შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აივანი მაზნიაშვილზე (VII თავი)


4-05-2026, 23:24
ავტორი gordon
ნანახია 1 425

დილის მზის სხივებმა ანას ოთახში ფრთხილად შემოაღწიეს, თითქოს ეშინოდათ იმ ჯადოსნური სიზმრის გაფანტვა, რომელიც ჯერ კიდევ აცოცხლებდა გოგონას ღიმილს. გამოღვიძებულს თითქოს ისევ მხრებზე აწვა სვანეთის გრილი ჰაერი და თითებში მინდვრის ყვავილების სურნელი ჰქონდა შერჩენილი.
საოცარი სიმსუბუქე იგრძნო. ის გაურკვევლობა, რომელიც აქამდე გულს უმძიმებდა, დემეტრეს დანაპირებს თოვლივით გაედნო. საწოლში წამოიწია, ფანჯრიდან მოჩანს თეთრი ღრუბლები, რომლებიც ახლა უკვე აღარ ეჩვენებოდა შორეულ და მიუწვდომელ სამყაროდ. ისინი უკვე გეგმად იქცნენ, რეალობად, რომელიც სულ მალე უნდა დამდგარიყო.

ნელა წამოდგა, თითქოს ეშინოდა, ზედმეტი მოძრაობით არ დაეფანტა ის შინაგანი სიმშვიდე, რომლითაც გაიღვიძა. იატაკი გრილი იყო, მაგრამ ეს სიგრილეც კი სასიამოვნოდ ეჩვენებოდა — თითქოს საბოლოოდ იგრძნო, რომ აქ და ახლა იყო.
სამზარეულოში გასვლისას წყალი დაადგა. ჩაიდანი ჩუმად შიშინებდა, ოთახში კი დილის სინათლე თანდათან უფრო თამამად იკავებდა ადგილს. ტელეფონს გახედა — შეტყობინებები იყო, გოგონების ჩატიც ცოცხლობდა, იქეთ თაიასაც მოეწერა სამსახურის მერე ჩემთან ამოდიო.

სამუშაო დღე თითქოს ძალიან გაიწელა, საქმე იმაზე ცოტა იყო ვიდრე ზოგადად, ალბათ ამის ბრალიც იყო დრო რომ ვერ გაყავდა — თან ფიქრებით თაიასთან იყო.
შესვენების შუალედში დედამისს ელაპარაკა, გახარებული იყო ქალი, როგორც იქნა სოფელში ამინდი გამოვიდა ნორმალური და ბოსტანი წელს მაინც გაიხარებსო
ისიც მოკითხა ამ საზაფხულოდ ხომ ჩამოხვალო,
—ჩამოვალ, ოღონდ დიდიხანი ვერ გავჩერდები დე, რაღაც გეგმები მაქვს.
—მთავარია ჩამოხვიდე, რამდენი ხნით ფიქრობ ისე?
—კვირაზე მეტი გავჩერდები, მერე რაჭაში წავიდეთ გოგონები იქნება, თუ მოვუბით თავი.
—იზამთ დედა, მაგას რაღა უნდა, ჩამოიყვანე ისე შენი გოგონები აქეთაც, მოენატრებოდათ გურია.
—ხო, ვეტყვი, ვნახოთ რას მეტყვიან, მე და თაია ერთად წამოვალთ სავარაუდოდ.
—შენ და თაია სულ ერთად დადიხართ შვილო, რაღა ახლა განცალკევდებით.
—ეგეც მართალია. კარგი, წავედი, შევჭამ ცოტას და ამომეწურება შესვენებაც.
—მიდი დე, დარეკე ძილის წინ.
—დიახ ქალბატონო.

ტელეფონი გათიშა და სახეზე ღიმილი შერჩა. დედამისის ხმა ყოველთვის ახერხებდა მის დაბრუნებას იმ უდარდელ სამყაროში, სადაც ყველაზე დიდი საფიქრალი ბოსტანი და მზის გამოსვლა იყო. გურია... იქაური ჰაერი, სხვანაირი სურნელი და სიმშვიდე ახლა ძალიან სჭირდებოდა, თუმცა გონების ერთ კუთხეში მაინც ის მთიული ბიჭის ნათქვამი უტრიალებდა.
საჭმელი ისე დაამთავრა, გემოც ვერ გაიგო. მისი ფიქრები გამუდმებით თაიასთან გარბოდა. თაია მისი „მეორე მე“ იყო, ადამიანი, რომელმაც ანას ყველაზე დამალული ემოციებიც კი იცოდა და ახლა ანას დრო იყო თაიას დამალული ფიქრების ამოცნობის.

სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სასწრაფოდ შეირბინა საძინებელში, მოწესრიგდა, თავისუფალი ტანისამოსი ჩაიცვა და უკანმოუხედავად გავარდა ქუჩაში.
საღამოს თბილისი სახეში თბილად შეეფეთა. ქუჩებში ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ანა ამას თითქოს ვერ ამჩნევდა იმდენ ადგილას დაფარფატებდა მისი ფიქრები.
გზად მაღაზიასთან შეჩერდა, იცოდა, თაიას რა უყვარდა და ცოტა ტკბილეული გააყოლა ხელს — ერთგვარი „მოსასყიდი“ იმ გრძელი საუბრისთვის, რომელიც წინ ელოდათ.

თაიას კარზე ზარი დარეკა. — მოვედი! — დაიძახა, როგორც კი კარი გაიღო და მეგობრის დანახვაზე მაშინვე იგრძნო, რომ ის სიმძიმე, სამუშაო დღეს რომ დაჰყვებოდა, სადღაც გაქრა.
— ძლივს! — გადაეხვია თაია. — რა არის ამხელა პარკი, ამოდი ისე!
—ისე ლაპარაკს და ჭორაობას „მუღამი“ არ აქვს.
—შედი,შედი.
—მარტო ხარ?
—ხო, ჩემი და ქალაქგარეთ გავიდა,დაბადების დღე აქვს მაგის მეგობარს და ერთად აღნიშნავენ.
—ნატა დეიდა?
—სოფელში წავიდა შაბათს, ხვალ ჩამოვა, საღამოს.
—დამიტოვებ ანუ დღეს?
—დაგიტოვებ.
— ნატა დეიდას გარეშე ეს სახლი რაღაცნაირად ზედმეტად დიდი და ჩუმია ხოლმე, მაგრამ ჩვენს ამბებს ზუსტად ეგეთი „კონსპირაციული“ გარემო სჭირდება.
გოგონები სამზარეულოში მოკალათდნენ. თაიამ მაშინვე ჩაიდანი დადგა, ანამ კი პარკიდან შოკოლადები და ხილი ამოალაგა. თაია აკვირდებოდა მეგობარს — ამჩნევდა, რომ ანა ჩვეულებრივზე მეტად ფუსფუსებდა, თითქოს მთავარი სათქმელისთვის ძალებს იკრებდა.
— აბა, — დაიწყო თაიამ და სკამი ახლოს მიაჩოჩა, — დაიწყე ახლა.რა ქენი, წააგე თამაში?
—წავაგე, ხო. — დაწვრილებით მოუყვა ანამ მეგობარს მათი დაშლის შემდეგ მომხდარი ამბები, წაგება, სურვილი, სამზარეულოში ფუსფუსი, გვიანი დიალოგი და დემეტრეს პირობა .
—სულ მწამდა რომ მთის კაცებს ჩავიგდებდით ხელში — თაიამ დაქალს ჩაუკრა თვალი და ყავა მოსვა.
—ჩავიგდებდით?—დაქალის კისკისით მიხვდა ანა რაშიც იყო საქმე — მოყევი , თაია , არ მახვეწნინო!
—რა გაინტერესებს ?
—ყველაფერი, ბიჭის სახელიც არ დაგცდენია ყველაფერს რომ თავი დაანებო.
—კიბატონო,დავიწყოთ სახელით.
—ნუ მიწელავ თაია, დავიტანჯე!
—მათე არაბული.
—არაბული?
—დიახ, მაგიტომ გითხარი მთის კაცები ჩავიგდეთ ხელში მეთქი.
—თუ მჯეროდეს. მოყევი ახლა, ჰე, რა მოხდა ბარის მერე ?
ანამ სკამზე მოხერხებულად მოიკალათა, შოკოლადის ფილა გატეხა და თაიას ისეთი მზერით მიაშტერდა, თითქოს მისგან აღსარებას ელოდა. მათე არაბული... სახელიც კი როგორი ჟღერადი და მტკიცე იყო.
— მათე არაბული... — გაიმეორა ანამ და ჩაეღიმა. — აშკარად რაღაც „მთიულურ-ხევსურული“ შეთქმულებაა ჩვენს წინააღმდეგ. აბა, დაიწყე!
— ბარის მერე... სიმართლე გითხრა, მეგონა, რომ უბრალოდ ტაქსამდე მიმაცილებდა და იქ დამთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ ისეთი ტიპი არ აღმოჩნდა, ადვილად რომ გიშვებს.
— მერე?
— მერე მითხრა, ასეთ ღამეს ტაქსით წასვლა დანაშაულიაო. ფეხით წავედით. თითქმის ნახევარი თბილისი ფეხით გადავჭერით. იცი, როგორია? ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ყოველი სიტყვა... აი, ზუსტად მიზანში რომ არტყამს, ისეთია. თავიდან მეც ძალიან სიტყვავძუნწობდი და ალაპარაკდა თვითონ, სხვა რა გზა ჰქონდა.
—ფეხით, მთელი თბილისი...
—ხო , რომ მოვედით რას მეუბნება იცი? თამაშს არ ვთამაშობ და შემდეგი შეხვედრა შემთხვევითობა აღარ მინდა რომ იყოსო.
—ბატონო?
—საკმაოდ პირდაპირია, კი.
—მერე, ეგ შემდეგი შეხვედრა?
—ხვალ.
—პაემანზე მიდიხარ გოგო?—ისე წამოხტა ანა ფეხზე სკამი, რომელზეც იჯდა წაიქცა.
—ჩუმად ანა, რა გაღრიალებს?!
—მაღრიალებს კიარა აქვე რომ არ ვცეკვავ არ გიკვირს?
—კარგი,ხო, მშვიდად.
—ვერ შეგპირდები. ეს ბარმენი ნახე რაა.
—არც მარტო ბარმენი ყოფილა.
—აბა?
—თავისი ბარი აქვს, ეს ბოლო კვირაა მეგობარი რომ ყავს მენეჯერი იმას ეხმარებოდა თურმე, სანამ ახალ კადრს აიყვანდა.
—ანუ ბიზნესმენი გამოდის? თუ რაცაა.
—რა ვიცი რა გამოდის, უმუშევარი არ არის რაც მთავარია, თორემ სულ მთიდან რომ ფეხით ჩამოსულიყო და დაეჩოქა მაინც არ შევხედავდი ზედ. — გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგე, თან საქმეს აკეთებდა , თან დაქალს ესაუბრებოდა — ცოტა მაშინებს ეგ სითამამე. თან ეს მთის ამბავიც... ხომ იცი, მე და "ველური ბუნება" როგორ ვერ ვეწყობით ერთმანეთს. მთავარია, ცივილიზაციას არ იყოს მოწყვეტილი, თორემ მართლა არაფერი გამოვა.
—საკმოდ დიდი ხანი საუბრობდით შეხვედრამდე, ბარშიც რომ გიყურებდით წინა კვირით დიალოგის წაყვანა და კომუნიკაცია აშკარად ეხერხება, არ გავს გადამთიელ ტიპს, ამიტომ არ დაიწყო ახლა პესიმისტური გამოძახილები, გაყევი დინებას და ნახე რა მოხდება.
—მორევში არ ჩამითრიოს, მთავარია.
—არსად ჩაგითრევს. რა გეგმებია ხვალისთვის? შუა სამუშაო კვირას რომ დაგპატიჟა ისე პაემანზე როგორ დათანხმდი?
—ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ.



სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დილის თბილისი ჩვეულ რიტმში იღვიძებდა, თუმცა თაიასთვის ქალაქის ხმაური შორეულ ფონად ქცეულიყო. ფიქრები ჯიუტად წინა საღამოს დეტალებს უბრუნდებოდა. ანას ენერგიულმა გამხნევებამ მართლაც იმოქმედა; შიში ნელ-ნელა სასიამოვნო მოლოდინმა შეცვალა, რომელიც მუცლის ღრუში მსუბუქ ჩხვლეტად იგრძნობოდა.

ოფისში გატარებული საათები მონოტონურად გაიწელა. კომპიუტერის ეკრანზე ციფრები და ტექსტები ერთმანეთში ირეოდა, ყავის ყოველი ყლუპი კი მხოლოდ დროის მოკვლის საშუალება იყო. პერიოდულად ტელეფონს დახედავდა, თითქოს ეკრანის სინათლე დაადასტურებდა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არა მისი წარმოსახვის ნაყოფი.

ფანჯრის მიღმა მზე ნელა იხრებოდა დასავლეთისკენ, ჩრდილები გრძელდებოდა და სამუშაო დღის დასასრულიც ახლოვდებოდა.
სახლში დაბრუნებულმა, მომზადება აუჩქარებლად დაიწყო. სარკის წინ დგომისას საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა და ცდილობდა იმ სიმტკიცის პოვნას, რომელსაც ანა მასში ასე თავდაჯერებულად ხედავდა.

კლასიკური სამოსი სხეულზე მსუბუქად ეხებოდა, რაც კიდევ უფრო უმძაფრებდა იმის შეგრძნებას, რომ ეს საღამო განსაკუთრებული იქნებოდა. როდესაც ბოლოჯერ შეისწორა თმა და ჩანთას ხელი დაავლო, ოთახში დამდგარმა სიჩუმემ თითქოს სუნთქვა შეუკრა — წინ "არაშემთხვევითი" შეხვედრა ელოდა, რომელიც შესაძლოა მისთვის სულ სხვა, მთისპირა თუ ქალაქურ, ახალ ისტორიად ქცეულიყო.


თაიას სადარბაზოსთან შავი, მტვრიანი, მაგრამ ძლიერი SUV იდგა, რომელიც თბილისის ვიწრო ქუჩაში ცოტა უცხოდ გამოიყურებოდა. მათე მანქანაზე მიყრდნობილი ელოდა; თეთრი პერანგის მკლავები აკეცილი ჰქონდა, რაც მის მთიელისთვის დამახასიათებელ მკვეთრ ნაკვთებს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.
— ზუსტად ისეთივე პუნქტუალური ხარ, როგორიც წარმოგიდგინე, — ჩაილაპარაკა მათემ და კარი გაუღო.
— არ მიყვარს ლოდინი და არც სხვას ვაცდენ, — გაეღიმა თაიას და მანქანაში დაჯდა, სადაც ძვირადღირებული სუნამოს გრილი სურნელი ირეოდა.
— შორს მივდივართ? — იკითხა გოგონამ, როცა შეამჩნია, რომ ქალაქის ხმაურიან ცენტრს სცილდებოდნენ.
— ერთ ადგილას მიგიყვან, სადაც ქალაქი ხელისგულზე ჩანს, მაგრამ ხმაური არ აღწევს.

მათემ თაია მთაწმინდის ერთ-ერთ მყუდრო, იზოლირებულ ტერასაზე მიიყვანა.
მაშინვე გაახსენდა გოგონას ანას მონაყოლი მისი და დემეტრეს პირველ პაემანზე, თუმცა ამაზე არაფერი უთქვამს - კი გაუჩნდა ეჭვები, თუმცა იმ მომენტისთვის გადაწყვიტა არაფერი ერთქვა.

მაგიდაზე მხოლოდ ორი სანთელი და წითელი ღვინო დახვდათ. ხედი მართლაც შთამბეჭდავი იყო — აციმციმებული თბილისი მათ ფეხქვეშ იშლებოდა.
— აბა, — დაიწყო თაიამ და ჭიქას თითები შემოაჭდო, — ბარმენი, რომელიც სინამდვილეში ბიზნესმენია და "თამაშებს არ თამაშობს". კიდევ რას მიმალავ?
— სიმართლე გითხრა, არაფერს, — მათემ პირდაპირ თვალებში შეხედა. — ის ბარი ჩემი მეგობრისაა, მე უბრალოდ წილი მაქვს. იქ იმიტომ ვიყავი, რომ ხანდახან საქმეს უნდა მოსწყდე და ხალხს სხვა მხრიდან შეხედო. ის ერთი კვირა ჩემთვის დასვენება იყო, სანამ მთაში დავბრუნდებოდი.
— ანუ, აქაურობას მაინც ტოვებ? — თაიამ სცადა ხმაში იმედგაცრუება არ შეპარვოდა.
— ზაფხულობით ჩემი საქმე იქაა. ოჯახური სასტუმრო, ტურისტები, მთები... მაგრამ ახლა, მგონი, მიზეზი მაქვს, რომ თბილისში უფრო ხშირად ჩამოვიდე.
—და მაინც რა მიზეზია?
—წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ჯერ-ჯერობით კარგად მიდის და შეიძლება მალე გაგანდო — თვალი ჩაუკრა და ჭიქა გამოართვა, ღვინო ჩამოასხა.
—ანუ გეგმებს წინასწარ არ ამხელ.
—იშვიათად.
—ეს ბარი... — სანამ თაია კითხვის დასრულებას მოასწრებდა მათემ სიტყვა გააწყვეტინა.
—ჩემია, კი. ბოდიში, ვიცი ძალიან ბანალურია ჩემივე ბარში რომ მოგიყვანე, მაგრამ ბოლო წამს დამთანხმდი პაემანზე და იმედი გადაწურული მქონდა უკვე. — თაიას ჩაეცია, თან კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს თვალი, გაიხსენა ანას აღწერილი გარემო, ხედი ქალაქზე, კუთხის კარადა მრავალი ფირით და ფირსაკრავით.
—ახალგახსნილია? ხალხიც ცოტაა, თან ამ ტერიტორიაზე ხშირად მიწევდა სიარული და აქამდე არ შემიმჩნევია.
—კი, ახალგახსნილია.
—არ არის ბანალური, ნუ ღელავ — მანუგეშებელი, თბილი ღიმილით შეხედე თაიამ ოდნავ აღელვებულ მათეს, რომელიც ცდილობდა სახეზე არაფერი დატყობოდა და ღვინო მოსვა.

ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და მათეს დააკვირდა. მისი პირდაპირობა უცნაურ დისონანსში მოდიოდა იმ სიმშვიდესთან, რასაც ეს გარემო აფრქვევდა. გოგონა გრძნობდა, რომ ყოველი სიტყვა, რომელსაც მათე ამბობდა, აწონილი იყო, თუმცა მაინც ზედმეტად თამამი მისი ფრთხილი ბუნებისთვის.
— იცი, მათე, — დაიწყო თაიამ დინჯად, — ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ "თამაშს არ თამაშობენ", როცა სინამდვილეში უბრალოდ სხვებზე კარგად იციან სვლების გათვლა. შენი ეს "გეგმები", რომლებსაც წინასწარ არ ამხელ... ცოტა არ იყოს, მაფიქრებს.
მათემ სკამის ზურგს მიეყრდნო და თაიას მზერას არ აარიდა თვალი. მისი სახის გამომეტყველება უფრო დაღვინებული გახდა, ვიდრე მანამდე, ბარის დახლთან ყოფნისას.
— სიფრთხილე კარგი თვისებაა, — თქვა მან დაბალი, მშვიდი ხმით. — განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიღაც უცხო შენს ცხოვრებაში ასე მოულოდნელად იჭრება. მაგრამ დამიჯერე, არანაირი სტრატეგია არ მაქვს. უბრალოდ, არის მომენტები, როცა ზუსტად იცი — თუ ახლა არ იმოქმედებ, მერე შეიძლება გვიან იყოს.
— "გვიან" ძალიან ფარდობითი ცნებაა, — თაიამ ოდნავ ჩაეღიმა და თითებით ჭიქის კიდეს მიჰყვა. — მე მირჩევნია, მოვლენებს თავისი დინება ჰქონდეს. აჩქარებული ნაბიჯებით გადადგმული გზა ხშირად მალე იღლება.
— გეთანხმები, — დაეთანხმა მათე და პაუზა გააკეთა. ფირსაკრავიდან წამოსულმა ხავერდოვანმა მელოდიამ ოთახში დამდგარი სიჩუმე შეავსო. — ამიტომაც ვართ აქ. არანაირი ხმაური, არანაირი ზედმეტი ადამიანი. მხოლოდ დრო, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთის გასაცნობად გამოვიყენოთ.
თაიამ ფანჯრისკენ გაიხედა. ქალაქის შუქები ათასობით პატარა წერტილად იბნეოდა შორს, სიბნელეში. მათესთან ყოფნა მისთვის ერთგვარი გამოცდა იყო — საკუთარ თავთან და იმ ბარიერებთან, რომლებსაც ასე სათუთად აშენებდა წლების განმავლობაში.
— შენზე მიამბე, — თქვა თაიამ ცოტა ხნის შემდეგ და ისევ მათეს მიუბრუნდა. — ოღონდ არა როგორც ბიზნესმენზე ან ბარმენზე. რა არის ის, რაზეც არასდროს საუბრობ პირველ პაემანზე?
მათეს თვალებში ინტერესის ნაპერწკალი აინთო. მან დაინახა, რომ თაია არ ეძებდა სტანდარტულ პასუხებს. ის მის სიღრმეებს აკვირდებოდა, ისევე როგორც თავად აკვირდებოდა გოგონას მთელი ეს საღამო.
— პირველ პაემანზე არასდროს ვამბობ, რომ ხანდახან მეც მეშინია, — აღიარა მათემ მოულოდნელი გულწრფელობით. — მეშინია, რომ ის სიმშვიდე, რომელსაც ასე ვუფრთხილდები, შეიძლება ერთ დღეს ვინმე სხვამ დაარღვიოს და მერე აღარ ვიცოდე, როგორ დავბრუნდე საწყის წერტილში.
თაია გაოცდა. ეს არ იყო ის პასუხი, რასაც ასეთი თავდაჯერებული კაცისგან ელოდა. მისმა "ორჭოფობამ" წამით უკან დაიხია და ადგილი გაუთავისუფლა რაღაც ახალს, რასაც ჯერ სახელს ვერ არქმევდა.
— სიმშვიდის დარღვევა ყოველთვის ცუდი არ არის, — ჩაილაპარაკა თაიამ და პირველად იგრძნო, რომ მათეს მზერა აღარ იყო მძიმე. — ხანდახან სწორედ ეს ქაოსია საჭირო იმისთვის, რომ დაინახო, სინამდვილეში ვინ ხარ.
— შესაძლოა, — დაეთანხმა მათე და ჭიქა ასწია. — მაშინ, ამ "ქაოსს" გაუმარჯოს, რომელიც ჯერ მხოლოდ დასაწყისშია.
თაიამ ჭიქა მიუჭახუნა, თუმცა გულში მაინც დაიტოვა ერთი პატარა ეჭვი — ისეთი, როგორიც მხოლოდ დიდხანს ნაშენებ ციხესიმაგრეებს ახასიათებთ, სანამ პირველი აგური არ შეინძრევა.

სანამ თაია და მათე ქალაქის თავზე, სანთლების შუქზე დროს აჩერებდნენ, ანას საღამო სრულიად სხვა რიტმში მიედინებოდა. არ შეეძლო უბრალოდ მშვიდად ჯდომა და ლოდინი, როდის დაბრუნდებოდა მეგობარი პაემნიდან. თუმცა, ამჯერად მისი მოუსვენრობის მიზეზი მხოლოდ თაია არ იყო. ერთი საათის წინ დემეტრესგან შეტყობინება მიიღო, გაემზადე, შემოგივლი და გავიდეთო.
”ის მაინც მითხარი სად მივდივართ, რა ჩავიცვა?“
„თავისუფლად.’
მხოლოდ ეს მიწერა, ანაც მიხვდა, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, თან, სიმართლე უნდა ითქვას, არც უფიქრია უარის თქმა.
დრო მთლიანად გამოიყენა , თმას ივარცხნიდა კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა.
კარი გააღო და დემეტრე დაინახა. ისე იდგა, თითქოს არსად ეჩქარებოდა, ერთი ხელი ჯიბეში ჩაეყო, მეორეთი კი მანქანის გასაღებს ათამაშებდა. თვალებში ის ნაცნობი, ოდნავ ირონიული, მაგრამ მაინც თბილი ნაპერწკალი უელავდა.
— როგორც ყოველთვის, ბოლო წუთამდე თმას ივარცხნი, — ჩაილაპარაკა დემეტრემ და ანას თავიდან ფეხებამდე შეავლო მზერა.
— მოთმინება სათნოებაა, დემეტრე, არ გსმენია? — მიუგო ანამ და ჩანთას ხელი დაავლო. — თანაც, "თავისუფლად" ძალიან ბუნდოვანი მცნებაა. არ მინდა აღმოჩნდეს, რომ სადმე ისეთ ადგილას მივდივართ, სადაც ჩემი კედები კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება.
— ჩემთან ერთად არასდროს იქნები კონტექსტიდან ამოვარდნილი, — მშვიდად უპასუხა კაცმა და გზა დაუთმო, რომ სადარბაზოდან გასულიყო.
—ოჰო, როგორი შემართებაა.— აღტაცებულმა შემოიძახა მესხმა, საბოლოოდ დაიყენა თმა, სავარცხელი სარკესთან დადო და ოთახიდან გავიდა. სახლში შუქები ჩააქრო, გასაღებით გადაკეტა კარი და ისევ ბურდულს მიუბრუნდა — ახლა მაინც მითხარი სად მივდივართ.
—ვიფიქრე ბოულინგშიც დაგამარცხებდი.
—ბოულინგი? სერიოზულად? — ანამ სიცილი ვერ შეიკავა და კიბეებზე დაეშვა.
— შენი თავდაჯერებულობა უკვე საზღვრებს სცდება. ჯერ ერთი, საიდან მოიტანე, რომ დამიმარცხებ და მეორეც... ბოულინგი მაინცდამაინც "თავისუფალ" ჩაცმულობასთან არ ასოცირდება, როცა საქმე ჩემს აზარტს ეხება.
— ზუსტად მაგიტომაც გითხარი, თავისუფლად ჩაიცვი-მეთქი, — ჩაეცინა დემეტრეს, კარი გაუღო და დაელოდა, სანამ ანა მანქანაში მოკალათდებოდა.
— ვიცი, რომ მოგება გიყვარს, მაგრამ დღეს მოგიწევს შეეგუო, რომ ყველა სფეროში ვერ იქნები პირველი.
— ვნახოთ, — გამომწვევად მიუგო ანამ და ღვედი შეიკრა.
— იმედია, წაგებასაც ისეთივე ღირსებით შეხვდები, როგორითაც ამ დაპირებებს არიგებ.
მანქანა დაიძრა. ანა ხედავდა, როგორ მშვიდად ედო დემეტრეს ხელები საჭეზე. მასში იყო რაღაც ისეთი, რაც ანას მუდმივად აიძულებდა თავდაცვის რეჟიმში ყოფილიყო, თუმცა ამავდროულად, ეს დაძაბულობა უცნაურად სასიამოვნოც იყო.
მანქანაში მუსიკა დაბალ ხმაზე უკრავდა, თუმცა ანასთვის დემეტრეს გვერდით ყოველი სიჩუმე უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი მელოდია.
— ისე, ყველაფერი წინასწარ გაქვს ხოლმე დაგეგმილი თუ ხანდახან იმპროვიზაციასაც მიმართავ? — ჰკითხა ანამ და ცალი თვალით დემეტრეს დააკვირდა.
— გააჩნია, რა არის მიზანი, — ისე უპასუხა კაცმა, რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია. — ბოულინგი უბრალო გასართობია, იქ გეგმები არ ჭრის. აი, სხვა რაღაცები... იქ სიზუსტე მიყვარს.
— მაგალითად? — ანა ოდნავ მისკენ გადაიხარა.
— მაგალითად ის, თუ როგორ უნდა დაგარწმუნო, რომ ჩემთან ერთად მგზავრობა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება.
ანამ ჩაიცინა და თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა, სადაც ქუჩის ლამპიონები გრძელ ზოლებად იწელებოდა.
— შენ გგონია, რომ ამდენი დაჯერებული სიტყვა საკმარისია? მე რთულად ვენდობი ადამიანებს, დემეტრე. მით უმეტეს მათ, ვინც ასე მარტივად იძლევა დაპირებებს.
— დაპირებებს მხოლოდ მაშინ ვიძლევი, როცა ვიცი, რომ მათი შესრულება შემიძლია, — დემეტრემ მანქანა შუქნიშანზე გააჩერა და ანას პირდაპირ თვალებში შეხედა. მისი მზერა ამჯერად მოკლებული იყო ირონიას, რაც გოგონასთვის უფრო დამაბნეველი აღმოჩნდა. — ნდობა კი არ უნდა "მომცე", ანა. ნდობა უნდა მოვიპოვო. დღეს უბრალოდ მინდა, რომ ცოტა ხნით დაივიწყო შენი კედლები.
— ჩემი კედლები ჩემი დაცვაა, — თქვა ანამ უფრო სერიოზულად, ვიდრე აპირებდა.
— ჩემთან დაცვა არ გჭირდება, — დემეტრემ სიჩქარეში გადართო და მანქანა ადგილიდან ნელა დაძრა. — პირიქით, რაც უფრო მეტად იქნები შენს თავთან მართალი, მით უფრო საინტერესო იქნება ჩვენი თამაში.
— ესე იგი, მაინც თამაშს ეძახი?
— ცხოვრებაც თამაშია, ანა. მთავარია, ვისთან ერთად ხარ გუნდში. დღეს, მაგალითად, მოწინააღმდეგეები ვართ, მაგრამ ხვალ... ხვალ შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენს მხარეს ვდგავარ.
— მაგას მხოლოდ ბოულინგის შემდეგ გეტყვი, — ენა გამოუყო ანამ და შინაგანი დაძაბულობა ისევ ხუმრობაში გადაიტანა. — ჯერ ვნახოთ, როგორ უმკლავდები დამარცხებას.
— დამარცხება ჩემს ლექსიკონში არ არის, — ჩაეღიმა დემეტრეს და მანქანა პარკინგზე დააყენა. — წამოდი, მესხო. ვნახოთ, რამდენად მყარად დგახარ შენს "კედლებზე", როცა ბურთი ხელში გიჭირავს.

ბოულინგის დარბაზში ხმაური და მუსიკა ერთმანეთში ირეოდა, მაგრამ ანასთვის სამყარო მხოლოდ იმ პრიალებელ ბილიკამდე დავიწროვდა, რომლის ბოლოშიც კეგლები გამომწვევად იდგნენ. ანგარიში მართლაც თანაბარი იყო. ანას ხელები ოდნავ უთრთოდა, თუმცა ცდილობდა დემეტრესთვის ეს არ ეჩვენებინა.
— აბა, მესხო, ბოლო შანსია, — დემეტრე იქვე, მაღალ სკამზე იჯდა და ბურთს ათამაშებდა. ის ისეთი მშვიდი იყო, თითქოს საერთოდ არ ადარდებდა შედეგი, რაც ანას კიდევ უფრო მეტად უფორიაქებდა ნერვებს. — თუ ახლა ააცილებ, მოგიწევს აღიარო, რომ მთიულური სიზუსტე ქალაქურ აზარტზე ძლიერია.
— ოცნებას კაცი არ მოუკლავს, ბურდულო, — მიუგო ანამ და მძიმე, ლურჯი ბურთი აიღო. — სიზუსტეზე მეტად, აქ სულიერი წონასწორობაა მთავარი, შენ კი აშკარად ცდილობ ჩემი წონასწორობიდან გამოყვანას.თან გავიწყდება, რომ არც მე ვარ ქალაქელი.
— მე? უბრალოდ გაკვირდები, — ჩაეცინა დემეტრეს.
ანა ბილიკის დასაწყისში დადგა. ღრმად ჩაისუნთქა, თვალები მოჭუტა და მიზანში ამოიღო ის ერთი, ცენტრალური კედლი, რომელიც მთელ ამ "ციხესიმაგრეს" იჭერდა. ბურთი ხმაურით დაეშვა იატაკზე, სწორხაზოვნად გაგორდა და რამდენიმე წამში დარბაზში მსხვრევის სასიამოვნო ხმა გაისმა.
— სტრაიკი! — იყვირა ანამ და ჰაერში მუშტი შემართა. — ხედავ? აი, შენი წაგების დასაწყისი!
დემეტრე ნელა წამოდგა. მის სახეზე არანაირი იმედგაცრუება არ ასახულა, პირიქით — თითქოს სწორედ ამას ელოდა. მან თავისი ბურთი აიღო და ბილიკისკენ წავიდა.
— შთამბეჭდავი იყო, არ უარვყოფ, — თქვა მან და ანას გვერდით ჩაუარა. — მაგრამ სტრაიკი მხოლოდ ნახევარი საქმეა. ნამდვილი გამარჯვება მაშინ მოდის, როცა წნეხის ქვეშაც ისევე სტაბილური ხარ, როგორც მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის.
დემეტრემ დამიზნებას დიდი დრო არ მოანდომა. მისი მოძრაობა იყო სწრაფი, მკვეთრი და ზედმეტი გაპრანჭვის გარეშე. ბურთი ისეთი ძალით დაეჯახა კეგლებს, რომ ხმა მთელ დარბაზს გადასწვდა. დაფაზე ციფრები აციმციმდა — კვლავ ფრე.
— მგონი, ბედისწერა გვეხუმრება, — თქვა ანამ და სუნთქვა გაუხშირდა, როცა დემეტრე მასთან ძალიან ახლოს მოვიდა, რომ ბურთები დაებრუნებინათ.
— ბედისწერა არაფერ შუაშია, — დემეტრემ ხმა დაუწია, მზერა კი ისეთი პირდაპირი ჰქონდა, რომ ანამ წამით დაივიწყა, სად იმყოფებოდა. — უბრალოდ, ზოგიერთი თამაში ისეა მოწყობილი, რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთი ვერ იქნება. ან ორივე ვიგებთ, ან საერთოდ არ ღირს დაწყება.
— და ახლა რას მთავაზობ? — ჰკითხა ანამ და იგრძნო, როგორ გაუცხელდა ლოყები.
— გთავაზობ, რომ ეს ფრე ზავად გამოვაცხადოთ. სამაგიეროდ, შემდეგ შეჯიბრში, იქ, სადაც ბილიკები ასეთი სწორი არ არის, ვნახოთ, ვინ უფრო მედგარი აღმოჩნდება.
—რატომ მელაპარაკები ამ შეფარული წინადადებებით?!
—რადგან ვიცი,რომ მიხვდები რასაც ვგულისხმობ.
—პირდაპირ რომ მითხრა?
—მომწონს როცა გაწვალებ, წითურო.


მანქანა სახლთან გაჩერდა - ჩუმად აიარეს სადარბაზოს კიბეები, თუმცა დიდიხანი არ გაგრძელებულა დუმილი.
— ოზის მოენატრე, — თქვა მან მოულოდნელად, თან ხმაში ისეთი სერიოზულობა გაერია, რომ ანას ჯერ გაუკვირდა, მერე კი გაეღიმა.
— ოზის? — გადაიმეორა ანამ. — დარწმუნებული ხარ, რომ სწორედ მას მოვენატრე და არა მის პატრონს, რომელიც მთელი საღამოა "ნდობის მოპოვებაზე" მელაპარაკება?
— ოზი ბევრად უფრო გულწრფელია თავის გრძნობებში, ვიდრე მე, — ჩაეცინა დემეტრეს. — თან, შემპირდი, რომ ნახავდი. შემოდი ცოტა ხნით, ნახე და თუ ძალიან დაღლილი იქნები, მაშინვე გაგიშვებ.
ანამ წამით დააყოვნა. იცოდა, რომ დემეტრეს სახლში შესვლა კიდევ ერთი ნაბიჯი იყო იმ უხილავი საზღვრის გადასაკვეთად, რომელსაც ასე უფრთხილდებოდა, მაგრამ ოზის ხსენებამ მისი წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხა.
— კარგი, მხოლოდ ხუთი წუთით. ოზის ხათრით, — ხაზგასმით თქვა მან.

კარში გამოვარდნილმა ოზიმ ანას გარშემო ტრიალი და კუდის ქიცინი ისე დაიწყო, რომ გოგონა იძულებული გახდა ჩამუხლულიყო და მოფერებოდა.
— ნახე, რა დღეშია, — თქვა დემეტრემ, რომელიც კართან იდგა და ამ სცენას აკვირდებოდა. — მგონი, ჩემზე უკეთესი ინტუიცია აქვს. მაშინვე ხვდება, ვინ არის "თავისი".
— ჩაის დალევ? თუ ისევ "საბრძოლო" განწყობაზე ხარ? — ჰკითხა დემეტრემ და სამზარეულოსკენ გაემართა.
— ჩაიზე უარს არ ვიტყვი, — უპასუხა ანამ და ფრთხილად ჩამოჯდა დივანზე, ოზი კი მაშინვე მის ფეხებთან მოკალათდა. — ოღონდ მართლა ცოტა ხნით. ხვალ დიდი დღე გვაქვს სამსახურში.
ანას ტელეფონმა ზუსტად იმ მომენტში დაიწყო ვიბრაცია, როცა დემეტრე ჩაიდნის ასავსებად სამზარეულოსკენ შებრუნდა. ეკრანზე თაიას სახელი აციმციმდა — ანა მიხვდა, რომ მეგობარს პაემნის პირველი შთაბეჭდილებების გაზიარება ეჩქარებოდა და სახლში არსებული სიჩუმე ამ საუბრისთვის ნამდვილად არ გამოდგებოდა.
— ბოდიში, თაიაა, უნდა ვუპასუხო, — ჩაილაპარაკა ანამ და აივნისკენ დაიძრა.
გარეთ გასულმა, აპრილის გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ქალაქი ქვემოდან ხმაურობდა, მაგრამ აქ, სიმაღლეზე, მხოლოდ ქარის ზუზუნი ისმოდა.

—გისმენ, აბა! — აღტაცებულმა უპასუხა,ისე რომ კარი ჯერ დაკეტილიც არ ჰქონდა — როგორი იყო და რა მოხდა, ყველა დეტალი მინდა!
—არა, ტელეფონში არაფერს მოგიყვები.
—აბა ამ დროს რატო მირეკავ?
—ხვალ გამოხვალ ისევ! ნენე გამოგივლის, სამსახურის მერე, რეაქციები უნდა ვნახო, ასე მოყოლა არ მინდა.
—ეგეთი ამბები მოხდა?
—მოხვალ და გაიგებ . მიდი ახლა, დაკავებული იქნები შენ,
—ნუ მენამიოკები რაღაცებს. კარგი, წავედი.

სახლში შესული კარში გაქვავდა. შემოსასვლელში, სამზარეულოსა და მისაღების მიჯნაზე ასაკშეპარული ქალი იდგა - ჟაკეტი გაიხადა და საკიდზე დაკიდა, თან ქოთქოთებდა, მაგრამ ანამ სიტყვა ვერ გაარჩია რას ამბობდა. თან ავტომატურად აიბუზა, რადგან აივნის კარი ღია დარჩა და გაზაფხულის ღამის სუსხი შემოიჭრა ბინაში. ხელები მკლავებზე შემოიჭდო და დემეტრესკენ გაიხედა, ფიქრობდა, ყურადღება როგორ მიექცია, თან უხერხულობისგან იწურებოდა.

დემეტრემ სიცივე იგრძნო თუ არა, მაშინვე ანასკენ შებრუნდა და წამით ისიც გაქვავდა. მის სახეზე ერთდროულად აისახა გაოცება, დაბნეულობა და მერე ის ნაცნობი, ოდნავ ირონიული ღიმილი, რომელიც თითქოს ამბობდა: „ამას ნამდვილად ვერ დავგეგმავდიო“. ჩაიდანი მაგიდაზე დადგა და სწრაფი ნაბიჯით ანასკენ წავიდა, რომ აივნის კარი მიეხურა.

—კარგი,დედა,მშვიდად,უხერხულია სტუმართან — თვალით ანიშნა ბიჭმა ანასკენ , თან ნაბიჯს უჩქარებდა.
— მთელი კვირაა არ გამოჩენილხარ, ტელეფონზეც ძლივს გპასუხობ... მეთქი, წავალ, ვნახავ, ხომ მშვიდობაა-მეთქი.
ლულუ მხოლოდ ახლა შემოტრიალდა სრულად ოთახისკენ და ანა დაინახა. ანა, რომელიც აბუზული იდგა და ცდილობდა რაც შეიძლება პატარა გამოჩენილიყო, უცებ მთელი ამ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ოთახში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ოზის კუდის იატაკზე ბრახუნი არღვევდა.

დემეტრე ანასთან ახლოს მივიდა, ხელი მხარზე მსუბუქად შეახო — ეს შეხება იმაზე მეტად დამამშვიდებელი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა — და დედას მიუბრუნდა.
— დედა, გაიცანი, ეს ანაა, — თქვა მან მშვიდად, თუმცა ხმაში ის სიმტკიცე დაუბრუნდა, რომელიც ბოულინგის თამაშისას ჰქონდა. — ანა, ეს დედაჩემია, ლულუ.
— სასიამოვნოა... ბოდიში, ასე უცებ რომ შემოვიჭერი, — ძლივს ამოთქვა ანამ და ხელები მკლავებიდან ნელა ჩამოუშვა.
— რა ბოდიში, შვილო, პირიქით! — მარიამი სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა მისკენ. — რა ლამაზი გოგო ყოფილხარ... დემეტრე, რას დგახარ, ვერ ხედავ, ბავშვი გაიყინა? აივანზე ასე როგორ გაუშვი! მოდი, ჩემო კარგო, აქეთ მოდი, თბილად დაჯექი.
—მიდი, დაჯექი, მოსაცმელს გამოგიტან — დემეტრემ ნაზად უბიძგა ხელი სავარძლისკენ და საძინებელში გაუჩინარდა.
—არ მინდ...— სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო ანამ, ამიტომ უხმოდ დაჯდა , იწურებოდა უხერხულობისგან,სად წასულიყო არ იცოდა, ან რა ეთქვა, უნდა ეთქვა კი რამე.
საბედნიეროდ სიტუაცია ოზიმ გამოასწორა, რომელიც გოგოს მაშინვე კალთაში ჩაუხტა და თამაში დაუწყო.
—მართლა როგორ მოგნატრებივარ, შენ პატარა ეშმაკო — წამით სულ გადაავიწყდა ლულუ , ისე გაუბა ძაღლს ლაპარაკი. ანას ამ კომენტარზე ქალს ჩაეღიმა, გაიფიქრა, თუ ასე ელაპარაკება და მონატრებაც უხსენა ესეიგი ხშირად ეყოლება ნანახიო, ამასაც მეტი რა უნდოდა, ლამაზი გოგო მისი საამაყო ბიჭის გვერდით.

დემეტრე საძინებლიდან უხმაუროდ გამოვიდა,ხელში ნაცრისფერი ჰუდი ეჭირა, ელვა შესაკრავზე. ასევე უხმოდ მიუახლოვდა ანას და ხელში მიწოდების მაგივრად თავად მოაფარა მხრებზე ნაჭერი.

ანამ იგრძნო, როგორ შემოეხვია დემეტრეს ნაქსოვი ჰუდი მხრებზე — ისეთი დიდი და თბილი იყო, რომ თითქმის მთლიანად დაფარა. სამოსს დემეტრეს სუნამოსა და რაღაც ნაცნობი, მშვიდი გარემოს სუნი ასდიოდა. ანამ ხელები მკლავებში გაუყარა და ელვა ბოლომდე შეიკრა, თითქოს ამ ნაჭერში იმალებოდა იმ უხერხულობისგან, რომელიც ჯერ კიდევ არ ასვენებდა.
— მადლობა, — ჩაილაპარაკა ისე, რომ დემეტრესთვის თვალი არ გაუსწორებია, თუმცა იგრძნო, როგორ დააყოვნა კაცმა ხელები მის მხრებზე ერთი წამით იმაზე მეტხანს, ვიდრე საჭირო იყო.
ლულუ ამასობაში სამზარეულოში ფუსფუსებდა. მასპინძლის უფლება ისე ბუნებრივად ჩაიგდო ხელში, რომ დემეტრეს მხოლოდ ჭიქების მოწოდება დაუბრუნდა.
— აბა, — თქვა ლულუმ და მაგიდაზე ნამცხვრით სავსე თეფში დადგა, — ჩაი თითქმის მზადაა. ანა, შვილო, დემეტრემ მითხრა, მესხი არისო. მესხები ძალიან ნიჭიერი და ჟინიანი ხალხია. შენც ეტყობა, თვალებში ისეთი ცეცხლი გაქვს, ამ "მთის კაცს" ადვილად რომ არ დაუთმობ.
დემეტრეს ჩაეცინა და ანას პირისპირ, დაბალ სკამზე ჩამოჯდა.
— მერე ვინ გითხრა, რომ მითმობს? — გადახედა დედას, მერე კი მზერა ისევ ანაზე გადაიტანა. — ბოულინგში ლამის გამანადგურა. ერთი სული აქვს, სადმე შეცდომა დამიჭიროს.
— მართლა? — ლულუს თვალები გაუბრწყინდა. — რა კარგია! დემეტრეს სჭირდება ვინმე, ვინც სულ შეახსენებს, რომ ყველაფერში პირველი ვერ იქნება. აბა, სულ თავის ჭკუაზე თუ გაუშვი, ისეთებს დაგეგმავს, მერე ვეღარ დაეწევი.
ანამ იგრძნო, როგორ ნელ-ნელა ეხსნებოდა დაძაბულობა. ლულუს საუბარი ისეთი დინჯი და თბილი იყო, რომ უხერხულობა ნელ-ნელა სასიამოვნო შინაურულობამ შეცვალა.
— მხოლოდ სიმართლის დადგენას ვცდილობდი, — უპასუხა ანამ და ოზის თავზე გადაუსვა ხელი, რომელიც ჰუდის ნაჭერზე მოკალათებულიყო. — დემეტრეს სჯერა, რომ მისი გეგმები უნაკლოა, მე კი ვფიქრობ, რომ ხანდახან შემთხვევითობა ბევრად უფრო საინტერესოა.
— შემთხვევითობა, არა? — დემეტრე ოდნავ წინ გადაიხარა, მზერა დაუმძიმდა, თუმცა ხმაში სითბო ერია.
— ახლა მომიყევი, ანა, სად გაიცანით ერთმანეთი? ამ ბიჭმა ისე იცის ამბების დამალვა, რომ სანამ სახლში არ მოგიყვანა, საერთოდ არაფერი ვიცოდი.
ანამ დემეტრეს გახედა. იცოდა, რომ ახლა მისი ჯერი იყო, "თამაში" გაეგრძელებინა. თან ქალს იმას ხომ ვერ მოუყვებოდა პირველივე შეხვედრაზე ვეჩხუბეო. იფიქრა , მოვიფიქრებ რამეს ან შემოკლებულ ვერსიას ვეტყვიო, მაგრამ დემეტრეს საუბარში ვერ დაასწრო , თან ისეთი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ბურდულს სახეზე აშკარად არ აპირებდა უკან დახევას და დათმობას.

—ასე ძალიან თუ გაინტერესებს — ახლა დედაზე გადაიტანა ბიჭმა მზერა — აივანზე გამომივარდა ქალბატონი და ჩხუბი დამიწყო, აი გაცნობის ისტორია. — ანას უცებ ეცვალა სახეზე ფერი, გადაწითლდა, ლულუს სიცილის გაგებაზე კიდევ უარესი დაემართა, ენა ვერ მოიბრუნდა პირში თავის გასამართლებლად.
—არ...არ გამოვვარდნილვარ არსად, ნუ აბუქებ.
—მაგრამ ხომ მეჩხუბე?— არ თმობდა ბურდული , ლულუ კი ხედავდა შვილის ქცევას, ხვდებოდა რას აკეთებდა.
—კარგი,დემეტრე, ნუ ხარ ასეთი საძაგელი, ნუ აწვალებ გოგოს!
—შეხედე ლულუ, რა საყვარელია როცა წითლდება, თმის ფერი ედება სახეზე.
—დემეტრე!—უცებ შემოიძახა ანამ და სახეზე ხელები აიფარა.
—კარგი,ბიჭო,რა გჭირს,რა ბავშვივით იქცევი,ისედაც საყვარელია ეს გოგო რომ არ აწვალო!

—ბავშვივით კი არა, სიმართლეს ვამბობ, — ჩაილაპარაკა დემეტრემ, თუმცა ხმაში იმაზე მეტი სითბო გაეპარა, ვიდრე აქამდე. ისევ ანას უყურებდა, რომელიც ხელებს მიღმა იმალებოდა და მხოლოდ თითებს შორის უელავდა დაბნეული თვალები.
ლულუმ ჩაი მოსვა და კმაყოფილმა გადახედა შვილს. ის კარგად იცნობდა დემეტრეს - იცოდა, რომ ეს "წვალება" მხოლოდ მისი გზა იყო იმის საჩვენებლად, რომ ანა მისთვის სულაც არ იყო ჩვეულებრივი სტუმარი.
— მერე რა მოხდა, ჩემო კარგო, — მიუბრუნდა ლულუ ისევ ანას და ხელი ხელზე ნაზად დაადო, რომ ხელები სახიდან ჩამოეშვა. — დემეტრესთან თუ არ იჩხუბე, ისე მისი გაძლება შეუძლებელია. მე მაგას მთელი ცხოვრებაა ვეჩხუბები და ხედავ, მაინც ჩემსას მივირთმევ. აბა, სხვანაირად არ გამოვა.
ანამ ნელა დაწია ხელები, ლოყები ისევ უფუოდა, მაგრამ ლულუს სიტყვებზე გულწრფელად გაეღიმა.
— სიმართლე თუ გინდათ, ქალბატონო ლულუ, მართლა ძალიან უხეშად მელაპარაკებოდა, — თქვა ანამ და ახლა მან ესროლა დემეტრეს გამომწვევი მზერა. — მე უბრალოდ ჩემი პოზიცია დავიცავი.
— და ზუსტად მაგიტომაც მომეწონა, — თქვა დემეტრემ მოულოდნელად სერიოზულად.
ოთახში უცნაური, სასიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა. ოზიმ, თითქოს მომენტს ელოდაო, თავი ანას მუხლებზე დაადო და ამოიოხრა.
ანა კი თვალებგაფართოებული უყურებდა დემეტრეს, რომელიც უტუხად მზერას არ აცილებდა გოგონას.
ატმოსფერო შეიცვალა, თუმცა წამითაც არ გაჩენილა დაძაბულობა. ანას თავისი გულის ფეთქვა ყურებშ ესმოდა, მაგრამ მაინც გაიგო,როგორ წამოდგა ლულუ და დაემშვიდობა, ვნახე რომ შვილი კარგადაა, ეგ კი არა სანდო ხელშიც და ახლა წავალ, მარტო დაგტოვებთო.
გაშეშებულმა და გაშტერებულმა ძლივს ამოილუღლუღა ნახვამდისო.
დემეტრემ კარამდე მიაცილა ლულუ და უკან დაბრუნებულს ანა ისევ ისე დახვდა.
—არაფერს იტყვი, წითურო ? — ისევ მის წინ დაჯდა — ოღონდ ახლა არ მითხრა არ ველოდი და არ ვიცოდიო, თორემ ვიფიქრებ რომ პატარა სულელი გოგო ხარ.
—ვიცოდი — დაბალ ხმაზე ამოიკნავლაო თითქოს — თუმცა ნამდვილად არ ველოდი. არა დღეს და არა ასეთ სიტუაციაში, ლულუსთან აღიარებას.
—ლულუს ვერაფერს გამოაპარებ ანა, მეც კი ვერაფერს ვუმალავ, ყველაფერს ხვდება , ამიტომ საქმე გავუადვილე მასაც და ჩვენც.
—ახლა?
—რა ახლა, ანა?
—ახლა რა ხდება, რა მოხდება, არ ვიცი დემეტრე, დავიბენი ძალიან, მოულოდნელი იყო და ვერ ვხვდ...
—წითურო — ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დემეტრე,სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა, თან ნერვიული საუბარი შეაწყვეტინა — დამშვიდდი, ისუნთქე.
—ვსუნქავ.
—კარგი გოგო ხარ — თმა ყურსუკან გადაუწია, მაგრამ ხელები ისევ სახეზე დააბრუნდა და ჯიუტად არ უშვებდა გოგონას. — ახლა ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი მოხდება ისეთი, რაც შენ არ გინდა რომ მოხდეს, ხომ გაიგე?
უხმოდ დაუქნია ანამ თავი, სულ არ ჰქონდა საუბრის თავი, თვალებში უყურებდა ბიჭს და აზრების დალაგებას ცდილობდა.
—ახლა რაღაც უნდა გკითხო— ისევ დინჯად გააგრძელა დემეტრემ საუბარი.
—გისმენ.
—ჩემი მოგებული ერთი სურვილი ახლა მინდა რომ გამოვიყენო — ისევ აუჩქარდა გოგონას გული, მიხვდა და იცოდა საითაც მიდიოდა ეს ყოველივე.
—რა სურვილია?
—მინდა რომ გაკოცო. შემიძლია, ანა ? — არაფერი უპასუხია გოგონას, მზერა აარიდა, თვალები დახარა და რამდენიმე წამის შემდეგ უხმოდ, ნელა, თანხმობის ნიშნად დაუკრა თავი.
დემეტრეს თითები ანას ლოყებზე ოდნავ დაეძაბა, თითქოს ამ მცირე, უხმო თანხმობას უფრთხილდებოდა, რომ ჰაერში არ გაფანტულიყო. მისი სუნთქვა უფრო ახლოს იგრძნობოდა, თბილი და მშვიდი, რაც ანას აფორიაქებულ გულს უცნაური რიტმით პასუხობდა.
არ აჩქარებულა ბურდული, ყვარდა სიზუსტე და ახლაც, ამ წამს, თითქოს დროს აჩერებდა, რომ ეს მომენტი ანას მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილიყო. ნელა დაიხარა და როდესაც მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხო, ანამ იგრძნო, როგორ გაქრა გარშემო ყველაფერი — ოზის ფშვინვა, სამზარეულოში დატოვებული ჩაის ჭიქების ორთქლი და ის უხერხულობაც, რომელიც მანამდე სულს უხუთავდა.
ეს არ იყო უბრალო კოცნა. მასში იგრძნობოდა მთიული კაცის მთელი სიმტკიცე და ამავდროულად, ისეთი სიფრთხილე, რომელიც მხოლოდ ნამდვილად ძვირფასი რამისთვისაა შემონახული. ანამ უნებურად დემეტრეს ჰუდის სახელოებს მოუჭირა თითები, თითქოს რეალობასთან ერთადერთი კავშირი ეს ნაცრისფერი ნაჭერი იყო.
როდესაც ბიჭი ნელა მოშორდა, მისი ხელები ისევ ანას სახეზე დარჩა. ცერა თითით გოგონას ბაგეს მსუბუქად შეეხო და თვალებში ჩახედა. იქ აღარ იყო ირონია, აღარ იყო გამოწვევა — მხოლოდ სიმართლე, რომლის აღიარებაც ლულუს თანდასწრებით დაიწყო და ახლა, ამ სიჩუმეში, დასრულდა.
— ნამდვილად კარგად გამოვიყენე სურვილი, — ჩაილაპარაკა დემეტრემ ხრინწიანი ხმით.
ანამ ამოისუნთქა. თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ ეს აღარ იყო შიშისგან. ეს იყო იმ "ქაოსის" დასაწყისი, რომელზეც თაია და მათე სხვაგან, სხვა ბარში საუბრობდნენ, მაგრამ ანამ აქ, დემეტრეს მისაღებ ოთახში იპოვა.
— კიდევ გაქვს სურვილები? — ჰკითხა ანამ ისე ჩუმად, რომ ძლივს გაისმა.
— ბევრი, — დემეტრემ შუბლი მის შუბლს მიადო. — ძალიან ბევრი, მაგრამ სხვა დროისთვის შევინახავ.

იმ ღამით ანას დემეტრეს ჰუდით ჩაეძინა, ან იქნებ ძალით ‘დაავიწყდა’ მისი გახდა დაძინებამდე, რომ კედლის იქეთა მეზობლის სიახლოვე უფრო ეგრძნო.
ჰუდის რბილი ნაჭერი და დემეტრეს სურნელი ანასთვის იმ ღამით ერთგვარ ფარად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ საწოლში იწვა, თვალებს ხუჭავდა თუ არა, ისევ იმ წუთებს უბრუნდებოდა — დემეტრეს მტკიცე ხელებს მის სახეზე და იმ სიჩუმეს, რომელიც კოცნის შემდეგ მათ შორის დადგა.
კედლის იქით, დემეტრეს ბინაში, ალბათ მასზე ფიქრობდნენ, ან იქნებ დემეტრეს ჯერაც არ ეძინა და ახალ გეგმას აწყობდა შემდეგი სურვილი როგორ გამოეტყუებინა ანასგან, მაგრამ აქ, ანას ოთახში, ჰუდის სახელოებში ჩამალული ხელები მას აგრძნობინებდა, რომ ის "კედლები", რომლებსაც ასე უფრთხილდებოდა, საბოლოოდ ჩამოინგრა.



№1  offline წევრი Niachkaa

ძალიან საყვარლები არიან❤️
ვგიჟდები დემეტრეს და ანას წყვილზე!❤️


პ.ს ჩემი აზრით, დემეტრე და მათე მეგობრები არიან😁

 


№2 სტუმარი ნინო ფეიქრიშვილი

აუუ ძალიან კარგი იყო♥️❤️აღარ გვალოდინოთ ასე რა❤️

 


№3 სტუმარი ნონა ხაზალაშვილი

არაჩვეულებრივია,მადლობა ავტორს, წარმატებები💕

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent