შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პირადი მცველი 3


5-05-2026, 09:49
ავტორი Tak.oo
ნანახია 1 750

_ შენ აქ ცხოვრობ უკვე?_ ირონიულად ეკითხება.
ალექსანდე თავს წევს,მშვიდად პასუხობს.
_ დილა მშვიდობის.
_ უკვე არ არის.
რამდენიმე წამით ურივე ჩუმად არის.ალექსანდრემ მზერა მის მტკივან ხელზე შეაჩერა.
_ გტკივა?
_ არა.
_ დღეს რა გეგმები გაქვს?
ნიცამ ეჭვიანი მზერა შეაგება ბიჭს.
_ არ ინერვიულო, არ დაგტოვებ ინფორმაციის გარეშე._ გესლიანად ჩაილაპარაკა ნიცამ.
_ გარეთ დაგელოდები.

მისაღებში ლია შეხვდა ალექსანდრეს.ღიმილით მიესალმნენ ერთმანეთს.
_ მიგყავს სადმე ნიცა?
_ არ ვიცი ჯერ._ მშვიდად ხმით უპასუხა ალექსანდრემ.
ლია სამზარეულოსკენ წავიდა.
_ მიდიხარ უნივერსიტეტში?
_ კი.
_ და ალექსს რატომ არ აფრთხილებ წინასწარ?დილის 7საათიდან აქ არის…
თუ 12-მდე არ აპირებ გასვლას რა საჭიროა ეს ბიჭი დილიდან აქ იყოს?!
_ მერე ვინ სთხოვა დილის 7-ზე მოსვლა?!
_ და ვინმემ უთხრა არ მოხვიდეო?!_ ხმა შეეცვალა ლიას.
ნიცამ უკმაყოფილოდ აზიდა ტუჩები,მაგრამ არაფერი თქვა.
_ რომელ საათზე მიდიხარ? გავაფრთხილო მაინც…
_ ნახევარ საათში მზად ვიქნები._ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა.
ლია სამზარეულოდან გავიდა.

_ ლია…_ გაისმა მირიანის ხმა.
_ გისმენ…_ ლია მირიანისკენ მიტრიალდა.
_ გცალია,კაბინეტში რომ შემოხვიდე?
_ ცოტახანში… ნიცას დავეხმარები უნდა გავიდეს უნივერსიტეტში…ალექსსაც გავაფრთხილებ…
_ კარგი._ მირიანი კაბინეტში ბრუნდება.

ნიცა მანქანაში ჯდება.ალექსანდრემ უკვე იცის ლიასგან რომ უნივერსიტეტში უნდა წაიყვანოს.გზაში ხმას არ იღებენ.
ალექსანდრეს ტელეფონი რეკავს მოგვიანებით.
_ გისმენ დე..კი,ადრე გავედი და აღარ გაგაღვიძე…_ხმა უჩვეულოდ რბილი და თბილი გაუხდა.
_ კი,საღამოს დავბრუნდები.რამე ხომ არ გჭირდება?.. კარგი.
ნიცა თავს აბრუნებს,რამდენიმე წამით ალექსანდრეს უყურებს,მერე ისევ ფანჯარაში იხედება.ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა ნიცას.
_ როგორც ჩანს შენც გაკონტროლებენ.
_ ზოგისგან განსხვავებით მე წინააღმდეგი არ ვარ.
_ გააჩნია ვინ გაკონტროლებს…
ალექსანდრე წამით მზერას აჩერებს ნიცაზე,მერე ისევ გზას გაჰყურებს…

უნივერსიტეტთან აპარკინგებს მანქანას.ნიცა უმალ გადადის.
_ დამელოდე._ მშვიდად ეუბნება ალექსანდრე.
_ არ შემომყვე.იქ არ მჭირდება შენი დაცვა.
_ სადაც შენ ხარ,მეც იქ უნდა ვიყო._ მშვიდად მაგრამ გადაჭრით პასუხობს ბიჭი.
_ არა მეთქი. _ თვალებს აბრიალებს ნიცა და ხმაში სიმტკიცე ერევა.
_ კი._ გასაგიჟებლად მშვიდად პასუხობს ალექსანდრე და წინ მიდის.
_ ღმერთო… _ ფრუტუნებს ნიცა და უკან მიყვება.
გვერდით როგორც კი ჩაუარა,ისე რომ თავს მისკენ არც ატრიალებს ამბობს.
_ არ გაბედო და ლექციაზე არ შემოხვიდე!
ალექსანდრეს ტუჩი ოდნავ შესამჩნევად უტყდება.

დერეფანში რამაზი ხვდება ნიცას.
_ ნიცა?! ეს რა დაგმართნია?_ თავზე ხელს ხვევს და მსუბუქად იხუტებს გოგოს.
_ ოჰ,გრძელი ამბავია ბატონო რამაზ…
_ სერიოზულია რამე?
_ არა,მსუბუქი ბზარი,ორ კვირაში მომხსნიან.უკვე 11 დღეში უფრო სწორედ.
რამაზს ეცინება.
_ დღეებს ითვლი ხომ?
_ აუ,კიი…
_ დღეს რეპეტიციაზე შეძლებ ხომ დასწრებას?
_ რა თქმა უნდა._ დავდაჯერებული პასუხობს ნიცა.
_ კარგი,აბა დროებით.

შუადღისით ნიცა შესვენებაზე გამოდის.ალექსანდრე შენობის ფოიეში ელოდება გოგოს.ნიცა უახლოვდება ბიჭს.
_ რამდენიმე მეგობარი ვაპირებთ სადილად გასვლას._ ნიცა პაუზას აკეთებს._ მარტო წავალ ოღონდ.
_ ვგიქრობ ეგ საკითხი უკვე გავიარეთ …
_ არა._ ჩურჩულებს ნიცა._ არ მინდა,არ წამოხვალ.
_ წამოვალ.
_ რა ჯიუტი ხარ.
ალექსანდრე არაფერს პასუხობს გარშემო იყურება.
_ მომისმინე…_ ოხრავს ნიცა._ მაშინ ვიტყვი,რომ ჩემი შეყვარებული ხარ.
ალექსანდრეს თვალები უფართოვდება და მზერა გოგოზე გადააქვს მაშინვე.
_ რა სისულელეა.
_ ვაიმე… ისედაც ყველა ფიქრობს რომ ეს როლი მამაჩემის ფულების გამო მაქვს…ახლა დაცვა და მეტი კი არ უნდათ?! დამანებე რა თავი…_ უსუსურობის განცდა დაეუფლა ნიცას.
_ ვერაფრით დაგეხმარები._ გულგრილად პასუხობს ბიჭი.
ფოიე ახმაურდა.სტუდენტები გამოიშალნენ.ნიცას ჯგუფელები უახლოვდებიან.
“ აუ ეს რა ჯიუტი ვინმეა…”
წამში გოგოს გონება უნათდება.რამდენიმე ნაბიჯი აშორებს ჯგუფელებს,რომ მოულოდნელად ალექსანდრეს მკერდზე ეკვრის.
_ რა საყვარელი ხარ,მადლობა ასე რომ ზრუნავ…
ალექსანდრე წამით გაიყინა.
მზერა დახარა.მის მკერდზე მიყრდნობილ გოგოს დახედა ზევიდან.
მიხვდა რა თამაშსაც თამაშობს.
არ შორდება,არც ნიცას არ წევს…
ჯგუფელები უკვე მოუახლოვდნენ.ალექსანდრე ხელს წევს და მსუბუქად წელზე ხელს ხვევს გოგოს.ნიცას სხეული ეჭიმება.ალექსანდრეს ეს არ ეპარება. აშკარად ამას არ ელოდა…
_ დღის ბოლოს შეფასება…_ ჩუმად ჩურჩულებს ალექსანდრე.
რამდენიმე გოგონა და ბიჭი მათ წინ ჩერდება.
_ ეს ვინ არის ნიცკუ?!_ კითხულობს ერთ-ერთი ინტერესით.
ნიცა იღიმის
_ ჩემი …
ალექსანდრე ერთ ნაბიჯს წინ დგამს,ისე რომ ნიცას ხელს არ უშვებს.
_ ალექსანდრე._ ხელს უწვდის_ ერთად ვართ.
_ ვააუ…_ ამბობს გოგონა რომელმაც იკითხა.
_ ამას გვიმალავდი?_ გაიცინა გრძელ თმიანმა გოგონამ და გზა გააგრძელა._ გეყოთ წავედით,მშია…
ბიჭებიდან ხელი ჩამოართვა ორმა და გაეცნო.
_ გიორგი.
_ გეგა.
მესამეს მზერა ალექსანდრეზე იყო,მერე მის ხელზე,რომელიც ისევ ნიცას წელზე ჰქონდა შემოხვეული.
_ თომა._ მძიმედ წარმოთქვა,ისე რომ ხელი არც ჩამოურთმევია.
აკექსანდრემ თავი დაუკრა.
_ წავიდეთ._ ნიცამ ალექსანდრეს ხელი ჩამოაწევინა,თუმცა ბოლომდე არ გაუშვია.უკან მიყვნენ ჯგუფელებს.
_ ძალიანაც ნუ შეხვალ როლში._ ჩუმად უჩურჩულა ბიჭს.
_ ჯერ არც კი შევსულვარ,მინდა გითხრა._ ირონიულად ატეხა ტუჩის კუთხე ალექსანდრემ..
კაფეში ალექსანდრე თითქოს ბუნებრივად ნიცას გვერდით აღმოჩნდა მაგიდასთან.შეკვეთა გააკეთეს.სანამ მოიტანენ საუბრობენ.ზოგი ერთმანეთში ზოგი ნიცას ესაუბრება.
გრძელ თმიანი გოგონა ახლა ალექსანდრეს ეკითხება.
_ალექსანდრე ხომ?_ ალექსანდრე თავს უქნევს.ნიცა ავტომატურად წყვეტს საუბარს და მზერა მათზე გადააქვს.
_ დიდი ხანია ერთად ხართ?
_ არც ისე…
_ და რას საქმიანობ?
ალექსანდრეს შეუმჩნევლად ეღიმება.
_ უსაფრთხოების სფეროში ვარ…
_ ოჰო…_ იცინის გოგო.
შეკვეთა მოაქვთ.ნიცა მარცხენა ხელით ვერ ახერხებს.ალექსანდრეს არ ეპარება ეს და თეფშს უჭერს რომ არ გაუსრიალდეს.
_ მადლობ._ ჩურჩულებს ნიცა.თან ბრაზობს საკუთარ თავზე რომ ასეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
ისევ უნივერსიტეტში აბრუნებს ნიცას ალექსანდრე.
სანამ შენობაში შევა გოგო ალექსანდრესკენ ტრიალდება.
_ წადი,დაისვენე,რომ მოვრჩები დაგირეკავ.
ალექსანდრეს ეღიმება ირონიულად.
_ არ დავღლილვარ.
_ მე დავიღალე შენი ყურებით._ ტონს ძაბავს ნიცა._ წადი.
_ როცა სახლში დაგტოვებ,წავალ კი…
_ აუტანელი ხარ.
_ როლიდან ნუ გამოდიხარ,თვალს გადევნებენ ეჭვიანი თაყვანისმცემლები_ მშვიდი,ღიმილიანი სახით პასუხობს ალექსანდრე და თომას მზერას იჭერს.
_ ჯანდაბაში წასულხართ ორივე._ ნიცა ტრიალდება და შენობაში შედის.

შუადღეს სახლში ბრუნდებიან,არცერთი გზაში ხმას არ იღებს.ორივე ხვდება მანქანაში თუ იჩხუბეს ეს სივრცე მათ ვერ დაიტევს.
ალექსანდრე ეზოში ყოვნდება.ნიცა სახლში შედის გაბრაზებით.ლიას არ ეპარება ნიცას უკმაყოფილო სახე.კიბეზე მიმავალს თვალს აყოლებს.შემდეგ ალექსანდრესთან გადის.
_ ალექს,შემოდი შვილო.დაისვენე.
_ არ დავღლილვარ ლია დეიდა.მადლობ.
_ წამოდი,რომ გეუბნები.დილიდან გასულები ხართ…ჭამეთ რამე?
_ კი._ ალექსანდრე კიბეზე ადის და ჰოლში შედიან.
_ რაზე გაბრაზდა.
_ არ ვიცი…სულ ბრაზობს._ იღიმის ალექსანდრე.
_ თავისებურია…_ სიყვარულით ამბობს ლია._ ახლოს რომ გაიცნობ მიხვდები…მოდი ცოტა წაიხემსე.,ცოტახანში რეპეტიცია აქვს თეატრში და იქ მოგიწევთ წასვლა.

სამზარეულოში შედიან.ალექსანდრე ბართან დგება.ლია ოჯახის განრიგს უყვება.მირიანს ახასიათებს,ნიცას…
ალექსანდრე ყავას სვამს,ლიას გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევს,თან ლიას უსმენს.სამზარეულოს კარი იღება და ნიცა შემოდის.
_ უკაცრავად,ყავას დავისხამ…
ლიას ეღიმება,ნიცას გაბუსხულ ტონზე
_ გაგიმზადებ მე.
ნიცაც ბართან ჯდება და ელოდება.ლია ყავას უდგამს წინ.
_ მეც მინდა ნამცხვარი._ გაბუტული ბავშვივით ამბობს ნიცა.
_ ა.. კაი ახლავე…_ ლია ნამცხვრის პატარა ნაჭერს უდებს წინ._ მიირთვი.
_ რა პატარაა…_ ლიას ეცინება.
_ მომეცი დიდს მოგიჭრი.
_ იყოს,არ მინდა,ამას შევჭამ.
ალექსანდრე ხმას არ იღებს,თუმცა ნიცას ჭირვეულობაზე ღიმილი ეპარება.

ლია ორივეს ესაუბრება.ორივე ჩუმად უსმენს,სიჩუმეს არ არღვევენ.
_ ნიცა,პრემიერა როდის არის?
_ თვის ბოლოს.
_ მანამდე კი მოგირჩება ხელი.
ნიცა თავს უქნევს.
_ მადლობა. ეს _ თითით თეფშზე ანიშნებს,რომელზეც ცოტახნის წინ ნამცხვარი იდო._ გემრიელია.კიდევ გამოაცხე ხოლმე…
_ შენ არ ჭამდი,თორემ მე ხშირად ვაცხობ_ ჩაეღიმა ლიას._ მირიანს უყვარს.
ნიცა მხრებს იჩეჩავს და გადის.კართან მისული ტრიალდება.
_ ნახევარ საათში გავიდეთ.თეატრში…
ალექსანდრე თავს უქნევს.

თეატრის დარბაზი ნახევრად ჩაბნელებული იყო.
სცენის განათება მკრთალად ეცემოდა იატაკს.
ხმაური ნელ-ნელა შეწყდა.მსახიობები ადგილებზე განლაგდნენ.
ალექსანდრე უკანა რიგში იჯდა.
სცენას უყურებდა.
ნიცა სცენის ერთ კუთხეში იდგა.
რამაზი რაღაცას უხსნიდა ყველას.
_ კარგი. დავიწყოთ.
ნიცა თავის ეპიზოდს ელოდა.შემდეგ სცენის შუაგულში წამოვიდა. ნელა,მშვიდად დაიწყო ტექსტი,შემდეგ სულ სხვა ადამიანად იქცა თითქოს,იმდენად შევიდა როლში.ალექსანდრე უყურებდა და ხვდებოდა გოგო სხვა სამყაროში იყო,სადაც ნათლად თავისი თავი იპოვა.
რამაზზმმა ხელი ასწია.
_ გაჩერდი. თავიდან დაიწყე ნიცა.
ნიცა გაჩერდა.თავი დაუქნია.
ალექსანდრე აკვირდება მის რეაქციას.
არ გაბრაზებულა.მიიღო შენიშვნა.
ეს მისთვის უცხო იყო.
უფრო სწორად ალექსანდრესთვის იყო ასეთი ნიცა უცხო.

დღის ბოლოს სახლში მიიყვანა ნიცა.უბრალოდ დაემშვიდობა და სახლში წავიდა.გზად დუდუს ელაპარაკა ტელეფონით.
_ აუ,რავი დუდუ,ისე ვიღლები,მთელი დღე.ანუ განა რა,მაგრამ ეს ლოდინის მომენტები მაგრად მღლის… ხო,მეტი გზა არ მაქვს ამ ეტაპზე…უკან ვერ დავბრუნდები…იქნებ ერთი დღე დასვენება გადაწყვიტოს და გნახავ…მაგრად.
ტელეფონს თიშავს და ჯიბეში აბრუნებს.

ნიცას ყოველდღიურობაში ჩაერთო ალექსანდრე ავტომატურად.არაფერი საშიში მის ცხოვრებაში არ ხდებოდა,თუმცა მირიანი თვლიდა,რომ ნიცას დაცვა სჭირდებოდა.
ნიცაც უკვე იმდენად მიეჩვია ალექსანდრეს,რომელიც მის ჩრდილად ქცეულიყო,აღარ აღიზიანებდა ისე როგორც თავდაპირველად.მათ შორის საუბარი მხოლოდ იმას ეხებოდა სად წაეყვანა ნიცა,რამდენ ხანში გავიდოდნენ და ა.შ.

საავადმყოფოშიც ალექსანდრემ წაიყვანა.
ნიცა ჯიუტად გაიძახოდა
_ მომხსენით ეს თაბაშირი ხელიდან
_ერთი კვირა კიდევ მინდა რომ ატაროო._ უხსნიდა ექიმი.
_ მე არ მინდა სამაგიეროდ მომხსენით._ კატრგორიულად აცხადებდა ნიცა.
_ კარგი,მოგხსნი.

იმ დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყო მთელი დღე.ჯგუფშიც სიხარულით შეხვდნენ მისი ხელის “გათავისუფლებას”.
_ ასაღნიშნი ამბავია ნიც.
_ ხოდა ავღნიშნოთ,დღეს ყველა ბარში მივდივართ._ განაცხადა ნიცამ

გვიან საღამოს ალექსანდრე ნიცას ელოდა მანქანასთან.დიდხანს არ დააყოვნა გოგონამ.დათქმულ დროს ფეხების წკაპუნით გამოვიდა.
ხმაზე ალექსანდრემ თავი აწია.მზერა ვერ მოწყვიტა გოგოს.
ვერცხლისფერი კაბა,მისი სხეული აგებულებას იმეორებდა.მოკლე თვალში საცემი.
თმები მსუბუქად დაეხვია,მაკიაჟი გაეკეთებინა.
ალექსანდრემ რამდენიმე წამით თვალი ვერ მოწყვიტა,მერე თითქოს გამოფხიზლდა.
კარი გაუღო.დაჯდომის დროს კაბა კიდევ უფრო ზემოთ აიწია.
ალექსანდრემ მზერა სწრაფად აარიდა. თავი გადააქნია.
კარი დახურა და საჭესთან დაჯდა.

ბარში ხმაური იყო.მუსიკა მკვეთრად ურტყამდა ბასებს,თითქოს ვერ ეტეოდა კედლებში.
ალექსანდრე და ნიცა მაგიდას მიუახლოვდნენ სადაც ნიცას მეგობრები იჯდნენ უკვე.
_ დალევ ნიცა?
_ აბა რაა…
ჯერ ერთი ჭიქა
მეორე
მესამე
ალექსანდრემ იგრძნო როგორ დაეჭიმა ყელი.
თუმცა არ ჩარეულა.
დალევა გრძელდება.
_ წავიდეთ ვიცეკვოთ…
ნიცა დგება და მიდის.
_ შენი შეყვარებული ძალიან სერიოზულია._ გაეცინა ერთ-ერთ გოგოს.
ნიცამ გვერდულად გახედა.
ალექსანდრე ადგილზე დარჩა.მშვიდად
უყურებდა.
_ ეგ სულ ასეთია._ უპასუხა ნიცამ._ არ ნერვიულობს.
ტუჩის კუთხეში ირონიული ღიმილი გაეპარა.
ცეკვავენ.ალექსანდრე თვალს არ აშორებს.
ნიცას თომა უახლოვდება.
_ კარგად ხარ ხომ?
_ შესანიშნავად._ცეკვას არ წყვეტს და სიცილით პასუხობს ნიცა.
თომას ხელი ნიცას ეხება,თავიდან თითქოს შემთხვევით,ნიცა ყურადღებას არ აქცევს.
ალექსანდრეს მზერა ეყინება.მკერდში დაჭიმულობას გრძნობს.
მერე უფრო მკვეთრად ხვევს ხელს.
ნიცა ცეკვას განაგრძობს თომას მკლავებში.
თომას ხელი ქვევით სრიალდება.
ნიცას სახე ოდნავ ეცვლება…
ალექსანდე უკვე მათკენ დაიძრა,ისე რომ წამით არ მოუშორებია თვალი მათთვის.
თომას მაჯაში ხელი ჩაავლო.
_ ხელი აიღე._ მშვიდი,მაგრამ ბასრი ტონები იგრძნობოდა მის ხმაში.
თომას ირონიულად ეღიმება.
_ დაწყნარდი.უბრალოდ ცეკვაა…
ალექსანდრე დაძაბული უყურებდა თომას.მისი მზერა ყველაფერს ამბობდა.
ნიცას ხელი მოკიდა,მისკენ მიიზიდა.
ნიცა უკვე მთვრალი იყო.
_ წავედით.
ნიცას პასუხს არ დალოდებია ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ გაემართნენ.

გარეთ ადრეული ზაფხულის თბილი ღამე იყო.ესიამოვნა სუფთა,მშვიდი ჰაერი
ნიცას.
_ რა ბრაზიანი ხარ…_ ჩაიცინა ნიცამ და ოდნავ ფეხი აერია.ალექსანდრემ ხელი შეაშველა. არაფერი უთხრა.
_ რატომ წამოვედით? მე მომწონდა…
_ რა მოგწონდა?_ ჩაეკითხა ალექსანდრე და მკაცრი მზერა შეაჩერა მის თვალებზე.
ნიცას ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.
_ ეჭვიანობ?
ალექსანდრემ ღრმად ჩაისუნთქა.
ხელი გაუშვა და მანქანისკენ გააგრძელა გზა.ნიცა ადგილზე დარჩა და მიმავალს ირონიული ღიმილით უყურებდა.
_ ალექსანდრე…
პირველად მიმართა სახელით.ბიჭს პირველად მოეჩვენა მისი სახელი სხვანაირად…
მობრუნდა.
ნიცას გაეცინა.
_ დამელოდე…_ ქუსლების კაკუნით გაუყვა გზას ნიცა,ერთი-ორჯერ ფეხი აერია და პარკინგზე გაჩერებულ მანქანას მიეყრდნო.ბოლოს ერთ-ერთ მანქანის “ცხვირზე” ჩამოჯდა.
ალექსანდრე უკან მობრუნდა.ნიცას წინ დადგა.
_ წესებს არღვევ…_ მშვიდად უთხრა.
_ ჰოო?_ ჩაიცინა ნიცამ._ შენც დაარღვიე…
_ მთვრალი ხარ…წამოდი…
_ მერე რა…მომწონს…
ნიცამ ხელები უკან გადაწია,მანქანას დაეყრდნო და სანახევროდ გადაწვა.
კაბა უფრო დამოკლდა.ალექსანდრემ მზერა აარიდა.
_ ნიცა,გეყოფა…_ ხმა გაუკაცრდა.
გოგო წამოდგომას მაინც არ აპირებდა.ალექსანდრე ფრთხილად დაიხარა მისკენ ნახევრად შიშველ წელზე ხელი შემოხვია.
იგრძნო როგორ დაიჭიმა გოგოს სხეული მის მკლავებში.
ნელა წამოაყენა.
ნიცა ხელები გადაიჯვარედინა მკერდ ქვეშ და გაბუსხული სახით დადგა ალექსანდრეს წინ.
_ სულ ასეთი უჟმური ხარ?_ მერე გაეღიმა._ არადა სიმპათიური ხარ და ეს ხასიათი არ გიხდება.
ალექსანდრეს ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში.
ნიცამ სიცილი ატეხა.
_ ღიმილიც გიხდება თურმე,გაუცინარო ხელმწიფევ.
ახლა უკვე აღარ დაფარა ღიმილი.
_ კაი,გვეყოს… _ ტონი დაურბილდა ალექსანდრეს._ წავიდეთ.
_ არ მინდა სახლში…_ ბოლო ბგერები ბავშვივით გაწელა გოგომ.

ალექსანდრე მანქანას ატრიალებს.ძველი თბილისის ქუჩებს მიუყვება.ნარიყალაზე ადიან.
_ ჰმ…_ სიამოვნებისგან კრუტუნებს ნიცა._ თურმე კარგიც შეგძლებია იყო.
ალექსანდრე მანქანის კარს უღებს.ნიცა გადმოდის და მანქანას ეყრდნობა.ხედს გაჰყურებს.სახეზე სასიამოვნო ღიმილი დასთამაშებს.
_ რა ლამაზია…
_ კი.
ნიცამ ბიჭს გახედა.
_ ასეთი დიდებული უჟმური პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში
უცებ შეაცია,გააკანკალა ნიცას.
მანქანიდან თხელი მოსაცმელი გადმოიღო ალექსანდრემ და მხრებზე მოახურა.
_ მადლობა.
სიჩუმეს არცერთი არღვევდა.თითქოს ორივე ტკბებოდა ღამის თბილისის ხედით,სიმშვიდით,სიჩუმით…
ამ სიმყუდროვეს ტელეფონზე შემოსული ზარის ხმა არღვევს.
_ გისმენ დედა… მოვალ მალე,არ ინერვიულო შენ… დაიძინე,ნუ დამელოდები…
ალექსანდრეს ტონი ისევ შეიცვალა,ხმა დარბილდა…
ნიცას მისი ეს ხმა სულ სხვანაირად ხვდებოდა ყურში…
ბიჭმა ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა.
_ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გაკლია?_ მოულოდნელად ეკითხება ნიცა._ აი,ისეთი რის ამოვსებასაც ვერ ახერხებ ვერაფრით…
გოგოს უეცარი ტრანსფორმაცია უკვირს ალექსანდრეს.
_ არ ვიცი…არ მიფიქრია…
_ ესეიგი არაფერია რაც გაკლია…თორემ,ფიქრი არ სჭირდება…იმას რაც გაკლია,სხვანაირად გრძნობ…
ალექსანდრემ წამით მზერა გოგოს სახეზე გააჩერა, თითქოს თვალები დაუსევდიანდა.
_ შენ რის დანაკლისს განიცდი?
_ რის არა,ვის…
გულში ტკივილს გრძნობს.ინტუიციით ხვდება დედას გულისხმობს.
_ ხშირად მიფიქრია,როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება,ან მე როგორი ვიქნებოდი…სულ მაინტერესებს და პასუხები რომ არ მაქვს მერე ვბრაზდები…
_ მიმღებლობა უნდა ისწავლო…
_ მაგრამ თუ არ მინდა…
_ მესმის,მაგრამ სურვილის მიუხედავად რას ცვლი?
ნიცა წამიერად ჩუმდება.
_ ვერაფერს…
_ ხასიათს გაგიფუჭებს მოცემულობასთან უთანასწორო ბრძოლა…
ნიცა დაკვირვებით უმზერს.
_ იმას რასაც ვერ შეცვლი და იბრძვი მაინც,არ იღებ…ამას ვგულისხმობ.
ალექსანდრე პაუზას აკეთებს.
_ ვწუხვარ დედაშენის გამო,მაგრამ ამ ფაქტს ხომ ვერ შეცვლი?!
_ ჰო…კარგი თორემ ვიტირებ…_ ღალბად იღიმის ნიცა._ და სულაც არ მინდა ჩემი სისუსტე შენ განახო.
ალექსანდრეს ეცინება.
_ ცრემლები სისუსტედ რატომ მიგაჩნია?
_ იმიტომ რომ… თითქოს ვიღაცამ გაიგო შენს შესახებ ის რაც არ უნდა იცოდეს და მერე ვეღარ თამაშობ ძლიერი გოგოს როლს… _ იცინის ცოტა ნერვიულად.
_ ხოდა ბოლოს _ ღიმილით აგრძელებს._ მე ვეღარ ვიქნები ძლიერი…მოკლედ კონტროლს დავკარგავ…
ალექსანდრეს ეღიმება.
_ და თუ ერთ დღეს არ წავიდა ასე შენი წესებით ყველაფერი?..
ნიცა ისევ ქალაქის ხედით ტკბება.
_ არ ვიცი…მოვემზადები მაგ დღისთვის ალბათ…
_ მეც გირჩევ…
ნიცა იცინის,ალექსანდრეს მის ბავშვურ ხასიათზე ეღიმება,როგორ იცვლება წამებში…
_ შეყვარებული არ გყავს?
სულ მე რომ დამდევ,დრო ხომ გინდა…
_ არ მყავს.
ნიცას ეშმაკურად ეღიმება.ალექსანდრეს წინ დგება.
_ ჩემნაირ გოგოს შეიყვარებდი?
ალექსანდრეს ყბის ძვალი ეჭიმება.
_ მგონი იმაზე მეტი გაქვს დალეული,ვიდრე ვვარაუდობ…_ ეცინება.
_ კაიიი,მიპასუხე…_ ნიცა წინ უდგას და თვალებს აფახულებს.
_ რა გინდა ნიცა?!
_ თუ შეგიყვარდებოდა ჩემნაირი გოგო…მაინტერესებს უბრალოდ…
ნიცა წამით ჩუმდება.
_ აი შენ,ისეთი ხარ…სერიოზული,ცოტას საუბრობ,მკაცრი.
მე კიდე მხიარული,თავისუფალი,ლაღი,ლამაზი…_ აქ ეცინება._ არა,შენც სიმპათიური ხარ,მაგრამ ხასიათი არ გივარგა.
ალექსანდრე ხმით იცინის.
_ რაა? არაა მასე?_ ჩაეკითხა ნიცა.
_ არ ვიცი…
_ ლაპარაკი საერთოდ როგორ ისწავლე?_ ცხვირს იბზუებს ნიცა.
_ შენნაირმა მოუსვენრებმა მასწავლეს…
ნიცას თვალები გაუბრწყინდა.
_ ანუ გყოლია ვიღაც…უფრო სწორად ვიღაცეები_ იცინის ნიცა მანქანის წინა ნაწილზე კომფორტულად თავსდება_ მიდი მომიყევი.
ალექსანდრეს ეღიმება.
_ რა უნდა მოგიყვე?!
_ როგორი იყო…
_ მორჩი ნიცა…
_ აუ,გთხოვ…მერე რაა…აი მე არავინ მყვარებია არასდროს…მე კი მეუბნებიან რომ ვუყვარვარ,მაგრამ…აუ მიდი რააა,მომიყევი…
_ და რომ გეუბნებიან შენ…
_ მე არ მჯერა,რადგან არ მიცნობენ…მხოლოდ ფიზიკურად მაფასებენ და ჩემი ვიზუალი იზიდავთ…მე კიდე ვფიქრობ რომ,მარტივი ხასიათი არ მაქვს…
_ ვერ შეგედავები…_ხელებს ზევით წევს ალექსანდრე ღიმილით.
ნიცა იცინის.მხარზე მსუბუქად ურტყამს ხელს.
_ ნუ უჟმურობ… ხოდა მგონია რომ ჩემი ხასიათი უნდა უყვარდეთ,ჩემი ჩვევები,შეხედულებები…რაც არც კი იციან…
_ გარკვეულ წილად მართლი ხარ,მაგრამ,ჯერ მაინც თვალი იზიდავს…
_ აი შენც ტიპური ბიჭივით მსჯელობ.
_ ასეა,სანამ გაიცნობ ვიზუალურად მოგწონს,მერე იცნობ და ნუ თუ ემთხვევით შედგება ურთიერთობა,არადა იშლება…
_ შენს შემთხვევაში რატომ დაიშალეთ?
ალექსანდრეს ეცინება.
_ რა ჯიუტი ხარ…ჩემი პირადი ჩემია,არ ვაპირებ ამ თემის განვრცობას.
_ ცუდი რესპოდენტი ხარ.
_ შენ ცუდი ჟურნალისტი.
_ იმიტომ რომ კითხვებს არ პასუხობ._ წარბი აზიდა ნიცამ.
_ იმიტომ რომ ზედმეტს კითხულობ._ მშვიდად დაუბრუნა ალექსანდრემ.
ნიცამ თვალები მოჭუტა, თითქოს აფასებდა.
_ ანუ რაღაც გაქვს დასამალი?_ ეშმაკურად ჩაიცინა.
_ ყველას აქვს._ მოკლედ მოუჭრა ალექსანდრემ.
პაუზა.
ქალაქის შუქები ირეკლებოდა მათ თვალებში.ნიცამ თავი მისკენ შეაბრუნა.
_ მე არ მაქვს._ ჩუმად თქვა.
ალექსანდრემ მაშინვე შეხედა და გაეღიმა.
_ არ გჯერა?_ ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ნიცას.
_ არა._ მშვიდად უპასუხა.
ნიცას გაეცინა.
_ კაი,შეიძლება რაღაცები მაქვს…_ მხრები აიჩეჩა._ მაგრამ მე არ ვმალავ. უბრალოდ არავის ვეუბნები.
ალექსანდრეს ისევ გაეღიმა.
_ ეგ იგივეა.
_ არა._ თავი გააქნია ნიცამ._ სხვაობაა… როცა მალავ გეშინია, როცა არ ამბობ უბრალოდ არ გინდა.
ალექსანდრე რამდენიმე წამით უყურებდა.
ამჯერად პასუხი აღარ ჰქონდა მზად.
ნიცა მანქანაზე გადაწვა.
_ ხოდა…_ ისევ დაიწყო._ ჩემნაირ გოგოზე პასუხი არ გამეცი.
ალექსანდრემ ღრმად ჩაისუნთქა.
_ არა._ მშვიდად თქვა.
ნიცა წამში გასწორდა.
_ რაა?!_ გაეცინა._ ასე პირდაპირ?
_ არა._ გაიმეორა._ იმიტომ რომ შენნაირი გოგო არ მჭირდება.
პაუზა.
ნიცას ღიმილი წამით სახეზე შეეყინა.კიდევ კარგი,ნასვამი იყო,ფხიზელი ასე მარტივად არ გაუტარებდა ამ სიტყვებს.
_ და როგორი გჭირდება?_ ინტერესით ჩაეკითხა.
ალექსანდრემ მზერა არ აარიდა.
_ ისეთი,რომელიც არ თამაშობს მუდმივად.
სიჩუმე ჩამოვარდა.
_ და თუ თამაში არ არის?_ ჩუმად იკითხა._ თუ ეს უბრალოდ მე ვარ?
ალექსანდრე დაფიქრდა.
_ მაშინ რთული იქნებოდა._ თქვა ბოლოს.
ნიცა იცინის.
_ ანუ მაინც შეგიყვარდებოდა._ თვითონ ასკვნის.
ალექსანდრეს ეცინება.
_ შენ თვითონ პასუხობ შენს კითხვებს.
_ იმიტომ რომ შენ არ პასუხობ._ მხრები აიჩეჩა ნიცამ.
ალექსანდრეს გაეღიმა.
_ უბრალოდ სწორ კითხვებს არ სვამ.
_ ანუ მე ვარ დამნაშავე მაინც?.._ იცინის ნიცა.
_ ნამდვილად.
_ ჰმ… აუტანელი ხარ.
_ არც შენ ხარ მარტივი ასატანი._ არ უთმობს ალექსანდრე.
_ რას მელაპარაკები?! შენს ადგილზე სხვას უკვე შევუყვარდებოდი.
_ იყოს მადლობა.
_ ღმერთო,თუ სიბერე მიწერია ასეთად ნუ დამაბერებ გთხოვ._ ხელები შეატყუპა და ლოცვის პოზა მიიღო.
ალექსანდრეს გაეცინა.
_ თუ დალევ ხოლმე,შანსი გაქვს…
_ აჰა,კიდევ…_ იცინის ნიცა.
ღრმა ამოსუნთქვას აკეთებს,მანქანიდან ძირს ჩამოდის.
_ კარგი,წავიდეთ.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

კარგია და საინტერესო ,ველოდები მომდევნო თავს❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგია, გააგრძელეთ ველოდები შემდეგს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანიკო

კარგია ველოდები შემდეგს

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამ

შემდეგი როდის დაიდება?

 


№5  offline წევრი Tak.oo

სტუმარი მარიამ
შემდეგი როდის დაიდება?

გადავგზავნი ახლა და როცა დაადასტურებს ადმინი ❤️
ისე იყო მიწყნარებული სიტუაცია ლამის მოტივაცია დავკარგე 😃🙈

 


№6 სტუმარი დალი სამადაშვილი

კარგია, მომეწონა👍👏ველოდები გაგრძელებას💚

 


№7 სტუმარი Tamuna

შემდეგი თავი როდის იქნება?

 


№8  offline წევრი Tak.oo

დალი სამადაშვილი
კარგია, მომეწონა👍👏ველოდები გაგრძელებას💚

მადლობა დიდი 🤍🤍

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent