ჩემპიონი (ნაწილი 10)
მარიამი პირველი მოსწყდა, სუნთქვა არეული ჰქონდა… თვალები დაბნეული, ტუჩები ოდნავ შეხსნილი… სახეზე ისეთი გამომეტყველება ედო, თითქოს თავადაც ვერ გაეგო რა მოხდა ახლახან..ირაკლის კი, როგორც ყოველთვის, წარბიც არ შეუხრია. ისევ ის ცივი, მშვიდი სახე… თითქოს ეს კოცნა მისთვის უბრალოდ კიდევ ერთი მოქმედება იყო, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა..მაგრამ ეზოს მეორე მხარეს, სიბნელეში… ვიღაც იდგა, გაჩერებული, ჩუმად და ეს ყველაფერი დაინახა. მარიამმა ღიმილით, ჯერ კიდევ დაბნეული ხმით ჰკითხა: - ეს რა იყო? - ირაკლიმ მხრები ოდნავ აიჩეჩა. - ეს… უბრალოდ მოხდა ასე… რაღაც მაინტერესებდა. - რა გაინტერესებდა? - მარიამი ისევ მიუახლოვდა ძალიან ახლოს, ირაკლიც არ დაიხია უკან, პირიქით, წინ წამოიწია, ცხვირი ცხვირზე მიადო. - ძალიან ცნობისმოყვარე ხარ… - ჩუმად თქვა თითქმის ჩურჩულით - მიდი, წადი… შენი მეგობარი მეჯვარის გარეშეა. - შენ არ წამოხვალ? - ვფიქრობ საკმარისი იყო დღევანდელი თავგადასავლები, სჯობს წავიდე - მარიამის თვალებში ისევ ის გამოწვევა დაბრუნდა. - ახლა თუ წახვალ… ერთ რამეში დავრწმუნდები. - რაში? - მარიამი უფრო ახლოს მიიწია, ყურთან ჩასჩურჩულა: - იმაში, რომ გამირბიხარ - ირაკლიმ თვალებში ჩახედა, ამჯერად მისი ხმა უფრო მკაცრი იყო. - მე არასდროს არავის გავურბივარ. გასაქცევად საქმე მე არ მაქვს. - მკაცრი და ცუდი ბიჭის როლს ნუ თამაშობ… არ გიხდება… - მარიამი ისევ თამაშობდა, ისევ ცდილობდა გამოეწვია, ეშმაკურად იღიმებოდა - ანუ მაინც იმ აზრზე ხარ… რომ ცუდი ვარ? - ირაკლის ტონი ოდნავ შეიცვალა. - შენთვის რამდენი რამ გავაკეთე დღეს და მაინც ამას ფიქრობ? - შენ თვითონ მიქმნი ამის ფიქრის საშუალებას… - რა გინდა რომ გავაკეთო? - ირაკლი უკვე აშკარად გაღიზიანდა. - წამოვიდე, ხელი ჩაგკიდო? შიგნით შევიდეთ და ვიცეკვოთ კიდეც? მამაშენთან ხომ არ მივიდე და დავუჩოქო? - მარიამმა ირონიულად გაუღიმა. - ცუდი იდეა არაა. - რა?! - ცეკვა… - დაამატა ღიმილით, მაგრამ ვერ წარმომიდგენია შენ როგორ ცეკვავ… მუდამ სერიოზული, გაბღენძილი, უხეში სახით… ღიმილითაც იშვიათად იღიმი… როცა შეიძლება ბედნიერი იყო, შენ ამ დროს დაბოღმილი დადიხარ - ერთი წამიც არ დაუცდია ირაკლის. სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, მარიამთან მივიდა, კარი გამოაღო, ხელი ჩასჭიდა ძლიერად და ფაქტობრივად მანქანიდან “გადმოიყვანა”. - რას აკეთებ? - წამოდი! - შიგნით შევიდნენ..ხმაური, მუსიკა, სიცილი… ხალხი ცეკვავდა, სიძე-პატარძალი შუაში იყო. მარიამის დანახვისთანავე ანი მათკენ გამოექანა. - როგორც იქნა! მეგონა საერთოდ არ მოხვიდოდით! - მთავარია ახლა აქ ვართ… - ირაკლიმ უპასუხა და ოდნავ გაუღიმა. - ჯერ ხომ არ დასრულებულა გართობა? - ახლა დაიწყო! - გაუცინა ანის. - ძალიან კარგი… - ირაკლიმ მარიამისკენ გადახედა. - შენს მეგობარს გართობა სწყურია - ისევ ჩასჭიდა ხელი, ახლოს მიიზიდა და მუსიკის რიტმს აჰყვა..პირველი ნაბიჯები მშვიდი იყო… მაგრამ შემდეგ ირაკლი თითქოს სრულიად შეიცვალა, მისი მოძრაობები თავისუფალი გახდა… სხეული მუსიკას ბუნებრივად მიჰყვებოდა… აღარ იყო ის ჩაკეტილი, მკაცრი კაცი, მარიამი გაკვირვებული უყურებდა. - შენ… ცეკვა იცი? - ძლივს ამოიღო ხმა, ირაკლის მხოლოდ გაეღიმა, პასუხი აღარ დასჭირდა.. მუსიკა ნელ-ნელა შეიცვალა…ხმაური თითქოს უკან დარჩა.. დარჩა მხოლოდ რიტმი… ღრმა, მძიმე და მომნუსხველი, ირაკლიმ მარიამი კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. მისი ხელი მარიამის შიშველ ზურგზე დაეშვა, ზუსტად იქ, სადაც კაბა მთლიანად ღია იყო… თითები ნელა, თითქმის შეუმჩნევლად გადაატარა კანზე. მარიამს ჟრუანტელმა დაუარა. მათი სხეულები უკვე ერთმანეთზე იყო მიკრული..სუნთქვაც კი ერთმანეთს ერწყმოდა, მარიამმა ინსტინქტურად შემოხვია ხელები მის კისერზე… თითები მის თმაში შეაპარა, ოდნავ მოუჭირა… თითქოს ვერ წყვეტდა, უნდოდა თუ არა ეს სიახლოვე - მაგრამ არც შორდებოდა. ირაკლის ხელი ზურგიდან ოდნავ ქვემოთ ჩამოცურდა… მჭიდროდ მიიზიდა..მარიამის სხეული მთლიანად აჰყვა, მათი მოძრაობები აღარ იყო უბრალოდ ცეკვა, უფრო ბრძოლას ჰგავდა… ან რაღაცას, რასაც ორივე ვერ აკონტროლებდა. მარიამმა თავი ოდნავ გადახარა უკან… კისერი გამოუჩნდა… ირაკლი წამით შეჩერდა, მზერა ჩააყოლა მის კანს… შემდეგ ისევ თვალებში ჩახედა..ისე ახლოს იყვნენ, რომ ტუჩებს შორის მანძილი თითქმის აღარ დარჩა. - აბა? ისევ “რობოტი” ვარ?… - ჩუმად ჩასჩურჩულა ირაკლიმ, მარიამს გაეცინა… მაგრამ ეს სიცილი სხვა იყო - დაძაბული, დაბნეული… - არა, ნელ-ნელა შეიძლება შემეცვალოს წარმოდგენა.. - მაცდურად უთხრა, მუსიკამ კიდევ უფრო ნელი ტონი აიღო..ახლა ისინი თითქმის არ მოძრაობდნენ, მხოლოდ მსუბუქად ირხეოდნენ… ვიღაცის მზერა არ შორდებოდა მათ… მკვეთრი, მძიმე, ბნელი..შავი, ჩამუქებული თვალები, რომელშიც ელავდა რაღაც დაუნდობელი, თითქოს მზად იყო მარიამი პირდაპირ ირაკლის მკლავებიდან გამოეგლიჯა..ყოველი მათი შეხება… ყოველი ახლოს მისვლა… გიორგის ტვინში სისხლს ამღვრევდა..მუშტები ისე ჰქონდა შეკრული, რომ თითები უთეთრდებოდა..იმ დონემდე მივიდა, რომ ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდა, ირაკლი საკუთარი ხელით დაეხრჩო..ამ დროს ნინო ნელა მიუახლოვდა ზურგიდან. დაუფიქრებლად, ცივად ჩასჩურჩულა: - ხომ ხედავ?.. ასე გამოიყურება ლამაზი წყვილი… შენი ადგილი მის გვერდით არასდროს იქნება - ეს სიტყვები თითქოს ბოლო წვეთი აღმოჩნდა..გიორგის თვალებში სიბნელე კიდევ უფრო გაღრმავდა, უცებ დაიძრა, სწრაფად მიუახლოვდა მათ და პირდაპირ შეაჩერა ისინი - ირაკლი!! - მარიამი გაკვირვებული დარჩა, ირაკლიმ ნელა ჩახედა გიორგის ხელს, შემდეგ თავი ასწია და ისეთი მკაცრი მზერა ესროლა, რომ ჰაერი დამძიმდა. - რა ხდება გიორგი?!! - უნდა დაგელაპარაკო… სასწრაფოა - რამდენიმე წამი დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ ირაკლიმ ხელი გაუშვა მარიამს..თვალით ანიშნა გიორგის გარეთ გასვლაზე..ანი მაშინვე მარიამთან მივიდა. - თქვენს შორის რა ქიმია იყო ახლა ეს?.. - თვალები გაუბრწყინდა - თქვენ საერთოდ არ ჰგავდით მტრებს… მარიამ, რა ხდება? - მარიამს ოდნავ გაეღიმა. - არაფერი, ძვირფასო - ნელა დაჯდა მეჯვარისთვის განკუთვნილ სკამზე, მისი კანი ჯერ კიდევ ინახავდა ირაკლის თითების სითბოს.. თითქოს ისევ გრძნობდა მის შეხებას…თავისთვის ჩუმად იღიმოდა, ნინო კი თვალს არ აშორებდა. - გისმენ გიორგი… - ირაკლიმ ცივად დაიწყო. - რა საქმე გქონდა ასეთი, რომ ვერ მოიცადე? - სად იყავით მთელი საღამო? - გიორგის ხმა დაძაბული ჰქონდა - მე თქვენს მოსაძებნად წამოვედი და ვერსად გნახეთ - ირაკლიმ წარბი ოდნავ ასწია. - გიორგი… ანგარიშის ჩაბარებას მთხოვ? - იკა… მე უბრალოდ შენთვის კარგი მინდა… ხომ იცი… - ხმაში თითქოს მოფრთხილებაც იგრძნობოდა.. - ეგ გოგო… საშიშია - ირაკლი ჩუმად უსმენდა. - გითხარი, რომ მან მოგწამლა… - გააგრძელა გიორგიმ. - და შენ იმის ნაცვლად, რომ თავი შორს დაიჭირო, უფრო უახლოვდები - ირაკლიმ ხელი დაადო მხარზე, მშვიდად..მაგრამ იმ სიმშვიდეში რაღაც სხვა იკითხებოდა. - ამ წლების განმავლობაში შენგან ბევრი რამ ვისწავლე, გიო… - თქვა ნელა. - ჩემთვის ძმასავით ხარ… მაგრამ მე თავად გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე მასთან მიმართებაში..თუ სხვა რამის თქმა გინდა, მითხარი… - თვალებში ჩახედა. - ასე რატომ გადარდებს მარიამთან ჩემი სიახლოვე? - გიორგი ერთ წამს გაჩერდა. - მე… უბრალოდ… შენს გამო… - სიმართლე ვერ თქვა, ვერ გაბედა. ირაკლიმ მსუბუქად ჩაიცინა. - მარიამს მოვწონვარ…დარწმუნებული ვარ ამაში - გიორგის სახე დაეძაბა. - მე კი მინდა, რომ გამოვიყენო - გააგრძელა ირაკლიმ მშვიდად. - მინდა უფრო მეტად მოვაწონო თავი… მეტიც, მინდა თავი შევაყვარო.. - ნაბიჯით მიუახლოვდა. - ისე, რომ მამამისს ჩემს გამო დაუპირისპირდეს.. ისე რომ ყოველი ამოსუნთქვისას დაიტანჯოს, რომ თავისი ხელით მომწამლა..ეს მინდა… რას ფიქრობ, ცუდი იდეაა? - გიორგის თვალებში რაღაც ჩაიმტვრა. - ანუ… შენ საერთოდ არ მოგწონს ის? - ირაკლის სახე არ შეცვლილა. - არა - თქვა ცივად. - მეზიზღება! ოდნავადაც კი არ მომწონს, მე მას გამოვიყენებ - გიორგი გაშეშდა..მის შიგნით ყველაფერი ირეოდა..ერთ მხარეს - ირაკლი… მისი მეგობრობა, წლები, ნდობა..მეორე მხარეს - მარიამი… მისი სილამაზე, მისი ღიმილი… ის, რაც გონებას უკარგავდა. - გიო… - ირაკლიმ ისევ მიმართა - ხომ ბოლომდე ჩემთან ხარ ამ საქმეში? კობას ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო… კობასაც და მარიამსაც - გიორგიმ თავი ოდნავ დახარა..ხმა ძლივს ამოიღო. - შენთან ერთად ვარ… კი.. - გიორგიმ თავი ოდნავ დახარა. - შენთან ერთად ვარ… - თქვა, მაგრამ ხმა ისეთი ჰქონდა, თითქოს ბოლომდე თავადაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების..წამით თვალები აარიდა ირაკლის.. ირაკლიმ შეუმჩნევლად დააკვირდა, ძალიან მოკლე, მაგრამ ზუსტი მზერით.. გიორგი ადგილზე გაჩერდა რამდენიმე წამით… შემდეგ ზურგი აქცია და ნელა დაიძრა..ნაბიჯები მყარი ჰქონდა, მაგრამ მხრები ოდნავ დაძაბული - თითქოს რაღაც აწუხებდა..ერთხელ მაინც მოიხედა უკან, ირაკლი ისევ იქ იდგა..უმოძრაოდ, თვალებით აცილებდა..ირაკლიმ ნელა ამოისუნთქა, მკლავები გადაიჯვარედინა და მზერა სხვაგან გადაიტანა.. ქორწილი დასასრულს უახლოვდებოდა…საღამოს ცა ფერადი ფეიერვერკებით განათდა.. ანის საოცნებო დღე ზღაპრულად დასრულდა.. ცაში აფრქვეული ნათებები წამით ანათებდა ყველას სახეს, სიხარულით სავსეს, დაღლილს, ემოციურს…სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდნენ, მუსიკაც ჩაცხრა. მარიამი კი…თვალებს აცეცებდა, ვიღაცას ეძებდა.. - აბა შენ იცი… მტკიცედ დადექი ამაღამ… - ჩუმად უჩქმიტა ანის. - სულელო! - გაეცინა ანის, ოდნავ გაწითლდა..მარიამმა წამით დააყოვნა… თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. - ირაკლი ხომ არ დაგინახავს სადმე? - არა… - ანიმ მხრები აიჩეჩა. - არ ვიცი… იქნებ წავიდა… - მარიამს სახე ოდნავ დაეძაბა. - დაუმშვიდობებლად? - ანი ეშმაკურად დააკვირდა. - ოჰ?… როდის მერე გახდით ასე დაახლოებული პირები თქვენ ორნი?- მარიამმა პასუხი აღარ გასცა.. ამ დროს ნინოს ხმა მოესმა: - მარიამ, არ წავიდეთ? - კი, მოვდივარ… - მარიამმა კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაეხუტა ანის. - თბილისში გელოდები… თავი არ მომანატრო! - აკოცა და უკან გაბრუნდა..რამდენიმე ნაბიჯი გადადგა… - მგონი უსამართლობა იქნება მე რომ არ წაგიყვანო სახლამდე… - უკნიდან ნაცნობი ხმა გაისმა. - ოღონდ ამჯერად სწორი გზით წავალთ - მარიამი შეჩერდა, გაეღიმა. სწრაფად მოტრიალდა. - მეგონა წახვედი - ირაკლი ნელა მიუახლოვდა. - წავედი… - თქვა მშვიდად. - მაგრამ მერე ისევ მოვბრუნდი.. - მინდა ჩემი თავი გამაცნო…შენი ნახატის ნახვა მსურს… დამავიწყდა როგორი ვიყავი… შეგიძლია შემახსენო? - მარიამმა ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია. - შევეცდები… - ამ დროს ნინო მიუახლოვდა მათ - მარიამ, რას აკეთებ ამდენ ხანს? - ირაკლიმ ნინოს შეხედა. - მარიამს მე წავიყვან სახლამდე… იმედია წინააღმდეგი არ იქნები. - ნინომ ტუჩები ოდნავ შეიშმუშნა, არც წინააღმდეგი იყო, მაგრამ არც ბოლომდე მშვიდი. - კარგი… - შენ გიორგისთან ერთად წახვალ? - ჰკითხა ირაკლიმ. - არა… ტაქსი მყავს გამოძახებული… გიორგი უკვე წავიდა. - რატომ არ წაყევი? - ჩაეძია მარიამი - არ მინდოდა! - ამ სიტყვებში ისეთი ტონი იყო, რომ დამატებითი ახსნა აღარ სჭირდებოდა..ზიზღი აშკარად იგრძნობოდა..ირაკლიმ თვალებით ჰკითხა - რაიმე მოხდა? ნინომ თავი მშვიდად დაუქნია. - ყველაფერი რიგზეა…მაგრამ მისი მზერა სხვას ამბობდა.. - აბა? გზა გახსოვს? - ირაკლიმ ოდნავ გვერდულად გახედა, საჭეზე თითები რიტმულად აკაკუნა. - ისევ ჩემს იმედად მიდიხარ? - მარიამმა თვალები შეავიწროვა. - ვხუმრობ! შენს იმედზე მაშინაც არ უნდა წამოვსულიყავი... - ირაკლის ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი გაეპარა..რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ისევ მარიამმა დაარღვია. - რატომ მოინდომე ნახატის ნახვა? - შენი თვალით დანახული ირაკლი მაინტერესებს... - მშვიდად თქვა მან - თან შევაფასებ რამდენად ნიჭიერი მხატვარი ხარ. - კარგი... მაგრამ მანქანა ცოტა შორს გააჩერე. არ მინდა მამაჩემმა დაგინახოს - ირაკლიმ წარბი ასწია. - მე დასამალი არაფერი მაქვს. დამინახოს. რა პრობლემაა? - ირაკლი... არ მინდა მისი განერვიულება.. - მან ჩუმად ჩაიცინა. - როგორ უფრთხილდები მამას... ასე ძალიან გიყვარს? - რა კითხვაა? ვის შეიძლება არ უყვარდეს საკუთარი მამა? - ირაკლიმ მზერა არ მოაშორა. - შენ განსაკუთრებით გიყვარს...დედაც ასე გიყვარდა? - მარიამს ხმა შეუცვალა. - დედა... არ მახსოვს... სულ პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალა... მხოლოდ ფოტოებით და გადმოცემით ვიცი... - რით გარდაიცვალა დედაშენი? - თითქოს განგებ არ ეშვებოდა ამ თემას. - თავი მოიკლა - ირაკლის მზერა წამით გაღრმავდა. - რატომ? - არ ვიცი... ფსიქიკური პრობლემები ჰქონია... - საინტერესოა... და უცნაურია რატომ უნდა მოეკლა ახალგაზრდა ქალს თავი... - რატომ ინტერესდები ამ თემით? - ისე უბრალოდ... - თითქოს უკანდახევა სცადა - კარგი, ნუ მოიწყენ.. ეს არ მინდოდა.. - მარიამმა ფანჯარაში გაიხედა. - ყოველთვის მაინტერესებდა... დედაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო როგორი ცხოვრება მექნებოდა... ხუთი წუთი... მხოლოდ ხუთი წუთი რომ მქონოდა მისი გასაცნობად... ყველაფერს მოვასწრებდი, მისი ხმის ტემბრს გავიგებდი.. ვნახავდი როგორ გაიცინებდა.. როგორი მზერით შემომხედავდა.. - მის ხმაში სითბო და სევდა ერთად ერეოდა. - მაგრამ მამას არასდროს უგრძნობინებია ჩემთვის უდედობა, ის ჩემთვის მამაც იყო და დედაც - ირაკლიმ თვალები ოდნავ გადაატრიალა. - გთხოვ... კობას საქები ნაწილი გამოვტოვოთ... ახლა მითხარი.. გულზე რა პრობლემა გაქვს? - მარიამი ცოტა დაიძაბა. - დაბადებიდან მაქვს... ექიმებმა თქვეს, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევა და ტაქიკარდიისკენ მიდრეკილება... სტრესზე და ნერვიულობაზე გული ძალიან მიჩქარდება, სუნთქვა მიჭირს... თითქოს ჰაერი აღარ მყოფნის... ხანდახან თავბრუ მესხმის კიდეც - ირაკლიმ შეუმჩნევლად დააკვირდა, თითქოს რაღაცას იმახსოვრებდა. - კარგი... მძიმე თემებზე საუბარს მოვრჩეთ... - თქვა მარიამმა - ასე მგონია დაკითხვას მიწყობ... მეც დაგისვამ კითხვებს. - გისმენ. - დღეს სულ სხვანაირი აღმოგაჩინე... ასეთი ლაღი, თამამი... ბედნიერი... კიდევ რას მალავს შენი სული? - ირაკლი ცოტახანს გაჩუმდა. - ცხოვრებამ ადრიანად დამჩაგრა... ბედნიერება წამართვა... ჯერ მშობლები დავკარგე... მერე მიღალატეს... მერე ოცნებებს ჩამომაშორეს - მარიამმა თვალები წამით დახარა.. ამ ჩამითვლილ მიზეზებს შორის თავისი თავის დანაშაული გაახსენდა - მაგრამ დღეს.. მინდოდა დამემტკიცებინა შენთვის რომ..მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ვიყავი ოდესღაც.. უბრალოდ ბედნიერად ყოფნის უფლება წამართვეს.. და შენც კარგად იცი ვინც.. - მტკივნეული მზერით ერთმანეთს გადახედეს.. მარიამმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, შემდეგ სახლს მიუახლოვდნენ.. - აქ გააჩერე მანქანა.. - უკვე გითხარი, დასამალი არაფერი მაქვს... - ირაკლიმ ჩუმად თქვა. - მე გთხოვ... - პაუზა. - მამაჩემსაც აქვს გულზე პრობლემები... ჩემსავით... შენს დანახვაზე კი - ირაკლის გაეღიმა. - ჩემს დანახვაზე გული უფრო აუჩქარდება? - ორივეს გაეცინა. - კარგი... - ჩაილაპარაკა მან ბოლოს.. მარიამი სწრაფად გადავიდა მანქანიდან, ირაკლი უკან მიჰყვა. სახელოსნო პატარა, კოპწია შენობა იყო.. თითქოს ამ დიდი სახლისგან დამოუკიდებელი, საკუთარი სული ჰქონდა..მარიამმა კარი გახსნა, შიგნით შესვლისთანავე საღებავების სუნმა დაეტაკა ირაკლის, მძიმე, მაგრამ უცნაურად სასიამოვნო. შუქი აინთო და მთელი სივრცე გაცოცხლდა..კედლები სავსე იყო ნახატებით, ფერებით, ემოციებით, ისტორიებით.. პირველივე რაც დაინახა თავისი პორტრეტი იყო..ათი წლის წინანდელი ირაკლი - თბილი, მშვიდი, თითქმის უცხო..მიუახლოვდა... თითები ნელა გადაუსვა ტილოს..გვერდით სხვა ირაკლი ეხატა..მუქ ფერებში ჩაძირული, უცნობი..დიდი თმით და წვერით.. მუქ ფერებში, ეს ნახატი საშიშ და მრისხანე ადამიანის სახეს გადმოსცემდა, მიუხედავად იმისა რომ სახე საერთოდ არ ჩანდა ნახატზე.. მაინც..ამ ნახატს სერიოზულად დააკვირდა.. შედარებას აკეთებდა ორივე ნახატს შორის.. - შენ რომელი ვერსია უფრო მოგწონს? - ჩუმად ჰკითხა მარიამმა. - ორივეს აქვს თავისი სიმართლე... - ნელა თქვა მან - მაგრამ ახლა ეს ვარ... - შემდეგ სხვა ნახატმა მიიქცია ყურადღება. - კლდეები... ოქროსფერი და წითელი ტონები...ღამის ცა, სავსე მკვეთრი ვარსკვლავებით. - შენ ეს ადგილი იცი? - რა? - ეს უდაბნო ალულა.. საუდის არაბეთშია.. ის გაქვს დახატული - არა.. ინტერნეტში შემხვდა ფოტო და იმდენად მომეწონა დავხატე.. არც ვიცოდი სად იყო.. - კიდევ რა მოგწონს? ვარსკვლავების გარდა? - ირაკლი ნელა მიუახლოვდა მარიამს, იდუმალი მზერით - ზოგადად ხელოვნებით ვარ შეპყრობილი.. ხატვა..მუსიკა.. ვიოლინოს ნაზი ხმა მომწონს.. - ძალიან საინტერესოა... – ამ უდაბნოშია უდაბნოს ვარდი? - ირაკლის გულიანად გაეცინა - უდაბნოს ვარდი აქაა... ჩემს წინ - მათი მზერები გადაიკვეთა. - რეალურად.. "უდაბნოს ვარდი" არ არსებობს.. მე გამოვიგონე.. როგორც სიმბოლო, რაღაც ძალიან ლამაზის, იშვიათის და თითქოს შეუძლებლის, ასაღწერად.. რომელიც მკაცრ გარემოშიც კი ყვავის.. - მე კი მეგონა მართლა არსებობდა - ორივეს ეცინებოდა - როგორ წარმოგიდგენია ცხელ, მცხუნვარე უდაბნოში ვარდი მართლა იარსებებს? - საიდან უნდა ვიცოდეე? - ირაკლიმ ნაზად ნიკაპზე ხელი მოჰკიდა - არა პრინცესა.. ეს შენს ასაღწერად შექმნილი სახელი იყო.. - ირაკლიმ შეატყო მარიამს როგორ უხშირდებოდა სუნთქვა მასთან სიახლოვის დროს.. შემდეგ ხელი გაუშვა.. უკან დაიხია და აი მაშინ დაიწყო ნამდვილი თამაში.. ნახევრად ჩრდილში დადგა, შუქი მხოლოდ ერთ მხარეს ეხებოდა. მისი თვალები მუქად ანათებდა, მძიმე, ჩაძირული მზერით აკვირდებოდა მარიამს, თითქოს თავად იწვევდა და იზიდავდა მისკენ, შეხების გარეშეც კი. ტუჩებს შორის წვრილ ჩხირს ატრიალებდა ნელა, დაუდევრად, მაგრამ ეს დაუდევრობა განზრახ იყო, პროვოკაციული..მის მზერაში იყო რაღაც საშიში სიმშვიდე, თითქოს არ ცდილობდა, მაგრამ მაინც აიძულებდა მარიამი მისკენ მიეზიდა.. ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს მისკენ, თუმცა ჰაერი მათ შორის ისე დაიძაბა, თითქოს მანძილი საერთოდ აღარ არსებობდა. ირაკლი უბრალოდ უყურებდა...და ეს იყო ბევრად მეტი, ვიდრე შეხება - მარიამს სუნთქვა უცებ აერია, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა იმ სივრცეში, სადაც ირაკლი იდგა. გულისცემა ყელში აუვარდა და ყოველი წამი ზედმეტად ხმაურიანი გახდა მისთვის.. საკუთარი ფიქრებიც კი ზედმეტად ახლოს ისმოდა..ისე სწრაფად დაიძრა მისკენ, თითქოს ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ ნაბიჯებს, თითქოს რაღაც უხილავმა თოკი აცქაბა და ძლიერად მოქაჩა იდუმალი მამაკაცისკენ.. ირაკლისთან ისე ახლოს გაჩერდა, რომ მათ შორის დარჩენილი სივრცე თითქმის გაქრა. მარიამის თითები ჯერ ფრთხილად შეეხო მის წვერს თითქოს ამოწმებდა, მართლა იქ იყო თუ არა. შემდეგ უფრო თამამად გადაინაცვლა, ნელა, ნერვიულად, და მისი თითები ირაკლის ტუჩებს შეეხო. მარიამმა თავი დაეკარგა წამით, კონცენტრაცია მთლიანად გაეფანტა, თითქოს ყველაფერი ირგვლივ გაჩერდა..ირაკლიმ ოდნავ დაიჭირა მისი თითი, ძალიან ნაზად, და მის ფრჩხილთან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი კოცნა დატოვა..მარიამის თვალები წამიერად აირია.. თითქოს სხეულმა და გონებამ ერთდროულად დაკარგეს ბალანსი. თვალები ნელა დახუჭა, თითქოს იმ მომენტს დაელოდა, რაც უნდა მომხდარიყო.. მაგრამ ირაკლი არ ჩქარობდა, ის უყურებდა..უყურებდა ისე, როგორც ადამიანი უყურებს რაღაც ძალიან ძვირფასს, რომელსაც არ ეხება, რადგან იცის ამ დაძაბულობაში უფრო მეტი ძალაა, ვიდრე ნებისმიერ აჩქარებულ ნაბიჯში..მის მზერაში იყო მშვიდი კონტროლი, თითქმის ცივი სიმშვიდე, მარიამი კი მის წინ იდგა როგორც დაუფარავი ემოცია, ნახევრად ჩაძირული საკუთარ თავში, სუნთქვაგახშირებული და დაბნეული.. და სწორედ აქ გადაწყვიტა მუხრუჭზე ფეხი დაეჭირა, აღარ გააგრძელა, რადგან ძალიან შორს შეტოპავდა. თვალდახუჭულ მარიამს, რომელიც კოცნის მოლოდინში იყო, სახეზე ნაზად ჩამოუტარა თითები, შემდეგ ყელზე. მისი კანი თბილი იყო, ირაკლი ახლოს მიიწია და ყურში ჩუმად უთხრა: - ჩემი წასვლის დროა, უდაბნოს ვარდო... - მარიამმა თვალები გაახილა. იმ წამს თითქოს ყველაფერი ჩამოეშალა იმედი, მოლოდინი, ის უხილავი სივრცე, სადაც უკვე თავი ჰქონდა დაკარგული. რეალობამ უხეშად დააბრუნა მიწაზე. - მიდიხარ? ახლა?! - ხმა ოდნავ აუკანკალდა..ირაკლიმ ნელა დაუქნია თავი. - ვფიქრობ ასე აჯობებს - მერე ოდნავ დაიხარა, ლოყაზე ნაზად აკოცა, ისეთი შეხებით, რომელიც უფრო დამშვიდებას ჰგავდა, ვიდრე დასრულებას. ერთი წამით კიდევ შეხედა, თითქოს რაღაცის დამახსოვრებას ცდილობდა, და მერე ზურგი აქცია..ორივეს შორის დარჩა რაღაც უხილავი, დაუმთავრებელი, რომელიც არც წავიდა და არც დარჩა..მარიამი ერთ ადგილზე გაშეშდა - სუნთქვა აჩქარებული, გონება არეული. ის გრძნობა, რაც მის შიგნით იღვიძებდა, ერთდროულად ტკბილიც იყო და მტკივნეულიც. ირაკლის კი.. უფრო მეტად მძიმე, არეული, დაულაგებელი, უწესრიგო გრძნობამ დააკარგვინა მოსვენება.. გრძნობა რომლის გამოყენებაც იარაღივით სურდა კობას წინააღმდეგ, მაგრამ ამასთანავე ვერ ბედავდა.. საკუთარ თავს ვერ აძლევდა ამის უფლებას რომ ასე არაკუცურად მოქცეულიყო.. მას ვერ გამოიყენებდა.. მანქანაში ჩაჯდა და რამდენიმე წამი უძრავად იჯდა. სუნთქვა მძიმე ჰქონდა, თითქოს საკუთარ ფიქრებსაც ებრძოდა. მერე მკვეთრად დაარტყა საჭეს ხელი. - რას აკეთებ… რას აკეთებ?! - ჩახლეჩილი ხმით უთხრა საკუთარ ანარეკლს სარკეში. - ეს გზა არ არის შენი… შენ ამას ვერ გააკეთებ..ნუთუ რაც გიორგის უთხარი იმ გზისკენ მიდიხარ? მაგრამ ეს ხომ სატყუარა იყო გიორგისთვის.. შენ ამას ვერ გააკეთებ ირაკლი.. არ შეგიძლია.. არ ხარ ისეთი გარეწარი რომ ადამიანის გრძნობებით ითამაშო!.. ასე ვერ მოვექცევი.. ეს არ იქნება სწორი.. - მას მთელი გულით უნდოდა კობასთვის მარიამის წართმევა და ამხედრება, რადგან იცოდა სწორედ ამით დაარტყამდა კობას ყველაზე მტკივნეულ ადგილას.. მაგრამ არა ლაჩრულად.. ეს მის კანონებში არ ეწერა.. ადამიანი რომელიც უსამართლობის მსხვერპლი გახდა ოდესღაც, ახლა თავადაც ვერ მოიქცეოდა ვიღაცის მიმართ უსამართლოდ.. გიორგის მოატყუა რომ მარიამის გამოყენებას ცდილობდა, თუმცა ამას საერთოდ არ გეგმავდა.. არც კი განიხილავდა.. ეს მისი წესები არ იყო..თავი საჭეს დაადო. რამდენიმე წამი ასე იჯდა, თითქოს საკუთარ თავთან ჩუმ შეთანხმებას ცდილობდა და მერე… ყვირილი შემოესმა, მძიმე, გატეხილი, პანიკით სავსე ხმა, რომელიც ჰაერს ჭრიდა..ირაკლიმ თავი ასწია..ხეცურიანების ეზოდან შავი, სქელი კვამლი ამოდიოდა, გული წამში დაეძაბა, მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და სირბილით შევარდა ეზოში და აგიზგიზებულმა ცეცხლმა თვალები და სახე გაუნათა.. სახელოსნო ცეცხლის ალში იყო გახვეული.. ერთ დიდ, მშიერ ფერად გადაქცეულიყო ის სახელოსნო რომელშიც რამოდენიმე წუთის წინ იყო..ცეცხლის ტკაცუნი ჰგავდა გატეხილი ხის ძვლების ხრაშუნს, კობას სასოწარკვეთილი, გაბზარული, თითქმის არაადამიანური ღრიალი ყველაფერს სწვდებოდა.. - ჩემი შვილი შიგნითააა! გამოიყვანეთ ჩემი მარიამი!!!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


