შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადის ქალი (თავი IV)


3-05-2026, 15:36
ნანახია 321

თბილისი იგივე ტემპით ცხოვრებას განაგრძობს-ხმაურიანი,მოუთმენელი და მუდამ წინ მავალი.ამ ქალაქში დრო არასდროს ჩერდება,ადამიანები კი ცდილობენ,რომ მას აჰყვნენ ისე,რომ უკან არაფერი დარჩეთ.არც მოგონებები,არც ადამიანები,არც ის ემოციები,რომლებიც ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად ჩერდება და მერე კიდევ უფრო მოულოდნელად ქრება.
ქეთოც ზუსტად ამას ცდილობს.
გუდაურიდან დაბრუნების შემდეგ მან საკუთარ თავს გადაჭრით უთხრა,რომ ყველაფერი,რაც იქ მოხდა,უნდა დარჩენილიყო წარსულში.ერთი დაუგეგმავი,ცოტა არეული,მაგრამ მაინც უმნიშვნელო ემოცია,რომელსაც გაგრძელება არ უნდა ჰქონოდა.და თითქოს ცხოვრებაც ასე გაგრძელდა ისევ საქმე და მეგობრები.
მაგრამ ზოგჯერ,სრულიად მოულოდენლად,მისი ფიქრები მაინც იქ ბრუნდებოდა.არ შეეძლო იმის უარყოფა,რომ ლევანთან იგრძნო ის,რაც არასდროს არც ერთი ბიჭისგან უგრძვნია.
ლევანისთვის კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო მარტივი იყო.
ის ყოველთვის მიჩვეული იყო,რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჰქონდა-ადამიანები,სიტუაციები,საკუთარი ემოციებიც კი.გუდაურში მომხდარი ისტოი სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა,რომელიც სწრაფად უნდა დაეხურა და დაევიწყებინა.
ვერც ერთი ხვდებოდა,რომ ერთმანეთის დავიწყების ასეთი ძლიერი მცდელობების გამო,ერთმანეთის გონებაში უფრო მეტად იდებდნენ ბინას.
და ზუსტად მაშინ,როცა ეგონათ,რომ ყველაფერი უკვე დასრულებული იყო,ცხოვრება მათთვის სრულიად სხვა გეგმებს ამზადებდა.
ქეთოსთვის ახალი პროექტი სწორედ ის იყო,რაც სჭირდებოდა.მასშტაბური ღონისძიება,ახალი სასტუმროს გახსნა,უამრავი სტუმარი და პასუხისმგებლობა,რომელიც მთლიანად მასზე გადადიოდა და ზედმეტი ფიქრის დროს და საშუალებას არ უტოვებდა.
სასტუმროს გახსნამდე დარჩენილმა რამდენიმე დღემ ელვის სისწრაფით გაიარა.იმდენი მუშაობა უწევდა ქეთოს,რომ „ზედმეტ“ საკითხებზე ფიქრის დროც არ რჩებოდა,როგორც ვარაუდობდა კომპანიამ რომელსაც კონტრაქტი უმთავრდებოდა მისი გაგრძელება მოისურვა,მაგრამ ქეთო ალექსს ვერ დააღალატებდა და თავად განაცხადა უარი.
ქეთოს უნდოდა ახალს კომპანიას გახსნამდე გაცნობოდა,მაგრამ ალექსმა მოკლედ მოუჭრა,რომ ამის საჭიროება არ იყო და გახსნაზე გაიცნობდა ყველა თანამშრომელს და უფროსს.
სიმართლეს გეტყვით,როცა ალექსმა ლევანის და ქეთოს ისევ ერთმანეთთან დაკავშირება გადაწყვიტა,არ ფიქრობდა ამას რა შეიძლება მოჰყოლოდა,მაგრამ როცა ეს გეგმა დანარჩენებსაც გაანდო,ნიცამ 5 წუთში ჩამოთვალა ყველა შესაძლო გზა თუ როგორ მოკლავდა ქეთო ალექსს.
-შენ სულ გაგიჟდი?-შეჰყვირა ნიცამ და ცალ თვალს გზისკენ აპარებდა,რომ არაფერს დასჯახებოდა.უკანა სავარძლიდან ანდრო და თათაც შეუერთდნენ.
-ალექსი არ ვიცი,მაგრამ ქეთო ნამდვილად გაგიჟდება!-თქვა დარწმუნებით ანდრომ,თათამ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დაამატა :
-ქეთოს ერთი თვე დასჭირდა,რომ მასთან ერთად გატარებული სამი დღე დაევიწყებინა,შენ კი რას აკეთებ?
-რამდენიც გინდათ მელაპარაკეთ,მაგრამ მე მჯერა,რომ მათგან კარგი წყვილი დადგება!-თქვა ალექსმა და მხრები აიჩეჩა,რამდენიმე წამში კი ნიცასგან მუჯლუგუნი მიიღო.
-მე ამას ქეთოს ვერ დავუმალავ,ხვალ რომ გახსნაზე ლევანს დაინახავს..არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა!
-ყველაფერს ასე სერიოზულად ნუ უყურებთ,თქვენ თუ მართლა გგონიათ,რომ მაგ ორმა ერთმანეთი დაივიწყა,ძალიან ცდებით.ლევანს კარგად ვიცნობ,ვიცი მისი დამოკიდებულება სიყვარულის და ბედნიერების მიმართ,მაგრამ ისიც ვიცი რაც მის თვალებში დავინახე.ლევანმა რამდენიც უნდა უარყოს,მაგრამ მე კარგად ვიცი.-თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა ალექსი და ფანჯრიდან წვიმიან ქუჩებს ათვალიერებდა.რამდენიმე წუთით მანქანაში სიჩუმემ დაისადგურა,როცა ნიცამ ქეთოს სახლისკენ გადაუხვია,ალექსმა მხოლოდ ერთი რამ უთხრა ყველას.
-ხვალამდე არაფერი უთხრათ ქეთოს.გახსნაზე კი ყველა წამოხვალთ!.
სასტუმროს გახსნის დღე დილიდანვე სხვანაირი იყო.ქალაქში გაზაფხულის მსუბუქი სითბო იდგა,მზე იმდენად თბილი იყო მისი სხივების კანზე მოხვედრა უკვე კარგ ხასიათზე აყენებდა ადამიანს.ქეთო სარკის წინ იდგა და უკვე მესამედ იცვლიდა საყურეს.პირველი კაბას არ უხდებოდა,მეორე ვარცხნილობას..
-ზედმეტად ვცდილობ?-ჩაილაპარაკა თავისთვის და ანარეკლში საკუთარ თავს თვალი გაუსწორა.მართალია მხოლოდ 24 წლისაა,მაგრამ უკვე უამრავ კომპანიასთან მოასწრო თანამშრომლობა,ასე აღელვებული კი არასდროს ყოფილა.მოულოდნელად ტელეფონი აციმციმდა.
ნიცა : „ქვემოთ ვართ.თუ კიდევ საყურეს არჩევ,ამოვალ და შენს თავს დააბრალე!“
ქეთოს გაეღიმა.საყურე უცბად მოირგო,ჩანთა აიღო,კიდევ ერთხელ შეავლო საკუთარ თავს თვალი - ჭაობისფერი,დახვეწილი კაბა,მსუბუქი მაკიაჟი და აწეული თმა.თითქოს ზედმეტი განსაკუთრებული არაფერი,მაგრამ საკმაოდ შესამჩნევი.
მანქანაში სწრაფად ჩაჯდა და გოგონებს თვალი მოავლო,რომლებიც ღიმილით უყურებდნენ.
-რა მოხდა?
-სად მიდიხარ?სტუმარ იხარ თუ სასტუმროს მფლობელი?-გაეცინა თათას.
-უბრალოდ წვეულებისთვის გამოვეწყვე,ზედმეტად გადაპრანჭული ვარ?-სწრაფად ჩაიხედა მანქანის სარკეში და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.
-„უბრალოდ“ და ეს კაბა ერთ წინადადებაში არ ჯდება.-თვალი ჩაუკრა ნიცამ.
მანქანაში სიცილი,მუსიკა და მსუბუქი ჭორაობა არ წდებოდა.ქეთო ფანჯრიდან ქუჩებს ათვალიერებდა.განათებები ნელ-ნელა ინთებოდა და საღამოს ქალაქს სხვანაირ იერს სძენდა.
სასტუმროს შესასვლელთან წითელი ხალიჩაა დაგებული,შესასვლელი ულამაზესადაა განათებული.სტუმრები ნელ-ნელა შედიან,კამერები ციმციმებს.ნიცას მანქანა შესასვლელთან ჩერდება.
-ღმერთო,რა ლამაზია..-ჩუმად ამბობს თათა და მანქანიდან გადმოდის,ისე რომ სასტუმროს თვალს ვერ სწყვეტს.ქეთო გარედან მშვიდად ჩანს,მაგრამ გარემო მასზე ძალიან მოქმედებს-ყველაფერი ზედმეტად დახვეწილია,ზედმეტად ძვირი და იდეალური.ასეთი პროექტი არასდროს ჰქონია.
გოგონები შესასვლელისკენ მიდიან,როცა კართან ნაცნობ სახეებს ხედავენ.
-როგორც იქნა,მოხვედით.-ხელის გაშლით ესალმება ანდრო გოგონებს.ალექსი მსუბუქად იღიმის,მაგრამ მზერა რამდენიმე წამით ქეთოზე უჩერდება-თითქოს მის რეაქციას აკვირდება.
-წავიდეთ,ხალხი თითქმის შეიკრიბა.წვეულება იწყება.-ამბობს ალექსი და დანარჩენებს კარისკენ ანიშნებს.
შუშის მაღალი კარები ნელა იღება და მათ ყურებს მსუბუქი ხმაური ხვდება-მშივიდი მუსიკა და ჩუმი საუბრები.
სასტუმროს ლობი ულამაზესია.ჭერი იმდენად მაღალი ჩანს,თითქოს ბოლომდე არც მთავრდება.შუაში ჩამოკიდებული დიდი ბროლის ჭაღი თბილ ოქროსფერ განათებას აფრქვევს და მარმარილოს იატაკზე ირეკლება.ყველაფერი ზემდეტად დახვეწილია.
მარჯვენა მხარეს ფართო ბარია,სადაც ბარმენები სწრაფი მოძრაობებით ამზადებენ კოქტეილებს.შავი და ოქროსფერი დეტალები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.კუთხეებში ცოცხალი მცენარეები დგას,რაც სივრცეს მეტ სიმყუდროვეს აძლევს.
დიდი პანორამული ფანჯრებიდან ქალაქის განათებები მოჩანს.სტუმრები ჯგუფებად დგანან-ზოგი საქმიანი შეხვედრისთვისაა მოსული,ზოგს უბრალოდ გარემო სიამოვნებს.ქალები ელეგანტურ კაბებში,მამაკაცები მუქ კოსტიუმებში.კამერები მოძრაობენ,ფოტოგრაფები იღებენ.ქეთო ინსტიქტურად ავლებს თვალს სივრცეს.
ყველაფერი იმდენად იდეალურად არის მოწყობილი,რომ ცოტა არარეალურადაც კი ჩანს.
ლევანი ყველაფერს მეორე სართულიდან აკვირდება.
ქვემოთ სტუმრები ირევიან-ხმაური,მუსიკა და ოფიციალური მისალმებები.ყველაფერი ისე მიდის,როგორც დაგეგმილი ჰქონდა.მომსახურე პერსონალი სტუმრებს შორის შეუმჩნებლად მოძრაობს,ყველაფერი იდეალურია.
მისი სასტუმრო.
ხელში ჭიქა უჭირავს,რომელსაც თითქმის არც შეხებია.პერიოდულად დარბაზს თვალს ავლებდა-აკონტროლებს,რაიმე ხომ არ გამორჩა.
გარედან მშვიდი ჩანს.
შიგნით-არა.
ამ პროექტში ზედმეტად ბევრი რამ ჩადო.დრო,ფული,ნერვები.თითქმის ყველაფერი რაც გააჩნდა.ყველაფერი იდეალური უნდა იყოს.
-ლევან!-ფიქრებიდან ნაცნობ ხმას გამოყავს და ეღიმება,როცა ნაცნობ სახეებს ხედავს.
-დედა,მამა!-მშობლებს გულთბილად ეხვევა.-მეგონა ვერ მოასწრებდით ჩამოსვლას.
-ამას როგორ გამოვტოვებდით,შვილო.შენით ძალიან ვამაყობ!-მამის კომპლიმენტი ლევანს ძალიან სიამოვნებს და თავს უქნევს.
-კარგი,გიორგი.ასეთი სენტიმენტები არაა საჭირო!მე საერთოდ ვერ ვხვდები აქ რა დაგრჩენია,სასტუმროები ლონდონშიც ხომ კარგად მუშაობს!
-მარინა და მისი ოპტიმიზმი!დედას ყურადღებას ნუ მიაქცევ,შვილო!-ამბობს გიორგი და მიმტანს ორ შამპანიურის ჭიქას ართმევს,ერთს მეუღლეს უწვდის.
-დედა,იქნებ შეეცადო და ცოტათი მაინც დამიჭირო მხარი!
-მე შენ ყოველთვის მხარს დაგიჭერ,საყვარელო,მაგრამ ხომ იცი შენთვის საუკეთესო მინდა!
-მეც ზუსტად მაგას ვეუბნებოდი ჩემს შვილს,მაგრამ ცოლად მაინც შენ მოგიყვანა!-ისმის მათ უკან ხმა.
-ბებია!-მათკენ მომავალი ასაკიანი,სასიამოვნო შესახედაობის მქონე ქალბატონის დანახვაზე ლევანი ღიმილს ვერ იკავებს და სწრაფი ნაბიჯით მიდის მისკენ.
-ჩემო საყვარელო!-უღიმის ქალი და შვილიშვილს ძლიერად იკრავს გულში.
-ნინა,არ მეგონა თუ მოხვიდოდი!-ამბობს მარინა და შამპანიურს სწრაფად სვავს.
-და რატომ არ გეგონა?-ეკითხება ქალი,ლევანს ხელკავს სდებს და მათკენ მიდის.-იქნებ იმიტომ,რომ ჩემთვის არც გითქვამს?
-დედა,უბრალოდ შენი შეწუხება არ მინდოდა!-თავს იმართლებს გიორგი,რაზეც ნინას ეღიმება.
-ვიცი,საყვარელო.ლევანმა დამირეკა და მითხრა სასტუმროს შესახებ,მე კი ამას ვერ გამოვტოვებდი.-ამბობს ნინა და შვილს გულთბილად ეფერება.
-კარგი,ჩავიდეთ.ჩემი სიტყვით გამოსვლის დროა!-ლევანი ბებიას ხელზე კოცნის და მასთან ერთად მიემართება პირველი სართულისკენ.
მიკროფონში წამყვანის ხმა ისმის,რომელიც სტუმრების ყურადღებას იქცევს.
-ქალბატონებო და ბატონებო,მინდა რამდენიმე წუთით თქვენი ყურადღება მივიქციო.მინდა სცენაზე მოვიწვიო ადამიანი,რომელმაც ეს ზღაპარი რეალობად აქცია.მივესალმოთ მეგობრებო,ლევან დადიანი!-დარბაზის ტაშის ხმა ქეთოს შორიდან ესმის.თავში ერთადერთი რამ უტრიალებს „ლევან დადიანი,ლევან დადიანი.“ როგორ მოხდა,რომ მაინც და მაინც იმ ადამიანთან იწყებს მუშაობას,რომლის დავიწყებასაც მთელი თვე მოანდომა.შამპანიურის ჭიქას ხელს იმდენად ძლიერად უჭერს,რომ სადაცაა მხოლოდ ნამსხვრევები შერჩება.ქეთოს მზერა სცენაზე ეყინება.ვერ ინძრევა.თითქოს სხეული რამდენიმე წამით საერთოდ აღარ ემორჩილება.გული ზედმეტად ძლიერად უცემს.გაბრაზებულია.იმაზე,რომ არ იცოდა.იმაზე,რომ აქ არის.ლევანიდან მზერა პირდაპირ ალექსზე გადააქვს.მან ხომ იცოდა.ალექსმა თავიდანვე იცოდა ვისთანაც მოჰყავდა ქეთო.გულზე ხელს ძლიერად იკიდებს,რომ გულისცემის ხმა სხვებმაც არ გაიგონ.ინსტიქტურად თვალებში ცრემლები უდგება,განა იმიტომ,რომ ლევანის დანახვა არ უნდოდა ან მასთან მუშაობა.არა.ყველაზე მეტად იმიტომ,რომ საუკეთესო მეგობარმა მოატყუა.იმ ადამიანმა რომელსაც წესით ყველაზე მეტად უნდა გაეგო მისთვის.ოთახს თვალს სწრაფად ავლებს,თითქოს ოთახში მისი სამყოფი ჰაერი არ არის.აქაურობას სასწრაფოდ უნდა გაეცალოს.მიმტანის ლანგარზე სავსე ჭიქას იღებს,ცარიელათი ანაცვლებს და აივნისკენ იღებს გეზს,როცა ალექსი ხელს მკლავში კიდებს და ვედრებით უყურებს.
-ქეთო,გთხოვ.ყველაფერს აგიხსნი.
-არ მინდა,რომ გაწყენინო.მოგვიანებით ვილაპარაკოთ.-მხოლოდ ამას ეუბნება და აივნისკენ სწრაფი ნაბიჯით მიდის.
ქეთოს დანახვაზე ლევანს წამით სიტყვა უწყდება,იმდენად მცირე ხნით,რომ ეს სიჩუმე სხვებს შეუმჩნეველი რჩებათ,მაგრამ ლევანისთვის ეს სიჩუმე საუკუნესავით იწელება.
არ ელოდა.ვის აღარ,მაგრამ მის ნახვას აქ ნამდვილად არ ელოდა.გულს ჩვეული აღელვება უბრუნდება.დარბაზი სავსეა ხალხით.ნაცნობები,უცნობები,პარტნიორები,მაგრამ ამ წუთას ლევანის თვალში ყველა უკანა პლანზე დგას.მიუხედავად იმისა,რომ ასობით ადამიანი უსმენს,მისი მზერა მხოლოდ ერთი ადამიანისკენაა მიბყრობილი.როცა დაინახა როგორ გავიდა სწრაფი ნაბიჯით ქეთო აივანზე,სიტყვა სწრაფად დაამთავრა და უკან გაჰყვა.

ქეთო.
1 თვე..
ზუსტად 1 თვე დამჭირდა იმ ყველაფრისთვის,რაც ახლა 1 წამში ჩამომეშალა.რატომ მომექცა ალექსი ასე?რატომ მაიძულა ისევ მისი ნახვა.შამპანიურის ჭიქას აივანის მოაჯირზე ვდებ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ.სუფთა ჰაერი ფილტვებს მივსებს და სასიამოვნოდ მივლის ტანში.კარის ხმა მესმის,უკვე ვიცი ვინცაა.
-ნიცა,გთხოვ ახლა ლაპარაკი არ მინდა.-ვამბობ ცივად და უკან ვბრუნდები,მაგრამ ნიცას მაგივრად ხელში ის შემრჩა.ჩემს წინ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგას.ისეთი თავდაჯერებული და ელეგანტურია.
-გამარჯობა,თავადის ქალო!-რამდენიმე წამით ინსტიქტურად თვალებს ვხუჭავ.ეს ხმა..არ მეგონა თუ ასე მომენატრებოდა.მე ხომ მას მხოლოდ 1 თვეა ვიცნობ და ამ 1 თვის მანძილზე მხოლოდ 3 დღით მყავს ნანახი.რატომ მოქმედებს ჩემზე ეს კაცი ასე ძალიან?
-გამარჯობა.მაპატიე..მე..-სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.ჯანდაბა,ქეთო რა გჭირს?
-მაპატიე,არ ვიცოდი ალექსმა თუ შენს კომპანიაში შემომთავაზა მუშაობა.
-რომ გცოდნოდა არ დასთანხმდებოდი?-მეკითხება ლევანი და ისე მიახლოვდება,რომ თვალს არ მაცილებს.მისი სუნამო თავბრუს მახვევს.
-მე..უბრალოდ..
-ქეთო,მიპასუხე!-იმდენად შეუვალია მისი ხმა,პასუხს ინსტიქტურად ვცემ.
-რა თქმა უნდა არ დავთანხმდებოდი!-ჩემს პასუხზე ეცინება.
-რატომ?
-იმიტომ,რომ შენი ნახვის სურვილი 1 თვის წინ გამიქრა.კონტრაქტი ჯერაც არ შეგვიდგენია,ხელი არაფერზე მოგვიწერია,ამიტომ ამ შემოთავაზებაზე უარს ვამბობ!-ჩემს ნათქვამს სწრაფად ვასრულებ და ვცდილობ ლევანს გვერდი ავუარო,მაგრამ მკლავში ხელს ძლიერად მკიდებს და ისევ მის წინ მაბრუნებს.
-ბავშვურ საქციელებში სწორედ ამას ვგულისხმობდი.როცა ზრდასრულივით მოქცევას ისწავლი,ხალხი მაშინ დაიწყებს შენს სერიოზულად აღქმას.-ლევანის სიტყვები ისე მარტყავს,როგორც დენი.ვცდილობ თვალზე მოწოლილი ცრემლები უკან,ჯანდაბაში გავგზავნო.
-საშინელი ადამიანი ხარ,იცი?საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებული იდიოტი ხარ.სიტყვებს ისე ისვრი,რომ სულ ფეხებზე გკიდია ვინმეს აწყენინებ თუ არა.ფეხებზე გკიდია ადამიანს გულს რამდენად ატკენ და კიდევ გაინტერესებს რატომ არ მინდა შენთან მუშაობა?რომელ მუშაობაზე მელაპარაკები,შენი დანახვაც არ მინდა.-სწრაფად ვაყრი სახეში ყველაფერს რასაც მასზე ვფიქრობ და კარისკენ მივდივარ,რომ ჩემი ცრემლები არ დაინახოს.არ მივანიჭებ ამ სიამოვნებას.ცრემლებს სწრაფად ვიწმენდ და დარბაზში გავდივარ.ახლა ან აქედან უნდა წავიდე ან თავი ხელში ავიყვანო და საღამო ბოლომდე მივიყვანო.ღმერთო როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი დაუნდობელი იყოს.რატომ ცდილობს სულ ისეთი რაღაც მითხრას,რომ გული მატკინოს.ფიქრებში ვარ გართული,როცა ჩემთან მიმტანი მოდის და სასმელს მთავაზობს,ერთ ჭიქას იმ წამსვე ვცლი და ლანგარზე ვუბრუნებ,მეორე სავსე ჭიქას ვიღებ და გოგონების მოსაძებნად მივდივარ.

ლევანი.
ქეთოს დანახვა ერთადერთი კარგი რამ იყო,რაც ამ ერთი თვის მანძილზე მომხდარა.როგორც არ უნდა გავუწიო თავს წინააღმდეგობა და რამხელა ბარიერიც არ უნდა ავაგო,ეს გოგო მაინც ახერხებს როგორღაც ჩემს ფიქრებში შემოძვრეს.ამ წამს ის მომახალა,რასაც დარწმუნებული ვარ ყველა ჩემს გარშემო მყოფი ადამიანი ფიქრობს,მაგრამ თქმას ვერავინ მიბედავს.რამდენი წელია ქალს ჩემზე ასე არ უმოქმედია.ყველა ქალი ერთნაირია.ყველა მათგანი მატყუარა და მანიპულატორია,მაგრამ მაინც..რატომღაც ამ ყველაფერს ქეთოს ვერ ვუკავშირებ.ვცდილობ ეს ყველაფერი დავიჯერო,მაგრამ არ გამომდის.
მისი ხმა..
მისი თვალები..
ყველაფერი გონებაში ტრიალებს.არ მიყვარს,როცა რაღაცებს ვერ ვაკონტროლებ.განსაკუთრებით ჩემს გრძნობებს.ახლა კი ზუსტად ეს ხდება - ზედმეტად ბევრს ვფიქრობ ადამიანზე,რომელიც 1 თვის წინ „დავივიწყე“.
ყოჩაღ,ლევან.ამ კითხვამდე მისასვლელად 1 თვე დაგჭირდა.ცივ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ,სასმელს ბოლომდე ვცლი და ჭიქას იქვე პატარა მაგიდაზე ვტოვებ.მანამ უნდა ვიმოქმედო,სანამ გადავიფიქრებ.

ქეთო.
გოგონების მოძებნა გადავიფიქრე.ბართან ვდგავარ და მეორე ან მესამე ჭიქა კოქტეილს ვსვავ.რატომ მოქმედებს ლევანის სიტყვები ჩემზე ასე ძალიან?რატომაა მისი აზრი ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი?ყველაზე მეტად ის მაცოფებს,რომ ამ კითხვებზე პასუხი ვიცი და არ მომწონს!კოქტეილის ჭიქას მოულოდენლად ხელიდან ნიცა მაცლის.
-მომისმინე!-მესმის თათას მკაცრი ხმა და მისკენ მატრიალებს.
-შეიძლება გაბრაზებული ხარ და ამის მიზეზიც გაქვს,მაგრამ დალევა გამოსავალი ხომ არაა?-მის ნათქვამზე მეღიმება და ღრმად ვსუნთქავ.მინდა მოვუყვე რაც მოხდა,მაგრამ ცრემლების გარეშე როგორ გამომივა არ ვიცი.
-ვილაპარაკეთ.სერიოზულად არ აღმიქვავს.გესმით?-ხმა გამებზარა და ტუჩებს ვკუმავ,რომ არ ამეტიროს.
-მართლა ასე გითხრა?სერიოზულად?-ბრაზდება ნიცა და დარბაზს თვალს ავლებს,დარწმუნებული ვარ ლევანი,რომ დაინახოს ნამდვილად მოკლავს.
-არ მინდა,რატომ არავის გესმით,რომ ამ ადამიანთან არანაირი კავშირი არ მინდა.ალექსი სადაა?მიპასუხოს რა უნდა ჩემგან.რატომ აძალებს ლევანს ჩემთან ურთიერთობას.რატომ არ ესმის,რომ ამ კაცისთვის მხოლოდ სულელი ბავშვი ვარ.ალექსი უნდა მოვძებნო.-უმისამართოს ვიწყებ თვალების ცეცებას და ვცდილობ ამდენ ხალხში ალექსი დავინახო.
-ქეთო,დამშვიდდი.მოდი წავიდეთ და ალექსს სახლში დაველაპარაკოთ.-ჩემს დამშვიდებას ცდილობს თათა და ხელს მკიდებს.მისი შეხება არ მსიამოვნებს და ხელს ვითავისუფლებ.
-არა.უნდა ვიპოვო.თქვენ წადით,არ დამელოდოთ.-ვამბობ სწრაფად და სანამ გოგონები აზრზე მოსვლას მოასწრებენ ხალხში ვიკარგები.ამდენი სასმლის გამო მიჭირს სილუეტების მკვეთრად დანახვა,მაგრამ შეჯახებისას სანამ მის სახეს დავინახავ,სურნელზე უკვე ვცნობ ვინცაა.
-გამატარე!-ვეუბნები უხეშად და ვცდილობ გვერდი ავუარო,მაგრამ ლევანი ერთ ხელს წელზე მკიდებს,მეორეთი ნიკაპზე მეხება,თავს მიწევს და მაიძულებს თვალებში ჩავხედო.
-სად მიდიხარ?
-ალექსი უნდა მოვძებნო!-ვეუბნები და მისი ხელებიდან განთავისუფლებას ვცდილობ,მაგრამ ამაოდ.ჩემს ნათქვამზე ეღიმება.
-ალექსთან ჩხუბს მერეც მოასწრებ,ახლა მე უნდა მეცეკვო!-
-ლევან,არ მაქვს ახლა შენი თავი.უკვე საკმარისი გააკეთე,თავი დამანებე გთხოვ!-ჩემი ხმა იმდენად სასოწარკვეთილად ჟღერს,რომ საკუთარ თავზე მეშლება ნერვები,მაგრამ ლევანი დანებებას არ აპირებს.
-გთხოვ,ქეთო.ნება მომეცი გამოვასწორო!-მეუბნება და ხელს მიწვდის.რამდენიმე წამით ვფიქრობ.ღმერთო,როგორ მინდა უარი ვუთხრა.როგორ მინდა,ახლა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა,რომ გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან.მანამ,სანამ ჩემი გონება ასეთ შინაგან ბრძოლებშია,გადაწყვეტილებას ჩემი გული იღებს,ლევანის გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ და დარბაზის ცენტრისკენ მივყვები.
ჩემს ყურთასმენას სასიამოვნო მელოდია ხვდება.“ლუკა ჭოხონელიძე - შენ რა იცი ძვირფასო.“
არ ვიცი სასმლის ბრალია,თუ იმის რომ ლევანის ყველა შეხება ცეცხლივით მედება,მთელს სხეულზე ეკალი მაყრის.ერთ ხელს წელზე მხვევს,მეორე ხელში ჩემს ხელს იქცევს და სიმღერას ნელა ვყვებით.გული ისე სწრაფად მიცემს,ასე მგონია სადაცაა გაჩერდება.თითქოს სიმღერა ჩემს გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკობს.“შენ რა იცი ძვირფასო,ჩემი გულის ხანძარი.“
რამდენიმე წუთით ყველაფერს ვივიწყებ,ყველა გულის ტკენას და ყველა გაბრაზებას.ლევანს თავს მხარეზე ვადებ და მთელი გულით და სხეულით მას ვენდობი.ვგრძნობ,რომ უკვირს,მაგრამ კმაყოფილია.ხელს ჩემს ბეჭებზე დაასრიალებს.
„შენი თბილი ხელივით,ნაზი და სასურველი.“ მესმის სიმღერა,მაგრამ შემიძლია დავიფიცო,რომ სიტყვებს ლევანიც იმეორებს.“ჩემი სულის ხელმწიფე,მარად ჩემთან მყოფელი,როგორ გაალამაზე ჩემი წუთისოფელი.“ მოულოდნელად მისამღერზე,ორივე ხელს წელზე მხვევს,გულში მიხუტებს და ისე ძლიერად მატრიალებს,რომ ორივე ხელს კისერზე ვხვევ და გულიანად ვიცინი.რამდენიმე წამში მოძრაობას ისევ ვანელებთ და ამჯერად თამამად ვუყურებ თვალებში.
-ძალიან ლამაზი თვალის ფერი გაქვს!-ვამბობ იმას,რაც პირველივე მომდის თავში.სასმლის ერთ-ერთი დადებითი თვისება ხომ ესაა,გალაპარაკებს იმას,რასაც ფხიზელი არასდროს იტყოდი.ჩემს ნათქვამზე ეცინება.
-მართლა?
-კიი,მაგრამ მხოლოდ თვალის ფერი ვერ გიშველის,თავადო ლევან!
-სხვა რა დამიწუნე?-შეიცხადა ლევანმა.
-ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
-ქეთო..-რაღაცის თქმას ცდილობს,მაგრამ ვაწყვეტინებ,მისგან აღარაფრის მოსმენა არ მინდა.ახლა მე უნდა ვილაპარაკო.
-არა,დამაცადე.სამსახურზე უარს არ ვიტყვი,შეიძლება არ დამიჯერო,მაგრამ ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ.თუ ჩემი შედეგი არ მოგეწონება წავალ.უბრალოდ,გთხოვ ასე ნუ მომექცევი.დღეს იმედს ნუ მომცემ,რომ ხვალ ამ იმედთან ერთად მიწასთან გამასწორო.ჩემს გრძნობებს და ემოციებს თავად მივხედავ და გავაკონტროლებ,მაგრამ შენ ასე ნუ მომექცევი.-ვცდილობდი სათქმელი ისე დამემთავრებინა,რომ არ მეტირა,მაგრამ ვერ შევძელი.ობლად ჩამოგორებულმა ცრემლმა გზა ჩემს ლოყაზე გაიკვალა.
-მაპატიე თუ ჩემმა რომელიმე მოქმედებამ შეცდომაში შეგიყვანა,ქეთო.ეს ყველაფერი ჩემგან შორსაა,იმდენად შორს,რომ ვერც კი ვიხსენებ საერთოდ არსებობს თუ არა ჩემთვის კიდევ რაიმე.
-ჩემს მოსაშორებლად ასეთი თავის მართლება არაა საჭირო.
-ამას შენს მოსაშორებლად არ ვამბობ,ქეთო.ადამიანებს გონიათ,რომ ყველას შეუძლია სიყვარული.რომ ერთ დღეს მოვა სწორი ადამიანი და ყველაფერი შეიცვლება,მაგრამ ჩემთან ეგ არ მუშაობს.-ლევანის სიტყვებზე ვიძაბები.
-ანუ,ამბობ,რომ ვერასდროს ვერავის შეიყვარებ?
-ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიყვარდა ვიღაც და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა,რომ დამენახა რას უშვება სიყვარული ადამიანებს.მათ გულს უკლავს და ანადგურებს.კი ქეთო,ვერასდროს ვერავის შევიყვარებ.
-და მე?-ვჩურჩულებ,მეშინია რომ თუ ხმამაღლა დავილაპარაკებ,ვიტირებ.-ჩემს მიმართაც არაფერს გრძნობ?-ვხედავ ლევანის სახეზე,როგორ ეჭიმება ყბა.რამდენიმე წამით ხმას არ იღებს.
-რაღაცას ვგრძნობ,მაგრამ ეს სიყვარული ნამდვილად არ არის.სიყვარული ადამიანებს ასუსტებს.აიძულებს დაკარგონ კონტროლი.მე კი კონტროლის დაკარგვის უფლება არ მაქვს.
-ლევან,გთხოვ..-ისეთი თვალებით შემომხედა,რომ წინადადების დასრულებას ვერ ვახერხებ.ისე მიყურებს,თითქოს ამ სიტყვებით რაღაცას სამუდამოდ ასრულებს.
-შენ გგონია,სიყვარული ადამიანს ცვლის..-ამბობს ჩუმად.-მაგრამ ზოგი ადამიანი იმდენად გატეხილია,რომ სიყვარულიც ვერაფერს უშველის.
გული მეწურება.არ ვიცი მის სიტყვებზე მეტად მისი ხმა მტკენს,თუ ის სიცივე,რასაც მის თვალებში ვხედავ.
-მე არ ვაარ ის კაცი,რომელსაც უნდა ელოდო,ქეთო.მე ის კაცი ვარ,ვინც ბოლოს ყოველთვის მიდის..სანამ ვინმე მის დატოვებას მოასწრებს.
მის სიტყვებს შორის სიჩუმე იწელება.ისეთი მძიმეა,რომ სუნთქვაც მიჭირს.
და პირველად მგონია,რომ ლევანი ახლა მე კი არ მელაპარაკება - საკუთარ თავთან აღიარებს იმას,რისიც ყველაზე მეტად ეშინია.
ისე მიყურებს,თითქოს არაფერი უთქვამს ისეთი,რაც ადამიანს შიგნიდან დაანგრევდა.
ირგვლივ ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება - მუსიკა უკრავს,დარბაზში ხალხი მოძრაობს,ვიღაც ხმამაღლა იცინის,ვიღაც ჭიქას სწევს სადღეგრძელოსთვის.სასტუმროს გახსნა თავის რიტმში მიდის,მაგრამ ჩემთვის ყველაფერი უცებ ჩერდება.
ყელში ბურთი მეჩხირება.
მინდა რაღაც ვუთხრა.რაღაც ისეთი,რაც ამ მომენტს შეცვლის,მაგრამ სიტყვები არ მაქვს.თავში მხოლოდ მისი ბოლო ფრაზა მიტრიალებს.
მოულოდნელად ვგრძნობ,რომ აქ ჰაერი აღარ მყოფნის.
მზერას ვარიდებ,რადგან კიდევ ერთი წამით თუ შევხედავ,შეიძლება ყველაფერი სახეზე დამეწეროს.
ლევანს ზურგს სწრაფად ვაქცევ,კაბის ბოლოს ხელით ვიჭერ და უხმოდ მივდივარ.
არ ვიცი სად მივდივარ - უბრალოდ ვიცი,რომ აქ აღარ უნდა ვიყო.
ხალხის ხმაური ისევ ყურებში ჩამესმის,სწრაფად ვტრიალდები და დარბაზის გასასვლელისკენ მივდივარ,თითქოს გაქცევა ერთადერთი გზაა,რომ თავი ხელში ავიყვანო.
მოულოდნელად მძიმე სხეულს ვეჯახები და ნაცნობ სახეს ვხედავ.
-ქეთო,რამდენი ხანია გეძებ.უნდა აგიხსნა ყველაფერი.
-გთხოვ,ალექს.აქედან წამიყვანე.-მხოლოდ ამ სიტყვებს ვამბობ და ალექსს ვეხუტები.მისი ჩახუტება მამშვიდებს,ვგრძნობ რომ სახლში ვარ.ვგრძნობ,რომ უსაფრთხოდ ვარ.
-დამშვიდდი,ჩემო ლამაზო.შენთან ვარ.ღრმად ისუნთქე.-ალექსი ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მარტივი მოძრაობით მაჩვენებს როგორ ვისუნთქო.
-აი ასე..ღრმად ისუნთქე.არ იტირო.ახლა მე და შენ აქედან გავალთ,დანარჩენებსაც დავურეკავთ და რაც არ უნდა იყოს ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ.კარგი?-ალექსის სიტყვები იმდენად მიჩუყებს გულს,რომ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავს ვუქნევ და მდინარედ წამოსულ ცრემლებს მუჭებით ვიწმენდ.



№1 სტუმარი სტუმარი ფიქრია

ძალიან კარგია მალმალე.დადეთ გთხოვთ

 


სტუმარი ფიქრია
ძალიან კარგია მალმალე.დადეთ გთხოვთ

ძალიან მიხარია,რომ მოგწონთ.მაქსიმალურად ვცდილობ მალე დავდო უბრალოდ თან წერის პროცესში ვარ და ზოგჯერ მეწელება ხოლმე ეს პროცესი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent