიც და აქ სისხლი დაიღვრებოდა.

ბათუს სიტყვაც არ უთქვამს. ნინას ხელი ისე ეჭირა, თითქოს მისი გაშვება სიკვდილის ტოლფასი ყოფილიყო და დარბაზის მეორე მხარეს, ტერასისკენ გაათრია.

-ხელი გამიშვი!-დაიკივლა ნინამ, მაგრამ ბათუ არც კი შენელებულა. ხალხი გაკვირვებული აყოლებდა თვალს მათ სწრაფ მოძრაობას, ბათუ კი გზას მხრებით იკაფავდა.

-იდიოტო! სად მიმათრევ?-ნინა მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა, ცდილობდა ხელი დაეხსნა, მისი ზურმუხტისფერი კაბა ჰაერში შრიალებდა, ქუსლები კი მარმარილოს იატაკზე კაკუნის ხმას გამოსცემდა.-გამიშვი მეთქი! ავადმყოფი ხარ შენც, ზუსტად ისეთივე, როგორიც ის არის! ეს ვის ხელში მოვხვდი? საერთოდ გაგიჟდი?!-ბათუ მის წყევლასა და ყვირილს ისე ატარებდა, თითქოს საერთოდ არ ესმოდა. მისი სახე ქვისგან გამოკვეთილს ჰგავდა, თვალებში კი მხოლოდ ის წამი ედგა, როცა ვატოს სუნთქვა ნინას ყელს ეხებოდა. მან ტერასის მძიმე შუშის კარი მხრით გააღო, ნინა გარეთ გაიყვანა და სიბნელეში, ცივ ქვის კედელს ზურგით ისე ააკრა, რომ გოგონას სუნთქვა შეეკრა.

აპრილის გრილი ნიავი წამში შემოეჭრათ სამოსში, მაგრამ მათ შორის ტემპერატურა დუღილის წერტილს აღწევდა. ბათუ ნინას წინ დადგა, ორივე ხელი კედელს მიაბჯინა და გოგონა თავის მკლავებს შორის მოაქცია.

-კიდევ ერთხელ...-ხმა ისე ჰქონდა ჩახლეჩილი, რომ ძლივს ისმოდა,-კიდევ ერთხელ დავინახავ, რომ იმ ნაძირალას შენთან შეხების უფლებას აძლევ და დავიფიცებ, ნინა... იმ საბუთებსაც და გეგმასაც ფეხებზე დავიკიდებ და იქვე, ყველას თვალწინ გამოვჭრი ყელს!-
ნინა აჩქარებულად სუნთქავდა, მისი მკერდი ბათუს მკერდს ეხებოდა. თვალებში ცრემლები და ბრაზი ერთდროულად უელავდა.

-თამაში იყო!-მიახალა სახეში.-შენ რა, მართლა გგონია, რომ მისი შეხება მსიამოვნებდა? ნამდვილი გიჟი ხარ, ბათუ!-დარბაზში კი ვატო მარტო იდგა. ის ხედავდა მათ გაუჩინარებას და მიუხედავად იმისა, რომ ბათუმ ნინა წაართვა, ვატო მაინც კმაყოფილი იყო. მას ეგონა, რომ ბათუს ეჭვიანობამ და აგრესიამ ნინას საბოლოოდ მისკენ უბიძგა. მან შამპანურის ჭიქა ასწია და ტერასის ჩაკეტილი კარისკენ ჩაიღიმა.

აპრილის გრილი სიო ტერასაზე ნინას მოშიშვლებულ მხრებსა და ზურგს სუსხავდა, მაგრამ ის ამას ვერც კი გრძნობდა ბათუს სხეულიდან მომავალი სიმხურვალე და ის მძაფრი ადრენალინი, რაც მათ შორის ტრიალებდა, ყოველგვარ სიცივეს ფარავდა. ნინა მთელი ძალით მიაწვა ბიჭის განიერ მკერდს, რომ დაშორებოდა, თვალები ბრაზით უელავდა.

-ბათუ, რა დაგემართა?!-დაუყვირა ნინამ, მოფარებულ ადგილზე რომ არ მდგარიყვნენ, ყველა გაიგებდა ყვირილსაც და მათ შორის მოტრფიალე ძაფებსაც.-ყველაფერი გააფუჭე! უკვე მახეში მყავდა, უკვე მენდობოდა! რატომ გამოვარდი ველურივით?-ბათუ არ განძრეულა. მისი ხელები ისევ კედელს მიბჯენილი ჰქონდა ნინას გარშემო და ისე ახლოს იდგა, რომ მათი სუნთქვა ერთმანეთში ირეოდა. ბიჭის თვალებში საშინელი ეჭვიანობა ბობოქრობდა, ისეთი, რომელსაც ლოგიკა აღარ გააჩნდა. მას მხოლოდ ის კადრი ედგა თვალწინ, როგორ ეხებოდა ვატოს ბინძური თითები ნინას ყელს.

-მაგაზე ნუღარ საუბრობ!-გამოსცრა ბათუმ კბილებში. მისი ხმა ისე ჟღერდა, თითქოს ყოველი სიტყვა სტკიოდა.-არ მაინტერესებს შენი გეგმა და არც ის საბუთები, როცა ვხედავ, როგორ გიყურებს... როგორ გეხება! შენ გგონია, მე ქვისგან ვარ ნაკეთები?!

-იდიოტი ხარ!-ნინა ისევ მიაწვა ხელებით, თითქოს ამით ბათუს სიჯიუტეს ანგრევდა.-ეს ყველაფერი შენთვის გავაკეთე! რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვეშორებინა ეგ ნაძირალა! შენ კი... შენ ისე მოიქეცი, თითქოს მართლა რამე ხდებოდა!

-ხდებოდა!-დაიღრიალა ბათუმ და კიდევ უფრო მჭიდროდ აეკრა კედელს.-ხდებოდა ის, რომ ჩემს თვალწინ გეფერებოდა და შენ მას უღიმოდი! იცოდე, ნინა... მეორედ მაგას ვეღარ გავუძლებ!

-ოჰ, მართლა?-ნინამ თავი ამაყად ასწია, ის მას იწვევდა.-არ შეგიძლია მენდო? იცოდე არ გაბედო და აქ არაფერი შეიმჩნიო.

-გთხოვ გაჩუმდი ცოტა ხნით.-ბიჭი გონებას კარგავდა წინ მდგომზე. არ უნდოდა ღიმილი შეპარვოდა და ბრაზი გადაეფარა.

-ახლა მაჩუმებ კიდეც? როგორ ვბრაზდები შენს დაუფიქრებელ საქციელზე!-თვალებს ატრიალებდა გოგო.

-იცოდე მე გაგაჩუმებ, მერე არ გეწყინოს.-თავის შეკავებას ვერ ახერხებდა ბიჭი.

-სისულელეებს ბოდავ მგონი, რამდენი დალიე?-ალკოჰოლს აბრალებდა ნინა, ვაი, რომ მისი დათრობა სასმლის ბრალი სულ არ იყო.-იცოდე, რომ მე აღარ დამაბრალო თუ ვეღარ მოიშორებ იმ ბიჭს. ვატ..-ვატოს სახელის ხსენება ბოლო წვეთი აღმოჩნდა ბათუს მოთმინებისთვის. ნინას ტუჩებიდან ეს ბინძური სახელი ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო ამოთქმული, როცა ბიჭი დაუნდობლად დაეწაფა მათ. ეს არ იყო უბრალოდ კოცნა, ეს იყო აფეთქება, რომელმაც წამში დაწვა მათ შორის არსებული ყოველგვარი ბარიერი, ბრაზი და გაუგებრობა.

ნინა წამით გაოგნდა, მისი სხეული ცივ კედელს მიეკრა, მაგრამ ბათუს მწველი სიახლოვისგან თავის დაღწევა აღარ უცდია. ბიჭის ტუჩები მომთხოვნი, მბრძანებლური და საოცრად ცხელი იყო. მასში იგრძნობოდა მთელი ის უთქმელი მონატრება, ყოველი წამი, როცა ნინას დანახვაზე სუნთქვა უჩერდებოდა და ის გააფთრებული ეჭვიანობა, რომელიც შიგნიდან ფერფლავდა.

ბათუმ ცალი ხელი ნინას კისერს შემოხვია, თითები მის აწეულ, აბრეშუმივით ნაზ თმებში ახლართა და თავი ისე დააფიქსირა, რომ გოგონას გატოკების საშუალებაც არ ჰქონოდა.

ნინამ იგრძნო, როგორ აუდუღდა ძარღვებში სისხლი. ბათუს სუნთქვა, მისი ძვირადღირებული სუნამოსა და ვისკის მძაფრი ნაზავი თავბრუს ახვევდა. გოგონას ხელები, რომლებიც წამით ადრე ბიჭის მკერდს ეჯაჯგურებოდნენ, ახლა უნებურად მოეშვნენ, ზემოთ აცოცდნენ და ბათუს პიჯაკის საყელოს ჩააფრინდნენ. თითქოს ეშინოდა, რომ ეს წამი სიზმარი იყო და ბიჭი სადღაც გაქრებოდა. ნინამ პასუხად ბათუს ქვედა ტუჩს კბილებით ნაზად მოქაჩა, რამაც ბიჭს გონება საბოლოოდ დააკარგვინა.
ბათუმ კოცნა უფრო გააღრმავა, უფრო ვნებიანი გახადა. მისი მეორე ხელი ნინას წელზე ჩაასრიალა, ზურმუხტისფერ აბრეშუმს მჭიდროდ მოჰკიდა ხელი, მოშიშვლებულ ზურგზე ნინას ტაომ დააყარა და გოგონა თავისკენ ისე მიიზიდა, რომ მათ შორის პატარა მანძილიც კი აღარ დარჩენილიყო.

ნინას სხეული ბათუს სხეულზე იყო მიწებებული. ყოველი შეხება დენის დარტყმას ჰგავდა. ბათუ თითქოს სჯიდა ნინას იმისთვის, რომ სხვას მისცა მოახლოების უფლება, და ამავდროულად ეხვეწებოდა, რომ არასდროს წასულიყო.

-გითხარი... გაგაჩუმებდი...-ამოიოხრა ბათუმ ნინას ტუჩებთან ისე, რომ მათ არ დაშორებია. მისი ხმა ახლა უფრო დაბალი და ხავერდოვანი იყო.

ნინა პასუხის გაცემას ცდილობდა, მაგრამ ჰაერი არ ჰყოფნიდა. ის მხოლოდ აჩქარებულად სუნთქავდა, მისი თვალები ნახევრად დახუჭული იყო, ლოყები კი სიმხურვალისგან ეწვოდა. ბათუმ ახლა ყელზე მაიკრო ტუჩები გოგოს, იქ, სადაც წუთების წინ ვატოს თითები დასრიალებდნენ. ის თითქოს ამ "ნაკვალევს" შლიდა, თავისი ტუჩებით ხელახლა ეპატრონებოდა ნინას ყოველ სანტიმეტრს. მისი კოცნა იყო კვალი, რომელიც ნინას სხეულზე სამუდამოდ რჩებოდა.

ტერასაზე აპრილის ცივი ნიავი ზუზუნებდა, მაგრამ მათ გარშემო ჰაერი დუღდა. ნინამ თავი უკან გადააგდო, ბათუს კოცნებს გზა დაუთმო და იგრძნო, როგორ ეცლებოდა ძალა მუხლებში. მხოლოდ ბათუს ძლიერ მკლავებს ეჭირა, რომ იატაკზე არ ჩაკეცილიყო.

ახლა ის უბრალოდ კაცი იყო, რომელიც საკუთარი სურვილების უფსკრულში იძირებოდა.

-ნუთუ ყველას ასე აჩუმებ?-ნინამ თვალებში შეხედა და სცადა პატარა ირონიით საკუთარი აფორიაქება დაემალა, მაგრამ მისი აჩქარებული სუნთქვა ყველაფერს ამბობდა.
ბათუ ოდნავ დაიხარა, მათი შუბლები ერთმანეთს შეახო.

-...რა ტკბილი ხარ!-ხრინწიანი, ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა.

მისი თვალები, ადრე ჭაობისფერი რომ იყო, ახლა სრულიად გაშავებოდა, გუგები ისე გაფართოებოდა, თითქოს ნინას მთელ არსებას შთანთქავდა. მან იგრძნო, როგორ წაერთვა ყოველგვარი რაციონალური აზროვნება, მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში. ნინამ ხელები ასწია და ბათუს სახეზე დააწყო, მისი თითები ბიჭის კანს შეეხო. ის ურცხვად უყურებდა თვალებში, სანამ თვითონვე არ მიაკრო თავისი ათრთოლებული ბაგეები ბათუს ცხელ ტუჩებს.

ეს იყო გამოწვევაც და დანებებაც ერთდროულად. ნინას გული ისე გამაყრუებლად უცემდა, ეგონა, გული წაუვიდოდა, მაგრამ როგორც კი ბათუს ენა იგრძნო პირში, თითქოს ახალი ენერგია ჩაეღვარა ძარღვებში. მან აღარ დაიხია უკან, პირიქით, უფრო მჭიდროდ მიეკრა, უფრო გაბედულად უპასუხა და როცა ნინამაც იგივეთი, იმავე ვნებითა და ჟინით უპასუხა, ბათუმ კოცნაშივე ჩაიღიმა.

ფონზე Mellow-ს "Eternal Love and Youth" ისმოდა.

***
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მათი ყოველდღიურობა საოცარი სიმშვიდითა და უსიტყვო ზრუნვით აივსო, სადაც ყოველი დილა ბათუს მიერ ჩუმად მომზადებული ყავის სურნელით იწყებოდა, საღამოები კი დივანზე, ერთმანეთზე მიყრდნობილებს ეპარებოდათ. ნინამ აღმოაჩინა, რომ ბათუს შეხება აღარ იყო მხოლოდ ფეთქებადი ვნება ეს იყო მისი თითების ნელი თამაში გოგონას თმებში, როცა ბიჭი მის კალთაში თავს ჩადებდა და მთელი დღის დაძაბულობას ერთი ამოსუნთქვით ტოვებდა. მათ შორის გაჩნდა ის ბუნებრივი სიახლოვე, როცა აღარ გჭირდება საკუთარი თავის დამტკიცება და შეგიძლია უბრალოდ იყუჩო მეორე ადამიანის გულისცემის ფონზე, იგრძნო მისი მზერის სითბო და მიხვდე, რომ შენი ყველაზე უსაფრთხო ნავსაყუდელი სწორედ ეს ადამიანი გახდა.

-თქვენს შემდეგ.-ღიმილით უთხრა ბათუმ და კარი ფართოდ გაუღო, რომ ნინა წინ გაეტარებინა. დღეს 27 აპრილი იყო, ელენეს დაბადების დღე.

ელენეს სახლი გარედანვე სადღესასწაულოდ იყო მორთული, ფანჯრებიდან სტაფილოსფერი შუქი და მუსიკის დაბალი ხმა გამოდიოდა. როგორც კი ზღურბლს გადააბიჯეს, ელენე მაშინვე მათკენ გამოიქცა. მისი სახე სიხარულისგან ანათებდა.

-როგორც იქნა!-წამოიძახა მან და ნინას ისე ძლიერად მოეხვია, თითქოს საუკუნეა არ ენახა. საუკეთესო მეგობრების ეს ჩახუტება ყოველთვის ყველაზე გულწრფელი და ხმაურიანი იყო. შემდეგ ბათუსაც გადაეხვია, ლოყაზე აკოცა და სტუმრებისკენ მიუთითა, ანიშნა უკვე თითქმის, რომ შეკრებილიყვნენ.
ნინამ და ბათუმ ერთმანეთს გადახედეს. ბათუმ ხელში ლამაზად შეფუთული, საკმაოდ მოზრდილი ყუთი ეჭირა.

-ეს ჩვენგან, ელე. გილოცავთ!-თქვა ბათუმ და საჩუქარი გაუწოდა. ელენემ ყუთს დახედა და თვალები გაუბრწყინდა, ხელებში დაიტრიალა და ინტერესით შეათვალიერა.

-ვაიმე, გავხსნა? ახლავე გავხსნა?-იკითხა აღტაცებულმა.

-როგორც გინდა, შენი დაბადების დღეა.-უპასუხა ნინამ ღიმილით და ბათუს საჩვენებელ თითს ხელი პატარა ბავშვივით შემოჰხვია.

ელენემ დიდხანს აღარ იფიქრა, სასწრაფოდ შემოხია ფერადი ქაღალდი და როგორც კი ყუთის თავსახური ახადა, ადგილზე გაშეშდა. შიგნით სწორედ ის პროფესიონალური ფოტოაპარატი იდო, რომელზეც თვეების განმავლობაში ოცნებობდა და რომლის ყიდვაზეც მხოლოდ ხმამაღლა ფიქრობდა ხოლმე.

-არ არსებობს! ეს... ეს ის არის?!-დაიყვირა მან, ყუთი იქვე მაგიდაზე დადო, რომ ფოტოაპარატი ხელში აეღო და ბავშვივით ხტუნაობა დაიწყო.-ვერ ვიჯერებ! საიდან მიხვდით? მიყვარხართ, უზომოდ მიყვარხართ!-ის ისეთი ბედნიერი იყო, რომ მთელ ოთახში მისი სიცილისა და ხტუნაობის ხმა ისმოდა, ნინა და ბათუ კი გვერდიგვერდ იდგნენ და ამ სანახაობით ტკბებოდნენ.

-ბიჭები არ მოვიდნენ?-იკითხა ბათუმ და ოთახი მოათვალიერა.

-სანდრო კი, აივანზეა. უტა ჯერ არა.-უპასუხა ელენემ, რომელიც ჯერ კიდევ ახალ ფოტოაპარატს ათვალიერებდა.

-მოვწევ და მოვალ.-თქვა ბათუმ, ნინასკენ გადაიხარა, იქვე ყურის ძირში, ნაზად აკოცა. ცოლ-ქმარს თვალი სინათლემ მოჭრა. ახალ ფოტოაპარატში პირველი ფოტო უკვე დაფიქსირებული იყო. ბათუმ მადლიერებით შეხედა ელენეს და აივნისკენ დაიძრა. გოგომ, რომელიც ამ სცენას შეესწრო, ფოტოაპარატიდან მზერა წამში ნინაზე გადაიტანა და თვალები გაოცებისგან კატასავით დააჭყიტა.

-რა ხდება?-ჩასჩურჩულა მან ისეთი ტონით, თითქოს მსოფლიო მნიშვნელობის საიდუმლოს გებულობდა.

-თუ ვიცოდე, ელე...-ამოთქვა ნინამ, მხრები აიჩეჩა და აივნისკენ გაიხედა, სადაც ბათუ უკვე სანდროსთან ერთად იდგა და სიგარეტს უკიდებდა. ელენემ ნინას მკლავში ხელი ჩაავლო და ოდნავ შეაჯანჯღარა.

-ეგ რა იყო? ბათუ ამილახვარმა ახლა... აი აქ, ყველას წინაშე, ყურის ძირში გაკოცა? თან ისე ბუნებრივად, თითქოს ყოველდღე ასე აკეთებდეს?

-ჩემი ქმარია, ხომ არ დაგავიწყდა?-დანანებით ამოილაპარაკა. თვითონვე სიყალბედ თვლიდა ამ ყველაფერს.

-ხო, მაგრამ აქამდე არ შემიმჩნევია. იმ
კოცნის შემდეგ, ნამდვილად აღარ გიკოცნიათ?

-ელე, ნუ აზვიადებ. უბრალოდ... დავთბით.-თქვა მან და ეცადა, ხმა დაემშვიდებინა, თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც გაეპარა.

-გოგო, ეგ კაცი ყინულის ლოდი იყო!-ელენემ ხელები გაასავსავა, მაგრამ ხმას არ უწევდა. -ახლა კი ისეთი თვალებით გიყურებს, თითქოს შენ გარდა ამ ოთახში არავინ ვართ.-ნინას მზერა უნებურად ოთახის სიღრმეში, დივანზე მჯდარ გოგონაზე გაუშტერდა. იმანაც თითქოს იგრძნო ყურადღება, ნინასკენ გამოიხედა, ტუჩები მოპრუწა და ისე შეხედა თითქოს აქ თვითონ იყო მასპინძელი.

-ისე, ეს აქ რას აკეთებს?-ნინამ ხმას დაუწია, სახეზე აშკარა უკმაყოფილება გამოეხატა.

სალომე იყო ის ადამიანი, რომლის დანახვაზეც ნინას ყოველთვის ჟრუანტელი უვლიდა, ოღონდ ყველაზე ცუდი გაგებით. ვაჟიკოს შეყვარებული ყველას ყელზე ეკიდებოდა, გამუდმებით ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და ნინასთვისაც არასდროს დაუკლია დამცინავი რეპლიკები ხან მის ჩაცმულობაზე, ხან მის პირადზე. როცა გაიგო მისი გათხოვების შესახებ, ბევრჯერ დასცინა. მისთვის ოჯახის შექმნა მხოლოდ ბავშვების გაჩენასთან ასოცირდებოდა ალბათ. ელენემ უხერხულად ამოიოხრა და ნინას მკლავზე ხელი მოუჭირა.

-ბოდიში, ნინა, ვაჟიკოს გამოჰყვა... ხომ იცი, ვაჟიკო ჩემი ძველი მეგობარია და უარი ვერ ვუთხარი.-აუხსნა ელენემ.

-არაუშავს, არ გამიფუჭდება ხასიათი. უტა რას შვრება?-ელენიკომ' უკვე დიდი ხანია, რაც გაიგო ყვავილების ადრესატის ვინაობა. კისერზე რომ მოეხვია და უტას დაკუნთულ მკლავებში გაეხვია, ამბის გაგების შემდეგ ეგეც კარგად ახსოვდა.

-ველოდები. პირველი თქვენს მერე ეგ დავპატიჟე.

-ძმები დავითრიეთ მგონი.-გაიცინა ნინამ და მათკენ მომავალი სანდრო და ბათუც შენიშნა.

-უტამ დამირეკა, ვერაფრით ვერ მოაგნო. ჩავაკითხავ.-აცნობა სანდრომ. ელენეს თვალებში ჭინკები აუკიაფდა.

-მე ჩავაკითხაავ. თან სასმელს ვიყიდი.-სულ არ ადარდებდა იუბილარობა, მთავარია უტა მალე ენახა.

-რას ამბობ ტოო.-შეეწინააღმდეგა ბიჭი.

-კაი რა ელე, მარტო ხო არ იბოდიალებ?-მხარი აუბა სანდროს ნინამაც.

-დამშვიდდით! თქვენ გაერთეთ, სტუმრებს მიაქციეთ ყურადღება და მალე ამოვალ.-სწრაფად მიაყარა და სახლიდან გავიდა. სანდროც სტუმრებს შეერია.

-როგორ ახერხებ სულ ასეთი ლამაზი რომ ხარ?-ბათუ ნინას მიუახლოვდა. თითები ერთმანეთში ახლართეს. ოჰ, როგორ აყრიდა ტაო ნინას, ბათუს ყოველ შეხებაზე.

ნინამ ოდნავ თავი გვერდზე გადახარა და ბათუს თბილ მზერას საკუთარი ღიმილით უპასუხა. მათ შორის არსებული ეს უსიტყვო სიახლოვე იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ნინას ხანდახან სუნთქვაც კი უჩერდებოდა.

-შენ როგორ ახერხებ, რომ სულ ასე... სულ ასე დამაკარგვინო თავი?-ჩაჩურჩულა ნინამ და ბათუს ახლართულ თითებს საკუთარიც მჭიდროდ მოუჭირა.

-მე უბრალოდ ვუყურებ იმას, რაც ჩემია.-თქვა ბათუმ დაბალი ხმით.-და ყოველ წამს უფრო მეტად მიკვირს, როგორ ვცხოვრობდი შენამდე.-ამ იდილიას სალომეს ხმამაღალი სიცილი მოჰყვა დივნიდან. ის აშკარად ცდილობდა ყურადღების მიქცევას, ვაჟიკოს რაღაცაზე ეჯაჯგურებოდა და თვალებს ბათუსკენ აპარებდა. ნინამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა მხრები, მაგრამ ბათუმ თითები ნაზად მოუჭირა მის ხელს.

-დაივიწყე.-უთხრა ბათუმ და ნინას ლოყაზე თითი ჩამოატარა. სამზარეულოსკენ უბიძგა სადაც ჩაშენებულ კარადაზე ვისკის ბოთლები იდო. ბიჭმა ჩამოასხა და გოგოსაც მიაწოდა. რამდენიმე ჭიქა მიაყოლა ერთმანეთს, აშკარად რაღაც აწუხებდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა ნინა.

-დავითია. ნეტა რამე ხომ არ მოხდა?-ტელეფონს დახედა გოგომ, მამა ურეკავდა. სამზარეულოში სამნი იყვნენ, ამიტომ გასვლა ამჯობინა. აივანზე გავიდა.

ბათუ ვისკის ჭიქას ათამაშებდა, როცა სალომე სამზარეულოში ისე შემოვიდა, თითქოს შემთხვევით შემოხეტებულიყო, თუმცა მისი მზერა პირდაპირ ბათუს ყელზე იყო მიყინული. ის ნელა მიუახლოვდა, იმდენად ახლოს, რომ ბიჭმა მისი მძიმე, ტკბილი სუნამოს სურნელი იგრძნო.

-ნინამ სულ ასეთი მარტოობისთვის გაგიმეტა?-ჩაიჩურჩულა სალომემ. მან ერთი ხელით დახლს დაეყრდნო, მეორე კი თითქმის შეუმჩნევლად ბათუს პერანგის საყელოსთან აათამაშა.-მეგონა, ასეთ მამაკაცებს გვერდით ვინმე უფრო... ცეცხლოვანი სჭირდებოდათ. ნინა ზედმეტად "სუფთაა" შენთვის, არ გგონია?-ბათუმ ჭიქა მაგიდაზე დადო. მისი სახე გაქვავდა, თვალებში კი ის ნაცნობი, საშიში სიმშვიდე ჩაუდგა. არც განძრეულა, არც უკან დაუხევია, უბრალოდ ზემოდან დახედა გოგოს, რომელიც ახლა უკვე აშკარად ეხებოდა მისი პერანგის ღილს.

-სალომე, მგონი სასმელმა იმოქმედა შენზე.-დაბალი, ცივი ხმით უთხრა ბათუმ.

-ოჰ, ნუ ხარ ასეთი სერიოზული...-გოგომ ხმა კიდევ უფრო დააწვრილა და ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო მოუახლოვდა, ისე, რომ მისი სუნთქვა ბათუს ნიკაპზე ეცემოდა.-მე ზუსტად ვიცი, რა სჭირდება შენნაირ კაცს, როცა დაღლილია. ვაჟიკო ვერასდროს მიხვდება, რას ვამბობ, შენ კი... მგონი, ხვდები.-სალომემ თითები ნელა აასრიალა ბათუს მკერდზე, თითქოს მის გულისცემას სინჯავდა. ბათუმ იგრძნო, როგორ აეწვა კანი ზიზღისგან. მან მკვეთრად ჩაავლო ხელი სალომეს მაჯაში და ისე მოაშორა საკუთარ სხეულს, რომ გოგოს ოდნავ წონასწორობა დაკარგა.

-კიდევ ერთხელ შემეხები.-წარმოთქვა ბათუმ ისეთი ტონით, რომ სამზარეულოში ჰაერი თითქოს გაიყინა.-და პირობას გაძლევ, ვაჟიკო შენს ნამდვილ სახეს იმაზე ადრე ნახავს, ვიდრე ამ ჭიქას დაცლი. ახლავე გადი აქედან.-სალომემ ტუჩი მოიკვნიტა, წამით დაიბნა, მაგრამ მალევე ისევ ის ეშმაკური ღიმილი აიკრა სახეზე. ზუსტად ამ დროს აივნის კარი გაიღო და ნინა შემოვიდა.
სალომემ მარტივად შეამჩნია მისი მზერა, და სახეზე წამიერად გამარჯვებულის ეშმაკურმა ღიმილმა გაუელვა. მან გადაწყვიტა, ეს მომენტი ბოლომდე გამოეყენებინა. ნინასკენ არც კი მიუხედავს, ისე, თითქოს ის საერთოდ არ არსებობდა, უეცრად აიწია ფეხის წვერებზე, ხელი ბათუს კისერზე შემოაჭდო და თავისი ტუჩები ბიჭის ბაგეებს დაუახლოვა.

მათ შორის მხოლოდ მილიმეტრები რჩებოდა. სალომე უკვე გრძნობდა ბათუს სუნთქვას საკუთარ კანზე და დარწმუნებული იყო, რომ კოცნა შედგებოდა, თუნდაც წამიერი.
მაგრამ იმავე წამს ბათუმ რეაგირება მოახდინა. მისი სახე ზიზღისა და ბრაზისგან დაეჭიმა. მან ყოველგვარი თავაზიანობისა და მორიდების გარეშე, უხეშად ჩაავლო ხელი სალომეს მხრებში და მთელი ძალით ჰკრა ხელი უკან.

გოგონამ წონასწორობა დაკარგა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. ბათუ ადგილზე გაქვავდა. მის თვალწინ ნინას სახე წამში შეიცვალა იმ სითბოსა და ნდობის ნაცვლად, რომელსაც მთელი თვე ასე უფრთხილდებოდნენ, ახლა იქ მხოლოდ ტკივილი და იმედგაცრუება იკითხებოდა. სალომემ კი, თითქოს რაღაც დიდ გამარჯვებას მიაღწიაო, თავაწეულმა, დამცინავი ღიმილით ჩაუარა გვერდით აცრემლიანებულ გოგოს. ზუსტად იმ წამს, როცა სალომეს სუნამოს მძიმე სუნმა ნინასთან ჩაიქროლა, გოგონამ იგრძნო, როგორ გაიკვალა პირველმა მარილიანმა წვეთმა გზა მის ლოყაზე.

-ნინა...-სასოწარკვეთილებით ამოილაპარაკა ბათუმ. ხმა ჩაეწმინდა, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა იმისთვის, რომ მომხდარი აეხსნა. ნაბიჯი გადადგა მისკენ, ხელები გაუწოდა, მაგრამ ნინას მზერამ გააჩერა.

-დავიღალე...-ძლივს გასაგონად ამოთქვა გოგომ. ეს ერთი სიტყვა იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი ყვირილი. ცრემლების დასამალად სასწრაფოდ ზურგი შეაქცია, კიბეებზე დაეშვა და სახლიდან გაიქცა.

-ნინა, მოიცადე!-ბათუ მაშინვე დაედევნა. პიჯაკი გაეხსნა, სუნთქვა აუჩქარდა. გარეთ გასულმა დაინახა, როგორ მიუახლოვდა ნინა იქვე მდგომ ტაქსს.-ნინა, ჩემო პატარავ, გთხოვ... მომისმინე, არ წახვიდე!-ყვიროდა ბათუ, მაგრამ გოგონამ უკვე მოასწრო უკანა კარების გაღება და შიგნით დაჯდა.

ბათუ მანქანამდე რამდენიმე მეტრში იყო, როცა ნინამ კარი მოიჯახუნა. ტაქსისტი შეკრთა, სარკეში ატირებულ გოგონას შეხედა და დაბნეულმა ჰკითხა.

-საით, შვილო?-ნინამ ფანჯრიდან დაინახა ბათუ, რომელიც ანერვიულებული დადიოდა აქეთ-იქით.

-მთაწმინდაზე!-უცბად უპასუხა მან და მძღოლს ანიშნა, რაც შეიძლება სწრაფად დაძრულიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent